შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული (3)


23-02-2017, 16:43
ავტორი bluejeans
ნანახია 1 762

***
-როგორი ბავშვი იყავი?-მშვენივრად ვიცოდი როგორი იყო, და ეს შეკითხვაც მაგიტო დავუსვი მაინტერესებდა რას მიპასუხებდა. ბანალური კითხვაა, თუმცა ინტერვიუები ბანალური კითხვებით იგება. შემდეგ კი მე ვცდილობ მრავალფეროვნება შევძინო მას.
-ჩვეულებრივი, წყნარი და დამჯერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არც ჩხუბისთავი ვიყავი-ისემც შენ რა გითხარი, ყოველ კვირა ახალი იარით მოდიოდი სკოლაში და თავი მაგარი ტიპი გეგონა. ირონიულად ჩამეღიმა, მან კი ჩემს ღიმილს წარბის აწევით უპასუხა.
-კარგად სწავლობდით?
-სწავლით დიდად არ ვსწავლობდი, თუმცა მთლად უცოდინარიც არ ვიყავი შევძელი გამოცდების ჩაბარება- აბა რა სულ შენით შეძელი მე არ ვყოფილიყავი ვნახავდით რას დაწერდი. ამაზეც გამეღიმა, ის კი ვერ ხვდებოდა ჩემი ღიმილის მიზეზს და ატარებდა უბრალოდ. ალბათ მაგარი გიჟიც ვეგონე. ხოდა ძაანაც კაი!
-უცხოეთში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?-ეს უკვე მეც არ ვიცოდი და მაინტერესებდა.
-ვერ ვხვდებოდი საქართველოში რა უნდა გამეკეთებინა, ქვეყანა არ მაძლევდა იმის საშვალებას რომ ჩემს საქმეში განვითარებულიყავი-დასერიოზულებულმა მიპასუხა
-რატომ ფიქრობთ ასე? საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს რომელიც ყოველდღე ვითარდება და აღწევს წარმატებას საკუთარ საქმეში-როგორც ნამდვილმა პატრიოტმა დავიცავი საქართველო.
-თუმცა არა ფეხბურთის განხრით ჩემი აზრით ამ მხრივ საქართველო ჩამორჩენილია-თავისი აზრი არ შეუცვლია ავალიანს.
-ალბათ იცით რომ ამ ყველაფრის ლაპარაკით ქართველი ერის სიყვარულს ვერ დაიმსახურებთ- „გავაფრთხილე“ გაღიმებულმა.
-ილიასაც სიმართლის თქმისთვის ძრახავდნენ, მაგრამ იგი ამას ყურადღებას არ აქცევდა-კონტრმაგალითი მომიყვანა მან.
-დიახ მაგრამ არც თქვენ ხართ ილია, და არც ქართველ ერს არ შერჩა ძველებური აზროვნება-აშკარად მივახვედრე რომ ილიასთან თავის დადარება ნამეტნავად დიდი ამპარტავნებაა.
-უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ მეც ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მენატრებოდა კიდეც მაგრამ სამწუხაროდ ის ვერ მომცემდა იმას რაც უცხოეთმა შეძლო-დაასრულა საუბარი ამ თემაზე ტატომ.
-ეხლა რის გამო დაბრუნდით ამხელა განშორების შემდეგ?
-მონატრების გამო-ღიმილით მიპასუხა
-მხოლოდ მონატრება? თქვენ ხომ მას ექვსი წლის მანძილზე გრძნობდით მაგრამ მაინც არ ჩამოსულხართ ეხლა რამ გიბიძგათ?-ჩავუღრმავდი თემას.
-კონტრაქტი დამიმთავრდა და საკუთარ თავს დასვენების უფლება მივეცი მეტი არაფერი- გაღიზიანების ნოტები გაისმა ტატოს ხმაში. აშკარად სხვა მიზეზი აქვს, მაგრამ არ ღირს ჩაძიება.
-მშობელბი აქ ცხოვრობენ? -კარგად მახსოვდა ტატოს დედა, ლამაზი ქალი იყო ყოველთვის თავაწეული დადიოდა. დაც ძალიან ლამაზი ყავდა მგონი გათხოვდა ეხლა.
-კი აქ ცხოვრობენ, მაგრამ ეს ბინა ჩემია, ისინი ცალკე არიან
-უკან დაბრუნებას აპირებთ?-ეს უკვე ძაან მაინტერესებდა.
-ალბათ კი, თუ მანამდე არმომცეს მიზეზი რო აქ დავრჩე-ეშმაკური ღიმილით გამომხედა.
-ელით რამეს?
-კონკრეტულს არაფერს, მაგრამ არის რაღაცეები-ისევ ეს ღიმილი ღრმა და ისეთი თითქოს რაღაცა იცის, თითქოს რაღაცა უნდა. მომთხვნი და შემაშფოთებელი. თვალებში ჭინკების რბენა, ტატოს შეუცვლელი იმიჯის ნაწილი იყო. გამხდარი იყო და მაღალი. ფეხბურთელის ტანისა თუმცა არა ბატიბუტივით დაკუნთული. თმები ისე ჰქონდა აჩეჩილი თითქოს მოედნიდან გამოვიდა ეხლა ხანსო.
-პარატავ ვიცი რომ ჩემი ცქერა სასიამოვნოა მაგრამ იქნებ განვაგრძოთ-გაიცინა ტატომ, მისმა სიტყვებმა აზრზე მომიყვანა და სახეზე ერთიანად ავწითლდი. კრეტინი რათქვა?
-არა მე უბრალოდ...-ვერ განვაგრძე ან რაუნდა მეთქვა? მე უბრალოდ გიყურებდითქო? სისულელეა. ასე რომ შემდეგ კითხვას დავუსმევ იქნებ ყურადრება გადავატანინო.
-სამომავლოდ რას აპირებთ?-პირველი რაც მომადგა ენაზე ის ვიკითხე
-მომავალს წინასწარ არასოდეს ვგეგმავ!- სპონტანურობა ყვარებია ბიჭს.
-სპონტანური ხართ?
-კი ვცდილობ არასროს დავგეგმო რამე რადგან ვფიქრობ ასე უფრო სახალისოა და უფრო მეტად გამოდის საქმე. არც ერთი ჩემი უცაბედათ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა არასწორი
-თუმცა არის საკითხები, რომელიც ალბათ ჯობს გააზრებულად გადაწყვიტოთ?-მივადექით საინტერესო თემას როგორც იქნაა.
-მაგალითად რომელი საკითხია ასეთი?-კითხვა შემომიბრუნა ტატომ და თვალებში ჩამაცქერდა. არც დავიბენი არც გული ამიჩქარდა არაფერი ამის მსგავსი.
-ვთქვათ სიყვარული. ამ საკითხს დიდი ფიქრი სჭირდება, და გააზრება ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ცხოვრებას.-მტკიცედ მივუგე და ახლა მე ჩავაცქერდი მის თვალებს.
-სიყვარულიც უცბად მოვარდნილია კარგი მთლიანად რომ აგირევს ცხოვრებას-ორაზროვნად გაისმა ჩემთვის ტატოს ნათქვამი.
-არ გეთანხმებით, უცბათ მოვარდნილი სიყვრული მალევე ქრება-გავაცანი ჩემი მოსაზრება
-ჩავატაროთ ცდა რომ დავრწმუნდეთ?-გამიცინა ტატომ, ხო არ აკლია?
-რას გულისხმობთ?-თავი გავიშტერე
-მერე გეტყვი-თვალი ჩამიკრაა ტატომ
-ახლა მითხარით, მეორედ ერთმანეთს სავარაუდოდ აღარ შევხვდებით-მტკიცედ მივუგე. მინდოდა რომ ვითომ გამემწარებინა მაგრამ გული მიგრძნობდა ეს ურთიერთობა არაფერ კარგს არ მომიტანდა. ამიტომ გაცლა ვამჯობინე დავივიწყებდი ისე როგორც სკოლის დამთავრების შემდეგ დავივიწყე.
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები ლამაზო.- თითი დამიქნია თითქოს დამპირდა აუცილებლად შევხვდებითო.
-ანანო მქვია-მკაცრად ვუთხარი
-კაი ლამაზო ანანო- ნერვების მომშლელი ტიპიაა ვაიმე. შეიწირავს ჩემს ნერვებს.
-ბატონო ტატო იქნებ დავუბრუნდეთ ინტერვიუს? მინდოდა მეკითხა გყავთ თუ არა შეყვარებული? იქნებ საცოლე?- ვკითხე და სულგანაბული დაველოდე პასუხს.
-ძალიან გაინტერესებს?-ეს ღადაობის ხასიათზეა თუ რახდება.
-არა მე ჟურნალისტი ვარ და ამ შეკითხვას თითქმის ჩემს ყველა რესპოდენტს ვუსვამ, არაფერი პირადული არ იგრძნობა ეს ჩემი პროფესიაა.-წარბშეუხრელად ვუპასუხე. თავხედია რა.
-ჩიტივით თავისუფალი ვარ საყვარელო-გამიცინა საყვარლად. მართლა ძალიან საყვარელია და რავქნა, მაგრამ მაინც ნერვების მომშლელია მისი საქციელი. საერთოდ არ შეეფერება მისი ქცევები 26 წლის კაცს. მასხარა ჩამოყალიბებული.
-არც არავინ მოგწონთ ან გიყვართ?-ეს კითხვა აღარ ეკუთნოდა ჟურნალისტს ეს უკვე მე მაინტერესებდა.
-კი მომწონს უკვე ვიღაც-მიპასუხა და ამათვალიერა.
-კარგით, ჩვენს ჟრნალს გაანდეთ შემდგომ თქვენი რჩეულის სახელი.-ღიმილითვე ვუპასუხე თითქოს ვერ მივუხვდი ნათქვამს.
-აუცილებლად, გპირდები-ხმის ტემბრი იყო ხავერდოვანი და დამბურძგლა. ოჰ ტატო რას მიშვრები რა გრძნობებს აღცრავ ჩემში.
-მიხარია, კარგი მერე მინდა თქვენს მშობლებს გავესაუბრო თქვენი ზოგადი პორტრეტი რომ შევქმნა. ხომ შეიძლება?
-კი დიდი სიამოვნებით გაგაცნობ ჩემს მშობლებს-ისევ ეს ორაზროვნება ქვეტესტი.
-არაა საჭირო მათ მე თვითონ ვესტუმრები-ღიმილით ვუპასუხე და წამოვდექი.-ნახვამდის ბატონო ტატო, მადლობთ ინტერვიუსთვის. ვფიქრობ კარგი უნდა გამოვიდეს, საინტერესო და მოსაწონი.
-მეც ასე ვფიქრობ, დროებით ლამაზო- კარებამდე მიმაცილა და შემომატრიალა-სახელი გასაგებია და გვარი?
-კერესელიძე-ანანოს ვინაობა ბოლომდე მივისაკუთრე.
-კარგი ლამაზო დროებით გკოცნიი-დამემშვიდობაა ჭიშკრამდე მიმაცილა და მანქანამდე თვალებით მიმაცილა. ტატოსთან ურთიერთობა რაღაც ცუდს მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო გრძნობებს მპირდებოდა.

_______________________________
ბავშვებო ვდილობ ხშირად დავდო, გთხოვთ ისტორიის შესახებ მითხარით
რამე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.
ფოტოზეა მართა



№1 სტუმარი Guest Eka

Sainteresoa,dzaan momwons

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

შემდეგი თავი როდის იქნება?

 


№3 სტუმარი Guest თიკო

ეს ისტორია ძალიან განსხვავდება იმათგან რაც აქამდე წამიკითხავ. აქედან ყველაფერი მომწონს.. ჩვენი მართაც და ტატოც.. ორივე ძალიან საყვარელია. თუმცა ძალიან ნაგლები და უხეშები.. ეს მოთხრობა სიყვარულით იქნება გაჯერებული..
გთხოვ მალე დადე თორემ მივიღებ მინი ინფაქტს

 


№4  offline წევრი Kukrali

მომწონს ძაანნ მალე დადე რაა <3

 


№5  offline წევრი bluejeans

მადლობა ბავშვებო ფოტოზე ბარბარეს სურათი რატო არ აიტვირთა მაინც ვერ გავიგე მაგრამ არაუშავს :დდ ვეცდები მალე დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent