შოკოლადის გოგონა (1 თავი)
დღე ჩვეულებრივად იწყება, თათა პატარა ელენიკოს თმებზე ეფერება და მეორე მხარეს გადატრიალებამდე თავზე შეუმჩნევლად კოცნის, შემდეგ კი მის მარჯვნივ წამოწოლილ ანის თვალს უსწორებს. თათას გვერდზე წამოწოლილ ანის ლოყები ოდნავ შეფარკლული აქვს, სუნთქვა დარეგულირებული, ხელი თავქვეშ ამოდებული და თმები უკან დაგაწეული. მისი სიმაღლის გამო ელენიკოს საწოლში, სადაც გუშინ, როგორც ჩანს ორივეს ჩაეძინა ძლივს ეტევა, ამის გამო კი ფეხები ნახევრად მოკეცილი აქვს. თათა ნელა იწყებს წამოდგომას და საწოლს ძალიან ფრთხილად ტოვებს, ელენიკოს მოცილებულ თხელ გადასაფარებელს ახლიდან აფარებს, შემდეგ კი ოთახიდან უხმაუროდ გასვლას ცდილობს, როგორც კი საძინებელს ტოვებს, სამზარეულოში გადის და გამოსაფხიზლებლად ყავის მომზადებას იწყებს. - გაიღვიძე? - ესმის გოგონას უკნიდან ანის ხმა, თავს მისკენ გახედვის გარეშე უქნევს და უკვე ფინჯანში ჩასხმულ ყავას აწოდებს. - ისევ ცუდად ხარ? - არა, უკეთესად, მადლობა. - ანი ადგილს თათას გვერდზე იკავებს და ცდილობს კომფორტულად მოტავსდეს ოდნავ უხეშ დივანზე. - როგორ ფიქრობ, დამირეკავს? - კარგი რა, ყოველ დღე ჩხუბობთ, არამგონია ეს შემთხვევა ბოლო იყოს, - სიცილით ეუბნება და მის გვერდზე მჯდარ გოგონას მწვანე თვალებს მზერას ვუსწორებ. - ყოველთვის სისულელეზე ვჩხუბობთ, შეიძლება ადამიანი ყველაზე და ყველაფეზე ეჭვიანობდეს? სერიოზულად დავიღალე, მაგრამ მის გარეშეც არ შემიძლია, - ანის თავი თათას მხრიდან მის კალთაზე ინაცვლებს, - ბევრი ამბობს ზუსტად ეს არის სიყვარულიო, როცა მიუხედავად ყველა იმ მინუსისა, რომელიც შენს შეყვარებულს აქვს და ყველა იმ სულელური ჩხუბისა, მაინც მასთან ხარ და მაინც სიგიჟემდე გიყვარსო, მაგრამ ასე გაგრძელება მგონი აღარ შეიძლება. - ანუ თუნდაც დაგირეკოს არ შეურიგდები? - არ ვიცი, ალბათ მაინც კი. - ანი სულელივით სიცილს იწყებს. - რა დებილი ხარ, - მეგობრის სიდებილეზე გულრწფელად ეღიმება - თუმცა შენ ის ადამიანი გყავს მაინც, რომელიც შენც გიყვარს და იმასაც უყვარხარ და მე რა ვქნა? ბავშვსაც მარტო ვზრდი და ის მამაკაციც არ ჩანს, რომელსაც ბავშვიანად ვეყვარები. - მაგაზე ნერვიულობა არ ღირს, აუცილებლად გამოჩნდება, შენნაირი გოგო ვის არ მოუნდება, - იმედიანად უღიმის თათას ელენე და ოთახიდან ფეხშიშველა გამოსულ ელენესკენ სიცილით იხედება. პატარა გოგონა ღიმილით ნელ-ნელა უახლოვდება დედიკოს და ნათლიას და ზუსტად მათ პირდაპირ გაჯგიმული დგება. ორივე ახალგაზრდას პატარა გოგონას გამო ღიმილი სახიდან არ შორდება. ანი ზემოთ იწევა, თათა კი პატარას კალთაში ისვამს და თმებზე ხელს ნაზად უსმევს. - გაიღვიძე, საყვარელო? - ეუბნება საოცარად თბილი ხმით და თმებს უფრო უჩეჩავს. - კი, დეე, - მის ყელში რგავს სახეს და ნათლიისკენ ცალი თვალით იხედება - შენ აქ დარჩი? - კითხულობს და დაინტერესებული სახით იხედება გოგონასკენ. ანი თავს ნელა უქნევს და ადგომამდე პატარას ლოყაზე ეფერება. - რატო? შეყვარებულს ისევ ეჩხუბე? - ბავშვმაც რომ ყველაფერი იცის უკვე, - თავს მობეზრებული აქნევს აქეთ-იქით და დივანზე დადებულ მის მოსაცმელს იღებს. - ვერ გამაღვიძე მაინც? ნახე რა კაბით ჩამეძინა, როგორ დაიკუჭა, ამის გაუთოვების თავი კიდე სად მაქვს. მოსაცმელს კოხტად იცვამს და თმებს სარკეში ისწორებს, სახლის დატოვებამდე კი თათასაც და პატარა ელენიკოსაც რამდენიმეჯერ კოცნის, ეხვევა და მხოლოდ შემდეგ მიდის მისი შეყვარებულის და მის სახლში. კარებს ძალიან ფრთხილად აღებს, ისე რომ თუ ვინმე სახლში საერთოდ არის ამის გაგება ვერ შეძლოს, ქუსლებიანის გამო, რაც შეიძლება ჩუმად გადაადგილდება დერეფანში და ბიჭების ხმამაღალა შეძახილების გაგების მერე უკვე მისაღებ ოთახში გამართულად შედის. - ოჰჰ, ანი როგორ ხარ? - თორნიკეს ძმაკაცების დანახვაზე შეუმჩნევლად ხვნეშის, მიუხედევად ამისა კი მაინც მათკენ მიემართება, რომ ყოველი მათგანი გადაკოცნოს და შექმნილი უხერხული სიტუაცია ცოტათი მაინც განმუხტოს, ოთახში შემოსული ნინო, ერთერთი ძმაკაცის შეყვარებული კი ამაში უფრო უწყობს ხელს, უკვე მასთან ერთად მისი და თორნიკეს ოთახში აპირებს გასვლა, მაგრამ თორნიკეს ხმა აჩერებს: - სად გარბიხარ, მე არ მინდა კოცნა? - დაბნეულ გოგონას ეს კითხვა უფრო აბნევს და ავტომატურად თორნიკესკენ მიდის, მის გვერდზე სულ რამდენიმე წამით ჯდება და ტუჩებზე ძალიან, ძალიან მსუბუქ კოცნას უტოვებს. ბიჭი ისე იქცევა თითქოს გუშინ ყველაფერი არ დაელეწოს და მისი შეყვარებულისთვის ბოლო ხმაზე ყვირილი რაღაც სისულელეს გამო არ დაეწყოს. ანიც ხმას აღარ იღებს და საძინებელ ოთახში ნინისთან ერთად შედის, თუმცა საუბარს რამდენიმე წუთში, ოთახში შემოსული თორნიკეს გამო ვეღარ აგრძელებენ. - დიდი ხანი უნდა იყო გაბრაზებული? - კითხულობს მობეზრებული ხმით და ანის პირდაპირ ჯდება. - საიდან მოიტანე, რომ კიდევ გაბრაზებული ვარ? - კარგი რა, ამდენი ხანია ერთად ვართ, შენი აზრით შენი საქციელები შესწავლილი არ მაქვს?- მალევე ტოვებს იმ ადგილს, სადაც ცოტა ხნის წინ მოთავსდა და მისთვის საყვარელ გოგონას წელზე ხელს ოდნავ უხეშად ხვევს, მისკენ ქაჩავს და მთელი ძალით იკრავს სხეულზე. - ძალიან იშვიათად ვლაპარაკობთ ნდობაზე, მგონი შენც შეამჩნევდი ამას. - და ვინ თქვა, რომ არ გენდობი? უბრალოდ არ მსიამოვნებს ვიღაც ახ*რები რომ გიახლოვდებიან და დარწმუნებული ვარ ათას რაღაცას წარმოიდგენენ, ეს რატომ უნდა გააკეთონ, რატომ უნდა ჰქონდეთ ამის უფლება, როდესაც შენ მე გყავარ? როდესაც შენ ჩემი ხარ? - ეს სრული სისულელეა. - ხელების აქეთ-იქით ქნევით შორდება ანი თორნიკეს და ისევ საწოლზე იკავებს ადგილს. - ხო, ეს კონფლიქტი მართლაც სრული სისულელეა, ნუ ელოდები ჩემგან პატიებას, ამას ვერც მიიღებ, რაც მგონი შენც უკვე კარგად იცი. - შენგან აღარაფერს ველოდები! - ანი! პირველ რიგში ტონი! მერე კიდე იცი, რომ ძალიან მიყვარხარ, მერამდენეჯერ უნდა გითხრა ეს? მოვრჩეთ ჩხუბს! - ისევ ოდნავ უხეშად კიდებს ხელს და დამჯდარ გოგონას ადგომას აიძულებს. მის ბაგეებს დასუსტებულ გოგონას ბაგეებს აწებებს და ხელებს ისევ ხვევს, ისე რომ გოგონამ როგორც არ უნდა მოინდომოს მისგან განთავისუფლება ამას მაინც ვერ შეძლებს. კოცნაში მალევე ანიც ჰყვება, ბოლოს კი თორნიკესთან მიხუტებულს ყურადღებას აღარავის აქცევს. *** თათა მთელი დილა სახლიდან ანის წასვლის შემდეგ ოთახიდან ოთახში დარბის, თან ბავშვისთვის სადილს ამზადებს, რომ სამსახურში წასვლის შემდეგ ძიძამ ბავშვს აჭამოს, თან ბაღში უკვე დაგვიანებულ ბავშვს ტანსაცმელს აცმევს და აწესრიგებს. დრო ისე მალე გადის, რომ ვერც კი ამჩნევს ისე ხდება თორმეტი საათი და აჩქარებული ნაბიჯით პატარა ელენიკოსთან ერთად სახლიდან მიქრის. ბავშვის ბაღში დატოვების შემდეგ კი სამსახურში ტაქსის გამოძახებით მიდის და მის ჩვეულ ადგილს იკავებს უზარმაზარ ჰოლდინგში. დიდი ხანია უკვე იქ მუშაობს და ყველასთვის შესაშური ადგილი უჭირავს, მისი უფროსის გულის მოგებაც დიდი ხნის წინ მოახერხა, ამიტომ ზოგადად არანაირი პრობლემა არ ექმნება ხოლმე. სულ ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც საჭიროა, კომპლიმენტებს კი ყოველთვის გახარებული და გაღიმებული იღებს. - შეგიძლია ჩემს კაბინეტში შემოხვიდე? - კითხულობს მისი კარის ზღურბლთან შეჩერებული ერეკლე. თათა თავს სწრაფად უქნევს და მისი კაბინეტიდან უფროსის კაბინეტში თვითონ უფროსთან ერთად ინაცვლებს. - როგორი ლამაზი ხარ დღეს. - ახალგაზრდა კაცი კომპლიმენტებს არ იშურებს გოგონასთვის და მის ჩვეულ ხერხს იყენებს. - დიდი მადლობა, ბატონო ერეკლე. - ჩურჩულებს თათა იქამდე, სანამ მის ტუჩებს უხეშად და მომთხოვნად შეეხება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.