შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 24


17-03-2017, 20:36
ავტორი katiusha
ნანახია 3 647

დათა იმდენად დაიბნა თამუნას რეაქციაზე, რომ ისიც ძლივს მოიფიქრა ხელები მოეხვია და მკერდში ძლიერად ჩაეკრა. იგრძნო როგორ უცემდა გოგოს გული. ცხვირი მის თმაში ჩარგო და მისი სურნელი შეისუნთქა. თავბრუ დაახვია იმდენად რამდნადაც ეს შეიძლებოდა. რაც უფრო ძლიერად იხუტებდა თამუნაც მით უფრო მეტად ეხუტებოდა. უცებ მხარზე სისველე იგრძნო. გოგოს ხელი გაუშვა და ოდნავ მოშორდა. თამუნამ თავი დახარა, მაგრამ მაინც შეამჩნია მისი ცრემელი
-რა გატირებს ჩემო პატარა? ბავშვივით დაუყვავა და ცრემლი მოსწმინდა.
-არ ვიცი
-როგორ თუ არ იცი?
-ასე მარტივიად. არ ვიცი. ნაძალადევად გაუღიმა გოგომ
-გამაგიჟებ შენ მე. სუ ჩემო პატარა. მოდი ჩემთან. ისევ გულზე მიიხუტა გოგო და თმაზე ნაზად დაუსვა ცალი ხელი.
-დათა ხომ აღარ ვიჩხუბებთ?-დაიჩურჩულა მერე
-მე გეჩხუბე შენ?-გაიკვირვა ბიჭმა და გაიცინა
-კარგი ხოო შეიძლება ჩემი ბრალი იყო, მაგრამ სხვა რა უნდა მეფიქრა იმ მომენტში. რომ წარმოვიდგინე შეიძლებოდა დამეკარგე, უფრო სწორად თითქმის დაგკარგე,მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. ავდექი და ისე წავედი რომ შენ გადაწყვეტილების მიღება არ გაგჭირვებოდა
-ჩემი სულელი გოგო. ერთი წუთითაც არ მიფიქრია რომ ის ბავშვი ჩემი იყო. ასეც რომ ყოფილიყო ჩემი გადასაწყვეტი იყო ყველაფერი და ჩემი გადაწყვეტილება უნდა გაგეგო.
-თქვენ დიდხან აპირებთ ასე ყოფნას და მანდ ჩურჩულს? თუ შემოგვიერთდებით?-დაუძახა მოთმინება დაკარგულმა ბექაურმა
-მოვდივართ. გაუღიმა დათამ, თამუნას ხელი ჩაჰკიდა და სუფრისკენ წაიყვანა. დაჯდომაში მიეხმარა და მერე მის გვერდით თვითონაც დაიკავა ადგილი.
-აბა გაარკვიეთ ყველაფერი?
-ყველაფერი არა,მაგრამ მთავარი გავაკვიეთ სოფო, ამ ქალბატონს ასე თავის ნებაზე აღარ გავუშვებ.-გაეცინა დათას
-მეეე?-გაოცდა ის
-ხო შენ. შე ჯიუტო და თავნება.
-მე კი არა შენ. -არ დაუთმო გოგომ
-ახლა არ დაიწყოთ ძალიან გთხოვთ. გააშველა რეზომ
-მისი ხათრით ვჩუმდები.
-ვაიმე ღმერთო შენ გამაძლებინე ამის ხელში. სასაცილოდ გააქნია თავი დათამ
-მოდი დღეს უბრალოდ მშვიდად ვივახშმოთ კარგი?
ყველა დაეთანხამა რეზოს. საღამომ მხიარულად და ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. გვიანობამდე იხსენებდნენ ძველ ამბებს, კურიოზებს და ხმამაღლა იცინოდნენ. ნელ-ნელა სასმელმა თავისი ქნა და შეზარხოშდნენ. მხოლოდ სოფოს არ დაულევია.
გვიანი იყო რომ დაიშალნენ. თამუნამ დათას მანქანა დაატოვებინა და ტაქსით წამოვიდნენ თბილისში. სოფო და რეზო უკან დაბრუნდნენ. საჭესთან სოფო იჯდა. რეზო ენას არ აჩერებდა მთელი გზა. ხან რა მოუყვა სოფოს და ხან რა.
-იცი მინდა რომ ჩემი მშობლები გაიცნო.- დასერიოზულდა უცებ.
-რაა?-სოფომ მუხრუჭის პედალს სწრაფად დააჭირა ფეხი და მანქანა გააჩერა. რეზომ კინაღამ თავი მიარტყა მინას.ძლივს შეიკავა თავი
-რას აკეთებ?-იყვირა უცებ
-შენ ნორმალური ხარ? -ვერ მოითმინა სოფომაც
-რატომ არ უნდა ვიყო?
-მაინცდამაინც ახლა უნდა გეთქვა?ისე ავნერვიულდი კინაღამ დავიმტვერით ხო ხედავ
-ჩემი სულელი გოგო.-ხმამაღლა გაეცინა რეზოს.
-კარგი რაა, მე სერიოზულად გეუბნები.
-მეც სერიოზულად გეუბნები. დღეს ჩემს მშობლებს შენზე ვესაურე და მინდა გითხრა რომ ფოტოებიდან ძალიან მოეწონე ორივეს. შენი გაცნობის სურვილი გამოთქვეს
-რეზიი რა იქნება მაშინ მათ რომ არ მოვეწონო?რომ გაიგონ ჩემი წარსულის შესახებ. ხომ იცი აქ ვერაფერს დავმალავთ?
-რამდენჯერ უნდა გითხრა რომ არავის აზრი არ მაინტერესებს და არავის აზრს არ გავითვალწინებ? მთავარაია რომ მე შენ მიყვარხარ და მორჩა. აქ დამთავრებულია ყველაფერი. ვიცი მათ მოეწონები, მაგრამ ასე რომ არ მოხდეს, მაინც მოუწევთ ამ აზრთან შეგუება.მათაც და სხვა დანარჩენებსაც.
-მიყვარხარ..გააწყვეტინა საუბარი აღელვებულ ბიჭს და თვალებში მიაშტერდა
-მეც ძალიან მიყვარხარ. შენ გელოდი მთელი ცხოვრება. მხოლოდ შენ და სხვა არავის.რეზო მისკენ გადაიხარა და მის ვნებიან ტუჩებს დააცხრა.

რამდენიმე დღემ ისე გაირბინა სოფომ გააზრება ძლივს მოასწრო. დაჯილდოვების დღე დადგა. დილით ადრიანად ჩამოვიდა თბილისში. თამუნასთან გაიარა, ბარგი იქ დატოვა და მერე მასთან ერთად სალონში წავიდა. შეთანხმებულები იყვნენ რომ პირდაპირ წვეულებაზე შეხვდებოდნენ ერთმანეთს.მართალია რეზო ამით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ სხვა გზა სოფომ არ დაუტოვა.
მანქანა სალონთან გააჩერა და ღრმად ჩაისუნთქა.
-სერიოზულად?-გაოცებულმა ჰკითხა თამუნამ,როცა მანქანა გაჩერდა
-ჰოო. სოფომ თავი დაუქნია.-
-ამდენი ხნის მერე რატომ მაინცდამაინც ახლა?
-იმიტომ რომ ახლააა ამის დრო. წამოდი.
-არ მომწონს ეს აზრი სოფო . -უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა თამუნამ და უკან აედევნა მეგობარს.
ისინი ესთეტიკის ცენტში შევიდნენ. მისაღებში მაშინვე ღიმილით შეეგებათ ახალგაზრდა ადმინისტრატორი. არც ისე ლამაზი, ზედმეტად გადაპრანჭული. მაკიაჟი რომ უფარავდა სახის შეუხედავ ნაკვთებს.
-რით დაგეხმაროთ?
-რას შემომთავაზებთ?-იკითხა სოფომ
გოგონა მაშინვე გამოცოცხლდა ყველაფერი დაწვრილებით ჩამოუთვალა. ამ ყველაფერს იქვე გვერდითი ოთახიდან მომსახურე პერსონალიც უსმენდა. მათ შორის ერთ-ერთს სოფოს ხმა ეცნო და ჩუმად გამოყო თავი რომ დაენახ ვინ იყო. მაგრამ კარგად ვერ დაინახ. თამუნა ეფარებოდა.
-სრული პაკეტის აღება მინდა. დღეს როგორც არასდროს ისეთი ლამაზი უნდა ვიყო. და იმედი მაქვს რომ საუკეთესო სპეციალისტები მომემსხურებიან.-ირონია გაურია სოფომ.
-რა თქმა უნდა. მოდით მაშინ დავიწყოთ. გოგონა მასაჟის კაბინეტისკენ გაუძღვა. სოფოს შემხედვარე თამუნამაც იხელთა დრო. მასაჟისტს ჯადონური ხელები ჰქონდა.ზუტად იცოდა რა უნდოდა მის კლიენტებს. ერთიანად მოდუნდნენ და მოსწყდნენ რამდენიმე წუთით რეალობას გოგოები. . ერთმანეთის მიყოლებით ჩაიტარეს ლაზერული ეპილაცია, სახის გაწმენდა, წარბების კორექცია. მაკიაჟზე და თმაზე მიდგა საქმე. და ისცი ისევე წარმატებული აღმოჩნდა რომ ბოლოს სოფომ სარკეში რომ ჩაიხედა საკუთარი თავი ძლივს იცნო. ყველაზე ბოლოს რაცშემოინახა ეს იყო ფრჩხილების გაკეთება. ზუსტად იცოდა იქ ვინც ელოდა. კართან შეყოვნდა. ღრმად ჩაისუნთქა და თამამად შეაღო კარი.
-გამარჯობათ.
-მობრძანდით. წამოდგა ახალგაზრდა ქერათმიანი ქალბატონი ფეხზე და მიეგება მას. ერთ ხანს კარგდ დააკვირდა და უცებ მიხვდა მის წინ ვინც იდგა. დაბნეული უყურებდა სოფოს და ვერ მოეხერხებინა ვერაფერი.
-ხომ კარგად ხართ?რამე მოხდა?-ისევ სოფომ განმუხტა სიტუაცია
-დიახ კარგად ვარ. არაფერი მომხდარა, ახლავე აქ მობრძანდით. ყველაფერს მივხედავ. თქვენ მანიკური გესაჭიროებათ ხომ?
-დიახ.-თავი დაუქნია სოფომ და სკამზე მოთავსდა. ქალმა ინსტრუმემტები მოიმარჯვა და ფრთხილად აიღო სოფოს ხელი,თავის ხელში მოიქცია და საქმიანობას შეუდგა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. ქალს ნერვიულად უკანკალებდა დროდადრო ხელი, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია. სოფომ ცოტა ხანს ითმინა მერე კი უთხრა.
-დამშვიდდით ნუ ნერვიულობთ. მშვიდად გააკეთეთ თქვენი საქმე. დაივიწყეთ ყველაფერი
ქალმა ისე შეხედა რომ მის მზერაში მტრული დამოკიდებულება აკარად იგრძნობოდა.
-რატომ მოხვედი?ეს სპეციალურად გააკეთე ხო?
-თქვენ წარმოიდგინეთ და სრულიად შემთხვევით მოვხვდი აქ. საერთოდ არ ვიცოდი თქვენ რომ აქ მუშაობდით.
-კარგი რაა. არ გინდა ასეთი საუბარი. კარგად ვიცით ორივემ ერთმანეთზე ყველაფერი. ქალს ირონიულად ჩაეცინა და თავის საქმეს ახლა თითქოს დამშვიდებული აგრძელებდა.
-მართალი ხარ. უფრო სწორად შენ კარგად იცოდი ჩემს შესახებ. იცოდი რომ მე ვარსებობდი მის ცხოვრებაში და მაინც იმდენი მოახერხე. იმდენი ხრიკი და ოინი გამოიყენე რომ შენს მახეში გააბი და თვალსადახელს შუა ამაცალე.
-არასოდეს გიფიქრია რომ ისე ძლიერად რომ ყვარებოდი, როგორც გეუბნებოდა ვერავის მახეში გაებმებოდა?
-შენ არასოდეს გიფიქრია რომ შენზე ისე ლაპარაკობდა როგორც ერთ ჩვეულებრივ რიგით საყვარელზე და როგორც ქუჩის ქალზე. არა ხოო?ამასაც და ამაზე უარესს ლაპარაკობდა თავის ძმაკაცებთან და ბოლოს ცოლად შერჩი. ახლა რაა ამდენი წლის მერე არც შენ და არც მას არ სცხვენია თავის საქციელის. იმიტომ რომ ორივე ერთნაირები ხართ. არც ჩემი შვილის სიკვდილი შეგრჩებათ არცერთს.
-გაჩუმდი.მოთმინება დაკარგა ქალმა და საქმიანობა შეწყვიტა. სოფომ ხელები გამოსტაცა და შეაჩერა.
-რა იყო?რატომ შეგეშინდა?მისთვის არაფერი გითქვამს ხო? რათქმა უნდა..... არაფერს ეტყოდი. არ გითქვამს რომ შენ და შენი შვილი ჩემი შვილის სიცოცხლის ფასად გადაგარჩინეთ. ისიც კი არ გითქვამს რომ მისგან შვილს ველოდებოდი. მას რომ ეს სცოდნოდა შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო..
-მე ჩემი ბედნიერება ავირჩიე...შენ სუსტი აღმოჩნდი და დამარცხდი ბრძოლაში.
-შენ ერთი რამე გავიწყდება ნამდვილ სიყვარულს ბრძოლა არ სჭირდება და არც ამდენი ჩალიჩი. ის გულწრფელია, უანგარო და მშვიდი. ის მარადიულია.
-ხო ისეთი როგორიც თქვენი სიყვარული ხოო?
-ერთხელაც საკუთარი შხამი დაგახრჩობს და მაშინ მე გავიცინებ. იცი მე როდის შევცდი?როცა ასე ადვილად დაგითმე და არ ვიბრძოლე მისთვის. მაგრამ არც ახლაა გვიანი. ხომ იცი ახლაც რომ მოვინდომო ის ჩემი გახდება? ისიც კარგად იცი მაშინ შემეძლო საკუთარი შვილი ამერჩია მაგრამ ფიცს და საკუთარ სინდისს ვერ გადავაბიჯე და ვერ ვთქვი უარი ამ ყველაფერზე. ახლა ყველაფერს გეტყვი რაც ამდენი წლის განმავლობაში მაწვალებდა და მაწამებდა. მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევდა. ახლა იმას გეტყვი რასაც ამდენი წელი გულში ვინახავდი და რას საშინლად მტანჯავდა. ყველაფრის მიუხედავად მადლობას გიხდი რომ ის შენთანაა ახლა და ჩემგან წავიდა. იმიტომ რომ მე სწორედ ახლა ვარ ბედნიერი. სწორედ ამ ტკივილმა
გამხადა ძლიერი ქალი,იმას მივაღწიე რასაც თქვენ ვერასოდეს ეღირსებით. ვერასოდეს გაიგებთ რას ნიშნავს უყვარდე და გიყვარდეს გულწრფელად და უანგაროდ. ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს სიმშვიდე. ვერასოდეს მოაღწევთ იმას რასაც მე. თქვენ ყოველთვის ამ დონეზე დარჩებით რა დონეზეც ახლა ხართ.შენ უბრალო მანიკურშა, ვიღაცის ჭუჭყიან ფღჩხილებს რომ ასუფთავებს და ის უბრლაო მძღოლად. რაც სულ იყო და რასაც არასოდეს ასცდება. პირადად ვიზრუნებ იმაზე რომ ამაზე მეტს ვერაფერს მიაღწიოთ, მეტიც გაგანადგურებთ. ისე გაგანადგურებთ როგორც ოდესღაც მე გამიმეტეთ ტანჯვისათვის. შენც გაიგებ რას ნიშნავს მიტოვებული ქალი, რომელზეც ისე შეიწმინდე ფეხები როგორც სუფთა ჩვარზე, მერე დააბინძურეს და სანაგვეზე მოისროლეს. ჩემი შვილის სიცოცხლეს გეფიცებით კაპიკებს დაუწყებთ დათვლას და ტანსაცმლის საყიდელი ფულიც არ გექნებათ, ერთი მერე ვნახოთ ისევ ენდომები თუ არა შენს ქმარს უფულო.-გამოსცრა კბილებში სოფომ. ფეხზე წამოდგა,მაგიდას ხელებით დაეყრდნო, მისკენ გადაიხარა და თვალი თვალში გაუყარა ქალს. რომელიც შეშინებული უყურებდა. ზუსტად მიხვდა რომ სოფო ამის გამკეთებელი იყო და სახეზე შიშმა გადაუარა. სოფომ ჩანთაში ჩაიყო ხელი, საფულე ამოაძვრინა და გახსნა. იქიდან ფული ამოიღო და სახეში მიაყარა.
-აი ამის ფასი ხარ შენ. ოცი ლარი. ოც ლარიანი კაპხა ხარ. ჩვეულებრივი კახპა. დაუმარცვლა და კაბინეტში მარტო დატოვა ქალი.
-იცით ამ ქალბატონის მოსახურება არ მომეწონა. სხვა არ გყავთ?- სოფო ადმინისტრატორთან დაბრუნდა.
-კი მაგრამ რატომ?-დაიბნა ის
-უბრალოდ არ მომეწონა. სხვა სპეციალისტი არ გყავთ?
-კი როგორ არა. ახლაავე დავუძახებ, მაგრამ მას რა დაუწუნეთ?
-მე კლიენტი ვარ, ფულს ვიხდი და ვისაც მინდა იმას მოითხოვ. ხმა გაიმკაცრა სოფომ.
-კარგით დაბრძანდით და ახლავე მოვა. სავარძელში უნდა ჩამჯდარიყო, როცა კარში თამუნა გამოჩნდა კაბით ხელში.ის კაბის მოსატანად იყო წასული.
-ვიფიქრე რომ აქვე ჩაცმა ჯობდა. ისედაც აგვიანებ.
-ჩემი მიხვედრილი მეგობარი. გაეღიმა სოფოს. მაგრამ უეცრად უკან ქალის ხმა მოესმა.
-აი მოვიყვანეთ. ის თავისუფალია და მოგხედავთ.
-მადლობთ. -თბილად გაუღიმა სოფომ, მაგრამ უცებ შეეცვალა სახე, როცა მისკენ მომავალი ქალი დაინახა
-აიღე ეს ფული და აქედან წაეთრიე. მიაყარა მან ფული და უყვირა.
-ეს ეს რა თავხედობაა...ვითომ ვერ შეიმჩნია სოფომ რა ხდებოდა
-აპატიეთ ქალბატონო. სიტუაციის განმუხტვა სცადა ადმინისტრატორმა.-ბოლო დროს გადაიღალა
-მე რა დავაშავე, უბრალოდ შესრულებული სამუშაოსთვის გადავიხადე. ამაში არის რამე უცნაური?
-თქვენ არაფერს შუაში ხართ. სესი რა დღეში ხარ? რა ხდება?მშვიდობაა?
-სპეციალურად მოვიდა რომ დამამციროს და ჩემზე შური იძიოს.
-მეე?-ამგელოზის როლის თამაში განაგრძო სოფომ-არც კი გიცნობთ. თუ პრობლემები აქვს კლიენტებმა რა დააშავეს?ამის ადგილი აქ არ არის. გიჟია ნამდვილი. გირჩევთ თავი გააკონტროლოთ ქალბატონო.
ხმაურზე უფროსი და მფლობელიც კი ჩამოვიდნენ. სწორედ იმ დროს როცა სესილიმ სოფოსკენ საცემრად გაიწა. კიდევ კარგი შუაში მოასწრო ჩადგომა ადმისიტრატორმა. კლიენტებიც ცალკე მოგროვდნენ. სიტუაცია მალევე განმუხტეს და და თანამშრომლებმა ოთახში გაყვანეს სესილი. სოფომ კი აღშფოთებულმა გამოთქვა საყვედური, მფლობელმა ბოდიში მოუხადა.მაგრამ სოფომ არ მიიღო მათგან ბოდიში.
-მოვითხოვ პირადად მან მოიხადოს ბოდიში, თორემ ჩემს გავლენას გამოვიყენებ და სასამართლოში ვუჩივლებ ან სერიოზულ პრობლემებს შევუქმნი თქვენს დააწესებულებას. და კიდევ დღესვე გაანთავისუფლეთ სამსახურიდან.
-სოფო რას აკეთებ?მისი შეჩერება სცადა თამუნამ.
-ეს მე ვიცი. მხოლოდ ჩემი საქმეა.
-ეს მგონი ზედმეტია. ის ბოდიშს მოიხდის. სთხოვა დირექტორმა.-იქნებ არ ღირდეს.
-მე ვთქვი. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ გიღირთ თ არა ერთი თანამშრომელი იმ დიდი პრობლემებად რომელიც შეიძლება შეგექმნათ. გახსოვდეთ შეუცვლელი არავინაა..ახლა კი უბრალოდ დავასრულოთ ყვლაფერი, უკვე დამაგიანდა ისედაც.
სასწრაფოდ მოაწესრიგეს. კაბაც იქ ჩაიცვა, უცებ მოემზადა, ფული გადაიხადა და სალონიდან კმაყოფლი გავიდა.მთელი გზა ებუზღუნებოდა თამუნა.
-ეს როგორ გააკეთე, სულ არ შეგეცოდა? ახლა შენ მასავით რომ მოიქეცი იცი?
-კარგად ვიცი რა გავაკეთე და სიმართლლე გითხრა ახლა დიდ სიამოვნებას განვიცდი.
-სოფო, -დაუყვირა თამუნა.-ეს ახლაა ასე. მერე დრო რომ გავა და სინდისი შეგაწუხებს მერე რას იზავ?მიხვალ და ბოდიშს მოუხდი?შენ გგონია შურისძიება გამოსავალია
-მე შევეცოდე ვინმეს?მე შევეცოდე ასე რომ მომექცა. არ დაუთმო მანაც
-იმიტომ რომ შენი ბრალი იყო. ახლა იმას გეტყვი რაც არასოდეს არ მითქვამს შენთვის და რაც ყოველთვის უნდა მეთქვა., იქნება ადრე რომ მეთქვა უფრო მალე მოსულიყავი გონს.
-გისმენ ოღონდ მალე დაასრულე. უკვე მოვედით და რეზოც არ ჩერდება წარამარა მირეკავს.
-შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე. შენ მიეცი ზაზას იმის უფლება რომ ასე მოგქცეოდა. რაც შენში ყოველთვის მომწონდა შენი სიძლიერე და სიამაყე, სწორედ ეს დაგაკარგვინა ამ სიყვარულმა. სწორედ ამის გამო იქეცი მის მარიონეტად. შენ ხარ დამნაშავე იმაში რომ ასე ბრმად მიენდე და თავი მოატყუებინე.შეგეკავებინა თავი ქორწილამდე., არ ჩაგორებოდი საწოლში და არაფერიც არ მოხდებოდა. დაქორწინდებოდით და იქნებოდით ბედნიერები. ახლა რომ გიყურებ ისიც კი არ მჯერა რომ რეზო გიყვარს.
-გაჩმდი, გაჩუმდი გესმის...-უყვირა სოფომ და რეზოს ტელეფონი გაუთიშა. რომელიც უკვე ძალიან ხშირად რეკავდა და ნერვიულობდა რომ სოფო არ ჩანდა.-
-ჩემი შვილი სიკვდილიც ჩემი ბრალია?ეს ვიღას დავაბრალო?არ მითხრა რომ ამაშიც მე ვარ დამნაშავე.
-უნდა გეთქცა მისთვის რომ ორსულად იყავი და იქნებ შენს სასარგებლოდ მიეღო გადაწყვეტილება,, შენ უნდა დაგეყენებინა არჩევანის წინაშე და მას უნდა გადაეწყვიტა ვისთან დარჩებოდა. მას უნდა სცოდნოდა რომ მისგან ბავშვს ელოდებოდი.
-შენი ხმა აღარ გავიგო, მორჩა მე უკანასკნელი მეგობარიც დავკარგე. სოფო მანქაიდან გადავიდა და კარი ძლიერად მიაჯახუნა, თამუნა შეხტა და თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.....


რეზო და დათა ფოიეში იდგნენ და სტუმრებთან საუბრით ირთობდნენ თავს. დროდადრო ჟურნალისტები აწუხებდნენ. ინტერვიუს იღებდნენ და აზრს ეკითხებოდნენ დღევანდელი დაჯილდოვების შესახებ. მოკლე და კონკრეტლი პასუხით იშორებდნენ მათ.
რეზოს მოუთმენლობა იპყრობდა და დროდადრო შემოსასველელ კარს გახედავდა სოფოს მოლოდინში. ტელეფონზეც არ პასუხობდა და უკვე ნერვიულობას იწყებდა.
-დამშვიდდი მოვა. ხომ იცი ქალების ამბავი. გვერდით ამოუდგა დათა და შამპანურით სავსე ჭიქა მიაწოდა რომ გაემხნევებინა.
-არც ტელეფონზე მპასუხობს და ძალიან აგვინებს.
-დამვიდდი თორემ ჟურნალისტები ფოტოებს გვიღებენ ჩუმად და რამეს იეჭვებენ. რომ მოვა არც ეგ არ შეიმჩნიო თავიდან.
-იმედია გამომივა.
-აი ხომ გითხარი მოვა თქო.შეხედე. ულამაზესია.
რეზო მოტრიალდა და ადგილზევე გაშეშდა. ღიმილი სახეზე შეეყინა. ულამზესი წითელი კაბა წელში გამოყვანილი იატაკზე დასთრევდა სოფოს. მკერდი დაფარული ჰქონდა,სამაგიეროდ ზურგზე იყო მეტად ამოღებული და თხელი გიპიური ნაჭერი ჩაედგათ. წინ მუხლს ზემოთ შეხსნილი. საღამოს მკვეთრი მაკიაჟი და უკან ლამაზად ჩახვეული და შეკრული თმა საოცრად უხდებოდა . ანგელოზს ჰგავდა. ხელში კლაჩი ეჭირა და ნერვიულად ათამაშებდა. სტუმრებში რეზო მოძებნა და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა, მერე ღრმად ჩაისუნთქა, თავი ხელში აყვანა და სტმრებისკენ წავიდა .არავის იცნობდა და თავს უხერხულად გრძნობდა. ვითომ შემთხვევით რეზოც მისკენ წავიდა, გვერდით ამოუდგა და თავი დაუკრა.
-მოგესალმებით ულამაზესო ქალბატონო. შეიძლება თქვენი გაცნობა?
-საღამო მშვიდობის.-არ დაიბნა სოფო.
-რეზო ბექაური..
-სოფო გიგაური..
ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს გაცნობის ნიშნად.
-ხომ არ დაგველია რამე?
-იცით მე არ ვსვავ,.-ოდნავ გაუღიმა სოფომ
-იქნებ დღეს გამონაკლისი დაუშვათ.
-კარგით მაშინ მხოლოდ ერთი ჭიქა
რეზომ ოფიციანტს მოუხმო, ლანგარიდან ორი ჭიქა შამპანური აიღო,ერთი სოფოს მიაწოდა,მეორე თვითონ დაიჭირა და ჩუმად უჩურჩულა.
-ისე მოიქეცი ვითომ დღეს გავიცანით ერთმანეთი შემთხვევით,სოფომ თავი დაუქნია დასტურის ნიშნად.
-ულამაზესი ხარ. ადგილზევე გავშრი რომ დაგინახე.
-ბევრი ვეცადე. ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა გოგომ
-სიუპრიზი გამოგივიდა, სასიმოვნოდ გაოცებული ვარ.
-ეს მხოლოდ შენთვის ჩემო სიხარულო, უჩურჩულა სოფომ.
-მოგესალმები რძალო. როგორ ხარ?-მიახლოვდა დათა
-ჩუმად რა გაყვირებს?-დაუბრიალა თვალები სოფომ,თუმცა გაეცინა
-დღევანდელი დღე ჩავატაროთ და მერე მე ვიცი,
-რას აპირებ ძმაო?
-დაქორწინებას, რომ არავისგან დამალვა არ დაგვჭირდეს
-ძალიან მაგარია. ცერა თითი მაღლა შემართა დათამ
-რაა?რა დაქორწინება?ვერაფერი გავიგე?
-ხომ ვილაპარაკეთ ამაზე სოფ?ჯერ ჩემ მშობლებს გაიცნობ, მერე შენებს გავიცნობთ და ასე დავთქვამთ ქორწილის დღეს.
-ახლა ამაზე თემაზე სასაუბროდ არც შესაფერისი დროა და არც ადგილი სხვა დროს ვილაპარაკოთ.
-კარგი მაგრამ რაც შეიძლება მალე. ვეღარ ვითმენ ვაა. მეც კაცი ვარ ბოლოსდაბოლოს. გაეცინა რეზის
-აა ესაა ხო მიზეზი მხოლოდ? წადი მერე. ცოტაა მაგ საქმისთვის შესაფერისი ქალი?
-ნუ იბოღმები რძალო? ეს რომ არავისთან წამსველელი არაა ამაში დაწმუნებული ვარ და მომაჭერი თავი. გაიკრჭა დათა
-ელაპარაკე შენ ახლა ამას ერთგულებაზე.-ეწყინა რეზოს. მე შენს გარდა სხვა არავინ არ მინდა, მითუმეტეს სხვა ქალი.
საუბრის გაგრძელება არ დასცალდათ. დარბაზში საღამოს წამყვანის ხმა გაისმა, სტუმრები მაგიდებთან გადანაწილდნენ. მათთან ერთად კიდევ რამდენიმე ცნობილი ადამიანი მოხვდა, რომელსაც სოფო ტელეეკრანებიდან თუ იცნობდა.
-ბატონო რეზო ეს ლამაზი ქალბატონი ვინაა? იკითხა ერთ-ერთმა სტუმარმა. საშუალო ასაკის ჭაღარა შერეულმა მამაკაცმა, რომელიც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და ასაკთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
- სოფო გიგაური - მომავალი ბიზნესმენი,სოფო ეს ბატონი კი რესტორნების ქსელის "ქართული გული- ს" მფლობელია -გელა დავითაშვილი. მისი მსვენიერი მეუღლე -ინგა.
-ძალიან სასიამოვნოა, თბილად გაუღიმა სოფომ ორივეს. ქალბატონებმა ერთმანეთიც კი გადაკოცნეს და საკმაოდ მალე გამონახეს საერთო ენა.
-ვერ ვიტან ასეთ ღონისძიებებს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს,ჩემს მეუღლეს გვერდით უნდა დავუდგე.-დაიჩივლა ქალმა
-იცით მე პირველად ვარ და ისიც კი არ ვიცი რატომ ვარ აქ. უბრალოდ მოწვევა მომივიდა და უარი ვერ ვთქვი. ჩუჩულითვე დაუბრუნა პასუხი სოფომ
-მიეჩვევი ჩემო კარგო. მითუმეტეს ხშირად მოგიწევთ. გაეღიმა ქალს და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.-მითუმეტეს მასთან ერთად
-ვერ მიგიხვდით. -დაიბნა სოფო
-მგონი რეზოს მოსწონხართ, თვალს არ გაშორებთ.
-ახლა გავიცანით ერთმანეთი წვეულებაზე და არა მგონია ასე იყოს.-იცრუა სოფომ
-ქალბატონებო მოვუსმინოთ წამყვანს. შეაწყვეტინა გელამ საუბარი. სოფომ რეზის გახედა, რომელიც პირდაპირ ეჯდა და თვალს არ აშორებდა.
დაჯილდოვება დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით გამოვლინდა ნომინაციები. ერთ-ერთ ნომნაციაში გამარჯვება რეზოს კომპანიასაც ერგო. დაჯილდოვდა როგორც წლის საუკეთესო და წარმატებული კომპანია. რეზო სცენაზე ავიდა. პრიზი და დიპლომი მიიღო და ორი სიტყვით მადლობა გადუახადა თითოეულ თანამშრომელს. სწორედ მათი დამსახურება ეს წარმატება.
ნომინაციებს შორის ცნობილი მომღერლები იკავებდნენ სპეციალურად მოწყობილ პატარა სცენას და ამხიარულებდნენ დამსწრე საზოგადოებას.
სოფოს მოწყენა დაეტყო. მობეზრდა ყველაფერი და რეზოს ჩუმად მისწრა შეტყობინება რომ წასვლა უნდოდა. მანაც პასუხად დაუბრუნა რომ ცოტა ხანიც მოეცადა და მალე დასრულდებოდა და წავიდოდნენ. შეტყობინებას კითხულობდა როცა მისი გვარი მოემა თავი მაღლა ასწია და წამყვანს გახედა.
- ონინაციაში წლის აღმოჩენა ჯილდოვდება სოფო გიგაური. ადამიანი რომელმაც ყველაფერს საკუთარი შრომით მიღწია, რომელიც საკუთარ მუშებთან ერთად მუშაობას არ ერიდება და მათთან ერთად ზრუნავს, იმაზე რომ ჯანსაღი და ნატურალური საკვებით ვიკვებოთ. გთხოვთ სცენაზე.
სოფო დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით და ადგილიდან ვერ ინძრეოდა.
-სოფო გეძახიან.-უთხრა ინგამ და ანიშნა სცენაზე ასულიყო.
ნელა წამოდგა და დაბნეული დაიძრა სცენისკენ. თავი სიზმარში ეგონა. რეპორტიორების აპარატიების ჩხაკუნი თვალს სჭრიდა. როგორც ჩანს ხვალ გაზეთებში მასზე დაიბეჭდებოდა.
სცენაზე ავიდა. წამყვანმა პრიზი. დიპლომი და ყვავილების თაიგული გადასცა.
-იქნებ მოკლედ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭილებები დღევანდელ დღეზე?
-იცით მე.. მეე... ენა დაება სოფოს მაგრამ თავი ხელში აიყვანა, წარმოიდგინა რომ ისევ სტუდენტი იყო და გამოცდას აბარებდა ლექტორების წინ, როგორც ადრე. ეს ყოველთვის ეხმარებოდა. მაშინ ისწავლა საკუთარი თავის კონტროლი და დაძაბული სიტუაციებში თავის ხელში აყვანა.
-მე დიდ მადლობას მოგახსნებთ ყველაფრისთვის, იმისთვის რომ ჩემი შრომა დაფასდა. სიტყვებს ვერ ვპულობ და ძალიან მიჭირს გადმოვცე ის რასაც ახლა ვგრძნობ. მე ამაყი და ბედნიერი ვარ რომ ახლა აქ ვდგავარ. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანამშრომელს, რომლებიც გვერდში მედგნენ, მათ გარეშე ხომ ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი. კდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ და მადლობა თქვენ რომ ჩვენი შრომა დაინახეთ და დააფასეთ,. მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებეს გპირებით. სოფომ ღიმილით დაასრულა სათმელი და სცენა დატოვა. თავის ადგილისკენ წავიდა. რეზომ ჩუმად ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. უკან რომ დაბრუნდა ყველამ კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება.
უეცრად დათას ტელეფონი აწკრიალდა. ეკრანს რომ დახედა გაუკვირდა და ჩუმად უპასუხა. ხმაურში ძლივს ესმოდა, ხმა მაგრამ იმას კი მიხვდა რომ თამუნა იყო და მისვლას სთხოვდა. მისი ხმა არ მოეწონა სასწრაფოდ ადემშვიდობა ყველას და წვეულებიდან წავიდა. ქუჩაში რომ გამოვიდა დამშვიდებულმა დაურეკა თამოს.
-რა მოხდა რა ხმა გაქვს?რამე შეგემთხვა?
-დათა აქ ვარ. მანქანების სადგომზე. გამოდი რააა.
დათამ რესტორანს მოუარა და უკანა მხარეს გავიდა სადაც მანქანები იყო გაჩერებული.თამუნა ასფალტზე იჯდა, მუხლები მიეხარა ხელები შემოეჭდო, თავი მასზე ჩამოედო. ბიჭი ახლოს რომ მივიდა მაშინვე მისი ცრემლები და დასიებლი თვალები შეამჩნია. ელდა ეცა.მასთან ჩაიცუცქა და წამოყენება სცადა.
-რა მოხდა?-ჰკითხა მაშინვე და გულში ჩაიკრა.
-ჩამეხუტე და არ გამიშვა კარგი. უფრო უმატა ტირილს.
-ეს გამოსავალი არააა. უნდა მითხრა რა მოხდა. ვინმემ გაწყენინა?რამე დაგიშავეს?ან აქ რა გინდა?გეწყინა რომ არ წაგიყვანე შენ?-დააყარა კითხვები დათამ.
-არა არაფერი არ მწყენია შენგან. თავი გააქნია გოგომ.
-აბა რა მოხდა?მითხარი თორემ ჭკუიდან გადავალ ეხლა. თავის შეკავებას ცდილობდა დათა.
-აქედან წავიდეთ კარგი და მერე გეტყვი.
-სად წავიდეთ?
-სადაც გინდა, უბრალოდ მე შენთან მინდა ახლა.
-ხუმრობ?
არა წავიდეთ სადმე. მოდი ბარში წავიდეთ. ცოტას დავლევთ და იქნებ ეს ყველაფერი დამავიწყდეს. იქნებ გაყუჩდეს ეს ტკვილი.
-როგორც გინდა. მაგრამ რეზოს დავურეკავ და გავაფრთხილებ.
-სოფოს არაფერი უთხრა კარგი?
-კარგი. თავი დაუქნია ბიჭმა და რეზოს ტელეფონის ნომერი აკრიაფა. მან მალე უპასუხა.
-შენ მანქანას წავიყვან. საქმე მაქვს სასწრაფო და ხვალ დაგიბრუნებ. დღეს სოფოს მანქანით წადით უკან კარგი?... სხვა დროს გეტყვი.. ნახვამდის... მობილური ჯიბეში ჩაიდო და თამუნას მიუბრუნდა.-
-აბა სად წავიდეთ?
-სადაც შენ გინდა. უთხრა გოგომ, თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და მანქანაში ჩაჯდა......



მინდოდა უფრო დიდი ყოფილიყო, მაგრამ ვერ შევძელი გაგრძელება. დღეს მაპატიეთ :)
იმედია ოგწონთ. ველი თქვენგან აქტირობას და შეფასსებებს :)



№1 სტუმარი Guest ნინა

იმდენი
ხანია არ გამოჩენილხარ დამავიწყდა კიდეც ეს
ისტორია... საინტერესო იყო... იმედია მალე დადებ
შემდეგს..:

 


№2  offline წევრი tamuna.s

ამდენი ლოდინის შემდეგ უფრო დიდ თავს ველოდი. ცოტა არ იყოს და მოვლენები ნელა ვითარდება, თან ისე იშვიათად დებ რომ ასე მგონია იწელება. თამუნას იმაში ვეთანხმები რომ ორსულობის შესახებ უნდა ეთქვა და იმ ბიჭს თვითონ გადაეწყვიტა ვისთან უნდოდა ყოფნა. მაგრამ იმაში არ ვეთანხმები რომ მასთან არ უნდა დაწოლილიყო, მოწთმინა და მაშინ მოიყვანდა ცოლად. ის ტიპი არც მაშინ მოიყანდა თუ სხვა ქალი აურევდა ტვინს. რაც შეეხება შურისძიებას და იმას რაც სალონში მოხდა, ამ შემთხვევაში სოფოს ვამართლებ. ვფიქრობ ამდენწლიანი ბოღმა უნდა ამოენთხია და ის ქალი ნამდვილად იმსახურებდა იმას რაც მიიღო. რადგან ადამიანი რომელიც სხვის უბედურებაზე, ინტრიგებითა და ტყუილებით ცდილობს სასურველს მიაღწიოს, ის არ უნდა შეგეცოდოს. დიდი იმედი მაქვს ასე აღრ დააგვიანებ, თორე ასე ინტერესს და ხიბლს კარგავს ისტორია რომელიც მომწონს და დიდი ინტერესით ვკითხულობ.

 


№3  offline წევრი katiusha

სავარაუდო ხვალ შემდეგი თავიც იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent