შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (20)


16-03-2017, 20:08
ავტორი jina
ნანახია 3 305

სახლში ტაქსით დავბრუნდი, უკვე შებინდებული იყო მეკი საბუთების გამოსართმევად უნდა წავსულიყავი, აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, ტილოშემოხვეული გამოვედი სამზარეულოში და სალათის ჭამა დავიწყე, ამავდროულად ინტერნეტში შევედი და იმ ბიჭს დავეკონტაქტე რომელსაც დოკუმენტები უნდა გადმოეცა, დრო და ადგილზე შევთანხმდით და მომზადება დავიწყე. ისევ შავ ფერებში გამოვეწყე, თმა გავიშალე და შავ ტყავის ხელთათმანთან ერთად ასევე შავი სათვალე მოვირგე.
სახლიდან გასვლის წინ კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი გარეგნობა, საკმაოდ დაფარული და ამავე დროს ელეგანტური და კომფორტული იყო. დაახლოებით ოც წუთში დათქმეული ადგილდან 20მეტრის დაშორებით ვიდექი, ხალხმრავალი ადგილი იყო, ფული ყვითელ კონვერტში მქონდა შენახული და ჯიბეში საიმედოდ მედო. საღამოს ლამპიონების შუქზე კარგად ვარჩევდი ბედნიერ და დამწუხრებულ სახეებს, აქეთ-იქიდან მიამავალი ხალხი ერთმანეთში ბუზივით ირეოდა, სულ რაღაც სამ წუთში ჩემკენ სწრაფად მომავალი ანთებული მხოლოდ ერთი ფარი დავინახე, ხალხში ოსტატურად მიიკვლევდა გზას და დახელოვნებული მძღოლი საკმაოდ კარგად მართავდა მოტოციკლს. ეს ის ბიჭი იყო, შეთანხმებისამებრ ზუსტ დროს მოვიდა, უფრო და უფრო მიახლოვდებოდა სინათლე, ერთი ნაბიჯი გვერძე გადავდგი და რა წამს ჩემს გვერდით აღმოჩნდა მოტოციკლი ისე რომ არც გაჩერებულა, სულ ოდნავ შეანელა სიჩქარე, მარჯვენა ხელით კონვერტი გამომიწოდა მეკი გამორთმევის შემდეგ მეორე ხელით მაშინვე მივაწოდე ფული. ისეთი სისწრაფით მოხდა ყველაფერი რომ ვერავინ იეჭვებდა საერთოდ რა მიზნით ვიყავით იქ იმ მომენტსა და გარემოებაში ორივე ჩვენგანი. ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გვითქვამს, აი ასე მარტივად ზედმეტი ლაპარაკისა და კითხვების გარეშე მოძრავი მოტოციკლიდან საბუთები მომცა და მე ფული გადავეცი. სიმართლე რომ ვთქვა მომეწონა ეს ჟესტი, ზედმეტი აყალმაყალის გარეშე და პროფესიულ დონეზე შესრულებული სამუშაო იყო, მოკლედ მოხიბლული და კმაყოფილი დავბრუნდი შინ.
კონვერტი გავხსენი, შიგნით ლინა კრიხელის სახელზე გაფორმებული პირადობის დამადასტურებელი საბუთი, მართვის მოწმობა, დაბადების მოწმობა და საზღვარგარეთის საბუთი იდო. ძალიან მოვიხიბლე ამ ბიჭის შესაძლებლობებით, მომეწონა მისი ნამუშევარი, ხარისხითაც და ყველაფრით, გადავწყვიტე ისევ მას დავკავშირებოდი რომ მამაჩემის სეიფში ნაპოვნი ფოტოებიდან რომელიმე პიროვნება მაინც მეპოვა დასაწყვისისთვის.
სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე დასაძინებლად, იქიდან გამოსული ისევ სამზარეულოსკენ წავედი, ლეპტოპი ავიღე და საძინებელში გავიტანე, ისევ იმ ბიჭს მივწერე
-კიდევ ერთი სამუშაო მაქვს შენთვის. ასე პირდაპირ და ყოველგვარი შესავლების გარეშე საქმეზე გადავედი, მალევე მომივიდა პასუხი
-ერთი და იგივე პიროვნებებთან მრავალჯერადად არ ვიჭერ საქმეს! გამაოცა მისმა პასუხმა, ალბათ პროფესიონალია და ასე ვთქვათ თავი რომ არ დაიწვას ერთჯერად სამუშაოებს სთანხმდება.
-ჩემთან მოგიწევს! აი ასე ნაგლად გადავწყვიტე საუბარი რომ დამეყოლიებინა
-მე ვთქვი არა!
-პირადად გირჩევნია საუბარი? დამიჯერე თუ არ დამთანხმდები მხოლოდ საუბრით არ შემოვიფარგლები.
-მემუქრები?
-შენს პასუხს ველი. მგონი გამომივიდა ასე ლაპარაკი ყოველთვის ჭრის
-ხვალ საღამოს ცხრა საათზე იმავე ადგილას დამელოდე, ამჯერად თან გამომყვები.
-მოვილაპარაკეთ! კმაყოფილმა მივწერე და სანამ ლეპტოპს დავხურავდი მანამ მომივიდა კიდევ ერთი მისი წერილი
-არ გეგონოს რომ შემეშინდა. ჩემთვის ჩამეცინა და ხვალინდელი დღის მოლოდინში საცვლების ამარა დავწექი ლოგინში და ტკბილად დავიძინე..
..............
მეორე დღეს მოღრუბლული ამინდი იყო, ალბათ იწვიმებდა კიდეც ღამით, თუმცა ოდნავადაც არ ციოდა, ერთი სული მქონდა როდის მოსაღამოვდებოდა, ხან რა გავაკეთე მთელი დღე ხან რა რომ დრო გამეყვანა. ბოლოს ისევ ფოტოებს დავუწყე თვალიერება და წამში გამიელვა იმ აზრმა რომ ამ ფოტოზე ყველა ის პიროვნება იყო რომელიც ჩემზე ნადირობდა, ალისია პირველ რიგში რათქმაუნდა და მიუხედავად იმისა რომ მის უკან მთავარი მოქმედი პირი იმალებოდა, მაინც ალისია იყო წარმომადგენელი, იმას ვერ ვხვდებოდი თუ ჩემი ვარაუდი იქნებოდა მართალი მაშინ ალექსი ცალკე ნადირობს ჩემზე და ალისიასთან უბრალოდ ჯაშუშია, მაგრამ გამახსენდა ბოლოს მისი ნათქვამი „ალისია ჩემი საცოლეა“ და უკუვაგდე ყველა აზრი და ფაქტობრივად ისე იგამოვიდა რომ ჩემი ვარაუდი უსაფუძვლო იყო.
ტყავის ვიწრო შარვალი, ბათინკი (რომელშიც ხელის ორი პატარა დანა მოვათავსე), შავი უმკლავო მაიკა გადავიცვი რომლის ზურგი მთლიანად დასერილი იყო, ტყავის შავი კურტკა, ისევ და ისევ სათვალე და მზად ვიყავი, სურათები კურტკის შიგნითა ჯიბეში ჩავილაგე და არკის წინ დავტრიალდი, ძველი ვიკასგან არაფერი დარჩენილიყო, სარკიდან სრულიად უნაკლო ლინა მიმზერდა.
ღრუბლების გამო საკმაოდ ჩამობნელებულიყო, ქუჩაში მივაბიჯებდი და გარემოს ვაკვირდებოდი, რამდენჯერმე ვიგრძენი ვიღაცის დაჟინებული მზერა მაგრამ არ ვიმჩნევდი. ერთი ორჯელ უკანაც გავიხედე თუმცა უჩვეულო არაფერი შემინიშნავს, ამიტომ გზა გავაგრძელე იგივე ტონალობით. მოულოდნელად პირველივე ჩიხში შევუხვიე, მივხვდი რომ ჩემი მდევარი აუცილებლად გამომყვებოდა, ელვის სისწრაფით კედელზე მიშენებულ აივნების მოაჯირს მოვკიდე ხელი და ერთ-ერთ აივანზე აღმოვჩნდი, დაველოდე როდის გამოჩნდებოდა მოთვალთვალე და მანაც არ დააყოვნა, როცა გარშემო მიმოიხედა და ვერ დამინახა ძლიერად შემოკრა მუჭი კედელს და დაიღმუვლა, მეუცნაურა მისი საქციელი, ჯაშუშს არ გავდა და რაღაც სხვანაირი გრძნობა დამეუფლა. მოაჯირს ჩავეჭიდე და ზუსტად მამაკაცის უკან დავეშვი, შეცბუნებული შემოტრიალდა და გააზრება არ ვაცადე ისე ვწვდი საყელოში, კედელზე მივანარცხე და მკვლელი თვალებით შევხედე, რაღაცის კითხვას ვაპირებდი როცა ხელში სწორედ ის ბიჭი შემრჩა ვინც გუშინ მანქანით დამეჯახა, არ შევიმჩნიე გაოგნება და არ დავიბენი
-რატო დამდევ?
შეუზლებელია! კმაყოფილი მზერით გამომხედა და გაეღიმა. კიდევ ერთხელ მივანარცხე კედელზე ამჯერად უფრო ძლიერად
-ამოეღერღავ თუ ენა სამუდამოდ გადაგაყლაპო. უფრო მკაცრი ტონით ვუთხარი
-ვიცი რაც ხარ. იდიოტური ღიმილით შემომხედა. ხელები გავუშვი, ცოტა მოვშორდი და უაზრო გამომეტყველებით შევხედე, მერე კი გავიცინე და სიცილი ხარხარში გადამეზარდა
-ღმერთო ასეთ დებილებს რატომ მახვედრებ, კიდევ არ ვწყვეტდი სიცილს-გუშინ მე დამეჯახე მანქანით და შენ გააფრინე? ირონიული ღიმილით შევხედე
-შთამბეჭდავია! არ შევმცდარვარ! ისევ გაოგნებული მათვალიერებდა.
-ექიმს გაესინჯე. ესღა ვუთხარი და უკან გამოვბრუნდი როცა მისი ხელი მკლავში ვიგრძენი
-მოიცადე! შენ ჩემი დახმარება გჭირდება, ყველაფერი ვიცი შენს შესახებ როგორიც ხარ და მინდა ერთმანეთს დავეხმაროთ. ამჯერად სერიოზული იყო. ხელი გავაშვებინე და ისევ საყელოში ვწვდი
-მომისინე ბიჭუნა! ჩემთან მოახლოება არ გაბედო თორემ მაგ პატარა კვერ*ხებს მოგაჭრი და გადაგაყლაპებ! არ ვხუმრობ! სანამ აზრზე მოვიდოდა მანამდე გავქრი იქიდან.
უკვე შეხვედრის დროც მოახლოებულიყო, გზაში გონებას ვიკრებდი მაგრამ მაინც იმ დებილისკენ გამირბოდა ფიქრები, ახალი შარი არ მჭირდებოდა მაგრამ როგორც ჩანს პრობლემები თან მდევს.
ისევ იმავე ადგილას მივედი და დალოდებაც კი აღარ იყო საჭირო რადგან მაშინვე გამოჩნდა ბაიკერი, ამჯერად მკვეთრ მოძრაობებს აკეთებდა და მეტისმეტად სწრაფად მოჰქროდა ჩემკენ, მის უკან რამდენიმე მოტოციკლი მოდიოდა და წამიც არ დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ მოსდევდნენ, მომიახლოვდა თუარა მაშინვე ხელი გამომიწოდა, დაუფიქრებლად შევაგაბე ჩემი ხელი მისას, მაჯაში მწვდა და ერთი ნახტომით თავის უკან მომისვა. იმხელა ადრენალინი გამოვყავი, თითქოს თავიდან დავიბადე და ცხოვრებას ახლა ვიწყებდი, ჩემში ახალმა ემოციამ იფეთქა, რომელიც ძალიან მომწონდა. ბაიკერის ტყავს მოვეჭიდე უკნიდან, რადგან გადმოვარდნის დიდი საფრთხე არსებობდა ისე მართავდა მოტოციკლს. უკან გავიხედე და დაახლოებით სამი მოტო მოგვდევდა, აშკარაა უკან არაფერზე დაიხევდნენ, წინ გადაღობილ ხალხსაც კი ისე უხეშად იშორებდნენ რომ არ ადარდებდათ.
-ნუ გეშინია მოვიშორებთ. მისი მხიარული ხმა გავიგე და მივხვდი ჩაფხუტის შიგნით როგორ გაეღიმა.
-შიშსგან ვკვდები. გავთამამდი და მეც იგივე მხიარულებით ვუპასუხე-სადმე ჩიხი ნახე და შეუხვიე! ბრძანებასავით მომივიდა
-რა? გაოცებულმა წამით მოახერხა შემოხედვა და ისევ გზას გახედა
-გააკეთე რაც გითხარი! ცოტა გავერთოთ. ცალი წარბი ავწიე და ტუჩის კუთხეში ღიმილი შემეპარა. უცბათ გიჟურმა აზრმა გამიელვა თავში და იმაზე არც დავფიქრებულვარ ჩემი თანმხლები რა რეაქციას გამოხატავდა. როგორრაც მოტოციკლზე ისე დავჯექი რომ ჩემი ზურგი ბაიკერის ზურგს ეხებოდა,-მკვეთრი მოძრაობებისგან თავი შეიკავე ერთ წამს. ისევ გავძახე მას და შეასრულა ჩემი ნათქვამი. ბათინკში ჩამალული ერთი დანა ამოვიღე-ცოტა შეანელე ( კიდევ ერთხელ ვუბრძანესავით)-აბა მოდი ჩიტო! ახლა უკვე ოპონენტის მიმართულებით ნათქვამ წინადადებაზე მეთვითონ გამეცინა კმაყოფილებისგან. როგორც კი მანძილი საკმარისად მივიჩნიე, მაშინვე ვესროლე დანა საბურავში და შედეგმაც არ დააყოვნა, რამდენიმე ბრუნი გააკეთა მოწინააღმდეგის ტრანსპორტმა და გაჩერდა. ისევ საწყის მდგომარეობას დავუბრუნდი და წინ რომ გავიხედე უკვე ჩიხში შევდიოდით
-ძრავი გამორთე! ისევ ვუბრძანე და დაპროგრამებულივით შეასრულა მანაც. მოტოციკლიდან გადმოვედით და იქვე ორ ნაგვის ბუნკერს ამოვეფარეთ
-ერთი კითვა მაქვს ( დავიწყე ჩურჩულით,) რამდენად მნიშვნელოვანია მათი სიცოცხლე?
-უმნიშვნელოა. მხრები აიჩეჩა და მიპასუხა. მის სახეს ვერ ვხედავდი რადგან ჩაფხუტი არ მოეხსნა.
-ძალიან კარგი! ჩამეღიმა. დავინახე ორი ბაიკერი როგორ შემოვიდა ჩიხში და ძრავები გამორთეს-გართობა იწყება. უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და მათ წინ დავდექი
-ვაუუ ქალიც ამას ქვია! ერთ-ერთის გულისამრევი ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას
-მაგარი ტანი აქ, გადაულაპარაკა მეორემ-ჯერ გავ*იმოთ თუ ის ახ*არი მოვკლათ
-ქალის უკან იმალები შე ყ*ეოო, მისი მიმართულებით დაიწყეს ლაპარაკი.
-საღამომშვიდობისა ბიჭებო. სრულიად მეამიტური გამომეტყველებით შევხედე და მათკენ დავიძარი
-თვითონ გვივარდება ხელებში ეს ბო*ი. გადაიხარხარა ერთ-ერთმა
-პირველი რომელი იქნება? დავსვი მათთვის მოულოდნელი კითხვა, ორივეს სხვა რამ ეგონა და ალბათ მიხვდებით რაც, როცა ერთთან მივედი და კისერზე შემოვხვიე ხელი თვალები აუციმციმდა-ალბათ შენ ხომ? უფრო მეტად აქტიურობ( ყურთან მივუტანე ტუჩები და ჩავჩურჩულე) ერთი ხელი ყბაში მოვკიდე, მეორეთი თავი დავუჭირე და 180 გრადუსით მთელი სისწრაფით შევაბრუნე. მაშინვე გაისმა კისრის ტკაცუნის ხმა და ჩემს წინ მდგომი უგონოდ დაეცა, რაზეც მეორე წამოენთო და ჩემი მიმართულებით დაიძრა
-ოუუ კარგი რაა, ცოტა ვითამაშოთ. ნაყწნი ხმით ვუთხარი
-დედასმოგ*ნავ. მხეცივით გამოექანა
-ეგ აღარ უნდა გეთქვა! წამში შემეცვალა გამომეტველება და მკვლელის ინსტინქტი ჩავრთე, მისგან წამოსული მუშტი სწრაფად ავიცილე, ყელში ვწვდი და ძირს დავახეთქე, წამოდგომა სცადა და ისევ მომიქნია მუშტი, ამჯერად დავუჭირე და საპირისპირო მიმართულებით გადავუგრიხე, ტკივილისგან სახე დაემანჭა და ხმადაბალი ყვირილი აღმოხდა
-ვერ გავიგე რაო რა მითხარი? უფრო და უფრო ვუჭრდი ხელს და თვითკმაყოფილ მზერას არ ვიშორებდი
-შეწყვიტე გთხოვ. უკვე სასოწარკვეთილების ზღვარზე მყოფმა მთხოვა. მეც მხრები ავიჩეჩე, თავს ვამებებდი
-კარგი, როგორც გინდა. ხელი გავუშვი და მიწაზე დაეცა. მაჯას ისრესდა და თან დგებოდა, მაგრამ მე ხომ ახლა დაუნდობელი ლინა ვიყავი, ერთხელ შემოვუარე გარშემო ბიჭს, მერე მის წინ ჩავიცუცქე
-ხომ გავსწორდით, რაღა გინდა. შეშინებული მზერით ამომხედა, იმ წამს ისეთი პათეტიკური იყო რომ შეცოდების მსგავსი რამაც ვერ ვიგრძენი
-თავი დაანებე წავიდეთ. ზურგს უკან მომესმა ჩემი ასე ვთქვათ ამჟამინდელი თანამშრომლის ხმა. ღრმად ამოვისუნთქე
-გეთანხმები. წავიდეთ. გავუღიმე და გავსწორდი. გავიგონე როგორ შვებით ამოისუნთქა ჩემმა „მსხვერპლმა“. წამის მეასედში მის უკან გავჩნდი, თმით დავიჭირემ თავი უკან გადავაწევინე და დანა ყელში გამოვუსვი. სისხლი თქრიალით მოდიოდა მისი შუაზე გადახსნილი ყელიდან, იქვემივაგდე და გაქვავებულ ბიჭთან მივედი, რომელსაც ჩაფხუტი მოეხსნა და ქერა ცოტა წამოზრდილი თმა უფრიალებდა ქარზე, გაოგნებული მიყურებდა ხან მე, ხან გვამებს.
-ლინა კრიხელი. ხელი გავუწოდე და გავეცანი. თითქოს ახლა მოვიდა გონს და ფიქრებიდან გამოერკვა
-თორნიკე ტერლეცკი. თავისი ხელი შემაგება და მსუბუქად გამიღიმა
-კარგია. ახლა კი ჩვენს საქმე მივხედოთ. ისე ვუთხარი გეგონებოდათ რამდენიმე წამის წინ მე არ დამეხოცოს იქ მიყრილი გვამები. ხელი გავითავისუფლე და მოტოციკლისკენ დავიძარი.



ესეც ახალი თავი. იმედია მოგეწონათ და ველი შთაბეჭდილებებს <3



№1  offline წევრი Tskrialashvili Mariami

Ai mesmiiis qliii :D
Nu agar vici rogor gadmogce is tu ramxela bednierebas manichebs es motxroba.
shevisisxlxorce <3
Ert-ert im mugams vucher ro ar aris banaluri, rac momwons.. :)
Agar gavagrdzeleb da vityvi rom shen xar shen xar shen xar sheeen xaaar... S A O C R E B A <3 ♥

 


№2  offline მოდერი pekhshvela

ძალიან მაგარიაა heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი jina

Tskrialashvili Mariami
Ai mesmiiis qliii :D
Nu agar vici rogor gadmogce is tu ramxela bednierebas manichebs es motxroba.
shevisisxlxorce <3
Ert-ert im mugams vucher ro ar aris banaluri, rac momwons.. :)
Agar gavagrdzeleb da vityvi rom shen xar shen xar shen xar sheeen xaaar... S A O C R E B A <3 ♥

miyvarxar miyvarxar miyvarxar ♡♡♡♡ madloba aseti shepasebistvis <3

pekhshvela
ძალიან მაგარიაა heart_eyes heart_eyes

didi madloba ^^ :*

 


№4 სტუმარი geimerivar

https://youtu.be/ItVFIxaItoM

 


№5  offline წევრი M^d G1rl

ოუუშეეეთ
არვიცირავთქვა

 


№6  offline წევრი jina

M^d G1rl
ოუუშეეეთ
არვიცირავთქვა

:D :D <3

 


№7 სტუმარი Dea

uumagresia ❤

 


№8  offline წევრი jina

Dea
uumagresia ❤

dzalian didi madlobaa ♡

 


№9  offline წევრი lamazmani

axali personajebi kaia momwons dzalian veli axal tavs

 


№10  offline წევრი jina

lamazmani
axali personajebi kaia momwons dzalian veli axal tavs

madloba chemo kargo♡

 


№11  offline წევრი gogona tbilisidan

კარგია,ეს თორნიკეც საყვარელი ჩანს <3 მარა ჩემი უცნობი სად დაკარგეე grimacing მალე დადე <3

 


№12  offline წევრი jina

gogona tbilisidan
კარგია,ეს თორნიკეც საყვარელი ჩანს <3 მარა ჩემი უცნობი სად დაკარგეე grimacing მალე დადე <3

jer chamovayalibo eseni da mere sul shenc devilze davwer :*

 


№13  offline წევრი gogona tbilisidan

jina
gogona tbilisidan
კარგია,ეს თორნიკეც საყვარელი ჩანს <3 მარა ჩემი უცნობი სად დაკარგეე grimacing მალე დადე <3

jer chamovayalibo eseni da mere sul shenc devilze davwer :*

heart_eyes აიიი მაგათი წყვილი გამახარებს მე ყველაზე მეტად ფინალში

 


№14  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian momwonsss.
Yvela tavshi ais ragac axali da igrdznoba prkgresi. Es dzalian momwons.
Veli shemdegs!!!

 


№15  offline წევრი jina

gogona tbilisidan
jina
gogona tbilisidan
კარგია,ეს თორნიკეც საყვარელი ჩანს <3 მარა ჩემი უცნობი სად დაკარგეე grimacing მალე დადე <3

jer chamovayalibo eseni da mere sul shenc devilze davwer :*

heart_eyes აიიი მაგათი წყვილი გამახარებს მე ყველაზე მეტად ფინალში

aucileblad gagaxareb :*

nawkas12345
Dzalian momwonsss.
Yvela tavshi ais ragac axali da igrdznoba prkgresi. Es dzalian momwons.
Veli shemdegs!!!

chemi gogo xar ukve shen :* ♡♡♡

 


№16  offline წევრი თ.მ

ძალიიიიიაააან კარგიაააა... ♥️

 


№17  offline წევრი jina

თ.მ
ძალიიიიიაააან კარგიაააა... ♥️

madlobaa ^_^

 


№18  offline წევრი MikaSa

Malee dade raa

 


№20  offline წევრი jina

gogona tbilisidan
Rodis daadeeb

dges davdeb ♡

 


№21 სტუმარი მგ

აბა დღეს დავდებო? 12ის მერე იქნება ?

 


№22  offline წევრი jina

მგ
აბა დღეს დავდებო? 12ის მერე იქნება ?

didi bodishit gautvaliswinebeli ragac sgememtxva. xval davwer usikvdilod

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent