შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებები:ძალით დავიწყებული ან დაუვიწყარი(5)


12-03-2017, 23:28
ავტორი Elle NNe_2
ნანახია 1 400

ჩემი ნიკი იყო, ელინი რომლის პაროლიც დამავიწყდა, ვერ აღვადგინე და ამიტომ ვიფიქრე ამ ისტორიის შეწყვეტა, თუმცა ისტორიის დასრულება იმდენად მინდა, ამისათვის ვერ გავწირე... თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ რეალური მოვლენებია უფრო მეტი, ვიდრე მოგონილი უფრო მინდა დავწერო ^^ ჰოდაა მაპატიეთ ვინც კითხულობს ამ ისტორიას რომ 2 თვე გალოდინეთ <3





ოთახში როგორც კი შევედი, მაშინვე დამეძინა. დილას თავი ტკივილმა არა, მაგრამ სინდისმა გამაღვიძა. ღმერთო გუშინ რა გავაკეთე, ეს გინდოდა ხომ? ხოდა დატკბი შენი საქციელით ... ჩემი თავის ლანძღვას მოვუყევი ჩავიცვი, მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. მაგიდასთან იჯდა. ყველამ მე შემომხედა. რა იყოთ ხალხო, პახმელიაზე ადამიანი არ გინახავთ? გულში ვფიქრობდი.
-გამარჯობა -ვთქვი ხმადაბლა და თვალი ანდრეასკენ გავაპარე რომელიც უემოციოდ მიყურებდა. ეს კარგია, რადგან ისე აღარ შემრცხვება. ყველა მომესალმა და განაგრძეს თავიანთი საქმე.
-აუუ გუშინ რა ვიღადავეეთ?-თქვა აღტაცებით გაბრიელმა
-ბაზარი არაა-ლუკამ მხარი აუბა და სიცილი აუტყდათ
-რა მოხდა-კითხვა დამასწრო ანდრეამ
-ბიჭო უკვე კარგი ნასვამები ვიყავით, ლუკამ აიტეხა, ჩემი დაბადებისდღე ხმაურის გარეშე როგორ ჩამთავრდებაო, ბაბუამისის თოფი გააძრო -სიცილი აუტყდათ და ვეღარ აგრძელებდნენ
-მერეე-გამხიარულებული ვეკითხები
-მერე-გააგრძელა ქეთიმ-ეს დეგენერატი გარეთ გავარდა, ყველას გვეგონა ღადაობდა და არ გავყევით, უცებ რაღაცამ დაიბრახუნა და შუქი გაითიშა, გარეთ გავვარდით და რას ვხედავთ, ეს ძირს გდია, თოფი მიხუტებული ყავს და სიცილით იგუდება, იქით გავიხედე და სადენი ნაპერწკლებს ყრის -ამის თქმა იყო და მთელ ოთახში არაამქვეყნიური ხმით სიცილი დავიწყეთ, ყველა ერთმანეთს ვასულიერებდით, მაგრამ ამით უარესად ვიგუდებოდით, ბოლოს როგორც იქნა ვიკითხე
-გამაგიჟებ შენ ამხელა ბიჭი რამ გაგაგიჟა-ვეკითხები ოდნავ დაწყნარებული
-ჩემმა სიყვარულმა გააგიჟა, ხო ლუუკ-თქვა კაკიმ და თავზე ხელი ნაზად გადაუსვა
-გადი შე პედარასტო-უხეშად მოიცილა ხელი და ცალყბად გაიცინა ლუკამ
-გულს მტკენ-განაგრძობდა კაკი
-შენით გახვალ თუ გაგათრიო
-ვაიმე ლუკა, აქ ვერ დაგნებდები ხალხიაა-კაკის მსახიობობა მაოცებს, ლუკა სკამიდან წამოდგა, კააკი გაიქცა თან ყვიროდა
-ხალხოო მიშველეეთ, ეს ჰორმონებ დაუკმაყოფილებელი ეს, ჩემი გაუპატიურება უნდაა
-კაკიიი-ღრიალებდა ლუკა და კარებზე აბრახუნებდა
-სახალხო დამცველს გამოუძახეთ-ყვიროდა კაკი, მე მეტი აღარ შემეძლო, ბოლო ხმაზე ვიცინოდი, ჩემს დღეში იყვნენ დანარჩენებიც.
სიტუაცია ძლივს დაწყნარდა, გოგოებმა სახლის დალაგება დავიწყეთ, ბიჭები ჯოკერს თაშობდნენ, როგორც ჩანს გაბო აგებდა და ბუზღუნებდა თაღლითობთო
-ამას ვერ ვწვდები და რავქნა-კარადაზე მივუთითე რომელიც ჩემზე მაღლა ეკიდა
-სკამი მიდგი-მითხრა თეკომ
სკამი გამოვახოხე და ზედ დავდექი, მთელი ემოცია კარადაზე გადავიტანე, აღარ მახსოვდა ქეთის წეღანდელი ნათქვამი, იატაკი ახალი მოწმენდილია, ფრთხილადო ის იყო უნდა ჩამოვსულიყავი, ცალი ფეხი სკამზე დავდგი მეორეც რომ უნდა დამედგა, სკამი გაცურდა და ელვის სისწრაფით მოვწყდი ჰაერში, ჰმ. ამდროს რას ამბობენ? მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინაო ხომ? დაგიდასტურებთ რომ ვერაფერი დავინახე, გოგოებისს შეშფოთებული სახეების გარდა, რომლებმაც წამშივე შეიცხადეს ჩემი ჩამოვარდნა და იკივლეს. ეს ყველაფერი 1წამში მოხდა?? ჰაჰ რა ბევრი ყოფილა ან ჩემი გოგოები არიან ზედმეტად ოპერატიულები.
ჩემს კოჭს დავყურებდი, რომელიც საოცარი სისწრაფით გასივდა და გაწითლდა. ოღონდ ის არ იყოს რაც მგონია რაა... ამდროს სამზარეულოში შემოვარდა საბა რომელიც მოცურდა მაცივარს შეასკდა, მას მოყვნენ ბიჭები, რომლებიც საბედნიეროდ არ მოცურებულან
-რა რაა რამოხდა??-დაფეთებულმა თქვა კაკიმ
-რაიყოოთ მშვიდობაა?-თქვა ლუკამ. რომ დაინახა სახეწაშლილი გოგოები, ჯერ მე შემომხედა კითხვისნიანი თვალებით, მერე გოგოებს ახედა. ჰეეიი იცი მეც აქ იატაკზე ვგდივარ და ცოტახანში, ფეხის ამპუტაცია დამჭირდება, თუ არ მომხედავთ
-ელენე წაიქცა-თქვეს ორივემ ერთად
ახლა, ბიჭების ყურადღება მე დავიმსახურე. ძლიივს! არ იყო საჭირო, პირდაპირ ოპერაციაზე მოსულიყავით... ვბუზღუნებდი გულში.
-ფეხზე რა გჭირს?-მკითხა კაკიმ ამას თვალებში ხიდი ხომ არ აქვს??
-არაფერი კაკი, უბრალოდ იატაკს მოვეფერე და ...-ვთქვი და თვალები ავატრიალე
ეს აუღებელი ციხესიმაგრისავით რატო დგას?? არ შეუძლია თავი მაინც მომაჩვენოს თითქოს შეწუხდა? აუუფ შენც იოცნებე რააა.. ვთქვი და ანდრეას ავხედე.
ზუკამ თავი გააქნია და ჩემთან ჩაიმუხლა
-ოხ ელენე, ელენე...
-ზუკაა-თვალები ამიწითლდა ახლა ნამდვილად აღარ მეცინებოდა მთელი სიმწარით ამეწვა მარჯვენა ფეხი -მტკივაა-ეს ვთქვი და ცრემლი გადმომვარდა.
ზუკას უნდა ავეყვანე როცა უგულოს ხმა გავიგე
-მაჩვენე აბა-მე და ზუკამ მაღლა ავიხედეთ და ხელში ანდრეა შეგვრჩა ზუკამ მე შემომხედა
-არაფერს ვუშავებ ფეხს შევამოწმებ
-ანდრეას ექთნის კურსები აქვს გავლილი ახალგაზრდობისას-დააბრეხვა საბამ
-მართლა ბიჭო?-გაუკვირდა ლუკას
-ჰო რავიცი-თქვა ხმადაბლა და სანდროს გახედა. სანდროს გაეღიმა, მოიცააა აარაა, თუ სწორედ მივხვდი, სიცილისგან შეიკავა თავი, ვიმედოვნებ მომეჩვენა.. ჩემ თავზე გამახსენდა, იქნებ ვინმემ მომაქციოს ყურადღება?? ძირს ვგდივარ და ეს სულაც არ მსიამოვნებს.. ზუკამ შემომხედა, თვალებით ვეუბნებოდი ზუკა არ ჩამაგდო, ამ მტაცებლის ხახაშითქო, მაგრამ ვითომ ვერ შეამჩნია...
-კარგი ნახე-უთხრა ზუკამ
ანდრეა დაიხარა და გოგოებს უთხრა
-რომელიმემ დანა მომეცით-გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და დანის ძებნა დაიწყეს. მოიცა რაო? დანაო? უნდა დამჭრას, რომ უფრო მეტკინოს და მერე ყურადღება ფეხიდან სხვა ჭრილობაზე გადავიტანო?? დანა მოუტანა თეკომ, გამოართვა და ფეხზე დამხედა, თვალები დავხუჭ, ველოდებოდი ჩემს განაჩენს, როდის დამარჭობდა დანას და ამაში სხვები ხელს სულაც არ უშლიდნენ, ღმერთო! ამ დროს ფხრიწის ხმა გავიგე, თვალები ნელნელა გავახილე და ჩემი გადახეული ჯინსი დავინახე, სისხლის მაგივრად ამან ცოტა შვება მომგვარა..
-რაა.. გააკეთეე-ვკითხე შეშინებულმა
-ისე არ ჩანდა-ამომხედა უკმაყოფილოდ
ჯერ მუხლიდან დაიწყო, თითებს მარჭობდა კანზე, როგორც მივხვდი, მოტეხილობას ამოწმებდა, ბოლოს კოჭამდე ჩამოვიდა და ხელი იმ ადგილას დამაჭირა
-მტკივაა-წამოვიკივლე
-მე არ გადმოვარდნილვარ დაბდურობის გამო სკამიდან-თავის აუწევლად მითხრა ჩუმად, ეს ცუდად ხომარაა? ძალით გადმოვეშვი სკამიდან, რომ ამას მოეხედა?
-შემთხვევით მომივიდა-ვთქვი ბურტყუნით
-მეც მაგას ვამბობ-თქვა მობეზრებულად-მოტეხილი არ აქვს, ცუდად დაეცა და გაუსივდა, მალამო სჭირდება, ღამე კომპრესები უნდა დაიდოს.
ამ ლაპარაკისას ერთხელაც არ შემოუხედია, ეს მიხედეთ რაიყო? ფეხზე არც წამომაყენა, ოთახიდან ისე გავიდა, ზუკა მოვიდა ამიყვანა, როცა კიბეებზე ავყავდი ანდრეამ გააჩერა
-ეს მალამოა, ამით შეუხვევ ფეხს 4 საათში ერთხელ.
გაბრუნდა და წავიდა ნერვები მომეშალა, ადამიანურად მაინც ეთქვა..ზუკამ ოთახში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა.
-ოჰ რა შარი ხარ ელენე..
-ზუკა რა ჩემი ბრალია, ახალი მოწმენდილი იყოო..
-რა გინდა, კი გამომგლიჯა შენი თავი -შემომხედა ეჭვისთვალით, თან გაეცინა
-აუუჰ გამოგგლიჯა ჰოო, პირდაპირ სულ მეფერა..-ვთქვი უკმაყოფილოდ
-ისე რას გეუხეშება
-ჩემი შეყვარებული გონიხარ-ამან გამამხიარულა და სიცილით ვუთხარი
-რაოო??-იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი, ნამდვილად გადმოვვარდები საწოლიდან და ამის გამო მოვიტეხავ რამეს..-ვაიმეე ცუდად ვარ, საიდან მოიტანა..
-უუჰ რავიცი
სიცილს რომ მორჩა, ოთახიდან გავიდა ცოტახანი დავიძინე, რომ გავიღვიძე უკვე ბნელოდა, ლამფის ანთება ვცადე, მაგრამ არ აინთო არადა წყალი საშინლად მინდოდა.. ფეხზე წამოდგომა ვცადე, რომ ოთახში მაინც ამენთო შუქი, ცალი ფეხით ძლივს მივედი კარებამდე ვცადე, მაგრამ არ აინთო ჯანდაბა.. სიბნელის მეშინია… ბავშვობიდან უსიამოვნო შეგრძნება მაქვს სიბნელეში ყოფნისას.
კარები გამოვაღე რომ რაიმე დამენახა, მაგრამ არაფერი ჩანდა არც ხმები ისმოდა, არ მომწონს ეს ყველაფერი. გარეთ გამოვედი არა, უფრო სწორი იქნება გამოვხოხდი ან გამოვხტი ნუ როგორც არის.. ოთახს გამოცილებული ვიყავი, ხტუნაობით მივდიოდი ფრთხილად, მაგრამ ფეხი საშინლად ამტკივდა, ცოტახანი შევისვენე, ის იყო კიბეებისკენ უნდა შემეხვია, გადავხტი და ვიღაცას შევასკდი, არაა ოღონდ ეს არაა… სიბნელე იყო ვერაფერს ვხედავდი, უცებ ხმა გავიგე
-რა ჯანდაბაა!-ოღონდ ანდრეა არაა ოღონდ ის არაა..
ხმას არ ვიღებდი ან რაუნდა მეთქვა, ფეხი მტკივა ვხტუნაოდი და შემთხვევით დაგახტითქო?? სახეზე ხელები ვიგრძენი, ჯერ ლოყებზე გადამისვა თითები, ისეთი გრილი თითები ქონდა, მე კი ძალიან ცხელი ვიყავი, გამაჟრჟოლა, მომადო თითები და ცოტახანს გააჩერა, ბოლოს ტუჩებზე, ცერა თითი გადამატარა, ჯანდაბა რას აკეთებს!!ახლა სიცხის საზომი რომ ვიყო, წივილს დავიწყებდი, ტემპერატურა მაღალიათქო, რა შედარებებს აკეთებ, სულ გაგიჟდი.
-ელენე შენ ხარ-ეს კითხვა არ იყო, უფრო პასუხი იყო.
-ჰოო მევარ-ვთქვი ჩურჩულით, თითები გაწიოს არ უნდა? ლაპარაკში ხელს მიშლის..
-ვიცი, ჩვევად გექცა ჩემთან შეტაკება?-თქვა და წამოიწია, ისე ახლოს ვიყავი თავისუფლად შემეძლო მეკოცნა, რეებზე ფიქრობ? ფეხი მოგტყდა მგონი…-ჯანდაბა ფეხი-გაახსენდა და წამოდგა
გვერძე გადამდო და სიბნელეში მაკვირდებოდა … ჰოო ბევრი რამე არ დაინახო…

-აქ რას აკეთებ-ყველაზე გონივრული კითხვა, რისი დასმაც შეეძლო ამ მომენტში..
-წყალი მინდოდ,ა სინათლე არ იყო და ხტუნაობით მოვდიოდი, ვერ დაგინახე .. კი მაგრამ, შენ ჩემი ხტუნაობის ხმა როგორ ვერ გაიგე..
-ტელეფონზე ვლაპარაკობდი, ჰოო მართლა, სად მასროლინე ტელეფონი-თქვა და ტელეფონს დაუწყო ძებნა, რომელიც კიბის კიდეში იყო და ანათებდა ეს ბრმა ხო არაა?
-აი იქ არის-ვუთხარი და თითით დავანახე.
-ჰოო-ტელეფონი აიღო ეკრანს. შეხედა და ლაპარაკი დაიწყო ან გააგრძელა-ანუშ ბოდიში დამივარდა და ვეძებდი, მერე დაგირეკავ კარგი?-ანუშ გავიმეორე უკმაყოფილოდ გულში და იატაკს თავი დავადე, ხელები მუცელზე დავიწყე, როგორც ჩანს, ანუში შეყვარებულია გულში ვბრაზობდი..
-შენ რა, იატაკზე ძილი გიყვარს?-მკითხა და გამახსენდა ოთახის ამბები.
-არ მომწონს, მაგრამ ვერ ვდგები, თან წყალი მინდა-ვთქვი გაბუტულმა, ვის ვებუტები?
-და გინდა ხელში აყვანილმა ჩაგიყვანო, წყლის დასალევად?-მკითხა ცინიზმით
-არა მადლობთ, არ მინდა-როგორ არ მინდა იდიოტოო!! ვფიქრობდი გულში
-კარგი რა გაეწყობა-ღმერთო! როგორ მოსწონს და ერთობა ამ სიტუაციით, რომ არ ვიცნობდე ვიტყოდი, არ ადარდებსთქო, მაგრამ ვიცი ერთობა, ჩემი გაბრაზებით.
-კარგი რაა, ხომ ხედავ ვერ ვდგები, დამეხმარეე-ვთქვი ბურტყუნით და წამოვიწიე
-მეზარება-თქვა და შებრუნდა ოთახისკენ, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა უცებ მოტრიალდა-თუმცა, დღეს შეგიწყალებ-იდიოტიი..ხელი ფეხებში და წელზე შემიცურა და ოხვრით ამიყვანა -მძიმე ყოფილხარ.
-სულაც არა!-ვთქვი მტკიცედ
-შენ რაიცი? შენი თავი ხელში არ გიჭირავს..
ხმა აღარ გავეცი, სიბნელეში ფანარი აანთო, მე დამაჭერინა და სამზარეულომდე ასე მივედით, მაგიდაზე დამსვა.
-ასე უფრო მოხერხებულად აგიყვან ხელში-განმიმარტა
ხმას არ ვცემდი, თავი შევატრიალე და სიბნელეში დავიწყე ყურება წყლის ჭიქა მომიტანა და თვითონ სადღაც გავიდა, უკან სანთლით დაბრუნდა. აანთო და მაგიდის გვერდით დადო.
-დამუნჯდი? -მკითხა სიცილით და წინ დამიდგა მუხლებზე ხელი დამადო
-სულარ არა .. ფეხი მტკივა ხელს ნუ მკიდებ-ვუთხარი უკარებასავით
-აქ გტკივა? -კოჭს ზემოთ ხელი დამადო
-კიი-სწრაფად ვუთხარი
-ააქ?-მუხლთან ახლოს დამადო ხელი
-კიი
-აქაც გეტკინება ხომ?-მუხლს აუყვა
-კკიი-ენა დამება, ჯანდაბაა..
-აქ ძალიან გეტკინება ალბათ- მითხრა და საჯდომამდე ცოტა აკლდა, ხელი რომ მომიჭირა კანზე, ახლა გული წამივა … არაა გონზე მოდი!!
-მანდაც მტკივა და საერთოდ, რას თამაშობ, დღეს იმდენჯერ წავიქეცი, ყველგან მტკივა..-ვთქვი დაბნეულმა.
-აჰჰ, თურმე რაა.. -ჩაიცინა
-სინათლე რატომ არაა?-სხვა კითხვა ვერ მოვიფიქრე..
-დაბნეულობისგან დაგავიწყდა ლუკას გმირობა?
-აა ჰოო.. ბავშვები სად არიან-თემის გადატანას ვცდილობ, ის კიდევ გამომცდელად მიყურებს
-კაკის და საბას სძინავთ, დანარჩენები ზოგი მალლამოზე, ზოგი დენის ამბავზე, ზოგიც სასმელზე.
-კარგი, ახლა ოთახში დამაბრუნე.
-უკვე ბრძანებლობ?-მკითხა და ცალი წარბი ამიწია
-დავიღალე, თან ფეხი ამტკივდა
-მოვა რომეო და გაგივლის -თქვა დამცინავად ვაიმე დედა, ეს ნამდვილად ეჭვიანობს.

-ჰოო, ნეტა როდის მოვლენ -ვთქვი ბუტბუტით
-არვიცი
ცოტახანი გავჩუმდით, მერე ხელი მომკიდა ფეხებში და მეორე სართულისკენ წამიყვანა, ხელში სანთელი მომაჩეჩა, გზა გამინათეო, გზაში კიდევ კარგი, რამეს არ წამოკრა ფეხი, თორემ ავაბრდღვიალებდით სახლს. ოთახში შემიყვანა და დამაწვინა.
-შუქს ჩავაქრობ და გავალ, მეძინება.
-არაა, არ ჩააქროო რაა-ვთხოვე
-კარგი გავალ -თქვა უინტერესოდ
კარები რომ დახურა წვიმა დაიწყო, ფანჯარა გაიღო და ჰაერი მთელ ოთახს მოედო, სანამ ფანჯარამდე მივედი, სანთელი ჩამიქრა და უკმაყოფილოდ დავჯექი, საწოლზე ახლა რავქნა? ან ისენი სად წავიდნენ ამდენხანს.. სხვა გზა არმაქვს, სიბნელის ისე მეშინია, მარტო ვერ გავჩერდები . ქეთის ხალათი მეცვა, მთლად არა, მაგრამ მაინც შიშველი ვიყავი.. გავედი და ხტუნაობით მივედი კარამდე, დავაკაკუნე და არ გამიღო, ის იყო უ და წამოვსულიყავი, რომ გააღო, სიბნელეშიც გავარჩიე, აბურძგნული თმები და წელსზემოთ შიშველი თვალებს ხელებით ისრესავდა.
-რახდება-მკითხა ახალგამოღვიძებულმა.
-იციი ჩემთან, სანთელი ჩაქრა და ვიფიქრე.. თან შემცივდა, გათბობა არ ჩაურთიათ ჯერ..
-შენ რაღაც მოუხშირე ხო, აქ სიარულს.. -მკითხა და გაეცინა
-კარგი, არ უნდა მოვსულოყავი -შემოვბრუნდი, ის იყო უნდა გადავმხტარიყავი ხელი მომხვია მუცელზე და ერთი ხელისმოსმით, ოთახში შემიტანა.
-მოდი აქ-მითხრა სიცილნარევი ხმით, მისი ხელები თხელ ხალათზე ისეთ გრძნობას მგვრიდა, თითქოს ბასრ საგანს დამატარებდნენ მუცელზე და ისისაა უნდა გაჭრანო.
-ესეიგი შეგცივდა ხომ?
-აჰამ-თავი დავუქნიე.
-თან, სინათლე არაა-ისევ დავუქნიე თავი-ახლა, აქ რომ ჩაქრეს სანთელე რას იზავ?-მკითხა გამომცდელად.
-არ ჩაქრება-ვუთხარი მტკიცედ
-იქნებ ჰაერმა დაუბეროს და ჰოპ სანთელი აღარ ანთია.
-კარგი რაა, აქ ფანჯარაც არაა ღია
-კარგი ჰო -ადგა და ჭიქებში სასმელი ჩამოასხა
-აიღე, მაგრამ ჯერ დაჯექი, ცოდოა ფეხი.
-ეს რაარის
-კონიაკია, არაფერს გიზავს ისეთს.
-შენ რა, ოთახში სასმელი გაქვს?
-ნუჰ ხანდახან საჭიროა
სამი ჭიქა დავლიე უკვე აღარ მციოდა, ლოგინზე ვიჯექი ანდრეა სავარძელში ჩვენს შორის პატარა კარადა, იდო ზედ სანთელი იდო. ტელეფონზე ესემესი მომივიდა ზუკასგან, წაკითხვას ვაპირებდი, როცა სანქთელი ჩაქრა. თავი ავწიე
-რამოხდა? -არავინ და არაფერი ჩანდა-ანდრეა -დავუწყე თვალებით ძებნა-ანდრეა მეშინია-უკვე მუდარაზე გადავედი
-აქ ვარ -ლოგინის მხარე ჩაიწია -ნუ გეშინია -მითხრა თბილად, ხშირად დათვერი რაა.
წამოწევა ვცადე მაგრამ არ დამაცადა
-იწექი

თავი ბალიშზე დადო. მეც მას მივბაძე, მე ჭერს ვუყურებდი ისიც,ვეღარ გავუძელი და შევხედე, მთვარის შუქით განათებული ანდრეა, ნანახი არმყავდა. რაღაცნაირი სითბო ჩასდგომოდა თვალებში. მისი სახის ნაკვთები ახლა უფრო მიმზიდველი იყო. ალბათ ეს სიმთვრალის ბრალია. თითქოს ოთახში არ იყო, ალბათ ვერც შემამჩნია, რომ ვუყურებდი.
-შენი თვალები ყოველთვის ძალიან მიყვარდა

-ანდრეა ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, არავინ იცის რამდენჯერ მიოცნებია, ამ დღეზე მაგრამ ასეთი არ წარმომედგინა.
-თავს ისულელებ?-მკითხა და წამოიწია.
-არა ანდრეა, არც კი მახსენდები-ვუთხარი და სხვა მხარეს გავიხედე.
-კარგი რადგან მასე თვლი..
მეგონა თავი დამანება, როცა გადმოიწია და ხალათი გადამიწია, ჯერ კისერში მაკოცა მერე ლავიწზე. ახლა ნამდვილად წამივა გული. კანი დამიბუჟდა, სხეული ამიკანკალდა თავზე დამყურებდა.
-ახლაც არ გახსენდები ხომ?
-არაა, ასეთ რაღაცეებს ნუ აკეთებ-ვუთხარი დაბნეულმა
-როგორ რაღაცეებს -ასეთს?- ახლა ლოყაზე მაკოცა თვალები დამეხუჭა-თუ ასეთს?-ხელი კისერზე მომკიდა და ტუჩის კუთხეში მაკოცა.
-გაჩერდი გთხოვ-შევეხვეწე
-რატომ?
-იმიტომ რომ შეყვარებული გყავს, იმიტომ რომ შეყვარებული მყავს, იმიტომ რომ არ გიცნობ, კიდევ რა მიზეზი გინდა?

თითქოს საშინელებას ეხებაო, ისე მომაშორა ხელები და ფეხზე წამოდგა.

-აქ დაიძინებ-არც შემოუხედია, ისე გავიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent