ლელო (თავი 4)
ჩავიცვი და ოთახში გავედი. ზემოდან ჯინსის ქურთუკი ჩავიცვი. ბიჭები და ბებიაჩემი კიდე ლაპარაკობდნენ. ნიკუშა სახეგაბადრული ეჯდა სანდროს და თორნიკეს შუაში და რაღაცეებზე იცინოდნენ. - სამწუხაროდ უნდა შეგაწყვეტინოთ! წავედით. - სად გეჩქარებათ ბები? საჭმელი მალე… - არა ნანი ბებო რა… - დაიწუწუნა საბამ. - აქედან სულ გასუქებულები გავდივართ. - ფიგურას უფრთხილდებით, ბიჭებო? - გაეღიმა ნანის. - სად აქვთ თორე ჰო.- ხმამაღლა ჩავიდუდღუნე. - აუ, ნანი ბებო ამას დავტოვებთ და თქვენ გამოდით რა… - ბებუკას გაეცინა. ოღონდ ვინმესთან გამლანძღონ და რა გააკეთონ აღარ იციან. თორნიკეს ენა გამოვუყე და ოთახში გავბრუნდი. - კიდე უნდა მოემზადო ქალო? - არა, თორნიკე ვიცვლი! აღარ მოვდივარ. - რა თქმა უნდა მოვიტყუე. ნაბიჯების ხმა გავიგე. ვიღაც მოდიოდა. ხოდა ეგრე! დამნებდნენ და მეხვეწონ. - სანდრექს! მაგას უჯერებ ბიჭო? უნდა რო ვეხვეწოთ ეხა. - გიორგი. ნაბიჯის ხმა გაჩერდა, მაგრამ ისევ მოვიდა. კარზე დააკაკუნა. - შეიძლება? - ხოთქო დავიზმუილე და შემოვიდა. - მართლა არ მოდიხარ? - თავი დავუქნიე კი-თქო.- აბა რაღას… - ჩუმად ცოტა. ნერვები მომიშალეს და იმიტო. - მაგარი აზრი მაქვს. - რა? - ადგა და ხელი დამავლო. - ეხა მე და შენ უხმოდ გავივლით ოთახს და გავალთ გარეთ. ჩავიდეთ, ცოტა ვისეირნოთ და დამირეკვენ აბა სად წავლენ. - ხელი რომ ჩამკიდა ცეცხლი წამეკიდა. უცებ სიცხე ვიგრძენი მთელს სხეულში, დავიბენი. ნუ რაღა თქმა უნდა ისევ ისეთი ცივი სახე მქონდა, მაგრამ მე ხომ ვიცი რა. სახეზე სისხლი მომაწვა და თავი დავხარე, რომ სიწითლე დამემალა. ალემ და მე ოთახი უთქმელად გადავკვეთეთ. - წავედი მე ბეე… - მივაძახე და გამოვედი. კიბეები ჩავირბინეთ, გეგონება მოგვსდევდნენ. სადარბაზოდან, რომ გამოვედი ცივი ნიავი მეცა სახეში და მესიამოვნა. მთელ ტანში დაიარა მუხტისავით. სანდროს გავხედე. დებილივით მაშტერდებოდა. - ნუ მერომანწიკულები ძაან გთხოვ. - შენ კიდე ნუ მეუხეშები. აღარავინ გვისმენს. - რა მნიშვნელობა აქვს? - რა? ვერ ხვდები? - გაბრაზებული სახით გამომხედა. მეც თვალი ავარიდე. - გიტყდება ნორმალურად რო დამელაპარაკო თუ რა ხდება? - ვის ველაპარაკები ნორმალურად რო? - ხოდა მე უნდა დამელაპარაკო! - აუფ… ნუ მეკაცები. რატომ ვითომ? - მე თუ ავიტანე ორსაათიანი დაცინვა. შენ ვინ ხარ… - გაიღიმა. კიდევ კარგი გაიღიმა, თორემ მეგონა მეჩხუბებოდა. - რა დაცინვა? - სიარული გავაგრძელეთ. სასინლად სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. სანდროს ხელის გამო ვხურდი, მაგრამ ცივი ჰაერის ნაკადი მაგრილებდა. შიგნით ცეცხლი მეკიდა, გარეთ კი ლოლოები. - არაფერი დაივიწყე. - მაგ სიტყვას რო იწყებ სულ მგონია დაი*კიდეს მეტყვი. მაგრამ… - გინებაც ხო არ დაგიწყო მეკუშ? - როგორც გინდა. - ბილწ-სიტყვაობა მოგწონს გოგო? - ხო ალე. აღმაგზნებს. - სერიოზულად ვუთხარი. ისიც გათეთრდა და თვალები დამიჭყიტა. იმის სახეს ვეღარ გავუძელი და გადავიხარხარე. - როდის მიეჩვევი? - ყველას ასე ეღადავები? - კი. რა იყო? - აღარ ეღადავო. - რატო? - იმიტო! და კიდე… შეგიძლია მორჩე სწერვობას. ნერვები მაქ ისედაც დაწყვეტილი. - რატომ? - მამაჩემის დუდღუნი მიჭამს ტვინს. - ცნობისმოყვარე თვალებით ავხედე. ჩემზე ერთი თავით მაღალია. - იურიდიულზე უნდა რო ჩავაბარო. მე კიდე არ მინდა! რა გავაკეთო? აი არ მინდა რა. - შენ რა გინდა? - მე?... მე… არაფერი. დაივიწყე. - რაღაცის თქმა აპირებდა მაგრამ გაჩუმდა. საშინლად მეწყინა რომ არ მითხრა. გავჩუმდი და ქვემოთ დავიხედე ისევ. - მოხდა რამე? - რატო არ მეუბნები? - მაგიტო იბუსხები გოგო? - კიდევ! - მე არქიტექტურაზე მინდა ჩაბარება. ოღონდ მხატვრულზე რა… - ხატავ? - თვალები გამინათდა. - ნუ… ხო. - იმხელაზე გამეღიმა ლოყები მეტკინა. - რა გაგიხარდა ასე? - არაფერი. გააგრძელე… - რა? - თვალებით მივახვედრე. - ხოდა… იტოკში რა. წამიღო ტვინი. გეგონება თვითონ უნა იცხოვროს ჩემი ცხოვრებით! ნაღდად არ მინდა იმ ხალხის რიცხვში შევდიოდე ყოველი დღე ერთმანეთს რო გავს და იმ საქმეს აკეთებენ რაც არ უყვართ მთელი ცხოვრება. მე უნდა ვიცხოვრო და ბედნიერად მინდა ცხოვრება. ხოდა მაგრა მ*იდია რა. ბოდიში. - კაი რა… - ხოდა… სულ მაგის ჯიბრზე ვსწავლობ ყველაფერს მაგრად… სულ ვვარჯიშობ რო გრანტიც ავიღო და მაგისი გადასახდელი არ იყოს უნი-ში თორე… მაგის ჯიბრზე ავიწყობ ცხოვრებას! - დედაშენი? - დედაჩემი ერთი-ორჯერ თუ იტყვის, მაგისი ცხოვრებაა რაც უნდა ქნასო! მარა ამ რაც უნდა ქნას ისე ამბობს თავში ქვა უხლიაო რა… - გული ჩამწყდა. მარტოა. ხელი გაშვებული გვქონდა და ისევ ჩავკიდე. იმან შვებისგან ამოისუნთქასავით. - ბებიაშენმა თქვა… - ეგ ბევრ რამეს ამბობს. - ასე თქვა დამიბერეს ბავშვიო. რატო თქვა? - აი ეს ის თემაა ქეთოს და მაროსაც კი რო არ ვეწუწუნები. ეს ის თემაა ჩემ თავსაც რომ არ ვაძლევ ამაზე ფიქრის უფლებას. - არ მინდა ამაზე ლაპარაკი. - გინდა. - მინდა მაგრამ… - კარგი… მაგაში იმას გულისხმობს 16 წლის ასაკში ნიკუშას რომ მე ვზრდი და… დედაჩემის ატანა რო მიწევს. - ლაპარაკი რატო არ გინდა? - არ მინდა ჩემ თავს უფლება მივცე ვიწუწუნო. არ მინდა ჩემი თავი შემეცოდოს. - თავი დავხარე. აწითლებული სახე რომ დამემალა. - არ მინდა გავაცნობიერო რო… დავიღალე. მართლა დავიღალე. მაგრამ არ შეიძლება ეგ! არა და არა. სკვერს მივადექით და ჩამოვსხედით. ცალყბად გამეღიმა. - ნანი და მამაჩემი… მართლა ზრუნავენ ჩემზე და ეგენი მაცოცხლებენ. ჩემი საქონელი და კიდე მიმატებს და მიმატებს… ნიკუშაზე გუშინ ისე თქვა ჩემი ფულით ვუყიდო წამალიო, გეგონება მეზობლის ბავშვი იყოს. არა ფული სულაა სახლში მაგრამ უცებ ეგონა რო მაგას რამეს ვთხოვდი. - სიჩუმე. კიდევ სიჩუმე. სიბნელე, სიცუმე, სიცივე, სიმარტოვე. ამ ყველაფერს ერთდროულად ვგრძნობდი. თმა უკან გადავიწიე. ასე ვიცი. ნერვიულობისას თმას ისტერიკულად ვიწევ უკან. - ეს ვინმესთვის გითქვამს? - არა. - რატომ? - თავს ისე ვგრძნობ, ვინმეს რომ ვუთხრა გავსკდები. დავსუსტდები, ტირილს და ჩუმად ყოფნას შევეჩვევი, ხშირადაც აღარ გავიღიმებ. მერე ნიკუშას ვინ მიხედავს? - ნიკუშას კი არა შენ ვინ მოგხედავს მეკო? - ამ კითხვას არ ველოდი. დავიბენი. სახე ხელებში ჩავრგე. - მე მოხედვა არ მჭირდება. უკვე ჩამომიყალიბდა პიროვნება. კი ვიცვლები და ბევრჯერ შევიცვლები, მაგრამ… ხომ ხვდები? ნიკუშა კიდევ პატარაა და ვინმე ჭირდება, რაღაცეების ახსნისთვის. თორემ მე ახლაც არავინ… - გავჩუმდი. - ხედავ? ისევ წუწუნს ვიწყებ. - ადამიანი ხარ რობოტი ხო არა? იწუწუნებ აბა რას იზავ. - რო იცოდე, მარტო იმიტო ვიწუწუნე, რომ შენთვის მეთქვა, თორემ სულ არ მინდა ამაზე ლაპარაკი და არც ის მინდა ჩემი თავი მეცოდებოდეს. - შენ რა გგონია, ვინმემ იცის მამაჩემის და ჩემს ომზე? - აი ამ მომენტში გავაცნობიერე, რომ ძალიან ახლო მეგობარი შევიძინე. პირველად ველაპარაკე ადამიანს ამ ყველაფერზე. სულ მინდოდა ვინმეს დავყრდნობოდი. მაგრამ ამას არ ვუშვებდი. აი ამ მომენტში გავაცნობიერე, რომ რაც მოხდება მოხდება. აქამდე არავის ვეყრდნობოდა, მეშინოდა მათი წასვლის მერე ჩემი მდგომარეობის, ახლა კი… აღარ მეშინია. ვენდობი… მერე რაც უნდა ქნას. ახლა ამ წამში კი, უბრალოდ ვენდობი. უცნაურია ადამიანის ბუნება. რაც არ უნდა პრინციპული და ჯიუტი უნდა იყოს, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როდესაც შველას პოულობს, ყველაფერს ივიწყებს, ოღონდ დახმარების ხელს დაეყრდნოს. მე ასეთი არ ვარ! მაგრამ შევამჩნიე, რომ ეს უცხო ადამიანიც დამეყრდნო, რომელიც გვერდით მიზის და ამიტომ აღარ მეშინია. ჩაფიქრებიდან ალეს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. - სად ხართ ? ხო არ გაიპარეთ? - ხარხარი დაიწყო. ფუფ, იდიოტი. - სკვერში ვართ და მოვალთ. - სკვერში რას აკეთებდით ჰა? გვრიტებო ერთობით? - დავაი რა… - ალე აწითლდა. აუ რანაირი ბიჭია. - გვრიტებოზე გამახსენდა. მეკო… შეიძლება რაღაც გკითხო? - ამდენი ლაპარაკის მერე, ეგ კითხვა აღარაფერზე უნდა დასვა. - ცალყბად გამეღიმა. - ნიკუშამ რო თქვა… შენ არ თქვი არ მომწონს ეგ თქვენი სანდროო… ეგ მართლ… - ეგ გოგოებს ვუთხარი. - ანუ? ეგ უნდა გამიხარდეს? - რა ვიცი. კი. ბიჭებისთვის თქმას კაი ხანი არ ვაპირებდი. ამთთვის კიდე ისიც არ მითქვამს, მთელი ღამე რო გელაპარაკებოდი. საერთოდ არაფერი! - რატომ? - არ მინდა… ნუ იბღვირები. უბრალოდ მინდა რო მარტო მე ვიცოდე. დღეს დამკითხავენ მარტოები რო იყავით რაზე ლაპარაკობდითო და რა ვუთხრა? ცოტა ხანი მინდა მე ვიცოდე მარტო… მე და შენ. - სახე გადაუნათდა და იღიმოდა. - რა გიხარია? - რა და ცოტა ხანიო… ანუ მერეც იქნება. - ალე… ვერ აცნობიერებ რა შარში ხარ. - წამოხტა. და მომაშტერდა. - რა? - ხელში ამიტაცა და რაღაც საოცარი სიჩქარით დამატრიალა. ხელები ინსტიქტურად კისერზე მოვხვიე და ვკიოდი. უცებ ძაღლების ყეფა გავიგე: - რა გაკივლებს ქალო, შენ ეზოში ისმის შენი კივილი. - ალემ დამსვა. მე ნორმალურად ვერც დავდექი და ისევ სანდროს ჩავავლე ხელი. - მომენტში რო არ ჩამიჯვათ შეგიძლიათ? - გულწრფელად კითხა ალემ ყველას. თორნიკემ ტომარასავით გადამიკიდა მხარზე. - მომენტი კი არა, გამოადგი ფეხი წავედით. - სად? - მშვიდად იკითხა ალემ, გეგონება არაფერი ხდებოდა. - საბასთან. შენ კიდე თხა, ანის დაურეკე მაგის კორპუსთან ვიქნებით ორ წუთში. გაიგე? - დამსვი შე მართლა ძაღლო. - მუშტების ზურგზე რტყმა და ფეხების ქნევა დავიწყე. - აუ მეტკინა.- ცინიკურად იკივლა. - კაი ხო დასვი. - თქვა ალემ და დამსვეს ეგრევე. თორნიკეს თხელი მაიკა ეცვა, ამიტომ თავში უმაგრესი იდეა დამებადა. ძუძუს თავზე ხელი მოვკიდე და გადავუტრიალე. - ფუ შენი..! - ჩემკენ გამოიწია. მე ვიკივლე და ალეს შევახტი ზურგზე. - გაიქეცი გეხვეწები. - ჩავჩურჩულე. ამასაც მეტი რა უნდოდა, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა. ანის სადარბაზოსთან მივედით. იქ გველოდებოდა. - მარტო თქვენ ორი ხართ? - არა, ძაღლებიც არიან. - საიდან? - ეს და ძაღლები დამადგნენ სახლში. - ჰა? - ბოლო ხმაზე იბღავლა. ალემ დამსვა. ბიჭები რო მოვიდნენ ანი გაიქცა და ამბის იმათი ვერსია მოისმინა. ჩვენ აქეთ ვიდექით. მომენტებში თორნიკეს მამისმკვლელ მზერას ვეჩეხებოდი. - ხელი მაჩვენე. - ჩამდუდღუნა ალემ. წარბები შევჭმუხნე და მერცხენა ხელი მივეცი. - მეორე. - საქორწინო ბეჭედს მიკეთებ? - გავუცინე და მივეცი. ხელზე, შუათითის ძვლის გაყოლებაზე დიდი სისხლჩაქცევა (დალურჯებული) მქონდა. მაჯიდან ქურთუკი ამიწია და იქ კიდევ ერთი მქონდა. - რა ჯანდაბაა? - გუშინ ხელებს რო გიჩმეტდი რა გეგონა? - შენი მაჩვენე. - შენი პატარა თითებით ვის რა უნდა უქნა? - ეგრე ხო? - ხელი ავიღე და მთელი ძალით ვუკბინე. ის კიდე იღიმოდა. მთელი ძალით დავაჭირე და ცეცხლი წაეკიდა. - ხო არ გაგიჟდი გოგო?! გამიშვი. - ხელი აიქნია. - დალურჯებული ახლა ნახე შენ. - ხელი ჩამკიდა და ისევ ბიჭებისკენ წავედით. აზრზე არ ვარ რა დაემართა უემოციო და სკეპტიკოს მეკო მედიკოს მაგრამ… ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე. ალე ზუსტად ჩემს წინ მიდიოდა, მე ზუსტად უკან. მარჯვენა ხელი მარცხენაზე ეკიდა და ხელი გავუცვალე. მარჯვენაზე მარჯვენა მოვკიდე და სურათი გადავუღე, ისე, რომ დალურჯებულებიც გამოჩენილიყო და ნაკბენიც. ამისთვის ე.წ. “სპიშკის” ჩართვა იყო საჭირო და გავრისკე. მადლობა ღმერთს, ბიჭებმა ვერ შეამჩნიეს. ალემ დარწმუნებული ვარ შეამჩნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. საბასთან სანამ მივიდოდით მთელი გზა ვლაპარაკობდით. მე ამ ვირის ნომერი ჩავიწერე “ალე” დავაწერე და ეს სურათი დავუყენე. ეს სურათი დავაყენე “ლოქ-სქრინზეც”. აბა ვინ რას მიხვდებოდა. გზაში ალეს გვერდზე ამოვუდექი. - აუ თამაში რომელზე იწყება? - ბღავის საბა. - აქ ვდგგავართ და გვესმის ძაღლო, რა გაყვირებს? - შეუბღვირა… ვინ შეუბღვერდა ჩემს გარდა? - ჩემი ტელეფონი თორნიკეს აქვს. როგორც ყოველთვის. თვითონ არ აქვს. რად მინდაო და რამე რო უნდა სულ ჩემი უჭირავს. ტელეფონი დაბლოკა და ისევ გახსნა. - ათის ნახევარი. - ალეს თვალები გადმოეყარა. მე უცებ მისგან მაქსიმალურად შორს ვდგები. ტელეფონი თორნიკეს გამოაცალა ხელიდა და ჩემთან გამოიქცა. - რა არის გოგო ეს? - ტელეფონი? - გაკვირვებული ვეკითხები. - სურათზე გეუბნები. - ოპა! ოპა! - იყვირა ლუკამ. მე სწერვა მზერა “ვსტყორცნე “ და ისევ ამას მოვუბრუნდი. - ხელები. - თითი ჩემ ჩალურჯებულს დაადო. ყურში ჩამილაპარაკა. - ეს შენ ხარ… და ეს მეორე ვინაა? - აი რა დებილია,ღმერთო! - მითხარი რო ცინიკოსობ და მართლა არ მეკითხები! - გაოცებულმა ვკითხე. იმან გაბრაზებული სახის ცალი წარბი ამიწია. - იტყვი თუ დიდხანს გელოდო? - თ… გელოდოთ. - ჩაუსწორა გიორგიმ. ხელი უცებ დავტაცე ამ იდიოტიც მარჯვენა ხელს და ნაკბენი ვაჩვენე. მერე სურათზეც ვაჩვენე და ავხედე. - ბებიაჩემი ნანია, წეღან რო გაიცანი. - გაწითლებული წავიდა. მე კიდევ სიცილი ვერ შევიკავე. ვერავინ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა სანამ თორნიკემ არ იბღავლა. - მივხვდი! ოოო! მივხვდი! -ბღაოდა და თან პირზე ხელს იფარებდა. - მოკეტე კრეტინო. - არც უნდა მიწერა. იცით ვინც არის. ალე გვერდში მიდგება. - ახლა ვიფიქრე ჩემ ნომერს ჩავუწერ-თქო მაგრამ… - სიცილი დაიწყო. ტელეფონი წავართვი. - აუ დავაი რა… სულ წავშლი თუ გინდა, ორივეს. - ალემ თავი დამიჭირა და ლოყაზე მაგრად მაკოცა. - მეკო ნახე რა… მიდგა მოდგა და ბიჭის ნომერიც გაუგია. - ლუკაც ჩაერთო. მე ალეს გაკვირვებულმა ავხედე. თან მეღიმებოდა. - არც შენ გითქვამს ხო? - რა მიდგა რა მოდგა ბიჭო… გუშინ მთელი ღამე ლაპარაკობდნენ. - პასუხის გაცემა თორნიკემ არ აცადა, მაგრამ საჭიროც აღარ იყო. ამის თქმა და ანის კივილი ერთი იყო. ჯანდაბა! - მთელი ღამე რა? - ანი. - მე დაგტოვებთ. - გავიღიმე და საბას სადარბაზოში შევვარდი. ცოტა ხანში ყველა შემობრაგუნდა და ბოლოს ალე. ხელი ჩამკიდა და კიბეებს ნელა ავუყევით. არც კი შემიმჩნევია, მეგობრები, რომლებიც ჩვენს წინ მიდიოდნენ და მათ აურზაურს მოეცვა მთელი შენობა. მე ახლა ვწერ ჩემს ამბავს. წერისას, ყველაფრის ახსნას ვპოულობთ. მეც და შენც. მაგრამ რა ხდება, როდესაც ადამიანები ახსნას ვეღარ პოულობენ? განა მთელს ჩვენს ცხოვრებას ახსნებისა და პასუხების ძებნაში არ ვხარჯავთ? შეიძლება მომხდარ, ნებისმიერ ამბავზე არ დავფიქრდეთ, არ ვეძიოთ ახსნას. მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებთ, როდესაც ჩვენ ეს უკვე აღარ გვაინტერესებს. ფეხებზე გვკიდია (უხეში ნათქვამია, მაგრამ მართალი). რატომ ვიკიდებთ ფეხებზე? იმიტომ, რომ მასში ვერაფერ განსაკუთრებულს ვხედავთ არა? აი თქვენი ახსნაც იმ ამბებზეც, რომელებსაც “ყურადღებასაც არ ვაქცევთ”... ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. და ამდენი ლაპარაკის შემდეგ მივდივარ დასკვნამდე… ადამიანი მთელი ცხოვრება ახსნას ეძებს. მე დაბნეული ვარ. ვერ ვპოულობ ახსნას, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ არ მინდა იმ ხელის გაშვება, რომელსაც მხოლოდ ორი დღეა ვიცნობ? რატომ არ უნდა დედაჩემს იმ ხელის შეხება, რომელიც ექვსი წლის წინ, თვითონ მოავლინა ქვეყანას? რატომ დამტოვა მან მარტო? რატომ გამწირა დედაჩემმა? საკუთარმა დედამ… რატომ გაგვწირა მე და ნიკუშა იმ ღამეს იმ სიტყვებით? დარწმუნებული ვარ ამ ყველაფრის პასუხს გავიგებ, მაგრამ ვერ ვიგებ ერთს. რატომ არ ბეზრდება ამ ბიჭს, ჩემი მუდმივი უხასიათობა? ის ხომ არაა ვალდებული… რატომ იღლის ეს ადამიანი თავს უცხოსათვის, როდესაც მას არავინ და არაფერი ავალდებულებს? ალემ ჩაფიქრება შემატყო და რაღაც ჩაიდუდღუნა. ბავშვები უკვე შესულიყვნენ, ჩვენ კი დახურულ კართან ჩუმად ვიდექით. ალე მაშტერდებოდა. უცებ გაიცინა და შუბლზე ხელი მოისვა, როგორც ნერვიულობის დროს. - რა იყო? - ჩუმად ვკითხე. თითქოს ტაძარში ვიყავი და… უბრალოდ სიჩუმეს ვიცავდი. - ბიჭები მართლები იყვნენ. - ხელი კარის ურდულს მოკიდა, მაგრამ გაღება არ ვაცადე. - რაში? - ალემ ხელი ურდულს მოაშორა და ხელები თავზე შემოიწყო. - მე… მე მართლა ვგიჟდები. არა… უკვე გავგიჟდი. - დავიბენი. სერიოზულად ლაპარაკობდა და თვალებს დაბნეულად აცეცებდა. ჩემს ცნობისმოყვარე თვალებში კითხვა ამოიკითხა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს და მიპასუხა. - ყველაფერი შენი ბრალია! წიგნიდან ამოღებულ, არარეალურ, საოცნებო ადამიანს გავხარ. - არც გავწითლებულვარ, არც შემრცხვენია, არაფერი… სრულიად არაფერი… - ალე, შენ ილუზიაში იწყებ ცხოვრებას. - უცნაური სიცივით ვუთხარი და სახლში შევედი. …………… შეფასებებს ველი!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.