ქუჩის სამოთხე (მეშვიდე თავი)
რა დამემართა? ერთი წუთი გაშტერებული ვუყურებდი უსასრულობას, როცა გამოვფხიზლდი მივხვდი, რომ ცრემლები მდიოდა. გული მიგრძნობდა, ვიცოდი რომ რაღაც მოხდებოდა, ცუდი მოხდებოდა და ამის მეშინოდა. ამიხდა, დამიანე ავარიაში მოყვა, მე კი არ შევაჩერე უბრალოდ გავუშვი და მშვიდად დავიძინე. მშვიდად? ხო მშვიდად. საკუთარ თავზე ვბრაზობ, ხომ შემეძლო დამერეკა? მაგრამ არა, არ დავურეკე და გავუშვი. კედელთან ჩავიკეცე და ტელეფონი საპირისპირო კედელს ვესროლე. მთელ ხმაზე ავქვითინდი და გაჩერებას არ ვაპირებდი. ტირილი სლუკუნში გადამივიდა და ამასთან ერთად კანკალი დამეწყო. მინდოდა წავსულიყავი საავადმყოფოში, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა. უსუსური აღმოვჩნდი. პირველად ვიგრძენი რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში. დედა როცა გარდამეცვალა პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ეხლა კი გავიზარდე. გავიზარდე და მივტირი ბავშვობის წლებს, სადაც ჭირი და უარყოფითი ემოციები არ არსებობდა. "წავიდე?" ვეკითხებოდი საკუთარ თავს და მიკვირდა წასვლა რატომ არ მინდოდა. გული მკარნახობდა, რომ იქ რაღაც საშინელი მელოდა და ამას გავურბოდი, მაგრამ დამიანეს მარტო ვერ დავტოვებდი. ფეხზე წამოვარდი და საათს დავხედე, რვა საათი იყო. სასწრაფოდ ჩავიცვი, ტელეფონი ავიღე და ქუჩაში გავვარდი, პირველივე გამვლელ ტაქს დავუქნიე ხელი და გაჩერებულ მანქანაში ჩავხტი. მისამართი სლუკუნით ვუკარნახე და სავარძელს მივეყუდე. ვგრძნობდი სარკიდან მზერას და ტირილი მინდებოდა, ასე რომ ვეცოდებოდი.მეც მეცოდებოდა საკუთარი თავი იქ მისასვლელად, მაგრამ არ მემეტებოდა დამიანე მარტო დასატოვებლად. არ ვიყავი ეგოისტი, ასე რომ მიმეგდო. ცრემლები მომდიოდა და ვცდილობდი მუჭით მომეშორებინა. - შვილო, კარგად ხარ? მკითხა სამოც წლამდე მისულ მძღოლმა და გადმომხედა. - კარგად ყოფნის მეტყობა რამე? ნაგლურად ვუპასუხე და თავი შევატრიალე. მივხვდი, რომ მამაკაცს ძალიან ეწყინა და თავი წინ გადაატრიალა. ცუდად მოვიქეცი და ბოდიში უნდა მომეხადა. - მაპატიეთ, უხეშად გელაპარაკეთ, არ იყავით ამის ღირსი. უკვე გაჩერებულ მანქანაში ვიჯექი და ტაქსისტს ველაპარაკებოდი, თან საფულეში ფულს ვეძებდი. - არაფერია, შვილო, ვიცი რომ რაღაც გიჭირს, ამიტომ მესმის შენი. გამიღიმა და ჩემს გამოწვდილ ფულს ზედაც არ შეხედა. - ფული არ მჭირდება, ჩათვალე, რომ მეგობარმა მოგიყვანა. გაოცებული ვუყურებდი, წინ გადავიწიე და ჩავეხუტე. ფული ჯიბეში ჩავუდე და სასწრაფოდ მოვშორდი.დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი. საავადმყოფოში შევირბინე და მიმღებში ვიკითხე თუ სად იწვა ბურდული და მესამე სართულზე ავირბინე. იქვე თამარი და თორნიკე იდგნენ თავჩახრილები და ცდილობდნენ ცრემლები დაემალათ. მივირბინე და თორნიკეს მთელი ძალით ჩავეხუტე. მის ძლიერ მკლავებში ავტირდი და მოთქმით გავიძახოდი დამიანეს სახელს. - ჩუ, პრინცესა, ჩუ. ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე და დამშვიდდი. თოკომ სკამზე დამსვა, ისე, რომ ხელები არ მოუშორებია ჩემთვის. - დედამისი სად არის? ვკითხე თოკოს და მის გაშვრილ ხელს დავაკვირდი. ათიოდე მეტრში ოდნავ ჩამომხმარი, დატანჯული, თმაში ჭაღარა შერეული ქალი იდგა და ქვითინებდა. ეტყობოდა, რომ ბევრი ტკივილი ქონდა მიყენებული და მის გარეგნობას ძალიან ეტყობოდა თავისი ტანჯული ცხოვრება. მასთან ახლოს მასზე თავით მაღალი კაცი იდგა და ქალს ამშვიდებდა. მას ცისფერი თვალები და დიდი, გაბუშტული ტუჩები ქონდა. სავარაუდოდ გოგა უნდა ყოფილიყო.ფეხზე წამოვდექი და მათკენ გავემართე. - გამარჯობა. ხმადაბლა მივესალმე და უხერხულად გავიღიმე. ქალმა ამომხედა და თვალები გაუბრწყინდა ჩემი დანახვისას. - ნინა ხარ? მკითხა მამაკაცმა და ქალი მიიხუტა. - დიახ. ვუთხარი. - რა ლამაზი ყოფილხარ, სხვანაირი მეგონე. ქალმა მოთხრა და გულში ჩამიკრა. ხელები მეც მოვხვიე და ერთდროულად ავტირდით. - ნუ ტირიხართ, დამიანემ ასე, რომ გნახოთ გცემთ ორივეს.გვითხრა გოგამ და გაიღიმა. გამეცინა, ქალს მოვშორდი. - ქალბატონო... - მისი სახელი არ ვიცოდი და დავიბენი. - რა ქალბატონო, უბრალოდ სალომე. მითხრა და ცრემლები შეიმშრალა.მივხვდი, ქმრის სიტყვას უდიდეს პატივს სცემდა და ამიტომ დაუჯერა, აღარ უტირია, მაქსიმალურად ცდილობდა არ ეტირა და პირნათლად ასრულებდა. ძალიან მეგობრული ქალი აღმოჩნდა და გულთბილად მიმიღო. კაი დაქალებივით ვჭორაობდით, თითქოს ამით ვცდილობდით მღელვარება ჩაგვეცხრო. მე ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ხმით, რომ არ ავტირებულიყავი. სალომე ხვდებოდა, ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ მიჭირდა და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მაგრამ არაფერს იმჩნევდა და ეს ძალას მმატებდა, რომ მასთან თავისუფალი და გულღია ვყოფილიყავი. - ნინა, შენ და დამიანე შეყვარებულები ხართ? მკითხა თბილი ხმით სალომემ და გამიღიმა. შეკითხვამ ძალიან დამაბნია. ჩვენ შეყვარებულები არ ვიყავით, მაგრამ არც მეგობრები. არ ვიცოდი რა მეპასუხა და დადუმებული ვუყურებდი. სახეზე წამოვწითლდი და თავი დავხარე, თვალები ერთ წერტილს გავუსწორე. თავი ნელა წამოვწიე და თვალები ქალს გავუსწორე, მაგრამ მალევე დავხარე. - ესეიგი, არ იცით ერთმანეთისთვის რა ხართ. ღიმილით დაასკვნა და ხელი ლოყაზე ჩამომისვა. - ზუსტად ესეა, არ ვიცი ვუყვარვარ თუ არა, არა ვიცი, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ეს ჩემთვის არ უთქვამს. ესეთია არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და მასში ეს მომწონს. მომწონს? არა, მიყვარს. მისი ყველლაფერი მიყვარს, თვალები, ტუჩები, სხეული და მისი სული ყველაზე მეტად. მაგრამ პირველად მინდა, რომ რაღაცას სახელი ერქვას. გათამამებულმა დავიწყე მონოლოგი და მისი ღიმილის დანახვისას გავაგრძელე. - მისი და თქვენი ისტორიაც კი მომიყვა და მჯერა, რომ ეს ჯერ არცერთ გოგოსთან არ გაუმხელია. როდესაც გავიგე, რომ ავარიაში მოყვა ტირილი დავიწყე და იქვე ჩავიკეცე, არასდროს არ მიგვრძნია რასაც ეხლა ვგრძნობ და არც მინდა, კიდევ ოდესმე ვიგრძნო. მეშინია, რომ დავკარგავ და ეს შიში ჩემში ფესვებს იდგამს, თანაც ეს კონკურსი ძალიან მღლის. სლუკუნით ვლაპარაკობდი და სალომეს ვეხუტებოდი. ეს ქალი ერთ საათში შემიყვარდა, მართლაც, რომ დედასავით და დარწმუნებული ვარ, გარდაცვლილ დედას შემიცვლის. დავინახე როგორ გამოვიდა ექიმი და ფეხეზე წამოვხტი. - ექიმო, როგორ არის? ვკითხე და მომლოდიბე თვალებით მივაჩერდი. - ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ მცირე ტვინის შერყევა აქვს და მალევე გამოკეთდება, მაგრამ უნდა იფრთხილოს, ავარიის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაღუპულა. გვითხრა და გაგვიღიმა. შვებით ამოვისუნთქე და თამარის ჩავეჭიდე, რომელიც გვერდით მედგა და მიყურებდა. - მისი ნახვა შეიძლება? ფრთხილად ვკითხე ექკმს, რადგან არ მინდოდა სალომეზე ადრე შევსულიყავი თუ ამას თვითონ არ მოინდომებდა. - ეძინა, მაგრამ ხუთი წუთი შეიძლება. ფართოდ გაიღიმა და წავიდა. სალომეს გავხედე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ოთახისკენ წავედი და შიგნით შევედი. დამიანეს შეხვეული ქონდა თავი, ეტყობა, რომ თავი დაარტყა და ამის გამო მიიღო ტვინის შერყევა. მთელ სხეულზე ნაკაწრები ქონდა, მის ძლიერ ხელზეც აღმოვაჩინე მცირე ჭრილობა. დამიარა ტანში და კინაღამ სული გავაფრთხე. მუდამ ასე ვიყავი, ყოველთვის მეშინოდა სისხლის და პატარა ნაკაწრებისაც. თვალი მოვაშორე და იქვე მდგარი სკამი დამიანეს საწოლთან მივწიე. მის უნაკლო სახეს დავაკვირდი და მისი გაცნობა გამახსებდა. ახალ სკოლაში მივდიოდი, ძალიან ვღელავდი. მეათე კლასში ვიყავი და ახალ რაღაცებს ყოველთვის ვუფრთხოდი. კლასში შესვლისთანავე შესამჩნევი იყო მათი ბანდა, რადგან მთელი სკოლისგან განსხვავდებოდნენ და არასდროს არავის უმალავდნენ მათ ნამდვილ სახეს და მათი "სიმწრის" გამო არ მომწონდა ისინი. შემდეგ კონკურსმა ყველაფერი შეცვალა და ერთმანეთი შეგვაყვარა. მე ასე ვთვლი, რადგან რასაც დამიანესთან ვგრძნობ, გუგასთან არასდროს მიგვრძნია და ალბათ ამიტომ მიყვარს ჩვენი გაურკვეველი ურთიერთობა. ვიცი, რომ ცეკვის შესახებ სულ არაფერი დავწერე, მაგრამ გპირდებით შემდეგ თავში ძალიან ბევრი იქნება. ძალიან დიდი მადლობა მკითხველებს. ძალიან მამხნევებთ და სტიმულს მაძლევთ. მძიმე პერიოდი მაქვს და იმიტომ დამაგვიანე, მაგრამ გპირდებით როდესაც შევძლებ მაშინ დავდებ. მიყვარხართ. განსაკუთრებული მადლობა nawka123-ის რადგან ძალიან მეხმარება და მამხნევებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.