შეგეჩვიე XV
-რა კარგია არა ნატუკა ორსულად რომ არის. ახალ ეტაპზე გადავიდნენ. -ჰო იქნებ ის ბოთე ცოტა მართლა დაჭკვიანდეს. -მიხარია მათ გამო. სიმართლე გითხრა თავიდან მაეჭვებდა მაგათი ამბავი ორი გადარეული რომ შეხვდა ერთმანეთს მაგრამ საბედნიეროდ ააწყვეს ურთიერთობა. -კიი მოუგვარა შენმა დაქალმა. -მალე ჩვენიქორწინების წლისთავია რას მაჩუქებ? -იქამდე მოვიფიქრებ. და შენ? -მეც მოვიფიქრებ. -ძალიან მიყვარხარ თებეა. შენ რომ არა დღეს ჩემი ცხოვრება რა იქნებოდა არ ვიცი. სრულიად შემცვალე ხანდახან ვერც კი ვცნობ ჩემ თავს. იმპულსების მართვა ვისწავლე. გონებით ვწყვეტ უკვე ყველაფერს და დაუფიქრებელ ნაბიებს აღარ ვდგამ. -ერთი სიტყვით მეც ჩაგიტარე ხოო? -მასე გამოდის. უბედნიერესი ვარ არსებობ და ჩემი ხარ. -კარგი რა იყო მე ხარ? რა სენტიმენტები ჩართე. -შენ კი მე ხარ? მგონი ახლა უნდა მკოცნიდე ასე რომ გამოვხატე სიყვარული. -ჩემი მორჭულებული. -ჩაიცინა ლოყაზე თითები ჩამომისვა და გემრიელად მაკოცა. -ახლა დაიძინე ხვალ ჩემი ქმრის პირველი სამუსაო დღეა როგორც გენერალური დირექტორი. -ნეტა როგორ წარიმართება ყველაფერი. მეშინია რაიმე არ დაგმართოს იმ არაკაცმა. -ნუ გეშინია. ერთად ვერ მოგვერევა. დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ახალი თავი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. უნდა დავამტკიცო რომ სხვისი სათამაშო არ ვარ. გამოვეწყვე. თებეამ როგორც ყოველთვის ჰალსტუხი შემიკრა. მაკოცა და გამომაცილა. სტიმულს მაძლევს მისი სიყვარული. ბანკის მთავარ შენობას მივუახლოვდი და გულისცემამ მიმატა. დღეს პირველად უნდა შევხვედროდი ჩემს ხელქვეითებს. დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ შთაბეჭდილებას და იმედია ყველას მოვეწონები. მინდა რომ იმ ძაღლზე მეტად დამაფასონ. გვერდით დამიდგნენ და იმაზე დიდი იმპერია შევქმნა ვიდრე ახლაა. მინდა რომ ჩემი სახელი ყველასთვის სიძლიერესთან და კარიერულ მიღწევებთან ასოცირდებოდეს. ასეამბიციებით გაბრუებულმა შევაღე კარი და ავედი ჩემს კაბინეტში. გუშინ დატოვებული დავალება გადავამოწმე პირველად და თვითკმაყოფილს ჩამეცინა. აბრაზე დიდი ასოებით აწერია ჩემი სახელი. მივიხედ მოვიხედე ყველას კომპიუტერებში ქონდა ჩართული ტელეფონი ამოვიღე აბრას სურათი გადავუღე და თებეას გავუგზავნე. -ყოჩაღ ლიანა მომეწონა. კიდევ რომ გთხოვე რაღაც ის შეასრულე? -დიახ ბატონო იოანე როგორც კი მეტყვით ყველას შევკრებ. -კარგი ერთ საათში ზუსტად გამოვალ და ყველა შეკრიბე. -დიახ გასაგებია. ოთახში შესულს თებეას შეტყობინება დამხვდა, -წარმატებები დიდ საბანკო სისტემაში, მე შენი მჯერა- და კოცნის სმაილი. თავში აზრების დალაგება დავიწყე რა უნდა მეთქვა ხელქვეითებისთვის. ცოტა გამოცდილება კი მქონდა უფროსობის მაგრამ სად ფილიალის და სად მთლიანად ბანკის მართვა. მაგრამ არაუშავს, ყველაფერი გამოვა. აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე გასულა ეს ერთი საათი. კარზე ლიანამ მოაკაკუნა და თავი შემოყო ოთახში. -ყველანი შეიკრიბნენ ბატონო იოანე. -კარგი ახლავე გამოვალ. -პიჯაკი გავისწორე, წყალი მოვსვი ღმად ჩავისუნთქე და გავედი. ყველა კაბინეტის წინ იყვნენ შეკრებილი. ცალი ხელი ჯიბეში ჩავიყავი რომ ნერვიუობა დამემალა და დავიწყე. -მოგესალმებით, ვინც არ იცით, გეტყვით რომ იოანე ლომიძე ვარ. ბანკის ახალი მფლობელი და გენერალური დირექტორი. დღეიდან ჩემი ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება ყველა საქმე. მინდა რომ გვქონდეს არა ტირანული მმართველობა არამედ მეგობრული ურთიერთობა რაც მიმაჩნია რომ სამომავლოდ დიდ წარმატებას მოგვიტან. ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით მერწმუნეთ მეტად ლოიალური ვარ. თუ რაიმე პრობლემა გაგიცნდებათ მომართეთ. მე ვაფასებ თითოეული თქვენთაგანის შრომას, რადგან ის რასაც დღეს ეს ბანკი წარმოადგენს თქვენი დამსახურებაა და არა ბატონი დიმიტრის და არც მომავალში იქნება მხოლოდ ჩემი. მე დიდი გეგმები მაქვს იმედია მხარში ამომიდგებით და შევძლებთ დიდი და ძლიერი იმპერიის შექმნას. -ტაშით გამაწყვეტინეს საუბარი, რამაც მიმახვედრა რომ ნაწილობრივ მათი პატივისცემა დავიმსახურე. -ვისურვებდი რომ ერთმანეთთან ღია ურთიერთობა გვქონდეს. თუ რაიმე შემეშლება მიმითითეთ, თქვენ შეგეშლებათ მე მიგითითებთ. თუმცა ჩვენი ურთიერთობა არ გასცდება ნორმის ფარგლებს. -კიდევ ერთხელ შემაწყვეტინეს ტაშით. ვიცი რომ ახალი უფროსის მოსვლას ხშირად რაღაც მითქმა მოთქმები მოყვება ამიტომ საანამ რაიმე ჭორები გავრცელდება თუ ვინმეს რაიმე გაინტერესებთ ახლავე მკითხეთ. მაინც ნდობის საკითხია და ალბათ პირველი გამოცდაც ჩვენი ურთიერთობის დასაწყისისთვის. -ბრბოში ხელი გაჩნდა. -დიახ თქვენ გისმენთ. -მაპატიეთ ბატონო იოანე მგონი პირადულ კითხვას გისვამთ მაგრამ მგონი ჯობია ყველამ იცოდეს მართალია რომ თქვენ. -უკვე მივხვდი რასაც მეკითხებოდა და დავასწარი. -დიახ მართალია,მე ბატონი დიმიტრის შვილი ვარ. -ტალღასავით გადაუარა ყველას გაოცებამ და აჩურჩულდნენ. კიდევ ერთი ხელი. ისეთი ლამაზი გოგო იყო, სამსახურეობრივმა რომანმა გამიელვა თავში მაგრამ თებეას გაბრაზებული სახე წარმომიდგა წინ. -გისმენთ თქვენ. -ბატონო იოანე დაქორწინებული ხართ? -გამეცინა ამ კითხვას ასე პირდაპირ რომ მეკითხებოდა. -დიახ. უკვე თითქმის ერთი წელია. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს თებეა ყიფშიძე. მალე გაგაცნობთ მასაც. -ცხვირი აწია უკმაყოფილების ნიშნად. -ბატონო იოანე შემცირებას ხომ არ გეგმავთ? -არა, არანაირი შემცირება, პირიქით თუ რომელიმე დეპარტამენტი გაფართოებას საჭიროებს აუცილებლად ავიყვანთ ახალ და პერსპექტიულ თანამშრომლებს. -ბატონო იოანე ერთი დიდი პრობლემა გვაქვს. -მომართა ლიანამ.- ამხელა ბანკში სასადილო და დასასვენებელი ოთახი არ გვაქვს. -რაა? -ნამდვილად გამიკვირდა, მართლა ტირანი ყოფილა ის , ვირებივით ამუშავებდა ამ ხალხს და უბრალო ადამიანური პირობებიც კი არ ჰქონდა შექმნილი. -ამ პრობლემას მაქსიმალურად მოკლე დროში მოვაგვარებ. ლიანა ჩაიწერე ყველა გამოთქმული პრობლემა კარგი? იმედია არ გაქვს პრობლემა პირად მდივნად რომ დაგტოვო. -პირიქით ბატონო იოანე, დიდი მადლობა ნდობისათვის. -კიდევ ხომ არაფერია ისეთი რაც სასწრაფოდ საჭიროებს გამოსწორებას? -ლინამ დაასწრო ყველას პასუხის გაცემა. -არა ბატონო იოანე, და თუ რაიმე პრობლემა გაჩნდება აუცილებლად შეგატყობინებთ. -კარგი, მაშინ დაუბრუნდით ახლა თქვენს საქმეებს. მადლობთ ყურადღებისათვის. -თვალის დახამხამებაში დაიშალნენ და კვლავ ყველა მხრიდან ზუზუნის ხმა ისმოდა. არ ვიცი მუშაობენ არ ვიცი მე მჭორავენ. იმ გოგონას მოვკარი თვალი და აშკარად უკმაყოფილოა ჩემი ქორწინების გამო. ლამაზია კი არის მაგრამ ჩემი თებეა უფრო ლამაზია. ამაზე ფიქრში დამებადა კორპორაციული წვეულების იდეა. ყველას უფრო კარგად გავიცნობ. ტელეფონს ხელი დავაჭირე, მეორე მხრიდან ლიანამ მიპასუხა. -დიახ ბატონო იოანე. -შემოდი ლიანა ერთი წუთით. -მაშინათვე შემოვიდა. ხელში საწერ კალამი და რვეული ეჭირა ალბათ ელოდა რომ დავალებების გრძელ სიას მივცემდი. -ლიანა მინდა რომ ოფისის ყველა თანამშრომელისათვის კორპორაციული წვეულება მოვაწყო, გაცნობის მიზნით. რა თქმა უნდა ორგანიზებას შენ გავალებ და ფინანსისტს რომელიც პასუხისმგებელია ასეთი საკითხების დაფინანსებაზე გადაეცი რომ რამდენიც დაგჭირდება იმდენი მოგცეს. თანხის გამო არ დაიხიო არაფერზე უკან მინდა რომ ძალიან გლამურული გამოვიდეს ისე რომ მეორე დღეს ყველა ამ წვეულებაზე ლაპარაკობდეს. ხომ ხვდები რაც მინდა. -დიახ ყველაფერი გასაგებია და მაქსიმალურად ვეცდები რომ თქვენი იმედი არ გავაცრუო. -ძალიან კარგი ახლა თავისუფალი ხარ. -არაა ძან მაგარი ყოფილა უფროსობა. დღე ისე გავიდა ვერც მივხვდი. არც დავღლილვარ, მხოლოდ რაღაც ქაღალდებზე მიწევდა ხელის მოწერა მაგრამ როგორც ჭეშმარით ბიზნეს მენს შეეფერება ყველა დოკუმენტი ყურადღებით წავიკითხე. მიხაროდა რომ პირველი დღე წარმატებით, უპრობლემოდ დამთავრდა. -ბატონო იოანე თქვენთან სტუმრები არიან. -გამიკვირდა არავის ველოდი. ლიანამ კარი შემოაღო და ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდნენ დაჩი ნატუკა და თებეა. მათ დანახვაზე მეტად ვერაფერი გამახარებდა. დაჩის ხელში შამპანურის ბოთლი ეჭირა. -შეიძლება ბატონო იოანე? -ისე თავშეკავებულად და ოფიციალურად იქცეოდნენ გამეცინა. -დიახ მობრძანდით.- მეც შევიფერე. როგორც კი ლიანამ კარი გაიხურა ატეხეს ხარხარი. დაჩი ხელებ გაშლილი წამოვიდა ჩემსკენ. -გილოცაავ ძმა, მოსვი ხო თავის ადგილას ყველა. როგორ მოგხდენია უფროსობაა. -ხელი გადამხვია და თმები ამიჩეჩა. -ეე ბიჭო დასტოინად თორე დავუძახე დაცვას. -ყველას გაგვეცინა. მერე ნატუკამ მომილოცა. -გილოცავ სიძე. აბა შენ იცი სულ წინ და წინ. აჩვენე ამათ ვინ არის აქ უფროსი. -ტებეას დროც მოვიდა. -ვუერთდები მილოცვას. ვამაყობ შენით. დიდი იმპერია უნდა შევქმნათ ხომ იცი, ჩვენს ოცნებებს ფრთები გამოვასხათ. -კისერზე მომეხვია და მაკოცა. ისე ტკბილად მომეჩვენა იმ მომენტში მისი ტუჩები. ყურისაკენ წაიწია და ძალიან ხმადაბლა მითხრა. -ისინი რომ არა ვფიქრობ შენს ერთ-ერთ სექსუალურ იდეას შევასხამდით ფრთას. -მაგის დროც მოვა. -რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ? -ეჭვის თვალით შემოგვხედა დაჩიმ. -რას და ვაფრთილებ რომ მის მდივანთან ღალატი არ გაბედოს თორემ ორივეს განვათავსებ 3 მეტრით ქვემოთ დედამიწის ზედაპირიდან სახით აღმოსავლეთისკენ. -ასე დაწვრილმანებაც არ მითხოვია. -შეშინებული სახე მიიღო დაჩიმ და ნატუკამ დასცინა. -იგივე დაგემართება შენც, -მე რა შუაში ვარ რა დავაშავე. -საცოდავად ამოიკრუსუნა დაჩიმ. -ჯერ არაფერი მაგრამ წინასწარ გაგაბრთხილე მერე რომ არ თქვა არ ვიცოდიო. -კარგი ახლა ნუ გაიკრიფეთ დაქალები ენად. ჩემს ძმას კარგად უნდა მივულოცო. -განაცხადა და შამპანურის ბოთოლი გახსნა. -აბა აბა შევავსოთ ჭიქები. შენ არა. -მკაცრად უპასუხა ნატუკას გამოწეულ ჭიქას. -ნატუ ჩაის მოვატანინებ თუ გინდა. -მერე ჩაით დაგლოცო ამხელა ბანკის მმართველი? -ახლა მივიღებ და მერე გამოგასწორებინებ, შევთანხმდით? -კარგი. -აახამხამა თვალები და კმაყოფილმა გახედა დაჩის. -შენ არ დამლოცავ ცოლო? -მკლავებში მოვიქციე თებეა. -შენი აზრით? -თებეას საღამოს დაალოცინე თავის. -ჩააგველა დაჩიმ და როგორც ყოველთვის პირველმა სწორედ თვითონ გაიცინა საკუთარ ხუმრობაზე. -იოანე მეგობარო. გილოცავ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯს, ვიცი რომ შენს ხელში ამათ არაფერი გაუჭირდებათ და პირიქით ყველაფერს მაგრად გააკეთებ. ძალიან ნიჭიერი და ამბიციური ხარ. მე ეჭვი არასოდეს მეპარებოდა შენში და აბა შენ იცი შეიფერე შენი თანამდებობა. -ვაიმე დაჩი ახლა ამეტირება. -თვალებზე თითები მოვისვი. -მაინდამაინც გინებით უნდა გითხრა რაიმე რომ დამიჯერო? -არა ძმა ასე მირცევნია უბრალოდ შენგან გამიკვირდა სენტიმენტები. -ხომ გეუბნები ჩაგვიტარესთქო.- და გოგოებზე მანიშნა. რათქმაუნდა მათ ეს არ გამოპარვიათ და როგორც ყოველთვის გააპროტესტეს ჩვენ არაფერ შუაში ვართო. ნატუკამაც იგივე მისურვა უბრალოდ ცარიელი ჭიქით თან დაჩის ებღვირებოდა ცარიელი ჭიქით როგორ ვუსურვო წინსვლა და წარმატება უნაირო რომ ხარო. თებეას დრო მოვიდა. გვერდით ამომიდგა ხელკავი გამომდო და დაიწყო. -აქ ყველა ის ადამიანი ხართ ვისაც ჩემს ცხოვრებას ვუმადლი. თქვენს მეტი მე ნამდვილად არავინ გამაჩნია. ბედნიერი ვარ რომ უფალმა თქვენთან შემახვედრა. ვიცი რომ ჩვენი ეს კავშირი არასოდეს დაირღვევა. დიდი დრო არ არის რაც ერთად ვართ მაგრამ ეს დრო საკმარისი იყო ჩვენი სიყვარულის გამოსაცდელად. ჩვენ ოთხი ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ერთმანეთ და ასე იქნება ყოველთვის. ჩემო სიყვარულო ჩვენს ოჯახს დიდ ბედნიერებას ვუსურვებ ის ნდობა რაც ჩვენს შორისაა არასოდეს შესუსტებულიყოს. მეამაყები და მაძლიერებ. როცა სისუსტეს ვიგრძნობ ყოველთვის შენი სიძლიერე და სიამაყე მახსენდება და როგორც შენს მეუღლეს არ მაქვს უფლება რომ უკან დავიხიო და ფარხმალი დავყარო. ჯერ მხოლოდ ბრძლა იყო ჩვენი ცხოვრება აწი გველოდება ია ვარდით მოფენილი ცხოვრება. მალე ჩვენს დიდ ოჯახს ახალი წევრი ეყოლება. -ყველამ გულაჩუყებულად ნატუკას გავხედეთ და მანაც მუცელზე მოისვა ხელი. -პატარები რომ გაჩნდება იმედია მერეც შენ და დაჩი ერთმანეთს დაეხმარებით პამპერსების გამოცვლაში. -დაასრულა და წამიერი პაუზა.. რაა ბავშვები პამპერსები? -მე ტყუპებს აშკარად არ ველოდები, ჩაფიქრდა ნატუკა. -და ჩემთვის უკვე აშკარა გახდა ყველაფერი. თებეა ხელში ავიტაცე. მის კისერში ჩავრგე თავი და ხარბად დავიწყე მისი სურნელის შეგრძნება. -მართალია?, ეს მართალია? -კი იოანე მართალია. -აუ რაა ვერ მივხვდი. -ადუდღუნდა დაჩი. -ვაიმეე რა დებილი ხაარ. -აკივლდა ნატუკა.- თებეაც ორსულადაა. -გამოქცა და იძულებული გავხდი თებეასთვის ხელი გამეშვა . მოირბინა მასთან და მოეხვია, ორივემ ტირილი დაიწყეს. დაჩიმ კიდევ ერთი ჭიქა შევსო და მეც შემივსო. მოვიდა მომეხვია. -ამ ჭიქით ჩვენს მომავალ ბარტყებს გაუმარჯოთ, დაე ჩვენი ცხოვრება გაელამაზებინოთ და ბედნიერი მშობლები ვყოფილიყავით. -აზრზე ჯერ კიდევ არ ვარ. ხარბად გამოვცალე ჭიქა რომ გონს მოვსულიყავი. ეს დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. არასოდეს არ მეგონა რომ შვილის ყოლა ასე გამახარებდა. თებეა ჩემსკენ მოვიზიდე და თუჩებში მაგრად ვაკოცე. -გიხარია? -მკითხა ჩუმად. -უბედნიერესი ვარ თებეა, ვერ გადმოგცემ სიტყვებით ახლა რას განვიცდი. შენ მე სამყაროს მჩუქნი. ჩვენი სიყვარულის პატარა ნაყოფი რომელიც ვიცი რომ უზარმაზარ სითბოს და სიყვარულს შემოიტანს ჩვენს ოჯახში. ძალიან მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. -ძლიერად მომეხვია. -რამდენი ხანია რომ გვიმალავ ქალბატონო? -წარბი აუწია ნატუკამ. -ორი კვირაა უკვე. უბრალოდ ისეთი დაძაბულები ვიყავით მინდოდა რომ ამ ქარიშხალს გადაევლო და მერე მეხარებინა. -ნამდვილად კარგი სურპრიზი გამოგივიდა. ისე მე ბიჭი უნდა მეყოლოს და შენ რას ფიქრობ. -ირონიულად გამომხედა დაჩიმ. -მე გოგო მეყოლება, იმიტომ რომ ნამდვილ მამაკაცებს პირველი გოგო გამოსდით. -თებეას გავხედე და თვალები ცრემლებით ამოევსო. დაჩი ჩაპიქრდა. -კარგი გადავიფიქრე ჩემიც გოგოა. -ყველას გულიანად გაგვეცინა და ჩვენს გოგოებს მოვეხვიეთ. აი ნამდვილი ბედნიერება როცა ყველა ვინც გიყვარს გვერდით გყავს. ჩვენ ოთხი და ჩვენი შვილები. -სახელები რა დავარქვათ? -მთელი სერიოზულობით იკითხა ნატუკამ. -მაგაზე ფიქრი ჯერ ცოტა ადრე ხომ არაა. -თებეასგან ამ კითხვას არ ველოდი რადგან დარწმუნებული ვარ უკვე მოფიქრებული ექნება სახელები. -ბიჭი თუ მეყოლება იოაკიმეს დავარქმევთ -დავიწყე მე. -და გოგო თუ იქნება კესანეს. -დააბოლოვა თებეამ. ეს სახელი მანამდე არასოდეს გამეგონა მაგრამ მომეწონა კარგად ჟღერდა. -დედამისივით გამორჩეული სახელი ექნება. იოაკიმე გამიგია ტროგორც ვიცი ღვთისმშობლის მამის სახელია, მაგრამ ეგ არ გამიგია. -იკითხა დაჩიმ. -მთის ყვავილია, და ითარგმნება როგორც, არ დამივიწყო. -აუ ძან ლამაზია თე. ჰე დაჩი თქვი რაღაც თორე გვაჯობეს. -მიჯლუგუნი ჩასცხო ნატუკამ. -გოგო თუ იქნა კატალეას დავარქმევთ და ბიჭი თუ იქნა ანდრეას. -კატალეა რატომ? -ახლა მე ვიკითხე. -შენ შვილს თუ უნდა ერქვას ყვავილის სახელი ჩემმა რა დააშავა. -და როგორც ყოველთვის ისევ დავცინეთ. ნატუკამ ითმინა ითმუნა როგორც ჩანს და ამოხეთქა ბოლოს ტირილი დაიწყო ძლივს დავამშვიდეთ. -ვაიმე ბავშვებო როგორ მიყვარხართ თქვენ ვერ წარმოიდგენთ. თავიდან თებას გადაწყვეტილებაში იოანეს ცოლად გაყოლოდა დაეჭვებული ვიყავი მაგრამ ვუთხარი რომ ბედს მინდობოდა და გაამართლა. თქვენ რომ არ გამოჩენილიყავით ჩვენს ცხოვრებაში ახლა ვინ ვიქნებოდით და როგორ არავინ იცის. ყოველ დილით სანთელს ვანთებ უფლის სამადლობლად რომ თქვენნაირი მეგობრები, უფრო სწორედ ოჯახის წევრები მყავს. მშობლებს დიდად არ მოსწონდათ თებეასთან რომ ვმეგობრობდი მაგრამ ის ყველაზე მეტად მიგებდა მასში მე თავშესაფარს ვპოულობდი, მეშინოდა რომ წლების მერე გავთხოვდებოდით და ერთმანეთს დავკარგავდით მაგრამ ახლა უბედნიერი ვარ ეს შიში სიხარულად მექცა მალე უფრო მეტი ვიქნებით და ჩვენი სიყვარულიც გაორმაგდება. არასოდეს დავიშალოთ და არასოდეს ვაწყენინოთ ერთმანეთს კარგი? ნატუკას სიტყვებმა ლამის მე და დაჩიც აგვატირა რადგან თებეა მოთქვამდა უკვე. -ოხ ეს ორსული ქალები. მტელი ცხრა თვე ასე უნდა იზლუქუნოთ? -სიტუაცია გაანეიტრალა დაჩიმ და მათაც გაეცინათ. როგორც იქნა ტირილი შეწყვიტეს. მე და დაჩი გვერდით მივუჯექით ორივეს და ერთმანეთშ ჩავეხუტეტ. ესეც ჩვენი ბედნიერი ოჯახი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.