შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი აქვს სასწაული (თავი 1)


13-03-2017, 12:40
ავტორი Ta-Ta
ნანახია 1 708

ლილე...
ლილე ჰქვია ჩვენს გმირს. ლილე არაბული. 17 წლის. მე-12 კლასელია და მალე გამოცდებიც ჩასაბარებელი ექნება.
არ ნერვიულობს, რადგან იცის, რაც არ უნდა მოხდეს, მშობლები და მეგობრები გვერდში დაუდგებიან.
თან, ფიქრობს რომ ყველაფერი გამოუვა.. ახსოვს გათენებული ღამეები და წიგნების გარემოცვაში ძილი.
არ გეგონოთ ამპარტავანი და ქედმაღალია, უბრალოდ საკუთარი თავის იმედი აქვს.
ახლა კი, მგონი დროა მისი მეგობრები გავიცნოთ. ვერ გეტყვით, რომ სკოლის ყველაზე პოპულარული გოგოა და ბიჭები მოსვენებას არ აძლევენ, თუმცა თაყვანისმცემლები მაინც ჰყავს.
ჰო, მეგობრები... სამეგობრო წრე ჰყავს საუკეთესო... ყველას საკუთრ თავზე მეტად ენდობა.
რათქმაუნდა ამის მიზეზიც აქვს.
ნინი ლიპარტელიანი, ქეთა ყიფშიძე, გიორგი მეტრეველი, ნიკუშა ქავთარაძე და ლილე არაბული.
ეს ხუთი ადამიანი ბავშვობიდან ერთად მოდის და სკოლაშიც ერთად არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები უკვე პირველი კურსის სტუდენტები არიან, გოგონები მაინც ახერხებენ მათ გვერდით დიდი დროის გატარებას და რა თქმა უნდა ნერვების მოშლას.
არ ჰყოლია შეყვარებული და არც არავინ მოსწონებია. რა თქმა უნდა იყვნენ ისეთებიც, გოგონას ყურადღება რომ მიიქციეს, თუმცა ესეც ძალიან ცოტა ხნით.
ლილე დედისერთაა, ჰყავს მშობლები: ლელა ნატროშვილი და გიორგი არაბული.
ლელა დიზაინერია და მუდამ დაკავებულია, გიორგი კი ქირურგია. ეს უკანასკნელი ზოგჯერ რამდენიმე დღე ვერ ახერხებს ლილეს ნახვას და ამას მამა-შვილი ძალიან განიცდის, თუმცა ლილე ცდილობს, რომ მამას თავის საქმეში ხელი არ შეუშალოს. მოდით, ახლა მეგობრების საუბარს მივაყურადოთ. ვიცი ზრდილობიანი არ არის, თუმცა მე ხომ მეპატიება, არა?!
-აუ, კაი რა, ნინი - წუწუნებს ნიკუშა - რა წუკუ-პუკუ ხარ, რაა, ხუმრობა არ უნდა გესმოდეს?- და ხელებს ზევით-ქვევით აქნევს.
-თქვენ დაწყობილები თუ ხართ? - ბოლო ხმაზე უკივის ნინი ბიჭებს - რანაირი ხუმრობაა თაგვის ჩუქება?
ბიჭებმა ნინის, კარებთან ლამაზად შეფუთული ყუთი დაუტოვეს. ნინიმ გახარებულმა შეიტანა ყუთ სახლში და მთელ ხმაზე დაიწყო კივილი, მას შემდეგ რაც, გახსნილი ყუთიდან პაწაწინა, ბანტიანი თაგვი გადმოხტა და ბინაში მიიმალა. ნინის განსაკუთრებით ეშინია და სძულს თაგვები. ამის შესახებ რათქმაუნდა ბიჭებმაც იცოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ მომხდარა.
წინა დღეს ნინი სახლში მიდიოდა, როდესაც დაინახა ნიკუშა გოგონასთან ერთად. უცებ ნინიმ გადაწყვიტა ნიკუშასთვის ეს დღე ჩაემწარებინა, ეშმაკურად ჩაიღიმა და წყვილისკენ გაემართა. გზაში, ზურგს უკან მარცხენა ხელის შუათითზე გაკეთებული ბეჭედი, მარჯვენა ხელის არათითზე გადაიტანა და წყვილთან საუბარი გააბა.
-ნიკუშა, გამაცნობ ამ გოგონას? - აფერისტულად მიუბრუნდა გოგონას.
- ტასო - კევის ‘ცოხნით’ უპასუხა ტასომ და ნინის ხელი გაუწოდა.
- მე ნინი ვარ, ნიკუშას საცოლე- მარჯვენა ხელი ცხვირწინ აუფრიალა ნინიმ და ნიკუშას გაუღიმა.
ნიკუშას ნერვული ხველება აუტყდა და ისეთი სახით შეხედა ნინის, გეგონებათ სადაცაა შუაზე გახლეჩსო.
გაოცებული სახე ჰქონდა ასევე ტასოს და ბურტყუნით ამოილაპარაკა -
-საცოლე?... ისა.. ნიკუშა.. მე.. წავალ ... - ბურტყუნითვე გააგრძელა მან და ‘’წყვილი’’ დატოვა.
-გოგო, შენ გააფრინე? - განრისხებული ნიკუშა მიუტრიალდა ნინის - რა ცირკი დამიდგი აქ, ვერ გავიგე?
- აბა, ის კარგი იყო, ზურა რომ დამიფრთხე? - ასევე გაბრაზებული ხმით ამოილაპარაკა ნინიმ და ზურას ინციდენტი გაახსენდა.
- ის შენი ზურა თუ ვიღაც, ძაან მაგარი ს*** იყო რაა - ხელი აიქნია ნიკუშამ და გააგრძელა - და ტასოს რა ერჩოდი მეტყვი?
- უბრალოდ ძალიან ამაზრზენად ‘’ცოხნიდა’’ კევს - არაფრისმთქმელი სახით უთხრა ნიკუშას და გზა გააგრძელა.
- შენ მე მაცადე - მიაძახა ნიკუშამ და თვითონაც გაუდგა გზას.
ეს გეგმა კი გიორგისთან ერთად მოიფიქრა და როგორც ხედავთ, გამოუვიდა კიდეც.
ამ ყველაფერს თამთა და ლილე სიცილით უყურებდნენ და ცდილობდნენ ბიჭების დაცვას ნინისგან.
ნიკუშა და გიორგი ტახტზე ისხდნენ, ნინი კი თავზე დაჰკიოდა.
-ნინი, მორჩი რაა- თხოვდა ლილე - რა ქნეს ისეთი, თან ის თაგვიც ამათი დასაჭერი გახდა და რაღა გინდა?
-იმ თაგვს ჩემთვის რამე რომ დაეშავებინა? - ამოიბურტყუნა და პატარა ბავშვივით მოიბუზა, რაზეც ბიჭებს ხარხარი აუტყდათ.
-ჩვეულებრივი დეგენერატები ხართ - მიახალა ნინიმ და სამზარეულოში გავიდა.
გაფრთხილებთ, ამ ხუთეულს წყენა ძალიან მალე ავიწყდება და არ გაგიკვირდეთ.
ნახევარი საათის შემდეგ, ნინი სამზარეულოდან გამოვიდა.
-არ გინდათ, ზღვაზე წავიდეთ? - იდეა გააცნო ოთხეულს და ნიკუშას გვერდით ადგილი დაიკავა.
-ხო რა, წავიდეთ, თორემ ვიწვი - დაეთანხმა ნიკუშა.
ლილეც დასთანხმდა, გიორგიც და თამთაც. ახლა კი ხუთივე ბათუმისკენ მიმავალ გზას ადგას და თან გეგმებს აწყობენ, რა, სად და როდის უნდა გააკეთონ.
-მე ჯერ უნდა დავიძინო, თორემ შეზლონგზე ჩამომეძინება - გაიცინა ლილემ და დაამთქნარა.
-მე და ნიკუშა ზღვაზე წავალთ, არა ნიკუშ? - მიუბრუნდა გიორგი ნიკუშას და თვალი ჩაუკრა იმის სანიშნებლად, რომ ბათუმელი გოგოები უნდა გაეცნოთ.
-ხო, თორემ მართლა ავორთქლდები დღეს - მიხვდა ნიკუშაც და სასტუმროსთან გააჩერა მანქანა.
გოგონები სასტუმროში, ბიჭები ზღვაზე.
-გოგო, ხვალ დილიდან გავიდეთ, ხო? - იკითხა თამთამ და ლილეს გვერდით მიუწვა.
-ხო რა, თორემ ამ საღამოს მე აქედან ვერ ავეტევი, ვიცი - ამოიოხრა ლილემ და საწოლზე კომფორტულად მოკალათდა.
-კაი, თან მეც მეძინება - დაეთანხმა ნინი და სამივე თავ-თავიანთ ოთხებში გადანაწილდა.
ბათუმში გათენდა. ბიჭები ღამის 3-ის ნახევარზე დაბრუნდნენ სასტუმროში და ახლა ისე სძინავთ, მამა ზეციერიც ვერ გააღვიძებს.
გოგონები კი, კარგად გამოძინებულები, 10:21 წუთზე გავიდნენ სასტუმროდან ზღვაზე.
ლილემ თეთრი, ბრეტელებიანი და მთლიანი საცურაო კოსტუმი ჩაიცვა და ვარდისფერ და ლურჯ კოსტუმიან გოგონებთან ერთად შეცურა ზღვაში.
მგონი დროა, მოყოლა ლილემ გააგრძელოს.

-კარგი რა, ნინი - ვთქვი მე - ჯერ ზღვაში ჩავიდეთ და მერე წამოწექი შეზლონგზე- ვთხოვ ნინის და ვცდილობ ხმას არ ავუწიო.
-აუ, მორჩა, მე მეტს აღარ ვეხვეწები - გაბრაზდა თამთა - არ უნდა და იყოს აქ.
-მიხვდი რომ გაბრაზდა და აწიე ერთი ადგილი - ადგომისკენ ვუბიძგებ ნინის - თორემ, მეც აღარ დაგელაპარაკები - ვაშინებ მას.
-თქვენი კუბო დავდგი მე - დაგვწყევლა ნინიმ და შეზლონგიდან აეტია.
-მოვდივარ, ზღვაო - ვთქვი ჩუმად და ზღვაში შევცურე.
ბავშვობიდან მიყვარს ზღვა. ჩემს ჩასვლას ყველა ხედავს, ამოსვლას ვერავინ.
მოკლედ, ასეა ახლაც. ნინი და თამთა მეორეჯერ ჩამოვიდნენ და მე ჯერ არც კი ავსულვარ.
მგონი ცოტა ღრმად შევედი, მაგრამ არაუშავს, გამოვალ.
გველების ბავშვობიდან მეშინია და ახლა, როდესაც ფეხზე რაღაც მომედო, პანიკას ავყევი.
ცურვა ვისღა ახსოვდა.
ჩავყვინთე და ფეხზე მოდებული ხავსი დავინახე. სულ აღარ მახსოვდა, რომ ჯერ კიდევ წყალში ვიყავი.
ჩავისუნთქე და მარილის გემო ვიგრძენი ჩემს პირში. უკვე თვალებსაც ვეღარ ვახელ... წყალი მეყლაპება და მხოლოდ რაღაც უცნაური ხმების გამოცემა შემიძლია. რაც შემეძლო ძალა მოვიკრიბე და დავიყვირე.
ეს დაყვირებაც იმ ხმაზე გამომივიდა, რომელზეც ჩვეულებრივ ვლაპარაკობ. ალბათ ცოტა უფრო მაღალ ხმაზე იყო.
მერე მკლავში და თმაში ხელი ვიგრძენი.
აქედან უკვე არაფერი მახსოვს.



№1  offline წევრი მოცინარი

გააგრძელე, ძალიან მომეწონა!

 


№2  offline წევრი Peoplefallformysmile

არ იყო ცუდი ,ნელ-ნელა უფრო დახვეწავ იმედია.

 


№3  offline წევრი lanukk

Kargia gaakrdzele

 


№4  offline წევრი მოცინარი

აღარ აგრძელებ? დიდი ხანია ველოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent