შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2.მხიარული რომანი


14-03-2017, 00:05
ავტორი blue witch
ნანახია 2 667

ს-თეკლა , მოვედით გოგო, გაიღვიძე.- გიომ ფრთხილად შეამნჯღრია მძინარე.
თეკლამ თავი წამოსწია და ბნელში ჩაძირულ, ძველ სახლს ახედა.
-აქ ცხოვრების როგორ არ გეშინიათ?-ამოიბლუყუნა ნამძინარევმა.
-მამაჩემი აქ გაიზარდა, ჩვენი საგვარეულო სამოსახლოა.- დაცინვით წამოიძახა ბიჭმა.
-ძალიან დამამშვიდე.-სარკასტულად შეეპასუხა გოგონა.
-კარგი, ბევრს ნუ ლაპარაკობ მომეხმარე.
თეკლამ ერთი ამოიოხრა და გიორგისთან ერთად ასწია ბექა.
-ეს რა ძვალმაგარი ვინმეა.-დაიქოშინა მან.
გიოს აღარაფერი უთქვია, მაგრამ გულში დაეთანხმა. სახლის კარი ფართოდ გაიღო და ზღურბლზე, პარმაღის ქვეშ, ყურებამდე გაბადრული, უსაშველოდ გაბერილი ანა გამოჩნდა. მუქი, სწორი თმა ზურგზე დაჰფენოდა, როგორც ყოველთვის ძალიან თეთრი იყო და ლოყები ვარდისფერ ატმებს მიუგავდა.
- როგორ ხარ თეკლა?
-რავიცი.-ამოიქოშინა ბექას სიმძიმისაგან ორად მოკაკვულმა, ყაყაჩოსავით აწითლებულმა თეკლამ.
-ეს ... რა მოხდა?-ანას ღიმილი შეშფოთებამ შეცვალა, სახეზე ფერები გადაუვიდა.
-ძალიან გთხოვ, ახლა აქ ნუ იმშობიარებ, დაწყნარდი.
-რა მოხდა? რა ჭირს ბექას? ამიხსენით!- ბობოქრობდა ანა.
-შენმა დეიდაშვილმა მძაფრ-სიუჟეტიანი დრამა გაითამაშა.-გიორგიმ დიდი გაჭირვებით შეიტანა სახლში ბექას სხეული, დივანზეე მიაგდო და მაჯები დაიზილა.
თეკლამ დიდი ინტერესით შეათვალიერა შავგვრემანი, ძალიან სიმპატიური და თმააქოჩრილი ბექა.
-ქალო შენ ნორმალური ხარ!-დაუყვირა გაოცებულმა , ფურცელივით გაფითრებულმა ანანმ.
-ჯერ ერთი,-თითი გამაფრთხილებლად ასწია თეკლამ.-ქალოს ნუ მეძახი! მეორეც, უცნობი ადამიანი ჩემს სახელს გაჰყვიროდა და შემეშნდა. რა დამჩხავიიხარ?
-რა უქენი?
-თავში ტოტი ჩაარტყა.-განუმარტა გიორგიმ და ფეხმძიმე ცოლს ხელი გადაჰხვია.
-ეს არ არის ნორმალური!
-ვიცი.
- ვაიმე ხომ არ მოკვდა?- თვალები აუცრემლიანდა ანას.
-ნუ ხარ პანიკიორი!-დაიფრუტუნა თეკლამ.-ცივი წყალი მომიტანეთ, ხელებს დავისველებ.
-სხვათაშორის მე ორსულად ვარ!-კბილების კრაჭუნით წამოიძახა გოგომ.
-მე კიდევ არ ვიცი სად რა დევს.
- ნუ ჩხუბობთ! მე მოვიტან.
გიორგი ფეხების ბაკუნით გაუჩინარდა. ერთ წუთში ცივი, ყინულებიანი წყლით სავსე ჯამით დაბრუნდა.
-იცოდე არ შემოარტყა.-გააფრთხილა გიომ.
-ნუ ღელავთ!-თეკლამ თავი ნამდვილ ექიმად წარმოიდგინა და ხელები გაატკაცუნა. ის კი დაავიწყდა, რომ ბიჭი ამ დღეში მის გამო ჩავარდა.
ამასობაში ბექა თანდათან უკეთ ხდებოდა. გონება სულ რამდენიმე წამით დაკარგა, თორემ სინამდვილეში თავის აწევა უჭირდა. ეს გიჟი გოგო ძალიან ართობდა თავისი საქციელით. ახლაც აინტერესებდა რას მოიმოქმედებდა. ბექას ერთი ნახვით შეყვარების არ სჯეროდა, მაგრამ ადამიანზე პირველი შტაბეჭდილება საკმაოდ მნიშვნელოვნად მიაჩნდა, ამიტომაც მეტად დაინტერესდა ანას დეიდაშვილი თეკლათი. როგორც ჩანს, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგავდნენ. უბრალოდ ანა თავიდან უფრო ინაზებოდა, აი თეკლა კი ნამდვილი ქარიშხალი ბრძანდებოდა.
-მაინც რას აპირებ ?
-ნახავთ.-ეშმაკურად ჩაიცინა გოგონამ. ხელები წყლით დასველა და ბექას საფეთქლები დაუზილა. ბიჭმა თვალი განგებ არ გაახილა, შეხება ესიამოვნა, სურდა კვალავ განმეორებულიყო.
-მოკლედ,-თეკლა ისევ თავის როლში შეიჭრა.-მგონი შოკურ თერაპიას უნდა მივმარტოთ!
გოგონას ისეთი ნათელი გადაეფინა, თითქოს ხუთი წლისაა და მამამ საყვარელი თოჯინა უყიდაო. ანა მაშინვე მიხვდა ეა კარგს არაფერს აპირებსო, თუმცა უკვე გვიანი იყო. თეკლამ წყლით სავსე ჯამი ზედ თავზე გადაავლო ბექას. ბიჭი გველნაკბენივით წამოვარდა ზეზე.
-გიჟი ხარ? რა დაგიშავე?-დაუყვირა მთლიანად, სველმა ბექამ.
-გაამართლა!-აჭყიპინდა გოგონა და ტაში შემოჰკრა.
-შენს გამოთ კოპი მაქვს, თან გასაწური გავხდი.-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ბიჭი.
-როგორმე გადაიტან.-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-თქვენ ის მითხარით, რატომ არის ბექა აქ?-ცნობისმოყვარედ ანთებული თვალებით იკითხა თეკლამ.
-ესპანეთში მიდიოდა, მაგრამ გადაიფიქრა და ჩვენთან დავპატიჟე. ვიფიქრე ანას, რომ რამე დასჭირდეს სახლში ვინმე ეყოლებათ და არ შეეშინდებათ-მეთქი.-თქვა გიომ
-ჰო, ამასთან რა შემაშინებს.
-ამიხსენი ამხელა კაცი მოჩვენება როგორ გეგონე? ხორციელი სხეული მაქვს სხვა თუ არაფერი.
-რავიცი, იქნებ ავაზაკი,მანიაკი ან სერიული მკვლელი იყავი?- თეკლამ ბექას ენა გამუყო.
-წავედი გამოვიცვლი, თორემ ფილტვების ანთება დამემართება.-წაიბუძღუნა ბექამ და გიორგის უკან გაჰყვა.
-მოდი ვივახშმოთ.- ანა მონატრებულ დეიდაშვილ გადაეხვია, მერე ბაჯბაჯით შეუძღვა სამზარეულოში, მძიმედ ამოისუნთქა და მაგიდას მიუჯდა. თეკლამაც მას მიბაძა.
- გოგო, მერვე თვეში ხარ, რა ჯანდაბას აკეთებ ამ გადაკარგულში?-დანა-ჩანგლის წკარუნში, პირგამოტენილი თეკლას მოგუდული, საყვედუირნარევი ხმა გაისმა.
-აქაური ჰაერი ძალიან მიხდება, ზღვაზე ვერ წავალ,თან ექიმის რჩევას ვითვალისწინებ.
-ეგ შენი ექიმი იდიოტია! სანამ თბილისში ჩააღწევ ბავშვები გასანათლი გეყოლება.
- კარგი ერთი.
-თან ძველი სახლია, სოფლის განაპირას დგას.-თავისას არ იშლიდა გოგო.
-თუ რამე საშინელებათა ფილმი გინახია, ყველას ჩემთან ერთად უყურე, არე, რომ მოკეტე და ცაცეხლე რასაც ჭამ.
მთელი საღამო მსგავს ლაზღანდარობაში გაილია. თორმეტს, რომ გადასცდა ყველას დაღლილიობამ დარია ხელი. სახლს ბევრი ოთახი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ორი გამოდგებოდა საძინებლად. ერთში ცოლ-ქმარი დაბინავებულიყვნენ. თეკლას არ სურდა ბექას მისი მარტო ძილთან დაკავშირებული შიშის შესახებ გაეგო. ანამ და გიორგიმ ამის შესახებ ისედაც იცოდნენ. თეკლამ დაჟინა თახში ბექა დაწვეს მე კიდევ თქვენთან, იატაკზე დავიძინებ და ანას დავეხმარები თუ რამე დასჭირდაო. ბექასაც ბევრი აღარ უჯნეტლმენია, თუ ვინმეს მოუნდა შემომიერთდესო, გამოსძახათ და დასაძინებლად წავიდა. თეკლა იატაკზე დაგებულ, სქელ ლეიბზე იწვა და თავს მშვენივრად გრძნობდა. გირგიმ შესთავაზა;
-ვიცი, რომ ღამე ჩახუტება გიყვარს, თანაც იატაკზე ცოდო ხარ, მოდი ანასთან შენ დაწექი.
-არა, ღამე ვწრიალებ, ანა ცოდოა, თავისი პატარებიც ეყოფიან.-გოგონა გადაბრუნდა და სიცილით დაამატა.-ბევრი არ იმაიმუნოთ მაინც.
-არ გამოვა, მუცელი ხელს მიშლის!-გადაიკისკისა ანამ.
* * *
გარეთ დაიქუხა, ცაზე ელვა გაიკლაკნა და წვიმა დაიწყო. თეკლა საბანში ელექტრო პროპელერივით დატრიალდა, გამოეღვიძა და შიშით გახედა წყვილის საწოლის ქვეშ პირდაღებულ სიცარიელეს. ფეხები ლამის სახესთან მიიტანა. არ ასვენებდა შეგრძნება, რომ საწოლის ქვეშიდან ვიღაც უყურებდა და ცოტა ხანში გახრწნილ ხელს კისერში კოჭებში ან მაჯებში სტაცებდა.
საეთოდაც თეკლას ყოველთვის ასე ემართებოდა, სანამ ახალ გარემოს შეეჩვეოდა. ქარის ღრიალი ყურებში არასასიამონოდ ჩაესმოდა, ყოველი გაფაჩუნება ეშმაკების თავდასხმათ მიაჩნდა. უცებ ქვემოღ რაღაც დაბრახუნდა. გოგო მაშინვე წამოხტა, მოკლე შორტები და გულამოღებული თხელი მაისური შეისწორა, ფეხაკრეფით მიიპარა კართან და დერეფანში გაალაჯა. ბრახუნი განმეორდა. თეკლამ იქვე მდგარ უზრამაზარ, მკვახე დეკორატიულგოგრას წამოავლო ხელი( დეკორატიული გოგრის ეს სახეობა, გრძელ და მსხილ ჯოხს ჰგავს, ბოლოში მრგვალდება, გამოშრობის შემდგომ მას ხშირად ქვევრიდან ღვინის ამოსაღებდად იყენებენ), ტვინში ჩაქუჩივით ურტყამდა პულსაცია. კიბეზე ძალიან ფრთხილად დაეშვა, ყველანაირად ცდილობდა ჩქამიც არ გაეღო, შეიძლება მოჩვენება კი არა ქურდი იყო, ან ვინმე შერეკილი, გოგრას ისე ჩაფრენოდა როგორც წყალწაღებული ხავსს. ბოლო საფეხურიც ჩაათავა და მის წინ მაღალი სხეული აისვეტა, თეკლამ დაიყვირა, მის კივილს ჭექა-ქუხილი გრუხინი და იმ სხეულის ღრიალი შეერია, გოგონამ მაღლა შემართული გოგრა სხეულის თავის მიმართულების გაჰკრა.
დაჭრილი ნადირივით დაიღმუვლა „სხეულმა“.
ოთახში შუქი აინთო. ნახევრად შიშველი ბექა გამწარებული შეჰყურებდა თეკლას.
-დებილი ხარ გოგო! უკანასკნელ ოცდაოთხ საათში მეორე კოპი მაქვს თავზე.
-გირჩევნია რამე ჩაიცვა!-დაუვირა დარცხვენილმა, აჭარხლებულმა თეკლამ. თან დაკუნთულ სხეულს თავი მოარიდა. ერთხერლაც გაიელვა და ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა. დაბნეულმა თეკლამ შიშით ვეღარ მოზომა, სასაცილოდ დაიწკმუტინა და ბიჭს ზედ შეახტა. ორივე ბრახვანით გადაცვივდნენ იატაკზე.
-რას აკეთბ გოგო?
-სხვათაშორის მე სახელი მაქვს!
-ადექი თორემ გავიგუდე.
ფეხზე წამოიმართნენ.
-კარგი, მე დასაძინებლად მივდივარ.
-არა!-თეკლა მკლავზე ჩააფრინდა ბექას.-მეშინია, აქ არ დამტოვო, იქ ვეღარ დავბრუნდები, საწოლის ქვეშიდან რაღაც გამძვრება და შემჭამს.
-დამცინი?-სიცილი აუტყდა ბექას. გოგონამ სერიოზული სახე მიიღო.
-გთხოვ!-თვალები აუწყლიანა თეკლას.
ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა და წინ წაუძღვა. კიბე წამში აათავეს, დერეფანიც გაიარეს.
ნიავმა ღია ფანჯარა კედელს მიახეთქა, თეკლამ ერთი ვაიმე დედაოო და გულწასული ჩაიკეცა ბექას ფეხებთან. ბექამ თვალები გადაატრიალა, გოგო ხელში აიტაცა და ოთახში საწოლზე დააწვინა. ტელეფონი დაანათა ზედ, სუსტ შუქზე კიდევ უფრო ფერმკრთალი მოეჩვენა.
-თეკლა.-ნაზად დაუძახა. არც კი შერხეულა -რა გაეწყობა.
ბიჭმა წყლის ჭიქა დააცალა ზედ. თეკლა რაღათქმაუნდა ქორივით წამოფრინდა და არწივივით დააცხრა ახარხარებულ ბექას.
-ბარი-ბარში ვართ!
-არ შეგრჩება.- დაემუქრა თეკლა. -შენს ოთახში ვარ?
-კი, ახლა კი დაიძინე თუ შიძლება.
-სულ მთლად სველი ვარ კრეტინო!-შეუღრინა გოგონამ.
-ეს ჩაიცვი.-ბექამ სპორტულები გადმოუგდო, რევერანსი გააკეთა და და გაერეთ გავიდა. აკანკალებულმა თეკლამ საჩქაროდ გაიხადა სველი შორტი და მაისური, სპორტულები გადაიცვა და ბექას მოუხმო.-შეგიძლია მანდ დაწვე, მე აქ დავიძინებ.-თავით ანიშნა ტახტისკენ.
-მადლობა.-ახალგაზრდა ქალბატონი დროულად გაეხვია ზეწრებში.
ბექა ტახტზე დაემხო, თვალეი დახუჭა და მთვლემარეს სახეზე ღიმილი გადაეფინა.

პს.აბა როგორია, ძალიან მაინტერესებს?



№1  offline წევრი blue witch

თეთრი შოკოლადი^^
ძააალიან მომწონს <3 სერიოზულად, გრამატიკულად გამართულია, მოვლენები თანმიმდევრულად ვითარდება, იუმორისტულია, პერსონაჟებიც გამორჩეულები და სახალისოები არიან <3 მოუთმენლად ველი გაგრძელებას <3

მადლობა<3 ნე აქ ახალი ვარ და ძალიან მსიმოვნებს მსგავსი კომენტარების მოსმენა, იმედია კიდევ უფრო მეტი მკითხველი გამოუჩნდება ჩემს ისტორია, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე შენი კომენტარით. heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი babi3001

ძააან მომწონს ეს მოთხრობაა. მხიარულია და ბევრიც ვიცინე ასე გააგრძელე ველი შემდეგ თავსს ♡

 


№3  offline წევრი blue witch

babi3001
ძააან მომწონს ეს მოთხრობაა. მხიარულია და ბევრიც ვიცინე ასე გააგრძელე ველი შემდეგ თავსს ♡
მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent