შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგონებებს სიყვარული გვიტოვებს... [4]


22-06-2015, 00:27
ავტორი QeTtAaa
ნანახია 2 091

ბევრი ილაპარაკეს ლუკამ და ირაკლიმ.
-ახლა უნდა წავიდე. გამიხარდა ისევ რომ გნახე, იმედია არ დავივიწყებთ ერთმანეთს - გადაეხვია ლუკას და მე მომიბრუნდა - იმედია მალე გამოკეთდები.
-კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას დახმარებისთვის. - გავუღიმე. ლუკამ გააცილა და ისევ ჩემთან მოვიდა
-სალი ხო კარგად ხარ მართლა? რამე ხომ არ გინდა?
-არ ვკვდები მე ჯერ - გავუცინე, ისიც მოვიდა და შუბლზე მაკოცა
-ჩემი საყვარელი გოგო.
ნინუცამ გამწარებულმა დამირეკა ამდენი ხანი სად იყავი რომ არ მპასუხობდიო, მაგრამ რომ მოვუყევი სად ვიყავი მაშინვე დაწყნარდა.
დილით დემეტრეს ზარმა გამაღვიძა
-როგორ ხარ პატარა? ძალიან მომენატრე
-კარგად ვარ უბრალოდ ფეხი მტკივა ცოტა. მეც ძალიან მომენატრე
-რა? ფეხზე რა გჭირს? - ხმა შეეცვალა
-გუშინ ფეხი გადამიბრუნდა და ვიღრძე, ისეთი არაფერია მალე გამივლის
-ძალიან გტკივა?
-არა, ხომ გითხარი მალე გამივლის. მიყვარხარ ჩემო ცხოვრება.
-მეც, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. - გავიგონე როგორ დაუძახა ვიღაცამ - პრინცესა თათბირი იწყება და უნდა წავიდე, მერე დაგირეკავ. - ტელეფონი გათიშა და მე ისევ მოვიწყინე.
დრო მალე გავიდა და ფეხიც მომირჩა. დაბლა რომ ჩავედი ბიჭები და ნინუცა დამხვდნენ. ხუმრობდნენ და იცინოდნენ მაგრამ დემეტრე ისე მენატრებოდა უკვე ძალიან ცუდად ვიყავი.
საღამოს ტელეფონის ზარმა გამომიყვანა ფიქრებიდან, ნომერს რომ დავხედე მაშინვე გამოვფხიზლდი
-საყვარელო დაბლა ჩამოიხედე - მაშინვე აივანზე გავედი და გადავიხედე, რომ დავინახე დემეტრე ვარდებით და ბეჭდით ხელში დაჩოქილი სრული შოკი მივიღე, მაშინვე დაბლა ჩავედი
-პატარა ცოლად გამომყვები? - ეს რომ მითხრა არ ვიცი რა დამემართა, სულ არ ვფიქრობდი იმაზე რომ ჯერ სკოლაც არ მქონდა დამთავრებული და პატარა ვიყავი, უბრალოდ ავდექი და მაგრად ჩავეხუტე, მის ტუჩებს დავეწაფე
-კი, კი რა თქმა უნდა - ფეხზე წამოხტა და ბეჭედი თითზე გამიკეთა.


გამარჯობა ხალხო <3 ვიცი რომ ძალიან პატარა თავია და ცუდი გოგო ვარ :( რაღაც პრობლემები მქონდა და ამიტომ ვერ მოვახერხე და ვერ დავწერე ისე როგორსაც ვფიქრობდი :( ორ დღეში ერთხელ დავდებ ხოლმე და გპირდებით გამოვასწორებ ყველაფერს და ასეთ პატარა თავს ცხოვრებაში აღარ დავდებ :( იმედია გამიგებთ <3 ძალიან მიყვარხართ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent