შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი დავიწყება მინდა...


3-03-2016, 20:00
ავტორი ლორელაი
ნანახია 3 608

შენს დავიწყებას ვცდილობ...

-შენ არასდროს არ ხარ ჩემთან,როცა მჭირდები-ვუყვიროდი და თავადაც განადგურებულს უფრო ვანადგურებდი.
-ასე ნუ მეუბნები...ხომ იცი ჩემი სამსახურის ამბავი-თვალებში ვერ მიყურებდა.
-მე მჭირდებოდი,ჩვენ გვჭირდებოდი...-ვყვიროდი ისტერიკულად და არ ვიცოდი რატომ ვადანაშაულებდი მას.ეს ხომ არავის ბრალი არ იყო.

''თენგულას და ელენიკოს დედიკო,გილოცავ დედის დღეს.ბედნიერი დედა ყოფილიყავი''-მაღვიძებს ზინიკოს მესიჯი.''თენგულას და ელენიკოს დედიკო'', ''თენგულას და ელენიკოს დედიკო''-მიტრიალებს თავში,თვალებს ვხუჭავ.ყელში ისევ ის ოხერი ბურთი მეჩხირება ტკივილი და ბოღმა რომ ჰქვია.მეტკინა...დიდი ხანია არ მტკენია,არ გიხსენებ და იმიტომ.დღეს კი პროტესტის გრძნობა გამოჩნდა,მე მხოლოდ თენგულას და ელენიკოს დედა არ ვარ...მე შენი დედიკოც უნდა ვყოფილიყავი.
ნიკაპი მიკანკალებს...საბანს თავზე ვიფარებ...

ორივე ხელით კედელს ვეყრდნობი და ვხედავ როგორ გამოდიხარ ჩემგან...თავზე წყალი ჩამომდის,ჯაკუზი წითლად იღებება...ვხედავ რომ ვიცლები შენგან მაგრამ ვერ ვინძრევი,ვერ ვხვდები...ვერ ვითავისებ...არ ვიცი ეს რას ნიშნავს და იმიტომ...პატარა ვარ,საიმისოდ რომ ეს ტრაგედიად აღვიქვა...

''-კი,თქვენ ნამდვილად ორსულად იყავით-მეუბნება ექიმი-საჭირო ზომები უნდა მივიღოთ,არაფერი დაგვრჩეს,შეიძლება სისხლი მოგეწამლოთ''-ყურები მიწივის.ვერ ვიჯერებ.ვყოფილვარ...აღარ ვარ...გული ყელში მებჯინება.
-''მარტო ხართ?ვინმეს დაურეკეთ მოგაკითხოთ''-მე მას ვურეკავ.''ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან''...
-არავინ არ მინდა-მაგიდაზე ჩემით ვწვები, თვალებს ვხუჭავ...

მე არასდროს არ გიხსენებ შენ,ჩემო...არ ვიცი გოგო იყავი თუ ბიჭი,ამიტომ ჩემო ანგელოზო...არ გიხსენებ,რადგან შენი დავიწყება მინდა...
მტკიოდა?კი მეტკინა,უფრო ფიზიკურად,რადგან ვერ გაგითავისე...მხოლოდ შემდეგ კლინიკიდან გამოსულს,მარტო რომ მივაბიჯებდი ტროტუარზე,შენ შემომხვდი...გამიღიმე და გაფრინდი...მაშინ მეტკინე დე...
არ გიხსენებხოლმე,რადგან მინდა დამავიწყდე.დღეს კი საოცრად მეტკინა, რადგან არ მქვია დედაშენი.არ ვტირი,არ გიხსენებ,ჩემს ქვეცნობიერს შენი დავიწყება უნდა,მაგრამ მაინც დედაშენი ვარ...
მე დედა ვარ!ორი სიყვარულის და ერთი ვერდაბადებული ანგელოზის დედა...



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

სერიოზულად? ვაი (((

 


№2  offline წევრი შოკი მოკი

სიტყვები ზედმეტია :/ ისეთი გრძნობითაა დაწერილი ...

 


№3  offline წევრი kakulia

ვაიმეე,ეს რა იყოო cold_sweat

 


№4  offline წევრი ninaia

სიტყვები არ მაქვს,მეტირება... cry cry

 


№5  offline მოდერი Maiaabuladze

ადრეც წავიკითხე ეს ჩანახატი მაგრამ ახლა ათასჯერ მეტი ძალით მეტკინა ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent