შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპათიური სტუმარი დასასრული


18-03-2017, 17:53
ავტორი CRAZY GILR
ნანახია 2 693

27 თავი

ზღვის სანაპიროს გავუყევით და საერთო მოგოგნებების გახსენება დავიწყეთ.
- მაპატიე რა, ისე აგდებულად რომ გელაპარაკებოდი.
- კაი არაუშავს. და შენ ის გახსოვს ნიკუშაზე რომ იეჭვიანე.- გაღიმებულმა გავხედე.
- კი მახსოვს- ღიმილით გამოთქვა და გვერდზე მიმიხუტა- და შენ თუ გახსოვს ის ანაკლიაში, ერთ გოგოს რომ ტელეფონი გამოვართვი შენ როგორ იყურებოდი. ძაან იეჭვიანე.
- არ მიეჭვიანია- დაუფიქრავად წამოვიძახე.
- როგორ არა , იეჭვიანე
- ხოო, კაი ვიეჭვიანე. - ამის გახსენებაზე სიცილი ამიტყდა რაშიც გაბროს ავიყოლიე.
- გაბრო
- გისმენ
- 8 წლის წინ გაუფრთხილებლად რატომ წამოხვედი.
- სესილი, მოულოდნელად გადავწყვიტეთ, უფრო სწორად ასე მოგვიწია. გარდა ამისა ვიცოდი რომ გამიჭირდებოდა გამომშვიდობება.
- მეტკინა. დილით გაღვიძებისთანავე მარიასთან ჩავედი, რომ შენ მენახე და ყველაფერში გავრკვეულიყავი. მაგრამ წახვედი... წახვედი და გაურკვევლობაში დამტოვე. არც ის ვიცოდი რას ფიქრობდი ჩემზე და როდის გავიგებდი ამას, მხოლოდ ის ვიცოდი რომ მიყვარდი. ვფიქრობდი რომ გადამიყვარდებოდი, მაგრამ ერთ წელიწადში საბოლოოდ დავრწმუნდდი რომ სამუდამოდ მეყვარებოდი. არ ვიცი აქ ჩამოსვლისთანავე რატომ არ მოგძებნე. ალბათ, მეშინოდა. მხოლოდ ლევანის და რეზის ლაპარაკმა მომცა ბიძგი. შენზე და ნარკოტიკებზე ლაპარაკობდნენ. გაბრო, გთხოვ სიმართლე მითხარი, ვიცი რომ ის არ იყო პირველი, ხომ ასეა?
- სესილი ის პირვე...
- არა, სიმართლე მითხარი- მტკიცედ ვუთხარი და მის წინ დავდექი.
- კარგი- ოდნავ ხმა აამაღლა- არ იყო პირველი. მერვე იყო თუ არ ვცდები. მაგრამ, სესილი, გეფიცები იმ დროიდან როცა შენი განადგურებული თვალები დავინახე ყველანაირად ვეცადე რომ თავი დამენებებინა. და გამომივიდა. სესილი გთხოვ მაპატიე რომ მიგატოვე და გატკინე და ისიც მაპატიე რომ დიდი დროის შემდეგ ისეთ განადგურებულ მდგომარეობაში მნახე. მაპატიე გთხოვ.
- რაც მთავარია ახლა ჩემთან ხარ, გაბრო. გთხოვ ასე აღარასდროს მიმატოვო, აღარ მატკინო.
- გპირდები სესილი! გპირდები!
ჩახუტებულები ვიდექით სანაპიროზე. მხოლოდ გათენებისას დავბრუნდდით სასტუმროში.
ორი კვირა გავატარეთ დუბაიში. მესამე კვირის სამშაბათი იყო.
გაბრო მაღაზიებში გავიდა. გარეთა მოვიცვი და გარეთ გავედი. სასიამოვნო სიო ქროდა. აფთიაქი ძლივს ვიპოვე, შევედი და ტესტი მოვითხოვე. სასტუმროში დაბრუნებისას გული ხელში მეჭირა. დღეს დილით თავბრუ დამეხვა და ცოტა ხანში გული ამერია. ძლივს ავირიდე გაბროსგან თავი რომ არ შეემჩია. არ მინდოდა იმედი ჰქონოდა და შემდეგ გამეცრუებინა. სააბაზანოში შევედი და ტესტი გავიკეთე. ორი ხაზი. ღმერთო ჩემო, შვილი!
- ჩემი და გაბროს შვილი!- ამოვიჩურჩულე და კარს დავეყრდენი. არაქვეყნიურად გამეღიმა, ისე როგორც დედები იღიმებიან შვილის წარმოდგენისას. ცხრა თვეში ხელში ჩემი და გაბროს ბავშვს დავიჭერდი. კედელთან ჩავიკეცე და მაშინვე ტირილი წამსკდა. სიხარულის ცრემლები მომდიოდა. არადროს მეგონა თუ ასე იმოქმედებდა ჩემზე დედობა. ვერასდროს წარმოვიდგენდი საკუთარ თავს დედად. ახლა კი ერთი სული მქონდა თუ როდის გავხდებოდი დედა, როდის დამიძახებდაა ამ სახელს ჩემი შვილი, გოგო ან ბიჭი, როგორ ირბენდა ეზოში და როგორ ვინერვიულებდი მასზე როცა თანატოლებთან ერთად წავიდოდა. რამოდენიმე წუთი ასე ვიჯექი, შემდეგ კი გაბრო გამახსენდა და სწრაფად მოვემზადე. მინდოდა მისთვის მხოლოდ თბილისში მეთქვა ეს ამბავი. ამიტომაც არაფერი შევიმჩიე მისი მოსვლის შემდეგ. გულისრევა ისევ მაწუხებდა მაგრამ უკვე წინასწარ ვხვდებოდი და იმ დროისათვის გაბროსთან ყოფნას ვერიდებოდი. ასე გავიდა ერთი კვირა. ეს ერთი კვირა ვცდილობდი სასტუმროდან ხშირად არ გავსულიყავი, გაბროს უკვირდა ეს მაგრამ კარგ მიზეზებსაც ვიგონებდი. ჩემი ფანტაზიის უნარი ისევ ისე მარად ცოცხლობდა! აეროპორტში ვიყავით და ჩვენ რეისს ველოდებოდით. მალე თვითმფრინავშიც ჩავჯექით და თბილისისაკენ გავფრინდდით.
12 საათი გავიდა ფრენაში. საშინლად მაწუხებდა ეს პროცესი მაგრამ ვიტანდი. ძლივს ჩავფრინდდით.
- ჩემთან წავიდეთ. - გამიღიმა და ბარგი ხელში აიტაცა.
- კარგი.
20 წუთში გაბროს სახლის ეზოში შევაბიჯეთ. ხელი გადამხვია და კარისაკენ მიბიძგა. კარის ზღურბლზე ვიდექი, როცა ვიღაცამ, არა, ვიღაცეებმა კივილი მორთეს. წამებში ორი გიჟი გოგო მეცა და კინაღამ იატაკზე გავიშხლართე.
- მარიაა... ანიი- მეც ვწიოდი და გაბროს გავყურებდი მათი ჩახუტების პარალელურად. რეზის და გაბროს შეეგება და მერე ჩვენ გამოგვხედა. ტუჩების მოძრაობით მადლობა გადავუხადე. რათქმაუნდა ეს ყველაფერი მან მოაწყო, მე არავისთვის მითქვამს ჩვენი წამოსვლის შესახებ.
- ჩემს დას რამოდენიმე წამით ვერ დამითმობთ?!- გვერდითა ოთახიდან ლელა გამოვიდა ეშმაკური გამოხედვით. ისეთი ინერციით ჩავეხუტე, მგონი რამოდენიმე მეტრით დაიხია უკან.
- ლელას როდის შეატყობინე?- გაბროსთან მივედიბ და უკნიდან ჩავეხუტე.
- მაშინ როცა შენ სააბაზანოში იკეტებოდი.
- სააბაზანოში?- მარიამ დაბნეულად გადმოგვხედა. მხოლოდ მან გაიგო გაბროს სიტყვები.
- ხო, ეს ჭუკი რაღაცამ აწყინა და გული ერეოდა.- ახლა თვითონ მომეხვია უკნიდან და კოცნა დამიტოვა შუბლზე, მერე კი ბიჭებთან გავიდა.
- მოგწამლა?!- ეჭვის თვალით შემათვალიერა მარიამ, მერე კი კინაღამ კივილი მორთო.
- სესიიი- თან ჩურჩულებდა მაგრამ თან წიოდა.
- ჩუუ, არ იცის ჯერ. მალე ვეტყვი.
- აუ რა მაგარიააა
- კაი მორჩი, შეამჩნევენ.
- კაი, კაი ვსიო.

მალე სუფრასაც შემოვუსხედით.
- კარგად გაატარეთ დრო?
- აუუ, ლელა იცი რა სამოთხე იყოო. სიზმარში მეგონა თავი.
- თვალები გიბრწყინავს სესო. მიხარია რომ ბედნიერი ხარ!
- შენ რას შვრები შენს ამერიკელთან?!
- აუ არ ვიცი რაა. ხან როგორ ურთიერთობს ხან როგორ. ავირიე.
- აუ ზუსტად ჩემს მდგომარეობაში ხარ. მოგვარდება ყველაფერი, აი ნახავ.
- კაი არ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
- კაი. ოღონდ ვერსად გამექცევი იცოდე.
- ჰოო კაი.
ცოტა ხანი ისევ სუფრასთან ვიჯექით და სხვადასხვა ამბებს ვყვებოდით, გოგოები ვჭორაობდით და ა... შ...
შევამჩნიე რომ რეზის ტელეფონზე საუბრის შემდეგ ხასიათი შეეცვალა. ჩემი ეჭვი გამყარდა როცა ბიჭებს უხმო გვერდზე. რაღაც მოხდა. საპირფარეშო მოვიმიზეზე და მათ გავყევი ჩუმად. მაგრამ საუბრის დასაწყისს ვერ მივუსწარი.
გაბრო კედელთან იყო ჩამჯდარი და თავი ხელებში ჩაერგო.
- ჯანდაბა! ჯანდაბა!- ისე უცბად წამოხტა და კედელს დაუშინა მუშტები.
- დამშვიდდი აწი!- ლევანიმ შესძახა მაგრამ მაინც არ წყნარდებოდა.
- როგორ დავმშვიდდე იქ შეიძლება ჩვენ ვყოფილიყავით. სესილი... - ეს ბოლო ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და ისევ ჩაცურდა კედელთან. ვეღარ გავძელი და მასთან მივედი.
- გაბრო რა ხდება?- ბიჭებს გავხედე მაგრამ ისინი გაბროს უყურებდნენ, მისგან ეძებდნენ პასუხს ეთქვათ თუ არა. ჩემს დანახვაზე გაბრო უცბად წამოხტა და მომიახლოვდა.
- არაფერი სესილი, მიდი გოგოებთან დაბრუნდდი- შუბლზე კოცნით აპირებდა გასტუმრებას, მაგრამ თავი გვერდზე გადავხარე.
- გაბრო, რა ხდება?- ამჯერად უფრო კატეგორიული ვიყავი.
ერთი ამოიხვნეშა და თვალებში შემომხედა.
- სესილი, ის კერძო თვითმფრინავი რითაც ჩვენ ვაპირებდით წამოსვლას... - შეჩედა და თავი დახარა.
- გააგრძელე
- ჩამოაგდეს.- თავდაპირველად ვერ ვაანალიზებდი ნათქვამს.
- რაა?- ჩახლეჩილი ხმით ამოვილაპარაკე.
- სესილი- მაგრად ჩამიხუტა და თავზე დამიტოვა კოცნები.
„ იქ... იქ რომ ჩვენ ვმჯარიყავით. მე, გაბრო, ჩვენი პატარა... ღმერთო... ღმერთო ჩემო... მადლობა... პატარა... ჩემი პატარა“ ფიქრებთან ერთად ვტიროდი და გაბროს პერანგს ვებღაუჭებოდი.
- ღმერთო ჩემო...- გაბროს გავშორდი და ხელები მის მკლავებზე დავტოვე- გაბრო იქ რომ ჩვენ ვყოფილიყავით. ჩვენ. მე, შენ და პატარა...- ეს ბოლო უფრო წამომცდა და როგორც კი გავაანალიზე გავჩუმდი. გაბროს არ გამოპარვია და გაფართოებული თვალებით მომშტერებოდა.
- რა თქვი?- ძლივს გასაგონად მკითხა.
- გაბრო... მე...- ვერაფერს ვამბობდი ამიტომ მუცელზე ხელი დავიდე და ამით ვანიშნე. ჯერ მომშტერებოდა, მაგრამ სიხარულის თვალებით, შემდეგ კი ძალიან სწრაფად ამიტაცა ჰაერში და დამატრიალა.
ნელა დამსვა და სახე დამიკოცნა.
- სესილი, ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე. ჩვენი პატარა. ჩვენი გოგონა
- რა იცი რო გოგოა?
- ვიცი- ამაყად მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
- მე რო ბიჭი მინდა- ვითომდა გაბუტული ხმით ვუთხარი და ტუჩები გამოვბუსხე.
გაიცინა და მაგრად ჩამიკრა. რამოდენიმე წუთი ასე ვიდექით და ერთმანეთის სურნელით ვტკბებოდით.
მაშინ როცა ხელი გამიშვა ლევანიმ და რეზიმ შეჰყვირეს და ერთდროულად მიმეხუტნენ. მე უბრალოდ მეცინებოდა და მადლობასაც ვეღარ ვეუბნებოდი მოლოცისთვის.
- ჩემს გარეშე უთხარი გოგოო ?! - მარია შემოვარდა ოთახში და მოლოცვის მაგივრად მე დამეტაკა.
- ე მოიცა, მარია შენი ხმა ბავშვს ავნებს. შეეშვი ჩემს რძალს- რეზი დამიდგა წინ და მარიას საჩვენებელი თითი დაუქნია.
- მომშორდები თუ აქედან მკვდარი გაგათრიო?!
- ბოდიში- ხელები მაღლა აღმართა და გვერდზე გადგა. მე და გაბრო ამას ჩახუტებულები ვუყურებდით და ვიცინოდით.
- სეეს მოდი ჩაგეხუტოო (ანი)- მომვარდნენ და მარია და ანიც ერთად ჩამეხუტნენ. შემდეგ გაბროზე გადავიდნენ. შენდეგ კი ყველა დაწყვილებული მივდიოდით რესტორნისკენ: მე და გაბრო, ანი და ლევანი, მარია და რეზი. ყველა მსგავსად გადავნაწილდით მანქანებში გოგოების საათიანი მომზადების და ბიჭების წუწუნის შემდეგ.
საუკეთესო მაგიდა დავიკავეთ და მთელი რესტორანი ავიკალით. ხან რას ვმღეროდით და ხან რას ვყროყინებდით. ამ უკანასკნელში ოთხი ჭიქის შემდეგ უკვე დასპეცდნენ გოგოები. ჩემს გამოკლებით რათქმაუნდა. ერთი ჭიქა მინდოდა დამელია და ისიც დამიშალა ჩემმა ქმარმა.
- 9 თვე ესე უნდა მატანჯო?!- წარბი ავუწიე ნასვამ გაბროს.
- დიახაც.
- და მე თუ არ ვსვამ შენ რატომ სვამ?
- მე არ მყავს მუცელში ბავშვი.- მითხრა და ენა გამომიყო. დანარჩენები ყველა საცეკვაოდ იყვნენ გასულნი.
- დღეს ერთად არ ვწვებით.- გადაჭრით ვთქი და ლიმონათის ჭიქას დავწვდი.
- რატომ?! - დაინტერესებული მზერით შემომხედა.
- ხომ არ გინდა რომ შენმა შვილმა ალკოჰოლის სუნი ისუნთქოს?!- წარბები ავწიე და გამომწვევად გავხედე.
- ხოო კაიი- ამოიბურტყუნა და მოცეკვავეებს გახედა. ისეთი საყვარელი იყ ვეღარ მოვითმინე, სახე გამოვაწევინა ხელით და მის ტუჩებს დავეწაფე. თვითონაც დიდი სიამოვნებით ამყვა, რაზეც გამეცინა მაგრამ მაინც არ მოვშორებივარ მის ტუჩებს.
- აუ სახლამდე რომ მოითმინოთ არაა?!- ლევანი მოუახლოვდა სუფრას და ჩვენს პირდაპირ ჩამოჯდა.
გაბროს წარბშეკრული გადახედა, მე და ლევანს კი უბრალოდ გაგვეცინა.ამის შემდეგ იყო მუცლის ტკივილამდე სიცილი მარიას, რეზის და ანის ყროყინებზე და ვითომდა სასაცილო ანეგდოტებზე.
რამოდენიმე საათში ყველა დავიშალეთ. ღამის სამი იყო როცა დავბრუნდდით. ჩემი მტკიცე გადაწყვეტილების მიუხედავად უკვე სუნამოს სუნში გახვეულ გაბროს მივუწექი, მანაც მის სხეულზე მიმიკრა და ასე გადავეშვით მორფეოზის სამყაროში. არა. ეს მხოლოდ გაბრო გადაეშვა. მე კი როგორც კი თვალები დავხუჭე თვითმფრინავის შემთხევა გამახსენდა და მაშინვე ვჭყიტე თვალები. გაბროს გავხედე ფრთხილად, უკვე ეძინა ამიტომ გადავწყვიტე ხვალ მეკითხა ყველაფერი დაწვრილებით.

***

დილით რომ გავიღვიძე გაბრო ოთახში არ დამხვდა. აივანზე გავედი. ცალი ხელით მოაჯირს დაყრდნობოდა, მეორეთი კი სიგარეტს ეწეოდა.
წელზე ხელები შემოვხვიე და მხარზე მივაკარი ტუჩები. ვიგრძელი როგორ ჩაეღიმა, ისე როგორც მე მიყვარდა.
- კარგად ხარ?- სიგარეტი ჩააქრო და ჩემსკენ შემობრუნდა.
- კი- ვუთხარი და ისევ მას მივეკარი და სახე მის ყელში ჩავრგე.
- გაბრო
- გისმენ
- ჩემთვის ყველაფერს გააკეთებ?
- რათმაუნდა- თავზე მაკოცა, სახე ამაწევინა და თვალებში შემომხედა. - ამას რატო მეკითხები?
- სიგარეტსაც დაანებებ თავს?
- რაა?
- ხო, არ მინდა რომ სიგარეტს ეწეოდე- და ისევ მას მივეკარი ადრინდებულად. ჩაეღიმა და შემდეგ მიპასუხა.
- კი.
- მართლა? - სახე გავუსწორე და მხიარული ხმით ვკითხე.
- მართლა- შუბლზე მაკოცა და ისევ მიმიკრა.- ამიტომაც მიყვარხარ ასე გიჟურად.
- რატომ?
- იმიტომ რომ განსხვავებული ხარ. სხვა მეტყოდა რომ სიგარეტი მიხდება, ან გაიფიქრებდა მაინც. შენ კი მითხარი რომ თავი დამენებებინა. - საფეთქელზე მომაკრო ტუჩები და სველი კოცნა დამიტოვა.
- მიყვარხარ გაბრო! იმ წამიდან მიყვარხარ როცა პირველად შეგხვდი... და შენ ამათვალიერე- სწრაფად ვუთხარი და მის რეაქციას დავაკვირდი. ჩაიცინა. ამ დროს მისი თვალები... მისი ნაცრისფერი თვალები ბრწყინავდა. ტელეფონმა რეკვა დაიწყო. გაბროს სახე შეეცვალა და სწრაფად ამოიღო ტელეფონი. მივხვდი რომ თვითმფრინავთან იყო დაკავშირებული ეს ზარი.
- გისმენ... მოვდივარ.- თქვა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, შემდეგ კი ჩემკენ შემობრუნდა.
- უნდა წავიდე.- კისრის ძარღვები დაჭიმული ჰქონდა.
- იპოვეს?- პირდაპირ ვკითხე და თვალებში შევხედე.
- კი- ძარღვები უფრო დაეჭიმა. ვხვდებოდი როგორ საშინელ მდგომარეობაში იყო ახლა ის. მალე იმ ადამიანთან მივიდოდა რომელმაც მისი და გააპატიურა, რომელმაც და გაუნადგურა და თავისმოკვლამდე მიიყვანა.
- კარგი წადი.- ახლა საუბარი უფრო დატანჯებდა ამიტომ თავი შევიკავე.
უხმოდ შევიდა ოთახში. მეც მას მივყევი და სააბაზანოსკენ წავედი, გაბრო კი პირდაპირ კარებისკენ წავიდა. კარებთან გაჩერდა და თავი ოდნავ მოაბრუნდა. სწრაფად მოუხვია და ჩემსკენ წამოვიდა. წელზე ხელი შემიცურა, მის სხეულზე მიმიკრა და მაკოცა. საოცარია, იმის მიუხედავად რომ ეს უკვე მრავალჯერ ყოფილა, ყოველ ჯერზე ვიბნეოდი, მბურძგლავდა და სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი. რამოდენიმე წამში შუბლი შუბლზე მომადო და ერთი ხელი სახეზე ჩამომიცურა.
- ბოდიში, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ. უბრალოდ...- ვიცი რითაც გააგრძელებდა ამიტომ მაშინვე შევაჩერე.
- მესმის. შენ არ ხარ დამნაშავე. - თვალებში შევხედე და ლოყაზე ვაკოცე- წადი, ვიცი რომ ახლა აქ ყოფნა გიჭირს. მე კარგად ვარ. შენ კი იბრძოლე რომ დამნაშავე დაისაჯოს.
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ - შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. მაინც ვნერვიულობდი რომ მასთან შეხვედრა უწევდა. მაგრამ ლოდინის გარდა არაფერი შემეძლო. დროის გაყვანას სხვადასხვა რამით ვცდილობდი. ღამეც დადგა და კარების დაკეტვის ხმა გავიგე.
დივნიდან წამოვხტი და მისაღებში გავედი. კარგად შეთვალიერებაც არ მიცდია, პირდაპირ მისკენ გავექანე და როგორც კი ამოიბრუნდა მაშინვე ჩავეხუტე. ხელები წელზე მომხვია და სახე ჩემს ყელში ჩარგო.
- ვნერვიულობდი- ამოვიჩურჩულე და ყელში ვაკოცე. ჩემს შეხებაზე დაბურძგლა, რაზეც გამეღიმა.
- ყველაფერი კარგადაა- მისი ყელიდან ავიღე თავი და მას შევხედე- სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან- ჩურჩულით თქვა, მაგრამ მაინც გავიგე მისი უკმაყოფილო ხმა. რათქმაუნდა, უფრო დააკმაყოფილებდა იმ კაცის შუბლზე დაბჯენილი ტყვია.
- გაბრო, დამიჯერე ასე უფრო დაიტანჯება. ახლა შეიძლება ზე ფიქრობს, რადგან სიკვდილი ურჩევნია იქ სამუდამოდ ყოფნას. რათმაუნდა ამის უფლებას არ მისცემენ. ეს უფრო დიდი ტანჯვაა მისთვის. გაბრო, გთხოვ დაბრუნდი.- შუბლი შუბლზე მივადე და გავირინდე.
- აქ ვარ- რამოდენიმე წამში მითხრა და ტუჩებზე ნაზად, ძალიან ნაზად მაკოცა. ისევ... ისევ გამბურძგლა და ამ პატარა მოძრაობაზეც ამოვიხვნეშე. არა! ეს არ იყო პატარა მოძრაობა. როგორ შეიძლება ორი ერთმანეთის მოტრფიალე ადამიანის ოდნავი შეხებაც კი პატარა მოძრაობა იყო. ხომ შეიძლებოდა ჩვენს შორის ათასობით კილომეტრი ყოფილიყო, ან საერთოდ განუსაზღვრელი სიშორე.

ავტორი
ამიტომ, ჩემო უსაყვარლესო მკითხველო, ნურასოდეს ჩათვლით უბრალო შეხებად საყვარელ ადამიანის კანის შეგრძნებას. მასთან ერთად დგომასაც კი ნუ ჩათვლით უმნიშვლენო ფაქტად. დააფასეთ ყოველი ის წამი, რომელიც მასთან ერთად გაატარეთ. ოდესმე შეიძლება ერთმანეთს გამოემშვიდობოთ. თუმცა, ეს ხომ გარდაუვალია. მაშინ... იმ წამებში ინანებთ თქვენს დაუფიქრებლობას. ნუ მოიქცევით ისე, რომ შემდეგ სანანებელი გაგიხდეთ. ყველაზე საშინელი გრძნობაა, როცა წარსულის დაბრუნება და შენი ქცევების გადაკეთება გინდა. მთელი გულით გინდა, მაგრამ ეს უკვე შესაძლებელია. დამიჯერეთ. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. თან ისე, რომ არამგონია ჩემზე კარგად იცოდეს ვინმემ დედამიწაზე.

გაგრძელება... სესილი

იმ საღამოს გაბროს დამშვიდებული სახის დანახვისთანავე მშვიდად ჩამეძინა. დილით მზის სხივებმა გამომაღვიძეს. ოთახში არავინ იყო. გვერდითა კანადაზე კი წერილი შევნიშნე, რომლის გვერდითაც ჩემი საყვარელი ორქიდეა იდო.
„ ნეტა როდის ვუთხარი რომ ორქიდეები მიყვარს“
წერილი გავხსენი და მასზე ასახულ ლამაზად მოყვანილ ასოებს ჩავხედე.
„ ეს ჩემს ბედნიერებებს, ჩემი ცხოვრების აზრებს და ჩემი მომავლის ნათელ წერტილებს.

p.s. მალე დავბრუნდები. „

- როდიდან გახდა ეს ბიჭი რომანტიკოსი?! - სამზარეულოში სიცილით გავედი. შესვლისთანავე დავინახე მაგიდაზე დაწყობილი ბოსტნეულის სალათი, ჭარხლის წვენი და გვერდზე პატარა წერილი.
„ ჯანსაღად კვება!“
ისევ სიცილი დავიწყე და მაგიდას მივუჯექი.
მალე საუზეც დავამთავრე და მისაღებში დივანზე მოვკალათდი. რამე საინტერესოს ჩართვა მინდოდა. პულტისკენ დავიხარე, როცა კიდევ ერთი წერილი დავინახე მის გვერდით დადებული. სწრაფად ავიღე და გავშალე. მხოლოდ ციფრი ეწერა.
„ 45“
- ორმოცდახუთი. რას ნიშნავს ეს? პულტის გვერდით იდო.- პულტს დავტაცე და 45-ე არხზე გადავრტე. ორ წამში ტელევიზორზე გამოჩდნა ორსული ქალი და მის გვერდით მჯდობი ახალგაზრდა რომელიც ხსნიდა თუ რა იყო დასაშვები ორსულების დროს და რა არა. გიჟივით ვხარხარებდი და ხან წერილს დავხედავდი ხან ტელევიზორს.
ოდნავ დაწყნარებისთანავე კარების ხმა გაისმა და ოთახში შემოვიდა. ჯერ მე გადამხედა, შემდეგ კი ტელევიზორს შეხედა. ღიმილით დამიჯდა გვერდზე და ხელი გადამხვია.
- საინტერესოა?!- წარბაწევით გადმომხედა.
- კი ძაან- სარკასტრულად ვუთხარი და სხვა არხზე გადავრთე.
- რამე გაიგე?
- კი- მოკლედ გავეცი პასუხი და ისევ არხის არჩევა გავაგრძელე.
- ა... და ჟიმაობა შეიძლებაო?- ენტერესის თვალებით გამომხედა და სახეზე დამაკვირდა.
- გარყვნილი ხარ- მხარი გავკარი რომ ჩემი სიწითლე დამეფარა. ვერ ვიტან ჩემს ამ თვისებას!
გაეცინა და ტელევიზორს გახედა.
- ფილმს ვუყუროთ.
- კარგი, შენ აირჩიე. მე ნაყინებს და ცივ ყავას გამოვიტან.
- კაი გელოდები.
ყველაფერი გავიტანე და დივანზე მოვკალათდი. გაბროს უკვე ჩაერთო ფილმი, რაღაც დრამა.
ორივე ჩუმად ვუყურებდით. გაბროს ხელი ჰქონდა მოხვეული და ხანდახან თითებით ეთამაშებოდა ჩემს თმას.
ნახევარ საათში ფილმში ეროტიკის დრო დადგა.
- ორგაზმის ყურებას შეგრძნება მირჩევნია- ყურთან ვნებიანად მიჩურჩულა და ხელით თმა გადამიწია.
- სხვა მოძებნე- მინდოდა ცოტა მეწვალებინა.
- კარგი- ცოტა გაბრაზებული ხმით თქვა და სახლის კარები გაიხურა.
უხმოდ ვიჯექი და ვერ ვხვდებოდი თუ რა ქნა.
„ მართლა წავიდა. სხვასთან წავიდა?! რათქმაუნდა გაბრაზდებოდა ასე რომ გავჯიუტდი. სესილიი რა დებილი ხარ“
ჩემს თავს ვადანაშაულებდი, მაგრამ შინაგანად მაინც ნაწყენი ვიყავი რომ წავიდა. თვალები ამიცრემლიანდა. ტელევიზორი გავთიშე და საძინებელში შევედი ჩამოსაწოლად. ჯერ მხოლოდ 5 საათი იყო. ჩამოვწექი და მალე ჩემს თვალებს ცრემლიც მოსწყდა. უნებურად წარმოვიდგინე როგორ ეხებოდა გაბრო სხვას, და როგორ ეხებოდნენ მას. მინდოდა ჩემი ფიქრებიდან ამომეშალა ეს, მაგრამ არ შემეძლო. საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ გაბრო სხვასთან არ წავიდოდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული ამაშიც არ ვიყავი. ჩუმ ტირილში ჩამეძინა.

რომ გავიღვითე უკვე ათი საათი იყო შესრულებული. ავდექი და მისარებში გავედი. სიჩუმე იყო, რაც იმას მოწმობდა რომ გაბრო ისევ არ იყო მოსული.ამან უფრო მეტად დამწყვიტა გული. შუქი ავანთე და მოულოდნელად თვალები გამიფართოვდა.

ოთახი ვარდებით იყო სავსე. რომ დამეთვალა ალბათ სამასსაც მიაღწევდა. თვალცრემლიანი და გაბედნიერებული ვუყურებდი და თვალებით გაბროს ვეძებდი.

- აქ ვარ- ჩემს ზურგს უკან მოისმა ხმა და მეც მაშივნე შევბრუნდი. ღიმილით მიყურებდა, მაგრამ როგორც კი დამინახა მაშინვე მოიშორა.
- შენ რა იტირე?- სწრაფად მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. თვალები ჩაწითლებული მქონდა.
- მეგონა მართლა წახვედი- ხელები შემოვხვიე და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე. ამ წამებში ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
- რა სულელი ხარ! - თმებზე მეფერებოდა და თან თავზე მკოცნიდა.- ჩემი სულელი!


***

- შენთან ვარ!- გაბროს ხმა მესმის და მას ექიმის ხმაც მოჰყვება.
- გაიჭინთე
რაც შემიძლია ხმის კონტროლს ვცდილობ რომ ბლო ხმაზე არ ვიკივლო, მაგრამ ეს მეტნაკლებად გამომდის. ღმერთო ჩემო, რა ტკივილია! მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ რამოდენიმე საათში ჩემს შვილს ვნახავ და ამით ვიმხნევებ თავს. ბოლომდე ვიჭინთები. ასე გაგრძელდა რამოდენიმე საათი. ბოლოს ხმაჩახლეჩილი და სასტიკად დაქანცული დავეცი ლოგინზე.
- ყველაფერი დასრულდა. ჩვენი პატარა კარგადაა. მიყვარხარ! გამაბედნიერე სესილი!
გაბროს ხმა მესმოდა და მინდოდა მეც ამომეღო ხმა და მეთქვა რომ ყველაზე მეტად მიყვარდა,ჩვენი პატარის შემდეგ. მაგრამ არ შემეძლო, თვალები მეხუჭებოდა. მალე გულიც წამივიდა.

რომ გამოვიღვიძე ოთახში მდგარ სავარძელში გაბრო იჯდა ბავშვით ხელში. ჩემი გოგონა. ჩემი და გაბროსი. ვერ შემამჩნია, მთლიანად ბავშვზე იყო გადართული.

- ჩემო გოგონა, ჩემო ლამაზო. როგორ მიყვარხარ ნეტა იცოდე. დედიკოს და მამიკოს ყველაზე მეტად უყვარხარ. იცი რა ლამაზი დედა გყავს?! საუკეთესოა!- არ მინდოდა შემეწყვეტინებინა ამიტომ თვალები ისევ დავხუჭე. ვგრძნობდი მის მზერას. რამოდენიმე წუთში თვალები ნელა გავახილე, ვითომ ახალმა გაღვიძებულმა.
გაბრომ როგროც კი დამინახა ბავშვი მომიახლოვა და ჩემს ხელებში მოათავსა.
- შენ გგავს- ღიმილით მომიახლოვდა გაბრო და შუბლზე თბილი ტუჩები მომაკრო. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა! ჩემი ოჯახი!
ოთახში მედდა შემოვიდა. ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა.

- გამარჯობათ, გილოცავთ პატარა სასწაულს.- ღიმილით მოგვიახლოვდა და საწოლის გვერდით დადგა.
- მადლობა- მეც გავუღიმე.
- ახლა სახელი უნდა მითხრათ რომ დოკუმენტები შევავსოთ.
გაბროს გავხედე მაგრამ ისიც მე მიყურებდა. მივხვდი რომ მე უნდა გადამეწყვიტა.
- სალომე... სალომე ავალიანი!
მედდა ოთახიდან გავიდა.
- სესილი...- გაბრომ შუბლი მომადო- დღითი დღე უფრო და უფრო მაოცებ. მიყვარხართ!


--------------
პატარა თავი არაა და იმედია არ მიბრაზდებით რომ შემაგვიანდა. მინდოდა კარგად დამესრულებინა და არ ვიცი როგორ გამომივიდა.
შემიფასეთ მთლიანი ისტორია. kissing_heart



№1 სტუმარი cuga

male axal patrimebsac gavicnob

https://youtu.be/aCUrwJEx-g8

 


№2 სტუმარი მკითხველი

ძალიან კარგი იყო ეს მოთხრობა და საერთოდ შენც კარგი ხარ ასე კარგად რომ წერ❤❤

 


№3 სტუმარი kusa13

ძალიან გამიხარდა ახალი თავის დანახვა :** ძალიან კარგი იყოო ემოციური და თბილი ...:* ცოტა გაბრაზებული ვარ ასე რომ დააგვიანე მაგრამ მიხარია კარგად რომ დასრულდა ❤❤❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეეეე დასრულდააა თან ტკბილად და ბედნიერააად. ამეტირა :( უუძალიანმაგრესი ისტორია და ავტორი!!!! ♡♡♡

 


№5  offline წევრი CRAZY GILR

მკითხველი
ძალიან კარგი იყო ეს მოთხრობა და საერთოდ შენც კარგი ხარ ასე კარგად რომ წერ❤❤

Anuki96
ვაიმეეეე დასრულდააა თან ტკბილად და ბედნიერააად. ამეტირა :( უუძალიანმაგრესი ისტორია და ავტორი!!!! ♡♡♡

kusa13
ძალიან გამიხარდა ახალი თავის დანახვა :** ძალიან კარგი იყოო ემოციური და თბილი ...:* ცოტა გაბრაზებული ვარ ასე რომ დააგვიანე მაგრამ მიხარია კარგად რომ დასრულდა ❤❤❤


მიყვარხართ! მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარებისთვის. heart_eyes
მალე ახალ ისტორიასაც დავიწყებ მაგრამ როცა დავამთავრებ მაშინ დავიწყებ დადებას, რომ არ გალოდინოთ ხოლმე bowtie

 


№6  offline წევრი khatia khatia

კარგიი თავიი იყოო მომეწონა ძააანნ ძააან heart_eyes heart_eyes
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent