შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული (5)


12-03-2017, 21:28
ავტორი bluejeans
ნანახია 1 993

***
ორგანიზმი მთლიანად გამიხურდა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს სადაცაა ცეცხლი წამეკიდებაო. სახეზე კი ნამდვილად ვიცოდი რომ სიწითლემ გადამკრა ჯერ, შემდეგ კი გავფითრდი. სახეზე ფერების გადანაცვლებას ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი. ტატო კი ხედავდა, და ამით თითქოს ტკვბებოდა. ესიამოვნა ჩემი გამოჭერა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება.
-მატყუარა რა შუაშია?-თავი გავიშტერე, არ ვუღალატე პრინციპს და ვეცადე სახე დამელაგებინა.
-კარგი რა, შენი სახე გაგცემს არაა საჭირო თავის გასულელება-სახე გაუმკაცრდა ტატოს და მიმახვედრა რომ მეორედ ვეღარ მოვატყუებდი
-კონკრეტულად რა ტყუილზე მელაპარაკები?-მაინც არ ვტყდებოდი
-ყველაზე დიდ ტყუილზე ანანო, მოიცა იქნებ მართა გირჩევნია?-ღმერთო ჩემო საიდან გაიგო? ნეტა გვარიც თუ იცის, იქნებ უკვე მიხვდა ვინც ვარ? არა არა ეს სწორედ ეს არ მინდოდა. სახეზე კი არაფერი იმჩნეოდა იმის რომ მიცნო.
-ესეიგი მართა ხალვაში ხო?-დააზუსტა ტატომ. გვარიც ცოდნია მაგრამ რატო არ ემჩნევა რომ მიცნო? მოიცა მე არასოდეს დამიშვია ის ვარიანტი, რომ შეიძლება ვერც მიცნოს. ისე მე ვინ ვარ მისთვის წესიერად არც მილაპარაკია ბავშვობაში მასთან. მაგრამ ხუთი წელი ერთ კლასში გავატარე, როგორ შეიძლება სახელს მაინც არ შეეხსენებინა ჩემი ვინაობა? ხმას არ ვიღებდი არ ვიცოდი რა მეთქვა, ღვინის ბოკალს გამეტებით ვუჭერდი ხელს და ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული.
-ხმის ამოღებას არ აპირებ? მითხარი რატომ მომატყუე?-ტატოს ხმაში იგრძნობოდა შეკავებული ბრაზი, სიცივა და კიდევ რაღაც. თითქოს განხიბლული იყო, ისე აღარ ვაინტერესებდი.
-შენ საიდან გაიგე?
-დიდხანს გეგონა რო დაიმალებოდა? რა მიამიტი ყოფილხარ ჟურნალისტის კვალობაზე.-გაიცინა, მე კიდე თავი შეურაწყოფილად ვიგრძენი.
-სულაც არ ვარ მიამიტი-ბავშვურად კი გამომივიდა მაგრამ სხვა რა უნდა მეთქვა არვიცოდი.
-მაინც არ მითხარი რატომ მომატყუე?- მინდოდა რომ გადაეტანა ყურადღება მაგრამ არ გამომივიდა.
-არ ვიცი უბრალოდ ასე ჩავთვალე საჭიროდ, და როდიდან უნდა გაბარო შენ ჩემი საქციელისთვის ანგარიში?-ხომ გაგიგიათ საუკეთესო დავდაცვა თავსდასხმააო. მეც ამ ხერხს მივმართე.
-არა ჯერ ჯერობით არ უნდა მაბარო, მაგრამ მაგასაც მივხედავთ. ისე კი არ მეგონე ასეთი
-როგორი ასეთი?-არ მომეწონა მისი ნათქვამი და ჩავეძიე
-ერთი ჩვეულებრივი ქარაფშუტა გოგო ხარ, რომელმაც კაცისაგან „თავისდასაცავად“ სულელური ტყუილის მეტი ვერაფერი მოიფიქრა-ხმაში სიცივის ნოტების გარევამ, გულში ხანჯალივით გაიელვა. გახსოვთ ალბათ რომ მინდოდა ისევ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ეხლა როცა ამის საშიშროება ნათლად დავინახე, გული ძალიან დამწყდა. მე თვითონაც არ ვიცი რატო. ტატოს მეტი არაფერი უთქვამს და მეც რომ ხმა არ ამოვიღე, გვერდი ამიარა და ნაცნობებს დაუწყო ლაპარაკი, რომლებიც რა ხანია ელოდნენ. მე შამპანიურის ჭიქა ავიღე და დიდი ყლუპი მოვსვი, ამის გამო ხველება ამიტყდა და ჩემი დებილური ქცევის გამო ნერვები მომეშალა.
-ფრთხილად ქალბატონო,წყალი ხომ არ გინდათ?-თავაზიანობით სავსე კაცის ხმა მომესმა, რომელიც სასიამოვნოდ მოელამუნა ყურს.
-არა მადლობთ, კარგად ვარ-ნელა შევტრიალდი და ჩემი ცისფერი თვალები მივანათე, საკმაოდ სიმპათიურ მამაკაცს რომელსაც შარვალ-კოსტუმი ამშვენებდა და მომხიბვლელად გამოიყურებოდა.
-ალექსანდრე, მეგობრებისთვის სანდრო-ხელი გამომიწოდა მამაკაცმა
-მართა, სასიამოვნოა-ნაზად გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
-აქ მოწვევით ხართ?-დაინტერესდა სანდრო. ოჰ როგორ მეგობარივით მივმართავ.
-კი ჟრნალისტი ვარ, ბატონ ავალიანის შესახებ ვწერ სტატიას და ვფიქრობ ეს საღამო დამეხმარება სტატიის დასასრულებლად.
-აქ გაგიმართლა საყვარელო, მე ტატოს ახლო მეგობარი ვარ, თუ ახლოდან გამიცნობ შეძლებ რაღაცეებიც გამომტყუო მის შესახებ-ოსტატურად დამიწყო ფლირტი, შეფარვით მაგრამ გარკვევით მიმანიშნა ჩემი გაცნობა უფრო ახლოს შეიძლება სხვა ვითარებაში, რომ უნდა. ტატოს ახლო მეგობარი? რატომ არ მახსოვს ყველა ვიცოდი თითქმის ბავშვობაში ვინც ტატოს გვერდით იყო.
-აქ ცხოვრობ ალექსანდრე?- ფიქრებში კი სანდროთი მივმართავ მაგრამ არ ღირს ჯერ ასე დაახლოება.
-გთხოვ უბრალოდ სანდრო, მეც მასთან ერთად ვმოღვაწეობდი ცოტა ხანს ფეხბურთში, შემდეგ მე კონტრაქტი დამიმთავრდა და აღარ გავაგრძელე დავბრუნდი თბილიში, ტატო კი დარჩა.-გასაგებად ამიხსნა სანდრომ და ჩავლილ ოფიციანტს შამპანიურის ჭიქა გამოართვა. მე ისევ ჩემს ღვინის ბოკალს ვარწევდი ხელში და ნელა ვსვავდი.
-ახლა რას საქმიანობ?-ვცდილობდი დიალოგი გამეგრძელებინა ძაან მუდო რო არ ვდონებოდი.
-ახლა საკუთარი ბიზნესი მაქვს მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა განტვირთვის დროა წვეულებაზე ვართ-გამიცინა და მიმახვედრა ზედმეტი ცნობისმოყვარეობა, რომ არ უნდა გამომეჩინა. ასევე ისიც განმიმარტა სხვა დროს რომ უნდა ჩემი ნახვა. ყველაფერს შეფარვით მეუბნება თუმცა მარტივად და გასაგებად. ოდნავ დავუქნიე თავი და გავუღიმე, აღარ ვიცოდი რა მეთქვა და გარშემო მოვატარე თვალი. ტატო არსად ჩანდა. დაეჭვებულმა ისე სანდროს შევხედე რომელმაც მკითხა:
-რამდენი წლის ხარ მართა?
-გოგოებს ასაკს რომ არ ეკითხებიან არ იცი შენ?-გავეხუმრე და საყვარლად დავაფახუნე თვალები
-მაპატიე რაა- ორი ხელი აწია პატიების ნიშნად და მასაც გაეცინა
-დაახლოებით რამდენის გგონივარ?-თამაშის ხასიათზე დავდექი.
-გამოცნობანა ვითამაშოთ? კარგიი ალბათ 22-23 წლის თუ იქნები-ამატარ ჩამატარა თვალები სხეულზე და შემდეგ თავის თავში დარწმუნებულმა მითხრა. გული სიხარულითა ამიფართხალდა სამი წლით პატარა რომ ვეგონე ესე იგი ისევ ისეთი მომხიბვლელი ვარ, მაგრამ უფრო დავიხვეწე და დავქალდი.
-ვერ გამოიცანი, 26 ვარ-გავუცინე და სიმართლე ვუთხარი
-სერიოზულად? ვერ გამოვიცანი, მთხოვე რაც გინდა
-ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ სურვილებზე კი არ ვთამაშობთ-ვანიშნე რომ მისგან არაფერი მსურდა
-კარგი ახლა შენ სცადე აბა თუ გამოიცნობ
-კარგი-ავხედ დავხედე რამოდენიმეჯერ და სახეზე დავაკვირდი. ტანზე ნავარჯიშევი იყო, ფეხბურთელის აღნაგობის, მაგრამ ტატოსთან შედარებით უფრო მეტად ჯმუხი სახეზე მხოლოდ ტუჩებთან ეტყობოდა პატარა ნაოჭები, დაბალი წვერი ამშვენებდა და მამაკაცურ იერს სძენდა, სიმპათიური იყო მაგრამ აშკარად ტატოზე დიდი- ჰმ ასე ალბათ 27-28
-ვერც შენ გამოიცანი 29 ვარ-გამიცინა და ხელით ჩამოშლილი თმა გადამიწია, სასიამოვნო იყო მისი შეხება მაგრამ მაინც ნელა ვანიშნე ჯერ ცოტა ზედმეტი რომ იყო და თვალები დავხარე.
-არაუშავს მე მხოლოდ ერთი წლით ავცდი შენ კიდევ სამი წლით- „გავიმართლე“ თავი
-მერე რა მაინც ვერ გამოიცანი და არ გეთვლება.- შემდეგ ცოტა ხანს კიდევ ვლაპარაკობდით, როდესაც სანდროს მხარზე ვიღაცამ ხელი დაადო და უთხრა:
-ვაააა სანდრიკ როგორ ხარ ბიჭო არ უნდა მნახო?-ტატომ ღიმილით დაუბარტყუნა მხარზე ხელები სანდროც გახარებული მიტრიალდა და გადაეხვია ძმაკაცს
-მოუცლელი ხარ ბიჭო სადღა გცალია ძმაკაცებისთვის-ტატო ელაპატაკებოდა და აქაიქ ირონიულ მზერას გამოაპარებდა ჩემსკენ, სანდროს სულ დავავიწყდი ბოლოს ტატო მოტრიალდა ჩემსკენ და სანდროს უთხრა:
-ჩანს ჩემი ჟურნალისტიც გაგიცვნია-და ჩემი თვალებიდან მზერა სანდროზე გადაიტანა და პასუხს დაელოდა


______________________________________
დიდი ბოდიში რომ დავაგვიანე მაგრამ რაღაც პრობლემები მქონდა და არმეცალა
გპირდებით ასე აღარ მოვიქცევი :დ
ველი კომენტარებს, სტიმულის მომცემია ჩემთვის და მაგრად მახარებს
ფოტოზეა მართა



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

კარგი იყო ძალიან ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი bluejeans

მადლობა <3

 


№3 სტუმარი Guest მარი

მალე დადე შემდეგი თავირა

 


№4  offline წევრი Kukrali

აბა აღარ დავაგ იანებოო:(( მართალ ძაან მომწონს:*
გაზარდე ცოტა თავები და აღარ დააგვიანო რა ფლიზ:*

 


№5 სტუმარი Guest ვიღაც

გააგრძელე რა მოუთმენლად ველი

 


№6  offline წევრი Kukrali

სად წადიი :(:( გააგრძელე რააა

 


№7 სტუმარი გგგგ

გააგრძელეეე რაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent