შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი5)


17-03-2017, 22:50
ავტორი Salome5
ნანახია 3 552

მის მკლავებში ვნებივრობდი და საერთოდ არ მინდოდა გამოფხიება, მაგამ მერე გამახსენდა ვის მკლავებშიც ვნებივრობდი და დენდარტყმულივით წამოვარდი ფეხზე. ყურადღება არ მიმიქცევია იმაზე რომ გავაღვიძე, სააბაზანოში შევედი შხაპის მისაღებად. კარების მიკეტვის ხმა გავიგონე,,,ალბათ ქვევით ჩავიდა'' გავიფიქრე და პირსახოცშემოხვეული გარეთ გამოვედი. ისიყო კარები შევაღე, ვიგრძენი როგორ შევეჯახე ვიღაცის მკვრივ სხეულს, თავივეღარ შევიკავე და პირდაპირ ზედ დავენარცხე. სახე ამელეწა იმის გააზრებაზე რომ ნახევრად შიშველი უცხო მამაკაცის სხეულზე ვიყავი გაშოტილი. გონს მოვეგე თუარა სწრაფად წამოვარდი ფეხზე და პირსახოცი შევისწორე, რომელიც სხეულის ნახევარსაც ვერ ფარავდა.
-შენ აქ რასაკეთებ?,,, შევხედე, როგორი ანთებული თვალებით მიყურებდა და თვალებს მკერდიდან არ მაშორებდა.
-მე რას ვაკეთებ?,,მკითხა ირონიულად და თვალები მკერდიდან მომაშორა მაგრამ მალევე გაექცა ისევ.
-შეგახსენებ, რომ ეს ჩემი ოთახია,,,მის უზრდელობაზე უარესად მომეშალა ნერვები, ბოლოს როგორციქნა მივხვდი როგორ მდგომარეობაში ვიდექი მამაკაცის წინ და აწითლებულმა ტანსაცმელებს ხელი დავსტაცე და აბაზანაში შევარდი. ჯერ კიდევ არმქონდა ჩაცმა დამთავრებული რომ შემომივარდა.
-კარგი იქნება თუ დაუჩქარებ, ქვემოთ ყველა ჩვენ გველოდება.,,,ცდილობდა გულგრილი მზერით ეყურებინა რაც არ გამოსდიოდა.
-ვერხედავ რომ ვიცმევ? ველურივით რას შემომივარდი დაკაკუნება არ გასწავლეს?,,,გაავხედე, ,,სწერვა'' სახით და შიშველ სხეულზე ტანსაცმელები ავიფარე.
-დიდი ამბავი, თითქოს შიშველი ქალი ნანახი არმყავდეს,,,მიპასუხა გულგრილად,,,თანაც დიდი ვერაფერი გარეგნობა გაქვს, უკეთესებიც მყოლია.,,,,თვალი ჩამიკრა და გარეთ გავიდა. ,,შენზე უკეთესებიც მყოლია'' გამოვაჯავრე მისივე სიტყვებით. იდიოტი, რომ ჰკითხო ჩემზე უკეთესები ყავდა თურმე ვაჟბატონს, არადა მკერდზე მშიერი თვალებით მომაშტერდა. მოვწესრიგდი თუარა, ოთახიდან ბუზღუნით გამოვედი და კიბეებზე დავეშვი თან გზადაგზა სახლს ვაათვალიერებდი. ძალიან ლამაზი სახლი იყო თან თანამედროვე და თანაც ტრადიციული. სასადილო ოთახისკენ გავემართე საიდანაც ლაპარაკის ხმა გაამოდიოდა.
-დილამშვიდობისა,,,მივესალმე ღიმილით ყველას და ლევანის გვერდით დავიკავე ადგილი.
-დილამშვიდობისა,შვილო,,გამიღიმა ლიამ, ,,როგორ გეძინა?
-გმადლობთ, მშვენივრად ასე კარგად ბოლოს როდის მეძინა არ მახსოვს. ,,ვუპასუხე და ჭამას შევუდექი. საუზმისას ცოტნე და ეკა არ დამინახავს, ნეტავ რატომ არ საუზმობენ ჩვენთან ერთად, გავიფიქრე მაგრამ თქმით არაფერი მითქვამს. რაღაც შინაგანი ხმა მკარნახობს რომ ძმებს შორის დიდი უსიამოვნებაა და გავარკვევ რამოხდა მათ შორის.
-შვილო, შენი მშობლები რას საქმიანობენ?,,,ფიქრებიდან თეიმურაზის ხმამ გამომიყვანა.
-დედაჩემი დიასახლისია, მამაჩემი კი ადრე პოლიციელი იყო ახლა კი პენსიონერია,,ვუპასუხე თავაზიანად და თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ორი დღეა მათთვის არ დამირეკავს, თან ტელეფონიც გამორთული მაქვს, ალბათ როგორ ნერვიულობენ ჩემზე.
-და ან ძმა?,,,ჩემს დაკითხვას აგრძელებდა მომავალი მამამთილი, ხო როგორ არა მამამთილი, დამცინა ჩემმა თავმა.
-უფროსი ძმა მყავს მხოლოდ, არქიტექტორია,,,საუზმობას მოვრჩით და მაგიდის ალაგებაში შავეხმარე ლიას. როგორცკი მოვრჩი, ჩემს ოთახში ავედი ტელეფონის ასაღებად. ჩავრთე და ჩემი ძმის ნომერი ავკრიფე.
-გისმენთ?,,,მომესმა ჩემი ძმის ნამძინარევი ხმა და გამეღიმა.
-ბექა, ტასო ვარ,,,მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში გავისუსე.
-ტასო, სად ხარ? ერთხელ მაინც ხომუნდა დაგერეკა, ბოლო წამს მომაძახე სვანეთში მივდივარო და მორჩა. სად ხარ,როდის ჩამოდიხარ არ უნდა შემატყობინო?,,,ლამის ტელეფონში გამოძვრა ბექა, ალბათ ახლოს რომ ყოფილიყო იქვე მიმახრჩობდა.
-აუ ახლა დამშვიდდი და მომისმინე რა, აქ არიჭერს კარგად და ვერგიკავშირდებოდით. ჯერ არვიცი როდის ჩამოვალთ.
-ლამის გავგიჟდი ნერვიულობისგან,,,ჩაიბურტყუნა პატარა ბავშვივით, რაზეც გულიანად გამეცინა.
-მამა როგორ არის?
-ნორმალურად, მაგრამ ოპერაციას რაც მალე გაუკეთებთ მით უკეთესიო, ექიმმა.
-რამეს მოვიფიქრებთ არ ინერვიულო,,,ვუთხარი სიტყვები, რომლისაც მე თვითონაც არ მჯეროდა.,,,კარგი უნდა წავიდე ახლა,მოგვიანებით ისევ დაგირეკავ.
-კარგი, ჭკვიანად იყავი იცოდე,,,მითხრა და გამითიშა. ფანჯარაში გავიხედე, გაზაფხულის მოსვლა დაეტყო გარემოს, ძალიან მომინდა გარეთ ჰასვლა და გარემოს დათვალიერება, ისეთი ლამაზია. ოთახიდან გამოვედი და ცოტნეს შევეჩეხე.
-რძალო, სადმე მიდიხარ?,,,მკითხა მხიარულად, მაგრამ მაინც იგრძნობოდა მის ხმაში ირონია.
-გარეთ ვაპირებდი გასვლას, ცოტას გავისეირნებ.
-მარტო? ჩემი ძვირფასი ძმა სად ბრძანდება?,,,იგივე ტონს ინარჩუნებდა.
-არვიცი,არმინახავს,,,ვუპასუხე მშვიდად. არვიცი რატომ, მაგრამ უსიამოვნო გრძნობა მიჩნდებოდა მას რომ ვხედავდი.
-მეც ვაპირებდი გარეთ გასვლას, თუ გინდა ერთად წავიდეთ თან დაგათვალიერებინებ გარემოს.,,,ერთი შეხედვით კარგი იდეა ჩანდა, მაგრამ რაღაც მიშლიდა ხელს.
-არ არის საჭირო, ლევანს ვეტყვი და ის წამიყვანს.
-ლევანს ალბათ არ ცალია, ბევრს მუშაობს. მე მაინც უსაქმოდ ვარ და წამოგყვები.
-კარგი, მაშინ წავიდეთ,,, დავთანხმდი და უკან მივყევი. სახლიდან გამოვედით და დაღმართს დავუყევით. გარემოს ვათვალიერებდი და სურათებს ვიღებდი.
-ლევანს დიდი ხანია იცნობ?,,,ერთ ლამაზ ადგილას გავჩერდით, საიდანაც მთელი სოფელი ხელის გულივით ჩანდა.
-კი, საკმაოდ დიდი ხანია,,,გულში საკუთარ ნათქვამზე გამეცინა.
-ერთმანეთი სად გაიცანით, მომიყევი,,,თვალებში შემომხედა. უცნაურად მიყურებდა, მის მზერას ვერ გავუძელი და მზერა ავარიდე.
-მოსაყოლი არც არაფერია, ერთმანეთი მის კომპანიაში გავიცანით. მასთან ვმუშაობ,,,დავუმატე ბოლოს და იქვე მდგარ დიდ ქვას მივეყრდენი ზურგით. ისიც ჩემსკენ წამოვიდა და მომიახლოვდა. დავიძაბე და მოშორება ვცადე.
-აქ რას აკეთებ, ანასტასია,,,გავიგონე ნაცნობი ხმა და ამოვისუნთქე. ჩემს წინ ლევანი იდგა.
-ანასტასიას გასეირნება უნდოდა მე გამოვყევი, შენს საცოლეს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციო, ძმაო,,,როგორც ყოველთვის ირონია.
-მას მე მივხედავ შენ არ ინერვიულო და მოშორდი აქედან,,,უთხრა დაძაბულმა. ცოტნეც მაშინვე წავიდა და თვალს მიეფარა.
-ამ კაცთან ერთად აქ რას აკეთებ?,,, დამიღრიალა და ხელებს შორის მომაქცია.
-ხომ გითხარი სასეირნოდ გამოვედით,,,ვუპასუხე დამფრთხალმა, მის ჩასისხლიანებულ თვალებს რომ შევხედე.
-სასეირნოდ არა? აქ სასეირნოდ ჩამოხვედი? ჩემთვის არ უნდა გეკითხა კიმაგრამ?
-ისეთი რა დავაშავე, არ შეიძლება ცოტა ხნით გარეთ რომ გამოვიდე?,,,შევუტიე მეც.
-იცოდე, ცოტნესთან ერთად აღარ დაგინახო თორემ მოგკლავ იცოდე,,,თვალებანთებული მიყურებდა.
-ასეთი უგულო როგორ ხარ? როგორ შეგიძლია ძმაზე ასე ლაპარაკი, ის ხომ შენი სისხლი და ხორცია,,,მის გამომეტყველებას რომ შევხედე, ვინანე საერთოდ რომ ამოვიღე ხმა.
-ჩემი ძმას არა? ჩემი სისხლი და ხორცი,,,გაიცინა მწარედ,,,იცი რა გააკეთა ჩემმა, ,ძმამ''? ჩემს საყვარელ ქალზე ძალა იხმარა გესმის? მისი ბრალია დღეს რომ ცოცხალი აღარ არის,,,სახეზე დიდი ტკივილი აღბეჭდვოდა, გამწარებულმა დაიღმუილა და იქვე ჩამოჯდა. თავი ხელებში ჩარგო, ვუყურებდი როგორ უთრთოდა მხრები. თავი საშინლად ვიგრძენი, უცებ მომინდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი. არის მომენტები როდესაც უბრალოდ უნდა აკეთო ის რაც მთელი გულით გინდა, არაქვს მნიშვნელობა რა მოყვება შენს საქციელს, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და მისგან რაც შეიძლება მეტი სასიამოვნო მოგონება უნდა დავიტოვოთ. ბევრი აღარ მიფიქრია, მასთან მივედი და ზურგიდან მივეხუტე. ვიგრძენი როგორ შეკრთა ჩემს საქციელზე. დიდხანს ვიდექი მასთან მიხუტებული და არმჯეროდა რასაც ვაკეთებდი. ვერ დამიჯერებია, ვეხუტებოდი მამაკაცს რომელმაც პირველი კოცნა მომპარა, მამაკაცს რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემს დასამცირებლად, მამაკაცს რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც მიზიდავს. ვეხუტებოდი და ვგრძნობდი როგორ სწრაფად მიცემდა გული.
* * * *
სახლში შესვლისთანავე გააცნო ოჟჯახს საყვარელი ქალი და ესიამოვნა როცა მიხვდა როგორ მოეწონათ მის მშობლებს. ნერვები საშინლად მოეშალა ცოტნეს საქციელზე, უნდოდა იქვე დაეხრჩო. ვერაფრით ივიწყებდა იმას რაც საკუთარმა ძმამ გაუკეთა,. ამიტომაც დედამისს სთხოვა ერთ ოთახში დაეძინებინა ორივე. ასე უფრო მშვიდად იგრძნობდა თავს, ქალის გაფართოებული თვალებზე სიცილი ძლივს შეიკავა. იმის წარმოდგენაზე რომ მისი საყვარელი ქალი მასთან ასე ახლოს იყო გული აუჩქარდა, სხეულზე მიიკრა ქალი და მთელი ღამე თმებზე ეფერებოდა. არუნდოდა გაეღვიძებინა და თავს იკავებდა რომ, მთელი სახე არ დაეკოცნა მისთვის. დილით მის სხეულზე გაშოტილი ნახევრად შიშველი ტასო რომ დაინახა, ამაზე სულ გაგიჟდა. უნდოდა მაშინვე მოგერებოდა, მაგრამ არ უნდოდა თავისი საქციელით რამე ევნო ქალისთვის სწრაფად მოშორდა და სამზარეულოში ჩავიდა.
-ლეო, ანასტასია სად არის?
-ჩაიცმევს და ჩამოვა დედა,,,უპასუხა და თავისი ადგილი დაიკავა.
-ძალიან კარგი გოგოა,შვილო. ძალიან მომწონს, თანაც მიხარია რომ ცოლის მოყვანა გადაწყვიტე.,,,კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ, ტასო შემოვიდა და გაჩუმება არჩია. საუზმის შემდეგ დიდხანს ეძებდა ტასოს, უნდოდა სადღაც წაეყვანა და მთელი დრო მასთან ერთად გაეტარებინა მაგრამ, ვერ იპოვა. ბოლოს ვიღაც მოხუცმა უთხრა სადაც დაინახა და ისიც მაშინვე მისკენ წავიდა. როცა დაინახა, როგორ უახლოვდებოდა მას ცოტნე და სისხლი გაეყინა. მაშინვე მივარდა, ცდილობდა გრძნობები ეკონტროლებინა როდესაც ქალს ესაუბრებოდა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა და ამდენი წლის სადარდებელი გაუზიარა მას. როდესაც ქალის ჩახუტება იგრძნო, გული სწრაფად აუძგერდა თავი ვეღარ შეიკავა და ისევ აკოცა.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მომეწონაააააა ♡♡♡

 


№2  offline წევრი Salome5

Anuki96
მომეწონაააააა ♡♡♡

kissing_heart heart_eyes

 


№3 სტუმარი Nia

Magaria gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent