შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თაია (თავი 1)


16-03-2017, 00:16
ავტორი sofiaz.
ნანახია 1 750

თავი 1
-*-*-*-*-

სხვებისგან განსხვავებული ცხოვრება, არასდროს მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი და შეძლებული ოჯახი მყავდა. არასდროს ვყოფილვარ გათამამებული სხვადასხვა ლამაზი სათამაშოებით. თამაშის და დროის ტარების ნაცვლად, წიგნებთან ვიჯექი 24 საათი და ყველანაირად ვცდილობდი, მშობლების ამაგი დამეფასებინა.
მეგობრები არ მყავდა, მანამ სანამ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. მარტო დავდიოდი რეპეტიტორებთან, მუსიკაზე, ცეკვაზე... მართალია, ჩემს გარშემო ბევრი ადამიანი ტრიალებდა, რომელთაც ჩემთან მეგობრობა სურდათ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ფული მქონდა და ფულიანი გოგო მერქვა... დარწმუნებული ვიყავი და დღემდე არ მეპარება ამის ჭეშმარიტებაში ეჭვი, რომ ფული რომ არ მქონოდა, არცერთი მათგანი მოვიდოდა ჩემთან და გამარჯობასაც არ მეტყოდა...
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, იურიდიულის ფაკულტეტზე და ზედმეტი ფულის ყრის გარეშე, 100 %-იანი გრანტიც ავიღე. ჩემს გარშემო ბევრისგან მქონდა გაგონილი - ,,მამა, რომ არ ჰყავდეს ფულიანი, 50 %-იან გრანტსაც ვერ აიღებდაო.“
რა თქმა უნდა არ მომწონდა, ჩემზე ასე რომ საუბრობდნენ, თუმცა ყურადღებასაც არ ვაქცევდი მათ. საკუთარი ცხოვრება არ ჰქონდათ და სხვისი ცხოვრებით მაინც ხომ უნდა ეცხოვრათ.
ჩემი 19 წლიანი ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ ნინიმ, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა შეძლო ჩემი გულის მოგება და ჩემთან დამეგობრება. მართალია ჩემი დაბადებიდან, ძალიან დიდი ხნის, 18 წლის შემდეგ, თუმცა ღმერთს მადლობას ახლაც ვეუბნები ამისთვის...


-*-*-*-*-*-

-გღვიძავს? - როგორც ყოველთვის, ნინის ზარმა გამაღვიძა. მეც ამოვიზმუილე, რაზეც მან სიცილი დაიწყო და თავი უარესად ამატკია.
-რა გაცინებს, გაჩუმდი, რა. - წარბები შევკარი და თვალები დავხუჭე, იმის ფიქრით - ,,იქნებ დავიძინო-თქო“, მაგრამ ნინის სიტყებმა გონზე მომიყვანეს.
-ადექი მალე, ჩაიცვი და უნივერსიტეტში გამოდი, გოგო. - ესეც სიცილით მითხრა და ტელეფონი გათიშა. როგორც ყოველთვის დამეძინა და ალბათ პირველ ლექციაზე ისევ დავაგვიანებ, თუმცა არამგონია ბატონმა ლევანმა რამე მითხრას.
კმაყოფილი ღიმილით წამოვდექი ლოგინიდან და სააბაზანოში შევიკეტე. უკვე 3 თვეა, რაც მარტო გადმოვედი საცხოვრებლად და იმის მერე ,,ავუშვი“, როგორც ნინი იტყოდა. მანამდე დედა მყავდა, რომელიც ყოველ დილით შემოდიოდა ოთახში და ლოგინიდან თუ არ ავდგებოდი, ცივი წყლის დასხმით მემუქრებოდა. ვიცოდი გამკეთებელი იყო, ამიტომ წყლის გაგონებაზე, მაშინვე ფეხზე ვდგებოდი და ჩვეულებისამებრ, სააბაზანოში შევდიოდი.
ბავშობიდან მქონდა ჩვევად, დილით წყლის გადავლება. წინა საღამოს, რომ მებანავა, დილით გაღვიძებული, მაინც გადავივლებდი წყალს. კიდევ ბევრი უცნაური თვისება მქონდა, რომელზეც თავად მეცინებოდა...
დაახლოებით ნახევარი საათი დამჭირდა მოსამზადებლად. საათს, რომ დავხედე მივხვდი ლექცია უკვე დაწყებული იქნებოდა, ამიტომ ქვევით სწრაფად ჩავირბინე და ჩემს მანქანაში მოვთავსდი, რომელიც მამამ მე-18-ე დაბადებისდღეზე მაჩუქა. თან მითხრა - ,,ვიცი ჭკვიანი გოგო ხარ და პირველივე გატარებაზე არ დაამტვრევო.“ სამწუხაროდ იმედები გავუცრუე, და პირველ გატარებაზე არა, თუმცა მესამეზე გასვლაზე მანქანა სახლშ ვეღარ მივიყვანე. მაშინ მეტირებოდა და ბოლო ხმაზეც ვიტირე, მაგრამ ახლა ამის გახსენებაზე ცრემლების ცვენამდე ვიცინით, მეც და მამაც.

-*-*-*-*-*-
უნივერსიტეტის შესასვლელთან ნინი მელოდებოდა. ერთი თვისება გვქონდა ორივეს, თუ რომელიმე აგვიანებდა, გარეთ ველოდებოდით ერთმანეთს და მერე ერთად შევდიოდით ლექციაზე. დაგვიანებულის როლს ყოველთვის მე ვთამაშბდი, რატომღაც...
-დიდება შენს გამოჩენას. - ცისკენ აღაპყრო ხელები და ბოლო ხმაზე დაიყვირა, რაზეც სიცილი დავიწყე და რომ არა მისი მწარე ხელი, ვერც გავჩერდებოდი.
-მეტკინა, მხეცო. - თვალები დავუბრიალე და წარბშეკრული შევყევი აუდიტორიაში.
-კარგია, რომ გვიკადრეთ, ქალბატონებო. - ჩვენმა სიმპატიურმა და თან არც ისე დიდმა ლექტორმა ცინიკურად გვითხრა, რაზეც გამეცინა და ჩემი ადგილისკენ წავედი.
-ახლა დაიწყო... - ამოვიზმუვლე და თავი მაგიდაზე დავდე. იმდენად მეძინებოდა, რომ აღარავინ და აღარაფერი მაინტერესებდა. ახლა მხოლოდ ბალიში და თბილი საბანი მინდოდა, სხვა საერთოდ არაფერი...

-*-*-*-*-*-
ისე გამოვედი აუდიტორიიდან, აღარც მახსოვს, რადგან ნახევრად მეძინა. მხოლოდ ლექტორიც უჟმური სახე მახსოვს, რომელიც თვალებით მჭამდა და როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი მეც არ ვიყავი.. ან რატომ უნდა ვყოფილიყავი?
სულ ჩემზე უფროსები მომწონდა. ეს კაციც ჩემზე ყველაზე ბევრი 7-8 წლით იყო დიდი, თან წარმატებული და ამასთანავე სიმპატიურიც... ჩემს ფიქრებზე გამეცინა, რამაც ნინის ყურადღება მიიქცია.
-ამ ბოლო დროს, ბატონი ლევანიკო თვალებს საეჭვოდ გიპაჭუნებს. - მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო გამაცინა და შუა უნივერსიტეტში, ბოლო ხმაზე ავხარხარდი. შეუძლებელი იყო ნინისთან ერთად მოწყენა. რაღაცა ისეთს ყოველთვის ამბობდა, რაც ცუდ ხასიათძე მყოფსაც, კი გაგამხიარულებდა...
-ნეტა შენ რა. მიპაჭუნოს და იყოს. - სულ სხვა აღაცას ვფიქრობდი და სხვას ვამბობდი... მაგრამ ახლა ასე იყო საჭირო.
გარეთ გავდიოდით, ნინის ვიღაც ბიჭმა რომ დაუძახა. გაკვირვებულები შევტრიალდით მისკენ და მე კიდევ უფრო გაკვირვებული დავრჩი, იმ ბიჭის დანახვისას ნინის თვალები რომ აენთო სიხარულისგან და მისკენ გაიქცა, მაგრამ მოეხვია და ლოყაზე მაგრადაც აკოცა.
პირველად ვიეჭვიანე ცხოვრებაში. მეგონა, ნინი ჩემი აღარ იყო და სულ იმ ბიჭისთვის უნდა დამეთმო. ან საერთოდ ვინ იყო? ნინის შეყვარებული, ძმა, თუ უბრალოდ მეგობარი? მე რატომ არ ვიცოდი აქამდე მის შესახებ?
როგორც ყოველთვის, საკუთარ თავს ათასი კითხვადავუსვი და მერე აზრების გასაფანტად თავი გავაქნია.
-თაი, მოდი.. - გაცისკროვნებული თვალებით გამომხედა ნინიმ და ხელი დამიქნია. მეც მისკენ წავედი, დიდად კი არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. - თაი, ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია, რატი. - ბავშვობის მეგობარიო, ანუ ეჭვიანობის მიზეზი ახლა უფრო მქონდა... ვერ ვცნობდი ჩემს თავს, არასდროს ვყოფილვარ ეგოისტი, მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვიყავი, თუმცა ახლა როგორც ჩანს ვყოფილვარ და საყვარელი ადამიანის მეორესთან ,,გაყოფა“ გამიჭირდა.
-სასიამოვნოა. - რატიმ ხელი გამომიწოდა, მე კი ცალი წარბი ავუწიე და ისე ჩამოვართვი ხელი.
,,ჩემთვისაც“-თქო ერთი ჩავიბურდღუნე და გაოცებულ ნინის შევხედე, რომელიც თვალებით მეკითხებოდა, რა მოხდაო, თუმცა რას ვეტყოდი, არ მომწონს ეს ბიჭი, შენს გვერდით რომაა, იმიტომ რომ ვვეჭვიანობ-თქო? ამიტომ უბრალოდ გაჩუმება ვარჩიე, თავი გავუქნიე იმის ნიშნად, რომ არაფერია-თქო და გვერდით გავიხედე, სადაც ჩვენი ლექტორი ლევანი იდგა და როგორც ნინი იტყოდა ,,თვალებს მიპაჭუნებდა.“

უნივერსიტეტში კიდევ დიდხანს მოგვიწია ყოფნა. როგორც გავიგე, რატი - ნინის ძმის მეგობარი იყო და ნინისთანაც ბავშვობიდან მეგობრობდა, თუმცა მე ვინ რას გამომაპარებს? ბოლო-ბოლო მომავალში ამხელა გამომძიებელი ქალი უნდა დავდგე... რატის თვალებში მარტივად ამოვიკითხე, რომ ნინის მიმართ მხოლოდ მეგობრულად არ იყო განწყობილი და აქ სხვა რამეს ჰქონდა ადგილი. ერთი ჩავიცინე, თვალი ჩავუკარი და ნინის გავკარი მხარი. მანაც გაკვირვებულმა შემომხედა, თუმცა არაფერი არ მითქვამს, ისე გავაგრძელე გზა.

სახლში დაქანცული მივედი. ჭამის და ძილის მეტი არაფერი მინდოდა, თუმცა ესენიც მეზარებოდა. ამიტომ პიცა გამოვიძახე, მისაღებ ოთახში კარგად მოვკალათდი და კომპიუტერი დავიდე ფეხებზე.
სოც. ქსელში სიახლეებს ვათვალიერებდი, როცა ნაცნობ სახეს წავაწყდი. ჩემი ლექტორი, ლევანი და ვიღაც ქერათმიანი ლამაზმანი მიღიმოდნენ სურათიდან. კომენტარებს რომ გადავხედე მივხვდი ეს გოგო მისი საცოლე იყო. ამაზე გავბრაზდი. ის კი არ იყო, რომ ლევანი მოწონდა ან რამე ამის მსგავსი, უბრალოდ მაშინ როდესაც საცოლე ჰყავდა, ჩემთვის ისე არ უნდა შემოეხედა, როგორც დღეს და სხვა დღეებში მიყურებდა...
გაბრაზებულმა დავხურე კომპიუტერი, იქვე დადებული პლედი მივიფარე და ძილი ვცადე, თუმცა ლევანის თვალები არ ამომდიოდა თვალებიდან, თუ როგორ უტიფრად მიყურებდა დღეს... დიდხანს ვიფიქრე ამ ყველაფერზე, ან საერთოდ საფიქრალი რა იყო არც ვიცი, მაგრამ ძალაუნებურად მეფიქრებოდა. როდის ჩამეძინა არ ვიცი, თუმცა ძილში საშინელ სიზმრებს, რომ ვნახულობდი, ეს დანამდვილებით...


-------------------
იმედია, მოგეწონებათ.
დამიტოვეთ კომენტარები!



№1 სტუმარი xuioznaet

tuicit 18+saitebi shemwxmianet facsbookshi momweret https://m.facebook.com/profile.php?ref=bookmarks

wavedi axla waudzineb:)

 


№2 სტუმარი Nino

Momewonaa..veli shemdegbtavs aucileblas da ardaagvianoo...

 


№3  offline წევრი mia15

momewona ?veli shemdeg tavs,male dade?

 


№4  offline წევრი მეთბილები

მალე დადეეヅ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent