3.მხიარული რომანი
მთაში დილა ნისლიანი გათენდა. ჯერ კიდევ წვიმის სუნი და სიგრილე იდგა ჰაერში. ბექა ტახტზე საცოდავად მოკუნტულიყო და ამცივნებდა, თეკლა მუხლუხოსავით დაგორგლილიყო ზეწრებში, გიოს ძალიან უშფოთველად ეძინა. ზოგადად სახლში ძილის ერთნაირად მძიმე და ჰაეროვანი ენერგეტიკა ჩამოწოლილიყო. მხოლოდ ანა იშმუშნებოდა გამოსაღვიძებლად. -აუუფ .-დაამთქნარა და წამში დაემშვიდობა მორფეოსს. მერე ქმარს გადახედა. მთელი ორსულობის განმავლობაში პირველად შეეცოდა გიო, გადაწყვიტა საუზმე თვითონ მოემზადებინა. საწოლიდან ფეხები სხარტად გადმოალაგა, ფუმფულა ხალათი მოიცვა და უეცრად გაშრა:ძირს დაგებული სახელდახელო „ლოგინი“ ცარიელი იყო, ანას თავში საშინელმა აზრებმა გაჰკრა. კარგად იცნობდა თეკლას , შეიძლება ტყეში წასულიყო, ან შეშინებულს რამე სისულელე გაეკეთებინა, გუშინ ხომ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა?! ტეკლას არც ჭკუა დაუშლიდა და არც გონება, სისულელეების მოფიქრებაში ნამდვილი ექსპერტი იყო. შეშფოთებულმა ანამ ოტახი ქარივიტ გადაირბინა, კარი გამოჰგლიჯა და ყველა ოთახის შემოწმება დაიწყო. ტეკლა არც ერტ მათგანში არ იყო. ცოტა ეუხერხულა, მაგრამ მაინც შეიხედა ბექას ოტახში. ყბა გაოცებისაგან ჩამოუვარდა, როცა თავისი დეიდაშვილის ძაფის გორგალივით აბურდულ, წაბლისფერ თავს ტავი ბიჭის ლოგინში მოჰკრა, თავად ბექა კი პატარა ტახტზე პატრონის მიერ სახლიდან ქუჩაში გაგდებული ძაღლივით კუდამოძუებული წამოწოლილიყო. ბიჭი შეიშმუშნა , თვალები გაახილა და ანა დაინახა. -რძალო, რა ადრე გაგიღვიძია?-გაუღიმა ბექამ. -რავიცი ვერ დავიძინე, შენზე რაღას მეტყვი, ან რაუნდა ამ გიჟქალას აქ ?-ცნობისმოყვარედ წამოიძახა ანამ, თან ბექას თვალები ფეთიანივით დაუქაჩა. - წუხელ ცუდად მეძინა, თეკლას კი საშინელებათა ფილმებს აღარ აყურებინო, თორემ შემდეგში ტავს გამიხევს.-ლაღად უპასუხა ბიჭმა. -სულ გაუფრინა ამან !-თითი თეკლასეკ გაიშვირა გოგომ, მუცელზე ხელი გადაისვა და ხმამაღლა შემოსძახა. -ბექა ბიძია, ჩვენ გვშია, შენ რას გვეტყვი! -ჩუმად არ გააღვიძო!-დაუცაცხანა ბექამ. -კაი ერთი, მკვდარივით ძილში სერთიფიკატი აქვს. -ვნერვიულობ არა ის,-ბიჭი უცნაურად წამოწითლდა.-უბრალოდ ყურებმა დაისვენოს ცოტახნით , რა გაუძლებს ამის ლაქლაქს?! -წამო წამო. პროცესია სამზარეულოში ჩაბარგდა. გოგომ საჭმლის მომზადება დაიწყო, ბიჭი მაგიდის გაშლაში მიეხმარა. სანამ მადიანად ილუკმებოდნენ საუბარიც წამოიწყეს. - ბატონი გიორგი სადაა?-იკითხა ბექამ, თან გახუხულ პურზე კარაქი გადაუსვა. -სძინავს, ძალიან დაღლილია, შემეცოდა ვერ გავაღვიძე.-ანამ ჯემიანი თითი გაილოკა და ახლა ვაშლს გადასწვდა. -დაიღლებოდა აბა რა, თეკლამ იმდენი ილაქლაქა ყურები გამოუჭედა საცოდავს, მგონი ყბედობის აღქთქმა აქვს დადებული.-ბექა საკუთარ ნათქვამზე თვითონვე ახარხარდა, ანას ჯერ ტუჩის ჯემით დასვრილ კუთხეში გაეპარა ღიმილი, მერე თვითონაც აყვა მთელი ტანით აცახცახებულ ბიჭს. -რა ხმაურია რა ხდება ?-ბურდღუნითა და თვალების ფშვნეტით ჩამოვიდა კიბეზე გიორგი. -მოგიყვები. მთელი ნახევარი საათის განმავლობაში, ბექა დრამატიზმითა და არტისტიზმით გაჯერებული თხრობის მანერით, არამიწიერი მიმიკებით, ჭექა-ქუხილი ბრდღვინვისა და ტეკლას წივილის განმასახიერებელი ბგერების გამოცემიტ ყვებოდა წუხანდელ თავგადასავალს. ამასობაში გარემოც ადამიანებივუიტ ფხიზლდებოდა, ცაზე კვერცხის გულივით ყვითელი ბურთი ჩამოეკიდა, გარშემო ლილიქვასფერი საღებავი ჩაეღვარა, თეთრი ფთილები დაცურავდნენ საღებავში, ბალახი ღვასავით არელდა, სიცხე ჩუმად შეეპარა ჰაერს, მხოლოდ თეკლას ეძინა ისევ ისე, ნათხოვარ სპორტულებში ჩაფუთნილს. სახლში ფუსფუსი გაჩაღდა. ბექა, ანა და გიორგი ყველაფერს აწესრიგებდნენ. დღის პირველი საატისთვის სამივე მეტად დაღლილი, მაგრამ ნაშრომით მეტად კმაყოფილი ჩამოჯდა დივანზე. -ამისათვის იმას ჯარიმას გადავახევინებ.-ამოიფრუტუნა ბექამ. -აბა შენ იცი.-ჩაცინა გიორგიმ და ცოლს მუცელზე ხელი მოუტათუნა. -აბა მოგენატრეთ?!-დაიყვირა მისაღებში შემომძვრალმა ტეკლამ. -კი ძალიან, სანამ ხვეინავდი ჩვენ წელში გავწყდით.-დაუღრინა ანამ. -რა სამწუხაროა!-ვითომ მოიღუშა გოგონა,- რას ვიზამთ, გამოუძინებელი ვიყავი. -სხავათაშორის ჩვენც. განსაკუთრებით ბიჭები დაიქანცნენ. -შენ ამათი ნატესავი ხარ თუ ჩემი ?-უკმაყოფილოდ გაიბუსხა ტეკლა. -ცემი შვილების მამას ვემხრობი.-გიოს გაეცინა და ანას აკოცა. -ეხლა რომანტიკისაგან გული ამერევა.-თეკლას სახე დაემანჭა. -ბოღმიანო.-ბექას გაეცინა. -სხვათაშორის ჩემი დამსახურებაა თქვენი ცოლ-ქმრობა. - ნუ შემარგე შხამად.-თვალების ტრიალით მიუგო ანამ. თეკლა სიმართლს ამბობდა. რადგან ანასა და გიორგის ამაბავი აი ასე დაიწყო: ანას და ტეკლას ყოველტვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდატ, ანა ტავისი ბუნებრივი სილამაზით, ქალურობითა და სისაყვარლით ყველას გულს ინადირებდა. თეკლა კი საკუთარი თმის ფერით თამაშობდა, ჩაცმის ყველანაირ სტილს ცალ-ცალკე და ერთად სინჯავდა, გამოცდებზე ყველას ეხმარებოდა და ანას გვერდით ედგა. ორი ლამაზი, და საოცრად მხიარული კარგი მოსწავლე ბუნებრივია ყველა ბიჭს თვალში ხვებოდა. გიოორგიმათ უნივერსიტეტში შემდეგ გადმოვიდა და პირველივე დღესვე გულში ჩაუვარდა გლუვთმიანი, ფითქინა ანა, მაგრამ გოგონას ყურადრების მიქცევა რთული აღმოჩნდა, რომელსაც უკვე ყელში ჰქონდა ამოსული მის გარშემო ბუზებივით მოტრიალე ბიჭები. თეკლამ ძალიან სიმპატიური გიო და მისი ყურადღება ანასადმი მაშინვე შეამჩნია. -გადასარევი ბიჭია გიუნა.-ჩაჰყვირა ყურში ლექციებიდან გამოსულ ანას. -მიკეტე რა!-დაუბღვირა გოგონამ. თეკლამ წითელი თმები შეისწორა და ბღვერითვე უპასუხა: -შინაბერა დარჩები!-მერე კი დაამატა-როგორ ფიქრობ ახლა ლურჯ ტონიკი, რომ წავისვა მომიხდება? -იცი რა გირჩევნა შენს ედვარდ კალენს მიხედო.-ნიშნისმოგებიტ მიუგო ანამ-ჰო მგონი მოგიხდება. -იმ დიოტს ედიშერი ჰქვია და ჩემი ედვარდი არ არის! წამომყევი საღებავი ვიყიდოთ. -რა ჰქვია?-სიცილისაგან წელში მოიხარა ანა. -ედიშერი!-ბრაზისგან წამოწითლდა თეკლა.-გაიგო, რომ ბინდი მიყვარს და მეგობრებს უთხრა ედვარდი დამიძახეთო, ფეისბუქზეც ედვარდი დაიწერა. მაშინ გოგონებმა ეს თემა დახურეს თუმცა მეორე დრეს გიორგის ძალიან გაუკვირდა როცა თყავისბათინკებიანი, თყავის ქურთუკიანი და ნაჭრის ძალიან მოკლე კაბაში გამოწყობილი, ლურჯთმიანი გოგონა მიდგა წინადადებით: -გინდა ანასთან გიმაჭანკლო?- ბიჭი გაოცებული შეჰყურებდა გოგონას რომელიც სინამდვილეში თეკლა ბრძანდებოდა და თმაზე ლურჯის გარდამავალი ტონების მტელი გამა გაეკეთებინა. -შენ ვინ ხარ?-ენა ძლივს მოაბრუნა პირში. -დეიდაშვილი, დაქალი, ძმაკაცი. რომელიც შენ გინდა. თუ ჩემთან გამოცდას გაივლი დაგეხმარები. გიორგი დაუფიქრებლად დასთანხმდა. თეკლამ ერთი კვირა სულ ადგილ-ადგილ ატრია, შეკითხვებიტ თავბრუ დაახვია და ბოლოდ განუცხადა ჩემი ძმახარ და გქონდე ჩემი იმედიო. ერთ ორ თვეში თეკლას რჩევების საფუძველზე შესრულებულმა ქმედებებმა შედეგი გამოიღო და წელიწად ნახევარში ანა თეთრ კაბაში გამოწყობილი წფრატუნდა მორიგ, ამჯერად საკუთარ ქორწილში. აი ეს ამბავი ტრილაებდა ახლა სამი მათგანის თავში. * * * ოტხი დღე სოფლის დათვალიერებაში გალიეს. თეკლამ იქაურები კარგად გაიცნო და სამი იდიოტიც აიკიდა ანა ყველას შეუყვარდა, ბექასა და გიორგის კი ისედაც ყველა იცნობდა. -აბა გეგმაში რა გვაქვს? აუ , მოდით ტყეში წავიდეთ!-საზეიმოდ გამოაცხადა თეკლამ. -ამ სიცხეში?-გაუკვირდა ბექას. -ამხელა მუცლით?-იკითხა ანამ. -იმ საშინელ გზაზე?-წამოიძახა გიორგიმაც. -პირი შეკარით თუ რა მაფიაა? ტყეში სიგრილე იქნება, ორსულებისთვის ფეხიტ სიარული სასარგებლოა, ფეხები და თვალებიც ზედ გვაქვს ყველას.-ჰო კარგი.-ამოიბუზღუნა ანამ და მისი სიტყვიტ ყველაფერი გადაწყდა. * * * თეკლას შავი, ცისარტელასზოლებიანი სპორტული კედები, საშინლად მოკლე შორტი და თავიუფალი მაისური ეცვა. ბექამ ამ საკითხთან დაკავშირებიტ ბევრი დასცინა, თუმცა ტეკლამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არაფრით არ გაიხადა ტანისამოსი. ტყეში ახალი შესულები იყვნენ, რომ ანა სიარულმა დაღალა და მობრუნება დააპირა, გიორგი რასაკვირველია მის ნებას დაჰყვა. -მაშინ თქვენ წადით და მე და ბექა დავათვალიერებთ ტყეს.-თეკლა თავისი მიგნებიტ აღფრთოვანდა და სხვებსაც სეხედა, აქაოდა აღიარეთ გენიოსი, რომ ვარო. -მე?-ბექას ძალიან გაუკვირდა. -რა მოხდა მერე , დიდი ამბავი.-ანას გონებაში თეკლა-ბექას დაწყვილების გეგმა მომწიფდა. -ბექას ეშინია მარტოები თუ დავრჩებიტ არ შევაცდინო.-მზაკვრულად თქვა თეკლამ. -თუ პირიქით, გეშინია აქეთ არ შეგაცდინო.- სარკასტულად შეხედა ბიწმა. -ვნახოთ ერთი რისი თავი გაქვს.-გამომწვევად გაიცინა გოგონამ. გიორგიმ ანა ხელში აიყვანა და უკან დასაბრუნებელ გზას გაუდგა. -აბა წავედით!-თეკლამ სამხედრო ნაბიჯიტ გააბოტა ბუჩზებიტ დაფარულ ტევრში. -თეკლა ბილიკს მივყვეთ, მშიშარა ხარ დაიკარგები და ჩემი გადასარჩენი გახდები.-დასცინა ბექამ. -სულ ვოცნებობდი თეთრ ჯორზე ამხედრებულ პრინცზე. -შენს სოფელში ჯორია, ჩვენთან ქალაქში ცხენი ვიცით. -შენ ჯორზე ამხედრებული ხარ, ცხენამდე ვერ ქაჩავ. -არ ვიცოდი ჩემზე თუ ოცნებობდი. გოგონა მზეზე დახრუკულ ბოლოკს დაემსგავსა და ერთ-ერთ გამოჩრილ ეკალზე კინარამ თვალი გამოთხარა. -რომელი ტყეში სახეთიალო შენ მყევხარ, რბილ ხალიცაზე უნდა დადუოდე ისეთი ხარ.-წაიბურტყუნა ბექამ და თეკლას ხელი მოჰხვია. -„მყევხარ“-გამოაჯავრა თეკლამ, გულში კი სასიამოვნოდ გაჰკენწლა. * * * თეკლამ აიცემა , შევეჯიბროტ ვინ უფრო მალე იპოვნის სახლში მისაბრუნებელ გზასო და ბექა სხვა მხარეს გაააგდო. როგორცც მოსალოდნელია გოგო მალევე დაიკარგა და როცა სცადა ჩრდილოეთი ეპოვნა ყველა მხარე ჩრდილოეთად მოეჩვენა,. გუშინდელი გაახსენდა და პანიკაში ჩავარდა. ბექას სიტყვები გაახსენდა საცოდავს.ალა მართლა ინატრა თეთრი ჯორით ცხენით, ან თუნდაც ფეხით გამოჩნდესო. * * * ბექამ ტყიდან გამოაღწია. თეკლა ვერსად ვერ დაინახა მიტომ ისევ უკან მიბრუნდა. ჩამობნელდა და წვიმის პირველი წვეთი დაეცა ბიჭს. -ოხ თეკლა სად ხარ! რაღათქმაუნდა ბექას ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია მიმხვდარიყო, რომ თეკლა ხშირ ტყეში დაიკარგა. * * * -ნეტავ სად არიან ამდენხანს?-ნერვიულად დაიწო ბოლთის ცემა გიორგიმ. -თეკლა ალბათ რამეს მოიწევს, ბექას კი მისი გადარჩენა მოუწევს.-გარიტმა ანამ და ნაყინის წამა განგრძო. -საიდან იცი? -კარგი რა, შენი აზრით ასე უცებ ვიღლები? თეკლა რა ხიფათაცაა კარგად ვიცი, მინდა ბოლოსდაბოლოს წესიერი ბიჭი ეღირსოს. -ოხ შე პატარა ეშმაკო.-გვერძე მიუსკუპტა გიორგი.-სპეციალურად გააკეტე არა? -როგორი მიხვედრილი ხარ. -ანუ მარტოები ვარტ არა?-ჩაიცინა გიომ. -ფრთხილად, ნუ გავიწყდება ორსულად ვარ!-გველურად წამოიწყო გოგონამ. -იცი რა, ნაყინი მეც მინდა, თანაც შენი ტუჩები ძალიან შორსაა მუცლისგან. * * * ბექამ თეკლას მალევე მიაგნო, ხესთან ჩაცუცქული ტიროდა და პირჯვარს იწერდა. ამის დანახვაზე ბიჭმა სიცილი ვერ შეიკავა. -კრეტინო.-დაუყვირა გოგომ. -ადექი შე ბოთე.-სიცილს არ წყვეტდა ბექა,-ეშმაკს ესმაკის ეშინია. -ეშმაკი.-უნდილად გაიმეორა თეკლამ და თვალები მიელულა. ბექა თვითონაც ჩაიმუხლა და გოგონას ტუჩებზე დააშტერდა. თეკლამ თვალები გაახილა და ბიჭს სახეში მუშტი დაარტყა. -ვაიმე!-დაიღრიალა. -ღირსი ხარ! -მაგასაც ვნახავთ!-ბიჭმა ფრთხილად მოიქცია თეკლას სახე ხელებში და მერე ძლიერად აკოცა. თეკლამ ამჯერად სილა გააწნა. -არაფრის იმედი არ გქონდეს.-გაეღიმა. -ვნახოთ!-თავმომწონედ ჩაილაპარაკა. -თუ ასე გააგრძელე ვერაფერსაც ვერ ნახავ, ან თუ ნახავ, ზეციდან მოგიწევს ყურება. - გაწიწმატდა.-ახლა კი გაიწიე ზურგზე უნდა შეგახტე. -რატო? -გაზას ვერ ვხედავ, დასსჯის მიზნით შენ წამიყვან. ბექას რასაკვირველია ესიამოვნა თხოვნა, შებრუნდა და ქალბატონმაც არ დააყოვნა ისე შეახტა. * * * ვიცი ცოტა დავაგვიანე, მაგრამ გთხოვტ გამიზიაროტ თქვენი მოსაზრება „მხიარულ რომანთან „დაკავშირებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.