შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპათიური სტუმარი ( 22 თავი)


11-02-2017, 21:32
ავტორი CRAZY GILR
ნანახია 2 286

დილით საოცრად სასიამოვნოდ გამეღვიძა. გუშინდელი დღის გახსენებაზე გამეღიმა. ძალიან მიანტერესებდა მშობლების ემოციები.სწრაფად მოვემზადე და მისაღებში გავედი. დედ-მამა დივანზე იჯდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობნენ. მე რომ დამინახეს გაჩუმდნენ და ღიმილიანი სახეებით მიყურებდნენ. ორივე გადავკოცნე და მეც დივანზე მოვთავსდი.
- მოკლედ ეხლა რა მაინტერესებს, დე მოგეწონა შენი სასიძოდ ნაქები გაბრო რეალურ სიძედ?- ვუთხარი და კისკისი დავიწყე.
- შენ რა გახსოვს დედი ? მე მეგონა არ გახსოვდა.
- მახსოვს, თან ძაან კარგად.
- რაზე ლაპარაკობთ?-მამა შეუერთდა ჩვენს საუბარს.
- 8 წლის წინ როცა დედამ პირველად გაიცნო გაბრო, თქვა რომ სასიძოდ მოეწონა. ხუმრობდა მაგრამ როგორც ხედავთ ახდა.
- შენ მაშინაც მოგწონდა გაბრო ხო?- ეშმაკური და ამავე დროს სევდიანი თვალები შემომანათა.
- კი დე... მე მიყვარდა ის.- ვთქვი და თვალებზე მომდგარი ცრემლის დასამალად თავი დავხარე. ვიცოდი რომ რაღაც კითხვები გააჩნდათ, მაგრამ არ მკითხეს, საბედნიეროდ, რადგან ახლა ამის ახსნა ყველაზე მეტად გამიჭირდებოდა. ოთახში რამოდენიმე წუთიანი სუჩუმე იყო. ბოლოს ისევ მე დავარღვე იგი.
- კარგი დე მე მოვემზადები და მარიასთან ჩავალ.
- მოიცა დე, ჯერ ისაუზმე.
- არა დე იყოს, სულ გადავეჩვიე საუზმობას სამსახურის გადამკიდე.
- ხოდა შეგაჩვევ- თქვა და წამოდგა მაგრამ მამამ შეაჩერა.
- ნანა დაჯექი, მასთან ეჩქარება და ნუ შეაყოვნებ. - თქვა და თვალი ჩამიკრა.
ოთახში შევედი და გამოვიცვალე. ორ წუთში მზად ვიყავი და უკვე მარიასთანაც ვიყავი. მისი ოთახის კარები შევგლიჯე და მძინარე მარიას თავზე დავახტი.
- მიწისძვრა! მიწისძვრა!- ბოლო ხმაზე ვყვიროდი და თან ხელებს ვაფართხალებდი.
- ვაიმეე! სესილიი!- დამერხა! როცა მარია ჩემს სრულ სახელს ამბობს ყოველთვის ცუდ დღეში ვვარდები. ოთახიდან გავრბივარ სიცილით და პიჟამოებში გამოწყობილი მარიაც მომყვება კისკისით. ფართო ეზოში ვიყავით უკვე გაშხლართულები.
- მიგასიკვდილებ!- კისერზე ხელები მომაჭდო და შემარხია.
- ჩემს გოგოს ნუ მიჩაგრავთ!- ამ დროს ეზოში ბიჭები და ანი შემოვიდნენ. გაბრო ჩვენკენ გამოემართა და ჩემზე მოქცეული მარია მომაშორა.
- შენს გოგოს უთხარი, რომ დილით მძინარე ადამიანს გული არ უნდა გაუხეთქოს!- სიცილით ჩავჭიდე ხელი გაბროს, ძვლები ისე მტკიოდა რომ ძლივს წამოვიზლაზნე. გაბროს ლოყაზე ვაკოცე და მის მოცინარ თვალებს ჩავაშტერდი.
- ჩემი გოგო კარგ ხასიათზეა!
- დიახაც!
- ანუ არ გამიბრაზდება.
- რატომ უნდა გავბრაზ...- დასრულება არ მაცადა, ტუჩებში მეძგერა და დანარჩენების წინაშე ზედ ამიკრა. გაკვირვებისგან ვერც შევეწინააღმდეგე და ვერც ავყევი.
- სესიილიიი!- ეზოს ბოლოდან ყვირილი მომესმა, სწრაფად გავიხედე და ჩვენსკენ მომავალი ილია შევამჩნიე, ჩემი ბიძაშვილი.
მოულოდნელად გაბროს საყელოზე ჩაავლო ხელი და მისკენ მოქაჩა. გაკვირვებისგან ისევ ადგილზე ვიყავი მიჭედილი, მარიამ და ანიმ ერთი შემოჰკივლეს, რეზი და ლევანი კი ილიასთვის ხელის გაშვებინებას ცდილობდნენ მაგრამ გაბრომ გააჩერა.
- ვინ ჯანდაბა ხარ?!- ისე დაიღრიალა ილიამ რომ მეც წამოვხტი და საბოლოოდ გამოვფხიზლდი. ილია პატარაობიდანვე ყველგან მიცავდა, ჩემი დაცვა იყო, ასეც შეიძლება ითქვას.- რას უბედავ ბიჭო სესილის!
- და შენ რა?! - გაბრომ ილიას უკამ მდგომს შემომხედა, თვალები ამღვრეული ჰქონდა და რატომღაც იმედგაცრუებული- შენ რა გინდა სესილისთან? საერთოდ ვინ ხან ჩვენს საქმეში რომ ერევი!- შეჰყვირა და ხელი გააშვებინა ილიას
- მე განახებ შე - ხელის გამოქნევა სურდა ილიას მაგრამ გაბრომ შეაკავა და უკვე თვითონ არტყამდა როცა მივედი და ხელით გავაჩერე.
- გაბრო! ის ჩემი ბიძაშვილია!- შევყვირე და გაბროს ჩავხედე თვალებში. მის თვალებში ნელ-ნელა ჩაცხრა სიბრაზე და სიხარულის ნაპერწკლები ანათებდნენ უკვე. ნუთუ ეგონა რომ ილიასთან სხვანაირი კავშირი მქონდა?! სულელი!
- სესილი რა ხდება გამაგებინე!- ილიამ დაიყვირა და მეც მისკენ შევბრუნდი.
- ილია, დამშვიდდი! ეს ჩემი შეყვარებულია გაბრო. - გაბრომ ხელი მომხვია და მიმიკრა. ილია გაკვირვებული მიყურებდა.
- მამიდამ ან ბიძიამ იციან?- თვალებში ჩამხედა და მივხვდი რომ ჩემგან უარყოფით პასუხს მოელოდა.
- კი- თვალები გავუსწორე.
- და გგონია გადიჯერებ?- ჩაიცინა და ტელეფონი ამოიღო.
- მიდი დარეკე.- ეს უკვე გაბრო იყო. ილიამ ერთი მზერა სტყორცნა გაბროს და ტელეფონს მიუბრუნდა. რამოდენიმე წამში ყურმილში ნანას ხმა გაისმა.
- ალო მამიდა, სესილის რომ შეყვარებული ჰყავს თურმე იცით?- ირონიული ხმით წარმოთქვა, რაზეც უკვე მზად ვიყავი რამე ჩამერტყა მისთვის.
- ილია, შვილო, ჯერ მიმესალმე, რა წესია ეს.
- მამიდაა...
- ხო კაი, ვიცი კი. ვიცნობთ ჩვენ გაბროს. - ილია გაშტერებული შემყურებდა ხან მე ხანაც გაბროს. ტელეფონი გათიშა და ჩვენ მოგვიბრუნდა.გაბრო მშვიდად შეჰყურებდა, დანარჩენები კი ვებღვირებოდით.
- აუ ბოდიში რაა- წაიბუზღუნდა და ცოდვილი თვალებით შემომხედა.
- დებილები ხართ ორივე!- ვთქვი და მათ შუა დავდექი.
- მე რაღას მერჩი?- გაბრომ გაკვირვებულმა.
- რას გერჩი?! შენ უტვინოს, გეგონა რომ ილიასთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდა! გული მატკინე გაბრო, მართლა მატკინე!- მათ გავეცალე და ეზოდან გამოვედი. გაბროს გატეხილი ხმა მესმოდა, მე მეძახდა და თან მთხოვდა რომ გავჩერებულიყავი. მაგრამ ვერ ვჩერდებოდი, მივრბოდი და თან ცრემლებს ვიწმენდდი. თავდაპირველად ვერ გავიაზრე კარგად, მაგრამ მერე მისმა ფიქრებმა გული მატკინა. ჩემს სიყვარულში ისევ არ იყო დარწმუნებული, ისევ ეპარებოდა ჩემში ეჭვი. გულს მიღრღნიდა, მტკიოდა. ბოლოს უკვე გაშლილ მდელოზე მივრბოდი, სოფლისგან მოშორებით, როცა გაბრომ ხელი მტაცა და შემომაბრუნა.
***

ნანა და ზურა ისევ დივანზე იყვნენ მოკალათებული.
- შენც ფიქრობ რომ სესილი მთელი ამ წლების განმავლობა მის გამო იტანჯებოდა?- ცოლს მიუბრუნდა ზურა.
- კი ზურა, კი. ჩემი საწყალი გოგო! მე სულელმა, ვერაფერს ვხვდებოდი და ყველაფერს მის გრაფიკს ვაბრალებდი.
- თავს ნუ იდანაშაულებ. სესილი ბავშვობიდანვე ჩაკეტილი იყო, ამას ვერანაირად ვერ გავიგებდით.
ნანამ მხოლოდ თავი დაუქნია და შემდეგ ჩახარა.
- ნეტა ახლა რა მოხდა? როგორ შეხვდნენ ერთმანეთს?- თავი აწია და ქმარს გაუსწორა მზერა.
- ეს მეც მაინტერესებს, მაგრამ ჯობია ჩუმად ვიყოთ. მთავარია რომ ახლა ერთად და ბედნიერად არიან. მე მხოლოდ ერთი რამის მეშინია.
- გეშინია?!
- კი, მეშინია. ამდენი წლის განმავლობაში მის გამო იტანჯებოდა სესილი, ის კი ერთხელაც არ შეხმიანებია, შეიძლება შეეხმიანა, მაგრამ ამას სესილისთვის სიხარული არ მიუნიჭებია. მეშინია რომ ისევ ატკენს გულს. კარგი ბიჭია, მაგრამ მაინც მეშინია.
ცოლი ცოტა გაოგნებული იყო, ამაზე მხოლოდ ახლა დაფიქრდა. ფიქრებმა შემოუტიეს. ვერ აიტანდა მისი გოგო რომ იგივე მდგომარეობაში ჩავარდნილიყო.
- მართალი ხარ- ჩუმად ამოილუღლუღა, თავი დააქნია და ისევ ჩაფიქრებული დააშტერდა იატაკს.

-----------
ესეც შემდეგი თავი. იმედია მოგეოწნებათ. <3 ვიცი რომ ჩემი დაგვიანების გამო მკითხველი შემომაკლდა, და ვფიქრობდი რომ გამეწყვიტა წერა. მაგრამ ერთი-ორმა დადებითმა კომენტარმაც დასრულებისკენ მიბიძგა. მადლობა მათ ავტორებს. მიყვარხართ მაგრა! heart_eyes

პ.ს. შემდეგი შეიძლება შემაგვიანდეს wink



№1  offline წევრი D-I-A-N-A

აუ ნუ აჩხუბებ რა . მინდა რომ ერთად იყვნენ <3
ველოდები შემდეგ თავს <3
წარმატებები <3

 


№2 სტუმარი Tako

ras kvia sheckvoto? Vinc vkitxxulobt da velodebit imat rasgverchi ?

 


№3 აქტიური მკითხველი La-Na

Visa moswons is bolomde mogyveba ase ROM
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ტყავს გაგაცლი შეგაგვიანდეს კი არა

 


№5  offline წევრი CRAZY GILR

Tako
ras kvia sheckvoto? Vinc vkitxxulobt da velodebit imat rasgverchi ?


არ ვწყვეტ, მოგწონთ და გავაგრძელებ <3

 


№6 სტუმარი A

კიდე შეგვიანებაზე საუბრობ??? ამ ისტორიის თავების დაგვიანებისთვის ჩემი ხელით მოგკლავდი პირადად რომ გიცნობდეეეეე....

 


№7 სტუმარი hhhhhdgbccg

Male daamtavro jobia Dalian gaiwela <3

 


№8 სტუმარი mari

zalian magari istoria ar hewyvito visac ainteresebs is kitxvas ar gawyvets

 


№9 სტუმარი kusa13

uimeee davitanje amati sacodaobit kacoo vaxx geyos tanjva da nishnoba da qorwili gvagirsee :D karhi iyoo dzaliaan :D shen shemogevlee mee :D <3<3<3

 


№10  offline წევრი CRAZY GILR

[quote=A]კიდე შეგვიანებაზე საუბრობ??? ამ ისტორიის თავების დაგვიანებისთვის ჩემი ხელით მოგკლავდი პირადად რომ გიცნობდეეეეე....[/quote
არ მინდა სიკვდილი, ჯერ ძაან ახალგაზრდა ვარ bowtie
ბოდიში რაა. ისე შეიძლება ხვალ დავდო შემდეგი. ვნახოთ wink heart_eyes

hhhhhdgbccg
Male daamtavro jobia Dalian gaiwela <3


უკვე მეც ასე ვფიქრობ და ვეცდები მალე დავამთავრო. არც ის მინდა რომ მივაჩქმალო რამე, რაღაც კარგ დასასრულზე ვფიქრობ bowtie kissing_heart

 


№11  offline აქტიური მკითხველი Anuki96

კიდევ კარგი რომ არ შეწყვიტე!! :)

 


№12  offline წევრი khatia khatia

საუკეთესოოო ხარრ heart_eyes heart_eyes
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent