შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირონია(3)


14-03-2017, 14:34
ავტორი dendelions
ნანახია 1 282

მანქანით არ წავსულვართ, ფეხით გასეირნება ვამჯობინეთ. დანიშნულების ადგილამდე ხმა არცერთს ამოგვიღია. სუპერმარკეტთან მისვლისას კი დავინახე ნინეს სევდა ჩამდგარი მზერა და მე ეს მეუცხოვა. რადგან ჩვენ სამს შორის ყველაზე გიჟი და გადრეული ნინე იყო, არასდროს არ გვანახებდა რას გრძნობდა სინამდვილეში. მახსოვს პატარაობაში დამალობანას ვთამაშობდით, ნინე ხეზე დაიმალა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და ხიდან ჩამოვარდა, ჩვენ მაშინვე მივცვივდით ნინეს და ალბათ მაშინ რო გენახეთ თქვენც ნინეს მსგავსად ჩვენ დამშვიდებას დაიწყებდით. იმ დღეს ხელი მოიტეხა მაგრამ იმის მაგივრად რომ ჩვეულებრივი ექვსი წლის გოგოსავით ეტირა(რაც არ გამიკვირდებოდა) იდგა და გვიღიმოდა ჩვენს დასამშვიდებლად. ახლა კი ვხედავ ნინეს რომელიც ისევ ცდილობს გრძნობების დამალვას მაგრამ იცის რომ ეს ჩვენთან არ გამოუვა, მაინც არ ნებდება და ხალისიანად მეგებება.
-ჰეი კუდიანო ალქაჯო როგორ მოხდა შენ სახლიდან გამოხვედი?-მეუბნება და ხელს მკლავზე მკრავს მოსალმების ნიშნად, მე კი ვეღარ ვითმენ და ხელებს მაგრად ვხვევ.
-მომენატრე ნინუ!-ისიც ვეღარ ითმენს და ხელებს ძვლების ატკიებამდე მხვევს.
-მეც მომენატრე მალიაამ!- ბავშვობაში ესე ვიცოდით ხოლმე შერიგება როდესაც რამეზე წავიკამათებდით.
-ჰე ახლა შევიდეთ თორემ გავიყინე აქ დგომით!-გვსაყვედურობს სალი და სხვა მხარეს იყურება. მე და ნინე ერთმანეთს ღიმილით გადავხედეთ და სალისკენ დავიძარით. მასაც ისევე ჩავეხუტეთ როგორც წამის წინ მე და ნინე ვეხუტებოდით ერთმანეთს.
-ჩემი ეჭვიანი ქერაააა!!-თქვა ნინემ და სალის მარჯვენა ლოყაზე აკოცა.
-იეჭვიანე სალიუსს?-ვუღიმი მას და ის წითლდება, რითაც დამსახურებულ კოცნას იღებს მარცხენა ლოყაზე.
-არაა საიდან მოიტანეთ... მე უბრალოდ შემცივდა და იმიტომ..-აღარ დავამთავრებინე.
-იცი რა არ მესმის?
-რა?
-რა და სიმშვიდის დედოფალს და სიცანცარის განსახიერებას ერთმანეთი როგორ შეგიყვარდათ?
-სიყვარულს ყველაფერი შეუძლია ჩემო ლამაზო!-მეუბნება სალი და ახლა ის მკოცნის ლოყაზე, მოხერხებულად სხლტება ჩვენი ხელებიდან და სუპერმარკეტის კართან ჩერდება.
-აბა არ მოდიხართ?
-კი კი ახლავე.
უამრავი რამ ვიყიდეთ, ხილიდან დაწყებული კონსერვებით დამთავრებული, მართლა არ ვიცოდი ამდენი საჭმელისთვის რა უნდა მექნა. ავტოსადგომზე ნინეს მანქანაში ჩავაწყვეთ ყველაფერი და ჩემი სახლისკენ დავიძარით.
უკან ვიჯექი თავი ფანჯარაზე მედო. უკვე დაღამებულიყო. ცა მოღრუბლული იყო, და წვიმას იწყებდა. მიყვარს წვიმა, ის ერთადერთი რამ იყო რომელიც მაშინ ჩნდებოდა როცა მჭირდებოდა, ის იყო ხოლმე ჩემთან როდესაც ყველაზე მეტად მტკიოდა ჯერ მშობლების, შემდეგ კი ძმის დაკარგვა. ასევე მიყვარდა წვიმაში სიარული, ალბათ ეს ყველაფერი ბავშვური გგონიათ, მაგრამ მხოლოდ წვიმის დროს შემეძლო მეფიქრა არაფერზე, მხოლოდ მაშინ ვიყავი ყველაფრისგან თავისუფალი.
ამ ფიქრებში უკვე ჩემს სადარბაზოსთან მივედით, როდესაც მანქანიდან გადავედი დავინახე როგორ ჩააქრო ძრავა ისევ იმ შავმა ჯიპმა და მე გულში რაღაცამ გამკრა და შემიძლია ვთქვა რომ სურვილი გამიჩნდა მანქანის პატრონის ცემის. ალბათ დიდხანს მივაშტერდებოდი იმ მანქანას რომ არა გოგონების წუწუნი:
-აუ მარიამ დაგვეხმარე შენც და ეს პარკები შენ აიტანე რა.-ნინემ ხელში მომაჩეჩა ტკბილეულითა და არყით სავსე პარკები და სადარბაზოსკენ მიბიძგა.
როდესაც კიბეებზე ფეხი ავდგი უკან ფხუკუნის ხმა გავიგე. ვიცოდი რომ მე დამცინოდნენ რადგან მეშვიდე სართულამდე ფეხით უნდა მევლო,მაგრამ მე ძალიან მეშინია ლიფტების და მირჩევნია კუნთების ტკივილით მოვკვდე ვიდრე ლიფტი გაიჭედოს ან უარეს შემთხვევაში დაბლა ჩავარდეს და თან ჩამიყოლოს. ამის გაფიქრებაც კი მზარავს.
ამ ფიქრებით ჩემ ბინასთანაც ავედი, ნუ კარები სულ ღია მქონდა ამიტომაც გოგონებს შესვლა არ გაუჭირდებოდათ. მეც შევაღე კარები, სიცილის ხმა მომესმა მისაღებიდან და იქით წავედი. მალევე დავინახე ჩემი სამეგობრო ყველა აქ იყო ჩემი ძმის გარდა თვით ნიკუშაც კი. მაგიდა გაეწყოთ და მე მელოდებოდნენ. პირველად სანდრომ დამინახა, ეგრევე წამოხტა და ჩამეხუტა. მის მკლავებში სულ აღარ ვჩანდი.
-მომენატრე პრინცესა.-მეუბნებოდა და თან თავზე მკოცნიდა.
-მეც-ვუპასუხე და სუროსავით მოვეხვიე-ჰეი მგონი ვიღაცა ეჭვიანობს!!-ვთქვი ნინეს მიმართულებით.-არა ნინე.
-მე სულაც არა... საიდან მოიტანე.-და ისე აწითლდა როგორც მას ჩვევია.
სანდრო მშინვე გამეცალა და ახლა ნინე ჩაიკრა გულში.
-კარგი რა ნუ ამიჭარხლე ბავშვი გოგო.-თქვა და ნინეს უფრო აწითლებულ ლოყებზე აკოცა.-ვგიჟდები როცა ასე წითლდები, თანაც ჩემს გამო.-ახლა კი ყელში აკოცა და საწყალი გოგო სულ დაფერფლა.
-უიმე რას გამიმართეთ პორნოები, ხალხი ვართ აქ.-მიაყარა ლუკამ და ისე მომხვია ხელები რო რამის გავიჭყლიტე.-მომენატრე პატარა ალქაჯო.-მითხრა და ცხვირზე მაკოცა.
როდესაც ლუკა მომშორდა დავინახე ნიკა რომელიც დივანთან იყო აწურული და დაბლა იყურებოდა. ალბათ არც კი შემომხედავდა მე რო არ მივსულიყავი და არ ჩავხუტებოდი.
-ძალიან ნაწყენი ვარ შენზე, ნუთუ ერთხელ მაინც არ გაგახსენდი?-ამოვიჩურჩულე მის ხელებში მომწყვდეულმა და თვალებში ჩავხედე, აი მანდ კი გავშეშდი, მის თვალებში დავინახე ჩრემლები რომლის შეკავებასაც ის ცდილობდა მე კიდევ გულში რაღაც ჩამწყდა მის ასეთ მდგომარეობაში ნახვისას.
-მაპატიე პრინცესა გთხოვ... მე უბრალოდ არ შემეძლო იმ ყველაფრის შემდეგ შენთვის თვალებში მეყურებინა ახლა კი ყველაფერი მორჩა და მალე ყველაფერი გამოსწორდება გპირდები.-მართალია ზოგ მის სიტყვას ვერ მივხვდი მაგრამ თავი დავუქნიე.
-მისმინე შენ დამნაშავე არ ხარ გესმის, ეს შენი ბრალი არ იყო რაც მოხდა. თავს ნუ იდანაშაულებ, კარგი?- დამანაც თავი დამიქნია, თანხმობის ნიშნად.
-ჰეი ბავშვებო არ ავღნიშნოთ მარის დაბრუნება?-სიტვაცია განმუხტა სანდრომ და ყველა დაეთანხმა.
რადგან საჭმლის გაკეთების თავი არავის გვქონდა, ჩვენი ნაყიდი ჩიფსები, კუბეტები, ჟელიბონები და რაც მთავარია შოკოლადები თეფშებზე დავალაგეთ, არყისთვის ჭიქები მოვიტანეთ და დაიჭყო გუგუნი :დ
ძალიან მაგრად გავერთეთ, ვიხსენებდით ძველ ამბებს და ერთმანეთს ვახსენებდით ჩვენს ყველაზე "სასაცილო" ამბებს. შუა ქეიფში ვიყავი როდესაც მოწევა მომინდა ბავშვებს ვუთხარიდა აივანზე გავედი. ვიცი დიდად არ მოსწონთ ის ფაქტი რომ ვეწევი მაგრამ რა ქნან იტანენ რაც მთავარია ახლა ყველა ერთად ვართ.
აივანზე გავედი და სიგარეტს მკვუკიდე. ახლა უფრო მოღრუბლული იყო ცა. რაღაცნაირი სიჩუმე იყო ქუჩაში რაც ძალიან მიკვირდა რადგან ქალაქში ეს ერთერთი ხმაურიან დასახლება იყო. აივნიდან გადავიხედე, არავინ იყო. არც მიკვირს უკვე ღამის პირველი საათია. ქუჩაში ისევ ნაცნობი შავი ჯიპი შევნიშნე და უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. პირველი ღერი ბოლომდე ჩავწვი და ბიჩოკი აივნიდან მოვისროლე. მეორე ამოვიღე და მოვუკოდე. უცბათ უკნიდან კარის ხმა მომესმა. შევტრიალდი და დავინახე ნიკუშა რომელსაც პირში სიგარეტი ედო და მოკიდებას აპირებდა.
-საერთოდ არ მომწონს ის ფაქტი რო ეწევი.-მითხრა ნან ჯმუხი სახით.-და დარწმუნებული ვარ არც შენ ძმას მოეწონებიდა რო დაენახე თავს როგორ ინადგურებ.
-მართალი ხარ მაგრმ ის ვერ მხედავს.-ვთქვი ხელები განზე გავიშვირე და დავტრიალდი.-ასე რომ მაგაზე ნუ იღელვებ.
-მარიამ ასე რატო ლაპარაკობ?
-აბა როგორ ვილაპარაკო რო არ მივეტოვებინე ამ ბინძურ სამყაროში, ახლა ასეთ მდგომარეობაში ხომ არ ვიქნებოდი.-ვხვდებოდი რომ ზედმეტი მომდიოდა მაგრამ ალკოჰოლმა იმოქმედა ჩემზე და მინდოდა ემოციებისგან დავცლილიყავი.-მოპასუხე შენი აზრით როდესმე ამ საზიზღრობას გავეკარებოდი? არა რა თქმა უნდა არა მაგრამ მას რომ არ დავეტოვებინე არც არაფერი შეიცვლებოდა, დავრჩებოდი ისევ იმ გულჩვილ, სულელ მარიამათ როგორიც ვიყავი, რომელსაც სამყარო ვარდისფერ ფერებში ჰქონდა დახატული და არაფერი ანაღველბდა გარდა იმისა თუ სად და როვორ უნდა ემხიარულა მის მეგობრებთან.-ვამბობდი და ხელებს მკერდში ვუშენდი მას.-მეშევიცვალე ნიკუშა ძალიან შევიცვალე და ამას თქვენ ვეღარ გამოასწორებთ.-დავასრულე თუ არა მაშინვე ვიგრძენი წელზე ხელები.
-ვიცი პატარა და მაპატიე ასე რომ გამწარდი, მაპატიე გთხობ.
-შენ არაფერი დაგიშავებია ნიკუშ, ეს მე ავღმოჩნდი სუსტი და ვერ გადავიტანე ანდროს დაკარგვა, ეს მე ვერ შევძელი შენ რა შუაში ხარ.
-უბრალოდ მაპატიე ყველაფერი გთხოვ, ახლა ყველაფერი შეიცვლება და არ მინდა შენი დაკარგვა მითხრა, შუბლზე მაკოცა და ოთახში დაბრუნდა.



არვიცი ღირს თუ არა გაგრძელება. თუ მოგწოNთ დააკომენტარეთ. რომ გადავწყვიტო გავაგრძელო თუ არა :)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent