წარმოსახვა
ადამიანები საოცარი არსებები ვართ. შეგვიძლია ჩვენი ერთი ქმედებით ვინმეს ბენდიერება მოვუტანოთ, ან ცხოვრება დავუნგრიოთ.ისტორიის მთავარი გმირი არის ქალი, რომელსაც არ გამოუცდია სიყვარული, არ იცის როგორია გიყვარდეს ვინმე და მის გარდა სხვას ვერაფერს და ვეღარავის ხედავდე. მისთვის ყველაფერს ერთი ფერი აქვს, არაფერი გამორჩეული, ყველაფერი მოსაწყენია.ის არის ერთი შეხედვით ბედნიერი ქალი , რომელსაც ჰყავს ძალიან კარგი მეგობრები, აქვს შესანიშნავი სამსახური, ცხოვრობს მარტო და აკეთებს იმას რაც უნდა. ბევრ კაცს ატკინა გული, ზოგიერთი ამას მის პროფესიადაც კი თვლის. ეს არის ყველაფერი რაც მასზე ჩანს გარედან. სინამდვილეში კი ამ ქალს აკლია სიყვარული სრული ბედნიერებისთვის და ის ცდილობს ის იპოვოს ყველა კაცში , თუმცა უშედეგოდ. ამ ყველაფერს კი ადამიანების გულის დამსხვრევა სდევს თან.ქრისტი 24 წლის არის, სხვები მასზე კარგს არაფერს ამბობენ, რადგან ქალს ერთადერთ რამეს ვერ აპატიებენ , სილამაზეს. გათენდა. ვგრძნობ როგორ ეხება მზის სხივები ჩემს სახეს. არ მინდა გაღვიძება. ისეთი არაფერი მელოდება, რის გამოც , ვიცხოვრებ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ , სხვა გზა არ მაქვს, სამსახური მიხმობს.როგორც ყოველთვის ერთი საათი მომზადებას მოვუნდი და სამსახურსი წავედი. გზაში საშინელი საცობი იყო, მანქანის გაჩერბა მომიწია და მეტროთი წავედი.დღე აშკარად ცუდად დაიწყო. სამუშაო ოთახში შესვლისას უცნაური სიტუაცია დამხდვა. ადგილი სადაც მუდამ სიწყნარეა ხალხი გაგიჟებული აქეთ-იქით დარბოდა.ძლივს ავარიდე ამ არეულობას თავი და ჩემს მაგიდასთან მივედი , სადაც ფერდაკარგული ნინა მელოდა.ნინა არის ჩემი უახლოესი მეგობარი.მის გარეშე ბერვ რამეს ვერ გადავიტანდი.სასწრაფოდ ვკითხე რა ხდებოდა. -რა ხდება ? მშვიდობაა? -არ დაიჯერებ. უბრალოდ, წარმოუდგენელი რამ ხდება -აღარ მეტყვი ? -სჯობს დაჯდე. უკვე მოთმინებას ვკარგავდი. -ის.. ისს.. ის.. მოკლედ, ბექა ბრუნდება. ამ სახელის გაგონებისას თითქოს ლაპარაკის უნარი დავკარგე, არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი.ეს სახელი 3 წელია არ გამიგონია.ეს იყო ადამიანი , რომელმაც ჩემს გამო მიატოვა ყველაფერი და უბრალოდ გაუჩინარდა. -ქრისტი, ქრისტი, ქრისტიიი ნინა უკვე ყვირილზე გადავიდა, ძლივს გავიგე მისი ხმა და აზრზე მოვედი. -გინდა უფრო დაუჯერებელი რამ გითხრა ? განაგრძობდა ის -დღეს არის კორპორატიული საღამო და ბექაც მოვა თავის საცოლესთან ერთად. -ვისთან ერთად ? -ხო, არ მოგესმა . ანის ველაპარაკე დაიმან მითხრა, ჩვენც არ გვჯეროდა სახლში, რომ მოვიდა და თან საცოლეც მოიყვანაო. ანი ჩემი მეგობარია და ბექას და. ბექას გაუჩინარების შემდეგ ისეთი ურთიერტობა აღარ გვაქვს,სამწუხაროდ.მშობლები იმდენად ნაწყენები იყვნენ ჩემზე ,რომ ანის აუკრძალეს ჩემთან მეგობრობა. -მე არ წამოვალ. -მოგიწევს, სავალდებულოა. წასვლა არ მინდოდა.მას ვერ ვნახავდი. ბოლოს როცა ის ვნახე, იმხელა სიძულვილს ვხედავდი მის თვალებში, რომ ამის დანახვას კიდევ ვერ გავუძლებდი.თუმცა სხვა გამოსავალი არ მქონდა. ქრისტიმ საღამოსთვის უმშვენიერესი, შავი აბრეშუმის, მოკლე, გვერძე ჩახსნილი კაბა ჩაიცვა. მისი გრძელი თმა გაიშალა, ისე რომ მთელ ზურგს უფარავდა და წავიდა. მივედი თუ არა ნინას ვეძებდი, თუმცა უშედეგოდ , ამიტომ სასმელი ავიღე და აივანზე გავედი. გადავყურებდი თბილისს და ვფიქრობდი ბექაზე. რა უნდა მეთქვა მისთვის ან ის რას მეტყოდა. ამ დროს წელზე ვიგრძენი ვიღაცის ხელი , ასევე ნაცნობი სურნელი. არ მინდოდა შებრუნება, თვალებში ვერ ჩავხედავდი, თუმცა სხვა გზა არ იყო.შევბრუნდი და დავინახე ბექა. და ამ დროს თითქოს და დრო გაჩერდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.