ცხოვრება გრძელდება 9
უნივერსიტეტში ლექცია დასრულებულიყო და აუდიტორიიდან სტუდენტები გამოდიოდნენ, სტუდენტების რიგს მათე და დათოც მოჰყვებოდნენ. -ბიჭო დღეს რეალის თამაშია არ ვუყუროთ?-ხელში ცალ ხელში წიგნები ეჭირა მეორეთი გასაღებს ატრიალებდა დათო თან მათეს კითხვას უსვამდა -ბაზარი არაა -ხო რა იმ დებილსაც დავურეკოთ და სადმე ჩავუჯდეთ -სად სადმე ჩემთან ამოდით რა -კაი რა შენტან ტეხავს დედაშენი, შენი და, სადმე დავსხდეთ რა -არა ბიჭო დღეს მარტო ვარ -ხოო? მაშინ ბაზარი არაა, ბიჭო ნაშებიც ხოარ ამოგვეყარა ჰა?-სიცილით კითხა დათომ თან მხარზე ხელი გაჰკრა -გაგანაშებ მე შენ-ხელის კვრითვე უპასუა დათომ და სახეზე დინჯმა ღიმილმა გადაურბინა, დათო ცოტათი წაბარბაცდა ამ დროს ტელეფონის ზარი შემოესმათ, დათომ შემოსულ ზარს უპასუხა -გისმენთ?... დიახ,მე ვარ...როდის?...კარგი, კარგი...ნახვამდის -ვინ იყო ? -აუუ "კაროჩე" რაა -რა იყო არ იტყვი? -ბიჭO ლევანი ეწევა? -არა ,რატო? -გუშინ შარდის ანალიზი ჩავაბარე "ძაღლებს" ეხლა საავადმყოფოში მიბარებენ -და ლევანი რა შუაშია? -ლევანის შარდი ჩავაბარე -რაა?-გადაიხარხარა მათემ -ხო რაა, აბა მე ეგრევე ამომიგდებდნენ -მოიცა და ერთად დაგიჭირეს? -მერე აგიხსნი , წავედი ახლა ერთი გავიგო რა უნდათ იმ ჩემისებს ************************** საპირფარეშოში ჩხრიალის ხმა გაისმა, ტუალეტიდან შალვა გამოვიდა სახეზე წვერი მოეზარდა აბურძგნულ თმაზე ხელი გადაისვა და თავის ტკივილმა შეაწუხა, სამზარეულოში შეაბიჯა და მაცივრის კარი გამოაღო, ცოტახანს უხმოდ იდგა და თვალებით რაღაცას ეძებდა მერე ხმამაღლა გასძახა -ნათელა!... ნათელა -ჰო რა მოხდა?-ხალათით გამოვიდა საძინებლიდან მეუღლე -მინერალური არ გვაქვს? თავი მისკდება -არა არ გვაქვს -აუუ სულ როგორ არ გვაქვს რაა, მიდი გუკა გააღვიძე ამოიტანოს რა -გვიან მოვიდა გუშინ და ვერ ადგება ახლა გუკა -რა ვერ ადგება ლექცია არ აქვს? -კი აქვს მაგრამ მოგვიანებით მიდის -გუკა! გუკა-გუკას მიმართ დაიწყო შალვამ ძახილი, გუკა თვალების ფშვნეტით ოთახიდან გამოვიდა -რა იყო მოხდა რამე? -მიდი ჩადი რა მინერალური ამოიტანე მამა გიკვდება ცოტაც და თავი გამისკდება -ოოო კარგი რაა -მიდი მიდი დროზე -ხო კაი-უკმაყოფილოდ წავიდა ოთახისკენ გუკა შარვალი ამოიცვა, მაისურიც სწრაფად გადაიცვა და სამზარეულოში დაბრუნდა და მამას ხელი გაუწოდა -რა?-იკითხა შალვამ -ფული მომეცი -მიდი დედაშენს გამოართვი-თავი მძიმედ ასწია შალვამ მერე კი მაგიდაზე თავი დადო ფეხები სკამზე შემოსდო და მწოლიარე პოზა მიიღო , გუკამ თვალები ზემოთ აზიდა უკმაყოფილოდ დედისკენ წავიდა, მალე ნათელაც შემოვიდა სამზარეულოში და სამზარეულო ოთახის ფანჯრის წმენდას შეუდგა, შალვამ თავი ასწია და მეუღლეს მიმართა -ხო მართლა დღეს ბინის შესამოწმებლად მოვლენ -რაა? ვინ მოვა?-თვალები გაუფართოვდა ქალს -რა ვინ გოგო ხო გითხარი ბანკში უნდა ჩავდოთ მეთქი სახლი, ხოდა ვიჩალიჩე რა ეგ საქმე და დღეს მოვლენ და შეამოწმებენ ბანკის ხალხი -შენ სულ გააფრინე ხო? -სახტად დაარჩა ნათელა მერე ჩვარი მოისროლა და ჩქარი ნაბიჯებით ოთახიდან გასვლა დააპირა მაგრამ შალვა დაედევნა -მოიცა სად გარბიხარ, შენ თავს ვფიცავარ ყველაფერი კარგად იქნება ბიზნესი აეწყობა და ვსო რა ბანკის ვალს 3 თვეში უკვე გავისტუმრებთ სერიოზული პონტია ნათო რა -დამანებე თავი , ჩემთვის არ უნდა გეკითხა? -ხო გკითხე არა? -კიარ მკითხე მითხარი მე არ მითქვამს გეთანხმები მეთქი-ნათელამ ხელი გააშვებინა ქმარს, ოთახიდან გავიდა და კარგი მიიჯახუნა -შენ გკითხო რა ვქნა და როგორ არა? შენი დედა მოვტ..-მიაძახა შალვამ და თავის ტკივილმა თავი შეახსენა "უხ შენი" ჩაილაპარაკა და თავზე ხელები მოიკიდა ******************** დათო კლინიკის დერეფანში მის რიგს ელოდებოდა და ნერვიულად ბოლთას სცემდა , დერეფანში რამდენიმე ადამიანი ასევე რიგს ელოდებოდა მოხუცები სკამებზე ისხდნენ კართან ორი ახალგაზრდა გოგონა ჩურჩულით საუბრობდა და რაღაცაზე ეღიმებოდათ კიდეც, დათომ რამდენჯერმე შეხედა გოგონებს მაგრამ ფიქრები მაინც მოსალოდნელ ვიზიტზე ქონდა, ამასობაში კაბინეტიდან პაციენტი გამოვიდა რომელსაც ხელში ფურცლები ეჭირა „შემდეგი შემოვიდესო„ ომახიანად გასძახა მომლოდინეებს მაღალმა სათვალეებიანმა კაცმა, დათო კაბინეტისკენ დაიძრა , „შეიძლება?„ თავაზიანად იკითხა ექიმმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, ექიმის მაგიდის წინ დათო სავარძელში მოკალათდა -მაშ ასე დავითი ხო? -სათვალის ზემოდან იხედებოდა ოდნავ მსუქანი ჭაღარა თმიანი მამაკაცი -დიახ, რაშია საქმე ექიმო? ვიცი რო სუფთა ვარ არანაირ ნარკოტიკს არ ვიღებ და ამის გამო თუ დამიბარეთ რომ მითხრათ რომ სუფთა ხარო ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს მომწყვიტეთ-წყენით და შანის მოგებით მიუგო ექიმს -არა ნამდვილად არ არის თქვენს შარდში მაგრამ...-ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა , ექიმმა დათოს თვალი თვალში გაუყარა -რა მაგრამ ექიმო? -მოკლედ-ღრმად ამოისუნთქა ექიმმა-შარდში აღმოჩენილია სისხლი, ამიტომაც გამოკვლევები გესაჭიროებათ -რაა? სისხლი?-თვალები გაუფართოვდა დათოს -დიახ -და ეს რას ნიშნავს ექიმო? შეიძლება რამე საშიში იყოს? -წინასწარ ვერაფერს ვიტყვით ამას გამოკვლევები გვიჩვენებს, შეიძლება რაიმე სახის ანთებით პროცესს ქონდეს ადგილი ან უარეს შემთხვევაში ეს შეიძლება კიბოს ნიშნები იყოს, ვწუხვარ ამას რომ გეუბნები მაგრამ რაც არ უნდა იყოს უნდა ვიმკურნალოთ და დაავადებას ვებრძოლოთ, თუმცა ნუ შეშინდები ჯერ არაფერი ვიცით , ახლა მე დაგინიშნავ კონსულტანციას ტომოგრაფიულ გამოკვლევაზე და შემდეგ ვნახოთ როგორ იქნება პასუხი ამის მიხედვით ვიმსჯელოთ შემდეგ რა და როგორ-ექიმმა რაღაც ფურცელზე ხელი მოაწერა და დათოს გადასცა დათომ დაბნეულმა გამოართვა რამდენიმე ფურცელი, ექიმს მადლობა გადაუხადა და გასასვლელი კარისკენ დაიძრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.