შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგეჩვიე XIV


15-03-2017, 19:46
ავტორი ankatuna
ნანახია 3 486

-რა და შენი სამსახურის სანაცვლოდ შენს მიტოვებას მთხოვს. -იოანე დადუმდა, თვალები ჩაუსისხლიანდა, კისერზე ძარღვები დაეჭიმა და იღრიალა.
-როგორ გაბედა მაგ დამპალმა ნაბიჭვარმა შენთვის ეგეთი რაიმეს შემოთავაზება. ჩემი ხელით მოვკლავ. ეგ არაკაცი.
-დამშვიდდი იოანე ძალიან გთხოვ,
-რას მთხოვ, როგორ დამშვიდდე. ერთხელ ხომ დამინგია ცხოვრება. ახლა კი ისევ ცდილობს. არ მივცემ შენით მანიპულირების საშუალებას.
-იქნებ რაიმე გამოსავალი მოვძებნოთ. -მივუახოვდი და მოვეხვიე. მომიშორა.
-შენზე ჯერ კიდევ ვბრაზობ. არ უნდა წასულიყავი მასთან.
-ვიცი მაგრამ, მეგონა რომ იქნებ დალაპარაკებით რაიმეს შევცვლიდი. ის ისეთი ამაზრზენია.
-როგორ მეჯავრება ეგ კაცი. ვნანობ ყველა იმ წამს რაც მის გვერდით მაქვს გატარებული. ჩემი თავიც მეზიზღება იმის გამო რომ მაგის დამპალი თესლის ნაყოფი ვარ.
-რაღაც გამოსავალი ხომ უნდა იყოს ამ ყველაფრიდან.
-ერთადერთი ისღა დამიტოვა რომ უკან დავბრუნდე და ჩემი ადგილი დავიბრუნო.
-მე უკეთესი იდეა მაქვს. -უეცრად ისეთი აზრი მომივიდა თვითონაც რომ გამიკვირა თან აღვფრთოვანდი საკუთარი თავით. -ვაა ყოჩაღ თებეა, რა მაგარი ხარ. -თავის ქება დავიწყე.
-იტყვი თუ ვერ მორჩი ჯერ საკუთარი თავის დიდებას? -ირონიულად გამომხედა იოანემ.
-ბატონი დიმიტრი ხომ ცდილობს ჩვენს მარიონეტებად გცევას. იქნებ ამჯერად ჩვენ წავუყენოთ ულტომატუმები? რაც საკმაოდ ბევრი გვაქვს.
-რას გულისხმობ? რაღაც ვერ მივხვდი.
-რას და როგორ ფიქრობ წარმატებულ ბიზნესმენს, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მფლობელს, უკანონო შვილი რომ გამოუჩნდება საზოგადოება ამას როგორ მიიღებს.
-მართალი ხარ. თანაც ჯერ მის გარშემო აგორებული ჭორები არ დამცხრა, მაშინ ჩემს გადასარჩენად რომ იცრუა გეი ვარო.
-არ ვიცი როგორ მაგრამ ჩვენი პოზიციის გამოყენება ძალიან კარგად შეიძლება მის წინააღმდეგ.
-ან იქნებ ახლა ჯობია ჩემს სიამაყეს გადავაბიჯო და შემდეგ აღვიდგინო ის ვიდრე ბოლომდე ლაფში ამოვსვარო ჩემი სახელი.
-ხომ ხედავ როცა შენს გვერდით ვარ კარგი იდეები მოგდის თავში.
-ნუ მეაფერისტები, ბოლომდე არ გადაუვლია სიბრაზეს.
-აუ კარგი რაა.
-კარგი მოდი ჩამეხუტე, და დამპირდი რომ ეგეთ სისულელეს აღარ ჩაიდენს.
-მაგრამ გამოგვადგა. ხომ ხედავ მართალი ყოფილა ჭეშმარიტება კამათში იბადებაო.
-კარგად უნდა მოვიფიქროთ, როგორ ვიმოქმედოთ რომ ბატონი დიმიტრი ვაიძულოთ ქედი მოიხაროს ჩვენს წინაშე. -დივანზე ჩამოვჯექით და მსჯელობა დავიწყეთ
-მგონი შანტაჟს მართლა ჯობია მიხვიდე მასთან და უთხრა რომ გინდა მიიღო ის ყველაფერი რაც კანონით გეკუთვნის და მოსთხოვო რომ კანონიერ შვილად გაღიაროს. ასე მისი ქონების ერთადერთი მემკვიდრე გახდები და შეძლებ მის მშრალზე დატოვებას.
-მემგონი ზემეტად ბევრი სერიალი გაქვს ნანახი უკანონო შილების თემაზე. -ყურებამდე გაეხა ტუჩები ისე გაიცინა.
-დამცინე დამცინე, ძალიან მაგარ იდეას გაწვდი თუ დაიჯერებ.
-ისე მართალი ხარ ხომ იცი. დაე იყოს ისე როგორც მას სურს. დაიჯეროს რომ მისი გაიტანა.
...
დილით თავი მისკდებოდა რომ გავიღვიძე. იმდენი ვარიანტი განვიხილეთ მე და თებეამ, ძილშიც დიმიტრი მესიზმრებოდა. ღმერთო რა შარში ვარ. არა მაინც როგორ იფიქრა იმ არაკაცმა რომ თებეა მიმატოვებდა. ამის გამო თავის საზღაურს მიიღებს. დღევე მივალ მასთან და ახლა მე წავუყენებ ჩემს მოთხოვნებს. მოვემზადე და სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავი მომეწონა.
-რა სიმპათიური მეუღლე მყავს. ყველა გოგოს დაუფსებს თვალს. მე კი ვიამაყებ რომ ის ჩემია. -წამეკეკლუცა თება და კისერზე ჩამომეკიდა.
-ნუ სარგებლობ იმით რომ უნდა წავიდე თორემ რომ დავბრუნდები ხომ იცი გაზღვევინებ.
-დაგელოდები. -თვალი ჩამიკრა და საჯდომზე ხელი მომარტყა.
-ცელქობ და დაისჯები. -მივაძახე და კარი გამოვიხურე. მისი მომღიმარი მაცდური სახე დავტოვე კარს უკან და სისხლი ისე მომაწვა მზად ვიყავი შევბრუნებულიყავი მაგრამ არაა. საქმე არ იცდის. ნაცნობ შენობასთან გავაჩერე მანქანა და გამოვედი. ღრმად ჩავისუნთქე და კიბეებს ავუყევი. მის კაბინეტტან შევჩერდი.
-დილამშვიდობის ლიანა. ბატონი დიმიტრი კაბინეტშია?
-დილამშვიდობის ბატონო იოანე, არ გახლავთ, სათათბირო დარბაზშია აქციონერების შეკრებაზე.
-ძალიან კარგი, დიდ დარბაზში არიან?
-პატარაში მაგრამ ხომ იცით რომ იქ შესვლის უფლება არავის აქვს.
-მე მაქვს ძვირფასო შენ ეგ არ იდარდო. -გავუღიმე და თვითკმაყოფილი გავუყევი დერეფანს. არაჩვეულებრივი დასაწყისია, ერთი სული მაქვს ჩემი მამიკოს სახის დანახვაზე მე რომ შევალ. ესეც ასე მოვედი. აბა შენ იცი იოანე. ჯიბიდან ცხვვირსახოცი ამოვიღე რომ ოფლი მომეწმინდა, და ეს რა არის? ჩემი საყვარელი სურნელი, თებეას სურნელი რომელიც ასე მიყვარს და ასე მამშვიდებს. ცხვირსახოცს ვაკვირდები გადავშალე და თებეას ტუჩები. ნამდვილად მჭირდებოდა ახლა ეს. მის გვერდით ყოფნას ვგრძნობ და ეს მაწყნარებს. კარი უცერემონიოდ შევაღე. 7 ადამიანი და პლიუს ბატონი დიმიტრის სახეები უნდა გენახათ, ერთ მომენტში გამეღიმა კიდეც მათ შემხედვარეს.
-შენ აქ რას აკეთებ? -ენა დაება ძვირფას მამიკოს.
-მოგესალმებით ძვირფასო აქციონერებო. -მის კითხვას ყურადღეა არ მივაქციე. სკამი გამოვწიე და მაგიდასთან დიმიტრის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი.
-მგონი გკითხე იოანე აქ რას აკეთებთქო. ხომ იცი რომ აქ ყოფნის უფლება რომ არ გაქვს.
-რატომ არა.
-იმიტომ რომ აქ მხოლოდ მეპატრონე და აქციონერები ვართ. -პასუხი მისმა საყვარელმა ლაქიამ გამცა რომლის წილსაც სინამდვილეში ბატონი დიმიტრი ფლობდა და ის კაპიკებითაც კმაყოფილდებოდა.
-მერე მე ხომ მომავალი მესაკუთრე ვარ, ასე არ არის მამა? -მამაო? ყველა გაშეშდა, თითქოს მათ თავზე ელ-ჭექი მძვინვარებდა. პირები დააღეს და გაფართოებული თვალებით დაგვიწყეს ყურება ხან მე შემომხედავდნენ ხან მას.
-დიმიტრი ეს რა სპექტაკლია, აგვიხნი? -იკითხა ერთმა ღიპიანმა.
-ნამდვილად, რა ცირკი მოაწყვეთ ეს რას ნიშნავს. -აყვა მელოტი.
-ჰო აუხსენი მათ ბატონო დიმიტრი რაშია საქმე თუ გირჩევნიათ ისევ მამა დაგიძახოთ. -სიბრაზისგან სულ ერთიანად გამწვანდა. კიდევ კარგი ახლოს არაფერი არ ქონდა ბლაგვი საგანი თორემ ნამდვილად მომკლაავდა. ალბათ ახლა თავს იწყევლიდა მისი საქციელის გამო. მოულოდნელად სიმწვანემ გადაუარა. ცოტა დამშვიდდა. წყალი ხმაურით მოსვა, ღრმად ჩაისუნთქა და გაღიმებული სახით დაიწყო.
-ჯერ ადრე იყო მაგრამ, არაუშავს იქნებ ასე სჯობდეს. ახალგაზრდა ტვინი უფრო კარგად მუშაობს. დიახ არ მოგესმათ, იოანე ჩემი შვილია და მზად ვარ რომ ბანკი მის მფლობელობაში გადავიდეს. დღეიდან ის იქნება თქვენი ხელმძღვანელი. -დაამთავრა გამოსვლა და ზუზუნი დაიწყეს, აშკარად უკმაყოფილო იყვნენ ჩემი უფროსობის მაგრამ მათი აზრი სულ ფეღზე მეკიდა. ისინი უბრალო პაიკები არიან. თანაც ეს ჯერ დასაწყისია.
-დღეისათვის აქ დავამთავროთ. მომდევნო შეკრებას ახალი მფლობელი გაუძღვება რადგან მე თავისთავად ვტოვებ დირექტორატთა საბჭოს. -მაგიდაზე დადებული საქაღალდე დახურა ხელი მოხვია და ჩემსკენ წამოვიდა.
-კი მაგრამ ბატონო დიმიტრი ეს მოულოდნელობა, როგორ ავხსნად ან აწი რა ბედი ეწევა ბანკს.
-არ ვარ ვალდებული რაიმე აგიხნათ რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მერწმუნეთ ძალიან კრეატიული მმართველი იქნება იოანე. -ძალად გაიღიმა და მანიშნა გამომყევიე.
-კარგად ბრძანდებოდეთ, სორს ნუ წახვალთ სავარაუდოთ მალე გიხმობთ. თავი ავწიე და ამაყად გამოვედი დარბაზიდან. წინ ის მიდიოდა უკან მივყვებოდი ამ ლაქიას მდგომარეობამ გამაღიზიანა,ნაბიჯს ავუჩქარე და მას გავუსწორდი. ახლა უკვე გვერდიგვერდ მივდიოდით. კაბინეტის კარები შეაღო და მეც შევყევი. გეზი მაგიდის თავისკენ აიღო, სადაც კუთვნილი ფუმფულა ტყავის სკამი ელოდა მაგრამ ნურს უკაცრავად.
-ნწ.ნწ ეგ სკამი ახლა მე მეკუთვნის. -სანამ გაფართოებული თვალებით მომშტერებოდა მე სკამს მივუახლოვდი მასში ჩავჯექი. ფეხი ფეხზე გადავიდე და კომფორტულად გადავაწექი. ჩემს წინ დაჯდა.
-ცოტა ზედეტი ხომ არ მოგდის, იქ ხმა არ ამოვიღე.
-და თქვენ არ მოგივიდათ ზედმეტი ჩემს მეუღლეს რომ გარიგებებს სთავაზობთ და ემუქრებით?
-როგორ არ მიყვარს ჭორიკანა ქალები.
-მე თქვენს ადგილზე სიტყვებს დავუკვირდებოდი.
-კარგი, რაც არის არის, როგორც ვხედავ შენს სიამაყეს გაჭირვებამ რქები მოატეხა.
-სულაც არა უბრალოდ დავფიქრდი და მივხვდი რომ დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამს. თქვენ ხომ ძალიან გინდათ რომ როგორც თქვენი შვილი ისე მოვიქცე, თქვენი ადგილი დავიკავო და ასე შემდეგ.
-კი მაგრამ.
-ჰო და არავითრი მაგრამ. მინდა ყველაფერი ის მივიღო რაც მე მეკუთვნის.
-შესანიშნავია, ჩემს წინ დადებული საქაღალდე აიღო, ხელი მოაწერა და მომაწოდა. ბანკი ოფიციალურად შენია, იმედია კმაყოფილი ხარ. -წამოდგა და წასვლა დააპირა.
-მოიცადეთ მე არ დამიმთავრებია. -კარებში შედგა და ინტერესით სავსე თვალებით შემომხედა. - თქვენი ქონება მარტო ამ ბანკით არ შემოიფარგლება როგორც ვიცი.
-მერე? -თვალი მოჭუტა.
-მერე ის რომ მე ყველაფერი მინდა რაც გაქვს.
-მოიცა შენ რა დამცინი?
-სულაც არა, შენ ხომ თქვი რომ შენი ერთადერთი ვაჟი და მემკვიდრე ვარ ხო და მინდა შენს სოცოცხლეში მივიღო ის რაც ჩემია. ეს წუთისოფელი მუხთალია ვინ იცის რა შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში ასე რომ თავს ვიზღვევ.
-იმაზე ჩკვიანი ხარ ვიდრე მეგონა.
-მაგას კომპლიმენტად მივიღებ. -ერთხელ შემომხედა კიდე და ნერვიული ნაბიჯებით დატოვა ჩემი კაბინეტი. ხო უკვე ჩემი კაბინეტი. ბოლომდე მოვკალათდი სკამზე და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე. ტკბობა რომ მოვრჩი მივხვდი რომ სახლში წასვლის დრო იყო. თებეა ალბათ ინერესით მოკვდ რა მოხდა. ოთახიდან გამოვედი და უცებ შევჩერდი. გონებაში დრო უკან დავაბრუნე და კედელზე დაწერილი წარწერა აღარ მომეწონა. ეს ოთახი დიმიტრის საკუთრება აღარ იყო და აღარც აღარაფერი ამ ბანკში.
-ლიანა, ხვალ ჩემს მოსვლამდე ეს აბრა ჩამოხსენი და ახალი დაკიდეთ.
-და რა შევცვალოთ?
-ყველაფერი. ახალზე გარკვევით უნდა ეწეროს. ბანკის მფლობელი და გენერალური დირექტორი იოანე ლომიძე.
-უკაცრავად?- დაიბნა ლიანა და არც გამკვირვებია.
-გააკეთე რასაც გეუბნები თუ არ გინდა სამსახური დაკარგო.
-დიახ, აუცილებლად. -ყბა აუკანკალდა.
-და კიდე ყველა გააფრთხლე რომ ხვალ განხადებით მივმართავ მათ.
-დიახ ბატონო იოანე ყველაფერი გავიგე. -წამოვედი და თან მეცინებოდა. ყველა მე მიყურებდა. მათი ინტერესით და ეჭვით სავსე თვალები სიამოვნებასაც კი მანიჭებდა. შენობიდან გამოვედი და თავისუფლად მოვისუნთქე. მე ეს შევძელი მას ვაჯობე.
სახლში მისულს როგორც ველოდი. მომლოდინე თვალები მომაგება თებამ.
-აბაა, როგორ ცაიარა ყველაფერმა. -მომინდა ცოტა გამეწვალებინა. ხმა არ გავეცი, პიჯაკი გავიხადე იქვე მივაფინე, დივანზე დავჯექი და თავი უკან გადავაგდე. -იტყვი ბოლო ბოლო და ახლოს მომიცუცქდა.
-ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. -თავი წამოვწიე და კალთაში გადმოვიჯინე. -გენიოსი ხარ. გამოშტერდა კაცი გონს მემგონი კიდე ვერ მოეგო.
- აუ გამოვიდაა? ძაან მაგარია. უპრობლემოდ დაგითმო ბანკი?
-ხოო. ჩემს თვალწინ მოაწერა ხელი საკუთრების უფლების გადაცემას. -ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ისიც ყურებდაცქვეტილი მისმენდა რომ რაიმე დეტალი არ გამორჩენოდა.
-ეს ყველაფერი კარგია მაგრამ რაღაც მაეჭვებს რომ ყველაფის მოცემაზე ასე უყოყმანოდ როგორ დაგთანხმდა. არ ვენდობი მაგ კაცს.
-არc მე და ყურადღებით უნდა ვიყოთ, ამ ჯერზე ვაჯობეთ და მერეც ასე იქნება.
-ჩემი ნიჭიერი და დამჯერი ქმარი. -ცხვირზე მაკოცა.
-ჰმ, მე კი არ დამვიწყებია დილით შენი საქციელი და ის რომ უნდა დაისაჯო.
-მზად ვარ მივიღო ნებისმიერი სასჯელი. -გამითამამდა და ტუჩებზე დამეკონა.
-არაა ასე არაა. -წარბი ავუწიე. ხელი ჩავავლე და უცებ არმოჩნდა ჩემს მუხლებზე გადაკიდებული.
-იოანე, რასაც ვფიქრობ იმის გაკეთებას აპირებ? -სიცილი ვეღარ შეიკავა და აკისკისდა. მეც ვიხრჩობოდი ისე მეცინებოდა მაგრამ მაქსიმალურად შევიკავე თავი.
-დიახ, შენ დღეს სასჯელის უმაღლეს ფორმას მიიღებ. -ხელები ზურგს უკან დავუჭირე. შარვალი ჩავაძცრე და უკანალზე მაგრად შემოვცხეე.
-ააუჩ,-წამოიყვირა და სიცილი ამოაყოლა. კიდევ რამდენჯერმე დავარტყი და სიცილი ისტერიულ ხარხარში გადაუვიდა. -გეყოფა თორემ სიცილისგან ცუდად ვარ.- მეც აღარ შემეძლო ისე მეცინებოდა. გავჩერდი და გავასწორე.
-დღეისთვის კმარა. აწი გეციდენაბ რომ ჩემთა ხუმრობა არ ღირს.
-ვიცი. -გამომიცხადა ვნებიანად და კალთაში ჩამიჯდა. პერანგის ღილების გახსნა დამიწყო და ტუჩებზე წამეტან. გამაძრო მასურიც და პერანგიც და თვითონაც გაიხადა. მხოლოდ ლიფიღა ეცვა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გახელებით აგემოვნებდა ჩემს ტუჩებს. ზურგზე ავაყოლე ხელებიდა ლიფს წავეპოტინე გასახსნელად რომ კარზე ზარი გაისმა.
-აუუ, -აწუწუნდა თებეა.- ვერ ვიტან უდროო დროს მოსულ სტუმრებს. -წამოდგა და ბუზღუნით დაიწყო ჩაცმა. კარზე ზარი არ წყდებოდა. ამ მოქმედებით ვიცი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. უხასიათდ მიუახლოვდ თებეა კარს და გამოაღო. რათქმაუნდა დაჩი და ნატუკა. ჯერ გაეხარდა და თბილად მიიღო სტუმრები მერე კი მაიც მიაყოლა წუწუნი.
-არა ახლა ამ დროს სტუმრობა შეიძება?
-რა იყო რძალო მნიშვნელოვანი საქმე გაგაწყვეტინეთ? -დასცინა დაჩიმ და ყველას გაგვეცინა.
-დიახაც. დილით დავაშავე და ჩემი ქმარი მსჯოდა. -ამაზე თვითონაც გაეცინა და ჩვენც სამივე ერთად ავხარხარდით.
-ოჰ ეს საინტერესოა. მეც მასწავლე მერე ძმა კაი?
-აბა რაა ბრატ. თუ გინდა ახლავე გაჩვენებ როგორ უნდა.
-არანორმალურები ხართ, მაგრამ ჩემები ხართ. -დაამატა ნატუკამ და თებეას მოეხვია.
-ვსო მე დღეიდან უნდა დავჭკვიანდე. -მთელი სერიოზულობით განაცხადა დაჩიმ.
-ღმერთო დიდებულო, დაჩი კარგად ხარ. -შუბლზე ხელი მიადო თებეამ და ნტუკამ ისე გაიცინა ლამის სკამიდან გადაყირავდა.
-კარგადაა კარგად, მართალს ამბოობს აწი უნდა დაჭკვიანდეს, მამობა ეგრე იოლი არაა. -თებეას თვალები აენთო და სანამ მე მოვტვინე რა თქვა ის უკვე ნატუკას ცააფრინდა და ტიროდა.
-ვაიმე ნატუ რაა მაგარია, როგორ მიხარია, აბა შენ იცი დაჩი როგორ მოუვლი მათ.
-აახ შე ცუღლუტო შენა. -მხარზე შემოვცხე დაჩის. -გილოცავთ, მიხარია თქვენს გამო ბავშვებო. ამ ამბავს აღნიშვნა უნდა. დღეს მე ვკისრულოობ წავედიით.
-წავედით მაგრამ მალე დავიშლებით და ნატუკა მხოლოდ წვენს დალევს. -ომახიანად გამოაცხადა თებეამ .გაგვეცინა მე და დაჩიმ ერთმანეთს გადავხედეთ ჩესტი ავიღეთ და დავსჭექეთ
-არის მეთაურო.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ აღფრთოვანებული ვარ ძალიან მაგარია
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2 სტუმარი Guest ლანა

Auuu ra sayvarlebi ariaaaaan :-D♥♥♥♥♥♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მაგარი იყო
მომწონს ეს მოთხრობა

 


№4 სტუმარი Guest Dudu

Ai rato hyavs ase cota mkitxveli am istorias chemamde ar dadis raa ai sauketeso xar♥♥♥♥♥♥♥♥♥

 


№5 სტუმარი ფეფო

აუ გაააგრძელე რააა ♥♥♥♥

 


№6  offline წევრი ankatuna

მადლობა რომ მოგწონთ. მიხარია თქვენი შეფასების კითხვა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent