ძველი პიანინო - 9
9. ენაგადმოგდებული გარბოდა. დილის ნისლი ხელს უშლიდა წესიერად დანაეხა ნაწვიმარი ქალაქის ქუჩები. გარბოდა და არ იცოდა საით... ის კი კარგად უწყოდა ვისაც გაურბოდა, მაგრამ გასაქცევიც უკვე აღარსად ჰქონდა... სუნთქვა უჭირდა ლამის გული ამოუვარდა, მუცელში საშინელი ტკივილი იგრძნო... „წყეული ფიფო“... ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა... ქუჩის ბოლოს ვიწრო, დამრეცი ჩიხით მთავრდებოდა. იქამდე თუ მიღწევს, მერე იქნებ სადმე გადაძვრეს და მოახერხოს მიმალვა... მდევარი ფეხდაფეხ მოსდევდა. მთელი ლეგიონი გამოენთო მის დასაჭერად... ამდენ ხალხს ასე ადვილად სად წაუვიდოდა, რომ არ შემთხვევით ერთ ძველ იტალიური სტილის ეზოში ნახევრად მინგრეული სადარბაზოს კედლები... სახლი თითქოს ორმაგი იყო.. დიდი ქვით ნაშენები, ძველი სამსართულიანი შენობა, გარედან უფრო ჩამკვდარი ვიდრე ეზოდან. ეზოს კი ყოველ სართულს მთელ სიგრძეზე გაჭიმული აივნები გადმოჰყურებდა. ეზოს მხრიდან შემავალ სადარბაზოში, სულმოუთქმელად არბინა გრძელი დახვეული კიბე და სხვენზე აღმოჩნდა. სხვენი ერთ დიდ გალერეას წარმოადგენდა რომ არა უამრავი ნაშალი ქვებითა და აგურებით არ ყოფილიყო გამოვსებული, ზოგან ძველი დანგრეული ავეჯის გროვა და ფიცრებიც ეყარა. მიძვრებოდა ამ ნაგვით სავსე ტალანში და თითქოს ბოლოც არ უჩანდა... „სადღაც ხომ მაინც იქნება გასასვლელი...“ თავს იმშვიდებდა ფიქრით, რაც მთავარია ფიფოს და მის სპეცრაზმს დაუსხლტა ხელიდან. ეძებონ ეხლა ეზო-ეზო და კარდაკარ... ქვემოდან ხმები ამოდიოდა ქუჩის მხრიდანაც მოუარეს, სხვენში როცა დაიწყეს ამოსვლა, უკვე საშიში გახდა იქ დამალვა, სადღაც სართულზე ჩაძვრა და კედლის ნაპრალიდან დაიწყო თვალის დევნება. ყველაფერი რაღაც წამებში მოხდა, ვიღაც ფოტოაპარატიანი შტერი გოგო ამ უკაცრიელ სართულზე და გიჟივით შემოვარდნილი არმია... მთელი ეზო გადაჩხრიკეს, გარეთა უმოქმედო სადარბაზოებშიც ერთი ბრაგა-ბრუგი ატეხეს, მაგრამ ამაოდ მის კვალს ვერსად მიაგნეს. როგორც იქნა ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა... ამდენი სირბილისგან გაოფლილმა, სველმა ტანსაცმელმა საშინლად შეაწუხა. კედელს მიეყრდნო, სიგრილემ სასიამოვნოდა დაუარა, თვალებდახუჭული და წუთით გაირინდა. კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე, მაგრამ ვინ აცალა. ჩახველების ხმამ გვერდით გაახედა. ძველ სპორტულ პიჟამოებში გამოწყობილი კაცი ხელის ქნევით ეპატიჟებოდა: - აქეთ წამოდი... მაქედან გზა ჩაკეტილია, ვერ გახვალ. თავისდაუნებურად კვალში მიჰყვა. კაცმა გრძელ დერეფანი გაატარა. ერთ დიდ ოთახში შევიდნენ და იქედან სხვა დამაკავშირებელი გასასვლელით ისევ ეზოს მხარეს აღმოჩდნენ. აივანი მთლიან ეზოს არტყამდე წრეს. ზოგან შემინული იყო გასასვლელი იკეტებოდა, ზოგან კი ღია იყო და გაშლილი. მოხუცი ერთ-ერთ კართან მივიდა: - მოდი შემოდი, შენი თვალით ნახე ბინა! - რააა... რააა ბინა?.. - ძლივს წაილუღლუღა - კაცო!.. წეღან ხომ დამირეკე... და მალევეც მოხვედი... გეტყობა გეჩქარება ბინა.. ხო შევთანხმდით ორი თვისა წინასწარ მინდა! ახალგაზრდა კაცმა უნებლიეთ ხელი ჯიბისკენ წაიღო, სახლის პატრონმა ფულს დახედა, აქ მარტო თვენახევრისა არი!.. ეგრე იყოს, მერე ბარგს რო მოიტან მერე დამიმატე... ხო კაი ოთახია? - კი კარგია... მყუდრო... სუფთა... - ხოდა აჰა გასაღები და მოისვენე დაღლილი იქნები. თუ რამეში დაგჭირდე, ეგერ აივნის ბოლოში გამოდი, იქა ვცხოვრობ... მოხუცი თავის საცხოვრებლისკენ წაფრატუნდა. ოთახი დიდი იყო, მაღალ ჭერიანი, ორი გრძელი ფანჯარა ქუჩას გადაჰყურებდა, მხოლოდ არა იმ ყრუ ქუჩას სადაც ყრუ და გაუქმებული სადარბაზოები იყო, პირიქით, ფანჯრების მხარე ქუჩა ბევრად ხმაურიანი და ხალხმრავალი აღმოჩნდა. ავეჯიც საკმარისად იდგა, ოთახი სუფთა და მოწესრიგებული იყო. საწოლზე გაუხდელად მიეგდო. ჭერზე მოხატულმა ანგელოზები ძირს ჩამოფრინდნენ და თვალის გუგებზე დაუფინეს ზეთისხილის რტო... ყველაფრისგან დაღლილს და დაცლილს ღრმად ჩაეძინა. LEX·2016 წლის 2 მაისი, ორშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.