შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავშესაფარი (სრულად)


18-03-2017, 16:04
ავტორი sopiko
ნანახია 16 315

''თავშესაფარი''

-1-
-გოგონა, მგონი რაღაც დაგივარდათ.-უკან მახედებს ვიღაცის სიგარეტის მოწევით დაბოხებული, ჩახრინწული ხმა.
აპარატთან დაცვა დგას. იქვე ჩემი ყოფილი სამსახურის ბარათი გდია, რომელზეც ჩვეულებრისამებრ თანამშრომლის სახელი და გვარი არის ხოლმე აღნიშნული. სახე უსიამოვნოდ მეჭმუჭნება და კაცსაც, ჩემი არ არის_მეთქი, ვპასუხობ.
საერთოდ, ტყუილი ჩემი ჰობი არ არის, თუმცა როცა საქმე უსიამოვნო მოგონებების დავიწყებას ეხება, ყველა ხერხი მისაღებია. აი, ბიბლიოთეკაში სიარულზე კი რა გითხრათ, ნამდვილად გატაცებული ვარ. ბავშვობიდან ავუტალახე ამ შენობას შესასვლელი. დედას სახლში შესანიშნავი ბიბლიოთეკა ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ ამ გარემოს მაინც სხვა ეშხი ახლდა. ადრე კედლები მწვანედ იყო შეღებილი, ახლა კი რამდენიმე წლის წინ ვარდისფრად გადაღებეს. არ მიყვარს ვარდისფერი. ჩემს აუხდენელ ოცნებებს და დამსხვრეულ იდეალებს მახსენებს. ამით რომ ვიხელმძღვანელოთ, სტაჟიანი ექიმი უნდა ვიყო, თეთრი ხალათი მეცვას და სახლში ქმარი და ორი შვილი მელოდებოდნენ. სად არის ან ერთი, ან მეორე, ან თუნდაც მესამე? არც ერთია, არც მეორე და არც მესამე!
დიდ, წიგნებით სავსე დარბაზში ყოველთვის თბილა და თან სასიამოვნო სიჩუმეა. წიგნების თაროზე ნაცნობ წარწერას ვხედავ და მაშინვე მასზე ვაჩერებ არჩევანს. რემარკის ''ტრიუმფალური თაღის'' წაკითხვა ყოველთვის მინდოდა და სულ რაღაც მიშლიდა ხელს. მაღაზიაში რომ მივედი, ტირაჟი ამოწურული იყო, ბიბლიოთეკაში მუდამ გატანილი მხვდებოდა და აი, დადგა დღეც, როცა ის ჩემს ხელშია. ვგიჟდები რემარკისეულ თხრობის სტილზე... სევდიანზე, მელანქოლიურზე, მოულოდნელზე და შორეულზე... ადრე ვფიქრობდი, ერიხი რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად შემიყვარდებოდა_მეთქი... ალბათ სასიამოვნოა გიყვარდეს კაცი, რომელსაც შეუძლია შუა ფრონტზეც კი რომანტიული საღამო მოგიწყოს, თანაც ისე, რომ არაფერს შეგპირდეს.
სპეციალურ პუფში ვჯდები და წიგნს ვშლი. სწორედ ამ დროს ჰოლიდან ჩოჩქოლის ხმა მესმის. დიდად არ ვინტერესდები, თუ რა ხდება იქ და ხაოიან, თხელ ფურცლებზე თითებს დავატარებ. მესამე გვერდზე გადავდივარ და კითხვას ვიწყებ:
''-საით მიბრძანდებით?
-გამიშვით!
-სად მიდიხართ ამ ღამეში?''
უცებ ვხვდები, რომ მარტო აღარ ვარ. თავს ვწევ და ჩემგან ზურგით მდგარ მაღალ მამაკაცს ვხედავ, რომელიც თაროდან მორიგეობით იღებს წიგნებს და აშკარაა, რაღაც კონკრეტულს ეძებს. თავს ისევ წიგნში ვრგავ, მაგრამ ყურადღება ამ უცერემონიოდ შემოჭრილ მამაკაცზე მაქვს. ვერც კი ვიაზრებ, ისე ვთავაზობ დახმარებას მას.
-უკაცრავად, რას ეძებთ?-ბაჭიასებრი სიფრთხილით ვეკითხები და მზერას მის წამიერად გაშეშებულ, გაყინულ მხრებზე ვაჩერებ.
-რა შენი საქმეა, თუ რას...-უხეშად, ბურდღუნით იწყებს ის და ჩემკენ ტრიალდება.
ზუსტად ამ მომენტში ვგრძნობ იმას, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. თითქოს მთელი ცხოვრება ამ წამს ველოდი და მხოლოდ ამისთვის დავიბადე. ლამისაა იმაზე ხარხარი დავიწყო, რომ საერთოდ ეს გავიფიქრე, მაგრამ ამის უნარსაც კი ვკარგავ. გამოშტერებული მივჩერებივარ მამაკაცს ცისფერ, მოგრძო ფორმის თვალებში, რომლებიც გაკვირვებას გამოხატავენ.
ჯერ ჩემს თავს მომხდარი ვერ გამიანალიზებია, რომ მამაკაცი მწვანდება, ყავისფერდება, შავდება. სახეზე ისე ეჭიმება ძარღვები, რომ მეშინია, არ დასკდნენ. ნანახით შეძრწუნებული ფეხზე ვდგები. წიგნი ჩემი კალთიდან ვარდება და დაბლა რომ ენარცხება, იხურება.
ვფიქრობ, რომ შეიძლება სახეზე მუწუკი გამომივიდა, ანდაც თმა ვერ დავივარცხნე დილით კარგად... სულაც შეიძლება მაისური მაქვს შარვლიდან ამოჩაჩული, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, თუ რატომ დაინტერესდა უცნობი ჩემით ასე. მოულოდნელად ის ჩემს ფეხებთან ჩნდება, იჩოქებს და იატაკზე დავარდნილ წიგნს იღებს. მერე მის ფურცლებში იქექება, იქ კი რაღაც ბარათს პოულობს და წამის მეასედებში ჯიბეში ინახავს.
-ეს როგორ? არა, შეუძლებელია! ეს უკვე ზედმეტია! შენ... ვინ ხარ?-უაზროდ ისვრის სიტყვებს ის და ვერ ვხვდები, რა დავარქვა იმას, რაც სახეზე აქვს გამოხატული.
-თავად ვინ ხართ? რა მოგდით?-შეტევაზე გადავდივარ მე და კითხვაზე კითხვით ვპასუხობ.
-ამას მნიშვნელობა არ აქვს... შენ აქ ვერ იქნები!-ისეთი წმინდა და მშრალი ხმა აქვს, თითქოს სადღაც ცხრა მთას იქით იყოს და ისე მელაპარაკებოდეს.
-ვინმეში ხომ არ გეშლებით?-შემცბარი ვიდებ გულზე ხელს და უკვე ეჭვი მეპარება, რომ ეს მე ვარ.
-მგონი კი... მგონი კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ მეშლები!-მოკლედ მიჭრის მამაკაცი და აჩქარებული ნაბიჯებით გადის ოთახიდან.
-ღმერთო, რამდენი გადარეულია ამ ქვეყნად!-ვბუტბუტებ, პუფზე მიგდებულ წიგნს ვიღებ და სასწრაფოდ ვტოვებ ბიბლიოთეკას.

სახლში მისული დამძიმებული ვესვენები სავარძელში. მაინც ვერ ამომიგდია თვალიდან ის ფრაგმენტები, თუ როგორი მზერით მიყურებდა უცნობი და რა სისულელეებს ბოდავდა. ჩემთვის ახლა ეს უფრო წინ დგას, ვიდრე ის, თუ მე თვითონ რა დამემართა მისი დანახვისას. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ადრეც მენახა. ის წუთიერი შეხვედრა კი გონებაში დაილექა და მთელი ეს დრო გაუაზრებლად ველოდი მას. სად? კი, მაგრამ სად შეიძლებოდა შევხვედროდი მას? ჩემს ყოველდღიურობაში შემოჭრილი გმირი ზედმეტად მაინტრიგებს და თან ობობას ქსელებივით მომდებია მასზე ფიქრები. ახლა იმ სახლს ვგავარ, რომლის ზღურბლზეც დიდი ხანია არავის გადმოუბიჯებია. ველი დალაგებას, ყველა ნივთის თავის ადგილას მიჩენას და რატომღაც იგვიანებს ის ვიღაც, რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს.
ჩემ გვერდით ტუმბოზე დადებული ტელეფონი რომ იწყებს რეკვას, ადგილზე ვხტები და იმდენად უკუღმართად ვიღებ ყურმილს, რომ კინაღამ ხელიდან მივარდება.
-ელენიკა, მობილური რატომ გაქვს გამორთული?-მკაცრი, მაგრამ უცნაურადდ დაწვრილებული ხმა აქვს ჩემს დეიდაშვილს.
-რა ვიცი, გვანცა.. დამიჯდა ალბათ.-უხალისოდ ვპასუხობ და ფეხებს ვიკეცავ.
-რა დაგიჯდა? რა დაგიჯდა?-წიკვინებს მეორე მხრიდან.-შენს სადარბაზოსთან ვარ.
-მერე? ამოდი.-ადვილად ვჭრი პრობლემას.
-საქმე იმაშია, რომ აქ ვიღაც დგას და თან ძალიან ცუდად მიყურებს. სადარბაზოში რომ შემოვედი, მანქანიდან გადმოვიდა და ახლაც აქვე ხესთან დგას.-დაბალ ხმაზე ჩურჩულებს გვანცა.
-ნუ ქმნი პანიკებს! გეჩვენება ალბათ რაღაც.-გულგრილად ვპასუხობ, რადგან ვიცი, როგორი ემოციურიცაა.-დარწმუნებული ვარ, სულ სხვა რაღაცაზეა ის ვიღაც მანდ. ამოდი შენ.
-ელენიკა, გული მიგრძნობს, რაღაც ისე არაა...
-შენს გრძნობებს რომ აღარავინ ვენდობით, ეგ ხომ იცი?-ჩემს მშვიდ ტონს არ ვღალატობ, მაგრამ უკვე მეც ვშფოთდები.
-ხო, კარგი, ამოვალ, ოღონდ გამომხედე!-პირობას მიყენებს ის და ტელეფონში უკვე ნაბიჯების ხმაც მესმის.
ყურმილს ვკიდებ და შემოსასვლელში გავდივარ. კარებს რომ ვაღებ, ვხვდები, რომ ერთი ადამიანის ნაბიჯები მეორესას ერწყმის და უკვე აღარ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გვანცას ეჭვები უსაფუძვლო იყო.
-ელენ, აქ ხარ?-ქვემოთა სართულიდან მეძახის გვანცა.
-ხო, აქ ვარ.-ვამხნევებ ჩემი პასუხით.
ისიც ფეხს უჩქარებს და მალე მის დანახვას კიბეებზე ვახერხებ. წიხლისკვრით მაგდებს სახლში, თვითონაც ფაცა-ფუცით შემოდის და ურდულს ატრიალებს.. მერე ჯაჭვსაც კიდებს, მისაღებიდან სკამი გამოაქვს და კარებს ადგამს.
-როგორ გგონია, შემოანგრევს?-ამ ყველაფრის შემდეგ ისე მეკითხება, თითქოს ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მონაწილეები ვიყოთ და იარაღიანი კაცები მოგვდევდნენ.
-ვისზე მელაპარაკები, გვანცა? დღეს ყველა როგორ აფრენს?-ვიოცებ და ხელებს ზეცისკენ ვმართავ.
-გაიხედე! გაიხედე და ნახავ!-ხელს მკრავს ის და მეც ძალაუნებურად ვდგები სკამზე.
ჭუჭრუტანიდან არაფერი მოჩანს. მხოლოდ მოპირდაპირე სახლის კარები შემომცქერის უემოციოდ. ის-ის არის დაბლა უნდა ჩამოვიდე, რომ წამიერად მინის იქით მხოლოდ სიბნელეღა ჩანს და ამის შემდეგ სადარბაზოს იატაკზე ჩრდილი ეცემა. ვიღაც ნამდვილად არის, თუმცა ამაში შესაშინებელი არაფერია. სადარბაზოში ვიღაც იქნება, რა გასაკვირია, მაგრამ მამაკაცი სანამ კიბეებზე დაეშვებოდეს, ჩემი კარებისკენ იხედება და მე მას ვხედავ... მის სახეს... მის გამომეტყველებას... ისაა. რა თქმა უნდა, როგორ ვერ ვიფიქრე...
მაშინვე ვხვდები, რომ საკუთარ თავს ვატყუებ. ვიფიქრე. თავიდანვე ვიფიქრე, მაგრამ განგებ ვუარვყავი ეს აზრი, თანაც საჩქაროდ. უბრალოდ არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ასეთი სიმპათიური მამაკაცი უკან უმიზეზოდ გამომყვა და თან მხოლოდ ერთი შეხვედრის შემდეგ. ერთი ნახვით რომ არ შევუყვარდი და ჩემს დატკეპნილ უკანალს რომ არ დაადგა თვალი, ეს ნათელია, მაგრამ განა სხვა რის გამო უნდა გამოყვეს კაცი უცნობ ქალს სახლში?
-ვინ არის? იცნობ?-ჩემს გამოსულელებულ გამომეტყველებას რომ ხედავს გვანცა, სკამიდან მაგდებს და მისაღებისკენ მიმათრევს.-წავიდა უკვე. ტყუილად გაქვს თვალები იქით.
სკამზე რომ ვჯდები და თავს დაფიქრებული ვრგავ ხელებში, გვანცა ჩემს თითებს ეჭიდება და ერთადერთ საყრდენს მაცლის.
-ვინ არის? რა უნდა? სად ნახე?-მაყრის კითხვებს და უმწეო კნუტის თვალებით შემომცქერის.
-ნეტავ, ვიცოდე, ვინ არის და ხომ ამწყობია ცხოვრება!-ვოხრავ და რადგან ვიცი, რომ არ მომასვენებს, რაც შეიძლება მოკლედ ვუყვები მას ჩვენი შეხვედრის შესახებ, თუმცა იმას კი ვუმალავ, თუ რა ვიგრძენი მისი დანახვისას.
-ისე, სიმპათიური კი იყო...-დაფიქრებით ამბობს ჩემი დეიდაშვილი, როცა თხრობას ვრჩები.-უბრალოდ ვერ ვხვდები, შენნაირმა თავმოუვლელმა და მოსაწყენმა ადამიანმა რით მიიზიდა.
ცალ წარბს მაღლა ვზიდავ გაბრაზების ნიშნად, თუმცა ვაღიარებ, ამან მეც საფიქრალი გამიჩინა.
-დარწმუნებული ვარ, სულ სხვა რაღაცააშია საქმე. იქ ჩემი მოწონებისა არაფერი ეტყობოდა. ისე მიყურებდა, თითქოს მის წინაშე სასწაული მოვახდინე. სახეზე საშინელი შეძრწუნება და ტკივილი ეხატა.-ვუხსნი გვანცას და თან თვალწინ მიდგება უცნობის სახე.-ცისფერი თვალები ჰქონდა, სწორი, ბოლოში ოდნავ მოღუნული ცხვირი, მოშვებული წვერი, ოღონდ მოდაზე არა და მოთეთრო ფერის სქელი ტუჩები... რომ დავაკვირდი, ქვედა ოდნავ მედიდა... ნიკაპზე პატარა ნაიარევი ჰქონდა, შუბლზე კი ყავისფერი ხალი... თმა სველი და სლიპინა მომეჩვენა... კარგად დაკვირვება ვერ მოვახერხე, მაგრამ...
-კარგად დაკვირვება ვერ მოახერხე? აბა, ეს რა იყო?-განცვიფრებული მაწყვეტინებს გვანცა.
-ეს... უბრალოდ მოკლედ აღგიწერე. შენ ხომ კარგად მისი შეთვალიერება ვერ მოასწარი.-მხრებს ვიჩეჩ და ფეხზე ვდგები.-ნოემბერია. უკვე დღე ძალიან დაპატარავდა.
ამის თქმაა და შუქს ვანთებ. ყველა ოთახში დაბალი სინათლის ნათურები მიყენია. მახსოვს, როცა მამიდასთან ვრჩებოდი ხოლმე, მისაღებში მაწვენდნენ, შუქს კი გვიანობამდე არ აქრობდნენ. ჩუმად ლაპარაკობდნენ, მამიდა ყოველ წუთას იძახდა, ჩუმად, ელენიკა არ გააღვიძოთო, მაგრამ მე ლაპარაკი კი არა, შუქი მიშლიდა ხელს. ზუსტად თვალებში მიჭყიტინებდა და დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. ერთხელ სწორედ ამის გამო მოვისმინე მამიდისა და ირაკლი ძიას ჩხუბი. საშინელება იყო. სამზარეულოში გავიდნენ, თუმცა ხმა მაინც მესმოდა. ნინა მამიდა ტიროდა, მე კი არ შემეძლო ავმდგარიყავი და დამემშვიდებინა. მეორე დღეს არაფერი შევიმჩნიე. დედა რომ მოვიდა, უთქმელად გავყევი. სადღაც ერთ კვირაში გავიგე, რომ მამიდა და ირაკლი ძია შორდებოდნენ. მას შემდეგ, როცა დედას მორიგეობა უწევდა, მამიდასთან აღარ ვრჩებოდი. დედა ამას ჩემს აკვიატებად თვლიდა, მაგრამ ფეხის იქ მიდგმაც კი დიდ სირთულედ მეჩვენებოდა. მაშინ მივხვდი, რომ დედა და მამაც ასე დაშორდებოდნენ. იჩხუბებდნენ და მერე მამა წავიდოდა. არც მე შევეცოდებოდი და არც დედა.
იმ დღის მერე მკვეთრ შუქს ვეღარ ვიტანდი. ეს ჩვეულება დღემდე გამომყვა. თუ სადმე მივალ და შემაწუხებლად მაჭყიტებს სინათლე, ყოველთვის ის საშინელი ღამე მახსენდება. მაშინ გავიგე, რომ არაფერი იყო მუდმივი. არც ოჯახი, არც მეგობრობა და არც სიყვარული. მაშინ რაღაც დაინგრა ჩემში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თერთმეტი წლის ვიყავი. დრო გავიდა, ახალ ადამიანებს შევხვდი, მამიდა საზღვარგარეთ წავიდა, თუმცა მოგონებები არ გაქრა. ის მოგონებები, რომლების მაწვნის სუპის ჭამის ანალოგიურია. გეზიზღება, მაგრამ ჭამ იმიტომ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ამთავრებ, თეფშს ნიჟარაში დებ, გემო კი ისევ შენს პირში ტრიალებს. ვერ იშორებ, ვერაფრით, ხუთჯერაც რომ გაიხეხო კბილები და პირში წყალი გამოივლო.
ყავის მოდუღების ხასიათზე არ ვარ, ამიტომ სამზარეულოში გვანცა გადის. მანამდე ტელევიზორს ვრთავ და არხიდან არხზე გადავდივარ. არაფერი საინტერესო. ერთი და იგივე სახის გადაცემები და სულელური ფილმები, რომელთა დასასრულზეც მხოლოდ გულჩვილები ტირიან.
-ელენ, იცი, გუშინ რა მაგარ ფილმს ვუყურე?-ტელევიზორის ხმა რომ ესმის, ახსენდება გვანცას.
-რა ფილმს?-ისე ვეკითხები, თითქოს ძალიან მაინტერესებდეს.
-აუ, არ ვიცი. დაწყებულზე ჩავრთე.-ყავის ფინჯნებით ხელში საუბრით შემოდის გვანცა ოთახში.-სიყვარულზე იყო. ისე, რა უაზრობაა სიყვარული, არა? გიყვარს და ბოლოს მაინც ვიღაც მიდის... ან ერთი, ან მეორე.
-უაზრობა ის კი არ არის, რომ მიდიან! რომ არ უნდათ და მაინც რომ მიდიან!
-კაი, რა... სიხარულით ვინ ტოვებს საყვარელ ადამიანს?-მედავება ის.
-თუ მართლა გიყვარს, შენი წასვლაც კი ღირსეული უნდა იყოს.-დარწმუნებით ვამბობ და ჩემს ყავის ფინჯანს ჩემკენ ვაჩოჩებ.-ზოგჯერ აუცილებელია წასვლა... თუ დარჩები, დაიფერფლები.
-დაიფერფლები არა, ჩაიფერფლები! შენ რას არ იტყვი, რა...-ხელს იქნევს უკმაყოფილოდ გვანცა და ამ თემას მეტჯერ აღარ ვუბრუნდებით.

-2-
აწ უკვე დატენვაზე შეერთებულ მობილურს რომ ვრთავ, დედაჩემისგან შემოსული ხუთი ზარი მხვდება. რაც ახალი მობილური ვუყიდე მანანას, მას შემდეგ ჭირივით ეზარება ვიღაცასთან დარეკვა ან თუნდაც შეტყობინების გაგზავნა. ასე რომ ამაფეთქა, ესე იგი მართლა რაღაც მოხდა. ცოტა არ იყოს შეშფოთებული ვრეკავ მასთან, მაგრამ ისე განაზებულად და ალერსიანად მეპასუხება, რომ მაშინვე ვხვდები... ვიღაც ახალი, მშვენიერი, ჩამოყალიბებული, განათლებული, საქმიანი, ბინიანი და მანქანიანი გამოჩნდა!
-დე, მერამდენედ გითხრა, რომ მორჩი_მეთქი, ჰა?-შეწუხებული ვეკითხები და გონებაში მაშინვე ვაგონებივით ეწყობიან წარსულში ჩამოტოვილი დედაჩემის შერჩეული იდეალური კანდიდატები ჩემი ქმრობისთვის.
-მეც მერამდენედ გითხრა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ბუდე? ნუ დაიწყებ ახლა! შენი ფოტო უნდა მივცე დედამისს და დარწმუნებული ვარ, მოეწონები.-უფრო უარეს ინფორმაციას მაწვდის ის.
-შენ რა გაგიჟდი, დედა? რა ჩემი ფოტო უნდა მისცე? მერამდენე საუკუნეა?-ხმას ვუწევ იმით გაცხარებული, რომ მე არაფერს შემეკითხნენ.
-ოჯახი და პატიოსნება ყველა დროში ფასობს, ელენიკა. როდამდე, მითხარი? როდამდე ვისმინო მეზობლების ჭორები და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან გაქვს ურთიერთობა და რომ... რომ ეულად დაყიალობ!-აღელვებისგან ენა ებმის დედას.-აღარ შემიძლია მეტი. გამოდი დღეს ჩემთან და ვილაპარაკოთ.
-არ ღირს, დედა... შენ ხომ გათხოვდი პატიოსნად, არა? ხომ გქონდა ოჯახი და ხომ არავის უჭორავია შენზე? ხარ ბედნიერი? ვერ წავიდა მამაჩემი თავის გზაზე და ვერ იცვლის ახლა საყვარლებს ფლოსტებივით რუსეთში?-მაზოლზე ვადგამ ფეხს.-მე მაინც გამანებე თავი, რა.
-შენ... შენ ხომ მაინც იცი, რა მტკივნეულია ეს ჩემთვის... როგორ შეგიძლია ამით იმართლებდე თავს?-იმდენად ძლივსღა მესმის მისი სიტყვები, რომ ვხვდები, მობილური შორს წაიღო, მისი ტირილის ხმა რომ ვერ გავიგო.
-გამოვალ დღეს, დედა, მაგრამ გთხოვ, მეტად აღარ დამაძალო, რა!-ვთხოვ და ცრემლები მერევა.
ზუმერის ხმა გულს რომ მიწვრილებს, მაშინღა ვდებ მობილურს მაგიდაზე. ბავშვობის ტრავმა თავს მახსენებს. არ მინდა, რომ მეც შემიყვარდეს და მერე მიმატოვონ. ვიყო თუნდაც უნამუსო, თუნდაც კახპა, ყველასათვის საძულველი, მაგრამ ბედნიერი. ამოვიდა ეს პატიოსანი უბედურება ყელში. ის, რომ ყველა გიღიმის, გეფერება და გაქებს იმისთვის, რომ წესიერად ცხოვრობდი, ილუზიაა. სწორედ ის ადაიანები, რომლებიც ასე იქცევიან, შედიან თუ არა სახლში, იხსნიან წინსაფარს, იმოკლებენ კაბას და შინ საყვარლებს ეპატიჟებებიან, მერე კი გამოდიან გარეთ და ისევ იფარებენ სახეზე ნიღბებს. რატომღაც ადამიანები არასდროს აქებენ იმას, ვისაც ბედნიერება შეუძლია.

მშობლიურ კორპუსს რომ ვუახლოვდები, მის ძირში არსებულ მაღაზიაში შევდივარ. შოკოლადების გრძელ რიგს მანამდე ვათვალიერებ, სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდეს და მოლარესთან აღმოვჩნდებოდე. ეს დრო რომ დგება, ჯერ ისევ ძებნის პროცესში ვარ, რადგან ჩემი საყვარელი თეთრი შოკოლადი ვერ მიპოვნია. სხვაგან არც არასდროს მინახავს. პატარა რომ ვიყავი, მაშინ ყიდულობდა ხოლმე დედა და ყოველ საღამოს თითო ნატეხს მაძლევდა. რამდენგანაც ვიკითხე, არსად არ ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ ყველა შოკოლადთან შედარებით იაფი ღირს და თან როგორც დედა ამბობს, ძველი დროის წმინდა გემო აქვს შემორჩენილი.
-თეთრი შოკოლადი არაქისით არ გაქვთ?-ვეკითხები მოლარეს და ცხვირს ვჭმუხნავ.
-მოიცა, სადღაც აქ უნდა იყოს...-დაბლა იხრება გოგონა და კლიენტისთვის ნაკლებად შესამჩნევი ადგილიდან იღებს ნაცრისფერ ქაღალდში შეფუთულ ფილას.
-მეც შევიძენ თეთრ შოკოლადს არაქისით.-უკან მდგომი მყიდველი ჩემნაირ გემოვნებას იჩენს.
ცნობისმოყვარეობა მძლევს და უკან ვტრიალდები. თვალები შუბლზე ამდის, ნაცნობ თვალებს რომ ვხედავ. მსუბუქად ვკივი და მოლარეს პარკს ხელიდან ვტაცებ.
-აი, აიღეთ, ხურდა კი შეგიძლიათ დაიტოვოთ.-ზრდილობიანად ვუღიმი მას და მაღაზიიდან ელვისუსწრაფესად გამოვრბივარ.
ის, რომ ორი დღეა ვიღაც შეშლილი უკან დამდევს, სულაც არ არის სასიამოვნო. არა, სასიამოვნო თავიდან იყო, მაგრამ ახლა გვანცასი არ იყოს, უკვე საშიშში გადაინაცვლა. სულის მოსათქმელად კუთხეში რომ ვჩერდები, ვიღაც აჩქარებული სუნთქვით მიახლოვდება. საკივლელად პირს ვაღებ, მაგრამ მამაკაცი ერთი ხელის მოძრაობით მაბრუნებს თავისკენ და მეც მომზადებულ ყვირილს შეძრწუნებული ვყლაპავ.
-თქვენ ვინ ხართ? რას გადამეკიდეთ? აშკარად ვიღაცაში გეშლებით. გუშინ ხომ... გუშინ ხომ ეს თვითონაც თქვით!-თვალებს აქეთ-იქით საცოდავად ვაცეცებ და შველას ყველა მხრიდან ველი.
-რა გქვია?-უგრძნობლად მეკითხება უცნობი, ისე, რომ არც ერთი ნერვი არ ერხევა სახეზე.
-ელენიკა.-სწრაფადვე ვპასუხობ. ახლა იმაზე ფიქრი არ შემიძლია, რომ უცნობ მანიაკებს სახელი და გვარი არ უნდა გავუმხილო.
-ვიცოდი.-ხვნეშის ის.
-რა იცოდით?-ვკრთები მისი მოკუმული მუჭის დანახვაზე.
-არაფერი. ბოდიში, თუ შეგაშინე.-მიბოდიშებს და სხვა მხარეს ანგარიშმიუცემლად იხედება.
-იცით, ბოდიში საჭირო არ არის, მაგრამ ნამდვილად ძალიან შემაშინეთ. მაინც ვერ ვხვდები, რა გინდათ ჩემგან და .... და ალბათ ვერც გავიგებ, ხო?-შედარებით დამშვიდებული ვაპარებ იმას, რომ მისი ვინაობის გაგება და გაურკვევლობის გაქრობა მინდა.
-რაში გჭირდება ამის ცოდნა?-ისე შთამბეჭდავად, ღრმად და მომხიბვლელად იღიმის, რომ ცოტაც და ჩავიკეცები.-არ იცი, რომ რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო ლამაზი ხარ?
-როგორც ჩანს, უკვე ბევრი ვიცი.-მეცინება ყველასათვის ცნობილი ფრაზის გაგონებაზე.
მამაკაცი დუმს. არც ველოდი იმის მოსმენას, რომ ძალიან ლამაზი ვარ, არადა ჩემი ეს სიტყვები ზუსტად ამ კომპლიმენტისთვის იყო გამიზნული.
-წავიდე და დარწმუნებული ვიყო, რომ მეტჯერ აღარ შემხვდები და აღარც არასდროს გამომყვები უკან?-კარგად შენიღბული შიშით ვეკითხები. თურმე მისი არნახვა ნახვაზე უფრო საშიში ყოფილა.
-წადი, მაგრამ დარწმუნებული ნუ იქნები!-ისევ ისე მიღიმის ის და კედელს ეყრდნობა.
იმდენად კმაყოფილი ვრჩები მისი პასუხით, რომ აღარაფერს ვამბობ და კუთხეში ვუხვევ. ისეთი გრძნობა მრჩება, თითქოს ეს მომენტი ისევ დადგება მომავალში, რამდენიმე დღის თუ თვის შემდეგ. ცხვირს კაშნეში ვმალავ და სუსხიან ქარს სადარბაზოში ვაფარებ თავს.

ზოგჯერ ხვდები, რომ ის ადგილი ძალიან ძვირფასია შენთვის, რომელიც ძველ ტკივილს და საკუთარ ცრემლებს გახსენებს. ჩემს ოთახში შესვლა მუდამ ძლიერ ემოციებს იწვევს ხოლმე ჩემში. ვჯდები საწოლზე, თავს ვდებ ბალიშზე და ის სისველის გრძნობა მახსენდება, დილით გაღვიძებული თეთრ ნაჭერს ხელს რომ გადავუსვამდი და დასიებულ უპეებზე ადრე ეს მახსენებდა, წინა ღამე რომ ტირილში მქონდა გატარებული
-არაფერი შემიცვლია. შენ იშვიათად რჩები ხოლმე, მაგრამ იყოს ასე.-მეუბნება დედა და მხარზე მიხუტებს.
-არ შეცვალო! არასდროს!-ვჩურჩულებ და თავს გულზე ვადებ.
-არ ვარ უბედური, ელენიკა, მე... მართლა.-ისე მიმტკიცებს, როგორც აქამდე არაფერი დაუმტკიცებია, მაგრამ მაინც არ მჯერა.
-უბედური რომ არ იყო, ამას კი არ მეტყოდი, არამედ იმას, რომ ბედნიერი ხარ. იცოდი, რომ ყველაზე ადვილად ტყუილს მაშინ ამბობს ადამიანი, როცა სიმართლეს უარყოფს?-ვეკითხები ღიმილით.
-არა. შენ საიდან იცი?-ეს კითხვა უკვე ყიდის მას.
-უბრალოდ მივხვდი.
მის მკლავებს ვიშორებ და საძინებელში მარტო ვტოვებ.

წამოსვლისას ყოველ ნაბიჯზე უცნობის ხმა მესმის და გულს ისეთი ბაგა-ბუგი გააქვს, რომ ვხვდები, გავები. სულ ის მელანდება, ხან ხეებს შორის და ხანაც სიბნელეში იკვეთება მისი აღნაგობა. ვიცი, რომ ეს ყოველივე ილუზიაა, მაგრამ იმდენად რეალური, რომ ვერ გამიყვია ერთმანეთისგან მოლანდება და ცხადი. როგორ შეიძლება დაინახო ადამიანი და გულში ჩაგივარდეს? ერთხელ კი არა, არიან ადამიანები, რომელთაც უამრავჯერ ვხვდები, მაგრამ მათ მიმართ არაფერი მიგრძვნია. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ნეტავ, ეს ვიღაც დედაჩემისგან გამეცნო, როგორც კაცი, რომელიც ჩემზე დაქორწინებაზეა თანახმა... მაშინ ალბათ მიუხედავად მისი საოცარი მზერისა მთქნარებას დავიწყებდი და ვინატრებდი, რომ მეტჯერ აღარასოდეს მენახა... ახლა ეს უცნაური გარემოებები და მისი იდუმალი ქცევა უფრო მიწვევს და მიზიდავს, რაც წესით და რიგით ასე სულაც არ უნდა იყოს... ნუთუ გავიგებ ყველაფერს მასზე და მორჩა? იქნებ მართლაც ასე მოხდეს?
ის მაღაზია, სადაც შოკოლადები ერთად ვიყიდეთ, ან სულაც არ იყიდა მან, ჯერ კიდევ ღიაა. თავში შესანიშნავი იდეა მომდის და გამყიდველთან სალაპარაკოდ მაღაზიაში შევდივარ.
-ელენიკა, შემოდი... გაგიმართლა, რომ მოგვისწარი! უკვე ვიკეტებით.-სიცილით მეუბნება ქალი და დახლთან დგება.
-ნინო, არაფრის ყიდვა არ მინდა, უბრალოდ იმ კაცზე უნდა გკითხო, თეთრი შოკოლადი რომ მოინდომა არაქისით. ხომ იცი, ძალიან იშვიათად, რომ ვინმეს მოსწონდეს. ხშირად მოდის ხოლმე აქ?
-ადრე კი, ახლა ძალიან იშვიათად.-ღონდება ჩემ მიერ ნახსენები პიროვნების გახსენებაზე.-მაგას სულ არ უყვარს ეს შოკოლადი. დღეს არ ვიცი, რა დაესიზმრა. ალბათ ცოლის მონატრებამ თუ სძლია...
-ცოლის?-სულ მთლად ვირევი ამის გაგონებაზე.
-ხო, საწყალი. სამი წლის წინ გარდაიცვალა ის გოგო. სულ აქ მოდიოდა ხოლმე და ამ შოკოლადს ყიდულოდა. ბოლო დროს ვაჟიც ხშირად მოყვებოდა. მგონი გიორგი ჰქვია. გიოო, ასე ეძახდა გოგონა. ეს სულ იმეორებდა, ამას რა გაჭმევს, დაობებულ შოკოლადს ჰგავსო. ამაზე გოგოს ყოველთვის ეცინებოდა. საოცარი სიცილი ჰქონდა... აი, შენნაირი. სხვათა შორის ძალიან გგავდა, ძალიან!-აღტაცებით ამბობს და მისი გადიდრონებული თვალები ჩვეულებრივ ფორმას რომ უბრუნდება, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს სადღაც დაფრინავდა და მერე უცებ მიწაზე დაეცა.
-ეს ბიჭი მისი სიკვდილის შემდეგ ხშირად მოდიოდა?-გაოცებული და განადგურებული სიტყვებს ძლივს ვპოულობ კითხვის დასასმელად.
-არა, ელენიკა, რას ამბობ... დღეს პირველად იყო, მაგრამ მაინც ვიცანი! შესანიშნავი წყვილი იყო! ორი ანგელოზი ერთად ეს ხომ... საცოდაობაა პირდაპირ! ყველას გვაშოროს ღმერთმა ასეთი უბედურება!-პირჯვარს იწერს ნინო.-ელენიკა, სად მიდიხარ?
უკვე კართან ვდგავარ. ცხვირთან მსხვილი ცრემლი მიცურდება. ასეთ მდგომარეობაში რომ ნინომ მნახოს, ხვალვე ყველაფერს გაიგებს დედა, რაც სულაც არ მაწყობს. საშინლად უტაქტოდ გამომდის, მაგრამ გამოვდივარ. კიდევ მესმის უკნიდან დაძახება. არ ვრეაგირებ და ისე ვაგრძელებ გზას, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ან ვიცი რომ რა ხდება ჩემს თავს?
-3-
მაშინ ჯერ სკოლას ვამთავრებდი. დედამ ყავაზე დაპატიჟა თავისი თანამშრომელი, რომელთანაც მეგობრობდა. მე მხოლოდ მისასალმებლად გავედი მათთან და მერე ოთახში შევიკეტე. ვიჯექი და საღამოს კაბებს ვათვალიერებდი საბანკეტოდ. მისაღებში ხმას შედარებით რომ აუწიეს და დედაჩემმაც ''რა საყვარლები არიან''-სა და ''როგორ უხდებიან''-ის კორიანტელი დააყენა, ვეღარ მოვითმინე და მისაღებში გავვარდი.
-ვისზე ლაპარაკობთ?-უკან ამოვუდექი დედას და სტუმრის მობილურში გახსნილ ფოტოს დავაკვირდი.
-რა და ქეთის გოგონა, პელო გათხოვდა.-ისე მიპასუხა დედამ, თითქოს მე და ის ვიღაც პელო კარგა ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით.
-ა, გილოცავთ!-ღიმილით მივულოცე ქალს და ფოტოზე გამოსახული გოგონაც და ბიჭიც კრიტიკული თვალით გავზომე.
მართლაც რომ ჩემი დასაწუნი არაფერი ჰქონდათ. ფოტოზეც კი ნათლად ჩანდა, როგორ უბრწყინავდათ თვალები ბედნიერებისგან. ბიჭს გოგოსთვის მხარზე ჰქონდა ხელი შემოხვეული და იღიმოდა. ისეთი სიმპათიური იყო, შურის დიდი, ეკლებიანი ბურთი ძლივს გადავყლაპე. შეიძლებოდა გოგო უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ მე ბიჭს ვეღარ ვაშორებდი თვალს და მის გვერდით მდგომის ყავისფერ, ტალღოვან თმას, პატარა, ვარდისფერ ტუჩებს და ლამაზად ჩაწყობილ კბილებს ვაიგნორებდი.
-დედა, როგორ ჰგავხარ ჩემს გოგონას, შვილო!-შეიცხადა ქალმა და მეც მაშინ შევნიშნე, რომ ფოტოზე გამოსახულ გოგონას ძალიან ვგავდი.
ერთნაირი ფერის თმა, თვალები და სახის მოყვანილობა გვქონდა. გაღიმებაც კი ვცადე და კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში საკუთარი თავი რომ დავინახე, ელდა მეცა. ძალიან უნდა დაგვკვირვებოდით ორივეს, განსხვავება რომ შეგენიშნათ. ის ცოტა ბავშვური იყო და შედარებით მუქი ფერის კანი ჰქონდა.
-უიმე, ასეთი რამაც თუ არსებობდა, არ მეგონა!-ჯერ რომ მე გამომხედა დედამ და მერე მობილურის პატარა ეკრანზე ქეთის შვილს, მანაც იგივენაირი რეაქციით გამოხატა გაოცება.
ამ თემაზე საუბარი აღარ გაგვიგრძელებია იმ დღეს. მეტჯერ კი ქეთის აღარც შევხვედრივარ. სამსახურში შემცირებაში მოყვა დედასთან ერთად და მათი ნაცნობობაც ამით დასრულდა.
დღეს კი, ათი წლის შემდეგ შევხვდი მას, ვინც უცნაურმა დამთხვევამ გადამავიწყა... ხო, ის იყო, ქეთის სიძე... მისი ქალიშვილის, პელოს ქმარი და ახლა უკვე კაცი, რომელზე ფიქრებიც აღარ მასვენებდა!

დედისგან ქეთის მისამართს ვიგებ. ჩაწერილი ჰქონია ადრე და ახლა ისიც კი არ იცის ზუსტად, კვლავ იქ ცხოვრობს თუ არა მისი ყოფილი კოლეგა. ბევრი აღარ ვფიქრობ, არც სხვადასხვა ვარინტებს ვადარებ და იმის შიშით, რომ გიორგი არ მოვიდეს ისევ, საჭირო ინფორმაციის გაგებისთანავე სახლიდან გავდივარ.
ნოემბრისთვის დამახასიათებელი ღრუბლიანი ამინდია. გზაზე ამოღრმავებულ ადგილებში წყალია ჩაგუბებული. სიარულის დროს ვცდილობ გვერდი ავუარო მათ და შარვლის ფართხუნა ბოლოები არ დავისვარო. ღრმაღელის მეტროში ჩავდივარ და ვაჟა ფშაველას გამზირზე წასასვლელი მეტროთი ვმგზავრობ. მიწის ზემოთ რომ ამოვდივარ, ვიბნევი, რადგან აქაურობას არც ისე კარგად არ ვიცნობ. ბოლოს ვიღაც გამვლელ ქალს ვთხოვ დახმარებას და ისიც იმ კორპუსს მანახებს თითით, რომელსაც მე ვეძებ.
გზაში დედა ზარებით მიკლებს. აინტერესებს, რაში მჭირდება მისი თანამშრომლის მისამართი. ჯერ მარტო დილით უამრავჯერ დამისვა ეს კითხვა, მაგრამ მე მოხერხებულად დავიძვრინე თავი. ახლა საერთოდ აღარ ვპასუხობ ზარებს და მესამე სართულზე ასული თეთრად შეღებილ კარებზე ვაკაკუნებ. შიგნიდან ჩუმი ფაჩუნის ხმა ისმის, მერე კი კარი იღება და სათვალეებიანი, ჭაღარა ქალი მხვდება მასპინძლის ამპლუაში.
-გამარჯობა. მე ქალბატონ ქეთისთან მოვედი. ელენიკა ვარ, თქვენი ყოფილი თანამშრომლის, მანანას შვილი.-ვაცნობ საკუთარ თავს და მხარზე ჩანთას ვისწორებ.
-კი, მე ვარ, შვილო. შემოდი, შემოდი.
როგორც ჩანს, ახსენდება ვინც ვარ და შინ მიპატიჟებს. სახლი ძველებურ ყაიდაზეა მოწყობილი. ოთახი, სადაც მასპინძელს მე შევყავარ, ჩაბნელებულია. ხის მაგიდაზე რაღაც წიგნი და ლამაზი ფინჯანი დევს. ორნამენტებიან სავარძელში ვჯდები და ველი, როდის წამოიწყებს ლაპარაკს ქეთი.
-რამდენი ხანია დედაშენი არ მინახავს. იცის, აქ რომ ხარ? თვითონ რატომ არ წამოვიდა? ხომ მშვიდობაა?-დაღლილი ხმით მეკითხება ქალი.-ყავას მოგიდუღებ. შაქრით თუ უშაქრო?
-უშაქროს ვსვამ.-ვირჩევ ჩემთვის სასურველს.
-მე მალე დავბრუნდები.-ამ სიტყვებით გადის ქეთი სამზარეულოში, მე კი მისი ასეთი სახეცვლილებით გაკვირვებული რამდენიმე წუთი წამოდგომას ვერ ვახერხებ.
რა თქმა უნდა, არ მეგონა, რომ ათი წლის შემდეგ ისევ ისეთივე უნაოჭო, მომხიბვლელი და ახალგაზრდა დამხდებოდა, მაგრამ ისეა ჩამომჭკნარი, რომ შეუძლებელია ეს ბუნებრივი იყოს და რაიმე პირადულ მიზეზს არ გამოეწვიოს, თუმცა ახლა ამის გარკვევის დრო არ არის. უჩუმრად ვდგები და უჯრებიან კარადას ვუახლოვდები. ჩარჩოში ჩასმულ სურათს ვიღებ და ფარდებს შორის შემოსულ მზის სინათლეს ვაგებებ. ეს მე ვარ. უფრო სწორად მე კი არა, ჩემი ორეული. ისევ ისეთი მკვირცხლი, ცქვიტი და ბედნიერია, ოღონდ გვერდს ქმარი აღარ უმშვენებს. მაღლა კედელზეც კიდევ ერთი ფოტოა. აქაც პელო. უკან რომ ვბრუნდები, ერთსაც ვაწყდები. პელო. პელო. პელო. ღმერთო, რატომ უნდა ახალგაზრდა გოგოს სურათებით იყოს ავსებული ოთახი? როგორც გამიგია, ეს ავის მომასწავებელია. მე თუ ვიცი და მე თუ მსმენია, როგორ დავიჯერო, რომ ჩემზე ოცი წლით მაინც დიდ ქეთის არ ეცოდინება? ან რატომ არის ეს გოგო სულ მარტო? რატომ ვერ ვხედავ მის გვერდით ქმარს ან თუნდაც შვილს? ანუ... უხმაუროდ ვწევ პირველ უჯრას ჩემკენ და იქ კონვერტების დანახვას ვახერხებ. დიაგონალურად რაღაც ფურცლებიც აყრია. ეს არეულობა იმაზე მიმანიშნებს, რომ ამ უჯრაში ხშირად იქექებიან, ხან რას იღებენ, ხან რას და მერე უკან ჩაბრუნებისას იმის განწყობა არ აქვთ, რომ დაალაგონ და უჯრა მოაწესრიგონ.
-მაპატიე, რომ ასე დაგტოვე, შვილო. უბრალოდ სტუმარს არ ველოდი და...-თავჩახრილი შემოდის მასპინძელი და მეც სწორედ ეს მეხმარება იმაში, რომ უჯრის მიხურვა და შემობრუნება მოვასწრო.
-არა, რას ამბობთ. ეს მე უნდა მოგიხადოთ ბოდიში, რომ ასე მოულოდნელად მოვედი თქვენთან. იცით, დედა ცოტა ხნის წინ შეუძლოდ იყო და ერთი-ორჯერ თქვენც გახსენათ. ძალიან აინტერესებდა, როგორ იყავით. ხოდა მეც მოვურიგდი, რომ მე მარტო გინახულებდით და მერე მას მოვუყვებოდი ჩვენი შეხვედრის შესახებ.-წინასწარ მოგონილი ტყუილით ვიმართლებ თავს.
-ახლა როგორ არის? ყველასთან გავწყვიტე ურთიერთობა... არავინ დარჩა, რომ ან დამირეკოს, ანდაც სახლში მესტუმროს... ერთი გოგონაღა მყავდა და ისიც...-თან მელაპარაკება და თან სუფრას შლის. ჩემთვის საინტერესო მომენტს უახლოდება თუ არა, ფინჯანი უვარდება ხელიდან.
-ღმერთო, ეს რა მემართება! როგორი მოუქნელი გავხდი, როგორი უსარგებლო...-ბუტბუტით იხრება ნამსხვრევებისკენ ქეთი, მე რომ ვდგები და ხელს უკან ვაწევინებ.
-ასე ხომ ხელი გაგეჭრებათ.... დამშვიდდით!-ვამშვიდებ და აცახცახებულ ქალს იმ სავარძელში ვაჯენ, რომელშიც წუთის წინ ვიჯექი.
-ყველაფერი შეიცვალა... აღარაფერი დამრჩა... აღარავინ! სულ არავინ!-ოხრავს ქეთი.-შემოსასვლელში ცოცხი და ნაგვის ასაღებია. თუ არ შეწუხდები, შემოიტანე და ეს ნამსხვრევები აკრიფე.
მის მითითებას უსიტყვოდ ვასრულებ. უბრალოდ ფინჯანი გატყდა, სხვა ხომ არაფერი? წესით ასე არ უნდა ანერვიულებულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ნერვები რიგზე ვერ აქვს. ერთი გოგონა ჰყავდა და ისიც... როდის კიდებენ კედლებზე ადამიანის უამრავ ფოტოს? უმეტესად მაშინ, როცა ის კვდება... როცა ის ენატრებათ და უნდათ, რომ სურათზე მაინც მოესიყვარულონ მას... ღმერთო, ნუთუ რაც ნინომ მითხრა, სიმართლეა? როცა გიორგი პირველად შემხვდა, ისე მიყურებდა, როგორც მოჩვენებას. რა თქმა უნდა, გაუკვირდებოდა ჩემი ნახვა, თუ ჩემნაირს მხოლოდ ერთს იცნობდა და ის ერთიც ცოცხლებში აღარ ეწერა. შემზარავი ეჭვები თავბრუს მახვევს. ჩემს ორეულთან არაფერი მაკავშირებდა, მაგრამ იმის წარმოდგენაზე, რომ გიორგი ჩემში თავის ყოფილ ცოლს ხედავს, კინაღამ იქვე ვიკეცები.
-მოდი, შვილო, საკმარისია... იატაკი უკვე სუფთაა.-მაჩერებს ქალი.
უცებ უცნაური აზრი მიელვებს გონებაში. თუ გიორგის ჩემს დანახვაზე ასეთი რეაქცია ჰქონდა, ქეთიმ რატომ არაფერი შეიმჩნია? გასაგებია. მას სინათლეზე არ ვუნახივარ. ჯერ იყო და სიბნელიდან რომ გამოვიდა, სადარბაზოში სინათლეს თვალი ვერ შეაჩვია და მერე აქაც მხოლოდ ჩემს სილუეტს ხედავდა. იმასაც ვითვალისწინებ, რომ სათვალე უკეთია და ესე იგი კარგად ვერ ხედავს. ისიც აღარ ემახსოვრება, დედაჩემს ერთადერთხელ რომ ესტუმრა და ჩემი და პელოს ორეულობის შესახებ რომ შეიტყო.
-რა გჭირს... რა გქვია, შვილო?-ჩემი სახელი ავიწყდება მას და ვეღარ მომმართავს.
-ელენიკა.-ვაშველებ მე.
-რა დაგემართა, ელენიკა? უცებ დადუმდი.-ჩემს ცვლილებას ამჩნევს ის, რადგან ამჯერად სიბნელე ვეღარ მშველის.
-თქვენი გოგონა ახსენეთ... როგორ არის?-ძლივს ვღერღავ და მთელი სხეულით ვიჭიმები.
-ჩემი გოგონა? ჩემი გოგონა, პელო...-ციებიანივით კანკალებს ქეთი.-წარმოიდგენდი, რომ ასეთი ახალგაზრდა დაგვტოვებდა?
-დაგტოვებდათ?-სიმტკიცე მეკარგება ხმაში.
-გარდაიცვალა, შვილო. სამი წლის წინ ავი სენით დაავადდა და... სულ ცოტა ხანიღა იცხოვრა... ძალიან, ძალიან ცოტა ხანი....
ხომ აქამდეც ვეჭვობდი, მაგრამ ახლა ჩემი ეჭვები რომ მართლდება, უჰაეროდ ვრჩები. მინდა ფეხზე წამოვხტე და აქედან გავიქცე, მაგრამ რაღაც მაკავებს, მბოჭავს. ამ ქალს ასე ვერ დავტოვებ... ასე უნუგეშოდ ვერ მივატოვებ... ენაგადაყლაპული ვზივარ და არც არაფერი მესმის და ვერც ვერაფერს ვხედავ.
-საწყალი ბიჭი... მისი ქმარი, გიორგი... გაუბედურდა, მოკვდა. ძალიან უყვარდა ჩემი შვილი... ძალიან...-სადღაც შორს იხედება ქალი ამის თქმისას.
-ახლა სად არის?-თავს ძალას ვატან და ვეკითხები.
-ახლა? არ ვიცი. პელოს დასაფლავების შემდეგ აღარ მინახია. მერე გავიგე, საზღვარგარეთ წავიდაო. ეს სამი წლის წინ იყო.
-მაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდე. დედა ჯერ კიდევ ვერ გრძნობს თავს კარგად და ამდენ ხანს მარტო ვერ დავტოვებ.-ვებოდიშები ქეთის და ისიც ნელი ნაბიჯებით და გულისმომკვლელი ჩურჩულით მაცილებს.
წასვლისას გაუთვიცნობიერებლად ვეხვევი და კიბეებზე ვეშვები. შიგნიდან ვიწვი. არ მსურს ვინმემ დამინახოს და მერე იფიქროს, რომ მკვდარი გოგონა, პელო ვარ. გოგონა, რომელიც მუდამ იღიმოდა, რომელსაც ოცნებები აუსრულდა, რომელიც უყვარდათ და... მოკვდა.

ისეთი საღამოა, პარიზი მახსენდება... მხიარული, თავისუფალი, მღვრიე ქალაქი, რომელშიც არავინ არავის იცნობს, მაგრამ ყველა ყველას უღიმის... აქ ღამით მარტო არ უნდა გამოხვიდე. ის სულ სხვაა, თუ შეყვარებულის მკლავს ჩამოეკიდები და მასთან ერთად გათენებამდე იხეტიალებ. გზად ბარში შეივლი და ვაშლის კალვადოსს იყიდი, ერთი ბოთლიდან შენც დალევ და ისიც და მზის ამოსვლისას დაინახავ, რომ დაცლილია. ვერ იგრძნობ. ისეთი გახურებული და ენერგიით სავსე იქნები, როგორც არასდროს. მოგინდება, რომ ჩაგეხუტონ და ხელი აღარ გაგიშვან. მოგინდება, რომ იცოცხლო მანამ, ვიდრე გიყვარს.
მე არ ვარ პარიზში, ვერც თავისუფლებას ვგრძნობ და გვერდითაც არავინ მიდგას, რომ მხარზე თავი ჩამოვადო. რომელ ბარშიც არ უნდა შევიარო, კალვადოსს ვერ ვიპოვი და ისევ და ისევ იმედგაცრუება გამეჩხირება ყელში.
ჩემს კორპუსთან ლანდს რომ ვხედავ, ნაბიჯს ვუჩქარებ და ქოშინით ავრბივარ კიბეებზე. არ უნდა დამეწიოს. მიქელგაბრიელი რომ გამომცხადებოდა, ასე არ შემეშინდებოდა. ისე არ უნდა მიყურებდნენ, როგორც მკვდარს. მე ელენიკა ვარ და არა პელო. არ შემიძლია შევცვალო ის. არ შემიძლია ვიყო სხვა პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ ელენიკას ცხოვრება არ მომწონს. გასაღებს რამდენიმე მცდელობის შემდეგ ვატრიალებ საკეტში და კარს შიგნიდან ვკეტავ. შედარებით ვმშვიდდები და სულს ვითქვამ. გიორგისთან სიახლოვით მხოლოდ მე თუ ვუღალატებ საკუთარ თავს, ის კი ამას სულაც არ ჩათვლის ცოლის ღალატად.

-4-
დილით კარებზე ბრახუნი მაღვიძებს. თავიდან მგონია, რომ მუშტებს მე მირტყამენ, მაგრამ ძილიდან რომ გამოვდივარ, ვხვდები რაშიცაა საქმე. მაჟრჟოლებს. რაც არ უნდა ძალიან მინდოდეს ამ ხმაურის შეჩერება, ხალათით მაინც ვერ გავალ. არ ვიცი, ვინ დამხვდება იქ და ამიტომ. საღამურზე ზემოდან ვიცმევ სვიტრს, შარვალშიც სწრაფად ვყოფ ფეხებს და ჯერ მისაღებ ოთახს ვიტოვებ უკან, მერე სამზარეულოს და ბოლოს კარამდეც ვაღწევ.
-ვინ არის?-ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ ჭუჭრუტანიდან უკვე დავინახე, ვინც არის.
დუმილი.
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ურდულს ვწევ. მერე ისევ მისაღებში ვბრუნდები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც შეძლებს კარების შემოღებას.
-გუშინ რატომ გაიქეცი ისე, თითქოს მოჩვენება დაგენახოს?-თითქოსდა მსაყვედურობს აწ უკვე ოთახში შემოსული მამაკაცი.
-ჯერ მე გკითხავ რაღაცას, კარგი? რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ უკან დამდევ? ან რა უფლებით მოდიხარ ჩემთან? რადგან მარტო ვცხოვრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ შემხვედრს შეუძლია ჩემი სტუმარი გახდეს? არ გიცნობ, გესმის? შენი სახელიც კი არ ვიცი.-ოთახში თან ბოლთას ვცემ და თან გამწარებული ვჩხუბობ.
გიორგის ეღიმება. შუბლს იფხანს და კმაყოფილი იერით მაკვირდება, თითქოს რაღაცას მიმიხვდა.
-შეგრძნება კი არ გაქვს, იცი, რომ უკან დაგდევ და ისიც იცი, რატომაც მოვდივარ შენთან. მარტო ცხოვრობდი თუ არა, ეს სულაც არ მაინტერესებდა და თან არა მგონია ყოველ შემხვედრს სახლში ეპატიჟებოდე, რადგან გუშინ ვიღაც ღიპიანი ნაცნობი გადაკოცნე, რომელიც ალბათ ადრე საქმროდ გეძლეოდა და შემდეგ ის თავის გზაზე წავიდა და შენ შენსაზე. იმას, რომ შემწვარს და მოხარშულს მიცნობ, ვერ დავიჟინებ, მაგრამ ჩემი სახელი რომ გუშინ გაიგე, ამაში დარწმუნებული ვარ. მოკლედ, ნუ შეეცდები მიუწვდომელი იყო კაცისთვის, რომელიც ერთხელ უკვე მოგწვდა, გესმის?-მიხსნის ის და მერე იმდენად მიახლოვდება, რომ კედელთან მიმწყვდევს.-ვიცი, რომ აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბევრი უნდა არსებობს, რომელთა შესრულებაც შეუძლებელია!
-შენ... შეშლილი ხარ! ნამდვილი შეშლილი და თუ გგონია, რომ პელო ჩამოფრინდა ციდან და ახლა ჩემი სხეულის სახით მოგევლინა, ძალიან ცდები! მე ელენიკა ვარ, ბავშვობაც მქონდა, მოზარდობაც და სტუდენტობაც და ეს თუ ასეა, ესე იგი შეგიძლია თავი დამანებო, გასაგებია?-თვალებს აქეთ-იქით დავატარებ ამის თქმისას და როგორღაც ვახერხებ, რომ მის მზერას არ შევეჩეხო.
როგორც კი ჩემს გამოსვლას ვასრულებ, უკან იწევს და მეც საშუალება მეძლევა თავისუფლად გავმოძრავდე. დივანზე ვჯდები და იმ აზრის გაბუნდუვანებას ან საერთოდ უგულებელყოფას ვლამობ, რომელიც შიგნიდან მჭამს და ცდილობს ამაყვიროს, რომ მე ელენიკა ვარ, ვახტანგის ასული და ა.შ. და ა.შ...
-პელოს შესახებ ქეთიმ გითხრა, არა? შენ რომ წამოხვედი, ვინახულე. მეგონა შენი ნახვა მასაც ისევე გადარევდა, როგორც მე, მაგრამ არა... მთელი ღამე ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეს, ისიც კი ვიფიქრე, რომ ჩემი პირადი გამოცხადება იყავი, მაგრამ მერე მივხვდი... მან ვერ დაგინახა ისე, რომ შენში პელო ამოეცნო!-ხვნეშის და თავს უკან აგდებს.
-ჩემში პელო არ არსებობს! ის, რომ მას ვგავარ არ ნიშნავს, რომ ის ვარ... არც ის, რომ მასაც იმნაირი შოკოლადი უყვარდა, როგორიც მე... მე მინდა, რომ წახვიდე!-მტკიცედ ვამბობ და კარისკენ მივდივარ.
უცებ მიჭერს. წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. ერთიანად ვკანკალებ. ფეხებს ვაფართხალებ და თავს ვხრი, რომ არ შევხედო. მთელი კანი მეწვის იმის წარმოდგენაზე, რომ ის მიყურებს. უკვე ვეღარ ვსუნთქავ. მის პალტოზე მაქვს ცხვირი მიჭ....ტილი და მისი სურნელი მგუდავს. ვითვლი. ერთი, ორი, სამი... ჩემი თითები ლტოლვისგან მხეცდება, ოღონდ ამას იმით გამოხატავს, რომ ეშვება. გონება ხომ ყოველთვის ყველაზე ბოლოს ითიშება. ჯერ კიდევ ვიაზრებ, რომ ის ჩემში მე ვერ მხედავს და მინდა გავიქცე, რათა აქ მხოლოდ პელო და გიორგი დარჩნენ. არ ვიცი, მე რა მემართება. ყველა უჯრედი ერთად იწყებს ფეთქვას და უკვე ვეღარ ვხვდები, რომელი დავამშვიდო, რომელი მოვთოკო და რომელი დავაბრუნო ჩვეულ მდგომარეობაში.
-გთხოვ, არ ქნა...-ბოლოჯერ ვფართხალდები და სახე ცრემლებით მისველდება იმის აღქმაზე, რომ საკუთარ თავს ვიღაც კაცის გამო ვერ ვაკონტროლებ.
-ჩშუ...-მაჩუმებს ის და თავზე მკოცნის.
-პელოს რომ არ უნდოდეს... მას რომ არ უნდოდეს, ხომ არ მიეკარებოდი?-ახლა კი თამამად ვიხედები მისკენ, რადგან ზუსტად ვიცი, ჩემი სიტყვები მასზე იმოქმედებს.
-არა, ელენიკა, არა, მაგრამ მას... ენდომებოდა.
ცივად მიშორებს და გასასვლელისკენ მიემართება. სულში რაღაც მტკივნეულად მეღვრება, ძარღვებში კი სისხლი მეყინება. ჩემი სურვილების ვერაფერი გამიგია. ვერც ის, რა მინდა და ვერც ის, თუ რა არ მინდა. კედელს ვშორდები და ცრემლებს ვიწმენდ.
-ნახვამდის, გიორგი.-წყდება ჩემს ბაგეებს მისი სახელი და მგონია, რომ ყველაზე საშინლად და ვულგარულად ჟღერს ამ სიჩუმეში ახლა ეს.
-ნახვამდის, ელენიკა.-შემოსასვლელიდან მეპასუხება და სევდიანად მიღიმის.-არ ღირს ხომ?
-არ ვიცი.-მხრებს სულ ოდნავ ვატოკებ იმის ნიშნად, რომ არ ვტყუი.
გიორგი კარებს აღებს და მიდის. ახლა უკვე აღარ მეშინია იმის, რომ არ მოვა. სულ, სულ წამით შემომხედა ისე, როგორც ელენიკას და მაშინაც ჩემს თვალებში თანხმობა დაინახა. ამას კი რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა მომივიდეს და როგორც არ უნდა შემძულდეს, არ ვინანებ... ყველაზე პატარა დოზითაც კი და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე დიდი ხანია მომბეზრდა იმის სინანული, რაც მომწონს!

-ამას აქ რა უნდოდა?-პირდაღებული მეკითხება გვანცა, როგორც კი მაგიდაზე აგდებს ჩანთას და სკამზე თავის მშვენიერ უკანალს დებს.
-ვისზე მელაპარაკები?-თავს ვიდებილებ და ვხვდები, რომ უჩვეულოდ კარგ განწყობაზე ვარ.
-ნეტავ, ვისზე? ვისზე და კაცზე, რომელმაც იმ დღეს მეც და შენც გვარიანად შეგვაშინა!-ბურდღუნებს და ცნობისმოყვარედ მიცქერს.
-სად შეგხვდა?-ვეძიები და ჩემს თავს ამით ვცემ.
-რა მნიშვნელობა აქვს სად შემხვდა, ელენიკა! ერთ რამეში კი დარწმუნებული ვარ, შენთან იყო და თან ისეთი სახე ჰქონდა, ან მისგან ხარ ორსულად, ან სიყვარული აგიხსნა და შენ უარი უთხარი!-ჩემკენ იშვერს თითს და ეშმაკურად იკრიჭება.
-ღმერთო, საიდან ასეთი ფანტაზიები? უბრალოდ ამ ქუჩაზე ბინის ყიდვა უნდა და აინტერესებს, ვინმე თუ ყიდის სადმე ახლო.-ისე მალე ვიგონებ ტყუილს, რომ მე თვითონვე მიკვირს.
-ახლა კარგად მომისმინე, ქალბატონო! ასეთ სისულელეს რომ არ დავიჯერებ, ეს წესით უნდა იცოდე, რადგან საკმაოდ კარგად მიცნობ და მე მგონი ბოლო დონის გამოშტერებული არ ვარ და იმის არ მჯერა, რომ ბავშვები კომბოსტოში ჩნდებიან. მერე კიდევ ის, რომ თუ ვინმე გაიჩინე, ეს სირცხვილი სულაც არ არის, ხოლო ის, რომ ვიღაცას მოეწონე, ბუნებრივია!-არგუმენტებით მიმყარებს თავის დებულებებს და მერე თავისი ნალაქლაქით ნასიამოვნები ფეხს ფეხზე მოხდენილად იდებს.
-გვანცა, არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რაც სალაპარაკო არაა! დეიდაშენის სინდრომი გადმოგედო? სამაგიეროდ მე წელიწადში ერთხელ იმაზე ფიქრი არ მიწევს, თუ რა ვაჩუქო ქმარს თუ შეყვარებულს დაბადების დღეზე და არც ყოველდღე იმაზე დარდი, რომ შეიძლება მან ვინმე სხვას გააყოლოს თვალი.-მე ჩემსას ვუმტკიცებ და მობილურს ვიღებ ხელში, ვითომდა საუბარი დასრულებულია_მეთქი.
-ნეტავ, შენ ვინ გაგიძლებს, რა...-დუდღუნებს გვანცა და თავს მანებებს.

სახლს ვატყობ, რომ დასალაგებელია და მის ძირეულ მოწესრიგებას ვიწყებ. შემოსასვლელიდან მოვყვები, რომ მერე ყველა ოთახი მოვიარო და ხალიჩას რომ ვახვევ გადასაბერტყად, დავარდნის ხმა უკან მახედებს. კუთხეში რაღაც ჯაჭვი გდია. ხელში რომ ვიღებ, ვხვდები, ჯაჭვი კი არა მედალიონია საფირის ცისფერი ქვით. რომ ვიაზრებ, თუ როგორი ძვირფასი ნივთი აღმოჩნდა ჩემს სახლში, გაოცებული ვიქექავ კეფას, იატაკზე ლოტოსის პოზაში ვჯდები და მედალიონს დაწვრილებით ვიკვლევ. ჯერ მარტო ისეთი ლამაზია, მის შესახებ გინდაც არ გამეგოს, მივხვდებოდი, თუ როგორი ფასეული იქნებოდა ის, მაგრამ ახლა მით უმეტეს დაბნეული და შეშინებული ვარ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გახარების არაფერი მეტყობა, რადგან ვიცი, რომ ამ მედალიონის ადგილი აქ არ არის.
-ვისი შეიძლება იყოს?-ტუჩებს კითხვით ვბუშტავ და ვიხსენებ, თუ ვინ იყო ბოლოს ჩემთან ან მე სად ვიყავი.
ბოლოს გვანცა იყო აქ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მედალიონი მისი არ იქნება. ჯერ რომ ვინმეს ეჩუქა ან თუნდაც ეყიდა, ჭკუაზე არ იქნებოდა და პირველი მე მეტყოდა და სადმე რომ ეპოვა, მესაიდუმლეც მე ვიქნებოდი. როცა ადამიანი ასეთი საუნჯის პატრონი ხარ, უნდა მოუფრთხილდე და სხვის სახლში არ დატოვო. იმდენად იღბლიანი არ ვარ, რომ ვინმესთან ვყოფილიყავი, ქურთუკის ჯიბეზე ჩამომკიდებოდა და მერე სახლშივე ამომვარდნოდა. ასეთ სულელურ ვარიანტებს ელენიკა გაბაშვილი არც უნდა განიხილავდეს.
თუ გვანცასი არაა, სხვა ვის შეიძლებოდა ეკუთვნოდეს? ღმერთო, გვანცამდე ხომ გიორგი იყო ჩემთან! ნუთუ მედალიონი მისია? ოღონდ ეს არა! ოღონდ ეს არა და იყოს ნებისმიერი სხვა რამ! თუ ახლა ეს მედალიონი პელოსი იყო, გადავირევი. შესაძლებელია ხელში იმ მკვდარი ქალის მედალიონი მეჭიროს, რომელსაც ჩემში ხედავენ და რომელიც მგავდა როგორც გარეგნობით, იხე ხასიათით... და ახლა უკვე იოლად შემიძლია გავუგო გიორგის, რომელიც ბიბლიოთეკაში ბუტბუტებდა, შეუძლებელია, ეს უკვე ზედმეტიაო...

-5-
თითქმის მთელი დღე გაუნძრევლად ვზივარ. ცალ მხარეს ცოცხი მიდევს, როგორც მზე, მეორე მხარეს_იატაკის ჯოხი, როგორც მთვარე, წინ კი_პატივცემული საფირი, რომელმაც გეგმები ამირია. ყველაზე აუტანელი ის გრძნობაა, რომელიც მამცნობს, რომ ეს მედალიონიც მინახავს სადღაც... სად? ნეტავ, სად? ალტერეგო კითხვებით მიკლებს, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ მე მინდა, რომ ადვილად ვნსჯიდე ჩემს ცხოვრებაში მომხდარ თითოეულ მოვლენას და ახსნას ვუძებნიდე ყოველ სისუსტეს თუ ჩავარდნას, მაგრამ არ გამომდის და ეს უზომოდ მაბრაზებს.
ალბათ გიორგის ნომერი რომ მქონდეს ან რაიმე ისეთი ვიცოდე, რითაც მის პოვნას შევძლებდი, დაუყოვნებლივ მივიღებდი საჭირო ზომებს და არც ჩემი თავმოყვარეობა თუ ქალური სიამაყე დამიდგებოდა წინ და არც ის, რომ ცოტა ხნის წინ წასვლას და ჩემთვის თავის განებებას ვთხოვდი. იმდენად მინდა ყველაფრის თანმიმდევრობით დალაგება და ყველა დაუსრულებელი საქმისთვის წერტილის დასმა, რომ აღარაფერს ვჩივი. რა საინტერესოა ადამიანი. ცხოვრობ იმისთვის, რომ რაღაც ძალიან მაგარი და საოცარი მოხდება და როცა ეს დღე დგება, იღლები მისით და გინდა, რომ რაც შეიძლება მალე მოიტოვო უკან.
ჩემს ადგილას ვიღაც თინეიჯერი, აზარტული, სიყვარულის მაძიებელი გოგონა რომ იყოს, სავარაუდოდ უბედნიერესი იქნებოდა ახლა, არც მედალიონის ნახვა დააფრთხობდა ასე და არც იმაზე იფიქრებდა, რომ შეიძლებოდა მისთვისაც არსებულიყო ვიღაც ნორმალური, ჩვეულებრივი მამაკაცი, რომელთან ერთადაც ქალაქგარეთ მშვიდად და ჰარმონიულად იცხოვრებდა.
თურმე მართლა ძალიან მოსაწყენი და უხალისო ვყოფილვარ, რადგან ასეთი რამეებისადმი ინტერესი აღარ მაქვს... თურმე მართლა აუტანლად ვიქეცი ამ ბოლო დროს და საერთოდ, ბევრი თურმეს მოწმე ვხდები ამ წუთებში, მაგრამ ისე რომ მოვიქცეთ, თითქოს, მაგალითად, გვანცა ან ამ კატეგორიის სხვა წარმომადგენელი ვიყო, იქნებ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს... ვთქვათ, ვუთხარი, გიორგის მედალიონის შესახებ ან თუნდაც მოხერხებულად გამოვაცურე წიგნიდან, ისეთ ადგილას დავდე, სადაც შემდეგი სტუმრობის დროს აუცილებლად ნახავს, რა მოხდება? თუ განგებ დამიტოვა რაიმეს ნიშნად, მაშინ შეიძლება არც შეიმჩნიოს. მე პირი დავაფჩინო და მომლოდინედ მივაცქერდე, აბა, რას იტყვის_მეთქ]ქი? ასე არ გამოვა! ზედმეტად ზოგადი გეგმაა!
თუ ტყუილების გუდას მოვხსენი თავი და დავიწყე იმაზე ლაპარაკი, რომ სადღაც გზად ეს მედალიონი ვიპოვე, მისი ძვირადღირებულობის შესახებ ვიცი და ვითომ რჩევა მჭირდება? ჰმ, ის, რომ ქუჩაში ვიღაც ისეთი პოულობს საფირის მედალიონს, რომელსაც მსგავსი მხოლოდ ფოტოებზე აქვს ნანახი, ზღაპრებში თუ ხდება, გიორგის კი არა მგონია ზღაპრები უყვარდეს.
თუ საერთოდ დავმალე? თუ ვინმეს მოვუყევი ამის შესახებ? თუ ბანკის სეიფში შევინახე? არა, არა და არა! აშკარად არ გამომდის ამ თინეიჯერული იდეების ფრქვევა... ჯობია ისევ რომელიმე ფილმი ჩავრთო ინტერნეტში და მისი დაძაბული სიუჟეტით შევიქციო თავი, ვიდრე ამაზე ფიქრზე დავკარგო დრო... როგორც კი გიორგის ვნახავ, ყველაფერს პირდაპირ ვეტყვი და ჩემს ეჭვსაც გავუმხელ იმასთან დაკვაშირებით, რომ ეს მედალიონი პელოსია, მერე კი შესაძლებელია სრულიად აღარ შევხდეთ ერთმანეთს და ჩვენი ამბავიც ისე დამთავრდება, თითქოს არც დაწყებულა!
ეს სულაც არ არის ცუდი! ან... ან ყველაზე ცუდი რამაა, რისი წარმოდგენაც კი შემიძლია... ხო, მინდა ცოტათი მაინც შეიცვალოს ჩემი ცხოვრება... თუნდაც სულ, სულ ცოტათი! ალბათ ყველა ქალს მოუნდებოდა, რაც არ უნდა მოსაწყენი და უხალისო ყოფილიყოს!

შუაღამისას ოფლში გაწურულს მეღვიძება. მახსოვს, როგორ მახრჩობდა საიუველირო მაღაზიის გამყიდველი იმ საფირის მედალიონით, რომელიც ცოტა ხნის წინ კინაღამ ყელზე ჩამოვიკიდე. ჯერ კიდევ მიჭირს სუნთქვა. სანათს ვანთებ და შიშველი ფეხებით გავდივარ მისაღებში. ანთებულ შუქზე სარკეში საკუთარ თავს რომ ვხედავ, ჩემი დასისხლიანებული თვალების დანახვა მაშინებს. როგორც ჩანს, იმდენად შემზარა ზმანებამ, რომ რეალობაში ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდი. ყველაფერი კი იმ წყეული მედალიონის, გიორგის და მისი მკვდარი ცოლის ბრალია!
მაგიდაზე ისევ დევს საფირის მედალიონი, ან სად წავიდოდა. კარადიდან ჩემი ბავშვობის სურათების ალბომს ვიღებ და სადღაც შუაში ფოტოს უკან ვაცურებ ჩასადებში. შესამჩნევად დაწყნარებული თავის ადგილას ვაბრუნებ ალბომს და საწოლს ვუბრუნდები. სანათს აღარ ვაქრობ. ვინ იცის, კიდევ რა საშინელ სიზმარს ვნახავ ამ უჩვეულო ღამეს. უცებ ისევ თვალწინ მიდგება ჰალსტუხიანი გამყიდველი, მინის უკან ჩამწკრივებული სამკაულები და ნაცრისფრად შეღებილი კედლები. აი, თურმე სად... აი, თურმე სად ვნახე ის მედალიონი ადრე!

უნივერსიტეტში სწავლის პირველი ეტაპი რომ დავასრულე, დედამ მთელი წლების მოგროვებული ფულით გერმანიაში გამიშვა ერთი წლით, პრაქტიკის კურსი რომ გამეარა. ამ კურსების ხელმძღვანელი ჯორჯი იყო, რომელსაც საკმაოდ დავუახლოვდი. მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვვახშმობდით, რჩევებს ვაძლევდით ერთმანეთს და შაბათ-კვირას მის დიდ ოჯახშიც მივდიოდი ხოლმე. მამამისი იუველირი იყო და დიდი ბიზნესი ჰქონდა. მარტო დედაქალაქში მისი მაღაზიათა ქსელის სამი ფილიალი იყო. ერთ დღესაც რაღაც ახალი, მაგრამ ყველასგან განსხვავებული მედალიონი დაამზადა და ხალხს რომ ის გაეცნო, წვეულება გამართა. ჯორჯის ოჯახის წევრებს ძალიან ვუყვარდი, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალ წრეს არ მივეკუთვნებოდი, მაინც დამპატიჟეს.
წვეულებაზე ყველაფერი საუკეთესოდ იყო! მედალიონი დარბაზის ცენტრში გამოყოფილ ადგილას იდო და ყველას შეეძლო მისი დანახვა. ალაფურშეტიც მოეწყოთ. ჯორჯი სტუმრებს მაცნობდა და მეც მშვენივრად გავერთე. მხოლოდ მაშინ გამოვერკვე, ატმოსფერო რომ დაიძაბა და ყველა შეფუსფუსდა. ჯორჯიც ვეღარ ვიპოვე ვერსად. ბოლოს ვიღაცამ დაიყვირა, მედალიონი მოიპარესო და ამის შემდეგ უკვე ყველა სიტყვა თუ მოქმედება ერთმანეთში აირია. იმ ქაოსში ფეხი გადამიბრუნდა და წავიქეცი. არავის უფიქრია ჩემი წამოყენება, ზოგი სად გარბოდა და ზოგი სად. როგორც იქნა, ჯორჯმა მიპოვა და გასასვლელისკენ წამარბენინა. შეშფოთებული იყო. ჩემი ქურთუკი მომცა და ტაქსით გამიშვა.
სულ რამდენიმე თვეში უკვე ამოიწურებოდა ჩემი ვიზა. კურსიც ბოლომდე მივიყვანე. მე და ჯორჯს იმ თემაზე აღარ გვისაუბრია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა, რა ბედი ეწია მომაჯადოებელ მედალიონს.
გავიდა დრო. მე საქართველოში ჩამოვედი, ცალკე სახლში გადავედი, ჯორჯთან კავშირი გავწყვიტე და მედალიონი სულ მოულოდნელად გამომეცხადა!

ძველ წიგნაკში ჩემი სტუდენტობის ნაცნობის ნომერს ვპოულობ, ხელში მობილურს ვიმარჯვებ და მასთან შეუყოვნებლად ვრეკავ.
-გისმენთ!-მესმის ნაცნობი ხმა.
-გამარჯობა, ლელი. ელენიკა ვარ, სტუდენტობისას ვმეგობრობდით. გაგახსენდი?-სწრაფად ვაყრი ერთმანეთს სიტყვებს, რათა მალე გადავიდე საქმეზე.
-ო, ელენიკა! სად დაიკარგე? რამდენი ხანია აღარ მინახიხარ.-გახარება ეტყობა მას.-რამ გაგახსენა ჩემი თავი?
-აბა, ნუ იტყვი!-მეცინება.-რომ ვიხსენებ იმ წლებს... მაგრამ ახლა სულ სხვა რაღაცაზე გირეკავ. ბიძაშენს ხომ საიუველირო მაღაზია ჰქონდა? აი, ლუკას რომ ცოლი მოჰყავდა და მასთან რომ წავედით.
-ბიძაჩემს? ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო... ახლა ერთი პატარა მაღაზიაღა აქვს და დღეში ორჯერ თუ შეაღებენ მის კარს, მაგრამ რაც მართალია, მართალია, თავის საქმეში საუკეთესოდ ერკვევა!-დაბეჯითებით ამბობს ლელი.-და შენ რაში დაგჭირდა ის? ხომ არ თხოვდები? თუ იქნებ გათხოვდი კიდეც?
-არა, არ გავთხოვილვარ და არც ვთხოვდები.-თავიდან ვიშორებ ამ კითხვას.-სწორედ ამ საქმეში მჭირდება მისი დახმარება. მედალიონი მაქვს და მინდა ვკითხო, მისი მსგავსი უნახია თუ არა სადმე მსგავსი. გაყიდვას ვაპირებ და არ მსურს ვინმემ გამასულელოს და იმაზე დაბალ ფასში მიმაცემინოს, ვიდრე ღირს.
-აჰამ, გასაგებია. მისამართს გეტყვი, კარგი? იცი, ამ დღეებში არ მცალია, თორემ აუცილებლად გამოგყვებოდი.-მიბოდიშებსავით ის.
-არა, რას ამბობ. მე თვითონაც მივაგნებ. მისამართი მითხარი...
ლელი მისამართს მაწერინებს და მეც უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე.

ლელი მართალი იყო. ადრე შენობის პირველი სართული, სადაც საუველირო მაღაზია იყო გახსნილი, ისე გამოიყურებოდა, თითქოს გეუბნებოდა, მოდი და შემოდიო. ახლა კი კედლებზე შემხმარი საღებავი ალაგ-ალაგ აქერცლილია, კარებიც ნახევრად ღიაა, რადგან წესიერად არ იხურება. შიგნითაც ისეთი განათებები იყო, ყველაფერი ბრჭყვინავდა. სწორედ ამიტომაა, რომ რასაც ვხედავ, მანცვიფრებს. ოთახის კუთხეებში აბლაბუდებია. ყვითელი შუქი ძლივს ბჟუტავს, მაგრამ ყველაფერი უფერულდება მაშინ, როცა უმშვენიერეს სამკაულებს ვხედავ. ეს რა არის, როგორც წესი, იუველირები შიდა სამზარეულოში უფრო განსაკუთრებულ ნაკეთობებს ინახავენ. აღფრთოვანებული ვათვალიერებ ბეჭდებს თუ ყელსაბამებს და მერე ჩანთაში ვყოფ ხელს.
-გამარჯობა, შვილო. ლელიმ დამირეკა. მითხრა, რომ რჩევა გჭირდებოდა.-კეთილი თვალებით მიღიმის ასე ორმოცდაათიოდე წლის კაცი.-ოქროს მედალიონი გააკეთებინე ვინმეს, თუ...
-არა, ასე არ არის. მედალიონი საფირის ქვითაა გაკეთებული. აი, ნახეთ.-მედალიონს ვუჩვენებ და შემდეგ ვუწვდი.
-ღმერთო, რა შესანიშნავი ნაკეთობაა! მისი ფასი.... მისი ფასი ძალიან მაღალია! ალბათ მთელ მაღაზიას გავიღებდი მისთვის!-აღტაცებულია იუველირი.-ასეთი არასდროს მინახავს!
-სამაგიეროდ მე მინახავს!-უეცრად ვიღაც ეპასუხება მის ნათქვამს.
შემკრთალი ვიხედები მარჯვნივ და ახალგაზრდა, თეთრმანტოიან ქალს რომ ვხედავ, წარბებს ვკრავ.
-უკაცრავად?
-გამარჯობა.-იღიმება ქალი და ქარვისფერ თმას ელეგანტურად აქნევს.-ეს მედალიონი საიდან გაქვთ? მე ის ერთ ქალზე მინახავს.
-ერთ ქალზე?-ვფეთდები.
-დიახ, ქალზე, რომელიც ცოცხალი აღარ არის.-თვალისდაუხამხამებლად მპასუხობს. ისე, თითქოს არაფერი.
-თქვენ რა გნებავთ, ქალბატონო?-იუველირი უბრუნდებაა მას.
-აქ ადრე ერთი მაღაზია იყო და მაგას ვეძებდი. შემეშალა და აქ აღმოვჩნდი.-ზედმეტად ამპარტავნულად ავლებს თვალს აქაურობას ქალი.-ახლა თქვენის ნებართვით წავალ. თქვენც მოდიხართ, არა?-ახლა ისევ მე მაპყრობს მზერას.
-დიახ, მეც მოვდივარ.-დაუფიქრებლად ვუკრავ კვერს.-გმადლობთ, ბატონო. ძალიან დამეხმარეთ.
-დაგეხმარეთ? კი, მაგრამ მე ჯერ არ მითქვამს...-ვერ გაუგია კაცს, რა ხდება, მაგრამ მე უკვე ყველა ის სიგნალი აღვიქვი, რაც ამ ქალის გამოჩენის შემდეგ მივიღე.
-საჭირო აღარ არის! ნახვამდის!-ნაჩქარევად ვემშვიდობები და ქალთან ერთად მაღაზიიდან გამოვდივარ.
-აბა, რა გნებავთ?-ვეკითხები როგორც კი რამდენიმე ნაბიჯს ვდგამთ, მისკენ ვტრიალდები და თვალს თვალში გამომცდელად ვუყრი.

-6-
იქვე კაფეში ვსხდებით და მხოლოდ ყავას ვუკვეთავთ. ქალი ჩუმადაა, მე კი არ მჩვევია საუბრის პირველს დაწყება. ყოველთვის მიჭირდა პირველი ნაბიჯის გადადგმა. ალბათ ესეც ბრბოს ფსიქოლოგიის მსგავსი რამაა. სანამ ერთი არ გაინძრევა, ყველა დუმს. მერე კი ვინმე თუ ხმას ამოიღებს, თითოეული ღრიალს და ქვების სროლას იწყებს. ეტყობა ეს ქალიც მე მელოდება. ლამაზია, ძალიან ლამაზი. იდეალური სახის ნაკვთები და მაღალი, მოხდენილი კისერი აქვს. ღია ფერის ტუჩის საცხი უსვია, სხვა არაფერი. წამწამები ისეთი შავი და გრძელი აქვს, რომ გეგონება საღებავითაა ეს ეფექტი მიღებული, მაგრამ ვხვდები, რომ ასე არაა.
-სიგარეტს ეწევი?-ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს იღებს და მაგიდაზე ნერვიულად აგდებს.
-სიგარეტი ჯანმრთელობას ვნებს!-მიამიტად ვტიტინებ, მაგრამ უკან არ ვიხევ.-არც თქვენთვისაა კარგი მაგით პირის აყროლება.
-ჰაჰ...-ნაძალადევად იცინის ის.-იცი, ექიმი ვარ და მშვენივრად ვიცი ეს.
-ხოდა მით უარესი თქვენთვის! არ მესმის, რატომ უნდა იღუპავდე თავს, როცა საუკეთესოდ იცი, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მაგან!-დამრიგებლური ტონით ვამბობ და მიმტანს, რომელსაც ყავის ფინჯნები მოაქვს, მადლობას ვუხდი.
შესაძლებელია ჩემი მოძღვრება არაფერ შუაშია, მაგრამ ქალი კოლოფს ჯიბეში აბრუნებს და გარეთ იხედება.
-შენ პელოს ტყუპისცალი ხარ? უამრავი ადამიანი მომკვდარა ჩემს ხელში და ვიცი, რომ ვერ დაბრუნდებოდი!-მის გულგრილობას საზღვარი არ აქვს.-მასაც უყვარდა სიჩუმე. ის მთლიანად სიჩუმე იყო.
-მე არ მიყვარს სიჩუმე.-პირში ვუვარდები იმით გახარებული, რომ ჩვენ შორის განსხვავება ვიპოვე.-მიყვარს, რომ ლაპარაკობენ! რომ არ მესმის საკუთარი თავის ძახილი... რომ ქუჩის ხმაური ჩემი ტკივილის კივილს ფარავს და მავიწყდება, რომ რაღაც მტკივა... ისე კი... მე ელენიკა ვარ. პელოს არ ვიცნობდი... ყოველ შემთხვევაში აქამდე მეგონა, რომ არ ვიცნობდი, მაგრამ თურმე მისი ნაწილი ჩემში ყოფილა. ეს სახე, ეს თვალები, ეს გემოვნება თუ ხასიათი... მედალიონი, რომელიც ახლა ჩანთაში მიდევს, მას ეკიდა ყელზე! ეს განცდა გულს მირევს! მინდება, რომ ნაფხშვენებად ვაქციო და მერე მტკვარში ჩავაგდო თითოეული ნაწილაკი, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, არ ვაკეთებ.
-ელენიკა, გიორგის საყვარელი ხარ?-ისე უტიფრად მეკითხება, ფინჯნიდან ყავა მეღვრება და ხელები მემდუღრება.
-მე... ამას როგორ მეკითხებით?-დასვრილ თითებს ისე დავყურებ, თითქოს სისხლიანი იყოს.
გიორგის საყვარელი? მე? პელოს მერე?
-როგორ შეძლო... პელოს საყვარელი მედალიონი შენ როგორ გაჩუქა...-თავისთვის ბუტბუტებს ქალი.
-თქვენ ვინ ხართ?-განგებ არ ვეუბნები, თუ რა გზით აღმოჩნდა ჩემს ხელში ეს მედალიონი.
-პელოს მკურნალი ექიმი ვარ, ანასტასია ჩხეიძე.
-პელოს რა სჭირდა?
-მელანომა. კანის კიბო.-ამის თქმისას კი თავს ვეღარ იკავებს და ისევ სიგარეტისკენ მიაქვს ხელი.
-საშინელებაა. რატომ კვდებიან ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი ადამიანები, რომელთაც ცხოვრება სწყურიათ?-გულწრფელად განვიცდი ამ ამბავს.
-იმიტომ, რომ შენნაირ უბრალოებს და ჩრდილში მოქცეულებს ბედმა გაუღიმონ.-კუშტად მიცხადებს ის და შეურაცხყოფისგან ხველა მიტყდება.
-მე გიორგის საყვარელი არ ვარ.
-აბა, ისე, ყველაფრის გარეშე გაჩუა ათიათასლარიანი მედალიონი?-ზიზღი კრთება მის სახეზე.
-ამას მნიშვნელობა არ აქვს.-ისევ არ ვუმხელ სიმართლეს.-თქვენ და პელო მეგობრობდით?
-იმაზე კარგი მეგობრები ვიყავით, ვიდრე წარმოგიდგენია. სამი წელი გავიდა და ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ მისი გადარჩენა ვერ შევძელი.-ღრმა ნაპასს არტყამს ქალი.
-ონკოლოგი ხართ?
ანასტასია მხოლოდ თავს მიქნევს.
-ალბათ გგონიათ, რომ მე...
-ძალიან გთხოვ შენობით, რა!-უზრდელურად მეჭრება ის.
-ალბათ გგონია, რომ პელოს ადგილის დაკავებას ვცდილობ, მაგრამ ასე არ არის.-ვუარყოფ დიდის ამბით, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ არ დაუბრალებია.
-ვერც იქნება. სად პელო და სად შენ! საერთოდ, იცი, მაინც რა არის სიყვარული? მერე რა, რომ პელო მკვდარია! როგორ შეგიძლია იმ კაცთან იყო, რომელსაც სხვა უყვარს და სამუდამოდ ის ეყვარება?-ყვირილამდე აღარაფერი უკლია მას.
-შეწყვიტე!-კბილებში ვცრი.-უკვე ათასჯერ გითხარი, რომ გიორგისთან არაფერი მაქვს და რომც მქონდეს, ეს შენი საქმე არაა!
ისეთი ადამიანი ვარ, ბევრის მოთმენა რომ შეუძლია, ყველაფერს რომ აიტანს და ბოლოს ელემენტარულ რამეზე ამოხეთქავს. ზოგჯერ ხალხს სისულელედაც კი ეჩვენებოდათ ჩემი სიფიცხე, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებოდნენ, რით იყო გამოწვეული ეს. რომ დავაკვირდეთ, ადამიანები მოვლენას უფრო აღიქვამენ, ვიდრე მის მიზეზს და გარემოებების ფაქტორს. არ მესმის, რატომ ხდება ასე. რომ შემეძლოს, ახალ სამყაროს შევქმნიდი. ზუსტად ისეთს, როგორსაც ვიმსახურებ.
-კარგი, კარგი...-დამცინავად ერხევა ტუჩები.-პელო ყველაზე მაგარი ადამიანი იყო, ვისაც კი შევხვედრივარ. გინახავს გოგო, რომელიც მაშინ, როცა საკუთარი სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლოს, შვილისას აყენებს წინ? ასეთი იყო პელო, მის ფასს კი ვერავინ ხვდებოდა.
-შვილი? ვინ შვილი?-ვიკვირვებ.
-როგორც ჩანს, გიორგი სერიოზულად არ გიყურებს, ეს თუ არ მოგიყვა. საინტერესოა! ნეტავ, რით მოაჯადოვე?-ალმაცერად მიყურებს ანასტასია.
-მოდი, ისე ვილაპარაკოთ, როგორც საჭირო ნაცნობებმა და არა როგორც ერთი კონკრეტული კაცის ცხოვრებაში გამოჩენილმა ახალმა გმირმა და მისი ყოფილი ცოლის მეგობარმა.-პირობას ვუყენებ, რომელიც წესით ორივესთვის სასარგებლო უნდა იყოს.
-პელო ორსულად იყო. ეს მაშინ გაიგო, როცა შანსი გამოჩნდა მისი გამოჯანმრთელების. ყველაფერზე უარი თქვა იმ პატარა არსების გამო და იცი, რა მოხდა? მე ვერ მოვახერხე! მე ვერ მოვახერხე სიმსივნის იმ დრომდე შეჩერება, ვიდრე შვილს გააჩენდა! ისიც მოკვდა და მისი პატარაც! ჩემ გამო!-თოფის გავარდნასავით ჟღერს მისი სიტყვები.
არც ერთხელ არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა გიორგის შვილი ყოლოდა ანდაც პელო იქნებოდა მისგან ორსულად. მე და გიორგის ამაზე არ გვილაპარაკია ან როდის უნდა გველაპარაკა, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენ რამეს ვაანალიზებ და იმდენ ვინმეს ვნსჯი, რომ არ იქნებოდა გასაკვირი ესეც მევარაუდა. ჯანდაბა! იქნებ გიორგიმ საერთოდ არაფერი იცოდა ამის შესახებ? პელო ხომ დარწმუნებული არ იყო, რომ ყველაფერი კარგდ იქნებოდა... იქნებ ქმარს დაუმალა შვილის არსებობა?
-გიორგისთან ამ თემაზე ოდესმე გისაუბრია?
-არასდროს! რაც პელოს ორსულობის ამბავი გავიგე, ძალიან იშვიათად ვხვდებოდი გიორგის და ისიც ისეთი სიტუაცია არ იყო, ამაზე რომ ჩამომეგდო ლაპარაკი.
ესე იგი პელოს საკუთარი თავისთვის რომ მიეხედა, ახლა ცოცხალი იქნებოდა, ხოლო გიორგის რომ გაეგო ის, პელო შვილის გამო საკუთარ თავს საფრთხეს უქმნიდა, ბავშვს მოაშორებინებდა. არა, ეს მან არ უნდა გაიგოს. გააგიჟებს იმის გააზრება, რომ შეიძლებოდა ახლა ბედნიერად ეცხოვრა საყვარელ ქალთან ერთად. უცებ ვფიქრობ, რა იქნებოდა იმ დროს პელო მე რომ ვყოფილიყავი და ვხვდები, რამდენად ძლიერი ყოფილა ჩემი ორეული, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო.
-ახლა გესმის, რატომ გამანადგურა ამ მედალიონის შენს ხელებში დანახვამ?-ნაღვლიანად მეკითხება ანასტასია.-რაც გინდათ, ის ქენით, მაგრამ ერთს გევედრები, არასდროს შეიბა ეს ყელზე. ახლა კი... მშვიდობით!
ქალი ფეხზე დგება, საფულიდან ფულს იღებს და მაგიდაზე დებს. მერე მანტოს ხსნის სკამიდან, მოხრილ მკლავზე იკიდებს და კაფედან გადის.

გზაში დედაჩემი ატირებული მირეკავს, ქეთის შვილის ამბავი გავიგეო.
-იცოდი, ხომ? რატომ არ მითხარი?-სლუკუნებს ტელეფონში.
-ხო, ვიცოდი, მაგრამ ხომ არ გახარებდი?-თავს ვიცავ მისი გაბრაზებისგან.
-არ მითხრა, არა! რამე არ წამოგცდეს!-კაპასდება მანანა.-რა დღეში იყო ქეთი, ელენიკა? ძალიან ცუდადაა?
-არც ისე.-უემოციოდ ვპასუხობ.
-როგორ შეგიძლია ასეთი მშვიდი იყო?-ნერვები ეშლება დედაჩემს.
-ოჰ, დედა, ოჰ! საკმარისია, შენ ხომ გამოიგლოვე ის გოგო უკვე? მე ჩემი პრობლემები მეყოფა, რა!
-ღმერთო, გამაგიჟებს ეს ახალგაზრდობა! სად წაიღეს ან თანაგრძნობის შეგრძნება, ან სიყვარული, ან სიბრალული... ნეტავ, რას დაგირეკე საერთოდ...-ბრდღვინავს დედა და სიტყვის თქმას აღარ მაცდის, ისე მითიშავს.

გრძელი გზის გავლა მეზარება, ამიტომ კორპუსებს შორის ვუხვევ და ქუჩას ვჭრი. არასდროს მიყვარდა აქედან სიარული, მაგრამ ახლა მირჩევნია სახლში მალე მივიდე, ცხელი ჩაი გავიკეთო, საწოლში ჩავიფუთნო და ვიფიქრო. ფეხს ვუჩქარებ. ჩემს ჯიბრზე ყველაზე ჩაბნელებულ უბანში არავინ ჩანს. აქ ერთი მაღაზია იყო, მაგრამ ისიც დაკეტილია. მიხარია, რომ უბრალო ფეხსაცმელები მაცვია და საჭიროების შემთხვევაში ეს გაქცევას გამიადვილებს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მხოლოდ რამდენჯერმე თუ მცმია. სადაც არ უნდა წავიდე, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ შეიძლება სირბილი დამჭირდეს, მაგრამ როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, ისე ვერ გავიძრობ ფეხებიდან მათ და შიშველი ფეხებით ვერ გავტანტალდები. ქალი ისეთი ნაზი არსებაა, ყველაფერი კომფორტული უნდა ჰქონდეს. არასოდეს დამიყენებია სილამაზე მის წინ. არასოდეს, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ არც ყოფილა ჩემ გვერდით ისეთი ვინმე, ვის გამოც მენდომებოდა, რომ ლამაზი ვყოფილიყავი.
-ჰეი, მშვენიერო!-ადგილზე მყინავს ვიღაცის ხმამაღალი შეძახილი.
ისე ვაგრძელებ გზას, თითქოს არც არაფერი გამიგია და არც შიში მაწუხებს, სინამდვილეში კი ლამისაა აქვე გავიშოტო. კიდურები მეყინება. ჩემი სხეულის თითოეულ წერტილში ჭიანჭველები და სხვა მწერები იწყებენ რბენას, მაგრამ ვიცი, ეს ხერხი არ მიშველის. ვინმე უნდა გამოჩნდეს... აუცილებლად!
-კარგი, რა... სად გარბიხარ?-საზიზღარი, ირონიით გაჟღენთილი ხმა კვლავ ცდილობს ჩემს შეყოვნებას.
ამჯერად კი ვეღარ მყოფნის მოთმინება. ცალი თვალით უკან ვიხედები და შავებში გამოწყობილ ბიჭს ვხედავ. ჩემზე პატარა იქნება, მაგრამ საკმაოდ ღონიერი ჩანს. მე მასთან ვერაფერს გავხდები. თუ ვინმე არ გამოჩდა... თუ ვინმემ არ მიშველა, მე...
გავრბივარ. ხმით ვხვდები, რომ ისიც ასე იქცევა. ვტირი. არ ვიცი, რა უნდა. ჩანთა რომ მივუგდო, შეიძლება თავიც დამანებოს. მერე რა, რომ მედალიონი დევს იქ. ვერ ავიტან. ვერ ავიტან, რომ შემეხოს. აი, რა მომიტანა ჩემმა ახირებამ. ახლა ხალხით სავსე გზით რომ წავსულიყავი, უზარმაზარ სუპერმარკეტთან ვიქნებოდი. მართალია წინ კიდევ დიდი გზა დამრჩებოდა გასასვლელი, მაგრამ რაც მთავარია, საფრთხე არ დამემუქრებოდა.
-ტყუილად ცდილობ! მწევარმა კურდღელს თვალი თუ მოჰკრა, სოროში შეძრომის საშუალებას აღარ მისცემს!-ახლა უკვე შედარებით დაბალ ხმაზე სისინებს ბიჭი და მხარზე უხეშად მეჭიდება.
-ხელი გამიშვი!-ხელს ვუქნევ, მაგრამ ვბორძიკდები და ვიქცევი.
ეს ბოლოა, რაც ჩემი იმედიანობის ჟამს ხდება. უკან-უკან მივცოცავ, მაგრამ ტალახიან მიწაზე იდაყვი მისრიალდება და თავს ვარტყამ. ჩემი თავის გარშემო ისე დაფრინავენ ჩიტები, როგორც მულტფილმებში. ვკივი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ვერავინ გაიგებს.
-ნუ გეშინია, ლამაზო... მორჩი, კარგი?-ისე მიყვავებს, ძალა რომ მქონდეს, გემრიელად გავცხებდი.-მოდი, ჯერ აქ ვნახოთ რა გაქვს...
ჩემთან ახლოს დაგდებულ ჩანთას იღებს და თან ფეხს ისე მაჭერს, რომ გამოძრავებაც კი არ შემიძლია. პირველი რაც ხელში ხვდება, რათა თქმა უნდა, მედალიონია. საიუველირო მაღაზიიდან რომ გამოვედი, ისე ჩავაგდე, არაფერზე მიფიქრია. სწორედ ამიტომ ვისჯები. ბიჭს სახეზე ბოროტული ღიმილი უელვებს.
-ასე ნამდვილად არასდროს გამმართლებია... ძვირფასი მედალიონი, კაგად ჩაფუტკუნებული საფულე და შენც არა გიშავს, რა...-ხარხარებს ბიჭი და ნახევრად გახსნილ ქურთუკს ბოლომდე მიხსნის.
-შემეშვი! გთხოვ!-ყველა ხერხს ვსინჯავ, მაგრამ ისეთი უგულოა, თხოვნაზე საერთოდ არც კი მპასუხობს.
-დამშვიდდი! თვალები დახუჭე და ხელები გააჩერე...-მითითებას მაძლევს და მაისურს ზემოთ მიქაჩავს.
-კიდევ რა გინდა, ნაბი*ვარო!-ვღრიალებ ყელის ჩახლეჩვამდე და სახეს ვუკაწრავ.
ჩემი ეს მოქმედება უფრო აშმაგებს. სილას მარტყამს და თმების მოქაჩვით თავს ზემოთ მაწევინებს. უკვე იმის სურვილიც აღარ მაქვს, რომ ვიყვირო. მთელი ორგანიზმი ხავის, მე კი ზუსტად ისე ვარ, როგორც ჩემ ზემოთ მოქცეულმა ბიჭმა მიმითითა. თვალები დამიხუჭავს და ხელებიც უსულოსავით მაქვს გაშეშებული.

-7-
ჩემს დაგუბებულ ყურთასმენას უეცრად რაღაც ხმა წვდება. არ ვინძრევი. მგონია მეჩვენება, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ აღარავინ მეხება, ძალიან რეალურია. თვალებს ვახელ და ცოტათი მოშორებით უჩვეულო გორგალს ვხედავ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ გადავრჩი. სხვა აღარაფერი მაინტერესებს. არც ის, თუ რა ხდება ჩემთან სულ ახლოს. წინ წრეებს ვხედავ და მალე ეს წრეები სიბნელეს ქმნიან. ვხვდები, რომ გონებას ვგარგავ და წამოჯდომას ვცდილობ. არ მინდა თუნდაც კიდევ რამდენიმე წუთი ვიწვე იმ ბინძურ ადგილას, სადაც ხელებს მიფათურებდნენ. გვერდით შეძლებისდაგვარად ვტრიალდები, წელთან კი რაღაც წვეტიანი მჩხვლეტავს. ხელით ვსინჯავ და ჩემი დაბინდული გონება იმის აღქმას ახერხებს, რომ ეს მედალიონია. ჯიბეში ვიჩურთავ და ზურგით იმ მანქანას ვეყრდნობი, რომელთნაც ვეგდე.
გორგალი ახლა ორადაა გაყოფილი, ორ ადამიანად. ერთი, რომელიც დაბლა გდია, მოძალადეს ჰგავს, მეორე კი აზრზე არ ვარ, ვინ არის. ზუსტად მაშინ, როცა ვიაზრებ, რომ ჩემი მხსნელის ვინაობის გაგება მინდა, ის დაბლა დაგდებულს შორდება და ჩემთან იჩოქებს.
-კარგად ხარ?-მეკითხება და ნატკენ ლოყაზე ხელს ნაზად მისვამს.
-გიორგი?
-ხო, გიორგი...-ცალყბად იღიმის ის.-ახლა ხვდები, რატომ დაგყვები უკან? ამხელა ქალს ჭკუა სულ არ გაქვს?
-არა.-ვპასუხობ და ტირილი მიტყდება.
-ნუ ტირი. შენთან ვარ.-თავს გულზე მადებინებს და ხელში მიტაცებს. უკან ვიწევი. მკლავებზე ხელებს რომ მიჭერს, მტკივა, მაგრამ ახლა ეს არაა მიზეზი.
-ასე არ მინდა.-ვჩურჩულებ.-დამსვი.
არაფერს მპასუხობს. არც იმას მეკითხება, საით უნდა წავიდეო. ეს გზაც შეუსწავლია. ახლა იმაზე მეტად ვტირი, ვიდრე მაშინ, როცა არ ვიცოდი, რა მელოდა წინ. მტკივა ის, რაც მოხდა. ყველაზე საშინელება ისაა, რომ გიორგიმ გადამარჩინა. მან მნახა ასეთ მდგომარეობაში. სირცხვილი ყველა მხრიდან მაწყდება, მაპატარავებს, მჩუტავს.
-პელოს კანის სურნელი გაქვს... მისნაირი სრიალა თმები.-მოულოდნელად ამბობს და თავს გვერდით მაგდებინებს.
-პელოს ჰქონდა ჩემი სურნელი.-ჯიუტად ვპასუხობ.
-გეხვეწები, ნუ ლაპარაკობ...-მშვიდად მიიწევს უკვე გამოჩენილი ჩემი კორპუსისკენ.
-რატომ? პელოსნაირი ხმა არ მაქვს და ის რომ გეგონო?-ვკვნესი ცალკე სულიერი და ცალე ფიზიკური ტკივილებისგან.
ჩუმადაა.
-ღმერთო, ასეა?-ვქსუტუნებ.-ხელი გამიშვი! მე თვითონაც ავალ კიბეებზე!
მხრებს ვიქნევ, მაგრამ ის მაინც არ მიშვებს.
-ელენიკა, ნუ ჯიუტობ!-მკაცრი ხდება ის.
-ხო, მე ელენიკა ვარ და არა პელო!-ურჩად ვიმეორებ.
-ხო, აი, ეს შენი სახლია და არა პელოსი.-სიცილში მიტარებს გიორგი.
-მარტო ამიტომ არა!-ვანჩხლდები.
-გასაღები სად გაქვს?
-ჩანთაში.-მაჯაზე ვანიშნებ.
ახლა კი უთქმელად მსვამს და ჩემს ჩანთაში თავისუფლად ყოფს ხელს. მამშვიდებს ის ფაქტი, რომ მედალიონი ჯიბეში მიდევს და ვერ ნახავს. მერე ის მახსენდება, რომ მის ცოლზე ისეთი საიდუმლო გავიგე, მან რომ არ იცის და სინდისი მქენჯნის.
-მოიცა, შენ რა... ჩემთან შემოსვლს აპირებ?-სახლში შემოსულს რომ ვხედავ, კაპასად ვეკითხები.
-ისე, რა ღირსი იყავი, რომ გადაგარჩინე?-ხუმრობს და კარებს კეტავს.-წამოდი, დაწექი, მე ჩაის მოგიდუღებ.
ვემორჩილები და საძინებლისკენ მივყევი. ერთი წამითაც არ ვდარდობ იმაზე, რომ შეიძლება გიორგის კვლავ აერიოს გონება და მეც ვერ შევეწინაამღდეგო. ლოგინში ვწვები და თავს ბალიშზე ვდებ. საოცარი სიმშვიდე მეუფლება. ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერი! აი, რატომ უნდა ვიგრძნოთ ტკივილი, რომ მისი გაქრობის შემდეგ შვება და ბედნიერება განვიცადოთ. ბოლომდე მაშინ ვიგებ იმის გემოს, რომ გადავრჩი, გიორგი რომ შემოდის. დაღლილი სახე აქვს. სინათლეზე ვატყობ, რომ ტუჩი გახეთქვია და შუბლიც გაწითლებული აქვს. ვნანობ ყველაფერ ცუდს, რაც მას ვუთხარი. ფეხებს ვიკეცავ, საწოლის ბოლოში ჩამოჯდომა რომ შეძლოს. ჩაი თავისთვისაც მოუდუღებია. როგორც ჩანს, ჯერ წასვლას არ აპირებს. მიხარია. სახლში მარტო დარჩენა არ მინდა ნატკენ ადგილებთან, გახეულ ქურთუკთან და მედალიონთან ერთად.
-გიორგი, მადლობა! არ ვიცი, რა მოხდებოდა, შენ რომ არ მოსულიყავი... ალბათ თავს მოვიკლავდი!-ხმა მითრთოლდება.
-დაწყნარდი, კარგი?-სიმშვიდეს არ ღალატობს ის.
-დარჩები ამ ღამით?-ვეკითხები და სახე მელეწება.
-არ გეშინია, რომ...
-არა! მარტოობის უფრო მეშინია!-ვაწყვეტინებ, მისკენ ვიჩოჩებ და თავს მუხლებზე ვუდებ.
ჩემი თავი მევე მძულს, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ახლა ყველაზე მეტად გიორგისთან სიახლოვე მინდა. მისი სითბო და ძლიერი ხელები მჭირდება. ვენდობი. ისე ვენდობი, თითქოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობდე, მაგრამ ვიცი, იმას არ გააკეთებს, რაც არ მინდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ პელოს არ მოექცეოდა ასე.
ამ ღამით თანახმა ვარ, რომ პელო ვიყო... ოღონდ კი ჩემთან დარჩეს! ოღონც კი არ მიმატოვოს!

ღამის ბინდი ზარმაცად იცრიცება ჩემს ფანჯრებთან. გიორგის სძინავს. ისეთი უცოდველი სახე აქვს, გეგონება ანგელოზი იყოს. ადამიანები ძილში ყველაზე კეთილები, ლამაზები და უმწკივლოები ვართ. არ გვაწუხებს არანაირი ბოროტული, გარყვნილური აზრები, არ გვეშინია არაფრის და ვერც ცოდვას ჩავდივართ. თითქოს არსებობს რაღაც ზღვარი და ორი სამყარო, ძილამდე და ძილის შემდეგ. რაღაც იმის მსგავსი, ფიონა რომ მზის ჩასვლამდე მშვენიერი მზთუნახავი იყო და მზის ჩასვლის შემდეგ მწვანე ურჩხულად იქცეოდა ხოლმე. ნეტავ, რატომ არის ნათქვამი, რომ ცხოვრება რთულია? მგონია, რომ ეს ფრაზა პირდაპირ იზიდავს უსიამოვნებებს. ქუჩაში ელენიკას ვინმეს თუ ახსენებს, მისკენ ვიხედები, ალბათ სირთულეებიც ასე არიან... შეიძლება მათ არ ეძახოდნენ, მაგრამ ისინი მაინც იხედებიან ცხოვრებისკენ, ეს გამოხედვა კი საკმაოდ ძვირი გვიჯდება.
ფრთხილად ვიწევი და მამაკაცის სახის პირდაპირ ვიხრები. სულ ცოტაც და ჩემი ბაგეები მისას შეეხება, მაგრამ სწორედ ცოტაც და მე მასზე შეყვარებული ვიქნები. სანამ გვიანი არ არის, უკან უნდა დავიხიო. ვიდრე დინება არ ჩამითრევდეს, ნაპირზე უნდა გამოვიდე დაა იქ წავიდე, სადაც ვერასოდეს დამეწევა მჩქეფარე ტალღაა.
გიორგის წარბებს შორის ხაზი უჩნდება და ეს სიგნალია იმისა, რომ ჩემი ადგილი უნდა დავიკავო. საჩქაროდ ვხუჭავ თვალებს და თავს ვიმძინარებ. როცა სინათლეს ვიღაც ჩრდილავს და ეს ვიღაც, რაღა თქმა უნდა, გიორგია, ვხვდები, რომ თვალებში შუქის შემოჭყიტებაზე უარესი მისი უეცრად გაქრობა ყოფილა. მამაკაცი ისე დაჟინებით მიყურებს, რომ ამას თვალებდახუჭული განსაკუთრებით ვგრძნობ. ჯერ მარტო იმით შეიძლება ჩემი გამოჭერა, რომ მე უცოდველი კი არა, მეტისმეტად გადაწითლებული და აფორაჯებული სახე მექნება, ამიტომ თავის დასაზღვევად გვერდით ვტრიალდები.
-დიდხანს აპირებ მძინარე მზეთუნახავის როლის თამაშს?-ძილისგან შეცვლილი ხმით მეკითხება გიორგი და მეც ჩემს ნამდვილ მეს ვუბრუნდები.
-არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ, მაგრამ შენ ნამდვილად არ ხარ ის უფლისწული, რომლის კოცნაც საუკუნო ძილისგან მიხსნის!-დაღლილი ღიმილით ვპასუხობ და საწოლის საზურგეს ვეყრდნობი.-იცი, ღამით ვფიქრობდი და...
-შენ არ იცი, რომ ღამით ფიქრი ძალიან უსარგებლოა და ყოველთვის არასასიამოვნო შედეგამდე მივყავართ?-თვალებს ატრიალებს მამაკაცი.
-არა, ხომ გესმის, რომ ასე ვერ ვიქნებით? ერთ დღეს მაინც მომიწევს ამის თქმა და შენ კიდევ ამის მოსმენა!
-ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი დღე მაინც და მაინც დღევანდელი შაბათი უნდა იყოს!-არ მეთანხმება ის.
-კარგი, მაშინ მოვიქცეთ ისე, თითქოს ჩვიდმეტი წლის შეყვარებულები ვართ, რომელთც ყველაფერი წინ აქვთ და არაფერს კარგავენ იმით, რომ ცოტა გაერთონ.-ნერვიულად ვყვირი და მუხლებს ნიკაპზე ვიბჯენ.-შეუძლებელია ბოლომდე ასე გავქაჩოთ!
-და შენ რა ბოლოს ელი, ძალიან მაინტერესებს!
-იმ ბოლოს, რომელიც გარდაუვალია! ან მე წავალ და ან შენ... საბოლოოდ კი იცი, ვინ ვიქნებით? შენ_სავსე, მე_დაცარიელებული.-არ ვუმალავ, თუ რისი მეშინია.
-გეხვეწები ნუ ლაპარაკობ ისეთი ქალებივით, რომელთაც თვალი მხოლოდ გათხოვებასა და ხუთ შვილზე უჭირავთ.-ნერვები ეშლება მასაც.
-ასე არ არის, რა თქმა უნდა.-ვუარყოფ მაშინვე.-ყავა გინდა?
-ახლა აღარ არის იმის დრო, რომ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანო. მიპასუხე, რა გგონია, ერთ დღესაც ისე მიგატოვებ, თითქოს არაფერი ყოფილა?
-რა იყო რომ?-საწოლიდან ვხტები და ვფიქრობ, რომ ოთახიდან თუ გავედი, მოსალოდნელ ვითარებას ავცდები.
-მაშინ რატომ ტეხ პანიკას?-არ წყვეტს ჩემს დადანაშაულებას.
-ალბათ იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ...
''იმიტომ, რომ მიყვარდები.''-ვასრულებ გონებაში და საძინებლიდან გასვლით თავს ვშველი.

სამზარეულოში რომ გავდივარ, მედალიონი მახსენდება. ქურთუკი გუშინ გიორგიმ გამხადა და არც კი ვიცი, სად შეიძლება წაეღო. საბედნიეროდ, შემოსასვლელში ფეხაკრეფით გასული საკიდზე ლამაზად ჩამოკიდებულს ვპოულობ და სახეზე ნასიამოვნები ღიმილი მეფინება. მამაკაცში სინაზის დანახვა ჩემსა და ჩემი ნივთების მიმართ მახარებს. ან სხვანაირად როგორ შეიძლება... მე ხომ ის სიგიჟემდე მომწონს და თან სიყვარულის კარებსაც ვერ მიმდგარი!
მედალიონს სამგანყოფილებიან კონტეინერში ვინახავ, მისი იქ მოძებნა წესით არავის უნდა მოაფიქრდეს. მადუღარას გაზქურაზე ვდებ და ფინჯნებში ყავასა და შაქარს ვამზადებ. უცებ ვიაზრებ, რომ არ ვიცი, გიორგი რამდენ შაქარს იყრის. არც ოთახში შებრუნება მინდა, მაგრამ სხვას რომ ვერაფერს ვიფიქრებ, კვლავ ამ გზას მივმართავ.
საძინებლის კარები მოკეტილია. ვერ ვხვდები რაში დასჭირდა მას ამის გაკეთება, რადგან ზუსტად მახსოვს, მე ღია დავტოვე. შიგნით ვიჭყიტები და თვალებიდან ცეცხლებს ვყრი, როომ ვხედავ, როგორ იჩხრიკება მამაკაცი ჩემს კარადაში.
-რას აკეთებ?-განრისხებული ვიჭრები ოთახში.
-რა საყვარელი ხარ!-სულაც არ ცბება ჩემს დანახვაზე. ხელში ჩემი ბავშვობის ალბომი უჭირავს. ჯანდაბა! ამ ალბომში ხომ ის ფოტოც არის ჩაკრული, რომელშიც სრულიად არაფერი მაცვია.
-უნებართვოდ სხვის ნივთებს რომ ხელი არ უნდა მოკიდო, არ იცი?-ვუბღვერ და გვერდით ვუჯდები.
-ქერა თმა გქონია...-იმ ფოტოს ადებს თითს, რომელზეც ბალიშზე ვარ წამოკოტრიალებული და დიდრონი თვალები ფოტოაპარატისკენ მომიპყრია.
-ხო, მერე გამიმუქდა.-დანანებით ვამბობ.
-ქერა სხვანაირი იქნებოდი!-ალბომს თვალს აცილებს და მე მიმზერს. თვალს ვარიდებ.
-პელოს არ ვემსგავსებოდი.
-გთხოვ...-ჩურჩულებს, ალბომს გვერდით დებს და კულულს, რომელიც თვალებში მეფხატება, უკან მიწევს.
თმა ურჩად იხრება ისევ ჩემი თვალებისკენ.
-შენნაირი შეუგნებელია!-ეცინება მამაკაცს.
-სიმართლე მითხარი, ჩემთან ურთიერთობა გიჭირს თუ სიამოვნებას განიჭებს? პელოს გახსენება როგორია შენთვის?-თავს ვაბრუნებ, რომ კონტროლი არ დავკარგო,
-აი, ასეთი...
მხეცური ჟინი ენთება თვალებში. მხრებში ხელებს მავლებს და იმდენად ახლოს მწევს თავისთან, რომ მის კალთაში ჩახტომამდე არაფერი მიკლია. ჩემდა გასაკვირად ოდნავადაც არ ვეწინაამღდეგები, ისე ვეშვები მის მკლავებში. ტუჩებზე მეწაფება და თითებს თმაში უხეშად მიცურებს. ეს ის ტკივილია, რომელიც ყველაზე საამო და დაუვიწყარია. მონდომებით მიტოვებს თავის კვალს კისერზე, ყელზე, ლავიწებზე. ცეცხლი მეკიდება. ასე მგონია, რომ ჩემი შეხება მასშიც ხანძარს ბადებს. წამიერად მშორდება და მერე ისევ ხელებში იქცევს ჩემს სახეს. ამ წუთას არ მადარდებს, თუ ვინ ვარ მისთვის. დროის იმ უფსკრულში ვარდება, საიდან ამოსვლაც შეუძლებელია და საწოლზე ზურგით რომ ვეცემი, ესღა მაფხიზლებს.
''გაჩერდი, თორემ მერე ვეღარ გაჩერდები! დაიღუპები! მიდი, ელენიკა! შენ ეს შეგიძლია!''-არარსებული ხმა ჩამძახის და თავში ანთებული წთელი ღილაკებიც მასთან ერთად მაიძულებს ისე მოვიქცე, როგორც მათ უნდათ.
გიორგი მკერდზე მიკრავს და მე მის აჩქარებულ, ნორმაზე გადაჭარბებულ გულისცემას ვგრძნობ. ზუსტად ვიცი, ჩემი გულიც ამ დღეშია. ჩვენ ახლა ერთნაირად გვკლავს, გვანადგურებს ჩვენივე გრძნობები.
და სწორედ ამ დროს საზიზღარი წკარუნი მესმის...
კარზე ზარია!

-8-
ორივეს გვეტყობა შეფუცხუნება. მე უფრო სწრაფად ვრეაგირებ და თავსაც ვიწესრიგებ. ვერ ვხვდები, ვინ უნდა იყოს. დედაჩემი? ეს ყველაზე საშინელი ვარიანტია! გვანცა? ეს ყველაზე გულისგამაწვრილებელი! მეზობელი? ეს ყველაზე სულელური, რადგან რაც აქ გადმოვედი, მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ დაუკაკუნებიათ ჩემს კარზე და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ წყალის დაკეტვა ვერ ვისწავლე სააბაზანოში. ახლა ვის უნდა მოსვლოდა აზრად ჩემი სტუმრობა?
-ვინმეს ელოდები?-მისაღებისკენ იხედება მამაკაცი და ლოგინს ნაჩქარევად ასწორებს.
-გაგიჟდი? ვის უნდა ველოდებოდე?-ვჩურჩულებ და სარკის წინ თმას ვისწორებ.-კარგი, ნუ გეშინია... არც კარადაში შეგაგდებ და არც სააბაზანოში!
-ხო, აბა... შიშისგან ვკვდებოდი.-დამცინის ის, მაგრამ თვითონაც ხვდება, რომ სიცილის დრო არ არის და საძინებლისკენ მიიძურწება.
იმ დალოცვილ ჭუჭრუტანაში ვიხედები, რომელიც რომ არა უამრავი არასასურველი სტუმარი შემოგვეჭრებოდა სახლში და იქვე მოტრიალე ჯორჯს რომ ვხედავ, მუხლები მეკვეთება.
აფექტურ მდგომარეობაში ვაღებ კარს და ჯორჯიც ჩემს დანახვაზე ყურებამდე იკრიჭება.
-Oh, mein Gott, elenika! (ო, ღმერთო ჩემო!)-გერმანულად იცხადებს მამაკაცი ჩემს დანახვას.-Endlich! (როგორც იქნა!)
-ჯორჯ, შენ აქ? საქართველოში ჩამოხვედი?-მეც გერმანულადვე ვეკითხები და შეძლებისდაგვარად ვახერხებ გაღიმებას.-არ გელოდი.
-როგორ ხარ, ძვირფასო?-ჩემს მოკითხვას თავისივე ენაზე აგრძელებს ის.-ხო, ჩამოვედი. იმ მისამართზე მივედი, რომელიც შენ ჩამანიშნინე, მაგრამ თურმე აქ გადმოსულხარ. ქალბატონმა მანანამ მისამართი მომცა.
-მართლა?-ღიმილი სახეზე მეღვენთება. უკვე მერამდენედ ვწყევლი დედაჩემის წინდაუხედავობას. ხომ შეეძლო დაერეკა და გვაფერთხილებინე? ახლა რა ვუყო გიორგის? მართალია გერმანელი მამაკაცისთვის გასაკვირი არ იქნება, მას თუ ისე გავაცნობ, როგორც ბოიფრენდს, მაგრამ ამის თქმას მირჩევნია ფანჯრიდან გადავხტე.
-ელენიკა, არ გაგიხარდა ჩემი სურპრიზი? რა სახე გაქვს? როგორ გაფერმკრთალებულხარ?-ნიკაპს ხელით მიჭერს ჯორჯი და თავს აქეთ-იქით მიტრიალებს.-გამხდარხარ, გალამაზებულხარ!
-მე...
-გასაგებია! ეტყობა სახლი გაქვს არეული და ამიტომ გრცხვენია! არა უშავს, ელ!-მამშვიდებს და მისაღებში დაუკითხავად შედის.
გიორგი კაცის ხმის გაგონებაზე ეჭვიანი ქმარივით ტოვებს თავის სამალავს და მოქუფრული სახით წინ ესვეტება ჯორჯს.
-ჯორჯ, გაიცანი, ეს... ეს...-განგებ ვწელავ სიტყვებს. რა ვუთხრა? კაცია, რომელსაც ცოლად ჩემი მსგავსი გოგონა ჰგავდა, ის გოგო გარდაიცვალა და ახლა ჩემში მას ხედავს_მეთქი? ჯორჯი საბოლოოდ იფიქრებს, რომ გავაფრინე... უკეთეს შემთხვევაში კი ჩათვლის, რომ გავ*ოზდი და ამ ყველაფერს თავის გასამართლებლად ვიგონებ.
-მისი შეყვარებული ვარ.-ქართულად აბრეხვებს გიორგი და თავისკენ მქაჩავს.
-არ ესმის.-მხოლოდ მის გასაგონად ვდუდუნებ და გვერდში იდაყვს ვკრავ.
-ხოდა გადაუთარგმნე.-სრულიად არ ნანობს ნათქვამს მამაკაცი და იმის შანსს, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, ხელიდან უშვებს.
-Meine Liebe. (ჩემი შეყვარებულია).-უხერხული ღიმილით ვამცნობ და გასამხნევებლად ხელზე გიორგის მტევანი მეჭიდება.
მუცელში რაღაც ცხელი სითხე მეღვრება და მსურს, რომ მხოლოდ გიორგის ხელს ვეყრდნობოდე და მთელი ნეტარებით გადავეშვე სიამოვნების მორევში, მაგრამ ამის ადგილი არ არის. ჯორჯს გაოცებაზე მეტად იმედგაცრუება ეტყობა, მაგრამ არაფრით არ აწუხებს ის გრძნობა, რომ ზედმეტია და ხელს ჩამოსართმევად უწოდებს გიორგის.
-გერმანიაში რომ ვიყავი, მაშინ ვუთხარი ჯორჯს, თუ საქართველოში როგორ ხვდებიან მამაკაცები ერთმანეთს.-ვეჩურჩულები გიორგის, რადგან ხელი ისევ ჩემზე აქვს ჩაკიდებული.
-ჯორჯი.
-გიორგი.-ჭოჭმანის შემდეგ თავის მხრვ ხელს აგებებს მამაკაცი.
სტანდარტული გაცნობით იფარგლებიან და მერე ორივეს ჩემზე გადმოაქვს ყურადღება.
-ჯორჯ, შენ დაჯექი. ყავას მოვადუღებ და მერე ყველაფერი მომიყევი.-საგრძნობლად გულდამშვიდებული ვეუბნები გერმანულად და კარებისკენ ვიწევ, მაგრამ გიორგის გულ-მკერდს ვენარცხები.
-ახლავე გადაეცი ამ იდიოტს, რომ მე და შენ სალაპარაკო გვაქვს!-უტეხად მიჭრის ის.
-რაზე?-პატარა ბავშვივით ვეძიები.
-გადაეცი_მეთქი.-კატეგორიულია მამაკაცი.
მის ბრძანებას მორჩილად ვასრულებ და მერე მასთან ერთად სამზარეულოში სულ გულის კანკალით გავდივარ.
-ვინ არის?-მისი შემტევი კითხვა აშკარად პასუხს მოითხოვს.
-ჯორჯია.-თვალებს შეწუხებული ვხრი დაბლა.
-რას მელაპარაკები? ეგ ვიცი.
-აბა, სხვა რა გითხრა?-გული მწყდება, ასე უნდობლად რომ მელაპარაკება. მისი სიუხეშე მავიწყებს იმ ფაქტს, თუ რას ვგრძნობდი, სანამ ჯორჯი მოვიდოდა.
-ესე იგი გერმანიაში იყავი! ესე იგი ქართველებთან მისალმება ასწავლე! მისი საყვარელიც ხომ არ იყავი შემთხვევით?-ვერ ახერხებს იმის დამალვას, რასაც ფიქრობს.
ის ფიქრობს, რომ მე გერმანიაში საყვარლებს ვიცვლიდი....
ის ფიქრობს, რომ მე უპატიოსნო, ჩამოუყალიბებელი, უტვინო ქალი ვარ...
ის ფიქრობს, რომ ჯორჯს ასე უსირცხვილოდ შევხვდებოდი, მასთან რამე რომ მქონოდა...
მე კი ვფიქრობ, რომ მალე იმის მერე, რაც მაკადრეს ავფეთქდები და ალბათ სწორედ ამ მიზეზით ვარტყამ სილას გიორგის...
-ეს შენ იმისთვის, რაც თქვი! ახლა კი თუ ოდნავი პატივისცემა მაინც შემოგრჩენია ჩემი, როგორც რიგითი ქალის, მისაღებში გადი და ჯორჯთან არაფერი შეიმჩნიო!-არც კი ვიცი, საიდან მომაქვს ამდენი ძალა და მოთმინება, მაგრამ სრულიად წყნარად, დაბალ ხმაზე ვუცხადებ და მასაც მომენტალურად უფითრდება ტუჩები.
მგონია, რომ თავს დაიდანაშაულებს და ბოდიშს მომიხდის, მაგრამ მისი შეუვალობა ჯერ ბოლომდე არ მცნობია. როგორც კი ოთახიდან გადის, სახეზე ხელებს ვიფარებ და აცახცახებული მხრების დამორჩილებას ვცდილობ. ყავადანში გადადუღებული წყალი თუხთუხებს, რაც მახსენებს, რომ ორი ადამიანისთვის ყავის მოსადუღებლად ყველაფერი მომზადებული მაქვს და ჯორჯისთვის ჩემთვის განკუთვნილი ფინჯანი გამაქვს, რადგან მასაც ჩემსავით უშაქრო ყავა უყვარდა ადრე.
ჯორჯი წუთიერად მაშტერდება თვალებზე და ვხვდები, რომ დაუპატიჟებელმა ცრემლებმა თავისი კვალი დამამჩნია. მისი ეჭვების გასაფანტად ვიღიმები და ფინჯნებს მაგიდაზე ერთმანეთის პირდაპირ ვალაგებ.

-ვიცი, ზედმეტი მომივიდა.-სამზარეულოში ჭურჭლის გასარეცხად გამოსულს წყლისთვის შეშვერილ ხელს მიჭერს მიქელაძე.
ონკანს ვკეტავ, მისი მოულოდნელი გაამოჩენით გახეთქილ გულს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვაბრუნებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვტრიალდები მისკენ ისე, რომ ჩემი თმის ღერიც კი არ ედებოდეს გიორგის.
-არ ღირს... ისედაც ნათელია, რას ფიქრობ ჩემზე!-მინდა თავი აუღელვებლად მოვაჩვენო, მაგრამ წყენას მაინც ვერ ვმალავ.-ალბათ ასეთი შთაბეჭდილებაც უნდა დაგრჩენოდეს ჩემზე იმის შემდეგ, რაც მოხდა.
-ვერ გავიგე, იმ კაცის გამოჩენის შემდეგ რატომ იდანაშაულებ ასე თავს და რატომ მიყურებ ისე, როგორც უცხოს?-გაღიზიანებული ყვირილით მეკითხება მამაკაცი.
-ის კაცი ჩემი მეგობარია, რომელიც გერმანიაში ყოფნის დროს გვერდიდან არ მშორდებოდა! მასთან სახლში ვრჩებოდი, მის მშობლებთან ერთად ვვახშმობდი, პიკნიკზე მიდიოდნენ თუ ლაშქრობაზე, მეც თან მიყოლებდნენ და აქ, საქართველოში, ჩემს მიწაზე შენ კი არა, მას მოვექეცი ისე, როგორც უცხოს! შენ არც კი იცი, როგორ მრცხვენია... უბრალოდ ვერ ვხვდები, რად ამოიღე თვალში ასე! რატომ ბურღავდი თვალებით და რატომ აიძულე, რომ ეთქვა, საქმეზე მივდივარ და მეჩქარებაო. საერთოდ, რატომ ცდები ელენიკასა და პელოს შორის დადგენილ ზღვარს? რაც არ უნდა ვთქვა და რაც არ უნდა გავაკეთო, იძახი, პელოც ასე ამბობდა, პელოც ასე აკეთებდაო! შეიძლება არ თქვა, მაგრამ შენს თვალებში განუზომელ ტკივილს ვხედავ... აი, ახლაც! შენ გამო წავიდა ჯორჯი და შენ გამო ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში! სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველ ღამე იმის შიშს რომ ვგრძნობ, რომ ერთ დღესაც...-ტირადის დასრულებამდე ბევრი აღარაფერი მიკლია, მაგრამ საბედნიეროდ, სიტყვა ''შემიყვარდების'' უკან ვქაჩავ და ძალაგამოცლილი ვჯდები სკამზე.
-თუ ხედავ, როგორ ტკივილს მაყენებს პელოს ხსენება მე, რატომ იქცევი ასე? რატომ ვარ შენთვის მხოლოდ პელოს ქმარი?-შეურაცხადი ხდება გიორგი.
-იმიტომ, რომ ასეა! იმიტომ, რომ შენთვისაც მხოლოდ პელო ვარ და იმიტომ, რომ მხოლოდ ოცნებებში შემიძლია წარმოვიდგინო ის, შენ რომ ერთხელაც ისე შემომხედო, როგორც ელენიკას...-ცრემლებით მევსება თვალები.
-მოდი, ახლა მე წავალ და მაშინ დაგირეკავ, როცა დამშვიდებული იქნები!-გამოსავალს პოულობს მამაკაცი, თავის პალტოს იღებს და კარისკენ მიდის.
-გიორგი...-ვედევნები მე, რადგან ვიაზრებ, რამდენი სისულელე ვილაპარაკე და როგორ აუტანლად ჩავიხვიე ჩემი პელოობა.-თუ დარეკვას დააპირებ, ამას როგორ შეძლებ, როცა ჩემი ნომერიც არ იცი?
-შენ ნუ ღელავ, უადვილესი იყო შენი მობილურიდან ჩემთან ზარის გამოშვება, ასე რომ... გამოცილება საჭირო არაა, კარს მე თვითონაც მივაგნებ.-შუბლზე წკიპურტს მსუბუქად მარტყამს, მაგრამ მის სახეზე მოწოლილი ძარღვები აშკარას ხდის, რომ გაბრაზებას ჯერ კიდევ არ გადაუვლია მისთვის.
მისაღების კარებთან ვჩერდები და ნაღვლიანი ღიმილით ვაცილებ მის ამოზნექილ, ღონიერ მხრებს.

ჯორჯის გამოჩენაზე მაშინაც კი არ მიფიქრია, როცა მედალიონის წარმომავლობის ამბავი გავარკვიე. იმას ხომ საერთოდ ვერ წარმოვიდგენი, ასეთ დროს თუ გამომეცხადებოდა. ამან ჩემი დაბნეულობის პროგრესირება გამოიწვია. ორ გიორგის შორის ისე მოვიჭყლიტე, წესიერად ფიქრიც კი აღარ შემიძლია (ჯორჯი ხომ რომ გადმოვაქართულოთ, გიორგის მივიღებთ). ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ გიორგის რეაქცია რეალური იყო. თავიდანვე მივხვდი, რომ იმ კაცების რიცხვში არ შედიოდა, რომელთაც შეუძლიათ ყოველ წვრილმანზე იეჭვიანონ, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, მისგან ამას ვერ მოვითხოვდი. ჯერ კიდევ იმდენად უცნაურად მივიწევთ წინ, რომ დილას ნათქვამ სიტყვებში და ღამით ნაწინასწარმეტყველებ მომავალში ეჭვი მეპარება. უკვე აღარც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ გიოორგი ჩემში მარტო გატაცებებს და მისწრაფებებს აკვირდება, რათა ისინი პელოსას შეადარო. მგონია, რომ რაც სულ ოდნავ უკეთესად გამიცნო, ჩემში ელენიკას ჩაეჭიდა. ქალს, რომელიც გრძნობს, რომ უყვარდება!
თავიდან ვერ ვეგუებოდი იმას, რომ გიორგისთვის თავშესაფარი ვიყავი, მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ. მთელი მსოფლიოც რომ შემოიარო, ვერ იპოვი ადგილს, სადაც ვერც წვიმა მოგწვდება, ვერც ქარი და ვერც ურჩხული სიზმართა სამყაროდან. ასეთი მხოლოდ ადამიანია. თუ მას ჩემთვის თავის შეფარება და წარსულისგან გაცილება უნდა, უარზე არ ვარ. მთავარია მის დანახვაზე თხემიდან ტერფამდე არ ავკანკალდე, ფეხები არ შემომეყინოს და სისულელეებზე ჩხუბით არ მივახვედრო, თუ რა მემართება...
ნათელია, რომ თუ შემიყვარდა და მასაც შევუყვარდი,
სულაც არ იქნება ყველაფერი კარგად.

-9-
Tbilisi marriot hotel-ის ნახვა მოლოდინს აჭარბებს. ინტერიერი უძვირფასესია. შესასვლელში კრემისფერი სავარძლები დგას. მათ წინ კი პატარა, შავი მაგიდები იწონებენ თავს. ჭერს მაღალი სვეტები ამაგრებს. ადმინისტრაციის წინ პლაზმური ტელევიზორი კიდია კედელზე. ადმინისტრატორი უნიფორმაშია გამოწყობილი და ხვეული, ღია ყავისფერი თმა აქვს. ჩემდა სასიხარულოდ რიგი არ არის და მეც მაშინვე იქითკენ მივეშურები.
-გამარჯობა. ჯორჯ კრიგერი ამ სასტუმროშია?-ვეკითხები და წინადადება არ დამისრულებია, რომ კიბეებზე ჯორჯს ვკრავ თვალს.
-Elenika, was willst du hier? (აქ რა გინდა?)-თბილად მიღიმის ის და აშკარად ეტყობა, რომ ჩემმა დანახვამ გაახარა.
-ჩემთან რომ იყავი, სასტუმროს სახელი ახსენე და... იმ დღეს წესიერად ლაპარაკიც ვერ მოვასწარი, ამიტომ მოვედი აქ.-გერმანულადვე ვპასუხობ და მის ხელში ჩაბღუჯულ ფაილებზე გადამაქვს მზერა.-საქმეზე მიდიოდი?
-Nein, es gibt nichts. (არა, ისეთი არაფერია.)-მოჩვენებითი გულგრილობით გადააქვს ხელიდან ხელში ფაილები.-Es ist sehr cool Cafés. Setzen Sie sich? (აქვე ძალიან მაგარი კაფეა, დავსხდეთ?)
-ხო, რა თქმა უნდა.-ვეთანხმები სიამოვნებით.


კაფე მართლაც მშვენიერი გამოდგა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მას შემდეგ რაც მიმტანმა ცეზარის სალათა და ხაჭაპური მოიტანა, ჯორჯი იმიტომ იკენკება ასე, მე რომ გუშინწინდელ დღეზე წამოვიწყო საუბარი. ჩანგალს თეფშზე ვდებ მისი მზერისგან დაკომპლექსებული და მიკვირს, რატომ ვზივარ ასე ეკლებზე. გერმანიაში რომ ვიყავი, ოდნავადაც არაფრის მერიდებოდა ჯორჯთან. გიჟებივით ვხარხარებდით ერთად მთვრალები, ტბაში ქვებს ვისროდით, შუაღამისას ვღრიალებდით და მე გერმანულ და ის ქართულ სიტყვებს ზედმეტად უცნაურად და სასაცილოდ წარმოვთქვამდით. შეიძლება დროის ბრალია და შეიძლება იმის, რომ ჯორჯმა ისეთ სიტუაციაში მოგვისწრო მე და გიორგის. ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ჩვენ შორის ურთიერთობა.
-Für eine lange Zeit, was ist mit dir? (დიდი ხანია, რაც ერთად ხართ?)-უხერხულობის ჩასაცხრობად მეკითხება ჯორჯი.
-Nicht so. (არც ისე.)-ტუჩებს ვისველებ ენით.
-Warum sich Sorgen machen? (რატომ ღელავ?)-ჩემს ხელსახოცზე მოჭერილ ხელზე მიმითითებს ის.
-Zu dir, was passiert? (შენკენ რა ხდება?)-კითხვას ბანზე ვუგდებ და ნერვიულობისგან ხელიდან ჩანგალი მივარდება.
ჯორჯი მიმტანს ხელს უქნევს და ჩვენთან მოსულს ჩემს გასაჭირს ამცნობს. ბიჭი თეფშსაც მიცვლის და ჩანგალსაც. სირცხვილისგან ცეცხლი მედება.
-ისეთი არაფერი. მგონი ქალებში არ მიმართლებს. კლარა ხომ იცი? ორი თვის წინ დავშორდით. თითქმის შვიდი წელი შეყვარებულები ვიყავით და უცებ... მიღალატა იმ ძუ*ნამ.-მიყვება გერმანულად ჯორჯი და მეორე მაგიდიდან ცოტა არ იყოს გაკვირვებულები გვიყურებენ.-ხომ იცი, მანამდე სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია... მოკლედ, არავისთან მილაპარაკია ქორწინებაზე, მომავალი არავისთან დამიგეგმია, მაგრამ მამაჩემი გარდაიცვალა და მემკვიდრეობის სრულიად მისაღებად და ბიზნესის სათავეში ჩასადგომად უკეთესი იქნებოდა, თუ ცოლს მოვიყვანდი. ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის მერე რომ მივიღე, სწორედ მაშინ... მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს! ამაზე ნუ იფიქრებ! რომ არ გეკითხა, არ გეტყოდი.
-Horrible! (საშინელებაა!)-მოსმენილით გაღიზიანებული ვაცხადებ.
-Wahr. (ასეა.)
-არ მეგონა კლარა ასეთი!-აღვნიშნავ გერმანულად.-იქნებ ასე იმიტომ მოიქცა, რომ... რომ ეგონა არასდროს გადადგამდი სერიოზულ ნაბიჯს? ან... არ ვიცი.
-ნუ ცდილობ მის გამართლებას, ელენიკა! ეგეთებს შენ ვერ გაუგებ, ვიცი.-ისე დარდიმანდად იღიმის, თითქოს საერთოდ არ წუხდეს თავის ამბავზე.-თუ აღარ ჭამ, გავიაროთ! საქართველოში პირველად ვარ, არ გინდა დამათვალიერებინო?
-Ausgezeichnet! (შესანიშნავია!)
მიმტანთან ვსწორდებით და კაფედან სიცილით გამოვდივართ.

-საბაგიროები?-დაღმართზე ჩამოსრიალებული საბაგიროებისკენ ვიშვერ ხელს.
-Es wäre schön. (კარგი იქნება.)-ხათრს არ მიტეხავს ჯორჯი, თუმცა ეტყობა, რომ უკვე გადაიღალა და ბოდიალის ხასიათზე აღარაა.
ორი წუთით_მეთქი, თითით ვანიშნებ და მხარზე გადასაკიდი ჩანთიდან აწკრიალებულ მობილურს ვიღებ. ეკრანზე დაწერილი ნომერი რომ არ მეცნობა, მთელ სხეულში დენი მივლის. სენსორს ხელს ვუსვამ და საპირისპირო მხარეს ვტრიალდები, რადგან როგორც ყოველთვის ალბათ სახეზე მახატია რაზეც ვფიქრობ.
-სად ხარ?-მოსალმების გარეშე მეკითხება გიორგი.
-რატომ გგონია, რომ ადამიანებს დასამშვიდებლად ორი დღე სჭირდებათ?-წყენას ვაქსოვ ხმაში.-არა, კი არ მიკვირს, რომ აქამდე არ გაგახსენდი... უბრალოდ...
-ელენიკა, ამაზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა სახლში მოხვალ.-მტკიცედ ჟღერს მისი ნათქვამი.
-მოვალ თუ მივალ?-ყელში მყესები მეჭიმება.
-მგონი შენს მოპატიჟებას არც აქამდე ველოდებოდი.
-ახლა მით უმეტეს?-ვწიწმატდები და წითელი ალი მასკდება სახეზე.
-სად ხარ?-ისე დაჟინებით მეკითხება, მგონია, რომ სადღაც აქვე დგას და ამიტომაც მისვამს ამ კითხვას უკვე მეორედ.
-ჯორჯს მოვუწყე ექსკურსია.-მსახიობური უდარდელობით ვაკმაყოფილებ მის ინტერესს.
-აჰა, ხოდა ახლა უთხარი, რომ ექსკურსია დასრულებულია.-ძალიან მშვიდად, მაგრამ მომთხოვნად მეუბნება.
-ჩვენ ჯერ...
-მიდი, მინდა გავიგონო, როგორ ეტყვი! მართალია გერმანული არ ვიცი, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ვისწავლი კიდეც.-გაბრაზება კრთება მის სიტყვებში.
-Wer ist das? (ვინ არის?)-ჩემი დაძაბული, დაბნეული პასუხები ძარღვებს უბერავს კისერზე ჯორჯს.
-კარგი, გიორგი.-განგებ ვახსენებ სახელს.-არ ვიცი, როდის მოვალ.
მისგან აყალმაყალს და წყობდან გამოსვლას ველი, მაგრამ მხოლოდ მითიშავს. ყელში ფხასავით მეჩხირება რაღაც. ნუთუ ამით იმის თქმა უნდოდა, რომ სასწრაფოდ უნდა მივიდე სახლში? სურვილი მიჩნდება, რომ ჯიბრზე დავიგვიანო და ეჭვები აღვუძრა. ახლა ჯორჯმა რომ იცოდეს, რაზე ვფიქრობ, მტკვარში გადამისვრიდა, მაგრამ საბედნიეროდ ღმერთს ფიქრების ამოცნობის უნარი არავისთვის უფეშქაშებია.
-Sind Sie bereit? (მზად ხარ?)-ვუბრუნდები გამომწვევი, ვერაგული ღიმილით ჯორჯს.
-Ich bin bereit. (მზად ვარ.)

სადარბაზოში შუქები ისევ გაფუჭებულა, მაგრამ ჩემი ბუს მხედველობის დამსახურებით კიბის საფეხურზე დაგდებული კენჭის დანახვაც კი შემიძლია ბუნდუვნად.
''წასულა!''-ვფიქრობ კმაყოფილი და საკეტში გასაღებს მოხერხებულად ვატრიალებ.
სახლამდე ჯორჯმა მომაცილა. დიდხანს არ მიხვეწნია, იყოს, ჩემით წავალ_მეთქი. გიორგიზე გაბრაზებული რომ არ ვყოფილიყავი, თავპატიჟს გამოვიდებდი, რადგან ჯორჯს ჩამოსვლისთანავე შევატყვე შეცვლილი დამოკიდებულება. რა დავარქვა ამას, არ ვიცი, მაგრამ რაც მართალია, მართალია, გიორგი ტყუილად არ ღიზიანდება. მხოლოდ ის არ მომწონს, ჩემდამი არაფრის თქმა რომ არ უნდა ამასთან დაკავშირებით უნდა და ამ ეჭვიანობას დამრიგებლური ტონით და შეურაცხყოფით გამოხატავს.
ჩემ უკან კარი რომ იხურება და ამაში ჩემი ხელი არ ურევია, ვხვდები, ყველაფერი რიგზე ვერ არის. სახლში ჩემ გარდა არავინ უნდა იყოს, ეს კი ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს ეწინაამღდეგება. დიდად არ ვშინდები, რადგან ჩემი დამუხტული თმა და ადუღებული სისხლი მამცნობს, რომ გიორგი არსადაც არ წასულა.
-ოჰ, ძვირფასო ჯორჯ!-პათეტიკურად მიმართავს ალბათ უკვე შინისკენ მიმავალ ჯორჯს.-სახლამდეც მოგაცილა, არა? ძალიან ყურადღებიანია!
-ნუ ლაპარაკობ ასე მასზე, ძალიან გთხოვ.-ვიცავ მეგობარს.-მეგონა სახლში წახვედი.
-ეტყობა ჯორჯს არ გაუმხილე შენი აზრი, თორემ სასტუმროსკენ არ გასწევდა!-დამცინავად მიმზერს და მხრებზე ჩამოწეულ ქურთუკს მხდის.
ისეთ ტკივილს ვგრძნობ, თითქოს მინის ნატეხებით მოფენილ იატაკზე შიშველი ფეხებით გავიარე. ზურგზე, რომელზეც გიორგი შემეხო, ყველა ნერვი ერთად იწყებს ფეთქვას. ფრჩხილს ისე ვირჭობ კანში, რომ კივილამდე აღარაფერი მიკლია. ქვედა ტუჩი მიბრუნდება და ტირილი რომ არ დავიწყო, სააბაზანოში შევდივარ და სახეზე წყალს ვისხამ.
-მშვენიერია! ეტყობა გიდის აყვანა დაეზარა... როცა ძველი მეგობარი გვერდით ჰყავდა, სხვას თხოვნით რატომ მიმართავდა?-სიტყვა ''მეგობარს'' ხაზს უსვამს და მხრებში იშლება.
-მე მეძინება... შენ შეგიძლია წახვიდე!-ვუჭრი და მის ნერვებზე სათამაშოდ ძლივს შეკოწიწებული სითამამით ვიწყებ კაბის ღილების შეხსნას.
ჩემს მოქმედებას გიორგი ამჩნევს. კბილებს აკრაჭუნებს და ისიც უცებ იარაღდება გულგრილობით.
-დღეს ძალიან დავიღალე... თუმცა... თუმცა სანამ დავიძინებ, შხაპს მივიღებ!-სწრაფადვე ვცვლი გადაწყვეტილებას.
გიორგი რეაქციის გარეშე მადევნებს თვალს.
-ღმერთო, ეს ელვაშესაკრავი... ჯანდაბა!-უაზროდ ვექაჩები შესაკრავს, რადგან გიორგის მზერა ჩემს მოშიშვლებულ ყელსა და მხრებზე უკვე აუტანელია.
ისე წამებში ჩნდება ჩემთან და დაბლა ქაჩავს შესაკრავს, რომ გონს ვერ მოვდივარ. ისიც მორჩილად ყვება გიორგგის ხელის მოძრაობას. ფეხებში ძალა მეცლება. ბეჭებით მამაკაცის მკერდს ვეჯახები. ის ისევ მაყენებს და გამიზნულად მიშვებს ხელებს. მაგიდას ხელებით ვეყრდნობი და ენაარეული ვლუღლუღებ:
-გთხოვ... ხომ იცი, რომ... ხომ იცი, მე... არ მინდოდა... ასეთი არ ვარ, არა!
ჩემი სიტყვების მიუხედავად მკლავს ქამარივით რომ მარტყამს წელზე და ხელისკვრით საძინებელში შევყავარ, ტირილი მიტყდება. ვიცი, ახლა თუ რამე მოხდება, ხვალ წავა და საერთოდ, საერთოდ აღარ მოვა. გაურკვეველ, გაწელილ ბგერებს ვისვრი და როცა უკვე საწოლზე მაგდებს, კისერზე ვეჭიდები.
-არა... არა! არა!-გავიძახი განუწყვეტლივ.
წარმოიდგენს, რომ პელო ვარ... გონება დაებინდება და ელენიკაც ისე გაქრება და ჩაიბჟუტება, თითქოს არც ყოფილა.
გიორგი ბალიშზე მადებინებს თავს, კედელზე დამაგრებულ შუქის ჩასაქრობს წვდება და ოთახში სინათლე სიბნელით იცვლება.
-დაიძინე, ელენიკა...-ცხელ ხელისგულს მადებს შუბლზე და მერე უკანმოუხედავად გადის საძინებლიდან.

''რა მოხდა?''
ეს ის ერთადერთი კითხვაა, რომელიც გონებაში მიელვებს და თითქოს ყველა ფიქრი ამას ელოდებოდაო, ერთად მესევიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ რომელიმეზე უფრო ბევრი ვიფიქრო. უკვე მერამდენედ გამაოცა გიორგის საქციელმა. მაშინ, როცა შეუძლია აივსოს პელოთი და ამოისუნთქოს, მაშინ მიდის. ვხედავდი, როგორ ძალა დაატანა საკუთარ თავს, ოთახიდან რომ გასულიყო, მაგრამ ჩემი თხოვნა მაინც შეასრულა. ღმერთო, როგორ ესმის ჩემი ასე ან რატომ არ სარგებლობს იმით, რა მდგომარეობაშიც მისი სიახლოვე მაგდებს, ვერ გამიგია. პირქვე ვწვები, რათა გონება ოდნავ მაინც დავასვენო. ეს პოზა ყოველთვის მშველოდა, მაგრამ ახლა არაფერი გამომდის.
''რა მჭირს?''
ამჯერად უკვე ამ კითხვის განსჯას ვიწყებ. მიყვარდება, ნამდვილად მიყვარდება! ოცდარვა წლის ასაკში ვიჯერებ იმას, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს და რომ შეიძლება ცხოვრება დიდხანს და ბედნიერად...
''ნუთუ შეძლებ?''
ჩემს გამოცდას ცდილობს ალტერეგო. არ ვიცი, რა გამოვა, ან საერთოდ გამოვა თუ არა რამე, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ უნდა ვცადო...
''დაიძინე, ელენიკა, დაიძინე!''-ალტერეგოს მომაბეზრებელ რჩევებს და ჯუჯღუნს ცვლის მამაკაცის ხავერდოვანი, მზრუნველობით გაჟღენთილი ხმა და მეც არ მაქვს სურვილი შეწინაამღდეგებისა.

-10-
-ჯორჯ?-განცვიფრებულს მხდება და გაუაზრებლად ვათვალიერებ წინ ჩამოყენებულ მანქანებს და კორპუსის კუთხეებს.
-Überraschung! (სურპრიზი!)-ჩვეული პოზიტივით მესალმება მამაკაცი.-Schauen Sie perfekt! (მშვენივრად გამოიყურები!)
პირველ რიგში მადლობის გადახდა, მერე კი მისთვის იგივეს თქმა მსურს, რადგან თვითონაც შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ რაღაც მაკავებს. კომპლიმენტს გერმანიაში ყოველ შეხვედრაზე მეუბნებოდა, მაგრამ მაშინ მხოლოდ მეგობრული შეფასება გამოსჭვიოდა მის ნათქვამში, ახლა კი გიორგის გავლენაა თუ მე ვგრძნობ რაღაცას არ ვიცი, მაგრამ მისი ეს სიტყვები მეხამუშება. ცოტა პირფერულად და დაგეგმილად მეჩვენება მისი სიტყვები. ამ უხერხულობას როგორღაც ვაგორებ და მისგან ოდნავ მოშორებით ვიწევი.
-Wir planten etwas und es nicht merken? (რამე დავგეგმეთ და არ მახსოვს?)-მხრებს ზემოთ ვქაჩავ.
-სულ ერთი თვით ვარ ჩამოსული, ისიც მხოლოდ საქმეზე და არ მინდა ამ დრომ უშენოდ გაიაროს!-გერმანულად იმართლებს თავს ჯორჯი და ისევ და ისევ ის საზიზღარი ყვითელი ფერი იელვებს მის თვალებში.-სადმე წასვლას აპირებდი?
-Wirklich! (ნამდვილად!)-უზრდელურად გამომდის.-Aber nichts! (მაგრამ არაფერია!) Nun, was willst du? (აბა, რას ვაპირებთ?)
-In Georgien sind elenika! (საქართველოში ვართ, ელენიკა!)-ისე გამოკვეთილად ამბობს ჩემს სახელს, რომ მეცინება.
ერთმანეთი რომ გავიცანით, ჩემი სახელის თქმისას ენას იტეხდა. ''ლ'' გერმანულშიც ხშირად იხმარება და არ უჭირდა, მაგრამ ამ ''კ''-ს ვერაფერი გაუგო. ხან ელენიქაო, იმას გაიძახოდა, ხანაც საერთოდ ელნიქად მნათლავდა. მის უშედეგო მცდელობებზე მე გადაბჟირებამდე ვხარხარებდი და ზოგჯერ განგებ ამახინჯებდა ორიგინალურად ჩემს სახელს, ხასიათზე რომ მოვეყვანე.
-Das beste Mädchen, das du bist, elenika! (ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ელენიკა!)-მითხრა ჩემი წამოსვლიდან ცოტა ხნის წინ.
მაშინ გადავიკისკისე და მოვეხვიე.
ახლა კი ის დრო სასტიკად მომენატრა... იმდენად მომაწვა ნოსტალგია, რომ თვალები ამიცრემლიანდა და ეს, რა თქმა უნდა, ჯორჯს არ გამოპარვია.
-Sind Sie in Ordnung? (ხომ კარგად ხარ?)-ხელებს თვალებიდან მაწევინებს და მეც ვრჩები გლოვას იმისას, რომ აღარაფერია ისე, როგორც ადრე.
- Ja, in der Tat. Dann trocknen die Brücke zu gehen und einige antike kaufen. (ხო, ხო. მაშინ მშრალ ხიდზე წავიდეთ და ანტიკვარები შევიძინოთ სამახსოვროდ.)-იდეა მომდის და მის სარგებლიანობაში მაშინვე ვრწმუნდები.-Sie sind damit einverstanden? (თანახმა ხარ?)
ჯორჯი ჩემს შემოთავაზებას საუკეთესო იდეად აღიარებს და მეც რაღა დამრჩენია, მის მანქანაში მასთან ერთად ვჯდები.

მშრალ ხიდზე ძველებურ საათს და ლამაზად მოჩუქურთმებულ ფარს ვარჩევთ და ვყიდულობთ. ჯორჯი აჟიტირებულია იმის შემდეგ, რაც ნახა. ყველაფერი ძალიან მოეწონა და გამყიდველს გერმანულად უთხრა, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანა იყო, სადაც კი ემოგზაურა. ქალმა ვერფარი გაიგო, ამიტომ მომიწია გადამეთარგმნა. ჯორჯს ჩემ გარდა თარჯიმანი არ ყოლია, მის მძღოლს თუ არ ჩავთვლიდით, რომელიც მანქანაში დარჩა.
-რა საქმეზე ლაპარაკობდი?-ვეკითხები გერმანულად, რადგან სალაპარაკო გველევა.
-ჰმმ...-უკმაყოფილოდ ფრუტუნებს ის და მშობლიურ ენაზე იწყებს მოყოლას.-ის წვეულება გახსოვს, შენი გერმანიაში ყოფნის ბოლო თვეს რომ გაიმართა? თუ ეს გახსოვს, მაშინ შეუძლებელია ის საოცარი მედალიონი არ გახსოვდეს, მამაჩემმა აუქციონზე რომ შეისყიდა. არ ვიცი, რა დაინახა მასში ასეთი დევიდმა, მაგრამ ლამის გადაყვა მის დაკარგვას. ბოლო დროს ყურადღება მაგიტომ ვეღარ მოგაქციე. სულ ამ მედალიონის ამბებზე დავრბოდი. ახლა კიდევ უცებ საიდანღაც შეიტყო, რომ მედალიონი საქართველოშია და იმის გასაგებად, მართალი იყო თუ არა ეს ჭორი, საქართველოში მე გამომგზავნა. აქ რამდენიმე საჭირო კაცი ვიპოვე და ისინი დამეხმარნენ სიმართლის გარკვევაში. მოპარული მედალიონი თავდაპირველად რუსეთში წაუღიათ. ვიღაც მიხეილს შეუსყიდია. ნარკომანი ყოფილა და ერთხელაც ძილში გაპარულა. მისი სიკვდილის შემდეგ მედალიონი გამქრალა და უცებ... საიუველირო მაღაზიაში ვიღაცას დაუნახავს! კვალს გავყევი და... სავარაუდოდ მალე ჩემს ხელში იქნება! მამაჩემი დამშვიდდება და მეც მომასვენებს.
-was? (რა?)
ელექტროშოკის დარტყმას ვიღებ ამ ყველაფრის გაგებაზე. ნამდვილი მოულოდნელობა და ღვთის რისხვაა იმის შეტყობა, რომ ჯორჯი ჩემს კვალს მოყვება. ქალის, რომელიც გვერდით უდგას. ვინ იცის, ვინ არ ჩარია ამ საქმეში ან ის საჭირო კაცები რა კატეგორიის წარმომადგენლები არიან. ან მე რა მელის, ან მედალიონს? ან საერთოდ ამ ამბავში რა როლი აქვს გიორგის? რა მომივა, როცა ყველაფერი ნათელი გახდება? დედაჩემს როგორ შევხედავ თვალებში? გიორგი რას იზამს? ჯორჯი რას იტყვის? მამამისი როგორ მოგვექცევა? რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გერმანელები? ციხეში ხომ არ ამოვყოფ თავს? რამდენ წელს მომისჯიან? იქნებ გერმანიის საკანშიც კი მიკრან თავი? იქ როგორი წესები აქვთ? ნუთუ ახლა უკვე მე დამჭირდება თავშესაფარი? ვის შევაფარო თავი? გიორგის? კაცს, რომელიც ვერაფერში გარკვეულა?
-Ja, so wird es sein! (ხო, ასე იქნება!)-ლამაზი წარმოდგენები ამხიარულებს მამაკაცს.
-Spät. gehen. (გვიანია. წავიდეთ.)

სახლში რომ მარტო ვრჩები, ვხვდები, ვიღაც მჭირდება. ალბათ წარმოუდგენილია, რომ ადამიანი, რომელიც გიჟდებოდა მარტოობაზე, ახლა სხვას ნატრობს. არ მინდა, რომ ქეთი მოვიდეს და კითხვებით ამიკლოს. არც ის, რომ დედა მესტუმროს და არეულობასა და უყურადღებობაზე მეჩხუბოს. ჩემთან გიორგი უნდა იყოს. კაცი, რომლის გარეშეც უკვე შუა ქუჩაშიც კი თავს მარტოსულად ვგრძნობ.
ვერ გავუძლებ. ვეღარ გავუძლებ ამდენ ფიქრსა და შიშს. მობილურში შემოსულ ზარებს ვნახულობ და იმ ნომერზე ვრეკავ, რომლითაც ორი დღის წინ დამირეკა გიორგიმ.
-გისმენ, ელენიკა!-მეტისმეტად ოფიციალური, ''ოღონდ დროზე მოვრჩეთ ლაპარაკს'' ტონით მპასუხობს გიორგი.
-არ გცალია?-ქვედა ტუჩს სიმწრით ვიქცევ კბილებს შორის.
-მცალია, როგორ არა. რამე გინდა?-ისე უცივდება ხმა, რომ ჩემთვის ნათელია, ჩემი თავიდან მოშორება უნდა.
-რას ჰქვია, რამე მინდა თუ არა? უკვე სხვა პელო იპოვე?-ცოტაც და გულამოსკვნით ავტირდები.
-ელენიკა, რას მერჩი? დაგიშავე რამე?
-არა... ღმერთო... მაპატიე! მაპატიე, რომ შეგაწუხე!-ხელით სალფეტკს ვწვდები და ცრემლებს ისე ვიწმენდ, ლამის სახეს ვიგლეჯავ.
-ელენიკა!
-მშვიდობით!-არაფრის თქმას აღარ ვაცდი, ისე ვთიშავ და ტახტის საზურგეს თავს გამწარებული ვანარცხებ.
-რატომ მინდა ასე მასთან... რატომ, ღმერთო! რა მინდოდა, რას გავიცანი... რატომ ნახა ჩემამდე პელო... რატომ ვგავარ მას ასე...-ყოველ სიტყვას კვნესას ვაყოლებ, მერე კი რაღაც მახსენდება და გოლიათის ნაბიჯებით გავდივარ სამზარეულოში.
კონტეინერიდან მედალიონს ვიღებ და დერეფნისკენ ვისვრი. გონს რომ ვეგები, მასთან ვიმუხლებ. საბედნიეროდ, საღსალამათია. ჯორჯი მიდგება თვალწინ. ვკივი, თითქოს გაღებული პირიდან ჩემი ნაღველი გამოფრინდებოდეს.

დამსხვრეულ ლარნაკს უდიერად ვალაჯებ და ყოველგვარი სარკეში ჩახედვისა და ჭუჭრუტანიდან გახედების გარეშე ვაღებ კარებს. გიორგი განსაკუთრებით გულჩათხრობილი და მოწყენილი მეჩვენება. აშკარად არ სიამოვნებს ჩემი განადგურებული, წაშლილი სახის დანახვა და მძიმე ნაბიჯებით შედის მისაღებში. იქაურობის დანახვაზე ცალკე ელეთ-მელეთი მოსდის და თვალებით მსაყვედურობს.
-შემთხვევით დამივარდა.-თავს ვიმართლებ და სავარძელში ვკალათდები.
გიორგი ცინიკურად იღიმის, ვითომ ნეტავ, მე რას მატყუებო და ჩემ პირდაპირ პოულობს ადგილს.
-მოიცალე?-მეც იგივენაირ მზერას ვაგებებ.
-და ვინ გითხრა, რომ მაშინ არ მეცალა?-იღუშება მიქელაძე.
-ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არ გეცალა! თავს მარიდებ... არ მესმის, რანაირი ურთიერთობა გვაქვს, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ ან რატომ ვდებ შენ გამო ყველას და ყველაფერს უკანა პლანზე! მაინც და მაინც შენზე რატომ ვფიქრობ იმ სიტუაციაში, როცა ეს სახარბიელო სულაც არ არის და რატომ არ შემიძლია ერთ დღესაც კარი არ გაგიღო! მით უმეტეს, რომ ვხედავ, როგორ არ გადარდებ და როგორ არ მაქვს არანაირი ფასი შენთვის! როგორც არ უნდა შევიცვალო, პელო ვერ გავხდები და ვერასდროს ვერ გავხდები ისეთი, რომ....
-პელო, პელო, პელო!-ისე წამებში იქცევა მშვიდი, უგრძნობი ადამიანიდან გამძვინვარებულ მხეცად, რომ შემცბარი ოთხად ვიკეცები.-რატომ აიგივებ საკუთარ თავს ყოველთვის მასთან? რატომ გინდა, რომ სულ მას მახსენებდე? იქნებ საერთოდ აღარ მინდა, რომ მასზე ვიფიქრო? იქნებ მინდა, რომ ჩემი ახალი, პატარა, მშვიდი სამყარო შევქმნა? რა გინდა, ელენიკა? როდამდე, მითხარი? როდამდე ვითმინო შენი ხუშტურები იმასთან დაავშირებით, რომ მე ისე გიყურებ, როგორც პელოს და როდამდე აპირებ უდარდელი, თავისუფალი და უკომპლექსო ქალის როლის თამაშს, რომელშიც მეორე დღეს თავისი ნამდვილი მე იღვიძებს ქალური პრეტენზიებით და შიშებით? რა გსურს, რომ მეც შევიცვალო? რომ მეც აღარ ვიყო ის, ვინც ვარ?
იმდენად მძრავს მისი მონოლოგი, რომ მძაგდება ყველა ის მოქმედება, რაც აქამდე ჩამიდენია და ის სიტყვები, რითაც გამილანძღია თუ დამიდანაშაულებია. თავს მუხლებში ვმალავ, მაგრამ ის მხრებზე მეჯაჯგურება და სახეს ახლოს მიტანს.
-მიპასუხე, ელენიკა, გთხოვ! რატომ ხარ ჩემთან? რატომ არ მაგდებ? მიპასუხე!-ვედრება და ბრძანება ერთმანეთს შერევია გიორგის ხმაში.
-იმიტომ, რომ.... იმიტომ, რომ.... არ შემიძლია! არ გამომდის!-ვკვნესი და თითქოს საცრემლე კაპილარები ერთად მისკდება, ისე ჩანჩქერივით იწყებენ დენას.-მინდოდა, მაგრამ... ხომ ნახე, რამდენჯერ ვცადე! არ შემიძლია! რთულია, ძალიან რთული!
არ ვიცი, რატომ იწვევს ასეთ სიხარულს გიორგიში ჩემი სიტყვები, მაგრამ ისე ძლიერად მიხუტებს, რომ ჩემი ძვლების ტკაცუნი მესმის. შვების ზარები ერთმანეთს ეწყობიან და სინქრონში იწყებენ რეკვას. ახლა ყველაზე დაწყნარებულად, იმედმოცემულად და კმაყოფილად ვგრძნობ თავს. ალბათ შეუძლებელია არსებობდეს მდგომარეობა, რომელიც უფრო ბედნიერს გამხდიდა!
ცოტა მაკლია, რომ ვკითხო, შენ თვითონ რატომ არ მიდიხარ_მეთქი, მაგრამ ვგონებ დადუმდება და ხმას აღარ ამოიღებს, ამიტომ უნდა მოვიცადო... იქამდე, სანამ პასუხის გასაცემად მზად არ იქნება...
-იცი, ახლა რომ კარზე ზარი გაისმას, არ გამიკვირდება!-სიცილით აღვნიშნავ და ცხვირი მის მკლავზე მეჭყლიტება.-ეი, ოდნავ მოეშვი, კარგი?
გიორგი ჩემი თმების სურნელს იყნოსავს და ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ გაზაფხული ვარ, რომელიც მთლიანად შეისუნთქეს, გაითავისეს, მისით შეივსნენ. ჩემს ფანტაზიაზე მეღიმება. მუხლებზე ვიწევი და მეც ზუსტად იგივენაირად ვიქცევი. თმებზე შამპუნის თუ ოდეკოლონის სუნი ასდის. არც ისე მძაფრი, მაგრამ მაინც დასამახსოვრებელი. ისევ ქვემოთ ვცურდები და მის ქანდაკებისებრულ პროფილს გვერდიდან ვუნჭვრეტ. აი, სიმშვიდე და ნეტარება, რომელიც აქამდე ასე სრულყოფილად არასდროს შემიგრძვნია. სადაც სიყვარულია, იქ მყუდროებაც მოიკალათებს ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ, სიმყუდროვე როდი მოითხოვს აუცილებლად სიყვარულს.
-მეშინია, ძალიან მეშინია!-ვჩურჩულებ და ქუთუთოებს მაგრად ვაჭერ, რომ ცრემლები უკუვაქციო.
-რის?-იღრუბლება მამაკაცი.
-იმის, რომ სულ, სულ პელოს ჩრდილი ვიქნები... სამუდამოდ!-ვამბობ და ღაწვები უმალ მენამება.
-შენ არ ხარ პელოს ჩრდილი... შენ სხვა ხარ...-დარწმუნებით მპასუხობს გიორგი და მის ხმასაც წამებში ეკარეგა ჟღერადობა.
-ნეტავ, შევიგნებ ოდესმე კი?
-ალბათ მაშინ, როდესაც შემიყვარებ...-ეცინება მიქელაძეს.
მეც ვიცინი, მაგრამ უღერღილოდ. უკან ვჩოჩდები და როგორც კი თავს თავისუფლად ვიგულებ, ფეხზე ვდგები. გიორგი, ცხადია, ამჩნევს ჩემს ფერიცვალებას, მაგრამ მიზეზს არ მეკითხება. არც ჩემს შეკავებას ცდილობს.
-ერთ დღესაც ასეც შეიძლება მოხდეს!-მსუბუქად ვოხრავ.-ოღონდ მანამდე კიდევ ბევრი რამაა...
-რატომ ასოცირდება ყველა ქალისთვის სიყვარული ბედნიერ დასასრულთან?-ისეთი ბავშვური ინტერესით მეკითხება, რომ ვერ ვბრაზდები.
-იმიტომ, რომ ყველგან... წიგნშიც და ფილმშიც დასასრულს სთხოვენ კაცები ქალებს ცოლობას და თან ეუბნებიან, რომ სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებათ... ალბათ ცხოვრებაშიც შეიძლება იყოს ასე, არა?
-ხომ შეიძლება ვკვდებოდეთ და მაშინ გითხრა, რომ მიყვარხარ?-ახალი სიტუაცია წარმომადგენინა მამაკაცმა.
-ჰმმმ... არ ვიცი.
-რას მიპასუხებდი?-თავისი აზრით შეპყრობილი მეკითხება გიორგი.
-მეც მიყვარხარ_მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა სიკვდილის პირას ვიქნებით!-ვკისკისებ, ხელიდან ვუსხლტები და მამაკაცს კარს მიღმა ვტოვებ.

-11-
ბლენდერის სადენს ჩასართველში რომ ვაერთებ, ნაპერწკლებს ყრის და ფეთქდება. უცნაურ ხმაზე გიორგი სამზარეულოში გამოდის და ხელში სადენშერჩენილს მაწყდება.
-როგორი უხარისხო ყოფილა!-ბრალს ვდებ ბლენდერს ყოველი მტკიცებულების გარეშე და ჩასართველისკენ მიმაქვს ხელი.
-მოიცა, დენი არ გადმოვიდეს!-მაჩერებს მამაკაცი, რადგან ჩემი ქმედება სარისკოდ ეჩვენება.
-კარგი, რა... ადრე ფენი გადამეწვა და ზუსტად ამნაირად მოვიქეცი!-ხელს ვუქნევ, მაგრამ ის უკან მხევს და თვითონ ფრთხილი მოქმედებით სადენს თავისკენ ქაჩავს.
-ესეც ასე.-დამშვიდებული მიღიმის.-უწვენოდაც გავალთ როგორმე!
სულ არ ვნაღვლობ იმაზე, რომ წვენს ვეღარ გავაკეთებ, რადგან ახლა ბევრად მნიშვნელოვანი რამის მოწმე ვხდები. ის, რომ გიორგის შეეშინდა, რამე არ მომსვლოდა... რომ იცოდა, შეიძლებოდა დენი გადმოსულიყო და რომ მაინც ჩემ მაგივრად გამოაძრო გაფუჭებული ჩასართველიდან სადენი... იმაზე მეტყველებს, რომ... რომ... რომ! დიდი, უფორმო მასა დნობას იწყებს ჩემს მუცელში, კმაყოფილება ცას წვდება, ხოლო დენი საიდან არ ვიცი, მაგრამ მაინც გადმოდის ჩემს ორგანიზმში... მაინც ვცხელდები, მაინც მაჟრიალებს, მაინც მელევა ძალა... და ამჯერად აღარ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია!
-უწვენოდ კი, მაგრამ უშენოდ მე... გავალ კი?-ვარსკვლავებივით მენთება თვალები.
-შენ არ ვიცი, რას იზამ, მაგრამ... მაგრამ უჩემობა ნამდვილად არ იქნება ადვილი საქმე!-ეცინება გიორგის, ჩემს ყურთან იხრება და ამატებს.-ამიტომ ამაზე არც იფიქრო!

თვალს ვაყოლებ სადარბაზოდან გამოსულ გიორგის. თვითონ ვერ მამჩნევს, რადგან ფარდას ვარ ამოფარებული. მანქანაში რომ ჯდება, მაღაზიიდან გამოსულ ჯორჯს ვლანდავ. პირდაპირ ვერცხლისფერი ლექსუსისკენ მიეშურება და ისე საჩქაროდ ეფარება გამოღებულ კარებს, რომ ვხვდები, ვიღაცას ემალება.
''გიორგი!''-კივის ჩემი გონება.
სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის. ჯორჯი მანქანას მხოლოდ მაშინ ძრავს, როცა გიორგის ავტომობილი კუთხეში უხვევს. არა, არა, არა, უკან მისდევს! ეს რაში სჭირდება? მედალიონისთვის! ეტყობა იმ ''საჭირო კაცებმა'' ჯერ პელოს კვალს მიაგნენ და მას რომ გაყვნენ, ხელში გიორგი შერჩათ. თავპირისმტვრევით გავრბივარ შემოსასვლელისკენ, ქურთუკს მხრებზე ვიგდებ და კარს ვიჯახუნებ. რამე რომ დაუშავონ... რამე რომ დაუშავონ იმ მედალიონისთვის, რომელიც მე მაქვს, თავს მოვიკლავ...
''უჩემობა ნამდვილად არ იქნება ადვილი საქმე!''-მახსენდება გიორგის სიტყვები და მეჩვენება, რომ ჩემს გულს ვიღაც მაგრად უჭერს ხელს.
კბილების კაწკაწს ვერაფრით ვწყვეტ. ყინვა და შიში გაერთიანებული ძალებით მეტაკებიან. როგორც კი ქუჩაში გამოვდივარ, იქვე გაჩერებულ მანქანას ვაწყდები, რომლიდანაც პირველსართულელი მეზობელი, ზურა გადმოდის.
-ზურა, ზურა, უნდა დამეხმარო!-ვეჯაჯგურები მას.-წამიყვანე! რაც შეიძლება სწრაფად, წამიყვანე!
არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ჩემზე და იმაზე, რასაც ვთხოვ. საჭესთან უაზრო კითხვების გარეშე ბრუნდება და მეც მაშინვე ვთავსდები მის გვერდით.
-მაქსიმალურად სწრაფად! ტრასაზე რომ გავალთ, სიჩქარეს უფრო მოუმატე! ერთი მანქანაა და იმას უნდა გავყვეთ!-შეძლებისდაგვარად ვუხსნი და ისიც მანქანას ადგილს წყვეტს.
გზაჯვარედინზე შუქნიშანზე წითელი ანთია. ნაცნობი ლექსუსი სწორედ იქაა გაჩერებული. მის წინ შავ ფერს ვკრავ თვალს და ვვარაუდობ, რომ ეს მანქანა გიორგის ეკუთვნის.
-ხედავ?-თვალს გზას აშორებს ზურა.
-კი, კი, ვხედავ.-ერთი ამოსუნთქვით ვპასუხობ.-ახლა მადლობების თქმისთვის არ მცალია, მაგრამ მართლა ძალიან მეხმარები! ამას არ დაგივიწყებ!
-კარგი, კარგი, მორჩი ახლა.-ახლობლურად მიღიმის ის.
შუქნიშანზე მწვანე ირთვება. მანქანები ერთმანეთს ასწრებენ, თუ ვინ მოწყდება ადგილს პირველი. ყურებს ბჟუილისა და წუილის ხმა მიგუბებს. გაუმართავი ძრავები ისე გუგუნებს, რომ ეს უფრო მიმატებს ნერვიულობას.
-ფრთხილად!-ვყვირი, როცა სატვირთო მანქანა ბოლო წუთს უხვევს საპირისპირო მხარეს და ჩვენც საშინელ ავარიას ამით ვურჩებით.
-დამშვიდდი, ელენიკა და მითხარი, რომელ მანქანას მივყვებით!-ზურაც იმდენად დაძაბულია, საჭეზე მიჯაჭვულ ცხოველს ჰგავს.
-იმას!-თითით ვაჩვენებ და ტერფებს მთელი ძალით ვაჭერ ერთმანეთს.
-ისიც ვიღაცას მიყვება, ხო?-გაოცებული ვრჩები მისი კითხით.
-ასეა.-თავს საცოდავად ვაკანტურებ.
მალე ცენტრალური გზიდან გადავდივართ. აქ უფრო მარტივია იმის შემჩნევა, რომ უკან მოგყვებიან, მაგრამ არც გიორგი და არც ჯორჯი ოდნავადაც კი არ ცვლიან სიჩქარეს. ლამის სავარძლიდან ვვარდები, ზურა საჭეს მარჯვნივ რომ ატრიალებს, რადგან წინა ორი მანქანის მძღოლიც სწორედ ასე იქცევა.
-ბოლოში გადი.-ვეუბნები ზურას, მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი იქვე ჩერდება, სადაც გიორგი.
ზურა კორპუსის ბოლოში აყენებს მანქანას.
-შეგიძლია წახვიდე და იფიქრო იმაზე, რომ დღეს ძალიან დიდი სიკეთე გამიკეთე, გესმის?-მანქანიდან გადასული ღიმილით ვემშვიდობები და კარებს ვუხურავ.
მანქანა ტრიალდება და მე მარტო ვრჩები.

სადარბაზოში ისეთი სიჩუმეა, ვეჭვდები, რამე ხომ არ ამერია_მეთქი. რამდენიმე სართულს უკან რომ ვიტოვებ, კიბეზე შეჩერებულ ჯორჯს ვხედავ და კედელს ვეკვრი.
''მოვასწარი!''-ვფიქრობ და ქოშინის შეკავებას ვცდილობ.
ჯორჯს ეტყობა, რომ ჭოჭმანობს. ალბათ არ უნდოდა გიორგის შეემჩნია, ამის გამო დაგვიანებით ამოვიდა და ახლა ვერ გაუგია, რომელ კარში შევიდა ის. ბოლოს მაინც ზევითა სართულზე ადის და კარებზე აკაკუნებს.
გამოდის, რომ ან ამ სართულზე ჰქონდა ეჭვი, ან კიდევ ერთით მაღლა. იმ ადგილს ვიკავებ, სადაც ცოტა ხნის წინ ჯორჯი იდგა და თმიდან სამაგრს ვიხსნი. თუ ქალური ლოგიკა არ მღალატობს, თუ ზემოთ გიორგი არ ცხოვრობს, მაშინ ეს იქნება მისი სახლი.
-ვინ გნებავთ?-მესმის ზემოდან ქალის ხმა და სწრაფად ვუყრი საკეტში სარჭს. მოხერხებული, მოქნილი ხელის მოძრაობის შედეკად კარი ჩარჩოში ინძრევა. გიორგი ბინაში ახლახან შევიდა, ესე იგი კარები მას უნდა გაეღო. თუ ასე არ მოხდა, არ უნდა ვცდებოდე. კარებს ჩუმად ვაღებ და შიგნით შევდივარ.
ბნელა. შემოსასვლელი ისეთ ადგილასაა, ფანჯრები რომ არ უდგება. უკვე შემიძლია გიორგი დავიცვა. მე მისი თავშესაფარი ვარ, ეს კი მისი სამყოფელია. ადგილი, სადაც ბედნიერად ცხოვრობდნენ ის და მისი ცოლი. მშვიდი, ჰარმოინიული ყოველდღიურობით ტკბებოდნენ და დროის შეგრძნება აღარ ჰქონდათ. ვერც კი წარმოედგინათ, რომ ამ იდილიას შეიძლებოდა დასასრული ჰქონოდა.
უცებ ვიღაც უკნიდან პირზე ხელს მაფარებს და ჩემი კივილიც სადღაც იკარგება. მაშინვე ვიაზრებ, ვის მკლავებშიც ვარ მომწყვდეული, ხელს კედელზე ალალბედზე ვაფათურებ და შუქს ვანთებ.
-ელენიკა?-გაოგნებული, დაჭყეტილი თვალებით მაშტერდება მამაკაცი.
პალტო ჯერაც არ გაუხდია. მხოლოდ ღილები აქვს შეხსნილი. შეიძლება გზაშივე აიღო ეჭვი, რომ ვიღაც აედევნა და ამიტომაც დაყარაულდა აქ.
-პირველად, ცხოვრებაში ამ ერთხელ კითხვების გარეშე დამიჯერე და... მენდე!-თხოვნაზე ვაგებ მთელ წინადადებას.
-ხომ იცი, რომ...-არ მეპუება გიორგი, მაგრამ პირზე თითებს ვაფარებ და ამით ვახერხებ მის შეჩერებას.
-ჯანდაბა, ამჯერად ისე უნდა მოიქცე, როგორც მე გეუბნები! გთხოვ!
ენერგიით ასავსებად და ნერვების დასაწყნარებლად ვეხვევი. ისიც წელზე ხელებს მაწვდენს, რაც დასტურს ნიშნავს. თითქოს ჯადოსნური ელექ დამელიოს, ისე მივლის ფეხებიდან თავამდე რაღაც შუშხუნა და ტკაცუნა.
-სად არის ოთახი, რომელიც ყველაზე შორსაა კარიდან და რომელსაც ყველაზე სქელი კედლები აქვს?-მომლოდინედ ვეკითხები, თან კარისკენ მაქვს მზერა.
-წამოდი.-ხელს მკიდებს გიორგი და გრძელ, მაგრამ ვიწრო დერაფნს მატარებს.
დერეფნის ბოლოს გრძელი, თეთრი კარებია. ამ ჩაბნელებულ სივრცეში მხოლოდ ის მოჩანს. მის წინ ვჩერდებით. გიორგი კარებს აღებს და შიგნით ჯერ მე მიშვებს, მერე კი თვითონ შემოდის. ისეთი შეგრძნება მებადება, რომ ამ საძინებელში დიდი ხანია არავინ ყოფილა. ყველაფერი დაწკრიალებულია და ოთახის ყოველ კუთხეში წესრიგი სუფევს. ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღი ძველებურია. აქაურს არ ჰგავს, უცხოური მგონია. მის გარშემო ჭაღი შეყვითლებულია. კედელთან ტრილიაჟი დგას. სარკის წინ ფლაკონები დევს. ყველა ცარიელია ერთის გარდა. ტრილიაჟი ტკბილ სურნელს აფრქვევს. ძვირადღირებული პარფიუმერიის სურნელს, რომელიც თავის ეფექტს წლების შემდეგაც კი არ კარგავს. იატაკზე დაფენილი ხალიჩაც კი ისე გამოიყურება, რომ ეტყობა, დიდმა დრომ განვლო და მასზე არავის გადაუვლია. ეს პელოს ოთახია.
-ეს...-ვიწყებ, მაგრამ გიორგი მსწრაფლ მაწყვეტინებს.
-რა ხდება, ამიხსნი?
-გამიყვანე აქედან! სადმე სხვა ოთახში წავიდეთ! სადმე სხვაგან!-დაპანიკებული, დამფრთხალი ვჩურჩულებ და ყელზე ხელებს ვიჭერ.-ვიხრჩობი!
-ელენიკა, ნუ ფიქრობ! ნუ ისმენ! არ იგრძნო!-ჩემს გამოსაფხიზლებლად იბრძვის გიორგი, ყელიდან ხელებს მაშვებინებს, თავისკენ მიაქვს და მის კისერზე მახვევინებს.-მხოლოდ თვალებს ვერ დახუჭავ! ეს უნდა დაინახო, გესმის?
-გამიშვი! უნდა წავიდე!-კარისკენ გავრბივარ და სახელურს ვეჯაჯგურები, მაგრამ გიორგი ოთახის ცენტრისკენ მიმათრევს. იატაკზე ჩაკეცილს თავი საწოლზე მივარდება. ფეთიანივით ვჩოჩდები, რადგან არ მინდა იმ საშინელ გადასაფარებელს ვეხებოდე.
გიორგის ყურადღება მხოლოდ ჩემკენაა მოპყრობილი. მიყურებს და მგონია, რომ ჩემ იქით ვერაფერს ხედავს, არც მოგონებების ხმა ესმის და ვერც სუნამოების აუტანელ სუნს გრძნობს. ის ზუსტად ისე იქცევა, როგორც მე მეუბნება. მინდა მას მივბაძო, მასავით ვისუნთქო, მაგრამ მყესები გაწყვეტამდე მეჭიმება. თითქოს ვიღაც ცდილობს სული ამომართვას ისე, ვითომ მე წავართვი. პირველად ვგრძნობ, რომ გიორგი ჯერ კიდევ სხვისი საკუთრებაა. ამ ოთახს სურს რომ ჩამყლაპოს. პირს აღებს, ჩემკენ მოიწევს, მაგრამ თვალებს არ ვხუჭავ და... ვხედავ, როგორ მეფარება გიორგი, როგორ მიფარავს თავისი ხელებით იმისგან, რაზეც წარმოდგენაც კი არ აქვს...
-ეს უნდა მომხდარიყო! სხვანაირად არ შეიძლებოდა, სხვანაირად ვერ შევძლებდით...-ბუტბუტებს გიორგი და ქარბორბალაც უმალ ცხრება.
დაღლილი და მისავათებული სახეს მის პალტოში ვრგავ. ყველაზე კომფორტულად და სასიამოვნოდ ვგრძნობ თავს. ახლა იმდენად ახლოს ვარ მასთან, რომ ვერავინ ჩადგება ჩვენ შორის, ვერავის ჩრდილი, ვერავის ლანდი და ვერავის ანარეკლი...
გარდა იმისა, ვინც კარებს გამეტებით უშენს მუშტებს და ეს ხმა ოთახის სქელ კედლებშიც კი აღწევს...

-12-
-ამის გამო ხარ აქ?-როგორც კი ჭუჭრუტანაში ჯორჯს ხედავს, მაშინვე მეკითხება გიორგი და ყბებს ერთმანეთზე ნერვებმოშლილი უსვამს.
-მისმინე, კარი არ უნდა გაუღო!
შემოსასვლელიდან კარი რომელიღაც ოთახში გადის და მეც იქითკენ მივათრევ მამაკაცს.
-ბოლოს და ბოლოს თქვი, რაშია საქმე?-პირველად ვხედავ, როგორ გამოდის წყობიდან.
-იცი, რისთვის მოვიდა აქ?-ვეძიები, მაგრამ ბოლომდე ვერ ვინარჩუნებ საიდანღაც მოთითხნილ პროფესიონალურ სიმშვიდეს და პირშიც ვეღარ ვაჩერებ იმას, რაც ვიცი.-მედალიონისთვის! იმ მედალიონისთვის, რომელიც ჩემთან დაგრჩა!
გიორგი ნაკვერჩხალივით წითლდება. გვერდითა ოთახში არეული ნაბიჯებით გადის. იქიდან მტვრევის და ნივთების გადმოვარდნის ხმა მესმის. უკან გამოსულს ისეთი შეშლილი სახე აქვს, ჩემთვის ცხადი ხდება, ეძებდა და ვერ იპოვა.
-თავიდან მეგონა განგებ დატოვე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე არაა. მაშინვე ვიეჭვე, რომ მედალიონი პელოს ეკუთვნოდა... მერე კი... მერე შევხვდი... მოკლედ მერე უკვე დავრწმუნდი და უფრო გამიჭირდა შენთვის მისი დაბრუნება! უკვე აღარ მინდოდა შენი გაშვება... არ მინდოდა სხვა თავშესაფარი გეპოვა...-ემოციებისგან ვიბერები ამის თქმისას.-შევშინდი, რომ წახვიდოდი... რომ როგორც ყველა დაულაგებელი წყვილი დავშორდებოდით... რომელიღაც მაინც წავიდოდა... ამის ახლაც მეშინია, მაგრამ უნდა გითხრა! პელოს მედალიონი ჯორჯის მამას ეკუთვნოდა! ერთ წვეულებაზე მოიპარეს და ჯორჯმა ახლა შეიტყო, რომ ის საქართველოში იყო... მერე კვალმა შენთან მოიყვანა! ამიტომაა აქ! დავინახე, როგორ გამოგყვა უკან და მეც გამოგედევნეთ.
თხრობას რომ ვასრულებ, ყოველი დაბრახუნების ხმას უკვე ყურთან ტყვიის გაბზუილებასთან ვაიგივებ. გიორგის ჯერ ბოლომდე ვერ აღუქვია ის ყველაფერი, რა მოვუყევი. კიდევ კარგი პელოს მკურნალ ექიმთან შეხვედრაზე არაფერი მითქვამს, თორემ მერე პელოს ორსულობასაც დავფქვიდი. ვიცი, გიორგის აქვს უფლება, სიმართლე იცოდეს, მაგრამ ახლა ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ. იქნებ მერე იფიქროს, რომ ბედნიერებას არ იმსახურებს? რომ არ აქვს უფლება იყოს ცოცხალი, ჯანმრთელი და თან სხვა ქალთან ერთად?
-იქ მარტო ჯორჯი აღარ იქნება! კარს ყველა მხრიდან მუშტებს ურტყამენ!-შეწუხებული ვეფარები გიორგის ზურგს.
-ანუ რა გამოდის, რომ ჯორჯს ჰგონია... ჯორჯს ჰგონია ჩვენ მედალიონი მოვიპარეთ? ეს მედალინი ხომ... ფუჰ ამის!-ბრაზისგან ლამისაა გასკდეს მამაკაცი.-თავიდანვე ვამბობდი, რომ ის დამპალი ჯემალი ასე ტყუილად ფულებს ვერ ჩაიჯიბავდა!
-ამაზე მერე ვილაპარაკოთ!-მის დაყოლიებას ვცდილობ, რადგან კარს შემონგრევამდე აღარაფერი უკლია.-რა შეიძლება გავაკეთოთ?
-კარები გააღე!-ბევრი ფიქრის გარეშე მპასუხობს ის.
ვერაფრით ვხვდები, რა აქვს გეგმაში და არც იმას გამოვრიცხავ, როომ კარის გაღებისთანავე ყველა, ვინც გარეთ დგას შეიძლება ისე შემოცვივდეს სახლში, რომ გადამთელონ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება...
სათნო მასპინძლის ღიმილს ვიმარჯვებ და კარებს ვაღებ.

ალბათ იმის აღწერა ძალიან გამიჭირდება, თუ როგორ უმუქდება ზურმუხტისფერი თვალები ჯორჯს ჩემს დანახვაზე და როგორ ედება მიწის ფერი. ახლა ისაა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც მე საქართველოში ჩამოსული მოულოდნელად რომ მომადგა კარზე. ენას პირში ადგილს ვეღარ უძებნის, ვერც იმას იგონებს, თუ რა მკითხოს, რა მიზეზი მოუძებნოს თავის აქ სტუმრობას. მან ხომ იცოდა, რომ მე სახლში დავრჩი, მაგრამ იმის აზრზე არ არის, რომ მედალიონთან მეც კავშირში ვარ. ეს ორი რამ ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს, ამიტომ არც მამაკაცის უკან მდგარი ორი დაბღვერილი მუსტანგი მაბნევს და არც საგანგებო კითხვა მისაღებიდან.
-ელენიკა, ვინ არის?-ჩახშული ხმით მეძახის გიორგი.
-ჯორჯი მოვიდა, ძვირფასო! Wie hast du mich gefunden?(როგორ მიპოვე?)-თეატრალურად ვიკვირვებ და უკან ვიხევ.-kommen. (შემოდი.)
-Ich ... ich ... ich sah dich, hierher zu kommen ... Sie etwas zu erzählen. (მე... მე... დაგინახე, აქ რომ მოდიოდი... რაღაც უნდა გითხრა)!-დიდი გაჭირვებით ხსნის თავის აქ ყოფნას და მე დიდი, ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ამ ორგულობისთვის და ტყუილისთვის მკერდზე მუშტები დავუშინო.
-Ach, was? (აჰ, რა?)-არტისტულად ვინტერესდები.
-ჯორჯ?-შემოსასვლელში უკვე გიორგიც გამოდის.-ამ კრეტინს უთხარი, დროზე გაეთრიოს, თორემ ლიფტი და კიბეები აღარ დასჭირდება, ისე გადავისვრი ფანჯრიდან!
-Was hat er gesagt? (რა თქვა?)-ახლაღა ვამჩნევ, როგორ დაპარავებულა ამ რამდენიმე წუთში.
-Er war glücklich, uns zu besuchen. (გაუხარდა, რომ გვესტუმრე.)-ზედმეტად თავაზიანად ვუთარგმნი.-Kommen Sie in? (შემოხვალ?)
-Eine andere Zeit. (სხვა დროს იყოს.)-უარს მეუბნება შემოსვლაზე ის და თან შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად გაცოფებულ მზერას სტყორცნის გიორგის, მაგრამ მე ისე მყავს მოქცეული მხედველობის არეალში, რომ უყურადღებოდ მისი ეს ბოღმიანი გამოხედვა არ მრჩება.
-ნახვამდის!-ისე ხმამაღლა და ხაზგასმით ამბობს გიორგი, რომ ჯორჯს იმის გადათარგმნა არ სჭირდება, თუ რა თქვა მან.
თავს ოდნავ გვიკრავს და თავის ბიჭებთან ერთად კიბეებზე ეშვება.
-დამთავრდა!-მხარზე ხელს მადებს გიორგი და ფარდაც ეშვება.
სპექტაკლმა წარმატებულად ჩაიარა!

გიორგი ყავას მიდუღებს. კანი გაწითლებული და დაფუთქული მაქვს. ასე ნერვიულობისას მემართება ხოლმე. ბავშვობიდან ალერგიული ვარ. ოღონდ ალერგია საჭმელზე კი არა, სიტუაციებზე მაქვს. წესით ბავშვობა ყველაზე მაგარი დრო უნდა იყოს. ისეთი რაღაცის გამო შეიძლება მეცხრე ცაზე აფრინდე, რაც დიდობაში მხოლოდ ღიმილს მოგგვრიდა, მაგრამ მე ეს საკუთარ თავზე არ გამომიცდია. ჩვეულებრისამებრ, ბავშვების დანახვაზე ერთი ნატეხი პური, ყვირილი და მრავალი ცრემლი მახსენდება. ერთხელ დედას გული რომ წაუვიდა დაბალი წნევის გამო, მეზობელთან გავვარდი, მან კი სასწრაფო გამოიძახა. დედა რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მე სწორედ იმ მეზობლის შვილთან ერთად დამტოვეს. სწორედ მან შეამჩნია, რომ თავიდან ფეხებამდე ბორდოსფერი ვიყავი და თან სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბამდი. დედა როგორც კი გონზე მოვიდა, მე მომიკითხა. საავადამყოფოში ისე წამიყვანეს, როგორც რაღაც უსულო საგანი. მანანამ ასეთ დღეში რომ დამინახა, ექიმიო, იკივლა. ალერგოლოგმა ჩემი ნახვის მერე ბევრი იფიქრა და ბოლოს განაცხადა, ფსიქოლოგთან წაიყვანეთ ეს ბავშვიო. მაშინ ნათესავებით დაწყებული მეზობლებით დამთავრებული ყველა გაოცდა, კი, მაგრამ რა სჭირს საფსიქოლოგოო. ექიმმა ხელი ჩამკიდა და თვითონვე მიმიყვანა ერთ პატარა კაბინეტში. მაშინ მეც კი ვერ ვხვდებდი, რომ ძალიან მიჭირდა. ცამეტი წლის გოგო იმ კითხვებს ვებრძვოდი, რომელთა დასმასაც კი ვერ ვბედავდი. ფსიქოლოგი კარგი კაცი აღმოჩნდა. დამამშვიდა, ჩემი ტოლი ბავშვივით მელაპარაკა, დამიყვავა და მეც კაბინეტიდან რომ გამოვედი, კანს ნორმალური ფერი დაბრუნებოდა და თავადაც თავს უკეთესად ვგრძნობდი. მას შემდეგ, როგორც კი რამეზე დავიწყებდი ღელვას, ასეთ დღეში ვვარდებოდი. დღესაც ასე მოხდა.
-არ უნდა მოსულიყავი! თვითონაც მოვახერხებდი რამეს!-ჯერ კიდევ ბრდღვინავს მამაკაცი.
-უნდა მოვსულიყავი!-დასამშვიდებლად ვუღიმი და გვერდით ვიწევი, რომ მეორე მხარეს ის დაჯდეს.-ეს არაფერია, მალე გამივლის...
-მოიცა, ნუთუ შენ საერთოდ არ ბრაზობ იმ ნაბი*ვარზე?-იღრიჯება ჩემი ლოიალური დამოკიდებულების შემჩნევაზე.-ვიღაც ცხოველებთან ერთად მომადგა და თან ისიც იცოდა, რომ შენი შეყვარებული... ნუ, ასე იცის! ეს ნიშნავს, რომ ოდნავ პატივსაც კი არ გცემს! ჩემზე კი არ ვამბობ რამეს? უბრალოდ შენთან მაინც უნდა მოსულიყო და ეთქვა, ასე და ასეაო... იქნებ პირდაპირ ხელში ვაძლევდი ამ მედალიონს?
-გიორგი, განა მე არ ვბრაზობ, მაგრამ მეც დამნაშავე ვარ, რომ არაფერი გითხარი! ბოლოს და ბოლოს ეს მედალიონი ხომ...
-პელოსია და ეგ ვერასოდეს ეღირსება მის დაბრუნებას!-ისე გადაჭრით ამბობს გიორგი, რომ ყველა შანსი ერთიანად ქრება იმის, მედალიონი რომ დაუბრუნოს.-მხოლოდ იმიტომ, რომ ფულიანი მამიკო გაახაროს? არ მაინტერესებს, ვისი საკუთრებაა! პელოსი იყო და პელო არ ისურვებდა, რომ მას შემდეგ ჯორჯის ხელში აღმოჩენილიყო ეს მედალიონი!
-მესმის.-ვბურტყუნებ.
რომ მესმის, სწორედ ამიტომ წყდება ჩემს გულზე გადებული ხიდი. ვერასდროს დაივიწყებს. ყოველთვის ეყვარება. წელიწადში ერთხელ მაინც როცა გამომხედავს, ის გაახსენდება. არ მინდა ასე იყოს. არ მინდა მისთვის წარსულის გადმონაშთი ვიყო, წარსულის მტკივნეული ნაწილი. რაც არ უნდა მტკიცედ დამიძახოს ელენიკა, რაც არ უნდა მკაფიოდ ვხედავდე მის თვალებში საკუთარ თავს, ერთხელ მაინც... წამით მაინც ვიქცევი პელოდ და ამ წამის ძებნით და შიშით მე გავნადგურდები... გადავიწვები...
-ახლა რას აპირებ?-შეპარვით ვეკითხები.
-არ ვიცი და ამაზე არც მინდა ვიფიქრო!-რაც შეიძლება, ლაკონიურად მპასუხობს და ახლაღა ჯდება ჩემ გვერდით.
-გიორგი, მე...-გაბედულებას ვიკრებ, რომ პელოს შესახებ სიმართლე ვუთხრა, მაგრამ მაინც არ მყოფნის ძალა... სიმამაცე ერთიანად მეცლება ხელებიდან და გიორგის წინაშე სულ მარტო ვრჩები.
-რის თქმა გინდოდა?
-თუ შემიყვარებ, მეც მოვკვდები?-ხმა მითრთოლდება.
-შენ... ელენიკა, გესმის, რას ამბობ?-მრისხანებისგან ნიკაპი უკანკალებს გიორგის.
-მერე ელენიკას დაუწყებ ძებნას თუ... თუ პელოს?-სევდიანად მეღიმება.
-ამას... ამას როგორ ამბობ... გიჟი ხარ, ელენიკა! ჩემი პირადი სიგიჟე ხარ! ვერ წარმოვიდგენ ამას და... და გთხოვ, არც შენ წარმოიდგინო! არასდროს!-საშინელი წინათგრძნობით ატანილი ჩურჩულებს გიორგი და მთელი ტკივილით, მთელი სევდით და მთელი რუდუნებით მიჭერს ხელებს და თავისკენ მიზიდავს.

დილით უხმაუროდ ვაცლი მკლავს გიორგის და შემოსასვლელში გავდივარ. პელოს ოთახისკენ გახედვაზე ტანში მაციებს. მეორე მხარეს ვტრიალდები და თავს სამზარეულოში ვყოფ. აშკარაა, რომ გიორგი არ მიეკუთვნება ისეთი მამაკაცების ჯგუფს, რომლებიც მარტოხელობით ამართლებენ სახლში არეულობას და ნიჟარაში გაურეცხავი თეფშების გორას. ჩემს სახლშიც კი ვატყობდი მას, თუ როგორი სათუთად ეპყრობოდა ყველაფერს. სამზარეულო, ოთახი, რომელსაც ქალის სამფლობელოსაც კი ეძახიან, ისე იდალურად აქვს დალაგებული, ზოგიერთ დღეს მე რომ არ მაქვს ხოლმე სახლში. ნიჟარაში საერთოდ არ არის ჭურჭელი, სამაგიეროდ მის გვერდით საწურზე ლამაზადაა ჩამწკრივებული თეთრი თეფშები.
კედელზე სამი კარადაა მიმაგრებული. ერთ-ერთის კარებს რომ ვაღებ, სახელური თითქოს ხელს მიშანთავს. სასწრაფოდ ვწევ თითებს უკან და ქვედა ტუჩს ენით მტკივნეულად ვიწოვ. ამ სამზარეულოს დიასახლისი, თავისი დედოფალი ჰყავდა. მე არ მაქვს უფლება აქაურობას მივეკარო, მით უმეტეს გიორგის თანხმობის გარეშე. იმის სურვილი, რომ ყავა მოვადუღო და ისე დავხვდე, როგორც ნამდვილ წყვილებში ხდება ხოლმე, განუზომელია, მაგრამ არ ვიცი, ჩემი ასეთი ქმედება გიორგის მოეწონება თუ არა. თვალები მიცრემლიანდება. ტუჩები მარილიანი სითხით მეჟღინთება და უკან-უკან, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვდივარ სამზარეულოდან.
კინაღამ გული მიმდის, მისაღების კარებთან ატუზულ გიორგის რომ ვაწყდები. ძილისგან თვალები დასიებია და ტუჩები დაბერვია. უკვე მეორედ ვხედავ ახალგაღვიძებულს. მავიწყდება ის, რაც წუთის წინ მაწუხებდა და სახეზე ღიმილი მეფინება.
-ესე იგი მაინც ვერ მოვახერხე უხმაუროდ გამოსვლა?-ლოყები სისხლისფერი მიხდება ამის თქმისას, რადგან უხმაუროდ გამოსვლის შემდედ რა მოხდა, ეს მხოლოდ წამიერად მიმავიწყდა.
-შენ რა, ალერგიამ ისევ არ გაგიარა?-ჩემი აფერადებული სახე აეჭვებს მამაკაცს.
-როგორ არა.-ამის გაგონებაზე უფრო ვღელდები.-გინდა... გინდა ყავა მოგიდუღო? დილით სვამ ხოლმე?
სულ ცოტა ხნით კი გავხდი გამბედავი გოგო, მაგრამ მალევე ვიფუშები და ჩემი კითხვაც მომაკვდავის ღიმილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
-კარგი იქნებოდა!-მპასუხობს მოშიებული გამომეტყველებით გიორგი და მეც სიხარულისგან ფრთები მესხმევა.
ყველაფერს ველოდი იმის გარდა, რომ ასე უშუალოდ და ყოველგვარი გაკვირვების და აღშფოთების გარეშე მიიღებდა ჩემს სიტყვებს. არ მშორდება ის საშინელი გრძნობა, რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ იმის გაჩემიანებაზე, რომ გიორგის თანხმობა მხოლოდ ყავაზე არ ნიშნავს უბრალო ''კის'', გულს მიჩქროლებს.
-მოვადუღებ, ოღონდ იმ პირობით, რომ გამომყვები და მეტყვი, რა სად დევს! არ მინდა... არ მინდა ისეთ რამეს მოვკიდო ხელი, რაც... რაზეც არ შეიძლება!-პატარა ბავშვივით გამომდის, რომელსაც ეშინია, რომ რამეს არასწორად გააკეთებს და ეჩხუბებიან, ამიტომ წინასწარ იზღვევს თავს.
-რა თქმა უნდა, სულაც არ ვაპირებდი, რომ ასეთ სასიამოვნო პროცესში მხოლოდ შენ მიგეღო მონაწილეობა!-სრული სერიოზულობით ამბობს გიორგი და წინ იჭრება.
ბედნიერების მოზღვავებას ვგრძნობ. ჩემი გონება მხოლოდ ჩვენ ორს დაგვტრიალებს. ყველაფერი ბუნდოვანდება... მედალიონიც, პელოც, ვიღაც ჯემალიც და ჯორჯიც... ჩემთვის ესაა მთავარი! ჩემთვის მასთან გატარებული ყოველი წამი ისეთი ძვირფასია, რომ მის მეასედშიც კი არ შემიძლია ვიფიქრო სხვა რამეზე ან ვინმეზე გიორგის გარდა!

-რა არის, ძალით სვამ?-გაოცებული ვეკითხები მამაკაცს, რომლის ფინჯანშიც ყავა ნახევრამდე მაინც ასხია, როცა მე უკვე მთლიანად მოვუღე ჩემს წილს ბოლო, თანაც უკვე კარგა ხანია. ისეთი გაწამებული და გადაღლილი სახე აქვს, თითქოს რაღაც დიდ მსხვერპლზე მიდიოდეს.
-სულაც არა! რა შემატყვე ამის?-სასწრაფოდ უარყოფს ის.
-არც არაფერი!-ირონიულად აღვნიშნავ.-დებილიც კი შენიშნავს, რომ ცოტაც და გული აგერევა!
-ჰმმ...-ისე ახველებს გიორგი, რომ ვატყობ, უნდა დრო მოიგოს. მაინც ვერ ვხვდები, რაშია საქმე. მე ხომ არაფერს ვაძალებდი. უბრალოდ შევთავაზე ყავის დალევა და მორჩა! ის სიამოვნებით დამთანხმდა. აბა, რა ხდება?
-მიდი, ჰა!-მის ახსნას მოუთმენლად ველოდები, ამიტომ ასაჩქარებლად ვაგულიანებ.
-საქმე იმაშია, რომ... ყავას ვერ ვიტან!-საბოლოოდ ტყდება მიქელაძე და თავს დამნაშავესავით ქინდრავს.
-რა?-ყბა მიწამდე მივარდება.
-უბრალოდ...
-უბრალოდ არ გინდოდა გაგენაწყენებინე?-გული მიჩუყდება იმის გაფიქრებაზე, რომ ჩვენი დილის საუზმე მხოლოდ ხათრზე იყო აგებული და მისი ყოველი ღიმილი, სიტყვა და ჩემს მსგავსად აციმციმებული თვალები ერთი დიდი სიყალბე იყო.
-ნუ სულელობ! მე ხათრის გამო არაფერს ვაკეთებ!-ფეხზე იჭრება გაბრაზებული.
''იცოდი, რომ ყველაზე ადვილად ტყუილს მაშინ ამბობს ადამიანი, როცა სიმართლეს უარყოფს?''-მეხსიერების ზედაპირზე იწყებს ტივტივს ჩემივე სიტყვები.
-ასეა, ასე!-უკვე ცრემლებს წამწამებზეც ვეღარ ვაკავებ.-ისე იქცეოდი, თითქოს მართლა გსიამოვნებდა ჩემთან ერთად... ღმერთო, სულ როგორ ვტყუვდები! სულ როგორ ვაგებ ჩემი გულწრფელობით... მეგონა მართლა მოგწონდა ეს... ასე ყოფნა! მეგონა ბედნიერი იყავი ჩემთან ერთად ისევე, როგორც... ისევე, როგორც... მე!
ბოლოს უკვე აღარ გამომდის წინადადების აზრის შეცვლა. ეს უკანასკნელი მცდელობა იყო. აქამდეც ბევრჯერ ავუარე გვერდი ჩემს გრძნობებს, თავი დავიბრმავე, გიორგიც მოვატყუე და საკუთარი თავიც, მაგრამ ახლა... ამის აღარც სურვილი მაქვს და აღარც შესაძლებლობა! მეტად ვეღარ გავექცევი შეყვარებულ ელენიკას, მეტად ვეღარ ავიფარებ სახეზე ხელებს და ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ სიყვარულის ილუზიაა. მე მიყვარს გიორგი! ხო, მიყვარს! როგორც ელენიკას! როგორც ქალს, რომელიც ამ წუთას ძალიან, ძალიან უბედურია!
-შენ ცდები, ელენიკა! მწარედ ცდები! ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ერთად ვყოფილიყავით! რომ ძალიან მომწონდა შენთან ერთად საუზმობა და ის ატმოსფერო, რომელსაც ჩემ ირგვლივ ქმნი... ხო, ბედნიერი ვარ შენთან და თუ ახლა ეჭვს შეიტან ჩემს სიტყვებში, გეფიცები, მეტად ვეღარც დამინახავ და ვეღარც ჩემს ხმას გაიგებ!-იმდენად ხმამაღლა ყვირის გიორგი, რომ მის ხმას ექო იმეორებს.
ვერ ვიჯერებ, რომ ის რაც გავიგე, მართლა თქვა... რომ ყველაფერი რეალობაა.., რომ არ მესიზმრება და ის მართლაც სავსეა ბედნიერებით! მერე ვიბერები, ჩემი სული სხეულზე დიდი და მოცულობითი ხდება, იზრდება, იზრდება და უზარმაზარი ხდება! მერე ისევ ნელ-ნელა პატარავდება და საბოლოოდ ნამდვილ სხეულს უბრუნდება... მე არ მჭირდება იმის გამეორება, რაც მოვისმინე... არ მჭირდება ეჭვიანობა იმიტომ, რომ მჯერა! იმიტომ, რომ შეუძლებელია ახლა გიორგი ცდებოდეს ან იტყუებოდეს! ხოდა სწორედ ამიტომ იმას ვაკეთებ, რასაც მხოლოდ შეყვარებული ელენიკა თუ გაბედავდა...
ფეხის წვერებზე ვდგები და მისი ტუჩებს ჩემი ბაგეები უსწორდებიან....

-13-
გიორგი მანქანას სადარბაზოსთან მიჩერებს. ჯერ თვითონ გადადის, იქაურობას ამოწმებს, სიტუაციის რისკებს ითვალისწინებს და მერე ისევ თავის სავარძელს უბრუნდება.
-საკმარისია, გიორგი! მგონი უკვე შემიძლია, რომ გადავიდე და საკუთარ სახლში ავიდე, არა?-მისი დატერორებული მოქმედებებით ვღონდები და მანქანის კარებს ვაღებ.
-მაქსიმუმ ათი წუთი დაგელოდები, გესმის? მედალიონს აიღებ და ჩამოხვალ! ვინც არ უნდა დაინახო, მხოლოდ გამარჯობას ეუბნები და მანქანაში ჩაჯდები! არავითარი გამოსაცვლელი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები! ყველაფერს გზად შევიძენთ! მედალიონი და ათ წუთში ჩამოსვლა!-ისე მიღეჭავს და მიქუცმაცებს სიტყვებს, რომ მგონია სრულიად უცოდინარი, უტვინო, სულელი არსება ვარ, რომელმაც პირველად დადგა ფეხი დედამიწაზე.
-გასაგებია, გიორგი! ჩემი სახლი რეციდივისტებით არ არის სავსე! ის უბრალოდ ჩემი სახლია, შეიგნე ეს!-ვუმტკიცებ და მანქანიდან გადავდივარ.
როგორც კი სადარბაზოში შევდივარ, კიბეებზე ავრბივარ, რადგან ნამდვილად არ მაწყობს, დაფეთებული გიორგი ათ წუთში არჩამოსვლის გამო სახლში შემომივარდეს. სულაც არ ვაპირებ, რომ მხოლოდ მედალიონი ჩავიჯიბო და უკან ჩამოვირბინო. გიორგის წინასწარმეტყველება რომ გამართლდეს და ჩემს ბინაში ვინმე შეიჭრას, ისეთი გაღლეტილიც არ ვარ, გული რამეზე რომ არ დამწყდეს.
ტახტიდან საშუალო ზომის ზურგჩანთას ვიღებ და მასში ჯერ რამდენიმე ხელ ტანსაცმელს და ჰიგიენურ ნივთებს ვაწყობ, მერე მობილურის დამტენს, ბოლოს კი საყვარელ საყურეებს და ბავშვობის ალბომს, რომელიც მახსენებს იმას, რომ ერთ დროს მეც ვიყავი უდარდელი. კარადაში შემორჩენილ საყვარელი შოკოლადის ფილას ვუმატებ შეგროვებულ ''საგზალს'' და თვითკმაყოფილი იერით გავდივარ სამზარეულოში, სადაც კონტეინერი მეგულება, კონტეინერში კი_მედალიონი.
ენა პირში მივარდება, როცა მედალიონს იმ ადგილას ვერ ვპოულობ, სადაც დავმალე. მოულოდნელობისგან ყვირილი მხდება, მერე კი ყველა უჯრას მორიგეობით ვსინჯავ, რამე ხომ არ მეშლება_მეთქი.
-მოიპარეს! ქურდები! ოჰ, ჯორჯ! მოღაალატევ, არამზადავ!-სიბრაზისგან ზრიალებენ ჩემი ყბები.
შური იძია! მიმიხვდა, თუ როგორ გავასულელე და იგივე გამიკეთა მეც. გულისრევის შეგრძნება მუცლიდან გულამდე ამოდის, გულიდან კი ყელამდე. უკვე აღარ ვიცი, რა ვუთხრა გიორგის და იმაზე ფიქრი ხომ საერთოდ არ შემიძლია, რა რეაქცია ექნება მას ამ ყველაფრის გაგების შემდეგ. ჩემი ჩერჩეტობის ბრალია ის, რაც მოხდა. თავიდანვე რომ მეთქვა სიმართლე, ამდენი ეჭვი რომ არ შემეტანა მედალიონის ჩემს სახლში აღმოჩენის ამბავში, გიორგის თავის დროზე ეცოდინებოდა ეს ყოველივე და დღეს ასეთ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდი.
-რა ხდება, სად ხარ ამდენ ხანს?-მესმის შემოსასვლელიდან გიორგის ხმა და ყველაფერი ნათელი ხდება...
კარები ღია იყო. ეს კი მე საერთოდ ვერ შევნიშნე. მათ შეეძლოთ ასე სულაც არ მოქცეულიყვნენ, კარი დაეკეტათ ისე, ვითომც არაფერი მომხდარა და დანაშაულიც სუფთა ყოფილიყო, მაგრამ...
ყურებში ჯორჯის ხმა მიშხუის:
''-ასე ხომ? სულელო!''

ჩემი სახლიდან პირდაპირ სასტუმროში მივცვივდით. გიორგი მანქანის კარებს უკვე შიგნით მყოფი კეტავს და დაცვის შეძახილს, რომ აქ დაყენება არ შეიძლება, ყურადღებას არ აქცევს.
-ჯორჯ კრიგერი! აქ არის?-ადმინისტრატორთან მდგარ ბატონს გვერდით ვწევ და შეცბუნებულ ადმინისტრატორს სიტყვის თქმას არ ვაცლი.
-ეს რა წესია? საიდან მოხვედით? ზრდილობა და კულტურა იქონიე, გოგონი!-ცხვირს ამაყად წევს ზემოთ ბატონი და ცხენივით ფრუტუნებს.
-თქვენ გაჩუმდით თუ შეიძლება, რა!-უხეშად ეპასუხება გიორგი და მამაკაცსა და ჩემ შორის დგება.
-ბატონი კრიგერი სასტუმროში აღარ იმყოფება!-უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი გოგონა საჭირო ინფორმაციას კომპიუტერში პოულობს.-ზუსტად ერთი საათის წინ!
-არამზადა!-ჰოლში ბოლთის ცემას იწყებს ნერვებდაწყვეტილი გიორგი.-ვიცოდი, რომ გაიპარებოდა... თაგვივით! სხვას რას ველოდი... ახლაც ისევე ენდობით, ქალბატონო ელენიკა?
-გიორგი, გთხოვ!...-სასოწარკვეთილი ვუყრი მოხრილ მხარში ხელს და გასასვლელისკენ ვექაჩები.-წამო, რა! აქ აღარაფერი დაგვრჩენია!
-არა, ვერ გავიგე, ამ სამყაროში ყველა გომბიოს ადგილია? არ გაქვთ უფლება, რომ დაცვას დაუძახოთ?-ყოყლოჩინა ტონით ეკითხება ჩვენ მიერ შევიწროებული ბატონი ადმინისტრატორს და ამ უკანასკნელს პასუხი არ სცალდება, რადგან გიორგი ხელს მაშვებინებს და სხვაზე გაბრაზებული მასზე იყრის ჯავრს.
-რა თქვი? ვისზე თქვი? არაგომბიოობა ამ ნაგავი სუნამოს სუნით და ჰალსტუხით განისაზღვრება, ბებერო იდიოტო?-ღრიალით ითრევს გიორგი კაცს.
კართან აფუცხუნებულ ადამიანებს რომ ვხედავ, ვხვდები, მალე დაცვის წევრები დაგვადგებიან თვზე. ვკივი და რაც ძალა და ღონე მაქვს, გიორგის სასტუმროდან გამოყვანას ვალევ. არ დავუშვებ, რომ საფრთხეში ჩავარდეს იმ საზიზღარი კაცის გამო... არა, არაფრის გამო არ დავუშვებ! მე რომ ვიყო მისი საფრთხე, თავადაც კი გავეცლებოდი, რაოდენ დიდ ტკივილსაც არ უნდა მომანიჭებდეს ეს.
-დროზე ჩაჯექი მანქანაში! ხო, იდიოტია და მას ვერაფერს შეაგნებინებ!-ვცდილობ მისი შეუპოვრობის და მრისხანების ჩაცხრობას, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვაღწევ მიზანს. გიორგი ნესტოებიდან სიბრაზისგან ბოლს უშვებს და გული ისევ იმისკენ მიუწევს, რომ კაცთან დაბრუნდეს და მუშტებით დაუზილოს სახე.
-ახლავე დაქოქე მანქანა და წავედით! სადაც გინდა, იქ! უბრალოდ წავიდეთ!-მხარზე ვჩქმეტ გამოსაფხიზლებლად, როცა უკვე ორივე მანქანაში ვსხდებით და ხელს გასაღებზე ვაკიდინებ. ისიც მოდის აზრზე და სასწრაფოდ წყვეტს ადგილს ავტომობილს.
-ყველაფერი კარგად იქნება, გიორგი! რადგან ამას ვამბობ, ესე იგი მართლა ასე იქნება, დამიჯერე!-ვარწმუნებ მას, რომ სიჩქარეს მოუკლოს და მანქანა ასე აღარ გააქროლოს, რადგან შიშისგან თუ ზიზღისგან უკვე ლამისაა გული ამერიოს.
გულნატკენ, ჩამუქებულ თვალებს მაპყრობს და ვხვდები, რომ იგრძნო. მასაც გადაედო ჩემი შინაგანი ღელვა.
ვხედავ, როგორ იხევს უკან სპიდომეტრის ისარი და ეს სულაც არაა ჩემთვის ცოტა.
ეს ჩემთვის ყველაფერია!

მანქანა ვიწრო გზაზე მიდის. სიჩქარე ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პირველი თვეა, ფანჯარა ბოლომდე მაქვს ჩაწეული, სიცივე კი სასიამოვნო სუსხში მხვევს. გიორგიმ რამდენჯერმე გამომხედა. ალბათ ხვდებოდა, რომ ყინვას ახლა ემოციური სიმხურვალის გამო ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მეგონა, რომ ფანჯარას თუ ავწევდი დახუთულობაში ამომხდებოდა სული, ამიტომ დავამშვიდე, არ მცივა_მეთქი და მეტად აღარც მე ამომიღია ხმა და აღარც მას.
''მასაც უყვარდა სიჩუმე! ის მთლიანად სიჩუმე იყო!''-მახსენდება პელოს ექიმის კომენტარი ჩემი და პელოს მსგავსების შესახებ და გული მისკდება, რომ შეიძლება მართლაც ასეა... რომ შეიძლება გიორგი იმიტომ არ იწყებს საუბარს, რომ ჩემს სიჩუმეს პელოსთან აიგივებს... ჰაერისგან ერთიანად მეცლება ფილტვები... ან ჰაერი რჩება ჟანგბადის გარეშე... ცხვირის წვერი მეწვება და ვხვდები, რომ აღარ ვსუნთქავ. პირს ფართოდ ვაღებ ისე, როგორც ნაპირზე ამოვარდნილი თევზი და გიორგისკენ ვიხედები.
მისი მამაკაცური, მოუხეშავი პროფილი ჩემში რაღაც უცნაურს და მჩქეფარეს იწვევს. ასეც უნდა იყოს. მე ხომ ის მიყვარს. მიყვარს ისე, როგორც არავინ მყვარებია. კაცი, რომელთანაც ვერასდროს ვიქნები ბედნიერი. ეს ხომ მხოლოდ წამიერი ილუზიაა. წამიერი შეხვედრა. წამიერი ღიმილი. წამიერი კოცნა. წამიერი ღამე, მთვარე თუ მზე. ეს ჩემი დასასრულის დასაწყისია. რამდენჯერაც არ უნდა გამიმეოროს, რომ ელენიკა ვარ, მე თვითონ ყოველთვის დავიწყებ საკუთარ თავში პელოს ძებნას. ყველაზე დიდი ტანჯვა სიმართლის ცოდნაა. მაშინ, როცა ეს სიმართლე მხოლოდ შენ იცი და სხვა არავინ. როცა უნდა დამალო... როცა უნდა შეინახო... მოუარო კიდეც იმიტომ, რომ შენია! ალბათ ისეთ ადამიანთან ცხოვრება უფრო ადვილი იქნებოდა, ვისაც არ ვეყვარებოდი, ვიდრე იმის, ვისაც არ იცი, უყვარხარ თუ არა.
რამდენჯერად არ უნდა ვიფიქრო, რომ ჩემ მიმართ რაღაცას გრძნობს და ეს ჩემი შანსია, ტყუილნარევი ტკივილი იქნება ეს. მე ვერასოდეს მოვიშორებ პელოს ანარეკლს, რომელიც იმ კვალს ემსგავსება, თოვლში მიმავალ ადამიანს უკან რომ მიყვება. ერთ დღეს აუცილებლად მომიწევს გადაწყვეტილების მიღება... ან გიორგი პელოსთან ერთად, ან არავინ!
თავს ისევ გზისკენ ვატრიალებ. საშინელი რამაა არჩევანი. მის წინაშე მაშინ დგები, როცა არ იცი, რა უნდა გააკეთო და ვარიანტებიც ერთმანეთზე უარესია. ის, რომ გიორგის ჩემს დაჟინებულ მზერაზე რეაგირება არ აქვს, ჩემი ფიქრების დასტურია. დარწმუნებული ვარ, ჩემზე კარგად იცის, რაც ხდება და პასუხი რომ არ აქვს, ამიტომ არ ამბობს არაფფერს.
-გახსოვს რა გითხარი პელოს საძინებელში?-ჩემი ფიქრების პასუხად მეკითხება და საჭეს მაგრად უჭერს ხელს.
-ნუ ფიქრობ! ნუ ისმენ! არ იგრძნო!-მეც კი მიკვირს, რომ ასე ზუსტად მახსოვს მისი ნათქვამი. მაშინ ხომ ყველაფერზე ვფიქრობდი, ყველაფერს ვუსმენდი და ყველაფერს ვგრძნობდი.
-რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, პელო ჩემთვის უდიდესი ტკივილი იქნება! დაუვიწყარი! ამოუშლელი! თავიდან რომ გაგიცანი, მხოლოდ შეძრწუნებული ვიყავი, აუტანელი ტკივილი მჭამდა, მაგრამ მერე... მერე მივხვდი, პელოსთან რომ საფლავზე ავდიოდი, ისევ შენთან მინდოდა წამოსვლა... ხო, მივდიოდი პელოსთან და მერე კიდევ... ხოდა მივხვდი, რომ შენ ელენიკა იყავი! ბოლოს უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ პირველად ვხედავდი ასეთი გარეგნობის ქალს... შენს სიტყვებში, საქციელებში ისეთ წვრილმანებს ვამჩნევდი... და ყოველი წვრილმანის აღმოჩენა დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის!-სიმწრის და ტკივილის ოფლი უსველებს სახეს მამაკაცს.-შენ არ იცი, რას ნიშნავდა პელოს სიკვდილი ჩემთვის... ბოლომდე მჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა! სულ ფეხებზე მე*იდა მთელი ცხოვრება, ოღონდაც კი ის ყოფილიყო ჩემთან! ექიმი გვაიმედებდა... რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... რომ იცოცხლებდა, არ მიმატოვებდა, მაგრამ...
-ნუ ყვები! მე ამას არ ვითხოვ!-აცრემლებული ვაწყვეტინებ, რადგან არ მინდა ჩემ გამო იტანჯებოდეს.
-ალბათ ყოველივე იდეალურს აქვს დასასრული. ჩვენი ურთიერთობა ნამდვილი ჰარმონია იყო, დიდხანს და ბედნიერად კი მხოლოდ ბევრი უბედურების მერე მყარდება. ვიცი, რომ არაა ადვილი ჩემთან ყოფნა... გეფიცები, ყველაფერს გეფიცები, თუ ოდესმე წასვლას გადაწყვეტ, მე არ დაგიჭერ! ერთხელ მითხარი, შენ სავსე დარჩები, მე ცარიელიო... ამას არ დავუშვებ! თუ ვიგრძნობ, რომ გტკენ, სისხლისგან გცლი, გაგიშვებ! მე არ ვიქნები შენი ვამპირი! შენ ჩემთვის პელო არ ხარ... მე ჩემი პელო უკვე მყავს, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არ მყოფნის... რაღაც მაკლდება! რაღაც კი არა, ვიღაც, შენ! ვერ გეტყვი, მიყვარხარ და ერთადერთი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში_მეთქი, მაგრამ ერთი რამ ვიცი, არ მინდა, რომ წახვიდე!-ასრულებს მონოლოგს და მანქანას აჩერებს.
-არც მე მინდა წასვლა.-ვჩურჩულებ და ტირილი მივარდება.
-ერთ რამეს შემპირდი, კარგი?-სახიდან ხელებს მაშორებინებს და ისე ნაზად და ფრთხილად მახებს ტუჩებს ხელისგულის ზემოთ, მასზე შეყვარებული რომ არ ვიყო, ვერც კი ვიგრძნობდი.-როგორც არ უნდა გინდოდეს დარჩენა, თუ იგრძნობ, რომ გჭირდება, წადი!
-კარგი.-ცრემლები მერევა ხმაში.
-მპირდები?
-კარგი.-ისევ იმავეს ვიმეორებ.
-უბრალოდ თქვი, გპირდებიო.
-კარგი!-უკვე ვყვირი და კისერზე ხელებს ვხვევ.
არ შემიძლია შევპირდე, რადგან ვიცი, უაზრობა ის კი არ არის, რომ მიდიან, რომ არ უნდათ და მაინც რომ მიდიან.

გზაზე აბრას ვხვდებით. თიანეთი დიდი ასოებითაა დაწერილი თეთრ ფონზე. ცოტა უცნაური კია, მაგრამ თიანეთში არასდროს ვყოფილვარ. უნივერსიტეტში ერთი გოგო იყო იქიდან და გვპატიჟებდა რამდენიმეს, მაგრამ მაშინ მთელი არსებით სწავლაზე ვიყავი გადართული. ჩემი მიზანდასახულობა ვერაფერში გამომადგა, თორემ ღმერთს კი დიდი რაოდენობით დაებერტყა ჩემთვის ეს თვისება.
მარჯვნივ გაიხედავ თუ მარცხნივ, ხეები არიან გზისკენ გადმოწეულნი. აქა-იქ თოვლიც დევს, წინ კი იმხელა ნისლია, გიორგი ძალიან ნელა და ყურადღებით მართავს მანქანას. ერთი-ორჯერ ვიგრძენი, როგორ გასრიალდა ბორბლები. მალე ჩამობნელდება. ვიწრო გზა უფრო ართულებს საქმეს. ვატყობ, როგორ იძაბება გიორგი, მაგრამ ერთი მხრივ გულდამშვიდებულიცაა. შეიძლება ამ გზებზე ხშირად უვლია და ამიტომ.
-მოგწონს?-ჩემს ასალაპარაკებლად მეკითხება გიორგი და თვალს არემარეს ავლებს.
-ძალიან მაგარი ადგილია!-აღტაცებული ვუცხადებ და მოგვიანებით ვამატებ.-...ოღონდ ცოტა საშიშიც.
-აქ სულ ასეა ზამთარში!-უდარდელად ამოძრავებს მხრებს მამაკაცი.-საშიში მით უმეტეს არაფერია, თუ მძღოლი მე ვარ!
-თიანეთიდან ხარ?-ვინტერესდები მისი წარმომავლობით.
-დედაჩემი იყო თიანეთიდან.
-დედ-მამა აღარ გყავს?-დანაღვლიანებული ვეკითხები.
-დედა კარგად არც მახსოვს და მამა პელოს ამბის მერე მალევე გარდაიცვალა.-თვალებში ტკივილი უდგება ამის თქმისას.
-ვწუხვარ.-გული მეწურება იმის წარმოდგენაზე, თუ რა დღეში იქნებოდა მაშინ გიორგი.
ცოტა ხნით დუმილი ეუფლება სივრცეს. თითებს უხერხულად ვიმტვრევ. იმის მერე, რაც გიორგიმ მითხრა, არ შემიძლია სხვა თემაზე წამოვიწყო ბაასი.
-შენი ოცნების კუთხე რომელია?-უფრო იმისთვის, რომ გულისმომკვლელ სიჩუმეს ბოლო მოუღოს, ისევ მითრევს საუბარში.
-მმმ... მგონი სვანეთი! არასდროს ვყოფილვარ იქ! ჩემი ოცნებაც იქ წასვლა იყო და... ღმერთო!
-რა იყო?-ცოტა არ იყოს შეშინებული ამუხრუჭებს მანქანას გიორგი.
-ჩემი ოცნებაც იქ მოხვედრა იყო და ჯორჯისაც! სულ მეუბნებოდა, შენს ადგილას რომ ვიყო და საქართველოში ვცხოვრობდე, პირველ რიგში იქ წავიდოდიო... ინტერნეტში ჰქონდა ნანახი ფოტოები, რაღაცებიც წაიკითხა და მოკლედ, ხომ ხვდები... ახლა საქართველოშია და მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები აქვს, იქ წავიდოდა! სვანეთი მისი დროებითი სამალავიც იქნება და ოცნებასაც აისრულებს!-მოვლენებს ერთმანეთთან ვაკავშირებ და ვხვდები, სადაც იქნება ჯორჯი.-დარწმუნებული ვარ! არ მეთანხმები?
გიორგი სიტყვიერად აღარ მიდასტურებს, მაგრამ მანქანას უკან ატრიალებს. ლაპარაკი აღარცაა საჭირო. ჩვენ სვანეთში მივდივართ!

-14-
ჩემი ოცნების ასრულებისთვის არც ეს დროა სათანადო და ვერც იმაზე ვიფიქრებდი წარსულში, რომ გვერდით გიორგი მეყოლებოდა. მამაკაცი მთელი ტანით საჭისკენაა გადახრილი და ზურგში მოკუზულა. შიგადაშიგ მისკენ ვატრიალებ თავს, მაგრამ არაფრით მომდის აზრად, თუ რა შეიძლება ვუთხრა და ისევ ჩაბნელებულ გზას ვუსწორებ თვალს. ცუდია, რომ სვანეთის ბუნებას ვერ ვხედავ, რადგან შვიდ საათზე ზამთარში თბილისშიც კი ბნელა, მთაზე ლაპარაკი არაა. ვერაფრით ვხვდები, ასე გაბედულად როგორ მართავს მანქანას. ხო, აქ ბევრად უფრო გადართულია თავის საქმეზე, ვიდრე თიანეთში, მაგრამ მაინც ვერავინ გაბედავდა სვანეთში დღის მეორე ნახევარში წასვლას მოუმზადებლად, თუ აქ ერთხელ მაინც არ იქნებოდა ნამყოფი.
-დარწმუნებული ხარ, რომ გზა იცი და სწორედ მივდივართ?-მაინც ვამოწმებ, რდგან შიშისგან უკვე უფლი მოჟონავს ჩემი ყელიდან.
-ნუ ნერვიულობ, კარგი? მესმის, რომ არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არ ინერვიულო და აქ რომ ხარ და ასეთ სიტუაციაში, ჩემი ბრალია, მაგრამ უშენოდ მართლა ვერ წამოვიდოდი. თანაც... თანაც იმაზე ფიქრიც არ მინდა, რომ შეიძლება ჯორჯი იქ არ იყოს და მერე შენთან...-აღარ აბოლოვებს წინადადებას გიორგი.
-შენ არ ხარ დამნაშავე! ეს ყოველივე მე მოვინდომე! ჩემი ბრალია და ჩემივე შეცდომა მე თვითონ უნდა გამოვასწორო.-აქეთ ვიდანაშაუელბ საკუთარ თავს.
-მედალიონი მე ამომივარდა შენს სახლში და საერთოდ არაფერი იქნებოდა, შენს ცხოვრებაში რომ არ გამოვჩენილიყავი.-ძლივს გასაგონად ჩურჩულებს მამაკაცი.
-ნუ ამბობ ასე! კარგია, რომ გამოჩნდი! ძალიან კარგი! მართლა!-მის ყურთან ახლოს ვამოძრავებ პირს და სულ ოდნავ მედება ტუჩი მის საფეთქელთან.
-მაპატიე.-დარცხვენილი ვიწევი უკან და საზურგეს ვეყუდები.-მანქანა არ გააჩერო! არავითარ შემთხვევაში!
-რა იცოდი, რომ ზუსტად მაგას ვაპირებდი?-იცინის გიორგი და მერე ისევ ეკრუნჩხება სახე.-ხომ ვიპოვოთ ჯორჯს?
-აუცილებლად, აუცილებლად ვიპოვით!

წინ დიდი გზა გვაქვს და ულაპარაკოდ დროის გასვლა ნამდვილად არ არის ადვილი საქმე, ამიტომ საბოლოოდ მაინც უწევს იმის თქმა გიორგის, თუ საიდან იცის სვანეთის გზა. თურმე მამამისს ხშირად გადმოყავდა ხოლმე თიანეთიდან შვილი მთა-მთა სვანეთში. მთელი საქართველო მოვლილი მაქვსო, სიამაყით გამომიცხადა მიქელაძემ. თურმე ოჯახის სამივე წევრს ძალიან უყვარდა მოგზაურობა. მისი დედმამიშვილებით ვინტერესდები და ვიგებ, რომ დედისერთაა. მაშინ ვრწმუნდები, რომ მის შესახებ არაფერი ვიცი. შეიძლება ეს არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალიან მინდა ვიცოდე ცოტა რამ მაინც მისი ცხოვრების შესახებ.
-მეც დედისერთა ვარ! დედაჩემს მეორე შვილის ყოლა არ დასცალდა...-სარკაზმი არ მშორდება მამაჩემზე საუბრისას.-ხო, მამამ თავი დაადო და ჰერი რუსეთისკენ. ხომ ხვდები, არა? არადა ამას ბიჭი უნდოდა, ქმარი გავახაროო, დედამთილიო, მამამთილიო... აბა, ჩემი სიტუაცია მისას არ ჯობია?
-ვერ გეტყვი, არ გეტყობა ასეთი ცხოვრება რომ გქონდა_მეთქი.-უხალისოდ იღიმის გიორგი.-სულ გეშინია, რომ შენც მარტო დარჩები, მერე აღარავინ შემოგხედავს და ჰერი მარტოობავ, არა? გეშინია, რომ არავის ეყვარები, ისე მოკვდები! არ შეიძლება ასე, ელენიკა! ლამაზი ხარ, ძალიან ლამაზი... უნდა გიხაროდეს, ასეთი რომ ხარ!
გიორგისგან სიტყვა ''ლამაზი'' პირველად გავიგე. მით უმეტეს ვერც კი ვინატრებდი, რომ ეს სიტყვა ჩემთან მიმართებაში ეთქვა. სახე მეფურჩქნება, მაგრამ მერე იმის გამო ვიწყენ, რომ გიორგის არ უთქვამს, ჩემთვის ხარ ლამაზიო. ეს ხომ იმის ტოლფასია, რომ ვიღაც უცნობმა მითხრას ქათინაური.
-არაა ადვილი! აუცილებელი არაა, ცოლი გყავდეს გარდაცვლილი, რომ უბედური იყო... მე ყველა მყავს და მაინც არ ვარ ბედნიერი! დედა მყავს, დეიდაშვილი, ნათესავები, კიდევ... კიდევ...
-მე გყავარ?-თავხედურად მეჭრება გიორგი.
-ოჰ, საიდან ამდენი ამბიცია?-ნერვიულად მეცინება, რადგან სწორედ გიორგის გამო შევყოვნდი იმ წუთას.
-ხო? დარწმუნებული ხარ?-სიცილით ცდილობს ჩემს გამოჭერას მამაკაცი.
-მოდი, გავაგრძელოთ!-ერთ კუთხეში მომწყვდეული თავის გადარჩენის ახალ ხერხს მივმართავ.-მე კითხვას დაგისვამ, მერე შენც... და თუ გამოვტოვებთ რომელიმე კითხვას, მეორე მხარეს შეუძლია კიდევ ერთი კითხვა დაგვისვას, მიმიხვდი? ამ თამაშს იყავი გულწრფელი ჰქვია.
-კარგი, იყოს ასე! აბა, სხვანაირად თავი ვერ გადაირჩინე და...-დიდსულოვნად მეთანხმება მიქელაძე.
-პირველად გოგოს რამდენი წლისამ აკოცე?-ანცად ვეკითხები.
-თოთხმეტისამ, სკოლის საპირფარეშოში.-დაუფიქრებლად მპასუხობს გიორგი, თითქოს წინასწარვე იცოდა, რა კითხვასაც დავუსვამდი.
-გოგოებისაში თუ ბიჭებისაში?
-მე კითხვას ვუპასუხე, ასე რომ, ახლა ჩემი ჯერია!-ერთ კითხვას ზედმეტად არ მასმევინებს ის.-პირველი კოცნა ჩემი იყო?
-არა!-ისტერიკულად მეცინება.
-მაშ, ვისი?
-ეს უკვე მეორე კითხვაა, არ მეთანხმები?
გიორგის ყველა გზა მოჭრილი აქვს, ამიტომ უხასიათოდ მყაბულდება.
-საზღვარგარეთ თუ ყოფილხარ?
-ერთხელ ვიყავი რუსეთში, ერთხელაც კი ბელარუსში სკოლის სპორტული ჯგუფიდან. რა ყოფილა ყველაზე უხერხული მომენტი შენს ცხოვრებაში?
-ჯორჯმა რომ დააკაკუნა კარებზე მაშინ...-გაუბედავად ვპასუხობ, არ ვიცი, რამდენად ესიამოვნება ჯორჯის ხსენება ამ ვითარებაში.
-ჰმმ...-ზმუის და მთელ გაცოფებას და უკმაყოფილებას ამ ზმუილით გამოხატავს.
-რამდენი წლის ხარ?
-ეს რა სულელური კითხვაა! ოცდაცამეტის.-არ მოსწონს ეს უბრალო კითხვა მას.-აი, ახლა, ზუსტად ახლა რაზე ფიქრობ?
-ზუსტად მაშინ იმაზე ვფიქრობდი, ნეტავ, რა კითხვას დამისვამს_მეთქი...-ძლივსძლივობით ვლუღლუღებ ქურდობაში ჩაფლავებულივით.
-სტყუი! სხვა რაღაცაზე ფიქრობდი!-ცალ წარბს მაღლა წევს მამაკაცი.
-ხო, კარგი, კარგი... ვფიქრობდი... ვფიქრობდი... ნეტავ, რას ვიზამდი, პელოს რომ არ ვმგვანებოდი_მეთქი... შენ ხომ არც შემომხედავდი, არა?-ამის სიტყვიერად თქმისას ყელს რაღაც მიწვამს. ყბების ძვლები საშინლად მეჭიმება. გიორგისთვის ჩემი ფიქრების გამხელა სასტიკას არ მინდოდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ სწორედ ამ კითხვას დამისვამდა. მუხლისთავებს ერთმანეთს მაგრად ვაბჯენ და ვგრძნობ, როგორ იცვლის ჩემში სისხლი მიმართულებას.
-არა, არ შემოგხედავდი იმიტომ, რომ არ მეცოდინებოდა, შენ რომ ელენიკა იყავი.-მხოლოდ ტკივილიღა რჩება მასში იმის მერე, რაც ამას ამბობს.
სიჩქარე მცირდება და მცირდება... თამაშს ვწყვეტთ. ამასთან დაკავშირებით აღარაფერი გვითქვამს, მაგრამ ვხდები, რაც არ უნდა გავაკეთოთ და საუბარი როგორაც არ უნდა წავიყვანოთ, ბოლოს მაინც პელოსთან მივალთ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯორჯი სასტუმროში არ გაჩერდებოდა. ახლაც კარგად მახსოვდა, როგორ დარწმუნებით ამბობდა, რომ სვანეთი განმარტოვებისა და მამაკაცური სილამაზის გამო მოსწონდა, ამიტომ ისეთ ადგილას დაისვენებდა, სადაც მშვიდად იქნებოდა და თავისი თავის ამ ულამაზეს კუთხეში ყოფნით დატკბებოდა. მაინც ვეჭვობდი, რომ სახლს დაიქირავებდა წინასწარ და თავის ბიჭებთან ერთად იქ იქნებოდა. ისიც არ გამომრჩენია მხედველობიდან, რომ ყველაზე მეტად უშბის ხედის დანახვა და მისით შევსება უნდოდა, ამიტომ შემხვედრ სასტუმროში მე და გიორგი თხოვნით შევდივართ.
-იქნებ გვითხრათ რაიმე სასტუმრო თუა უშბას ქედზე?-ვკითხულობ გაფაციცებით.
-აბა, რა გითხრათ, ქალბატონო... სასტუმრო გრანდ ჰოტელ უშბა შესანიშნავ პირობებს შემოგთავაზებთ, მაგრამ დამსვენებლები უფრო სახლებს ქირაობენ ხოლმე... თუ თქვენს ნებაზე ყოფნა გსურთ, ეს ვარიანტი უფრო მომგებიანია. ამავე დროს პატარა სახლის მოთავსება უფრო ადვილია მომხიბვლელ ადგილას, ვიდრე სასტუმროს. იმასაც გეტყვით, რომ მათი მეპატრონეები ბევრად უფრო ეფოფინებიან საკუთარ საკუთრებებს და თანაც ყველა თქვენს სურვილს დააკმაყოფილებენ.-ილექსება მოპასუხე.
-ხო, ასე იქნება! ჯორჯი სწორედ ამ ვარიანტს აირჩევდა!-აღტკინებას აყოლილი ვუმტკიცებ გიორგის.
-თუ დამიჯერებთ, ახლა წასვლას არ გირჩევთ! დამსვენებლები ხართ, გზა არ გეცოდინებათ, თანაც ისედაც საშიშია ღამით...
-თქვენ ნუ ღელავთ! სვანეთში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. მართალია ამ ბოლო დროს არა, მაგრამ გახსენებას შევძლებ.-ცოტა არ იყოს უხეშად უარყოფს მამაკაცის რჩევას მიქელაძე.-უმეტესად რომელი სახლი ქირავდება ხოლმე? იქნებ მეპატრონის სახელი გვითხრათ? სანამ ჩვენ იქ მივალთ, კი გათენდება და...
-კი არის ასეთი სახლი, ბატონო, მაგრამ... საქმე იმაშია, რომ დღეს იყო ერთი მამაკაცი ჩვენთან და მას ვურჩიეთ! გავლენიანი კაცი ჩანდა, უცხოელი იყო და თან ალბათ მდიდარი... ის სახლი თუ თავისუფალი იქნებოდა, აუცილებლად იქირავებდა! ვინ იტყვის უარს იმაზე...-აშკარა სიამაყით იძახის ის. სახლის პატრონი ან მისი ნათესავია, ანდაც იქ მინიმუმ ერთი ღამე აქვს გატარებული. შენი თვალით ნანახს და შეგრძნობილს ხომ არაფერი სჯობს!
მაგრამ... მაგრამ... მნიშვნელოვან ინფორმაციას იჭერს ჩემი ყური და სიბრძნეებიც ავტომატურად უფერულდება.
-ვინ? ვინ იყო? სახელი ხომ არ იცით?
მე და გიორგი აღელვებისგან შუაში ვიქცევთ მამაკაცს.
-ინგლისურად დაველაპარაკე. ეს ენა მთლად კარგად კი არ ვიცი, მაგრამ... სახელი არ უთქვამს. მეც ვერ შევბედე კითხვა, მაგრამ თუ თქვენი ნაცნობია ან... ან... პოლიციელები ხომ არ ხართ?-ამის გაფიქრებისას შინდება და ფერი მისდის კაცს.
-არა, არა, რას ამბობთ? პოლიციელები? ჩვენ?-რადგან მართალი ვარ, უფრო მარტივად ვახერხებ გაოცებას, მაგრამ რომ იცოდეს სინამდვილეში რატომ ვეძებთ ჯორჯს, სულ აღარაფერს გვეტყოდა.
-კარგით, მაშინ... მისამართს გეტყვით.-გადაწყვეტილებას იღებს და ფურცელზე რაღაცას გვიჯღაპნის.
მადლობას ვუხდით და სასტუმროს ვტოვებთ.
ახლა უკვე ვიცით, სადაც უნდა ვეძებოთ ჯორჯი...

-15-
სახლი იმედებს არ გვიცრუებს. იმაზე უკეთესიც კია, როგორც სასტუმროში გაცნობილმა მამაკაცმა აღგვიწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი სტუმრობა სვანეთში იმასთან ახლოსაც არაა, როგორსაც ველოდი. გიორგი მხოლოდ იმ აზრსაა ჩაბღუაჭებული, რომ მედალიონი უნდა იპოვოს. პელოს მედალიონი. ამის სურვილი მეც მაქვს, მაგრამ ზოგჯერ ეჭვიანობა გესლიან აზრებს მაწვეთებს და ერთ მომენტში იმასაც კი ვფიქრობ, რომ გიორგი ჩემზე წინ პელოს აყენებს და სულ არ ანაღვლებს, რომ აქაურობას მე ფოტოებზე ვესიყვარულებოდი. მერე საკუთარი თავის ასეთ ფიქრებში გამოჭერა სირცხვილის გრძნობას მიბადებს. არ მაქვს უფლება, გიორგის გრძნობების ასეთ საზიზღარ ფორმულირებას ვახდენდე. ძალიან ბევრი რომ ვეცადო, პელოს ვერ ჩავანაცვლებ. გიორგიში მოგონებებს პელოზე და მის სიყვარულს ვერ გავაქრობ. არ არსებობს ძალა, რომელიც უკვე არსებულს არარსებულად გარდაქმნის. ახლა უკვე იმას ვაკეთებ მე, რასაც გიორგი მაშინ, როცა ჯერ კიდევ მხოლოდ რამდენჯერმე ვყავდი ნანახი. ხო, ვიკვიატებ იმას, რომ პელოსნაირი ან პელოზე უკეთესი გავხდე. გიორგი კი ყოველ წუთას მაჯახებს პელოს, რომ მიმახვედროს, ვინ ვარ საკუთარი თავისთვის და მერე მისთვის.
-ესაა?-სახლისკენ თითს ვიშვერ და ვგრძნობ, როგორ მაყრის კიდურებზე ეკლები.
-ხო, ალბათ. აი, მარჯვნივ ის სასტუმროა მგონი, იქ რომ გვითხრეს. აი, ამ ადგილას კი ნამდვილად არ ვყოფილვარ, მეც არ ვიცი.-ბუნდოვან პასუხს მცემს გიორგი და წინაპირობების გარეშე მაყენებს ხის უკან.
-ეს რას ნიშნავს?-ვუკადრისობ ამ ადგილს და მის უსიტყვო ქმედებას.
-იმას, რომ დროებით აქ დარჩები! ვნახავ, ვინ არის სახლში და თუ რამეა...
-თუ რამეა, არც დამიძახებ და არც არაფერი, ხომ? არ ვაპირებ აქ იქამდე ყოფნას, სანამ საფეთქელში ტყვიას არ დაგაჭედებენ! არ ვიცი, მე ეგ ხალხი რისი გამკეთებელია... ჯორჯს ვიცნობ, კარგად ვიცნობ, მაგრამ ამ ბოლო დროს ისე იქცევა... მგონი იქ სულ სხვა პიროვნება სეირნობდა ჩემთან ერთად, ნაყინს მიირთმევდა, იცინოდა... ვერ გავიგე, რა გახდა ეს მედალიონი ასეთი მისთვის!-ხელების ქნევით ვუხსნი და მერე წინ ვეღობები, მეტად ჩემი შეჩერება რომ ვეღარ შეძლოს.
-ელენიკა, ნუ ჯიუტობ! შეიძლება სულაც არ იყოს იქ ჯორჯი, ტყუილად რატომ შევაშინოთ სახლის მეპატრონე?-იაფფასიანი ტყუილით ცდილობს, რომ გადამარწმუნოს.
-მართლა? არავითარ შემთხვევაში! მეც შენთან ერთად მოვდივარ და ამაზე მეტად აღარაფერი თქვა!-მაწიწმატებს მისი შეუვალობა.
-შენ გინდოდა ჩემი დაცვა ჯორჯისგან და იმ ხალხისგან, ჩემთან მოხვედი, რისკზე წახვედი, მთხოვდი, დამიჯერეო... მე გენდე და ახლა შენი ჯერია!-მის სიტყვებთან ერთად სიმშვიდე დგება ჩემს შინაგან სამყაროში.-უნდა მენდო! შენ მე!
ნდობით და მორჩილებით მევსება მთელი გული. გიორგის ეღიმება ჩემს დუმილზე. მთელი სხეული მექავება. ახლა წავა და მერე მე არ მეცოდინება, მოვა თუ არა. ვერ გამიგია, რა უნდა გავაკეთო, ჩავეხუტო, ვაკოცო თუ უბრალოდ ვუთხრა, აუცილებლად დაბრუნდი_მეთქი. შემდეგ უბრალოდ თავს ვაქნევ და ცრემლებს ისევ იქ ვაბრუნებ, საიდანაც ცდილობდნენ გამოჭრას.
-წავედი.-კიდევ ერთხელ ამოწმებს ჩემს თანხმობას მამაკაცი, ტრიალდება და მიდის.
მიდის. მიდის. მიდის.
მიდის ჩემგან.
მიდის სხვაგან.
და მე ვგრძნობ, რომ ეს მომენტი კიდევ დადგება. ოღონდ არ ვიცი, ვინ იდგება წინ და ვინ უკან. ვინ დარჩება და ვინ გააგრძელებს გზას.

ლოდინი რიცხვის აკვადრატების ერთ-ერთი სახეა. ამას მაშინ ვხვდები, ხესთან ჩაცუცქული თვალმოუშორებლივ რომ ვაკვირდები სახლს, რომლისკენაც ცოტა ხნის წინ გიორგი წავიდა, მერე კი გაუჩინარდა. ხო, ელოდები ორი წუთი და გგონია, რომ ოთხი საათი გავიდა. ეს ის მომენტია, როცა გირჩევნია კილომეტრები გაიარო, გრძელი იატაკი ხეხო, ფარდები დღეში ორჯერ ხელით გარეცხო, ოღონდაც კი უსაქმოდ არ იყო და რაღაც საზიზღარი ფიქრი არ შემოგიძვრეს ტვინში მწვანე, დაკლაკნილი ჭიაყელასავით. ჩემი უუნარობა ყელს მისერავს. ვზივარ გაუნძრევლად და მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებ არაფერს, რომ გიორგიმ მთხოვა. ვფიქრობ იმაზეც, რომ შეიძლება ახლა ნანობს, აქ რომ დამტოვა, რომ მიბრძანა, ადგილიდან არ დაიძრაო და ეს უფრო მირევს გონებას.
ბუმბერაზი მთები ამაყად აზნიქულან. ოდნავადაც არ გამოხატავენ ნაღველს იმაზე, რომ მე ასე ვნერვიულობ, გიორგი კი იმ გაურკვეველი წარმოშობის ადამიანებთან ერთად არის პატარა, კოხტა სახლში. მზე მთების წვერებს შორის არის ჩასვენებული და იღიმის. ლამისაა ვირწმუნო, რომ ბუნებასაც აქვს თავისი სული. ვცდილობ გარემოში ისეთი რამ ამოვიცნო, რასაც ღმერთის სიგნალად ჩავთვლი, მაგრამ ამ წუთას საშინლად ურწმუნო ადამიანი ვარ, რომელსაც არავის და არაფრის სჯერა, საკუთარი თავისაც კი.
თავს სულ წამით ვყოფ ხის იქით და ვხედავ, როგორ გამორბის ვიღაც სახლიდან. საჩქაროდ ვდგები ფეხზე და დაუფიქრებლად სირბილით მივექანები მეც იმ ადგილისკენ. სახლს რომ ვუსწორდები, იქიდან ყვირილი მესმის, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ და გაქცეულს უკან მივყვები. ფეხი მოყინულ მიწაზე მისრიალდება და ვეცემი. მუხლში რაღაც მიტკაცუნდება. მაინც არ ვეშვები და გზას კოჭლობით ვაგრძლებ.
-მოიცადე! ეი, შენ!-ვუყვირი კაცს, რომელიც ჩემკენ იმის გასაგებად იხედება, თუ ვინ მოსდევს უკან და მერე ისე უეცრად ჩერდება, რომ ვხვდები, დიდ საფრთხედ ვერ მიმიჩნევს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც სურს ჩემი თავიდან მოშორება.
-მისმინე, განძრევა არ გაბედო! დაგვიბრუნე ჩვენი კუთვნილი ნივთი და მერე წადი!-ვყვირი ისე, როგორც შემიძლია გაყინული ფილტვების მქონეს და პირიდან ჰაერის ცივ მასას ვუშვებ.
-Elenika, Sie wissen nicht, wie sie einen Fehler gemacht, liebe! (ელენიკა, შენ არ იცი, როგორ შეცდი, ძვირფასო!)-მესმის კაცის სიტყვები და უკვე აღარ მჭირდება მისი სახის ძირეულად შეთვალიერება, რადგან პირველ რიგში ენა, მეორე რიგში კი ნაცნობი ხრინწი პირდაპირ მიმითითებს მის ვინაობაზე.
-ჯორჯ, სისულელეს აკეთებ! ასე ვერსად წახვალ!-დაბნეული და სახეწაშლილი მხოლოდ წინადადების დასრულების შემდეგ ვიაზრებ, რომ ქართულად ველაპარაკები.
ჯორჯი წუთით ქართულ სიტყვებს უკვირდება, მაგრამ მანქანის ბორბლების ხმა რომ ესმის, უკან იხედება. ორხიდიანი, მთაში ტარებისთვის განკუთვნილი მანქანა მის გვერდით ჩერდება. ჯორჯი კმაყოფილი ხარხარებს და მისი სიცილი ჩემში აღარანაირ ემოციას არ იწვევს. ვერ ვხვდები, რატომ არის მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ეს მედალიონი, რად გადაგვარდა მის გამო და რა მიზეზით მომექცა ასე.
ჯორჯი მანქანაში ჯდება და მე გზაზე გაოგნებული და პირშიჩალაგამოვლებული ვრჩები.

თითქოს ტრანსში ვიყო, ისე მაქვს გამოთიშული გონების თითოეული უჯრედი. მხოლოდ ინსტიქტები მმართავს და უკან მაბრუნებს, ისევ სახლისკენ. არ ვიცი, გიორგი სად არის და არც ის, სახლში ვინმე თუ დარჩა ჯორჯის გამოქცევის შემდეგ. ალბათ დარწმუნებული იყო, რომ ვერ მივაგნებდით და ამიტომაც დაგვხვდა ასე მოუმზადებელი. შესანიშნავი შანსი გავუშვით ხელიდან. მორჩა! მეტად ვეღარასოდეს ვნახავთ მედალიონს, მის დაბრუნებაზე ხომ ლაპარაკი არაა. ყველაფერი დამთავრდა. მე და გიორგი თბილისში წავალთ. მერე ვიქნებით დროებით გარესამყაროს მოწყვეტილები, ვიფიქრებთ, ერთმანეთს დავადანაშაულებთ და ბოლოს წავალთ. გზაჯვარედინის სხვადასხვა მიმართულებით.
მანქანის ბღუილის ხმა რომ მესმის, იმის ეჭვიც კი მიჩნდება, ჯორჯი უკან ხომ არ დაბრუნდა_მეთქი , მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის მარჯვნიდან წავიდა და მარცხნიდან როგორ მობრუნდებოდა? სიცოცხლის ელვარე შუქები მძლავრობენ ჩემში. მხედველობას ვძაბავ და გიორგის მანქანას რომ ვხედავ, რომელიც სახლიდან მოშორებით დავტოვეთ, იმედი მიჩნდება.
-გიორგი, შენ...-ჯერ მანქანა არ გაუჩერებია, ლუღლუღს რომ ვიწყებ, მაგრამ გიორგი ძრავას არ რთავს, ისე აღებს კარებს და მიყვირის, ჩაჯექიო.
მის გვერდით ვხტები და თან ისე მოუხერხებლად, რომ ფეხი გარეთ მრჩება. ძლივს ვკეტავ კარებს და გიორგიც სწორედ იქითკენ უხვევს მანქანას, საითკენაც ჯორჯი. ახლაღა აღვიქვამ, თუ რატომ დაიგვიანა ასე. ეტყობა უკან მანქანის მოსაყვანად მიბრუნდა და თანაც ასეთ გაუკვეველ ვითარებაში წუთები საუკუნედ მომეჩვენა.
-კარგად ხარ?-ანერვიულებული, გაყინული ხმა აქვს მამაკაცს.
-ჯანდაბა, რა დროს ესაა!-ვკრუსუნებ და ნატკენ მუხლს ვიზელავ. გიორგის კითხვა ტკივილს თითქოს უფრო მიძლიერებს.
-ვიპოვით! ვერსად წაგვივა!-იმუქრება გიორგი.
მიხარია, რომ მისი მანქანა ასეთ გზებზე სიარულს ახერხებს. ალბათ ტყუილად არ გააკეთა არჩევანი მასზე. მისი მონაყოლიფან გამომდინარე წესით ხშირად უნდა უწვდეს, მთიან, უსწორმასწორო გზაზე ტარება.
-მედალიონი მას აქვს? კიდევ იყო სახლში ვინმე? მესმის, რომ ახლა ლაპარაკის დრო არაა, მაგრამ იქნებ რამეში დახმარება შევძლო.
-ისევ და ისევ სამნი იყვნენ. სამივე გერმანულად ლაპარაკობდა. რატომღაც ჩემთან რომ იყვნენ, ქათველებად ჩავთვალე.-სხაპა-სხუპით ყვება მამაკაცი.-რომ შევედი, დაიბნენ. ჯერ ჯორჯი ვერ დავინახე. არ გამოსულა საერთოდ, მაგრამ ეტყობა სახლს სხვა გასასვლელიც ჰქონდა და იქიდან გამოიქცა. სხვებიც ყოფილან აქ. ვიღაც ქართველიც იქნებოდა. აბა, ისე სვანეთის გზებზე როგორ... მანქანით წაიყვანეს, ხომ?
-ხო, ასეა და ის ორი სად წავიდა?
-ის ორი არ მაინტერესებს. ეგ რომ გამოიქცა, მეც გამოვედევნე.
საზურგეს ვეკრობი და ჰორიზონტს ვაჩერდები. არანაირი სილამაზის აღქმა არ შემიძლია ახლა. ვგრძნობ, როგორ ვითიშები. დაღლილობა ახლა უფრო მემჩნევა. ყელი მტკივა და წარამარა მახველებს.
ძილის გზას რუდუნებით ვიკვალავ, მანქანა ძლიერად რომ ირყევა. თავს შეშინებული ვწევ და ინერციით შუბლს რაღაცას ვარტყამ. გაუსაძლისი ტანჯვა მეუფლება. ტკივილი, გაურკვევლობა, შიში ერთმანეთს ენაცვლება. გვერდიდან არაფერი მესმის. ის, რომ ვერაფერს ვხედავ და სიბნელიდან გამოღწევაში არავის ხმა არ მეხმარება, ბოლო წვეთია.
''ახლა გული წამივა!''-ვფიქრობ და წყვდიადში საბოლოოდ ვიკარგები.

-16-
-ძალიან ემოციურია! პატარა რამეზეც კი ნერვიულობს და ისტერიკებში ვარდება. შიშზე ალერგია აქვს. აი, ახლაც როგორი გაწითლებია და დაფუთქვია მაჯები, ხედავ? დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ მსუბუქი დარტყმის ბრალია და მეტი არაფრის? სისხლიც კი არსაიდან მოსდის.-ჩამესმის ნაწყვეტ-ნაწყვეტ ნაცნობი ხმა და ვიშმუშნები.
-ნუ ღელავ, გიორგი. სერიოზული არაფერია. უბრალოდ გადაიღალა, შეშინდა, თავი მიარტყა, ამ ყველაფერმა თავისი ქნა და გონება დაკარგა. აი, უკვე გონს მოდის!-ჩემთან ახლოს მდგომი ვიღაც ამშვიდებს ნაცნობი ხმის პატრონს.
''გიორგი? სად ვარ?''-მიელვებს ახლა უკვე გამლღვალ, განათებულ გონებაში და თვალებდახუჭული ვეყრდნობი იდაყვებს.
-დაწექი, ძვირფასო! ყველაფერი კარგადაა!-ქალის ნაზი, ალერსოვანი ხმა მიყვავებს და ისევ მადებინებს თავს რბილ, სასიამოვნო ქსოვილზე.
თვალებს ფრთხილად ვახელ. სინათლე სახეში მცემს. გვერდით ვტრიალდები და უკმაყოფილოდ ვაბრუნებ ტუჩებს. რამდენი ხანია, ასე პირდაპირ არ შევხვედრივარ მკვეთრ, გამომწვევ შუქს. ჩემ გვერდით რაღაც ტკაცუნობს და თან სითბოს აფრქვევს. ან ბუხარია, ან მისი მსგავსი რამ. ახლა უკვე თამამად ვაფახულებ წამწამებს და მზერაც მეწმინდება.
-ელენიკა, გესმის ჩემი?-მხარზე ხელს სიფრთხილით მადებს გიორგი და მეც სინათლეზე თვალშეჩვეული ვტრიალდები მისკენ.
-სად ვართ?-ვეკითხები ორმოციოდე წლის ლამაზი ქალის დანახვაზე, რომლის სახეზე დანახული ნაოჭებიც მამცნობენ, რომ მთლად ახალგაზრდაც აღარ არის, მაგრამ ქალური ეშხი ჯერ კიდევ დიდი დოზით შერჩენია და ისედაც მკაფიო და მომხიბვლელი ნაკვთები აქვს.
-ჩემთან, ლამაზო.-გიორგის პასუხს არ აცდის ქალი და კეთილ ღიმილს მაშუქებს.-მე თინათე ვარ. აქ ნურაფრის შეგეშინდება. კაცი არ დადის სვანეთში, რომელიც თინათეს ზედმეტს გაუბედავს.
-გმადლობთ დახმარებისთვის, მაგრამ... მაგრამ მაინც არ ვიცი, აქ როგორ მოვხვდი!-საწოლის კუთხეში საწყლად ვიბუზები.
-მესმის, ძვირფასო, რომ დაბნეული ხარ. მე გავალ და ახალგაზრდებმა დაილაპარაკეთ.-ფეხზე დგება ქალი და საწოლთან მდგარი სკამიც თავისუფლდება.
თინათე რომ ოთახიდან გადის და კარსაც იხურავს, გიორგი სევდანარევი ღიმილით ჯდება სკამზე და ხელზე ხელს მჭიდებს.
-მაგარი ქალია თინათე! გაიცნობ და ნახავ!-ამბობს და ბუხარში აგიზგიზებულ, ატყვარცალებულ ცეცხლს უსწორებს თვალს.
-გავიცნობ? გიორგი, ვერაფერს ვხვდები.-მამაკაცთან მარტო დარჩენილი შედარებით ვშინაურდები ამ უცხო გარემოში და ხელებსაც საბნიდან ვყოფ.
-მედალიონი მე მაქვს.-ისე მოულოდნელად მიცხადებს, რომ მეჩენება, თითქოს ბუხრიდან ცეცხლი ვარდება და სხეულზე მეკიდება.
-რა? კი, მაგრამ... ეს როგორ?-თვალები შუბლსაც კი ცდება გაოგნებისგან.
-ჯორჯის მანქანა რომ დავინახე, წამოვეწიე. ერთადერთი გზა იყო მისი შეჩერების ამ საშინელ გზებზე. უნდა შევჯახებოდი. შევეცადე შეჯახება მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, შენი გაფრთხილება ვერ მოვახერხე. ეტყობა მოდუნებული იყავი და თავით წინ მიასკდი.-წვრილმანებში აღწერს იმ წუთებს გიორგი.-მე პირდაპირ მანქანიდან გადავხტი და ჯორჯს კარი გამოვუღე. მოკლედ, იმ არეულობაში ლამის თავისი ხელით მომაჩეჩა მედალიონი. ორნი იყვნენ. ეგ და მძღოლი. ჯორჯი კი გადმოვაგდე მანქანიდან, მაგრამ მედალიონი რომ ჩემს ხელში აღმოჩნდა, ყურადღება ვეღარ მივაქციე. მძღოლმა მანქანაში შეტენა და წავიდნენ. მისი მანქანა საკმარისად არ დაზიანდა, რადგან ძალიან ძვირფასი იყო. სამაგიეროდ ჩემი შეილახა გვარიანად. შენ გულწასული იყავი. წამით კი მოგასულიერე, მაგრამ მერე ისევ... სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე და აქ წამოგიყვანე.
-მოიცა, მოიცა, ანუ მედალიონი მართლა შენ გაქვს?-ვაზუსტებ მაინც.
-ასეა, ხო. ეს მედალიონი ჯიბით სატარებელი არაა. დროებით ისეთ ადგილას შევინახე, სადაც ვერავინ მიაგნებს. თინათე ამ ამბავში არ უნდა გავხვიოთ. როგორც კი მომჯობინდები, თბილისში წავიდეთ. ჯორჯი ასე ადვილად რომ არ დანებდება, ვიცი. ბოლოს და ბოლოს შეუძლია ფათერაკებში გაგვხვიოს მაგის ძალაუფლებისა და სიმდიდრის მქონეს.
-ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ თინათე ვინ არის?-მინდა, რომ ყველა კითხვაზე მივიღო პასუხი, ამიტომ დროს არ ვკარგავ.
-თინათე ჩემი ოჯახის მეგობარია. სვანეთში რომ ჩამოვდიოდით, სულ მას ვსტუმრობდით. ბევრი კარგი მახსოვს მისგან. მაგისი ქმარის, ბათქილი ბიძიას სახელი აქ ყველამ იცის.-სიამაყით ახსენებს თინათეს მეუღლის უცნაურ სახელს გიორგი.
-თინათე ქვრივია?
გიორგი თავს მიქნევს. სიამაყე სახეზე ერეცხება და მის ადგილს ტკივილი იკავებს.
-მახსოვს ბავშვობაში როგორ შემსვამდა ხოლმე ცხენზე და აქეთ-იქით დამატარებდა. ისე მექცეოდა, როგორც თანატოლს. სვანურ სიტყვებს მასწავლიდა და კიდევ აქაურ ტრადიციებს. შენ არ იცი, როგორ მიყვარდა თინათეს გაკეთებული მსხლის ფაფა, ზისხორა ხომ საერთოდ.-ღიმილით იხსენებს ის.
-მოგონებები არასდროს იცვლის გემოს, არც მჟავდება და არც სურნელს კარგავს.-საჭმელთან ვაიგივებ მოგონებებს მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ.
სწორედ ამ დროს კარზე აკაკუნებენ. თინათეს ხმა ყრუდ ისმის ოთახში:
-გიორგი, ჰკითხე მაგ გოგოს, სვანური საჭმელები თუ გაუსინჯავს?

თინათე მართლაც საოცარი ქალი აღმოჩნდა. იმის კითხვა არ დამჭირვებია, იცოდა თუ არა პელოს შესახებ. თუ ოჯახებით ასე ახლოს იყვნენ, ყველა შემთხვვევაში საქმის კურსში იქნებოდა, მაგრმ ერთი სიტყვა არ დაუძრავს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვიყავი და აქ გიორგისთან ერთად რა მინდოდა. უხერხულობის შეგრძნება ვერაფრით მოვიშორე. სულ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა სტატუსს მომანიჭებდა თავის გონებაში ეს მშვენიერი, კდემამოსილი და სათნო ქალი, მაგრამ ბოლო პასუხამდე მაინც ვერ მივედი.
ქალი ბევრს არ ლაპარაკობდა. სუფრა გაგვიშალა და მაგიდაზე მადისაღმძვრელი კერძები დაალაგა. მე და გიორგი პირველყოფილებივით ვეცით საჭმელს. უკვე სრული დღე-ღამე სრულდებოდა, რაც არაფერი გვეჭამა. იმის გახსენებაზე, თუ რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სახლიდან წამოვედი, დედის შეშფოთებული, განაცრისფერებული სახე მიდგება თვალწინ და უზომო კმაყოფილებას ვგრძნობ იმის გამო, წამოსვლის წინ რომ ვუთხარი, ჩემმა ახალმა მეგობარმა ბაკურიანში დამპატიჟა და სამ დღეში ჩამოვალ_მეთქი. კი გაუკვირდა და შეწინაამღდეგებაც სცადა, მაგრამ მისთვის ყური აღარ დამიგდია, ისე ჩავაბრუნე მობილური ჯიბეში.
-აქ მობილური არ იჭერს, ხომ?-ვეკითხები ქალს მაშინ, გიორგის ჩემი ზურგჩანთა რომ შემოაქვს სახლში.
-რას ამბობ, რა მობილური!-ისეთი გამომეტყველებით იცხადებს თინათე, რომ ვრწმუნდები, აქ მაცხოვრებლებს ამაზე არც კი უოცნებიათ.-მთელ გარესამყაროს მოწყვეტილები ვართ, მაგრამ აქაურობას მაინც არაფერი ჯობია. ჯერ მარტო მზის ამოსვლაა ულამაზესი სანახავი!
-სვანეთში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო! ახლა აქ ვარ და თითქოს... თითქოს რაღაც დამაკლდა.-მოწყენით აღვნიშნავ.
-რა დაგაკლდა, ლამაზო? ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს ამ ქვეყნად, ნეტავ?-მკრეხელურად კი გამოსდის, მაგრამ თავისი კუთხის სიყვარულის გამო ესეც კი ეპატიება ადამიანს.
-აქ კი არა, მე თვითონ ვგრძნობ თავს დაცარიელებულად. აქამდე ოცნება არასდროს ამხდენია! არა, განა ცუდი ცხოვრება მაქვს ან რამე... არა, უბრალოდ არ არის ეს ცხოვრება ისეთი, როგორსაც ვნატრობდი! აი, მაგალითად, ბავშვობაში მინდოდა მამა დაბრუნებულიყო, მაგრამ არ დაბრუნდა, მერე ექიმობაზე დავიწყე ოცნება, ვერც ექიმი გამოვედი, რაშზე ამხედრებულ უფლისწულს ველოდი და ვერც მას შევხვდი... მაგრამ ბავშვობაშიც, მოზარდობაშიც და სტუდენტობის დროსაც სულ მინდოდა სვანეთში! ახლა კი მგონია, რომ გამოვიფიტე... არ ვიცი, რატომ.
-ოცნება ერთგვარი ჟინია, ძვირფასო, ერთგვარი აკვიატება,-ღიმილი ურხევს ტუჩებს ქალს.-ელოდები, იბრძვი, გსურს, ეს წუთი გიდგას მუდამ თვალწინ... მერე ყველაფერი მართლაც ხდება და კარგავ იმ ყვითელ წერტილს, რომლისკენაც მიდიოდი. წინ ვეღარაფერს ხედავ, რაზეც უნდა იფიქრო ძილის წინ. თან სიმსუბუქეს გრძნობ, მაგრამ მერე ხვდები, რომ ის სიმძიმე, ის სევდა გენატრება. ის სიტყვები გენატრება, ნეტავ, როდის მოვხვდები სვანეთშიო. ოცნება თითქოს შენი ნაწილი ხდება, შენი მეორე მე. სვანეთის მთები და ქედები რომ დაინახე, ხომ გაგიხარდა, არა? ნატვრის ასრულებით გამოწვეული სიხარული კი ბუშტს ჰგავს, რომელიც ჯერ ძალიან, ძალიან იბერება, მერე კი სკდება!
მისი ნათქვამი მაფიქრებს და ზუსტი კანონზომიერებით მივლის თვალწინ თითოეული მოვლენა. დრო, როდესაც ვოცნებობდი, როდესაც სვანეთის მთებმა შემომღიმეს, როცა გული სიხარულით ამევსო და მერე ერთიანად დავიჩუტე. გიორგი თინათეს უკან დგას და მიღიმის.
''მაგარი ქალია თინათე! გაიცნობ და ნახავ!''-ვკითხულობ მის თვალებში და მეც ისეთივე დარწმუნებული ვპასუხობ:
''მართალი ხარ, გიორგი! თინათე ძალიან, ძალიან კარგი ქალია!''

ძილში მამა მესიზმრება. პირველად ამდენი წლის შემდეგ. ჩემკენ ხელებს იწვდენს, მაგრამ მე უკან ვიხევ. ვუყვირი, მეზიზღები_მეთქი და გამოვრბივარ. უკნდან ნაბიჯების ხმა მესმის. ხელზე ვიღაც მეხება. ვკივი და კვლავ გავრბივარ. არ ვიცი, რატომ არ მინდა მამისთვის თვალებში შეხედვა. ის ხომ ჩემთან მოვიდა, მოვენატრე და ამიტომ.
-დავიჭირე, ვახტანგ!-ისმის სიბნელიდან ვიღაცის გესლიანი ხმა და ვგრძნობ, როგორ ვიჭყლიტები ღონიერ მკლავებში.
-გამიშვი, საზიზღარო! გამიშვი! გამიშვი!-გაუჩერებლად ვუყვირი და ვიკბინები.
-ელენიკა, ელენიკა!-სადღაც შორიდან მწვდებიან თბილი ხელები, მაგრამ შეშინებული მათ მოშორებასაც მთელი ძალით ვცდილობ.
-ელენიკა, გამოფხიზლდი! სიზმარი იყო! გაიღვიძე!-თავს მაწევინებს ისევ ის თბილხელებიანი.
თვალებს ვახელ და გიორგის ვხედავ. უკან ვიხედები იმის შიშით, რომ იქ მამაჩემს ან იმ გესლიანხმიანს დავინახავ და მერე დამშვიდებული ვეკრობი მამაკაცს.
-რა ნაზე სიზმარში ასეთი, მთელი სვანეთი რომ აიკელი?-ღიმილი ეპარება გიორგის.
მის კითხვას უპასუხოდ ვტოვებ, გვერდს ვიქცევ და საბანს კისრამდე ვიფარებ.

-17-
მეორე დღეს დილით ადრე ვებარგებით და თბილისში მივდივართ. გიორგის მანქანა თინათეს ქმრის მეგობრებმა გაუკეთეს. მამაკაცმა მადლობებით აავსო ისინი. ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი, თუ რა იყო უანგარო სიკეთე. შეიძლებოდა გიორგის ვეღარასდროს ენახა ეს ადამიანები, ან კი რა საპასუხო დოვლათს უნდა დალოდებოდნენ მისგან, მაგრამ დაუღალავად უჩხიკინებდნენ ავტომობილს და საბოლოოდ ძრავაც წარმატებით დაიქოქა.
ყველაზე ლამაზი სამოსი სიკეთეა და მისით შემოსვის ფუფუნება მხოლოდ სულით მდიდარ ადამიანებს აქვთ. იმაზე მეტად არაფერი მოგიხდება, ვიდრე სხვისი დახმარების სურვილი. სწორედ ამაზე ამბობენ, გადამდები სენიაო, ოღონდ კეთილსინდისიერი სენი, რომელიც კოცნით და ჩახუტებით კი არ გადაედებათ ხოლმე ადამიანებს ერთმანეთისგან, არამედ დანახვით და შეგრძნობით. იმ წუთებში, როდესაც გიორგი ხელს ართმევს ერთ-ერთ მამაკაცს, უზომო სურვილი მიჩნდება იმისა, რომ მთელი სვანეთის მოსახლეობას ჩამოვუარო და ვისაც რაში დასჭირდება დახმარება, იმით დავეხმარო. ცხოვრება ერთ დიდ, მაგრამ მძიმე ქსოვილს ჰგავს, თითოეული ადამიანი თავის წილ სიმძიმეს აკავებს, მაგრამ თუ ერთმანეთს არ შევაშველეთ ხელი, მხოლოდ ერთს კი არ ჩამოენგრევა თავზე, არამედ ყველას.
წამოსვლისას გიორგის სახლიდან რაღაც ფუთა გამოაქვს. ვხვდები, სავარაუდოდ რაცაა მასში გახვეული. თინათეს ვემშვიდობებით და მანქანაში ვსხდებით. სანამ წამოვიდოდით, გიორგი და თინათე სამზარეულოში განმარტოვდნენ. მე ვცდილობდი მობილურში სიგნალი დამეჭირა და თანაც მოვიაზრე, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო, ამიტომ ვაცადე როდის დაასრულებდნენ საუბარს და მერე განგებ ფეხების ბრახუნით და ხმამაღალი შეძახილით შევედი სახლში.
-ესე იგი თინათე მოგეწონა, ხომ?-რიტორიკულ კითხვას მისვამს გზაში გიორგი, მისი ღიმილი კი პირდაპირ მიმანიშნებს იმაზე, რომ ახარებს ჩემი ამგვარი დამოკიდებულება მისთვის ძვირფასი ადამიანისადმი.
-ხოო...-მრავლისმთქმელად ვწელავ სიტყვას.
-ტვინს ნუ იჭ....ტ, მაინც ვერ გამოიცნობ, რაზე ვლაპარაკობდით მე და თინათე.-ისე უტიფრად მეუბნება, რომ ყველა თეატრალური ხრიკი ხელიდან მეცლება.
-გაგიჟდი? სულ არ მაინტერესებს ეგ.-სასწაულად უნიჭოდ ვტყუი და თითებს ნერვიულად ვასრიალებ ერთმანეთში.
-ხო, რა თქმა უნდა.
ნიკაპზე დიდი ნაოჭი მიჩნდება შეკავებული ღიმილისგან. ახლა იმაზე ვფიქრობ, რას მეტყოდა რომ მეთქვა, ხო, მაგაზე ვფიქრობდი_მეთქი. იქნებ სიმართლეც გაემხილა და ჩემთვის არ დაეცინა. ბოლოს მაინც ჩემს პრინციპულობას ვაყენებ წინ და ცნობისმოყვარეობაც გაბუტული დგება გვერდით.

ბარში რომ ჩამოვდივართ, მობილურს ვრთავ. რადგან ზემოთ სიგნალი არ იყო, ტყუილად ბატარეა რომ არ დაცლილიყო, გამოვრთე. ჩემი მოლოდინი მართლდება. მობილური აფეთქებულია ათასობით ზარით და მათი ოთხმოცდაათი პროცენტი, რაღა თქმა უნდა, მანანასგანაა შემოსული. რატომღაც ჩვეული ნერვიულობა არ მიპყრობს. ალბათ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, დედა უბრლოდ ჩემზე ღელავდა და ამიტომაც არ ეპუებოდა რობოტის ''მობილური ტელეფონი გასულია ან გამორთულია მომსახურების ზონიდან. გთხოვთ, დარეკეთ მოგვიანებით''-ს. კონტაქტებში მის ნომერს ვირჩევ და დარეკვის ღილაკს თითს ვაჭერ.
-ელენიკა, სად ხარ? ორი დღეა საერთოდ არ დაგირეკავს ჩემთვის, მობილურიც გამორთული გაქვს. კინაღამ გული გამისკდა. სად ხარ, საად?-ატირებული სიტყვებს ძლივს უყრის დედა, ჩემს ხმას რომ იგებს.
-კარგად ვარ, დედა. თბილისში მალე შემოვალ. რა მოხდა, რა გჭირს? რა გატირებს?-გულს მიწიწკნავს ის ფაქტი, რომ დედა ასეთ დღეში ჩავაგდე.
-დროზე მოდი სახლში, იცოდე! მამაშენი დაიჭირეს!-კივილ-ტირილით მატყობინებს ახალ ამბავს და ვგრძნობ, როგორ მეყინება სისხლი.
-რა? ვინ... ვინ დაიჭირა?-კუჭში რაღაც მიტრიალდება და საშინელი ტკივილი მმანჭავს.
-ელენიკა, ხომ მშვიდობაა?-ირიბად იხედება ჩემკენ გიორგი. მასაც შიში ემჩნევა თვალებში.
-სწრაფად მიპასუხე, დედა!-მობილურის მიღმა გაყუსულ მანანას ვუყვირი და ხელს მაგრად ვუჭერ ნივთს.
-ვინ არის მანდ, ელენიკა?-შეშფოთებით მეკითხება დედა. გიორგიმ ამ სიტუაციაში ვეღარ მოზომა და დაეჭვებულ მშობელსაც მისი ხმა, რასაკვირველია, ყურში მოხვდა.
-არავინ, დედა, არავინ! მეტყვი თუ არა სად ჯანდაბაშია ვახო?-სიმწრით ვაკრაჭუნებ ყბებს.
-მამაშენი რუსეთის ციხეში დაუჭერიათ და მერე მისივე სურვილით საქართველოში ჩამოიყვანეს. სასამართლომდე საკანში ეყოლებათ.-როგორც იქნა, მპასუხობს და კვლავ ტირილს იწყებს.
-რა გატირებს მერე? ახლა დამშვიდდი და რომ ჩამოვალ, მერე ვილაპარაკოთ! შენ მაგის გამო ნუ ნერვიულობ!-არც ისე ხეირიანად ვამშვიდებ, როგორღაც ვიხსნი მისგან თავს და ვუთიშავ.
-რა მოხდა?-შეპარვით კითხულობს მამაკაცი, ჩემი აფეთქება რომ არ გამოიწვიოს.
-მამაჩემი დაიჭირეს.-ვუჭრი და ლოყაზე ჩამოცურებულ ცრემლს ხელისგულით ვიშორებ.

ბავშვობაში არაერთხელ დამინახავს, როგორ ელოდებოდნენ სოკლის ჭიშკართან მდგომი მამები შვილებს. ბავშვები, როგორც კი სკოლიდან გამოვიდოდნენ, ეზოს გაფაციცებულები მოათვალიერებდნენ, მერე თვალები უბრწყინდებოდათ, მამას ხელს უქნევდნენ, მისკენ მირბოდნენ და ეს უკანასკნელნიც ხელში იტაცებდნენ ხოლმე მათ.
ქუჩაში რომ მივდიოდი და ზურგი მძიმე ჩანთის ტარებისგან მტკიოდა, ჩემ წინ მიდიოდნენ ბავშვები, რომლებიც ოდნავადაც არ იყვნენ მხრებში მოხრილნი, რადგან მათ გვერდს მამა უმშვენებდათ, რომელსაც სულაც არ ეტყობოდა, რომ ჩანთა მძიმე იყო.
ღამე საწოლში რომ ვწვებოდი, ჩემს ოთახში მხოლოდ დედა შემოდიოდა და მხოლოდ ის მკოცნიდა შუბლზე. ის რომ გადიოდა, მე ვიწყებდი იმაზე ფიქრს, რომ სადღაც იყო ბავშვი, რომელიც ერთ ლოყას მამას მიუშვერდა ხოლმე, მეორეს კი დედას. არსებობდა ბავშვი, რომელმაც არ იცოდა, რა იყო წასვლა. არ იცოდა, რა იყო სიცარიელე და რა იყო სიტყვა ''მამა''-ს გარეშე ცხოვრება.
ხო, მე ბედნიერი ვიყავი, რომ მყავდა დედა, რომ შემეძლო მისთვის ხელებს შემოხვევა, რომ მის სურნელს ყოველ წუთას ვგრძნობდი, მაგრამ არ შემეძლო ღმერთისთვის არ მესაყვედურა, რატომ მაინც და მაინც მე მიმატოვა მამამ_მეთქი. ბავშვი ვიყავი, ბავშვებს კი სურვილები უნდა უსრულდებოდეთ.
გავიზარდე ისევე, როგორც ყველა... აღარც ჩანთა მემძიმებოდა, აღარც ვინმეს დანახვა მჭირდებოდა სამსახურიდან გამოსვლისას, მაგრამ მაინც მაკლდა მამა... მამა, რომელიც ალბათ გვერდით რომ მყოლოდა, მაინც არ დამხვდებოდა სკოლასთან და მაინც არ მეტყოდა, შვილო, ჩანთა მძიმეა, მომეცი, მე წამოვიღებო...
მე ვიცოდი, რომ მამაჩემი ასეთი მამა ვერ იქნებოდა, რადგან ვინც უყვართ, არ ტოვებენ, რაც არ უნდა ძალიან უჭირდეთ და სწორედ ამიტომ
მე ვერ წავიდოდი გიორგისგან...
ვერასდროს!

რკინის კარები ზრიალით იღება. აქ ყველაფერი შავია, მხოლოდ გისოსებია ოდნავ განაცრისფერებული. ჭუჭყის კვალი ამჩნია. შეხვედრის ოთახში გრძელი მაგიდა დგას. ისეთი გრძელი, რომ საპირისპირო მხარეს მსხდომთ ერთმანეთისთვის შესახებად შესამჩევი მოქმედება სჭირდებათ, ეს კი კართან მდგომ ბადრაგს არ გამოეპარება. სკამზე მამაჩემი ზის. მამა. კაცი, რომელიც სულ აღარ ჰგავს ფოტოზე დედას გვერდით მდგომ ადამიანს, მამაჩემია. ყელში ქაოსურ ტალღებს ვგრძნობ. კარი ჩემ უკან ჯახუნდება.
კაცს თმები შევერცხლია. გადაღეღილი, ბინძური ტანსაცმელი აცვია და უცნაური ღიმილი აქვს. კართან რომ ვჩერდები და ნაბიჯს აღარ ვდგამ, თვითონ დგება და ხელებს შლის. სასაცილოა, ვხვდები ჩემს მშობელს ამდენი წლის შემდეგ და სად? ციხეში! ისე, რომ დავაკვირდეთ, მნიშვნელოვან მომენტებს ისეთ გარემოებებში ვაწყდებით, თქმაც რომ გვეთაკილება.
-შვილო, ელენიკა, როგორ გაზრდილხარ! როგორი ლამაზი და მომხიბვლელი ქალი დამდგარხარ! სულ დედაშენს ჰგავხარ!-პირფერული, მოჩვენებითი გაკვირვება უზნიქავს ტუჩ-კბილის მიმიკებს. ჩემკენ მოემართება და ის-ისაა უნდა მომეხვიოს, რომ გვერდით ვიწევი და სტუმრისთვის განკუთვნილ სკამზე ვჯდები.
-ხო, საბედნიეროდ, სულ დედაჩემს ვგავარ.-მკვახედ ვამბობ და მაგიდაზე ხელებს რომ ვაწყობ, ვხედავ, როგორ გამლურჯებია თითები.
-შენ ალბათ ნაწყენი ხარ ჩემზე, შვილო, მაგრამ ყველაფერი ისე გამოვიდა... დედაშენმა ალბათ ისე წარმომაჩინა, როგორც მონსტრი!-სახეზე მომსკდარ სიბრაზეს მლიქვნელური ტონით მაინც მალავს კაცი და ისიც სკამზე ჯდება. ამით ვხვდები, თუ როგორი ყალბი იყო მისგან წამოსული ჩემი ჩახუტების სურვილი.
-შენ ცდები! დედამ ისე წარმოგაჩინა, როგორც მამაჩემი, მაგრამ შვილებს მამები კი არა, მონსტრები ტოვებენ.-გამწარებით აღვნიშნავ, მაგრამ იმას წინასწარმეტყველებაც არაა რთული ჩემთვის, რომ ჩემი ეს გულგრილობა დიდხანს ვერ გასტანს.
-მე პრობლემები მქონდა, დედაშენმა კი ვერ გამიგო. ამიტომ ოჯახიდან წამოვედი. მეგონა მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ზედმეტად თავმოყვარე და ჯიუტი აღმოჩნდა. ადვილად ვერ მოვტეხე, მე კი ლოდინი არ მიყვარს. რუსეთში წავედი და ეს ვეღარ მაპატია ქალბატონმა. შენთან დაკავშირება მინდოდა. ვრეკავდი კიდეც, მაგრამ დედაშენი მპასუხობდა და მითიშავდა.-ცხარედ, დიდი სიძულვილით იხსენებს ის.-არ ვიყავი ის კაცი, ხვეწნა რომ დამეწყო. ისედაც ცხოვრება ძალიან გამირთულდა. დედაშენის, დედაშენის ბრალია, რომ უმამოდ გაიზარდე! ის ვერ მეგუებოდა! მის გამო წამოვედი, შენ გამო კი არა!
ზიზღით ვივსები. მინდა ამოვახველო და ის ყველაფერი მიწაზე დავანთხიო, რაც მაწუხებს. თვალებში მიბნელდება. ეს კაცი ცდილობს დედას წინაშე ამამხედროს, ის დაადააშაულოს ჩემი ბავშვობის ჩაშხამებულ ბოლო წლებსსა და მძიმე მოზარდობაში. როდესაც კლასელების სულელური კითხვები თავის მოკვლის სურვილს მიბადებდა, როდესაც მჭირდებოდა საყრდენი, როდესაც მტკიოდა, როდესაც მეშინოდა, როდესაც საკუთარი თავი არ მომწონდა... მაშინ ვინ იყო ჩემ გვერდით? დედა! ქალი, რომელიც გულში მიკრავდა და მეფერებოდა, მეუბენებოდა, რომ ულამაზესი ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... და ახლა, ეს ვიღაც დედაზე ლაპარაკობდა ასე უდიერად... მას აბრალებდა თავის სისუსტეს და მიმტკიცებდა, რომ ვუყვარდი!
-შენ... არ გაბედო და დედაზე სიტყვაც არ დაძრა! აქ რომ მოვედი, მხოლოდ იმიტომ, რომ მაინც შენი შვილი მქვია, რაც არ უნდა ლაჩარი და უგრძნობი ადამიანი იყო... რომ მე არ შემიძლია უმწეო და ციხეში ჩაგდებული მიგატოვო!-პირდაპირ ხაზს ვუსვამ იმას, რომ მან სწორედ ასეთი უსასოო მიმატოვა.-ამიტომ ახლა, რაც შეიძლება, მოკლედ მომიყევი, რის გამო ხარ აქ და რატომ ისურვე ჩემი ნახვა!
-რუსეთში ბიზნესი მაქვს.-ისე სწრაფად გადადის ჩურჩულზე, ხდება უემოციო და მხოლოდ თავის საქმეზე ორიენტირებული, რომ მინდა ფეხზე წამოვდგე და ტაში დავუკრა მის მსახიობურ ნიჭს.-ერთ პატარა საქმეში ჩავვარდი და ამ ბიზნესის ცენტრში რომ არ გავიდნენ, ის მედალიონი უნდა დაუბრუნო თავის მატრონს, რომელიც შენ და შენს საყვარელს გაქვთ.
-ჰა?-მეტყველების უნარს ძლივს ვიბრუნებ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ.
-რა იყო, დაყრუვდი? რა ჰქვია? ხო, მგონი გიგაო... თუ...-ვითომ ავიწყდება მას.
-გიორგი.-ხმაჩახლეჩილი ვჩურჩულებ.
-აჰა, როგორ დამავიწყდა! იმის სახელი როგორ დამავიწდა, რომელიც ჩემს ძვირფას ქალიშვილს უყვარს. ასე არაა?-დამცინავი ღიმილით ითხოვს ჩემს პასუხს კაცი.
-ღმერთო, ახლა გული ამერევა... ამიტომ გინდოდა ჩემი ნახვა? მხოლოდ ამიტომ? შენი ქურდული იმიჯის გამო მე პელოს მედალიონი ჯორჯს უნდა მივცე?-ვწვრილმანდები მაინც, რამე ხომ არ მომესმა_მეთქი.
-ხო, ჩემო ძვირფასო, თუ თავი არ მოგბეზრებია! მე ჩემი შვილის სისხლში ხელს არ გავისვრი, მაგრამ ჯემალი ამას ნამდვილად არ გაპატიებს!

-18-
პირი ერთიანად მიშრება. თურმე ისეთ ამბავში გამიხვევია თავი, ადამიანის მოკვლაზეც რომ არ იხევენ უკან. თან ვინ მემუქრება ამით? მამაჩემი. ჩემი ადგილი ასეთ სამყაროში არ არის. ჩემი ადგილი სისხლის და მკვლელობების სამყაროში არ არის, არადა თავი ჩემივე სისულელით გავყავი ყულფში. ის ფაქტი მაკვირვებს, რომ ახლაც არ ვფიქრობ უკან დახევაზე. პირიქით, მიძლიერდება იმის სურვილი, რომ ბოლომდე დავიცვა ჯორჯისგან მედალიონი.
-ამის გამო მომკლავენ? მედალიონის გამო?-ჩემდა უნებურად მეც ვჩურჩულებ და ბადრაგისკენ მალულად ვიხედები.
-რას ამბობ, ძვირფასო. შენი ათი ათასი ლარი ვის აინტერესებს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში არაფერი-ყველაფერთან.
-არ მაინტერესებს ეგ თქვენი ქურდული ფილოსოფიები!-ვუჭრი და მაგიდის კუთხეს თითებს ვუჭერ.-მედალიონი ჯორჯს აღარ ეკუთვნის თქვენი დამსახურებით, ხოდა ეგ შენი ჯემალი თმის ერთ ღერსაც კი ვერ ჩამომიგდებს. მშვიდობით, მამიკო!
სანამ ბადრაგი კარს გამიღებდეს, კვლავ ვავლებ კაცს წამიერ, გულდაწყვეტილ მზერას და ცხელი, მარილიანი სითხით მენამება ლოყები. თავჩაქინდრული გავდივარ გარეთ, ცრემლები რომ არ შემამჩნიონ. ექოსავით იმეორებს ალტერეგო ჩემს სიტყვებს:
''მშვიდობით, მამიკო!''
ახლა ის რჩება შუაგულ ტყეში მარტოდმარტო. ყველაფერი წარმავალია. ყველაფერი შეცვლადია. ზოგჯერ კი ყველაფერი არაფერია. არსებობს კანონი, რომელსაც ვერ გადახვალ. წასვლის და მოსვლის. არდაბრუნების.

იმის გაგების შემდეგ, რომ ვიღაც ჯემალი ურჩობას არ მაპატიებს და სიკვდილი მემუქრება, როგორც არ უნდა მინდოდეს, მაინც ამაზე ვფიქრობ. ავტობუსში დედას ვადებ მხარზე თავს და პატარა ბავშვივით ვსლუკუნებ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი შეხვედრა ასეთი იქნებოდა. გული მკერდის ძვალზე მებჯინება. ზურგზე მოსრიალე დედის ხელიც კი არ მშველის. მამასთან არ შევიყოლე. არ მინდოდა ენერვიულა და ყოფილი ქმრისთვის დაენახებინა, რომ ნანობდა იმ გაჯიუტებას, რომლის შედეგადაც მამამ მიატოვა.
-რა გჭირს, ელენიკა? შენ მარტო მამაშენის გამო არ ხარ ასე...-დედობრივი ინსტიქტი კარნახობს მანანას, რომ რაღაცას ვუმალავ.
-კარგი, რა, დედა... რა უნდა მჭირდეს.-თავს ვწევ მისი მხრიდან,
-ამ ბოლო დროს არაფერს მეუბნები. სულ ჩუმად ხარ. არც ის გითქვამს ვისთან ერთად იყავი ბაკურიანში. საერთოდ, ბაკურიანში იყავი კი? გული მტკივა, ელენიკა. შარში ხარ და რჩევასაც კი არ მეკითხები.-წყენით ამბობს დედა.
-დედა, ავტობუსში ვართ და ყველა ჩვენ გვიყურებს.-მკაცრად ვანიშნებ ავტობუსში მყოფ მგზავრებზე.
ახლა ისე მინდა, რომ ჩემს გრძნობებს იზიარებდეს, როგორც არასდროს, მაგრამ მას საფრთხეს ვერ შევუქმნი. ჩემი და გიორგის ურთიერთობის შესახებ რომ გაიგოს, ჭკუიდან გადავა. ვერ აიტანს იმას, რომ მე ქვრივ კაცთან მქონდეს კავშირი, მით უმეტეს პელოს ქმართან. ეს მისთვის დიდი უბედურება იქნება, საკაცობრიო პრობლემა. ჯერ არ ვარ იმისთვის მზად, რომ მასაც ვებრძოლო. ერთი მყუდრო კუთხე მაინც უნდა მქონდეს, სადაც შემეძლება ვიყო დადუმებული, დედის საყვედურებს და მეზობლებში გაგონილ ამბებს ვუსმინო და მისი ხელი ვიგრძნო თმებზე.

ჩაიხანაში თბილა და ჩაის სასიამოვნოო სურნელი ტრიალებს. მე და გიორგი კუთხეში ვსხდებით. წინ ჩაის ლამაზი ფინჯნები დაგვილაგეს. უნიფორმიანი გოგონა მოზრდილ ჩაიდანს დაატარებს. ამ ადგილზე აქამდე არაფერი ვიცოდი, მაგრამ დღეს ვიგებ, რომ გიორგის რამდენადაც ყავა არ უყვარს, იმდენადვე არ შეუძლია ცხოვრება ჩაის გარეშე. ისეთი გარემოა, ვითენთები. მაინც ვერ ვიშორებ უარყოფით ემოციებს. თვალი კარისკენ მიჭირავს, რომ თუ ვინიცობაა, ვინმე ჩემს მოსაკლავად შემოვარდა, თავს ვუშველო.
გაზვიადება ჩემი ცხოვრების სტილია. კარგია თუ ცუდი, აუცილებლად უნდა გავაზვიადო, გავწელო, გავფინო, მთელ ქვეყანას მოვდო. ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერი დაივიწყონ, ბევრი არ იფიქრონ, გაიარონ, გამოიარონ, მოუსმინონ რადიო ''დარდიმანდს'' და შეინარჩუნონ ჯანსაღი ნერვებიც და ყოველდღიური პოზიტივიც. ასეთი ადამიანების მშურს. ალბათ მათთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. მიყვარს ადვილი ადამიანები, ადვილად მოსაგვარებელი საქმეები თუ გასაკეთებელი საჭმელები, მაგრამ გამოდის, რომ თავად ვართულებ ყველაფერს. მგონი მე ის ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც მუდამ აწუხებს თავისი უარყოფითი თვისებები და ამის პარალელურად სხვებს აიძულებს, რომ მისი ასეთი ხასიათი მოიწონონ.
-ეს ადგილი ერთმა ჩემმა მეგობარმა, სერგიმ მომასწავლა.-მიყვება გიორგი.-ცოტა ხნის წინ ცოლი მოიყვანა. სიმართლე რომ გითხრა, ერთი შეშლილი გოგოა. ათასში ერთხელ თუ ამოიღებს ხმას და მაშინაც ისეთ სულელურ ფილოსოფიას დააბრეხვევს, მსგავს რამეზე საერთოდ რომ არ გიფიქრია. სერგიც ეგეთია. სტუდენტობისას გავიცანი. აი, მონათესავე სულები არიანო, მაგათზე უნდა თქვა! ზუსტად ერთი და იგივე რამ უყვართ, ერთი და იგივე რამაა ორივესთვის მნიშვნელოვანი და მოკლედ, რა.
-ერთმანეთი როგორ შეუყვარდათ?-ინტერესს ვიჩენ ამ ისტორიისადმი და ჩაის ვწრუპავ.
-ჩაით და ყავით.-სრულიად სერიოზული სახით მპასხუხობს ის და მაღლა აზიდულ ჩემს ცალ წარბს რომ ხედავს, ეცინება.-ვერ წარმოიდგენდი, ხო? უარეს მდგომარეობაში ვიყავი, ეგ რომ გავიგე. თურმე ეს იდიოტი შესულა და სრულიად უცნობი გოგოს, ანუ აწ უკვე მისი ცოლის ყავა მოუსვია. იმას გაკვირვებაც კი არ გამოუხატავს. მერე თურმე ორივეს ერთად დაუსკვნიათ, რომ ყავას ჩაი უხდება და ამ ჩაიხანას ხშირად სტუმრობენ ხოლმე.
-ნუ გიკვირს! ვინმეს რომ უთხრა, როგორც გამიცანი, ნამდვილად გადაირევა, ასე რომ...-ნაძალადევად ვიღიმი და ცარიელ ფინჯანს თეფშზე ვდებ.
-უხასიათოდ ხარ. რამე გაწუხებს? არა მგონია მამაშენის გამო იყო ასე. მგონი ისედაც გააზრებული გქონდა ყველაფერი.-ისიც მამჩნევს უხასიათობას, რომელიც სერგის ისტორიის მოსმენის დროს გაბუნდუვანდა.
-ბევრი რამ მოხდა.-მაინც არაფერს ვეუბნები მედალიონთან დაკავშირებით. არ მინდა სიმართლე გაიგოს. მართალია ერთხელ უკვე დავუშვი შეცდომა მისთვის რაღაცების დამალვით, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებად ეს მიმაჩნია.
-ამის ბრალი არ არის.-ხმაურით დებს ფინჯანს მაგიდაზე და სკამს მთელი სხეულით დაჭიმული ეყუდება.-რაღაცას მიმალავ, ელენიკა და მე ეს არ მომწონს.
-არაფერსაც არ გიმალავ!-გამწარებით ვცდილობ საიდუმლოს შენახვას.-შენ და დედაჩემს რაღაცები გეჩვენებათ. უბრალოდ გადავიღალე. რა, არ შეიძლება?
-შეიძლება.-წყენა გამოსჭვივის მის ხმაში.
პირიდან ჰაერს ვუშვებ და ჩემი აცახცახებული ხელების დასამალად ჩანთაში ვიჩხრიკები. აღელვებული ვერც ვერაფრის მომიზეზებას ვახერხებ და თვალებს საბრალოდ ვაცეცებ აქეთ-იქით.
-მამაშენმა ასეთი რა გითხრა?-თითქოს გულმა უგრძნოო, ისე მეკითხება გიორგი და მეც მაშინვე ვიშიფრები.
-მითხრა, რომ მომკლავენ, თუ მედალიონს ჯორჯს არ დავუბრუნებ...-ამის ამოთქმა და ცრემლების გადმოყრა ერთია.-ოღონდ ჯორჯი კი არა, არამედ ვიღაც მამაჩემის პარტნიორი! ეტყობა მაგათ ხელში იყო თავიდან მედალიონი და მის მოპარვაშიც გარეულნი არიან. მისი სახელიც ახსენა... ჯემალიო... ხო, ჯემალიო, ასე თქვა!
-ჯემალი? რა სახელი თქვი? გაიმეორე!-ფერი მისდის მამაკაცს.
-ხო, რა იყო?-მაკვირვებს მისი ასეთი ფერიცვალება.
-ჯემალი პელოს ნათლია იყო, გესმის? მან აჩუქა ეს მედალიონი! მან!-კბილების ღრჭიალით ამბობს და ფეხზე იჭრება.
-რა?-ბოლომდე ვერ ვაანალიზებ მის ნათქვამს, მაგრამ ჩემს გონებაში კი ფუთფუთს იწყებს ის მომენტი, როდესაც გიორგიმ ეს სახელი ახსენა.
-სწრაფად! ჩემთან უნდა წავიდეთ.-მიცხადებს სრულ გაუგებრობაში, მაგიდაზე ფულს აგდებს, ხელს მკიდებს და ჩაიხანადან გავყავარ.

გიორგის მოქმედებებს მის სახლში მისვლის შემდეგ მიზეზს ვეღარ ვუძებნი. შეცბუნებული ვდგავარ მისაღების კუთხეში და თვალს ვადევნებ, თუ როგორ დარბის ოთახიდან ოთახში და სხვადასხვა წვრილმანებს აკვირდება. ცალ ხელში მობილური მაქვს ჩაბღუჯული. გზაში დედას ესემესი გავუგზავნე, რომელშიც ეწერა, რომ დღეს სახლში ვერ მივალ. ჯერ კიდევ არ ვიცი, რატომ გავაკეთე ეს, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ შინ მისვლა ამ ღამით არ მიწერია.
-ბოლოს და ბოლოს ამიხსნი რა ჯანდაბას აკეთებ?-უკვე მერამდენედ მისაღებში შემობრუნებულ გიორგის პერანგის სახელოზე ვეჭიდები და თვალებით ვბურღავ.
-აქ ვიღაც იყო! თითქოს არაფერია გადაადგილებული, კარიც დაკეტილი დაგვხვდა, მაგრამ... ვიღაც იყო და ეს ვიღაც მამაშენი ვერ იქნებოდა!-საკუთარ ეჭვებში დარწმუნებული მპასუხბს და დივნის ქვეშ იხედება.
-მამაჩემთან არა მგონია კიდევ ვინმე შეეშვათ. პაემნის საათები სრულდებოდა და თანაც დარწმუნებული ვარ, ჩემთან შეხვედრამდე მისიანი არავინ შესულა.-ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ვასკვნი.
-ჩემი სახლის მისამართი ჯორჯმაც იცის, მაგრამ მან უკვე ჩარია საქმეში საჭირო პირები, თვითონ თამაშგარე მდგომარეობაში იქნება.-გამორიცხვის მეთოდით მოქმედებს გიორგი.-ვინ დარჩა, ვინც ჩემს ბინას თავისუფლად მოაგნებდა?
-ჯემალი.-დაუფიქრებლად წყდება ჩემს ტუჩებს მისი სახელი.
-ჯემალი. საქართველოშია და თან ჩვენს კვალს ადგას.-ავისმომასწავებლად ჟღერს სიბნელეში გიორგის სიტყვები.
გესლიანი ხმა მკაფიოდ მიწივის ყურებში. ის იყო. კაცი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს საქმის მოსაგვარებლად და რომელსაც ჩემი მოკვლაც კი შეუძლია.

-19-
იმდენ საშინელებას გავუსწორე თვალი ამ ბოლო დროს, რომ გაოცების, შეცხადების და დაპანიკების ძალაც კი აღარ შემრჩა. არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრება ისე ყოველმხრივ უზრუნველყოფილი, რომ მოტეხილ ფრჩხილზე დამეწყო ტირილი, მაგრამ ფიქრს და საღი გონებით განსჯას გრძნობებზე წინ მაინც ვერ ვაყენებ. მთელი სხეული მტეხს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცივი, გაყინული ხელებით მაჯანჯღარებენ და კანს ბასრი დანით მისერავენ. მოწყვეტით ვეცემი სავარძლის რბილ ზედაპირზე და გულზე დაკრეფილ ხელებზეც მსწაფლ მიცურდებიან ცრემლები.
-აღარ შემიძლია! ეს უკვე აუტანელია! უკვე ოცდარვა წლის ვარ, რის არ მშინებია, როგორ არ მინერვიულია, მაგრამ ჩემი მოკვლა მაინც არავის ნდომებია! როგორ უნდა ვიყო მშვიდად, როცა ყოველ კუთხეში ვიღაცის ბინძური ხელები მელანდებიან!-გულამოსკვნილი ყველაფერს ვამბობ, რაზეც კი აქამდე თავი შემიკავებია.-სად ვარ? რას ვაკეთებ? რა მინდა? უკვე აღარაფერი ვიცი. აღარაფერი! ამდენი საიდუმლოსგან სუნთქვაც აღარ შემიძლია. მგონია ყველაფერი მთავრდება და ისევ...
გიორგი შუქს ანთებს და ჩემ წინ იჩოქებს. მასაც დაბინდვია სიმწრის ცრემლებით თვალები. მინდა ტირილი შევწყვიტო და ჩემი სისუსტე არ დავანახო, მაგრამ არ გამომდის. სპაზმურად მახველებს და მთელი სხული მაღალი ტემპერატურისგან მიდუღს. ვგრძნობ, როგორ ივსება ჩემი მოთმინების ლიმიტი. ამოვიწურე. გავილიე. ვერაფერს ვხედავ, რასაც შეიძლება დავეყრდნო.
-ელენიკა, შემომხედე! შემომხედე, კარგი?-ჩემს სახეს ხელებში იქცევს მამაკაცი და თავს მისკენ მატრიალებინებს.-ვერავის ბინძური ხელები ვერ მოგეკარებიან, გესმის? არავის... არავის მივცემ უფლებას! რაც არ უნდა იყოს... რაც არ უნდა იყოს...
უცებ ჩუმდება და თვალებს ღონეგამოცლილი ატრიალებს. მერე თითქოს რაღაცაზე ჭოჭმანობს, ფიქრობს. ბოლოს კი ისე უეცრად მახტუნებს ფეხზე, რომ ინერციით ზედ ვასკდები. გიორგი ზურგზე ხელებს მაგრად მაჭერს და იმით გამწარებული, რომ ვერაფრით მამშვიდებს და დამაიმედებელსაც ვერაფერს მეუბნება, ჩემს თმებში ახლართული ღმუის. გრძნობები ქაოსურად ედებიან ყველა კუთხეს თუ კუნჭულს. მისით შებორკილი ვბორძიკდები, მერე კი ბედს შეგუებული ვუშვებ ხელებს. ჩემი წინაამღდეგობა მისი სურვილებისადმი ნულს უსწორდება. ალბათ მონათესავე სულიაო, იმაზე ამბობენ, ვინც იმას შენზე ადრე ამბობს, რის თქმასაც აპირებ და იმას შენზე ადრე აკეთებს, რაც გსურს. სწორედ ამ პრიორიტეტით სარგებლობს ის სხვა დედამიწელებისგან განსხვავებით. წარმოიდგინე, რომ უნდა უპასუხო იმ ჯერ არგაჟღერებულ კითხვას, რომლის პასუხიც უკვე იცი.
ვგრძნობ, როგორ ვსკდები, ვფეთქდები და ვიფანტები. ახლა მე ვივსები გიორგის გულისცემით, მისი სიმხურვალით და სიძლიერით. არ ვიცი, როგორ ხდება, მაგრამ ურთიერთობებში რომელიღაც აუცილებლად ცარიელდება იმიტომ, რომ მისგან შევსებულმა მეორე წუთს ისვე განკურნოს. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენს დროში ფილოსოფიები სისულელეა, არადა თუ დავფიქრდებით, ფილოსოფოსები ყოველთვის სიმართლეს ღაღადებდნენ, უბრლოდ მთავარი თვითმიზანი ის ჰქონდათ, რომ მათი ნააზრევი მაქსიმალურად გაუგებარი ყოფილიყო, ისეთი გაუგებარი, ბევრი ფიქრი რომ დასჭირვებოდა და რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ, ვინ ჩაეძიება ოცდამეერთე საუკუნეში საათობით თომას პეინის ''საღ აზრს'' ან პირანდელოს ფილოსოფიურ კონვენციას?
გიორგის ფრთხილად ვაშორებინებ ხელებს და ყალბად ვუღიმი. ერთმანეთის გვერდით ვსხდებით ორნამენტებიან ხალიჩაზე და ორივე თავს დივანს ვაბერტყებთ.
-არ წავალ! არ მეშინია! ვიცი, სამუდამოდ ასე ვერ ვიქნებით, მაგრამ... არ მინდა შენს მეხსიერებაში ისე დავრჩე, როგორც თავის სურვილებზე მოხტუნავე, ჩამოუყალიბებელი ადამიანი, რომელმაც მხოლოდ იმიტომ დაგტოვა პრობლემებთან მარტო, რომ მოჩვენებითი სიყვარულობანას თამაში მობეზრდა.-ვბუტბუტებ გაუგებრად და ჭერზე სიძველისგან გაჩენილ ლაქებს თვალს ვუსწორებ.
-მოდი, არ მოგატყუებ და მართლა ასეთი ხარ.-მიუხედავად ასეთი დამძიმებული სიტუაციისა სიცილს ვერ იკავებს გიორგი.
-მგონი ჯობდა მოგეტყუებინე!-სიცილში ვყვები მე.-იცი, რომ ვაკვირდები, შესანიშნავი წყვილი ვიქნებოდით, რომ არა ეს ყველაფერი...
-მაგრამ ეს ყველაფერი რომ არა, არც ვიქნებოდით.
-თუ არ ვიქნებოდით, არც ყველაფერი იქნებოდა...-ვაგრძელებ და მიკვირს, რომ ასეთ უაზრო დიალოგზე მუცლის ატკიებამდე არ ვხარხარებ.
-ყველაფრის გარეშე კიდევ...
-არაფერი?
-ხო, არაფერი!
-არ მინდა არაფერი!
-კარგი, ხო, ნუ ვიქნებით შესანიშნავი წყვილი...-დანანებით ვყრი ფარ-ხმალს, მაგრამ წამიერად წახდენილი გუნება მალევე მიკეთდება.-მთავარია ვიყოთ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ და როდამდე...
-როგორ და როდამდე...
-რა თქმა უნდა!
-ხო, ასეა!
-წყვილი? საერთოდ, ვინ მოიგონა ეს სიტყვა?
-ჩვენ წყვილი არ ვართ!
-ხო, არ ვართ!
-რა თქმა უნდა!
-რასაკვირველია!

უცნაური შეგრძნებით მეღვიძება. ფარდა ნახევრადაა ჩამოფარებული. ოთახს ლამპიონების ყვითელი შუქი მოფენია. შუაღამე თუ იქნება. მისაღების კარი ისევ ღიაა. არაფერია შეცვლილი. ყველაფერი ისეა, როგორც დავტოვე. მაშ, რამ გამაღვიძა? ან რატომ ვარ ერთიანად გაოფლილი? ის-ისაა ამ ყოველივეს შინაგან შფოთვას ვაბრალებ, რომ გარედან კაკუნის ხმა მესმის. იქ ვიღაცაა. იქ კი არა, სადარბაზოში, გიორგის სახლის კარებთან დგას და შემოსვლას ითხოვს.
საწოლიდან ისეთი სისწრაფით ვდგები, რომ ფეხი საბანში მეხლართება და იატაკზე ვვარდები. მისაღებში დივანი ჭრაჭუნებს. ნაბიჯების ხმა სულ უფრო ახლოვდება და ორი ფეხიც ჩემ წინ ჩერდება.
-ელენიკა, რა გჭირს? აქ რა გინდა?-ხმაშეცვლილი მჭიდებს მაჯებში ხელებს და მასზე მთელი სხეულით დაყრდნობილს ფრთხილად მაყენებს.
სვანეთში ნატკენი ფეხი თავს მახსენებს, მაგრამ ახლა მთელი ყურაღება შემოსასვლელისკენ მაქვს მიპყრობილი. გული ისე ძლიერად მიფეთქავს, რომ მკერდთან წვას ვგრძნობ.
-იქ... იქ...-შეძრწუნებული ვლუღლუღებ და თითით კარებისკენ ვანიშნებ.
-რა იქ, ელენიკა? მგონი რაღაც გესიზმრა... მოდი, დაწექი.-დამთბარი ტონით ჩემს დაყოლიებას და დამორჩილებას ცდილობს გიორგი და საწოლისკენ ძალით მივყავარ.
-მაგრამ იქ...-ვაპირებ ვუთხრა, რაშიცაა საქმე, მაგრამ კართან მდგომი კვლავ აკაკუნებს და ამჯერად ამის შემსწრე გიორგიც ხდება.
-დამშვიდდი და გამომყევი!-ერთბაშად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ფანჯრისკენ რომ ტრიალდება, ვხედავ, როგორი გადარეული და ფერდაკარგული თვალებით მოქმედებს.
ლაპარაკის და შეწინაამღდეგების უნარი გამქრალი მაქვს. პელოს ოთახისკან მივყავარ და მერე მის საპირისპირო მხარეს რომ პატარა კარებია, მის სახელურს კიდებს ხელს. ნეწყვს მტკივნეულად ვყლაპავ და ბნელ სივრცეს ეჭვით ვუმზერ.
-მარტო არ დაგტოვებ!-ისეთი თავდაჯერებულობით ვუცხადებ, ამ ვითარებაში განსაცვიფრებელიც რომ არის და კარებს ჩემი ხელით ვხურავ.
-ასეა საჭირო! შენ აქ დარჩები, ელენიკა!-მკაფიოდ გამოთქვამს სიტყვებს და ისე, რომ აღარაფერს მეკითხება, კარებს კვლავ აღებს და შიგნით შევყავარ.
-მაგრამ შენ...-ატირებული მაინც ვცდილობ გამოსვლას. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავტოვო მარტო. როგორც არ უნდა იყოს, არ ვიცი, ვინ დგას კარს უკან და რა აქვს გეგმაში მას. იმის დაშვებაც არ მინდა, რომ გიორგის შეიძლება რამე დაუშავონ. ამ წუთას ყველაზე მეტად მიყვარს ის და მგონია, რომ ასეთ სიყვარულს ვეღარც ვერასდროს ვიგრძნობ. საშინლად მიჭირს მისთვის ხელის გაშვება და ამ წყვდიადში დარჩენა.
-მე არაფერი მომივა, თუ შენ აქ დარჩები და... კარგად იქნები.
ხელებს შეყინულივით ვწევ უკან. ქვედა ტუჩი მებრიცება. ვიცი, ახლა მთელი ხმით ვერ ვიღრიალებ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისაა, რაც ყველაზე მეტად მსურს. გიორგი მიღიმის. ისევ ისე, როგორც მაშინ სვანეთში იმ სახლისკენ რომ მიდიოდა, რომელიც ჯორჯს ექირავებინა. მის ღიმილში ისევ სევდას ვხედავ მცირე დოზით და უფრო დიდი რაოდენობით ჩემი დამშვიდების სურვილს. მინდა კიდევ სხვა რაღაც ამოვიკითხო მის მზერაში, მაგრამ არაფერი, სულ აღარაფერი ჩანს.
კარი იხურება. მე კი აქ ვრჩები. გიორგის გარეშე.

მაშინ, როცა შემოსასვლელის მხრიდან კარების გაღების ხმა ნათლად მესმის, მიხარია, ამ სახლს თხელი კედლები რომ აქვს. ყურს კარს ვადებ და სათავსოში ისე მოთავსებას ვცდილობ, ხმაური რომ არ გამოვიწვიო.
-გამარჯობა, გიორგი!-ხრინწიანი, შხამიანი ხმა ჩემს გულშიც კი ყოფს თავს დაუპატიჟბელი სტუმარივით. მგონია, რომ მუცელში ვიღაც მიფათურებს ხელს და თან მისი მიზანია, რომ რაც შეიძლება, დიდი ტკივილი მომაყენოს.
-შემოდი.-იმდენად ეტყობა გიორგის ნერვიულობა და დაძაბულობა, რომ ძლივს ვცნობ.
აშკარაა, ჯემალი მოვიდა. ყველაფერი მართლდება, რაც მამაჩემმა მითხრა. იმედია შემდეგი მოვლენებიც ასეთი სიზუსტით არ წავა წინ. მეტისმეტი ღელვისგან მუჭი პირისკენ მიმაქვს. მთელი კანი სიმხურვალისგან მიფუთქავს და მექავება. მინდა აქედან სასწრაფოდ გამოვიდე, გიორგის დავუდგე გვერდით და ვთქვა, რომ მე ელენიკა ვარ და მედალიონს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებენ, მაგრამ წინ რაღაც მეღობება. ეს ხის თხელი კარები არ არის. არც შიში. არც ის, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. ვგრძნობ, რომ გიორგის ღიმილს ვერ გადავდივარ. მის თხოვნას თუ ბრძანებას, რომ აქ უნდა დავრჩე. ვერც მაშინ ვერ ვიძროდი ადგილიდან, როცა სვანეთში ვიყავით და ვერც ახლა. თხემიდან ფეხებამდე ვდამბლავდები. კიდურებს ვეღარ ვგრძნობ. ხმა საერთოდ აღარ მესმის და ლამისაა გავგიჟდე.
მე გიორგის თავშესაფარი ვარ! მე უნდა შევიფარო ის! ის კი არ უნდა მიცავდეს მე, თავად უნდა ვიფარავდე! თუ ახლა არ გავმოძრავდები, მეტად ვეღარასოდეს ვიხილავ მამაკაცის ღიმილს, ასე რომ, უფლება არ მაქვს, მას ვემორჩილებოდე... უნდა გამოვცოცხლდე... საკუთარ სისუსტეს უნდა ვძლიო... ჯერ თითებს ვამოძრავებ ფრთხილად, მერე მთლიანად ხელებს და ბოლოს თავისუფლად ვდგები ფეხებზეც. კარს ჩუმად ვაღებ და კედელს აკრული მივიპარები მისაღებისკენ.
-შენ ის აღარაფერში გჭირდება! პელო მკვდარია და თავადაც არ კვდები მისი ერთგულებით და მონატრებით! ეს მედალიონი ჩემს ნათლულს მე ვაჩუქე და სრული უფლება მაქვს, დავიბრუნო კიდეც.-ოთახში ბრდღვინავს ჯემალი, მაგრამ მას ჯერ კიდევ ვერ ვხედავ.
-შენი საქმე არაა ჩემი ცხოვრება და შეიგნე ეს! პელო პირველ რიგში ჩემი ცოლი იყო და მისი სიკვდილი არაფერს ცვლის! ის არ ისურვებდა, რომ შენი საზიზღარი მიზნების გამო მისი მედალიონი სხვას ჩაეგდო ხელში. საერთოდ არ ვიცი, რა დაინახა ამ მედალიონში ასეთი. პელო წმინდა იყო, ხელშეუხებელი, შენგან სრულიად განსხვავებული.-ეპასუხება მეორე მხრიდან გიორგი. შედარებით დაბრუნებია ხმა. სამალავიდან წამიერად გამოვდივარ და მის დაჭიმულ ყბებს და მოკუმულ მუშტებს ვხედავ.
-ენა ჩაიგდე!-ყვირის კაცი, წინ ნაბიჯებს დგამს და მე უკვე ვახერხებ მის დანახვას.
მელოტი, ჩია კაცია. დიდი, ბურთივით ცხვირი და პატარა პირი შორიდან განსაკუთრებით მკეთრად ჩანს. სახეზე სიბრაზისგან წამოჭარხლებულია. რამდენჯერ გამიფიქრებია, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, მაგრამ ყოველთვის მაღალი, მკვრივი, ღონიერი მამაკაცი მიდგებოდა თვალწინ. სინამდვილეში კი მას არც ჯანი აქვს და არც ისეთი აღნაგობა, მის მჭეხარე, სისინა ხმას რომ შეეფერება.
-ისწავლე, როგორ უნდა მელაპარაკო! მე შენი რიგითი მძორი არ ვარ, უამრავ ნაგავ საქმეს რომ მოგიყომარებენ ხოლმე! თავად რა შეგიძლია? არაფერი! ერთი სუნიანი ნაგავი ხარ, რომელიც დიდი ხანია უკვე ნაგავსაყრელზე წასაღებია!-თვალები უსისხლიანდება გიორგის.-პელოს ნახმარ ხელსახოცსაც კი ვერ მიიღებ, მედალიონზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია!
კაცი ასეთი დამცირებისგან თითქოს იგუდება. ადგილზე იკლაკნება და ცალი ხელი საეჭვოდ მიაქვს ჯიბისკენ...
ვკივი და იმას ვაკეთებ, რაც წესით არ უნდა გამეკეთებინა.
მისაღებში შევრბივარ და კაცის დანიან ხელს წინ ვეფარები.

-20-
ეს იმდენად რეფლექსური ქმედება იყო, გონებაში გაფანტული, აშრიალებული ფიქრები კვლავ რომ თავიანთ ადგილს იკავებენ, იმასაც კი ვერ ვხვდები, თუ როგორ ან რატომ მოვხვდი აქ. ავტომატურად ვგრძნობ მკლავზე ძლიერ მოჭერას და უკან ბანცალით ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს. თვითგადარჩენის ინსტიქტი მნიშვნელოვნად სუსტდება. ახლა იმაზე მშვიდად ვარ, ვიდრე იმ სათავსოში. იქ უფრო დაცული ვიყავი, მაგრამ სამაგიეროდ გიორგის დაცვა არ შემეძლო. მირჩევნია აფეთქების ეპიცენტრში ვიდრე, ვიდრე შორიდან ვუყურო, როგორ იქცევა ის ყველალაფერი ნაცარტუტად, რაც ჩემთვის ძვირფასია.
-ოჰ, ჩვენი გმირიც აქ ყოფილა!-ხელებს ცისკენ ცერემონიულად ღმართავს კაცი და ორგანიზმში ელვასავით მივლის მისი სიტყვები.
მშიერივით შევყურებ დანას, რომელიც სინათლეზე ელვარებს. უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის. გადმოცვენილი გუგები საშინლად მტკივდება. ვერ ვიტან ასეთ შუქს. ვერ ვეგუები. მახსენდება მამიდას ტირილნარევი ჩურჩული და...
ერთიანად ვკარგავ შემართებას, სიმამაცეს, სიძლიერეს. მეშინია ყველაფრის, განსაკუთრებით კი ამ საშინელი შუქის. ვპატარავდები, ჭიანჭველას ვუტოლდები და ახლა ესოდენ დაკარგული მაქვს საკუთარი თავის რწმენა და იმდენად დარწმუნებული ვარ ამ მდგომარეობის უსასოობაში, რომ ყველას შეუძლია ფეხი დამაბიჯოს და გადამიაროს. ცალ მხარეს ძალიან ვმძიმდები და გვერდით ვყირავდები. გიორგი სწრაფად რეაგირებს და მიჭერს.
-შენი სათქმელი უკვე თქვი, შეგიძლია წახვიდე!-გაცეცხლებულ მზერას არ აშორებს ჯემალსა და მის ხელს.
-რატომ? ჯერ ძალიან ადრეა, გიორგი. აი, როგორი მშვენიერი დამსწრე გვყავს! არ გინდა ცოტა გავართოთ? შენ_ხელით, მე_დანით! ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდა ხარ, ძლიერი, მომხიბვლელი! რთული გამოცანა არც უნდა იყოს შენთვის!-ვითომ რა გიკვირსო, წარბებს ისე ქაჩავს ზევით კაცი.-ხო, პრიზი! ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი! ვინც გაიმარჯვებს, გოგოც იმას დარჩება, როგორია?
ამ უხამსი, ამაზრზენი წინადადების აზრსა და საშინელებას მაშინ ვწვდები, გიორგი ხელს რომ მიშვებს და ჯემალს მაგიდას აჯახებს. ადგილს თითქოს ვიღაც ფეხებით მაკერებს. კაცი მხოლოდ სუსტად ღმუის და კვნესის. ეტყობა ხმაურის გამოწვევა არ უნდა. გიორგი გამეტებით უშენს მუშტებს. მანამდე ვერ ვინძრევი, ვიდრე სუფრაზე ჩამოჟონილ სისხლს არ ვხედავ. ახლაღა ვზომავ თითოეული დარტყმის ძალას. მიუხედავად იმისა, რომ თავბრუ მესხმის და თავიც ტკივილისგან მისკდება, გიორგის უკვე მერამდენედ აწეულ ხელს ვუჭერ და ისიც გამოფხიზლებული იხედება ჩემკენ. სახე მიტკალივით გათეთრებია. ძარღვები წითლად მოუჩანს შუბლზე.
-სისხლი!-ვხრიალებ და აწ უკვე სისხლით გაჟღენთილ სუფრის ბოლოს ხელს ვკიდებ.
გიორგი კიდევ ერთხელ იხედება კაცისკენ, რომელიც კვლავ კვნესის, სახე დაბეჟვია და ნესტოებიც სისხლით აქვს სავსე. ოდნავ შორდება მას და ჯემალიც დაბლა ცურდება. ახლაღა ვხედავ როგორ მოთქრიალებს მისი გვერდიდან სისხლი. ხელში ისევ დანა უჭირავს. შემთხვევით თვითონვე შეირჭო ალბათ. ვფითრდები. გიორგიც ჩემს დღეშია, მაგრამ ისეთი გამძვინვარება უფეთქავს თალებში, რომ ვატყობ, ჩადენილს არ ნანობს.
-წამოდი! არაფერი მოუვა!-ამბობს არ ვიცი, ჩემს დასამშვიდებლად თუ საკუთარი თავის დასარწმუნებლად, კარებს აღებს და სადარბაზოს სიბნელეში გავყავარ.
-სად მივდივართ?-მომხდარით გულაჩქარებული ვეკითხები.
-სადმე.-მპასუხობს წასული ხმით, ხელს მჭიდებს და კიბეებისკენ მივყავარ.

მანქანა ღამის სიჩუმეში მიჰქრის. გზა ლამპიონების შუქითაა განათებული. უკვე გავიდა დღეები, კვირები... კვლავ მირბის დრო... წამები წამებს მიყვება, წუთები წუთებს... მე კი სადღაც შევჩერდი, სადღაც გავიჭედე. გამომამწყვდია სიკვდილმა, შიშმა, უპასუხო კითხვებმა. დავრჩი უსაათოდ და მგონია, რომ ვერასდროს გავიგებ, რომელი საათია, რა დროა, რა ხდება ჩვეულებრივ სამყაროში. რას აკეთებს დედა, ჩადის თუ არა წყალი ჩემს მეზობელთან, გვანცა თუ მოვიდა ჩემთან და თუ... თუ ვახსოვარ გიორგის კიდევ...
ვზივარ მანქანაში. მძღოლის გვერდითა სავარძელზე. მესმის გიორგის აჩქარებული სუნთქვა და არ ვიცი, ვერ ვფიქრობ, რა ჯობდა. მოსაწყენი, ჩვეულებრივი ცხოვრება, დედაჩემის მიერ გარიგებული იდეალური საქმრო თუ... თუ გათენებული ღამეები, შიშში გატარებული დღეები, გადამტერებული მეგობრები, განაწყენებული მშობელი, სისხლი, ყვირილი და გიორგი? ის მოვიდა ჩემთან, თავი ჩემს თმებში ჩარგო, თავშესაფრად მიგულა და ახლა მე დავიკარგე, მე ვბოდიალობ ქუჩებში უმისამართოდ, მე არ ვიცი, სად მელოდებიან და მე მჭირდება თბილი სახლი ჩამოფარებული ფარდებით, პლედით და ვიღაცის მხურვალე გულისცემით...
მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი. ჩვენი თავშესაფარი ყველაზე ბინძური, დაუსრულებელი ამბავია, რომელშიც ყოველდღე, ყოველ დილას ერთმანეთზე საშინელი მოვლენები ხდება... ჩვენს თავშესაფარში ფანჯრები დამსხვრეულია და სიცივე სხეულში ატანს... სადაც მე ვკივი, ვწუწუნებ, რაღაცას მოვითხოვ... სადაც სულ ვცდილობ, პელოს ხაზი გადავუსვა... სადაც გიორგის უწევს დამამშვიდოს, ხელები შემომხვიოს და მითხრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება... მე სულ წასვლაზე ვფიქრობ, დაცლაზე, დაცარიელებაზე... ის ჩემთან ყოფნაზე, შევსებაზე და იმაზე, რომ შეიძლება კიდევ ვინმე წავიდეს მისგან, რომ შეიძლება კიდევ ვიღაც დაკარგოს... ჩვენი თავშესაფარი არასდროს ყოფილა სასიამოვნო და კომფორტული ადგილი და მაინც... მაინც გიორგის არასდროს მოუხურია ჩემთვის კარი! არასდროს გადაუბიჯებია ზღურბლისთვის ფეხი და არასდროს უთქვამს, უნდა წავიდეო... ის სულ იმას მიმეორებდა, რომ თუ დამჭირდებოდა, მე უნდა წავსულიყავი მისგან, რადგან იცოდა, თვითონ თუ წავიდოდა, ისევ უკან დაბრუნდებოდა... თავჩაღუნული, შორეული ხმით და სიტყვებით, არა, შეუძლებელიაო...
მან ალბათ არ იცოდა, რომ რამდენჯერაც არ უნდა წასულიყო, თავისი თავშესაფარი ისევ ისე და იქ დახვდებოდა, როგორც დატოვა...
და ძალიან მომინდა, რომ მეთქვა.
ვუთხარი კიდეც.

-შემოაბრუნე მანქანა!-ვყვირი უეცრად და მანქანის ბორბლებიც ღრჭიალით წყვეტს ტრიალს.
-რა დაგემართა?-გაოგნებული და ჩემი მოულოდნელი ყვირილით ცოტა არ იყოს შეშინებული მიტრიალდება.
-შენ დასაკარგი აღარაფერი დაგრჩა ამ მედალიონის გარდა, მე კი დედა მყავს, ახლობლები, ადამიანები, რომლებიც მიყვარს... ისინი პირველ რიგში დედასთან მივლენ! მე მასთან უნდა დავრჩე... ვერ წამოვალ.-ვუხსნი და ჯერ მარტო იმაზე ფიქრი მზარავს, რომ მე და მანანა ამ ღამით სახლში მარტო უნდა დავრჩეთ.
გიორგი ზურგით სავარძელს ეყუდება და ჰაერს ღრმად ისუნთქავს. ვიცი, რომ თვითონაც ხვდება, როგორ ეგოისტურად მექცევა. ისიც არ არის მისთვის უცნობი, რომ დედაჩემის გვერდით უფრო მეტად გაძლიერდება საფრთხე, მაგრამ მე ვერასდროს დავაყენებ საკუთარ თავს მანანაზე წინ. თანახმა ვარ, ყველაფერი გაიგოს, გვეჩხუბოს, აკივლდეს, წნევამ აუწიოს, ოღონდ არაფერი დაემართოს. ოღონდ იმ საზიზღარმა ადამიანებმა რამე არ დაუშავონ.
-შენ რომ გაგიცანი, ვფიქრობდი, მთელ სამყაროს ჩამოვაშორებ, ყველასგან გავმიჯნავ, მხოლოდ ჩემთან მეყოლება და არაფერი, აღარაფერი დაუშავდება_მეთქი, მაგრამ ახლა გზას ვერ გავაგრძელებ. განა იმიტომ, რომ ვერ გაგაკავებ? არა, იმიტომ, რომ მე გვერდით პელოს ფიტული არ მჭირდება! მხოლოდ ხელის მოსაკიდებლად უსულო სხეული არ მჭირდება... მე ვერ ავიტან, რომ შენში ელენიკა მოკვდეს, ამიტომ დავბრუნდებით დედაშენთან! აუცილებლად!
-გიორგი, მე...-გული ტკივილისგან მეკუმშება.
-შენ თავი არ უნდა იმართლო, ელენიკა! ვიცი, საშინელებაა ჩემთან ყოფნა... მუდამ ჩემი შიშებით, ფანტაზიური საფრთხეებით და ყველასგან გარიდების მცდელობებით რომ ხარ შეწუხებული, მაგრამ... მეორედ ვერ შევძლებ! მეორედ ვეღარ ვიტყვი, რომ ცხოვრება გრძელდება! ყელში ახლაც რაღაც მაქვს გაჩხერილი... ვერ ვინელებ იმას, რომ პელომ მე დამტოვა! კაცი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა! წავიდა და სულ გული მიგრძნობს, რომ ეს ვიღაცის გამო მოხდა... რომ გადარჩებოდა, სხვაზე რომ არ ეზრუნა, სხვაზე რომ არ ეფიქრა! მე არასდროს მითხოვია მისთვის მსხვერპლზე წასვლა... არც სხვას უნდა ეთხოვა! არ მინდა შენზეც ასე მოხდეს, თუმცა მე მხოლოდ ჩემთვის არ მინდიხარ... შენს ცხოვრებას ვერ დაგაკარგვინებ! იმ ადამიანებს, რომლებიც გიყვარს!-ღიმილით მიჭერს მხრებზე ხელს და ჩემს პასუხს აღარ ელოდება, ისე ბრუნდება საჭისკენ.
ძრავის გუგუნი მესმის. გული უგრძნობს, მაგრამ როგორ? ნუთუ იცის პელოს ორსულობის შესახებ და ჩემს გამოცდას ცდილობს? ნუთუ არ ღირს მისთვის ამ ყველაფრის დამალვა? როგორ შეიძლება გავიგო რა იქნება სწორი? არ მინდა სიმართლე ისევ წინ შემხვდეს, მაგრამ ადამიანები პელოს ცხოვრებიდან ყოველ ნაბიჯზე და ყოველ კუთხეში არიან. თითქოს ჩვენს შეკავებას, ჩვენში დარწმუნებას ცდილობენ... თითქოს პელოს სურს, რომ გაიგოს, სანდოა თუ არა ჩემი თავშესაფარი.
სვიტრის ქვეშ ვიღაცის ცივ, გაუხეშებულ ხელებს ვგრძნობ. უკვე მეორედ მიკაკუნებს პელოს არსებობა კარს. მე უნდა შევძლო და დავარწმუნო საკუთარ თავში. მხოლოდ ამის შემდეგ მომცემს უფლებას დავრჩე გიორგისთან და წავა იქ, სადაც მისი ადგილია...

ბინიდან ჯერ კარების გაღების ხმა, შემდეგ კი კედელთან შუქის ანთების ჩხაკუნი მესმის. კარზე ბრახუნს მაინც არ ვწყვეტ. პანიკურ შიშს ვარ აყოლილი. იმის შიშს, რომ დედა კარგად არ არის. სინათლეზე მისი სხეული რომ იკვეთება, ფეხებში ძალა მიბრუნდება. მანანას თავისი ვარდისფერი ხალათი აცვია და სახეზე ამ მოულოდნელი ზარის გამო ფერი არ ადევს. გვერდით ვიწევი. დედა გიორგის დანახვასაც ახერხებს და შეშფოთებული პირზე იტკაცუნებს ხელს.
-ეს ვინ არის, ელენიკა? აქ რა გინდა? ან... ან... საერთოდ რა ხდება?-ქოთქოთით მაყრის კითხვებს და გიორგის ეჭვიანი მზერით ათვალიერებს.
-დედა, ეს პელოს ქმარია!-ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვპასუხობ და თავს მხრებში ვმალავ.
დედა არ კივის, არც თმებს იწიწკნის, სახესაც არ იხოკავს. ეს უკვე პროგრესია, მაგრამ არც ისე მოსალოდნელი პროგრესი. გაკვირვებული ვუსწორებ თვალს და ვხვდები, რომ არც მე მიყურებს და არც გიორგის. ის სადღაც ჩვენ უკან იხედება.

[თავი 21]
მაშინ, როცა ჯორჯს ვხედავ და შიშისგან ზურგი ოფლით მისველდება, მტკივდება წარსულის მოგონებები. ის დრო, ძალიან, ძალიან ბედნიერი რომ ვიყავი ამ ადამიანთან ერთად. ის ცვლილებები მტკივდება. ის წლები, რომლებიც აღარ გამეორდება. მე ჯორჯის არ უნდა მეშინოდეს. არ უნდა მეზიზღებოდეს. არ უნდა ვოცნებობდე იმაზე, აღარასდროს ვნახო_მეთქი. ჯორჯი ჩემი მეგობარი იყო. ჩემი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ მე იმაზე არ დავფიქრებულვარ არასდროს, რომ საუკეთესო არ ნიშნავს სამუდამოს.
უემოციო მზერით მივჩერებივარ ჯორჯს, გიორგი ხელში რაღაცას რომ მაჩეჩებს და მუჭს მაკვრევინებს. გონება მინათდება. სწრაფად ვწევ დედას უკან, სახლში შევრბივარ და კარებს ვხურავ. მარტო არ იქნება. კიდევ იქნებიან. ბევრნი. დარწმუნებული ვარ, ის და ჯემალი ერთად მოქმედებენ. ხელს ვშლი და მანქანის გასაღებს ვხედავ. გიორგის უნდა, რომ დრო მოიგოს იქამდე, სანამ მე მანქანამდე მივაღწევ და მის დაქოქვას შევძლებ, მაგრამ ეს როგორ? მე არც ტარება ვიცი და არც ის, თუ როგორ უნდა გავჩნდე ბინიდან ისე ეზოში, რომ კარებით არ ვისარგებლო.
-რა ხდება, ელენიკა? ამიხსნი თუ არა?-კივის დედა და ფიქრს მაწყვეტინებს.
-მაცადე, დედა, მაცადე!-ვუყვირი მას იმისთვის, რომ ცოტა ხნით გაჩუმდეს და მზერა აივნის კარებზე მიჩერდება.
აი, კარები! სადარბაზოში გასასვლელი არა, მაგრამ...
მეორე სართული... მე მეორე სართულზე ვცხოვრობ. კორპუსი სტანდარტული არ არის. პირველსართულელებს მოშენებული აქვთ ერთი ოთახი და გადასვლას შესანიშნავად შევძლებთ. მერე კი დაბლა ჩასვლა უკვე მარტივი იქნება... მთავარია დედა დავითანხმო და მისმა გაჯიუტებამ ხელი არ შემიშალოს.
-დედა, სახლიდან ეზოში გაჩენა იმ მარშრუტით, რომელიც აივანზე გადის, ოდესმე გიცდია?-შესამზადებლად ვეკითხები დედას და არაფრის თქმას აღარ ვაცდი, ისე მიმყავს აივნისკენ.
-რას აკეთებ, ელენიკა? იქ ხომ ჯორჯია? ან იმ კაცს შენთან ერთად რა უნდა? ასე არ წამოვალ! მე შენი პატარა ბავშვი არ ვარ! დედაშენი ვარ და უნდა ვიცოდე, რა პრობლემები აქვს ჩემს ერთადერთ შვილს!-შეშინებული და ბოლოს მომხდარი მოვლენების გამო აფორიაქებული დედა ნერვიულად შლის ხელებს და ტირილს იწყებს.
მომენტალურად ვშეშდები. მისი ცრემლები მაფრთხობს. ვფიქრობ იმაზე, რომ გარეთ გიორგია და ელოდება, როდის შევასრულებ მის დავალებას... რომ საიდანღაც პელო მიყურებს და ჩემს თითოეულ მოქმედებას ზომავს... ელის, როდის დავუშვებ შეცდომას... რომ დედას ძალიან, ძალიან ეშინია და საკუთარი თავის გამო კი არა, არამედ ჩემ გამო... და ვხვდები, რომ არ არის დრო სისუსტის, დრო ატირების, ამოღრიალების... ახლა მხრებში გამართვის და ჩემი უპირატესობების გამოვლენის დროა! ეს გამოცდაა! გამოცდა, რომლისთვისაც ჩემდა უნებურად გიორგის გაცნობიდან მოყოლებული ვემზადებოდი...
-დედა, წამოდი!-უხეშად ვჭიდებ ხელს მას და აივანზე გამყავს.
ცივი ჰაერის ნაკადი სახეში მეცემა. თვალებში მტვერი მეყრება. ხელებით ვისრეს და უკან გაბრუნებულ მანანას ვუძალიანდები.
-დედა, შენი შვილის გამო, ჩემ გამო უნდა დამიჯერო, გესმის?-თითქოს ხმაზე ცეცხლი მეკიდება.-უნდა დამიჯერო! ახლავე!
მანანა სკეპტიკური მზერით იხედება მეზობლის გვერდით გამოწეული მოშენებისკენ. მერე ისევ მე მისწორებს თვალს. საბოლოოდ აშკარად ჩემკენ იხრება ღირებულებები და უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, რომ სხვისთვის სურვილების შესრულება და ანგარიშის გაწევა მონობა კი არა, სიყვარულია. ფრთხილად ყოფს ფეხს გვერდით და სანამ ტერფს ზედაპირს არ შეახებდეს, მოაჯირს ხელს არ უშვებს. მეც ზუსტად იგივენაირად ვიქცევი, რადგან ამ სიტუაციაში რომელიმე კიდურის ღრძობა ნამდვილად არ მსურს.
პირველსართულელის რკინის გისოსებით ვსარგებლობ და დაბლა ვცურდები. დედასაც ვეხმარები ჩამოსვლაში და გიორგის მანქანისკენ გავრბივარ. ჯერ მარტო გასაღებით ძლივს ვაღებ ავტომობილს, იმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, რაც წინ მელის. საჭესთან ვთავსდები, დედა კი დაბნეული არაფერს მეკითხება, ისე ჯდება უკანა სავარძელზე. ალბათ თვითონაც ხვდება იმას, რომ მანქანის პატრონის გარეშე ვერ წავალთ. მისი დუმილი წუთიერად მაშინებს, თუმცა მალევე ვიაზრებ, რომ თავის გადარჩენის შემდეგ საკმარისი დრო გვექნება სალაპარაკოდ და თავს ამაზე ფიქრისგან მაინც ვითავისუფლებ.
სადარბაზოდან ყვირილის ხმა მესმის. მანქანის დაქოქვას როგორღაც ვახერხებ და ძრავის ღმუილის ფონზე გიორგის დანახვასაც ვახერხებ. მამაკაცი კარებს აღებს, ჩემ გვერდით ჯდება და ფეხის მოუხერხებელი მოძრაობით ავტომობილის დაძვრაც გამომდის.
-შენ მხოლოდ ფეხი გეჭიროს, მე ვატარებ!-ხელებს მინაცვლებს გიორგი და საჭეს მარჯვნივ ატრიალებს.
მთავარ გზაზე დიდის წვალებით გავდივართ. თავს მაქსიმალურად ვარიდებთ ბორდიურს თუ სხვა მანქანებს.
-არავინ მოგვდევს!-მესმის უკნიდან დედის გახარებული შეძახილი და შვება ნაწილებად შლის იმ ბურთს, რომლის გამოც ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირდა.
ბნელ, შეუმჩნეველ შესახვევთან მანქანას ვაჩერებთ. მე ჩემს ადგილს ვიკავებ და გიორგი თავისას. დედისკენ რომ ვტრიალდები, მის შიშისგან და დაძაბულობისგან ანთებულ სახეს ვხედავ და მის ტუჩებზე წამიერად გადარბენილ გამამხნევებელ, ცალყბა ღიმილს მაშინვე ვრაცხავ მერვე საოცრებად.
-ახლავე მომიყევი ყველაფერი!-ხმის ამოღებისას კვლავ ეცვლება გამომეტყველება მას.
ვოხრავ, ტკივილით ვაშორებ ბაგეებს ერთმანეთს და... ვუყვები.

-ელენიკა! გაიღვიძე, ელენიკა!
ძილ-ბურანში უკვე ვხვდები, ვინც მთხოვს გაღვიძებას. მხარზე მტკივნეულად მხვდება რაღაც. სავარძელში ვსწორდები და შეშფოთებული კითხვით სავსე თვალებს ვაპყრობ გიორგის.
-სარკეში გაიხედე!-მეუბნება და დაძაბულობისგან ყბა გვერდით ექცევა.
განთიადის შუქი საშუალებას მაძლევს თავისუფლად დავინახო ყველაფერი. სარკეში ვიხედები და მასში არეკლილ ჯორჯის მანქანას რომ ვხედავ, მთელი იმედები თავზე მემსხვრევა. უკვე აღარ შემიძლია ვიფიქრო იმაზე, რომ შემდეგი დღე უკეთესი იქნება. ჩემთვის უკვე შემდეგი და წინა ერთმანეთს გაუტოლდა. ეს აღარ არის მოწყენილოისგან თავის დაღწევის გზა. ეს ახალ მოწყენილობაში შებიჯების ჟამია. ჩემს სურვილებს, ოცნებებს ყოველ წამს ხაზი ესმევა. უკვე აღარ ვიცი, ვისთვის და რისთვის ვიბრძვი. ვის ვიფარავ და ვისი დაკარგვის მეშინია.
-კიდევ?-ტუჩები მეღრიცება იმის წარმოდგენაზე, რომ ყველაფერი თავიდან იწყება.
-დამშვიდდი.-ჩურჩულებს გიორგი და თავით დედასკენ მახედებს.
მანანას ისე უშფოთველად სძინავს, რომ გეგონება ამ ქვეყნად სადარდებელი არაფერი აქვს. მეცოდება გაღვიძებისთვის, რადგან არ ვიცი, რას ხედავს სიზმარში. ვინ იცის, როგორი ბედნიერია ამ წუთებში, მე კი უნდა შევანჯღრიო და კვლავ ამ სასტიკ რეალობაში დავაბრუნო. საოცრად უსუსური ვხდები. თავს ისევ გზისკენ ვატრიალებ.
გიორგი სიჩქარეს უმატებს, მაგრამ თვითონაც იცის, რომ ვეღარსად გავიქცევით. უკვე სამი მანქანა მოგვყვება უკან. ყველაზე საშიში ხომ ის მტერია, რომელსაც არ იცნობ. მეც უფრო მეჭიმება ძარღვები. მარტო ჯორჯი რომ ყოფილიყო, იქნებ რაღაც შანსი მაინც გვქონოდა, მაგრამ ახლა სასტიკად მეწიწკნება კანი იმედგაცცრუების გამო.
წინ ზუსტად ჩვენნაირ მანქანას რომ ვხედავ, იმის გასაგებად, ტყუილად ხომ არ შემიფრთხიალდა გული სიხარულისგნ, გიორგის ირიბად გავყურებ. მამაკაცი წელში გასწორებულია და თვალს არ აშორებს ჩვენს საერთო სამიზნეს. მანქანა ერთ კლაკნილ შესახვევში რომ უხვევს, ჩვენც იგივენაირად ვიქცევით, მერე კი მაქსიმალური სიჩქარით ვეშვებით დაღმართზე. ჩვენი მანქანის ტყუპისცალი გზას წინ აგრძელებს და ჩვენ უკან გათავისუფლებული სივრცე იმაზე მეტყველებს, რომ ჯორჯიც და მისიანებიც მას გაყვნენ.
ფანჯარის შუშას ვწევ და თავს გასაგრილებლად გარეთ ვყოფ. გადავრჩით.

გზად კაფეს ვსტუმრობთ. დედა პროტესტის ნიშნად არაფერს უკვეთავს, ამიტომ მე მიწევს იმდენის შეკვეთა, ორივეს ერთად რომ გვეყოთ. მართალია იმის მერე, რაც სიმართლე გაიგო, თვალების ბრიალი არ შეუწყვეტია იმ დროის გამოკლებით, რა დროშიც ეძინა, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ასეთ ვითარებაში თავის სიჯიუტეს დაივიწყებდა. ამასთან ერთად ისიც ჩემი უპირატესობა იყო, რომ მისთვის ჩემი და გიორგის ''სხვანაირ'' ურთიერთობაზე არაფერი მითქვამს. ეს სიტუაციას გაამწვავებდა, თუმცა მანანას დაეჭვებული მზერა, რომლითაც ხან მე მბურღავს და ხან გიორგის, აშკარას ხდის, რომ ხვდება რაშიცაა საქმე და წარბებს შორისაც უფრო მკაფიო და გამოკვეთილი ხდება მისი ნაოჭი.
-დედა, შეჭამე.-საყვედურნარევი ტონით ვუღებ თეფშზე ჰამბურგერს.
-არ მინდა.-მოკლედ მიჭრის და თეფშს გვერდით აცურებს.
გიორგი უხერხული ღიმილით დებს ჩანგალს თეფშზე და სიტყვებით, ცოტა ხნით გავალო, კაფედან გადის.
-ამ კაცთან რა საერთო გაქვს, ელენიკა?-როგორც კი კარი იხურება, მეკითხება დედა.
-დედა, ხომ გითხარი... ამ სიტუაციაში როგორ შეგიძლია, რომ...-თავდაცვის ნაცვლად თავდასხმაზე გადავდივარ და ვიღუშები.
-ელენიკა, სულელი ნუ გგონივარ! ქეთის მისამართი რომ მთხოვე, მაშინვე მივხვდი ყველაფერს! რა გინდა ამ კაცთან, ელენიკა? ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მიიღო სწორი გადაწყვეტილება?-თვალები ემღვრევა მანანას.
-სწორი გადაწყვეტილება? და სწორი გადაწყვეტილება რა არის, დედა?-თავის გადარჩენის რეჟიმიდან გამოვდივარ და ხელებს მკერდზე ვიჯვარედინებ.
-ის, რომ ქვრივთან, მით უმეტეს პელოს ქმართან შენი ადგილი არ არის!-დარწმუნებით მპასუხობს დედა.
-გულს ნუ მატკენ, გთხოვ და ნუ მაფიქრებინებ, რომ ჩემი გათხოვება მხოლოდ გათხოვილის ქალის სახელის გამო გსურდა. ხომ გინდა, რომ ბედნიერი ვიყო? მომეცი უფლება, რომ ამ ბედნიერებისთვის ვიბრძოლო! მე გიორგი მიყვარს, გესმის? მიყვარს და მისი სიყვარულისთვის არ მჭირდება საბუთი იმისა, რომ სიკვდილამდე მასთან ერთად ვიქნები!-ბოლო სიტყვებს კბილებში ვცრი, ფეხზე გულნატკენი ვდგები და საპირფარეშოს მიმართულებით მივდივარ.
საპირფარეშოში შევდივარ და წყლის ნიჟარის წინ ვდგები. ცივ წყალს სახეზე ვისხამ, თავს ვწევ და სარკეში არეკლილ ჩემს თვალებს ვაკვირდები. იქ ქალს ვხედავ. ქალს, რომელმაც უკვე იცის, რა უნდა. ქალს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლოაში ბედნიერებისკენ მიისწრაფვოდა. ბედნიერებისკენ, რომელიც შესაძლოა არც არსებობდეს.
ჩემ გვერდით კარები რომ იღება, ფიქრები მეფანტება და გვერდით შემცბარი ვიხედები. საკივლელად პირს ვაღებ, საპირფარეშოში ნახევრად შემოსულ ახალგაზრდა, შავთმიან ბიჭს რომ ვხედავ, მაგრამ ის სწრაფად კეტავს კარებს და ტუჩზე საჩვენებელ თითს იდებს, არ იყვიროო.

[თავი 22]
შემოსულის მრავლისმთქმელი ჟესტის მიუხედავად მაინც ვეჯაჯგურები საკეტს, მაგრამ ის კარებს ეფარება და მეც ალმოდებულივით ვწევ ხელს უკან.
-კარს გამოეცალე!-ვუბღვერ ბიჭს, მაგრამ ის ადგილიდანაც კი არ იძვრის.
-ასე უნდა შეხვდე ბავშვობის მეგობარს?-მოულოდნელად ღიმილი ეფინება ბიჭს სახეზე.
გაოცებულს თვალები მიშტერდება. ვერაფრით ვხვდები, ვინ უნდა იყოს ეს ჭაბუკი და საერთოდ საიდან ვიცნობ მას. ბავშვობის მეგობარიც ისეთი არავინ მახსენდება. უმეტესად ჩემს ოთახში ვიყავი შეკეტილი, ვმეცადინეობდი, წიგნებს ვკითხულობდი და კლასიკას ვუსმენდი. ბიჭებთან ურთიერთობას განსაკუთრებულად ვერიდებოდი. ალბათ ბავშვობიდან მქონდა ჩანერგილი მათდამი უცნაური დამოკიდებულება.
ბიჭს მოგრძო, შავი თმა თავზე უწესრიგოდ აყრია. შუბლზე რამდენიმე ღერი აქვს ჩამოშლილი. მართალია იდეალური ნაკვთები არ აქვს, მაგრამ დარწმუნებუი ვარ, გოგონების ყურადღებას მაინც იქნება ჩვეული. სახიდან ღიმილს თითქოს ნაძალადევად აცლიან, ჩემს უჩვეულო გამომეტყველებას რომ ხედავს და ხვდება, თავს კი არ ვაჩვენებ, არამედ მართლა ვერ ვიგონებ, თუ ვინ შეიძლება იყოს.
-ხო, ვიცი, რომ მეგობრულად არ დავშორებულვართ ერთმანეთს, მაგრამ... სულ არაფერს მეტყვი?-გამტყდარი მისწორებს სევდიან მზერას და მის თვალებში საშინელ გულდაწყვეტას ვხედავ.
-მაპატიე, მაგრამ ჯერ ქალბატონების საპირფარეშოში შემოვარდი, მერე კარი ჩაკეტე, გასვლის საშუალებას არ მაძლევ და კიდევ აქეთ ნაწყენდები?-მკვახედ ვეპასუხები და წარბებს ვკრავ.
-შენ... ნუთუ მართლა ვერ მცნობ?-ეჭვიანად კითხულობს ბიჭი.-ნიკო ვარ, ნიკო.
-ნიკო? ბოდიში, მაგრამ ასეთი არავინ მახსენდება!-უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან ყოველი ჩემი სიტყვით ძალიან დიდ ტკივილს ვანიჭებ.
-თავს რატომ ისულელებ? იმის გამო... მან გაიძულა? ჩემი დავიწყება მან გაიძულა?-ხმა უწყდება ნიკოს.
-მან? კი, მაგრამ ვისზე...-ის-ისაა უნდა ვთქვა, ვისზე ლაპარაკობ_მეთქი, რომ ბიჭი წინადადების დასრულებას აღარ მაცდის, ისე ატრიალებს საკეტს და გასვლისას კარს მაგრად იჯახუნებს.
წამით გაშეშებული ვდგავარ, მაგრამ მერე მახსენდება, რომ გარეთ მელოდებიან და მათი აღელვება რომ არ გამოვიწვიო, სასწრაფოდ ვტოვებ საპირფარეშოს. უკვე შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ ყველა გადარეული მე უნდა გადამეყაროს და ისეთ სიტუაციებშიც კი, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ერთადერთხელ შეიქმნას, მაინც და მაინც მე უნდა აღმოვჩნდე. მაგიდას კვლავ მარტო უზის დედა. მოშორებით ვჩერდები, რადგან ვხედავ, როგორ დგება ფეხზე და გასასვლელისკენ მიიწევს. კარებთან გარეთ გიორგი დგას და სიგარეტს აბოლებს. აქამდე არც კი ვიცოდი, რომ ეწეოდა. ამ წვრილმანის აღმოჩენაზე მეღიმება. გაკვირვება ზენიტს აღწევს, როცა დედა გიორგის გვერდით უდგება.
კარებს ვუახლოვდები და ბართან ვდგები, რომ ვერ შემამჩნიონ. გარეთ ქარი ჩამდგარია და ხმა კარგად ისმის. მით უმეტეს მაშინ, თუ მთელი ყურთასმენა ორი ადმიანისთვის გაქვს მიპყრობილი.
არც ერთი იღებს ხმას და არც მეორე, მაგრამ ნათელია, რომ ამ დუმილით ერთმანეთთან საუბრის სურვილს გამოხატავენ. მინდა ჩავდგე მათ შორის, ორივე ჩავაბა საუბარში, მერე კი სადღაც დავიმალო და ჩუმად ვუსმენდე, თუ რას ილაპარაკებენ. საბოლოოდ დედა მაინც ვერ ბედავს ლაპარაკის წამოწყებას და კაფეში შემოდის. კედელთან ვიყუსები და მერე შემოვლითი გზით მივდივარ ჩვენს მაგიდასთან.
-ამდენ ხანს სად იყავი?-ისეთი დაბნეული მეკითხება დედა, გეგონება რაიმე დანაშაული ჩაედინა და მე ეს ყველაფერი დამენახა.
-თავს ვიწესრიგებდი.-პროფესიონალივით ვცრუობ და ყავის ფინჯანს ისეთი რადიუსით ვიყუდებ, რომ ტუჩები ნალექით მეთხუპნება.
ჩემდა სასირცხვილოდ გიორგიც ზუსტად ამ დროს აღებს კარს. ჩემს დანახვაზე ღიმილს ძლივს იკავებს, მერე კი ბარმენს დამატებით ართმევს ხელსახოცს, ჩემთან მოდის და უჩვეულოდ ალეწილი სახით მიწვდის მას.

დროებით ერთ უბრალო სასტუმროში ვიღებთ ნომერს. აზრზე არ ვარ, რას ველოდებით ან რისი იმედი გვაქვს. ამ თამაშში ისე ღრმად შევტოპეთ, რომ თუ ჯორჯი არ დარწმუნდება, მედალიონი აღარ არსებობსო, თავს არ დაგვანებებს. ახლა კი ვხვდები, რომ ჩვენსავით რაღაც ჟინი ამოქმედებს, მაგრამ თავიდან რის გამო გამიმეტა ასე, მაგაზე ვფიქრობ. იმ სიცარიელეს ვერ ვიშორებ, მისი ასეთი გაუცხოების შემდეგ რომ დამეუფლა. ნეტავ, საერთოდ აღარ მენახა და ისეთ ჯორჯად დარჩენილიყო, როგორიც გერმანიაში იყო. ლაღი, კომუნიკაბელური, უდარდელი.
სამივე ერთ ოთახში ვბინავდებით. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის არის, რომ დედა არავითარ შემთხვევაში არ მოგვცემდა მე და გიორგის ერთ საძინებელში დარჩენის უფლებას, ცალკე რომ აგვეღო მისთვის ოთახი, მაინც არ დაგვთანხმდებოდა, მე კი უხერხულ სიტუაციაში არ მინდოდა აღმოვჩენილიყავი. მეორე და ყველაზე მთავარი კი ის, რომ ახლა ერთად უნდა ვყოფილიყავით. ვინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ყველაფერს წინასწარ შემზადებული უნდა დავმხვდარიყავი.
როგორც კი ოთახში შევდივართ, დედა დაქანცული ჯდება ტახტზე და მიუხედავად იმისა, რომ ვატყობ, ჩვენი კონტროლი აქვს გადაწყვეტილი, წამებში უვარდება თავი გვერდით და ეძინება. საწოლს გადასაფარებელს ვაძრობ და მას ვაფარებ. მისი დამსკდარი, წინ გამობურცული ტუჩების დანახვაზე გულში სითბო მეღვრება. საფეთქელზე ნაზად ვკოცნი და ტახტს ვშორდები.
აივანზე პერანგისამარა გავდივარ და კარს ვიხურავ, სიცივემ დედა რომ არ გამოაღვიძოს. შეხურებულ სხეულზე გრილი ჰაერი საბანივით მედება. თავიდან ეს გრძნობა სასიამოვნოა, თუმცა როდესაც შინაგან ტემპერატურას შეყინული კიდურები წონის, ხელებს მკლავებზე მჭიდროდ ვიხვევ. შესვლა მაინც არ მინდა. ძალიან სულელური ხედია. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბუნება და თანაც მეოთხე სართული. განა რა უნდა იყოს, მაგრამ ახლა ჩემთვის ეს საუკეთესო განტვირთვაა.
ვერც კი ვიგებ, როგორ გამოდის გარეთ გიორგი. თითქოს ცხელ წყალს მასხამენ ამ სიცივეში ზემოდან, გიორგი ქურთუკს მხრებზე რომ მახურებს. ყურებამდე გაღიმებული და აწითლებული ვიხედები მისკენ. თავს შებოჭილად ვგრძნობ, რადგან ორ ნაბიჯში დედაა. გამოდის, რომ მაინც ვერ გამოვსულვარ იმ მოზარდობის ასაკიდან, მშობლის დანახვაზე და წარბის აწევაზე თხემიდან ტერფამდე შიში რომ უვლით ხოლმე.
-არ გცივა?-ისიც სხვანაირი მეჩვენება.
-არ მოგატყუებ და მციოდა.-ზმნის წარსულ ფორმაზე განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს.
-ყოველ წუთას ველოდები იმას, რომ დედაშენი მთელი ძალით გამარტყამს სილას!-ხმით იცინის მამაკაცი.
-რა? არა... სულაც არა! ასე... ასე.. რატომ ფიქრობ?-დარცხვენილი და სახეაღაჟღაჟებული ვუარყოფ მის სიტყვებს.
-ნუ ღელავ! კარგად ვიცი, როგორი ტრაგედიაა იმის გაფიქრებაც კი მისთვის, რომ შეიძლება მის შვილს რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს ჩემთან.-სივრცისთვის აქვს გასწორებული თვალი.-იმის თქმაც კი არ შემიძლია შენთვის, რომ მიყვარხარ. მთელი ცხოვრება ასეთ ადამიანთან რატომ უნდა გაატარო? თუ დედაშენი მეტყვის, რომ არ მაქვს უფლება მისი შვილის გვერდით ვიყო, დავეთანხმები, მაგრამ ვერ მიგატოვებ.
ტირილს ვეღარ ვიკავებ. ასე მგონია, თუ ხშირად არ გამიმეორებს, რომ არ ვუყვარვარ, ეს ფაქტი დამავიწყდება. ის კი თითქოს განგებ მადგამს სუსტ წერტილზე ფეხს. თითქოს იმის შთაგონება, ღრად ჩაბეჭდვა უნდოდეს ჩემთვის, რომ არაფერს მპირდება და არც არაფერს მატყუებს. ამით უფრო და უფრო მიკლავს გულს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლება ჩემი ცრემლების უპასუხოდ დატოვება და წასვლა.
წინასწარ მაგუებს ასეთ მომავალს... არაფერს გამორიცხავს! არც იმას, რომ შეიძლება შევუყვარდე და არც იმას, რომ შეიძლება ერთ დღეს უბრალოდ წავიდეს... ხელიც კი არ დამიქნიოს... ბოლოჯერაც კი არ ჩამეხუტოს...
უსიტყვოდ შევდივარ ოთახში და იმის შიშით, რომ ისიც შემომყვება, სწრაფად ვწვები საწოლში და თვალებს ვხუჭავ.
კიდევ დიდხანს ვფიქრობ ჩემზე, მასზე, ჩვენზე და ვერც კი ვიგებ, როგორ მეძინება, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს დაძინებამდე კარი აღარ შემოღებულა.

დილით რომ ვიღვიძებ, დედა ისევ ისე წევს ტახტზე, როგორც წუხელ, გიორგი კი სავარძელზე ზის და მძინარეს საცოდავად აქვს თავი გვერდით გადაგდებული. ოთახში საკმაოდ ცივა. საწოლს იმ გადასაფარებელს ვაძრობ, რომელიც მე მეფარა და მას ვაფარებ.
უჩუმრად გავდივარ გარეთ, გრძელ დერეფანს ვივლი და კიბეებს უკან ვიტოვებ. პირველ სართულზე ტელევიზორია ჩართული. დივანზე ვჯდები და სხვა საქმე რომ არაფერი მაქვს, სიახლეების მოსმენით ვკავდები. ყურადღება მაინც კიბისკენ მაქვს, რადგან გუშინდელის შემდეგ გიორგიზე ფიქრის დროსაც კი თვალები მიცრემლიანდება.
ხველა მიტყდება, ეკრანზე ნაცნობ სახეს რომ ვხედავ. ჯემალი პოლიციელებს ორივე მხრიდან ჩაუბღუჯავთ და სადღაც მიათრევენ. შიშით ვიხედები ადმინისტრატორისკენ, რამე ხომ არ შემამჩნია_მეთქი და მერე ისევ ტელევიზორს ვაჩერდები.
-ჯემალ ჭანტურია ახლა უკვე სამართალდამცველების ხელშია. ის დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა გამოძიება იმედოვნებს, რომ დამნაშავის ალაპარაკებას შეძლებენ. ის მაშინ დააკავეს, როცა არალეგალურ კაზინოში მისივე მფლობელის ცივი იარაღით დაჭრას ცდილობდა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის სხვა სახელით და გვარით სარგებლობდა რუსეთში და მისი დასჯაც მრავალი მუხლით განხორციელდება.-ასრულებს წამყვანი და კუთხეში განთავსებული ფოტოც მსწრაფლ იცვლება.
ფეხზე ვდგები და კიბისკენ მივიწევ, კართან კაფეში შეხვედრილ ბიჭს რომ ვხედავ. ეს შემთხვევა და ვითომდა მოულოდნელი ნაცნობობა ჩვეულებრივი ამბავი არ მგონია. კიბის მოაჯირს ხელს ვუშვებ და ნიკოსკენ მივემართები.

-23-
ნიკო ჯერ გამომწვევად მისწორებს თვალს, მერე კი ტრიალდება და მიდის. ამით იმაზე მიმანიშნებს, რომ უკან უნდა გავყვე. გიორგი და დედა ჯერ კიდევ არ ჩანან. გათამამებული ვედევნები ბიჭს უკან და ისიც მხოლოდ სასტუმროდან მოშორებით ჩერდება.
წინ ვუდგები და დოინჯს ვირტყამ. ველი, რას მეტყვის. იმდენად მაინტერესებს, თუ რა უნდა აქ და რა კავშირი გვქონდა ჩვენ ორს წარსულში, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ახლა იმაზეც კი არ ვდარდობ, თუ რას იფიქრებენ ჩემები, რომ გაიღვიძებენ და მე ვერ მნახავენ. ალბათ დედა ძალიან ინერვიულებს, გიორგიმ კი შეიძლება ისიც იფიქროს, რომ გავიქეცი, მაგრამ ასეთ გაურკვევლობაში მაინც ვერ დავრჩები.
-აბა, რა ხდება?-ვეკითხები ბიჭს და ხელებს დაბლა ვუშვებ.
-შენ პელო არ ხარ!-როგორც იქნა, ღერღავს თავის სათქმელს და გამჭოლ მზერას მტყორცნის.
მოულოდნელობისგან ენა მეყლაპება. როგორ ვერ მივხვდი... ასეთი სულელი როგორ ვარ... პირველად ხომ არ მოხდა, რომ ვიღაცას მიმამსგავსეს... პირველად ხომ არ მოხდა, რომ უცნობ ადამიანს სხვაში შევეშალე... განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გიორგიმ იცოდა პელოს სიკვდილის შესახებ. ნიკოს კი ეტყობა მისი ბავშვბის მეგობარი ჯერ კიდევ ცოცხალი ეგონა, დიდ მსგავსებას ენდო, საპირფარეშოში შემომყვა და გამომელაპარაკა. ალბათ, აქამდე იმიტომ ვერ ვიეჭვე ვერაფერი, ბევრი რომ არ მიფიქრია ამ თემაზე. ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ გართულების ნაცვლად სიტუაციებზე თვალს ვხუჭავ, მის გაადვილებას, წვრილმანების გაქრობას ვცდილობ. ნელ-ნელა მეც იმ აზრს ვემხრობი, რომ ადამიანმა არ უნდა იფიქროს, თუ გაგიჟება არ უნდა. ის გამონათქვამიც, ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო, მხოლოდ მათემატიკურ გამოთვლებზეა. ცხოვრებაში ყოველთვის სწორი ვერ იქნები. ზოგჯერ მეტისმეტი ყურადღება და პედანტობა უფრო მნიშვნელოვან ცნებებზე გვასმევინებს ხმას. მაგალითად, ისეთზე, როგორიცაა სიყვარული. ერთხელ აუცილებლად უნდა მისცე თავს ნება გიყვარდეს. მაინც ვფიქრობ, რომ უშეცდომობა უბედურებად არ ღირს.
-პელო არ ვარ.-ვეთანხმები და აცახცახებულ ხელებს ჯიბეებში ვიყოფ.
-სად არის?-ხმაჩამწყდარი ჩურჩულებს და თვალები ცრემლებისგან ებინდება.
-აღარ არის.-ვპასუხობ და ენას მტკივნეულად ვიკვნეტ.
ბიჭს ფერი მისდის. მოგუდულად ყვირის და სიმწრით აჭერს ტუჩებს ერთმანეთს.
-მომიყევი. გაგივლის.-გამბედაობას ვიკრებ და თვალებით მიწას ვაცქერდები.
ნიკოს სახე ეღრიცება. ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ წინ მიდის და მეც ჭოჭმანით ვაყოლებ მის ნაბიჯებს ჩემსას.

სასტუმროსთან ახლოს მიტოვებული სკვერია. მისი არსებობის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი და ჯერ კიდევ ვერ გამითვიცნობიერებია, რატომ ვენდობი ასე უცნობ ადამიანს, მაგრამ ის ფაქტად რჩება, რომ მე და ნიკო ერთ მორყეულ, საღებავგადაცილებულ სკამზე ვსხდებით და ორ ნაპირს მშვიდობიანად ვინაწილებთ. ეს ჩემი შანსია იმისა, რომ პელოს შესახებ ყველაფერი გავიგო... გიორგისა და მისი თანაცხოვრების შესახებ... მათი სიყვარულის შემდეგ... რომ საბოლოოდ გადავწყვიტო, რა მსურს და რა იქნება ყველაზე მისაღები...
-ძალიან ჰგავხარ პელოს. ყველაფერი მისნაირი გაქვს, მაგრამ არა თვალები. მასში ყველაზე მეტად ეს მიყვარდა. მოგრძო, მუქი წაბლისფერი თვალები, მუდამ ცეცხლი რომ ტყვარცალებდა მათში. შეიძლებოდა ერთხელ შემოეხედა, მაგრამ ისე გაგათბობდა, იმ სითბოს ვერასდროს მოიშორებდი.-ნაღვლიანი ღიმილით იხსენებს ნიკო.-მეხუთე კლასში რომ ვიყავით, ერთ დღეს მასწავლებელმა გაკვეთილზე შემოსვლა დაიგვიანა, ხუთი წუთის შემდეგ კი დაბალ, გალეულ ნაწნავებიან გოგონასთან ერთად შემოვიდა ოთახში. ყველამ მას მივაპყრეთ მზერა. გოგონამ ცრემლიანი თვალები აგვარიდა და გვერდით გაიხედა. მაშინ პირველად ვიგრძენი მისი დაცვის უდიდესი სურვილი. გულში დავიფიცე, რომ აღარავის მივცემდი მისი ატირების უფლებას, მაგრამ ეს ფიცი უამრავჯერ გავტეხე. მისი ფარული მცველი ვიყავი. სულ უკან დავყვებოდი იმისთვის, რომ თუ რამე გაუჭირდებოდა, დავხმარებოდი. მომენტებში თვითონაც უკვირდა, თუ როგორ გვარდებოდა ყველა ის პრობლემა, რომელიც წინა დღეს აწუხებდა, მაგრამ მერე გავიზარდეთ და მისი ცხოვრებაც უფრო გართულდა. სახლში მისი მშობლები სულ კამათობდნენ. ერთხელ დავინახე, რომ ქეთი დეიდას სახე შეშუპებული ჰქონდა. მაღაზიაში იყო ჩამოსული. ვეღარ მოვზომე და ისე მივაშტერდი, შემნიშნა. მანაც ზუსტად ისე ჩახარა თავი, როგორც პელომ მაშინ, პირველად რომ დავინახე. იმ ქალის ადგილას პელო წარმოვიდგინე და კინაღამ მოვკვდი... რომ შეიძლებოდა ისიც ვიღაცას ეცემა... მის სახეზეც დაშვებულიყო ვიღაცის მძიმე ხელი... მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს გოგო უზომოდ შემიყვარდა და რომ გათხოვდებოდა და თუ საერთოდ გათხოვდებოდა, მისი ქმარი აუცილებლად მე ვიქნებოდი.
-მაგრამ რა მოხდა?-უტაქტოდ ვეჭრები ლაპარაკში, მაგრამ მოთმენა არ შემიძლია.
-გიორგი გამოჩნდა. ე.წ. შავი, ქურდი ბიჭები ხომ გაგიგია? ხოდა ეგეთ წრეში იყო. მეც და პელოსაც ოთხი წლით გვისწრებდა. არ ვიცი, როდის და როგორ შენიშნა პირველად, მაგრამ მას შემდეგ აღარ მოშორებია. სულ უკან დასდევდა, ეჩხუბებოდა და სხვებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდა. თუ ვინმეს ზედმეტად გამოელაპარაკებოდა პელო, ერთ ამბავს უტეხდა. ეგ და მისნაირები სკოლაში არ დადიოდნენ. ერთ დღეს საერთოდ არ გამოჩენილა. პელო სახლამდე მივაცილე. იმ საღამოს მისი ძმაკაცები სადღაც დამხვდნენ და საქმის გარჩევა დამიწყეს. პელოსთან ურთიერთობას მიკრძალავდნენ. ჩემს პელოსთან!
ნიკო ჩუმდება. სახეზე ძარღვები ასკდება. თვალები ჩასისხლიანებული აქვს, უპეები კი გალურჯებული. მისი ასეთი ფერიცვალება მაშინებს, მაგრამ ცნობისმოყვარეობა მაინც აქ მტოვებს, მის გვერდით.
-ძალა არ მაკლდა, მაგრამ ისინი ბევრნი იყვნენ. ეტყობა იმ ნა*ირალამ უთხრა პელოს ეს ამბავი. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგრძენი, როგორ ჩამომშორდა ჩემთვის უძვირფასესი არსება. თავს შემგან შორს იჭერდა. ხანდახან კილომეტრებიდან გამომხედავდა და თუ მის მზერას დავიჭერდი, შეშინებული აფარებდა თავის მეგობრებს თავს. იმის წარმოდგენაზე, თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ან ეთქვა მისთვის გიორგის, გული მეგლიჯებოდა. ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ერთ საღამოს ცეკვიდან შინ მომავალს სადარბაზოსთან დავხვდი. მაშინ მეთერთმეტეში ვიყავით უკვე. პელომ ნაძალადევად გამიღიმა, მომესალმა და გვერდი ამიარა. ვკითხე, ჩვენ შორის რა მოხდა, ამ დონემდე რატომ მივედით_მეთქი. პელოს ტყუილი არ შეეძლო. თავი გააქნია და მცირეხნიანი დუმილის შემდეგ უბრალოდ ჩაიჩურჩულა, მაპატიეო. გავშრი. თვალებიდან ლიბრი რომ მომცილდა, ჩემ წინ უკვე აღარ იდგა. კიბეებზე მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა მხოლოდ.
მისი მონაყოლი სულ სხვა რამეზე მიმითითებს. ველოდი საოცარ, გულის ამაჩუყებელ სიყვარულის ისტორიას და ნიკოსგან კი ისეთი საშინელებები მესმის, ხმის ამოღების და ლაპარაის ძალაც კი აღარ შემწევს. დაბნეული და განადგურებული ვარ. როგორ ექნებოდათ პელოსა და გიორგის იდეალური ურთიერთობა, თუ პელოს ის არ უყვარდა? გამოდის, რომ გიორგიმ მომატყუა? უამრავი საბუთი რომ დამიდონ წინ, ამას მაინც ვერ დავიჯერებ. შეუძლებელია გიყვარდეს და ასე აწამებდე. მე კი იმაში დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი პელოზე გიჟდებოდა და მას ასე ვერ მოექცეოდა.
''მე არ ვიქნები შენი ვამპირი!''-გულში ნაზად მეღვრება მისი სიტყვები.
ხო, მას არ უნდა, რომ მატკინოს, რომ მომსპოს, დამალპოს. წინასწარ მაფრთხილებს, რომ თუ დამჭირდება, უნდა წავიდე. მისი ეგოისტური დამოკიდებულება ჩემდამი რაღაც ახალი მეგონა, მაგრამ თურმე ეს ავადმყოფობა წლებს ითვლის. ცდილობდა პელო ყველასგან განეშორებინა, რადგან მას არაფერი მოსვლოდა, საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ რაღაც მაინც გამორჩა. შვილი. სწორედ შვილის გამო თქვა საკუთარ სიცოცხლეზე პელომ უარი.
-სკოლა დავამთავრეთ. პელო ბანკეტზე არ ყოფილა. ორი წლის შემდეგ კი უბანში ყველამ გაიგო, რომ გათხოვდა. იქ ყოფნა აღარ შემეძლო. პელო სხვისი ცოლი გახდა. ქალი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან უნდა ყოფილიყო, სხვა კაცმა წამართვა. ჩემი ბრალი იყო. მე ვერ შევძელი მისი შენარჩუნება. სინდისის ქენჯნა აღარ მასვენებდა. ჩემი ოჯახი დავიყოლიე და ბინა გავყიდეთ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ამ ბევრი რამის შეცვლის მერე გავიგე, რომ პელო აღარ არის. ეს მის გამოა. მან მოკლა. მან აუმღვრია პელოს მისივე თვალებივით ცხოვრება.-ასრულებს ნიკო და ფეხზე დგება.
-არ მჯერა.-ვლუღლუღებ და წამომდგარი სკამს უკან საბრალოდ ვიტუზები.-გიორგის პელო უყვარდა... უყვარს!
-ვხედავ, როგორც უყვარს! უყვარს და შენთანაა, არა?-ყვირის ნიკო და იმდენად მიახლოვდება, რომ მის სუნთქვას უკვე საკუთარ სახეზე ვგრძნობ.
-მე აქ არაფერ შუაში ვარ! მე ამ შემთხვევაში უმნიშვნელო, უსარგებლო საგანი ვარ, გესმის? შეიძლება ძალიან მინდოდეს, რომ გიორგი აღარაფერს გრძნობდეს პელოს მიმართ, მაგრამ ამას ვერასდროს მივიღებ, რადგან სიყვარული არ კვდება, არც იცვლება!
-შევცდი! ბევრი ვილაპარაკე! შენ ვერასდროს გაიგებ, ვინ იყო პელო!-ზიზღით მიგდებს ბიჭი, მაგრამ მოულოდნელად გამომეტყველება ეცვლება.-მაპატიე. ზედმეტი მომივიდა, მაგრამ პელოს ადგილას შენ... საშინელებაა! საშინელება!
ბიჭს თვალებში ცრემლები უდგება და მომუჭულ ხელებს შლის.
სასტუმროში მაბრუნებს და შემდეგ უკანმოუხედავად მიდის. მანამდე არ ვაშორებ თვალს, სანამ მხედველობის არიდან არ ქრება.

საწოლზე ზურგით ვწევარ და თვალები ჭერისთვის მაქვს მიპყრობილი. შინ რომ დავბრუნდი, გიორგიმ ის ახალი ამბავი მახარა, რომელიც მე მასზე ადრე შევიტყვე. ამან წესით დადებითად უნდა შეატრიალოს მოვლენები. ჯემალს ჯორჯთანაც ჰქონდა კავშირი, ამიტომ ისიც საფრთხეში იქნება. საჩქაროდ უნდა დაბრუნდეს გერმანიაში, თორემ პრობლემები შეექმნება და მამამისსაც რეპუტაცია შეელახება.
შეუძლებელია ნიკოს მონაყოლი სიმართლე იყოს. ნუთუ გიორგიმ პელოს ცოლად გაყოლა აიძულა? ნუთუ ამდენი წელი პელო უბედური იყო? მაგრამ რაში დასჭირდებოდა გიორგის ჩემი მოტყუება? ერთი რამ დანამდვილებით ვიცი. გიორგი ასეთი არ არის. ვერც პელოს მოექცეოდა მტარვალივით. ისიც კი გულს მტკენს, რომ ახლა მასთან დკავშირებით ეჭვები მღრღნის... რომ ბოლომდე მაინც ვერ ვიხრები მისკენ. საკუთარ თავზე ამის გამო ნერვები მეშლება.
ამგვარი ფიქრებისგან საერთოდ რომ არ გადავირიო, ტუმბოზე დადებულ გიორგის მობილურს ვიღებ. აქამდე არასდროს მომფიქრებია მის მობილურში ძრომიალი, ახლა კი უცნაური ჟინი მიპყრობს. ჯერ გალერეაში შევდივარ, მაგრამ იქ საინტერესოს ვერაფერს ვპოულობ. წაშლილ დოკუმენტებში უამრავი ვიდეოა. პირველს ვირჩევ და ეკრანზეც გამოსახულება უმალვე იცვლება.
-გამარჯობა!-სუსტი, მაგრამ ხალისიანი ხმა მაშინვე იპყრობს მთელ ჩემს გონებას.
ეკრანზე მე ვარ. უფრო სწორად პელო. ყურებამდე იღიმის და კამერას ხელს უქნევს. ასე ცოცხალს და ბედნიერს რომ ვხედავ, გული მესერება, თვალები ცრემლებისგან მებინდება და ტელეფონი კინაღამ ხელიდან მივარდება.
-მე პელო ვარ! ახლა თიანეთში ვიმყოფებით! ლამაზი ადგილია, არა? მე და გიორგიმ პიკნიკზე წამოსვლა გადავწყვიტეთ!-ღიმილით აღნიშნავს პელო და უცებ იღუშება.
-გიო, გიორგი, მოდი, რა! მერე რა, რომ კამერა არ გიყვარს! სიბერეში ჩავრთავთ და ერთად ვუყურებთ! მოდი-ი-ი!-საყვარლად წელავს სიტყვას და წამიერად ეკრანი ბნელდება.
-თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთან, ასე არ არის, ჩემო მუჰამედო?-ისმის პელოს კითხვა და მისი კისკისი, შემდეგ კი სიშავე ქრება და ეკრანზე გორგი და პელო ერთად ჩნდებიან.
-პელო, ნუ ცუღლუტობ! მწვადი დაიწვება!-სიცილშერეული ტონით ცდილობს მის თავიდან მოცილებას გიორგი. სახეზე მასაც ბედნიერი ღიმილი აქვს გამოსახული. ისეთი, მე რომ არასდროს მინახავს.
-უჯიშო ხარ, გიო, უ-ჯი-შო! წუთით მაინც, რა! გთხო-ოვ...-ეშმაკური ღიმილით ლამობს მის მოსყიდვას გოგონა.
გიორგი უცებ მის ზურგზე აცურებს ხელს და თმიდან რეზინს ხსნის. პელო თეატრალურად ოხრავს და საყვედურნარევი მზერით უყურებს ქმარს.
-რამდენჯერ აგიხსნა, რომ გაშლილი თმა უფრო გიხდება?-ნიშნისმოგებით ეკითხება გიორგი და ხმამაღლა ხარხარებს.
-ოჰ, ვიდეო გამიფუჭე, საზიზღარო!-ბუზღუნებს პელო, ერთსაც ვითომ დანანებით უღიმის კამერას და ვიდეო სრულდება.
მობილურისთვის ხელები მეშვება. მსხვრევის ხმა რომ არ მესმის, წარბებშეკრული ვიხედები დაბლა. მობილური საწოლზე დავარდნილა. რომ დამსხვრეულიყო, ალბათ გულს მოვიოხებდი, მაგრამ წაშლილი და მეხსიერებაში კვლავ დარჩენილი ვიდეოებიც იმის დასტურია, რომ ფეხს ყოველთვის პელოს ნაკვლალევში ჩავდგამ. თვალს როგორც კი ვახამხამებ, ტირილი მსკდება. ვტირი, ვქვითინებ, ვყვირი. თითქო ერთი სამყაროდან მეორეში ვიძირები. ამდენ პელოს ვეღარ ავიტან. ამდენ სიყვარულს და ამდენ უსიყვარულობას. ჩემი თავშესაფრობის სეზონი სრულდება.

-24-
დედამ და გიორგიმ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახეს, ჯერ დამამშვიდეს, მერე კი კითხვებზე პასუხების გაცემას მთხოვეს. სამწუხაროდ, არაფრის თქმა არ შემეძლო. გაშეშებული ვიჯექი სავარძელში და ჯერ კიდევ ნათლად ჩამესმოდა პელოს ხმა. მკვდარივით გაყინული მქონდა ხელები და უკვე მეგონა, რომ მეც გიორგის ცოლის გზაზე მივდიოდი.
დედა დაძინებამდე თავიდან აღარ მშორდება. თვალს არ ვაცილებ გიორგის მობილურს. ერთი სული მაქვს, როდის დავრჩები მარტო და სხვა ვიდეოებს ვნახავ. თითქოს განგებ ვაყენებ საკუთარ თავს ტკივილს. მანამდე არ გავჩერდები, სანამ ყველა მათგანს ბოლომდე არ ვუყურებ და არ დავრწმუნდები, რომ ის ბედნიერი იყო. ბოლო უნდა მოვუღო ნიკოს ტანჯვას და ჩემს ეჭვებს. აღარ უნდა ვაცეცებდე თვალებს გიორგის დანახვაზე და მისი ჩემი სასირცხვილო ფიქრების გამო არ უნდა მერიდებოდეს.
-თქვენ დაიძინეთ. მე არ ვწვები. ელენიკას ყურადღებას მივაქცევ.-რაც შეუძლია, თავშეკავებულად და თავაზიანად ეუბნება გიორგი დედას.
ვფხიზლდები და დედის რეაქციას ვაკვირდები.
-არც მე არ მეძინება! ჩემს შვილთან მე უნდა ვიყო! მაპატიე, მაგრამ შენ ამას ვერ მიკონტროლებ!-უკმეხად პასუხობს მანანა და სკამს უფრო ახლოს აჩოჩებს ჩემთან.
ახლა მათი გაშველების თავი არ მაქვს. თვალებს ვხუჭავ. ძილის სურვილი უფრო და უფრო მიმძაფრდება. კარგი იქნებოდა ახლა თბილი საწოლი და უდარდელი სიზმრები, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა. უკვე დიდი ხანია სიმშვიდე დავკარგე. დედა საწოლზე გადასვლას მთავაზობს, მაგრმ უარს ვეუბნები. განძრევა არ შემიძლია. მირჩევნია ასე უხერხულად მედოს გვერდები.
მორფეოსი თითქოს იავნანას მიმღერის და ახალშობილივით მარწევს.
მეძინება.

ლაპარაკზე მეღვიძება. თავიდან ვერ ვხვდები, ვინ ვისთან საუბრობს, მაგრამ ალტერეგო მკარნახობს, რომ თვალები არ უნდა გავახილო. ყურებს ვცქვეტ და ამ ყველაფრის იდუმალებაში მაშინ ვრწმუნდები, დედის სიტყვებს რომ ვარჩევ:
-ელენიკა ჩემი ერთადერთი შვილია. ვიცი, რომ ჰგონია მისი არ მესმის, მაგრამ ასე არაა. ძალიან კარგად ვხვდები, რას გრძნობს. მეც ასე მიყვარდა, ოჯახს არ დავუჯერე და გავთხოვდი. ამით არაფერი მომიგია. არ მინდა ელენიკაც დაისაჯოს. თუ ოდნავ მაინც ძვირფასია შენთვის, გაუშვი. ან აიძულე წავიდეს.
-ელენიკას არავინ იჭერს. თუ მოუნდება, წავა.-მშვიდ, ჰარმოინიულ ხმაში გიორგის ამოცნობა რთული არაა.
-ელენიკა სულელია. ასე რომ არ იყოს, ერთ დღესაც კი არ გაატარებდა შენთან ერთად. არ მინდა გვიან მოეგოს გონს.-თხოვნაზე გადადის მანანა.-ცუდად ნუ გამიგებ, გიორგი, მაგრამ მეშინია... სუსტია, ტკივილს ვერ გაუძლეს! განშორების დაღს ვერ აიტანს! შენც ხომ იცი, რომ თქვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. რატომ ექცევი ასე?
-მე ის ვიცი, რომ ჩემით ვერ გავუშვებ. სიყვარულს ვერ შევფიცებ, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩემთვის ძვირფასია. ნუ გგონივართ მონსტრი. შევეცდები გული არ ვატკინო. ყველანაირად.-უხსნის გიორგი.
მთელი სხეული მითბება. მისთვის ძვირფასი ვარ. ისეთი ძვირფასი, რომ გულს არ მატკენს. აჟიტირება მიპყრობს. ფეხის თითები დაბუჟებული რომ არ მქონდეს, წამოვხტებოდი და ხტუნვას დავიწყებდი.
-შეეცდები, შეეცდები! შეეცდება! შენ გგონია ცდაა მთავარი? მე ახლა მხოლოდ ელენიკაზე ვფიქრობ!-აღელვებისგან უკვე აღარ ჩურჩულებს დედა.-ხო, ეგოისტი დედა ვარ, არ გაგიკვირდეს! დედაჩემიც რომ ასე მოქცეულიყო, დღეს ბედნიერი ვიქნებოდი!
-რადგან თქვენი ცხოვრება ასე წარიმართა, ნუ ხართ დარწმუნებული, რომ ელენიკას მეც ასე უნამუსოდ მოვექცევი! რომ არ ვიყო დარწმუნებული, ელენიკასთან პელოს გამო არ ვარ_მეთქი, გვერდით წამითაც არ გავუჩერდებოდი! ასე არ არის და მგონია, რომ ამას თქვენც ხვდებით, მაგრამ რატომღაც არ აღიარებთ.-უკვე ახლოდან მესმის გიორგის ხმა და ვგრძნობ, როგორ მაშტერდება სახეზე.
დედა დუმს. გამოდის, რომ გიორგი არ ცდება, მაგრამ მანანა მაინც ცდილობს ჩვენს დაშორებას. მუცელი მეჭიმება. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და ამაზე ფიქრი არც მინდა.

მეორე დღეს ისე ვიქცევი, ვითომც არაფერი გამიგონია. დედა გაბუტულივით იქცევა. არაფერს ამბობს და საჭმელსაც ჩვენთან ერთად არ ჭამს. ვხვდები, რომ ფიქრობს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ალბათ, მანამდე ვერ გავიგებ, თუ რას გრძნობს ახლა, სანამ მეც დედა არ გავხდები. შვილებს ხომ გვგონია, რომ მშობლები ყველაფერს აზვიადებენ. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ძალიან დიდი პატივია, ვიღაც კონკრეტულ ადამიანს იმდენად რომ უყვარხარ, რომ შენს გარშემო მომხდარ მოვლენებს განსაკუთრებით გაზვიადებულად აღიქვამს. სწორედ ამიტომ აგრესიით არასდროს მიპასუხია მისი გადამეტებული მზრუნველობისთვის. ჩემს ცხოვრებაშიც ხშირად ჩარეულა და თან ძალიან უხეშადაც, მაგრამ დროის განმავლობაში ეს იმის დასტურად იქცა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიყავი.
თვალი ისევ გიორგის მობილურზე მიჭირავს. ვერ ვისვენებ. მინდა კიდევ გავაცოცხლო პელო. ის პელო, რაღატომღაც მისი ვიდეოები მამაკაცმა რომ წაშალა. საუზმეს მალე ვასრულებ და მაგიდაზე დადებულ მობილურს მალულად ვიპარავ. სწრაფად ვბრუნდები ოთახში და შიშით ვრთავ შემდეგ ვიდეოს.
ეკრანზე გრძელი დერეფანი ჩნდება. მისი ბოლო ნელ-ნელა ახლოვდება. ნაცნობ კარებს ვხედავ. იმ საძინებლის კარებს, რომელშიც ერთხელ უკვე ვიყავი. ის, ვინც ვიდეოს იღებს, კამერას თავისკენ ატრიალებს და პელოს ვარსკვლავებივით გაბრწყნებულ თვალებს ვხედავ.
-აბა, თუ იცი, დღეს რა დღეა? ხო, დღეს გიორგის იუბილეა! ჩემი გიორგის! ორი წლის წინ ზუსტად ამ დროს ცოლობა მთხოვა! ორი წელი გავიდა... ორი წელი, მე კი თავს ისე ვგრძნობ, როგორც ზღაპრის გმირი! არ არის ღირსი, რომ დაბადების დღე პირველმა მივულოცო და გემრიელი საუზმეც მივართვა? არის! არ შეიძლება ეს მშვენიერი დილა სადმე რომ არ დარჩეს... შენი მოვალეობაც სწორედ ესაა!-ჩურჩულით ელაპარაკება კამერას და შემდეგ ისევ ატრიალებს მას.
ვხედავ, როგორ ეჭიდება მისი გრძელი, წვრილი თითები სახელურს. კარებს აღებს და ჩუმი ნაბიჯებით შედის საძინებელში.
ის საწოლი, რომელსაც მე რომ ვნახე, გადასაფარებელი ეფარა, არეულია, საბნის ქვეშიდან კი ვიღაცის გაბურძგნული თავი მოჩანს.
-სურპრიზიიი!
ხმამაღალ შეძახილზე საწოლზე ვხტები. უცნაური შეგრძნება ჩემს მთელ სხეულში იმპულსებს ბადებს. თვალებდახუჭული ვიხედები კარებისკენ. წამწამებს ძრწოლით ვაშორებ ერთმანეთს და კინაღამ აქვე ვლევ სულს.
შემოღებულ კარებთან გიორგი დგას.
ის გიორგი, რომელმაც ცოლობა პელოს თავის დაბადების დღეზე სთხოვა.
ის გიორგი, რომელიც პელოს ძალიან უყვარდა.
ის გიორგი, რომელიც ძალიან ბედნიერი იყო.
და ის გიორგი, რომლის თავშესაფარიც მე ვარ.

-25-
გიორგი წამებში მგლეჯავს ხელიდან მობილურს და აცახცახებული თითებით ჯინსის შარვლის უბეში იტენავს. მიყურებს და თვალს არც კი ახამხამებს. საფეთქლებში რაღაც მტკივნეულად, მწარედ მიხტუნავს. ტანსაცმელი ძალიან ვიწრო მეჩვენება. მინდა ყველაფერი შემოვიგლიჯო და თავისუფლად ვისუნთქო, მაგრამ თან ვიცი, რომ ეს სულაც არაა სამოსის ბრალი.
-გიორგი, არ მინდოდა.-თავს ვიმართლებ და აცახცახებული მხრების დამორჩილებას ვცდილობ.
-გინდოდა, ელენიკა, გინდოდა! გუშინვე შეგატყვე, რაც გჭირდა! შეწყვეტ თუ არა პელოს ცხოვრებაში ქექვას? რატომ არ შეგიძლია მენდო? ჩვენს ურთიერთობას ყველაზე მეტად პელო კი არა, შენ უშლი ხელს!-არ მიბრალებს მამაკაცი და ყველა საშინელება ერთად მემხობა თავზე.
-ჩემი დადანაშაულება ადვილია, არა? ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე, თუ რას ვგრძნობ? ხო, კარგია ჩემი გაკრიტიკება! შენ ამბობ, რომ ყველაფერს ხვდები, იცი, რასაც განვიცდი, მაგრამ ცდები! ვერასდროს გამიგებ, რადგან არ გიყვარვარ!-ტონს ვეღარ ვზომავ, ისე ვუკივი და განადგურებული ვეხეთქები საწოლზე.
მთელი შიგნეულობა მტკივა. მუცელზე მჭიდროდ ვიხვევ ხელებს. მთელი ამდენი ხნის ნაგროვები ამოვხეთქე. ყველა საყვედური, სევდა თუ გაბრაზება. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ნამსხვრევებად გაფანტული, დასერილი და გამოფიტული. მგონია, რომ ახლა მოვა... აი, ახლა... ჩამეხუტება... მაჯებზე ხელებს მომიჭერს, მაგრამ ის არ მოდის... იმიტომ, რომ არ ვუყვარვარ! ხო, მე ყველაზე საშინელი არსება! ადამიანი, რომელიც იმაზე ოცნებობს, რაც არასდროს ეღირსება... რაც არასდროს აუსრულდება... რისი ღირსიც შესაძლებელია არც არის!
-არ მქონდა უფლება, ელენიკა, რომ ასეთ დღეში ჩამეგდე... ჩემ გამოა, ახლა ასე უბედურად რომ გრძნობ თავს! ჩემ გამოა, რომ ტირი... რომ სულ რაღაცაზე ნერვიულობ... წესით არც უნდა მენახე! ერთხელაც არ უნდა მომეკრა თვალი, მაგრამ არ ვიცი, რატომ... არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში წესით და რიგით არაფერი ხდება!-თავჩახრილი ბუტბუტებს გიორგი.
თავს ზევით ვწევ და მის თვალებს ვეჩეხები. ისე უნამუსოდ, უსულგულოდ მიყურებს, რომ იმის შეგრძნება მიჩნდება, მატყუებს და სინამდვილეში საერთოდ არ წუხს_მეთქი. მთელი სახე ცრემლებისგან მაქვს სველი.
პელოს გამო.
პელოს გამო ვცდები ყოველ ჯერზე.
ვუბედურდები უფრო და უფრო. ქარი ერთი სულის შებერვით მანგრევს, ნალეწებად მაქცევს და ეს არ მოასწავებს არაფერს კარგს.
მხოლოდ ერთადერთი აზრი მიტრიალებს თავში. რომ ყველაფერი უნდა ვიცოდე. რომ შემდეგ ნაბიჯზე ისევ არ წავიქცე.
ვუყურებ კაცს, რომელიც ამ წუთას პირველად მეზიზღება.
რომლის ყურების დროსაც ყველაფერი მიგრძვნია ზიზღის გარდა და ვრწმუნდები, რომ ფიქრის დრო აღარაა.
გამშრალ ტუჩებს ენით ვისველებ და ვბედავ.
-ვინ იყო ნიკო? ვიდეოში პელომ ახსენა. მიპასუხე, ვინ იყო?-ურცხვად ვიტყუები და სადღაც მის უკან ვიხედები.
გიორგი ფერს კარგავს. ცხადია, ჩემგან ამ კითხვას არ ელოდებოდა. ტყუილის ეს ვარიანტი იმიტომ ავარჩიე, რომ დაწმუნებული ვიყავი, იმდენი ვიდეოდან ყველა ზეპირად არ ემახსოვრებოდა და ამასთან ერთად ნიკოს ხსენება იმდენად დააბნევდა, რომ ვეღარც ღრმად ჩამეძიებოდა.
-ეს შენთვის საინტერესო ნამდვილად არ იქნება. ჩვენ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობდით.-თავშეკავებულად მპასუხობს და ნიკაპზე ხელს ნერვიულობის დასაფარად ისვამს.
-არ ვლაპარაკობდით, მაგრამ ახლა ვლაპარაკობთ, გიორგი. ბევრ რამეში ვცდები, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, ყველა გზას პელოსთან მივყავართ. ეს ბედის ირონიაა ყოველგვარი მისტიკის გარეშე.-სარკასტული ღიმილით ვიჩეჩ მხრებს და არც კი ვიცი, ეს სარკაზმი ვისკენაა მიმართული.
-ფილმებში ალბათ ხშირად გინახავს ის მომენტი, ქორწილის დროს რომ კითხულობენ, ვინმე ხომ არაა წინაამღდეგიო და ბოლო წამებში ვიღაც რომ იძახის, მე ვარო.-ისე უინტერესოდ იწყებს თხრობას, რომ ვერ ვხვდები, რა შუაშია ეს პელოსთან.-ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი და პელოს ქორწილის დღესაც ასე მოხდებოდა, მაგრამ მოხდა და იცი, ვინ იყო ეს ადამიანი? ნიკო. პელო უყვარდა. პელო, რომელიც სულ ისე უყურებდა, როგორც მეგობარს. ქეთი მკაცრი დედა იყო, პელოც მუდამ თავდაჭერილობით გამოირჩეოდა. თავიდანვე შევატყვე, რომ ჩემთან ყოფნა სიამოვნებდა, მაგრამ ის იდიოტი უკან დაგვდევდა. პელო ბევრს უყვარდა, მაგრამ არავინ ასე თავხედურად არ მოქცეულა ჩემთან. პელოს ვუთხარი, რომ ნიკო მას მხოლოდ მეგობრად არ თვლიდა. გაბრაზდა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობო, მითხრა, მაგრამ შევატყვე, რომ თვითონაც გრძნობდა რაღაცას მისგან. ეჭვები გაუძლიერდა და ნელ-ნელა ნიკოს ჩამოშორდა. მაგას ეგონა, რომ მე ავუკრძალე მასთან ურთიერთობა პელოს, არადა თვითონ იკავებდა თავს. მხოლოდ იმიტომ, რომ თავს იდანაშაულებდა. თვლიდა, რომ თუ ნიკო დაიტანჯებოდა, ეს მისი ბრალი იქნებოდა. როცა ცოლობა ვთხოვე, უარი მითხრა. თურმე იმიტომ, რომ ნიკო გაიგებდა და შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა. გავცოფდი. ის ჩემზე წინ იმ ბიჭს აყენებდა, რომელიც მასზე გაგიჟებით იყო შეყვარებული. ბოლოს მაინც შევძელი დამეყოლიებინა. გავიდა დრო, მაგრამ ხშირად ვხედავდი თვალცრემლიანს. ბავშვობის ალბომს რომ გამოიღებდა, ტირილს იწყებდა. ამიტომაც ვცდილობდი მის დაფარვას. ყველას შეეძლო მისი მოტყუება, მისი გამოყენება. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. არ მინდოდა დამეკარგა, მაგრამ მაინც... მაინც დავკარგე.
-ღმერთო, აი, თურმე რატომ... აი, რატომ...-გაოცებას ვერ ვმალავ, მაგრამ მოგონილი ტყუილი რომ მახსენდება, ვჩუმდები.
-რაზე ლაპარაკობ?-ეჭვი უჩნდება გიორგის, მაგრამ, საბედნიეროდ, კარზე კაკუნი ისმის.
საჩქაროდ ვიწმენდ ცრემლებს და ოთახშიც დედა შემოდის.

სახლიდან ასე დაუგეგმავად წამოსულებს ბევრი რამ გვჭირდება, ამიტომ საჭირო ნივთების საყიდლად სასტუმროსთან ყველაზე ახლოს არსებულ სუპერმარკეტში მანქანით მივდივართ. გზად გარემოს ვაკონტროლებ. დაფეთებულს მეშინია, ვინმე არ გამოგვედევნოს კვლავ, მაგრამ თუ საღ გონებით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ჯორჯს ჯერჯერობით გამოჩენა არ უნდა ჯემალის გამო, მაგრამ ასე უბრალოდ რომ არ დაიკარგება, მაგაშიც დარწმუნებული ვარ. უკვე მომბეზრდა მალვა და სასტუმროში ცხოვრება. ცუდი ისაა, რომ არც კი ვიცი, როდის ჩადგება ყველაფერი წესრიგში.
სუპერმარკეტში რომ შევდივართ, ვიყოფით. თითოეული სასურველი განყოფილებისკენ მივეშურებით. პატარა კალათას ვავსებ და სალაროსკენ ვტრიალდები. ის-ისაა ჩემი რიგი მოდის, რომ შემზარავი კივილი მესმის და თმის სურნელოვანი შამპუნი ხელიდან მისხლტება.
-მიშველეთ! ანა! ანა! გონს მოდი, შვილო...-ისე ღრიალებს ვიღაც, გეგონება გული ამოგლიჯესო.
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და იატაკზე ჩაკეცილ პატარა გოგონას ვხედავ, რომლის თავიც გრძელთმიან ქალს უჭირავს და განწირული კივის. უფრ მეტად რომ ვუახლოვდები მათ, ხალხიც მაშინ იწყებს ჩოჩქოლს. ბავშვს თვალები დახუჭული აქვს და სავარაუდოდ გონზე არ არის. ვერაფრით ვფიქრობ, თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა. სწორედ ამ დროს იქვე გიორგისაც ვლანდავ და მისკენ მივიწევ.
-ხალხი არ ხართ? დამეხმარეთ! შვილი მიკვდება!-სიძულვილით ავლებს თვალს გარ შემოხვეულ ადამიანებს სასოწარკვეთილი დედა და შვილს ძლიერად აჯანჯღარებს.
ვიღაც ჯიბიდან მობილურს იღებს და სასწრაფოში რეკავს. ამასობაში დედაც მოდის ჩვენთან. თვალებში ცრემლები უდგას. ხუთიოდე წუთი უაზრო კითხვებსა და სასწრაფოს მოლოდინში გადის. გოგონას კი უფრო და უფრო ულურჯდება სახე. მასთან ერთად მეც მიძნელდება სუნთქვა. გიორგის მკლავზე ვეჯაჯგურები და ჩემკენ ვახედებ.
-სასწრაფო იგვიანებს! არ ვიცით, ამ ბავშვს რა სჭირს... დახმარება სწრაფად უნდა აღმოუჩინონ!-ვჩურჩულებ და ისიც უთქმელად ხვდება, თუ რისი თქმა მინდა.
-გამატარეთ! საავადმყოფოში ჩვენ წაგაყვანინებთ. მანქანით ვართ.-ამ სიტყვებით იკვლევს ხალხში გზას გიორგი, ბავშვს ხელში იყვანს და ქალიც ოდნავ დაიმედებული, გაფართოებული გუგებით მოყვება უკან.
-თანდაყოლილი გულის მანკი სჭირს. აქაც გავუკეთეთ ოპერაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო თანხა ბოლომდე ვერ შევაგროვეთ. სახელმწიფოთ დაგვეხმარა, მაგრამ... ფულის ყველა შესაძლო წყარო ამოვწურეთ! ჩემი შვილი უნდა გადარჩეს! ვერ გადავიტან! მეც მოვკვდები!-ნერვიული ლაპარაკით მისდევს წინ გაჭრილ გიორგის ქალი, მე და დედა კი შეძლებისდაგვარად მივსდევთ მათ.
როგორც კი ვსხდებით, გიორგი მანქანას მსწრაფლ წყვეტს ადგილს.
გოგონას წამიერად ვავლებ თვალს და მერე ისევ ფანჯრისკენ ვბრუნდები. ახლა მხოლოდ ერთი აზრიღა მიტრიალებს თავში. ეს პატარა ანგელოზი უნდა გადავარჩინოთ!

განათებულ, გრძელ დერეფანში გიორგი ბოლთას სცემს. სკამზე ვზივარ და თავი მანანას მხარზე მიდევს. გული მისკდება იმის შიშით, რომ ახლა, აი, ახლა გამოვა ექიმი და იტყვის, რომ დავიგვიანეთ. აქამდე დრო ჩქაროსანი მატარებელივით მიჰქროდა, ახლა კი საშინლად იწელება და საუკუნეს ემსგავსება.
შავთმინი ქალი კედელთანაა ჩაკეცილი და მუხლებში თავჩარგული ქვითინებს. მისი დამშვიდება არ მიცდია. ვიცოდი, მეც ტირილი ამომსკდებოდა. ამბობენ, ფულზე არაფერია დამოკიდებულიო, ბედნიერებას ვერ განსაზღვრავსო, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ფულია ყველაფრის თავი და თავი. აი, ამ ქალს, ახლა რომ ვუყურებ და მის აკანკალებულ მხრებზე ცრემლები მადგება, ფული რომ ჰქონდეს, აღარ მოუწევდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა მისი შვილი მეორე დღეს ცოცხალი აღარ ყოფილიყო. ფული რომ ჰქონდეს, იმ ლამაზ გოგონასაც არ წაუვიდოდა გული. ისიც ისეთივე ლაღი და უდარდელი იქნებოდა, როგორც სხვა ბავშვები, მაგრამ ასე არ არის, რადგან ფული არ აქვთ. ამიტომ. სწორედ ამიტომ.
ჩემ გვერდით კარები რომ იღება, ავტომატურად ვდგებით ფეხზე. გიორგი პირველი მიდის ექიმთან. თეთრხალათიანი, თმაშევერცხლილი კაცი თვალს გვარიდებს. გული ხმაურით მიცემს. ყურებში რაღაც მიგუგუნებს.
-პაციენტის მდგომარეობა ძალიან რთულია. თუ მალევე არ მოაგროვებთ ოპერაციის ფულს, ვითარება უფრო დამძიმდება. საფრანგეთში ფრენა უახლოეს დღეებში უნდა დაიგეგმოს, თორემ შემდეგ მგზავრობაც საფრთხე გახდება მისთვის.-სერიოზული, ჩამუქებული თვალებით გვიხსნის ექიმი, გვერდს ხალათის ფრიალით გვაქცევს და დერეფნის ბოლოში უჩინარდება.
ქალი კვლავ ტირილს იწყებს. როგორღაც ცრემლებს ვიკავებ. სხვა თუ არავინ, მე მაინც უნდა ვიფიქრო ცივი გონებით. ჯერ კიდვ არსებობს შანსი იმისა, რომ იმ პატარა ანამ, დღეს რომ პირველად ვნახე, იცოცხლოს და მე არ ვაპირებ ამ შანსის ხელიდან გაშვებას.

-26-
გაბრუებულები ვბრუნდებით სასტუმროში. სამივეს გონება იმ პატარა ბავშვსა და მის იმედგადაწურულ დედას დატრიალებს. ქალმა წამოსვლის წინ ლაპარაკში წამოროშა, რომ მარიამი ერქვა. უპეები საშინლად ჰქონდა გასიებული და გამობერილი. თვალებიდან ძლივს იხედებოდა. გულში რაღაც ჩამწყდა. ახლა მთელი ღამე ამაზე უნდა მეფიქრა, თითქოს სადარდებელი მანამდე მაკლდა.
გიორგის ნორმალურად არ ველაპარაკები. იმას ვერ ვპატიობ, რომ ყოველთვის ხვდება, რა მწყინს და რა მტკივა და თითქოს განგებ სულ ასე იქცევა. მიფრთხილდება, მაგრამ ამას რომ აკეთებს, უფრო მწარედ მახსენებს ჩემს მდგომარეობას. ვიცი, რომ თუ მე არ შევცვალე რამე საკუთარ თავში, ისე არაფერი გამოგვივა, მაგრამ ჩემი ვერც ერთი ცდა შედეგს ვერ იღებს.
რომ ვაკვირდები, ჩემი გრძნობა მისდამი რაღაც მხრივ პლატონურია. მართალია მის დანახვაზე მთელ ორგანიზმში რაღაც უცნაური ხდება და ჩვენ შორის აღძრულ ლტოლვასაც ხშირად ვერ ვუდგები წინ, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაში იმ დოზით არ ხდება, როგორაც წარმომედგინა. გამუდმებით მასზე ვფიქრობ, მრავალი ისეთი მომენტი მიდგება თვალწინ, პომიდორივით რომ მაწითლებს, თუმცა ყოველთვის შორს ვიჭერ მისგან თავს. ესეც ერთ-ერთი სიგიჟე ჩვენი კავშირისა. ბოლოს და ბოლოს ვრწმუნდები, რომ ნორმალურს ვერაფერს ვეღირსები, თუ მასთან დავრჩები.
საზიზღარი ამინდია. წვიმს. ყინავს. დეკემბრის ბოლო დღეები ძვალ-რბილში ატანს. მალე ახალი წელი მოგვიკაკუნებს კარს. მერე შობა და სხვა დღესასწაულებიც ისევე, როგორც წინა წლებში, მაგრამ არაფერი იქნება იგივენაირად. არა, შეიძლება ისევ დედასთან შევხვდე თორმეტ საათს, პირველ იანვარს და შემდეგ დღეებსაც, მაგრამ ყოველ წუთს გიორგიზე ფიქრში გავატარებ და ეს სულაც არ მომანიჭებს სიამოვნებას სხვა შეყვარებული ადამიანის მსგავსად. გამიგია, სიყვარულს ტანჯვაც მოაქვსო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ალბათ, ''ც'' ნაწილაკი ბედნიერების შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ.
მოღუშული ცა ჩემი მდგომარეობის მეტაფორაა. თუ ადამიანებში ვერ ვპოულობ ჩემნაირს, სამყაროში ერთგვარი ორეულის პოვნა მახარებს. დაძინებამდე ფანჯარას არ ვშორდები. არ ვიცი, რას ველოდები. მით უმეტეს, რომ ის უკვე დიდი ხანია ვისწავლე, თავში კეთილი ჯადოქარი რომ არ ჩამიფრენს, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

საღამოს გიორგი სადღაც მიდის. დედა მას მუდამ ისე ეპყრობა, თითქოს არ არსებობდეს, ახლა კი მეც არ მაძლევს თავმოყვარეობა იმის უფლებას, რომ მისადმი ინტერესი გამოვააშკარავო. ოთახში მარტო რომ ვრჩები, მაშინვე სინანული მიპყრობს. იმის შიში მხრავს, რომ შეიძლება რამე მოუვიდეს. მასზე უზომოდ გაბრაზებული ვარ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. სასტუმროს ჭიშკარს თვალს არ ვაშორებ, ის კი თითქოს ჯინაზე იგვიანებს. თვალებზე ცრემლები მეგლისება იმის წარმოდგენაზე, რომ თვითონ საერთოდ არ ღელავს ჩემზე. ცოტათიც არ ეშინია ჩემი დაკარგვის. სასტიკი ფიქრები მიტრიალებს გონებაში. საკუთარ აზრებს ოდნავადაც არ ვებრალები.
დედა სააბაზანოშია და იბანს. წყლის შხაპუნი გარეთ გამოდის. უსაქმურობისგან უკვე საშინლად დავიღალე. რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ასე, მით უფრო ვწამდები. მოულოდნელად მობილური რომ იწყებს რეკვას, არც კი ვინძრევი, იმდენად ვარ მიჩვეულ მის გამორთულ მდგომარეობას. რაც აქ მოვედით, მას შემდეგ გიორგის მითითებით აღარ ჩამირთვია. არც კი ვიცი, ვის შეიძლება ეხლო ხელი. უჩვეულო სიფრთხილით ვუახლოვდები მას, გაფარჩხული თითებით ვიღებ ხელში და სენსორს ხელს სუნთქვაშეკრული ვუსვამ.
-გამარჯობა, ელენიკა.-მეორე მხრიდან მესმის ნიკოს ხმა.
-ნიკო? ჩემი ნომერი საიდან იცი? ან... ან... მობილური... ღმერთო, შენ რა აქ იყავი?-უცნაურ ფაქტებს ერთმანეთთან ვაკავშირებ და შეცბუნებული ვაპარებ თვალს სააბაზანოსკენ.
-ნუ შეგეშინდება, უბრალოდ ხუთ წუთში დაბლა ჩამოდი.-მომთხოვნად ჟღერს მისი სიტყვები.
-და რომ არ ჩამოვიდე?
-მე არაფერს გაძალებ.
-ჩამოვდივარ.-ვჩურჩულებ, მობილურს ადგილზე ვაბრუნებ და საკიდიდან ქურთუკს ვსხნი.
ნახევრად გახსნილი ქურთუკით გავდივარ ოთახიდან და კიდევ ერთხელ ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას, თუ რას ვაკეთებ.
''იმას, რასაც შინაგანი ხმა გკარნახობს!''-ჩამძახის ალტერეგო და მეც საჩქაროდ ვეშვები კიბეებზე.

იმ ადგილას მივდივარ, სადაც აქ მოსვლის დღეს ნიკოს მანქანა ეყენა. არავინ ჭაჭანებს. ზამთარია და უკვე ერთი საათია ჩამობნელდა. საკუთარ თავზე ვბრაზდები. ნიკომ გარკვევით მითხრა, რომ ხუთ წუთში მოვიდოდა, მე კი აქ ჩამოსვლაში ორი წუთიც არ დამჭირვებია. ბეღურასავით მობუზული ვაცეცებ თვალებს. ყველა საშინელებათა ფილმი ახლა მახსენდება. შეშინებული დავცქერი ფეხსაცმელებს და თან ყურთასმენა დაძაბული მაქვს, პატარა ჩქამიც რომ არ გამომეპაროს.
მანქანის ფარების შუქი პირდაპირ თვალებში მაჭყიტებს. წინ ნაბიჯს ვდგამ, რომ შემამჩნიოს. როგორც კი ვიაზრებ, რომ ეს ავტომობილი არ მეცნობა, მანქანის კარები იღება და სინათლეზე ჯორჯის მწვანე თვალებს ნათლად ვხედავ.
-არა!-ვჩურჩულებ შეძრწუნებული და საკივლელად ვაღებ პირს, რომ უკნიდან ცხვირზე რაღაცას მაფარებენ.
ერთხელაც ვფართხალდები და ფეხები მეცელება.

პირველი, რასაც ვგრძნობ, ნესტიანი, ჩახუთული ჰაერია, ძველი ფურცლების სუნით გაჯერებული. თავს ნელა ვწევ ზევით. აუტანელ წვას ვგრძნობ სადღაც, უკანა უბანში. უსწორმასწორო ზედაპირზე ვწევარ და მთელი სხეული მტეხს. ალბათ, აქ იმიტომ დამაგდეს, რომ ნაბიჯიც კი ვეღარ გადამედგა. ჯანდაბაშიც წასულა ნიკო, მის გამო ასეთ შარში გავეხვიე. ღმერთმა იცის, ვინმეს შეეძლება თუ არა ჩემი შველა. ისიც კი არ ვიცი, მედალიონი სად არის. შეიძლება გიორგი ჯერაც არ მისულა სასტუმროში, დედას მობილური არ აქვს, აქედან გამომდინარე არაფრის იმედი არ უნდა მქონდეს.
წელს როგორღაც ვითრევ, მაგრამ ფეხი რაღაცაზე მიცურდება და ჩემ ირგვლივაც ისეთი ბათქა-ბუთქი იწყება, რომ თავი შუაგულ ფრონტზე მგონია. იმის მცდელობა, რომ უჩუმრად წამოვმდგარიყავი, კრახით სრულდება. გული კინაღამ მისკდება, საპირისპირო, ჩაბნელებულ მხარეს ვიღაც რომ ინძრევა. მხედველობას ვძაბავ და მამაკაცის სილუეტს ვარკვევ. მის სუსტ, არც იმდენად მამაკაცურ მხრებს თვალი რომ აღიქვამს, მაშივე ვხვდები, ვინც არის. სამწუხაროა, რომ ახლა მისი ამოცნობა მხოლოდ გარეგნობით შემიძლია, რადგან როგორც ჩანს, ხასიათით სრულიად არ ვიცნობდი.
-Wo brachte mich? (სად მომიყვანე?)-ვეკითხები ცივად და ''ნანგრევებში'' ჩაჭედილ ფეხს ვითავისუფლებ.
-Ich will es nicht, elenika. Du hast mich. (ეს მე არ მინდა, ელენიკა. შენ მაიძულე.)-სიბნელიდან მეპასუხება ის.
-Wirklich? Ist es, was es so ein Medaillon? (მართლა? განა რა არის ეს მედალიონი ასეთი?)-დანანებით ვჩურჩულებ. ათრთოლებული ბაგეები უკვე აღარ მემორჩილებიან.
-Alles. (ყველაფერი).-უსირცხვილოდ მიცხადებს, მაგრამ ხმაში სისუსტის ნოტი ერევა.
-Alles?
-დიახ, ყველაფერი.-გერმანულადვე მეთანხმება ის.-გეგმები შენ ამირიე. ჩამოვედი. ვფიქრობდი, რომ ურთიერთობა გამოგვივიდოდა და მედალიონთან ერთად გერმანიაში დავბრუნდებოდით. მართალია ცოლად ვერ მოგიყვანდი, მაგრამ ჩემთან ცუდი ნამდვილლად არ იქნებოდა. შენ კი შენი გიორგი ვერ დათმე და მისი მკვდარი ცოლი კიდევ. რაღაში სჭირდებოდა ის მედალიონი, რომელიც მთელ ჩემს მომავალს განსაზღვრავს? მამაჩემს ჩემში ეჭვი ეპარება. ჰგონია, რომ მისი ბიზნესის კარგი წინამძღოლი ვერ ვიქნები. ჩემი ბიძაშვილი დაიბარა და უთხრა, თუ გინდა მართვის სადავეები შენ გადმოგაბარო, საქართველოში ჩადი და მედალიონი ჩამომიტანეო. სულ შემთხვევით მოვისმინე, დავასწარი და შენი ძვირფასი ქვეყნისკენ გამოვეშურე. ისიც ხელს მიწყობდა, რომ ჩემი მეგობარი იყავი, მაგრამ ვიღაც ახალგაცნობილი მარჩიე. ამას არ ველოდი!
-Nur warum? (მხოლოდ ამიტომ?)-ვეძიები.
დროის მოგებას ვცდილობ და თან იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიძლება შევძლო აქედან გაქცევა. ის, რომ ჯორჯი ნიადაგს სინჯავს, არ მომწონს. დამნაშავეები ყველაფერს მხოლოდ მაშინ გიყვებიან, როცა იციან, რომ მოკვდები. მკვდრები ხომ ვერ ლაპარაკობენ. ნამდვილად არ მსურს მომავალში ისე მომიხსენიონ, როგორც გიორგის მკვდარი საყვარელი. ამის წარმოდგენაც კი მზარავს.
-ისეთი პრობლემები შემექმნა, სულ რომ არ უნდა შემქმნოდა.-იმდენად სწრაფად ლაპარაკობს, რომ გერმანული სიტყვების გარჩევა მიჭირს.-მერე დავფიქრდი, ტყუილად არანაირად არ მიღირდა ამ ყველაფრის გამოვლა! რამდენიმე დღე და პოლიცია ჩემს კვალზეც გამოვა! ვერ დამიჭერენ, მაგრამ ამ ამბავს მამა აუცილებლად გაიგებს, რაც ყველაზე მეტად არ მაწყობს! ძალიან პრინციპულია და შეიძლება ბიზნესის მცირე წილიც კი აღარ მაღირსოს. ბილეთები უკვე აღებული მაქვს და შენც ჩემთან ხარ. ბიჭებმა შეგამჩნიეს, რომ მედალიონს ყელზე ატარებ. მომეცი და წამოდი ჩემთან ერთად. დილის რეისით გავფრინდებით. შენ... შენ ვერასოდეს ამჩნევდი, რომ მომწონდი, ელენიკა? ერთხელაც არ შეგიმჩნევია?
მისი ბოლო სიტყვები პირში საზიზღარ გემოს მიჩენს. როგორ მჯეროდა მისი გულწრფელი მეგობრობის, ის კი თურმე ჩემგან სანაცვლო გრძნობას ელოდებოდა. მეგონა უანგაროდ მეხმარებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ გასამრჯელოსაც იმედოვნებდა. გასამრჯელოს, რომელშიც სულაც არ იგულისხმებოდა ფული. მე მედალიონი უნდა მივცე და გერმანიაში გავყვე? სულ რამდენიმე საათში? ახლაღა ვათვიცნობიერებ, რომ მერჩივნა ჩემი მოკვლა ჰქონოდა დაგეგმილი, ვიდრე ასეთი საშინელი რამ შემოეთავაზებინა. გიორგის ღალატს წამითაც კი ვერ ვუშვებ. მერე რა, რომ მას არ ვუყვარვარ. მე მიყვარს და საკმარისი გადავლახეთ იმისთვის, რომ მისგან წასვლა არ მინდოდეს. ნუთუ ჯორჯს ჰგონია, რომ მედალიონს ხელში ჩავუდებ და მასთან ერთად გავიპარები? ასე არ მოვიქცეოდი, აქაც რომ მქონდეს... ხო, მედალიონი აქ არ მაქვს! მან კი ახსენა, ყელზე გიკიდიაო. ეს როგორ? მე ხომ... მე ხომ მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი ვერცხლის ძეწკვი მაქვს გულზე ჩამოკიდებული, რომელიც ბავშვობაში სკოლიდან მომავალმა ვიპოვე? მას შემდეგ არ ვიშორებდი. სულ თან მქონდა ისე, როგორც თილისმა. ჯორჯს კი... ჯორჯს კი...
ევრიკა! სინათლე გვირაბის ბოლოს! მწვერვალი... თუ რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ერთიანად ვსახავ გადარჩენის გეგმას და ახლა მხოლოდ ის დამრჩენია, რომ ამ აყროლებულ კედლებს გავშორდე... მერე რაიმე სახარბიელო ადგილი ვიპოვო და...
და შემდეგ უკვე ვიცი, რაც უნდა ვქნა!

-27-
ელვისებურად ვიხრები და ხელში რაც მხვდება, იმას ვისვრი ჯორჯის მიმართულებით. საბედნიეროდ, მიზანში სროლა გამომდის და მოულოდნელობისგან ჯორჯი ბარბაცდება. სირბილით მივიკვლევ გზას ამ უცნაურ ლაბირინთში და ყავისფერ, ხის კარსაც ვაგნებ. კარებს სახელური არ აქვს. გრძელ ფრჩხილებს ვყოფ მასა და კედელს შორის და ჩემკენ ვქაჩავ. უკვე ახლოდან მესმის ჯორჯის ბრდღვინვა და მუქარა. გარეთ ბნელა, მაგრამ საიდანღაც მთვარის თეთრი შუქი იღვრება. ფეხით ზედაპირს ვსინჯავ. ზემოთ კიბეებია. თუ არ ვცდები ჩვეულებრივ, სტანდარტულ სადარბაზოში ვარ. ჩემ მიერ მიკეტილი კარები იღება და მეც დაბლა ჩასვლას ვეღარ ვასწრებ და ზევით თავპირისმტვრევით მივიწევ.
უამრავჯერ მეკვეთება ფეხი. კიბეზე დავარდნისას იდაყვი მტკივნეულად მიტკაცუნდება, მაგრამ წამიერად შესვენებაც კი არ შემიძლია. უკან მხოლოდ ჯორჯი აღარ მომდევს. ქართული გინებაც მესმის. ეს ალბათ ის ქართველია, სვანეთში მისი არსებობა რომ იეჭვა გიორგიმ. ვტირი. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ვეღარ ვნახო. არ მინდა ჩვენი ურთიერთობა ჩხუბით დასრულდეს. ვერ დავუშვებ იმას, რომ რამე დამიშავდეს, შემდგომში კი გიორგიმ თავი დაიდანაშაულოს.
სახურავზე ავდივარ. არც ისე მაღალ სიმაღლეზე ვარ. რამდენიმე სართული იქნება. ორი ან სამი. გვერდით კიდევ ერთი ასეთივე სახლია. ცოტა დაბალიც კი. სახლებს შორის მანძილი ძალიან ცოტაა. თითქმის ერთმანეთზეა მიკრული. ამ ბოლო დროს იმდენ რისკზე წავედი, სახურავიდან სახურავზე გადახტომაც აღარ მეჩვენება ისეთ საშინელებად. უკან ვიხედები და კიბეებზე ამოვარდნილ მდევრებს რომ ვხედავ, უფრო დიდი შემართებით ვხტები ჰაერში. ფეხები საყრდენს რომ ეხება, სიხარულისგან ლამის სიმღერას ვიწყებ. ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი, სად უნდა წავიდე.
-მედალიონი მოგვეცი და შენ შენს გზაზე წადი, *უკნა!-ღრიალებს ქართველი და ვხვდები, რომ თუ მე აქ ასე ადვილად გადმოვხტი, მას საერთოდ არ გაუჭირდება.
-Elenika, komm zurück! (ელენიკა, დაბრუნდი!)-მიყვირის ჯორჯიც.
ვერსად წავუვალ. აქ მარტოდმარტო ვერაფერს გავხდები, მაგრამ თუ ჯორჯმა გაიგო, რომ მედალიონი არ მიკეთია, მაშინ დედას და გიორგის მიადგება. თუ მათ რამე დაუშავდებათ, ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის. თვალებით ჯორჯს ვევედრები, რომ თავი დამანებოს... უკვე ძალიან ღრმად შევტოპეთ. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ხაზს გადავუსმევდი გიორგის და მედალიონს მაინც დავუბრუნებდი ჯორჯს. თუ მეცოდინებოდა, რომ ამ ყველაფრის გადატანა მომიწევდა, სწორედ ასე მოვიქცეოდი, მაგრამ ახლა ამის შესაძლებლობა აღარ მაქვს.
მე არ ვარ ძლიერი. ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ თავისი სისუსტეებით. ქალი, რომელსაც ბედნიერება ძალიან უნდოდა და რომელმაც ვერ მიიღო. ქალი, რომელიც მუდამ წუწუნებს, ტირის, ყველაფერზე გული ტკივა. მე ელენიკა ვარ და არ შემიძლია ვიყო მამაცი, მედიდური... არ შემიძლია ვიყო გმირი.
მე უბრალოდ მინდა, რომ სხვებსავით ერთი პატარა კუთხე მქონდეს, სადაც ყოველთვის სითბო და მყუდროება იქნება.
ყელზე ხელს ვიკიდებ, თითებში ჯაჭვს ვიბღუჯავ და ძლიერად ვწევ მას. გაწყვეტის ხმა მესმის და კისერზეც რაღაც მეჩხაპნება. ჯაჭვის ბოლო ხელში მაქვს დამალული, ჯორჯმა რომ ვერაფერი შენიშნოს. ხელს ისე ვწევ, მთვარის შუქი პირდაპირ ყელსაბამს რომ ანათებდეს და რაღაც მოტრიალე, პროპელერის მსგავსი მოწყობილობისკენ ვისვრი. ჯაჭვი პროპელერის კუდს ედება. ვხედავ, როგორ ეყუდება სახურავს ჯორჯი და იმ ადგილისკენ იხედება, სადაც წუთის წინ მისი ჭკუით მედალიონი ჩავარდა. პროპელერი ჯაჭვის რგოლებს აქეთ-იქით ისვრის და ბოლომდე ითრევს თავის მსხვერპლს.
-Was haben Sie getan? (ეს რა გააკეთე?)-არაადამიანური ხმით ხავის ჯორჯი. თითქოს მის დაყვირებას ელოდაო, ის ქართველი უკნიდან რაღაცას იღებს და ის-ისაა ჩემკენ უნდა გამოიშვიროს, რომ სახურავზე კიდევ ერთი ლანდი ჩნდება, პისტოლეტიანს ხელს უკან უქაჩავს და დაბლა აგდებს.
ამ ლანდში გიორგის ამოცნობა ჩემთვის ვულკანის ამოფრქვევასავითაა. მოპირდაპირე სახლის აივანზე ახალი გმირის გამოჩენას ნამდვილად არ ელოდნენ. ჯორჯი და კიდევ ერთი კაცი კიბეებისკენ მიიჩქარიან. ალბათ, ფიქრობენ, რომ თუ გიორგი მოვიდა, პოლიციაც მოაგნებს აქაურობას, მას კი დილის რეისზე გაფრენა აქვს გადაწყვეტილი. შვებას ვგრძნობ. მინდა, რომ დაისაჯოს, მაგრამ მირჩევნია ყველაფერი ასე დამთავრდეს.
მომხდარით განადგურებულს რეტი მესხმის. სხეული მიმძიმდება. ბანცალით ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს. ცენტრამდე უნდა მიაღწიო, რომ სადმე არ გადავვარდე. ოფლი მასხამს. ძალა ნელ-ნელა მელევა. ცოტაღა მაკლია, მაგრამ საკუთარი თავის მართვის უნარს ვკარგავ. ღონეგამოლეული ვეცემი ცივ, ჭუჭყიან სახურავზე, მაგრამ თვალებს მაინც არასდიდებით არ ვხუჭავ. მარჯვნივ მხოლოდ გიორგიღა მოჩანს. შეძლებისდაგვარად ვიღიმი. აქ არის. მოვიდა. ჩემთანაა.
ერთი სული მაქვს, როდის ვიგრძნობ მის შეხებას, როდის შემეძლება გაყინული ძვლების მისი სიმხურვალით გათბობა და როდესაც ეს ხდება, საბოლოოდ ვიკარგები უკადიგენო სივრცეში.

ჩემთან ახლოს ფარდების საკიდის რკინაზე გადასრიალების ხმა ისმის და სახეზე სინათლის სვეტი მადგება. ვიშმუშნები და გვერდით ვტრიალდები. ბეჭებზე აუტანელ წვას ვგრძნობ და ტკივილი ზურგს ზემოთ მაწევინებს.
ოთახში უკვე აღარავინაა. დეჟავუს შეგრძნება მაქვს. მგონია ისევ სვანეთში ვარ თინათესთან და იმის წარმოდგენაზე, რომ ყველაფერი, რაც უკვე წესით გადავიტანე, წინ მაქვს, გული მიწუხდება. თვალებით ფანჯარას ვეძებ. ხაკისფერი ფარდები ჩემკენ არის მოცურებული, მზე კი თამამად, ხალისიანად მხვევს თავის მაცდუნებელ სხივებში. მიკვირს, მაგრამ სხვა მხარეს არ ვიხედები და სინათლეს არ ვერიდები. პირიქით, მიხარია, რომ გამოიდარა და მიკვირს კიდეც, შუაგულ ზამთარში მზიან დღეს რომ ვეღირსე.
არაფერი დამვიწყებია. მშვენივრად მახსოვს, რა მოხდა გუშინ და იმასაც ვხვდები, თუ რისი ბრალია ზურგის მჩხვლეტავი ტკივილი. აქაურობა არ მეცნობა. აშკარაა, არასდროს ვყოფილვარ აქ. სიმშვიდით ვარ ავსებული. უარყოფითი ემოციები ერთიანად გამეცალნენ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უკვე რამდენიმე თვეა შესანიშნავ პირობებში ვისვენებ, ვსვამ კარგს, ვჭამ კარგს, დავსეირნობ პლაჟზე და ერთი პრობლემაც კი არ მაწუხებს. ლამისაა დავიჯერო, რომ ყველაფერი საწინაამღდეგოდ სულაც არ ყოფილა.
თეთრად შეღებილი კარების სახელური დაბლა რომ იწევა, ვიძაბები. ვფიქრობ, ვინ შეიძლება იყოს, მაგრამ ის არ ვიცი, ვისი შემოსვლა გამახარებს ყველაზე მეტად. კარი იღება და დედა თავჩახრილი შემოდის. ხელში ჩემი ის ჟაკეტი უჭირავს, გუშინ რომ მეცვა. ტანზე ვიხედები. გახამებული, ცისფერი პერანგი მაცვია. ჩემი ნამდვილად არ არის. მგონი დედასია. კვლავ მანანაზე გადამაქვს ყურადღება. ჩუმად ოხრავს და ჩემკენ ბრუნდება. გონზე მოსული შვილის დანახვაზე სიხარულის ღიმილი უცეკვდება სახეზე. ველოდები, როდის იტყვის რამეს. ჩემს თავს რა ხდება, ვერ გამიგია.
-ელენიკა, როგორც იქნა! კინაღამ გული გამიხეთქე, ჩემო სულელო გოგო!-აჟიტირებული უახლოვდება საწოლს, გვერდით მიჯდება და გულში მიკრავს.
დედის სურნელით ვივსები. ვხვდები, როგორ მომნატრებია მისი გულწრფელი, სითბოთი და მონატრებით სავსე ჩახუტება. უფრო ძლიერ ვიკრობი და ჩემს გაყინულ ხელებს მისი ცხელი ხელისგულებით ვითბობ.
-როგორ გაბედე? როგორ წახვედი ისე, რომ არც კი მითხარი! რამე რომ მოგსვლოდა... რამე რომ მოგსვლოდა, გავგიჟდებოდი, ელენიკა... ჩემო ერთადერთო, ჩემო ლამაზთვალებავ!-იმდენ საალერსო სიტყვას მაყრის დედა, რომ მგონი რაც ამ დროის განმავლობაში არ მომფერებია, ახლა ინაზღაურებს.
-დედა, კარგი, რა! ახლა ხომ კარგად ვარ? ნუ ნერვიულობ! უბრალოდ ჩამეხუტე!-ვჩურჩულებ მასზე მიხუტებული და უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, რომ უდიდესი ბედნიერებაა დედის გვერდით ყოლა.
მანანა იმაზე ფიქრს, თუ რა მოხდებოდა, ახლა მის გვერდით რომ არ ვყოფილიყავი, წყვეტს და უკან მწევს იმაში დასარწმუნებლად, ხომ მართლა აქაა და არ მეჩვენებაო.
-დედა, მე კარგად ვარ!-ვუმეორებ, რომ ბოლოს და ბოლოს დაიჯეროს და ამაზე აწ უკვე გულდამშვიდებულს ლაღად, ახლგაზრდული უდარდელობით ეცინება.
-დედა, სად ვართ? ან გიორგი სად არის? რა მოხდა იმის შემდეგ, რაც გონება დავკარგე? მომიყევი, თორემ ვერაფერს ვიგებ!-უკმაყოფილოდ ვბურდღუნებ და იმ ზამბარებიან საწოლზე მივუთითებ, რომელზეც ვწევარ.
-სააბაზანოდან რომ გამოვედი, ძებნა დაგიწყე.-დასერიოზულებული იწყებს მანანა.-მერე ვნახე, რომ შენი მობილური ჩართული იყო. გამიკვირდა. ბოლოს დარეკილ ნომრებში უცხო ნომერს შევხვდი და გადავრეკე. ვიღაც ბიჭმა აიღო. აღელვებული ხმა ჰქონდა. ვკითხე, თუ ვინ იყო, მან კი რაღაც მისამართი მითხრა და დამაბარა, რომ გიორგისთვის გადამეცა, იქ მისულიყო. გიორგი ჯერ მოსული არ იყო. კონტაქტებში მისი ნომერი მოვძებნე და დავურეკე. იმ ბიჭის ნათქვამი გადავეცი და მეტი ერთმანეთისთვის აღარაფერი გვითქვამს. ვერაფრით ვისვენებდი. კიდევ ერთხელ რომ დავურეკე, გამორთული ჰქონდა უკვე. გამთენიის ექვს სათზე მოვიდა და აქ მომიყვანა. ესაა, რაც ვიცი.
-და გიორგი ახლა სადაა?-ისევ იმ კითხვას ვუბრუნდები, რომლის პასუხიც ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს.
-გიორგი...-რაღაცის თქმას აპირებს დედა, მაგრამ უეცრად კარები იღება და ისიც ჩუმდება.
შემოღებულ კარში ნიკო დგას. ჩვეულებრისამებრ, ისეთი გამომეტყველება აქვს, ვერაფერს რომ ვერ გაუგებ. ვხვდები, ვინც იყო ''ის ბიჭი'' და ვისი წყალობითაც გადავრჩი. ისიც არაა ჩემთვის უცნობი, თუ ვინაა ჩვენი მასპინძელი. საბნიდან ხელებს ვყოფ და თავისთავად მეფინება ღიმილი.

-არ მეგონა ასე მალე თუ ჩამოხვიდოდი. სასტუმროდან რამდენიმე წუთის სავალზე ვიყავი, მაგრამ იმის მერე, რაც დაგირეკე, ცოტა ხნით შევჩერდი.-მიყვება ნიკო.-რომ მოვედი, მანქანა ხეებთან შევაყენე. მერე მივხვდი, შენ სადაც დამელოდებოდი და იქითკენ გამოვიხედე. ის-ის იყო შეგნიშნე და შენკენ უნდა წამოვსულიყავი, რომ ისინი მოვიდნენ. მივხვდი, რომ შევემჩნიე მათ, ჩემი გაჩუმება არ გაუჭირდებოდათ და შენც ვერ დაგეხმარებოდი, ამიტომ უკან მალულად გამოგყევით. იმ ადგილას რომ მივედი, ბედზე დედაშენმა დარეკა. ვთხოვე, გიორგის დაკავშირებოდა. როცა ისიც მოვიდა, ზემოდან ყვირილის ხმაც გავიგეთ. ამოვედით და მერე უკვე იცი, რაც მოხდა.
-მადლობა, ნიკო. მადლობა, რომ შენი წარსულის გამო მე არ გამწირე. -მადლიერებას ბოლომდე ვერ გამოვხატავ.-ვიღაც შენნაირად არ მოიქცეოდა, გიორგიზე შურისძიებას გადაწყვეტდა და საერთოდ ფეხებზე დაი*იდებდა, თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა ელენიკას, რომელსაც მხოლოდ ერთხელ შეხვდა. მინდა იცოდე, რომ პელო ბედნიერი იყო და იმაზე აღარ იფიქრო, რომ ის იტანჯებოდა! ის გათხოვების შემდეგ თავის ცხოვრებას ღიმილსა და გიორგის სიყვარულში ატარებდა, შენ კი მხოლოდ იმიტომ ჩამოგშორდა, რომ მიგიხვდა! გამოგიჭირა! არ უნდოდა შენთვის გული ეტკინა. ის კი არა, საკუთარ ბედნიერებაზეც კი უარს ამბობდა, ოღონდაც კი... ოღონდაც კი მისი მეგობარი ბოლომდე არ გაენადგურებინა. ამიტომაც გაქრა შენი ყოველდღიურობიდან! ამიტომაც არაფერი იცოდი მისი სიკვდილის შესახებ! ამიტომაც გეგონე პელო!
ნიკოს თვალის გუგები უწვრილდება. დაბინდულ მზერას მარიდებს და კედელთან მდგარ კარადას აშტერდება. ჩარჩოში ჩასმულ ფოტოზე პელოს ნაცრისფერი მტრედი უჭირავს და იღიმის.
ფეხზე ვდგები და თითქმის ბოლომდე მოხურული კარიდან ვხედავ, როგორ მოედინება ნიკოს ლოყაზე ის ერთადერთი, ყველაზე გამბედავი ცრემლი.

-28-
სამზარეულოში გასასვლელ კარებს ოდნავ ვაღებ და ადგილზე ვშეშდები, დედას ბოლო სიტყვებს რომ ვიგებ:
-...არ ვიცი, ელენიკას რა ვუთხრა.-შეშფოთებით ამბობს მანანა. ჩემგან ზურგით დგას და ვერ მხედავს, ნიკო კი ჯერჯერობით სადღაც სივრცეში იყურება.
ჩუმად ვხურავ კარს და ყურს მასვე ვაკრობ.
-იმის გასარკვევად წავიდა, ჯორჯი მართლა გაფრინდა თუ არა. იმ ნაბი*ვარმა გათქვა თავისი დამქირავებელი და უთხრა, რომელ რეისზეც ჰქონდათ დაჯავშნილი ბილეთი.-პასუხობს ნიკო.
-სულ სხვანაირად ვიცნობდი ჯორჯს. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. როგორ? როგორ შეიძლება ყველა ჩემს გოგონას ატყუებდეს?-განიცდის დედა და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სრულიად დარწმუნებული ვეთანხმები.-დიდი მადლობა, შვილო! შენ რომ არა... შენ რომ არა...
-სამადლობელი არაფერია! ელენიკას დამსახურებით მშვიდად დაძინებას შევძლებ! ის გავიგე, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მჭამდა.-ხმა ეცვლება ბიჭს.
-გავალ, ელენიკას ვნახავ.-ეუბნება დედა მას და მეც ვასწრებ და ოთახში ვბრუნდები.
წამებში ისიც აღებს კარებს. გულუბრყვილოდ ვუღიმი, მაგრამ მისი ეჭვიანი მზერა იმაზე მეტყველებს, რომ კარგი მსახიობი არ ვარ.

საღამომდე არ ჩანს გიორგი. ბინდდება. გული გამალებით მიცემს მის მოლოდინში. ასე არასდროს მნდომებია მისი ნახვა. ამის მიზეზი ის არ არის, რომ ჯორჯის ამბავი გავიგო. ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ მასზე გაბუტვამ და გაბრაზებამ გადამიარა. ნიკო მოკრძალებულად გვიმასპინძლდება. არ შემიძლია გავუგო. ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა წარსულთან ისე პირისპირ და ხანგრძლივად შეჩერება. ჩიტივით ვიკენკები და მერე ისევ იმ ოთახში შევდივარ, რომელიც ნიკომ დროებით დაგვითმო. არც კი ვიცი, როდამდე დავრჩებით აქ. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ სად არის ამდენ ხანს გიორგი, რას აკეთებს და როგორ არის.
გასართობად ფანჯარას ვუახლოვდები და რაფაზე ვსკუპდები. ნიკო პირველ სართულზე ცხოვრობს. წამიერად ვიხედები უკან და კვლავ ფანჯრისკენ რომ ვტრიალდები, სიხარულისგან სახე მებადრება. შემოსასვლელში გავრბივარ, მხოლოდ ქურთუკს ვიცვამ და დედის კითხვას, სად მიდიხარო, ყურადღებას არ ვაქცევ, ისე ვეშვები ჩუსტებით კიბეებზე.
გიორგი უკვე სადარბაზოსთანაა. მიხარია, რომ მისი ნახვით მონიჭებულ აღფრთოვანებას და ბედნიერებას სახეზე სიბნელის გამო ვერ შემამჩნევს. თავს რომ მაღლა წევს, ნაბიჯს წინ ვეღად ვდგამ. იმის დაჟინებული სურვილს, რომ მოვხვეოდი და აღარ მოვშორებოდი, სირცხვილი ძლევს.
მამაკაცს დაღლილი სახე აქვს. სულ ოდნავ ერხევა ბაგეები და შემდეგ ისევ უტყვი უხდება გამომეტყველება.
-როგორ ხარ?-ღიმილი მეყინება დაბნეულს.
-ოჰოო, რას მივაწეროთ შენი ასეთი დახვედრა?-ჩემს უხერხულ დგომაზე ეცინება გიორგის.
-უბრალოდ... უბრალოდ გელოდებოდი და...-უფრო მეტად მებმის ენა.
-გალოდინე?-თითქოს განგებ მეძიება მამაკაცი.
-მე? არა, მაგრამ... მხოლოდ... მხოლოდ მინდოდა მეთქვა...-ერთ წინადადებასაც კი ვერ ვუყრი თავს.
-თუ ის გაინტერესებს, ჯორჯი წავიდა თუ არა, დადებითი პასუხი მაქვს. დაზუსტებით ვერ გეტყვი, მეტად ვეღარ იხილავ_მეთქი, მაგრამ ვიმედოვნებ, აღარ შეგახსენებს თავს და ამ ამბებს, რომლის დავიწყებაც ძალიან გინდა.-მჭახედ, უსიამოვნოდ ჟღერდება მისი სიტყვები სადარბაზოს სიბნელეში.
-ეგ... ეგ რა შუაშია? ამის კითხვას სულ არ ვაპირებდი!-ვმწარდები.
-აბა, რისი თქმა გინდოდა?-ცოტა არ იყოს, შეცბუნებული მეკითხება გიორგი.
წარბებს შორის ორი ხაზი უჩნდება. ვერ ვხვდები, რაზე ფიქრობს და ეს ხასიათს მიფუჭებს.
-არაფრის. არაფრის, გიორგი.-ვპასუხობ მკვახედ და ახლაღა ვიაზრებ, რომ დიდი ხანია სახელით არ მიმიმართია მისთვის.
თვალებში ტკივილი მიდგება. ნეტავ, რატომ ჩათვალა, რომ მხოლოდ ჯორჯის ამბავი მაინტერესდებდა? ან რატომ ჰგონია, რომ ამ ყველაფრის დავიწყება მსურს? ნუთუ რადგან ჯორჯი წავიდა, ჩვენს ურთიერთობას წერტილი ესმის? თუ უბრალოდ მე ვერ ვიგებ, რას გულისხმობდა ის?
-კიდევ დიდხანს ვიდგეთ ამ სიბნელეში?-ღიმილით ავლებს თვალს სადარბაზოს კედლებს მამაკაცი.
-არა, არ უნდა ვიდგეთ!-მწარე ღიმილით ვჩურჩულებ და კიბეებისკენ ვბრუნდები.
პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე ვგრძნობ გიორგის მზერას ჩემს ზურგზე და თვალები მიცრემლიანდება.
მეგონა ყველა პრობლემა ჯორჯის წასვლით მოგვარდებოდა, მაგრამ მტკივნეულ რეალობას ვეჯახები. ჩვენიდან დაიწყო და ალბათ, ჩვენითვე დასრულდება, არადა როგორ მჯეროდა, რომ რაღაც მაინც შეიცვლებოდა... რომ რაღაც მაინც იქნებოდა კარგად.

როგორც კი სახლში შევდივარ, ოთახში ვიკეტები. ისტერიული სლუკუნი მივარდება. ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. იმისაც კი აღარ მრცხვენია, რომ სხვის სახლში ვარ და ნიკოს უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებ. ლოგინზე ვიკეცავ ფეხებს და ლოტოსის პოზაში ვჯდები. არ ვიცი, რამდენი ხანი ვარ ასე. ვერც კი ვიგებ, როდის შემოდის დედა ოთახში. მხოლოდ მის შეხებაზე ვფხიზლდები.
-ელენიკა, გიორგიმ თქვა, მივდივართო.-შეპარვით მეუბნება მანანა.
-გიორგიმ?-სუნთქვა მიხშირდება.
-რამე გითხრა, ელენიკა? რა ფერი გადევს?-შინდება დედა.
-რა უნდა ეთქვა, დედა?-გიჟივით ვიქნევ მხრებს.-ანუ უნდა წავიდეთ, ხო? მან თქვა და უნდა წავიდეთ, ხო? მარტო ნიკოს სახლიდან თუ მისი ცხოვრებიდანაც?
ცრემლების უკუქცევას ვეღარ ვახერხებ. მარილიანი სითხით მევსება თვალი. მთელი სხეული ოფლით მისველდება. ალერგიული ქავილი მეწყება კვლავ.
-ელენიკა, რა მოგდის? მე ხომ უბრალოდ ვთქვი, რომ...
-არაფერია, დედა! გადით და მეც გამოვალ.-ვაწყვეტინებ უმალ და კარისკენ მივუთითებ.
დედა ჯერ ჭოჭმანობს, მერე კი ზურგს მაქცევს და მარტო მტოვებს.

მანამდე გარეთ ვდგავარ, ვიდრე დედა არ ჯდება უკანა სავარძელზე, შემდეგ კი მეც მის გვერდით ვთავსდები. გიორგის გვერდით რომ დავჯდე, მაშინვე ავქვითინდები, კვლავ ვერ მოვთოკავ ნერვებს და ყველაფერს ვიტყვი, რაც კი ოდესმე გამიფიქრია. მინდა ერთხელ მაინც არ ვიყო გიორგისთვის გადაშლილი წიგნი. ხომ შეიძლება, რომ მისი წაკითხვა მეც შევძლო? რატომ არ მაძლევს ამის საშუალებას? რას მიმალავს ასეთს?
გიორგი, როგორც ჩანს, არ ელოდა ამას, მაგრამ ემოციების გაკონტროლებას მაინც ისე კარგად ახერხებს, რომ ვერავინ ვერაფერს ამჩნევს ჩემს გარდა. ფანჯრიდან ვხედავ, როგორ დგებიან ერთმანეთის პირისპირ გიორგი და ნიკო. ამ უკანასკნელის შეკრულ მუშტსაც ვხედავ და ვნატრობ, რომ მალე ჩაჯდეს გიორგი მანქანაში. ადვილი არაა უყურებდე იმ ადამიანს, რომელიც საყვარელ ადამიანში ლა და არაფერი მოიმოქმედო. წყენის სიმწარე იმდენად ღრმაა, რომ მისი მოცილება, მოშორება ძალიან რთულია.
მანქანა იძვრება და მეც თავისუფლად ვისუნთქავ ჩახუთულ ჰაერს. მინდა ფანჯარას ჩავუწიო და ფილტვები ჟანგბადით ავივსო, მაგრამ არ მსურს, რომ თუნდაც წუთით მივიქციო გიორგის ყურადღება, ამიტომ მთელი მგზავრობის მანძილზე ისე ვარ, თითქოს არც ვიყო.

-29-
გიორგი მანქანას დედაჩემის სახლთან აჩერებს. მანანა ხელს მჭიდებს იმის ნიშნად, რომ მასთან ერთად უნდა გადავიდე. ვხვდები არ უნდა, რომ შინ გიორგიმ მიმიყვანოს. ალბათ, ეჭვობს, რომ შესაძლოა მამაკაცი სახლში ამომყვეს, მაგრამ ის კი არ იცის, რომ ძალიანაც რომ მოინდომოს, კარს ცხვირწინ მივუკეტავ. მრისხანებისგან ნესტოები დამბერვია. სასწრაფოდ ვხტები მანქანიდან. გიორგი კარებს აღებს და გადმოდის.
-ჩვენ ავალთ. ყველაფერი დასრულდა, არა?-მშვიდად, დაზავებულივით ეკითხება დედა გიორგის.
გულში რაღაც სიმი მეწყვიტება.
-მაპატიეთ, რომ ჩემ გამო სახლის დატოვება მოგიწიათ.-ჯიბეებში ხელებჩაწყობილი უხდის ბოდიშს გიორგი მას. მსურს სახეში მივაფურთხო. ალბათ, ერთმანეთის პირისპირ რომ დავმდგარიყავით და ჯორჯს ჩემთვის დანა მოებჯინა ყელზე, მაინც პელოს ხსოვნას მარჩევდა.
-ამაზე მეტი არაფერი გქონდეს საპატიებელი, გიორგი! გთხოვ!...-ქარაგმებით ელაპარაკება დედა და ჩემთვის ნათელია, რასაც გულსხმობს. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენს ურთიერთობაზე თანახმა მაინც არ არის, მაგრამ იქნებ ამის სურვილი მხოლოდ მე მაქვს? მაშინ რაღა აზრი აქვს ამ თემაზე ბჭობას და რებუსებს?
გიორგი არაფერს ამბობს. ქურდულ მზერას აპარებს ჩემკენ. თვალს არ ვარიდებ. მინდა ის სიბრაზე, წყენა დაინახოს, რასაც ვგრძნობ. ამჯერად განზრახ ვშლი საკუთარ ფურცლებს.
დედა წინ მიდის. მეც ზურგს ვაქცევ მამაკაცს და სადარბაზოსკენ მივდივარ. მინდა უკანასკნელადაც მოვხედო, მაგრამ მეშინია, რომ ისიც ზუსტად ასე მოიქცვა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხება. თავმოყვარეობა არ მაძლევს უფლებას, რომ სიყვარულის გამო კიდევ ერთხელ დავიმცირო თავი.
-ელენიკა!-მესმის უკნიდან გიორგის ხმა და ისე სწრაფად ვტრიალდები, რომ კისერში რაღაც მიტკაცუნდება.
ვერ შეძლო ჩემი გაშვება. დამიძახა. გული იმედით მევსება. ვიჯერებ, რომ ის, რაც ღამით დედას უთხრა, სიმართლეა... რომ მართლაც მაქვს მისთვის მნიშვნელობა და რომ ასეთი მარტივი არ არის ჩემზე უარის თქმა...
გიორგის ხელში რაღაც უჭირაავს. თითებს შლის და ვცბები, ჩემს მობილურს რომ ვხედავ.
-მობილური დაგრჩა.-ხელს მიწვდის ის და მუხლებიდან ავტომატურად მეცლება ძალა.
ნაბიჯის გადადგმასაც კი ვეღარ ვახერხებ. მანანას უწევს მივიდეს და მობილური გამოართვას, მერე ჩემთან მოდის და ზურგზე ბიძგს ვგრძნობ, რომ გზა გავაგრძელო. ქურთუკის ბოლოს მაგრად ვუჭერ ხელს და ფეხს წინ ფრატუნით ვაცურებ.

საკუთარ თავში თუ შენ თვითონვე იგრძნობ, რომ ზედმეტი ხარ და სტუმრის უხერხულობა დაგეუფლება, ესე იგი აღარაფერია რიგზე. ასე დამემართა. აღარ მომწონს ელენიკა. ქალი, რომელიც თავის თავს ინადგურებს... რომელიც არავის უყვარს... რომელსაც არავის შეუძლია გაუგოს... რომლის გამოც არავინ წავა მსხვერპლზე... რომელიც არავისთვისაა ყველაზე მნიშვნელოვანი... რომლის წინაც ყველა ვიღაცას აყენებს...
ელენიკა ერთი დანგრეული, ფიცრებდატეხილი ქოხია. ადამიანის ძველი საცხოვრებელი, რომელიც იმდენად განადგურდა, რომ მასში ცხოვრება აღარავინ მოისურვა. დროდადრო მოდიან, აღებენ კარს, აჭრაჭუნებენ ხის იატაკს, ჯდებიან ფეხმომტვრეულ ტახტზე, იძინებენ, ჭამენ წინათ მოსულის დატოვებულ საჭმელს, მერე კი დგებიან და ისევ მიდიან.
არავინ რჩება.
არავის ეცოდება სახლი... რომ ის სულ მარტოობაში უნდა იყოს... რომ არავინ ელაპარაკება და ის სიჩუმესა და სიბნელეში ელოდება ვიღაცას, ვინც მიუხედავად იქ არსებული სიცივისა მაინც დარჩება.
დედაჩემის სახლში ვრჩები. ჩემთან ის ყველაფერია, რაც გიორგის მახსენებს... რაც ჩემს დამსხვრეულ კრამიტებს მახსენებს... რაც ჩემს დამჭკნარ ყვავილებს მახსენებს... რაც ბედნიერ ელენიკას მახსენებს... წამიერად ბედნიერ ელენიკას!
ვჭამ, ტელევიზორს ვუყურებ, წიგნს ვკითხულობ, მძინავს. ყველაფერს ვაკეთებ, რასაც დედა მეუბნება. ასეც უნდა იყოს. სხვანაირად არ შეიძლება. მე ვერავისთვის ვიქნები თავშესაფარი. პირიქით, დედა მიფარებს კალთის ქვეშ. ისე, როგორც პატარა, მახინჯ ჭუკს, რომელსაც ყველა ხელს კრავს, არავინ ეთამაშება, არავინ ჯდება მის გვერდით.
ხო, ასეა.
მენატრება. უზომოდ. ნუთუ მას არა? ასე როგორ შეიძლება? რატომ ვიყვარებთ მახინჯები ლამაზებს? რატომ შეგვწევს ოცნება? რატომ შეგვიძლია იმედი? ასე რომ არ იყოს, დაცემა ხომ აღარ გვატკენდა? თუ ვიფიქრებდით, რომ ერთხელ აუცილებლად დავეცემოდით, მაშინ ტალახში ამოსვრილი კაბა ხომ არ გაგვაკვირვებდა? ყველამ ვიცით, რომ მოვკვდებით, ხოდა ამიტომ სიკვდილის პირას რომ ვართ, არ ვფიქრობთ, რატომ, რა მოხდაო...
ხო, ეს ასეა.
ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, იღიმიან, ტირიან, მაგრამ არასდროს, არასდროს არიან ისეთი ბედნიერები, სიკვდილზე რომ არ იფიქრონ. იმიტომ, რომ იციან, ასე იქნება. ყველა შემთხვევაში. უკლებლივ. მეც არ უნდა დამეშვა, რომ შეიძლებოდა ჩემი და გიორგის ბედნიერება.
ერთად, თორემ გიორგი...
გიორგი მრავალჯერ გაიღიმებს, კინოს უყურებს, კაფეში წავა, იმ ჩაიხანაში, სადაც ერთად ვიყავით, ჩაის კიდევ დალევს... მან უკვე გადალახა... გადალახა ის დაცემა... მე წამოვაყენე, მაგრამ იმდენად მძიმე იყო, რომ თვითონ გამიცურდა ფეხი... ის წამოდგა, მე კი წავიქეცი!
ნუთუ აღარ წამომაყენებს? ნუთუ აღარ მოვა? ნუთუ ისე გაბრუნდება და სიბნელეს შეერევა, რომ აღარ გამომხედავს?
ასე მოხდება?
არა, ეს არ უნდა იყოს ასე.
არა!
არა!
არ დაუშვა, ღმერთო, გთხოვ...

''ტრიუმფალურ თაღს'' ვამთავრებ. ჩემი თხოვნით დედა მიდის ჩემთან და წიგნი მოაქვს. რავიკისა და ჟოანის ამბავი თან ძალიან გვგავს და თან საერთოს ვერ იპოვი. მათ ერთმანეთს სიცოცხლე აჩუქეს, მერე კი ორივემ უარი თქვა ნაჩუქარ წუთებზე.
''-შენ სიცოცხლე მომიტანე, ჟოან... მკვდარი ვიყავი, როგორც ქვა... შენ მოხვედი და გამაცოცხლე...''
''-ნაჩუქარი იყო ეს ერთი წელი... ნაჩუქარი...''
''-ჩემი ხელები ვეღარასოდეს ვერ მოგეხვევიან!''
წიგნს ვხურავ. სიცოცხლე. სიკვდილი. ნაჩუქარი წლები, დღეები, წუთები, წამები. ვეღარ. ჩემი ხელები კანკალებენ, როგორც მაშინ, ის რომ მეხებოდა... რომ მიყურებდა... გულში რომ მიკრავდა...
კარები იღება. დედა შემოდის. ვღიზიანდები. დაეკაკუნებინა მაინც. სწრაფად გამოვდივარ ლიტერატურული ბურუსიდან. როგორ მგავს ჟოანი. ჩემნაირი სულელია, წუწუნა, მეოცნებე, სიყვარულზე შეყვარებული.
-გამოხვალ? სუფრა გავშალე.-დანაღვლიანებული თვალებით მეკითხება დედა.
-რა დღეა?
-31 დეკემბერია. ჯერ ათი საათია, მაგრამ ჩვენ ხომ სულ ასე ვიქცეოდით. შენ მეხმარებოდი გოზინაყის გაკეთებაში.-სახე ეცრემლება მანანას. ჩემთან მოდის და მხრებზე მეხვევა.-არასდროს გამოგდიოდა. მე ვაკეთებდი, შენ კი ჭრიდი. ძალიან ლამაზი ნაჭრები გამოგდიოდა. ახლა მე გავაკეთე. უფორმო, დამწვარი მასაა. უშენოდ არ გამომივიდა, გესმის, დედა? ვის გამო? რატომ შეხვდი? ეშმაკმა დალახვროს ის დღე!
-დედა...-მის გაჩუმებას ვცდილობ.
დედა ცრემლებად იღვრება. მაინც არ ჩუმდება. ლაპარაკობს. ლაპარაკობს. ძალიან ბევრს.
-გგონია, რომ ვერ გიგებ, არა? არა, დედიკო! ზუსტად შენნაირად ვფიქრობდი, ზუსტად შენნაირი ვიყავი და სწორად ამიტომ ვართ ასე... გინდა? გიღირს? ხო, არსებობს ერთი პროცენტი რომ იყო... რომ ბედნიერი იყო, ელენიკა! თუ გინდა, მე გიშვებ! ვერ ავიტან ასეთ ელენიკას! უბედურება არ გიხდება, ჩემო გოგონა... შენ სულ უნდა იღიმოდე, რადგან ძალიან ლამაზი კბილები გაქვს! თეთრი, ფითქინა! ჩემო გოგონა! ჩემო სულელო...-უკვე კივის დედა.
-დედა, გთხოვ...
-იმ მედალიონის გამო! ის რომ არა, ერთხელ ნახავდი და მორჩა, ხო? ხო ასე იქნებოდა? იმ საზიზღარი მედალიონის გამო, გიორგიმ რომ წამოიღო მაშინ... ხო, სასტუმროში მოვიდა! პირდაპირ არ წასულა! მოვიდა და მედალიონი წაიღო, რომ თუ რამე მოხდებოდა... რამე ისეთი... მიეცა მისთვის... მისთვის... ჯორჯისთვის!-აქვითინებული ასრულებს ის და იატაკზე იკეცება.
-რა?-ვხავი.
გიორგი. მედალიონი თან ჰქონდა. რომ თუ რამე მოხდებოდა. რამე ისეთი. მიეცა მისთვის. ჯორჯისთვის. იმიტომ, რომ მე ვყოფილიყავი კარგად. ამდენი იბრძოლა და გადაწყვიტა დანებებულიყო... ჩემს გადასარჩენად. მხოლოდ ჩემთვის.
-გადარეული მოვიდა. ადამიანის ფერი არ ედო. მხეცს ჰგავდა. შემპირდა, მოვიყვანო. არაფერი დაუშავდებაო.-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება დედა.-ხო, მისთვის სულერთი არ ხარ! ეს გინდოდა? ხომ მათქმევინე!
სახეზე ხელებს ვიფარებ. ბოლო ფიცარიც რომ არ გამოეცალათ ჩემთვის, მედალიონის დასათმობად მზად იყო.
''მე ის ვიცი, რომ ჩემით ვერ გავუშვებ. სიყვარულს ვერ შევფიცებ, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია.''-ჩამესმის გონებაში.
მე არ მჭირდება ფიცი. არც თავგანწირვა. ის მჭირდება.
''როგორც არ უნდა გინდოდეს დარჩენა, თუ იგრძნობ, რომ გჭირდება, წადი!''-კვლავ ხმაურობენ ფიქრები.
წავედი. არ მინდოდა და თურმე არც მჭირდებოდა. მახრჩობს უმისობა და არა ის. სწორედ ამიტომ... აი, ამიტომ ვდგები, გავრბივარ ოთახიდან ოთახში, ვაღებ კარებებს და ბოლოს ერთი ფარატინა კაბით ქუჩაში ვჩნდები.
მირბის ელენიკა. მიჰქრის. არ სცივა, მიუხედავად იმისა, რომ ხელები გაყინული აქვს. არ იღლება. მერე რა, რომ ქოშინისგან უკვე ვეღარ სუნთქავს. ხედავს გიორგის სახლს. სადარბაზოში შედის. კისრისტეხით არბის კიბეებზე. დგება კარების წინ და აკაკუნებს.
ისმის ნაბიჯების ხმა.
კარებს აღებენ.

-30-
შეცვლილა. ისეთი არ არის, როგორიც მაშინ, ბოლოჯერ რომ ვნახე. ჩვეული სიზვიადე და გულგრილობა კვლავ შერჩენია, მაგრამ რაღატომღაც მაინც ვფიქრობ, რომ შეცვლილია. სიხარულის, მონატრების ღიმილი ეპარებათ ტუჩებს. მინდა ამოვიქვითინო და ვუთხრა, რომ მიყვარს, მაგრამ რაღაც მაკავებს.
-ელენიკა...-მონატრებული ხმა სწვდება ჩემს ყურთასმენას.
ლამისაა ჩავიკეცო. ეს ტემბრი. ეს ტონალობა. ღმერთო, ცოტაც და დავილევი. გიორგის პერანგიდან ოფლის სუნი მცემს. აქამდე მსგავსი რამ არასდროს შემიმჩნევია. მუდამ სასიამოვნო სურნელით მახვევდა თავბრუს, მაგრამ სასაცილო ის არის, რომ ახლა ეს უარესს მმართებს.
-დავიღალე, გიორგი... ძალიან დავიღალე...-ვჩურჩულებ და სახეზე ჩამოშლილ თმებს ხელებით უკან ნერვიულად ვიწევ.-მინდოდა შემომეხედა შენთვის, ისეთი რაღაც მეთქვა, რასაც ვერასდროს დაივიწყებდი და საბოლოოდ უარი მეთქვა შენზე!
-აბა, რას მეტყვი?-სადღაც შორიდან მესმის მისი სიტყვები.
-იმას, რომ ასეთი ვერაფერი მოვიფიქრე!
-და რა გადაწყვიტე?
-გადავწყვიტე, რომ შენთან დავრჩე.-ვამბობ და სახე მელეწება.
მერე ყველაფერი სწრაფად ხდება. გიორგი ანგარიშმიუცემლად მაჯახებს სადარბაზოს კედელს და თმის ქვეშ, კეფაზე მეჭიდება ხელით. მოულოდნელობისგან ჩასუნთქვას ვერ ვასწრებ და მის ტუჩებს გაფითრებული ვეგებები. მთელ სხეულზე უხეშად მიჭერს თითებს. მასში აღარაა დარჩენილი სინაზის პატარა ნაწილაკიც კი. სუნთქვა მიჭირს, მაგრამ სურვილი არ მაქვს, რომ ხელი შევაშვებინო და ვთხოვო, შეწყვიტე_მეთქი. ახლა აღარ ვარ გაუბედავი, ლოყებშეწითლებული ქალი, რომელმაც გიორგის დანახვაზე აღარ იცის, სად დამალოს გალურჯებული, ათრთოლებული მტევნები. ახლა ის ელენიკა ვარ, რომელსაც თავისი სიყვარული კი არ წვავს, არამედ აცოცხლებს...

პირველად ეღვიძება ჩემზე ადრე. თავზე მადგას და თავისი რბილი, ცხელი ხელი ჩემს თმებზე აქვს მოთავსებული. მეღიმება. უამრავ განთიადს შევხვედრივართ ერთად, მაგრამ ეს ჩვენი პირველი ერთობლივი დილაა... პირველი დილა, როდესაც ვგრძნობ, რომ ერთმანეთს ვეკუთვნით და ალბათ, ყოველი აისი, რომლის დროსაც ის არ მეყოლება გვერდით, იქნება მჩხვლეტავი და უსიცოცხლო, რადგან თუ ერთხელ მაინც გაიგე რა არის სრულყოფილება, მაშინ იმ ნაკლებობას, იმ სიცარიელეს, რომელიც ადრე არ გაწუხებდა, ვეღარ აიტან.
-გუშინ არ მითქვამს, მაგრამ მთელი ეს დღეები სახლიდან არ გავსულვარ...-გამჭოლ მზერას არ მაშორებს მამაკაცი.-დარწმუნებული ვიყავი, რომ მოხვიდოდი, თან მეშინოდა...
-გეშინოდა? რის?-ეს სიტყვა არასდროს გამიგია მისგან აქამდე, ამიტომ მიკვირს.
-ხომ იცი, რისიც. ასე გინდა, რომ პასუხი მე გაგცე?-ჩემს წვალებას მაინც ვერ ელევა გიორგი.
-მიპასუხე, გიორგი! რისი გეშინოდა?-ყელიდან რაღაც უცნაური, არაამქვეყნიური ხმა ამომდის.
-იმის, რისი მოსმენაც ასე ძალიან გსურს!-მიღიმის ის და თავს გულზე მადებს.
ვიშმუშნები. ასე უჩვეულოდ არასდროს ვყოვილვართ. უხერხულად ვგრძნობ თავს. საფეთქლები გამეტებით მიფეთქავს. ღმერთო, მე მიყვარს ეს კაცი! მიყვარს და ვერასდროს ვიტყვი ამ გრძნობაზე უარს. ვერასდროს. ვერაფრის ფასად.
-რატომ არ მითხარი... რატომ არ მითხარი, რომ იმ დღეს სასტუმროში მიხვედი, სანამ ჩემთან წამოხვიდოდი?-ვეკითხები ისე, რომ არც კი ვინძრევი.-შენ და დედაჩემმა მოილაპარაკეთ? დედამ გთხოვა?
-არა, დედაშენს არაფერი უთხოვია.-მოკლედ მპასუხობს გიორგი.
-ნუ იცავ! ვიცი, ის გეტყოდა!
-არა, ელენიკა. დედაშენს ტყუილად აბრალებ. ის ჩვენი ურთიერთობის მომხრე არასდროს ყოფილა, მაგრამ შენ არ აპირებდი უკან დახევას. ვხედავდი, როგორი ნაწყენი, იმედგაცრუებული იყავი და ვფიქრობდი, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იყო... რომ საუკეთესო დრო იყო შენი გათავისუფლებისთვის. ვცდილობდი მაქსიმალურად ცივი ვყოფილიყავი შენ მიმართ. იქნებ დაფიქრებულიყავი, შენ გონებაში რაღაცები აგეწონ-დაგეწონა და ჩამოყალიბებულიყავი. არ მინდოდა ერთად ვყოფილიყავით და რამდენიმე დღის თუ წლის შემდეგ მიმხვდარიყავი, რომ იჩქარე. გენანა დაკარგული დრო, გეყვირა, ჩემთვის რამე გესროლა, გესაყვედურებინა, რომ ცხოვრება დაგინგრიე და ეს ყოველივეც ასე დამთავრებულიყო. კარგი მომენტი იყო ფიქრისთვის და სწორი საქციელისთვის, ელენიკა.-მიხსნის ის.
-და მერე? ახლა მაინც ხომ ხვდები, რომ ჩემთვის სწორი შენთან ყოფნაა?-ცრემლები მერევა.
-მეც ეს მინდოდა, ელენიკა! შენ რა გგონია, ადვილი იყო ჩემთვის? ადვილი იყო ვმჯდარიყავი სახლში, მეფიქრა მხოლოდ ერთ ადამიანზე და იმაზე, რომ მას შეიძლებოდა დავევიწყებინე? უბრალოდ არ მინდოდა რამეზე უარი გეთქვა... თუ ჩვენი ურთიერთობის გამო მსხვერპლზე წახვიდოდი, ერთ დღეს აუცილებლად შენივე ნებით გადაუსმევდი ხაზს მას! უნდა გაგეთავისებინა საკუთარი გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ გაგეაზრებინა, თუ რას ნიშნავდა ჩემ გვერდით ყოფნა! რა ჯვრის ზიდვა მოგიწევდა... რამდენი რამის გაძლება მოგიწევდა...
გიორგი თავს წევს და მეც წამოჯდომას ვახერხებ. თვალებში ცრემლები მიბრწყინავს. ამ წუთებში მგონია, რომ ყოველ ნაბიჯზე მე კი არა, ის მიდიოდა მსხვერპლზე... რომ ამდენი ხანი მხოლოდ იმიტომ გავძელი მის გვერდით, თვითონ რომ მიფარავდა პელოსგან და თავისი წარსულისგან...
-დავრწმუნდი, გიორგი. მივხვდი, რომ აქ არჩევანი არ არსებობს. შენთან ერთად ან შენთან ერთად. სხვანაირად ვერა. სხვანაირად ვერ გამოვა.-ვუცხადებ და კისერზე გაუბედავად ვხვევ ხელებს.

მთელ დღეს გიორგის სახლში ვატარებ. რა უცნაურია. გუშინ თავი ყველაზე უბედური არსება მეგონა, ამ წუთებში კი საპირისპიროს დამტკიცება შემიძლია. ჩემი ცხოვრება ჩამოუყალიბებელ, ქაოსურ მარტს დაემსგავსა გიორგის გამოჩენის შემდეგ. აი, ასე მოკლედ და კონკრეტულად და სულ, სულ ყველაზე საშინელება რომ მომივიდეს, მაინც არ ვიტყვი, რომ ეს ცუდია. გიორგი უნდა შევირგო და წუწუნითაც მხოლოდ მას უნდა ვეწუწუნო. დარწმუნებული ვარ, ის ისე დამამშვიდებს, რომ ბუზღუნის სურვილი არასდროს გამიქრება. გაბრაზების შემდეგ ხომ ჩახუტება განსაკუთრებით ტკბილი და სურნელოვანია.
დივანზე კატასავით ვარ წამოწოლილი. თვალები მეხუჭება, მაგრამ მაინც ვერ ველევი გიორგის სიახლოვეს და ამ საოცარ შეგრძნებას. მისი ხელი მაგრად მაქვს ჩაბღუჯული, რომ თუ ჩამეძინება, ვერ გამომაცალოს.
-გიორგი, გინდა დავიფიცო, რომ მიყვარხარ?-ვეკითხები მოულოდნელად.
-ელენიკა, შენ რა... შენ რა გააფრინე? ფიცი რაში მჭირდება?-ჩემი კითხვა ამხიარულებს მამაკაცს.
-შენ ქარაფშუტა გგონივარ, ვიცი. ხო, ვარ კიდეც, მაგრამ არც იმდენად, რომ არ მიყვარდე.-ვჩურჩულებ და მის მუხლებზე ზურგით ვწვები.-დედას გეფიცები, გიორგი, მიყვარხარ!
-სიყვარული აუცილებელია იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ?
-აუცილებელი? რა სულელური სიტყვაა, გიორგი! ეს კანონები... წესები... წესის მიხედვით არავინ ვიყვარებთ! არავინ ვიყვარებთ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია!-ვეწინაამღდეგები.
-აღარ გეტყვი, რომ არ უნდა შეგყვარებოდი, ელენიკა! ეშმაკს წაუღია წესებიც და კანონებიც! მინდა, რომ გიყვარდე! მინდა, გესმის?-ხმას უწევს ის, მუხლებს ზევით წევს და მეც მაშინვე ვაკრობ ბეჭებზე ხელებს.
-ზედმეტად რომანტიული სიტუაციაა!-ვბუტბუტებ მასზე მიხუტებული.-უჩვეულო! კომპლექსებისგან და დაძაბულობისგან გათავისუფლება მესაჭიროება!
გიორგი გვერდით მწევს, ფეხზე დგება და კარადას უახლოვდება.
-ამისთვის არსებობს ერთი საშუალება!-ღვინის ბოთლზე მიმითითებს მამაკაცი და კარადის კარებს აღებს.
-ღვინო? კარგი, რა-ა! მერე მაკოცებ და იტყვი, რომ სიმთვრალის ბრალი იყო?-ვკეკლუცდები.
-არა, მერე გაკოცებ და არაფერსაც არ ვიტყვი! ისედაც გეცოდინება, რომ შენ შემაცდინე!-ცალ წარბს ზემოთ ქაჩავს გიორგი.
-მე? საზიზღარი კაცი ხარ! გუშინ ლამის იმ კედელზე მიმეფშვნა ძვლები!-ვბურტყუნებ მოჩვენებითაც გაბრაზებული და ტანის მაცდუნებელი მიხვრა-მოხვრით მივდივარ კარადასთან.-იყოს ღვინო! მერე თუ გინდა საწოლის შუაში ხმალი დავდოთ და ვნახავთ, რა ბიჭიც ხარ!
გიორგის ეცინება. კარადაში ხელს ვყოფ და ღვინის ბოთლს ვიღებ. ძირს რაღაც ედება და იატაკზე ვარდება. დაბლა ვიხრები და გაკვირვებული ვაჩვენებ გვერდით მდგომს მედალიონს.
-ნუ გეშინია! საფრთხე აღარ ემუქრება, ამიტომ...-აუღელვებლად მპასუხობს, თუმცა სახე ეღუშება.
-არა, გიორგი, მაგაზე არ გეუბნები!-ვაწყვეტინებ და გვერდით ვტრიალდები, ჩრდილი რომ აღარ მარტყამდეს.
მედალიონი გახსნილია და იქიდან რაღაც თეთრი მოჩანს.

-31-
გაოგნებულები ერთმანეთს შევჩერებივართ. არასდროს მომსვლია აზრად ის, რომ რადგან ამ სამკაულს დანახვისთანავე მედალიონი დავარქვი და მას შემდეგ სულ ასე მოვიხსენიებდით, იხსნებოდა კიდეც. როგორც წესი, მედალიონში ფოტოებს დებენ, შვილისას, დისას ან მეუღლესთან ერთად გადაღებულს. ამჯერად, ასეთი არაფერია. ეს ფურცელია. ათასჯერ გადაკეცილ-გადმოკეცილი. სანამ გავხსნიდე, გაქვავებულ გიორგის ვუსწორებ თვალს. თითქოს ნებართვას ვითხოვ მისგან.
-ეს მედალიონი არ იხსნებოდა! ეს მედალიონი არ იხსნებოდა! არა!...-შეშლილივით იმეორებს ერთსა და იმავეს გიორგი, მაგრამ თვითონვე ეტყობა, რომ თავის სიტყვებში დარწმუნებული აღარ არის.
-გიორგი, ეგ ვინ გითხრა? გიცდიათ კი გახსნა? ან რატომ არ იხსნებოდა?-კითხვებით ვცდილობ ჭეშმარიტებამდე მისვლას.
-ეს მედალიონი ჯემალმა პელოს რომ აჩუქა, მაშინვე ვცადეთ გახსნა. პელოს უნდოდა ჩვენი ფოტო ჩაედო, მაგრამ არ იხსნებოდა. ჯემალმა თქვა, ჩაკეტვა-გახსნის მექანიზმი გაფუჭებული აქვს, მაგრამ ისე ძალიან ძვირფასიაო. მერე ეს აღარც გამხსენებია.-დაულაგებლად, აღელვებით მპასუხობს ის.-გახსენი! ახლავე! სწრაფად!
კიდურებს ძლივს ვიმორჩილებ. ფურცელს ვშლი, გიორგის ვაჩეჩებ ხელში და კარისკენ ვდგამ ნაბიჯს.
-დარჩი! წამიკითხე!-უკნიდან მესმის გიორგის სიტყვები.
ფრთხილად ვტრიალდები. თვალები მიცრემლიანდება და საშინლად მეწვის. ახლა არაფრის წაკითხვა არ შემიძლია. გიორგის ფურცელს ვართმევ და თავს დიდ ძალას ვატან, პირველი ასო მაინც რომ ამოვიკითხო.
-მე მოვკვდი, გიორგი...
''მე მოვკვდი, გიორგი!
ცოცხალი რომ ვიყო, შენ ეს მედალიონი ხელში არ გეჭირებოდა და ვერც ჩემს წერილს იპოვიდი. უკვე წარმომიდგენია, როგორ მომიახლოვდები, შეეხები ჩემს გაყინულ ყელს და ძლივსძლივობით, ათრთოლებული ხელებით მომხსნი მედალიონს. არ ვიცი, მაშინვე თუ მერე, რამდენიმე დღის, თვის შემდეგ აღმოაჩენ, რომ იხსნება, მაგრამ ასე იქნება თუ ისე, მაინც უნდა გთხოვო პატიება. მაპატიე, რომ შემეძლო და შენთან ყოფნაზე უარი ვთქვი. მაპატიე, გიორგი, მაგრამ ჩემს შვილს ვერ მოვკლავდი. მერე რა, რომ შანსი თითქმის არ იყო. მერე რა, რომ ერთგვარად თავს ვიკლავდი. ვიცოდი, რომ შენ ჩვენს შვილს არ შეიძულებდი. ხო, შეიძულებდი და არა შეიძულებ, რადგან დღეს გავიგე, რომ ჩემი უკანასკნელი იმედი აღარ არსებობს... ჩემგან აღარაფერი დაგრჩება, გიორგი. ვტირივარ, მაგრამ თან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ის, რაც ვიცხოვრე, შენთან ვიცხოვრე.
ასე ტყუილად არ უნდა ვკვდებოდე, გიორგი. მენანება ჩემს ხელებზე ამონასუნთქი ჰაერი. მე მოვკვდი. ვიღაცამ კი უნდა იცოცხლოს. ვიღაცა ჩემსავით უდროოდ არ უნდა მოსწყდეს ამქვეყნიურ ბედნიერებას. იმ ვიღაცასთან გამომშვიდობება მის საყვარელ ადამიანებს არ უნდა მოუწიოთ, მათაც არ უნდა იტირონ, იმ ვიღაცის დედაც არ უნდა შეიმოსოს შავად! არა, გიორგი! არ დაუშვა ეს!
მიყვარხარ, გიორგი და საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ ასეთ საშინელ ტკივილს გაყენებ. თუ ბედნიერებას ვეღარ იპოვი, თუ სიმშვიდეს დაკარგავ, შენგან შორს ყოფნა განსაკუთრებით გამიძნელდება.
მე მინდა, რომ კარგად იყო, გიორგი.
ძალიან კარგად.
მშვიდობით!
შენი პელო.''
...გიორგის ღმუილზე წერილი ხელიდან მივარდება. ცრემლებშემშრალს თვალი კარებზე მიშეშდება. კარის გაღების ხმაც ნათლად მესმის.
''თუ ბედნიერებას ვეღარ იპოვი, თუ სიმშვიდეს დაკარგავ, შენგან შორს ყოფნა განსაკუთრებით გამიძნელდება.''-პელოს ხმა ჩამესმის გონებაში
და
ვგრძნობ, როგორ ტოვებს ის სახლს.
პელოს პარფიუმერიის სურნელიც ერთიანად ორთქლდება.
ქარი ზათქით ეჯახება ფანჯრებს.

უკვე მერამდენე ფინჯან ყავას ვსვამ. პირში მომწარო, მწკლარტი გემო მიტრიალებს. ვერაფრით შევდივარ მისაღებში. ასე მგონია გიორგი მიყვირებს და მეტყვის, რომ მარტო ყოფნა უნდა. სამზარეულოშიც ვეღარ ვჩერდები. კედლებს ვაწყდები უკვე მოუთმენლობისგან. რომ ვერ მაპატიოს? საკუთარი თავი რომ დაიდანაშაულოს და რომ შემიძულოს? ღმერთო, როცა ვთვლი, რომ ყველა ცუდი უკან მოვიტოვეთ, მაშინ ახალი სატკივარი რატომ მიჩნდება? ეს რა კანონზომიერებაა? თავიდანვე იმიტომ დავუმალე გიორგის პელოს ორსულობის ამბავი, რომ ზუსტად ასეთ რეაქციას ველოდი მისგან. პელო წერდა, მინდა ბედნიერი იყოო, მაგრამ იქნებ გიორგის მისდამი სიყვარულმა არ მისცეს იმის უფლება, რომ იყოს ბედნიერი, ოღონდ სხვასთან? ამდენი ფიქრისგან თავი მისკდება. გული გამალებით მიცემს. ალბათ, გამოვა და როგორც იცის ხოლმე, ისე მშვიდად, დალაგებულად ამიხსნის, რატომ ვერ ვიქნებით ერთად, რატომ არ უნდა იღიმოდეს და რომ პელოს სიკვდილის შემდეგ ის ბედნიერებას არ იმსახურებს. მეც გავჩუმდები, თავს დავუქნევ და ოთახიდან გავიძურწები.
საზიზღარი წარმოდგენებისგან ნაბიჯების ხმა მათავისუფლებს. სასწრაფოდ ვდგები სკამიდან ისე, როგორც მორჩილი მოსწავლე კლასში მასწავლებლის შემოსვლისას. გიორგის თვალები ჩასიებული აქვს. სულაც აღარ ჰგავს იმ მომღიმარ, იუმორით აღსავსე კაცს, ცოტა ხნის წინ ჩემთვის ღვინით გამასპინძლებას რომ არ აპირებდა.
ვიძაბები. უკვე აღარ ვიცი, მის მზერას სად გავექცე.
-დაჯექი, ელენიკა.-ჩურჩულებს და სკამზე მიმითითებს.
ყველაფერს ველოდი ამის გარდა. სკამზე ისე ვეშვები, რომ თავს წამითაც არ ვწევ ზევით. ვხედავ, როგორ ირღვევა ჩვენ შორის დისტანცია. გიორგი სკამს წევს და მაგიდის მეორე მხარეს ჯდება.
-მე ვიცოდი, გიორგი. ვიცოდი და არ გითხარი.-დიდი ძალისხმევის შემდეგ ვღერღავ და აღარ ვაგრძელებ, რომ არ ამეტიროს.
გიორგი დუმს. ვფიქრობ, აი, ახლა ამოხეთქავს, აი ახლა_მეთქი, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება, ამიტომ შედარებით ვმშვიდდები.
-შენ... არ ბრაზდები?-დაეჭვებული ვეკითხები და წელში შეთამამებული ვსწორდები.
-არა, ელენიკა, არ ვბრაზდები. ვიცი, რატომაც გააკეთე ეს და ამიტომ. გეგონა ამ გზით რეალობისგან დამიცავდი? მწარე რეალობისგან? გეგონა, თუ გავიგებდი იმის შესახებ, რომ პელომ ჩვენი შვილის გამო აწირა თავი, ისევ ჭაობში ჩავეფლობოდი და ჩაბნელებულ სახლში ჩავიკეტებოდი?
-ხო, ასე მეგონა.-სლუკუნით ვპასუხობ.
-სულ მღრღნიდა ეჭვი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ეს წერილი რომ არ მენახა...-რაღაცის თქმას აპირებს გიორგი, მაგრამ მე არ ვაცდი.
-ეს არაფერს ცვლის, გიორგი! შენი ბრალი არაა!-ვკივი, ხელებს მისკენ უმიზეზოდ ვიშვერ და მერე ამ ინსტიქტური ქმედების გამო ვწითლდები კიდეც.
-სიკვდილამდე დავინახე, რომ რაღაცას წერდა. მე რომ შევუსწარი, ფურცელი სადღაც მიმალა. მაშინ იყო ''ტრიუმფალურ თაღს'' რომ კითხულობდა, ამიტომაც ვფიქრობდი, რომ წერილი წიგნში ჩადო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. უბრალო ბარათი იყო, მეტი არაფერი. პელომ ეს წერილი იმიტომ დატოვა, რომ ყველაფრისთვის წერტილი თვითონ დაესვა. იცოდა, როგორ გამაწვალებდა ფიქრი და მრავალი ეჭვი და სწორედ ამიტომ... ვერ გამიმეტა.-ისეთ რამეს ამბობს გიორგი, შეშფოთება სახეზე მეყინება.
-რა? ანუ...
-იმით, რომ ბედნიერება მისურვა, იმით, რომ ჩემი კარგად ყოფნა სურს, არ გავუთავუსუფლებივარ, არც მისი დავიწყების ნება მოუცია... არ ვიცი, ამით რა გააკეთა, ელენიკა, მაგრამ ზუსტად მაშინ ვიპოვეთ ეს წერილი, როცა ძალიან მჭირდებოდა... ძალიან მჭირდებოდა იმის გაგონება, რომ არასწორად არ ვიქცევი,-მინმარტავს მამაკაცი და თვალებში ალისფერი სხივი ენთება.
უნებურად მეფინება ღიმილი.
დამტვერილ, დამტვრეულ ქოხში სითბო იბუდებს. ჩემს თავშესაფარში. ჩვენს თავშესაფარში.

საავადმყოფოში წამლების სუნია გაბატონებული. თეთრ დერეფანს მივუყვებით. წინ ექთანი მიგვიძღვება. პალატებიდან ბავშვების ტირილის ხმა ისმის. ჭერზე მიმაგრებული მანათობელი ნათურები თვალებს მჭრიან, მაგრამ ეს აღარ მიქმნის პრობლემას. თავისუფლად შემიძლია ვიცხოვრო თუნდაც მკვეთრ სინათლეზე. ჩემი ძველი მეგზური, ჩუმი, დაბალი სინათლე უკვე დიდი ხანია ჩამომრჩა. წინ გავიჭერი. სითბოსკენ და ბედნიერებისკენ.
-აი, აქ არიან!-გვეუბნება ექთანი და კარებს გვიღებს.
მე და გიორგი წამიერად ერთმანეთს ვავლებთ მზერას. მამაკაცი მუჭს შლის. ხელში მედალიონი უჭირავს. გამამხნევებლად ვუღიმი. ჩვენ სწორად ვიქცევით. ეს მედალიონი ჩვენთვის რამდენიმე ათასია, ვიღაცისთვის კი შეიძლება სიცოცხლის გაგრძელების შანსი იყოს.
საწოლზე მშვენიერთმიანი ანაა მისვენებული. სძინავს, შუბლი კი ტკივილისგან აქვს შეჭმუხნული. დედა გვერდით უზის. მარიამს სახე ცრემლებით აქვს დასველებული. გული მეჩხვლიტება, მაგრამ ამავე დროს სიხარულს ვგრძნობ, რომ შეიძლება მის ტირილში გათენებულ ღამეებს წერტილი დაესვას.
-გამარჯობა, მარიამ.-ჩურჩულით ესალმება გიორგი და ქალიც ფხიზლდება.
-თქვენ? გიორგი და... და ელენიკა, ხო?-ჩვენს სახელებს იხსენებს მარიამი და ცრემლებს საჩქაროდ იწმენდს.
-ანა როგორ არის?-ვეკითხები მოუთმენლად.
-ნუთუ ჩემი შვილი იმიტომ უნდა მოკვდეს, რომ დედამისმა საჭირო ფული ვერ იშოვა? ნუთუ ამიტომ?-სადღაც ჩვენს მიღმა იხედება მარიამი, თვალებში სიმწრის ცრემლები უბრწყინავს.-თქვენ... თქვენ აქ რა გინდათ?
-ჩვენ იმიტომ მოვედით, რომ...-ვიწყებ ორჭოფით და გიორგის ვკრავ მხარს.
გიორგი უსიტყვოდ უწოდებს ქალს მედალიონს. თვლის ბრწყინვალება აკვირვებს და ამასთან ერთად ანერვიულებს ქალს. ყელზე მყესები ეჭიმება. თვალს დამნაშავეებივით ვარიდებთ.
-ეს... ეს რა არის?-გაკვირვებული გვეკითხება და თან პერიფერიული მზერით შვილისკენ იხედება.
-დიახ, ეგ არის.-ვპასუხობ და კარისკენ ვტრიალდები.
კარის მოხურვას ვაპირებ, მარიამის ჩამწყდარი, მადლიერი ხმა რომ მესმის:
-მადლობა! დიდი მადლობა!
აღარაფერს ვამბობთ. პალატიდან გამოვდივართ და თეთრ კედლებს შორის მივსეირნობთ. კმაყოფილი ვარ. ისეთი კმაყოფილი, მეტი რომ არ შეიძლება. აღტკინებასა და აჟიტირებას ვეღარ ვუმკლავდები.
''შენ_სავსე, მე_ცარიელი...''
ცარიელი? რატომ მეგონა, რომ ბოლო სიტყვები სწორედ ეს იქნებოდა? რატომ ვგრძნობ ახლა თავს გაბერილად, ამოვსებულად, სულჩაბერილად?
გიორგის ვუბრუნდები. სახე მინათებს. მინდა რაღაც ვუთხრა, მაგრამ არ ვიცი, რა.
-ყველაფერი კარგადაა?-ღიმილით მეკითხება გიორგი.
-ყველაფერი კარგადაა!-დაუფიქრებლად ვპასუხობ და ქუჩიდან მონაბერ, მზის ჯერ კიდევ უძლური სხივებით გაჟღენთილ ჰაერს ვეგებები.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

ავტ: სოფიკო კობლიშვილი



№1 სტუმარი cuga

scaryhttps://youtu.be/csbTHcmL4Pk

 


№2  offline წევრი kora

არც კი ვიცი როგორ და რა სიტყვებით გადმოგცე მთელი ის ემოცია, რაც ამ ისტორიის კითხვისას ვიგრძენი.
ჯგუფში კი გითხარ კითხვა დავიწყე, მაგრამ თან მეშინია თქო, მართლაც, ცუდი დასასრული საშინლად მანგრევს, იმ მომენტში, როცა ვკითხულობ და მითუმეტეს შინაარსი როცა ძალაუნებურად მითრევს თავისში, სულაც არ ვფიქრობ, რომ მწერლის მიერ გამოგონილ სამყაროში ვარ. იმდენად რეალურად აღვიქვამ დახატულ სიტუაციას, რომ შიში გაასმაგებულად მიპყრობს, ამიტომაც მეშინოდა. ჯერ ხომ კითხვის დაწყებისთანავე ჩამითრია ისტორია და ერთი სული მქონდა რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი ბოლომდე.
ჩემთვის ყველაფერი იყო ამ ისტორიაში. საოცრად გადმოეციი ყველა ის ემოცია, რამაც ასე ძალიან იმოქმედა.
ერთადერთი, რასაც ბოლომდე მაინც ველოდი ეს გიორგის მხრიდან ართქმული სიტყვა იყო. მაინც ბოლომდე მჯეროდა, რომ ცოცხალი ელენიკა რაღაც ადგილს იპოვიდა პელოთი მოცულ გიორგის სამყაროში... არა, არ ვამტყუნებ გიორგის პელოსადმი ასეთ მიჯაჭვულობაში, მაგრამ, არც ელენიკა მემეტებოდა ასეთი გიორგისთვის.
და მაინც, ერთ-ერთი ფავორიტი გახდა ეს ისტორია ჩემთვის. ყოჩაღ, ძალიან კარგად, გააზრებულად, დალაგებულად და ემოციით წერ. წარმატებებს გისურვებ :*
--------------------
kira.G

 


№3  offline მოდერი sopiko

kora
არც კი ვიცი როგორ და რა სიტყვებით გადმოგცე მთელი ის ემოცია, რაც ამ ისტორიის კითხვისას ვიგრძენი.
ჯგუფში კი გითხარ კითხვა დავიწყე, მაგრამ თან მეშინია თქო, მართლაც, ცუდი დასასრული საშინლად მანგრევს, იმ მომენტში, როცა ვკითხულობ და მითუმეტეს შინაარსი როცა ძალაუნებურად მითრევს თავისში, სულაც არ ვფიქრობ, რომ მწერლის მიერ გამოგონილ სამყაროში ვარ. იმდენად რეალურად აღვიქვამ დახატულ სიტუაციას, რომ შიში გაასმაგებულად მიპყრობს, ამიტომაც მეშინოდა. ჯერ ხომ კითხვის დაწყებისთანავე ჩამითრია ისტორია და ერთი სული მქონდა რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი ბოლომდე.
ჩემთვის ყველაფერი იყო ამ ისტორიაში. საოცრად გადმოეციი ყველა ის ემოცია, რამაც ასე ძალიან იმოქმედა.
ერთადერთი, რასაც ბოლომდე მაინც ველოდი ეს გიორგის მხრიდან ართქმული სიტყვა იყო. მაინც ბოლომდე მჯეროდა, რომ ცოცხალი ელენიკა რაღაც ადგილს იპოვიდა პელოთი მოცულ გიორგის სამყაროში... არა, არ ვამტყუნებ გიორგის პელოსადმი ასეთ მიჯაჭვულობაში, მაგრამ, არც ელენიკა მემეტებოდა ასეთი გიორგისთვის.
და მაინც, ერთ-ერთი ფავორიტი გახდა ეს ისტორია ჩემთვის. ყოჩაღ, ძალიან კარგად, გააზრებულად, დალაგებულად და ემოციით წერ. წარმატებებს გისურვებ :*

უღრმესი მადლობა, კარინა, ასეთი სიტყვებისთვის heart_eyes
ძალიან მიხარია, თუ ასეა და თუ მართლა ერთ-ერთი ფავორიტი გახდა შენთვის!
მხოლოდ იმას გეტყვი, რომ გიორგისგან ეს სიტყვა ამ სიტუაციაში ზედმეტი იქნებოდა. ბანალურს და უაზროს გახდიდა იმ ყველაფერს, რაც აქამდე მოხდა. თქვენ, მკითხველებს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ როგორ იტყოდა ის ''მიყვარხარ''-ს და რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ელენიკას. ეჰ, ალბათ უბედნიერესი იქნებოდა ის საცოდავი :დდ
რაც შეეხება დასასრულს, გადავწყვიტე, რომ იმსახურებდნენ ამას.
იმსახურებდნენ შვებას, სიმშვიდეს და ერთად ყოფნას.

 


№4  offline წევრი TeddyBear

ძალიან, ძალიან ძლიერი ნაწარმოები იყო, ემოციებით სავსე და სიმაერთლე გითხრა დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ სიტორიას წიგნის ფარატინა ფურცლებზე დაწერილს. ამ ისტორიის თითოეული პერსონაჟი ისეთი განსაკუთრებული და ახლობელი გახადე ჩემთვის რომ მგონია პირადად ვიცნობ.
პელო... მომეწონა ეს პერსონა, იმის მოუხედავად რომ გარდაცვლილი იყო მაინც მოახერხა უზომოდ დიდი სითბოს დატოვება.
გიორგი და ელენიკა... მელანქონიური, ოდნავ ამოუცნობი თუმცა ემოციურად დატვირთული წყვილი იყო ჩემთვის.
საოცარი ადრენალინის გრძნობა მიჩნდებოდა კითხვის დროს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მათთან ერთად მივდიოდი მანქანით, ფეხით... თვალებითაც კი.
სვანეთში მეც ვიყავი, იმ სასტუმროს ოთახშიც სადაც გიორგი და მანანა საუბრობდნენ, იმ დროს ელენიკას რომ ეძინა დივანზე.
არ ვიცი რა ვთქვა, მართლა არ ვიცი ემოცია იყო ეს ისტორია!
უნიჭიერესი გოგო ხარ შენ, ძალიან, ძალიან მაგარი გოგო!!!!
მართლა დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი წიგნს სახელად "თავშესაფარი" ❤ თუ ოდესმე გადაწყვეტ მის დაბეჭვდას ერთი წიგნი ჩემთვისაც შემოინახე ^^ ❤

 


№5  offline მოდერი sopiko

TeddyBear
ძალიან, ძალიან ძლიერი ნაწარმოები იყო, ემოციებით სავსე და სიმაერთლე გითხრა დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ სიტორიას წიგნის ფარატინა ფურცლებზე დაწერილს. ამ ისტორიის თითოეული პერსონაჟი ისეთი განსაკუთრებული და ახლობელი გახადე ჩემთვის რომ მგონია პირადად ვიცნობ.
პელო... მომეწონა ეს პერსონა, იმის მოუხედავად რომ გარდაცვლილი იყო მაინც მოახერხა უზომოდ დიდი სითბოს დატოვება.
გიორგი და ელენიკა... მელანქონიური, ოდნავ ამოუცნობი თუმცა ემოციურად დატვირთული წყვილი იყო ჩემთვის.
საოცარი ადრენალინის გრძნობა მიჩნდებოდა კითხვის დროს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მათთან ერთად მივდიოდი მანქანით, ფეხით... თვალებითაც კი.
სვანეთში მეც ვიყავი, იმ სასტუმროს ოთახშიც სადაც გიორგი და მანანა საუბრობდნენ, იმ დროს ელენიკას რომ ეძინა დივანზე.
არ ვიცი რა ვთქვა, მართლა არ ვიცი ემოცია იყო ეს ისტორია!
უნიჭიერესი გოგო ხარ შენ, ძალიან, ძალიან მაგარი გოგო!!!!
მართლა დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი წიგნს სახელად "თავშესაფარი" ❤ თუ ოდესმე გადაწყვეტ მის დაბეჭვდას ერთი წიგნი ჩემთვისაც შემოინახე ^^ ❤

ვაიმე, მარიამ, ეს რაები მითხარი, ჰა? heart_eyes
უზომოდ გამაბედნიერე ამ წუთას!
გპირდები, თუ ასეთ რამეს გადავწყვეტ, არ გამოგაპარებ არც შენ blush

 


№6  offline წევრი Hela

როგორ მომეწონა
ყველანაირად განსხვავებული ისტორიააა
როგორ მომწონს ელენიკა და გიორგი
პელოც ძალიან მომეწონა შეიძლება გარდაცვლილი იყო მაგრამ ძალიან შემაყვარა თავი
მეც ძალიან მინდა რონ ეს ისტორია წიგნად გამოიცეს
წარმატებები და უფრო ნეტი საინტერესო და ესეთი ჯარგი ისტორია დაგეწეროს

 


№7  offline მოდერი sopiko

კუზუნა
როგორ მომეწონა
ყველანაირად განსხვავებული ისტორიააა
როგორ მომწონს ელენიკა და გიორგი
პელოც ძალიან მომეწონა შეიძლება გარდაცვლილი იყო მაგრამ ძალიან შემაყვარა თავი
მეც ძალიან მინდა რონ ეს ისტორია წიგნად გამოიცეს
წარმატებები და უფრო ნეტი საინტერესო და ესეთი ჯარგი ისტორია დაგეწეროს

გმადლობ heart_eyes მგონი პირველად წაიკითხე ჩემი ისტორია და მიხარია, თუ ასეთი შთაბეჭდილება მოვახდინე!
რაც შეეხება წიგნად გამოცემას, ეს ჩემი ოცნებაცაა, მაგრამ წინასწარ ვერაფერს გეტყვით.

 


№8 სტუმარი Guest თაკო

ეს იყო შოკი ))) რაა იყო ეს ?ეს იყო შესანიშნავი ისტირია,ისტორია არაა რეალობა ,მეგონაე მოვნაწილეობდი,რადგამ სუულ კანკალით ვკითხულობდი,ემიციებში ვიყავი,მომენტში მეღიმებოდა ,მეტირებოდა, გულს მითბობდა ეს ორი!! ყოჩაღ ძალიან კარგი იყო ! ბედისწერის არსებობა დავიჯერე )))
პ.ს.ტრიუმფალური თაღი ესწიგნი ჩემი ფავორიტია როგორც ეს რალური ისტორია)))
პ.პ.ს.გადავხედავ თქვემს ისტორიებს წაკუთხული უნდა მქონდეს თუ არ ვცდები რადგან მე აქ მუდმივი მკითხველი ვარ,და თქვენ პირველ კომენტარს გიწერთ!! ძალიან ვისიამოვნე !

 


№9  offline მოდერი sopiko

Guest თაკო
ეს იყო შოკი ))) რაა იყო ეს ?ეს იყო შესანიშნავი ისტირია,ისტორია არაა რეალობა ,მეგონაე მოვნაწილეობდი,რადგამ სუულ კანკალით ვკითხულობდი,ემიციებში ვიყავი,მომენტში მეღიმებოდა ,მეტირებოდა, გულს მითბობდა ეს ორი!! ყოჩაღ ძალიან კარგი იყო ! ბედისწერის არსებობა დავიჯერე )))
პ.ს.ტრიუმფალური თაღი ესწიგნი ჩემი ფავორიტია როგორც ეს რალური ისტორია)))
პ.პ.ს.გადავხედავ თქვემს ისტორიებს წაკუთხული უნდა მქონდეს თუ არ ვცდები რადგან მე აქ მუდმივი მკითხველი ვარ,და თქვენ პირველ კომენტარს გიწერთ!! ძალიან ვისიამოვნე !

უუუდიდესი მადლობა, თაკო heart_eyes ხო, არ მახსოვს შენგან დატოვებული კომენტარი!
მიხარია, რომ გრძნობები ასე გაითავისე!

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

როგორც იქნა მოვახერხე და დავასრულე...
სოფ, ეს ისტორია რომ დავიწყე, რაღაც უფრო მდდორეს, რომანტიულს და რბილს ველოდი...
ჯერ კიდევ არ ვიცი პირველი თავის შემდეგ განვითარება რამდენად მოუხდა ამ ამბავს, ეს დაძაბული და მძაფრი სიუჟეტი, თუმცა, ფაქტი ერთია: "თავშესაფარში" ბევრი ისეთი რამ მოიძებნება, რასაც დაიმახსოვრებ და გამოგადგება...
იმედის, ერთგულების და გვერდში დგომის მაგალითია ეს ისტორია...
მართანლია, ელენიკა ცოტა ქარაფშუტა იყო, მაგრამ ვინ იცის, რომ არა ეს ხასიათი, ბოლოს რა იქნებოდა მისი ცხოვრება...
პელო... ეს ის პერსონაჟია, რომლის შესახებაც სიამოვნებით გავიგებდი უფრო მეტს და ეს შეგრძნება რომ დამიტოვე სოფ, ძალიან მსიამოვნებს...
გიორგის შესახებ არ ვიცი რა გითხრა, სადღაც შუაშია ხვდები? ადრეც ვამბობდი, ვერ გადამიწყვეტია, მომწონდეს თუ არათქო... არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლომდე ასე დარჩა... შეიძლება ასეც უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა ეს სულაც არაა ისტორიის ნაკლი... პირიქით უნაკლო იყო ეს ყველაფერი...

ველი შენს მომდევნო ისტორიას...
ძალიან მაგარი გოგო ხარ და წარმატებები <3

 


№11  offline მოდერი sopiko

lullaby
როგორც იქნა მოვახერხე და დავასრულე...
სოფ, ეს ისტორია რომ დავიწყე, რაღაც უფრო მდდორეს, რომანტიულს და რბილს ველოდი...
ჯერ კიდევ არ ვიცი პირველი თავის შემდეგ განვითარება რამდენად მოუხდა ამ ამბავს, ეს დაძაბული და მძაფრი სიუჟეტი, თუმცა, ფაქტი ერთია: "თავშესაფარში" ბევრი ისეთი რამ მოიძებნება, რასაც დაიმახსოვრებ და გამოგადგება...
იმედის, ერთგულების და გვერდში დგომის მაგალითია ეს ისტორია...
მართანლია, ელენიკა ცოტა ქარაფშუტა იყო, მაგრამ ვინ იცის, რომ არა ეს ხასიათი, ბოლოს რა იქნებოდა მისი ცხოვრება...
პელო... ეს ის პერსონაჟია, რომლის შესახებაც სიამოვნებით გავიგებდი უფრო მეტს და ეს შეგრძნება რომ დამიტოვე სოფ, ძალიან მსიამოვნებს...
გიორგის შესახებ არ ვიცი რა გითხრა, სადღაც შუაშია ხვდები? ადრეც ვამბობდი, ვერ გადამიწყვეტია, მომწონდეს თუ არათქო... არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლომდე ასე დარჩა... შეიძლება ასეც უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა ეს სულაც არაა ისტორიის ნაკლი... პირიქით უნაკლო იყო ეს ყველაფერი...

ველი შენს მომდევნო ისტორიას...
ძალიან მაგარი გოგო ხარ და წარმატებები <3

უღრმესი მადლობა, მარ heart_eyes
შეტყობინება არ მომსვლია რატომღაც და ალბათ, რომ არ მოგეწერა, დიდხანს ვერ გავიგებდი, რომ დააკომენტარე...
კი, პელოზე კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ისტორიამ არ მომცა ამის საშუალება, მით უმეტეს, რომ ნელ-ნელა უკან იხევდა ის და ბოლოს საერთოდ გაიხურა კარი.
გიორგი მართლაც რომ ბუნდოვანი დარჩა მკითხველისათვის, მისდამი დამოკიდებულებაც, მაგრამ ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო.
ელენიკასნაირები არსებობენ და მეც გადავწყვიტე დამეწერა მასზე.
მკვეთრ შუქს თვალს ვერ გაუსწორებ დაბალს შეჩვეული, თუ მას ძალით არ შეგაჯახებენ და ამის გარეშეც არაფერი შეიცვლებოდა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა heart_eyes

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ფრთხილად ვიწევი და მამაკაცის სახის პირდაპირ ვიხრები. სულ ცოტაც და ჩემი ბაგეები მისას შეეხება, მაგრამ სწორედ ცოტაც და მე მასზე შეყვარებული ვიქნები. სანამ გვიანი არ არის, უკან უნდა დავიხიო. ვიდრე დინება არ ჩამითრევდეს, ნაპირზე უნდა გამოვიდე დაა იქ წავიდე, სადაც ვერასოდეს დამეწევა მჩქეფარე ტალღაა...

კმაყოფილი ვარ. ისეთი კმაყოფილი, მეტი რომ არ შეიძლება. აღტკინებასა და აჟიტირებას ვეღარ ვუმკლავდები.
''შენ_სავსე, მე_ცარიელი...''
ცარიელი? რატომ მეგონა, რომ ბოლო სიტყვები სწორედ ეს იქნებოდა? რატომ ვგრძნობ ახლა თავს გაბერილად, ამოვსებულად, სულჩაბერილად?

რა კარგი გოგო ხარ შენ....
ფრაზებმა გული შემიკუმშა. სუნთქვა შემიკრა, ტაომ დამაყარა და სამყაროს მომწყვიტს. ყოჩათ შრნ

 


№13  offline მოდერი sopiko

terooo
ფრთხილად ვიწევი და მამაკაცის სახის პირდაპირ ვიხრები. სულ ცოტაც და ჩემი ბაგეები მისას შეეხება, მაგრამ სწორედ ცოტაც და მე მასზე შეყვარებული ვიქნები. სანამ გვიანი არ არის, უკან უნდა დავიხიო. ვიდრე დინება არ ჩამითრევდეს, ნაპირზე უნდა გამოვიდე დაა იქ წავიდე, სადაც ვერასოდეს დამეწევა მჩქეფარე ტალღაა...

კმაყოფილი ვარ. ისეთი კმაყოფილი, მეტი რომ არ შეიძლება. აღტკინებასა და აჟიტირებას ვეღარ ვუმკლავდები.
''შენ_სავსე, მე_ცარიელი...''
ცარიელი? რატომ მეგონა, რომ ბოლო სიტყვები სწორედ ეს იქნებოდა? რატომ ვგრძნობ ახლა თავს გაბერილად, ამოვსებულად, სულჩაბერილად?

რა კარგი გოგო ხარ შენ....
ფრაზებმა გული შემიკუმშა. სუნთქვა შემიკრა, ტაომ დამაყარა და სამყაროს მომწყვიტს. ყოჩათ შრნ

დიდი მადლობა, ტერო heart_eyes
ეს სიტყვები ჩემთვისაც გამორჩეულია!

 


№14  offline წევრი მენდეს

კარგი ჯერ მხოლოდ რემარკამდე მივედი და მხოლოდ იმიტომ ვაფრენ უკვე ამ ისტორიაზე რომ " ტრიუმფალური თაღი" ახსენე აი ვაააფრეენ ერიხ მარია რემარკზე ^^ ბოლომდე რომ წავიკითხაავ აზრს მერე დავწერ ისტორიაზე მაგრამ უკვე ვიცი რომ მომეწონება :დ

 


№15  offline მოდერი sopiko

მენდეს
კარგი ჯერ მხოლოდ რემარკამდე მივედი და მხოლოდ იმიტომ ვაფრენ უკვე ამ ისტორიაზე რომ " ტრიუმფალური თაღი" ახსენე აი ვაააფრეენ ერიხ მარია რემარკზე ^^ ბოლომდე რომ წავიკითხაავ აზრს მერე დავწერ ისტორიაზე მაგრამ უკვე ვიცი რომ მომეწონება :დ

რა საყვარელი ხარ heart_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი ნატო

ვკითხულობდი და თითქოს მეც იქ ვიყავი გმირებთან. დიდი მადლობა ასეთი კარგი წიგნისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent