შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარული


15-03-2017, 08:44
ავტორი სალვატორე
ნანახია 2 016

მთავარი მოქმედი პერსონის თხოვნით გთხოვთ მას მოუსმინოთ : მე სრულიად უინტერესოდ მეჩვენება გითხრათ თუ რომელი წელიწადის, რომელი თვის, რომელ რიცხვში ხდება მოქმედებები, მხოლოდ მცირედით შემოვიფარგლები და დავიწყოთ იმით რომ იყო საღამო, ახლა გთხოვთ მოვუსმინოთ ჩემს მეგობარ მთხრობელ ოსკარს!
შავი ლაქა
ოსკარი
სასტუმროს რესტორანში რამდენიმე მაგიდა იყო დაკავებული, გადაწყვიტა მსუბუქად ევახშმა, ალკოჰოლურ სასმელს იშვიათად ეტანებოდა მაგრამ დღეს განსაკუთრებული საღამო იყო და გადაწყვიტა იტალიური რომელიმე კარგი ღვინო დაეგემოვნებინა.
ვფიქრობ რომ იტალიის სიყვარულიდან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ვახშმით კმაყოფილი დარჩა ასევე მოეწონა ღვინოც რომელიც დააგემოვნა და ერთ ჭიქაზე მეტი არ დაულევია. ანგარიში გაასწორა და თავისი ნომრისკენ გაემართა. მისი ოთახი მეხუთე სართულზე იყო, ლიფტს არ დალოდებია კიბით ისარგებლა, კორიდორის შუაში გაჩერდა ოთახის კარები რომელიც ციფრი ოცით აღინიშნებოდა
გააღო და შევიდა.
სააბაზანო ოთახისკენ გაემართა შხაპის მისაღებად, მხოლოდ ცხელ წყალს თუ შეეძლო მისთვის სტრესის მოხსნა, კლასიკური მუსიკა ჩართო და აი ცხელი წყლის ქვეშ მდგომი ფიქრებმა გაიტაცეს, მოაგონდა წინა ღამით ქალაქიდან არც ისე შორს ძნელად მისასვლელ და ტყიან ადგილას წინასწარ ორი დღით ადრე გამზადებულ თხრილში, შურისძიებისა და დასჯის ნიადაგზე ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანს როგორ აყრიდა სახეზე მიწას, მსხვერპლი გაწამებული თვალებით უყურებდა და ცდილობდა რაც შეეძლო ხმამაღლა ეყვირა რომ იქნებ ვინმეს გაეგონა, ასეთ დროს მკვლელიც აყვებოდა ორმაგად ღრიალებდა! და მასთან ერთად ითხოვდა შველას, ამით მსხვერპლს ბოლო იმედსაც უკლავდა და ამით არწმუნებდა რომ ვერავინ გაიგონებდა მის ხმას. ნახევრად გათიშულ მსხვერპლს პირიც ნელ ნელა მიწით ევსებოდა, მიწის სიმძიმის გამო ხელებს და ფეხებს ვეღარ აქანებდა და მიწაც ნელნელა წყნარდებოდა, ის კი ცივი გონებით უფრო და უფრო სწრაფად აგრძელებდა თავის საქმეს, არანაირ სინანულს ან შიშს არ გრძნობდა დარწმუნებული იყო რომ სამართლიანად იქცეოდა, არ უარყოფდა რომ სასტიკად მაგრამ სამართლიანად, ბოლოს და ბოლოს მან ამ დღისთვის რამდენი წელი იცადა, პირიქით გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც და ბოლოს სახეზე ღიმილნარევიც კი ტკეპნიდა და ბუნებრივ იერს აძლევდა მიწას. ამის შემდგომ ქალაქისკენ გაემართა და მალე ჩავიდა კიდეც, რადგან სულ რაღაც ათიოდე კილომეტრი აშორებდა.
შხაპის შემდგომ, ანუ მისთვის ერთგვარი თერაპიის შემდეგ, პირსაბანთან პირი სახის მოწესრიგებას შეუდგა, როცა დაამთავრა, სარკეში თავის თავს მიაჩერდა და მისი გონება ისევ ფიქრებმა დაიკავეს. ამჯერად ეს იყო სულ სხვა რამ რისი მოყოლაც მისი დაჟინებული თხოვნით თვითონვე გადაწყვიტა, მეც სხვა გზა არ მქონდა და დაუთმე, ან როგორ არ უნდა დამეთმო რომ არა ის! არც მე ვიქნებოდი.
ოცნების გოგო
უცნობი
წარსულში ხშირად ვატარებდი წვერს ხან საშუალო დონეზე ხან დაბალზე, წარსულისგან განსხვავებით დღესდღეისობით ყოველ დღე თუ არა ყოველ მეორე დღეს ვიშორებ წვერს, დღევანდელი დღეც არ იყო გამონაკლისი და როცა გაპარსვის შემდგომი გელი წავისვი და ჩემს თავს სარკეში შევხედე ! გამახსენდა ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული, მართალი რომ ვიყო მე ის არ გამხსენებია ვფიქრობ რომ გაგახსენდეს ჯერ უნდა დაგავიწყდეს და საქმეც იმაშია რომ მე ის არ დამვიწყებია და არც ფიქრი შემიწყვეტია მასზე, მან ხომ ჩემი გული დაიპატრონა მე ხომ მას ოცნების გოგო ვუწოდე, ხოლო რატომ წამოვიწყე ეს საუბარი ეხლავე მოგახსენებთ.
ყოველთვის მალულად გვიწევდა შეხვედრა, რაც ერთი მხრივ სახალისო და საინტერესოც კი იყო ხოლო მეორე მხრივ გული მწყდებოდა რადგანაც ჩვენს ერთად ყოფნას მისი ოჯახი უშლიდა ხელს, ( დეტალებს არ ჩავუღრმავდები )
შეხვედრის მომენტში ერთმანეთს ისე ძლიერ დავეწაფებოდით როგორც უდაბნოში დაკარგულს ვინმე კეთილისმყოფელმა სასმელი წყალი და ჩრდილი რომ შემოგთავაზოს. მსუბუქი გაბრაზების მიზეზი კი რა თქმა უნდა ჩემი წვერი ხდებოდა რადგან არ სიამოვნებდა როცა მის ნაზ ტუჩებს ჩხვლეტდა და ყოველთვის ასე მეუბნებოდა: გაიპარსე ეგ წვერი რად გინდა ! როცა გაპარსულს დამინახავდა ჩემი პირისახის თითოეულ სანტიმეტრს ითვისებდა მისი თბილი და ღია ვარდისფერი ტუჩებით ( საცხს არ ხმარობდა ) და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, არც მე ვუდებდი ტოლს და იმასაც ძლივს ვახერხებდით მიყვარხარ გვეთქვა ერთმანეთისთვის. ვიხსენებ, გიყვებით ამ ისტორიას და მახსენდება ერთი წინადადება რომელიც რამოდენიმე კვირის წინ ამოვიკითხე წიგნიდან სახელწოდებით :
„ სიბრძნის საგანძური “ -ყველანაირი წინააღმდეგობა აძლიერებს სიყვრულს- ავტორი : უილიამ შექსპირი
სამწუხაროდ ჩემს შემთხვევაში შექსპირის სიტყვებმა არ გაამართლა, არ ვაპირებ იმის თქმას რომ ყოველთვის იდეალურად ვიქცევი ან შეცდომას არ ვუშვებ, ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და დადებითთან ერთად საკმაოდ ბევრ უარყოფითსაც ვფლობ მაგრამ კონკრეტულად ჩვენი სიყვარულისთვის და ჩვენი ერთად ყოფნისთვის ვფიქრობ ყველა ღონე ვიხმარე და არც მსხვერპლის გაღებისთვის ვიხევდი უკან და მან ეს კარგად იცოდა. ჩვენს გრძნობას რომ ფრთები შესხმოდა ლოგიკურია ორი ფრთა იყო საჭირო, მარტო ცალი ფრთა უძლური შეიქმნებოდა, ვიხსენებ და გული მწყდება ჩვენ ხომ ერთად არასდროს გვინებივრია დილაობით საძინებელში, არც არასდროს გვივახშმია სანთლის შუქზე, არც წყნარი მუსიკის ფონზე გვიცეკვია და არც პიკნიკი მოგვიწყვია ბუნების წიაღში.
მას მერე მრავალი წელი გავიდა რამოდენიმე წელში ოძდათვრამეტს შევასრულებ არც ჭაღარის ნაკლებობას განვიცდი მაგრამ თავს მხნედ ვგრძნობ. ორი უიღბლო ქორწინება გამოვიარე. პირველ მეუღლესთან ორი წელი დავყავი შვილის ყოლა არც ერთს არ გვეჩქარებოდა და მასთან არ მყოლია. მეორესთან ოთხი წელი, არც ამ შემთხვევაში ვჩქარობდი ბავშვის ყოლას და ხშირად ვკამათობდით ამ თემაზე, მასთან ერთი ბიჭი მყავს. ორივე შემთხვევაში გამიმართლა მეოჯახე მეუღლეები იყვნენ. განშორების მიზეზი არ ყოფილა არც მეუღლეზე ხელის აღმართვა, არც ბანქოს ხშირი თამაში, არც სიტყვიერი შეურაცყოფა არც უყურადღებობა და არც ღალატი. ისინი მატყობდნენ რომ მე მათ სიყვარულის თვალებით არ უყურებდი, მე ისინი მომწონდა, ვაფასებდი და პატივს ვცემდი მაგრამ არ მყვარებია არც ერთი. მე თვითონ აღარ შემეძლო ასე ცხოვრების გაგრძელება და ორივე შემთხვევაში მე ვიყავი განშორების მიზეზი, ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბავშვსაც ყურადღებას ვაქცევ.
დიდი ხანი გავიდა მას მერე რაც ჩემ გულს სხვა დაეპატრონა და ისევ მის ტყვეობაშია დღემდე. როგორც ზემოთ ნახსენებ წიგნში ამოვიკითხე :
-ძველი სიყვარული არ ჟანგდება- გერმანული ანდაზა
ჩემთვისაც კარგად იყო ნაცნობი თუ ვისთვის იყო დაუჟანგავი ეს გრძნობა რომელიც უფრო მეტი იყო ვიდრე სიყვარული. სანამ ოსკარს მივმართავ ერთ რამეს კიდევ დავამატებ : დღესდღეისობით მე იგი გაასმაგებულად მიყვარს და სიცოცხლის ბოლო წუთამდე მეყვარება, ყოველ ღამე თუ არა ყოველი ერთი ღამის გამოტოვებით მაინც ერთად ვართ ჩემს სიზმრებში, მიუხედავად იმისა რომ ამდენი წელი გავიდა მე დღესაც მზად ვარ ჩემი დარჩენილი ცხოვრების თითოეული წუთი მის გვერდით გავატარო და მას მივუძღვნა. მე არ დავიღლები ამ ღვთაებრივ გრძნობაზე საუბრით რომელიც ოცნების გოგოსთან მაკავშირებს მაგრამ ოსკარსაც ხომ უნდა მოვუსმინოთ ასე რომ გთხოვ ოსკარ გააგრძელო და დაამთავრო ეს საღამო !
ოსკარი
თმაში თმის საცხი შეისვა და თმის დავარცხნა თავის მარცხენა მხარეს უნაკლო ზოლით დააგვირგვინა. საძინებელში შევიდა და დღესაც ისე გამოეწყო როგორც უმეტეს შემთხვევაში. თეთრი პერანგი, შავი შარვალი, სარკისებრი გაპრიალებული შავი კლასიკური ფეხსაცმელი, აქსესუარებიდან : მარჯვენა ხელზე ვერცხლის სამკაული და ნეკა თითზე პატარა თვლიანი ბეჟედი, ჯვარცმას ყოველთვის ატარებდა, მხოლოდ ბერგამოტის არომატის მქონე პარფიუმს იყენებდა.
ოთახიდან გამოვიდა და გადაწყვიტა გაესეირნა. სასტუმროდან გასვლის შემდეგ იცოდა რომ არც ისე შორს კაფე იყო რომელსაც კარგი გამოხმაურება ქონდა გადაწყვიტა შეევლო ხოლო იქამდე ფეხითაც გაისეირნებდა, სანამ მივიდოდა გზად სიგარეტი იყიდა, მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით ათ წელზე მეტი იქნებოდა გასული რაც თავი დაანება მოწევას. კაფეში შევიდა მყუდრო ადგილი აირჩია და ორმაგი ესპრესო შეუკვეთა.
მახსენდება ერთხელ როცა მთავარ პერსონას ვესაუბრებოდი მან მითხრა რომ იმ ქვეყნად ვის რა საქციელზე, რა სიმკაცრით მოთხოვენ პასუხს, ეს იმ ქვეყნად უნდა იმსჯელონ, ხოლო ............ მერე შეწყვიტა დაწყებული წინადადება და აღარ გაუგრძელებია მივხვდი რა მიმახვედრა ამ წინადადებით, რომ ამ ქვეყნადაც საჭიროა პასუხის გება ჩადენილზე. მასზე მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ იგი კლასიკური მუსიკის მოყვარულია, რომანტიზმსაც საკმაოდ აქვს მასში ფესვები გადგმული და როგორც ყველამ ვნახეთ შურისძიებისთვის საშინელი ნაბიჯის გადადგმა მოუწია რასაც სრულიად არ ნანობდა.
ყავა მოუტანეს, სიგარეტს გაუკიდა და ძველი დრო გაახსენდა, სიგარეტისგან თავბრუსხვევა იგრძნო ამას მოელოდა კიდეც, ყავა დალია ნახევარი სიგარეტი საფერფლეში დატოვა ჩაუქრობლად, არც სიგარეტის კოლოფი აუღია, ანგარიში არ მოითხოვა, მაგიდაზე იმაზე მეტი დატოვა თანხა ვიდრე უნდა გადაეხადა, კაფედან გავიდა და სასტუმროსკენ გაემართა.
მაშხალა
უცნობი
დილის შვიდ საათზე გავიღვიძე არ მჩვევია გვიან გაღვიძება, საუზმისთვის რესტორანში არ ჩავედი, გადავწყვიტე ოთახის ვერანდით მესარგებლა თან საუცხოო ხედი იშლებოდა. მალე მომიწევს ამ ქალაქის დატოვება მაგრამ სანამ გავფრინდები, მინდა ჩემთვის ძვირფასი პიროვნება მოვინახულო, ვიცი რომ მისი დაბადების დღე ახლოვდება, მკითხველს გავაცანი მისი პიროვნება.
ერთი კვირის გასვლის შემდეგ საღამო ხანს მისი სახლიდან ოციოდე მეტრის მოშორებით ვიდექი, ორი დღით ადრე კი იმის გაგება შევძელი რომ ოჯახი შეუქმნია და ორი შვილი ყავს, აქედან გამომდინარე პირდაპირ სახლში მისვლა და მილოცვა არ გამოვიდოდა თან მარტო მისალოცად რომ არ ვაპირებდი მის ნახვას მკითხველი უკვე მიმიხვდებოდა, მეგობრის როლსაც ნამდვილად ვერ მოვირგებდი. დღის პირველი საათიდან ვაკვირდებოდი მის სახლს, არც ისე შორს მანქანაში ვიჯექი. შეიძლებოდა სახლში სულაც არ აეღნიშნა და სადმე წასულიყო ამ შემთხვევაში მას გავყვებოდი ან იქნებ რაიმე საქმისთვის გარეთ გამოსულიყო და დროს ვიხელთებდი შესახვედრად. ყოველ საათში ან საათნახევარში ადგილს ვიცვლიდი. დრო გადიოდა საათი საათს ემატებოდა მაგრამ ვერავის ვერ ვხედავდი. საღამოვდებოდა როცა ერთი მანქანა მის სახლთან ახლოს გაჩერდა, მანქანიდან სტუმრები გადმოვიდნენ, ერთს ყვავილები ეჭირა, მეორეს ტკბილეულის კალათა, მესამეს ერთ ხელში ღვინო დაუნახე მეორე ხელი კი ბავშვისთვის ჰქონდა ჩაჭიდებული ხოლო მეოთხეს რა ეჭირა ვერ გავარჩიე რაღაც უფორმო საგანივით იყო არც ისე დიდი თან ნახატივით ქონდა მგონი შემოკრული მაგრამ ვერ მივხვდი რა იყო. სახლის კარი კაცმა გაუღო სტუმრებს რომელსაც ერთი ბავშვი ახლდა თან, გავიფიქრე მისი მეუღლე და ბავშვი უნდა იყოს მეთქი. მასპინძელი ხალისიანად მიეგება სტუმრებს და სახლში შეიპატიჟა. დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალით კიდევ ორი მანქანა გაჩერდა სახლთან, ამ ორ მანქანაში მყოფი ხალხიც ისევე ხელსავსე იყვნენ როგორც პირველ მანქანაში მყოფი ხალხი, განსხვავება მხოლოდ ის იყო ერთი მანქანიდან შვიდი ადამიანი გადმოვიდა და მეორედან მარტო მძღოლი და ამის მიზეზი იყო ის რომ მთელი მანქანა აირით სავსე ბუშტებით იყო სავსე და როცა მძღოლი ბუშტებს სათითაოდ იღებდა მანქანიდან ისინი ცაში გაქცევას ლამობდნენ, მართლაც რომ ლამაზი შესახედი იყო სხვადასხვა ფერის ბუშტები, ზოგს გილოცავ ეწერა, ზოგს მიყვარხარ. მანქანა საკმაოდ დიდი იყო და ბევრი ბუშტი ჩატეულიყო, რამოდენიმემ მართლაც მოახერხა ცაში გაქცევა. ამჯერად კარი მარტო ბავშვმა გაუღო სტუმრებს ოღონდ ეს სხვა ბავშვი იყო ალბათ მისი მეორე შვილი, სტუმრებიდან ყველაზე ბოლოს სახლში შესასვლელი ბუშტების მომტანი კაცი დარჩა, ყველა ბუშტს ერთიანად ვერ შეიტანდა სახლში, არ შეეტეოდა კარებში, ამ დროს ბავშვი სახლში შებრუნდა და დედასთან ერთად მოვიდა კარებთან. იმის ახსნას თუ რა განვიცადე შინაგანად შეუძლებელია ამის აღწერა, ის სიტყვები არ არსებობს რომლებიც ჩემს მდგომარეობას აღწერს, მხოლოდ იმას გეტყვით რომ წლებს მასზე დადებითად უმოქმედია, გამოხედვა, ნაზი კანი, საოცარი ღიმილი და ზომიერი სიკეკლუცე ეს მისი სავიზიტო ბარათი იყო ყოველთვის და ამ ყველაფერთან ერთად ვგრძნობ რომ მე ის დღესაც სიგიჟემდე მიყვარს და არავინ არადროს მდომებია ჩემს გვერდით მის გარდა. დედა შვილმა ცოტ ცოტა ბუშტები გადაინაწილეს სტუმარს სახლში შეუძღვნენ და კარი დახურეს.
ჩამობნელდა, მანქანიდან გადმოვედი და სახლს საკმაოდ მიუახლოვდი. სახლიდან სიცილის, ჟრიამულის, ბავშვებისა და დიდების მხიარულების ხმები გამოდიოდა, ამ ხმებში ხანდახან მაინც მოვკრავდი ყურს მის განსხვავებულ კისკისს რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევდა. ცოტა ხნის შემდეგ მისალოცი სიმღერაც დაიწყეს სიმღერის დასასრულს სიჩუმე ჩამოწვა, ვფიქრობ ალბათ ეხლა გაიღიმა, თბილი ტუჩები დააშორა ერთმანეთს და ჰაერის ნაკადი მიმართა სანთლების ჩასაქრობად, ტაშმა იგრიალა და ცაც განათდა, მოულოდნელობისგან და გაკვირვებიგან უკან დავიხიე და ახლაღა მივხვდი თუ რა იყო ზემოდხსენებული ერთ ერთი სტუმრის ხელში მყოფი უფორმო საგანი რომელსაც რაღაც ნახატები ქონდა გარედან, ეს იყო დიდი მაშხალა რომელიც მიწაზე იდგმება და როცა სანთლები ჩაქრა უკანა ეზოში მიწაზე დადგმული მაშხალა გაუშვეს, რაც მართლა მოულოდნელი იყო ჩემთვის მაგრამ სასიამოვნო სანახავი გახლდათ.
ვფიქრობ ალბათ ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, პირველ რიგში ოჯახთან ერთად ხოლო შემდგომ ბავშვობის მეგობრების, ახლო ნათესავებისა და თანამშრომლების წრეში.
ნეტავ თუ ვახსოვარ ? მაგრამ რა სისულელეა, რა თქმა უნდა უსათუოდ ვახსოვარ. ნეტავ ეხლა ჩემი დანახვა თუ გაუხარდება ? რა თქმა უნდა გაუხარდება, შეიძლება ჩემს დანახვაზეც კი ოცნებობს.
ნეტავ ისევ ვუყვარვარ ? ეს კითხვა მეტჯერ აღარ უნდა დავუსვა ჩემს თავს, იმიტომ რომ ყოველ მიზეზგარეშეა რომ ისევ ვუყვარვარ ! მე ამას ვგრძნობ.
ნეტავ ისე თუ ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს ან თუნდაც ადრე როგორც მიყვარდა ? როცა ეს კითხვა ჩემი თავისთვის დამისვია, რამოდენიმე წამის შემდეგ ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი მიმიღია : მასაც ისე რომ ყვარებოდი როგორც შენ გიყვარდა ან როგორც ეხლა გიყვარს ის შენს გვერდით იქნებოდა ხოლო თუ ეს პასუხი არ მოგწონს მაშინ გეტყვი იმას რომ მან არ ჩათვალა მსვერპლის გაღება საჭიროდ იმ გრძნობისთვის რომელსაც შენ ეს სახელი უწოდე : .....მეტი ვიდრე სიყვარული..... გული დამწყდა.
შევწყვიტე ფიქრი, ჩემთვის ჩუმათ ჩურჩულით მივულოცე მას დღევანდელი დღე და იქაურობას გავეცალე.
საუკუნოდ
ორი საათის შემდეგ შევედი სასტუმროში, გავაღე ჩემი ოთახის კარი, დავიწყე ჩემი მცირეოდენი ბარგის ჩალაგება რომლისთვისაც ერთი საშუალო ზომის სამგზავრო ჩანთაც მყოფნის. რამდენიმე წიგნი ყოველთვის თან დამაქვს, თავისუფალ დროის უმეტეს ნაწილს კითხვას ვუთმობ და აი როცა უკვე ბარგის ჩალაგება ჩემი რამოდენიმე წიგნის ჩანთაში ჩადებით უნდა დამესრულებინა ერთ ერთი წიგნიდან, შემთხვევით რამოდენიმე ფურცელი გამოსრიალდა და იატაკზე დაეცა, სანამ ფურცლებს ავიღებდი წიგნს დავხედე, სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში, ეს გახლდათ ჩემთვის ერთ ერთი გამორჩეული წიგნი რომელიც წაკითხვისთანავე უზომოდ შემიყვარდა და მისი სახელი გახლავთ:
-ახალგაზრდა ვერტერის ტანჯვა- ავტორი : იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე წიგნების ჩალაგების შემდეგ სამგზავრო ჩანთა მისაღებ ოთახში გავიტანე და უკან დავბრუნდი საძინებელ ოთახში რომ მენახა ის ფურცლები რომლებიც ზემოთ აღნიშნული წიგნიდან გამოსრიალდა. საწოლზე ჩამოვჯექი ფურცლები გადავშალე და რას ვხედავ, ხელში მიჭირავს თუ არ ვცდები თექვსმეტი წლის წინ დაწერილი ჩემი წერილები, ეს წერილები რადგან მე მაქვს ეს იმას ნიშნავს რომ მაშინ დამიწერია როცა ერთად აღარ ვიყავით, მკითხველი რა თქმა უნდა მიმიხვდა თუ ვისზე ვსაუბრობ, ვზივარ და ვფიქრობ, სწორად შემირჩევია წერილებისთვის შესანახი ადგილი, ეს წიგნი ხომ მისი შინაარსით ამ წერილებისთვის ზედგამოჭრილია, არ შემეძლო რომ არ წამეკითხა ეს წერილები, არა იმიტომ რომ შინაარსი არ მახსოვს, არამედ იმიტომ რომ ჩემს გრძნობას ვცემ პატივს, კითხვა დავიწყე მაგრამ შევჩერდი რადგან მივხვდი რომ მკითხველის წინაშე მართალი არ ვიქნებოდი რომ ეს წერილები ჩუმათ ჩემთვის წამეკითხა და გადავწყვიტე თავიდან დამეწყო კითხვა ხმამაღალ ხმაზე რადგან დარწმუნებული ვარ რომ მკითხველიც დაინტერესებული იქნება წერილის შინაარსით.
წერილი პირველი.
მე მჯერა მარადიული სიყვარულის, მე მხიბლავს წიგნებში წაკითხული რომანებისა და ფილმებში ნანახი სიყვარულის ისტორიები. მე არ მწამს ნელ თბილი გრძნობების, მე მწამს ვნებებით სავსე ცეცხლოვანი ურთიერთობების. სიყვარულმა უნდა დაგწვას და დაგმდუღროს. ამ გრძნობას ყველა უჯრედით და ყველა ნერვით უნდა გრძნობდე. პარტნიორი უნდა იზიარებდეს ვნებებს, ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე უნდა იყოს. ორივე მხარე უნდა ცდილობდეს ურთიერთობაში ცეცხლის წამკიდებლები იყვნენ, ნამდვილი სიყვარული არ მისცემს წყვილს უფლებას გრძნობის ალი ერთ დონეზე გააჩერონ, პირიქით უფრო და უფრო იგიზგიზებს. მე ამ თვალებით ვუყურებ სიყვარულს. წყვილს უნდა ჰქონდეთ ისეთი სიყვარული რომ მათ გრძნობას მთელი სამყარო შეჰნატროდეს. გიჟური, გადარეული, სურპრიზებით, ემოციებით და ვნებებით სავსე. ნამდვილი სიყვარულის დროს გრძნობ ცხოვრებით ტკბობას და თითოეული იმ წამის სილამაზეს რომელსაც მეორე ნახევართან გაატარებ. სიყვარული იმ დონეზე ძლიერი გრძნობაა რომ თუ წყვილი მოინდომებს შეძლებს რომ არც ერთი დღე წინამორბედს არ გავდეს, ერთმანეთისთვის მხიარული თავგადასავლების მოწყობას და ერთმანეთის თვალებში ბედნიერების დანახვას ვერაფერი შეედრება.
წერილი მეორე.
ჩემო ოცნების გოგო, რამდენი ხანია ჩვენ რომ გვიყვარს ისე არ გვისაუბრია. წარმოვიდგენ რომ ჩემს წინ დგახარ იმდენად ახლოს რომ შენი თითოეულ ამოსუნთქვას და ჩასუნთქვას ვგრძნობ და გესაუბრები. ერთმანეთის წინ ვიდექით და მენატრებოდი და ეხლა რომ გითხრა მენატრები მეთქი ჩემს თავზე გამეცინება იმიტომ რომ ეს არ არის მონატრება ეს არის მონატრებაზე მეტი ეს არის წყლის სურვილი შუაგულ უდაბნოში და ჰაერის სურვილი ოკეანის ფსკერზე.
ჩემთვის ჭეშმარიტი სიამოვნება და ცხოვრების აზრი არის შენს გვერდით ყოფნა, ჩემ ოცნების გოგოსთან გავატარო დარჩენილი სიცოცხლე და დავტკბეთ ერთად იმ გრძნობით რომელიც მეტია ვიდრე სიყვარული, გიყურო თვალებში და მესმოდეს შენი ხმა, ვგრძნობდე შენს სურნელს და ნაზად გიწევდე თმებს რომლებიც მიმოფანტული იქნება უნაზეს სახის კანზე მრავლისმთქმელ და გრძნობით აღსავსე თვალებზე, ტუჩებზე რომელთა სიტკბოებასაც და სიმხურვალესაც ვერც ერთი ტკბილეული და ვერც ერთი ცეცხლის ალი ვერ შეედრება.
ჩემო ძვირფასო და ერთადერთო მინდა შენს გვერდით ვიყო მთელი დარჩენილი ცხოვრება, შენი ულამაზესი ღიმილით დაიწყოს ჩვენი დილა ხოლო საღამოობით ვისაუბროთ ყველა თემაზე ჩვენ როგორც გვიყვარს. შენს გარეშე ჩემი გული არ ფეთქავს ხოლო ჩემი სული გაყინულია და არ ძალუძს ფრენა. მიყვარხარ ძვირფასო მიყვარხარ ძალიან.
წერილი მესამე.
დილა მშვიდობის ძვირფასო გავიღვიძე და ვიგრძენი რომ სუნთქვა მიჭირს
იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი ჰაერი, ვერ ვიღიმი იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი ღიმილი,
შენზე ფიქრი ჩემთვის ისეთივე გარდაუვალია როგორც ჰაერი არსებობისთვის. შენ ჩემთვის იდეალური გოგო ხარ მე ხომ ოცნების გოგო გიწოდე, იცი რატომ ვუწოდე ამ გრძნობას რომელსაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ ( მეტი ვიდრე სიყვარული ) ? იმიტომ რომ განა მე შემიყვარდი შენ ან განა შენ შეგიყვარდი მე, თვით სიყვარულმა ამოიღო მკერდიდან თავისი გული და ჩვენ ორს მოგვცა რადგან ყოფილიყო ეს საუკუნის სიყვარული იდეალური წყვილისთვის.
სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმიტომ რომ იმდენი რამის გაკეთება შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის რომ ფიზიკურად ვერ მოასწრებ და ვერ შეიგრძნობ იმ ყველა სიამოვნებას რაც სიყვარულს მოაქვს, იმიტომ რომ სიყვარული უსასრულოა და არ შეიძლება გიყვარდეს და ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდე იმიტომ რომ ყოველთვის ფიქრობ და გინდა რომ უფრო და უფრო გააბედნიერო საყვარელი ადამიანი. თითოეულ წამს შენზე ფიქრში ვატარებ, ვფიქრობ: ნეტავ ეხლა რას აკეთებს, ნეტავ დილას რომელ საათზე ადგა , ან ეხლა ძინავს თუ არა, თუ მოწყენილია რატომ არის მოწყენილი, თუ იღიმის ნეტავ რაზე ეღიმება, რომელი კინოს ყურება მოგვეწონებოდა, სად ვისეირნებდით ერთად.
შენთვის გაღვიძება, შენი მოვლა, შენთვის სუნთქვა, შენზე ზრუნვა, შენზე ფიქრი და შენი სიამოვნება, აი ეს არის ის არასრული სია რომელიც გამოწვეულია გრძნობისგან რომელიც მეტია ვიდრე სიყვარული.
-სიყვარულისთვის კვდებოდე, ნიშნავს, ცოცხლობდე მისთვის- ავტორი: ვიქტორ ჰიუგო
ჩემო საყვარელო ჩემი ცხოვრების აზრი ხარ შენ მთელი დღის განმავლობაში რასაც არ უნდა ვაკეთებდე შენ ხარ ჩემს თვალებში სულში და გულში. საწოლში ჩაძინებამდე შენზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა სიზმარშიც ჩემთან ხარ, ვიღვიძებ და შენზე ვფიქრობ, ჩემს თავს ვუბრაზდები რატომ არ ვიძინე უფრო დიდხანს რომ ერთად უფრო დიდხანს ვყოფილიყავით სიზმარში , მინდა ვყვიროდე ჩვენი გრძნობის შესახებ და გკოცნიდე სანამ ცუდად არ გახდები. მე ვერ წარმოვიდგენ ჩემს თავს შენი საოცარი ღიმილის გარეშე, შენი თვალების გარეშე, შენი თბილი ტუჩების გარეშე, შენი დახატული ხელების და ლამაზი ხელის თითების გარეშე, შენი თმების სურნელის გარეშე, შენი სიარულის მანერის გარეშე, მინდა ერთად დავიძინოთ რომ დილას შენმა თბილმა სუნთქვამ გამაღვიძოს, როცა ერთად ვართ შინაგანად ვიწვი და მე მომწონს ეს სითბო იმიტომ რომ მე ის მათბობს შენი ჩემს მიმართ სიყვარულით, საოცარია შენი ჩახუტება, შენი კოცნა ტკბილია ხოლო ტუჩები რბილი და თბილი, შენ ხარ ჩემი სიყვარული შენ ჩემი ბედნიერება ხარ და მე მიყვარხარ შენ ერთადერთი. ბოლოს რომ შევხვდით იმის მერე ყოველ წუთას დანას მისმევს გულზე შენი ნათქვამი წინადადადება და უფრო და უფრო წვეთავს სისხლი : (მე შენ უკვე გამოგიგლოვე ) მივხვდი რომ ამ წინადადების უკან დიდი ტკივილი და დიდი შინაარსი იყო მაგრამ ამ წინადადების მთავარი შინაარსი არის ის რომ ( შენ მე უკვე წარსულს ჩამაბარე ) და ამის გააზრება ჩემთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა. ყოველთვის ვიყავი ჩემს ნებისყოფაში დარწმუნებული მაგრამ ამჯერად ვერ შევძელი, ვერ შევძელი მომეკლა ჩემში ჩვენი ერთად ფრთების გაშლის, სიტკბოს, საოცარი გრძნობის და ერთად ყოფნის იმედი, რომელიც ძალიან ძლიერი აღმოჩნდა
შენ ჩემი ოცნების გოგო ხარ და მე შენ მიყვარხარ ძვირფასო.
მორჩა, დავამთავრე, არვიცი რამდენი წუთის განმავლობაში ვიჯექი თვალდახუჭული, მხოლოდ ვიცი ის რომ ვფიქრობდი ოღონდ არა ჩუმათ არამედ გასაგონად, ვგრძნობდი ტუჩებს როგორ ვამოძრავებდი, მესმოდა ჩემი სიტყვები, ვცდილობდი რომ ჩემი ფიქრები წარმომეთქვა და ვნატრობდი რომ ჩვენი სახეები ერთმანეთის პირისპირ ყოფილიყო და მას მოესმინა ჩემი თითოეული სიტყვა რომელიც როგორც ადრე ეხლაც გულიდან მოდიოდა :
ჩემო ოცნების გოგო, ჩემო ძვირფასო და საყვარელო, ჩემს შენდამი გრძნობას საზღვარი არ გააჩნია, ჩემო ერთადერთო სიყვარულო, ჩემთვის დედამიწის ზურგზე შენი შესადარი გოგო არ არსებობს, ჩემო სიტკბოებავ და სილამაზევ, რომ იცოდე როგორ მინდა დარჩენილი ცხოვრების შენს გვერდით გატარება, წარმოგიდგენ ჩემს გვერდით მყოფს, ნაზად ვეხებით ერთმანეთის ტუჩებს და ისინიც ტკბებიან ერთმანეთის რბილი მოფერებით, ჩვენი სხეულები შეიგრძნობენ ერთმანეთს, ესაუბრებიან და უმტკიცებენ ერთი მეორეს რომ ეს ნამდვილად მეტია ვიდრე სიყვარული, ჩვენს თვალებში ცეცხლის ალი გიზგიზებს ვუყურებთ და ვათბობთ ერთმანეთს, ჩვენი სულები მოწიწებით ეალერსებიან ერთმანეთს ხოლო გული რომელიც თვით სიყვარულმა ამოიღო მკერდიდან და ჩვენ ორს მოგვცა გამთლიანდა და ბედნიერებისგან სიყვარულის ტკბილი ცრემლი ზდის, ეს არის ერთი გული ორი სულისთვის, მიყვარხარ ძლიერ ჩემო სიყვარულო, შენ ხარ ჩემი ერთი გოგო, მიყვარხარ მე მხოლოდ შენ საუკუნოდ.
ფიქრებიდან გამოვერკვიე წერილები დავკეცე და წიგნში დავაბრუნე , გავედი მისაღებ ოთახში, ჩავჯექი სავარძელში, ავიღე კალამი და ფურცელი რომელიც ოთახის ტელეფონის გვერდით იდო.
ვგრძნობ ცრემლს, ვუძღვნი ლექსს!

ტანჯვა,ტკივილი,სევდა,სურვილი ყოველი წამის მემკვიდრე გახდა
შენზე ფიქრი და შენზე ოცნება
ჩემი ცხოვრების მეგზურად მექცა

გულში ტიროდა ჩუმი გრძნობები
რადგანმილოცვებსისმენ დასხვისას
ეს ის გრძნობაა რომელიც უკვე
დიდი ხანია ჰორიზონტს გაცდა

ამ წმინდა გრძნობით
და შენს გვერდზე ყოფნით
სამოთხე ვნახე დედამიწაზე
მე ხომ მიყვარხარ ჩემო ძვირფასო
მე ხომ ოცნების გოგო გიწოდე
მივფრინავ.

შუაღამის რეისი
უცნობი
თვითმფრინავის ცაში აჭრის შემდეგ სამ სათზე მეტი იქნებოდა გასული, ვერა და ვერ ვახერხებდი დაძინებას. მიუხედავად იმისა რომ გამოუძინებელი ვიყავი. შინაგანად რაღაც მღრღნიდა და ეს რაღაც კარგად ვიცოდი რომ იყო სიმართლე. სიმართლე რომელიც მკითხველისთვის კი არა, არამედ ოსკარისთვისაც კი არ მითქვამს. დიდი ხნის ფიქრი არ დამჭირვებია იმისათვის რომ გადამეწყვიტა თუ როგორ მოვქცეულიყავი.
უცნობი: ოსკარ იმედი მაქვს რომ გამიგებ.
ოსკარი: რას გულისხმობ, მოხდა რამე ?
უცნობი: რაღაც მოხდა რაც დაგიმალე.
ოსკარი: კი მაგრამ რაზე საუბრობ რა დამიმალე ?
უცნობი: მე შენ მოგატყუე ჩემი გეგმის განსახორციელებლად.
ოსკარი: რა გეგმაზე საუბრობ ? რა მომატყუე ? ბოლოს და ბოლოს ამიხსენი ნორმალურად.
უცნობი: ის საღამო ხომ გახსოვს ლექსი რომ მიუძღვენი ჩემი ოცნების გოგოს ?
ოსკარი: მახსოვს როგორ არ მახსოვს და ისიც კარგად მახსოვს რომ იმ საღამოთი უნდა დასრულებულიყო ეს ისტორია და აღარ გაგეგრძელებინა.
უცნობი: ვიცი, ვიცი მაგრამ კიდევ მოხდა რაღაც რაც არ მითქვამს.
ოსკარი: აბა გისმენ რა დამიმალე და რა გეგმაზე საუბრობ ?
უცნობი: მე ლექსი როცა დავწერე იმ ღამით უნდა გავფრენილიყავი მაგრამ გადავიფიქრე.
ოსკარი: შენ გადაიფიქრე? კი მაგრამ შენ არ მითხარი რომ უამინდობის გამო რეისი გადაიდოო ?
უცნობი: რა თქმა უნდა გეთანხმები და არც ვუარყობ რომ ეგ ჩემი სიტყვებია და აი ზუსტადაც რომ ეგ სიტყვებია ჩემი ტყუილი. მე აეროპორტის თანამშრომელს მართლაც ვესაუბრე იმ საღამოს ოღონდ იმასთან დაკავშირებით რომ ჩემი ბილეთი გაეუქმებინა და ორი დღის შემდგომი ფრენის ბილეთი დამეჯავშნა და აი ორი დღის გასვლის შემდეგ ნამდვილად მივფრინავ.
ოსკარი:გასაგებია მაგრამ შენ მითხარი რომ მომატყუე გეგმის განსახორციელებლად ხომ ასეა?
უცნობი: კი გეთანხმები ნამდვილად ასეა.
ოსკარი: ხო და თუ ასეა მაშინ მითხარი რა გეგმამ გაიძულა ჩემი მოტყუება ?
უცნობი: მე, მე არ შემეძლო რომ იგი არ მენახა, მე არ შემეძლო სხვანაირად მოვქცეულიყავი, მე მის თვლალებში უნდა ჩამეხედა და მისი ხმა გამეგო.
ოსკარი: ამით იმის თქმა გინდა რომ შენი ოცნების გოგოს მაინც შეხვდი?
უცნობი: კი შევხვდი.
ოსკარი: მაშ ნუღარ გავწელავთ საუბარს, მითხარი როგორ ჩაიარა შეხვედრამ.
უცნობი: გუშინ ჩემი კონტაქტების დახმარებით გავიგე თუ სად მუშაობს, ასევე მისი სამუშაო გრაფიკიც, ხოლო დღეს დღის მეორე ნახევარში შევხვდი გაფრენამდე დაახლოებით რვა საათით ადრე.
ოსკარი: როცა მითხარი რომ მომატყუე არ დაგიმალავ და გეტყვი რომ წყენა ვიგრძენი მაგრამ ამავდროულად მე ხომ ვიცი რომ შენ ტყუილს ვერ იტან და გეზიზღება ხალხის ის მასა ვისაც ტყუილების თქმა სჩვევია, აქედან გამომდინარე ისიც გავიფიქრე რომ რადგან მომატყუა ამის ას პროცენტიანი მიზეზიც ექნებოდა მეთქი და მართალიც გამოვდექი. შენ იცოდი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე შეიძლებოდა განსხვავებული აზრი მქონოდა და ამ ტყუილით ჩვენი შესაძლო კამათი აირიდე თავიდან. მინდა იცოდე რომ მესმის შენი და არ ვთვლი თავს მოტყუებულად.
უცნობი: ოსკარ ვგრძნობდი რომ გამიგებდი. შეხვედრასთან დაკავშირებით ვიცოდი რომ არც გონება და არც სული უარს არ მეტყოდა, მე მთავარი პასუხის მისაღებად გულს დავეკითხე და როგორც ყოველთვის დღესაც გრძნობამ გამცა პასუხი, ხოლო პასუხი რა თქმა უნდა იყო შეხვედრის უდიდესი სურვილი.
ოსკარი: როგორც მე, ასევე დარწმუნებული ვარ რომ მკითხველიც მოუთმენლად ელოდება თუ როდის მოგვიყვები შეხვედრის დეტალებს, ხომ მოგვიყვები ? თან თუ რამე კითხვა გამიჩნდა გკითხავ ? შევთანხმდით ?
უცნობი: რა თქმა უნდა მოგიყვებით, სიმართლის თქმაც ხომ ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე რომ თქვენთვის მომეყოლა, არც შენს კითხვას დავტოვებ პასუხ გაუცემელს.
ოსკარი: ეს იმას ნიშნავს რომ შევთანხმდით ?
უცნობი: შევთანხმდით.
ოსკარი: ჩვენ მზად ვართ რომ მოგისმინოთ.
შეხვედრა
უცნობი
დღის მეორე ნახევარი იყო, დაახლოებით ოძდაათი, ორმოცი მეტრის დაშორებით ვიდექი იმ შენობიდან სადაც იგი მუშაობდა. მთავარი ქუჩიდან შენობა დაშორებული იყო და ოდნავ მაღლობზე მდებარეობდა, მხოლოდ ერთი გზა ჩამოდიოდა მთავარ ქუჩაზე და ვერანაირად ვერ ამცდებოდა გზაში.
ოსკარი: შემთხვევით ისიც ხომ არ გაგიგია თუ რას საქმიანობს?
უცნობი: თუ არ ვცდები მისი საქმიანობა ტურიზმთან უნდა იყოს დაკავშირებული, მეხსიერება თუ არ მღალატობს განათლებაც ტურიზმის განხრით უნდა ჰქონდეს მიღებული.
ვიცოდი რომ წუთი წუთზე უნდა გამოჩენილიყო, დროც აღარ გადიოდა, ვფიქრობდი სხვა გზიდან ხომ არ წავიდა მეთქი, თან საკუთარ თავს ვეუბნებოდი რომ სხვა გზიდან წასვლის შანსი არ არსებობდა, მხოლოდ აქ გამოივლის, მხოლოდ მე შემხვდება და იქნება ეს საუკუნის შეხვედრა, შეხვედრა ერთი გულის ორი ნახევრის. რამდენიმე წუთში ხალხში გამოვარჩიე ნაცნობი სიარულის მანერა, ეს ისაა, ნამდვილად ის არის და ამ დროს, როგორც ადრე განმიცდია ხოლმე ვიგრძენი სიყვარულის ტკივილი გულში, თითქოს რაც შეეძლო შეიკუმშა და მთელი ძალით გასტყორცნა მთელ სხეულში სისხლი, იმდენად ვიგრძენი გრძნობის ტკივილი რომელიც გულს იყო შემოკრული რომ ოდნავ შესამჩნევადაც კი მარცხენა მხრივ მოვიხარე და მარჯვენა ხელი მკერდზე მივიდე თითქოს იმის გასარკვევად რომ გამეგო რა ხდებოდა გულში. დამინახა უდაოდ დამინახა, იგი პირდაპირ ჩემსკენ მოდის მეც გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი და მისკენ გავემართე.
რვა, შვიდი, ექვსი სულ უფრო და უფრო ცოტა ნაბიჯის გადადგმა ხდებოდა საჭირო რათა ერთმანეთს ჩავხუტებოდით.. მხოლოდ მას ვხედავ, ჩემს ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევ, ოდნავ მეღიმება შეხვედრის სიამოვნებისგან, ვუყურებ თვალებში და ვფიქრობ, ოხ რა სიამოვნებით დავუკოცნიდი მთელ სახეს, ამოსუნთქვის საშუალებას არ მივცემდი. რაც უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს და რაც უფრო გამოკვეთილად ვხედავ მის სახეს და სახის ნაკვთებს, უფრო და უფრო მიფუჭდებოდა ხასიათი, ცუდათ ვგრძნობდი თავს, თითქოს სიკვდილს ველოდი, შიშმა შემიპყრო.
ოსკარი: შიში ? რა შიშზე საუბრობ ?
უცნობი: ზუსტადაც რომ შიში. მე მისთვის ადრე ბევრჯერ მითქვამს რომ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მისი დაკარგვის შიში მქონდა და ამდენი წლის გასვლისა და ამხელა განშორების შემდეგ მხოლოდ ამ წამს ვიგრძენი შიშის რეალობა, რადგან მის სახეზე სულ სხვა რამ ამოვიკითხე, ეს არ იყო იმ გოგოს სახე რომელსაც ადრე ვხვდებოდი, მის სახეზე სულ სხვა რამ იკითხებოდა. მე მისი სახიდან ვკითხულობდი შემდეგს:
ოხ არა ღმერთო ოღონდ ის არა, რატომ მხვდება, თუნდაც შემთხვევით შემხვდეს მაინც არ მინდა, აღარ მინდა წარსული, აი ეს სიტყვები წავიკითხე მის სახეზე, ხოლო ოდნავი მისი გაღიმება ზრდილობის ფაქტორად თუ ჩაითვლება ვიდრე გულიდან წამოსულ ღიმილად, როცა საყვარელ პიროვნებას ხედავ სულ სხვა გრძნობით იღიმი და გრძნობის სითბოს ასხივებ.
ოსკარი: ერთი რამ მიკვირს, რატომ ელოდებოდი სხვანაირ შეხვედრას ?
უცნობი: ღმერთო ჩემო ოსკარ ! რა კითხვას მისმევ ? მე ხომ ვახსენე ამ ისტორიაში რომ მიუხედავად იმისა რომ ამდენი წელი გავიდა მე დღემდე ვგრძნობ მის სიყვარულს ჩემდამი, აი ამიტომ ველოდი სხვანაირ შეხვედრას, სხვათაშორის ეს წლები ჩემთვისაც გავიდა და მე გეტყვი შენ თუ მე როგორ ვგრძნობდი შინაგანად თავს მას რომ ვუახლოვდებოდი, ხომ გინახავს სახლში შინაურ ძაღლს ყელზე მოსაბმელს რომ დაანახებენ და ამით ძაღლი რომ ხვდება რომ ეხლა გაასეირნებენ და გარეთ ეზოში ითამაშებს სხვა ძაღლებთან ერთად, სიხარულისაგან ყეფას, ხტუნვას და გორაობას რომ იწყებს კარებთან, აი ზუსტად ასე ვიყავი შინაგანად, ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, სანამ ჩემს ალმოდებულ შეგრძნებებს ცივი წყალი არ გადაასხა ჩვენმა შეხვედრამ.
ერთმანეთს გადავეხვიეთ თვალები დავხუჭე, ვცდილობდი რაც შეიძლებოდა მეტად შემეგრძნო მისი სხეული, სახის კანი, თმა რომელიც ოდნავ მეხებოდა სახეზე, ხელის თითებს ძალას ვატანდი რომ მისი ზურგი შემეგრძნო, მინდოდა რამდენიმე წამი კიდევ ვყოფილიყავი ჩახუტებული მაგრამ სამწუხაროდ არ დამცალდა და გავშორდით ერთმანეთს.
ოსკარი: რამდენი ხანი გაგრძელდა შეხვედრა ?
უცნობი: ალბათ თხუთმეტი წუთი მეტი არ მგონია, ზუსტად არ მახსოვს, სამაგიეროდ კარგად დამამახსოვრდა მისი თვალები, ეს აღარ იყო ის თვალები რომლებიც ჩემს მოგონებებს შემოენახა. ადრე ჩვენი შეხვედრების დროს მისი თვალები ვერ იტევდა სიხარულს, ბედნიერებას, სიყვარულის ნაპერწკლები ცეცხლს უკიდებდა მის თვალებს და ერთიანად ასხივებდა სითბოს და სიყვარულს. დღევანდელ მის თვალებს ეს ყველაფერი აკლდა, ისინი მხოლოდ მხედველობის ფუნქციას ასრულებდნენ, მეტს ვერაფერს შეამჩნევდი. საუბრის დროსაც კი თავშეკავებული იყო და უბრალო სიტყვებით შემოიფარგლებოდა. ეს ის გოგო არ იყო რომელიც ადრე ისე მაგრად ცდილობდა ჩემს ჩახუტებას რომ ძალა ეცლებოდა. მე შემწევს იმის უნარი რომ შევაფასო ის გარემოება სადაც მას შევხვდი და აქედან გამომდინარე არც იმის იმედი მქონდა რომ ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდა, არც ისე ხალხმრავალ ადგილას ვიდექით მაგრამ მის სამსახური ახლოს იყო.
ოსკარი: ანუ არასასურველ ხმებს მოერიდა ? დავუშვათ რომელიმე მის თანამშრომელს რომ დაენახეთ შემთხვევით.
უცნობი: ვფიქრობ რომ ასეა.
ოსკარი: სხვა ადგილას რომ შეხვედროდი მაშინ ხომ მაინც შეხვდებოდა თქვენი ტუჩები ერთმანეთს ?
უცნობი: ვფიქრობ რომ ადგილს აზრი არ ექნებოდა, რადგან მისგან სურვილი არ იგრძნობოდა, დავამატებ იმას რომ ოდნავ უხერხულადაც კი ვგრძნობდი თავს იმდენად უცხოდ იქცეოდა, ღმერთო სად გაქრა ჩემი ოცნების გოგო რომელიც დამშეულივით დაეძგერებოდა ხოლმე ჩემს ტუჩებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
ოსკარი: ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ შენ ილუზიას იქმნიდი იმის შესახებ რომ მას კიდევ უყვარხარ.
უცნობი: მხოლოდ იმას გეტყვი რომ გრძნობას რომელსაც დღემდე მე მის მიმართ ვგრძნობ მეტია ვიდრე სიყვარული. მე არც იმას გამოვრიცხავ რომ მისთვის ლამაზი ისტორიის ტკბილი მოგონება ვიყო, მე არც იმას გამოვრიცხავ რომ მე მასში ემოციებს დღემდე აღვძრავდე, მე არც იმას გამოვრიცხავ რომ იგი ჩემს მიმართ კიდევ რამეს გრძნობდეს მაგრამ ამჯერად მე მისი გრძნობის სახელი არ ვიცი, მე ამას ვიძახი იქიდან გამომდინარე თუ რა შთაბეჭდილებაც დამრჩა ჩვენი შეხვედრიდან. იმედია ოსკარ მკითხველთან ერთად გიჟად არ ჩამთვლით იმის გამო თუ რასაც ეხლა გეტყვით, იცი გულის სიღრმეში იმედი მქონდა იმის რომ მე მისგან გავიგებდი თუ როგორ ვუყვარვარ მას ისევ, მიუხედავად იმისა რომ მე მას რამოდენიმეჯერ ვუთხარი რომ მიყვარს, მისგან არც ერთხელ არ გამიგია ანალოგიური პასუხი, გული მეტკინა.
ერთხელაც რომ ვუთხარი მიყვარხარ მეთქი, მან თითქოს ხუმრობაში გაატარა მისი სიტყვები და ღიმილით მითხრა: მე აღარო.
ოსკარი: ამით ის გითხრა რომ მიყვარხარ მაგრამ არ გეტყვიო ?
უცნობი: კი ნამდვილად ეგრეა, ხუმრობით მე აღარო მაგრამ ხუმრობით რომ?
ოსკარ რომ იცოდე როგორ ტკივილს მაყენებს ასეთი სიტყვებით საუბარი და როგორ მინდა რომ ვცდებოდე მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, გიყვებით იმას რაც განვიცადე, რაც შევამჩნიე და რა შთაბეჭდილებაც დამრჩა ჩვენი შეხვედრიდან. მიუხედავად იმისა რომ სიყვარულზე სიტყვა არ დაცდენია, სამაგიეროდ რამოდენიმეჯერ მითხრა რომ იმედოვნებდა რომ მეტჯერ აღარ შევხვდებოდი, რბილად და ნაზად მეუბნებოდა ამ სიტყვებს ვფიქრობ ალბათ უფრო წარსულის ხათრით.
ოსკარი: არც კი ვიცი რ გითხრა.
უცნობი: არაფრის თქმა არ არის საჭირო უკვე ვამთავრებ მოყოლას და მთავარი დამრჩა სათქმელი. განშორებისას როცა ორი, სამი ნაბიჯით დავშორდით ერთმანეთს, ერთმანეთს ვუყურებდით და მე ვუთხარი რომ მე და ჩვენს გრძნობას ნუ გვაქცევდა მოჩვენებად და მოლანდებად, ხოლო ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით რაც შემდეგ მოხდა. მომხდარ მოვლენას შევადარებდი მაგალითად სიკვდილ მისჯილს რამდენიმე წამი რომ აქვს დარჩენილი სანამ თავს მოჭრიან, თითოეული მისი სიტყვა რომ იცის უშედეგო იქნება მაგრამ იმედს რომ არ კარგავს და მაინც რომ ცდილობს რაღაცის თქმას სანამ კიდევ არის ამქვეყნად.
გულმა მითხრა რომ მას სურვილი ჰქონდა ოცნების გოგოს გულისთვის რაღაც ეთქვა და მთხოვა დავხმარებოდი, დავხმარებოდი იმით რომ მხოლოდ ოდნავ გამეღო პირი, ხოლო სათქმელს იგი ეტყოდა და აი ჩემი პირიდან ამოვიდა სიტყვები
არ გაპატიებ თუ დამივიწყებ.
ადგილზე გავშრი, მე ხომ ნამდვილად ვიცი რომ ეს სიტყვები არ გამიფიქრია, ეს გულის სიტყვები იყო პირადად მისი გულისკენ მიმართული, ვერ ვიჯერებდი მომხდარს, ახლაღა ვხვდები თუ რას ნიშნავს სიტყვა გულისთქმა.
ოსკარი: რა რეაქცია ჰქონდა ამ სიტყვებზე ?
უცნობი: კითხვა დამისვა სახეზე ოდნავ ღიმილნარევმა, რას იზამ ?
ოსკარი: რას იზამ ?
უცნობი: კი, რას იზამ ? ღმერთო ჩემი გულიდან წამოსულ სიტყვებს ხომ მუქარასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეს იყო ნაწამები გრძნობის ამოძახილი, რომელსაც მაინც ჰქონდა იმედი რომ მეორე ფრთა დაეხმარებოდა ფრენაში.
ოსკარი: რა პასუხი გაეცი მის კითხვას ?
უცნობი: მის კითხვაზე ჩემს გულს ნამდვილად არ უპასუხია ხოლო მე ჩემი გულის მოულოდნელმა სიტყვებმა იმდენად დამაბნია რომ მგონი არაფერს მეთქი ვუპასუხე ზუსტად ვერ ვიხსენებ. მე ადგილიდან არ გავნძრეულვარ მას ვუყურებდი თუ როგორ მშორდებოდა უფრო და უფრო, სანამ თვალს არ მიეფარა.
რადგან უკვე სიმართლე იცით როგორც შენ ოსკარ ასევე მკითხველმაც, შვებას ვგრძნობ შინაგანად, ვეცდები ჩაფრენამდე ცოტა ხნით მაინც გამოვიძინო.
ოსკარი: ხმას ვერ ვიღებდი, ენა წამერთვა, ვცდილობდი გამეაზრებინა მისი მონაყოლი, ვიხსენებდი თუ როგორ ღელავდა როცა ყვებოდა მათი შეხვედრის შესახებ, რამდენიმეჯერ სცადა კიდეც რომ მის თვალზე მომდგარი ცრემლი დაემალა მაგრამ ვერ შეძლო. მის თითოეულ სიტყვაში იგრძნობოდა ტანჯვა, ტკივილი, სევდა და რა თქმა უნდა სიყვარული, ძლიერ სიყვარული. მთავარი პერსონის თხოვნით მკითხველთან დამშვიდობებას ვაპირებდი ანუ ამ ისტორიის დასრულებას, რომ არა შემდგომ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები.

სიყვარულისთვის დაჯავშნილი სიკვდილი
ოსკარი
საათნახევარი იქნებოდა გასული მას შემდეგ რაც მთავარმა პერსონამ მათი შეხვედრის ისტორია გვიამბო. თვითმფრინავიდან დასაშვები ბილიკი გამოჩნდა, რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ თვითმფრინავი მზად იყო დასაშვებად, ბილიკს მიუახლოვდა და მასზე შეხებისგან ოდნავი რხევა იგრძნო მგზავრებმა რა დროსაც სამგზავრო განყოფილებაში აფეთქების ხმა გაისმა, მგზავრები პანიკამ მოიცვა, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ცდილობდნენ იმ ადგილს გაშორებოდნენ სადაც ცეცხლის ალი და მუქი კვამლი ჩანდა, ასევე ვისაც როგორ შეეძლო ცდილობდა უგონოდ მყოფი და დაჭრილი მგზავრების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას და დახმარების გაწევას. თვითმფრინავსაც მოეხერხებინა უკვე გაჩერება, მის გარშემო მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის მანქანები ასევე აეროპორტის პოლიციაც და ყველა ერთსულოვნად ცდილობდა მგზავრების დახმარებას.
ვერ გეტყვით აფეთქების მიზეზს, ასევე იმას თუ რა აფეთქდა, ვიცი რომ იყვნენ კვამლით მოწამლული მგზავრები, ასევე მძიმედ და მსუბუქად დაშავებულებიც, დაზუსტებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, სამი მგზავრი იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, აქედან ორი საავადმყოფოში მიყვანიდან რამოდენიმე საათში გარდაიცვალა. მესამე ჯერ კიდევ ებრძოდა სიკვდილს და იოლად არ აპირებდა სიცოცხლის დათმობას, იგი აფეთქების ადგილთან ახლოს მჯდარა და მას სიცოცხლისთვის აუცილებელი თითქმის ყველა ძირითადი შინაგანი ორგანო დაზიანებული ჰქონდა ნამტვრევებისგან , ასევე სახის ორმოცი პროცენტი და მარჯვენა ხელი თითქმის მთლიანად დამწვარი. მკითხველი უკვე მიმიხვდებოდა რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მესამე მგზავრი რომელიც სიკვდილს ებრძოდა იყო მთავარი პერსონა. რამდენიმე ექიმი თავს დასტრიალებდა, მესმოდა მათი საუბარი და გავიგე რომ დიდი დოზით ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს სწრაფად მოქმედი. მუცლის და მკერდის არე დაუმუშავეს და სისხლდენა თითქმის შეაჩერეს. მთავარ პერსონას სუნთქვა უჭირდა, ხრიალებდა და როცა სისხლს პირიდან ამოაღებინებდა, ექიმი მოწმენდდა. მიღებული შოკისგან და ტკივილისგან დაიღრიალებდა ხოლმე, მის ფართოდ გახელილ თვალებში სიცოცხლისთვის ბრძოლის სცენა ჩანდა. ორი ექიმი დანარჩენ ექიმებს გამოეყო და ცალკე დადგა, ხოლო რასაც მე მათი საუბრიდან ვიგებდი არ მინდოდა რომ სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ მიწევდა ამ სიტყვების გაგება:
იმის გარდა რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი თითქმის ყველა ორგანო დაზიანებული აქვს, ყველაზე მეტად ფილტვი დაზიანებულა, უკვირდათ ის რომ გულს არანაირი ზიანი არ ჰქონდა მიყენებული. ( ეს რომ მთავარ პერსონას ცოდნოდა იტყოდა რომ მისი გული გრძნობამ დაიცვა რომელიც მასზე არის შემოკრული და რომლის სახელიც არის მეტი ვიდრე სიყვარული ) ოპერაციას თურმე აზრი არ ჰქონია მძიმე დაზიანებების გამო. ნარკოზიც სპეციალურად არ გაუკეთეს რადგან არ უნდოდათ ამ ქვეყნად დარჩენილი მისი ცხოვრების ალბათ მაქსიმუმ ათი წუთი მისთვის წაერთმიათ, და რადგან ფხიზლად დატოვეს ის მაინც შეძლეს რომ ტკივილი თითქმის გაუყუჩეს.
მთავარი პერსონა ოთახში მყოფ ექიმებს უყურებდა, ცდილობდა თითოეული მათი სიტყვა გაეგო, შემდეგ ორ ექიმს მიაჩერდა რომლებიც განცალკევებით იდგნენ, სახეზე უყურებდა მათ, ცდოლობდა მათი სახის გამომეტყველებით მაინც მიმხვდარიყო თუ როგორი იყო მისი მდგომარეობა და მთლიანობაში იმ დასკვნამდე მივიდა რომ იმაზე ცუდად არის მისი მდგომარეობა ვიდრე ეგონა. რამდენიმე წამით მან თვალები დახუჭა და გულისთქმას მოუსმინა ხოლო გულმა რომელიც საღსალამათი იყო და გამალებით ფეთქავდა მას სიმართლე აგრძნობინა, რომ იგი მალე შეწყვეტდა ფეთქვას და მასთან ერთად ასევე შეწყვეტდა არსებობას გრძნობა, გრძნობა რომელიც დღემდე ერთი ფრთით დაეხეტება მიწაზე და არ ეღირსა მეორე ფრთის შერწყმა რათა ბედნიერების ფრთები გაეშალა და სიყვარულის სიტკბოთი დამტკბარიყო, გრძნობა რომელსაც შესწევდა ძალა ოკეანის ამოშრობის, ხოლო მთების ვაკედ გადაქცევის. მწარე რეალობას დაუბრუნდა, რამდენიმე წამი წაართვა ფიქრებმა, უკვე კარგად აქვს გააზრებული რომ დიდი დრო არ დარჩენია და ჩემს თვალწინ დაიდგა სცენა რომელსაც ვუწოდებდი სიგიჟემდე შეყვარებული კაცის საქციელს.
მთავარი პერსონა ხან ჯანმრთელ ხელს ხანაც დამწვარ ხელს ყოველ მასთან ახლოს გამვლელ ექიმს ჩასჭიდებდა, თავისკენ მოქაჩავდა და ყველას ერთი და იგივე შინაარსის მქონე სიტყვებს ეუბნენოდა, განსხვავება მხოლოდ ის იყო რომ ხან ემუდარებოდა მათ, ხან მეგობრულად თხოვდა, ხან კიდევ მბრძანებლურ ტონსაც გამოურევდა, ზოგჯერ ხმამაღალი ხმით ყვიროდა და ამით ყველას ერთიანად აგონებდა მის სათქმელს. მთავარი პერსონა ასახელებდა ქვეყანას, ქალაქს, მისამართს, სახელს და გვარს, გადმოგცემთ მის სიტყვებს:
ამა და ამ ქვეყნის .......... ამა და ამ ქალაქში ...... ამ მისამართზე ... ცხოვრობს
ჩემი ოცნების გოგო! .... .......
გთხოვთ რომ დაუკავშირდეთ და გადასცეთ ჩემი მდგომარეობა, იქნებ მოახერხოს ჩამოსვლა იქამდე სანამ პირში სული კიდევ მიდგას, თუ აღარ ვუყვარვარ წარსულის ხათრით მაინც ჩამოვა. ის არის ჩემი სიყვარული, მე ის უნდა ვნახო და უთხრა თუ როგორ მიყვარს და რომ მის გარეშე გატარებული თითოეული წუთი უფერული არის ჩემს ცხოვრებაში. ახლავე გააკეთეთ რასაც გეუბნებით მომიყვანეთ ჩემი გოგო, მე მისი გამოძერწილი ხელის თითები მკერდზე უნდა დავიდო და უთხრა რომ ეს გული რომელიც სიკვდილს ებრძვის ისევ მისთვის ფეთქავს. იგი შემდგომ სახელით მიმართავდა მის ოცნების გოგოს, მის სახელს ყვიროდა და ეუბნებოდა თუ როგორ უყვარდა.
სისხლმა რომელმაც პირის ღრუ კიდევ ერთხელ გაუვსო ლაპარაკის საშუალებას აღარ აძლევდა და გადმოუვიდა მას სისხლი პირიდან. ექიმმა ნახევრად დამწვარი შეშლილი სახიდან სისხლი მოწმინდა, დააწყნარა და უთხრა რომ მის ოცნების გოგოსთან დაკავშირებას უკვე ცდილობდნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მისი თხოვნის შესრულებაზე მას უარს არავინ არ ეტყოდა რომ არა ის გარემოება რომ მას მხოლოდ რამდენიმე წუთის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მთავარმა პერსონამ იცოდა რომ მისი დაუზიანებელი გული დიდხანს ვეღარ გააგრძელებდა ბრძოლას მაგრამ იმედოვნებდა რომ იქამდე მაინც გააგრძელებდა ფეთქვას სანამ მის სიყვარულს თვალებში არ ჩახედავდა, სანამ მის ხელის თითებს არ შეეხებოდა და სანამ არ ეტყოდა თუ რა ძვირფასია იგი მისთვის. დაახლოებით ერთი წუთი იქნებოდა გასული რაც ხმა აღარ ამოუღია, ჩუმად იყო და მისი გულიც უფრო უფრო ნელა ფეთქავდა, ოთახში მხოლოდ ერთი ექიმი დარჩა რომ სიტუაცია გაეკონტროლებინა და ამ დროს მოულოდნელად მე იგი გამომელაპარაკა.
უცნობი: ოსკარ , ოსკარ აქ ხარ ?
ოსკარი: კი აქ ვარ შენთან ვარ.
უცნობი: ოსკარ გახსოვს ჩემი ოცნების გოგოსთვის მიძღვნილი წერილები რომ ვნახე ? შეგიძლია გაიხსენო მეორე წერილში მოყვანილი ციტატა ?
ოსკარი: მახსოვს თან კარგად მახსოვს.
-სიყვარულისთვის კვდებოდე, ნიშნავს, ცოცხლობდე მისთვის- ავტორი: ვიქტორ ჰიუგო
ვერ დავიჯერებ რომ შენ არ გახსოვდა ?
უცნობი: შენც კარგად იცი რომ მახსოვდა, მე მაინტერესებდა შენ რა პარალელს გაავლებდი ამ ციტატასა და ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას შორის ? პირადად მე ბედნიერი ვარ სიყვარულისთვის ვკვდები.
ოსკარი: ახლაღა ვხვდები რომ მთავარი პერსონა მართლაც რომ სიყვარულის გულისთვის კვდებოდა. იგი იმ საღამოს რომ გაფრენილიყო როცა ლექსი დაწერა, ეხლა არ მოუწევდა მას სიკვდილთან ბრძოლა და სრულიად ჯანმრთელი იქნებოდა მაგრამ მან გააუქმა ბილეთი და ორი დღის შემდგომი საბედისწერო რეისი აირჩია და მისთვის სიკვდილის მომტანი ბილეთი დაჯავშნა, ამ ქმედების მიზეზი ხომ ის იყო რომ მის სიყვარულს, მის ოცნების გოგოს შეხვედროდა და ეთქვა თუ როგორი ძლიერია მისი გრძნობა მის მიმართ. ჯერ კიდევ ფიქრებში ვიყავი რომ მან მარჯვენა ხელი რომელიც დამწვარი ჰქონდა და რომელზეც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჰქონდა წასმული, ძალიან ნელა დიდი ძალისხმევით წამოწია, ოთახის კუთხისკენ გაიშვირა და მომმართა.
უცნობი: ოსკარ ხედავ ?
ოსკარი: ოთახის კუთხისკენ გავიხედე რომელ მხარესაც იგი მანიშნებდა და სამედიცინო ინვენტარის გარდა ვერაფერი დავინახე. რაზე მანიშნებ რა უნდა დავინახო?
უცნობი: ჩემი სიყვარული მოვიდა ჩემს სანახავად, ჩემი ერთადერთი სიყვარული, ჩემი ოცნების გოგო ჩემთან არის, ნუთუ ვერ ხედავ ?
ოსკარი: მართალია ოდნავ დამაბნია მისმა სიტყვებმა მაგრამ უცბად მოვეგე გონს და მწარე რეალობა გადაიშალა ჩემს თვალწინ, მას ხომ მისი სიყვარული მისი გოგო ეჩვენებოდა და მეც ავყევი, რა თქმა უნდა ვხედავ, მოვიდა რომ მოგინახულოს. მთავარ პერსონას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და თითქმის ვეღარ ლაპარაკობდა, რამდენიმე სიტყვას ძლივს მიაბამდა ხოლმე ერთმანეთს.
უცნობი: ოსკარ იცი ეს რა არის ?
ოსკარი: რაზე მეუბნები?
უცნობი: რაზე და რომ ეს მეტია ვიდრე სიყვარული.
ოსკარი: ვიცი კარგად ვიცი.
უცნობი: იცი მინდა რომ ჩვენი ტუჩები შეეხოს ერთმანეთს და მე ამას სიყვარულის კოცნა ვუწოდო მაგრამ არა მე მას ვერ ვაკოცებ, ვერ შევეხები ჩემი ნახევრად დამწვარი ტუჩებით მის უნაზესს, თბილ და ღია ვარდისფერ ტუჩებს.
ოსკარი: არაუშავს გამოკეთდები და მერე აკოცებ.
უცნობი: ხომ ლამაზი და სათუთი გოგოა ?
ოსკარი: მართლაც რომ ულამაზესია.
უცნობი: იგი ჩემთვის გოგოს ეტალონია.
ოსკარი: ვიცი, ბევრჯერ გითქვამს.
უცნობი: და მე ის სიგიჟემდე მიყვარს. ხომ გჯერა რომ ჩემთვის მასზე სასურველი არავინ არ არის? ხომ გჯერა რომ იგი ჩემი ქალღმერთია ? ხომ გჯერა რომ ნებისმიერ მის მსოფლიოს, ნებისმიერ მოდელს და ბოლოს და ბოლოს ნებისმიერ მდედრობით სქესს რომ ნულის ფასი აქვს ჩემს თვალებში ? და რომ დედამიწის ზურგზე ჩემთვის მხოლოდ ერთი ოცნების გოგო არსებობს, შენ ხომ გჯერა ეს ყველაფერი ოსკარ?
ოსკარი: მჯერა ყველაფერი მჯერა, შენი თითოეული სიტყვა მჯერა, შენი გრძნობისა და სიტყვების არ დაჯერებისთვის ღმერთისგანაც კი მივიღებ სასჯელს.
უცნობი: ოსკარ მე მას ვეღარ ვხედავ, სად წავიდა ჩემი ოცნების გოგო? მინდოდა მისთვის რამდენიმე სიტყვა კიდევ მეთქვა.
ოსკარი: აქვეა შენთან ახლოს, უთხარი და გაიგებს.
უცნობი: ჩემო ძვირფასო გოგო გთხოვ მაპატიო თუ რამე მიწყენინებია შენთვის, შეიძლება ჩვენი ურთიერთობის პერიოდში დაუფიქრებლად გამომესროლა რაიმე სიტყვა შენს მიმართ რომელიც წყენას მოგიტანდა მაგრამ ხომ იცი შეგნებულად არ ვიზამდი, ხოლო თუ რამე ტკივილი მომიყენებია შენთვის ჩემი დაუფიქრებელი საქციელით დაე იმ ქვეყნად დავისაჯო და მწარედ მომთხოვონ პასუხი. მიყვარხარ მე შენ, მხოლოდ შენ, საუკუნოდ შენი ბიჭი. მიყვარხარ ....
ოსკარი: მორჩა, მეტის თქმა აღარ დასცალდა, დახუჭა ნაწამები თვალები და მისმა გულმა რომელიც სიყვარულის გრძნობით იყო სავსე ბოლოჯერ გასტყორცნა სისხლი მის ნაწამებ სხეულში.

-ვისაც ხელთ გქონდეთ ნება გულისა, იგემეთ სიტკბო სიყვარულისა- ალექსანდრე ჭავჭავაძე



№1 სტუმარი mkvleli var

pulimitots vamzadeb

https://youtu.be/xR8idOM-cY4

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent