შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი4)


14-03-2017, 01:01
ავტორი Salome5
ნანახია 3 590

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.ტუმბოზე დადებულ ტელეფონს მივწვდი
-გისმენთ?,,ვუპასუხე მოგუდული ხმით.
-ტასო, შორენა ვარ.,,გავიგე ქალის წკრიალა ხმა მობილურში.
-ხო, შორე გისმენ
-ტასო მაპატიე რომ გაგაღვიძე, ბატონი ლევანის დავალებით გირეკავ. მთხოვა გამეღვიძებინე, იმედია არდაგვიწყებია რომ შვიდი საათისთვის მზად უნდა იყო.
-არა, არდამვიწყებია. მადლობა რომ შემახსენე, ახლავე გავემზადები.,,,ვუთხარი და გავუთიშე. საათს შევხედე, 6:33აჩვენებდა და ელდანაკრავივით წამოვარდი საწოლიდან. 20წუთში უკვე მზად ვიყავი. ფეხსაცმელები ჩავიცვი თუარა ტელეფონის ხმაც გაისმა.
-ქვემოთ გელოდები ტასო, მალე ჩამოდი,,,მომესმა ნაცნობი ხმა.
-ახლავე ჩამოვალ,,ვუთხარი და გავუთიშე. ბექას დავემშვიდობე და ჩემოდანი გარეთ გავიტანე. ვფიქრობდი მოსალოდნელ შეხვედრაზე, როგორ უნდა ვიყო მასთან ერთად გუშინდელის მერე ან ის რას ფიქრობს ამაზე. მაბნევს მისი ხასიათი ვერვხვდები რაუნდაჩემგან, მოვწონვარ თუ არა ან საერთოდ რას გრძნობს ჩემს მიმართ? ეს ფიქრები არამომდიოდა თავიდან. ლიფტიდან გამოვედი და პირდაპირ მისი მანქნისკენ გავემართე. როგორცკი დამინახა, გადმოვიდა და ჩემოდანი გამომართვა, საბარგულში ჩადო და მძღოლის ადგილას მოკალათდა. ,,მისი გავიფიქრე ჩემთვის, ,,გამარჯობა მაინც ეთქვა'' ნერვებმოშლილი დავჯექი უკანა სავარძელზე. თვალები დავხუჭე და ვერ მივხვდი როგორ გავითიშე. დიდხანს მეძინა მაგრამ მაინც ვგრძნობდი მის მწველ მზერას. ვერ გავიგე როდის გავჩერდით. ვგრძნობდი როგორ მეფერებოდნენ თმებზე და სიამოვნებისგან გავისუსე.
-ტასო, გაიღვიძე,,,ძილბურანიდან ხმამ გამომიყვანა და თვალები გავახილე.
-სად ვართ?,,,ვიკითხე და წელში გავიმართე. კისერი საშინლად მტკიოდა.
-ცოტა შევისვენოთ და რამე ვჭამოთ, აქვე პატარა რესტორანია,,მიპასუხა და მანქანიდან გადავიდა, მეც ნელი ნაბიჯით მივყევი უკან. შეკვეთა მივეცით და სანამ მოიტანდნენ ფანჯარაში დავიწყე ყურება. მინდოდა მისთვის გუშინდელზე მეკითხა, მაგრამ თითქოს მეშინოდა მასთან საუბრის დაწყების.
-მეგონა შორენაც წამოვიდოდა ჩვენთან ერთად, რატომ არწამოვიდა?,,საუბარი წამოვიწყე ასეთი აუტანელი რომ გახდა სიჩუმე,,, მისი წამოსვლა საჭირო არ იყო,,,მიპასუხა მკვახედ. ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევა, წესით მასზე გაბრაზებული მე უნდა ვიყო და კიდევ აქეთ მეუხეშება.
-და იქ რატომ მივდივართ?,,მაინც არ მოვეშვი.
-იქ საქმიანი ვიზიტი მაქვს, ერთ ადამიანთან ხელშეკრულება უნდა გავაფორმო. შენ კი ამაში უნდა დამეხმარო.,,,განმიმარტა მოკლედ და ჭამა გააგრძელა.
-კიდევ ერთირამ რაც უნდა იცოდე ტასო, იქ ჩემი მშობლების სახლში ვიცხოვრებთ გარკვეული პერიოდი, ჩემი მშობლები ძალიან ტრადიციული ხალხია და შენს იქ ყოფნას,ცუდად გაიგებენ, აამიტომ უნდა ვუთხრათ რომ შენ ჩემი საცოლე ხარ,,,დაასრულა სათქმელი და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-შენ სულ გაგიჟდი ხომ? რა საცოლე რასისულელეა, შენ ხომ უკვე გყავს საცოლე?,,,ვუთხარი გაკაპასებულმა.
-ტონი შეარჩიე ვის ელაპარაკები,,მითხრა მკაცრად,,,მერე მეორეც არავითარი საცოლე არ მყავს, ნათია უბრალოდ ჩემი ყოფილია და მეტი არაფერი.
-და უარი რომ ვთქვა?
-შენი ნებაა, ის კი იცოდე რომ იქ დიდხანს არგაგაჩერებენ, ხალხი ჭორაობას დაიწყებს მე კი არმინდა შენზე ცუდად იფიქრონ.,,,დავფიქრდი, იქნებ მართალია და მართლაც არმიმიღონ, რას გაიგებ ზოგი ისეთი ბუნებისაა. თანაც საინტერესო იქნებოდა მისი საცოლის როლის თამაში, ამიტომ დავთანხმდი.
-კარგი, მაგრამ რამე რომ მკითხონ შენზე?
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, ყველაფერს მე მივხედავ. ახლა კი დროა წავიდეთ ისედაც დიდხანს შევყოვნდით ჯერ კიდევ დიდი გზაა უმჯობესია დაღამებამდე ავიდეთ. თანხა გადაიხადა და გამოვედით. ამჯერად მის გვერდით მოვკალათდი და დავფიქქრდი მის მშობლებზე, ნეტავ როგორები არიან ან თუ მოვეწონები ნეტა. თვალი მისკენ გავაპარე, რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებულიყო.
* * * *
მთელი გზა საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა ლევანს, როგორ ვერ შეძლო თავის შეკავება, ახლა რას იფიქრებდა ქალი მასზე. მეორე დილით შორენას სთხოვა ტასოს გაღვიძება. რატომღაც მას არუნდოდა გაეღვიძებინა იგი. მთელი გზა სარკიდან უყურებდა მძინარეს, ისეთი ლამაზი იყო და საყვარელი, განსაკუთრებით ტუჩები ისე სასაცილოდ გამოებურცა, რომ უნდოდა ისევ დაეკოცნა მაგრამ მაინც გაბრაზებული იყო მასზე, ახსენდებოდა მამაკაცი რომელიც მას ეხუტებოდა და ცდილობდა უხეშად მოქცეოდა ქალს. ჯერკიდევ გუშინ დაურეკა მშობლებს და ყველაფერი შეუთანხმა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ ეთქვა ეს ყველაფერი ტასოსთვის. ბოლოს გადაწყვიტა და ერთერთ რესტორანთან გააჩერა. სანამ გააღვიძებდა დიდხანს ეფერებოდა თმებზე. როგორც ყოველთვის ახლაც სხვა გზა არ დაუტოვა ქალს და დაითანხმა მის საცოლედ გაესაღებინა თავი. უკვე დაგეგმა როგორ მოიგებდა ქალის გულს მაგრამ, მის ძმაზე ნერვიულობდა რომელთანაც საშინელი ურთიერთობა ქონდა. ის კი იცოდა რომ ცოტნეს უფლებას არ მიცემდა მის საყვარელ ქალს მიკარებოდა, იგივე შეცდომას აღარ დაუშვებდა. ამასობაში მის სოფელში შევიდნენ. ნაცნობი ადგილების დანახვამ მოგონებები აუშალა მამაკაცს.. ახსენდებოდა ბავშვობის უდარდელი წლები, როგორი ბედნიერი იყო მაშინ. ასევე ახსენდებოდა ბავშვობის მეგობრები, ოჯახის წევრები და ნაცნობები, ხო და კიდევ ნია..
ნია მისი პირველი სიყვარული იყო. ლევანს ძალიან უყვარდა ნია, მისთვის იმდენი სიგიჟე აქვს ჩადენილი. მის ცოლად მოყვანასაც აპირებდა, მაგრამ მათ შორის ცოტნე ჩადგა. ცოტნესაც უყვარდა ნია, შეიძლება ისე ძლიერად არა როგორც ლევანს, მაგრამ მაინც უყვარდა. ნია ძმასავით უყურებდა ცოტნეს და მთელ დროს ლევანთან ერთად ატარებდა. უყურებდა როგორი ბედნიერები იყვნენ ერთად და შურით შკდებოდა. ბავშვობიდან ეგეთი იყო, ყოველთვის შურდა მისი უფროსი ძმის. როდესაც რამეს დააშავებდა მას აბრალებდა. ეგონა რომ მშობლს ის მასზრმე მეტად უყვარდათ. როდესაც მიხვდა ცოტნემ რომ მათ ვერ დააშორებდა, ნიაზე ძალა იხმარა..საწყალმა გოგომ ბევრი იდარდა ბოლოს კი თავი ჩამოიხრჩო. ეს მძიმე დარტყმა იყო ლევანისთვის. უნდოდა მისი ძმა მოეკლა, მაგრამ დედამ არმისცა ამის უფლება.ამ ამბავმა გახადა ლევანმა სწორედ ისეთი ჯმუხი და უხეში როგორიც ახლა იყო. ტკივილმა გააკერპა. ნიას შემდეგ არცერთი ქალისთვის აღარ შეუხედავს ლევანს სერიოზულად, მხოლოდ ერთობოდა მთთან. ტასომ კი ისევ დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი ამიტომ იყო რომ თავს ვერ დაანებევდა, ამ შემთხვევითმა არჩევანმა ყველაფერი შეცვალა მის ცხოვრებაში და იგივე შეცდომას აღარ დაუშვებდა არაფრით. თავი გააქნია რომ უსიამოვნო მოგონებები გაეფანტა და თავისი სხლისკენ გადაუხვია. მანქანა სახლთან გაჩერა და დაინახა როგორ გამოვიდა სახლიდან დედამისი მასთან შესაგებებლად.
* * * *
ცოტა ხნის შემდეგ თვალწინ სასწაული ხედი გადამეშალა. სვანეთი იმაზე ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მანქანა ერთ ძველ სახლთან გააჩერა და გადავედით. სახლიდან ასაკოვანი, მაგრამ ლამაზი ქალი გამოგვეგება და ლევანს გადაეხვია.
-ლეო, როგორ მომენატრე დედი!,,ლოყები ბავშვივით დაუკოცნა და მე მომიტრიალდა.
-ეს ანასტასიაა, ჩემი მომავლი მეუგლე,,გააცნო ჩემი თავი დედამისს. ქალმა ერთი შემათვალიერა და თბილად გამიღიმა.
-ძალიან ლამაზია შვილო, ყოჩაღ,,,გაუღიმა შვილს და მეც გულში ჩამიკრა.
-სახლში შევიდეთ დედი, მოშიებული იქნებით.,,,გვითხრა და წინ გაგვიძღვა ლევანმა ბარგი შემოიტანა და მერე შემოგვიერთდა. ლიამ, ლევანის დედამ მამამისი გამაცნო. ბატონი თეიმურაზიც ლევანის მსგავსად ცივი და ჯმუხი კაცი იყო მაგრამ თბილად შემხვდა.
-ეს არის ჩვენი რძალი?,,გავიგონე მამაკაცის ცინიკური ხმა და იქით გავიხედეთ.,,ლამაზი ყოფილა, რათქმაუნდა, ლევანს ქალებში გემოვნება ყოველთვის ქონდა ეგ ვიცოდი,,აგრძელებდა მამაკაცი. ვიგრძენი როგორ დაიძაბა ლევანიც, ისიყო მისკენ გაიწია, რომ ლიამ სიტუაცია განმუხტა და ყველანი სასადილო ოთახში გაგვიწვია საჭჭმელად. სუფრა ეკატერინემ, ცოტნეს ცოლმა გააწყო. მინდოდა მეც მივხმარებოდი,მაგრამ ლიამ არგამიშვა დაღლილი ხარო რაც ეკას აშკარად არ ესიამოვნა. ვივახშმეთ და დასაძინებლად წავედით რომ სიტუაცია კიდევ არ დაძაბულიყო.
-ტასო, შენ და ლევანი ამ ოთახში დაიძინებთ,,ოთახზე მანიშნა ლიამ. რაო? შენ და ლევანიო? ამაზე სულ გავგიჟდი
-მე და ლევანი ერთ ოთახში დავიძინებთ?,,ვიკითხე დაბნეულად
-კი შვილო, ლევანს ველაპარაკე და ყველაფერი ამიხსნა, მერე რამოხდა ახალგაზრდები ხართ.,,მითხრა თბილად. ისიყო უნდა გამეპროტესტებინა რომ ლევანი მოვიდა და ოთახში რასაც ქვია შემათრია.
-კარგი დედა, შენ დაწექი დაიძინე ძილინებისა,,მუაძახა და პასუხსაც არ დალოდებია ცხვირწინ ისე მიუხურა კარები.
-შენ რა გაგიჟდი? აბა ტრადიციული ხალხია და სახლში არ გაგაჩერებენო? და ერთ ოთახში გვტოვებენ? რაღაცას მატყებ არა?
-არაფერსაც არ გატყუებ, შენთვისვე აჯობებს ერთად თუ დავიძინებთ,,მითხრა სერიოზული სახით. ისევ ვაპირებდი რაღაცის თქმას, მაგრამ შემაჩერა.
-ახლა დაიძინე, იცოდე არ გამაბრაზო. ხვალ მძიმე დღე გველის.
მეც დავემორჩილე, ჩანთიდან ჩემი მოკლე პენუარი ამოვიღე
-შენ რა აქ უნდა იდგე?,,,ვიკითხე წარბაწეულმა
-აბა სად უნდა წავიდე?,, იკითხა გაკვირვებულმა
-როგორ თუ სად, უნდა გახვიდე რომ გამოვიცვალო
-აქედან გასვლას არვაპირებ, თუ გინდა თვითონ გადი.
-შეტრიალდი მაინც,,,შეტრიალდა და მეც უცებ დავიწყე გამოცვლა, გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი.
-შეგიძლია შემოტრიალდე,,დავუძახე და გვერდი ვიცვალე. ცოტა ხანში ვიგრძენი როგორ მომიწვა გვერდით ისიც, ისე ახლოს იყო ჩემთან მის სითბოს ვგრძნობდი. ვცდილობდი არ მივკარებოდი, აარვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ დილით მასზე ჩახუტებულს გამეღვიძა.



№1 სტუმარი ბლაა

მაგარი ტიპია მომწონს,ველი შემდეგს

 


№2  offline წევრი Salome5

ბლაა
მაგარი ტიპია მომწონს,ველი შემდეგს

ბოდიშით დაგვიანებისთვის დრო არმაქვს რომ ავტვირთო მაგრამ ხვალ დავდებ აუცილებლად kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent