შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (სრულად)


19-03-2017, 00:26
ავტორი მანგო ✨
ნანახია 9 609

- ელენე გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდება!-გავიგე დედაჩემი როგორ დამჩხაოდა და ბალიში თავზე წავიფარე
- ელენე!!
- კარგი ხო ვდგები!-ბუზღუნით ვუთხარი დედას და ზოზინით წამოვდექი.
ტელეფონი ავიღე და ნინის მივწერე 20 წუთში მზად ვიქნები და გამომიარეთქო.ნინი ჩემი საუკეთესო მეგობარია.ის შესანიშნავი გოგოა როგორც გარეგნულად ისე შინაგანად.მას კუპრივით შავი თმა,ზღვისფერი თვალები და შეუდარებელი ტანი აქვს,უნდა რომ გაიზრდება მოდელი გამოვიდეს.რაც შემეხება მე,მეც არაფრით ჩამოვუვარდები მას.მაქვს ტალღოვანი ქერა თმა,ჰაზელი თვალები,კურნოსა ცხვირი და მისნაირი ტანი მაგრამ მომავალში სულ არ მაქვს სურვილი მოდელი გამოვიდე,საერთოდ ისიც კი არ ვიცი რა მინდა რომ გამოვიდე.როდესაც თავი მოვიწესრიგე გარდერობი გამოვაღე და არჩევანი თეთრ მოტკეცილ შარვალზე, ერთ ჩვეულებრივ შავ მაისურზე და შავ ფეხსაცმელებზე შევაჩერე.წიგნები ავიღე და კიბეებზე ჩავედი.სადაც დედა შემხვდა და შემათვალიერა.
- ფიქრობ ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაგ შარვალს უხდება?ადრე მაღალქუსლიანებს კაბებთან იცმევდნენ -გაკვირვებული დედა მომშტერებოდა და დაბნეული მიყურებდა, თვალები გადავატრიალე და მივუბრუნდი.
- უკვე 21-ე საუკუნეა დედა! -მივაძახე და გარეთ გავედი.
- ჰეიიი როგორხარ ნინ -ნინის გადავეხვიე და მანქანის კარები მოვხურე.
- დედაჩემის ხელში როგორ ვიქნები "ეგ მხარზე გადაგდებული მაიკა პატიოსნებს არ აცვიათ" -ირმა დეიდას იმიტაციით თქვა რაზეც გადავბჟირდი.-აღარ შემიძლია !
- ჩემნაირო
- ახალი ამბები გაიგე?
- რა ამბები? -მისკენ შევტრიალდი და ინტერესით შევხედე
- შენს მეზობლად ახლები გადმოდიან.
- ოოო,მეთქი რამე საინტერესოათქო.- ჩვეულებრივ დავჯექი და გზას გავხედე.
- დამაცადე მოყოლა!- გამიბრაზდა და მოყოლა განაგრძო -მათ ორი შვილი ჰყავთ ერთი გოგო და ერთი ბიჭი,თურმე იცი ის ბიჭი რა საყვარელია?მაღალი,გამხდარი,თაფლისფერი თვალებით,ყავისფერი თმით და მომაჯადოებელი ღიმილით.- მის მონაყოლზე გამეცინა
- არ შეგიძლია სულ ბიჭებზე არ იფიქრო?
- სხვათაშორის დღეს გადმოდიან და იმ ბიჭმა შენზე ბევრი რამ იცის.- მის ნათქვამზე სიცილი შევწყვიტე და დავსერიოზულდი.
- ეს რას ნიშნავს?
- იმას რომ... ალბათ სიგიჟემდე უყვარხარ და აქ იმიტომ გადმოდის.- გაიცინა რაზეც მე საერთოდ არც კი გამღიმებია.
- რა ჰქვია?
- თუ არ ვცდები მგონი ლუკა..- ამ სახელის ხსენებაზე გავფითრდი.არა,არა ეს ის არ იქნება ვისზეც ვფიქრობ ეს...ეს შეუძლებელია.- რამოხდა?ფერი დაკარგე,ასეთი ვინაა? ინტერნეტით გაიცანი თუ?
- შემთხვევით გვარიც ხომ არ იცი?- უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ამასობაში სკოლაშიც მოვედით.
ნუთუ ეს ბიჭი შესაძლოა ის იყოს ვისზეც ამდენი წლების განმავლობაში ინფორმაციას ვაგროვებდი?არა არა ეს შეუძლებელია,ალბათ ვიღაც ფსიქოპატია რომელსაც მოვწონვარ და ინტერნეტში მიპოვა.აზრების გასაფანტად თავი გავაქნიე და სკოლაში შევედი.პირველი მათემატიკა მქონდა,საგანი რომელიც მთელი არსებით მძულს!
როგორც ყოველთვიდ გამოშტერებული ვიჯექი როდესაც მასწავლებელმა შეკითხვა დამისვა.
- ელენე იქნებ შენ იცი ამ ამოცანის პასუხი?- წარბშეუხრელად მკითხა მასწავლებელმა, ეტყობოდა სადაცაა გასკდებოდა.უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და თავი დავხარე,რადგან ძალიან შემრცხვა.
- როგორც ჩანს პოპულარობა ყველაფერს არ ნიშნავს- ცალი წარბი მაღლა ასწია და მკაცრი მზერით დამაჯილდოვა.
- პასუხია X=58 ს.- უცნობის ხმის მიმართულებით გავიხედე და დავინახე ის ვინც არასოდეს უნდა დამენახა...

თავი 2
- უცნობის ხმის მიმართულებით გავიხედე და დავინახე ის ვინც არასოდეს უნდა დამენახა...
- ყოჩაღ ახვლედიანი!- ის უბრალოდ თვალებში მიყურებდა და ცინიკურად მიღიმოდა. სუნთქვა შემეკრა და თავბრუსხვევა ვიგრძენი,სწორედ ამ დროს ზარი დაირეკა და კლასიდან პირველი გავვარდი,რაზეც მასწავლებელი და მოსწავლებელი გაშტერებულები დარჩნენ. საპირფარეშოში შევვარდი და ნიჟარას დავეყრდენი.ღრმად ვსუნთქავდი და ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა.საპირფარეშოში ნინი დაფეთებული შემოვარდა.
- რა დაგემართა კარგად ხარ?!- შეშინებულმა მხარზე ხელი მომითათუნა.-ეს ის ბიჭი იყო რომელზეც გეუბნებოდი,ალბათ რაიმე შეიცვალა და გუშინ ჩამოვიდნენ.
- შენ მართალი იყავი, ის ბიჭი ჩემს გამო ჩამოვიდა.
- იცნობ მას?- გაკვირვებულმა შემომხედა.
- საკუთარ თავზე მეტად!- დაბნეულმა ამოვილაპარაკე.
***
- როგორც ჩანს ძმაკაცები უკვე შეუძენია.- წვენი მოწრუპა ნინიმ და ჩემს უკან მჯდომ ლუკაზე მიმითითა.- სულ შენ გიყურებს.
ამ დროს ჩვენთან პატარა საყვარელმა ჟღალთმიანმა გოგონამ მოირბინა რაღაც ქაღალდი მომცა და მითხრა,ეს იმ სიმპატიურმა ბიჭმა გამოგიგზავნაო.მადლობა გადავუხადე და ფურცელი გავშალე,ნინი კინაღამ ხელებში ჩამაფრინდა.
"დღეს შენთან მოვალ პატარავ,ლამაზად ჩაიცვი" მას დაბღვერილმა გავხედე მან კი თვალის მომჭრელად გამიღიმა.
- ანუ ეს რას ნიშნავს პაემანზე გეპატიჟება?- შეჰკივლა ნინიმ რაზეც გავაჩუმე.
- ეს პაემანი არ არის!- შევუბღვირე და ქაღალდი დავჭმუჭნე.

***
- დედიკო ხომ იცი რომ დღეს ახვლედიანები უნდა გვესტუმრონ?- სიხარულით გამომძახა და ნამცხვრის კეთება განაგრძო.
- კი დედა უკვე მეასეჯერ მითხარი და არ შეიძლება ნინისთან წავიდე და სახლში არ დავხვდე?- მუდარით სავსე თვალებით შევხედე დედას.
- საყვარელო,მათ კარგი ბიჭი ჰყავთ იქნებ ხელი გამოკრა.- ამ სიტყვების გაგონებაზე წყალი გადამცდა და ხველება ამიტყდა.მერე ისტერიკული სიცილი ამიტყდა.
- რაიყო დედიკო ასეთი რავთქვი?- დაბნეულმა შემომხედა.
- მე და ის ვირთხა? არარსებულია!
გადავწყვიტე ცოტახნით ჩემს ქოხში წავსულიყავი და ემოციები ნახატზე გადამეტანა.თეთრი ტოპი, ნაცრისფერი შორტი და კეტები საუკეთესო კომბინაციაა.როდესაც გარეთ გამოვედი თვალი მას მოვკარი, მანაც შემამჩნია და დაუსტვინა, შემდეგ ამაზრზენად შემომხედა და თავისი გზა განაგრძო.მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია რადგან ვიცი რომ მისი დასაწუნი არაფერი მჭირს.ქოხი აქვე იყო მამამ პატარა რომ ვიყავი მაშინ მაჩუქა,შესაძლოა დაგჭირდესო.გასაღები ამოვიღე და შიგნით შევედი, საღებავის სუნი ვიგრძენი და გარშემო მიმოვიხედე.სახატავი დაფა ავიღე ყველაფერი გავამზადე და უბრალოდ თვალები დავხუჭე. ყოველთვის ასე ვიქცევი უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და ხელებს მივენდობი ხოლმე.45 წუთის შემდეგ თვალები გავახილე და მისი პორტრეტი დამხვდა.ნახატს კარგად დავაკვირდი და მისი იდეალური ნაკვთები შემრჩა ხელში.უბრალოდ არ მჯეროდა რომ ასეთ ლამაზ არსებას ასეთი მახინჯი გული ჰქონდა.ჩემს თავს შევხედე და როგორც ყოველთვის საღებავებში ვარ ამოსვრილი. არვიცი ეს როდის ან როგორ მომდის.გადავწყვიტე ნახატი გვერდზე გადამედო და თავიდან მეცადა ერთი საათის შემდეგ ნახატს შევხედე და ნერვები მომეშალა როდესაც ისევ მისი სახე დავინახე. კიდევ რამოდენიმეჯერ ვცადე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ბოლოს ცრემლები წამომივიდა და საერთოდ შევეშვი.კედელთან ჩავიმუხლე,ხელები ძალიან მტკიოდა არვიცოდი რა მექნა. მოულოდნელად საათს შევხედე და თვალები გამიფართოვდა, ხუთი საათია აქ ვარ სტუმრები კი ცხრაზე უნდა მოსულიყვნენ ახლა კი ათის ოცი წუთია. სასწრაფოდ წამოვდექი ფეხზე ქოხის კარები გადავკეტე და სახლისაკენ გავიქეცი კარები შევაღე და ყველას ყურადღება მივიქციე. ბოდიში მოვიხადე და სასწრაფოდ ოთახში შევვარდი სააბაზანოში თავი მოვიწესრიგე გამოვიცვალე და მათთან ჩავედი. ადგილი მხოლოდ ლუკას გვერდით იყო და მეც იქ დავჯექი.
- აპატიეთ ჩემს ქალიშვილს ხატვა ძალიან უყვარს და მთელს დღეს ხატვაში ატარებს.
- არაფერია,ვის არ მოსვლია.- თბილად გამიღიმა ქალმა ეტყობა არ იცის რაც მოხდა თორემ ასე თბილად არ შემომხედავდა.
- შვილო გაიცანი ეს ქალბატონი მარიამია, მისი ქალიშვილი ლიზა და ვაჟიშვილი ლუკა,ეს კი ჩემი ქალიშვილი ელენეა- ვეცადე გამეღიმა.მისი დაიკო ალბათ ხუთი წლის იქნებოდა.
- დედიკო შეიძლება ელეს ჩავეხუტო? ძალიან ლამაზია.- დედამისი გაუჯავრდა თუმცა ვუთხარი რომ პრობლემა არ იყო. მან ჩემთან მოირბინა და მაკოცა, მე კი ხელში ავიყვანე და კალთაზე დავისვი.
- ნეტავ ჩემმა ძმამ შენნაირი ლამაზი ცოლი მოიყვანოს - მის ნათქვსმზე გავწითლდი და სირცხვილისგან სად დავმალულიყავი არ ვიცოდი.ამაზე ლუკას გაეცინა, დედამისმა კი ლიზას უთხრა შენს ადგილას დაბრუნდიო.რამდენიმე წუთში ლუკამ ჩემი სახი მის დიდ ხელებში მოიქცია ისე რომ ვერც გავაანალიზე, შემდეგ კი სალფეთქით ლოყაზე დარჩენილი საღებავი მომაშორა.თვალებში მიყურებდა, მე კი გული გამალებით მიცემდა ისე თითქოს სადაცაა გასკდებოდა.როდესაც გაწმენდა დაასრულა გამიცინა და მითხრა ასე არ ჯობიაო? დედაჩვენები დებილებივით გვიყურებდნენ.უცებ მარიამმა შეყვირა ვაიმე მეორე ნამცხვრის გამოტანა დამავიწყდაო.დედამ ანუგეშა არაუშავრსო, მაგრამ ლუკას უთხრა მიდი მოიტანეო მან ამოიკვნესა დედამ კი უთხრა ელეც გამოგყვებაო,ამ დროს დედას მკვლელი თვალებით შევხედე.მომესმა ლუკას ხითხითიც.სუფრიდან ავდექი და როგორც კი გარეთ გამოვედით ჩემკენ შემოვაბრინე.
- აქ რატომ ჩამოხვედი ?!
- ოოო, ნეტავ იცოდე რამდენი ხანია ჩვენს შეხვედრას ვგეგმავ - ეშმაკურად ჩაიცინა
- ეს ჩემს კითხვას არ პასუხობს !
- ეს ჩემი პრობლემა არაა.
- შურის საძიებლას ჩამოხვედი არა? გინდა ის ტკივილი განვიცადო რაც ერთ დროს შენ განიცადე? გინდა ისევე ვიტანჯებოდე როგორც შენ ? - სევდით აღსავსე თვალებით მივაჩერდი. მან კი კმაყოფილად ჩაიცინა
- ძალიან მიხვედრილი ხარ პრინცესავ.- ცხვირზე თითი მომითათუნა -ახლა კი თუ ნებას მომცემ ნამცხვარი უნდა მოვიტანო
- ამ ყველაფერში ხომ დამნაშავე მე არ ვარ.- მარილიანი ბურთულა სახეზე ჩამომიგორდა,როდესაც შემობრუნდა და თვალებში შემომხედა თითქოს გაუკვირდა.
- არა საყვარელო- ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ამაზრზენად გამიღიმა -შენ უბრალოდ სატყუარა ხარ
- როგორ შეგიძლია ასეთი ურჩხული იყო!- დავუყვირე და კიდევ ერთი ბურთულა ვიგრძენი.როდესაც ეს ვუთხარი გამწარდა და მიყვირა
- მამაშენს როგორ შეეძლო!!- მის თვალებში უდიდესი ზიზღი და სიძულვილი დავინახე რამაც ძალიან შემაშინა. იქაურობას მოვშორდი და ტბისკენ გავიქეცი.ცხარე ცრემლით ვტიროდი და ვცდილობდი რაც შემეძლო სწრაფად გავქცეულიყავი.ტყემდე მივაღწიე და გზას გადავუხვიე ტყეში ბევრი ვირბინე და როგორც იქნა ტბამდე მივაღწიე. აქ არავინ მოდის ხოლმე მითუმეტეს ღამით, ამიტომ მიყვარს ეს ადგილი.მუხლებში ძალა გამომეცალა და დაბლა დავეცი.ტირილს ვუმატრბდი და ვუმატებდი... მძულხართ ახვლედიანები ! მძულხართ!!!
ორ საათზე მეტია რაც აქ ვარ და უკვე ტირილის თავიც აღარ მაქვს, ალბათ უკვე გვიანია. საათს დავხედე და პირველს გადაცდენოდა.ირგვლივ მიმოვიხედე და შიშმა ამიტანა ძალიან აცივებულიყო და ირგვლივაც ნისლი მოფენილიყო...ფეხზე წამოვდექი და ნელი ნაბიჯებით ტყისკენ გავემართე. ვცდილობდი ხელებით სხეული გამეთბო თუმცა უშედეგოდ. გზამდე მივაღწიე და მივხვდი რომ სახლამდე დიდი გზა მქონდა გასავლელი.როდესაც ტრასაზე მივაბიჯებდი მივხვდი, რომ ჩემს უკან ვიღაც მომყვებოდა.უკან მივიხედე და მთვრალი კაცი დავინახე ალბათ 30 წლამდე იქნებოდა.შემეშინდა და ნაბიჯს ავუჩქარე. მანაც იგივე მოიმოქმესა ახლა კი უკვე გავრბივარ, გავრბივარ მაგრამ ვრძნობ რომ ვიღაცამ თმაში ხელი ჩამავლო და ტრასაზე დამაგდო ყველაფერს ბუნდოვნად ვხედაბდი, თუმცა ვცდილობდი ის მხეცი მომეგერიებინა თუმცა უშედეგოდ, ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო ვიგრძენი როგორ შემეხო ცივი ჰაერი სხეულზე და როგორ დაიწყო მან თავისი სამუშაო. როდესაც შორტისკენ ხელი წაიღო ვიგრძენი რომ მძიმე მასა სხეულიდან ამაგლიჯეს, ვხედავდი რომ ვიღაც გამეტებით ურტყამდა, მაგრამ ვერ ვხედავდი ეს ვინ იყო,რადგან თვალები თანდათან მეხუჭებოდა...

***
დილით საშინელმა თავის ტკივილმა და თვალების წვამ გამაღვიძა. თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე. ყველაფერი ხის იყო,გამახსენდა გუშინ რაც მოხდა და ცრემლები უნებურად წამომცვივდა. ახლა საკუთარი თავი ყველაზე მეტად მეზიზღებოდა,რომ ვიხსენებდი თუ როგორ მეხებოდა ის მხეცი გული მერეოდა. იმედია მან ვერ შეძლო ის, რის გაკეთებასაც აპირებდა.ფეხზე წამოვდექი და მივხვდი რომ მხოლოდ ვიღაცის თეთრი საროჩკა მეცვა. ირგვლივ არავინ იყო, ფეხაკრეფით მივედი კარებთან და ასე ფეხაკრეფით ჩავედი კიბეზე, თან ირგვლივ ვიყურებოდი და ღმერთს ვევედრებოდი მშვიდად გავპარულიყავი. კარებთან ვიყავი როდესაც ვოღაცამ რაღაც მითხრა.
- საინტერესოა ასეთ მდგომარეობაში სად მიიპარები. - მოულოდნელობისგან შევხტი და შომოვბრუნდი - მადლონა საჭირო არ არის.
- მოიცა ანუ შენ... - შიშმა ამიტანა.
- არა ეს მე არ ვყოფილვარ, ამის სურვილი თუ ოდესმე შემიპყრობს წავალ და თავს მოვიკლავ.- სიბრაზემ ამიტანა.მოულოდნელად გავაანალიზე რომ წელს ზემოთ შიშველი იყო, რაზეც გავწითლდი და რაღაცის თქმა დავაპირე.
- შენს გარეშეც ვიცი რომ ძალიან სექსულური ვარ- თავდაჯერებულად გამიღიმა
- როგორც ჩანს ვიღაცას საკუთარ თავზე დიდი წარმ... მოიცა მე შენი საროჩკა მაცვია?- დავფეთიანდი
- ხო გენიოსო.
- ფუუუუ !!
- სხვა შემთხვევაში გოგოები ამის გამო ჩემთან მორბიან და მკოცნიან მაგრამ თუ არ გინდა შეგიძლია გაიხადო და მომცე- ეშმაკურად გამიღიმა.
- როგორმე ავიტან. - დამანჭული სახით შევხედე

თავი 3

- არ გშია? კვერცხი გავაკეთე მგონი - ამ დროს გულწრფელად გაიცინა,რამაც ჩემი ღიმილი გამოიწვია.
- რაღაც სხვანაირი ხარ - სამზარეულოში გავედით მე კი პამიდორით თამაში დავიწყე და დახლზე შემოვხტი.
- მაინც როგორი ? - გამომხედა და კვერცხის თეფშებზე გადანაწილება დაიწყო ღმერთო რა სექსუალურია
- გუშინ გადამარჩინე დღეს კი კვერცხს მიწვავ -გავიცინე და პამიდორი ჰაერში ავაგდე
- გერჩივნა იმ ტიპთან დამეტოვებინე და დაწყებული დაესრულებინა? -აი ისევ ის ამაზრზენი ბიჭი დაბრუნდა
- შეგეძლო იქ დაგეტოვებინე მაგრამ არ დამტოვე.
- შენ მე უნდა გაგაუბედურო და არა სხვამ - ამაზე თვალები გამიფართოვდა და პამიდორი თავში მესროლე.
- ამას ინანებ - წარბები აათამაშა და ჩემსკენ წამოვიდა.
მე შემეშინდა და გავიქეცი ოთახებში დავრბოდი, ვწიოდი ის კი ჩემს დაჭერას ცდილობდ.ა იმ ოთახში შევვარდი სადაც გავიღვიძე და ირგვლივ მიმოვიხედე მახეში ვარ . ლუკაც შემოვიდა და გამიცინა უცებ მომვარდა და ღიტინი დამიწყო რასაც ნამდვილად არ ველოდებოდი.
- კარ..გი გეყოფა... გაჩერდი კარგი.. ბოდიში! -ვიცინოდი და ვეღარ ვსუნთქავდი. თანდათან გაჩერდა და თვალებში ჩამხედა თითქოს ჩემით ტკბებოდა.
- მგონი... კვერცხი იწვება - გამეღიმა, ის მომშორდა და სამზარეულოში გავიდა. ტაფას ცეცხლი ეკიდა რაზეც პირზე ხელი ავიფარე და ტაფას წყალი დავასხი.
- ბიჭები სამზარეულოში არ უნდა შეუშვა.
- ვცადე მაინც - გაიცინა და არვიცი შეამჩნია თუ არა მაგრამ ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა რაზეც ავწითლდი. - ძალიან მშია იქნებ რამე გამიკეთო? პროდუქტები მაცივარშია.
მაცივარი გამოვაღე და სოსისი, კვერცხი და რაღაც მწვანილები გამოვიღე.15 წუთში მზად იყო ყველაფერი, წვენიც გავაკეთე ფორთოხლის.
- შეგიძლია მობრძანდე.
- იმედია საჭმლის მომზადება ნორმალურად იცი.
- უკაცრავად მე წავუკიდე ტაფას ცეცხლი?
- აბა ვნახოთ... წავა რა. - გავბრაზდი, რადგან ძალიან კარგი გემო ჰქონდა კვერცი ჩვეულებრივი არ იყო სხვადასხვა რაღაცეები შევურიე.
- ეს ვისი სახლია? - ვკითხე და ირგვლივ მიმოვიხედე.
- ჩემი. - მშვიდად მითხრა და წვენი მოსვა
- ორი სახლი რათ გინდა? -გამიკვირდა.
- დედაჩემთან გოგოებს ხომ არ ავიყვან თან დღწში 10ს - ეს რომ თქვა წვენი გადამცდა. მან კი სიცილი დაიწყო.
- ლუკა...
- რაიყო?
- მაპატიე... - თავი დავხარე.
- რა გაპატიო?
- მამაჩემის საქციელი, ვიცი ბევრს გთხოვ მაგრამ...
- მაგრამ რა - ვგრძნობ როგორ იმატებს მასში აგრესია.
- მას არ ვამართლებ - ხმა ჩამიწყდა. - არ მინდა ეგოისტი გეგონო, და იფიქრო ამას იმიტომ ამბობს რომ თავი დაიღწიოსო,რადგან მესმის შენი და რასაც არ უნდა აპირებდე ავიტან.
- შენს სიკვდილსაც აიტან ? - ჭამას თავი დაანება ხელებს დაეყრდნო და წარბები შეკრა. ამ სიტყვების გაგონებაზე თითქოს რაღაც ჩამწყდა
- ჩემს სიკვდილს?.. ანუ ჩემი მოკვლა გაქვს განზრახული.
- არ გიპასუხია.
- კი თუ ეს ამად გიღის. (ამ დროს ზარის ხმა გაისმა)
- ტანსაცმელი მოგიტანეს შეგიძლია წახვიდე. - ახლა უკვე ვიცოდი რასაც აპირებდა.
- მადლობა... - ჩუმად წარმოვთქვი
- ხო და შეგიძლია შენებს უკვე დაემშვიდობო. -ირონიულად გამიღიმა, აი ძველი ლუკა დაბრუნდა.
- როგორ შეგიძლია იყო ასეთი კარგი, მაგრამ ამავდროულად ასეთო საშინელი. -დავინახე როგორ გაიარა მის თვალებში ტკივილმა.
- შენ მე არ მიცნობ ! -მკაცრად მითხრა
- დამიჯერე უკვე კარგად გიცნონ.
ოთახში ავედი გამოვიცვალე და გარეთ გამოვედი პირდაპირ ქოხშო მივედი და რაც კი მისი პორტრეტი მქონდა დახატული ყველაფერი დავხიე.

***
დღეს ნინის შეყარებულის და ჩემი საუკეთესო მეგობრის, გიოს დაბადების დღეა... ველოდებოდი კლასში როდის შემოვიდოდა გიო ნინისთან ერთად და აი ისიც !!
- გიოო გილოცაააც !!! - მასთან მივირბინე და ჩავეხუტე -აბა რას ვაპირებთ დღეს?
- რათქმაუნდა აღნიშნავს ხო გიო? - გაუცინა ნინიმ, აიიხ ვგიჟდები ამ წყვილზე.
- თავისთავად, დღეს ექვსზე.
- შევთანხმდით ! ვინები გეყოლება ?
- ჯერ არვიცი.
- ნინი საყიდლებზე მომყვები ხო?
- რაშეკითხვაა? - სულელივით თქვა, გიოს აკოცა და ჩემს გვერდით ადგილი დაიკავა.
- შენსა და ლუკას შორის რა ხდება?
- რა უნდა ხდებოდეს - არაფერი შევიმჩნიე
- კარგი რა ვხედავ როგორც უყურებთ ერთმანეთს. - გაიცინა რაზეც მასწავლებელმა შენიშვნა მოგვცა.
- ხო თითქოს ერთმანეთის მოკვლა გვინდა ხო ? ასეცაა.

თავი 4

- დღეს როგორც იცით ოთხშაბათია და ვინ მეტყვის ეს რა დღეა ? - ყველასათვის საყვარელი დღე ოთხშაბათია რადგან ისეთ რამეს ან ვინმეს ვხატავთ რაც ოთახშია. მართალია ყველას არ გამოსდის ხატვა მაგრამ უმეტესობას გამოსდის.
- დღეს ავირჩევთ ვის ან რას დავხატავთ -კლასმა ერთიანად უპასუხა.
- მართალია დღეს დავხატავთ.....
- აუ ჩვენი კლასელიდან ვინმე დავხატოთ რა მას - სთხოვა ანამ. ანა ძალიან საყვარელი გოგოა ყველას უყვარს.
- კარგი მაშინ შენ აირჩიე.
- ჰმმ... - ჩავიმალე რადგან ვერ ვიტან ეს უნიჭოები რომ მხატავენ. - გოგო თუ ბიჭი?
- წინაზე გოგო ავირჩიეთ ახლა ბიჭი. - თბილად გაუღიმა იულია მასწავლებელმა.
- კარგით მაშინ... იყოს გიორგი ცქირიშვილი. - ანას გიორგი ბავშვობიდან უყვარს რის გამოც ნინის ეზიზღება,მის ეჭვიანობაზე კი სულ მეცინება.
გიორგი დაფასთან გაიყვანა მასწავლებელმა, ვერ იტანს როდესაც მას ირჩევრნ! ზარამდე 20 წუთით ადრე ჩემი დაფიდან ნახატი ჩამოვხსენი.
- დავამთავრე. - ყველამ წუწუნი დაიწყო უკვე წლებია ეს გაკვეთილი აღარ ჩაგვტარებია,წელს მესამედ გვიტარდება,ალბათ მასწავლებელს ჰგონია საშინლად დახატაო რადგან პირველ ჯერზე პეიზაჟი დაგვახატინა მე კი პორტრეტების ხატვა უფრო გამომდის.წინაზე გავაცდინე და ვერც გაიგებდა როგორ ვხატავ ხოდა აი ახლა გიჩვენებთ კლასს
- ვნახოთ რა საოცრება გამოგივიდა როგორც მახსოვს პატარაობაში საშინლად ხატავდი,აბა ახლა ვნახოთ.. - დაფასთან გავედი და ნახატი ყველას ვაჩვენე ყველამ პირი დააღო რაზეც გამეცინა.ლუკაც იქ იყო და გაკვირვება ვერ დაემალა. გიორგიმ მადლობა რომ გადამარჩინეო. მასწავლებელმა შემაქო ნიშანი დამიწერა და სანამ სხვები დაამთავრებდნენ მთხოვა ვინმე კიდევ დამეხატა მე კი გადავწყვიტე ნინი და გიო ერთ სურათში ხელჩაკიდებულები დამეხატა ათ წუთში მზად მქონდა რადგან შედარებით პატარა ფურცელზე მიწევდა ხატვა.ეს ნახატი უბრალოდ ნინის მივეცი.მან კი უღრმესი მადლობა გადამიხადა.

***
- აუ ელე საქმე გამომიჩნდა და საყიდლებზე ვერ გამოგყვები,სამაგიეროდ ლუკას შეგიძლია უთხრა - თვალი ჩამიკრა და წავიდა.
სახლში რომ მივედი გარდეროვი გადმოვაქოთე და ვერაფერი ავარჩიე... არვიცი რაჩავიცვა მანქანა რომ მყავდეს ჩემით წავიდოდი მაგრამ ჯანდაბა !
- დედა საყიდლებზე გამომყვები?
- ნინი არ მოგყვება?
- ვერ ახერხებს. - დავიბუზღუნე და კიბის ბოლოზე ჩამოვჯექი.
- იქნებ ლუკას უთხრა ? - რომ იცოდე რახდება ჩვენს შორის მაგას არ იტყოდოი !
- არ შემიძლია.
- რატო? კარგი სასიძო კაცი ჩანს - თვალები გადავატრიალე
- დედააა ჩვენს შორის არასოდეს არაფერი მოხდება !
- მაგასაც ვნახავთ.
- კარგი წავედი. - ფეხზე წამოვდექი და კარისკენ გავემაეთე.
- სად მიდიხარ ? - გაუკვურდა დედას.
- ჩემს ქმართან.
გადავიხარხარე და ჩანთა საკიდიდან ჩამოვხსენი, მისი სიცილის ხმაც მომესმა როცა უკვე გამოვედი. მის სახლთან მივედი, ღრმად ჩავისუნთქე და კარზე ზარი დავრეკე. ცოტა ხანში კარი პატარა ლიზიკომ გამიღო, რომ დამინახა მთელი ძალით ჩამეხუტა, ღმერთო რა საყვარელია ეს არსება!
- ლიზიკო ვინ არის ? - დავინახე კიბეებიდან როგორ ჩამოდიოდა ირმა.
- გამარჯობა ელენე, მანდ რატომ დგახარ შემოდი. - ხელით მანიშნა.
- არა იყოს,ლუკა სახლშია?
- კი დავუძახო?
- დიახ თუ შეიძლება. - თბილად გავუღიმე და ლიზიკოს ლოყაზე ვუჩქმინტე,ისიც მალევე მოვიდა და გაკვირვებულმა შემომხედა,ლიზიკო დავსვი და ნერვულად გავუღიმე.
- ამ.. შემოდი? - ეს კითხვა უფრო იყო ვიდრე შემოპატიჟება.
- არა იცი.. რაღაც მინდოდა მეთხოვა.
- გეთხოვა? - აშკარად ვაღრმავებ მის გაკვირვებას.
- ალბათ იცი რომ დღეს გიოს დაბადების დღეა - თავი დამიქნია - ხოდა შესაბამისი ტანსაცმელი არ მაქვს და.. მოკლედ შეგიძლია მანქანა მათხოვო? -ამ კითხვამ მისი სიცილი გამოიწვია მე კი ჩავიბუტბუტე სასაცილო რა ვთქვითქო.
- ჩემი სიყვარული გათხოვო შენ ? - კვლავ იცინოდა.
- მაშინ ნება იბოძე და წამიყვანე ! -დავიწუწუნე და გავუჯავრდი.
- ოჰ,რატომ უნდა წაგიყვანო მაინც და მაინც მე? - ირონიით მკითხა
- იმიტომ რომ ნინის არ სცალია და ეს მეზობელი გოგოები ჩემზე დაბოღმილები არიან, თანაც ხომ გახსოვს მე საჭმელი გაგიკეთე. - ცალი წარბი აწია და ამათვალიერა.
- მე იმ ტიპისგან გადაგარჩინე,ჩემი საროჩკა გათხოვე და ჩემს სახლში გაგათევინე ღამე !
- პლიუს ამას ჩემი მოკვლა გაქვს განზრახული - კმაყოფილად ჩავილაპარაკე და ხელები გადავიჯვარედინე.
- ხო ეს ყველაფერს ცვლის, იცოდე თუ ჩემს შეყვარებულს ერთი ნაკაწრი მაინც ექნება დღესვე მოგკლავ შევთანხმდით?
- შევთანხმდით - გავიცინე და გასაღები გამოვართვის.
ექვსის ნახევარი იყო როდესაც დავბრუნდი. ყვავილებიანი თეთრი მაისური,ცისფერი შარვალი და თეთრი კეტები ვიყიდე. მოვემზადე და ლუკასთან გავედი. ზარი დავრეკე და მან გააღო
- გთხოვ მოთხარი რომ ჩემი ლამაზი მანქანა ამ მახინჯმა არსებამ არ გააფუჭა. - საცოდავი სახით თქვა.
- მე მანქანა არ მყავს ასე რომ მოგიწევს წამიყვანო და ჰო შენც არაგიშავს ნორმალურად გამოიყურები.
- მე ნორმალურად კი არა სექსუალურად გამოვიყურები - თვითკმაყოფილი იდიოტო !
- გავიგეთ. - თვალები გადავატრიალე და მის გვერდით მოვთავსდი.

***
- აი ახლა თამაშში ამყვები.
- რატომ?
- იმიტომ რომ მანქანა გათხოვე. - მოულოდნელად მისი ხელი ვიგრძენი წელზე და შევკრთი. - გაიღიმე - თვალისმომჭრელად გამიღიმა რაზეც მეც გამეღიმა.
კარი ნინიმ გააღო და დაბნეულობისგან რა ეთქვა არ იცოდა.
- მოიცა.. თქვენ რა ერთად ხართ? - თითით მის ხელზე მიმანიშნა
- კი ორი დღეა. - გაუცინა ლუკამ.
- ხუმრობს - ჩანთა ნინის მივეცი და შიგნით შევედი. გავიგონე ლუკამ როგორ გადაუჩურჩულა ნინის აღიარება არ უნდაო, რაზეც გამეღიმა. თვალებით გიოს ვეძებდი როდესაც დავინახე ჩავეხუტე და საჩუქარი მივეცი.
- ჰმ.. რა არის?
- გახსენი და ნახე - გავუღიმე და დავაჩქარე როდესაც გახსნა პირი დააღო.
- არ არსებობს ეს ხომ ის მოდელია რომელზეც ვოცნებობდი ? ამის ფული სად გქონდა ?
- ნაცნობები,ხომ იცი.. - გავიცინე და სხვების სანახავად წავედი. - აბა ხალხნო დღეს ბოლომდე ვსვავთ ? - გამოგვეხმაურა ნინი.
- არა მე არ ვსვავ.
- რატომ გეშინია წინა დაბადების დღესავით არ მოგივიდეს?
- არ ვსვავ თქო ! - გავუბრაზდი ნინის.
- ერთჭიქიანებმა არც უნდა დალიონ! - მომაძახა ერთმა სულიერმა.

***

ყველა მთვრალები ვართ დაახლოებით ოცი ჭიქა არაყი დავლიე, მგონი.
- რამდენი თითია ელე? - სიცილით მეუბნება ჩემნაირად ნასვამი ნინი
- ამ.. 8 ? - სიცილი ამივარდა,ორივე სიცილით ვიგუდებით.
- არა ამათ ნამდვილად არ უნდა დაელიათ ! -წუწუნით თქვა გიომ
- ეი ბრო, შენ ჩემზე ნაკლები დალიე? - მივაძახე გიოს.
- ყველა ვცეკვავთ ერთად !!! - წაიყროყინა ნიკამ რაზეც უფრო ავხარხარდით. ლოლიტა სირცხვილისგან სად წასულიყო არ იცოდა.
- წამოდი ელე ვიცეკვოთ ! - ნინი მიმათრევდა საცეკვაოდ.
- ხომ იცი რომ არ ვცეკვავ - ხელი ჩაიქნია და გიოსთან ერთად გიჟური ცეკვა დაიწყო რაზეც სიცილი ამივარდა.
მაკარენა რომ ჩაირთო ვიღაცამ წამომაფრინა ეს ლოლიტა იყო. კიდევ უფრო ავხარხარდი და უკვე ვეღარც ვსუნთქავდი. როდესაც წამოვდექი კინაღამ წავიქეცი ამიტონ მალევე დავჯექი. გვერდით ლუკა მომიჯდა,სასმელი ხელში ეჭირა და რაღაცა წაიბუტბუტა.
- შენც ბევრი დალიე? - ვკითხე და მისკენ შევბრუნდი.
- არა სულ ცოტა - თითით მანიშნა და გაიცინა.
- იცი ძალიან საყვარელი ხარ როდესაც არ ჩხუბობ. - ვუთხარი გულწრფელი ღიმილით
- შენ კი ყოველთვის ძალიან ლამაზი ხარ, უბრალოდ არ ვაღიარებ
- ხომ იცი რომ როდესაც გამოფხიზლდები ამ სიტყვებს ვინანებთ - გავიცინე და საჩვენებელი თითით დავტუქსე. ვალსის მუსიკა გაისმა...
- იცეკვებ ჩემთან ერთად ლამაზმანო ? -ხელი გამომიწოდა და გაიცინა,რაზეც მეც გამეცინა.
საცეკვაო მოედანზე გავედით,ხელები წელზე მომხვია და თავი ჩემს კისერში ჩარგო. ხელები კისერზე მოვხვიე, თავი კი მხარზე დავადე. მის თბილ სუნთქვას კისერზე ვგრძნობდი,ვგრძნობდი რომ მისი სურნელი მიყვარდებოდა რაც არ მაწყობდა... მოულოდნელად მისი ცხელი ტუჩები ჩემს კისერზე ვიგრძენი, რამაც ჟრუანტელი მომგვარა. თავი ავწიე და თვალებში შევხედე,შუბლი შუბლე დამადო და თვალები დახუჭა...

თავი 5

მზის სხივებმა ჩემს ფანჯრებამდეც მოაღწია და თვალები გავახილე...რამოდენიმე წამით თვალები უბრალოდ გავახილე,შემდეგ წამოდგომა ვცადე მაგრამ თავბრუსხვევამ უკანვე დამაბრუნა.თავის ქალა სადაცაა გამისკდებოდა! ნელა წამოვჯექი და თვალები მოვისრისე. ნოუთბუქი ამოვიღე და სკაიპით ნინის დავურეკე. მალევე აიღო...
- გუშინ რა მოხდა?
- ლუკას გულისხმობ?
- არა, სახლამდე როგორ მოვაღწიე ?
- ლუკამ მიგიყვანა თუ არ ვცდები, ხო დედაშენმა ასე მითხრა. - მხრები აიჩეჩა ნინიმ
- დედაჩემმაა? - ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა
- ხო, ასე რატომ დაათვრეთ ლუკას ხელით სათრევი რომ გახდაო. -შუბლზე ხელი შემოვირტყი.
- სახლამდე ლუკა ახვლედიანმა მათრია?
- ხო როგორც ჩანს, მანქანა აქ ჰყავს. - რამოდენიმე წუთით გაჩუმდა - გუშინ იცი რამოხდა?
- გთხოვ მითხარი რომ რამე სისულელე არ ჩავიდინე... ისევ !
- არა დებილო,აბა გამოიცანი. - სიხარულით შეჰკივლა. მე გამეცინა და ფიქრი დავიწყე.
- გიომ ცოლობა გთხოვა ? -ახლა მან შემოიტყა ხელი.
- ღმერთო რა ჩლუნგი ხარ რა! ერთად გვეძინა. - პირი ღია დამრჩა.
- ანუ თქვენ? - სიცილი ამივარდა და წამით თავის ტკივილი გადამავიწყდა.
- ჰო, დებილო ჰო ! - გაეცინა და გიოს მიესალმა.
- ოხ უკვე იჭორავეთ დაქალებმა ? -მისი სიცილის ხმა მომესმა
- ხო უკვე გავიგე როგორც გივაჟკაცია. - ორივეს სიცილი აუტყდათ ისევე როგორც მე.
- აუ რა დეგენერატი ხარ ელე - მოსულიერებულმა ნინიმ ჩაიხითხითა - შენმაც ივაჟკაცა.
- ვააააათ ?!!- იმხელაზე დავიკივლე დედაჩემი შემოვარდა.
- რაარის შვილო ! როგორ ხარ,რამოხდა ?! - დედაჩემი გიჟივით შემოვარდა და გულზე ხელი მიიდო.
- არაფერი დე, რაღაც ფეხსაცმლის ფასი ვნახე და.. - მალევე მოვიფიქრე ტყუილი
- კარგი რა დე ნუ გამიხეთქე გული ამხელა ქალს !
- რამხელა ქალს 37-ის არ ხარ?
- 39-ის ეგეც რო არ იცი ! - ოთახიდან გავიდა და ლეპტოვი გავხსენი
- გუშინ რა ჩავიდინე! -დაფეთებულმა ვიკითხე
- მე ამას ვერ გეტყვი. - იუარა გიომ
- რა ჩავიდინე? -სადაცაა ტირილს დავიწყებდი.
- იქით გადი ოდიოტო ნუ შემიშინე გოგო. - ბალიში ესროლა ნინიმ და მომიბრუნდა
- რამოხდა?
- ისეთი არაფერი,უბრადოდ ვალსი იცეკვეთ, მერე იმან კისერზე გაკოცა უნდოდა შენთვის ეკოცნა მაგრან ამის უფლება არ მიეცი,რის გამოც დებილი ხარ.
- კიდევ კარგი !ასე როგორ დავთვერი?
- კარგი წავედი,ჩემი ცხოვრება მეძახის - სიხარულით აღსავსე ნინიმ მითხრა და გათიშა.
ნოუთბუქი კამოდზე დავდე და საწოლზე მოწყვეტით დავეცი. ბალიში ჩავიხუტეე და ოთახის თვალიერება დავიწყე.რა ბედნიერებაა რომ დღეს შაბათია და იმ საშინელ სკოლაში წასვლა არ მიწევს.თავი საშინლად მტკივა "გეტკიება აბა რა იქნება ამდენი დალიე" გამომეპასუხა ჩემი მეორე მე. უბრალოდ კარგად გამოძინება მჭირდება,მეტი არაფერი...
3 საათის შემდეგ გამომეღვიძა თავი იმდენად აღარ მტკიოდა,ამიტომ ადგომა გადავწყვიტე. სააბაზანომდე მივბაჯბაჯდი და სარკეში ჩავიხედე. დანახულმა სანახაობამ გამაცოფა: ჩაშავებული უპეები,აჩეჩილი თმა და ალეწილი სახე.ცხოვრებაში მეორედ აღარ დავლევ! თავი მოვიწესრიგე და საძინებელში დავბრუნდი. ნაცრისფერი გახეხილი შარვალი,შავი სადა მაისური და თეთრი კეტები ჩავიცვი.ჩანთა ავიღე და ჩემი საყვარელ კაფეში წავედი. გზაში თვალს ლუკას სახლისკენ ვაპარებდი,თითქოს ახლა გამოვიდოდა და რაიმეს მეტყოდა. კაფე აქვე იყო 10 წუთის სავალზე,რაც საქმეს მიადვილებდა. 10 წუთში კაფის კარი შევაღე და ლეილას თბილი ღიმილი დავიმსახურე.ლეილა ერთი მოხუცი ქალია რომელსაც ძალიან ვუყვარვარ.
- როგორც ყოველთვის საყვარელო? -თბილად გამიღიმა და გადამეხვია
- დიახ ერთი კაპუჩინო და შოკოლადი,შავი ოღონდ. - გავიცინე და შეკვეთა მივეცი.
- დღეს რაღაც ფორმაში არ ხარ საყვარელო, მოხდა რამე?
- არაფერი ისეთი მეგობრებმა გართობა გადავწყვიტეთ. -თვალები მოვიფშვნიტე და ჩემთვის განკუთვნილი ყავა მოვსვი. - როგორც ყოველთვის უგემრიელესია. შეგიძლიათ კიდევ ერთი გამიკეთოთ? წასაღებად..
- რათქმაუნდა.
- რამდენი უნდა გადაგიხადოთ ? - ჩანთაში ძრომიალი დავიწყე და ფული ამოვიღე.
- დღეს დაწესებულების ხარჯზე. ხელით უკან დამაბრუნებინა.
- კი მაგრამ ლეილა დეიდა ასე არ შეიძლება - გავუწყრი ლეილას.
- დამიჯერე შეიძლება -თვალი ჩამიკრა და ჩემი ჭიქა მომაწოდა.
- უღრმესი მადლობა,ახლა უნდა წავიდე. - თბილად გავუღიმე და კაფედან გამოვედი.
ნინის ნომერი მოვძებნე და დავურეკე.
- ნინ რას შვრები?
- რავი გიოს ვასწავლი როგორ უნდა მოამზადოს პიცა. - გაიცინა და შენიშვნა მისცა ყველი ზემოდან უნდა მოაყაროო.
- სფიქერზე ჩართე - ვუთხარი და გავიცინე.
- აბა რა ხდება რა გინდოდა. - მკითხა ნინიმ.
- დღეს კოცონზე მივდივართ ?
- კოცონზე? - გაუკვირდა ნინის - უი ხოო სულ დამავიწყდა,რათქმაუნდა მივდივართ.
- შენ და გიო ალბათ ერთად წახვალთ არა? - დავიწუწუნე.
- ხო აბა? შენ ვისთან ერთად მიდიხარ? - მკითხა გიომ
- არ ვიცი ალბათ.. - სიტყვა არ დამასრულებინა ნინიმ
- ლუკასთან ერთად ხო?
- არავითარ შემთხვევაში,მირჩევნია მოვკვდე.
- რატომ არ აღიარებ რომ მოგწონს.
- ეგ ვირთხა თუ ოდესმე მომეწონება წავალ და თავს მოვიკლავ - სიცილის ხმა მომესმა - მამდ კიდევ ვინ არის?
- გუშინ ვიღაც სიყვარულს მეფიცებოდა.
- ხო ეს ვიღაც გახეული მთვრალი იყო და არ იცოდა რას როშავდა როგორც ყოველთვის.
- დამშვიდდი შენთან ერთად წამოსვლას მირჩევნია გველის შხამი დავლიო.
- ვინ მიგყავს ? - მკითხა გიომ.
- ბექამ დამპატიჟა და ალბათ მაგასთან ერთად წამოვალ.
- ბექასთან ?! - ხოო ბექა ლუკას ეზიზღება. -არავითარ შემთხვევაში ეგ ტიპი სულ ხელების ფათურზეა !
- შენ ეს რატომ გაღელვებს ?! თანაც სხვებისგან განსხვავებით არ მამცირებს - ნიშნის მოგებით ვთქვი და გავუთიშე.
ბექა ძალიან საყვარელი და სიმპატიურია ბიჭია ცისფერი თვალებით და შავი თმით. მას უკვე წლებია მოვწონვარ და ჩემთან დაახლოვებას ცდილობს. მართალია ცუდი ბიჭის იმიჯი აქვს მაგრამ ჩემთან ძალიან საყვარლად იქცევა. დღეს კოცონზე 10-თვის უნდა ვიყო. გადავწყვიტე შავი შორტი და ღია ცისფერი საროჩკა ჩავიცვა.
- დედაა !! - დედაჩემი ხმას არ მცემდა. კიბეებზე ჩავდიოდი და ადგილზე გავშრი როდესაც დავინახე ის თუ როგორ ეხუტებოდა დედაჩემს. ჩემსკენ შემობრუნდა და გამიღიმა.
- შვილო... რამხელა გაზრდილხარ ! - ზიზღმა ამიტანა დავინახე მის სახეზე ობლადჩამოგორებული ხელოვნური ცრემლი. - გთხოვ მაპატიე რომ წავედი. - ჩემსკენ გამოიწია თუმცა შევაჩერე.
- არც კი მომიახლოვდე !! -თითით ვანიშნე და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი.
ოთახში როგორც კი შევვარდი კარები გადავკეტე,ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. რატომ დაბრუნდა ?! ასე რატომ მომექცა ?! ეს საქმეს უფრო ართულებს,რისთვის დაბრუნდი მამა რისთვის ! გინდა რომ ბოლომდე გამანადგურო?! მაშინ გილოცავ შენ ეს შეძელი.
- შვილო მაპატიე მე...
- გაეთრიე ! შენი დანახვაც არ მინდა! - დავუყვირე და კარებს მოვშორდი
- ეს ჩემი...
- შენი ბრალი არ იყო? როგორ ბედავ და თავს იმართლებ?! შენს გამო იცი რამდენი რამ გადავიტანე? შენ კი ასე უბრალოდ მოდიხარ და პატიებას მთხოვ? შეგიძლია ისევე გაქრე როგორც ეს ადრე გააკეთე!
- სხვა გზა არ მქონდა ელენე !
- გთხოვ უბრალოდ წადი !!
გავიგე როგორ დაეშვა კიბეებზე და როგორ გაიხურა კარები.

***
- ბექა რას შვრები? - ნამტირალევი ხმით ვკითხე.
- რამოხდა ყველაფერი რიგზეა? ვინმემ ხომ არ გაწყენინა?! - მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა.
- იცი რაღაც შეუძლოდ ვარ და კოცონზე ვერ წამოვალ.
- გინდა მოვიდე ?
- არა, არა, საჭირო არ არის ! უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა.
- კარგი,როგორც გინდა ნახვამდის.
- კარგად. - ვუთხარი და გავუთიშე.

***
ლუკა.

შუაღამე იქნებოდა ალბათ ორის ნახევარი, როდესაც წყლის დასალევად ავდექი. მაცივარი გამოვაღე წყალი გამოვიღე და ოთახისკენ ავიღე გეზი. როდესაც ვბრუნდებოდი ფანჯარაში თვალი მოვკარი ელეს რომელიც ფანჯარასთან იდგა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო. თითქოს მნიშვნელოვანი რამ უნდა უნდა გადაეწყვიტა. შევჩერდი და დავაკვირდი,ძალიან ლამაზი იყო,ალბათ შემიყვარდებოდა კიდეც ასეთ მდგომარეობაში რომ არ გამეცნო.მოულოდნელად ფანჯარაზე ჩამოჯდა, ზურგჩანთა კარგად მოიკიდა და თავი გაამხნევა,თვალის დახამხამებაში ფანჯრიდან გადმოხტა და წამიერად დაიკივლა. რა ჯანდაბას აკეთებს?! ფეხზე წამოდგა და საროჩკა გაიწმიმდა.ირგვლივ მიმოიხედა და ტბისკენ წავიდა. ჯანდაბა ელე ისევ მაგ დაწყევლილ ტბაზე მიდიხარ? რატომ ვერ შეიგნე რომ საშიშია. ამოვიხვნეშე მაისური გადავიცვი,სახლიდან ჩუმად გამოვიპარე და ელენეს გავყევი. გამიკვირდა როდესაც გზიდან გადაუხვია და რაღაც ძველ ქოხში შევიდა. იქვე დავიმალე და დაველოდე...
ჯანდაბა ამდენი ხანი მანდ რა ჯანდაბას აკეთებ ? ალბათ ერთ საათზე მეტია რაც შიგნით არის. მოულოდნელად რაღაცის მტვრევის ხმა გავიგე,შემეშინდა და შიგნით შევვარდი. იქ არსებულმა სანახაობამ კი ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა... ირგვლივ მთლიანად ნახატები და საღებავში ამოსვრილი ელენე დამხვდა.
- შენ ეს არ უმდა გენახა ! - შემობრუნდა და თბილი ბურთულა მის ლამაზ სახეზე ჩამოუგორდა

თავი 6

- შენ ეს არ უნდა გენახა. - ნამტირალევმა შემომხედა რაზეც თითქოს რაღაც ჩამწყდა. - ყოველთვის იქ რატომ ჩნდები სადაც არ უნდა ჩნდებოდე!
- რა გჭირს, ვინმემ რაიმე გაწყენინა ? - მისი ლამაზი სახე ხელებში მოვიქციე,მაგრამ ჩემი ხელები მოიშორა და ზურგი მაქცია.
- გთხოვ წადი !
ირგვლივ მიმოვიხედე და დახეული ნახატები დავინახე.ერთერთ მათგანთან მივედი და აღდგენა ვცადე გავოცდი როდესაც ჩემი პორტრეტი დავინახე,უფრო იმან გამაოცა მე რომ ვიყავი დახატული და არა იმან თუ რა შესანიშნავად იყო დახატული. ნახატი ხელებიდან გამომგლიჯა.
- აქედან გაეთრიე !! - დამიყვირა და ნახატი კიდევ ერთხელ დახია.
- როგორც ჩანს ვიღაცას შევუყვარდი და გაგიჟდა - კმაყოფილად ჩავიცინე და დამცინავად შევხედე.
- იცი რა? მართალი ხარ გავგიჟდი ! გავგიჟდი, ამ მდგომარეობამ გამაგიჟა საერთოდ რატომ გაიცნო მამაჩემმა ეს წყეუული მამაშენი ?! ის რომ არა ახლა არაფერი მოხდებოდა!! - მის ნათქვამზე გავმწარდი და კედელზე მთელი ძალით მივაჯახე,მკლავებზე ხელები მოვუჭირე და ზიზღნარევი ხმით ვუთხარი.
- იცოდე მამაჩემზე კრინტიც არ დაძრა, თორემ გეფიცები აქვე ჩაგაძაღლებ !! - ვხედავდი მის ჩაწითლებულ შიშით სავსე თვალებს და ვხვდებოდი რომ უკვე ღრმად შემეტოპა.
- მიდი გააკეთე ეს !! შენ ხომ ასეთი ლაჩარი ხარ ! - ცრემლი სახეზე ჩამოუგორდა რამაც კიდევ უფრო გამაგიჟე !
- ხო მართალი ხარ, ამას ახლავე გავაკეთებ !! - ჯიბიდან იარაღი ამოვიღე და დავუმიზნე - ვხედავდი მის ცინიკურ სახეს რაზეც უფრო და უფრო ვღიზიანდებოდი.
- რაო ახვლედიანო, ამდენი გამბედაობა არ გაქვს? შენ მკვლელი არ ხარ,აი ესაა შენი პრობლემა - კმაყოფილად იღიმის რაზეც ნერვები მეშლებ,ა იქვე არსებულ დაფას იატაკზე ვაგდებ და იმ ადგილს მთელი სისწრაფით ვშორდები.

***

ნინი
ორი კვირაა რაც ლუკა და ელე ერთმანეთს არ ელაპარაკებიან,საერთოდ ერთმანეთს არც კი უყურებენ. ვხვდები რომ ელენე რაღაცას მიმალავს და არ მეუბნება. გიო თანდათან უახლოვდება ლუკას, თუმცა მანაც არაფერი იცის.მასთან მივირბინე, მის მეგობრებს მივესალმე და ცალკე გამოვიყვანე.
- რამე მოხდა საყვარელო? -ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ნაზად მაკოცა,რაზეც თვალები დამეხუჭა.
- არ გინდა ორმაგ პაემანზე წავიდეთ ? - გავუღიმე და მოწყვეტით ვაკოცე.
- კარგი, მაგრამ რა ჩაიფიქრე?
- მინდა რომ ლუკას და ელეს რამე მოვუხერხოთ. - ტუჩზე ვიკბინე და გიოდ შევხედე.
- ჯანდაბა, ასე ნუ აკეთებ ! - გამიცინა დამაკოცა.
- მოკლედ ბოულინგზე წავიდეთ ოღონდ თითქოს არ ვიცოდით არაფერი,შენ ლუკას წამოიყვან მე ელეს და იქ შევხვდებით. დღეს შვიდზე კარგი?
- კარგი. - კიდევ ერთხელ მაკოცა და წავიდა.
ჩემს მაგიდასთან დავბრუნდი და ელეს ღიმილით მივაშტერდი
- რა გინდა. - უემოციოდ მითხრა
- აუ ნუ გახდი რა ესეთი უჟმური!! - შევუბღვირე და კოლა მოვსვი
- ნინი რა გინდა პირდაპირ მითხარი. - ფრის ჭამას თავი დაანება და კოლა მოსვა
- მოკლედ ამ ბოლო დროს სულ აღარ ხარ მხიარული,ხოდა გადავწყვიტე ძველი ელე დავაბრუნო ხოდა დღეს მივდივართ ბოულინგზე. - ჩამოვაყალიბე და მისი ფრი მოვიპარე.
- ეიი ეს ჩემი ფრია - გაიცინა და წამართვა.
- აბა? რასიტყვი. -ხელები გადავაჯვარედინე და მაგიდას დავეყრდენი.
- ძაან მეზარება. - მოიღუშა და ფანჯრისკენ გაიხედა.
- არ მაინტერესებს ჩემი ძველი მეგობარი მომენატრა !
- კარგი ჰოო,მარა თამაში რომ არ ვიცი? ანუ ვერ წამოვალ - მაგიდაზე არსებული გაზეთი თავში ჩავარტყი.
- აუუუჩ !
- მე გასწავლი.
- კაი.
- სკოლის მერე შენთან მოვდივარ. -ამ სიტყვების გაგონებაზე გაფითრდა,გალურჯდა და რა რადაემართა არ ვიცი. -რამოხდა?
- საჭირო არ არის.
- რას მიმალავ ელე? -დამწუხრებულმა ვკითხე.
- კარგი ჰო... - ღრმად ჩაისუნთქა - მოკლედ მამაჩემი ჩამოვიდა... -თავი ხელებში ჩარგო და ლუკას მზერა რომ შეამჩნია შეკრთა და ბუფეტიდან გავიდა.

***

"10 წუთში მზად ვიქნები და გამომიარე" ელეს შეტყობინება წავიკითხე და თმის სწორება განვაგრძე. მზად ვიყავი! 10 წუთში ელეს გავუარე და ბოულინგისკენ ავიღეთ გეზი. 20 წუთში იქ ვიყავით დღეს ელე შედარებით მხიარულია.შენობაში შევედით და ფული გადავიხადეთ. ბურთებთან მივედით.
- აბა რომელს აირჩევ? ეცადე ძალიან პატარა წონის არ აიღო შეიძლება თითები გაგეჭედოს.
როდესაც არჩევნი წითელ არც თუ ისე დიდ ბურთზე შეარჩია და ხელში აიღო კინაღამ დაუვარდა, რაზეც გამეცინა.სიცილი შევწყვიტე და მსახიობობა დავიწყე
- მოიცა ამათ აქ რა უნდათ? -გავიკვირვე და გიოსკენ და ლუკასკენ მივანიშნე მან მკვლელი მზერით დამაჯილდოვა, მე კი მათ ხელი დავუქნიე.
- ეს ყველაფერი შენ მოაწყვე არა? - მომიბრუნდა ელენე.
- წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობ - გავუღიმე და ბიჭები გადავკოცნე. ელენემ კი მხოლოდ გიო.

ელენე.

ოხ ელენე მოგკლავ ! რატო დავთანხმდი? როდესაც ლუკა დავინახე ავფორიაქდი.
- თქვენ აქ საიდან? -მსახიობოა დაიწყო გიომ
- მშვენივრად იცი საიდანაც - დავეღრიჯე გიოს და ბურთის გასაგორებლად მოვემზადე. როგორც კი გავაგორე კინაღამ წავიქეცი, ბურთმა კი ვერცერთი კედლი ვერ წააქცია. უკნიდან ნაცნობი ხმის ხითხითი მომესმა. გავბრაზდი, შევტრიალდი და ვუთხარი.
- შენ უკეთ ისვრი ?! - ხელები გადავიჯვარედინე და შევუბღვირე,რადგან ჩემს დაცინვას განაგრძობდა.
- სიმართლე გითხრა კი. - გამიღიმა და ბურთი ისროლა პირი ღია დამრჩა, როდესაც ყველა კედლი წააქცია. ხელები გაშალა და კმაყოფილად ჩაიცინა
- შესანიშნავია! მე და გიო და თქვენ ორნი ! შეჰკივლა ნინიმ.
- ნინი აბა თამაშს გასწავლიო? - გავუჯავრდი.
- როგორც ჩანს ჩემზე უკეთ ის გასწავლის - წარბები აათამაშა და ბურთი აიღო. როდესაც გიო დაეხმარა მადლობა გადაუხადა. - შენი ჯერია ბერძენიშვილი.
- კარგი. - წუწუნით ავიღე ბურთი. მე ხომ ბედი არ მაქვს თქო ჩავიბურტყუნე და შუაში ვისროლე. ზუსტად შუაში მისრიალებდა როდესაც ბოლოში გზას გადაუხვია. - ჩემგან მოთამაშე არ დადგება ! დავიბუზღუნე და სკამზე ჩამოვჯექი.
- კარგი ცოტა ხანი ლუკა გავარჯიშებს და მერე დავიწყებთ. - ის და გიო დახლთან მივიდნენ და წვენი შეუკვეთეს.
- აბა? ვაპირებთ თამაშის მოგებას თუ არა? - მკითხა ლუკამ და ხელი გამომიწოდა ფეხზე წამოვდექი მაგრამ არა მისი დახმარებით.როგორ შეუძლია ისე მოიქცეს თითქოს არაფერი მომხდარა ?
- კი, ნინის ამას ვანანებ.
- კარგი მოდი ბურთის შერჩევით დავიწყოთ. - ბურთებთან მივიდა და შედარებით მსუბუქი ბურთი მომაწოდა. - ახლა სწორედ დაიჭირე. თითები ამ ნახვრეტებში უნდა შეყო და მყარად დაიჭირო. - ის მიხსნიდა მე კი უბრალოდ ჩვენს თითებს მივშტერებოდი. - კარგი ახლა დგომაზე გადავიდეთ. - შემაბრუნა და უკან დამიდგა. - პირველ რიგში წელში უნდა გასწორდე. - მისი ხელები შიშველ ზედაპირზე შემეხო, რამაც ჟრუანტელი მომგვარა.ეს ლუკას რაღათქმაუნდა არ გამოპარვია და ჩაიცინა. - შემდეგ ფეხი უკან დადგი ,მხოლოდ ნაბიჯი და ბურთის გაგორება დაგრჩა. - მისი ცხელი ტუჩემი ჩემს ყურთან ვიგრძრნი - სცადე ერთ რამეზე კონცერტრირდეე მაგალითად ჩემზე - როდესაც ეს მითხრა ავხედე და ჩემდაუნებურად გავუღიმე,მისი თავდაჯერებულობა დღითიდღე მაკვირვებს. -კარგიი... აბა შენ იცი. - მისი მითითებები გავითვალისწინე და ბურთი ვისროლე. როდესაც დავინახე რომ ყველა კედლი წავაქციე შევყვირე და ლუკას გაუცნობიერებლად ჩავეხუტე. როცა გავაანალუზე რა გავაკეთე გავწითლდი და მოვშორდი.

თავი 7

თვალი გიოსკენ და ნინისკენ გავაპარე და დავინახე ნინი ტელეფონით სურათებს როგორ გვიღებდა. ჩვენთან მოვიდნენ და თამაში დავიწყეთ... რათქმაუნდა ჩვენ მოვიგეთ. თამაშის შემდეგ გიოსთან ავედით.
- ვინ დალევს? - იკითხა გიომ
- ყველანი დავლევთ - უპასუხა ნინიმ.
- კარგი. - მხრები ავიჩეჩე და ლუდის ბოთლი გამოვართვი.
- ვიღაცამ თავის პრონციპებს გადააბიჯა. - ნიშნისმოგებით თქვა ლუკამ.
- ასეც ხდება ხოლმე - ნაძალადევად გავუღიმე და ლუდი მოვსვი
- როგორც იქნა გვეღირსა და ძველი ელე დაბრუნდა ! - ტაში შემოკრა ნინიმ და ტელეფონში ჩაძვრა.
- თქვენ ორთან რა ხდება ? ვხვდებით რომ რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს. -თქვა გიომ
- ეს თქვენი საქმე არ არის. - შევუბღვირე და ლუდი მოვსვი.
- არა მოდი ვუთხრათ და ბოლოს და ბოლოს გაიგებენ ვისთან აქვთ საქმე. - ირონიულად გამიღიმა ლუკამ
- ხმას ამოიღებ და გეფიცები მოგკლავ ! - ლუდის ბოთლი დავდე და მკაცრი მზერით დავაჯილდოვე.
- ვინმე გვეტყვის რა ხდება ? - დებილებივით მოგვჩერებოდნენ ნინი და გიო.
- ეს ჩვენი საიდუმლოა, ასე არ არის პრინცესავ? - მის ხმაში იმხელა სარკაზმი იგრძნობოდა რომ მინდოდა მისთვის მუშტი მეთავაზებინა.
- მოიცა თქვენ რა... - ნინის სიტყვებზე შუბლზე ხელი შემოვირტყი.
- ნინი ასეთი დებილი ხარ თუ? - ნინის გაეცინა.
- შენო აზრით მე და ეს ოდესმე ერთად ვიქნებით ? და... ხომ ხვდები არა რაც ვიგულისხმე. - დამცინა ლუკამ
- რატომაც არა.
- გამორიცხულია
- შანსი არააა - ორივემ ერთდროულად ვთქვით.
ცოტახანში ფეხზე წამოვდექი.
- ეე სად მიდიხარ? - მკითხა ნინიმ.
- სახლში,უნდა მოვემზადო ხომ იცი ხვალ მათემატიკაში ტესტი გვაქვს მე კი უნდა ვიმეცადინო.
- კაი. - მაკოცა ნინიმ და გამაცილა
***
გუშინ წინ მათემატიკას თავი დავაკალი, რაღაც ფორმულები დავიზუთხე და ტესტი ასე თუ ისე დავწერე. დღეს ქულებს გვეტყვის მასწავლებელი. ტესტი 100 ქულიანოა მე კი ალბათ 70ზე ნაკლებს არ ავიღებ. ამაყი ღიმილი სახეზე ავიკარი და მასწავლებელს მივაჩერდი.
- მინდა გითხრათ რომ აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ იმედგაცრუებული. - მასწავლებელმა ტესტი მომცა და თვალები გამიფართოვდა როდესაც 14 ქულაზე მეტი არ მეწერა. მასწავლებელს მივუბრუნდი.
- მას ალბათ რაღაც შეგეშალათ ასეთი დაბალი ქულა არ უნდა მინეღო. - ვუთხარი და ტესტი უკან გავუწოდე
- რას ვიზამთ მომიწევს ისეთ ვინმესთან დაგაწყვილო ვინც მათემათიკა კარგად იცის... მაგალითად ახვლედიანთან ! მან 98 ქულა აიღო - ეს რომ თქვა პირი ღია დამრჩა.ლუკას მივუბრინდი და ვუთხარი.
- შე გაიძვერა რა ითაღლითე ?! - თვალები დავაწვრილე და ტესტი ხელიდან გამოვგლიჯე.
- სხვებისგან განსხვავებით მათემატიკის ნიჭი მაქვს - გამიღიმა და თავის ნაშრომი წამართვა.
- მინდა გითხრათ რომ შაბათს ლაშქრობაში მივდივართ ! - კლასმა ოვაციები გამოსცა.
- და სად მივდივართ ? - იკითხა ანამ. ესეთი ჩლუნგი ხარ შვილო?
- რა სულელური შეკითხვაა ბაქრაძე !! - დაუყვირა მასწავლებელმა.
***
გაკვეთილებია შემდეგ წვიმა დაიწყო. სერიოზულად? წვიმა ივნისში ?! ჩანთა მოვიკიდე და გარეთ გამოვედი. წვიმის წვეთები სახეზე მეცემოდა და ჩემს ლამაზ თმას ასველებდა... როგორ მომნატრებია ♥ გადავწყვიტე ქოხში წავსულიყავი და იქარუობა მიმელაგებინა. რომ გამახსენდა რა მოხდა შიშმა ამიტანა,ტანში გამცრა და ლოყაზე ბურთულა ჩამომიგორდა. მადლობა ღმერთს წვიმს და ამას ვერავინ ამჩნევს. მოულოდნელად ვიღაც ხელს მკიდებს და მთელი ძალით ხეს მაჯახებს. ეს ბექა იყო,როგორც ჩანს ნასვამია. იდიოტი !
- ბექა რა ხდება?! რა გჭირს ?! - დავუყვირე და თავი მოვისრისე.
- შენ ჩემი უნდა იყო !! - დამიყვირა და ხეს მუშტი დაარტყა. მადლობა ღმერთს ისეთ ადგილას ვართ სადაც ხალხი ვერ დაგვინახავს.
- რამდენი დალიე?!
- შენი საქმე არაა!! - დამიღრიალა და მომშორდა. - ჯანდაბა რატომ აქვს ყველაფერი იმ ნაბი*ვარს რაც წესით მე უნდა მეკუთვნოდეს?!
- წესიერად ილაპარაკე ! - შევუღრინე რაზეც ჩაეცინა
- მას მამაშენის მოკვლა აქვს განზრახული და კიდევ მას იცავ? - ცინიკურად გაიღიმა.წარბები შევკარი და ნელი ნაბიჯებით მისკენ წავედი.
- ვინ ჯანდაბა ხარ?! - მის წინ გავჩერდი.
- ოო,ჩვენს ვაჟბატონს ჩემზე ჯერ არაფერი მოუყოლია. - მისი ამაზრზენი სიცილი ექოდ გაისმა.
- მაინც საიდან იცნობ ლუკა ახვლედიანს ?! - ხმა გამიმკაცრდა
- მომისმინე ლამაზო,ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს საიდუმლოს ყველა გაიგებს. - გაიცინა და ჩემს ტუჩებს ველურივუთ დაეტაკა.
მისი მოგერიბა ვცადე თუმცა უშედეგოდ ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო. რამოდენიმე წამის შემდეგ როგორღაც თავი დავაღწიე და სახეში ძლიერად ვუთავაზე.. ვგრძნობდი რომ ცრემლები მომდიოდა და მაშინვე მოვიწმინდე.
- შე პატარა საზიზღარო არსებავ !
დაიღრიალა და გადმოაფურთხა მე კი სირბილით გავიქეცი. მივრბოდი.. მთელი სისწრაფიდ მივიწევდი უსასრულობისკენ. ვინ ჯანდაბაა ბექა წერეთელი. აშკარაა რომ ამ საქმეში ისიც მონაწილეობს. სახლში გიჟივით შევვარდი, ჩემდა საბედნიეროდ არავინ დამხვდა. ჩემს ოთახში შევვარდი და აქეთ-იქით სიარული დავიწყე... ბოლოს როდესაც ემოციები მთლიანად მომაწვა მთელი ძალით დავიწყე ვაზების და სხვადასხვა ნივთების უმისამართოდ სროლა,ყველაფერი რაც კი ხელში მომხვდა დაიმსხვრა და ნაკუწებად იქცა.ცრემლები ჩემს სახეს კიდევ და კიდევ ასველებენ. წამიერად თვითმკვლელობაზეც გავიფიქრე მაგრამ მაშინვე უკუვაგდე ეს აზრი . მე სუსტი არ ვარ ძლიერი ვარ !!! მინდოდა მთელი ძალა რაიმეზე დამეხარჯა,მინდოდა მთელი ხმით მეყვირა და უბრალოდ ის ტკივილი რასაც ვგრძნობდი მომეშორებინა. არვიცოდი რა გამეკეთებინა, ფრჩხილებით მთელს კისერს ვიკაწრავ და ვცდილობ დავმშვიდდე, ვხვდები რომ სიგიჟის ზღვარზე ვარ.. კარგად არ ვარ ! თავს საშინლად ვგრძნობ, მჭირდება ვინმე ვისაც ჩემს გრძნობებს გავუზიარებ თუმცა ასეთი ჯერ არავინ დაბადებულა. პირველად გამიჩნდა სურვილი ვინმესთვია მევნო. ღრმად ვსუნთქავ ვცდილობ დავმშვიდდე მაგრამ პირიქით, უფრო ცუდად ვხდები პანიკაში ვარ !! კიბეებზე ჩავრბივარ და სამზარეულოში წყლის დასალევად შევდივარ. ონკანს ხელის კანკალით ვატრიალებ და ჭიქას წყლით ვავსებ.წყალი ოდნავ მამშვიდებს, აღარ ვტირიამის ძალა აღარ მაქვს... საკუთარი თავი მძულდება,არასოდეს მიგრძვნია ასეთი ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. "როგორი საცოდავი ხარ" "სუსტი და უძლური " გამომეხმაურა ჩემი მეორე მე, მესმოდა მისი საზარელი დამცინავი ხმა,რასაც ჭკუიდან გადავყავდი. მოკეტე ! მოკეტე... ვჩურჩულებ და ჭიქა კედელს ვესვრი სწორედ ამ დროს კარებში სახე წაშლილი ლუკა ჩნდება და ჩემს დანახვაზე ჩემსკენ მორბის და ჩემს სახეს მის ხელებში იქცევს.
- რა გჭირს ?! რახდება,კარგად ხარ ? - ვგრძნობ როგორ თრთის მისი გული, ვხედავ როგორ კანკალებს მისი ლამაზი სისხლივით წითელი ტუჩები. ჩემი პირიდან მხოლოდ შედეგი სიტყვები აღმომხდა.
- დავიღალე... ამ საიდუმლოს გამო მთელი ცხოვრება დავიტანჯები. - ვჩურჩულებ და მისი გულის ფეთქვას ვგრძნობ ლუკა მთელი ძალით მეხუტება და თმაზე მეფერება.
- სუსტი ვარ... ძალიან სუსტი. - ვჩურჩულებ და ვგრძნობ როგორ მეცლება ფეხებიდან ძალა. სადაცაა წავიქცევი მაგრამ არა, მას ხელში ავყავარ... რბილ მატერიას ვგრძნობ.. ჩემს ოთახში ვარ, მასთან ერთად... მის ცხელ ტუჩებს, შიშისგან მიყინულ შუბლზე ვგრძნობ. მხოლოდ მისი მდუმარე სიტყვები მემსმის "შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს" ამ სიტყვებზე მეღიმება და ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ...ჩემს პატარა ცხვირს მის კისერში ვმალავ და თვალებს ვხუჭავ... სანამ თვალები დამეხუჭებოდა მხოლოდ ერთი სიტყვა აღმომხდა "მჭირდები",ამის შემდეგ კი გადავეშვი უკუნით სიბნელეში...


ლუკა.

როდესაც მისი სახლიდან ნივთების მტვრევის ხნა გავიგე შემეშინდა და მაშინვე მის სახლში შევვარდი. ელეს ტირილისგან ჩაშავებული თვალები ჰქონდა.საშინლად დაღლილი იყო დაღლილი იმით რა ტვირთსაც ატარებდა.მასთან მივედი,მისი სახიდან ცრემლები მოვაშორე და მისი დამშვიდება ვცადე. ვგრძნობდი მისი ცრემლები ჩემს მაისურს როგორ ასველებდა... მისი თითოეული ცრემლი ჩემთვის ძლიერი ტკივილი იყო. ვგრძნობ რომ სადაცაა წაიქცევა,ამიტომ ხელში ამყავს და მისი საძინებლისკენ მივდივარ. როდესაც მის ოთახში შევდივარ ვხედავ რომ ირგვლივ ყველაფერი არეულია... საწოლზე ფრთხილად დავაწვინე და გვერდით მივუწექი, არ შემეძლო მისი ამ მდგომარეობაში მარტო დატოვება. ჩავეხუტე და თმაზე ვეფერებოდი როდესაც მისმი სიტყვამ "მჭირდებიმ" რაღაცას მიმახვედრა. მივხვდი რომ ეს პატარა არსება შემყვარებოდა. ბედის ირონიაა არა? მიყვარდება ის ვინც მთელი ცხოვრენა უნდა მძულდეს ! ხო შემიყვარდა მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ მიყვარს მაშინ რატომღა ვტანჯავ და ვაწვალებ?! ხო ალბათ ჯერ ბოლომდე არ მიპატიებია. მაგრამ რა მისი ბრალია ეს საშინელი ამბავი ? ჯანდაბა ელე მეზიზღები იმიტომ რომ მიყვარხარ! ამ საშინელი გრძნობის განო არ შემიძლია გული გატკინო,არ შემიძლია შენთვის საყვარელი ადამიანი დავაზარალო, რადგან ამით მას კი არა შენ გავნებ...

ელენე

დილით ზარის ხმამ გამაღვიძა... თვალები გავახილე და ლუკას თბილ მზერას შევეჩეხე.მთელი სხეული მასზე ვიყავი მიკრული,რაც უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა. წამოდგომა ვცადე, თუმცა მან კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა, ამ დროს კი გაკვირვებისგან და უცნაურობისგან თვალებს სწრაფსწრაფად ვახამხამებდი.მის მკერდს ხელი დავადე რომ ცოტა გამოვწეულიყავი. შემდეგ ლუკას უცნაურად შევხედე და ვკითხე
- ხო კარგად ხარ? - ჩემს დაბნეულ სახეზე გაეცინა და თმა ყურს უკან გადამიწია, რაზეც დებილივით მივაჩერდი.
- შენ როგორ ხარ? რაღაცას მიმალავ და არ მეუბნები. - სახეზე ხელი ჩამომისვა და სევდიანად გამიღიმა.მისთვის არ ვაპირებდი არაფრის თქმას !
- აუცილებელია ყველაფერს გიყვებოდე? - უკმეხად მივუგე და მისი მარწუუხებიდან თავი დავიხსენი,ის წამოჯდა და მკითხა.
- ასე ცივად რატომ - გაყინული ხმით მკითხა, მე კი ოთახის დალაგებას განვაგრძობდი. მისთვვს ხმა არ გამიცია.მოულოდნელად წამოფრინდა, მაჯაში მწვდა და მისკენ მიმიზიდა. - მემგონი როდესაც შენს საწოლში მძინავს შენთან ერთად,მთელი ღანე ისე მეხუტები რო სუნთქვის საშუალებას არ მაძლევ და მეუბნები მჭირდებიო უნდა მეუბნებოდე შენს თავს რა ხდება.
- კარგი ... გეტყვი რა ხდება ! გაინტერესებს რა მემართება ? შენ მემართები, მამაჩემიდა ახლა კიდევ ამ ყველაფერს ბექაც ემატება. დავიღალე გესმის? ზოგჯერ უბრალოდ მინდა ყველანი მოკვდეთ ! ახლა კი ნება იბოძე და ამ სახლიდან გაეთრ... - სიტყვა გამიწყდა როდესაც ჩემს ოთახში მამაჩემი შემოვიდა.

თავი 8

მოულოდნელად ფეხზე წამოფრინდა, მაჯაში მწვდა და მისკენ მიმიზიდა.
- მემგონი როდესაც შენს საწოლში მძინავს შენთან ერთად,მთელი ღამე ისე მეხუტები რო სუნთქვის საშუალებას არ მაძლევ და მეუბნები მჭირდებიო უნდა მეუბნებოდე შენს თავს რახდება.
- კარგი ... გეტყვი რა ხდება ! გაინტერესებს რა მემართება ? შენ მემართები, მამაჩემი და ახლა კიდევ ამ ყველაფერს ბექაც ემატება. დავიღალე გესმის? ზოგჯერ უბრალოდ მინდა ყველანი მოკვდეთ ! ახლა კი ნება იბოძე და ამ სახლიდან გაეთრ... - სიტყვა გამიწყდა როდესაც ჩემს ოთახში მამაჩემი შემოვიდა.
ადგილზე გავშრი და მზერა ლუკასკენ გავაპარე, ღმერთო ახლა ალბათ როგორ ვძულვარ.ლუკა გაოცებული იყო მამაჩემის გამოჩენით.ახლა მამას შევხედე, წამის მეასედში ლუკას მივარდა და საყელოში წვდა რაზეც ლუკა გაცოფთა, ასეთი განრისხებული ჯერ არასოდეს მინახავს. მამამ ლუკა კედელზე მიახეთქა და თვალები დაუბრიალა.
- შე ა*ვარო ჩემს შვილთან რა ჯანდაბას აკეთებ ! - მთელი ხმით უღრიალა ლუკას რაზეც მას წარბიც არ შეხრია
- მამა ის.. - მასთან მისვლა ვცადე თუმცა ამ დროს დედა შემოვარდა
- აქ რა ხდება? - გაოცებულმა მიმოიხედა და ლუკაც შენიშნა.
- ლევან რა აკეთებ გაუშვი. - მასთან მივიდა თუმცა დაუყვირა ორივე გაეთრიეთო. ვგრძნობდი როგორ ასველებდნენ ცრემლები ჩემს ღაწვებს. დედამ რასაც ჰქვია გარეთ გამათრია. როდესაც გარეთ გამომიყვანა კედელს მიმაჯახა და სილა გამარტყა, ცხოვრებაში პირველად რაზეც გავოცდი.
- როგორ გაბედე და ლუკა ახვლედიანთან დაწექი ! - ამ სიტყვებზე თვალები გამიფართოვდა
- ეს საიდან მოიტანე ?! - დავუყვირე და გულნტაკენი მზერა მივაბყარი.
- არც კი გაბედო და თავი არ გაიმართლო შენ ჩემიშვილი აღარ ხარ !
ამ სიტყვების გაგონებაზე გული შემეკუმშა,მოკლედ რომ ვთქვათ მისმა სიტყვებმა გულში ისარი მესროლეს. მისკენ მივიწიე რომ შევხებოდი და ყველაფერი ამეხსნა თუმცა ხელით მანიშნა, რომ არც კი შევხებოდი. ზურგი მაქცია და დამტოვა კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. თავი მუხლებში ჩავრგე და ტირილს უფრო ვუმატე... მესმოდა გინების და ნივთების ლეწვის ხმა თავში კი გამუდმებით ერთი ფრაზა მიტრიალებდა "შენ ჩემი შვილი აღარ ხარ" თავს საშინლად ვგრძნობდი, მინოდა ამ ყველაფერს ბოლო მოღებოდა და ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო.

ამ დროს ოთახში.

- შენ ჩემს შვილთან რას აკეთებ ? გინდა მამაშენივით მოიქცე, იხმარო და მერე მიაგდო? - ლევანი ხმას უფრო და უფრო უწევდა რაზეც ლუკა თანდათან ბრაზდებოდა.
- მე მასთან არაფერი მაქვს, მე ის ფეხებზე . მთავარი აქ შენ ხარ და არა შენი ლაწირაკი და საცოდავი გოგონა - მის ხმაში საკმაოდ დიდი სარკაზმი იგრძნობოდა რაზეც ლევანი ცოფდებოდა.
- იცოდე მასზე კიდევ იტყვი რამეს და გეფიცები მამაშენივით ჩაგაძაღლებ - ლუკას მხოლოდ ამ სიტყვების მოსმენაღა აკლდა ! -_- ლუკას გონებამ იფეთქა, გამწარდა, თაცვში სისხლმა აასხა და ლევანის მუშტი მიაგება. ცდილობდა თავი შეეკავებინა თუმცა ის იწვევდა და გამოუვიდა კიდეც.
- მანაშენივით ნაბი*ვარი ხარ შე პატარა ლაჩარო.
დამცინავი ხმით თქვა და ცხვირიდან სისხლი მოიწმინდა. ამაზე ლუკა გაცეცხლა და მივარდა, მის ზემოდან მოთავსდა და მთელი ძალით მისი ცემა დაიწყო, უნდოდა ისეთივე ტკივილი ეგრძნო როგორსაც თავად განიცდიდა. გამეტებით ურტყამდა, ინდენად მწარედ რომ ხელებიდან სისხლიც კი წამოუვიდა. ლევანი კი მხოლოდ ამაზრზენად იცინოდა და ცდილობდა ლუკასთვის ხელი მოერტყა გამოუვიდა კიდეც თუმცა ამან ლუკას ვერაფერი დააკლო. შიგადაშიგ ლანძღავდა და ეუბნებოდა რომ ისე გაამწარებდა, რომ ამას ვერასოდეს დაივიწყებდა. ლევანი კი სულ დასისხლიანებული ეგდო და თანდათან გონებას კარგავდა ლუკა კი თავის საქმეს აგრძელებდა და უფრო ძლიერად ურტყამდა ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. ამ დროს ოთახში ელენე შემოვარდა და არსებულ სანახაობაზე ცრემლები კიდევ უფრო წამოუვიდა. ლუკას ეუბნებოდა რომ გაჩერებულიყო, თუმცს ლუკას მისი არ ესმოდა. ახლა მხოლოდ მამამისზე იყო კონცენტრირებული,ცდილობდა მისთვის რაც შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინა. ელენე უყვიროდა და ადგილიდან ვერ იძროდა ეშინოდა, მისი საყვარელი ადამიანის ეშინოდა. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და მასთან ნელი ნაბიჯებით მივიდა. მის გვერდით ჩაიმუხლა და ყურება დუწყო ასეთი არასოდეს უნახავს, არასოდეს უნახავს ასეთი განრისხებული და გაცოფებული.
- ლუკა გაჩერდი. - უთხრა ჩუმად, მაგრამ გასაგონად. ლუკა მას არ უსმენდა და თავის საქმეს განაგრძობდა. ელენემ მამამისს შეხედა, რომელსაც სისხლისგან სახეც კი აღარ უჩანდა. ამაზე ელემ პირზე ხელი მიიფარა და ლუკას შეხედა
- გეყოფა ლუკა გაჩერდი! საკმარისია !! - ელენემ მისი სახე ხელებში მოიქცია და უთხრა. - ასე მას მოკლავ! - ლუკამ მის აკანკალებულ ტუჩებს შეხედა და ხმადაბლა უთხრა.
- ის უნდა მოკვდეს, ის მკვლელია ! - თქვა და სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. ამის დანახვაზე ელემ სასწრაფოდ შეუშრო და გაღიმება სცადა.
- მაშინ არ მისცე უფლება მისნაირი გაგხადოს, ის ამად არ ღირს. - უთხრა და ჩაეხუტა. ერთი ხელით თმაზე ეფერებოდა მეორეთი კი ამშვიდებდა. ცრემლები უკვე შეშრობოდა. ლუკა მთელი ძალით ეხუტებოდა ელეს და ცდილობდა დამშვიდებულიყო.ელენეს ესმოდა თუ რა ტკივილს განიცდიდა,მისი ყოველთვის ესმოდა. სახეზე მოეფერა და ფეხზე წამოდგა. ლუკაც წამოაყენა და ხელი ჩასჭიდა.
- წამოდი, ჭრილობებს დაგიმუშავებ... ოღონდ აქ არა. - კარებში დედამისი შემოვიდა და დანახულზე ატირდა.
- შე საზიზღარო ბიჭო, რა უქენი ჩემს ქმარს. - ამაზე ელეს სიმწრისგან ჩაეცინა და დედამის მიუბრუნდა.
- საკითხავია საზიზღარი ვინ არის, ის ვინც ყოველთვის გღალატობდა და კაცის მკვლელია თუ ის ვისაც ახლა უყურებ.
ლუკას ხელი კარგად, მაგრამ ნაზად მოკიდა და მისი ქოხისკენ აიღო გეზი. გზაში ლუკას გახედავდა ხოლმე, თუმცა ის ზედაც არ უყურებდა. როდესაც ქოხში შევიდნენ ელემ პირველადი დახმარების ყუთი გადმოიღო და ლუკასთან მივიდა. გადაწყვიტა ჯერ მისი გახეთქილი ტუჩი დაემუშავებინა.
- შეიძლება ცოტა დაგეწვას.. - ბამბა სპირტით დაასველა და ტუჩზე დაადო რაზეც ლუკას რეაქციაც არ ჰქონია.
- მე... - საუბრის წამოწყება სცადა ლუკამ თუმცა ელემ გააჩუმა.
- არაფრის თქმა არ არის საჭირო. - თქვა და ბამბით ტუჩის დამუშავება განაგრძო. როდესაც დაასრულა ახალი ბამბა ამოიღო და წარბის დამუშავებაზე გადავიდა. ლუკა უყურებდა და მხოლოდ ერთი კითხვა ებადებოდა "ასეთი კარგი როგორ იყო".
- რა თქვი? - უპს! როგორც ჩანს ლუკამ ხმამაღლა გაიფიქრა .
- არაფერი...
წარბის დამუშავებასაც მორჩა, ხელებიც დაუმუშავა და პირველადი დახმარების ყუთი შეინახა. ლუკასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა. არ იცოდა რა ეთქვა. ცოტახანი ორივენი ჩუმად იყვნენ და ხმას არ იღებდნენ, მაგრამ ეს დუმილი ლუკამ დაარღვია.
- ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ ხარ ჩემთან და არა შენს ოჯახთან? - ელე ამ კითხვამ გააკვირვა. კითხვაზე დაფიქრდა და მის პასუხს მიხვდა თუმცა ეს აზრი უარყო და აზრების გასაფანტათ თავი გააქნია.
- არვიცი... -თავი დახარა და ხელებს წვალება დაუწყო. ლუკამ ეს შეამჩნია და მისი ხელები თავისი ხელით გააჩერა.
- მშვენივრად იცი ამ კითხვის პასუხი, თუმცა აღიარება არ გინდა. - მის ნათქვამზე ელემ თავი ასწია და თვალებში შეხედა. ორივენი ასე ჩუმად იყვნენ თითქოს ერთმანეთით ტკბებოდნენ, შემდეგ კი მათ შორის მანძილი შემცირდა. სულ ცოტაც და ლუკა ელეს აკოცებდა თუმცა თვალებდახუჭულმა ელემ ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა.
- ამის გაკეთება არ შემიძლია... არ შემიძლია რადგან შესაძლოა ჩემმა შემდგომმა ქმედებამ გულო გატკინოს, მე კი არ მინდა გული გეტკინოს. - თქვა და თვალები გაახილა.
- გასაგებია, სხვა გიყვარს. - დამნაშავედ ამოილაპარაკა და თვალი აარიდა.
- არა მე.. ჯანდაბა! ამას ვერ გეტყვი. ხო მიყვარს ერთი ბიჭი ძალიან საყვარელია, უხეშიც და ამავე დროს მზრუნველიც მაგრამ ის არაფერ შუაშია. - ლუკა ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.
- კარგი ხვალ გნახავ სკოლაში. - უემოციოდ მითხრა და გავიდა. იქაურობა მოვაწესრიგე. და გადავწყვიტე რაიმე დამეხატა.
დაფასთან მივედი, საღებავები ავიღე და თვალები დავხუჭე.. დავიწყე იმის გაანალიზება რაც რამოდენიმე წუთის წინ მოხდა. თვალწინ მიდგას ის კადრი თუ როგორ ურტყამდა ლუკა მამას, როგორ გამარტყა დედამ სილა, როგორი ზიზღით მიყურებდა და რა მითხრა, ახსნის საშუალებაც კი არ მომცა ისე შემრაცხა ბო*ად! ხო ეს მისთვის ასეა. არ მავიწყდება მამაჩემის დამცინავი ხმა. საშინელებაა ისეთი საიდუმლოს ტარება რომელსაც ვერავის უზიარებ, თუ ეტყვი ვინმეს რამოხდა ყველას და ყველაფერს დაკარგავ: ოჯახს,მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს რომელიც შენთვის ძვირფასია...არ ვაპირებ საყვარელი ადამიანების დაკარგვას. მირჩევნია მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდე და გვერდით მეგობრები მყავდეს ვიდრე მარტო ვიყო და ყველაფერი ფეხებზე მეკიდოს. თვალები გავახილე და ნახატს დავაკვირდე. გოგონა წვიმაში, გზაზე ეგდო... მოხრილი და საცოდავი. ტიროდა, თუმცა ვერავინ ამჩნევდა. მარტო იყო და რა სჭირდა არავის აინტერესებდა. ირგვლივ სრულიად სიბნელე და სიცარიელე იყო, არანაირი სინათლის ნაპერწკალი, სულ წყვდიადი... მივხვდი ვინ იყო! საკუთარი თავი დამეხატა. არა ! მე არ ვიქნები ასეთ მდგომარეობაში, მარტო არასოდეს ვიქნებოდი.
როდესაც დაბნელდა გადავწყვიტე რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. ხელები გავიწმინდე და სახლისკენ გავემართე. ჩემი სახლის ზღურბლზე ვდგავარ და კარზე ვაკაკუნებ. კარი ნამტირალევმა დედამ გამიღო. ჩემს დანახვაზე გამომეტყველება შეეცვალა და ცივად მომმართა.
- რა გინდა? - მისმა კითხვამ გამაოგნა.
- დედა მე..
- დედა?! ჩემი შვილი მოკვდა - მისმა სიტყვება ყველაფერს ნათელი მოფინა.ზიზღმა ამიტანა..ლოყაზე თბილი ბურთულა ჩამომიგორდა და მაშინვე მოვიშო. დედ.. ნანას შევხედე და გაყინული ხმით წარმოვთქვი.
- ვწუხვარ! - მხოლოდ ეს ვუთხარი, ზურგი ვაქციე და იქაურობა დავტოვე.როდესაც სახლს მოვშორდი ტელეფონი ამოვიღე და ნინის დავურეკე.
- ჰეიი ელე როგორ ხარ?
- დღეს არ მნახე? - გამეცინა და სიარული შევანელე.
- წეღან გიოს ვეუბნებოდი, რაღაც გული ცუდს მიგრძნობსთქო მან კიდე ნეტა რას უნდა გიგრძნობდესო. ხოდა ხო არაფერი მომხდარა? - მის კითხვაზე სევდიანად გამეღიმა და იქვე არსებულ საქანელაზე ჩამოვჯექი.
- არა,მისმინე დღეს შეიძლება შენთან დავრჩე?
- რა შეკითხვაა? რათქმაუნდა.
- შეგიძლია გამომიარო?
- კი,სად ხარ? - ჯანდაბა ახლა რა ვუთხრა, თავადაც არ ვიცი სად ვარ. ირგვლივ მიმოვიხედე და რაღაც პარკში ვიყავი. რაღაც კი არა მიტოვებულ პარკში.
- ამმ... როგორც აქ აწერია მიტოვებულ პარკში. - აქედანვე ვგრძნობ მის აფორიაქებას - რა მოხდა?
- მანდ რა ჯანდაბა გინდა?! ახლავე მოშორფი მაგ ადგილს. ეცადე პირდაპირ იარო და სუპერმარკეტამდე მიაღწიო ახლავე მოვდივარ..
- კარგი რა, სიარულის თავი აღარ მაქვს აქ ვიქნები.
- კარგი მაშინ არავის დაელაპარაკო.
- კარგი? - უცნაური სახე მივიღე და გავუთიშე.

***
გუშინ ღამე ნინისთან დავრჩი. გიომ გოგოებს ხელს არ შეგიშლითო და სახლში წავიდა. ნინის საწოლში ვწევარ და მოულოდნელად ნინი ზედ მახტება, რაზეც ვწივივარ და ბალიშს ვურტყამ. მანაც არ დამაკლო და ბუმბულებით ოთახი აავსო.
- ადექი შე ზარმაცო ! - ბალიშს კიდევმირტყამს, მე კი ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. - ადექი თორე სადაცაა ლუკა კარებს შემოამტვრევს.
ამის გაგონებაზე წამოვფრინდი, თმები გავისწორე, შორტები უცბად ამოვიცვი და სააბაზანოში შევვარდი. კარებს მიღმა ნინის დამაყრუებელი სიცილის ხმა მომესმა, რის შემდეგაც კარები გამოვაღე და თავი ნელა გავყავი. თვალები დავაწვრილე და გეგმის შედგენა დავიწყე თუ როგორ მომეკლა ჩემი საუკეთესო მეგობარი.
- ნეტავ შენი სახე გენახა - სიცილს განაგრძობს და ბალიშს იხუტებს.
მე კიდევ იქვე არსებულ ბალიშს სახეში ვესვრი. ეტყობა იმდენად მწარედ მოხვდა რომ საწოლიდან გადავარდა. ამაზე სიცილი ამივარდა. სიცილს როდესაც მოვრჩით ოთახი მივალაგეთ და სამზარეულოში გავედით.
- ყავა გინდა? - გამომხედა და მადუღარა გადმოიღო.
- კი მინდა. - ამ დროს ზარის ხმა გაისმა.
- მიდი რა ნახე ვინაა- თავი დავუქნიე და კარებისკენ წავედი.
კარები გამოვაღე და ირგვლივ მიმოვიხედე. არავინ იყო, შემდეგ გაზეთი შევამჩნიე ავიღე და კარი მივხურე. რა კარგია იქნებ რაიმე სახლი ვნახო ქირით ან რაიმე განცხადება სამსახურის თაობაზე. სამზარეულოში როდესაც შევედი ნინიმ ყავა მომაწოდა, გამოვართვი, სკამზე ჩამოვჯექი და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე. ნინი დახლს მიეყრდნო და დაჟინებით მომაშტერდა. მისი მზერა ვიგრძენი და შევხედე.
- რა?
- შენ და გაზეთს როდის აქეთაა კითხულობ? - მკითხა და ყავა მოსვა.
- იქნებ რაიმე სამუშაო ვიპოვო. - ჩავიბურტყუნე და შემდეგი გვერდი გადავშალე
- სამუშაო რათ გინდა. - წარბები შეჭმუხნა ნინიმ და საიდანღაც ალპენ გოლდი გამოაძვრინა, რაზეც თვალები გამიბრწყინდა
- აუ პატარა მაკბენჩინე რა - გავიცინე მასთან მივიწიე და ნახევარი შოკოლადი შევუჭამე, რაზეც ტუჩები "დაპრუწა" და ცალი წარბი ასწია.
- არ გიპასუხია. - თქვა და შოკოლადს ერთი ფილა მოაკლო.
- საკუთარი ფული მინდა, თან იქნებ ცალკეც გადავიდე. - ნინის ამ პასუხმა გააკვირვა.
- ცალკე გადასვლა რატომ გინდა, ამის მიზეზი არ გაქვს.
- მერწმუნე ძალიან კარგი მიზეზი მაქვს.
- და რა მიზეზიაა.
- კარგი ნინიი... ნუ ჩამაცივდი, გირჩევნია ყავა დროზე დალიო თორემ დავაგვიანებთ.
- კარგი რას იცმევ ჩემო გიჟოო?! - სექსუალურად შემომხედა რაზეც სივილი ამივარდა.
- ალბათ შორტებს და ტოპს. - სიცილით თქვა ელემ
- უუ,რა მადისაღმძვრელია - მის ნათქვამზე კიდევ უფრო ავხარხარდი და სიცილსიცილით ფეხზე წამოვდექი.
ოთახში ავედი და ნინის გარდერობი გამოვაღე. ჰმ... კარგი გემოვნება გაქვს ჩიტო. ჯინსის შორტი,თეთრი ტოპი და თეთრი კეტები ჩავიცვი. თმა კი ავიწიე და კოსა გავიკეთე. ნინიმ ყვავილებიანი, გაშლილი ქვედაბოლო და სადა მაისური გადაიცვა. თმა დაიხვია და კაკუნები ამოიცვა. როდესაც გაემზადა შემომხედა და პირდაღებულმა მითხრა.
- ბიჭი რო ვიყო დაგკერავდი. - ამ სიტყვებზე გამეცინა, რამაც მისი სიცილიც გამოიწვია. ასე სიცილ ხითხითით გავედით გარეთ და სკოლისაკენ გავემართეთ.
- ნინი რაღაც უნდა გითხრა... საუბარი წამოვიწყე თავი დავხარე და თითებს წვალება დავუწყე. ნინიმ ეს შეამჩნია და წამით შემომხედა, რაც იმას ნიშნავდა რომ საუბარი უნდა დამეწყო. - მე... ჯანდაბა რამდენი რამ მაქვს სათქმელი,მაგრამ ვიცი ამას არ მაპატიებ... - სადაცაა ტირილს დავიწყებდი. ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა, რომელიც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ნინიმ ხელი ხელზე დამადო და სევდიანად გამიღიმა.
- ყველაფერი კარგადაა, ხომ იცი რომ გაგიგებ.
- არა,არაფერი არ არის კარგად. არავის არ ვანახებ იმ ტკივილს რასაც განვიცდი, რადგან თუ ვინმეს ვეტყვი მასაც ჩავითრევ და გავაუბედურებ. უბრალოდ მინდა პატიება გთხოვო. იმის გამო რომ აღარაფერს გეუბნები არ მინდა გეგონოს, რო დაგიკიდე ან რაიმე მსგავსი. უბრალოდ ვერ გეუბნები იმას რასაც უნდა გეუბნებოდე..
- მესმის,ა რსებობს რაღაცეები რასაც ვერავის უზიარებ. - მანქანა გააჩერა და შემომხედა.
- აი რატომ ხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი. - ვუთხარი და ჩავეხუტე. - დამპირდი რომ რაც არუნდა მოხდეს მაინც ჩემს გვერდით იქნები.
- გპირდები - ხმადაბლა მითხრა და ზურგზე ხელი მომითათუნდა. - ღმერთო ასეთ მდგომარეობაშიც როგორი სექსუალური ხარ !
ღმერთო მაგიჟებს ეს გოგო, ყოველთვის ახერხებს ჩემს გაცინებას. მანქანიდან გადმოვედით და შენობისკენ წავედით. შიგნით შევედით და ჩვენი ნივთების ასაღებად კარადასთან მივედით. როდესაც კარადაში ვიქექებოდი ლუკას მზერა დავიჭირე. კარადას მიყრდნობოდა და მიყურებდა. მზერა მის წარბზე, ტუჩებზე, შემდეგ კი ჩალურჯებულ ხელებზე გადავიტანე. სევდით აღსავსე თვალებით გავხედე, რაზეც თვალი ჩამიკრა და გაიღიმა, რამაც ჩემს სახეზე ფართო ღიმილი გამოიწვია. ღიმილი სახიდან მაშინვე მომშორდა, როდესაც მისი ცივი ხელები ჩემს შიშველ კანზე ვიგრძენი... ბექამ მისკენ შემაბრუნა და ცალი ხელი კარადას მიადო მეორეთი კი მისკენ მიმიზიდა
- რა მოიფიქრე საყვარელო? - თვალისმომჭრელად, მაგრამ ჩემთვის გულისამრევად გამიღიმა.
სანამ პასუხს გავცემდი მისი ტუჩები ჩემს კისერზე ვიგრძენი, რამაც უსიამოვნო ჟრუანტელი და გულისრევის შეგრძნება მომგვარა. თვალი ლუკასკენ გავაპარე, რომელიც ჩვენსკენ განრისხებული მოდიოდა. ნინი პირდაღებული მოგვჩერებოდა და სიუჟეტის განვითარებას ელოდა. ლუკა როდესაც ჩვენთან მოვიდა ბექა ხელისკვრით მომაშორა, რაზეც ბექას ჩაეცინა. მოსწავლეების ყურადღება მათზე გადავიდა.
- რა იყო ძმაო პრობლემები გინდა? - მის კითხვაზე ლუკას უბრალოდ გაეცინა, შემდეგ კო მუშტი სახეში უთავაზა. ამაზე ყველამ ოვაციები გამოსცა, ნინომ კი პირზე ხელი აიფარა. ბექამ ყბაზე ხელი მოისვა, სისხლი გადმოაფურთხა. დასერიოზულდა და ლუკას დამცინავად შეხედა, ფეხზე წამოდგომა არც უცდია უბრალოდ იდაყვებს ეყრდნობოდა და მის გაღიზიანებას ცდილობდა.
- რაიყო ახვლედიანი, შემთხვევით ხომ არ გშურს ის ჩემი საკუთრება რომ არის და არა შენი? - რეებს ბოდიალობ წერეთელი?! მე არავის საკუთრება არ ვარ ! ლუკა მივარდა და ცემა დაუწყო. ხან ის მოექცეოდა ზემოდან ხან ლუკა. ხალხი მათ ისე გულშემატკივრობდა თითქოს რინგზე ორთაბრძოლას უყურებდნენ. ვეუბნებოდი, რომ გაჩერებულიყვნენ თუმცა ჩემს სიტყვებს აზრი არ ჰქონდა. ბოლოს როდესაც ლუკა მის ზემოდან იყო მოქცეული მასთან მივვარდი და ბექას ხელის კვრით მოვაშორე.
- თავი დაანებე, მე ის მიყვარს ! - ლუკა ამის გაგონებაზე ადგილზე გაქვავდა. ამ სიტყვების გამო მინდოდა თავი მოკლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. კარგია, ასე ლუკა შემიზიზღებს და გული ნაკლებად ეტკინება. მის თვალებში დიდი იმედგაცრუება ჩანდა,ზიზღი და სიძულვილი, თუმცა ამავე დროს თითქოს ჩემს სიტყვებში ეჭვი ეპარებოდა. ფიქრებიდან ბექას სიცილმა გამომარკვია.
- ხომ გაიგონე რა თქვა? ვუყვარვარ! - ამაზე ლუკა გაგიჟდა და მისკენ გაიწია თუმცა მის წინ დავდექი და ლუკას მთელი ზიზღით შევხედე.
- თუ გაბედავ და შეეხები, ვეღარასოდეს მნახავ!
- შენ ისეთი საცოდავი გახდი, რომ ამის სურვილი აღარც მაქვს - თქვა და იქაურობას გაეცალა.
მისმა სიტყვებმა გული ძალიან მატკინა ! არა ეს ძალიან მარტივი ნათქვამია. იმ ტკივილს რომელიც მან მომაყენა სიტყვებიც ვერ აღწერს. ცრემლები თვალებზე მომადგა, თუმცა თავის შეკავება შევძელი. ბექას წამოდგომაში მივეხმარე და ნინის შევხედე რომელიც თვალებით მჭამდა და მეუბნებოდა "ეს რა ჯანდაბა იყო?!" თვალი ავარიდე და გოგონების საპირფარეშოში შევათრიე. რაზეც გაეღიმა.
- ვაუ,შენგან ამას არ ველოდი. გინდა ამ საპირფარეშოში დაგერქვას ჩემი? - ამ სიტყვების გაგონებაზე მთელი ძალით გავარტყი რაზეც სახე დამანჭა და ლოყაზე ხელი მოისვა. - ასეთი ველური არ მეგონე, წარმომიდგენია საწოლში რას იზავ - ამ სიტყვებზე კიდევ ერთხელ, უფრო მწარედ გავარტყი რაზეც ხელის საშინელი წვა ვიგრძენი, თუმცა არ შევიმჩნიე.
- კიდევ ერთ სიტყვას იტყვი და გეფიცები, ლუკას დაწყებულს მე დავასრულებ !ისე მაინც თუ გგონია რომ ეს ყველაფერი შენთვის გავაკეთე ძალიან ცდები, ჩვენს შორის არაფერი მოხდება, ! ხო და კიდევ, ჩემს დაშანტაჟებაზე არც იფიქრო, რადგან თუ ჩემს საიდუმლოს გაამხელ მე შენსას გავამხელ. ამიტომ ნურაფერს ეცდები! - ჩემს სიტყვებზე ფერი დაკარგა.
- რა საიდუმლოზეა საუბარი, მე არაფერს ვმალავ.
- მშვენივრად იცი რაზეც ვლაპარაკობ. ახლა კი სახე დაიბანე ლაფში ამოსვრილ ვირთხას გავხარ ! - ვუთხარი და საპირფარეშოდან გამოვედი. ყველა მე მომჩერებოდა და ბოღმისგან სკდებოდნენ. ნინიმ ხელკავი გამიყარა და რომელიღაც საკლასო ოთახში შემათრია.
- ეს რა იყო? შენ ლუკა უნდა გიყვარდეს და არა ბექა.
- ძალიან გთხოვ ნუ მეუბნები ვინ უნდა მიყვარდეს და ვინ არა.
- კარგი, მართალი ხარ ეს შენი გადასაწყვეტია მაგრამ ბექა მართლა გიყვარს?
- რათქმაუნდა არა! - შევუღრინე და კისერი მოვისრისე.
- აბა ეს რატომ თქვი?
- მინდოდა ის იდიოტი სიკვდილს გადამერჩინა.
- კარგი დაივიწყე... აბა გამოიცანი რა სიახლე მაქვს შენთვის. - თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ
- გთხოვ არ მითხრა რომ ერთი თვის ორსული ხარ! - უემოციე სახე მიიღო და მითხრა.
- კაი.
- აბა რა სიახლე.
- სახლი გიშოვე და სამსახურიც. - მის სიტყვებზე ნეტარებისგან გამეღიმა და ვუთხარი.
- ქმრად გამომყევი რა - ამ სიტყვებზე გაეცინა და მითხრა რა დებილი ხარო.
- ეს სახლი ჩემთან ახლოსაა და თან საკმაოდ კარგი ბინაა.
- რამდენი უნდა გადავუხადო?
- ამაზე არ ინერვიულო, უკვე ვიყიდე.
- რაო? - გაოცებულმა შევხედე. - რას მეღადავები ?
- არ გეღადავები, ჩათვალე დაბადების დღის საჩუქარია.
- არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო.- ვუთხარი და ძლიერად ჩავეხუტე, როგორ მიყვარს !
- არ არის საჭირო. ნამდვილი მეგობრები ერთმანეთს ყოველთვის ეხმარებიან. რაც შეეხება სამსახურს კლუბში იმღერებ. ხელფასი თვეში ხუთასი ლარი გექნება, არცთუისე სახარბიელოა თუმცა სულ არაფერს ჯობს
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა მართლა, მაგრამ მე და სიმღერა?
- საკუთარ თავს სულ არ აფასებ !
- დარწმუნებული ვარ ჩემი ყროყინი იქ არავის მოეწონება. თან კლუბი,ათასი ნასვამი..
- ამაზე არ იღელვო, კაფეა მაგრამ კლუბის სტილში. იქ სასმელები არ იყიდება. თან იქ ბიბლიოთეკაცაა და შეგიძლია უფრო განვითარდე. ყველა თავის სტიქიაშია,ჩაის ან ყავას სვამს და წიგნს კითხულობს.
- გამოდის დებილივით არავისთვის უნდა ვიმღერო? - გაკვირვებულმა შევხედე და მერხზე დავჯექი.
- მათ სიმღერა ხელს უწყობთ. და შენ ქასთინგზე მიდიხარ ახლავე.
ხელი მტაცა და სკოლიდან გიჟივით გამომაქცია. ტაქსში ჩამაგდო და კაფემდე ისე მივაღწიეთ ვერც გავაანალიზე. კაფეში მშვიდად შევედით და ანკეტის შევსების შემდეგ, ჩემი სახელის და გვარის გამოცხადებას დაველოდეთ. მესმოდა ვიღაცის ჭყავილიც და მშვენიერი ხმებიც. სანამ სცენაზე ავიდოდი კაფეს ვათვალიერებდი... ყველა აქ იყო და წიგნს კითხულობდა. ზოგს ამათი ყროყინის მოსმენა მობეზრდა და კაფედან გავიდა.
- ელენე ბერძენიშვილი. - ფეხზე წამოვდექი. მომესმა ნინის გამხნევებაც. ბევრის ყურადღება მივიქციე სცენაზე ასვლამე, რადგან მიმტანს დავეჯახე და ყველაფერი დავაყრევინე.

თავი 10

ფეხზე წამოვდექი... მომესმა ნინის გამხნევებაც. ბევრის ყურადღება მივიქციე სცენაზე ასვლამდე, რადგან მიმტანს დავეჯახე და ყველაფერი დავაყრევინე. ბოდიში მოვუხადე და სცენაზე ავედი. ჟიურის წევრებ ვუთხარი რა ფონოგრამაც უნდა ჩაერთოთ და სკამისაკენ გავიქეცი,მიკროფონი გავასწორე და მელოდიის ჩართვას დაველოდე.როდესაც Jason Walker -ის "Down" ჩაირთო თვალები ჩემდაუნებურად დამეხუჭა და გამეღიმა. ეს სიმღერა და მისი ტექსტი განსაკუთრებით მიყვარს, ტანზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და სიმღერაც დავიწყე...


I don't know where I'm at
I'm standing at the back
And I'm tired of waiting
Waiting here in line, hoping that I'll find what I've been chasing.

I shot for the sky
I'm stuck on the ground
So why do I try, I know I'm gonna fall down
I thought I could fly, so why did I drown?
Never know why it's coming down, down, down.

Not ready to let go
Cause then I'd never know
What I could be missing
But I'm missing way too much
So when do I give up what I've been wishing for.

I shot for the sky
I'm stuck on the ground
So why do I try, I know I'm gonna fall down
I thought I could fly, so why did I drown?
Never know why it's coming down, down, down.
Oh I am going down, down, down
I can't find another way around
And I don't want to hear the sound, of losing what I never found.

I shot for the sky
I'm stuck on the ground
Why do I try, I know I'm gonna fall down
I thought I could fly, so why did I drown?
I'll never know why it's coming down, down, down.

I shot for the sky
I'm stuck on the ground
Why do I try, I know I'm gonna fall down
I thought I could fly, so why did I drown?
Oh, it's coming down, down, down.

როდესაც სიმღერა დავასრულე კიდევ ერთხელ გავიღიმე,ნამდვილად არ მაინტერესებდა ხალხის აზრი რადგან მე ამით სიამოვნებას ვიღებდი,მიყვარს ის რასაც ვაკეთებ. თვალები ნელა გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე და დავინახე, რომ ყველა მე მომჩერებოდა გაშტერებული სახით,თითქოს შენელებული კადრი ყოფილიყოს. ამ სიტუაციის გამო გავწითლდი და თავი დავხარე, მოულოდნელად ვიღაცამ შეჰყვირა და ტაში დამიკრა. მას სხვებიც აჰყვნენ და ოვაციებთან ერთად მხურვალე ტაშს მიკრავდნენ. ამაზე გამეცინა და ნინის შევხედე ისეთი ამაყი თვალებით მიყურებდა რო, ასე მე არ ვამაყობდი საკუთარი თავით. მადლობა გადავუხადე აუდიტორიას და სკამიდან ჩამოვხტი.
- ძალიან დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი პერფორმანსისთვის, დღის ბოლოს დაგიკავშირდებით და პასუხს გაგაგებინებთ.
- კარგით, ნახვამდის. - თბილად გავუღიმე საშუალო ასაკის ქალს, მანაც თავი დამიკრა და შემდეგს დაუძახა - ნინისთან მივირბინე და მთელი ძალით ჩავეხუტე. ნუ ჩავეხუტე რა გავჭლიტე :დდ
- you're welcome - თავდაჯერებულად გამიღიმა და ხელი გადამხვია. - წამოდი შენი ბინა ვნახოთ.
კაფედან სიცილით გამოვედით და ტაქსი გავაჩერეთ. ნინიმ მისამართი უთხრა და დანიშნულების ადგილისკენ წავედითა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც ვნერვიულობდი. წარმოდგენა არ მაქვს ნინის მადლობა როგორ გადავუხადო. მამამისს ბევრი ფული აქვს და ალბათ მას გამოართვა .ნეტავ როგორია? ნეტავ ძალიან დიდი სახლი არ იყოს. ხო გაგიკვირდებათ ამას რატომ ნატრობსო, მაგრამ ხო პატარა მინდა რადგან პატარა შესაბამისად ნაკლები დაუჯდებოდა, დიდს კი ძალიან ბევრი ფული უნდა. გზაში ახალგაზრდა მძღოლი ხან მე გამომხედავდა ხან ნინის, საყვარრელი ბიჭო იყო თუმცა ნერვები მეშლებოდა. ბოლოს როდესაც მისი მზერა აუტანელი გახდა თვალები გადავატრიალე და თავში ხელი წამოვატყი.
- იქნებ ჩვენი ყურების ნაცვლად გზას იყურო იდიოტო! - შევუღრინე და ნინის მივუბრუნდი. - როგორი სახლია?
- მოითმინე მივალთ და თავად ნახავ. - გამიცინა და თვალი ჩამიკრა.
15 წუთში ადგილზე ვიყავით. ნინიმ მძღოლს ფული გადაუხადა და მანქანიდან გადმოვიდა. როგორც კი გადმოვედით ნინიმ თვალებზე ხელი ამაფარა, რაზეც გამეცინა. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი, შემდეგ კი ნინიმ მომაბრუნა და ხელები მომაშორა. თვალები გავახილე და პირი დავაღე ჩემს წიმ არსებული სახლის გამო... უზარმაზარი სახლი უზარმაზარი დ ულამაზესი ბაღით. თვალს ვერ ვწყვეტდი ამ სილამაზეს, არ მჯერა ! სახლი ორსართულიანი იყო... ბაღში აუზიც იყო რააც ჩემი გაკვირვება უფრო გააღრმავა. აუზიდან მოშორებით ხეზე საქანელაც იყო ჩამოკიდებული. ძალიან ლამაზი იყო აქაურობა,ისეთი ლამაზი რომ უბრალოდ სიტყვებით ვერ ავღწერდი. არა ვიტყუები, ეს ჩემი ოცნების სასახლეა! ნინი ისე ცქმუტავდა და ისე ნერვიულობდა რამისაა თითები მოიმტვრიოს. გაოცებულმა შევხედე და გაღიმება ვცადე.
- მოგწონს? - ტუჩი მოიკვნიტა და ცალი წარბი ასწია.
- მეღადავები?! საოცარია, ასეთი სილამაზე ჯერ არ მინახავს.
- წამოდი შიგნით შევიდეთ. - ხელი ჩამკიდა და შიგნით შემიყვანა.ზღურბლს ფეხი გადავაბიჯე და სამოთხეში ამოვყავი თავი. ირგვლივ ძალიან კარგი გემოვნებით შერჩეული ავეჯი დამხვდა... იქაურობა მთლიანად ხის იყო, ხის სურნელი კი უბრალოდ მაგიჟებდა. ჩემი სახლი დამათვარიელებინა და ყველაზე მეტად ჩემს ოთახში არსებულმა სახატავმა მასალამ და დაფამ გამაკვირვა. არა რაა მე ეს გოგო მგონი მართლა შემიყვარდა ! ♥


***

ჩემს სახლში სავარძელში ვზივარ,პლედი მაქვს შემოხვეული და ტელევიზორს ვუყურებ,არც კი ვიცი რომელი საათია დაახლოებით თერთმეტი ხდება მგონი... ტელევიზორში ციდან სამ მეტრზე გადის. იმ მომენტზე ვარ სადაც პოლო და კატინა ბაიკით რომ მოსრიალდებიან. ჩემი პოლო,როგორ მიყვარდააა !! :( ტირილს ვუმატე და ყავა მოვსვი. ასეთი სიყვარული მინდა ! რისკით, მხიარულებით და ვნებით აღსავსე, მინდა ცხოვრებაში ისეთი სიყვარული ვიპოვო რომელიც ჩემს გამო თავსაც გაწირავს, მინდა ვინმემ ისე შემიყვაროს როგორც პოლოს კატინდა და აჩის ბაბი უყვარდა. ჩემდაუნებურად თვალწინ ლუკას სახე დამიდგა. ჯანდაბა, სულ თავს რატომ მახსენებ?! რატომ არ შეგიძლია უბრალოდ მომშორდე? გამოჩნდი და ყველაფერი აურიე! თავი შემაყვარე, რამაც შენს მიმართ ზიზღის გრძნობა გამიქარწყლა. მაგრამ ამას რა აზრი აქვს? მე ხომ მას მთელი არსებით ვძულვარ... ან სხვას რას უნდა ელოდო ეს ასეც უნდა იყოს! ის ვერასოდრს შემიყვარებს რადგან თამაზისნაირი კაცის შვილი ვარ. მე ხომ.. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომარკვია.უცხო ნომერი იყო,მხრები ავიჩეჩე, სენსორს ხელი გადავუსვი და ვუპასუხე.
- გისმენთ..
- გამარჯობა, ელენე ბერძენიშვილს ვესაუბრები?
- დიახ..? - უცნაურად შევიჭმუხნე
- მე კაფედან გირეკავთ, მინდა გითხრათ რომ კასტინგზე ძალიან მოგვეწონეთ და გადავწყვიტეთ სამუშაოდ აგიყვანოთ..
- მართლა?! ძალიან გამიხარდა, დიდი მადლობა. - ემოციების შეკავება ვცადე რადგან ძალიან აჟიტირებული ვიყავი.
- კარგი მუშაობას ზეგიდან დაიწყებ. დღეგამოშვებით იმუშავებ ერთ დღეს 8 საათზე, მეორე დღეს კი 10 საათზე, იმედია ცუდი განრიგი არ არის არა?
- არა, არა მშვენიერი გრაფიკია ! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
- არაფერს, ნახვამდის.
- ნახვამდის. - ტელეფონი გავთიშე და სიხარულისგან შევკივლე.
ნინის დავურეკე და ყველაფერი ვუამბე,ძალიან გაუხარდა როდესაც ყველაფერი მოვუყევი,მითხრა ასეც ვიცოდი ეჭვი არ მეპარებოდაო! როდესაც საუბარი დავასრულეთ ტელევიზორში მუსიკები ჩავრთე და ცეკვა დავიწყე. ცოტახანში ცეკვა შემაწყვეტინეს. ესეიგი რაა ცეკვასაც არ დამაცდიან! ტელევიზორი გამოვრთე და კარისაკენ თვითკმაყოფილი ღიმილით გავემართე. როდესაც კარები გამოვაღე ღიმილი სახეზე შემახმა. ალკოჰოლის სუნით ყარდა და ისე ბარბაცებდა რომ სადაცაა წაიქცეოდა. კარების მიხურვა ვცადე თუმცა ვერ შევძელი რადგან კარები პირიქით გამოაღო და ძალით შემოიჭრა.
- რას გადამეკიდე ან საერთოდ აქ რა გესაქმება? გახეული მთვრალი ხარ !
- კარები მიკეტე და დაჯექი! როგორც ვხედავ ჩემი საიდუმლო გაგიგია - ირონულად გამიღიმა თუმცა ეს უფრო დამაჭვა იყო.
- ხო გავიგე და გაეთრიე თორემ..- სიტყვა არ დამამთავრებინა, კედელს მთელი ძალით მიმაჯახა და დანა ყელზე მომაბჯინა რაზეც თვალები გამიფართოვდა,რა ჯანდაბას აკეთებს?!
- თორემ რა? რას იზავ წახვალ და ჩემს თავს ლუკიტოს აცემინებ? იცოდე ჩემი დაშანტაჟება არ გაბედო თორემ შენც ისე წამებით მოგკლავ როგორც დედაჩემს. მაგრამ არა! უფრო დაგტანჯავ და გაგაწამებ. - ამაზრზენად გაიცინა. თვალები ამიწყლიანდა და ხმა ჩამიწყდა.
- ჩემგან რა გინდა? - ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი და ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა თბილი ბურთულა სახეზე. ჩემს კითხვაზე ჩაეცინა მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა.
- ბევრი რამ, მაგრამ ამ ეტაპზე მინდა რომ გამხადო. - როდესაც ეს მითხრა გაკვირვებულმა შევხედე,ცალი წარბი ავწიე და მზერა ვესროლე "უკაცრავად?" - მიდი, მინდა რომ მაიკა შემომახიო და ფეხები წელზე მომხვიო.
- მე შენი ერთერთი სათამაშო არ ვარ ! - გაღიზიანებულმა ვუთხარი, რის შედეგადაც დანა ყელზე ძლიერ მომაბჯინა და ოდნავ გამიხახუნა,ვიგრძენი როგორ დამეკაწრა, ის მართლა არ ხუმრობდა მომკლავდა! შიშმა ამიტანა,თუმცა თავდაჯერებულად ვცადე რაიმე მეთქვა - კარგი, კარგი ოღონდ დანა გაწიე!
- აი ასე პატარავ.. - წელზე ხელი მომხვია და ნელნელა დაბლა ჩასვლა დაიწყო, როდესაც ხელში არსებული ტელეფონი თავში ჩავარტყი, აი ასე გარყვნილო! ჩაიკეცა და შეიგინა. ჰოლისკენ მთელი სისწრაფით გავიქეცი.. დავინახე როგორ წამოდგა და ჩემსკენ გამოიქცა,ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი თუმცა კიბეებზე რომ ავრბოდო, ფეხში ხელი ჩამავლო და უკან დამაბრუნა. მკერდზე ხელებს მთელი ძალით ვურტყავდი და ვფართხალებდი. ვგრძნობდი როგორ მისრიალებდნენ ცმლები ჩემს სახეზე, თითქოს მათთვის ჩემი სახე ყინულის მოედანი ყოფილიყო. ხელები გამიკავა და ჩემს ტუჩებს მხეცივით დაეტაკა. როდესაც მიხვდა რომ კოცნას კოცნითვე არ ვუპასუხებდი, ყელზე გადავიდა და ერთი ადგილი წოვა დაიწყო. მინდოდა მეკივლა, მეყვირა და მისთვის რაიმე მეთქვა მაგრამ არაფერი შემეძლო.წამით ხელები გამიშვა,მაისური შემომახია და ხელები ისევ გამიკავა. დავიკივლე და ვუთხარი გაჩერებულიყო თუმცა ის მაინც თავის საქმეს განაგრძობდა. ჩემს მკერდს ხარბად დააჩერდა და ტუჩები გაილოკა. მითხრა მოგეწონებაო და ჩემს ტუცებს დაუბრუნდა, როგორღაც ხელში დანა მომხვდა,ავიღე და პირდაპირ საძილე არტერიაში ჩავარტყი. სისხლმა იფეთქა და ჩემი სხეული წითლად შეღება,ამ დროს ბექას ცრემლი ჩემს ლავიწს დაეწვა და თავი საშინელ ადამიანად ვიგრძენი,თვალებში ჩავხედე ისე მიყურებდა თითქოს გამოფხიზლებულიყო და ნანობდა რაც გააკეთა,თითქოს ამ ერთ წამში მთლიანად შეიცვალა,მინდოდა დრო უკან გადამეხვია და ეს არ გამეკეთებინა.წარბები შეჭმუხნა და დანის გამოღება სცადა,არვიც რატომ მაგრამ უფრო შემეშინდა და დანას ხელი მივაჭირე,ჩემს გვერდით დაეცა და ყელზე ხელი მიიდო,ხელები სისხლით შემეღება.ავკანკალდი მინდოდა მისთვის იმედი მიმეცა მინოდა მეთქვა რომ ამის გამო ვწუხდი მაგრამ არაფერი შემეძლო,უბრალოდ დახმარებას ვითხოვდი და მის თმას ვეფერებოდი,მისი თავი კალთაში მედო და ზემოდან დავცქეროდი,გაღიმებას ცდილობდა თუმცა ეშინოდა.კარები პოლიციელებმა შემოანგრიეს ვისაც ექიმები მოყვნენ,ჩემთან მოვარდნენ.პოლიციამ ხელი ჩამავლო და მას მომაშორა,შეწინააღმდეგეა ვცადე თუმცა უშედეგოდ ორი დიდი პოლიციელი მეჯაჯგურებოდა.ექიმებმა სასწრაფოდ გაიყვანეს ბექა და საავადმყოფოში გააქციეს.მინდოდა გადარჩენილიყო,მინდოდა მის ადგილას მე ვყოფილიყავი! ჯანდაბა,ჯანდაბა ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო !! ტირილს ვუმატე და ჩავიკეცე პოლიციელებმა პლედი მომახვიეს და ჩემს დაწყნარებას შეუდგნენ,დავინახე როგორ შემოვარდა ნამტირალევი ნინი პოლიციელები მომაშორა და ხელები ძლიერად მომხვია,თმაზე ფერება და კოცნა დამიწყო.მეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ ეს ტყუილი იყო. თუ ის მოკვდებოდა ეს ჩემი ბრალი იქნებოდა,მე მკვლელი გავხდებოდი,ისეთი საზიზღარი მკვლელი როგორიც მამაჩემია...
ნინი მეფერებოდა და მამშიდებდა,თუმცა უშედეგოდ მთლიანად ვკანკალებდი და ხმას ვერ ვიღებდი. ჩემს სისხლიან ხელებს და სხეულს ვუყურებდი რომელიც ჭკუიდან მშლიდა ! ყველაფერს გავაკეთებ რომ ის გადარჩეს,ნეტავ მის ადგილას ახლა მე ვიყო,რა მისი ბრალია?! ნასვამი იყო და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა,ახლა ალბათ მთელი გულით ვძულვარ და ვეზიზღები. პოლიციელებმა მითხრეს რომ დაკითხვაზე უნდა წავეყვანეთ მე კი უბრალოდ შევხედე და ხმა არ ამომიღია,ამ დროს ნინიმ თავი ასწია და პოლიციელებს მკვლელი თვალებით შეხედა
- თქვენ ხო არ გაკლიათ?! გოგო რა მდგომარეობაშია თქვენ კიდევ დაკითხვაზე უნდა წამოგვყეთო კარგად თუ ხართ ?! ჯერ ერთი ასეთ მდგომარეობაში სად უნდა წამოვიდეს და მეორეც ვერ ხედავრთ რომ სულ სისხლშია ამოსვრილი?!! აქედან დაახვიეთ და ჩვენთვითონ მოვალთ,როცა უკეთ იქნება ! - შეუღრინა ნინიმ პოლიციელებს,მათ კი თვალები გადაატრიალეს,ამოიხვნეშეს და სახლი დატოვეს. ნინიმ ფეხზე წამომაყენა, თუმცა კინაღამ ჩავიკეცე,ემოციებისგან დატვირთულს ფეხზე დგომის ძალაც კი არ შემრჩენოდა,ნინიმ ხელი წამაშველა და მითხრა ძალა მომეკრიბა,ვცდილობდი მაგრამ აზრი არ ჰქონდა უბრალოდ მინდოდა რამოდენ საათი დამესვენა და გამეანალიზებინა რამოხდა... როდესაც ოთახისკენ მივდიოდი და კიბეების გავლა მომიწია,იმ ადგილას შევჩერდი და სისხლიან კიბეებს დავაჩერდი,ცრემლები წამომივიდა. ჩავიკეცე და მოაჯირს თავი დავადე,უარესაც ავქვითინდი და ხელები მოაჯირს კიდევ უფრო ძლიერად მოვუჭირე.ნინიც ჩაიმუხლა და ჩამეხუტა, ვქვითინებდი და ვცდილობდი ის ბურთი რომელიც მახრჩობდა გამექარწ....ბინა და მომეშორებინა, სისხლიანი ხელები თავზე შემოვიწყე და მაგრად მოვიჭირე,ხელი ყელზე მოვიჭირე და მთელი ძალით დავიკაწრე,ნინის ამის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა,ხელების გაკავება სცადა თუმცა უშედეგოდ,ვცდილობდი ბურთი გადამეყლაპა რომელიც სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა... ვერ ვჩერდებოდი,და არც მინდოდა მინდოდა ფრჩხილები ყელში ისე ღრმად ჩამესო რომ თავი მომეკლა! ნინიმ ხელები ყელიდან მომაშორა,და მთელი ძალით გულში ჩამიკრა,მისი ცრტემლები ჩემს ბზინვარე და ამააზრზენ თმაზე ვიგრძენი,ხელები სახეზე ავიფარე და ტირილი განვაგრძე..
- მეტი აღარ,შემიძლია ! დავიღალე,მინდა რომ მოვკდე და ამ საზიზღარ და ამაზრზენ ქვეყანას მოვშორდე... - ვჩურჩულებდი და ქვითინს ვუმატებდი.
- დამშვიდდი,შენ ამას გადალახავ შენ ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ,ამიტომ დანებების უფლება არგაქვს! - მის სიტყვებზე ლუკა გამახსენდა,მანაც იგივე სიტყვები მითხრა როდესაც პანიკური შეტევა მქონდა. გამახსენდა მისი სურნელი,ჩახუტება და მოფერება.რა გავაკეთე?! ერთ ადამიანს თავი შევაზიზღე,მეორე კი კინაღამ მოვკალი! ჯანდაბა მე მონსტრი ვარ..
- არ შემიძია, როგორ მეუბნები დავშვიდდე როდესაც ხელები ადამიანის სისხლით მაქვს დასვრილი?! მე მკვლელი გავხდები !! - დავუყვირე და სააბაზანოსკენ გავიქეცი.
კიბეები ელვის სისწრაფით ავირბინე,ოთახის კარი შევაღე,სააბაზანოში შევვარდი და კარები გადავკეტე .ნინი კარებზე აბრახუნებდა და მეუბნებოდა რომ გამეღო.კარებთან ჩავიკეცე და თავი მუხლებში ჩავრგე,ფეხებზე ხელები შემოვიხვიე და საკუთარი თავის დამშვიდება ვცადე. თავში ერთმა საშინელმა აზრმა დამარტყა ! წამოვფრინდი და ნიჭარას დავეყრდენი,სარკეში ჩავიხედე, მთლიანად სისხლში ვიყავი ამოსვრილი. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი და მეცოდებოდა,როგორი საცოდავი ხარ ელე ! არაობა ხარ,არავის სჭირდები... ბრიტვას ხელი დავავლე და ჩემს ხელებს დავხედე, თუ ამას ვიზამდი ყველაფერი დასრულდებოდა... ჩემს ტანჯვას ბოლო მოეღებოდა და დავისვენებდი ! რა საინტერესოა,ამას თუ ვიზამ რას მოიმოქმედებენ,იტირებენ ?! ხო ასეა მოვკვდები და ყველას შევუყვარდები როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება,შემდეგ იტყვიან ასეთი სისულელე რამ გააკეთებინაო. შემდეგ ყველას მივავიწყდები და მათი ცხოვრებიდან უბრალოდ გავქრები. ლუკა... საინტერესოა მას რა რეაქცია ექნება. ალბათ გაუხარდება კიდეც ჩემი სიკვდილი,ბოლოს და ბოლოს ერთმანეთის მოსისხლე მტრები ვართ ! ბრიტვა უმისამართოდ მოვისროლე და ნიჭარას დავეყრდებნი... ჯანდაბა ამას ვერ ვიზამდი ! მე სუსტი არ ვარ !! წყალი მოვუშვი და დუშის ქვეშ დავდექი, ვგრძნბოდი როგორ მაშორებდა ის ამ სიბიძნურეს... წყლის წვეთები სახეზე მეცემოდა და მამშვიდებდა. თავი დავხარე და წყალს თავისი საქმე მივანდე... ორი საათის შემდეგ წყალს მოვშორდი და ტანზე ახალი ტანსაცმელები გადავიცვი. გადავწყვიტე ლუკასთან მივსულიყავი,ხო სწორედ იმ წყეულ ბავშვთან! მხოლოდ მას შეუძლია ჩემი დამშვიდება, ჯანდაბა მასზე რატომ ვარ ასე დამოკიდებული?! მე ის უნდა მძულდეს მაგრამ არა,არ მძულს პირიქით მგონი მის მიმართ გრძნობებიც მაქვს. ხო ალბათ ასეა.
როდესაც სააბაზანოდან გამოვედი ნინი მთელი ძალით ჩამეხუტა, მეფერებოდა და ტიროდა,ეგონა რომ რაიმეს ჩავიდენდი.ხო ასეც ვაპირებდი ნინ მაგრამ დაგავიფიქრე ! მოვშორდი და ვეცადე გამეღიმა,მაგრამ რამდენად გამომივიდა არ ვიცი. ვთხოვე რომ მარტო დავეტოვებინე,მაგრამ აზრი არ ჰქონდა ჩემს დატოვებას არ აპირებდა.ბოლოს იმდენი ვეწუწუნე რომ მაინც წავიდა. სარკესთან მივედი და ჩემი სხეული შევათვალიერე... რამდენს უძლებ რომ ისევ ფეხზე დგახარ?! თავი გავაქნიე,შავი შორტი და იასამნისფერი,სადა ტოპი მოვირგე, ფეხსაცმელი ამოვიცვი,თმა ავიწიე და ლუკას სახლისკენ გავემართე,მაგრამ არა იქ სადაც დედამისი და მისი პატარა დაიკო ცხოვრობდა. რატომღაც გული მეუბნებოდა რომ იქ უნდა მივსულიყავი,ვიცოდი რომ იქ იყო, ამას ვგრძნობდი ! ნინი დაბლა იყო და ამიტომ მომიწია ფანჯრიდან გადავძრომილიყავი. არც ისე რთული აღმოჩნდა ! აქედან ლუკას სახლამდე არც ისე შორი იყო,ამიტომ გადავწვიტე ფეხით წავსულიყავი,გზაში ვიფიქრებდი კიდეც და ყველაფრის გაანალიზებას შევძლებდი. გზაში უამრავ ხალხს ვხედავდი,რომელიც მე მომშტერებოდა,ალბათ გაიგეს რაც მოხდა,მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. ყურსასმენები მეკეთა და ო ჩილდრენს ვუსმენდი,მნიშვნელობა არ აქვს სიმღერა რაზეა,მთავარი ის არის რომ მე მისი მელოდია და ხმა მამშვიდებს... ხალხს არც ვუყურებ,შუა წერტილი მაქვს აღებული და უსასრულობისკენ მივისწრაფი. მინდა რომ გავიქცე...გავიქცე და ამქვეყნიურ ცხოვრებას ჩამოვშორდე ! ნუთუ არ შეიძლება რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყო? რატომ მოხდა ეს ? საიდან დაიწყო ? ამაზე საუბარი რომ დავიწყო დღის ბოლომდე ვერ მოვრჩები,ამიტომ მოკლედ გეტყვით: რაც ლუკა ახვლედიანი ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრა ყველაფერი აურია,ხო ასე მოიქცა, დაუკითხავად შემოიჭრა და დაუკითხავად წასვლა უნდა მაგრამ არა, ვერ მოგართვით ! ამის უფლებას არ მივცემ არ შეუძლია ასე უბრალოდ,როგორც უნდა ისე მომექცეს... არ მივცემ ჩემი ცხოვრებიდან გაქრობის უფლება. შემოიჭრა ?! მაშინ სამუდამოდ აქ დარჩენა მოუწევს ! ისევე დაიტანჯება როგორც მე... მზად ვარ მისი წამებისთვის,მაგრამ არ შემიძლია... რაღაც ძალა მეუბნება რომ ამას თუ გავაკეთებ სიცოცხლის ბოლო წუთამდე დავიტანჯები, ეს ხმა არ მაძლევს უფლებას მას ვავანო... რატომ?! ხო კარგი შეკითხვაა,იმიტომ რომ გული ამის საშუალებას არ მაძლევს,მე ის მიყვარს ! ხო როგორც იქნა ვაღიარე,მე ის მიყვარს და მის დაკარგვას არ ვაპირებ,არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო ან გავუშვა. თავს შეგაყვარებ, ისე შეგაყვარებ რომ ამ სიყვარულით დაიტანჯები ! შენ შემცვალე და ამას არ გაპატიებ, შენ ის გააკეთე რაც არასოდეს უნდა გაგეკეთებინა... სამყაროს მეორე მხარე დამანახე, ისეთი რომელშიც შენ ცხოვრობდი,თუმცა განსხვავებული სახით... შენც იტანჯებოდი და გინდოდა ეს მეც გამომეცადა, გილოცავ შენ ეს შეძელი, გამანადგურე და ჩემი გული ქაღალდის ნაკუწებად აქციე ! ასე უბრალოდ მაკრატელი აიღე და მილიონ ნაწილად დამჭერი. ამას ინანებ !
15 წუთში მის სახლთან მივედი... ღრმად ჩავისუნთქე და ზღურბლს დავხედე. თავი ავწიე და დასაკაკუნებლად ძალა მოვიკრიბე და დაველოდე, როდესაც კარი გამიღო ისეთი რამ დავინახე რამაც უარესად გამანადგურა... ეს არ უნდა მენახა ! ყველაფერი სხვანაირად უნდა ყოფილიყო: მე უნდა მოვსულიყავი,ლუკა კარს გამიღებდა გულში ჩამიკრავდა და ჩემს დამშვიდებას შეძლებდა,მომეფერებოდა და მეტყოდა რომ ძლიერი ვიყავი და ამას გადავლახავდი მაგრამ არა ! ამის ნაცვლას კარებთან ლოლიტა დგას,მის პერანგში ჩამძვრალი და დაფეთებული მიყურებს... კარებს ეყრდნობა და არ იცის რა თქვას. ვგრძნობ როგორ ასველებს ცრემლები ჩემს აწითლებულ და გახურებულ ღაწვებს.. ხელებს ჯიბეში ვიწყობ და შეშინებულ ლოლიტას ცქერას ვუწყებ, ეს როგორ გააკეთა? ის ხომ ჩემი მეგობარი იყო! მზერა ბიჭზე გადამაქვს რომელიც კიბეებიდან ჩამოდის, და კითხულობს ვინ არის... როდესაც მამჩნევს ადგილზე შრება და სახიდან ფერი გადასდის, ხო როგორც ჩანს არ მელოდა. რაღაცის თქმას ცდილობს მაგრამ ხმას ვერ იღებს, ამის ძალა არ აქვს. იცის რომ დამნაშავეა და ეს არ უნდა გაეკეთებინა! ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავს და ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით მოუწევს,ლოლიტას გვერდით დგება და თვალებში უსირცხვილოდ მიყურებს,ხო რათქმაუნდა იცის რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა,თუმცა მაინც გააკეთა რადგან ჩემთვის გული ეტკინა,ახლა ნანობს მაგრამ იმდენად ჯიუტია რომ იხტიბარს არ იტეხს ! ცრემლებს ვიშორებ და ვიცნი, ვიცინი კიდევ უფრო ღმამაღლა და ლაღად. ეს სიმწრის სიცილია შიგნიდან რაღაც მჭამს,მინდა რომ სიფათში ვხიო და ბექას კიარა დანა მას გავუყარო,პირდაპირ გულში,რაც შეიძლება ღრმად! ლოლიტა ჩემს რეაქციაზე ცალ წარბს წევს და ლუკას უყურებს. ხელკავი გამოსდო,ნიკაპი მხარზე ჩამოადო და ფართოდ გაიღიმა. მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა და კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა.
- ხომ ხედავ ლუკა, ჩვენი ერთად ყოფნა უხარია ! ხომ გეუბნები გაუხარდებათქო? ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და გამიგებსთქო,იცის როგორი გრძნობაა სიყვარული და ამას გაგებით ეკიდება. - მისგან სხვას არაფერს მოველოდი,ვიცოდი ლოლიტა ვინც იყო და რასაც წარმოადგენდა,სიცილი შევწყვიტე და ლუკას მივაჩერდი,რომელიც აშკარად ხვდებოდა რომ ეს სიცილი და ხარხარი მათი ერთად ყოფნის გამო არ იყო. ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა კიდევ ერთი თბილი ბურთულა მაგრამ ვერაფერი მოვიმოქმედე, გავიღიმე თავი დავხარე და შემდეგ ისევ ლუკას სევდიან მზერას მივაჩერდი და შემდეგი სიტყვები წარმოვთქვი
- შესწორება: ის შენი საუკეთესო მეგობარი იყო ! - ლოლიტას გადავხედე,რომელსაც სახე მოეღუშა და უკანმოუხედავად ნიანგის ცრემლებით სახლში შევარდა. მე და ლუკა ერთმანეთის პირისპირ დავრჩთ. ისევ მას მივაჩერდი,რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ არ დავაცადე. - დღეს იცი რა მოხდა ? - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია რაზეც ჩამეცინა.
- დღეს 29 ივნისს, ელენე ბერძენიშვილმა ხელები ადამიანის სისხლში გაისვარა... სად იყავი ? იმის მაგივრად რომ ჩემთან ყოფილიყავი და დაგეცავი აქ იყავი და ლოლიტასთან ერთად ერთობოდი ! შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ეს წესით არ უნდა გადარდებდეს მაგრამ მაინც გადარდებს არა? ალბაათ გაინტერესებს ვის სისხლში გავისვარე ხელი,ხო ალბათ გაგიკვირდება რომ ვეგტყვი ეს ვინ იყო... მე ბექა ზედგენიძეს ვავნე,ისე ვავნე რომ შეიძლება მოკვდეს კიდეც ! როდესაც ის სახლში მომივარდა და დანით მემუქრებოდა იმ შემთხვევაშ თუ მასთან არ დავწვებოდი მომკლავდა, ხო ასე არც მოვიქეცი იმიტომ რომ სხვა მიყვარს. ავდექი და დანა პირდაპირ საძილე არტერიაში ჩავარტყი,ახლა კი საავადმყოფოში წევს და შეიძება ჩემს გამო მოკვდეს ! შეიძლება ისეთივე ცივსისხლიანი მკვლელი გავხდე როგორიც მამაჩემია, სისხლი მოგაწვა არა?! წარსული გაგახსენდა ხო?! გახსოვს მითხარი რომ გინდოდა მეც ისევე დავტანჯულიყავი როგორც შენ ! მაგრამ ამას ვერ მოახერხებ,რაც არ უნდა მოხდეს მნიშვნელობა არ აქვს და იცი რატომ? იმიტომ რომ ამით მე კი არა შენ დაიტანჯები ! თუ ტკივილს მომაყენებ შენ ან ვინმე სხვა ამით მე კი არა შენ დაიტანჯები და მშვენივრად იცი რატომაც. დროა როლები გავცვალოთ. გინდა დავიტანჯო? ისე ვიწვალო როგორც შენ? ეს შეუძლებელია რადგან მე დაგტანჯავ, შეგცვლი ისე როგორც შენ შემცვალე ! დაგტანჯავ,ხელმეორედ უფრო მწარედ დაგტანჯავ,ისე რომ სიკვდილი მოგინდება ! ახლა კი შეგიძლია ლოლიტასთან ახვიდე და დაამშვიდო, ცოდოა მე ხომ ვერ გაგიგეთ. ალბათ როგორ ტირის იმის გამო რომ მეგობარი დაკარგა არა?! მიდი და უთხარი რომ ის ყველაზე ძლიერია და ამას გადაიტანს,რომ თქვენ მაინც ბედნიერები იქნებით და სამუდამოთ ერთად იცხოვრებთ ! - შემს სიტყვებზე გული ეკუმშებოდა, ხვდებოდა რასაც განვიცდიდი და ამის გამო თავი ეზიზღებოდა, მისთვის სხვა აღარაფერი მითქვამს ან სხვა რ აიყო სათქმელი? ზურგი ვაქციე და იმ ტერიტორიას მოვშორდი, მის მზერას ვგრძნობდი. შევჩერდი და მივუბრუნდი. - იცი რა განსხვავებაა შენსა და ბექას შორის ? ის სხვის გრძნობებზე არ თამაშობს და გულს არ ტკენს,სწორედ ამიტომ არის ის შენზე უკეთესი !
სწრაფი ნაბიჯებით იქაურობას მოვშორდი და გზაში ტაქსი გავაჩერე,საავადმყოფოსკენ ავიღე გეზი. არვიცი რატომ მაგრამ მინდოდა ბექას გვერდით ვყოფილიყავი,იმის გამო არა რომ ლუკასთვის გული მეტკინა,უბრალოდ მინდოდა მენახა. მისთვის ყველაფერი მომეყოლა და მეთქვა რომ ვნანობდი რაც გავაკეთე,მინდოდა მისთვის პატიება მეთხოვა და დამემშვიდებინა. ყველაფერს მივცემდი რომ უკეთ იყოს, ღმერთს ვთხოვ რომ მაპატიოს და უდანაშაულო ადამიანი გადაარჩინოს ! როდესაც საავადმყოფოში მივედი ექთანს სახელი და გვარი ვუთხარი და პალატისკენ გავემართე,მითხრეს ოპერაციიდან ახლახანს გამოვიყვანეთ და დასვენება სჭირდებაო,თუმცა მე ყოველთვის ჩემი გამაქვს. ნახევარი საათიშ ემეძლო შესვლა. ძალღონე მოვიკრიბე და და პალატის კარები შევღე. არსებულმა სანახაობამ სუნთქვა შემიკრა... ბექა უსულოდ ეგდო საწოლზე და ათასი მილი ჰქონდა შეერთებული. მასთან მივედი და სკამზე ჩამოვჯექი. რამოდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი, შემდეგ კი ხელზე ფრთხილად შევეხე. არვვიცი ჩემი შეხება იგრძნო თუ არა, მაგრამ მომეჩვენა რომ გაინძრა ამიტომ ხელი სასწრაფოდ მოვაშორე და დავაკვირდი. აშკარად მომეჩვენა... მისი ხელი ხელში ავიღე და სახეზე მივიდე, ის ისეთი თბილი იყო... თვალები ამიცრემლიანდა და ემოციებიც მომაწვა,ვუყურებდი მის ყელს და ზიზიღის გრძნობა მიბყრობდა,ჯობდა მე ვყოფილიყავი უბედური ვიდრე ის ! ჩემი ცრემლების მის ხელზე დაეცა და დაასველა...
- ჰეი... როგორ ხარ? - ამ კითხვაზე ჩამეცინა. - ხო ვხედავ როგორც ხარ, ეს ჩემი დამსახურებაა, მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდი! ჯანდაბა,ნეტავ იცოდე ამის გამო საკუთარი თავი როგორ მძულს, ნეტავ იცოდე როგორ მინდა დროის უკან დაბრუნება შემეძლოს ! მაშინ ხო ასეთ ტკივილს აღარ მოგაყენებდი... ალბათ ჩემზე ძალიან ხარ გაბრაზებული და გძულვარ, ასეა ! მეც მძულს საკუთარი თავი, როდესაც შენ სახლში მოხვედი ძალიან გახარებული ვიყავი,რადგან სამსახურში ამიყვანეს და ნინიმ ის სახლი რომელიც უკვე შემძულდა მაჩუქა,ის შესანიშნავი ადამიანია,ყველაფერი რაც კი გამაჩნია მისი წყალობით მაქვს. როდესაც მოხვედი გახარებული ვიყავი,მაგრამ რომ დაგინახე შემეშინდა... შემეშინდა რომ რაიმეს დამიშავებდი,ნასვამი იყავი და თავს ვერ აკონტროლებდი. მას შემდეგ რაც მოხდა მე... ლუკასთან წავედი და იქ...იქ... იქ არსებულმა არსებამ გული მატკინა,დავინახე როგორ ეტმასნებოდა ლოლიტა ლუკას,ხო ის ლოლიტა ბავშვობაში სისგიჟემდე რომ გიყვარდა და ახლაც გიყვარს ! მასაც უყვარხარ თუმცა ამას არ ამხელს რადგან ხედავს რომ შურისძიებაზე ხარ გადართული,გინდა რომ ლუკას რაღაც დაუმტკიცო და გინდა დაამტკიცო რომ საუკეთესო ხარ,ამიტომ მის სუსტ წერტილზე ჩემზე დაიწყე თამაში... ამას ლოლიტაც ამჩნევდა,მანაც იცოდა არა რასაც აპირებდი, სწორედ ამიტომ შენზე უარი თქვა და ლუკასთან გაიქცა. ვერ ვხვდები შურიძიების გამო ადამიანი თავს საფრთხეში რატომ იგდებთ, იმიტომ რომ უკეთესები გამოჩნდეთ? ერთმანეთს დაუმტკიცოთ რომ ერთი მეორე უფრო მაგარი ტიპები ხართ? კარგი ვთქვათ შენ ან ლუკამ დაამტკიცეთ მერე? მერე რა მოხდება? გგონია გაღიარებენ ან რაიმე მსგავსი? არა სულკაც არა! ბევრ შეგიზიზღებთ,მაგრამ ამავე დროს ბევრი გოგო და ბიჭი შეგეტენაბთ იმის გამო რომ პოპულარობა მოიპოვონ,თქვენ უბრალოდ გამოგიყენებენ და როდესაც საწადელს მიაღწევენ გადაგაგდებენ,ეს გინდათ? გინდათ ადამიანმა ისე გამოგიყენოთ როგორც ერთჯერადი სალფეთქი ? თუ თქვენი მიზანი ესაა მაშინ გეტყვით რომ ეს საშინელებაა,ადამიანი როდესაც გიყენებს ამას ხვდები თუმცა მასთან მაინც მეგობრობ რადგან მარტო დარჩენის გეშინია,გეშინია მარტოობაში არ ამოგხდეს სული! ჯობია ერთმანეთს თავი დაანებოთ და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ,დაივიწყეთ ყველა უთანხმოება და წარსულშ არსებული პრობლემები,მომავალს მიხედეთ! იმეგბრეთ, თქვენთვის ახალია ის ფაქტი რომ სიყვარული და მეგობრობა ყველაზე მაგარი გრძნობაა?! გირჩევნიათ ბოღმაში,ზიზღში და სიძულვილში იცოვროთ? თუ გირჩევნიათ ბედნიერები იყოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ?! მე და შენ ერთმანეთს რაღაცით ვგავართ... ვერ ვიჯერებ რომ ლუკა ესე მომქეცა,თუმცა მისგან სხვას რას უნდა ველოდო? როდესაც ვუყურებ მის თვალებში იმხელა ზიზიღს ვკითხულობ რომ მინდა წავიდე და თავი მოვიკლა,მაგრამ რისთვის ? იმისთვის რომ მამაჩემმა წარსულში გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა?! არმინდა მისნაირი ვიყო ამიტომ გთოვ, ძალა მოიკრიბე და გამოჯანმრთელდი. გინდა ჩემი გეგმა გაგაცნო? ლუკას უნდა რომ ვიტანჯებოდე,თუმცა როლებს გავცვლით... თავს შევაყვარებ ისე რომ,სიგიჟის პირას მივა შემდეგ ჩამოვშორდები,ვუღალატებ და მის გულს ნაკუწებად ვაქცევ,ისე მოვექცევი როგორც თვითონ მომექცა! მის გამო უამრავი ცრემლი მაქვს დაღვრილი და დროა ეს ცრემლები ავანაზღაურო,არავის აქვს უფლება ჩემს გრძნობებზე ითამაშოს და მატიროს, მითუმეტეს ვიღაც ამპარტავან ბიჭს სახელად ლუკა ახვლედიანს! მე მას ვუჩვენებ თუ სინამდვილეში რა ვარ და რა შემიძლია,დავუმტკიცებ რომ ჩემი გატეხვა ადვილი არ არის და სუსტი არ ვარ, დავუმტკიცებ რომ მასზე ძლიერი ვარ და კეთილი უდარდელი გოგონა შეიძლება,გულისამრევ ურჩხულად გადაიქცეს! მას უნდა რომ... - სიტყვა გამიწყდა როდესაც მისი მზერა შევამჩნიე...
- ამას ვერ იზავ და იცი რატომ? იმიტომ რომ გიყვარს ! - ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა, ხელი მოვაშორე და თავი ჩავღუნე,წამოჯდომა სცადა თუმცა ეს რომ დავინახე თავი ადგილას ფრთხილად დავაბრუნე,ბალიში გავუსწორე და თმაზე ხელი გადავუსვი,ჩემმა ქმედებამ ძალიან გააკვირვა,ხო მეც მიკვირს იმ ადამიანს რატომ ვეფერები ვისაც ჩემთვის ზიანის მოყენება უნდოდა. მის დაბნეულ სახეზე გამეცინა და თითი ცხვირზე მოვუთათუნე.
- როგორც ჩანს ვიღაცას გაუღვიძია,ხომ არ გშია? - ისევ გაკვირვებული მიყურებდა რაზეც მეღიმებოდა.
- იმის შემდეგ რაც გაგიკეთე, როგორ შეგიძლია ასეთი კარგი იყო, როგორ შეგიძლია აქ იჯდე და მესაუბრებოდე,მეფერებოდე და საჭმელს მთავაზობდე?! - მის კითხვაზე ღიმილი ყურებამდე ამმივიდა შემდეგ კი გამეცინა.
- ლუკამაც იგივე მკითხა როდესაც ჩემთან იყო და მამაჩემის სასტიკი ცემის შემდეგ მას გავეკიდე და მოვუარე. - ბექამ წარბები შეჭმუხნა.
- ის პატარა ლიფსიტა თუ ასეთ მშვენიერ და კარგ გოგოს ატირებს ადექი და ტყვია პირდაპირ შუბლში დააჭედე ! - მის ნათქვამზე სევდიანად გამეცინა და ფრთხილად ჩავეხუტე. - მოდი აქ ! - გამიღიმა და გვერდზე ნელა მიიწია,პლედი გადასწია,რადგან შიგნით შევმძვრალიყვაი,მის ქმედებაზე გამეღიმა და მასთან ჩავწექი. - ოღონდ ფრთხილად შენი ნამოქმედარის გამო ყელი სასტიკად მტკივა ! - თავი დავუქნიე და თავი მის კისერში ჩავრგე,თვალები დავხუჭე და მადლობა გადავუხადე. თვალები დამიმძიმდა და დამეხუჭა,ბექა თმაზე მეფერებოდა და თავზე მკოცნიდა. სადაცაა ჩამეძინებოდა,როცა ექიმი შემოვიდა და უნდა ეთქვა უნდა გახვიდეთო მაგრამ მივხვდი რომ ბექამ რაღაც ანიშნა და ექიმიც გარეთ გავიდა. ამაზე გამეღიმა თავი ავწიე ბექას ლოყაზე ვაკოცე და ისევ მის კისერში დავბრუნდი, თვალები დავხუჭე და ბედნიერ სამყაროში გადავეშვი...

***
მეორე დღეს,პალატის კარების მოჯახუნებამ გამაღვიძა,რაზეც შევხტი და გამოვფხიზლდი. თავი წამოვწიე და ფეხზე წამოვდექი. ლოლიტა პალატაში გიჟივით შემოვარდა და ბექას მივარდა,რომელიც ასევე ჩემსავით გაკვირვებული და დაფეთებული იყო.როგორც ჩანს ისიც ამ ხმამ გააღვიძა. ბექას სახეზე ზიზღი გამოხატვოდა და ლოლიტას ამაზრზენად მისჩერებოდა. მე ჩემთვის ფანჯარასთან ვიყავი,კედელს ვეხუტებოდი და თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი,როდესაც ლუკა შევნიშნე. ვაუ ასეთი უნამუსოც თუ იყო არ მეგონა! გაკვირვებული მივაჩერდი,ჩემს მზერას წაასწყდა და ირონიულად გაიღიმა,ჯერ ბექას შემდეგ კი ისევ მე გადმომხედა და თქვა.
- ოჰ როგორც ვხედავ დროს არ კარგავთ არა? - მის სიტყვებზე პირი ღია დამრჩა,რაღაცის თქმა ვცადე თუმცა ვერაფერი ვერ ვთქვი. სამაგიეროდ ოთახში ბექას ჩაცინების ხმა გაისმა.
- ძალიან სასაცილოა როცა ამას შენ ამბობ ! - ლოლიტას შევხედე რომელსაც ბექას ხელი ეჭირა და ეფერებოდა,ბექამ ხელი უხეშად გამოგლიჯა და ლუკას მიუბრუნდა.
- ვინმემ რამე გკითხა?! - ხმა გაუმკაცრდა,აშკარად დაეტყო რომ მისმა პასუხმა გააღიზიანა.
- უკაცრავად,ბოდიში ხომ არ მოგიხადო?! მგონი შენ გდიხარ ჩემს პალატაში,სრულიად უმნიშვნელოდ ან საერთოდ რა გინდა? აჰ ხო გამახსენდა,შენ და ლოლიტა ერთად რომ იწექით ალბათ აქ შენ მოიყვანე არა ? - ამ სიტყვებზე ჩამეღიმა,თუმცა ჩემი ღიმილი წამიერი აღმოჩნდა ლუკა მისკენ გაიწია, თუმცა არა ვერ მივართვი! არ მივცემ უფლებას რაიმე დაუშავოს,მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში! მის საწოლთან დავდექი და ლუკას ზიზღიანი თვალებით მივაჩერდი.
- აბა სცადე! - წარბიც არ შემირხევია,უბრალოდ მის გვერდით ვიდექი და ლუკას თვალებში ვუყურებდი,ვგრძნობდი მის ტკივილს რაც მეც ტკივილს მაყენებდა მაგრამ არ ვაპირებდი მისი გაეტანა.
- ოოო, ამათ შეხედეთ ! რა საყვარლები ხართ,მინდა გული ავირიო - მის სიტყვებზე მხოლოდ ჩამეღიმა,
- გოგო შენ კიდევ იცინი და მხიარულ ხასიათზე ხარ ?! - წამოფრინდა ლოლიტა და ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა. - შენ ვინ ხარ?! როგორ ბედავ და საერთოდ ხმას უწევ? შენს გამო ახლა ჩემთვის საყვარელი ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია! თუ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრე გეტყვი რომ მას არტერიაში დანა ისე ღრმად გაუყარე რომ შეიძლება მომკვდარიყო! ჯანდაბა,მართლაც რომ ნამდვილი ბო*ი ხარ ! - მის სიტყვებზე გავცეცხლდი და მთელი ძალით სილა გავარტყყი, წაბორძიკდა და აწითლებულ ლოყაზე ხელი მოისვა. მკვლელი თვალებით შევხედე და თითი თვალწინ ავუფრიალე.
- არ გაბედო და ჩემს პატიოსნებას არ შეეხო ! - აცრემლიანებულმა გამომხედა,რაზეც ვითომ გული მომილბა.
ლუკამ უბრალოდ ჩაიცინა ლოლიტას ხელი გადახვია და პალატიდან გაიყვანა. მათი წასვლის შემდეგ უბრალოდ იმავე ადგილას დავრჩი და დავსევდიანდი. მინდოდა უბრალოდ გავქცეულიყავი მათგან შორს მაგრამ არ შემეძლო. ბექასკენ შევბრუნდი,რომელიც ჩემი საქციელით დაბნეული და გაკვირვებული იყო. საწოლზე ჩამოვჯექი და მისი ხელი ავიღე. შევხედე და გავუღიმე.
- ასეთი მშვენიერი დილა არასოდეს გაგთენებია არა? გილოცავ ჩვენ პირველები ვართ ! - გავიცინე და საწოლზე უკეთ მოვთავსდი.
- ჩვენ? - აშკარად დღითიდიღე ვაოცებ :დდ
- ხო ჩვენ ! დაარტყი ბროო .. - ხელი ავწიე და მანაც ხელი მომარტყა,გაცინება სცადა მაგრამ ყელი ეტკინა და გაჩუმდა. - არ გშია? - დასტურის ნიშნათ მხოლოდ თავი დამიქნია. - კარგი.. როგორც ჩანს არ გეჭმევა ჰმმ... ამ... ასეთ მდგომარეობაში რა გეჭმევა და რა არა არ იცი? - სიცილით ვუთხარი და ტელეფონის ასაღებად მის ზემოდან გადავძვერი,რადგან ჩემი ტელეფონი მარცხენა მხარეს,ტუმბოზე იდო..
- კარგი ბუფეტში ჩავალ და რამეს გიყიდი,არ იცელქო . - გავუცინე და გარეთ გამოვედი. როდესაც გამოვედი,სახე შემეცვალა,ტელეფონი აბზუილდა ამოვიღე და ეკრანს დავხედე... ნინი რეკავდა.
- გოგო ნორმალური ხარ?!!! სად ეგდე მთელი ღამე იცი როგორ შემეშინდა?! - იმხელა ხმაზე წიოდა,მთელმა საავადმყოფომ გაიგო. ყური მეტკინა ამიტომ ცოტა გამოვწიე.
- კარგი გოგო ნუ დამაყრუე რა ! - ყურზე მივიდე მაგრამ უშედეგოდ იმხელა მიწივლა რა ნუ დაგაყრუეო რომ იმწამსვე მოვიშორე. = კარგი დამშვიდდი უF ! ბექასთან ვარ.
- ბექასთან ? მანდ რა ჯანდაბას აკეთებ?! ახლავე წამოდი.
- ჰეი დამშვიდდი კარგი?
- მანდ რა გინდა! დაგავიწყდა რა გაგიკეთა მაგ იდიოტმა ?!
- სხვათაშორის ჩვენ დავმეგობრდით! არც ისეთი ცუდია როგორიც მეგონა...
- ხო,ხო როგორ არა და ლუკა? გზაში რომ მივწერე მასთან მივდივარო იყავი?
- გთხოვ ამაზე ნურაფერს მკითხავ მერე მოგიყვები.
- კარგი... გინდა მოვიდე?
- საჭირო არ არის,ახლა ბუფეტში მივდივარ ბექას საჭმელი უნდა ვუყიდო და ვაჭამო. - არვიცი რატომ მაგრამ ამ სიტყვების გამო ხველება დაიწყო.
- რათქვი? მგონი რაღაც მომესმა გაიმეორე.
- ასეთი რთული დასაჯერებელია?
- ამ... სიმართლე გითხრა კი !
- კარგი წავედი...
- კაი, ძაან არ იცელქო ! - მის სიტყვებზე გამეცინა და გავუთიშე. როდესაც ვთიშავდი და მესიჯს ვწერდი, რაღაც მაგარს შევასკდი,თავი ავწიე და ლუკას მზერას შევეჩეხე. ენა ჩამივარდა და უბრალოდ გავშრი. მხოლოდ უკან გახედვა მოვახერხე,ლოლიტა აქ არ იყო. ჩემს ადგილას დავდექი,დასჯილი ბავშვივით ხელები შევაერთო და შერცხვენილმა მზერა სხვა რაღაცაზე გადავიტანე,ჩემს გქევაზე გაეცინა,რამაც ჩემი ღიმილი გამოიწვია. სერიოზულად ?
- აქ რა გინდა? - თმა ყურს უკან ნერვიულად გადავიწიე და ტუჩი მოვიკვნიტე. ჩემს ქმედებაზე ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა რაზეც ირონიულად გავიღიმე. - უპს! ვიღაცაზე ზეგავლენას ვახდენ.
- იქნებ გეშლება? - წარბები მაღლა ავწიე გავიღიმე და მხრები ავიჩეჩე.
- შეიძლება,მაგრამ არამგონია. - მხარი გავკარი და რიგისკენ წასვლა დვაპირე მაგრამ მან მკლავში ხელი წამავლო და უკან დამაბრუნა, უკვე სერიოზულად ვუყურებთ ერთმანეთს და სადაცაა სიბრაზისგან გავსკდეთ.
- აქ რატომ ხარ? - მის კითხვაზე ცალი წარბი ავწიე და ჩავიცინე. თითით ჩემზე მივუთითე თითქოს ვეკითხებოდი მეეთქო? მანაც თავი დამიქნია რაზეც კვლავ გამეცინა.
- ეს შენთვის მნიშვნელოვანია? - თვალები დავაწვრილე და თეძო ჩავტეხე, ეს შეამჩნია და ჩაეღიმა.
- ისეთ კითხვას ნუ მისვამ რისი პასუხიც იცი. - წარბზე თითი მოისვა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო.
- იქნებ არა? არ ვიცი...
- კითხვაზე არ გიპასუხია. - წარბები შეჭმუნხნა და ამათვალიერა. ახლა გამახსენდა რომ გამომწვევი შორტი და ტოპი მეცვა. როდესაც ამათვალიერა ამაყად გაიღიმა და შემომხედა. გაკვირვებისაგან კვლავ გამეცინა. სერიოზულად,როდის მორჩები დებილივით სიცილს?!
- და რა ვალდებული ვარ?
- გაბრაზებული ხარ? - დამწუხრებულმა შემომხედა.
- რაზე? იმაზე რომ ასეთ ამაზრზენ სიტუაციაშ ჩემთან არ იყავი თუ იმაზე რომ ლოლიტასთან იწექი? - ხმა არ ამოუღია,რაზეც წარბიც არ შემიხრია. - არა არ ვარ,გაბრაზებული რომ ვიყო შენ ჩემთვის სულ მცირეს მაინც უნდა ნიშნავდე მაგრამ... უი გამახსენდა,ჩემს თვალში არარაობა ხარ !
- თავადაც იცი რომ ასე არ ფიქრობ... - ჩუმად ამოილაპარაკა.
- Well, Whatever ! - ამაყად ვუთხარი და რიგში ჩავდექი.
ყურადღება ისევ ბექაზე გადავიტანე და ყურებამდე გამეღიმა,მაგრამ როდესაც იქ არსებული საჭმელები დავინახე ცოტა არ იყოს ღებინების შეგრძნება დამეუფლა. როდესაც გამყიდველთან მივედი გამიღიმა და რაღაც საზიზღრობები შემომთავაზა,საჭმელებს გადავხედე და წვნიანი ავარჩიე,როგორც ექიმმა თქვა წვნიანები ამდროს კარგია... გამყიდველს ფული გადავუხადე და ფინჯანიც გამოვართვი, როდესაც შემოვბრუნდი ლუკა უკვე აორთქლებული იყო,პალატისკენ ავიღე გეზი და შიგნით რომ შევედი პირი ღია დამრჩა ბექა ფეფხზე იდგა და ფანჯარაში იყურებოდა, ფინჯანი ტუმბოზე დავდგი და ხელები გადავიჯვარედინე. მისი სიცილის ხმა მომესმა რამაც გამაბრაზა.
- მასე ნუ მიყურებ? - შემობრუნდა და გამიღიმა,რატომღაც ძალიან სექსუალურად მომეჩვენა ! ვაიმე ელე რეებს ბოდიალობ კარგად თუხარ?!
- შენ უნდა იწვე! - დავიბუზღუნე და თვალი ავარიდე.
- კარგი,კარგი ნუ მებუტები ! - დაიწუწუნა და საწოლისკენ წავიდა რაზეც კმაყოფილად გავიღიმე თავი მაღლა ავწიე,და წვნიანით მისკენ გავემართე. საწოლზე ჩამოვჯექი და წვნიანს დავხედე რომელიც გულისამრევად გამოიყურებოდა,ბექას რომ შევხედე ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა თავი ძლივს შევიკავე.
- ასეთი სახე ნუ გაქვს,ასე საშინლად არ გამოიყურება :დდ - ბექამ მზერა მესროლა სათაურით “იმდენი შენ რა გითხარი“,რაზეც გამეცინა. - ბევრს ნუ ტლიკინებ და ჭამე. - პარკი გავხსენი რომელიც ფინჯანს ზემოდან ჰქონდა შემოხვეული და საშინელი სუნი ამოვიდა,რაზეც სახე დამემანჭა.
- ასეთი სახე ნუ გაქვს,ასე საშინლად არ გამოიყურება! - მის ნათქვამზე გამეცინა და მხარზე ხელი ნაზად გავკარი. კოვზი წვნიანში ჩავდე და ბექასკენ წავიღე. - ამას არ შევჭამ!
- კი შეჭამ !
- გთხოვ ! - უარყოფის ნიშნად თვი გავაქნიე და ერთი კოვზი ძალით ჩავტენე,რაზეც სახე დაემანჭა. - მიდი,გადაყლაპე ! - ცხვირი ავიბზუე და მეორე კოვზი მოვამზადე.
- შანსი არაა !! - შეიცხადა რაზეც გავბრაზდი და დამშვიდება ვცადე. აფერისტულად გავუღიმე და კოვზი ახლო სმივუტანე.
- ჩემი ხათრით. - ლეკვის თვალებით შევხედე, ამოიხვნეშა და ეს მეორე კოვზიც შეჭამა.
- ნეტავ იცოდე რას მაჭმევ !
- კარგი რა ნუ აზვიადებ,პატარა ბავშვი ხო არ ხარ ! - დავიწუწუნე და ბექას საწყალი თვალებით მივაჩერდი.
- გასინჯე !
წვნიანს დავხედე, კოვზი ნელა ავიღე,პირთან ისე მივიტანე რომ არც ამომისუნთქია,ცოტა მოვწრუპე და რომ გადავყლაპე ფინჯანი იქვე მივაგდე და საპირფარეშოში შევვარდი. რომ გამოვედი ბექას მივაშტერდი,სიცილით ხოხავდა. სერიოზული სახე მივიგე მასთან მივირბინე ზემოდან დავახტი და იქვე არსებული ბალიში მკერდზე დავარტყი და ასე ვურტყავდი,ვიცინოდი მანამ სანამ წელზე ხელს მომხვევდა და ჩემს ზემოდან მოექცეოდა. ჯანდაბა ის ისეთი კარგია ! სიცილი თანდათან შევწყვიტე და მის სითბოთი აღსავსე თვალებში ჩავიკარგე... მზერა მის კისერზე გადავიტანე და ხელი ფრთხილად გადავუსვი. ვიგრძენი როგორ ამიწყლიანდა თვალები და როგორ ჩამომიგორდნენ ცრემლები ღაწვებზე,ჩემს რეაქციაზე ბექას სახე შეეცვალა. ავტირდი და მხოლოდ შემდეგი სიტყვები წარმოვთქვი.
- გთხოვ მაპატიე ! - ტირილს ვუმატე,ბექა ჩემს გვერდით დაწვა და ჩამეხუტა,თავზე მაკოცა და დამამშვიდა.
- ეს შენი ბრალი არ იყო, პატიებას მე უნდა გთხოვდე ! - თქვა და შიშველ კანზე ხელი მომითათუნა.
- არა,ყველაფერი ჩემი ბრალია მე რომ ეს არ გამეკეთებინა ახლა ესეთ მდგომარეობაში არ იქნებოდი. - სახეზე ხელები ავიფარე და თავი მის კისერში ჩავრგე,რამოდნეიმე წუთის შემდეგ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სახიდან ხელები მომაშორა.
- ჯანდაბა,ასეც როგორი ლამაზი ხარ !
- რა? - გამიკვირდა, მისგან ამას არ მოველოდი. თვალებში ჩამაშტერდა, ისე თითქოს ჩემგან რაიმე ნიშავნს ელოდა,ვერ მივხვდი მაგრამ მიმახვედრა როდესაც ჩვენი ბაგეები შეაერთა... ჯანდაბა ისინი ისეთი ფაფუკია ! ნელა და ფაქიზად მკოცნიდა,აზრზე არ ვიყავი არ ვაკეთებდი,უბრალოდ ამ მომენტით ვტკბებოდი რადგან ამ პატარა ნაპერწკალმა თითქოს გამაბედნიერა ! კოცნა უფრო გააღრმავა და ჩემს ზემოდან მოექცა, ხელი ტოპის ქვეშ წელს წამავლო და მომეფერა.. ის ისეთი კარგი იყო მაგრამ ეს უნდა შემეწყვიტა ! ენა პირში შემომისრიალა,რაზეც კვნესა აღმომხდა,ხელი შორტისკენ წაიღო თუმცა შევაჩერე,ჩემი ტუჩები მისას მოვაშორე და შუბლი შუბლზე მივადე. ვინმე ამიხსნის ეს რა იყო?!
- ეს არასწორია... - ვცდილობდი ჩემი სუნთქვის ტემპი დამერეგულირებინა თუმცა ვერ ვახერხებდი.
- მაპატიე,მე... მე.. თავი ვეღარ გავაკონტროლე და... - სიტყვა არ დავასრულებინე რომ ჩვენი ბაგეები კვლავ შევაერთე, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა,რაზეც მეც გამეღიმა. კოცნა პალატაში შემოსულმა ექიმმა გაგვაწყვეტინა,რომელიც გაკვირვებული მოგვჩერებოდა, შემრჩხვა და აწითლებული საწოლიდან წამოვფრინდი.
- ამ მე... ისა უბრალოდ უნდა მეთქვა რომ რამოდენიმე დღეში გაგწერთ და.. სანამ აქ იქნებით - ჩაახველა,რაზეც კიდევ უფრო გავწითლდი. - გთხოვთ მსგავსი რაღაცეებისგან თავი შეიკავოთ. - ექიმმა ბექას თვალი ჩაუკრა რაზეც ბექას გაეცინა,მე კიდევ ყბა ჩამომივარდა, მეღადავებით ?! ექიმი პალატიდან გავიდა მე კი ბექას თვალებში ვერც ვუყურებდი,მისი მრცხვენოდა. ცხოვრებაში პირველად მრცხვენია ვიღაცის ! ჩემს აწითლებულ ლოყებზე გაეცინა.
- კარგი მე.. მე უნდა წავიდე და.. ჰმ... მოკლედ წავალ და ხვალ მოვალ.
გაღიმება ვცადე, ზურგი ვაქციე და გასასვლელისაკენ წავედი,თვალი მოვკარი თუ როგორ წამოწვა საწოლზე და გაიღიმა. ჯანდაბა მგონი... ხო კაი არაფერი ! გზა გავაგრძელე თუმცა ჯანდაბა,უკან მოვბრუნდი მასთან მივირბინე და კიდევ ერთხელ ვაკოცე, ჩემს ქმედებაზე გაეღიმა და მანაც მაკოცა,მოწყვეტით ალბათ სამჯერ მაინც ვაკოცე შემდეგ როდესაც წამოსვლა დავაპირე კიდევ ერთხელ მაკოცა, ოღონდ არა მოწყვეტით,გამეღიმა და ხელები კისერზე ფრთხილად მოვხვიე. ხელები წელზე მომხვია და ჩემს ზემოდან მოექცა,ისევ?! მის ქმედებაზე სიცილი ვერ შევიკავე და კოცნა გავაფუჭე.. ჩემს სიცილზე მასაც გაეიცნა და მოწყვეტით კიდევ ერთხელ მაკოცა.
- კარგი ახლა უნდა წავიდე, თანაც ხომ გაიგონე ექიმმა რაც თქვა ? მსგავსი რაღაცეებისგან თავი შეიკავეთო. - გაეცინა და მომშორდა. კარისაკენ წავედი და გასვლამდე ხელიც დავუქნიე,გამიღიმა და მისი პალატიდან გამოვედი. სახლისკენ წავედი და როდესაც სახლამდე მივაღწიე შიგნით, მთელი ამბები დამხვდა, მთელი ჩემი სამეგობრო და სანაცნობო აქ იყო. ლუკაც და ლოლიტაც ჩემს დანახვაზე ბავშვებმა ჟრიამული ატეხეს,ნინი მომვარდა და ჩამეხუტა დიდხანს მიყურა და მათვალიერა.
- რა?
- ამ.. ერმ...
- ნინი რა მოხდა ?
- შენი ტუჩსახი, ის ცოტა არ იყოს .. ხომ ხვდები არა?! - მივხვდი რაც იგულისხმა,ამაზე გამეცინა და სიცილით ჩემი ოთახისკენ გავემართე.
ვგრძნობდი მათ გაკვირვებულ სახეებს და ამაზე კიდევ უფრო მეტად მეცინებოდა. როდესაც სააბაზანოში შევედი დავინახე წითელი იატაკი რამაც გული შემიწუხა,არა იმის გამო რაც მოხდა არამედ იმის გამო რომ საზიზღრობა იყო. იქაურობა დავასუფთავე და ჩემს თავსაც მივხედე, ტუჩსაცხი მთლიანად მომშორებოდა და კოცნისგან.. ხო კარგით გვეყო ! ჩემს აზრებზე მეტვითონვე გამეცინა.გამოვიცვალე თავი მოვიწესრიგე და დაბლა ღიღინით ჩავედი. კიბეებზე ჩასვლისას კი არანაირი გრძნობა არ დამეუფლა იქურობა დასუფთავებული იყო. თქვე კაი ადამიანებო თუ ამას ასუფთავებდით ჩემი ოთახიც დაგესუფთავებინათ !
- აბა ხალხნო რა ხდება? რატომ შევიკრიბეთ ? - გაკვირვებულმა გიომ სათქმელს თავი ძლივს მოაბა და მკითხა.
- როგორ ხარ? - თბილად გამიღიმა და ნინის გახედა.
- როგორ უნდა ვიყო? მშვენიერ ხასიათზე ვარ - გავიცინე და სავარძელში ჩავესვენე.
- გოგო იმ ბექამ ასეთი რა გიყო ესეთ კარგ ხასიათზე რომ ხარ ? - გაიცინა ნინიმაც და მიხვდა რაც მოხდა, პროსტა ნამიოკი ჩააგდო.
- It’s Secret babe ! - ამაზე ორივეს გაგვეცინა,დანარჩენები კი დებილებივით გვიყურებდნენ,ვერ ხვდებოდნენ რაზე ვიგუდებოდით,მხოლოდ ლუკას მზერას ვხვდებოდი, მიხვდა რაც მოხდა და ახლა სადაცაა აფეთქდება,ყბა დაჭიმული აქვს და კბილებს ერთმანეთზე ისე უჭერს რომ რავიცი. - ხალხნო მინდა მე და ნინიმ დუეტი შემოგთავაზოთ ! ნინი მზად ხარ? - გიტარა გადავუგდე და ვანიშნე რაც უნდა დაეკრა (Fred Astaire - i won't dance) როდესაც მელოდია დაიწყო ფეხზე წამოვდექი, ქუდი დავიფარე და ცეკვა დავიწყე, რაზეც ყველას ეცინებოდა გარდა ლუკასი რომელიც ისევ დაბოღმილი იჯდა,მასთან მივედი და ფეხზე წამოვაგდე რაღაც ილეთებს ვაჩვენებდი რომელიც უნდა გაეკეთებინა ის კი დებილივით მიყურებდა, რა შტერიაა!! ბავშვებს ამაზე უფრო ეცინებოდათ რაზეც მე კიდევ უფრო ვმხიარულობდი. მაგიდაზე შემოვხდი და ყროყინი უფრო გავაგრძელე,ჯანდაბა რა გამიკეთე?! მხიარულება დამიბრუნე ... აი ვინ არის ყველაზე კარგი არსება ! ბექა და არა ლუკა !! აქამდე რატომ ვერვამჩნევდი? რადგან სიმღერა 2 წუთიანია მელოდიაც მალევე მორჩა და სიმღერაც შევწყვიტე ! ყველა ოვაციებით შემეგება და მამხნევებდა. ლუკა ისევ აქ ზის ისევ უჟმური სახით,აქ საერთოდ რას მიკეთებს? ეგ ან ლოლიტა ? ბავშვებს ვუთხარი რომ სამზარეულოში გავიდოდი... დავინახე ნინი როგორ ამედევნა. როდესაც შიგნით შევედით მაგიდაზე შემოვხტი და ჩუმად დავიწივლე !
- ასეთი რა მოხდა ? - გაოცებულმა ნინიმ მკითხა.
- მოკლედ, დღეს ხო ვიყავი ბექასთან ხოდა ღამე მაგის საწოლში მეძინა,მეორე დღეს რას ვხედავ დილაუთენია ლოლიტა და ლუკა დაგვადგენ თავზე,ხო არ მოგესმა მაშინ როდესცა მე ესეთ დღეში ვიყავი ლოლიტა და ლუკა ერთად ერთობოდნენ... ნუ მთელი სცენები მოაწყვეს,მერე ბუფეტში ჩავედი წვნიანი ვუყიდე იქ რომ ავიტანე,ორიკოვზი ძლივს ვაჭამე მერე მითხრა თავად გასინჯე და მიხვდებიო,რომ გავსინჯე კინაღამ გულიწამივიდა ხოდა საპირფარეშოდან რომ გამოვედი,იცინოდა ამაზე გავბრაზდი მასთან მივირბინე და ბალიშის რტყმა დავიწყე... მე ჩემს ზემოდან მოექცა და თბილი მზერით მომაჩერდა, მერე ტირილიდ ავიწყე რა რადგან მისი ნაიარევი დავინახე და ამის მერე მამაშვიდებდა ხოდა მერე... დადადადააააამ !!
- აუუუ მოყევი რააა !!
- ხოდა მერე მაკოცა, მეც ავყევი ზედმეტი მოუნდა მარა ვერ მივართვი ხოდა მომშორდა ბოდიშები მოვუხადე არასწორიათქო, მერე იმან მე ბოდიში ეს არუნდა გამეკეთებინაო მარა მერე მევაკოცე,თავადაც არვიცი რატომ ხოდა მერე ექიმმა შემოგვისწრო ასეთი რაღაცეებისგან ეცადეთ თავი შეიკავოთო. მერე წამოსვლისთან მასთან მვირბინე მოწყვეტით რამდენჯერმე ვაკოცე და წამოსვლა დავაპირე თუმცა არგამომიშვა და კიდევ მაკოცა მერე ისევ ჩემს ზემოდან მოექცა და მაკოცა,იცი რა ღიმილი აქვს,იცი რა ფაფუკი ტუჩები? მინდა რომ გადავყლაპო ისეთი საყვარელია ! ხოდა გავაგრძელო,მერე გამეცინა და ერთმანეთს მოვშორდით ხოდა ეხლა აქ ვარ და ძალიან აჟიტირებული ვარ ვინმემ მიწკმინტეთ ! - ამ დროს ნინიმ მართლა მიწკმინდა რაზეც წამოვიკივლე.
- ღმერთო ელე შეყვარებული ხარ,იცი მასზე რომ საუბრობ თვალები როგორ გიბრწყინავს ? - გახარებულმა მკითხა. - ერთი ნახვით შეყვარება გამიგია მარა ერთი კოცნით შეყვარება ? რა უცნაურები ხართ ! - გაიცინა რასაც ჩემი სიცილიც მოყვა. - დიდი ხანია შენს სახეზე ესეთი გულწრფელი სიცილი აღარ მინახავს, 7 წლიდან სხვანაირი ხარ დღეს კიდევ ისევ იმ ლაღ და უდარდელ გოგონას ვხედავ !
- ხო მე ბექა ზედგენიძემ გამაბედნიერა ! - შევკივლე და ნინის მთელი ძალით ჩავეხუტე.

თავი 11

სამზარეულოში ვსაუბრობდით როდესაც კარის გაჯახუნების ხმა გავიგეთ,ამ ხმაზე შევხტი,მაგიდიდან ჩამოვხტი და ჰოლში გავედი... გაოცებულმა მოვავლე ბავშვებს თვალი და შევამჩნიე რომ ლუკა და ლოლიტა გამქრალიყვნენ. ხან ვის შევხედავდი,ხან ვის ბოლოს გიოს გაცოფებულ სახეს რომ წავაწყდი გიჟივით გარეთ გავვარდი,ლუკა მთელი სისწრაფით მიიწევდა წინ ლოლიტა კი ცდილობდა გაეჩერებინა და ზედ ეკიდებოდა. ლუკა მის ხელებს უხეშად იშორებდა და ამის გამო ლოლიტა გზაზეც წაიქცა... შუა გზაზე დააგდო ის კი გზას მაინც აგრძელებდა. ამ სანახაობას შევყურებდი, შევყურებდი და ვხვდებოდი რომ ლუკას გული სტკიოდა ! მეცოდებოდა,მაგრამ არ ვაპირებდი ამის გამო ჩემს გეგმაზე უარის თქმას,მისი წესებით ვითამაშებ და ვანახებ თუ რას ნიშნავს ტკივილი. შუა გზაში ვიდექი და ვუყურებდი როგორ ქრებოდა ლუკა ჩემი თვალებიდან. ჩაფიქრებული ვიყავი როდესაც ვიღაცის შეხებამ გამომაფხიზლა. მისკენ მივიხედე და ნინის დამწუხრებულ სახეს მივჩერებოდი.
- წამოდი,სახლში შევიდეთ... - გამიღიმა და მხარზე ხელი მომითათუნა,თავი დავუქნიე და სახლში შევედი. ბავშვები გამქრალიყვნენ ! ოთახში მარტო გიო იყო.
- სად გაქრა ყველა ? - გაკვირვებულმა ვიკითხე. გიომ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა.
- მეც წავალ ! - უემოციო სახით წავიდა კარებისკენ, შემდეგ ყველაფერს მივხვდი და გიო გავაჩერე.
- თქვენ რა ლუკას ამართლებთ და მე მკიცხავთ ჩემი საქციელის გამო ?! - დავუყვირე და ადგილზე ცქმუტვა დავიწყე. გიო შემომიბრუნდა და ნინის გადახედა.
- მე არავის არ ვასამართლებ, უბრალოდ..
- რა უბრალოდ ?! უბრალოდ ლუკას უჭერთ არა მხარს ?! ყოჩაღ მაგარი ხარ ! ამდენი წლის მეგობრობა ვიღაც ახალგადმოსული,ამპარტავანი ბიჭის გამო გააფუჭე.
- ელე მე.. - სიტყვა არ დავასრულებინე სამზარეულოში შევვარდი, თავი გავაქნიე და საჭმლის კეთებას შევუდექი როდესაც გიომ განრისხებულმა კარი ისე შემოაღო რამის ჩამოიღო.
- რას მეუბნები ელე ?! გინდა გაგამართლო იმის გამო რაც გააკეთე ?! ხო, დავუშვათ ლუკამ შეცდომა დაუშვა რომ სხვასთან დაწვა მერე რა ? არ იცი რომ ამას ყოველდღე აკეთებს?! იცი, მისგან საერთოდ არ განსხვავდები,ერთმანეთის ასლები ხართ,რა მოხდა თუ ბიჭმა გოგოს „უღალატა“? ეს ხომ ყოველდღე ხდება,შენ ამის გამო ასე უნდა მოექცე?! - ნინიმ თავი გამოყო და მისი ნათქვამი შეიცხადა.
- ამით რისი თქმა გინდა ? - ტონს აუწია ნინიმ.
- იმის თქმა მინდა რომ ბიჭი გოგოს ყოველდღე ღალატობს ! - არ დააკლო გიომაც.
- კარგი გასაგებია ! - სამზარეულოდან გასვლას აპირებდა როდესაც გიო მასთან მივარდა და მოაბრუნა.
- მე ეს არ მიგულისხმია !
- კი იგულისხმე !
- მე არ გღალატობ ! უბრალოდ იმის თქმას ვცდილობ რომ ელეს იმის გამო არ გავამართლებ რომ მასთან აქვს „ასეთი“ ურთიერთობა ვისაც მასზე ძალის ხმარება უნდოდა ! - მისმა სიტყვებმა პირდაპირ გამაოცა.
- და შენ რა გგონია სწორი ? ჩემსა და ლუკაზე არაფერი იცი, ამიტომ გირჩევნია მოკეტო ! არაფერი იცი იმის შესახებ,თუ როგორ გავიცანით მე და ლუკამ ერთმანეთი, რა გამიკეთა და ღმერთმა იცის რის გაკეთებას მიპირებს!
- და მაინც როგორ გაიცანით ერთმანეთი ?! უბრალოდ სკოლაში შეხვდით ერთმანეთს,ამაში რა არის განსაკუთრებული?! - დანა რომლითაც მწვანილს ვჭრიდი იქვე მივაგდე და გიოს მივუბრუნდი.
- კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ არ იცი როგორ გავიცანით ერთმანეთი ! - დავუყვირე და ვიგრძენი როგორ მომაწვა ცრემლები. ნინიმ ეს შეამჩნია და გიო სამზარეულოდან გააგდო. ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
- არც კი იცის, რას ამბობს ამიტომ ნუ მოუსმენ !
- გთხოვ ნინი მარტო დამტოვე რა ! მარტო ყოფნა მინდა... - ამოვისლუკუნე და თვალებში შევხედე, თავი დამიქნია და სამზარეულოდან გავიდა.
ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე... ტირილს ვუმატე და თავი ავწიე, თავი გავაქნიე და ცრემლები უხეშად მოვიშორე ! არა, აღარასოდეს ვიტიებ ! მხოლოდ სუსტები ტირიან... მე კი ძლიერი ვარ ! თუნდაც ყველა და ყველაფერი დავკარგო მაინც წამოვდგები ფეხზე, გავიღიმებ და ვიტყვი რომ კარგად ვარ ! ფეხზე წამოვდექი და საჭმლის კეთებას შევუდექი,არ ვაპირებ ყოველთვის ტირილს. დროა ჩემი ცრემლები ავანაზღაურო! გავიღიმე და საჭმლის მომზადება განვაგრძე. როდესაც დავასრულე კონტეინერში მოვათავსე და საავადმყოფოსკენ გავემართე. ტაქსს ფული გადავუხადე და შენობაში შევაბიჯე,როდესაც თვალი მომკრეს ყველა გაშეშდა. მე მომშტერებოდნენ და ჩურჩულებდნენ დაბნეული ვიდექი ერთ ადგილას და მათ გამომეტყველებას მივჩერებოდი,როდესაც ერთერთი ხანში შესული ქალის საუბარს მოვკარი ყური „თურმე იმ ბიჭთან ერთადაა,რომელმაც მასზე ძალა იხმარა და გააუბედურა“ მის სიტყვებზე უბრალოდ გამეღიმა და თავი გავაქნიე. ამაყი ღიმილით განვაგრძე გზა და ბექას პალატისკენ გავემართე. სანამ პალატამდე მივაღწევდი ყველას თვალებში ვუყურებდი და ამაყად ვუღიმოდი,მაგრამ ვაი ამ ღიმილს ნეტავ იცოდეთ ჩემს შიგნით რა ხდება ! მთლიანად არეული ვარ,არც კი ვიცი რას ვაკეთებ უბრალოდ იმდენად ჯიუტი,ამაყი და პრინციპული ვარ რომ არ მაინტერესებს სხვა ჩემზე რას იტყვის. პალატის კარები გამოვაღე და ადგილზე გავშრი... ბექა იატაკზე უგონოდ ეგდო და სისხლისგან იცლებოდა, დავიკივლე და მასთან მივირბინე. ტუჩიდან და წარბიდან სისხლი სდიოდა, ძლივს სუნთქავდა და ჩემს დანახვაზე ძალის მოკრება სცადა. ექიმს მთელი ხმით ვეძახდი და ჩემს აკანკალებულ ხელებს მის სახეზე დავაცოცებდი. ექიმი გიჟივით შემოვარდა და მის სხეულს წამის მეასედშ მომაშორა.მასთან მისვლა ვცადე თუმცა არ მიმიშვეს,ვიღაცის ძლიერი მკლავები მიჭერდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ექიმები ბექას შემოეხვივნენ და საკაცეზე დააწვინეს რაღაცეებს ბუტბუტებდნენ და გიჟივით მიაქროლებდნენ.ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე.. კვლავ ! თავს პირობა მივეცი რომ აღარასოდეს ვიტირებდი,ჯანდაბა ყველაფერი რატომაა ჩემს წინააღმდეგ ! ვერ ვხვდებოდი ეს ექიმი ამდენ ხანს რატომ მეკვროდა ან რატომ მამაშვიდებდა,თმაზე მეფერებოდა და მეუბნებოდა რომ ის კარგად იქნებოდა. თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? ახლა მთავარი ბექა იყო რომელიც შეიძლებოდა მომკვდარიყო ! კაცი ჩემს წინ ჩაიმუხლა და სახიდან ხელები სახიდან მომაშორა. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და ავსლუკუნდი,როდესაც კაცმა თავი ამაწევინა და თვალებში შემხედა უკან გავხტი. ტანში გამცრა და გამაკანკალა. თვალებში ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რომ ის აქ იყო. თბილად მიღიმოდა და მაკვირდებოდა. ძალა მოვიკრიბე და კითხვის დასასმელად მოვემზადე.
- თქვენ... - ღიმილი ყურებამდე აუვიდა და შეხება ცადა თუმცა თითით ვანიშნე რომ არ შემხებოდა.
- გახსოვარ ელენა ? - მის წარმოთქმულ სახელზე ჟრუანტელმა დამიარა და გულში რაღაც ჩამწყვიტა. - ჩემს ბიჭს მართლაც კარგი გემოვნება აქვს...
- ეს... კიმაგრამ როგორ ? დავინახე როგორ... - ენა ჩამივარდა,ამ სიტყვას ვერ ვამბობდი, მაგრამ ჩემი სათქმელი მან დაასრულა
- მოვკვდი ? - მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე - შენც და ლუკამაც ეს არასწორედ გაიგეთ.
- მაშინ ... - სიტყვებისთვის თავის მობმას ვცდილობდი თუმცა ვერ ვახერხებდი.
- ეს გრძელი ისტორიაა. - ღრმად ჩავისუნთქე და წარბები შევჭმუხნე,მხოლოდ ახლა შევამჩნიე მისი თეთრი ხალათი.. მოიცა რა? ის აქ მუშაობდა ?!
- ლუკამ ამის შესახებ იცის ? - უარყოფის ნიშნათ თავი გააქნია და თავი ჩაღუნა.
- ამის შესახებ არც უნდა გაიგოს. - მისმა პასუხმა გამაოცა.
- ამდენი ხნის მანძილზე რატომ არ გამოჩნდით ?! - სიბრაზემ ამიტანა.
- ის ამას ვერ გაიგებს,ამიტომ ჩავთვალე რომ ასე უკეთესი იქნებოდა...
- თქვენ არც კი იცით ამით რამხელა ტკივილი მიაყენეთ ! - ხმა გამიმკაცრდა.
- სხვა გზა არ მქონდა,რატომ არ გესმის ? ვიცი რომ იტანჯებოდა და სტკიოდა,მაგრამ ამის გამო მე უფრო ვიტანჯებოდი ! ვხედავდი როგორ იქცეოდა და რას აკეთებდა,მისი თითოეული ქმედება კარგად ვიცი,ვიცი როგორ გაწვალებს და როგორ უყვარხარ,თუმცა როგორც ჩანს ამას ვერ ხედავ და ვერ აფასებ ! - გაოცებულმა შევხედე და მის სახეზე გამოსახული განრისხების გამო ცოტა არ იყოს შემეშინდა.
- უკაცრავად ?! - ტონს ავუწიე და თვალებში ჩავაშტერდი. მათში თითქოს სინანულის ნაპერწკალმა გაიქროლა მაგრამ მალევე გაქრა.
- ელენა იცი რომ..
- ასე ნუ მეძახით, უფლება არ გაქვთ !!
- ელენა იცი რომ ამის უფლება მაქვს! მე ხომ შვილივით გზრდიდი, შენ კი ძალიან გიყვარდი ! - თვალები აუწყლიანდა,რამაც მგონი გული მომილბო
- ხო მიყვარდით,მაგრამ უკვე აღარ ! - ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა თბილი ბურთულა სახეზე,რომელიც მალევე მოვიშორე.
- ბექა კარგად იქნება, ამის პირობას გაძლევ ! უბრალოდ მინდა რაღაც ვიცოდე. - ვგრძნობდი რომ ამ კითხვის გამო რცხვენოდა.
- გისმენთ !
- გთხოვ ასე ოფიციალურად ნუ მესაუბრები...
- მეტს ვერ ეღირსებით ! - დანებების ნიშნად ამოიოხრა და მზერა ამარიდა, ცოტა ხანში კი კითხვაც დამისვა.
- ბექასთან რატომ გაქვს ურთიერთობა? ანუ გიყვარს, თუ უბრალოდ ერთობი ?! ჩემს შვილს ის ამჯობინე ? - მის კითხვაზე თვალები გამიფართოვდა
- თქვენ ვერ გადამიწყვიტავთ ვინ უნდა მიყვარდეს და ვინ არა !
- ახლა გასაგებია...
- რა არის გასაგები ?!
- ის არ გიყვარს !
- ეს თქვენ არ იცით.. - ჩაიცინა და ჩემს გვერდზე ჩამოჯდა.
- კი ვიცი, მას უბრალოდ იყენებ,ასე არ არის? მისმინე ამ თამაშს მორჩი,წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შენს საყვარელ ადამიანს დაკარგავ.
- რატომ გგონიათ რომ ვიყენებ ?!
- იმიტომ რომ გინდა ლუკას ატკინო,ისე როგორც მან გატკინა ! არ დაგაინტერესა ბექას ეს რატომ დაემართა? აქ ლუკა იყო... - მის ნათქვამმა თითქოს გონზე მომიყვანა, აბა სხვა ვინ იქნებოდა ?! ფეხზე წამოვდექი და წასვლა დავაპირე,როდესაც მკლავში ხელი წამავლო და უკან დამაბრუნა. - ამას არ გირჩევ,ის გაცოფებულია და მაინც ყოველი შემთხვევისთვის, იცოდე რომ ის მესაკუთრეა ! - თვალი ჩამიკრა რაზეც გავცოფდი.
- შეიძლება,მაგრამ მე სხვა არ ვარ ! მე არავის საკუთრება არ ვარ და არც არასდროს ვიქნები !! - თვალები დავუბრიალე და იქაურობას ჩამოვშორდი.
განრისხებული მივდიოდი ლუკას სახლისკენ... როგორ გაბედა ?! რა უფლება აქვს ან თავი ვინ ჰგონია რომ ასე იქცევა?! ჰგონია ყველაფრის უფლება აქვს და როგორც უნდა ისე მოიქცევა? არა ვერ მოგართვით, ახლა მასთან მივალ ყველაფერს პირში მივახლი რაზეც ვფიქრობ ! ბოლოს კი გაღიზიანებულზე უფრო გავაღიზიანებ და მამამისზე ვეტყვი ! ჯანდაბა,ნეტავ რა მოხდა ?! ის მკვდარი უნდა იყოს ! რანაირად გადარჩა? მშვენივრად დავინახე როგორ დააჭედეს თავში ტყვია, დავინახე თუ მისი ლანდი როგორ დაეცა მიწაზე... მაგრამ იქნებ ეს სულაც არ ყოფილა გაბრო ? იქნებ... იქნებ... როდესაც სავარაუდო პასუხი გავიფიქრე, ადგილზე გავჩერდი და პირზე ხელი ავიფარე. ეს შეუძლებელი იყო ! ჩვენ სამივენი იქ ვიყავით და სამივემ დავინახეთ რაც მოხდა... ჯანდაბა,ბექა ! ამის შესახებ უნდა დაველაპარაკო,უნდა გავიგო სინამდვილეში რა ჯანდაბა მოხდა და რას ინახავს ის წყეული ტყე,სადაც ისინი სალაპარაკოდ მიდიოდნენ.
მოგონება

^^^
- ჯანდაბა,ასე უბრალოდ ვერ წახვალ გესმის ?! შენ ჩვენს ბიზნესს ჩააფლავებ,ხომ იცი რომ ამის შესახებ არავინ უნდა გაიგოს ?! - გადაულაპარაკა ერთერთმა მეორე.ნეტავ რა ჯანდაბას აკეთებს ეს სამი აქ? ვხედავდი როგორ ამოაცურა ერთერთმა იარაღი და ხელში დამალა. პირზე ხელი ავიფარე და ირგვლივ მიმოვიხედე, არავინ იყო...
დღეს 17 იანვარია, შუა ღამეა და ტყვეში ძალიან ცივა.თვილი ბლუზა მაცვია თუმცა მაინც ვკანკალებ. ნისლი ხეებს თანდათან ფარავს და უფრო საშიშს და შემაძრწუნებელს ხდის... ვცდილობ შეუმჩნეველი ვიყო,ამიტომ ხეს ვეფარები და ნელნელა წინ მივიწევ,ვცდილობ მათი საუბარი გავიგო და რაიმე მაინც გავარჩიო. ვიცოდი რომ რაღაც ხდებოდა,ამიტომ მამაჩემს გამოვყევი. ვიცოდი რომ რაღაც ისე არ იყო,ამ ბოლო დროს ვამჩნევ რომ მამაჩემს ბიზნესთან პრობლემები აქვს,რაც ძალიან მაწუხებს. როდესაც ამის შესახებ ვეკითხები სახიდან ფერი გადასდის და დაბნეული ოთახიდან გადის ან საუბარი სხვა თემაზე გადააქვს. როდესაც მათ ვუახლოვდებოდი,ჯოზს ფეხი დავაბიჯე და ტკაცუნმა მათი ყურადღება მიიპყრო,წამით გაჩუმდნენ შემდეგ კი მამაჩემმა იმ სამიდან ერთერთი შესამოწმებლად გამოგზავნა, უკან სვლა დავიწყე და როდესაც მივვდი რომ ნაბიჯებს უჩქარებდა სირბილზე გადავედი,ისიც ამედევნა და ყვირილი დაიწყო,მივბრბოდი,როდესაც რაღაცას ფეხი წამოვკარი და მიწაზე დავეცი,ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა უცნობი. უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრთან რომ დამიჭერდა და მათთან მიმათრევდა,შემდეგ მამაჩემი მეჩხუბებოდა,დამიყვირბდა და ალბათ დამარტყამდა კიდეც მაგრამ სწორედ ამ დროს მკლავში ვიღაცამ ხელი ჩამავლო და რაღაც ორმოში ჩამაგდო.ვიღაცას დავეცი,რაზეც შევშინდი. შემდეგ ისიც ჩამოხტა და მანიშნა გავჩუმებულიყავი. ბნელოდა მაგრამ იმდენად არა მისი თითის მოძრაობა რომ არ დაგენახა. მიწას მიეფარა და თან მეც გამიყოლა,მხარზე მეფერებოდა და მაჩუმებდა,მთლიანად ვკანკალებდი,რადგან ძალიან მეშინოდა. ვგრძნობდი მეორე ადამიანის დაჟინებულ მზერას თუმცა ვაიგნორებდი,რადგან ახლა ზედმეტად შეშინებული ვიყავი. როდესაც დარწმუნდნენ რომ ის კაცი წავიდნენ ორმოდან ამოძვრნენ და მეც ამომიყვანეს, ის ერთი მაინც დაჟინებით მიყურებდა მეორე კი თბილად მიღიმოდა.
- ბოდიში სულ დამავიწყდა, მე ბექა ვარ ეს კი ლუკა. - გამიღიმა და ლუკას გადახედა. გავუღიმე და მადლობა გადავუხადე.
- ასეთ გოგოს ამ შუაღამისას ტყეში რა ესაქმება ?! - უხეშად მკითხა ლუკამ რაზეც გავოცდი,ახლა ამის დრო იყო ?
- ლუკა ასე უხეშად ნუ ელაპარაკები, ის ხომ გოგოა ! - შეუღრინა ბექამ
- შენ რა არ გაგიგია,რომ გოგოებს წესიერად თუ მოექცევი გაგანადგურებენ ? - ირონიულად გაიცინა რაზეც გავბრაზდი.
- მომისმინე,არ ვიცი თქვენ რას აკეთებთ აქ,მაგრამ მე საქმე მაქვს ! - ვუთხარი და წასვლა დავაპირე როდესაც ბექამ შემაჩერა, გაფრთხილებ ნიშნათ თვალები დააწვრილა და მკაცრად შემომხედა.
- დარწმუნებული ხარ? იქ საშიშია ! - გაღიმება ვცადე და ლუკას გადავხედე,მადლობა გადავუხადე და ისევ იმ ადგილისაკენ წავედი, კუდში ბექა ამედევნა რომელიც ჩემს შეჩერებას ცდილობდა. - მისმინე იქ არ უნდა მიხვიდე !
- იქ მამაჩემია ! - ჩემმა პასუხმა გააოცა.
- მამაშენი ?
- ხო.
- მოიცა ლევანი მამაშენია ?! - უხმოდ დავუქნიე თავი და დაბნეულმა ლუკას გავხედე,რომელიც გვიახლოვდებოდა.
- შენ საიდან იცი ?
- მე... - ახსნა დაიწყო,როდესაც სროლის ხმა გაისმა. შევხტი და უკან შემოვბრუნდი, იმ ადგილისკენ მთელი სისწრაფით გავიქეცი სადაც რამოდენიმე წამის წინ სროლის ხმა გაისმა... მთელი სისწრაფით მივრბოდი და როდესაც მათთან მივედი ორივეს გაოცებული მზერა ჩემზე გადმოვიდა. მამაჩემს იარაღი ხელში ეჭირდა და დაჭრილს ზემოდან დაჰყურებდა. დავინახე მიწაზე დაგდებული სხეული რომელიც გულში იყო დაჭრილი, პირზე ხელი ავიფარე და მამაჩემს იმედგაცრუებულმა შევხედე. როდესაც დავინახე რომ ბექა და ლუკა გვერდში ამომიდგნენ, ლუკას სახეზე ცრემლები ჩამოუგორდა დაბლა დაგდებულ სხეულთან მივიდა და მისი თავი კალთაში მოიქცია. ტირილს უმატა და ხელებით მოფერება დაუწყო,როდესაც ძალიან სწრაფად ბექამ ხელი ჩამკიდა და ტყისკენ გამაქცია... მივრბოდით,ოღონდ არ ვიცოდი სად,ბექა ხელს ძლიერა მიჭერდა და უფრო ჩქარა მიმარბენინებდა,თითქოს იცოდა რა შარშიც გავყავით თავი...

^^^
ლუკას სახლთან მივედი და კარებზე დავაკაკუნე, კარები ლოლიტამ გამიღო რაზეც გული ჩამწყდა. კარებს მიეყუდა და დაკვირვება დამიწყო,ღრმად ჩავისუნთქე, თავი ავწიე და დაუკითხავად შევაბიჯე ოთახში. მისაღებში შევედი და თვალებით ლუკას ძებნა დავიწყე. სავარძელში იჯდა და სისხლს იწმენდა. როგორც ჩანს არც ბექას დაუკლია ! როდესაც დამინახა თვალე გადაატრიალა და სხვაგან გაიხედა,დავინახე როგორ ეყარა სისხლიანი ბამბები მაგიდაზე, გამახსენდა ის დღე როდესაც ლუკას ჭრილობებს ვუმუშავებდი.ამის გახსენებაზე ჩამეცინა და სავარძელზე ჩამოვჯექი. ფეხი ფეხზე გადავიდე და ხელები გადავიჯვარედინე, ამოვიოხრე და საუბარი დავიწყე.
- უნდა ვილაპარაკოთ. - დამცინავად შემომხედა და ჩაიცინა.
- ახლა იმაზე ლაყბობა უნდა დამიწყო ბექას რომ ცხვირპირი გავუერთიანე ? - მის კითხვაზე გამეცინა,რამაც მისი გაკვირვება გამოიწვია.
- გინდა თქვა რომ შენ გაუერთიანე ცხვირპირი ? საკუთარ თავს შეხედე - დამცინავად ვუყურებ და ხელბით ფეხებს ვეყრდნობი. - იმით ამაყობ რომ ვიღაც გოგოს გამო ადამიანი სიკვდილის პირამდე მიიყვანე ? - ჩემს კითხვაზე წინ წამოიწია და დაჟინებული მზერა მომაპყრო,ისეთი როგორიც ერთ დროს მაშინებდა.
- ამდენი ხნის მანძილზე ვერ მიხვდი რომ ვიღაც გოგო არ ხარ ? - როდესაც მისმა ლამაზმა ბაგეებმა ეს სიტყვები წარმოთქვა თავი გავაქნიე და გავიღიმე,მისგან ეს სიტყვები ძალიან მესიამოვნა.
- ეს რატომ გააკეთე ? ხომ ხვდები რომ მის მიმართ გრძნობები მაქვს არა ? - ვცდილობდი მწყობრიდან გამომეყვანა,ამის გამო არ გეგონოთ რომ ბექას ვიყენებ... უბრალოდ ! ჯანდაბა,მასთან თავს კარგად ვგრძნობ მაგრამ ის... კარგით დაივიწყეთ !
- ეს რატომ გავაკეთე ? რა შეკითხვაა ! - ამ დროს ოთახში ლოლიტა შემოცუნცულდა და ლუკას კალთაში ჩაუხტა, ტუჩებში მოწყვეტით აკოცა და შემომხედა. მის ქმედებაზე დავიძაბე,მინდოდა შუაზე გამეგლიჯა და დამექუცმაცებინა. ვხედავდი ლუკას კმაყოფილ ღიმილს რომელიც უბრალოდ მაღიზიანებდა.
- ახლა ხვდები ? - გამიღიმა და ლოლიტას წელზე ხელი შემოხვია.
- რას უნდა ხვდებოდეს ? - დაბნეულმა ამოილაპარაკა
- არაფერს პატარვ. - მის „პატარავ“-ზე თვალები გადავატრიალე და ფეხზე წამოვდექი.
- როდესაც მარტო იქნები მაშინ დაგელაპარაკები,რადგან ეს თემა მასთან განსახილველი არ არის.
- და მაინც რაზე უნდა მესაუბრო ?
- ისეთ რამეს გეტყვი რაც შენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის ! - ჩემს სიტყვებზე გაეღიმა და ლოლიტა მოიშორა.
- გთხოვ, სიყვარულის ახსნა მხოლოდ ერთი სიტყვითაც შეიძლება ! - თვითკმაყოფილი იდიოტი !
- დამშვიდდი, მე შენთან არაფერი მესაქმება ეს უბრალოდ... ჩვენს საიდუმლოს ეხება ! - ბოლო სიტყვებზე დასერიოზულდა და ახლოს მოვიდა.
- რამე მოხდა ?
- ამას ასე უბრალოდ ვერ გეტყვი ! - მწველი მზერით მომაშტერდა და ყურადღება ჩემს ტუჩებზე გადაიტანა.
- რას მიმალავ ?! - ხმა გაუმკაცრდა და ისევ ჩემს თვალებთან დაბრუნდა.
- ამის თქმა არ შემიძლია ! - შევუბღვირე და მისი სახლი სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე..

***
- როგორ არის ? - საავადმყოფოში შესულს გაბროს შევეჩეხე.
- ლუკასთან იყვაი ? - ჯანდაბა ეს კაცი რას ცდილობს ?!
- ბექა როგორ არის ! - ამოიოხრა და მზერა ამარიდა,მე კი სახესთან ხელი გავუტკაცუნე და შემდეგ ავუქნიე - ალიო ? ისევ აქ ვარ !
- ოპერაცია ცოტახანში დამთავრდება,ბევრი სისხლი დაკარგა.. - ანალიზებს გადახედა და თავი შიგნით ჩარგო ! მე კი ჩემთვის ჩავიბუტბუტე „ნეტავ რატომ-მეთქი“ - რამე მითხარი ? - უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და მისი საოპერაიო ოთახისკენ წავედი. იქვე არსებულ სკამზე ჩამოვჯექი და თითებს წვალება დავუწყე. ნეტავ ახლა იქ რახდება ? როგორ არის ჩემი ბექა ? „ოჰ უკვე შენი ბექაა?!“ გამომეხმაურა ჩემი მეორე მე. მას თუ რამე მოუვა ჩემი ბრალი იქნება „ოღონდაცა რა,მეტი საქმე არ გავქს მაგ სკამზე რომ გდიხარ?!“ დამიყვირა, „მოკეტე ! ნუთუ ვერ ხვდები რომ ის მისთვის მართლაც მნიშვნელოვანია“ გამოეპასუხა მეორე,რაზეც გამეღიმა.გვერდით ისევ ის მომიჯდა.
- ჯანდაბა თავს რატომ არ მანებებთ, რა გინდათ ?! - დავუყვირე იქვე არსებულ გაბროს რომელიც გატრუნული იჯდა თავისი საქაღალდეებით.
- უბრალოდ მინდა დავრწმუნდე,რომ კარგად... - მას მივჩერებოდი და თვალებით ვჭამდი,როდესაც საოპერაციოდან ბექა გამოიყვანეს,ფეხზე წამოვხდი და მასთან მივედი. ექიმები მეუბნებოდნენ მოშორდით დასვენება სჭირდებაო,მაგრამ მათ ყურს არ ვუგდებდი. ბექას თავზე ვედექი და მის სახეს ვეფერებოდი.
- ქალბატონო ახლავე მოშორდით ! - ხელი მკრა ერთმა ქალმა,მაგრამ მიხვდა რომ ეს არ უნდა ეთქვა. ბექამ ხელი მომკიდა და რაც ძალა ჰქონდა მომიჭირა.
- ბიჭს თუ მისი აქ ყოფნა სიამოვნებს,ესეიგი ეს გოგონაც აქ უნდა იყოს ! - შეუბღვირა მეორემ,რაზეც გამეღიმა.პალატაში შეიყვანეს და მეც შიგნით შემიშვეს.მის ქვერდით ჩამოვჯექი და მისი ხელი სახეზე მივიდე.თვალები დავხუჭე და მის თბილ ხელს ვაკოცე...
- ჰეი.. - ამოიხავლა,რამაც ჩემი ყურადღება მიიპყო,ფეხზე წამოვდექი და თავზე დავადექი.
- შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება,სუსტად ხარ ! - ვუთხარი და გაღიმება ვცადე. ისეთი თვალებით მიყურებდა,რომ ვერ გამერკვია რას მეუბნებოდა. ბოლოს ისევ თავად მითხრა.
- შეგიძლია გახვიდე ? - მისმა სიტყვამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შოკში ჩამაგდო. - არ მინდა ესეთ მდგომარეობაში მხედავდე.
- არა,არ გავალ ! მინდა შენს გვერდით ვიყო.. - ტუჩები გავბუსხე რაზეც გაიცინა და თითით მანიშნა მაკოცეო. მის ქმედებაზე გამეღიმა და ნაზად ვაკოცე.კოცნა საკამოდ ნაზი და რბილი იყო,ისეთი როგორიც მიყვარს. წამით კოცნა შეწყვიტა და ჩემს ტუჩებთან ამოილაპარაკა „მიყვარხარ და შენს გაშვებას არასოდეს ვაპირებ“ მის სიტყვებზე გამეღიმა და კიდევ ერთხელ ვაკოცე.
- იცი,მეგონა დღეს გამოგწერდნენ და ჩემს პირველ ყროყინს დაესწრებოდი. - გავიცინე და მის საწოლზე ჩამოვჯექი. ჩემმა პასუხმა გააკვირვა და ამის გადმოსაცემად ცალი წარბი ასწია. - კაფეში დავიწყე მუშაობა,დღეგამოშვებით ვმუშაობ ერთ დღეს 8ზე,მეორე დღეს 10-ზე. რატომღაც დღეს დილით მითხრეს რომ 10-ზე უნდა მივსულიყავი და არა რვაზე. მთხოვეს რაიმე თბილი,სასიამოვნო მოსასმენი სიმღერა შემერჩია მე კიდევ შევარჩიე Wetwetwet-ის „love is all around“ და მინდოდა შენთვის მომეძღვნა,მაგრამ იმ იდიოტი ლუკას გამო ალბათ აქედან კიდევ კარგა ხანი ვერ გამოგწერენ. - მისი სახელის ხსენებაზე ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სხეული. - ამ.. შეიძლება ახლა ამის დრო არ არის მაგრამ, იცი რამოხდა ? - ინტერესით აღსავსე თვალები მომაპყრო. - ერმმ.. გაბრო, ის... მოკლედ ის ცოცხალია.
- ვიცი. - თავი ოდნავ წინ წავწიე და წარბები ავწიე,ისეთი სასაცილო სანახავი ვიყავი რომ ბექასაც კი ეცინებოდა,მაგრამ თან ვერ ეცინებოდა რადგან ყველაფერი სტკიოდა. - ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ,ახლა კი წადი და უჩვენე მათ სერირი უკვე ათისნახევარია.
- სეირი ვუჩვენო ? შენ ხომ არც კი იცი როგორ ვმღერი ვარ !
- შენში 100%- ით დარწმუნებული ვარ,ასე რომ ნუწუწუნებ და გაიქეცი. - გავიცინე და კიდევ ერთხელ მოწყვეტით ვაკოცე.
ნინის დავურეკე და ვუთხარი რომ მოსულიყო,მითხრა გიოსაც ვეტყვი იქნებ წამოვიდეს და შერიგდეთო,მაგრამ ვეწინააღმდეგებოდი,ჯერ მაგასთან შეხვედრა არ მინდოდა. ბოლოს დამთანხმდა კარგი როგორც გინდაო და გამითიშა. ტაქსში ჩავჯექი და კაფის მისამართი ვუთხარი.როდესაც ამ იდიოტის წყალობით ჯაყჯახით ძლივს მივაღწიეთ,ფული სახეში მივაყარე და კაფეში სირბილით შევცუნცულდი. საათს დავხედე და უკვე 10 წუთი აკლდა.როდესაც შევედი ის მოხუცი ქალი შემომეგება,რომელიც აშკარად ანერვიულებული იყო.
- დროზე,შვილო მეგონა უკვე აღარც მოხვიდოდი - მის ქოთქოთზე გამეცინა. - სიმღერა შეარჩიე ? ძალიან გიჟური ხომ არ არის ? არ მინდა აქაურობა მართლა კლუბად ვაქციე.მიდი საგრიმიოროში შედი უცებ გაგიკეთებენ მსუბუქ მაკიაჟს და სცენაზე ადი. ოჰ წავედი ახლა მე რამდენი საქმე მაქვს. - ღიმილით გავაყოლე თვალი და საგრიმიოროში შევედი,სადაც ულამაზესი და უშხვართესი გოგო დამხვდა,მის დანახვაზე პირი ღია დამრჩა რაზეც გაეცინა.
- მასე ნუ მიყურებ,მოდი დროზე - სიცილითმითხრა და სკამზე დამაგდო. - ოჰ მასე ნუ მიყურებ რა !
- შენ უბრალოდ... უბრალოდ.. ძალიან ლამაზი ხარ !
- შენც ძალიან საყავრელი ხარ ! - გაიცინა და ტუჩსაცხი ამოიღო, ბორდოსფერი პომადა, ტუჩი და ცოტაოდენი რუმიანა,თუ რაც ჰქვია ვერ ვერკვევი,ეგენი წამისვა და სცენაზე ამაგდო. როდესაც სცენაზე ავედი,წამიერად დავბრმავდი. სახეზე ხელი ავიფარე და როდესაც სინათლეს მივეჩვიე მოვიშორე,ამის დანახვაზე ზოგმა სიცილი დაიწყო რაზეც გავბრაზდი ! აბა აქ იყოთ,ესე ნერვიულობდეთ და ესეთი საზიზღარი შუქი განათებდეთ მერე ვნახავდით ! მიკროფონი გავასწორე და თვალებით ნინის ძებნა დავიწყე,ხელი დამიქნია რაზეც გამეღიმა. მელოდია ჩაირთო და სიმღერაც დავიწყე.
„I feel it in my fingers
I feel it in my toes
Love is all around me
And so the feeling grows

It's written on the wind
It's everywhere I go
So if you really love me
Come on and let it show

შუა სიმღერაში,ბარში გიო და ლუკა შემოვიდნენ,რაზეც ხმა ჩამიწყდა თუმცა გამახსენდა რომ სიმღერას ვერ შევწყვეტდი და ისევ გავაგრძელე. დავინახე როგორ გადახვია ნინის გიომ ხელი. როგორც ჩანს გიოს მაინც უთხრა,მან კი ლუკა წამოათრია !

You know I love you, I always will
My mind's made up by the way that I feel
There's no beginning, there'll be no end
'Cause on my love you can depend

I see your face before me
As I lay on my bed
I kinda get to thinking
Of all the things you said

You gave your promise to me and I gave mine to you
I need someone beside me in everything I do

You know I love you, I always will
My mind's made up by the way that I feel
There's no beginning, there'll be no end
'Cause on my love you can depend

I got to keep it moving

It's written in the wind
Oh everywhere I go
So if you really love me, love me
Come on and let it show
Come on and let it show
Come on and let it
Come on and let it,
Come on and let it show
Come on and let it,
Come on and let it,
Come on and let it show,
Come on and let it show,
Come on and let it show“

როდესაც მელოდია დამთავრდა ყველა ოვაციებით შემეგება. არაფერი მესმოდა უბრალოდ ლუკას თვალებში მივშტერებოდი და არაფერზე ვფიქრობდი. ის კი იღიმოდა და ტაშს მიკრავდა. სკამიდან ჩამოვხტი და იქაურობას სწრაფად ჩამოვშორდი. შუაგზაზე მივაბიჯებდი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი,კანდაბა ახლა მაინც რა გატირებს ?! რატომ არ შეგიძლია უბრალოდ ყველაფერი დაიკიდო ?! ყველაფერი იმ სამის ბრალია ! ის შემთხვევა რომ არა იქნებ დღეს ერთმანეთი არცერთს არ გაგვეცნო ?! იქნებ ყველაფერი ისე კარგად ყოფილიყო როგორც იყო ? ირგვლივ არავინ იყო,ამიტომ გადავწყვიტე გზიდან გადამეხვია და ტბაზე გავსულიყავი... როდესაც საშინლად შემაძრწუნებელი ადგილები გავიარე ტბასთან აღმოვჩნდი. ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე და მინდორზე დავწექი. ხელები მუცელზე დავიწყე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას მივაშტერდი. ვფიქრობდი ყველაფერზე,ყველაფერზე რაც ჩემს თავს ხდებოდა. რა სასაცილოა, ორი ბიჭი მიყვარს და ვერ გადავცყვიტე რომელი ! ლუკას ვერ ვპატიობ იმ საქციელს რაც გააკეთა,შემიძლია ადამიანს ყველაფერი ვაპატიო ტყუილიც კი,მაგრამ ღალატს ვერავის ვაპატიებ ! მაგრამ მეორეს მხრივ ის ჩემს ... ნუ ალბათ მიხვდით არ ცდილობდა,სამაგიეროდ ბექა ამ დროს ნასვამი იყო,ისეთი გახეული მთვრალი იყო რომ ვერც აცნობიერებდა რას აკეთებდა. + ამას ლუკა უდანაშაულო არსებას მამწარებს და ცხოვრებას ჯოჯოხეთად მიქცევს, შურისძიებისგან დაბრმავებული ბექა კი ჩემს გამოყენებას ცდილობდა რომ ლუკაზე შური ეძია. ვერ ვხვდები ბექა ლუკას რატომ ემტერება ? ლუკასაც ეზიზღება ბექა მაგრამ მასზე შურისძიება არ სურს. არადა ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, ასე არ არის ? ბექას მიზეზი არ აქვს რომ ლუკა ეზიზღებოდეს. მაგრამ მოიცადეთ... გთხოვთ ეხლა არ მითხრათ რომ.. არა შანსი არაა ! ჩემს აზრზე გამეცინა, ე საიდან დავასკვენი ? მართლა რა ჩლუნგი ხარ რა ბერძენიშვილი,შენზე დებილი არავინ არსებობს,საიდან მოაბოდიალე რომ ისინი ჰომოსექსუალები არიან და ერთმანეთს აეჭვიანებენ ?! ვაიმეეე ასეთი დებილი რა დაიბადე ?! მაგრამ ღმერთმა იცის მაშინ ტყეში ერთ ორმოში რას აკეთებდნენ,ამის გაფიქრებაზე სიცილს უფრო ვუმატე და ხოხვა დავიწყე. მართლა რა შტერი ხარ რააა !! რა არარეალურს ვიტყვი ხოლმე, ჩემი თავის მიკვირს,სხაზე რაუნდა ვილაპარაკო ? :დდ ოიიიჰ... ნამდვილად არ არის ეს იდიოტური აზრი ნამდვ... ეს რა ხმა იყო ?! დაფეთებული წამოვხტი და ირგვლივ მიმოვიხედე, არავინ იყო... ო, ალბათ მომეჩვენა ? კივილის ხმა კიდევ ერთხელ გავიგე და შევხტი. ხმის მიმართულებით წავედი,ვიღაც გოგოს ნამდვილად აწამებენ ! სწრაფი ნაბიჯებით მივიწევ ყველაზე საშიშ და ბნელი ადგილისკენ საიდანაც ის ამაზრზენი ხმა ისმის. ვხვდები რომ თანდათან ვუახლოვდები, ვიღაც ბიჭებს,ალბათ 23,24 წლის ბიჭები გოგო ხეზე ყავთ მიბმული და დანით სერავენ. ამ სანახაობაზე პირზე ხელი ავიფარე და
უკან შემოვბრუნდი. გავიგე ერთ-ერთის ჩაცინება, მისი ბოროტული სიცილი მეცნო. ეს... არა ეს შეუძლებელია ! ნუთუ... შემოვბრუნდი თუმცა უკვე გვიანი იყო ! სწორედ ის ჩემს წინ იყო ასვეტილი და თვალებში უტიფრად მიყურებდა,მისი სისხლიანი ხელები სახეზე მომკიდა რომელიც წამშივე მოვიშორე.
- როგორ შეცვლილხარ... - თბილად შემომხედა რაზეც გავბრაზდი.
- შენ კი როგორც ჩანს ისევ ამით ხარ დაკავებული,არც კი მჯერა რომ ერთ დროს მიყვარდი. - თავი გავაქნიე და წამოსვლა დავაპირე,თუმცა მისმა ძლიერმა მკლავებმა შემაჩერა.
- რადგან შენი ნებით მოხვედი,მაშინ ვეღარ წახვალ. დროა ერთ დროს დაწყებული საქმე დავასრულოთ რას იტყვი ? - ეშმაკურად ჩაიცინა და წელი ხელზე მომხვია ხელი მკერდზე დავარტყი და უკან გადავაგდე. გავიქეცი,ახლა სულ არ მაინტერესებდა იმ საწყალი გოგოს ბედი. უბრალოდ მივრბოდი,მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა... მესმოდა როგორ ბოროტულად იცინოდა, მაშინ როდესაც მე მის ადგილას ვიყავი მაშინაც ასე იცინოდა. ვიგრძენი როგორ გაიკვლიეს ცრემლებმა ჩემს სახეზე გზა. გამახსენდა თითოეული წამი წუთი და მასთან გატარებული მთელი დრო. გამახსენდა როგორი ბედნიერი ვიყავი,სანამ ერთ დღეს აქ მომათრევდა... მივრბოდი და ვცდილობდი მისგან თავი დამეღწია,მაგრამ მას ვერავინ გაურბის, მაგრამ მაშინ ის დამარცხდა ! ვგრძნობ რომ გული სადაცაა საგულედან ამომივარდება და დაღლილობისგან ჩავიკეცები. ისიც მომსდევს და ალბათ მალე დამიჭერს. გზაზე გავედი და ირგვლივ მომივიხედე, ჯანდაბა სულ სხვაგან ვარ ! სირბილს ვიწყებ როდესაც ვიღაც ძლიერად მიჭერს და მისკენ მაბრუნებს.
- რა გგონია, სად მირბიხარ ?! - თვალებს აწვრილებს და თავს ოდნავ აქნევს. მის დანახვაზე ღრმად ჩავისუნთქე. როდესაც მის განრისხებულ სახეს წავაწყდი,იქვე გავშრი. მანაც შეამჩნია იქ მყოფი და შებრუნდა. ხელი წელზე მომკიდა და მისი ზუგის უკან დამმალა.
- ოო, ისევ შენ ? - გადაიხარხარა გოგამ - გეყოფა რა ეს უაზრო გამოხტომები,ხომ იცი რომ გოგო ჩემია ?! - ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და ჩვენკენ სვლა დაიწყო.
- რაიყო გოგა, მოგენატრა ჩემი ხელის გემო ? - არც მან დააკლო ირონია.
- შეიძლება,მაშინ როგორღაც წამართვი,მაგრამ ამჯერად არ დაგითმობ,თუნდაც შენი მოკვლა მომიწიოს. - დასერიოზულდა, ლუკამ მის სიტყვებზე გადაიხარხარა.
- საინტერესოა,ვის ვისი მოკვლა უნდა მოუწიოს ! დაგავიწყდა რა დღეში ჩაგადე ? მიწაზე ხოხავდი და სისხლს ანთხევდი. - ჯანდაბა, ახლა ყველაფერი ნათელია ! როდესაც გავაანალიზე რა მოხდა ლუკას შეშინებულმა ავხედე, ახლა მისი უფრო მეშინოდა..
- ის შენთვის არაფერს ნიშნავს,შეგიძლია ასეთი კიდევ უამრავი დაითრიო დამითმე ! - დავინახე,როგორ ამოაცურა გოგამ ჯიბიდან იარაღი. ამის დანახვაზე თვალები შუბლზე ამივიდა და ლუკას ხელი მოვუჭირე. როგორც ჩანს მანაც შეამჩნია თუმცა არ შეიმჩნია.
- მოდი და წაიყვანე. - მის ნათქვამზე თითქოს გულშ რაღაც ჩამწყდა. ის აპირებდა რომ მისთვის გადავეცი როგორც უმნიშვნელო ნივთი ?! გოგამ მის ნათქვამზე გაიცინა და იარაღი ჯიბეში ჩაიდო,როდესაც მოგვიახლოვდა ლუკამ ხელი გამიშვა. როდესაც გოგა მის პირისპირ იდგა ლუკამ იარაღი ოსტატურად ამოაცალა და პირდაპირ შუბლზე მიადო. - გგონია საყვარელ ქალს,ასე უბრალოდ დავთმობ ? თანდათან ვრწმუნდები რომ უტვინო ხარ ! - გოგა შევათვალიერე და მის ხელში დანა შევნიშნე. გთხოვთ არ მკითხოთ საიდან მაგრამ ფეხსაცმლიდან დანა ამოვიღე და მუცელზე მივაჭირე.
- დანა მომეცი ! - მბრძანებლური ტონით ვუთხარი და დანა უფრო მივაჭირე, დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია.მე კი მისი მაისურიდან ჯიბეებიდან,ფეხსაცმლიდან და საათში ოსტატურად დამალული პატარა დანა ამოვაცალე. ვიცოდი, ყველაფერი ვიცოდი. ერთ დროს ეს თვითონ მასწავლა.
- ყოჩაღ ! ნამდვილად სანიმუშო მოსწავლე ხარ. - გამიცინა და ლუკად მიუბრუნდა. - აბა რას იზავ ახლა,მესვრი თუ დიდხანს გელოდო ?! - ლუკამ ჩაიცინა და იარაღი იქვე მიაგდო.
- ყველაფერი შენს გამო დაიწყო.. - დამცინავად ათვალიერებდა და აშკარად იწვევდა.
- ოო, ნეტა იცოდე რა სიამოვნება იყო,როდესაც მამაშენს ვესროლე. - რაო ?
- რას ბოდავ ?! - ტონს ავუწიე და შევუბღვირე.
- ხო ლამაზო,მამამისს მე ვესროლე ! - ლუკას ამის მოსმენაღა აკლდა, რომ სახეში მუშტი უთავაზა. მიწაზე დაეცა და სისხლი მოიწმინდა. - მამაშენი ახლა ალბათ შენით ძალიან ამაყობს არა ?! ნეტავ იცოდე მაინც როგორი ღორი იყო. - ლუკა მის ზემოდან მოექცა და მისი სახის დამახინჯება დაიწყო. ასეთი სასტიკი ბოლოს,მაშინ ვნახე როდესაც მამაჩემს სცემდა,ვიცოდი იგივეს დამართებდა თუ არ შევაჩერებდი.
- არ აბედო და მამაჩემზე არაფერი თქვა !! - დაუყვირა და კიდევ ერთხელ დაარტყა,ისეთი გამწარებით ურტყამდა რომ ხელიდან სისხლი სდიოდა.
- ლუკა გაჩერდი ! - ვეცადე მკაცრად მეთქვა თუმცა ახლა ისეთი შეშინებული ვარ არამგონია მკაცრად ნათქვამი გამომსვლოდა. - გაჩერდი !! - მასთან მივვარდი და მისი მრისხანებით აღსავსე სახე ჩემს ხელებში მოვიქციე. - ის ცოცხალია ! - ჩემს სიტყვებზე გაქვავდა და ამ სამყაროს მოსწყდა, თვალზე პატარა,ლამაზი ბურთულა ჩამოუგორდა და გოგას ხელი უშვა. მისგან მოშორებით დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. მასთან მივედი და ჩავეხუტე.
- ეს სიმართლე არ არის,დავინახე როგორ.. როგორ დაიცალა სისხლისგან. - თქვა და მთელი ძალით ამეკრო. თმაზე ვეფერებოდი და ვამშვიდებდი,ჯანდაბა ეს არ უნდა მეთქვა !!
- ის ცოცხალია, არ მომკვდარა ! - იმედით აღსავსე თვალებით ამომხედა
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ ?! მატყუებ,გინდა რომ ჩემს გრძნობებზე ითამაშო არა ?! - სახეზე ზიზღი გამოესახა და უხეშად მომიშორა. ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. - ასეთი ძ*კნა როგორ შეგიძია იყო ! - შევბრუნდა და წასვლა დააპირა,მეც წამოვდექი ფეხზე.
- ლუკა ის მართლა ცოცხალია ! - ვუყვიროდი,ის კი თანდათან მშორდებოდა. - ჯანდაბას შენი თავი შემიძლია მის სანახავად წაგიყვანო !! - დავუყვირე და ჩემი სიტყვების გაგონებაზე გაჩერდა, შემომიბრუნდა და მომიახლოვდა. თითი სახესთან მომიტანა და გამაფრთხილა.
- იცოდე, თუ ეს ტყუილი აღმოჩნდება დავივიწყებ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ,ავდგები და მის ნაცვლად ყელს მე გამოგჭრი ! - ვხვდებოდი როგორი სასოწარკვეთილი და განადგურებული იყო,მე კი მისი მდგომარეობა მასზე მეტად მტკიოდა.


შუაღამეა... არემარე წყვდიადმა მოიცვა და უფრო ამაზრზენი გახადა. ხეებს ვუყურებ და ვცდილობ დავმშვიდდე.. ახლა რა იქნება? ლუკა მამამის ნახავს და ყველაფერი დალაგდება? არა ! საშინელება მოხდება.ლუკა განადგურდება,მამამისი კი ამის შემდეგ ისევ გაქრება მისი ცხოვრებიდან. იმის ნაცვლად რომ დაკარგული დრო აანაზღაურონ ადგებიან და ერთმანეთს ისე ეჩხუბებიან თითქოს ერთმანეთის მტრები იყვნენ. მე ? ჰა! მეე?! მე აღარც ვარსებობ,საერთოდ გავქრი ამ სამყაროდან და ჯოჯოხეთში ამოვყავი თავი.მე რა ბედი მეწევა? მე და ბექა ერთად ვიქნებით ბედნიერები,საყვარლები და ამაზრზენებიც,რადგან ეს ყველაფერი ფარსი იქნება ! ბექას ასეთი ცვლილება მაფერხებს,არ ვიცი რატომ მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული. იქნებ ასეცაა? თუმცა ამის მიზეზი არ აქვს,რეებს ბოდიალობ! ადამიანები იცვლებიან ამის ცოცხალი მაგალითი კი ბექაა რომელიც ძალიან თბილი და საყვარელია. ფეხები მოვკეცე და სავარძელს მივეყუდე. მანქანაში ვზივართ და ვდუმვართ... ლუკას თვალს არ ვაცილებ და მის იდეალურ ნაკვთებს უფრო უკეთესად ვსწავლობ. თაფლისფერი თვალები,რომლის შემხედვარეც ფეხებში ძალა გამოგეცლება და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დადნები! სწორი ცხვირი,სწორი და პატარა ცხვირი, მისი მარწყვივით წითელი ტუჩები,რომელიც მადისაღმძვრელად გამოიყურება.ალბათ ისეთი ფაფუკი და ნაზია,თუმცა ამაზე რატომ ვსაუბრობ?! რა დროს ესაა !
ლუკა გაღიზიანებული და ტკივილით აღსავსე მზერით უყურებს გზას,მე კი გული მეკუმშება,ყელში ბურთი მეჩხირება და სუნთქვის საშუალებას აღა მაძლევს. მზერას ვაშორებ და სხვაგან ვიყურები,რადგან არ მინდა ჩემი ცრემლები დაინახოს... არ მინდა მის თვალში სუსტი მოვეჩვენო ! თავს ვხრი,თმა კი სახეს მიფარავს. ვცდილობ ცრემლები მოვიშორო თუმცა ამას ვერ ვახერხებ,რადგან ლუკა ისე ამუხრუჭებს რომ სადაცაა მინას ზედ შევახტები ! ჩუმად არის და გზას უყურებს,შემდეგ ჩემსკენ ბრუნდება და ჩემს თვალებს რომ ამჩნევს ბრაზდება,საჭეს ხელებს მაგრად უჭერს და ცდილობს დამშვიდდეს. ვცდილობ ხელთ ზურგზე მოვეფერო,თუმცა ჩემს ხელს წამის მეათედში იშორებს და ღრმად სუნთქავს.
- მანქანიდან გადადი ! - მეუბნება მკაცრად,მე კი დაბნეული თვალებს აქეთ იქით ვაცეცებ. - არ გეხუმრები ახლავე ! - ხელის კანკალით კარებს ვაღებ და სახეზე ცივი,საშინელი და გამყინავი ჰაერი მეცემა. მანქანიდან ისიც გადმოდის,კარებს აჯახუნებს და ჩემს ცხვირწინ ჩნდება. თვალებ აცრემლიანებულმა ავხედე და კითხვის ნიშნის თვალებით მივაჩერდი. თითქოს მოლბა და ამოიხვნეშა. - გთხოვ მასეთი თვალებით ნუ მიყურებ,არ მინდა შენი ცრემლების მიზეზი მე ვიყო...
- ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი.. - ჩავიბურტყუნე და თავი დავხარე. ჩემს გვერდით,მანქანას მიეყრდნო და სიგარეტი ამოიღო. ა დაჟე ეწევით ?!
- მამაჩემი ის... დიდი ხანია რაც ამის შესახებ იცი ? - ხმა ჩახლეჩილმა მკითხა და სხვაგან გაიხედა. თავი გავაქნიე. - საიდან გაიგე ?
- მე... როდესაც საავადმყოფოში მივდიოდი და შიგნით შევედი.. მე.. ერმმ... - სიტყვას ვერ ვასრულებდი,რადგან მის დაჭიმულ სხეულს ვგრძნობდი რომელიც ზედ მეკვროდა. - მე ბექასთან შევედი და დავინახე რომ სისხლისგან იცლებოდა.. შენი წყალობით და ექიმს დავუძახე,სწორედ მაშინ მამაშენიც გამოჩნდა ! - გადავხედე და მის თვალებში წყალი შევნიშნე,რამაც მომკლა ! მისკენ შევბრუნდი და ჩემსკენ შემოვაბრუნე.ცრემლი მოვწმინდე და გავუღიმე. - ის ამად არ ღირს ! - ჩემი სიტყვების გაგონებაზე მხეცივით დაეწაფა ჩემს ბაგეებს... იმ მომენტში ყველაფრერი გაქრა,გაჩერდა. დავრჩით მხოლოდ ჩვენ,მე და ის.. ეს ის იყო რაზეც ვოცნებობდი,მაგრამ არა ახლა და ასე. მინდოდა ეს წამი მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო. მისი ტუჩებს მართლაც მარწყვის გემო აქვს,განა ეს შესაძლებელია ? ღმერთო ის ისეთი კარგია... ნუთუ შეიძლება ერთმა პატარა კოცნამ შენში ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვიოს? ვგრძნობ რაც ხდება ჩემში,მთლიანად ვხურვარ და სადაცაა გული საგულედან ამომივარდება. მისი ხელები კისერზე მეხება და ცერა თითით სახეზე მეფერება... კოცნას წყვეტს და შუბლს შუბლზე მადებს,ღრმად სუნთქავს და იღიმოდა. თვალებში მიყურებს და ცდილობს ჩემს სახეზე რაიმე დაინახოს.
- ჯანდაბა,ამის გაკეთება დიდი ხანია მინდა ! - ნერვიულად იცინის და ხელებს მაშორებს,თუმცა მათ ისევ ჩემს სახეზე ვაბრუნებ და ვეფერები, ჩემი ქმედება კი აკვირვებს.
- რას მიშვრები ? სერიოზულად,რატომ გაქვს ჩემზე ასეთი გავლენა ?! იქნებ გამარკვიო და მითხრა ეს ყველაფერი საერთოდ რას ნიშნავს ? ეს უბრალოდ თამაში და გართობაა?! - დუმს და ცდილობს პასუხი მოიფიქროს.- მიპასუხე,რადგან მინდა რომ ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვა გესმის ?!
- ეს თამაში არ არის და არც არასდროს ყოფილა ! - შეიცხადა და თვალი მომაშორა.ჩუმად ვარ და მის მომდევნო ქმედებას ველოდები. - ჯობია წავიდეთ...
- სად? - ამოვიხავლე და ტუჩზე ვიკბინე.
- ასე ნუ აკეთებ ! - მკაცრად გამომხედა და მძღოლის ადგილი დაიკავა. - აბა დაჯდები თუ?? - თაი უხმოდ დავუქნიე და მის გვერდით მოვთავსდი.
- სად მივდივართ ?
- სახლში ! - ძრავა ჩართო,შემდეგ კი ხელი მომკიდა. მის ქმედებაზე ჩამეღიმა,არ მინდოდა ეს შეემჩნია ამიტომ თავი დავხარე და ჩვენს ხელებს დავაკვირდი. რა გრძნობა იყო ეს ? ჰმმ... ენით აღუწერელი !


***

- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - საწოლზე წამოჯდა ბექა და კაცს მიუბრუნდა.
- ისევ ბიზნესში ხარ არა შე პატარა ლაწირაკო ! - შეუბღვირა გაბრომ - მამაშენმა იმიტომ ჩაგრთო ამ საქმეში რომ ჭკვიანი აღმოჩნდი. გახსოვს ის დღე ? - ცინიკურად აათვალიერა და თვალი თვალში გაუყარა.
- როგორც ჩანს მამაჩემმა სროლა არ იცოდა, პირდაპირ შუბლში უნდა დაეჭედებინა ტყვია !
- მამაშნის ასლი ხარ.. - ჩაიცინა გაბრომ და სევდიანად გაუღიმა.
- ყველაფერი თქვენს გამო მოხდა ! საერთოდ ცოცხალი რანაირად ხართ ?! - ტონს აუწია ბექამ და სიბრაზე მოერია.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს ! რაო მამაშენი გადაიკარგა? იქნებ უკვე ჩაძაღლებულიცაა ?! - მის ირონიულ კითხვაზე ბექა წამოფრინდა და საყელოში წვდა.
- მამაჩემზე ერთი სიტყვაც რომ თქვა გეფიცები მამაჩემის საქმეს დავასრულებ და ადგილზევე ჩაგაძაღლებ ! - მის მუქარაზე გაბროს მხოლოდ ეცინებოდა.
- როგორი უტვინო ხარ ! ვერ ვხვდები ელენას შენში რა მოსწონს ? ააა ხო გამახსენდა ის ხომ გიყენებს იმისთვის რომ ლუკას ჩაუგორდეს. ის ხომ ბო*ია ! - ხმამაღლა გადაიხარხარა,ბექამ მუშტი მის მახინჯ და დანაოჭებულ სახეში უთავაზა. გაბრომ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და იატაკზე ინერციით დაენარცხა.
- რა თამაშს თამაშობთ შენ და შენი ნაბი*ვარი შვილი ?! - დაუყვირა ბექამ. გაბრომ სისხლი მოიწმინდა და ბექას უტიფრად მიაშტერდა.
- მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და ყველაფერი დასრულდება. გგონია სიმართლე იცი ? გგონია იცი რა მოხდა სინამდვილეში,რას ვაპირებდი იმ იარაღით და რა გავაკეთე ? მამაშენის წყალობით ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე ! ის ყოველთვის ხელს მიშლიდა,მაგრამ რადგან აქ აღარ არის საწადელს მაინც მივაღწევ და ლევანის ოჯახს მთლიანად ამოვწყვეტავ,ამაში კი ჩემი შვილი დამეხმარება ! - ჩაიცინა გაბრომ და ფეხზე წამოდგა.ბექ დამშვიდებას ცდილობდა თუმცა ამაოდ,ახლა ისეთი განრისხებული იყო რომ შეეძლო მკვლელობაზეც წასულიყო.
- გგონია შენი შვილი შენი ამაზრზენი გეგმის განხორციელებაში დაგეხმარება?! ის გაანადგურე,მიატოვე და გატეხე. ახლა კი გგონია რომ დაგეხმარება ? სასაცილოდაც არ მყოფნის ! - გაბრომ ჩაიცინა და სიცილს უმატა,როდესაც ბექას დაბნეულ მზერას წააწყდა. სიცილს უფრო უმატებდა,ბექა კი ამის მიზეზს ვერც ხვდებოდა.
- ნუთუ იმდენი ტვინი მაინც არ გაქვთ შენ ან ელენას რომ ვერაფერს მიმხვდარიყავით? ჯანდაბას ელენა კიდევ ხო ყველაზე შტერი გოგოა მთელს მსოფლიოში,მაგრამ შენ ? შენ ხომ ასეთი გონებაგამჭრეახი იყავი ნუთუ ვერაფერს ხვდებოდი ?! შენი აზრით,ლუკას დაესიზმრებოდა ელენას ადგილ სამყოფელი? საიდან ეცოდინებოდა მისი სუსტი წერტილები ?! მაგრამ ჯანდაბა ! ჩემს უტვინო ვაჟს ეს დებილი ელენა შეუყვარდა,ეს გეგმაში არ შედიოდა ! - განრისხებულმა,იქვე არსებული ვაზა აიღო და კედელს მთელი ძალით ესროლა. ბექა გაოცებული იდგა და შეჰყურებდა კაცს,რომელიც მამად მიაჩნდა.
- ანუ ეს ყველაფერი მხოლოდ საშინელი ტყუილი იყო ? - გაოცებულმა და იმედგაცრუებულმა იკითხა. - როგორ შეგიძლიათ ასე მოექცეთ იმ ადამიანს რომელიც შვილივით აღზარდეთ ?! ის ხომ სიგიჟემდე გიყვარდათ ? თუ ესეც ტყუილი იყო ?!
- მე ლევანის ოჯახის მხოლოდ მშურდა,მინდოდა მისთვის ყველაფერი წამერთმია რაც კი ჰქონდა,მაგრამ წყეული მამაშენი ! - დაიღრიალა და პალატიდან გიჟივით გავარდა. ბექა მაშინვე ტელეფონს ეცა და ელეს ნომერი აკრიფა. ყურმილს არ იღებდა რაზეც ძალიან ნერვიულობდა.ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა და აქეთ-იქით დაბოდიალობდა.როდესაც ტელეფონში მისი ნაზი ხმა გაიგონა ამოიოხრა და წამით თვალები დახუჭა.
*რატომ არ მპასუხობდი,სად ხარ !*
*რამე მოხდა? ასე რატომ მელაპარაკები ?*
*ამის დედაც ელე,სად ხარ ?!*
*დამშვიდდი კარგი?! ლუკას სახლში მივყავარ.*
*სახლში არ წახვიდე,აქ მოდი !*
*ამოღერღავ რა მოხდა ?!*
*რომ მოხვალ,ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ ახლა კი ლუკასთან არაფერი შეიმჩნიო სახლში რომ მიგიყვანს ჩემთან მერე წამოდი*
*კიმაგრამ უკვე პირველის ნახევარია მარტო ვერ წამოვალ,საშიშია !*
*კარგი,მაშინ მე მოვალ და მაგ შენს ანგელოზ ლუკაზე,რომელიც შენს ცხოვრებაში ერთადერთი პრინცი გგონია გეტყვი სინამდვილეში რასაც წარმოადგენს !* - ყურმილი დაკიდა და უმისამართოდ მოისროლა.საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.

***
20 წუთის შემდეგ...
კარები გიჟივით შემოაღო ელენემ და გაბრაზებული თვალებით ბექას ძებნა დაიწყო,მალევე შენიშნა კედელთან მჯდარი ბექა,ჩანთა გვერდზე მიაგდო და მასთან მივიდა.
- ეს რა იყო ?! - შეუბღვირა და მის წინ ადგილი დაიკავა.ბექა დუმდა და ხმას არ იღებდა,მას ზედაც კი არ უყურებდა. - მიპასუხებ თუ არა ?! რას გულისხმობდი შენს უაზრო სიტყვებში ?! - მის სიტყვებზე მზერა ელეზე გადაიტანა და ჩაიცინა.
- უი მოხვედი ?! - ცინიზმიდ აღსავსე ხმით უთხრა.
- არა გეჩვენება ! - მანაც არ დააკლო,ახლა ორივე საშინლად გაცოფებული იყო.
- რაო ლუკიტომ მიგაცილა სახლამდე ? კარგად გაერთე ?! - ელე მისი კითვებით გაკვირვებული და დაბნეული იყო,ვერ ხვდებოდა ბექას რა ემართებოდა.
- რა ჭირი გეტაკა ?! - შეუღრინა ელემ და თვალებში ჩააშტერდა. ბექას მოთმინების ფიალა აევსო და მთელი ხმით დაუღიალა.
- შენ მეტაკე !! - მისი ხმის ტონზე ელე ადგილზე შეხტა და გაურკვევლობის ნიშნად ბლუყუნი დაიწყო.
- ამ... ერმ.. მე... წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობ ! - სიტყვებს თავი ძლივს მოაბა და მტკიცედ წარმოსთქვა ბოლო სიტყვები. ამას მხოლოდ ბექას ჩაცინება მოჰყვა.
- ლუკამ გაკოცა და უკვე ფეხებზეც დამიკიდე, გამომიყენე როგორც მაჩალკა,საწადელს მიაღწიე და ნაგვის ურნაში უმოწყალოდ გადამაგდე ?! - ბექა ხელებს აქეთ-იქით იქნევდა და განწირული ხმით ყვიროდა.ამ წუთას ელეს საკუთარი თავი შეზიზღდა ! თუმცა რატომ არ უნდა შეზიზღებოდა ?! რადონემდე უნდა დაეშვა ადამიანი რომ ერთი გამოიყენო მეორეს ხელში ჩასაგდებად ?! მის თვალებში იმხელა ტკივილი იკითხებოდა ელეს სურვილი უჩნდებოდა თავი მოეკლა. ხმას ვერ იღებდა,თითქოს ენა ჩაყლაპაო,დუმდა და თვალებშიც ვერ უყურებდა. ბექას მისი მდგომარეობა ჭკუიდან შლიდა,ვერ იტანდა როდესაც ელე დუმდა და არაფერს ამბობდა ! ბექა მის სავარძელს მივარდა და ხელებით დაეყრდნო. სახეზე აკვირდებოდა და ხვდებოდა რომ შეცდომა დაუშვა,შეცდომა რომელსაც ვეღარ გამოასწორებდა.ელე უყვარდა,სიგიჟემდე უყვარდა ! შეიძლება,აქამდე შურისძიებით დაბრმავებული მის სილამაზეს ვერ ამჩნევდა თუმცა ახლა ხვდებოდა,რომ ის ისე შეჰყვარებოდა რომ არ შეეძლო მისთვის ზურგი შეექცია,რასაც ნამდვილად იმსახურებდა.თითით მის ნიკაპს შეეხო და თავი მაღლა ააწევინა.ელე თვალებში მაინც არ უყურებდა,ვერ ბედავდა მისთვის თვალი გაესწორებინა,ხვდებოდა რამხელაზე შეტოპა.ხვდებოდა რომ გამოსვლა ძნელი იყო,შეიძლებოდა შუა ოკეანეშიც კი ჩაძირულიყო. ბექამ მის სახეზე ჩამოგორებული ცრემლი შენიშნა,რამაც გულში ლახვარი დაასვა. ცერა თითით ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა და დაჟინებით მიაჩერდა. - შემომხედე ! - ცდილობდა სიმკაცრე შეენარჩუნებინა,თუმცა ამას ვერ ახერხებდა ! მისი ცრემლები ამის საშუალებას არ აძლევდა. - ნუ დუმხარ,შემომხედე და ხმა ამოიღე ! - შეუღრინა ბიჭმა აკანკალებულ გოგონას. ელემ ყელში მოწოლილი ბურთის გადაყლაპვა ძლივს მოახერხა და ხმა ამოიღო.
- მაპატიე... ვიცი რომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს... - დუდუნებდა გოგონა და ბიჭს მზერას აცილებდა. - მე... უბრალოდ... ჯანდაბა არ ვიცი რა მემართება ! ჯერ ის ახლა კი შენ... - ბექამ ჩაიცინა და გოგონას მოშორდა.
- მისმინე ელე, ნუ მეთამაშები ! უბრალოდ დაასრულე ეს მასკარადი და არჩევანი გააკეთე, ან ის ან მე ! - მისი სიტყვების გაგონებაზე ელე ადგილზევე გაიყინა. მზერა ბექაზე გადაიტანა და შეშფოთებულმა შეხედა, ოხ ეს როგორ აკადრეს ქალბატონს ! - კარგი,ყველაფერი გასაგებია,შეგიძლია წახვიდე !
- ამას როგორ მთხოვ ?! - ფეხზე წამოიჭრა ელე და ბექას მიუახლოვდა და თვალებში ჩააშტერდა.
- ამას როგორ გთხოვ ? - ცალი წარბი მაღლა ასწია და ჩაიღიმა. - მისმინე,დავიღალე ამ უაზრო სასიყვარულო სამკუთხედში ყოფნით,მინდა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს გაუგებრობა.
- ის ღამე რომ არ ყოფილიყო.. - ჩაიბუტბუტა ელემ რაზეც ბექა გაცხარდა.
- ჯანდაბა ელე შეეშვი იმ დაწყევლილ ღამეს ! არავინ არ იცის სინამდვილეჯი რა მოხდა გასაგებია?! ფაქტია რომ ვიღაცამ,ვიღაცის სისხლში გაისვარა ხელი,ფაქტია რომ რაღაც ცუდი მოხდა და ვიღაც მოკვდა ! ფაქტია რომ ვერასოდეს გავიგებთ იმ ღამეს რა მოხდა,ამიტომ დაივიწყე წარსული და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყე ! დაივიწყე ყველაფერი,რაც აქამდე იყო და მომეცი უფლება გაგაბედნიერო,მომეცი უფლება თავი ბედნიერ ქალად გაგრძნობინო ! მაგრამ არა, შენ მაინც იმ ა*ვარ ლუკა ახვლედიანთან გინდა,რომელიც მომავალში ღმერთმა იცის რას მოიმოქმედებს მის საყვარელ მამიკოსთან ერთად ! გგონია გურწლფელია შენს მიმართ ?! გგონია უყვარხარ და შენს გამო თავსაც გაწირავს ?! ცდები ! შენ მწარე რეალობაში ცხოვრობ და არა ფანტაზიაში,სადაც ყველა და ყველაფერი ბედნიერებითაა მოცული ! წარმოდგენა მაინც გაქვს ლუკა ახვლედიანი ვინ არის ?! მას ხუთი თითივით ვიცნობ, გგონია მისი გრძნობები შენს მიმართ რეალურია ?! მაშინ წადი და კითხე რის გაკეთებას გიპირებს,შენ და მთელ შენს ოჯახს !! - მთელი ხმით იღრიალა ბექამ და მუშტი კედელს დაარტდა. ელე შიშმა შეიპყო,არასოდეს უნახავ ადამიანი ასეთი სასოწარკვეთილი და განწირული. არ იცოდა რა მოემოქმედებინა ან საერთოდ რა ეთქვა,უბრალოდ ჩუმად იდგა და მის გააფთრებულ სახეს უცქერდა. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ხმის ამოღება სცადა.
- ამით რისი თქმა გინდა, ლუკას რაიმე აქვს ჩაფიქრებული ? - წარბები შეჭმუხნა ელემ და მის პასუხს დაელოდა,თუმცა პასუხად მხოლოდ მისი ირონიული სიცილი მიიღო. ბექა სიცილს უმატებდა,მაგრამ ბოლოს დასერიოპზულდა და ელეს იმედგაცრუებული მზერა მიაპყრო.
- ჩემი ლაპარაკიდან მხოლოდ ეს გაიგე ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა ბექამ,თვალები წამით დახუჭა რადგან სიმშვიდე შეენარჩუნებინა,მაგრამ ამას სიმშვიდე ერქვა ?! - ელე,ელეე... მოვა დრო,შეიძლება ამას მხოლოდ კვირებიც დასჭირდეს და გულს გატკენს,შემდეგ კი ჩემთან გამოიქცევი და თავშესაფარს მოაკითხავ,მაგრამ ნურას უკაცრავად ! სწორედ მაშინ,როდესაც ყველაზე მეტად დაგჭირდება ჩემი გვერდში ყოფნა ავდგები და ხელს გკრავ ! ისე მოგექცევი,როგორც რამოდენიმე წუთის წინ მომექეცი,ახლა კი უმოკრძალესად გთხოვთ ჩემი პალატიდან გაბრძანდეთ და უკან მანამდე არ დაბრუნეთ სანამ თქვენს თავში არ გაერკვევით ! გირჩევ ცეცხლთან თამაშს შეეშვა,შეიძლება შიგნით ჩავარდე,დაიწვა და ჰოპ ! გაქრე და სამუდამოდ აორთქლდე... - დამცინავად გაუღიმა ელეს. ელე გამოშტერებული ერთ ადგილზე იდგა და მის ნათქვამს იაზრებდა,მხოლოდ თავი დაუქნია და პალატა დატოვა.

***
*შენ ხომ არ გაგიჟდი ?!* - ტელეფონში ჩაჰყვირა ლუკამ გაბროს.
*ტონი აკონტროლე და წესიერად მელაპარაკე,მამაშენი ვარ ბოლოს და ბოლოს !* - ლუკამ მხოლოდ ჩაიცინა და სავარძელში ჩაესვენა
*მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა,შენს ბინძურს საქმეებში რომ მრევდი*.
*როდის ჩამოხვედი?*
*ერთი კვირაა აქ ვარ და რაღაც იდიოტურ საავადმყოფოში „ვმუშაობ“ რათა ის ძა*ლიშვილი ვაკონტროლო,ნამდვილი პრობლემაა !*
*ჩემგან რას ითხოვ? ამჯერად..* - მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ დაამატა.
*პირველრიგში ელენას კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდე,რადგან მისი გეგმების შესახებ გაარკვიო*
*ამის დედაც, ასე ნუ მიმართავ !!*
*რაო ჩემო ბიჭო,გულში ხომ არ ჩაგივარდა ბერძენიშვილის ქალიშვილი?* - მისი დამცნავი ტონი ტელეფონშიც კი ისმოდა.
*არ ვაპირებ მის სისხლში ხელის გასვრას !*
*შენ არავინ არაფერს გეკითხება,ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა იარაღი პირველად რომ დაიჭირეთ*
*ამას არ ვიზამ,არ ვაპირებ უდანაშაულო გოგონას რომლის ოჯახისაც გშურს გავაუბედურო და ცხოვრება გავუმწარო !*
*ოჰ,ვიღაც დავაჟკაცებულა !*
*ხო,ვიღაც კი ისევ კეკლუც ბიჭად დარჩენილა* -ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ლუკამ.
*გითხარი მე შენ წესიერადთქო! ამ საქმისთვის 20,000$-ს გთავაზობ.*
*მ*იდია შენი ფული და გეგმები,მას არაფერს დავუშავებ!*
*ესეიგი ამბობ,რომ მის სისხლში ხელის გასვრა არ გინდა არა?* - ლუკამ თავი ისე დააქნია,თითქოს ახლა გაბრო მის წინ ყოფილიყოს და დაენახა.
*მაშ კარგი ! სათადარიგო გეგმა ყოველთვის მაქვს.* - გადაიხარხარა კაცმა,რამაც ლუკა გააღიზიანა,ვერასოდეს იტანდა გაბროს დამცინავ ხმას.
*და რაში მდგომარეობს შენი სათადარიგო გეგმა?*
*საკმაოდ მარტივია,არაფერი ისეთი რასაც ჩვეულებრივ დღეებში გოგოსთან მისი ნებით აკეთებ*
*ხუმრობ ხო?*
*შენ მართლა რამ გამოგაშტერა?!არც პირველია და არც უკანასკნელი !*
*მირჩევნია მოვკლა,ვიდრე ეს გავუკეთო !*
*მაშინ ძალიან კარგი,შევთანხმდით შემდეგი დედამისი იქნება. ლევანი ჩემი სამიზრეა,მის გამო დავიჭერი და ამის გამო პასუხს აგებს,ახლა კი შენს საქმეს მიუბრუნდი* - ტელეფონი გათიშა ლუკამ და მაგიდაზე მიაგდე. იცოდა რომ ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა,თანაც ბექა ის... ჯანდაბა ის ყოველთვის ყველაფერში სჯობდა,ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ლიდერიც აშკარად ის იყო. ლუკაზე ასჯერ უკეთ იცოდა იარაღის ხმარება,ისიც კარგად იცოდა ვინ როგორ და რანაირად მოქმედებდა,არ არსებობდა დეტალი რომელიც შეიძლებოდა გამორჩენოდა. არსებობდა იმის შანსიც,რომ მისი გეგმის განხორციელებას ხელს მეტნაკლებად შეუშლიდა. იცოდა რა რისკზეც მიდიოდა,არ უნდოდა ამის გაკეთება თუმცა სხვა გზა არც ჰქონდა ! 17 იანვრამდე სულ ცოტა რჩებოდა,მხოლოდ კვირები და დღეები...

***
*შენ ხომ არ გაგიჟდი ?!* - ტელეფონში ჩაჰყვირა ლუკამ გაბროს.
*ტონი აკონტროლე და წესიერად მელაპარაკე,მამაშენი ვარ ბოლოს და ბოლოს !* - ლუკამ მხოლოდ ჩაიცინა და სავარძელში ჩაესვენა
*მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა,შენს ბინძურს საქმეებში რომ მრევდი*.
*როდის ჩამოხვედი?*
*ერთი კვირაა აქ ვარ და რაღაც იდიოტურ საავადმყოფოში „ვმუშაობ“ რათა ის ძა*ლიშვილი ვაკონტროლო,ნამდვილი პრობლემაა !*
*ჩემგან რას ითხოვ? ამჯერად..* - მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ დაამატა.
*პირველრიგში ელენას კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდე,რადგან მისი გეგმების შესახებ გაარკვიო*
*ამის დედაც, ასე ნუ მიმართავ !!*
*რაო ჩემო ბიჭო,გულში ხომ არ ჩაგივარდა ბერძენიშვილის ქალიშვილი?* - მისი დამცნავი ტონი ტელეფონშიც კი ისმოდა.
*არ ვაპირებ მის სისხლში ხელის გასვრას !*
*შენ არავინ არაფერს გეკითხება,ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა იარაღი პირველად რომ დაიჭირეთ*
*ამას არ ვიზამ,არ ვაპირებ უდანაშაულო გოგონას რომლის ოჯახისაც გშურს გავაუბედურო და ცხოვრება გავუმწარო !*
*ოჰ,ვიღაც დავაჟკაცებულა !*
*ხო,ვიღაც კი ისევ კეკლუც ბიჭად დარჩენილა* -ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ლუკამ.
*გითხარი მე შენ წესიერადთქო! ამ საქმისთვის 20,000$-ს გთავაზობ.*
*მ*იდია შენი ფული და გეგმები,მას არაფერს დავუშავებ!*
*ესეიგი ამბობ,რომ მის სისხლში ხელის გასვრა არ გინდა არა?* - ლუკამ თავი ისე დააქნია,თითქოს ახლა გაბრო მის წინ ყოფილიყოს და დაენახა.
*მაშ კარგი ! სათადარიგო გეგმა ყოველთვის მაქვს.* - გადაიხარხარა კაცმა,რამაც ლუკა გააღიზიანა,ვერასოდეს იტანდა გაბროს დამცინავ ხმას.
*და რაში მდგომარეობს შენი სათადარიგო გეგმა?*
*საკმაოდ მარტივია,არაფერი ისეთი რასაც ჩვეულებრივ დღეებში გოგოსთან მისი ნებით აკეთებ*
*ხუმრობ ხო?*
*შენ მართლა რამ გამოგაშტერა?!არც პირველია და არც უკანასკნელი !*
*მირჩევნია მოვკლა,ვიდრე ეს გავუკეთო !*
*მაშინ ძალიან კარგი,შევთანხმდით შემდეგი დედამისი იქნება. ლევანი ჩემი სამიზრეა,მის გამო დავიჭერი და ამის გამო პასუხს აგებს,ახლა კი შენს საქმეს მიუბრუნდი* - ტელეფონი გათიშა ლუკამ და მაგიდაზე მიაგდე. იცოდა რომ ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა,თანაც ბექა ის... ჯანდაბა ის ყოველთვის ყველაფერში სჯობდა,ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ლიდერიც აშკარად ის იყო. ლუკაზე ასჯერ უკეთ იცოდა იარაღის ხმარება,ისიც კარგად იცოდა ვინ როგორ და რანაირად მოქმედებდა,არ არსებობდა დეტალი რომელიც შეიძლებოდა გამორჩენოდა. არსებობდა იმის შანსიც,რომ მისი გეგმის განხორციელებას ხელს მეტნაკლებად შეუშლიდა. იცოდა რა რისკზეც მიდიოდა,არ უნდოდა ამის გაკეთება თუმცა სხვა გზა არც ჰქონდა ! 17 იანვრამდე სულ ცოტა რჩებოდა,მხოლოდ კვირები და დღეები...

***
ელე.
არ ვიცი ბექას ეს სიტყვები რას ნიშნავს,რაში დასჭირდა ეს ტყუილები?! ხომ იცის რომ ლუკა მიყვარს,ამ სისულელეებს რატომ მეუბნება? დავიჯერო ასე შევუყვარდი რომ ეჭვიანობისგან ათას იდიოტობას თხზავს ?! როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი რამ დააბრალო? მისი არ მჯერა,არ ვენდობი... ასე მგონია რომ რაღაც საშინელება მოხდება,ამის უკან კი ზუსტად ვიცი რომ ბექა დგას...
გამწარებული მივაბიჯებ საავადმყოფოს დერეფანში და გარეთ გასვლას ვაპირებ როდესაც ისეთ რაღაცას ვხედავ რაც ადგილზე მყინავს. ადგილზე ვჩერდები და ვცდილობ მათი სახეები დავინახო. კარებს ვეფარები და შიგნით არსებულ ორ ადამიანს ვუთვალთვალებ. ვცდილობ გავიგო რაზე საუბრობენ თუმცა უშედეგოდ,საერთოდ არაფერი მესმის. თვალებს ვჭუტავ და ვცდილობ მისი სახე დავინახო.როდესაც ბრუნდება,პირზე ხელს ვიფარებ და ვცდილობ გავერკვიო რა ჯანდაბა ხდება ! არა,არა ეს შეუძლებელია,რა სისულელეა ! ეს ის არ იქნება ვინც მგონია,არავითან შემთხვევაში. გაბრო,ლუკა და ერთი უცნობი ერთ ოთახში არიან შეკრებილები და რაღაცაზე ბჭობენ... მესამე კაცს ვაკვირდები და პირი ღია მრჩება,დამცინით?! ეს ხომ უბრალოდ არარეალურია ?! ეს ხომ ის კაცია... ის კაცია შუაღამეს ტყეში რომ იყო? დავიჯერო ის კაცია რომელიც გაბროს იმ ღამით ეჩხუბებოდა ?! ვხედავ მის ირონიულ ღიმილს,შემდეგ კი ლუკას განრისხებულ სახეს... სადაცაა ბრაზისგან გასკდება,მამამისის თვითკმაყოფილ ღიმილზე კი უბრალოდ ჭკუიდან იშლება. ნუთუ ლუკამ ამის შესახებ იცოდა ?! მაგრამ საიდან? მის მკლავებში ესვენა მამის სხეული,მაგრამ... რა ხდება?! ლუკა ასეთი წყნარი უნდა იყოს მკვდარი მამის დანახვაზე?! მესამე კაცის თვალები წამით ჩემსას ეჩეხება და გაოცებისგან პირი ღია რჩება.თვალები წამის მეასედში მიფართოვდება და ჩემი ტვინიც მოქმედებას იწყებს,მთელი სისწრაფით გავრბივარ საავადმყოფოდან და ვცდილობ რაც შეიძლება მალე მოვშორდე იქაურობას..
*ამ დროს პალატაში*
- თუ ხვდები მაინც რას ითხოვთ ჩემგან?!
- ლუკა,მომისმინე... თუ ამას გააკეთებ გპირდები რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგება და საუკეთესო მამა-შვილი ვიქნებით ! - მხარზე ხელი მოუთათუნა გაბრომ,ლუკამ სახეზე დამცინავი ღიმილი აიკრო და მამას მიაშტერდა.
- საუკეთესო მამა-შვილი ? - ჩაიცინა და ზურას გახედა - თავად თუ გჯერა საკუთარი სიტყვების? ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა როდესაც დედას აწამებდი...
- შვილო,ბექას ვთხოვდი ამის გაკეთებას,თუმცა ის ისეთი ჭკვიანი არ არის როგორც შენ,ხომ იცი როგორი ფეთქებადი ხასიათი აქვს,დაუფიქრებელ რაღაცეებს აკეთებს და შედეგებზე არც ფიქრობს... - საუბარში ჩაერთო ზურაც. - თანაც ის... მას ამისთვის ვერ გავიმეტებ. -თავი დახარა ზურამ.
- და მე რატომ უნდა გამიმეტოთ ?! - წამოიყვირა ლუკამ და გაცეცხლებულმა ზურას ამაზრზენად შეხედა.
- ეს შენ უნდა გააკეთო და მორჩა გასაგებია ?! - შეუღრინა გაბრომ - ეს თავიდანვე გადაწყვეტილი იყო!
- არ შემიძლია ცივსისხლიანი მკვლელივით მოვიქცე,მე ის ადამიანი მიყვარს !
- სწორედ ამიტომ უნდა გააკეთო ეს შენ! ასე ლევანი უფრო განადგურდება როდესაც დაინახავ რა გაუკეთე მის შვილს.
- აქ მარტო ის არაა პრობლემა,ამიტომ დაწყნარდი გაბრო ! მისი მშვენივრად მესმის...
- თუ გესმის მაშინ ამას რატომ მაიძულებთ?
- რა პრობლემაზე საუბრობ ? - მისი კითხვა დააიგნორა და ზურას მიუბრუნდა
- ბექა... ის აუცილებლად შეგვიშლის ხელს !
- ხოდა ეგ საქმე შენ მოაგვარე ! - შეუღრინა ზურას. ზურამ თვალები გადაატრიალა და მზერა სხვა რამეზე გადაიტანა,სწორედ ამ დროს თვალი მოკრა ელენეს,წარბები შეკრა და კარგად დააკვირდა,მაგრამ ცოტახანში ელენე ადგილიდან აორთქლდა.
- ასეთი სახე რატომ გაქვს ?!
- არა მე უბრალოდ.. მომეჩვენა რომ იმ კარის მიღმა ელენე იდგა და. - თავი გააქნია ზურამ და საუბარი განაგრძო. - ალბათ მომეჩვენა.
- გასაკვირი არც იქნება ის ხომ ბექასთან დადის. - ლუკა ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა,იქაურობა მოათვალიერა თუმცა ელე ვერსად იპოვა.

***
3 დღის შემდეგ.
ელემ კეტები,შორტები და საროჩკა ჩაიცვა და გეზი ბექას სახლისკენ აიღო. ხო ბექა გამოწერეს კიდეც და უკვე საკუთარ სახლშიც ბრძანდებოდა. ელემ სკეიტს ხელი დაავლო და სახლიდან გამოვიდა.უნდოდა დალაპარაკებოდა და ყველაფერი გაერკვია,თუ საჭირო იყო ბოდიშსაც მოუხდიდა ! მისი სახლიდან ბექას სახლამდე არცთუ ისე შორი იყო,სულ რაღაც 10 წუთის სავალზე ამიტომ მალევე მივიდა.სკეიტი კარებთან მიაგდო და ზარი დარეკა.რამოდენიმე წუთის შემდეგ კარიც გაიღო და ხელშ ბექას გაოცებული სიფათი შერჩა.
- აქ რა გინდა? - ცდილობდა ცივად ესაუბრა თუმცა მასთან ასე საუბარი არ შეეძლო.
- მე.. უბრალოდ მინდოდა რომ რაღაცეები მეკითხა.
- სასწრაფოა ?
- არ შემომიშვებ ? - ელე დაიბნა და ადგილზე ქანაობა დაიწყო. ბექამ მხოლოდ თავი დაუქნია და სახლში შეიპატიჟა. როდესაც ელე სახლში შევიდა გაოცდა,ასეთი ლამაზი სახლი ჯერ არ ენახა... ხო რაც არუნდა გასაკვირი იყოს ის მის სახლში პირველად იყო,არ მკითხოთ მაშინ მისამართი საიდან გაიგოო, ნებისმიერმა გამვლელმა იცის ლეგენდარული ბექას სახლი. თვალი იქაურობას მოავლო და მზერა ისევ ბექაზე გადაიტან. ხელით ანიშნა გამომყევიო და მისაღებისკენ გაემართა. როდესაც დანიშნულების ადგილთან მივიდნენ თვალით ანიშნა დივანზე ჩამომჯდარიყო. ბექა კი მის პირისპირ მოთავსდა,ხელები განიშნა და ანიშნა რომ საუბარი დაეწყო.
- გისმენ..
- მეე... არვიცი საიდან დავიწყო.. - ელე აწითლდა და ბრინჯივით დაიბნა,რაზეც ბექას გულწრფელად გაეღიმა,ელეს ეს ღიმილი არ გამოპარვია. - ნუთუ ჩემი დაბნეულობა ასე გამხიარულებს ?
- შეიძლება.. - ღიმილი გაუფართოვდა და თავი შეუმჩნევლად გააქნია. ელეს მის საყვარელ სახეზე გაეღიმა. - რაზე უნდა მელაპარაკო ?
- ჩვენზე... და საერთოდ ყველაფერზე რაც ჩვენს გარშემო ხდება,ვფიქრობ ჩემს კითხვებზე პასუხი უნდა გქონდეს.
- მე ყოველთვის მაქვს პასუხი,ამიტომ შეგიძლია მკითხო.
- არა უფროსწორედ.. მინდა რომ რაღაც გთხოვო და დარწმუნებული ვარ ამ საქმეში ძალიან კარგი ხარ.
- მე ყველაფერში კარგი ვარ.. - წარბები აათამაშა და ეშმაკურად გაიღიმა,ელე კიდევ უფრო აწითლდა და მოუსვენრობა დაეწყო. არ იცოდა რა ეთქვა..
- იცი რომ ძალიან გარყვნილი ხარ ? - მხოლოდ ეს იკითხრა,რაზეც ბექას გულიანად გაეცინა და ამაყად დაეთანხმა.
- კი ვიცი,ყოველწამს იმაზე ვფიქრობ.. - სიტყვა არ დაასრულებინა ელემ.
- კარგი ახსნის გარეშეც გასაგებია. - ხელით გააჩუმა ბექა და თავი ხელებში ჩარგო.
- აბა.. გინდა ეს მთხოვო ? - ჩაეცინა ბექას,რაზეც ელემ ამაზრზენად გახედა.
- ღმერთო რათქმაუნდა არა ! - შეიცხადა ელემ და მზერა აარიდა.
- ელე რა გინდა ? - ახლა უკვე დასერიოზულდა ბექაც.
- არვიცი როგორ გთხოვო.. ერმ... მინდა რომ თავდაცვა მასწავლო ! - ამოიოხრა და ბიჭს თვალი თვალში გაუყარა,ბექას აშკარად გააკვირვა მისმა პასუხმა.
- თავდაცვაში რას გულისხმობ? - იდაყვებით მუხლებს დაეყრდო და წინ წაიწია.
- მინდა იარაღის ხმარება მასწავლო !
- ეს რაში გჭირდება?!
- მასწავლი თუ არა?! - შეუღრინაელემ,ბექა სავარძლიდან წამოდგა და მის გვერდით ჩამოჯდა.
- ვინმემ რამე გაწყენინა ? - ელეს მის კითხვაზე გაეღიმა,თუმცა ამ ღიმილის დაფარვას შეეცადა,რაც აშკარად არ გამოუვდია.
- არა,უბრალოდ ასე მგონია რომ რაღაც საშინელება მოხდება,მინდა რომ ყველაფრისთვის მზად ვიყო ! - მტკიცედ თქვა და ბექასკენ შეტრიალდა.
- იმ დღეს საავადმყოფოში მაინც რა დაინახე ? - როდესაც ბექამ ელეს გაკვირვება შენიშნა საუბარი გააგრძელა. - დაახლოებით ვიცი რაც დაინახე,თუმცა მინდა რომ მომიყვე,რადგან შესაბამისი ზომები მივიღო.
- ამის შესახებ იცი და ამას მხოლოდ ახლა მეუბნები ?!
- მე გაგაფრთხილე,რომ ფრთხილად ყოფილიყავი და ლუკას ჩამოშორებოდი,მაგრამ შენ ყურიც არ დამიგდე,ამიტომ ახლა ნება იბოძე და მითხარი რა დაინახე იმ დაწყევლილ საავადმყოფოში!
- როდესაც შენი პალატიდან გამოვედი და გასასვლელისკენ წავედი ერთერთ პალატაში ლუკა და მამაისი დავინახე... კიდევ ერთი კაცი იყო ალბათ გაბროს ასაკის იქნებოდა და..
- შეგიძლია ამიღწერო ? - თვალები მოჭუტა ბექამ და მისი პასუხის მოლოდინში პირი მოკუმა.
- კი როგორ არა, წაბლისფერი თმა,შავი თვალებით მაღალი და..
- დარწმუნებული ხარ ?
- კი, ასეთი სახე რატომ გაქვს,ვინ არის ის კაცი ? არვიცი რატომ მაგრამ იმ კაცს ძალიან მივამსგავსე მაშინ შუაღამეს რომ ლაპარაკობდნენ... შეიძლება შემეშალა. - ბექას გაეცინა.
- დამცინით ?! რა ჯანდაბას გეგმავენ ?! - ფეხზე წამოიჭრა და მუშტი მაგიდას დაკრა,რაზეც ელე შეხტა.
- მას იცნობ ? - ელე მიუახლოვდა დაშეხება სცადა თუმცა ბექამ მისი ხელი მაშინვე მოიშორა.
- მამაჩემია..
- რა ? შენ ხომ.. შენ ხომ მამა არ გყავს ?
- ეს ყველაფერი მართლა დადგმული იყო.. - ჩაეცინა ბექას და ელეს მიუბრუნდა.
- ვერ მივხვდი ?
- ის ღამე.. მკვლელობა ყველაფერი დადგმული იყო !
- ხუმრობ ხო? დავინახე როგორ ჩაესვენა გაბრო ლუკას მკლავებში..
- როგორც ხედავ გაბრო ცოცხალი და საღსალამათია. მისმინე ძალიას დიდ საფრთხეში ხარ ამიტომ ჩემთან უნდა გადმოხვიდე..
- არა,შენთან ვერ გადმოვალ ან საერთოდ რა საფრთხეზე მელაპარაკები ?
- ვიცი რაც აქვთ ჩაფიქრებული,ამიტომ ვინმემ უნდა დაგიცვას,ისეთმა ვისაც კრიმინალებთან შეხება ჰქონია..
- ვინ ჯანდაბა ხარ ?! - წარბები შეკრა ელემ და ოდნავ უკან დაიხია.
- ჩემი არ უნდა გეშინოდეს, მე შენი დაცვა შემიძლია...
- ვინ ჯანდაბა ხარ ?!! - წამოიყვირა ელემ კიდევ ერთხელ და ბექას მიაშტერდა.
- მენდობი ? - ბექა მასთან ახლოს მიიდა და თვალებში ჩახედა. ელეს ენა ჩაუვარდა და დაიბნა,არ იცოდა ენდობოდა თუ არა...
- კი... - ჩახრეწილი ხმით ამოილაპარაკა ელემ და თვითონაც ვერ მიხვდა ეს რატომ თქვა. ბექას მის პასუხზე გაეღიმა
- დღესვე გადმოხვალ ჩემთან და აქ მანამდე დარჩები სანამ არ დავრწმუნდები რომ უსაფრთხოდ იქნები.. ხვალიდან ყველაფერს გასწავლი რაც ვიცი,მზად უნდა იყო..
- მზად უნდა ვიყო რისთვის...
- არავინ იცის თავის გეგმას როდის განახორციელებენ ამიტომ,შემოტევისთვის მზად უნდა იყო..
- და მათი გეგმა რაშ მდგომარეობს ? - ბექამ ღრმად ჩაისუნთქა და სხვა მიმართულებით გაიხედა. - ბექა მითხარი.. - ხდილობდა მკაცრად და მომთხოვნად ეთქვა თუმცა არ გამოსდიოდა. ბექა მას ზედაც არ უყურებდა,არ უნდოდა მისთვის ამის თქმა.. ელე ბექას მიუახლოვდა და აიძულა მისთვის შეეხედა. - გთხოვ.. - ბექამ ამოიოხრა და პასუხის გასაცემად მოემზადა
- ისინი შენი ოჯახის მოკვლას აპირებენ.. - ამოილაპარაკა ბექამ,ელემ ხელი შეუშვა და მისი სიტყვების გაანალიზებას ცდილობდა.
- ესეიგი... ჩემს მშობლებს მოკლავენ? მაშინ ჩემი დაცვა რაღა საჭროა ? - გამომცდელად შეხედა გოგონამ მის წინ მდგარ ბიჭს. ბექამ თავი დახარა და იატაკს მიაშტერდა. - ისინი ჩემს მოკვლასაც აპირებენ არა ? - ელეს ღაწვებზე ცრემები ჩამოუგორდა,რამაც ბექას გული ატკინა,მასთან მივიდა და მისი დამშვიდება სცადა თუმცა უშედეგოდ...
- ელე ისუნთქე... ეცადე დამშვიდდე ! თავი ხელში აიყვანე,ყველაფერი კარგად იქნება ! - ელე ტიროდა და ღრმად სუნთქავდა,ცდილობდა დამშვიდებულიყო თუმცა პირიქით,პანიკაში იყო ! ბექამ მისი სახე მის ხელებში მოიქცია და ცრემლები მოწმინდა. - ელე დამშვიდდი, ეცადე თავი ხელში აიყვანო... - ელე ვერ წყნარდებოდა ტირილს უმატემდა და უმატებდა.. რადგან სიტყვებით ვერ აწყნარებდა გადაწყვიტა მოქმდებით გაეკეთებინა ეს და სწორედ ამიტომ მის ბაგეებს მთელი სისწრაფით წაეტანა.. მათი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა და დაძაბულობაც გაიფანტა. ელე მხოლოდ მის რბილ ტუჩებს ფიქრობდა,კონცენტრირება ბექაზე მოახდინა და დამშვიდდა. ბექა ელეს მოშორდა და შუბლი შუბლზე მიადო,რამოდენიმე წამი ორივე ღრმად სუნთქავდა მაგრამ მალევე დამშვიდდნენ. ბექამ თვალები გაახილა და მის მომაჯადოებელ თვალებში ჩაიკარგა.
- არავის,არასოდეს მივცემ უფლებას რაიმე დაგიშავოს და გული გატკინოს !

***
შუაღამეს ელეს საშინელმა შიმშილის გრძნობამ გამოაღვიძა. საწოლზე წამოჯდა და თვალები მოიფშვნიდა. მისი გრძელი მაისური გადაიცვა და წამოდგა. საათს დახედა და ღრმად ჩაისუნთქა. სამზარეულოსკენ გაემართა და მაცივრის ძებნა დაიწყო,როდესაც თვალებით სასურველი დიდი მაცივარი დაინახა მისკენ გაეშურა და კარები გამოაღო. მაცივრის კარებს დაეყრდნო და იმის არჩევა დაიწყო თუ რა უნდა ეჭამა. მაგრამ მაშინვე შეხტა როგორც კი სამზარეულოში შუქი აინთო. როდესაც წელს ზემოთ შიშველი ბექა დაინახა,დაიბნა და ვაშლივით აწითლდა. მაშინვე მისი მაისურის ბოლოები დაქაჩა და მზერა ძლივს გაუსწორა. ბექას მის ქმედებაზე გაეღიმა და ცოტა არ იყოს დაცხა როდესაც მისი ლამაზი სხეული აათვალიერა. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და კითხვა დაუსვა.
- რატომ არ გძინავს ?
- როგორც ხედავ საჭმლისთვის ჩამოვედი. - მაისურის ბოლოები კიდევ უფრო დაქაჩა და სხვაგან გაიხედა. ბექას ღიმილი ყურებამდე აუვიდა,კედელს მოშორდა და ელეს მიუახლოვდა,რაზეც ელე კიდევ უფრო აჭარხლდა.
- იცი როგორი საყვარელი ხარ როდესაც წითლდები ? - გაიცინა ბექამ და მის ცხვირს წაეთამაშა. ელემ ნერვიულად გაიღიმა და ისევ სხვა მიმართულებით გაიხედა. - ჩემი გრცხვენია ? - მომნუსხველად გაუღიმა და თვალებში ჩააშტერდა.
- რა? არა,არ მრცხვენია ! - იმწამსვე უარყო ელემ და ბექას ისევ თვალებში შეხედა.
- მაშინ ეს რას ნიშნავს ? - ცალყბად გაიღიმა და თვალებით მის მაისურზე მიანიშნა.
- ამ.. მე...
- ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს. - მან მათ შორის მანძილი კიდევ უფრო შეამცირა და მისი ხელები მის მაისურს მოაშორა. მისი ხელები მის სახეზე მოათავსა და გაუღიმა,ცერა თითით მის ლოყას ეფერებოდა. - იცი რომ ძალიან,ძალიან ლამაზი ხარ ? - ვნებიანად ჩასჩურჩულა ბექამ ყურში,რაზეც ელეს თვალები მიელულა და ღრმად ჩაისუნთქა,სადაცაა ჩაიკეცებოდა რომ არა მისი ხელები მის წელზე. ბექამ გაუღიმა და აკოცა,ელემ ხელები კისერზე მოხვია და კოცნაში აჰყვა. ბექა გათამამდა, ელე ხელში აიყვანა და სამზარეულოს დახლზე შემოსვა. ხელებს მის თეძოებზე და წელზე დააცოცებდა და იღიმოდა,უყვარდა ეს გოგო და მის დათმობას არც აპირებდა... ელენე წამით მოშორდა რადგან ჰაერი არ ჰყოფნიდა,იღიმოდა და ამ მომენტით ტკბებოდა.
- ამას რატომ აკეთებ ? მე ხომ ასე საშინლად მოგექეცი ? - მისმა კითხვამ ბექა მართლა დააფიქრა.
- ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს ! - წარბები შეჭმუხნა და ელეს მიაშტერდა,ელენემ გაიცინა და უთხრა
- მე კი ვიფიქრე რომ პასუხი ყოველთვის გქონდა !
- საქმე როდესაც შენ გეხება პასუხი არ მაქვს. - გაიცინა ბექამაც და ისევ მის ბაგეებს დაუბრუნდა,ელემ მის მკერდს ხელები დააწყო და მისი სხეულიდან გასწია.
- აუუ მშია ! - დაიწუწუნა ელემ რაზეც ორივეს გულიანად გაეცინა. ბექამ ელენე დახლიდან ჩამოსვა და კიდევ ერთხელ აკოცა.
- რას შეჭამს ჩემი პრინცესა ?
- ოჰ როდის აქეთაა შენი პრინცესა ვარ ? - ცალი წარბი ასწია ელემ და ტუჩზე იკბინა.
- ხო გითხარი მაგას ნუ შვრებითქო ?! - შეუბღვირა ბექამ რაზეც ელეს გაეცინა
- კარგი ბოდიში,უნებურად მომდის.
- რას შეჭამ ?
- ჰმ... რას შემომთავაზებთ ?
- ერმ... აქ გვაქვს კვერცხი,სალათა და ბევრი ნაყინი. - გაიცინა ბექამ და მაცივარის კარი გამოაღო.
- ეე ნეყინი არ დამინახავს, თუმცა ვინ გაცადა მოხვედი და ჭკუიდან შემშალე !
- აჰ,ანუ ასეთ ზეგავლენას ვახდენ არა შენზე ?
შეიძლება. - გაიღიმა ელემ და მასთან ახლოს მივიდა. - ყველაფრისთვის დიდი მადლობა,საკუთარი თავი მძულს რადგან ვერ გაფასებდი ! ასე ეგოისტურად მოგექეცი და ზურგი მაინც არ მაქციე... მგონი შემიყვარდი ! - ბექას მისი სიტყვების მოსმენა ესიამოვნა,მასთან მივიდა და მთელი ძალით ჩაეხუტა.თავზე აკოცა და ჩუმად უთხრა მხოლოდ ერთი ჯადოსნური სიტყვა „მიყვარხარ !“...


ელენე.
- კარგი მზად ხარ ? - კარები შემოაღო ბექამ და მეც გამომეღვიძა. - ხომ გითხარი აღარ დაიძინოთქო? - სიცილით მოვიდა ჩემთან და საწოლზე ჩამოჯდა.
- ცოტახანი მაცადე დედა ხარ ? - ამოვიკრუსუნე და თავი ბალიშზე დავდე. ძილის გაგრძელება ვცადე თუმცა მისმა მწველმა მზერამ ამის საშუალება არ მომცა.თვალები ფრთხილად გავახილე და მის იდეალურს სახეს შევეჩეხე. - რა ? - ჩემმა კითხვამ თითქოს ფიქრებიდან გამოარკვია და გაიცინა.
- კარგი არაფერი,ადექი !
- ერმმ...
- რა ? - დაბნეული მომაშტერდა.
- ოთახიდან გადი რა. - მორცხვად ამოვილაპარაკე,რამა ზედმეტად გაამხიარულა
- გუშინ რაც გააკეთე დაგავიწყდა ? - მის კითხვაზე ყბა ჩამომივარდა.
- დაჟე მე გავაკეთე ? - ბალიში ავიღე და თავში ჩავარტყი. - გადი !
- კარგი კარგი მივდივარ. - ხელები დანებების ნიშნად მაღლა აწია და კარისკენ სვლა დაიწყო. როდესაც გავიდა რაღაც ჩავიბურტყუნე და ჩემივე სიტყვებზე სიცილი ამივარდა.
საწოლიდან ზოზინით წამოვდექი და სააბაზანომდე ძლივს მივაღწიე. თავი მოვიწესრიგე და გარდერობისკენ დავიძარი. კარები გამოვაღე და არჩევანი ჯინსის შორტზე და ჩვეულებრივ სადა მაიკაზე შევაჩერე. როდესაც ზედას ვიცვამდი ბექამ კარები შემოგლიჯა,რაზეც შევხტი და მაისური წამში გადავიცვი. მომიახლოვდა და წელზე ხელი მომხვია.
- აბა ? მზად ხარ ? - თბილად მკითხა და ჩემს ტუჩებს წაეტანა.
- მგონი კი ? - ნერვიულად გავიცინე და თმა ყურს უკან გადავიწიე.
- ნერვიულობ ?
- ცოტა.. არა კი ვნერვიულობ... ჯანდაბა საშინლად ვნერვიულობ !
- კარგი.. ახლა ისეთ რაღაცას გაჩვენებ რაც არავისთვის მიჩვენებია.

***
ბექას უკან მივყვები და ვცდილობ დავმშვიდდე. სახლიდან არ გავყავარ რაზეც წარბებს ვჭმუხნი და ვცდილობ მივხვდე სად მივყავარ. კიბეები ჩავიარეთ და ერთ ოთახში შევედით... გაკვირვებულმა მიმოვიხედე და ბექას დაბნეული თვალებით მივაჩერდი.
- ამ ოთახში რა გვინდა ? - გაიცინა და ცხვირზე თითი დამკრა.
- წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტან. - გამიღიმა და იქვე არსებულ საწოლს მიუახლოვდა. რაღაც პულტით საწოლდი ასწია და იატაკზე დაიხარა. როდესაც დავინახე როგორ ახადა „თავსახური“
იატაკს გაოცებისგან პირი დავაღე. მას მივუახლობდი და შიგნით ჩავიხედე,თვალები დავაწვრილე და ბექასთან ჩავიმუხლე.
- შემთხვევით წინა ცხოვრებაში ქილერი ხომ არ იყავი ?
- შეიძლება . - კმაყოფილად გამიღიმა მე კი კიდევ უფრო დავიბენი.
- არა აშკარად უნდა მომიყვე ყველაფერი შენი წარსულის შესახებ ! - მას მხოლოდ გაეცინა და კითხვით მომიბრუნდა.
- აბა, მოდიხარ თუ მანდ რჩები ? - კიბეებზე ჩასვლა დაიწყო და ამომხედა. თავი დავუქნიე და დაბლა ჩავყევი.
როდესაც დაბლა ჩავედით ირგვლივ არაფერი ჩანდა. ყველაფერი სიბნელით იყო მოცული რაც ცოტა არ იყოს მაშინებდა. ბექას მკლავზე ჩავებღაუჯე,რაზეც ჩაეცინა.
- მზად ხარ პრინცესა ? - ჩახრენწილი ხმით მკითხა,მე კი თავი დავუქნიე ისე თითქოს მხედავდა. ბექამ ტაში ორჯერ შემოკრა და სინათლეც აინთო. ირგვლივ მიმოვიხედე და გაოცებული ბექას მივაშტერდი, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ეშინოდა რომ ამ ყველაფერს არასწორედ გავიგებდი, ხო ასეც იქნებოდა მაგრამ... ჩემს გარშემო იარაღების დასტა იყო: იარაღების განყოფილება ცალკე ჰქონდა სადაც მინიმუმ 500 პისტოლეტის სახეუობა იყო, დანების განყოფილა ცალკე, კასტიეტების განყოფილება ცალკე და კიდევ ათასი ნივთი იყო,რომლის სახელები არც ი ვიცოდი, ისეთი ნივთები იყო რომელსაც ცხოვრებაში პირველად ვხედავდი. ბექას მოვშორდი და იარაღებისკენ სვლა დავიწყე... თითოეულს ვაკვირდებოდი,ყველა ძალიან დახვეწილი და ლამაზი იყო, თუმცა ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა ძალიან მიიპყრო. ხელში ავიღე და დავაკვირდი, ჰმმ.. საინტერესოა, ძალიან საიტერესო ! ბექას მივუბრუნდი და იარაღზე მივუთითე.
- Python 357 ? - წარბები ავათამაშე რაზეც ჩაეცინა.
- კარგი არჩევანია,საკმაოდ კარგი !
- ცოტა რამ მომიყევი ჩემი რჩეულის შესახებ. - კმაყოფილად გავუღიმე და იარაღი შუბლში დავუმიზნე.
- ზედმეტად ნუ გათამამდები ეგ იარაღი საკმაოდ საშიშია. - გაეღიმა ბექას და იარაღი გამოართვა. – Python 357 როგორც ვიცი 1955 წელს შექმნეს ვიღაც სმიტმა და ვესონამ, პითონი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის რომელიც კოლტმა შექმნა. მართლა ძალიან კარგადაა გაკეთებული 357 მაგნიუმით, რომელიც 15 და 10სმ- იანი ლულის ვარიანტებით გამოვიდა. მისი გამორჩეული ნიშნები სამიზნეები, ნახვრეტებიანი ლულა და მაღალი ფასი იყო. მართლა შეუდარებელია,ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია დღესდღეობით მსგავსიც აღარ გამოდის. - იარაღს ხელი გადაუსვა და ისევ ელეს დაუბრუნდა.
- ვაუ.. და შენი ფავორიტი რომელია ?
- მე ბევრი ფავორიტი მყავს,მაგრამ გამორჩეულად მაინც FN Five Seven -ი მომწონს სუპრესონით და სამიზნე ლაზერით. - ელემ თავი ისე დაუქნია თითქოს გაიგოო.
- გასაგებია,ანუ იარაღებით ვიწყებთ ? - თავი დაუქნია ბექამ და სხვა „ოთახში“ გაიყვანა. - შენს სახლს საძირკველი საერთოდ თუ აქვს ?
- მოდი აქ ბევრ ნუ ლაპარაკობ. - ხელით ანიშნა და ოთახში შეიყვანა,სადაც სამიზნეების სახით ადამიანები დახვდა. ბექამ სინათლეს აუწია და ელეს ხმაურის დასახშობი მიაწოდა.
- ეს ყურსასმენები რათმინდა ? - დაბნეულმა ჰკითხა რაზეც ბექას გულიანად გაეცინა.
- საყვარელო, ეგ ყურსასმენი ნამდვილად არ არის ! - ბექა ისევ ხარხარებდა რაზეც ელენე ბრაზდებოდა,ხელები გადააჯვარედინა და მკაცრად შეხედა.
- მერე რა, თუ არ ვიცი ?! შენნაირი გამოცდილი ხომ არ ვარ ! ერთი შეხედვით ყურსასმენებს გავს და რავქნა ?! - შეუღრინა ელემ და ზურგი აქცია. ბექა ზურგიდან მიეპარა და ჩაეხუტა.
- ოოო, ჩემი პატარა გოგო გამებუტაო ? - გაიცინა,მისკენ შემოაბრუნა და მთელი სახე დაუკოცნა,რაზეც ელემ სიცილი ვეღარ შეიკავა. - კარგი გვეყოს,საქმეს დავუბრუნდეთ ! მოდი აქ. - ბექამ სამიზნეებთან მიიყვანა და უკან დაუდგა. - ახლა მომისმინე, პირველ რიგში იარაღი მყარად უნდა გეჭიროს, როდესაც ტყვიას გაისვრი თუ ნორმალურად არ გეჭირება შეიძლება წაიქცე კიდეც, ამიტომ ხელი გაამაგრე. ეცადე ფოკუსირება მოახდინო იმ საგანზე თუ ადამიანზე ვისაც ესვრი. ეცადე სხვა ყველაფერი დაივიწყო და მხოლოდ შენს სამიზნეზე იფიქრო, შეიძლება გაგიჭირდეს მაგრამ მიეჩვევი,ამ დროს შეიძლება შიშმა შეგიპყროს მაგრამ არ დანებდე,გაიხსენე ყველაზე ცუდი მოგონება რაც მასთან გაკავშირებს,რას გრძნობდი როდესაც გული გატკინა და ა.შ ასე მოკვლა უფრო გაგიადვილდება. კარგი, ეს სასხლეტია როდესაც მას თითს გამოკრავ ტყვია ტავისით გაისვრის. ხო მართლა რაც შეეხება ტყვიებს, ეს ჩამკეტია,როდესაც ჩამკეტს გადმოწევ ტყვიებს შიგნით ჩადებ გადატენი და კვლავ სროლას გააგრძელებ. მიდი ფოკუსირება მასზე მოახდინე,გაიხსენე რა გაგიკეთა და ეცადე ტყვია პირდაპირ შუბლში დააჭედო. - ელემ თავი დაუქნია და სასროლად მოემზადა,ღრმად ჩაისუნთქა და ყველაზე ცუდი მოგოგნებები გაიხსენა,სასხლეტს თითი გამოკრა და თვალები გაახილა. ბექა პირდაღებული მისჩერებოდა და არ იცოდა რა ეთქვა.
- ყოჩაღ ! ჯერ აქამდე არავინ მინახავს ვისაც 10-დან 9-ში მოერტყა. - დაბნეულმა ამოილაპარაკა და ელეს იარაღი გამოართვა. - დღეისათვის გვეყოფა. - გაბრუებულმა და შეშინებულმა ელენემ სახშობი მოიხსნა და ბექას მზერა აარიდა. - კარგად ხარ ? - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. - წამოდი წყალი დალიე და დამშვიდდი.
- არ მინდა ცივსისხლიან მკვლელი ვიყო ! - ჩუმად ამოილაპარაკა და ბექას შეშინებულმა ახედა. - ეს საშინელება იყო.
- არც იქნები,ეს არც დაგჭირდება სანამ შენს გვერდით ვიქნები,უბრალოდ თავის დაცვა უნდა იცოდე გინდა თუ არა ეს! - მხარზე ხელი მოუთათუნა და ოთახიდან გაიყვანა. იარაღი გამოართვა და მაგიდაზე დადო,შუქიც ჩააქრო და სახლში დაბრუნდა.

***
- კარგად ხარ ? - წყალი გაუწოდა და იქვე ჩამოჯდა.
- მგონი... - ელემ თავი ხელებში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა. - მინდა დედაჩემი ვნახო !
- კიმაგრამ მან ხომ..
- ხო მაგრამ იქ უნდა წავიდე, არ ვიცი რატომ მაგრამ, რაღაც მაიძულებს რომ უნდა წავიდე !
- და რას ეტყვი ? - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ამოიოხრა
- არვიცი უბრალოდ მისი ნახვა მინდა.
- გინდა გამოგყვე ?
- არა,არა საჭირო არ არის ! დღეს კიდევ უნდა ვივარჯიშოთ ?
- ამას შეძლებ ? - ეჭვის თვალით გახედა ბექამ რაზეც ელემ წარბები შეჭმუხნა.
- არვიცი, უნდა ვცადო !
- კარგი მაშინ რომ მოხვალ ვიმუშაოთ კარგი ? - მასთან მივიდა და შუბლზე აკოცა,კარისკენ სვლა დაიწყო და საროჩკა შემოიცვა.
- მოიცადე სად მიდიხარ ? - გაკვირვებული უკან აედევნა.
- სამსახურში.
- სამსახურში ? - წარბები მაღლა ასწია და ისეთი სახე მიიღო თითქოს მოესმაო, ბექას გაეღიმა და ღილების შეკვრა დაიწყო.
- სამსახური გაქვს ? რას საქმიანობ ?
- შენი აზრით 17 წლის თინეიჯერი სკოლის შემდეგ რას საქმიანობს ?
- ამ... ბარში ერთობა გოგოებთან ერთად ? - ბექას მის პასუხზე გაეცინა და მოწყვეტით აკოცა.
- შეცდი,თუმცა იქ სადაც მე ვმუშაობ არანაკლებ სექსუალური გოგონები არიან ! - წარბები აათამაშა ბექამ რაზეც ელე გაცხარდა.
- უნდა ვიეჭვიანო ?!
- შეიძლება ?
- იცოდე შენს გვერდით ვინმე გოგო რომ დავინახო გავპუტავ ! - ფეხები დააბაკუნა ელემ რაზეც ბექას სიცილი აუვარდა. - სულ არ არის სასაცილო ! - ხელები გადაიჯვარედინა ელემ და გაიბუსხა.
- კარგი რა, ხომ იცი რომ შენს გარდა არავინ არ მომწონს ? - კიდევ ერთხელ აკოცა და მოშორდა. - კარგი წავედი და გამაგებინე რას იზავ.
- კარგი. - კარები მიხურა და თავის ოთახში აირბინა.

***
ელენე.
ჩემი სახლის ზღურბლთან ვდგავარ და ვფიქრობ გავაკეთო თუ არა ეს,ის ხომ ასე უაზროდ მომექცა ?! მაგრამ რადგან აქამდე მოვედი ამას აუცილებლად გავაკეთებ ! კარზე დავაკაკუნე და დაველოდე როდის გამიღებდა დედა. ჯანდაბა ასე რატომ ვნერვიულობ ?! თითები მოვიმტვრიე ! და აი ისიც... კარები ღიმილით გამოაღო თუმცა ჩემს დანახვაზე სახე წაეშალა.
- გამარჯობა... - პირი მოკუმა და კარებს მიეყრდნო, ამათვალიერა და ცივად მკითხა.
- შენ აქ რა გინდა ? - მის ტონზე გავმწარდი და წამოვიყვირე
- რასქვია რამინდა ?! არც კი გაინტერესებს ჩემსთავს რა ხდება, რას ვაკეთებ,რას ვჭამ ან საერთოდ სად ვარ ?! იქნებ მოვკვდი !
- ხო ჩემთვის დიდი ხნის წინ მოკვდი !
- ღმერთო შენ ნორმალური ხარ ?! რაღაც იდიოტობა დაინახე არც არაფერი გაგიგია და ასე უბრალოდ მიმაგდე ?! - ისე ვწიკვინებდი საკუთარი თავი მეზიზღებოდა, ვერ ვიტან წიკვინა გოგოებს ახლა კი მეც მათსავით ვდგავარ და ვწიკვინებ ! სახლში შევვარდი და იმ მიმართულებით გავემართე სადაც მამაჩემი მეგულებოდა. ოხ როგორც ყოველთვის იცოხნება ! მისი შემხედვარე სიმწრისგან ჩამეცინა მზერა ჩემზე გადმოიტანა და ჩანგალი თეფშზე მიაგდო.
- გოგო როგორ იქცევი ?! მე გასწავლე უცხოებს სახლში უნდა შეუვარდეთქო ?! - ცოფების ყრით შემოვარდა დედა.
- ა უი უცხო ხარ და არვიცი ? ლევან ასეთი რა უთხარი დედაჩემს რომ ასე მექცევა ?!
- ის არაფერს შუაშია და საერთოდ აქ რა გესაქმება ?! ახლავე გაეთრიე აქედან ! - მკლავში ხელი ჩამავლო მე კი უხეშად მოვიშორე ეს მართლა ვერ არის ?!
- მეგონა შენთან მოვდიოდი მაგრამ საქმე შენთან კი არა მასთან მქონია ! ახალი ამბავი გაიგო მამიკო ? - ირონიულად მივმართე ლევანს. - უიი მგონი ფერი დაკარგე რა დაგემართა ? ენა რატომ ჩაგივარდა არაფერი გაგიგია ?
- ელენე რის მიღწევას ცდილობ ?! - არმეშვება დედა.
- დედა ასე რატომ მექცევი ? ნუთუ ასეთი რაღაცის გამო უარმყავი ? ისე რომ სიმართლე არც კი მოგისმენია ? - სევდიანად ვკითხე და გულნატკენი მივაჩერდი.
- სიმართლე საჭირო არც არის,ყველაფერი საკუთარი თვალით დავინახე ! - ამაყად წარმოსთქვა და კედელს მოშორდა.
- რა დაინახე დედა ? როგორ ეჭირა მამას ლუკა ? და აქედან რა დასკვნა გამოიტანე ?!
- ის რომ ერთად გეძინათ !
- ღმერთო დედა რეებს ბოდიალობ ?!! ხო ის დღე ერთად გავატარეთ როდესაც ერთად იყავით დასასვენებლად თუ ჯანდაბა რასაც აკეთებდით სახლში განადგურებული მოვედი ! ადამიანიც კი არ ვიყავი, მინდოდა ასეც მოვიქცეოდი რომ არა ეს წყეული ბიჭი რომელიც ჩემს ცხოვრებაში ხელებს უფათურებს და ყველაფერს ურევს ! იცი მაინც რას ვგრძნობდი ?! სრულიად განადგურებული ვიყავი,პანიკა დამეწყო და საშინელებების კეთება დავიწყე ! როდესაც საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას ვაპირებდი სწორედ ეგ ბიჭი შემომივარდა და გადამარჩინა გესმის ?! დამამშვიდა და ისეთი რაღაცეები მელაპარაკა საკუთარი თავი შემაყვარა, საწოლამდე მომათრია და ჩემი მარტო დატოვება გადაწყვიტა მაგრამ მე შევაჩერე ! და იცი რატომ ?! იმიტომ რომ მაშინ ჩემს გვერდით არავინ იყო,მე კი ვინმე მჭირდებოდა ვინც დამამშვიდებდა და გამამხნევებდა. ხო ღამე ერთად გვეძინა ერთ საწოლში იმიტომ რომ ასე მე მოვისურვე,იმიტომ რომ ის იმ მომენტში ყველაზე და ყველაფერზე მეტად მჭირდებოდა ! არ გაინტერესებთ იმ ღამეს რა მოხდა ?! - მამას მივუბრუნდი - ხო დედამ შეიძლება არც იცის ! 13 ივნისი გახსოვს ?! - დამცინავად შევხედე მამას,რომელიც გალურჯებულიყო. - ხო,ხო როგორ არა მაგ ღამეს რა დაგავიწყებს არა ?! ხო არც მე დამივიწყებია ! სწორედ მაგ ღამის გამო მთელი 4 წელია ვიტანჯები გესმის ?! მამა დავიღალე, მინდა რომ უბრალოდ ყველაფერი გაარკვიოთ და ერთხელ და სამუდამოდ მორჩეთ ამ უაზრო დაპირისპირებას... იცი ვინ დაბრუნდა ?! თუმცა გეცოდინება ეს ყველაფერი ხომ ტყუილი იყო ?! ქალაქში გაბრო დაბრუნდა, იმ ტიპთან ერთად დაბრუნდა ვინ იმ ღამეს თქვენთან ერთად იყო ! როგორც აღმოჩნდა ბექა მამაა არა ?! რა ბედის ირონიაა ხო ?! - ჩავიცინე და ფერდაკარგულ ლევანს თვალი შევავლე, საუბრის გაგრძელებას ვაპირებდი როდესაც დედამ ხმა ამოიღო
- მოიცა რა თქვი ? ვინ გაბრო ?! - დაბნეულმა ამოილაპარაკა და ისეთი სახე მიიღო თითქოს რაღაცას იხსენებსო. - გაბრო ის.. რომელ გაბროზე საუბრობ ?!
- გაბრო ახვლედიანზე, ლუკა ახვლედიანის მამაზე ! - ჩემს პასუხზე გულზე ხელი მიიდო და კედელს მიეყრდნო,მისმა ქმედებამ შემაშინა და მაშინვე მასთან მივირბინე. - დედა კარგად ხარ ?! - შეშინებულმა ვკითხე, მან ზედაც არ შემომხედა ლევანს ისე მიაშტერდა.
- ის ხომ... ის ხომ მკვდარია არა ?! თანაც ის... ის... - ასლუკუნდა დედა რამაც უფრო დამაბნია და მამას გავხედე.
- მამა რა ხდება ?!
- ახლა ამაზე საუბრის დრო არაა !
- ხო სწორედ ახლაა ამის დრო ! ერთხელ და საბოლოოდ უნდა გავიგო რა ჯანდაბა მოხდა წარსულში ! - დავუყვირე და იქვე არსებული ლანგარი იატაკზე მთელი ძალით მოვისროლე.
- ჯანდაბა ყველაფერი დედაშენის გამო დაიწყო !! - იღრიალა ლევანმა რაზეც შევხტი.
- დედა რა შუაშია ?!
- იქნებ ეგ ერთუჯრედიანი ტვინი გაანძრიო ?!! დედაშენის გამო გადავემტერეთ მე და გაბრო ერთმანეთს ! ერთმანეთისთვის ძმებივით ვიყავით მაგრამ ღმერთმა დასწყევლოს ის დღე როდესაც ამ ორს ერთმანეთი შეუყვარდათ !! შენი ასაკის იყო დედაშენი როდესაც იმ ა*ვარს პირველად შეხვდა და გულში ჩაუვარდა ! ერთმანეთი ისე შეუყვარდათ რომ ერთად გაქცევაც კი გადაწყვიტეს წარმოგიდგენია ?! იმ ნაბი*ვარმა დააორსულა დედაშენი სწორედ ამ დღის შემდეგ გადავწყვიტე მისი თავიდან მოშორება,დედაშენს მუცელი მოვაშლევინე და ქალაქიდან წავედი თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა რომ მათ შესაძლო ბედნიერებას შევარგებდი ! მე ნამდვილი ნაძირალა ვიყავი და ჩემს ღალატს არცერთს არ შევარჩენდი ! ამიტომ გაბროსთვისვე ჯობია რომ არ გამოჩნდეს და ჩვენგან თავი შორს დაიჭიროს თორემ დაწყებულს დავასრულებ ! - პირზე ხელი ავიფარე და მამას გაოცებულმა შევხედე.
- ის ორივეს მოგკლავთ ! ჯანდაბა... ჯანდაბა ! ღმერთო ახლავე უნდა წავიდე !! - იქაურობას სირბილით მოვშორდი და გეზი ბექას სახლისკენ ავიღე. ჯანდაბა რა იდიოტობის გამო ხდება ამდენი უბედურება ?! მოიცა რა თქვა ?! - როდესაც გავაანალიზე რა თქვა ადგილზე გავქვავდი. მე... მოიცა მე... მე რა გაბროს შვილი ვარ ?! არა,არა ალბათ დამცინით ხო ?! რა სისულელეა ?! ბრაზილიური სერიალი ხომ არ არის არა ?! შეუძლებელია მე მისი შვილი ვერ ვიქნები ! შეუძლებელია მე და ლუკა და-ძმანი ვიყოთ ! - ტელეფონი ამოვიღე და ლუკას ნომერი ავკრიფე.
*გისმენთ !*
*ახლავე უნდა შეგხვდე,სასწრაფოდ !*
*ვინ ხარ და შეხვედრას რატომ მთხოვ?*
*ლუკა ელენე ვარ !*
*...*
*ლუკა ჩემი გესმის ?! მისმინე ახლავე უნდა შეგხვდე სად ხარ ?!*
*რამე მოხდა ? შენი ხმა არ მომწონს*
*ჯანდაბა,სად ხარ ?! *
*კარგი ელე დამშვიდდი და მითხარი სად ხარ,თავად მოვალ *
*კარგი ახლა 38-ე ქუჩაზე ვარ და აქ,პარკთან რომ კაფეა იქ შემხვდი,ეცადე იჩქარო სასწრაფო საქმე მაქვს!*
*კარგი,კარგი ახლავე მოვდივარ*
ტელეფონი გავთიშე და კაფეში შევედი, ადგილი დავიკავე და ჩემთვის ყავა შევუკვეთე.. გარეთ გავიხედე როდესაც ჩემი ტელეფონი აბზუილდა. ნინი იყო ! ნინი სულ გადამავიწყდა..
*გისნენ ნინ როგორ ხარ ?* - ვეცადე მხიარულად მეპასუხა
*...*
*ალიო ? ნინი ჩემი არ გესმის ?*
*დამეხმარე..* - შეშინებულმა ამოილაპარაკა.
*ნინი?! რა ხდება ?!*
*...*
*ნინი ხმა გამეცი,რა მოხდა ?!* - შეშინებულმა ამოვილაპარაკე და ყავა დავდე.
*უნდა წავიდე,ის... ის მოდის
*ვინ მოდის ნინი, სად ხარ ?!*
*არვიცი* - ამოისლუკუნა და სანამ გათიშავდა დაიწივლა,რაზეც შევხტი და კაფედან გამოვვარდი. ტაქსი გავაჩერე და ნინის სახლის მისამართი ვუთხარი. 15 წუთში მის სახლთან ვიყავი. ტაქსიდან გიჟივით გადმოვედი და ნინის სახლში შევვარდი. როდესაც კარები შევგლიჯე თვალები გამიფართოვდა, დაჭრილ სხეულთან მივვარდი და ხელების კანკალით სისხლის შეჩერება ვცადე. გიოს მკერდზე ხელს ძლიერად ვაჭერდ და ვცდილობ სისხლდენა შევუჩერო.
- ახლავე დავრეკავ საავადმყოფოში,ცოტას გაუძელი ! - ხელები მის მკერდზე დავადებინე და ტელეფონი ხელი კანკალით ძლივს დავიჭირე 112- ში დავრეკე და არსებული სიტუაცია მოვახსენე. - გიო, მოითმინე გთხოვ ! - ვგრძნობ როგორ მიიკვლევენ ცრემლები გზას.. - გთხოვ გიო არ დამტოვო ! ნინიზე იფიქრე,ის უშენოდ ვერც იარსებებს გთხოვ ცოტაც გაუძელი !! - გაღიმებას ცდილობს და ხელზე მეფერება.
- ნინი, ის... ნინი... ის.. შენ მას უნდა დაეხმარო... არამგონია რომ.. დიდხანს გავძლო.. ამიტომ.. თუ რამე დამემართება.. უთხარი რომ ძალიან მიყვარდა და.. ყოველთვის მასთან ვიქნები ! გთხოვ იპოვე... მას არაფერი უნდა დაუშავდეს...
- გთხოვ ასე ნუ ამბობ,აი ნახავ სასწრაფო მოვა და ყველაფერი კარგად იქნება ! - ვსლუკუნებ და მის თავს ვეფერები. - გთხოვ გიო... გთხოვ ცოტაც გაუძელი სასწრაფო სულ მალე მოვა ! გთხოოვ... - ტირილს ვუმატებ და მის თავ კალთაში ვიქცევ.. სწორედ ამ დროს სახლში მთელი სისწრაფით შემორბის ექიმი და მისი სხეულიდან მაგლიჯავს. თვალებში მიბნელდება და ვდილობ ძალა მოვიკრიბო. ვიღაც მებღაუჯება და გაუგებარ სიტყვებს მიყვირის... გონზე პატარა ბავშვის წივილს მოვყავარ... თვალებს მისკენ ვატრიალებ და ვაკვირდები როგორი შეშინებული მიცქერს. თავის სათამაშოსაა ჩაბღაუჭებული და ტირის.. მასთან მივდივარ და სისხლიანი ხელებით ვეხები. ვცდილობ მშვიდი ტონით ვუთხრა.
- ჰეი პარატავ... დედიკო სად არის ?
-მე.. მე.. - სლუკუნებდა და სიტყვებს თავს ვერ აბამდა.
- დამშვიდდი ! - მთელი ძალით ჩავეხუტე და ქერა თმებზე მოვეფერე.
- მე.. მე ... მე დავინახე ის ბიჭები ! მათ.. მათ ვიღაც ლამაზი გოგონა მიჰყავდათ... დავინახე როგორ ააფარეს რაღაც ნაჭერი და მანქანაში ჩატენეს ! - სლუკუნი აუტყდა პატარას.
- გახსოვს როგორ გამოიყურებოდნენ ის ბიჭები ?!
- არა.. ერთი მაღალი იყო მეორე კი .. მეორე უფრო ასაკოვანი იყო... ნიღბები ეკეთათ და იარაღი ჰქონდათ ! მე.. მე ძალიან შემეშნდა და...
- ჩშშ !! აღარ გააგრძელო,ეცადე დამშვიდდე ! - გულში ჩავიკარი და მისი დამშვიდება ვცადე.
- ელე ! - ვიღაც ხელებში ჩამაფრინდა და მთელი ძალით ჩამიხუტა.
- ბექა... ნინი ! ის... უნდა ვიპოვო ! - ამოვისლუკუნე და მის მკერდში თავი ჩავრგე.
- ჰეი, ჰეი დამშვიდდი კარგი ? მას აუცილებლად ვიპოვით ! - ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და სევდიანად გამიღიმა.
- მას რომ რამე მოუვიდეს მე... მე.. - ტირილს ვუმატე და ძლიერად ჩავეხუტე.
- მე მათი მანქანის ნომერი დავიმახსოვრე ! ფილმებში მინახავს რომ მანქანის ნომრით ადგენენ სად იმყოფებიან მძარცველები ! FBI-ც ხომ ასე იძიებს არა ? - პატარა გოგონას ნათქვამზე გამეცინა და მივუბრუნდი.
- რა ნომერი იყო ?
- Huh 135 ! შავი მანქანა იყო, მთლიანად შავი,შავი შუშები ჰქონდა მე მაგიდის ქვეშ ვიმალებოდი და იქიდან დავინახე !
- შენ ამ დროს აქ რა გინდოდა ? - გაკვირვებულმა ვკითხე და ავათვალიერე.
- გიორგი ძიასთან მოვედი...
- კარგი, ამ.. - შუბლი მოვისრისე და ბექას მივუბრუნდი. - ნინი უნდა მოვძებნოთ ! - ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი. ერთ-ერთ პოლიციელს მივუბრუნდი და ვუთხარი - იმ პატარა გოგონას ყურადღება მიაქციეთ !

***

- ესეიგი, ტყეში რომ არის ქოხი იქ არიან ?! - წამოვიკივლე და ბექას გაოცებულმა შევხედე. - გთხოვ ახლავე წავიდეთ !
- შენ ვერსადაც ვერ წამოხვალ საშიშა,თანაც შესაძლოა მახე აღმოჩნდეს !
- რას მეუბნები ხვდები ?!
- ვიცი,მესმის მაგრამ შენს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ !
- ბექა ის ჩემთვის დასავითაა !! - დავუყვირე და იარაღების ოთახისკენ სვლა დავიწყე.
- ელე მოიცადე ! - უკან გამომყვა და მკლავში ხელი ჩამავლო.
- როგორც ჩანს მომიწევს მარტო წავიდე !
- შენ გოგო სულ გამოშტერდი ?! იარაღის ხმარება ჯერ ნორმალურადაც არ იცი !
- არ მაინტერესებს ! - ხელი გამოვგლიჯე და სვლა გავაგრძელე. როდესაც დაბლა ჩავედი ნებისმიერი იარაღი რაც ხელში მომხვდა ავიღე და ერთ ადგილას დავაწყვე. ესეიგი აბა ვნახოთ აქ რა გვაქვს : ცეცხლასროლი იარაღი,პითონი, რამოდენიმე დანა, კასტეტი და კიდევ რაღაცეები ! 5 დანა ?! სამჭირდება ?!
- ელე იქ არ წახვალ ! - ოთახში შემოვიდა ბექაც.
- კი წავალ ! ცოტახნით შენს სიყვარულსაც ვითხოვებ. - იარაღი ხელშ ავათამაშე და კარისკენ სვლა დავიწყე.
- არა ვერ ითხოვებ ! - ხელიდან გამომგლიჯა და იარაღების სხვადასხვა სახეობები აიღო და კარისკენ სვლა დაიწყო. - მოდიხარ თუ მანდ უნდა იდგე ?! - თავი დავუქნიე და მასთან მივირბინე. - მოიცა ასე უბრალოდ ვერ წავალთ !
- კიდევ რა ?! - ამოვიოხრე და ბექას პასუხს დაველოდე. რაღაც კარადა გამოხნა და შიგნით შეძვრა.
- აი ეს ! ყოველ შემთხვევისთვის..
- ბეჭედი ?! - ცალი წარბი ავწიე და დაბნეული მივაჩერდი.
- უბრალო ბეჭედი არ გეგონოს ! - ბეჭდის ზედა თავს ოდნავ მოუჭირა და ბეჭდის თვალი მჭრელ ნივთად გადაიქცა.
- ეს რათ მინდა ?1 - გამიკვირდა.
- გქონდეს..
- კარგი,წავედით ? - ბეჭედი თითზე გავიკეთე და კარისაკენ სვლა დავიწყე.

***
დანიშნულების ადგილას მივედით და ბუჩქებში დავიმალეთ.
- კარგი მისმინე, როგორც ხედავ სახლს 5 კაცი იცავს, იარაღს ვერ გამოვიყენებ ამიტომ რასაც ახლა გავაკეთებ არ შეგეშინდეს და რაღათქმაუნდა არ იკივლო კარგი ?! - თავი დავუქნიე დაცვას შევხედე. ბექამ საიდანღაც დანები ამოაძვრინა,მის ჩანაფიქრს რომ მივხვდი თვალები გამიფართოვდა და ხელი ვტაცე.
- ეს არ გააკეთო !
- სხვა გზა არ მაქვს,შეგიძლია არ უყურო ! - თავი დავუქნიე და ზურგი ვაქციე, გავიგონე მამაკაცების კვნესა რამაც გული შემიწუხა.. - კარგი მორჩა, ახლა სახლთან მივიპარები და იქაურობას დავზვერავ,როდესაც ნიშანს მოგცემ იმ კიბით - ხელით მიმითითა მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე. - მეორე სართულზე ახვალ,სწორედ იქ ყავთ ნინი !
- ეგ საიდან იცი ?!
- დამიჯერე პატავ,ვიცი ! კარგი,ზუსტად არვიცი შიგნით რამდენნი არიან მაგრამ დაახლოებით 7-8 კაცი იქნება. ნინის ოთახში ერთი ან ორი კაცი მათ თავს გაართმევ ?! - თავი სწრაფად დავუქნიე და იქვე დაგდებულ მცველებს გადავხედე.
- როგორ მივხვდე რომ ნიშანი მომეცი ?
- მიხვდები ! - შუბლზე მაკოცა და სახლისკენ გაემართა, მის ჟესტზე გამეღიმა. იარაღები შევამოწმე და მის ნიშანს დაველოდე. რამოდენიმე წუთში დაუსტვინა,მგონი ეს ნიშანი იყო ხო ?! დაფეთებული წამოვვარდი და სახლისკენ მთელი სისწრაფით გავიქეცი იმის შიშით რომ ვინმეს არ შევემჩნიე. კიბესთან მივირბინე და მაღლა ავიხედე,სახლიდან ისეთი საშინელი ხმები გამოდიოდა შემეშინდა. ერთმა ისეთი იღრიალა კინაღამ ვიწივლე. კიბეს ხელი მოვკიდე და სახეზე ირონიული ღიმილი ავიკარი. კიბეზე სვლა დავიწყე და როდესაც ოთახამდე მივაღწიე,ფანჯრის რაფას ამოვეფარე,შიგნით ჩემდა საბედნიეროდ მხოლოდ ერთი კაცი იყო რომელიც იმღელა ხმაზე ხვრინავდა დარწმუნებული ვარ არაფერი გაუგონია. იდიოტი, რანაირი დარაჯია ახლა ეს ?! თუ გოგო მოიტაცე ნორმალურად მაინც უპატრონე რომ არავინ მოგტაცოს ! კრეტინი !! ოთახში ფრთხილად გადავძვერი და ნინის ძებნა დავიწყე. კუთხეში მოკუნტული იჯდა და ჩუმად ქვითინებდა. ავათვალიერე და მისი სილურჯეების დანახვისას მომინდა ამ კაცისთვის ყელი გამომეჭრა, დამესერა და იქამდე მეწამებინა სანამ სიკვდილი არ მოუნდებოდა ! ნინისთან ფეხაკრეფით მივედი და მასთან ჩავიმუხლე. ხელები მის ჩალურჯებულ ფეხებზე ჰქონდა შემოხვეული და თავი დაეხარა. ხელი მის ცივ კანს ოდნავ შევახე,რაზეც შეხტა და კედლის სხვა მხარეს გაჩოჩდა, მასთან მივედი და შეხება კიდევ ვცადე,თუმცა მაშინვე დაიწივლა,პირზე ხელი სასწრაფოდ ავაფარე და დარაჯს გადავხედე,.როდესაც მისი მშვიდი და წარბშეუხრელი სახე დავინახე ღრმად ამოვისუნთქე და ნინის მივუბრუნდი. გავუღიმე და მის შეშინებულ სახეს დავაკვირდი. თვალები ტირილისგან სულ ჩასწითლებოდა,ტუჩები დახეთქვოდა და სახე მთლიანად დასიებოდა. როდესაც სიტუაციიდან გამოერკვა და მიხვდა რომ მე ვიყავი მთელი ძალით ჩამეხუტა და ასლუკუნდა. მისი სახე ჩემს პატარა ხელებში მოვიქციე და სახეზე მოვეფერე.
- ჰეიი, დამშვიდდი კარგი ?! აქედან გაგიყვანთ !
- თ ?! აქ კიდევ ვინ მოიყვანე ?! - შეშინებულმა მკითხა.
- ახლა ამის დრო არ არის,წამოდი ! - ფეხზე წამოვაყენე და ფანჯრისკენ ვუბიძგე როდესაც ნინის წივილი მომესმა. იმ სივრცისკენ გავიხედე სადაც მისი თვალები მიმანიშნებდნენ, ჯანდაბა ისე ახლოს იყო ! დროულად რომ არ დავხრილიყავი ახლა ალბათ მკვდარიც ვიქნებოდი ! ვიგრძენი როგორ აივსო ჩემი ორგანიზმი მრისხანებით, დამცინავი ღიმილი სახეზე ავიკარი და მისკენ შევტრიალდი.
- სერიოზულად ?! გოგოს ასე უნდა მიეპარო ?! სადაა შენი „ვაჟკაცობა“ ?! - ღმერთო საიდან ამდენი გამბედაობა ?!
- ლაო პატალავ გეგონა მეძინაო ? - ხელებით მუხლებს დაეყრდნო და საწყალი სახე მიიღო, მის საცოდაობაზე ცალი წარბი მაღლა ავწიე და საცოდავი სახე მივიღე, ხელის სწრაფი მოძრაობით ჩემი პითონი ამოვიღე და შუბლში დავუმიზნე,რაზეც სახე წაეშალა. მას მივბაძე და საწყალი სახე მივიღე.
- ლაო პატალავ შეგეშინდა ?! - სახეზე ირონიული ღიმილი ავიკარი და იარაღი გადავტენე.
- შენს ადგილას ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი ! - წამით ჩაფიქრდა, შემომხედა და ჩემსკენ გამოიქცა,რაზეც დავიწივლე და გვერდზე გავხტი. ნინის თმებისკენ ხელი გაიწოდა თუმცა იარაღი თავში ჩავარტყი და მისი უზომოდ დიდი მასა იატაკს დაენარცხა.
- ნინი კარგად ხარ ? - იარაღი თავის ადგილას დავაბრუნე და ნინის მივუახლოვდი.
- ეს.. იარაღი... შენ.. ამმ საიდან ?! - დაბნეულმა ამოილაპარაკა რაზეც გამეღიმა.
- გრძელი ის... - სიტყვა გასროლის ხმამ გამაწყვეტინა. იმხელაზე შევკივლე თავად შევხტი. იარაღი გადავტენე და მეორეც ამოვიღე. კიბეებზე ჩავედი...
არსებულმა სიტუაციამ გულის რევის შეგრძნება გამიჩინა ! ირგვლივ მთლიანად სისხლი და უსულო სხეულები იყო. მთლიანად სისხლში ამოსვრილი დაცვა კარებთან იდგა და იარაღს ბექას უმიზნებდა,რომელიც საერთოდაც არ იყო დასვრილი ?! იატაკზე დაახლოებით 8 კაცი ეგდო, ბექა უმცირესობაში იყო, 3 კაცი უმიზნებდა იარაღს და აშინებდა ბექა კი წარბშეუხრელად იდგა და დამცინავად შესცქეროდა. იარაღი აღარ ჰქონდა. სამი ერთის წინააღმდეგ ?! ჰაჰ, ჩემს შეყვარებულს თითი არ დაედოს ! ჩემი ბიუსჰალტერიდან ორი ცალი პატარა დანა ამოვაძვრინე და ერთ-ერთ მცველს პირდაპირ საძილე არტერიაშ ვესროლე,რამაც თავადაც გამაკვირვა ! დანარჩენმა ორმა მზერა ჩემზე გადმოიტანეს და პირი დააღეს, ბექა მანიშნებდა რომ იქ დავბრუნებულიყავი დაისანაც მოვედი მაგრამ არ ვაპირებდი უკან ასვლად. კმაყოფილად გავიღიმე და თითოს თითო იარაღი დავუმიზნე. ვიგრძენი ნინის მწველი მზერაც რომელიც მაფრთხილებდა რაიმე სისულელე არ გამეკეთებინა. ორივემ მოადუნა ყურადღება და იარაღი ოდნავ დაბლა დაწია სწორედ ამ დროს ბექამ ფეხსაცმლიდან დანები ამოაძვრინა და ორივეს საფეთქელში ესროლა. ეს შესაძლებელი იყო ?! იარაღები შევინახე და ბექასთან მთელი სისწრაფით გავიქეცი, ჩემი პაწაწინა ხელები მის თბილ კისერს მოვხვიე და მთელი ძალით ჩავეხუტე... თავი მის კისერში ჩავრგე და ავსლუკუნდი. ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები ჩემს სუსტ წელზე,რამაც ცოტა არ იყო დამამშვიდა.თმაზე მომეფერა და თავზე მაკოცა.
- ეს... ეს ძალიან,ძალიან საზიზღარი გრძნობაა ! როგორ უძლებ ?! მე... მე მხოლოდ თავში ჩავარტყი იმ კაცს და საკუთარი თავი შემზიზღდა, შენ... შენ კიდევ... ამდენი ადამიანი მოკალი ! - აცრემლიანებული თვალებით ავხედე და ტირილს ვუმატე.
- ჰეი, დამშვიდდი კარგი ? ყველაფერი კარგად იქნება ! ნინი კარგად ხარ ?! - მზერა ნინიზე გადაიტანა რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოშტერებული გვიყურებდა.
- მგონი კი... მოიცადე ! გიო სად არის ?! - წარბები შეჭმუხნა და პასუხის მომლოდინე თვალებით მომაჩერდა. ბექას გადავხედე და მზერა ისევ ნინიზე გადავიტანე.
- ის... ის.. დაჭრილი იყო და საავადმყოფოში წაიყვანეს !
- რა ?! - წამოიყვირა ნინიმ და სახეზე მარილიანი ბურთულა ჩამოუგორდა. - ახლა როგორ არის ?! მასთან უნდა წავიდეთ ახლავე ! რას უდგახართ ?! ჩქარა ! - კარებისკენ გაიქცა და გარეთ გავარდა,ჩვენც უკან გავყევით

***
იმ დღის შემდეგ უკვე ერთი კვირა გავიდა, გიო ისევ საავადმყოფოშია და რამოდენიმე დღეში გამოწერენ. მე და დედა შევრიგდით ! ყველაფერი ავუხსენი და ბოდიშიც მომიხადა თავისი სულელური საქციელის გამო. ნინი დღე და ღამე საავადმყოფოშია და გიოს უვლის,იქ იძინებს და იქ იღვიძებს. ლუკა ამ ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ აღარც მინახავს,თუ ჭორებს დავუჯერებთ ამერიკაში წავიდა,რისიც ნამდვილად არმჯერა ! ხო,რაც შეგვეხება მე და ბექას ერთმანეთთან ზედმეტად კარგად ვართ, მთელი კვირა იმის შიშში ვიყავი რომ რაღაც მოხდებოდა,თუმცა ბექა ჩემს გვერდით იყო და მამშვიდებდა. იარაღებს უკვე დავეუფლე და საკმაოდ კარგად ავითვისე. ყოველდღე მავარჯიშებს და ყოველდღე ათას რაღაცას მასწავლის.ისეთი მომთხოვნია რომ სულს მაძრობს ხოლმე ! ისეთი მოძრაობები მასწავლა ფილმებშიც რომ ვერ ნახავთ,ვცდილობ რაიმე ვათქმევინო მის წარსულზე თუმცა რა აზრი აქვს ?! „წარსული წარსულში დარჩა“ იდიოტი !
- უფრო მაგრად ! - მიყვირის და მეც უფრო მაგრად ვურტყამ ! მეტი აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე !
- ბექა დავიღალე ! - შევუღრინე და შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადავიწიე.
- უფრო მაგრად ! - თვალები დამიბრიალა და ხელი მომიქნია,რაზეც დავიწივლე და თავი დავხარე.
- შენ ნორმალური ხარ ?!
- ვინმე რამის დაშავებას რო გადაწყვეტავს ამას კითხავ თუ იმოქმედებ ? - გაეცინა და ხელი ისევ მომიქნია.
- კარგი ! ახლა მიიღებ ! - მუშტი მოვუქნიე, თუმცა ვერ მოვარტყი, ის ხომ ასეთი სწრაფია ! თვალის დახამხამებაში მის მკერდზე აკრული აღმოვჩნდი. ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა თუმცა უშედეგოდ !
- მორჩა, ან მძევალი ხარ ან მკვდარი ! - ყურში ჩამჩურჩულა და ხელები უფრო მაგრად გამიკავა, თავი გავაქნიე და ფეხზე ფეხი მთელი ძალით დავარტყი რაზეც ხელი შემიშვა და მოუხარა.ჯიბიდან იარაღი ამოვაძვრინე და შუბლში დავუმიზნე,ეშმაკურად გავიღიმე და ვუთხარი.
- აბა ახლა ვინ არის მკვდარი ?! - ჩაიცინა და ამომხედა, ორ წამში იარაღი იატაკზე დამაგდებინა პირი ღია დამრჩა და საწყლად შევხედე.
- ხო, მაინც შენ ხარ მკვდარი ! - რაღაცის თქმა დავაპირე,თუმცა შევბარბაცდი და თვალები ტკივილის გამო დავხუჭე. - კარგად ხარ ? - ჩემსკენ სვლა დაიწყო ბექამ. საფეთქელზე ხელი მივიჭირე და თვალები გავახილე,მინდოდა ის ტკივილი რასაც საფეთქელში ვგრძნობდი შემეჩერებინა ! - ჰეი, რა დაგემართა ? - ხელი მომხვია და წყალი მომაწოდა. ბოთლი გამოვართვი და იდაყვი მუცელში ვუთავაზე,მარჯვენა ფეხი ავწიე და კიდევ ვუთავაზე, ვურტყავდი მანამ სანამ იატაკზე არ აღმოჩნდა. მის ზემოდან მოვთავსდი იარაღი შუბლზე დავადე.
- შენთვის არასოდეს მითქვამს რომ პატარაობაში მინდოდა მსახიობი გამოვსულიყავი ?
- Well,well I’m impressed ! - ხელები ასწია
- როგორც ჩანს მალე ტყუვდები ! - გავიცინე და იარაღი მოვაშორე. - გთხოვ დავისვენოთ რა, დღეისთვის საკმარისია - ლეკვის თვალებით შევხედე და ტუჩი გადმოვაგდე.ჩემმა საქციელმა გაამხიარულა და თავი დამიქნია. წამოჯდა და მოწყვეტით მაკოცა,რაზეც ჩამეღიმა.

***

დილით ბექას სხეულში აბლანდულს გამომეღვიძა. თავი ოდნავ წამოვწიე და ჩვენს სხეულებს რო შევხედე სიცილი ამივარდა. პირზე ხალი ავიფარე და ისევ ბექას სხეულში ავიხლართე. ცოტა მოვშორდი და მისი იდეალური ნაკვთების შესწავლა დავიწყე. ღმერთო ნამდვილი სრულყოფილებაა ! მისი აჩეჩილი თმა მის იდეალურ სახეს კიდევ უფრო სექსუალურს ხდიდა,ცოტა არ იყოს დამცხა და უკან გამოვიწიე.თავქვეშ ხელი ამოვიდე და გავიღიმე,პატარა ბავშვივით თვლემდა ახლა მისთვის რომ შეგეხედათ ვერც კი წარმოიდგენდით მის უკან ვინ იმალებოდა.
- შენთვის არ უსწავლებიათ რომ ადამიანზე მიშტერება არ შეიძლება ? - მკითხა ხრინწიანი ხმით.
- ჰმ.. შეიძლება მასწავლეს მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი ! - ეშმაკურად ჩავილაპარაკე რაზეც გაეცინა. სიცილს როდესაც მორჩა ჩემკენ გადმოიწია და ისე ნაზად მაკოცა რომ იქვე დავდნი.
- ჯანდაბა ცოლად უნდა მოგიყვანო ! - გაიცინა და კიდევ ერთხელ მაკოცა, მაგრამ კოცნა ჩემმა სიცილმა შეგვაწყვეტინა. - რომ მცოდნოდა შენთან ერთად გაღვიძება ასეთი სასიამოვნო იქნებოდა პირველი დღიდანვე შეგითრებდი ლოგინში. - მის პასუხზე გავიცინე და ბალიში ვუთავაზე. ხელებს ჩემს შიშველ კანზე დაასრიალებდა და ვნებიანად მკოცნიდა,რასაც ჭკუიდან გადავყავდი. - ღმერთო იცი მაინც რა გემრიელი ხარ ?! - მის კითხვაზე კიდევ ერთხელ გამეცინა. სახეზე მოვეფერე და სახეზე ამაყი ღიმილი ავიკარი.
- მიყვარხარ !
- მეც მიყვარხარ ! - გამიღიმა,ცხვირზე მაკოცა და მომშორდა.
- დღევანდელი დღე ყველაფერს შეცვლის, ყველაფერს...
- ხომ იცი რომ შენს გვერდით ვიქნები და სიცოცხლის ფასად დაგიცავ ? - სერიოზულად მკითხა და მაისური გადაიცვა. მის კითხვაზე სევდიანად გამეღიმა,ვიცოდი რომ რაღაც მოხდებოდა. გული საშინელებას მიგრძნობდა და ამ საშინელების ძალიან მეშინოდა.
- არ ვაპირებ ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ადამიანები დავთმო,ამიტომ მათთვის ვიბრძოლებ !
- გეგმა ხომ იცი არა ? ზუსტად ვიცი რომ შუა ღამეს იმოქმედებენ,დაახლოებით თერთმეტისკენ. გაბრო ისეთია არ გამიკვირდება რომ პოლიციელები მოისყიდოს. არაფრის უნდა შეგეშინდეს,თავადაც იცი რომ დღეს ბევრი სისხლი დაიღვრება და ბევრიც მოკვდება,ნებისმიერი შეიძლება მოკვდეს.მაგრამ ამ ღამის შემდეგ ყველაფერი დასრულდება. - შუბლზე მაკოცა და გარდერობში შეძვრა.

***
უკვე თორმეტის ნახევარია, ისე ვნერვიულობ რომ შეიძლება მოვკვდე. მე და ბექა მთლიანად შავებით ვართ შემოსილი და შესაფერის დროს ველოდებით,ვხედავ შავ მანქანას რომელიც ჩემი სახლის წინ არის გაჩერებული. შესაფერის მომენტს ველოდები,ფანჯარაში ვხედავ როგორ ებღაუჭებიან დედას ორი მცველი. მამა არსად ჩანს... დედას ერთერთმა იარაღი შუბლზე მიადო და ისიც გაჩერდა. ხელში ჩაავლეს და გარეთ გამოათრიეს,ძარღვები დამეჭიმა და მრისხანებამ ამიტანა.გარეთ გამოვიდნენ და მანქანისკენ წავიდნენ,ვეღარ მოვითმინ,შიში სრულიად გადამავიწყდა და ერთ ერთს საძილე არტერიაში დანა ვესროლე,მაშინვე დაფრთხნენ. ჩემი პითონი ამოვიღე და დანარჩენები თვალის დახამხამებაში მოვკალი. მესმოდა ბექას გაბრაზებული ხმა რომელიც მეკითხებოდა რა ჯანდაბას ვაკეთებდი მაგრამ სრულიად გაბრუებული ვიყავი,ახლა მხოლოდ დედაჩემის უსაფრთხოება მაინტერესებდა. ხეს მოვშორდი და დედასთან გავიქეცი,მისი გაკვირვებული სახე შიშმა მოიცვა. გასაღები ხელებში სწრაფად ჩავჩხირე და ერთ-ერთი მანქანისკენ მივუთითე. დიდხანს არც უფიქრია ისე გაიქცა მანქანისკენ. თვალი ღიმილით მივადევნე და როდესაც ყვირილის ხმა გავიღე უკან მოვიხედე. ბექა მიყვიროდა რომ დავხრილიყავი. სწრაფად დავიხარე და ტყვია ავიცილე. წამის მეასედში სროლა ატყდა.მე და ბექა სახლში შევვარდით და კედელს ამოვეფარეთ.ფანჯრები მალევე ჩამსხვრა. ირგვლივ მთლიანად შუშები და ტყვიები ცვიოდა. ბექამ მანიშნა რომ უნდა დამეწყო. თავდახრილი ავირბინე კიბეებზე და ჩემს ოთახამდე ძლივს მივაღწიე.კარები შევგლიჯე და ვიღაცის მყარ სხეულს წამოვედე. დავიწივლე და ცივ სხეულს დაფეთებული მოვშორდი.როდესაც დავინახე რომ მამა იატაკზე უგონოდ ეგდო და სისხლისგან მთლიანად დაცლილიყო ცრემლები წამომივიდა.თუმცა მალევე მოვიშორე და მოქმედებაზე გადავედი. მთელი უჯრები გადავაქოთე, თაროები ჩამოვხვეტე.გარდერობი გავჩხრიკე თუმცა ვერაფერი ვიპოვე. ჯანდაბა სად არის ?! ხელები თმაში შევიცურე და წამით დავფიქრდი.როდესაც გამახსენდა სად ვმალავდი იმ ადგილისკენ გავემართე. თუმცა იარაღის გასროლის ხმამ მაშინვე შემაჩერა. შეშინებული შემოვბრუნდი და ოთახიდან გამოვედი. კიბეებიდან გადავიხედე და დავმშვიდდი როდესაც მკვდარი დაცვის ნაცვლად ბექა არ დავინახე. ოთახში შევბრუნდა და ძებნა გავაგრძელე. სად არის ? ზუსტად ვიცი რომ აქ იყო ! საწოლს მივვარდი და ტუმბოს უჯრა გამოვაღე.
- ამას ეძებ ? - გაისმა გამყინავი ბარიტონი. შემოვბრუნდი და ადგილზე გავქვავდი. გაბრო ხელში ათამაშებდა ჩემთვის სასურველ ნივთს
- დამიბრუნე !
- მოდი და აიღე. - გამომწვევად მითხრა. იარაღი დამიმიზნა და გადატენა.
- ყველაფერი ამ ყელსაბამის გამოა? დედაჩემის გამო ხომ ?! შენ ის სიგიჟემდე გიყვარდა ! - ჩემი სიტყვების გაგონებაზე შეკრთა და იარაღი დაუშვა. ნელა მივუახლოვდი და ამაზრზენად შევხედე - რას იზავ, შენს შვილს მოკლავ ? - დამცინავად ვკითხე. - ახლა გასაგებია რატომ მეძახი ელენას,რატომ მესაუბრები ასე თბილად და რატომ გიყვარვარ ასე გაგიჟებით ! - თავი დახარა და სამკაულს დახედა. დრო მიხელთე დავიხარე და დავტრიალდი და ფეხი მის მუხლებს მოვარტყი. ვერაფერი გაანალიზა ისე დავარდა იატაკზე. გონს მალევე მოვიდა და შეტევაზე გადმოვიდა. - მამა შვილის წინააღმდეგ, რა ბედის ირონიაა. - სარკასტულად გავუღიმე და მისი მუშტი ავიცილე. ფეხი მოვუქნიე და მუცელში მწარედ მოვარტყი. ისევ დაეცა.მის ზემოდან მოვთავსდი და იარაღი შუბლზე მივადე. დანებების ნიშნად ხელები ასწია. ნიშნის მოგებით გავუღიმე და იარაღი ხელზე დავადე. - ნახვამდის მამიკო. - დამწუხრებულმა ვთქვი და სასროლად მოვემზადე. - სამწუხაროა, შეგეძლო ნამდვილი მამობა გაგეწია,მაგრამ შენ ეს უაზრო შურიძიება აირჩიე. მართლა შემეძლო მყვარებოდი მაგრამ არა, არასოდეს შევიყვარებ ისეთ ადამიანს ვინც ასე გამწირა. ჯოჯოხეთში შევხვდებით... - თვალები დავხუჭე და გავისროლე. მისი სისხლი სახეზ ვიგრძენი,თვალები გავახილე და მის სასოწარკვეთილ თვალებს შევეჩეხე. - ვწუხვარ... ვწუხვარ რომ ასეთი ადამიანის მკვლელი გავხდი. - მის სხეულს მოვშორდი და სახიდან მისი ბინძური სისხლი მოვიშორე. ერთმანეთთან ახლოს არსებულ სხეულს დავხედე და ზურგი ვაქციე. როდესაც კიბებზე ჩავდიოდი დავინახე როგორ უმიზნებდა ლუკა იარაღს დაჭრილ ბექას. ბექა მუცლის არეში იყო დაჭრილი და ფერი მთლიანად დაჰკარგვოდა. მთელი სისწრაფით გადავახტი კიბეს, ბექას ამოვეფარე და იარაღი ლუკად დავუმიზნე. სწორედ ახლა თვალებში ვუყურებდი ადამიანს რომელიც მეგონა რომ მიყვარდა.რომლის გამოც შემეძლო სიცოცხლე გამეწირა. ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა თბილი ბურთულა.
- მამაშენი მკვდარია. - მონოტორიული ხმით ვთქვი.გამიკვირდა როდესაც სახეზე ემოცია გამოესახა. - ნუთუ ასეთი უმნიშვნელო იყო..
- გაიწიე და მაცადე ჩემი საქმის შესრულება. - გავიღიმე და იარაღი გადავტენე - ოჰო, მას ნამდვილად კარგად გაუწვთნიხარ. - იარაღით მანიშნა გაიწიეო,მე კი მაინც ისევ ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული და პოზიციას არ ვთმობდი.
- ყველაფერი დამთავრდა, ამის გაკეთება საჭირო არ არის. - ვუთხარი მშვიდად. - შენთვისვე აჯობებს აქედან წახვიდე, არმინდა გავნო, თანაც პოლიცია ალბათ გზაშია დრო გაქვს რომ გაიქცე და ციხეს ხელიდან დაუსხლდე.
- ციხეში მე კი არა შენ წახვალ, შენ გაბრო მოკალი ! - თქვა ზიზღნარევი ხმით.
- აქედან წადი ლუკა... - ვუთხარი და მუდარით აღსავსე თვალები მივანათე - ის მოკვდება,გთხოვ უნდა დავეხმარო...
- ასე ძალიან გიყვარს?
- იმაზე მეტად ვიდრე წარმოვიდგენდი..
- ვწუხვარ.. - იარაღი გადატენა.
- მეც ვწუხვარ ! - ამოვილაპარაკე ჩახრენწილი ხმით და გავისროლე... მორჩა, ყველაფერი დასრულდა.

***

საავადმყოფოში ვარ და ბექას გაყინული ხელი მიჭირავს. უგონოდ წევს და არ ინძრევა. ორი დღეა რაც ასეა,ექიმმა თქვა რომ ბევრი სისხლი დაკარგა და ძალიან სუსტადაა,რომ გადარჩენის შანსი ძალიან მცირე ჰქონდა. მაგრამ ვიცოდი რომ ასე ადვილად არ დანებდებოდა, არც შევმცდარვარ ! რაც იმ დღეს მოხდა... ამის გახსენება უბრალოდ არ მინდა, დარწმუნებული ვარ თითოეულ ფრაგმენტს ვერც გავიხსენებ რადგან მეშინია. მხოლოდ ის ვიცი რომ ლუკა მოვკალი... ადამიანი რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო,ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაფრის მიუხედავად მაინც რაღაცას წარმოადგენდა,ადამიანი რომელისთვისაც გულში სპეციალური სივრცე მქონდა გამოყოფილი... ბექა შეიშმუშნა და თვალები ფრთხილად გაახილა. ფეხზე წამოვდექი და საწოლზე ჩამოვჯექი. თმაზე ხელი გადავუსვი და გავუღიმე.
- ჰეი...
- ისევ საავადმყოფო და ისევ ეს დაწყევლილი პალატა? - მისუსტებული ხმით ამოილაპარაკა და გაღიმება სცადა. პასუხად მეც გავუღიმე. - ის.. ის...
- ის მკვდარია !
- მაგრამ...
- მე მოვკალი..
- ვწუხვარ რომ ამის გაკეთება მოგიწია - სევდიანად გამიღიმა,ვიგრძენი როგორ ჩამომისრიალდა ცრემლი,მოვიშორე და ნერვიულად გავიცინე
- არაუშავრს,ყოველთვის ყველაფერი ისე ხომ არ იქნება როგორც ჩვენ გვინდა ! - გამიღიმა და პლედი გადასწია.მანიშნა შგნით შევმძვრალიყავი. მეც მის ნებას დავემორჩილე და გვერდით მივუწექი. თავი მის კისერში შავრგე და მის გულის ცემას ყური დავუგდე.. იცით ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა ქილერი შეყვარებული მყოლოდა,მგონი ოცნება ამიხდა ! თვალები დავხუჭე და ბედნიერების სამყაროში გადავეშვი...

დასასრული.



№1 სტუმარი :)

პოლიცია არ არსებობს?!

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

:)
პოლიცია არ არსებობს?!

სხვათაშორის, არსებობს, მაგრამ ასეთ შემთხვევებში უძლურია.

ძალიან მიყვარს ეს ისტორია და ჩემი გოგო ხომ საერთოდ❤
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი Katastrofa

მესამედ ვკითხულობ ამ მოთხრობას და იგივე ემოციით ვკითხულობ როგორც პირველად მქონდა ...უბრალოდ ვგიჟდები ამ ისტორიაზე ❤

 


№4  offline წევრი მანგო ✨

Katastrofa
მესამედ ვკითხულობ ამ მოთხრობას და იგივე ემოციით ვკითხულობ როგორც პირველად მქონდა ...უბრალოდ ვგიჟდები ამ ისტორიაზე ❤

მიხარია თუ მოგეწონა kissing_heart kissing_heart

 


№5 სტუმარი უბრალო მოკვდავი

სიტყვებით ვერ გადმოვცემ..რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა, ამან ჩემზე. პირველად წავიკითხე შენი ისტორია და უბრალოდ...შოკირებული ვარ.შენ აი ყველაზე მაარი ადამიანი ხარ

უბრალო მოკვდავი
სიტყვებით ვერ გადმოვცემ..რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა, ამან ჩემზე. პირველად წავიკითხე შენი ისტორია და უბრალოდ..ვარ.შენ აი ყველაზე მაარი ადამიანი ხარ

 


№6  offline წევრი მანგო ✨

უბრალო მოკვდავი
სიტყვებით ვერ გადმოვცემ..რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა, ამან ჩემზე. პირველად წავიკითხე შენი ისტორია და უბრალოდ...შოკირებული ვარ.შენ აი ყველაზე მაარი ადამიანი ხარ

უბრალო მოკვდავი
სიტყვებით ვერ გადმოვცემ..რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა, ამან ჩემზე. პირველად წავიკითხე შენი ისტორია და უბრალოდ..ვარ.შენ აი ყველაზე მაარი ადამიანი ხარ

უღრმესი მადლობაა ♥♥

 


№7  offline წევრი marqetele

არც კი ვიცი რა გითხრა საოცრება იყო უბრალოდ შოკში ვარ. მთელი ისტორია დაძაბულმა ჩავიკითხე. ეს რაიყო? იმდენად კარგად გქონდა ემოციები გადმოცემული გაოგნებული ვკითხულობდი, მეც რიგითი პერსონაჟი მეგონა თავი.
პირველად წავიკითხე შენი ისტორია, სათაურმა დამაინტრიგა რაღაცით .ძალიან მომეწონა წარმატებები ველოდები შემდეგ ისტორიას დიდი ინტერესით <3

 


№8  offline წევრი მანგო ✨

marqetele
არც კი ვიცი რა გითხრა საოცრება იყო უბრალოდ შოკში ვარ. მთელი ისტორია დაძაბულმა ჩავიკითხე. ეს რაიყო? იმდენად კარგად გქონდა ემოციები გადმოცემული გაოგნებული ვკითხულობდი, მეც რიგითი პერსონაჟი მეგონა თავი.
პირველად წავიკითხე შენი ისტორია, სათაურმა დამაინტრიგა რაღაცით .ძალიან მომეწონა წარმატებები ველოდები შემდეგ ისტორიას დიდი ინტერესით <3

მადლობა,მაგრამ თვითონ არ ვარ კმაყოფილი მძაფრად უნდა წარმომეჩინა უბრალოდ ახალ მოთხრობაზე(ყვითელ გულზე) ვარ გადართული და ამის დადებას ვეღარ ვახერხებდი,ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი. ♥

 


№9  offline წევრი ლუკკიანეცცი

ბოდიში მაგრამ დასაწყისი იმდენად ბანალური და ბავშვური იყო კითხვა ვერ გავაგრძელე.
სკოლაში მაღალქუსლიანებით ვინ დადის?(ნუ რავიცი ყოველ შემთხვევაში თბილისში-არა)
წერილი გაატანა ლამაზად ჩაიცვიო:))))
45 წუთი თვალდახუჭული გაუაზრებლად ხატა და თურმე იმ ბიჭის უნაკლო პორტრეტი დახატა:)))
ამის მერე ვეღარ წავიკითხე, არვიცი, შეიძლება მართლა ბომბა ისტორიაა დასასრულში მაგრამ თავიდანვე ცოტა ისე უნდა დაიწყო რომ სანამ მთავარზე გადახვალ კითხვა არ მოგბეზრდეს.
არ გეწყინოს და ცუდად არ მიიღო ჩემი კომენტარი. ჩემი შთაბეჭდილება დავაფიქსირე უბრალოდ.

 


№10  offline წევრი მანგო ✨

ლუკკიანეცცი
ბოდიში მაგრამ დასაწყისი იმდენად ბანალური და ბავშვური იყო კითხვა ვერ გავაგრძელე.
სკოლაში მაღალქუსლიანებით ვინ დადის?(ნუ რავიცი ყოველ შემთხვევაში თბილისში-არა)
წერილი გაატანა ლამაზად ჩაიცვიო:))))
45 წუთი თვალდახუჭული გაუაზრებლად ხატა და თურმე იმ ბიჭის უნაკლო პორტრეტი დახატა:)))
ამის მერე ვეღარ წავიკითხე, არვიცი, შეიძლება მართლა ბომბა ისტორიაა დასასრულში მაგრამ თავიდანვე ცოტა ისე უნდა დაიწყო რომ სანამ მთავარზე გადახვალ კითხვა არ მოგბეზრდეს.
არ გეწყინოს და ცუდად არ მიიღო ჩემი კომენტარი. ჩემი შთაბეჭდილება დავაფიქსირე უბრალოდ.

დამიჯერე დადიან :დდ ხოვიცი მეც რომ წავიკითხე თავიდან გული შემიწუხდა :დდ ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მერე ვიღაცეებმა დამიწყონ ქება დიდება უბრალოდ ფაქტია :დ

 


№11 სტუმარი saxeli

aseti uazroba zgapari didi xania ar wamikitxsvs, umetes xom gadavaxti isedac da xalxo ra shokshi var da gavafrine uzlieresi iyo martla ambobt tu gadaobt? 11 13 wlisebi xart yvela?

 


№12  offline წევრი In ga

მანგო ✨
ლუკკიანეცცი
ბოდიში მაგრამ დასაწყისი იმდენად ბანალური და ბავშვური იყო კითხვა ვერ გავაგრძელე.
სკოლაში მაღალქუსლიანებით ვინ დადის?(ნუ რავიცი ყოველ შემთხვევაში თბილისში-არა)
წერილი გაატანა ლამაზად ჩაიცვიო:))))
45 წუთი თვალდახუჭული გაუაზრებლად ხატა და თურმე იმ ბიჭის უნაკლო პორტრეტი დახატა:)))
ამის მერე ვეღარ წავიკითხე, არვიცი, შეიძლება მართლა ბომბა ისტორიაა დასასრულში მაგრამ თავიდანვე ცოტა ისე უნდა დაიწყო რომ სანამ მთავარზე გადახვალ კითხვა არ მოგბეზრდეს.
არ გეწყინოს და ცუდად არ მიიღო ჩემი კომენტარი. ჩემი შთაბეჭდილება დავაფიქსირე უბრალოდ.

დამიჯერე დადიან :დდ ხოვიცი მეც რომ წავიკითხე თავიდან გული შემიწუხდა :დდ ამას იმიტომ არ ვამბობ რომ მერე ვიღაცეებმა დამიწყონ ქება დიდება უბრალოდ ფაქტია :დ



არ შემილია არ დაგეთანხმო, მეც მანდამდე წავიკითხე და დანარჩენს დავანებე თავი :დ :დ :დ მეუზრავო თავიდან დაწყება, არ გეწყინოს

 


№13  offline წევრი მანგო ✨

saxeli
aseti uazroba zgapari didi xania ar wamikitxsvs, umetes xom gadavaxti isedac da xalxo ra shokshi var da gavafrine uzlieresi iyo martla ambobt tu gadaobt? 11 13 wlisebi xart yvela?

ბოდიში ისეთ შედევრებს ვერ ვქმნი როგორც შენ) ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება :)

 


№14  offline წევრი .M.A.R.I.

ცუდი არ იყო :)) heart_eyes მაგრამრაღაცმომენტებს ვახტებოდიხოლმე :დ

 


№15 სტუმარი blaah.

მეეღაადავეებით??? აიი შოოკში ვარ. ლუკასთაან უნდ ყოფილიიყო ელენეეუუუჰ. აუურა და ვაიმეე ლუკაცრომოკლაა აი ძააან სასწაულობაა. ღმეეეეეთოო..... რატოოგამწირეე ესეე მანგოოო
;დდდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent