ცოდვების გამო?..(16)
-რა მოხდა გიგი? -„დრიფტი“ მოუწყვიათ და ნიკა ავარიაში მოყვა, ძალიან მძიმედ არის.. 16. რა არის ბედნიერება? ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის და მიფიქრია, რომ ერთი შეხედვით ეს სიტყვა ძალიან ზოგადია, ამავდროულად მრავლის მთქმელიც, რადგან ის მოიცავს ყველაფერს, როგორც სიყვარული.. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ სიყვარული არ ქრება ის გულის ან გონების ერთ კუთხეში მაინც იდებს ბინას, ბედნიერება კი თუნდაც წამიერად ქრება და უბედურებით იცვლება, ანაც პირიქით. სწორედ ეს ყოველივე სიყვარულიდან გამომდინარეობს, თუ გიყვარს ან უყვარხარ ბედნიერი ხარ და ერთმანეთის ბედნიერებით ტკბები და ძლიერდები.. სასწრაფოდ დავტოვეთ „ლოპოტა“ ორივე ჩუმად ვისხედით მანქანაში, ორივეს ტკივილი განახლდა.. ისევ ავარია, ისევ ბრძოლა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის! ეს ჩვენი ბედია, მაგრამ ზოგჯერ რთული გასაგებიც, თითქოს გამოცდაა, ძველ და ახალ ტკივილს, როგორ გავუმკლავდებით ორნი ერთად, როგორც ერთი მთლიანობა.. გიგი ავტომანქანას ისეთი სისწრაფით მართავდა, რომ ძალიან მალე თბილისში ვიყავით, საავადმყოფოში მივედით, ნიკას მშობლები და გურამი დაგვხვდნენ, დანარჩენები საქმის მოსაგავრებლად იყვნენ გაფანტულები. ყველას მივესალმე, გიგი ექიმთან სასაუბროს წავიდა, მე ნიკას დედას მოვხვიე ხელები დავსვი და წყალი მივაწოდე: -ექიმები რას ამბობენ? აკანკალებული ხმით ვკითხე. -არაფერს.. ტირილი დაიწყო ისევ, ვერაფერი ვუთხარი ასეთ დროს სიტყვები ზედმეტია, რადგან სიჩუმე უფრო მეტს ამბობს!. გიგი მობრუნდა ისეთი სახე ჰქონდა გული ყელში მომაწვა, წამოვდექი ხელი მომხვია წელზე და ამღვრეული თვალებით მითხრა: -სახლში გაგიყვან და მერე ბიჭებს უნდა შევხვდე.. -ცოტა ხნით აქ ვიქნები და მერე წავალ. -მე და ლილე ერთად წავალთ, არ ინერვიულო შვილო. უთხრა გურამმა. -კარგი წავედი, მიყვარხარ! სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა, ღიმილით ვუპასუხე. ცოტახნის შემდეგ სახლში წავედით, მთელი გზა ვცდილობდი ნერვიულობისთვის გამეძლო, მაგრამ ასე მარტივიც არა არის.. გურამმა, ჩემი ხელი თავისასში მოიქცია და მაკოცა: -ლილე შვილო, ნუ გეშინია არაფერზე ინერვიულო. ცრემლები ვეღარ შევიკავე და ხელი მხრებზე მომხვია, მიმიხუტა.. -აღარ მინდა ისევ.. -ჩშშ.. არ ინერვიულო, ის გადარჩება! მარჯვენა ხელი მხარზე ჩამოვადე და უფრო მივეხუტე.. აი ცხოვრების კიდევ ერთი უცნაურობა, ის კაცი მამშვიდებს, რომელიც წლების წინ დაუნდობელი და უპასუხისმგებლო მეგონა.. ახალ სახლში „მამამთილს“ მივყავარ და არა მეუღლეს, ესეც განსხვავებული ქორწილის გაგრძელება!.. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ მეტი პასუხისმგებლობითა და ერთით მეტი სიყვარულით, რომელსაც პატარ-პატარა სიყვარულები მოსდევს მშობლები, ნათესავები და შვილები.. სახლში მისულებს დაცვის რამდენიმე წევრი მომესალმა, მაყვალა დეიდა კარებში დაგვხვდა თვითონ გამეცნო, საკმაოდ ენერგიული და თბილი ქალია. გურამმა მისაღებში შემიყვანა: -აბა ქალბატონო ლილე კეთილი იყოს ამ ოჯახში შემოსვლა! -მადლობა. -დღეიდან შენ ხარ ოჯახის უფროსი და მაყვალა ამაში მოგეხმარება. მხოლოდ გავუღიმე, მაგრამ ვიგრძენი ეს სიტყვები არ ესიამოვნა ქალს, თუმცა შეეცადა არ შეემჩნია.. ჩანთები დაცვამ სახლში შემოიტანა და ოთახში ატანა კი გურამმა ითავა, საძინებელი დიდი იყო, თეთრი და ნაცრისფერი ერთმანეთს ისე იყო შეხამებული უფრო დიდ სივრცეს ქმნიდა, ამაში აივნის დიდი ფანჯტრებიც ხელს უწყობდა, თეთრი და მუქი ნაცრისფერი ფარდები, კი მყუდროს ხდიდა ოთახს. ერთ-ერთ კედელზე იყო, ერთი შეხედვით დიდი კარადა, რომელიც გარდერობის ოთახი აღმოჩნდა. აივანი ეზოში არსებული აუზის პირდაპირ იყო, ისე რომ აივნიდან გადახტომისას შესაძლებელი ყოფილიყო წყალში გაცურვა.. -აქედან ხშირდად ხტებიან ხოლმე ბიჭები ვინც ცუდად მოიქცევა, ან თამაშში წააგებს. სიცილით მითხრა გურამმა.. -უფრო ხშირად რომელს უწვს? -ოო მაგაზე ცალკე ჩხუბობენ ხოლმე, აერიათ ვინ რამდენჯერი „ისკუპა“, ჩემი გამოთვლით დემეტრეა „ჩემპიონი“. -საინტერესო გასართობი იქნება მათი ყურება. -ნამდვილად ასეა. კარგი შვილო ცოტა ხნით დაგტოვებ, მერე ჩამოდი და ვივახშმოთ. -კარგი. საჭირო ნივთები ამოვალაგე აბაზანაში შვიტანე, მაგრამ შემდეგისთვის გადავდე აბაზანა, ცოტახნით საწოლზე წამოვწექი სალოს და ანასტასიას ველაპარაკე, მეორე დღისთვის ჩემთან მოვლენ, სამეცადინო მასალას და ჩემს ნივთებს გამომიტანენ. მამიდა და ძიაც მოვიკითხე პირველად ველაპარაკე, რაც „გავთხოვდი“.. ცოტა გამიჭირდა საუბარი, მაგარამ ადა ისეთი ენერგიულია დამმოძღვრა, გამაფრთხილა, რომ არ უნდა შევარცხვინო, თუ რამე დამჭირდება უნდა დავურეკო ნებისმიერ დროს და ყველა საქმეს თავი უნდა გავართვა, რას ქვია ნუნუ გელოვანის ძმიშვილი რამეში „ჩაიჭრას“? ეს ხომ „კატასტროფა“ იქნება? გამამხიარულა მისმა საუბარმა და ისევ ძიამ დააშოშმინა. ცრემლიანი თვალებით დამემშვიდობა და ბოდიში მომიხადა, რომ ვერ ჩამოვიდნენ. გიგის მივწერე, მოვიკითხე ძალიან მაკლდა, უხოდ ვგრძნობდი თავს, თუმცა არ მინდოდა ხელი შემეშალა.. არ დააყოვნა დამირეკა და გამიხარდა, მომიკითხა და მანაც ბოდიში მომიხადა, მითხრა დააგვიანდებოდა, აშკარად განერვიულებული იყო, თუმცა სცადა ჩემი დამშვიდება, მალევე გამითიშა.. ვახშმისას გურამი სასიამოვნო თემებზე საუბრობდა, რამდენიმე ამბავიც გაიხსენა ბიჭების ცელქობიდან, ცდილობდა თავი უხერხულად არ მეგრძნო, ქალბატონი მაყვალაც ცდილობდა მხიარული ყოფილიყო, ვიფიქრე ნიკას ამბავს განიცდიდა, თუმცა თავიდან უფრო მხირული მომეჩვენა ვიდერე შემდეგ.. ალაგებაში მივეხმარე და რამდენჯერმე მითხრა, რომ თვითონ გააკეთებდა, მეც არ გავაღიზიანე მის ნებას დავყევი, საძინებელში ავედი თავი მოვიწესრიგე, გიგის მივწერე თერთმეტი საათი იყო უკვე, პასუხი აღარ მომწერა და უფრო ავღელდი, ვცადე კუთხეში მის მაგიდასთან „ლეპტოპი“ ჩამერთო, სურათების ფაილი ვნახე ეკრანზე და მისი თვალიერებით ვცადე დროის გაყვანა, რომელიც ძალიან ნელ-ნელა მიიწევდა წინ.. სავარძელზე ისე მოვკალათდი თავიდან პირასახოცი არ მომიხსნია, აბაზანის ხალათიც კი არ გავიხადე, არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ცხვირში ის სურნელი ვიგრძენი რომელიც მთელს ოთახში ისედაც „მეფობდა“ მაგრამ უფრო ახლოს, მხარზე ძლიერი ხელის შეხება და თვალებიც გავახილე, გიგის თვალებს შევხედე, ის ისეთი სევდიანი იყო გული მეტკინა, მაინც სცადა გაეღიმა ჩემთვის: -გაცივდები ადექი. -როგორ ხარ? ახალი არის რამე? -არაფერი ჯერ. მე ავდექი და ის კი სავარძელში ჩაჯდა, ქურთუკიც კი არ გაუხდია ისე, თმა ჩამოვიშალე, პირსახოცს თითქმის გაუშრია, მაგრამ მაინც ვცადე მისი ხელებით გაშრობა თან ვესაუბრებოდი: -როგორ მოხდა, სხვაც დაშავდა ვინმე? -კი შემხვედრ მანქანაში მძოლი, მაგრამ მსუბუქად. -ნიკასთან ვინ იყო? და დავინახე მარჯვენა ხელის სახსრები გდაქექილი ჰქონდა, თან სისხლით დასვროდა.. -თემო და ჩვენი ბარმენი ანდრია. -ეს რა არის? იჩხუბე? მის თითებს შევეხე ცერა თითით, ჩემი პირსახოცი ცივი წყლით დავასველე და ხელზე ზემოდან დავადე, ესიამოვნა ცივის შეხება ისე უხურდა, თან სულს ვუბერავდი.. ფიქრები წამომეშალა გონებაში, თემოსთან ერთად მოუვიდა, თემოზე რადგან არაფერს ამბობენ ესე იგი კარგად არის, მაგრამ სად არის? ოხ თემო რატომ არ, ან ვერ გენდობი და ყოველთვის ცუდს, რატომ ვფიქრომ შენს სახელს რომ გავიგებ? ფიქრებიდან ერთ-ერთი წინადადება ხმამაღლა ვთქვი: -აბა თემომ ივაჟკაცა? სად არის ახლა?.. ხელი უხეშად გამომგლიჯა და დამიყვირა გიგიმ: -თემო რა შუაშია!? ასე რატომ მეკითხები!? თემოსგან რა გინდა!?... ეს ისეთი ტონით მკითხა, რომ უკვე ამ თემას ვიღაც აშკარად შეეხო და გაღიზიანებულმა ჩემთან ყვირილით გააგრძელა თემოს „დაცვა“.. შევხტი მის ხმაზე და გაოცებულმა შევხედე, მისი თვალები ისეთი დაბურული იყო შემეშინდა, იმის რომ მიყვიროდა, და იმის, რომ ჩვენი პირველი „ ჩხუბის“ მიზეზი თემო იყო. არ ვიყავი მართალი მისთვის ასე არ უნდა მეთქვა, მაგრამ უკვე ვერაფერს შევცვლიდი: -ბოდიში.. ვეღარ გავაგრძელე, ან რა უნდა მეთქვა, როცა სათქმელი იყო მაშინ არაფერი ვუთხარი, ახლა ამაზე საუბარი არასწორია. აბაზანაში შევედი და საშრობი ჩავრთე, თითქმის მშრალ თმას ვივარცხნიდი და ვიშრობდი, ყელში მოწოლილი ცრემლების გასაფანტად, რამდენიმე წუთში აბაზანის კარი შემოაღო, ზურგიდან ჩამეხუტა, ყურთან მაკოცა და ჩურჩულით მითხრა: -მაპატიე, ძალიან გამაბრაზეს.. საშრობი და სავარცხალი დავაბინავე, მან კოცნა განაგრძო და მაგრად მიჭერდა, მის მკლავებს. შევბრუნდი, ნაძალადევად გავუღიმე, ვცდილობდი გული არ ამჩუყებოდა: -ჩემი ბრალია, ასე არ უნდა მეთქვა. კისერზე ხელები მოვხვიე და ვაკოცე, მან შუბლი მომდო, გამიღიმა და ისევ მაკოცა: -მიყვარხარ! -მეც, გავალ და წყალი გადაივლე. -კარგი. -ქურთუკი მომეცი. ხალათი საღამურებით ჩავანაცვლე, მაგარამ ყელში უჰაერობა მაწუხებდა და აივანზე გავედი, შუქი არ ამინთია, ჩემ ჩაცმულობას დაცვა ასე უფრო ვერ დაინახავდა.. ვცდილობდი ჩემამდე მოტანილ სიოს უჰაერობა მცირედით მაინც შეემსუბუქებინა, სიცივემ ძვლებში შეაღწია და ჟრუანტელმა დამიარა, უცებ ჩემი ზურგი გათბა, ჩემი სიუს მკლავებმა ხელები და მუცელიც გამითბო, მხარზე თავი მივადე. -ცუდად ხარ? -არა. შენ როგორ ხარ? -არ ვიცი. -იმედია კარგად იქნება. -დიტომ მითხრა, რომ არ გვეჩხუბა ექიმები, ნიკას ხელს არ კიდებდნენო. გვერდით შევბრუნდი, წელზე ხელები მოვხვიე, ყურთან ვაკოცე და თავი ისევ მივადე მის მკერდს. -ელი მაპატიე გთხოვ.. დღეს უკვე მომიწია იმის მტკიცება რომ თემო ცუდი ადამიანი არ არის. -გიგი, ნუ მომიყვები იმას რისი მოყოლაც არ გინდა. -არა, მინდა! იმ დღეს, ნიკამ და თემომ ორივემ გადაწყვიტეს ბარში წასულიყვნენ, რა თქმა უნდა სასმელი დაამატეს, უკამათიათ ანდრიამ (ბარმენი) დააშორა ერთმანეთს და მითხრა: მიზეზი თემომ გითხრას რაზე იკამათესო, მე არ გამიგიაო.. იქიდან წამოსულებს, ის ტიპი უნხავთ გახსოვს „გინების მეფე“ რომ შეარქვი? -კი მახსოვს. -„დრიფტი“ მოუწყვიათ. თემო და ის ტიპი „ფსონზე“ შეთანხმებულან. -ალბათ ეს იყო კამათის მიზეზიც?. -დებილია რა ვუყო!.. ანდროც ამათთან ერთად იყო და ის ამბობს თემოა დამნაშავე, მოკლედ რაღაცას არ ამბობენ ან მატყუებენ, მაგრამ გავარკვევ!.. -შენ რომელს ენდობი? -მე ნიკას ვენდობი! -ხო და ნიკას დაველოდოთ, ის იტყვის ყველაფერს.. -იტყვის რო?.. -იტყვის, აი ნახავ! -ელი, თემო ჩემი მეგობარია. ის ცოტა თავისებურია, მაგრამ ბოროტი არ არის. გამეღიმა, არ მინდოდა თემოზე საუბარი. -შენ რომელი ცემე? -ჯერ თემოს მოხვდა. მერე ის ორი „გინების მეფე“ და ანდრო. -ფიქრობ რომ ერთად არიან? -მათი ნათქვამი ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ ბარიდან გავუშვი. -რატომ? ეგ არ უნდა გექნა! ხელი გამიშვა და გაოცებულმა შემომხედა.. -რას გულისხმობ? -თუ ის დამნაშავე არ იყო თვითონ წავიდოდა, თავმოყვარეობისა და უნდობლობის გამო.. გაეღიმა, ცოტა ხანს დაფიქრდა ჩემს ნათქვამზე და ისე განაგრძო საუბარი: -იქნებ ესეც წინასწარ გაეთვალა? ის ტიპი ნარკოტიკებს ყიდის და არ მინდა ბარში ეგ „ნაგავი“ შემოიტანონ!.. -ყოველ შემთხვევაში გეცოდინება და ცოტა მეტი ყურადღებით იქნებოდი. -კარგი აზრია, მაგრამ უკვე ვუთხარი რომ აღარ მოვიდეს! -შენ უკეთ იცი, ორივეს იცნობ! გიგი,რაღაც მინდა გთხოვო.. -გისმენ. უფრო მაგრად მომხვია მკლავები, თავი ზემოთ ავწიე, კარგად რომ გაეგო: -არ იფიქრო შენში რამის შეცვლას ვცდილობ, მინდა იცოდე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ! ამ სიტყვებით მისი საფირმო ღიმილი დავიმსახურე.. -უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ამ სპორტის მეშინია, გთხოვ ხშირად ნუ გამართავთ ხოლმე.. თვალებში მიყურებდა, მეც მის თვალებში დავიწყე ყურება და უცებ ღიმილით მითხრა: -იცი როგორ მოგეწონება? -მჯერა შენი, გთხოვ სწორად გამიგე არ მინდა რამე მოგივიდეს, უკვე ბევრი დავკარგე.. -კარგი, კარგი პირობას გაძლევ უშენოდ არ წავალ რალზე. -მე რას გეუბ.. მაკოცა, რომ მეტი აღარაფერი მეთქვა, კოცნაში ავყევი და უცებ ცხვირზე მაკოცა: -აი თურმე რა მარტივად შეიძლება შენი გაჩუმება. -შემდეგში აღარ გამოგივა! საუბარში ისე გავერთე, რომ აივანზე ყოფნა და სიცივე არ მიგრძვნია სანამ ცემინება არ დავიწყე.. -წამო რა.. შენ რომ გაცივდე ჩემი ბრალი იქნება. -გავუძლებ როგორმე.. -სულ გაყინულხარ! იცი რა მაგარი მეთოდი მაქვს გათბობის? -ვნახოთ.. კისერში რამდენჯერმე მაკოცა და უფრო მეტად მიკრავდა გულში, უცებ ხელში ამიყვანა, საწოლზე დამსვა, კოცნით განაგრძო ჩემი გათბობა, რომელიც ვნებაში გადაიზარდა.. დილით მუცელზე ვიგრძენი ცივი ხელი, ზურგიდან მაგრად ამიკრა გიგიმ მის მკერდზე, ტუჩები და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო, ღმად ჩაისუნთქა ჰაერი და ცხვირი გამიხახუნა ისე, რომ სიცილი ვეღარ შევიკავე.. -ვიღაცა ძილისგუდას მე მეძახის.. -გადამდები ყოფილა. შევბრუნდი და ერთი ცალი მინდვრის ყვავილი ეჭირა ხელში, რომელიც პირველად მაჩუქა.. -ეს შენ! გილოცავ ახალი ცხოვრების დაწყებას!. -მადლობა. ამის მოსატანად იყავი გასული? -დიახ. ვაკოცე და იდაყვს დავეყრდენი, მეღიმებოდა მიხაროდა მისი თვალების ყურება, მისი ღიმილი, სურნელი, ყველაფერი რაც მისი იყო მე მეკუთვნოდა და ეს მაბედნიერებდა.. -ასე რატომ მიყურებ? რაზე ფიქრობ? -მე რა გაჩუქო? -ოო კარგი კითხვაა, ახლავე გეტყვი! უცებ მკლავი გამისწორა, რომელსაც ვეყრდნობოდი და ზემოდან მომექცა, ისეთი თვალებით მიყურებდა გული ყელში მომაწვა, მის გულისცემასც ვგრძნობდი, როგორ აუჩქარდა, ეს კიდევ უფრო მიხაროდა, ორივეს ერთნაირი ემოცია გვქონდა და განაგრძო.. -ყველაფერი რაც შენია! აი ეს! აი ეს და ესეც.. მიკოცნიდა ყველაფერს, თან მის ღიმილს მჩუქნიდა ყოველი კოცნის შემდეგ.. -ეს ხომ ისედაც ასეა? -ესე იგი უკვე მაჩუქე და ახლა უნდა დავტკბე! აღარფერი მითქვამს მის ღიმილს ვაკვირდებოდი, რომელიც სახეზე ადგილებს იცვლიდა, ან თვალის კუთხესთან ჩნდებოდა ხოლმე, ან ტუჩის კუთხიდან მიმზერდა.. ხელები მკერდიდან ზემოთ ავუცურე და კისერზე მოვხვიე, კანი დაეხორკლა და თავი ვეღარ შევიკავე, გაუაზრებლად ქვედა ტუჩი ენით დავსიველე და კბილებში მოვიქციე.. -ეს არ უნდა გექნა! ერთი ხელი წელს ქვემოთ შემიცურა და მთელი სხეულით ამიკრა მის მკერდზე, თვითონ ჯერ სურნელით დატკბა, მერე კი კოცნით და კბენით დაიწყო სხეულის „ათვისება“ მთელი სხეულით მივენდე მის მკლავებს.. სალომ და პატარამ მომიკითხეს, გვიან წავიდნენ გაციებას ვერ გადავურჩი და მეორე დღეს უკვე მაღალი სიცხე მქონდა ამიტომ სალოს და პატარას ავუკრძალე ჩემთან მოსვლა.. ბიჭებმა მომიკითხეს, რამდენიმე დღეში, ნიკა გონს მოვიდა და ყველას სახეზე ღიმილმა გადაირბინა, მაგრამ მარჯვენა ფეხის პრობლემა ჰქონდა, რომელზეც ოპერაცია, შემდეგ კი რეაბილიტაცია სჭირდება.. გიგიმ თურქეთში გადაყვანა გადაწყვიტა, დაითანხმა კიდეც ნიკას მშობლები და თვითონაც უნდა გაყვეს რადენიმე დღით, იქ მის მეგობარ ემირს ჩააბარებს მათ, ბიჭებიც პერიოდულად ჩააკითხავენ ხოლმე.. მიხარია ასეთი კარგი მეგობრები, რომ არიან და ერთმანეთის გვერდში დგომა, მათთვის მხოლოდ ვალდებულება კი არა, ბედნიერებაა. გიგის წასვლა აღარ უნდოდა, რადგან სიცხეები გამიგრძელდა, თავს იდანაშაულებდა, ჩემს გამო გაცივდიო, მაგრამ მათ მარტო ვერ გაუშვებდა და მეც დავარწმუნე მისი წასვლის აუცილებლობაში.. მისი წასვლის შემდეგ უფრო ცუდად გავხდი, არ ვიცი ვირუსიც დამერთო და საწოლიდან ვეღარ ვდგებოდი, ბიჭები მაკითხავდნენ, დიტო და საბა თითქმის ყოველ ღამე, შემდეგ ლიამ მინახულა ანტიბიოტიკი დამინიშნა, დილით ცოტა უკეთ ვიგრძენი თავი წამოვდექი, აბაზანიდან გამოვდიოდი.. საუზმე ამოტანილი ჰქონდა მაყვალა დეიდას და გასვლისას ჩაილაპარაკა: -ეს ბავშვი მაკლდა საქმედ, სხვა საქმე ხომ ცოტა მქონდა?.. კარი გაიხურა გული მეტკინა, ნუთუ ასე ვაღიზიანებ ამ ქალს, რომ ვეღარ მალავს, ჟოლოს ჩაი დავლიე გამოცდისთვის და პროექტის პრეზენტაციისთვის უნდა გამოვკეთდე, დაბლა ჩავიტანე ლანგარი რაზეც საუზმე ელაგა და სამზარეულოში, გურამის ხმა გავიგე, როგორ საყვედურობდა მაყვალას: -მაყვალა, ხომ იცი გიგიმ რომ ეს გაიგოს ძალიან ეწყინება და ძალიან გთხოვ თავი შეიკავე! რასაც ლილეს გაუკეთებ ჩათვალე გიგის უკეთებ! გიგის ძალიან უყვარხარ და ამას ნუ დაკარგავ. -რაც მოვიდა წიგნი გვერდზე არ გადაუდია, გათხოვება ეს არ არის! -მაყვალა! ლილე არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას! ჯერ გაიცანი მაინც! გურამის ყვირილზე ცოტა მოლბა.. თან მისი მეუღლე შევიდა მეორე კარიდან და მანაც გურამის პოზიცია დაიკავა, ჩემი ქებით სცადა სიტუაციის განმუხტვა.. -გადავიღალე და გაუაზრებლად ვთქვი, ბოდიშს გიხდი გურამ.. თავი იმართლა მაყვალამ. -რატომ დაიღალე? დაიბარე ის გოგონები რას მიკეთებენ დაალაგონ სახლი და შენ შეუმოწმე! -კარგი დავიბარებ. -აი ნახავ, ლილე შეგიყვარდება, მან იმაზე მეტი იცის ვიდრე მის ასაკში იციან გოგონებმა.. ხელი მოხვია მაყვალას და კარებთან მდგომი შემამჩნია, არ მიცდია დამალვა, პირიქით გამიხარდა რომ დამინახეს.. სამივე დაიბნა არ მელოდა არცერთი, განსაკუთრებით მაყვალა დეიდას სახემ მიიღო ძალიან დძაბული ფორმა.. -ლილე შვილო აქ ხარ? რატომ ადექი ჯერ სუსტად ხარ ისევ. აშკარად ცუდად ვიყავი, ჯერ ვირუსის და შემდეგ საუბრის მოსმენით სხეული მიკანკალებდა, შევედი, ლანგარი დავდე მაგიდაზე, გურამმა უცებ ხელი მომხვია და მისაღებში გამიყვანა: -წამო ეზოში გავიდეთ, ცოტა უკეთ გახდები.. უხმოდ გავყევი, ცრემლები მომაწვა, მაგრამ არ მინდა ეს სისუსტე გამოვიჩინო, სიცივე მოვიმიზეზე და სახლში შესვლა დავაპირე: -შემცივდა და სახლში შევალ?. -კარგი როგორც გინდა, შვილო მაყვალას ნათქვამი არ გეწყინოს, მას ეშინია რომ შენ მის ადგილს დაიკავებ.. გაეცინა თავის ნათქვამზე, იმდენად უაზროდ ჩანდა და განმარტა: -იმას ვგულისხმობ, რომ მას უყვარს სახლის საქმე და არ უნდა რომ ამაში ვინმე ჩაერიოს.. -მეც ასე მეგონა და ამიტომ ვცადე მისგან შორს ყოფნა, მაგრამ მან თქვა, რომ ზარმაცი ვარ და წიგნის მეტი არაფერი მაინტერესებს, არ მეზარება არც კეთება და არც სწავლა.. ხომ მომკლა ადამ!!! -მამიდაზე ამბობ? სიცილით მკითხა გურამმა. მისაღებში დავსხედით და მაყვალა დეიდას გაშლილ სუფრას ვუყურებდი, სასადილო ოთახი კარი ღია იყო.. -დიახ. -ხო, გამიგია მის შესახებ.. -არა, იცით ცოტა მკაცრია, მაგრამ ძალიან თბილი.. -შენ ჩემი და უნდა გაიცნო და მიხვდები, რომ მამიდაშენი ძალიან მაგარი ქალია!. -თქვენ და გყავთ? უი ხო გამახსენდა, დიტოს მამიდა.. -კი, ქალბატონი ნატალია, მაგრამ ესპანეთში ცხოვრობს ძალიან დიდი ხანია, იქ გათხოვდა, მაგას ქართველი კაცი ვერ გაუძლებდა ერთმანეთს დახოცავდნენ!.. სიცილი ვერ შევიკავე.. -აბა ნუნუ და ნატა ერთად საინტერესო სანახობა იქნება. -მაგ სიამოვნებას ერთად ვუყუროთ, ვფიქრობ კარგად გავერთობით.. ახლა ვისადილოთ მერე დაისვენე.. საღამოსკენ სიცხე ისევ მაღალი მქონდა და ოთახში ავედი სასწავლებელში უნდა წავიდე შუალედურებისთვის და მეცადინეობა დავიწყე, თან გიგი უკვე ძალიან მენატრებოდა.. ცოტა ხნის შემდეგ ჩაი შემომიტანა ოთახში მაყვალამ და მაგიდაზე დამიდო, უცნაურად უხერხული გამომეტყველება ჰქონდა, ადამიანი რაღაცის თქმისას, მღელვარებისაგან სწორად შერჩეული სიტყვების შერჩევას გონებაში, რომ ცდილობს და არ გამოსდის აი ისეთი: -დიდი მადლობა მაყვალა დეიდა, არ შეწუხდეთ მე თვითონ მოვიმზადებ ხოლმე. -არ ვწუხდები, ბოდიშს გიხდი შვილო. ვეღარ გააგრძელა და მეც აღარ ვაწვალე: -მაყვალა დეიდა, მე მესმის თქვენი, ახალი წევრის შეგუება მარტივი არ არის, მეც მიჭირს და თქვენც. უბრალოდ ვცადოთ ერთმანეთს გავუგოთ, მე თქვენს საქმეში არ ჩავერევი თუ ამის ასუცილებლობა არ იქნება, ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და ბევრი დრო მაინც არ მექნება. -მე ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი. -ყველაფერი ისე იყოს როგორც არის, მე მოგეხმარებით რაშიც საჭიროდ ჩათვლით. თვალები გაუბრწყინდა ალბათ იმიტომ რომ არ ვბრაზობდი.. -ხვალ ორი გოგონა მოვა, სახლს მიხედავენ, კვირის ბოლოს ვიბარებ ხოლმე, მაგრამ არ ეცალათ და ამიტომ ხვალისთვის მოვლენ.. -ძალიან კარგი, მე გამოცდა მაქვს და უნდა წავიდე მერე შემოგიერთდებით. -როგორც გინდა შვილო, ჩაი დალიე და მერე იმეცადინე. გასვლისას კარში დადგა და შემომხედა, დააპირა რაღაცის თქმა და გადაიფიქრა. მეც აღარ გავართულე ისედაც უხერხულად გრძნობდა თავს.. მეცადინეობის შემდეგ დავიძინე, ძალიან გვიანი იყო, როცა ოთახის კარი გაიღო და გიგის სილუეტი დავინახე, ისე ამიჩქარდა გული სუნთქვა შემეკრა, მაგრამ რომ დავრწმუნდი სიზმარი არ იყო, დავიყვირე მისი სახელი და წამოვხტი, რამდენიმე წამში მის მკლავებში ვიყავი, კარებთან ვიდექით რამდენიმე წუთი, არცერთს ხმა არ ამოგვიღია, უბრალოდ ერთმანეთს ვეხვეოდით და მონატრებას ვიკლავდით ასე უხმოდ.. -მომენატრე.. -მე უფრო! წელზე მოხვეული ხელები თეძოებზე ჩააცურა და უფრო მომიჭირა, ხელში ამიყვანა და ქვემოდან მიყურებდა, მე კი ხელებში მისი სახე მოვიქციე, წვერი წამოზრდილი ჰქონდა, მაგრამ ესეც კი მომწონდა.. აბაზანაში შემიყვანა ხელში აყვანილმა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია, ერთმანეთს არ ვკოცნიდით, ჯერ ერთმანეთის შავ სფეროებში ვიძირებოდით, იქ სადაც ერთმანეთის სიყვარულს ვხედავდით.. წყლის ჭავლის ქვეშ ვიდექით ორივე, ერთმანეთის მონატრებას, ვნება ჩაენაცვლა და აბაზანაში განცდილი ბედნიერების, ყოველი წუთი იყო იმსი მტკიცება, რომ ერთმანეთს ვჭირდებით, ვავსებთ და ვხდებით ერთი მთლიანობა!.. ნიკა ბევრად უკეთესად არის ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ და ძალიან გახარებული იყო გიგი, მეც ბედნიერი დამტოვა სასწავლებელში.. ლექციების შემდეგ კი შუალედურიც ჩავაბარე და პროექტის საკითხებიც შევათანხმე გოგონებთან, შემდეგ ისეთი ფაქტის განხილვა დაიწყეს, რომ პროექტზე მუშაობის სურვილი საერთოდ გამიქრა, გოგონებს გაუგიათ, რომ ჩვენი ლექტორი „სარძლოს“ ეძებს და თავის შვილსაც ამიტომ გვახვედრებს, უფრო სწორად ორი საქმის ერთად მოგვარება სურს ქალბატონ ვერიკოს, პირველი ცოლი „დედამთილს“ არ მოსწონს და ახალს ეძებს, მოკლედ ჩვენგან სულ ოთხი გოგო ვიყავით აქედან ერთი გათხოვილი, მეორე ახლად გათხოვილი (ანუ მე) და დარჩა ორი, რომლებსაც წარმატებებს ვუსურვებ, რადგან წინააღმდეგი არ არიან მემგონი ისე საუბრობდნენ ამ საკითხზე, მე კი მივხვდი რომ პარასკევს პრეზენტაციაზე არ წავალ, რადგან ლექტორმა დაჟინებით მოითხოვა ჩემი აქტიურობა პოექტის წარდგენისას ეგ უკვე ეჭვს მიჩენდა იმისა, რომ მან ჯერ არ იცის ჩემი დაოჯახების ამბავი, თან შაბათს გამოცდა მაქვს მის საგანში, იმედია პრობლემები არ მექნება, გავიფიქრე და გოგონებს დავემშვიდობე, გარეთ გიგი დამხვდა, ახალი ამბავიც მითხრა, რომ პარასკევისთვის სტუმრები გვეყოლება ბაქოდან, ბიზნეს პარტნიორებს ელოდება და ემირი ხათუნასთან ერთად ჩამოვა, ხელშეკრულებას დებენ.. სახლში სერიოზული მომზადება მოგვიწევს, მაყვალა დეიდას დახმარებას დავპირდი პარასკევისთვის ესეც მიზეზი იმისა, რომ ფსიქოლოგიურ პროექტს არ წარვადგენ.. ცოტა გამოვკეთდი, ენერგიაზეც მოვედი, პარასკევ დიდლით ჩემი სიუ მოვამზადე, გურამს ჰალსტუხი შევუსწორე და წარმატებებით გავაცილე შეხვედრაზე. სამზარეულოში შევედი, მაყვალა დეიდა ისე ცუდად გამოიყურებოდა შემეშინდა, ჩემი ვირუსი გადაედო აშკარად, ნერვიულობისაგან კიდევ უფრო ცუდად გახდა: -მაყვალა დეიდა, წამო საწოლში ჩაწექი და ჩაის მოგიმზადებ წამლებსაც მოგცემ, რომ უკეთ გახდე. -არა შვილო, დღეს ძალიან ბევრი სტუმარი გვეყოლება. -სტუმრებს მე მივხედავ დღეს მაყვალა დეიდა თქვენ კი წამოდით. ბევრი ჭირვეულობის მიუხედავად დავიყოლიე, წამლები დავალევინე რაც ლიამ მე დამინიშნა და დავაწვინე. სამზარეულოში შევედი პროდუქტებს თვალი მოვავლე, ჩამოვწერე რაც არ გვქონდა, მაყვალასთან მისი მეუღლე დავტოვე ცოტა ხნით, მე კი გურამის მძღოლთან ერთად წავედი საყიდლებზე, სალოს დავურეკე და ანასტასია ნატო დეიდას გაიყვანა, თვითონ კი ჩემთან დავიბარე, ანა და თამო მუშაობდა, ამიტომ ლიას შევეხმიანე რომ მოიცლიდა ჩემთან მოსულიყო. ლერი ძიას ორი საათი მოუწია ჩემი ატანა, პროდუქტებით სახლში მოვბრუნდი, „მწვადი“ და „მაყალი“ მას ჩავაბარე, ისე გავუშვი გარეთ, სიცილს ვერ იკავებდა, ჩემზე ხალისობდა, რადგან სამზარეულოს კარი ჩავკეტე, ნებართვას მთხოვდა შემოსულიყო თუ არა.. ქართული და ზოგიც უცხოური კერძიც მოვამზადე ადა სკაიპით მეხმარებოდა. საღამოსკენ სალოც შემომიერთდა, სუფრის გაშლა ისე კარგად გამოსდის ამაში მას ხელს ნამდვილად ვერ შევუშლი, გიგიმ დამირეკა და რომ გაიგო მაყვალა ცუდად იყო, არც მომისმინა ისე შეუკვეთა, თურმე რესტორანში სუფრა, რომ შემოვიდნენ ეზოში მე და სალო გარეთ ვიყავით ლერი ძიას ველაპარაკებოდი, რომ ბიჭებისთვისაც სუფრა გავშალე მათაც უნდა ევახშმათ. გავიგე გიგი დაცვას ეუბნებოდა რესტორნიდან მოეტანათ შეკვეთა, სალომ კომენტარი გააკეთა: -ვიღაც ჩემ გოგოს არ ენდობააა. ლერი ძიამ გაიღიმა.. საბას ხმა მომესმა: -ელი გააკეთებდა, ჯერ გეკითხა მაინც.. მოგვიახლოვდნენ კიდეც.. ლერიმ გიგის მიმართა: -გიგი შვილო, შეკვეთა ტყუილა გააკეთე, დღეს სამზარეოლო „ოკუპირებული“ აქვს, შენს მეუღლეს, არ გვიშვებს შიგნით. -ეჭვიც არ მეპარება. თვალი ჩამიკრა საბამ ხელი გადახვია სალოს და სახლში შევედით.. გაოცება მოვახერხე ბიჭების, სუფრა და სადილები ისე იყო გაფორმებული, სტუმრებიც მოვიდნენ, ყველაფერი ლამაზი და ბევრი მქონდა გაკეთებული. სამზარეულოში შემოვიდა გიგი და მისყვედურა მეც მივიდე სუფრასთან, რესტორნის შეკვეთა ბიჭებს გადაულოცა, მე კი გვერდით დავუჯექი და ვიგრძენი შიმშილი, დავიწყე ჭამა, მაგრამ ვერაფერი შევჭამე ყველაფერი უგემური და საშინელი იყო, გულის რევამდე მივედი სასწრაფოს წამოვდექი, ისე ავნერვიულდი ასეთი უგემური თუ არის ყველაფერი და ესენი არ იმჩნევენ მოვკვდები ალბათ, სალო შემოვიდა ოთახში თეფშით: -აუ ელი „ლაზანია“ კიდევ მინდა რა, ვერ გავაძღე ეს გოჭი.. რა სახე გაქვს? -სალო სადილები გემრიელია? -აუ ძაან მაგარია, ბოლოს ასე გემრიელად როდის ვჭამე არ მახსოვს. სიცილი დაიწყო და განაგრძო -რა გჭირს, ვინმემ გითხრა რომ ცუდია? -არა. რაც გავსინჯე ყველაფერი უგემურია. -რას ამბობ? ორსულად ხომ არ ხარ? -არა, ნამდვოლად ვიცი, თავს ვიცავ! გიგის არ უნდა ბავშვი. -რატომ? გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა ისე, რომ კინაღამ გადმოსცვივდა.. -ჯერ ადრეა და ერთმანეთს შევეჩვიოთო! მეც ასე მირჩევნია ჯერ სწავლას მოვრჩე.. -სად ხართ? გამოდით სირცხვილია.. რა გჭირს ელი რა ფერი გაქვს? საბა შემოვიდა ჩვენთან და წაგვიყვანა, სალომ მაინც მიჩურჩულა: -ტესტი მაინც გაიკეთე.. -არა მინდა აბებს ვსვამ! -მითუმეტეს! სალომ ეჭვი გამიჩინა და ძალიან შემაშინა კიდეც.. ამის გიგის როგორ ავუხსნი, ვეცადე და ვერ შევძელი?.. ფიქრებიდან გიგის ხმამ გამომიყვანა, რა მჭირდა იმის გარკვევას ცდილობდა, მეც ღიმილით ვუპასუხე.. ყველაფერი საინტერესოდ და სასიამოვნოდ განვითარდა სტუმრებმა სიმღერებითა და სუფრით აღფრთოვანებულებმა დიდი მადლობებით დაგვტოვეს მეგობრებთან, ემირი და ხათუნა ჩვენთან დარჩნენ ისეთი მხიარული წყვილია არ მოიწყენ, ანა და დიტოც ემატებათ მათ მხიარულებას. გიორგი და თემოც ჩვენთან ერთად არიან, გიგიმ დამიძაა ვიმღეროთო, გითარას უკრავდა მე კისერზე ხელები მოვხვიე და ისე ვმღეროდი, სმს მოუვიდა როცა მღეროდით, ხელზე მაკოცა და ისე გახსნა: -,,გიგი ძალიან მენატრები, როდის შვეძელბ შენს ნახვას?“ -ვინ არის? გაოცებულმა ამომხედა.. -არ ვიცი.. მართლა არ ვიცი შენ თავს გეფიცები. სუნთქვა გაუხშირდა, ისეთი დაბნეული სახე ჰქონდა, გამეღიმა. ხელი არ გამიშვია, მისი თვალებით ვიგრძენი, რომ გულწრფელი იყო, ან მე მინდოდა ასე გამეგო.. -მჯერა შენი! ვუთხარი და ვაკოცე.. უცებ თემო წამოდგა და დაგვემშვიდობა, ისეთი არაადეკვატურია ხოლმე მისი ქმედება ჩემდა უნებურად გავიფიქრე, რომ ამ სმს-ს ავტორი ის არის!.. რადგან ყველამ მოილაპარაკეს, რომ ჩვენთან რჩებიან და სვამენ ბოლომდე, ეს კი ადგა და წავიდა. მოკლედ ყველამ კარგად მოვილხინეთ სამი საათისთვის დავიშალეთ, უფროსწორად დავაბინავეთ სტუმრები ჩვენთან, სალო და ლია დახმარა დალაგებაში, დილით გამოცდა მაქვს მაღვიძარა დავაყენე, დაწოლამდე გიგის შევხედე გამეღიმა, შუქი ჩავაქრე და სმს ისევ მოუვიდა, რათქმა უნდა ვნახე სანამ ჩაქარა ეკრანი წავიკითხე: -„რატომ არ მწერ? დღეს თუ არ გცალია ხვალ შემეხმიანე!..“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.