შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულწრფელობის საღამო (2)


16-03-2017, 04:35
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 1 364

ფიქრები მიდიოდნენ,გაივლიდნენ ჰორიზონტალურ წრიულ დიაგრამას, თავში გაივლიდნენ და მერე უსიცოცხლოდ ჩნდებოდნენ გარშემოწერილობაში.
ვფიქრობდი და მტკიოდა...
ჩემი ექიმთან ვიზიტები, წარმატებული არასოდეს ყოფილა. ხომ არსებობს ფაქტი, დადებითი და ჯანმრთელი იყო. არ გეშინოდეს არც ერთი სეანსის, არ გეშინოდეს ანალიზებისა და მკურნალობის. არ გეშინოდეს ნემსების,თეთრი პალატების და უფრო მეტად იმის არ გეშინოდეს რომ აქ დატოვებ ბევრ ფერად ადამიანს. ამ უკანასკნელის ყველაზე მეტად მეშინოდა. არ ვდარდობდი ტკივილსა და საბოლოო შედეგს, არც მკურნალობის უშედეგობა მადარდებდა დიდად, ის მკვეთდა სამყაროს რომ ოდესმე, ჩემ არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბარი მომიწევდა. ერთხელაც მკითხავდნენ, ნესი, რატომ გიკანკალებს ხელები გამუდმებით? რატომ გტკივა მუდმივად რაღაც? სისუსტეს რატომ გრძნობ? რატომ და რატომ? ამაზე ფიქრი მღლიდა. აღარ მინდოდა გამუდმებით შემემზადებინა საკუთარი თავი. რამდენჯერაც ამაზე საუბარი დავაპირე,მაშინვე უფრო ალტერნატიული საუბრის მიზეზი გამომიჩნდა.
არ ვკვდებოდი,მაგრამ არც სიცოცხლე ერქვა ამ ყველაფერს. ოდესმე აუცილებლად შეამჩნევდნენ. არ ვცდილობდი ეს დოგმა შემეცვალა, ვეწეოდი, სასმლისგან არ ვიზღუდებოდი და უფრო მოკლედ, ძალიან დარხეული მქონდა.
ახლაც,როცა შესაძლო შეკრების შესახებ გამაგებინეს, გამუდმებით ეს აზრები მიტრიალებდა. ერთი რამ კი უეჭველად გადაწყვეტილი იყო. აუცილებლად მომიწევდა ამაზე საუბარი და ეს იყო უსიამოვნო განაჩენის მსგავსი მოვლენა...
მობილური ამოვიღე და ლელას გადავურეკე.
- ანუ როდის?-ვკითხე მაშინვე
- ხვალ პატარავ, ოღონდ საღამოსკენ, მანამდე ოფისში უნდა ვიყო.
- სულ რატომ ცდილობ ყველაფერი დაბინდებამდე გადაიტანო?
- იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს.
- იცი, პატარა უფრო კარგი ტიპი იყავი და თავისუფალი დროც ბევრი გქონდა...
- ახლა ნესი, თავისუფალი დრო,არც ერთ ჩვენგანს არ აქვს.
- ანუ ხვალ...
- არაფერი არ იყიდო, გიორგის ველაპარაკე და ისე იაზვურად მომიშორა,მემგონი არც მოვა. გავეხუმრე, ფეიქ ექაუნთი ხომ არ შეგიქმნათქო და ისე გამითიშა, ხმა მობილურის აქეთ ვიგრძენი.
- მეც ვნახე დღეს ჰო- სიცილი ძლივს შევწყვიტე- ისევ მეწუწუნა. მაგრამ მოვა, ხომ იცი? პირველი ეგ მოვა.
- ვინმე რომ არ მოვიდეს...-თქვა შიშით.
- ყველა მოვალთ.
- იმდენი ხანია.
- ვიცი, მაგრამ მაინც ყველა მოვალთ.
- ძალიან მომენატრე... აქამდე როგორ მივედით?
- გათხოვილი შენ ხარ და მე მესაუბრები ,,აქამდე მისვლაზე?“
- ოდესმე შემარჩენთ?-გადაიკისკისა
- ხომ იცი მე გამისწორდა.
- ვიცი... კარგი ხვალ გნახავ.
- ხვალ ვნახათ ერთმანეთს.
- ყველა?...-მის ხმაში შიშის ნაწილაკები იყო
- ყველა,რა თქმა უნდა. სხვანაირად არც გამოვა.
ყურებამდე გაღიმებულმა მობილური გავუთიშე და ჩანთიდან სიგარეტი ამოვაძვრინე. ნახევრამდე მისულს საშინელი ხველება ამიტყდა, ერთი შევუკურთხე და სანაგვეში მოვისროლე.
ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლამდე მისასვლელი გზა გრძელი მომეჩვენა.
როგორც კი საწოლში ჩავწექი, საბანი მჭიდროდ შემოვიხვიე და ხვალინდელ შეკრებაზე დავიწყე ფიქრი...

,,როგორ დავიწყო?“

თვალებიდან ცრემლის ორი კურცხალი მოვიშორე და წიგნის კითხვა დავიწყე.

<<

საერთოდ ყოველთვის არსებობდა ასეთი ტრადიცია რომ, ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული მანევრით ვხვდებოდით. შეხვედრისას არასოდეს გადაგვიკოცნია ერთმანეთი, მაქსიმუმ ზურგზე შემოვჯდომოდი ვინმეს ან ცხვირზე ხელი ამერტყა. გიორგის მაგალითად, ყოველთვის ,,ლინკზე გადახვედი“-თ ვესალმებოდით იმიტომ რომ ყოველთვის გაღიზიანებით იხსენებდა როგორ მისწერა ვიღაც დაფოტოშოპებულმა არსებამ, რაღაც გვერდზე მისი ფოტო მოეწონებინა.ძალიან გაგვიკვირდა რა იყო ამაში,ასეთი აღსაშფოთებელი, ყველას ერთხელ მაინც მოსვლია მსგავსი შინაარსის შეტყობინება, თუმცა ამაზე არ საუბრობდა. ფეისბუქი გააუქმა და სამი წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ერიდებოდა კომპიუტერულ ტექნიკასთან კავშირს. ყოველთვის გვაინტერესებდა რა გახდა ამ სიძულვილის მიზეზი,მაგრამ არასოდეს უთქვამს.
თავიდან ძალიან სწყინდა ჩვენი სასაცილო ტონი, ზომბებსა და ჩანერგილებს გვეძახდა, მერე და მერე შეეჩვია და უკვე თავადაც ეცინებოდა.

,,გადავწყვიტე სუფთა ჰაერი ვისუნთქო“-ეს იყო პასუხი ყველა აუცილებლად დასმულ შეკითხვაზე...არ არსებობდა მისთვის სამყარო, იმ სამყაროს იქეთ,სადაც შეგეძლო მიწაზე ფეხი დაგებიჯებინა და შეხების შესაძლებლობა გქონოდა. სოციალურად არასოდეს უფილტრავია, მუდამ ერჩივნა მთელი დღე გარეთ გაეტარებინა სეირნობაში, ან ახალი ბიბლიოთეკები აღმოეჩინა. მოსწონდა როცა იზოლირებულად და მშვიდად შეეძლო წიგნის წაკითხვა ან თუნდაც პატარა ჩანახატის მოხაზვა, მის გაცრეცილ ბლოკნოტში,რომელიც სულ ჩანთაში ეგდო და თან დაატარებდა. ჩვენ ვეხუმრებოდით რომ მასში, სასიცოცხლოდ აუცილებელი ძალები იყო შენახული, ან თუნდაც შეყვარებულის -ძველ, პოლაროიდით გადაღებულ ფოტოს მალავდა, უკანა გვერდზე მიკრულს... სულ გვაინტერესებდა რას წერდა, თუმცა ერთადერთი დეტალი, სულ ერთადერთი,რაც ზუსტად ვიცი მის აუხსნელ ბრაზს გამოიწვევდა, ამ ბლოკნოტის წაკითხვა იყო.
ამიტომ როგორც ღირსეულ მეგობრებს შეეფერებათ-მის სურვილს ბოლომდე პატივს ვცემდით.

გიორგი არასოდეს გვიყვებოდა მის ურთიერთობებზე. შესანიშნავი აღნაგობა, ლამაზი ნაკვთები და აუღწერად მეტყველი თვალები ჰქონდა. მისი ჩაცმის სტილი ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული იყო. ვიცოდით რომ რაღაცებს გვიმალავდა და აუცილებლად ექნებოდა თუნდაც ,,ერთი დღის პაემნები“, მაგრამ ზედმეტად არ ვეძიებოდით. რადგან თავად არ სურდა ამაზე საუბარი,ალბათ ასეც იყო საჭირო. ერჩივნა ჩვენი წუწუნისთვის მოესმინა და გაუთავებლად გაბრაზებული ტონით ჭკუა დაერიგებინა, ეთქვა როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა ისე, რომ იმდენად არ გასულელდე,როგორი სულელებიც ჩვენ ვიყავით... ჩვენს სასიყვარულო ისტორიებს, დივანზე თავჩარგული და თვალებზე ხელაფარებული ისმენდა, ბევრ ლუდს სვამდა და განუწყვეტლივ ცდილობდა სიცილის შეკავებას.
ჩვენ ვეუბნებოდით რომ ლუზერი იყო და ვერასოდეს გაგვიგებდა, მაგრამ რეალურად წარმოდგენაც კი არ გვქონდა მის ,,იმიერ“ ცხოვრებაზე,რომელსაც ასე სათუთად ინახავდა საკუთარ დაფარულ ზარდახშაში.
მაგრამ მე სულ მჯეროდა,რომ რომანტიკოსი იყო. მჯეროდა მისი სიყვარულის შესაძლებლობების და იმ ადამიანის ბედნიერების,ვინც მის ხასიათსა და ნირს მხარს აუბამდა. ვიცოდი რომ გიორგის ,,არააფიშირებული“ გრძნობები, გაცილებით დიდი და მრავლისმომცველი იყო და მჯეროდა იმის რომ ვინც ამ პანდორას ყუთს გახსნიდა, მხოლოდ საუკეთესოს ამოჩხრეკდა იქიდან. იმდენად მჯეროდა ამ ყველაფრის, მისი უთქმელი სენსიტიურობისა და ერთგულების, რამდენადაც ვერასოდეს ვირწმუნებდი საკუთარ თავს...
ეს ვიცოდი აუხსნელად და დასაბუთებით.მხოლოდ ეს.

როცა გიორგიზე ვსაუბრობ, მრავლისმომცველ სიყვარულს ვგრძნობ. მაშინვე მისი სიმპათიური და ჭკვიანი სახე მიდგება თვალწინ და მსურს ვაჩვენო მსოფლიოს,ვაჩვენო ყველას და ყველაფერს... რომ მოუსმინონ და იგრძნონ ის,რასაც მე ვგრძნობდი მისი საუბრებისა და ,,სამშვიდობო სეანსების“ შემდგომ.
ყოველთვის მეხმარებოდა.
ძირითადად ვილანძღებოდი, მაგრამ ყველაზე მეტი რასაც საუბრებიდან ვიღებდი, დადებითი მუხტი და ენერგია იყო.
გიორგი სულ ამბობდა რომ რჩევები, ერთ დიდ ნაგავს წარმოადგენდა,უაზრობასა და სილენჩეს. უმჯობესი იყო იმაზე გვეფიქრა, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო რეალურად ჩვენივე შესაძლებლობების ფარგლებში...
ის მაძლევდა წიგნებს, მივყავდი სხვადასხვა ღონისძიებაზე, მესაუბრებოდა მობილურით შუაღამისას და ყოველთვის ვიცოდი რომ ყოველი ,,ბილწ სამყაროსთან კავშირის“ შემდეგ გიორგის მესიჯი დამხვდებოდა შუაღამეს
,,აბა რა იდებილე?“...
ვინმე იტყვის რომ ეს ქალ-ვაჟურ სიყვარულს გავს,მაგრამ ჩემთვის ყველაფერი იყო ამის გარდა. ის იყო მარგალიტი, ყველაზე ძვირფასი და საექსპონანტო. წამიერადაც არ შემპარვია ეჭვი რომ შეიძლებოდა სხვანაირად შემოეხედა, უცებ ეკოცნა ან ტანსაცმელი შემოეხია ჩემთვის.
ალბათ ვისურვებდი მისნაირ ადამიანს ვყვარებოდი, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი სისულელე იყო,რადგან გარდა იმისა რომ ყველაფერი მაკმაყოფილებდა რაც იყო, ვიცოდი,გულში რაღაც სხვას იმალავდა. და ეს ,,სხვა“ აუცილებლად ვინმე ფარფატა და ლამაზი გოგონა იქნებოდა,რომლის წარდგენაც ჩვენთვის არ სურდა.
ეს იმას ნიშნავს რომ თემის ამ ნაწილს, თითქმის არასოდეს განვიხილავდი...

ჩვენ კი... სხვა დანარჩენები, მუდმივად შარსა და გაურკვევლობის ლაბადაში ვიყავით გამოხვეულები და იშვიათად იყო ნაბიჯი,რომელიც სწორად გადაიდგმებოდა, საბოლოოდ ყველა ერთ მარყუჟში მოვექცეოდით, ოხვრითა და სიგარეტის ბოლით ვიხსენებდით ყველა იმ მიქარვას, რაც ჩვენი არსებობის განმავლობაში, არც ისე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.
ნიცა კი ამას მუდამ ასე ხსნიდა ხოლმე
,,მოსაწყენიც კია, წყნარად იცხოვრო მაშინ როცა,ნებისმიერ წამს შეიძლება ციდან ატომური ბომბი დაეშვას და ყველა და ყველაფერი,რასაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებით,რაც მოგვწონს და ვთვლით რომ ჩვენ მფარველობას იმსახურებს, თავის ბოლში გაახვიოს. და საერთოდ, ყოველთვის შენი სურვილის გათვალისწინებით ადამიანები წამიერ ბედნიერებას მაინც ისრუტავენ,რასაც ვერ ვიტყვით მუდმივად რაღაცაზე მოწუწუნე ადამიანზე,რომელსაც რადგან არ ჰყოფნის გამბედაობა გარკვეული,ალოგიკური ქმედება ჩაიდინოს, ამ ყველაფერს იმით ფარავს რომ ეს აზროვნებას მოკლებულია.აი მაგალითად გიორგი, დარწმუნებული ვარ, მისი მშვიდი ცხოვრება იმით აიხსნება,რომ სხვანაირად ცხოვრების წარმოდგენაზეც კი, შიშისგან გულისრევის შეგრძნება უჩნდება“.
მე ამას არასოდეს ვეთანხმებოდი, გოგოები კი მუდამ მხარს უბავდნენ ხოლმე. მათ გიორგის ,,ცალკე განშტოება“,რაღაც ფსიქოდელიურ და აუხსნელ მდგომარეობად ეჩვენებოდათ. მე კი ამის არ მესმოდა.

- სოციოპათი არის ადამიანი,რომელიც საზოგადოების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი და მათთან ყოფნის დროს დისკომფორტს გრძნობს.

დივანზე ვიყავი მოკალათებული,ფეხები ერთმანეთის ქვეშ მომექცია და გუგლის საძიებო სისტემიდან, სხვადასხვა ტიპის ადამიანზე, განმარტებებს ვკითხულობდი.
გოგოები ისხდნენ, ფორთოხლის წვენს მიირთმევდნენ და ჩემ ყოველ სიტყვაზე ეცინებოდათ.

- ნესი,რას აკეთებ?...
- ინტროვერტი-ვიმეორებ, არის პიროვნება რომელიც კომფორტს საკუთარ თავთან იზოლირებულად ყოფნაში პოულობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მას არ აქვს კომუნიკაციის უნარი. პირიქით, ის საკმაოდ კარგად შედის პოლემიკაში თუმცა მუდამ განმარტოებით ყოფნას ამჯობინებს. არ ჰყავს ბევრი მეგობარი და საუბრის აქტიურობითაც არ გამოირჩევა...
- რაც იმას ნიშნავს რომ..-გააგრძელა ნიცამ სიცილით
მე ლეპტოპი დავხურე
- რაც იმას ნიშნავს რომ, გიორგი არც სოციოფობია,არც სოციოპათი,არც ინტროვერტი და არც უცხოპლანეტელი. ჩვეულებრივი ადამიანია,თავისი განსაკუთრებული თავისებურებებით.
- გასაგებია რომ მაგ ტერმინებში არ მოიაზრება-მითხრა ლელამ მშვიდად და სიგარეტის ბოლო ნაფაზი დაარტყა-მაგრამ იმაზე მემგონი ყველა ვთანხმდებით,რომ ცოტა ვერ არის,არა?!

გოგოებმა სიცილი დაიწყეს მე კი დივანზე უფრო მეტად მოვიბუზე
- ახლა რომ მაგას ისმენდეს,ძალიან ეწყინებოდა-ვთქვი ტუჩის აბზეკით-
- პროგრამირებული ხარ-თქვა ნიცამ-რა გელაპარაკა ეგეთი? უეჭველი ექსტაზი რატომ მიიღეო, ალბათ განგიმარტა როგორ თიშავს ანალიზის უნარს. ისიც ხომ არ გითქვამს...

თავი დავხარე

- ღმერთო, შენი ,,ერთი ღამის ისტორია“ მაგასაც მოუყევი? გიორგის?! რამხელა სირცხვილია. ხომ შეგვპირდი რომ ჩვენც რომ მოგვიყევი,ეგეც დიდი შეცდომა იყო და აღარ გაიმეორებდი...აუ რა სულელი გოგო ხარ. შენ საცვლებშიც გინდა იძრომიალოს?
- ვაიმე, ისე ლაპარაკობთ თითქოს თქვენი მეგობარი არ იყოს და ბევრჯერ არ დაგხმარებოდეთ. მაგარი დაუნახავი ტიპები ხართ, იცი?!
- იმაზე არავინ არ დაობს რომ გიორგი, სამივეს ძალიან გვიყვარს... უბრალოდ ინტიმური დეტალები, ისეთ უცნაურ ადამიანთან როგორიც ისაა, და მითუმეტეს ბიჭთან არ უნდა განიხილო. მითუმეტეს ბოლომდე ჩვენთვისაც არ მოგიყოლია...
- მაგრამ მას მოუყვა. - ნიცამ გადაიკისკისა და როცა ჩემ სახეზე ღიმილი შენიშნა ფეხზე წამოხტა
- შე *ოზო!-დაიყვირა ბოლო ხმაზე
როცა მივხვდი რომ იქიდან თუ არ გავიქცეოდი, უეჭველად ჩემ ყველაზე დიდ შეცდომაზე საუბარი მომიწევდა,რომელიც აუცილებლად ქილიკითა და ვინ იცის რით დამთავრდებოდა... გადაწყვიტე,როგორც ნამდვილ, მამაც, ადამიანს შეეფერება-გავქცეულიყავი.
- მაინც დაფქვავ !-მომაძახა ნიცამ და როცა ღიმილით კარი მაგრად გამოვიხურე, გოგოების კისკისი სადარბაზოშიც მომესმა.

გიორგიზე საუბარი სულ,დაუსრულებლად შემეძლო მაგრამ ეს არასოდეს გამიკეთებია. არა იმის გამო,რომ არ მინდოდა ან საჭიროდ არ ვთვლიდი... პირიქით, ის საოცრად მიჩენდა საუბრის სურვილს. უბრალოდ ვიცოდი ამ ნაბიჯებით, იმ ეჭვებს გავაჩენდი რომ მე გიორგი მიყვარდა,რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა... რა თქმა უნდა მე ის მიყვარდა და მიყვარს... სულ ვთვლიდი რომ ადამიანებს,ის ერთადერთი რამ რის გამოც შეიძლება თავი ვინმეზე მაგარ ტიპებად წარმოვაჩინოთ, ის უხილავი მიზეზი ჩვენი განსაკუთრებული სიყვარულის უნარია,რომელიც ყველა ადამიანს თავისებურად ერგება...
შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ერთნაირი სიყვარულით,არასოდეს არავინ მყვარებია.

ჯერ ისევ შუადღე იყო როცა სამსახურში მივედი და ჩემი ფორმა მოვირგე. ისევ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი. თან მაციებდა და თან სასიამოვნოდ მეღიმებოდა.
მართლა ყველა რომ არ მოვიდეს?-ამაზე გაფიქრებამაც შემძრა და სკამი მოვნახე დასაჯდომად. ათრთოლებული ხელები ერთმუჭად მოვიქციე და მხოლოდ დადებითისკენ წავედი...
შეიძლებოდა ვინმესთვის ეს ,,მოუცლელობა“ ან რამე უფრო სხვა მიზეზი ყოფილიყო... ვიცი რომ მეგობრობას არ აქვს განსაზღვრება და ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება,ვინმე შეკრებას დააკლდეს... ვინმემ უბრალოდ მიგივიწყოს ან გადაწყვიტოს რომ იმ გარემოში მოხვედრა არ სურს,სადაც პატიჟებენ...
მე კი ზუსტად იმას ვგულისხმობდი რომ ჩვენ ჩვეულებრივები არ ვიყავით.



№1  offline წევრი gvanc(a) 15

პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში უპასუხისმგებლობისთვის...
ჯანმრთელობის გამო,ვერაფრის დაწერა ვერ მოვახერხე.
ახლა კი პირობას ვდებ რომ თუ ყოველდღიურად ვერ შევძლებ, დღეგამოშვებით მაინც დაიდება...

დიდი მადლობა ვინც კითხულობთ
და
არ მიმატოვოთ.

 


№2 სტუმარი dea

ძალიან კარგია)) დღევანდელი რეალობაა....♡

 


№3 სტუმარი Guest Candy

რას ქვია მიგატოვებთ? :(
ემოციური და გრხნობებით სავსე ისტორიაა და ველოდები გაგრძელებას ^.^
შენ კი ჯანმრთელობას გისურვებ !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent