შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კედების ქურდი (სრულად)


15-03-2017, 00:27
ავტორი rapu-rapu
ნანახია 4 436

ყოველ კვირას ყიდულობდა, აღებული ხელფასიდან ფულს ცალკე დებდა, აგროვებდა და ყოველ კვირაში ახალ, ორიგინალ კედებს ყიდულობდა, 2 წელზე მეტი აგროვებდა კედებს...165 ცალი შეაგროვა Nike-ები, ყველა ორიგინალი, ყველანაირი, ახლა კი...ახლა კი გაგიჟებული დაიარება და არ იცის რა გააკეთოს...ნერვიულობს უნდა გაიგოს ვინ ჩაიდინა ეს...რომელმა ითავხედა...ნერვები ეშლება საკუთარ თავზე, მუდამ სპეციალურად განკუთვნილ კარადაში სათანადოდ კეტავდა, გასაღებიც მუდამ თან ქონდა, როგორ? როგორ მოპარეს კედი? გაგიჟებულია გიჟს გავს..ან როდის ასწრებენ? მუდამ სახლში არის...ცრემლები წამოუვიდა და გემრიელად ატირდა
მოპარეს კედი და დაუტოვეს წერილი.
,,შენი კედი ძალიან მომეწონა, კიდევ შემოვივლი, 1 წელში მნახავ"

164 დამრჩა, 1 წელში თუ მოუნდება მთლიანად გააპარტახებს ვინცაა, კარადას თვალს არ აშორებდა..დაღამდა ისევ იჯდა, ძილი მოერია, მაგრამ რა ექნა? თუ დაიძინებდა 1-ით ნაკლები კედი ექნება,
საწოლზე წამოწვა, ძილმა თავისი ქნა და ჩაეძინა..დილით გამოაღო კარადა და მეორე ადგილი დახვდა ცარიელი, წერილი აიღო და წაიკითხა:
,, ღრმა ძილი გცოდნია"

მესამე დღე: ახალ ხერხს მიმართა, კარადაში შეძვრა, მოკალათდა, თაროზე ლამაზად ჩამწკრივებულ კედებს მოავლო თვალი, იქვე 2 თავისუფალი ადგილიც დახვდა და მოიღუშა..ძირს დაჯდა და კარადა მოხურა, როცა გააღებს გავიგებო გაიფიქრა და ძილს მიეცა..

დილით ისევ ისე იჯდა როგორც ჩაეძინა, გაახილა თვალები თუ არა წამოდგა, კარადა გააღო და თაროებს მოავლო თვალი, 2 ცარიელის მაგივრად 3 ცარიელი ადგილი იყო, მესამეზე კი წერილი იდო:
,,ისე საყვარლად გეძინა აღარ გაგაღვიძე"
გაოგნდა, არ იცოდა რა ექნა, უკვე გიჟს გავდა...ყოველ დღე თითოს იპარავდნენ, ახვედრებდნენ კედის ადგილას წერილს, ტასო შოკირებული იყო, არ იცოდა რა ექნა, უკვე 31 კედი მოიპარეს, ერთი თვე გავიდა და წერილი მიიღო ისევ
,,სიმართლე გითხრა შენი ინტერესი ჩემ მიმართ მომწონს"

ყოველ 1 თვეში ხვდებოდა წერილი..ახლაც 2 თვე გავიდა და დახვდა წერილი მესამოცე კედის ადგილას:
,,მე შენ მომწონხარ"

კიდევ 1 თვე და დახვდა წერილი:

,,შენი ტუჩები გემრიელია, მაპატიე კოცნა მოგპარე, კიდევ 9 თვე მოითმინე პატარავ"

კიდევ 1 თვის შემდეგ: ,,8 თვე დარჩა და მე ისევ დავაგემოვნე შენი ტუჩები 1 თვის შემდეგ..ჰმ ვაღიარებ მარწყვივით ტკბილია, ჰო მართლა, გემრიელ პიცას აკეთებ, 2 ნაჭერი მოგპარე, ოჯახში შესაშვები ხარ"

გაოგნდა! გაოცდა! სიტყვას ვეღარ ამბობდა! ტასომ არ იცოდა რა ექნა, არც იცოდა ვინ იყო, ხვდებოდა, რომ კედების ქურდი მის გულში იკავებდა ადგილს, არ იცნობდა, მაგრამ გამუდმებით მასზე ფიქრობდა, რამდენი კედი მოპარა, მაგრამ ახლა მხოლოდ მისი ნახვა უნდა მეტი არაფერი

კიდევ 1 თვის შემდეგ: ,,როცა დრო მოვა მნახავ პატარავ..7 თვე..ჰო მართლა, ძამიკოს დაბადების დღეს გილოცავ"

უნდოდა მალე გასულიყო შვიდი თვე, ნერვიულობდა, არ იცოდა რა ექნა, თითქოს მიეჩვია კიდეც ყოველდღე სიმწრით ნაყიდი კედების გაქრობას

კიდევ 1 თვის შემდეგ: ,, კედებს დაგიბრუნებ! გპირდები!"

როცა წაიკითხა გაოგნდა, გაუხარდა, გაბედნიერდა, ძალიან უნდოდა მალე დამდგარიყო ეს დღე..

კიდევ 1 თვის შემდეგ: ,,5 თვე დარჩა პატარავ..როგორი ღრმა ძილი გცოდნია..ნუთუ ვერ გრძნობ როგორ ვეხები შენს გაყინულ გაბურცულ ტუჩებს ჩემი ცხელი ტუჩებით?"

ტასო გაფითრდა, ტუჩებზე ხელი გადაისვა, გააჟრჟოლა, როცა წარმოიდგინა როგორ ეხება კედის ქურდის ტუჩები მისას..მალე ნახავდა, სულ რაღაც 5 თვეში..

კიდევ 1 თვის შემდეგ: ,,პატარავ ჩუმად მოგეპარები, ისე რომ ვერ გააცნობიერებ, მე დავდე პირობა, რომ 1 წლის მერე გნახავდი, 4 თვე დარჩა"

გული აუფანცქალდა, გაუხარდა, უნდოდა მალე დამდგარიყო ეს დღე, კალენდარზე წითლად მოხაზა 31 დეკემბერი და გასულ დღეებს წითელი ხაზი გადაუსვა

კიდევ 1 თვის შემდეგ: ,,შენი კალენდარი მომწონს, მაგრამ შენ უფრო მომწონხარ, განსაკუთრებით ღამე..3 თვე და სულ მალე მნახავ"

სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა ტასოს, უნდოდა მალე ენახა მისი კედების ქურდი, უკვე ესიზმრებოდა როგორ მიდიოდა მის ოთახში და ეხუტებოდა მამაკაცს..

კიდევ 1 თვის შემდეგ: ,,დაბადების დღეს გილოცავ პატარავ! ჰმმ..დაბადების დღეზე შენი ტუჩები დავიპატრონე, ეს საჩუქარი ჩემგან, მაინც ვერ მიხვდები ასოს არსს სანამ არ მნახავ"

გახსნა პატარა ყუთი, მასში ყელსაბამი იყო ასო ,,გ"
-გ რატომ? გიორგი ქვია? გ-გოგატიშვილი ჩემი გვარი..არ ვიცი, 2 თვე დარჩა და მალე ვნახავ..ღმერთო ჩემი კარადა გადაპარტახებულია, მხოლოდ 61 კედი დამრჩა...104 კი თავისუფალია-უკმაყოფილოდ ამოიკრუსუნა და საწოლზე დაემხო

კიდევ 1 თვის შემდეგ:,, დაბადების დღეს ვულოცავ საკუთარ თავს..მშვენიერი დაბადების დღე მაქვს, კოცნით დამასაჩუქრე..შენნაირი ყელსაბამი მეც მაქვს..ჰო პატარავ..ერთ თვეში გნახავ.."

სიხარულით ელოდა როდის დადგებოდა 31 დეკემბერი..ახალი წელი...ახალი ცხოვრება..სიურპრიზებით სავსე მომავალი..ოოჰ როგორ უნდოდა ენახა ეს მამაკაცი, რომელიც გულში ყავს უკვე 11 თვეა..როგორ დაეპატრონა კედების ქურდი ტასოს გულს, როგორ მოპარა პირველი კოცნა, სამჯერ შეეხო თურმე გოგონას ტუჩებს და ახლა არ იცის რა მოიმოქმედოს..ელოდება მასთან შეხვედრას...სულ მოუთქმელად...!

31 დეკემბრის ღამე..31 თენდება..ტასო ელოდება..არ იძინებს..უნდა ნახოს მისი კედების ქურდი..ელოდა! ელოდა! ღამის სამი საათი შესრულდა ის კი არ ჩანდა! უკვე თენდებოდა გოგონა კი ისევ იჯდა სავარძელში და მას ელოდა, საშინლად ეძინებოდა, თვალები ეწვოდა, გუგები დაუმძიმდა, ნელა დააჭირა წამწამები ერთმანეთს და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა...ალბათ სასწაულები მართლაც ხდება..იგრძნო ტასომ როგორ შეეხო მის ტუჩებს ვიღაცის ცხელი გავარვარებული ტუჩები, ჟრუანტელმა დაუარა, შეიშმუშნა, ეგონა ესიზმრებოდა, არ უნდოდა გაღვიძებოდა, მაგრამ გაეღვიძა! მიმოიხედა ოთახში, დაინახა ფანჯარა ღია იყო და სიცივე შემოდიოდა მასში, ნელა მიუახლოვდა ფანჯარას, ცივმა ნაკადმა ერთიანად დაუარა ძვალ-რბილში და შეამცივნა..იგრძნო როგორ დაეცა ხელზე ბლანტი სითხე..სარკეში ჩაიხედა..ტუჩები დასიებოდა, ქვედა ტუჩიდან კი ნელა მოსრიალებდა წითელი სითხე, ხელი გადაისვა, გაუკვირდა, კარგად დააკვირდა და გაეღიმა..მიხვდა რატომ წასკდა ტუჩიდან წითელი სითხე...კარადა გამოაღო..ყველა კედი გამქრალი, არცერთი იყო თავის ადგილას, არც კედების ქურდი ჩანდა, წერილი გახსნა და კითხვა დაიწყო:
,,ტაისია მე შეგპირდი, რომ გნახავდი და დაგიბრუნებდი კედებს..! ჩემი უნდა გჯეროდეს! მიყვარხარ პატარავ! ბოდიში ტუჩი დაგიზიანე, მაგრამ მე მოგირჩენ"

ტასოს იმედი გაუცრუვდა..! არ იცოდა რატომ, ალბათ იმიტომ, რომ კედი არ დაუბრუნდა, ან შეიძლება იმიტომ, რომ კედების ქურდი ვერ ნახა..მაგრამ იმედს იტოვებდა, რომ ოდესმე ნახავს, თუნდაც ეს 15 წლის შემდეგ იქნეს..!

31 დეკემბრის ღამე, ტასოს ოჯახში დიდი წვეულება იმართება, დედ-მამა ბიზნესმენი ყავს და აბა როგორ? იმდენი ვიღაც არის ნახევარზე მეტს თავად არ იცნობს, ტანზე ჩაიცვა ოქროსფერი გაშლილი კაბა, ფეხზე უნდოდა ჩაეცვა ნაიკის ოქროს კედები, მაგრამ სად დასცალდა, უნდოდა 166-ე ეს ფერი ყოფილიყო, მაგრამ არა! მშობლებმა დაიჯინეს გოგო ხარ და მაღლებიო და აი! აცვია ახლა მაღლები! სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი და ნელა დაეშვა კაკუნით კიბეებზე, ყველამ მისკენ გაიხედა, ცოტა შერცხვა, მაგრამ არ გაჩერებულა, მაშინვე მამამისისკენ და დედამისისკენ წავიდა, ყველას თავაზიანად მიესალმა, მისთვის ეს მოსაწყენი იყო, მისაღებისკენ გავიდა და სავარძელში დაჯდა, ვიღაც მამაკაცი მიუახლოვდა
-გამარჯობა
-გამარჯობათ-გაუღიმა გოგომ
-თქვენ ტასო ჰო?
-დიახ
-ეს თქვენთან გამომატანეს-გაუღიმა მამაკაცმა, წერილი ხელში მიაჩეჩა და წავიდა, გახსნა და წაიკითხა:
,,პატარავ მე შენ გხედავ!"
ღმერთო ნეტა სადაა?? მოავლო თვალი იქაურობას, ნელა წამოდგა, იქვე მაგიდაზე დაგდებული ფურცელი ნახა და გახსნა:
,,ულამაზესი ხარ ტაისია"
ნელა გაიხედა შემოსასვლელისკენ სადაც კარებში გარჭობილი ფურცელი შენიშნა
,,მე დაგპირდი და აი! მოვედი"
სწრაფად გაიქცა თავისი ოთახისკენ, კარები შეაღო იქ არავინ დახვდა, კარადა გამოაღო და ცრემლები წამოუვიდა, 165 კედი იქ იყო, მისი კედები, მისი ძვირფასი კედები..თვალი გააყოლა კედებს და როცა 166 შენიშნა გადაირია, გაუხარდა, ყუთი გახსნა, ცრემლები წასკდა, მასში იდო ოქროსფერი ნაიკის ორიგინალი კედები, იქვე წერილი
,,პატარავ ეს შენ ჩემგან"

-მიყვარხარ-ამოიკრუსუნა ტასომ
-მე თუ კედები?-მოესმა სასიამოვნო ბოხი ბარიტონი, შედგა, გულმა ბაგა-ბუგი სწრაფად დაიწყო, სუნთქვა გაუხშირდა, ნელა მიტრიალდა, ტასო უყურებდა ჭაობისფერ თვალებში მომღიმარ ბიჭს, მთელი მისი ნაკვთები შეისწავლა, თითქოს ეცნო ის მუქი, ღრმა უძირო თვალები, არ იცოდა რა ექნა..გახარებოდა, წყენოდა, გაბრაზებოდა..
-ტაისია,მიხარია, რომ ჩემი ნაჩუქარი ყელსაბამი გიკეთია-გაუღიმა ბიჭმა გოგონას, ტასო დაიბნა ხმას ვერ იღებდა, დახედა ყელზე გაკეთებულ ყელსაბამს და მასაც გაეღიმა-გიკაშვილი და გოგიტაშვილი
ტასოს გაეცინა და მამაკაცისკენ წავიდა
-მადლობა-ამოიჩურჩულა და ჩაეხუტა, უდიდესი სითბო ჩაეღვარა როცა სასურველ მამაკაცს ჩაეხუტა-მადლობა კედების ქურდო, რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში
-ტასო მიყვარხარ-მიუგო ბიჭმა და ტასოს ტუჩებს დაეწაფა, თან გაისმა ფეიერვერკების ხმა, ახალი წელი დადგა, ახალი თავგადასავლები..
-ტაისია ჩაიცვი ჩემი ნაჩუქარი კედები ეხლავე-უბრძანა გიკაშვილმა, გოგომ სწრაფად გამოაღო კარადა და კედები მოირგო-წამოდი!-უთხრა ბიჭმა, ხელი დაავლო და ძირს ჩაიყვანა, კიბეებზე დააყენა, ყველას ყურადღება ითხოვა და დაიწყო
-ბატონო ზურაბ, ქალბატონო ეკატერინე, მოკლედ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო, მე თქვენი ქალიშვილი უკვე 10 წელია მიყვარს, მას შემდეგ რაც მამაჩემმა თქვენთან დაიჭირა საქმე, 10 წლის წინ ზუსტად ამ დღეს ყველა ჩვენ ვიყავით ერთად, მაშინ მე და ტასო 11 ვიყავით, მაშინ იმდენად მომეწონა, რომ ვუთხარი როცა გავიზრდებით ცოლად მოგიყვან მეთქი და აი! ტაისია, ჩემო ტასო, გამომყვები ცოლად?-ტასო გაოგნებული უსმენდა მის წინ დაჩოქილ მამაკაცს, ადამიანს, რომელიც ბავშვობაში სიგიჟემდე შეუყვარდა, პირველი ბავშვური და წრფელი სიყვარულით შეუყვარდა, ცრემლებმა გაიკაფეს გზა მის სახეზე..გაახსენდა ბავშვობაშიც სიგიჟემდე უყვარდა კედები, მაშინ ერთად იყვნენ სოფელში, ახსოვს როგორ დაეკარგა კედები და საბოლოოდ ნიკას ფეხებზე მორგებული იპოვა, მაშინ მაგრად ეჩხუბა, მას შემდეგ არ უნახავს, ბიჭი მშობლებმა საზღვარგარეთ გაუშვეს ვაჟთა სასწავლებელში..
-ნიკუშა-ამოიკრუსუნა და მაგრად მოეხვია მამაკაცს-მენატრებოდი! მიყვარხარ! კი თანახმა ვარ!
იქ მყოფების შეძახილები მოყვა ამ ამბავს, ყველა ულოცავდა, სვამდნენ მის სადღეგრძელოებს
-წამოდი!-მტკიცედ განაცხადა ნიკამ და გოგონა გარეთ გაიყვანა
-სად?-გაუკვირდა ტასოს
-იქ სადაც ბედნიერები ვიქნებით ჩვენ ორნი
-კარგი-გაუღიმა გოგონამ და bmw კაბრიოლეტში ჩასკუპდა, რომელსაც უკან ეწერა: just merried..მანქანა კი ელვის სისწრაფით მოშორდა ადგილს..


დადააამმმ....❤❤ აბაა ჩემო ტკბილებო როგორია?? მოგეწონათ??? ძველია მაგრამ სანამ ახალს დავწერ ჯერ ამათ დავდებ ❤️ წერის პროცესში ვარ ☺️❤️



№1  offline წევრი rapu-rapu

ნან
rogor miyvars


მე კიდევ ჩემი მკითხველები მიყვარსს

 


№2 სტუმარი Guest თ.მ

საყვარელი ისტორიაა♥️♥️♥️❤

 


№3  offline წევრი rapu-rapu

Elly
ველი თქვენ ისტორიებს


დიდი მადლობაა ❤️☺️

Guest თ.მ
საყვარელი ისტორიაა♥️♥️♥️❤


მადლობა ❤️❤️

 


№4 სტუმარი Guest ნინო

ორიგინალური იყო.. მომეწონა ძალიან მაგარი ხარ.

 


№5  offline მოდერი ანკა

Chemi gogooo <3 mikvarxarr

 


№6  offline მოდერი bla.ell

Ra sayvarloba iyoheart_eyessatauri ise momewona rom ar wamekitxa ar sheilebodajoykissing_heart

 


№7  offline წევრი ლუსიანა

პატარა და საყვარელი იყო ძალიან მომეწონა. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე <3 კარგი იყო. ველოდები შენს შემდეგ მოთხრობას

 


№8  offline აქტიური მკითხველი La Llorona

მეორე ისტორიაა შენი რაც წავიკითხე და გულში სითბო მეღვრება, ძალიან საყვარელი და ტკბილი ისტორია იყო შენსავით. შენს ახალ ისტორიასც ველოდები და რა თქმა უნდა ძველებსაც ❤❤
--------------------
M.D

 


№9  offline წევრი rapu-rapu

Guest ნინო
ორიგინალური იყო.. მომეწონა ძალიან მაგარი ხარ.


ძალიან დიდი მადლობაა

ანკა
Chemi gogooo <3 mikvarxarr


მეცც მეცც ანკაა

bla.ell
Ra sayvarloba iyoheart_eyessatauri ise momewona rom ar wamekitxa ar sheilebodajoykissing_heart



მიხარიაა ძალიაანნ <333 დიდი მადლობაა <33

ლუსიანა
პატარა და საყვარელი იყო ძალიან მომეწონა. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე <3 კარგი იყო. ველოდები შენს შემდეგ მოთხრობას


დიდი მადლობაა <33 დავდებ ძალიან მალეე <33

mtirala var
მეორე ისტორიაა შენი რაც წავიკითხე და გულში სითბო მეღვრება, ძალიან საყვარელი და ტკბილი ისტორია იყო შენსავით. შენს ახალ ისტორიასც ველოდები და რა თქმა უნდა ძველებსაც ❤❤


დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის <33 აუცილებლად დავდებ <33 მადლობთ რომ კითხულობთ <3

 


№10  offline წევრი tatiko.1995

Dzalian kargi iyo miyvars es istoria

 


№11  offline წევრი rapu-rapu

tatiko.1995
Dzalian kargi iyo miyvars es istoria


მადლობაა ^^

 


№12  offline წევრი ucnobi_18

ეერამაგარიიყოო სააიამოვნოო❤

 


№13  offline წევრი rapu-rapu

ucnobi_18
ეერამაგარიიყოო სააიამოვნოო❤



მადლობა მადლობაა <333 :***

 


№14  offline მოდერი zia-maria

blush წაკითხული მქონდა,მაგრამ მაინც სასიამოვნოდ წავიკითხე. kissing_heart

 


№15  offline წევრი rapu-rapu

zia-maria
blush წაკითხული მქონდა,მაგრამ მაინც სასიამოვნოდ წავიკითხე. kissing_heart


დიდი მადლობაა ^^ სასიამოვნოა ჩემთვის ასეთი თბილიკომენატრები <3

 


ვაიმეეეე რა საყვარლობა იყოოოო :დდდ heart_eyes heart_eyes ისე ესეთი სიმპატიური ბიჭი თუ მომპარავს ფეხსაცმელს მეც არ ვიქნები წინააღმდეგი smile გამოუშვი რა ჩემთან <3
თან ჩემი საყვარლი სახელი შეგირჩევია ნიკოლოზი kissing_heart

 


№17  offline წევრი rapu-rapu

სიყვარული არსებობს
ვაიმეეეე რა საყვარლობა იყოოოო :დდდ heart_eyes heart_eyes ისე ესეთი სიმპატიური ბიჭი თუ მომპარავს ფეხსაცმელს მეც არ ვიქნები წინააღმდეგი smile გამოუშვი რა ჩემთან <3
თან ჩემი საყვარლი სახელი შეგირჩევია ნიკოლოზი kissing_heart


აუცილებლაადდდ <33 :დდდ მოვძებნი სიმპატიურ ნიკოლოზს შენთვისს <3 :დდდ ^^ მადლობააა ^^

 


№18  offline მოდერი ენემი

აუუ რა მაგარი იყოოო არ მინდოდა რო დამთავრებულიყო. საოცრებაა ძალიან მომეწონა. kissing_heart

 


№19  offline წევრი rapu-rapu

baby girl for everyone
აუუ რა მაგარი იყოოო არ მინდოდა რო დამთავრებულიყო. საოცრებაა ძალიან მომეწონა. kissing_heart



ძალიაანნ დიდიმადლობაა ❤️❤️❤️❤️☺️☺️

 


№20  offline წევრი AnnieBeth

აუ, რა კარგია... <3<3<3

 


№21  offline წევრი Tushma19

აუ რასაყვარლობაა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent