შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 16.


16-03-2017, 01:03
ავტორი Supreme
ნანახია 1 846

  კლინიკაში მალე მივედი, მაგრამ ექიმის მოლოდინში ჩაფიძის კლინიკის მისაღები და ეზო რამდენჯერმე დავიარე. როგორც იქნა, ჰორიზონტზე ბატონი დიმიტრი გამოჩნდა.
-ქალბატონი სოფო ბრძანდებით?-მკითხა მან გაწონასწორებული ბოხი ხმით.
-დიახ.
-რატომ არ შემოუშვით?-დაცვას შეუბრუნდა და მშვიდად ჰკითხა.
-ბრძანება არ ყოფილა.-დაპროგრამებულივით უპასუხა მაღალმა, უცხვირპირო კაცმა.
  დიმიტრიმ თავი უკმაყოფილოდ გააქნია და მე შემომხედა.
-დიდი ბოდიში, რომ ამდენი ხანი გალოდინეთ, პაციენთან ვიყავი.
-არაუშავს. მამაჩემი როგორაა?
-წამობრძანდით და გზაში აგიხსნით.
  ლიფტში შევედით. ექიმმა მეშვიდე სართულს მიაჭირა. ლიფტი დაიძრა.
-პალატაშია.-მითხრა მშვიდად.
-თავს როგორ გრძნობს?
-ტკივილებს არ უჩივის, მაგრამ მომენტებში გული აწუხებს. ჩემი აზრით, ინფარქტია, მაგრამ სანამ ანალიზების პასუხები არ იქნება, ზუსტ დიაგნოზს ვერ გეტყვით.
-შეიძლება საოპერაციო იყოს?
-არაა გამორიცხული. საჭიროების მიხედვით სტენდირებას ან შუნტირებას გავუკეთებთ.
-კარგით, გასაგებია.
-მეტი არაფერი გაინტერესებთ?
-დანარჩენს მამაჩემისგან გავიგებ.-თავაზიანად გავუღიმე და ლიფტიდან გამოვედი.
  პალატა 712. შევიხედე. მამაჩემი მარტო იყო. დამინახა თუ არა, საწოლზე წამოიწია და თითქოს ოდნავ გამიღიმა.
-როგორ ხარ?-ვკითხე, როცა მივუახლოვდი.
-როგორც მხედავ, შენ?-ინდიფერენტული ტონი არსად გამქრალა.
-კარგად. რამე საქმე გქონდა?
-არ შეიძლება შვილს უბრალოდ ვთხოვო ჩემი მონახულება?
-უბრალოდ არასდროს არაფერს მთხოვ.
-ეგეც მართალია.
-რამე გინდოდა?
-მინდა ერთ-ერთი განყოფილება ჩაგაბარო ჩვენს კომპანიაში.
-ამას ახლა სერიოზულად მეუბნები?
-კი, სერიოზულად. იოანემ აქციების დატოვებით, ასე ვთქვათ, ადგილი შეგინახა ჩვენს კომპანიაში. ცოტა გვიან გთხოვ, მაგრამ იცი რა მდგომარეობაცაა, ამიტომ მინდა რომ ჩვენთან დაიწყო მუშაობა.
-შენ ვერ მიხედავ ამ აქციებს და განყოფილებას?
-რატომ მანერვიულებ? ვერ ხედავ როგორ ვარ? დღეს ან ხვალ შეიძლება აღარ ვიყო, შენ კიდევ ჯერ ახალგაზრდა ხარ.
-მამა, ადვოკატი ვარ.
-ვიცი, მაგრამ ძალიან გთხოვ.
-საყვარელი სამუშაოს მიტოვებას?
-სხვა გზა არაა.
-მოვიფიქრებ და გეტყვი. ახლა კიდევ დაისვენე, მე მივდივარ.-ვუთხარი მშვიდად და პალატის გასასვლელისკენ გავემართე.
-ხვალ გელოდები.-მხოლოდ ეს გავიგე, მაგრამ უკან არც მიმიხედავს.
  სასწრაფოდ შევედი ლიფტში და პირველ სართულზე ჩავედი. იქვე შემომეფეთა დემეტრე.
-უკვე მიდიხართ?-მკითხა გაკვირვებულმა, თან სახეზე მაკვირდებოდა.
-დიახ, ხვალ შემოვივლი.
-თუ შეძლებთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი წამოუღეთ, შეიძლება ერთი კვირით მოგვიწიოს მისი დატოვება.
-კარგით. კარგად იყავით.
-ხვალამდე.
  დიმიტრის გაღიმებულ სახეს მოვწყდი და მანქანაში ჩავჯექი. ცოტა ხანი ნერვებმოშლილი ვუჭერდი საჭეს ხელებს, მერე მომეშვა და უბრალოდ სავარძელზე გადავდე თავი. როგორ დავიღალე, უბრალოდ ყველაფერი ყელშია. თითქოს მინდა გავბედნიერდე და ამ დროს ირევა ცხოვრება, იცვლება დეტალები. რაღაც პარადოქსია. რატომ არ შეიძლება მქონდეს ჩემი დაქალებივით დალაგებული ცხოვრება? არ დავიმსახურე? როგორც ჩანს, არა...იოანე გაქრა, მაგრამ ვიცი, ვგრძნობ რომ ცოცხალია, ვხვდები, რომ მან დარეკა. ინტუიცია არ მღალატობს. მამაჩემი ცუდადაა, თან რას მთხოვს, აუტანელია! დანიელის საქციელი საერთოდ არცერთ ჩარჩოში არ ეტევა...და ბოლოს...სიცარიელე, ცრემლები და აუტანელი ტკივილი.
  დავით გაგუას სამშობიაროს აბრა შემომეფეთა გზად და უცებ გული ჩამეწვა...მართლა ყველაფერი აუტანელია...
  სახლში განადგურებული მივედი. ყველაფერზე ფიქრისგან უკვე თავი მისკდებოდა. ყელი ამტკივდა და სხეული ამიხურდა, მერე უცებ გამეყინა. ალბათ სიცხემ ამიწია. გაუბედურებული წავედი ჩემი ოთახისკენ. ამ ბოლო დროს მუსიკებსაც აღარ ვუსმენ და თითქოს მაკლია. მგონი ადრე უფრო ხალისიანი ცხოვრება მქონდა, სანამ დანიელს შევხვდებოდი და შეეცდებოდა ჩემს გამოფხიზლებას. თითქოს ჩემი ცხოვრება გადატრიალდა და ყველაფერი აირ-დაირია.
  ლოგინზე დავეგდე. თავბრუ მეხვეოდა. დავხუჭე თუ არა თვალები, ჭრელ-ჭრელი რგოლები ამოტივტივდნენ. ერთმანეთში ირეოდა ათასი ფერი, ათასი ფიგურა და ვერცერთ აზრს ვერ ვუყრიდი თავს, ვერ ვაერთიანებდი. გონება-არეული, სული-აფორიაქებული, გულში-ანარქია. ნელ-ნელა ჩემს ტვინში სხვადასხვა სურათები იწყებენ გამოჩენას.
  ბავშვობა...
  უკვე დიდი ვარ, ჩემს ძმას ველაპარაკები...
  ნაძვის ხე...
  ჩემი ქმარი...
-დედიკო...-იძახის ვიღაც.
  პატარა ბავშვის ხმაა, ბიჭის. წკრიალა და შეურყვნელი, თითქოს მხიარული, მაგრამ ტკივილნარევი.
-დედიკო...-ისმის კიდევ ერთხელ.
  ვინ იძახის? არ ვიცი...რატომ მეცნობა? რატომ ვერ ვიხსენებ?
-დედიკო...-სიოსავით მელოლიავება სხეულზე ხმა.
  უეცრად გამომეღვიძა.
  მთელ სხეულზე ცივმა ოფლმა დამასხა და აშკარად ვგრძნობდი რომ მაღალი სიცხე მქონდა. საათს შევხედე, ჯერ მხოლოდ ღამის 3 იყო. ლოგინიდან წამოვდექი და დასუსტებული სხეულით წავედი აბაზანისკენ. ჩემი სახის დანახვისთანავე შიშმა დამიარა მთელ სხეულში. გაფითრებული და ცხიმიანი. თვალები ჩაცვენილი და ჩაშავებული. ტუჩები გაუფერულებული და დახეთქილი.
  ცივი წყალი შევისხი და ოთახში შევბრუნდი. ოფლისგან სველი ტანსაცმელი გავიხადე და ღამის საცვლები ჩავიცვი. მთელი სხეული მიხურდა, მაგრამ მციოდა. სახსრები საშინლად მტკიოდა. რატომღაც მინდოდა ახლა დანიელი ყოფილიყო ჩემს გვერდით, მაგრამ მერე გამახსენდა ყველაფერი და თავი გამოყენებულად ვიგრძენი.
  თვალწინ გამოანათა დანიელის სახემ, მერე ყველაფერი აირია ისევ, როგორც წეღან, როგორც ყოველთვის. რატომ მოხდა ყველაფერი ასე? მინდა დალაგდეს...
  მატარებელი...მე და იოანე სადღაც მივდიოდით. რა უცნაურია, ეს ეპიზოდი მხოლოდ თვალით მახსოვს, გონებაში კი არცერთი ასეთი მომენტი არაა გაჩხერილი.
  ბავშვის ტირილი მესმის, მაგრამ არ ვიცი ვინაა. პატარა, უსუსური სხეული წევს და ტირის. ხმამაღლა, დაუნდობლად, საზარლად და ტკივილით. მინდა მივუახლოვდე, მაგრამ ვერ ვმოძრაობ. თითქოს დაბმული ვარ. ყველანაირად შეზღუდული, თავისუფლებადაკარგული. ბავშვი წაიყვანეს. მე კი დავრჩი, სრულიად მარტო, ცარიელ ოთახში თეთრი კედლებით.
-დედიკო...-ისევ მესმის ბავშვის წკრიალა ხმა, რომელიც იძახის, მაგრამ საიდან, ვერ ვხვდები.
  მინდა ვიპოვო, მაგრამ ყველა გზა ჩარაზულია. ჩემი ქმარი დგას სადარაჯოზე და თითქოს რაღაც განძს მალავსო, მთელი სხეულით გადაფარებულია რაღაცას...
  ისევ გამომეღვიძა. ახლა უკვე დილა იყო. ისევ ოფლიანი ვიყავი, მაგრამ თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი. ძლივს წამოვდექი. არაფრის თავი მქონდა, უბრალოდ მინდოდა მთელი დღე უაზროდ გამეტარებინა და არაფერზე მეფიქრა. არც მამაჩემის თხოვნაზე, არც კომპანიაზე, არც იოანეზე, არც დანიელზე და არც იმ ბავშვზე...
  შავი მოტკეცილი შარვალი ჩავიცვი, ზევიდან ჩვეულებრივი სვიტერი, ბათინკები და გრძელი მანტო. მგონი ასეთ არაოფიციალურ ფორმაში პირველად მივდიოდი სამსახურში. არ მქონდა გამოპრანჭვის თავი, თან ზედმეტად სუსტად ვიყავი.
  ბინიდან გავედი თუ არა, ავტომატურად დანიელის კარებისკენ გავიხედე. ჩემს ბედზე, ისიც ამ დროს გამოვიდა. გაშტერებული მზერა სწრაფად მოვაშორე და ლიფტი გამოვიძახე.
-ცუდად ხარ?-მკითხა მშვიდად.
-არა.
-ნუ მატყუებ.
-რომც ვიყო, შენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
-ეგრე ნუ მელაპარაკები.
-როგორ ეგრე?-სიმწრით ჩამეცინა.
-ისე, თითქოს ცხოვრება დაგინგრიე.
-არა, შენ მე ცხოვრებას ვერასდროს დამინგრევ.-ვთქვი თუ არა ეს, ლიფტიც ამოვიდა და სასწრაფოდ შევედი.
  ვიფიქრე დანიელი არ შემოვიდოდა და იქვე გაჩერდებოდა, მაგრამ შევცდი. ცოტა ხანი იდგა და მიყურებდა ქვევიდან, მიმზიდველად და გამაგიჟებლად. ვცდილობდი მზერა ამერიდებინა, მაგრამ არ გამომდიოდა. მაინც მეპარებოდა დაღვრემილ სახეზე გაღიმებული თვალების ნათება და ამას დანიელი ძალიან კარგად ხვდებოდა. ლიფტის კარები უკვე იხურებოდა, მაგრამ დანიელმა ხელით შეაჩერა, მაშინვე შემოძვრა და ისე, რომ კარებს დახურვა არც აცადა, ვნებიანად დააცხრა ჩემს ტუჩებს. არ მოვიშორე, არც მინდოდა. მსიამოვნებდა, მიუხედავად უზომო გაბრაზებისა. არ მინდოდა ეს ადამიანი გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან, უბრალოდ არ შემეძლო მის გარეშე.
  როცა ჩემს ტუჩებს მოსწყდა, თვალებში ჩამხედა. ხმას არ ვიღებდით არც ის, არც მე. მხოლოდ დუმილით ვსაუბრობდით, მხოლოდ თვალები მეტყველებდნენ. ჩვენ ერთად ყოფნა გვინდოდა...
-მაპატიე.-გამიღიმა.
  ისევ არ ამოვიღე ხმა. ორივემ ვიცოდით, რომ ყველაფერი დანარჩენი ზედმეტი იყო.
  ჩემს მანქანაში ჩავსხედით და ასევე ჩუმად მივედით სამსახურამდე.
-ყავა?-მკითხა გაღიმებულმა.
  თავი დავუქნიე.
-ძალიანაც ნუ გაინაზები.-გაეცინა.
-არ ვინაზები არანაირად.-მკაცრად შევხედე.
-ეგრე ჯობია, ოღონდ ბავშვურად ბუზღუნებ, ჯერ.-ჩაიცინა და კაფესკენ წავიდა.
  მალე ყავებით ხელში დამიბრუნდა და გამიღიმა.
-ინებეთ.-ჭიქა გამომიწოდა.
-მადლობა.-ჩამეღიმა.
  მანქანა ფარეხში დავაყენე. სამსახურის შენობისკენ წავედით. მიუხედავად იმისა, რომ დანიელი არცერთხელ არ შემხებია ზედმეტად, მაინც ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა ხანდახან თითებით, ძალიან ნაზად და ჰაეროვნად.
-რას მეთამაშები?-ჩამეცინა და დანიელს ხელი ჩავკიდე.-პირველკლასელებივით ვიაროთ?-გავუღიმე.
-ხანდახან მგონია, რომ ჩემზე პატარა ხარ.-ჩვენი თითები გადააჯვარედინა და თავისკენ მიმიზიდა.-მიყვარხარ.-ჩვეულებრივად გამიღიმა და არაჩვეულებრივად მაკოცა.
  როგორც იქნა, ჩვენს სართულზე ავედით. კარებთან შევყოვნდი და წამიერად ჩავფიქრდი. ვიგრძენი, რომ ჩაკიდებული ხელი მოვადუნე და ავტომატურად ვცდილობდი დანიელისგან გავთავისუფლებულიყავი.
-რა იყო?-მკითხა გაკვირვებულმა და ხელი გამიშვა.
  როგორც ჩანს, ჩემი მცდელობა შეამჩნია.
-ანაზე ვფიქრობ...-გამოვუტყდი ჩუმად.
-არ გინდა დაიკიდო?
-ჩემი დაქალია, დანიელ.
-მესმის, მაგრამ უბრალოდ თავი უნდა შეეკავებინა.
-ვიცი.
-ხოდა წამოდი.-ისევ ხელის ჩაკიდება უნდოდა.
-მოდი დღეს არა, ცუდად გაგვიგებენ.-ვთქვი თავჩახრილმა და კარი ისე შევაღე, დანიელის პასუხს არც დავლოდებივარ.
  გოგოებს მივესალმე. ანა ჩუმად იჯდა და მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, ვხედავდი, რომ აფორიაქებული და განერვიულებული იყო. ამ დასკვნის გამოტანა როგორც გამოხედვიდან, ისე ფურცლებში უაზრო ჩხრეკითაც შეიძლებოდა.
  კაბინეტში შევედი. როცა ჩემს სკამზე მოვკალათდი, მინის კედლიდან გავხედე დანიელს, რომელიც გაკვირვებული, თან საყვარელი სახით მიყურებდა. რაღაც მომენტში დავიბენი და საქაღალდე ძირს დამივარდა. დანიელს მომენტალურად შეეცვალა გამომეტყველება გაკვირვებულიდან სიცილნარევისკენ. დარცხვენილმა დავხარე თავი და სწრაფად წამოვდექი ფარდების გასაფარებლად. დანიელმა გამიღიმა. უაზრო გამომეტყველებაშერჩენილმა ჩამოვაფარე ფარდა.
  ცოტა ხანი კაბინეტში ვიწრიალე, მერე ჩემი ნივთები ავიღე და ციხეში წასასვლელად გავემზადე. ზუსტად ამ დროს აწკრიალდა ჩემი ტელეფონი.
-გისმენთ.
-გამარჯობა, ქალბატონო სოფო, საბა ვარ, საფინანსო პოლიციიდან.
-რამე გაარკვიეთ?-მაშინვე დავინტერესდი.
-ჯერ არაფერი, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ხვალ მივდივარ მაგ საქმეზე და ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ.
-კარგით, გმადლობთ.-ყურმილი დავუკიდე.
  იმედგაცრუებულმა გავაღე კაბინეტის კარი, მაგრამ პირდაპირ დანიელს შევეჩეხე. მან უკან შემაბრუნა.
-რა იყო?-ვკითხე ჩუმად.
-ციხეში მიდიხარ?
-ჰო და მერე საავადმყოფოში.
-იქ რა გინდა?-გაუკვირდა.
-მამაჩემი წევს.
-რა მოუვიდა?-გაიკვირვა.
-სავარაუდოდ, გულზე აქვს რაღაც პრობლემები.
-სამწუხაროა. შეურიგდი?
-ნაჩხუბრები არც ვყოფილვართ, უბრალოდ მთხოვს, რომ ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გავხდე და არ ვიცი რა ვუპასუხო.
-დათანხმდი.-გამიღიმა.
-მაშინ ამ სამსახურის მიტოვება მომიწევს.
-ჯობია დათანხმდე. მერე შეიძლება ინანო, როგორც მე ვინანე.
-შენ?-გამიკვირდა.
-შენგან ბევრად განსხვავებული სიტუაციაა. მამაჩემი სანამ გარდაიცვლებოდა, რაღაც მთხოვა და არ შევასრულე. ვერ გეტყვი რომ კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ სინანული დღემდე მტანჯავს.-სუსტად გამიღიმა.
-უნდა მოვიფიქრო.-თავი ჩავხარე.
  დანიელი უცებ შემომიცოცდა თავჩახრილს და ნაზად მაკოცა.
-ჰო არ გაგიჟდი!-წამოვიყვირე უნებურად.
  ფარდის მიღმა უცნაური ჩოჩქოლი შევნიშნე, თითქოს ყველამ კაბინეტისკენ გამოიხედა.
-ეგეთი ტემპებით, შენ უფრო გაამჟღავნებ ყველაფერს, ვიდრე მე.-გაეცინა და თმები სასაცილოდ ამიწეწა.
-ნუ ხარ იდიოტი.-გავუბრაზდი უკვე ჩუმად და მე თვითონ გამეცინა.
  კარებისკენ წავედი.
-დღეს საღამოს შემომიარე.-გამიღიმა.
-ისე მითხარი, სურვილი დამეკარგა.-შევუბღვირე.
-ვის ატყუებ.-გაეცინა, ძალიან ჩქარა მაკოცა და კაბინეტიდან გასვლა დამასწრო.
  ჩამეღიმა და რამდენიმე წუთში მე თვითონ გავედი ჩემს საყვარელ თანამშრომლებთან. ანა დავინახე თუ არა, უცნაურმა ტკივილმა გამირბინა გულში. თითქოს ძალიან დიდი და მძიმე კედელი აღიმართა ჩვენს შორის. ვგრძნობდი, როგორ გაიზარდა მანძილი, როგორ დავშორდი და გავერიდე მას, როგორც დაქალს, როგორც მეგობარს და მივხვდი, რომ აღარაფერი იქნებოდა იგივე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი იცოდა. როცა გაიგებდა, ეს უკვე უკანასკნელი წერტილი იქნებოდა ჩვენს ისტორიაში. ვიცი, რომ დანიელი ანას ასე მარტივად არ დაავიწყდება. ჰო, ცნობილია თავისი მრავალჯერადი სიყვარულებით, მაგრამ ვგრძნობ, რომ ახლა სხვანაირად იყო, ახლა სერიოზულად ფიქრობდა და ეს მაწუხებდა, მაფრთხობდა, მაგიჟებდა. რატომ მაინცდამაინც დაქალი? ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს და ვხვდები, რომ ეს მხოლოდ უსამართლო ცხოვრების ბრალია. უსამართლობაა, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ასეთ სიტუაციას. მერე რა, რომ სიყვარული საოცარი, არაამქვეყნიური გრძნობაა? მიუხედავად ასეთი გაიდეალურებისა, იგი ითხოვს შესაწირს და ამ შემთხვევაში, მან შეიწირა მეგობრობა. მრავალწლიანი, თითქოს ურყევი მეგობრობა, რომელიც უზომოდ დიდ როლს თამაშობდა ჩემს ცხობრებაში. თავი ისევ დამნაშავედ ვიგრძენი...
  სუსტად ჩამეღიმა და დარწმუნებული ვარ, ჩემი გულნატკენი სახე ანამ დაინახა. არასდროს ეპარება ჩემი მიმიკები, ყოველთვის იცის, როგორ ვარ...იმიტომ რომ, ასე ახლოს ვიყავით ამდენი წელი...
  "როგორ უნდა მოვიქცე ახლა?"-ფარეხისკენ მიმავალი ვფიქრობდი ჩემთვის. ასეთ სიტუაციაში ორ რაღაცაზე მეფიქრება. ერთი ისაა, რომ ჩემი ბედნიერება არ დავკარგო და მეორე, რომ მეგობარი შევინარჩუნო. ორივე შემთხვევაში რაღაცას ვკარგავ, მაგრამ ფაქტია, რომ დანიელს ჩემთან უნდა და არა ანასთან. ჰო დავიმსახურე ბედნიერება, მაშინ რატომ ვარ ასეთ გაუგებრობაში, რატომ ვგრძნობ თავს უბედურად? ნეტა საერთოდ არ დამენახა, როგორ კოცნიდა ანა დანიელს...ჰო, მარტივ გამოსავალს ვეძებ, რომ ნამუსმა არ შემაწუხოს, მაგრამ ვხვდები, რომ ეს ზედმეტად ძნელია და მიჭირს თვალების დახუჭვა ასეთ დაბრკოლებაზე.
  როცა ფიქრებიდან გამოვერკვიე, უკვე ფარეხში ვიყავი. ჩემს მანქანას ისე გავცდი, ვერც შევამჩნიე. გამეცინა ჩემს ასეთ დაბნეულობაზე და უკან გავბრუნდი. საჭესთან დავჯექი თუ არა, შევეცადე მაქსიმალურად მომეკრიბა კონცენტრაცია. ის-ისაა უნდა დავძრულიყავი ადგილიდან, რომ ტელეფონმა დარეკა. ირაკლი იყო, ამიტომ მაშინვე ვუპასუხე.
-ჰო, იკა, რა იყო?
-აუცილებელია რამე მოხდეს, რომ დაგირეკო?-ჩაეცინა.
-არა, არა.-მეც ავყევი.-ავტომატურად ვიკითხე.
-მივხვდი. გცალია?
-ციხეში მივდივარ.
-მიხვდი, რომ შენი ადგილი იქაა და გადაწყვიტე საკუთარი ნებით მიხვიდე?-გადაიხარხარა.
-ნუ ხარ იდიოტი, ბრალდებულს უნდა შევხვდე.-დავიბღვირე, დარწმუნებულმა, რომ ირაკლი ისედაც მიხვდებოდა ჩემს გამომეტყველებას ამ მომენტში.
-კარგი, სოფ, მაშინ შეიძლება კიდევ დიდხანს ვერ გნახო.
-ეგ რას ნიშნავს?-გავიკვირვე.
-უბრალოდ ამ დღეებში საზღვარგარეთ მივფრინავ და...
-ამას ახლა რატომ ვიგებ?-ცოტა გავბრაზდი.
-ბოდიში, არ მქონდა შესაფერისი მომენტი, რომ ყველაფერი მეთქვა.
-შესაფერისი მომენტი იმაზე მეტი იყო, ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო.
-კარგი, ნუ ბრაზდები, ჰო გითხარი.
-სად ხარ?
-ახლა ჩემს ძმაკაცთან.
-მისამართი მინდა.-თითქმის მოვითხოვე.
  საჭირო ინფორმაციის მიღებისთანავე ჩემი მარშრუტი შევცვალე და ირაკლის სანახავად წავედი.
  გაღიმებული დამხვდა.
-სოფ, ბოდიში რა.-ჩამეხუტა.
-ბოდიში არ გიშველის. რატომ არ მითხარი აქამდე?
-არ ვიცოდი, როგორ მეთქვა.
-რომ მიფრინავ? კარგი რა.
-ნუ გწყინს, უბრალოდ ასე გამოვიდა.
-ვალდებული ხარ გაფრინდე? სად მიდიხარ, ეგ მაინც მითხარი.
-გერმანიაში.
-გამოდის ვიზაზე უკვე დიდი ხანი დარბოდი და მე ახლა ვიგებ.
-სოფ...
-როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი.
-ეგ საერთოდ მაგარია. ანუ უცნობი ვადით, უცხო მიწაზე...
-ჰო იცი, რომ შეგეხმიანები ხოლმე.
-ხოლმე...როგორ მახარებს ეგ სიტყვა, შენ ჰო ვერ წარმოიდგენ.-გულნატკენმა ჩავიღიმე.
-სოფ...-მომეხუტა.
-ვერ გამოძვრები მაგით.-შევუღრინე.
-უკვე გამოვძვერი.-გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.-ჰო იცი, ჩემი უსაყვარლესი ადამიანი ხარ.
-ჰო, ვიცი, ვაფასებ.-ვუთხარი, თითქოს უემოციოდ.
-გულს მტკენ.-ჩაიცინა.
-არაუშავს, შენც. რაც მთავარია, ჯანმრთელი ხარ. წავედი.-ასე მოკლედ მოვუჭერი და კარებისკენ წავიწიე.
-ხვალ გნახავ, თუ გეცლება.-თბილად გამიღიმა.
-ვნახოთ.
  კარები გავიხურე და წავედი. უკანმოუხედავად მივაბიჯებდი, თან ვფიქრობდი, რატომ იქცევა ირაკლი ასე. ვერაფერი გავიგე, ვერ მოვუყარე თავი, რომ ერთი ლოგიკური დასკვნა გამომეტანა ამ ყველაფრიდან. მაწუხებდა, გულს მიკლავდა და მაგიჟებდა ეს გაუგებრობა ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი არეულია თავიდან ბოლომდე. თხემით ტერფამდე, ხერხემლის გავლით მივლიდა ჩემი ცხოვრება ჟრუანტელივით და აქოჩრილი გრძნობები გულს მიკლავდა. მინდოდა გავქცეოდი საკუთარ თავს, რომ მეცხოვრა სხვანაირად, სხვაგვარად, სხვა სტილით და დამევიწყებინა ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს, ვერ ვშორდებოდი იმას, რაც ახლა მქონდა. მეც ვიცი, რომ ზედმეტად ჩამოუყალიბებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ რას ვიზამ, ასეთია ცხოვრება, ასეთი ვარ მე...
  ციხეში მივედი და ჩემს ბრალდებულს გავესაუბრე. უკვე 6 დღე იყო დარჩენილი სასამართლომდე და ამდენივე დრო თაკოსთან შეხვედრამდე. სიმართლე ვთქვა, დიდად არ მაღელვებდა, მაგრამ არც არც სიმშვიდეს მანარჩუნებინებდა.
  ციხიდან როცა გამოვედი, უკვე საღამო იყო. საინტერესოა, ახლა შემიშვებენ მამაჩემის სანახავად? და რაც მთავარია, დავუჯერო დანიელს? დავთანხმდე მამაჩემის წინადადებას? არ ვიცი...
  გაურკვეველ ფიქრებში ჩაფლული ტელეფონის უეცარმა ზარმა გამომაფხიზლა. უცხო ნომერი იყო, რომელიღაც საზღვარგარეთის კოდით. უჩვეულო გრძნობამ ამიტანა და ავკანკალდი. წამიერად ენერგია და საუბრის ძალა წამერთვა, ხელი მომიდუნდა და მეგონა ტელეფონს ვერასდროს ავიღებდი, მაგრამ უცებ ძალა მოვიკრიბე და ზარს ვუპასუხე.
-გისმენთ.-ხმა ავტომატურად ამიკანკალდა, მერე რა, რომ არ ვიცოდი ვინ იყო.
-მისმენ?-ჩაცინება გავიგე, ძალიან ახლო და ნაცნობი, თბილი და სიყვარულით სავსე.
-იო...-ხმა გამიწყდა და ცრემლები წამომივიდა.
  მოდუნება და უენერგიობა წამიერად გაქრა, თუმცა წინანდელთან შედარებით ბევრად ემოციური იყო ეს რამდენიმე სიტყვა, ეს ხმა.
-როგორ ხარ, ჩემო პატარა?-ისეთი ბედნიერი ხმა ჰქონდა, თითქოს საერთოდ არ გასულა 11 წელი, თითქოს არაფერი შეცვლილა.
-შენი აზრით, კიდევ პატარა ვარ?-ჩამეცინა, არადა გაბრაზებული ვიყავი, ამას ვგრძნობდი.
-ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები.-მისმა თბილმა ხმამ მთლიანად შემიპყრო და გამაგიჟა.-მაპატიე, მაშინ რომ ვერ დაგელაპარაკე.
-ანუ არ შევმცდარვარ.-ჩამეცინა.
-ვიცოდი, რომ მიხვდებოდი.-ისიც ამყვა.
-რატომ წახვედი?
-მოდი, ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ, ჩათვალე, რომ ასე იყო საჭირო.
-ჰო, მაგრამ...
-გთხოვ, არ გვინდა. იცი სად ვარ?-მკითხა სიცილით.
-ალბათ იაპონიაში.-ჩამეღიმა ჩემთვის.
-ჰო, საკურას ყვავილობას უკვე ბევრჯერ ვუყურე.
-მაგრამ ჩემს გარეშე.-სახე მომეღუშა.
-შენთან ერთადაც ვნახავ.
-იმედია. ის მაინც მითხარი, რატომ არ რეკავდი?
-ვერ ვბედავდი, მაგრამ პერიოდულად ვამოწმებდი კომპანიის მდგომარეობას. იპოვე, რაც საჭირო იყო?
-კი.
-მაშინ, საკმაოდ გვიან გიპოვია.
-რა იცი?
-კომპანია კოტრდება. შენ რომ უფრო ადრე გეპოვა, ამ ყველაფერს უყურადღებოდ არ დატოვებდი.
-მამასაც ვუთხარი.
-სწორად მოიქეცი, დაგეხმარება.
-უნდა რომ ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვიყო, რადგან აქციები დამიტოვე.
-სწორედ ეგ მიზანი მამოძრავებდა, როცა მაგას ვტოვებდი.
-გამოდის, საკუთარმა ძმამ გამწირა.-ჩამეცინა.
-ძალიან გთხოვ, არ მიატოვო ის, რაც ჩემთვის და მამასთვის ძალიან ძვირფასია და ჰო, არ თქვა, რომ დაგიკავშირდი.
-არც მამასთან?
-მაგას მე თვითონ მივხედავ.
-შეიძლება კიდევ ერთი კითხვა?
-გისმენ.
-როგორ გადარჩი?
-მაგას მერე მოგიყვები. უბრალოდ იცოდე, რომ მიყვარხარ და მამაც არაა ისეთი გულგრილი, როგორადაც გეჩვენება.
-მეც მიყვარხარ...და მენატრები...
-შევხვდებით. ალბათ იმედს გაგიცრუებ.
-რატომ?-გავიკვირვე.
-უბრალოდ იმიტომ, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც შენს წარმოდგენაში დავრჩი. უნდა წავიდე, თავს მიხედე.
-უკვე?
-ბოდიში, სხვა დროს დაგირეკავ.
  კიდევ უნდა მეთქვა რაღაც, მაგრამ პირი გავაღე თუ არა, იოანეს ტკბილი და ნანატრი ხმა, ნერვებისმომშლელმა, აუტანელმა და არაადამიანურმა წყვეტილმა ზუმერმა ჩაანაცვლა.
  საჭესთან ვიჯექი და ვგრძნობდი, როგორ დავიცალე ისევ, როგორ დამიარა სისუსტის ჟრუანტელმა მთელ სხეულზე და როგორ ვიგრძენი გულის საშინელი ტკივილი. ცოცხალია, მაგრამ მიმატოვა. არ მინდოდა, მაგრამ უნებურად ვადანაშაულებდი იოანეს. თავისით მეფიქრებოდა იმაზე, რომ მიგვატოვა. გამიხარდა, რომ ცოცხალია, მაგრამ არ მტოვებს ის გრძნობა, რომ რაღაცის შეეშინდა და პატარა მშიშარა ბავშვივით გაიპარა, მიგვატოვა და დაგვივიწყა.
  უცნაურია ცხოვრება, არა? ხან საით გადაგაფრენს, ხან რას დაგიხვედრებს წინ. თითქოს ბუნების ურღვევი კანონია ცხოვრებისთვის უჩვეულობა. ყველაფერს მოგცემს, მერე წაგართმევს, მერე ულუფებს შემოგაპარებს, თანდათან ლიმიტს დაგიდგენს და ამოიწურები. ამოიწურები და მიხვდები, რომ აღარაფერი გაქვს, ანუ არვ ცხოვრების მიზანი, რაც უკვე დასასრულია ადამიანისთვის. ასე სრულდება ყველაფერი? უარაფროდ? ვინ იცის...
  ჩემების სახლში შევიარე. საბედნიეროდ ყველა გასული დამხვდა და მხოლოდ ჩემი საყვარელი მოსამსახურე, ნანა იყო, რომელიც მუდამ თბილად მექცეოდა. ჩუმად ავედი მამაჩემის ოთახში და საჭირო ნივთები ავიღე. არაფერი უკითხავს, ყავა დამალევინა, გემრიელად მეჭორავა ცოტა ხანი და გამომიშვა.
  საავადმყოფოში მივედი, მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ნახვის საათები 4-დან 6-მდე დაგვიწესეს. საბედნიეროდ, ბატონმა დიმიტრიმ არ გამოტოვა ჩემი მოსვლა და თავისთან კაბინეტში დამიბარა.
-ბოდიში, ახლა უკვე ვეღარ შეგიშვებთ.-გამიღიმა.
-ნუ მეუბნებით იმას, რაც ისედაც აშკარაა.-ჩამეცინა.
  დავინახე, რომ დიმიტრისაც ჩაეღიმა.
-გამოკვლევები ბოლომდე ჩაუტარეთ?
-რამდენიმე შემოწმება დარჩა, მაგრამ კარდიოგრამა გადავუღეთ და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ მიოკარდიუმის ინფარქტია, მაგრამ სტენდირებას გავუკეთებთ, თუ შუნტირებას, ამაზე წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ.
-როდის იქნება ზუსტი პასუხი?-ოდნავ დავიძაბე.
-სავარაუდოდ 5 დღეში.
-გამოდის, მთელი ეს პერიოდი აქ უნდა იწვეს?
-დიახ.
-კარგით, მიხედეთ. შევეცდები ხვალ დროზე მოვიდე. თუ შეიძლება, კალამი და ფურცელი მომეცით.
  დიმიტრიმ უპრობლემოდ გამომიწოდა მოთხოვნილი ნივთები. პატარა ფურცელზე წვრილი ასოებით წავაწერე: "თანახმა ვარ, მხოლოდ ერთი პირობით, რომელსაც ხვალ გაიგებ."
-ძალიამ გთხოვთ, ეს წერილი გადაეცით.
-კარგით.-გამიღიმა.
-ნახვამდის.
-კარგად ბრძანდებოდეთ.
  კლინიკიდან გამოვედი და ვიგრძენი, რომ ზედმეტად გადაღლილი ვიყავი, გარეთ ციოდა და უკვე საკმაოდ ბნელოდა. მანქანასთან მივედი და სახლისკენ გავუყევი გზას. ერთი სული მქონდა, როდის შევიდოდი სახლში და დავისვენებდი. თუმცა...ვინ გაგახარებს...
  ჩემს კარებთან ატუზული დანიელი დამხვდა.
-სად იყავი აქამდე?-გამიღიმა და ჩამეხუტა.
-პატარა ბიჭივით რატომ მელოდები?-გამეცინა.
-ეტყობა, უსაქმური ვარ.-თვითონაც ამყვა.
-ან ზედმეტად გიყვარვარ.
-ნუ...ეგეც.
-ნუ ხარ დამპალი.
  სახლის კარები გავაღე. წამიერად ისევ გამირბინა გულში ტკივილმა და გრძნობამ, თითქოს ანას ვღალატობ, მაგრამ თავს ვერ ვუთხარი უარი დანიელთან ყოფნაზე.
  არ მშორდებოდა, მოხუტებული დამყვებოდა ყველგან. ბოლოს ნერვებმა მომტყუნა და ხელზე მწარედ ვუკბინე.
-ცოფიანი.-გაიცინა და ყელში მაკოცა.
-რა გინდა?-პერიოდულად მეცინებოდა ღუტუნისგან.
-საერთოდ არაფერი.
  ჩემს ტუჩებს დააცხრა და მალე ჩვენი ლოკაცია სამზარეულოდან საძინებელზე შეიცვალა.
  ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს ვყოფილვარ...
  დილით მის მკლავებში ჩაფლულმა გავიღვიძე. შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ უზომოდ სასიამოვნო გრძნობაა, როცა იცი, გადაბრუნდები და საყვარელი ადამიანის სახეს დაინახავ. იცი, რომ შეგიძლია შეეხო და ჩაეხუტო. იცი, რომ შენია. შეიძლება ითქვას, ჩემი დილა პოზიტიურად დაიწყო და უზომოდ მინდოდა, რომ ეს პოზიტივი მთელი დღე გამყოლოდა.
  ყველაზე საშინელება ისაა, რომ კარგად დაწყებული ხშირ შემთხვევაში საშინლად მთავრდება. ამაში უკვე არაერთხელ დავრწმუნდი. ამჯერადაც მივიღე კიდევ ერთი ურყევი საბუთი იმისა, რომ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, თან ხშირ შემთხვევაში, არასასურველით.
  ვფიქრობ და რა შეიძლება იყოს ყველაზე საშინელი? ახლა ვხვდები. აუტანელია, როცა ადამიანი მიდის, შენ კი ვერ დაემშვიდობე. უზომოდ მტკივნეულია. ისეთი სიცარიელის და დანაშაულის გრძნობა გრჩება და გაწუხებს, თითქოს ყველაფერი შენ ჩაიდინე, შენი ხელით დატრიალდა ეს უბედურება.
  ასე მოხდა...ტელეფონმა დარეკა და უცნობმა კაცმა მონოტონური და უემოციო ხმით მაცნობა, რომ ირაკლი ლიპარტელიანი მოკლეს.
  ჰო...ყველაზე საშინელი გრძნობაა, როცა დამშვიდობებას ვერ ასწრებ...

ვიცი, რომ გვიანია და დიდხანს გალოდინეთ, მაგრამ იმედია გამიგებთ. იმედია, არ მიატოვებთ კითხვას. <3



№1 სტუმარი გიკი გოგო

მომწონს შენი წერის სტილი. აღარ დაიკარგო )

 


№2  offline წევრი Supreme

გიკი გოგო
მომწონს შენი წერის სტილი. აღარ დაიკარგო )

მადლობა, მიხარია <3 შევეცდები ყველანაირად <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მომენატრე. ახლა ტვინი არ მუშაობს ხვალ დილით წავიკითავ სიხარულოოო!!!!

 


№4  offline წევრი Supreme

nawkas12345
მომენატრე. ახლა ტვინი არ მუშაობს ხვალ დილით წავიკითავ სიხარულოოო!!!!

აჰაამ^^ კარგი <3 მიხარია, რომ დარჩი ჩემიმკითხველი <3

 


№5 სტუმარი ნია

კაარგი იყო.მიყვარს ეს ისტორია ,იმედია აღსრ დაიკარგებიი.

 


№6  offline წევრი Supreme

ნია
კაარგი იყო.მიყვარს ეს ისტორია ,იმედია აღსრ დაიკარგებიი.

მადლობა <3 შევეცდები <3

 


№7 სტუმარი A

დაგვიბრუნდი??? მეგონა მიგვატოვე არადა როგორ მაინტერესებდა ეს ისტორია.... სათაურის დანახვაზე თვალებს ვერ ვუჯერებდი.... ასე აგარ დააგვიანო რა.... წარმატებები....

 


№8  offline წევრი Supreme

A
დაგვიბრუნდი??? მეგონა მიგვატოვე არადა როგორ მაინტერესებდა ეს ისტორია.... სათაურის დანახვაზე თვალებს ვერ ვუჯერებდი.... ასე აგარ დააგვიანო რა.... წარმატებები....

დაგიბრუნდით:დ მადლობა დიდი <3 შევეცდები ყველანაირად <3

 


№9  offline წევრი Indigo

რატო მოკალი? მოვკვდი ამ გოგოს საცოდაობით, დაინდე ცოტა.
P.S. აღარ დაგვეკარგო.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№10  offline წევრი Supreme

M-A-R-I
რატო მოკალი? მოვკვდი ამ გოგოს საცოდაობით, დაინდე ცოტა.
P.S. აღარ დაგვეკარგო.

ნუუ, მე საკმაოდ "დამპალი" მწერალი ვარ:დდ შევეცდები <3

 


№11  offline წევრი ucnobi_18

როგორცცც იქნაა....მეგონა აღარ გააგრძელებდიი..როშევხედესათაურს ისეგამიხარდა რავი არდაიკარგო მართლა რაა

 


№12  offline წევრი Supreme

ucnobi_18
როგორცცც იქნაა....მეგონა აღარ გააგრძელებდიი..როშევხედესათაურს ისეგამიხარდა რავი არდაიკარგო მართლა რაა

მადლობა, რომ კითხულობ <3 შევეცდები აღარ დავიკარგო <3

 


№13  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auuu umagresi xae
Vicosi ro io cocxali iqneboda da chemtvis dzalian saintereso personajia.
Auu iraklis sikvdilma guli matkina, tumca kargi svla iyo
Veli shemdegs!!!

 


№14  offline წევრი Supreme

nawkas12345
Auuu umagresi xae
Vicosi ro io cocxali iqneboda da chemtvis dzalian saintereso personajia.
Auu iraklis sikvdilma guli matkina, tumca kargi svla iyo
Veli shemdegs!!!

მმ^^ მიხარია რომმოგეწონა და დაგაინტერესა <3 შევეცდები მალე დავდო <3

 


№15  offline წევრი juliana77

შემდეგ თავს მალე დადებთ?

 


№16  offline წევრი Supreme

juliana77
შემდეგ თავს მალე დადებთ?

არ ვიცი ნამდვილად:( შევეცდები მალე დავდო, უბრალოდ დრო არ მაქვს, რომ ვწერო:( <3 მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent