შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

danger/საფრთხე (თავი 1) +18


19-03-2017, 18:13
ავტორი svani13
ნანახია 2 827

დიდი ხვეწნის შემდეგ ლილის და სარას დავთანხმდი კლუბში წასვლაზე.სადათ ჩავიცვი ერთიანი შავი კაბა არც ძალიან გრძელი და არც ძალიან მოკლე,ფეხზე კი თეფრი ოლ სთარის კედები.გრძელი, ღია წაბლისფერი თმა გავიშალე და ტუჩზე ძალიან ღია ტუჩსაცხი წავისვი.ტელეფონი ავიღე და მზად ვიყავი.დედაჩემი სახლში იყო.გოგონები კიბეებით ჩავიდნენ ვითომ მიდიოდნენ მე კი აივნიდან გადაძრომა მომიწია.აივანზე გადავედი და სამ თვლაში უკვე ბალახზე ვიყავი მომჯდარი.შორიდან სარას ყროყინის ხმა მესმოდა.ფეხზე წამოვდექი და გოგონებთან მივირბინე
-მორჩი სიცილს!
მტკისედ ვუთხარი და ტაქსი გავაჩერე.ტაქსში ჩავჯექით და მისამართი ვუკარნახე.
მალევე მიგვიყვანა საჭირო ადგილას.ფული გადაგვიხადე და ტაქსიდან გადავედი.კაბა გავისწორე და მეგობრებთან ერთად კლუბში შევედი.ფეხის შედგმის თანავე სიგარეტის მყრალმა სუნმა თავბრუ დამახვია.რამოდენიმე წამით თვალები დავხუჭე,სახე დავმანჭე და თვალე ისევ გავახილე.კლუბი გადაჭედილი იყო უაზროდ გამომთვრალი თინეიჯერებით.თავი გავაქნიე.სარა და ლილი იკვე ჩემგან ძალიან შორს იყვნენ.ამოვიხვნეშე და ბარისკენ წავედი.არაყი მოვითხოვე.ბარმენმა ჩაიცინა და გამჭირვალე სითხით ჭიკა შეავსო შემდეგ კი გამომიწოდა.ჭიკა ავიღე და გადავკარი.ალკოჰოლმა ყელი ჩამწვა,სახის ნაკვთები ერთიანად დამეჭიმა.ბარმენმა გადაიხარხარა და წვენი მომაწოდა.ეგრევე მოვსვი, მესიამოვნა როდესაც საყლაპავ მილში გრილმა სითხემ გაიარა
-კიდევ ერთი დამისხი
ბარმენმა მაშინვე დამისხა.მეც მაშინვე გადავკარი.მეორეს მესამე მოყვა,მესამეს მეოთხე და მეხუთე ჭიქაზე უკვე ფეხი მერეოდა.
თვალები მივნაბე და ბარს ზურგით მივეყრდნე.თინეიჯერწბს თვალი მოვავლე და ბრბოში ჩემს მეგობრებს ვეძებდი.უეცრად შევცბი როდესაც წინ ვიღაც ამესვეტა.ჩემს ზემოთ ავიხედე და ორი თავით მაღალი ბიჭი დავინახე.საშინლად მთვრალი,ფეხზე ძლივს იდგა.ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა
-არ გინდა ვიცეკვოთ?
აკლოჰოლ მორეულმა მითხრა.თვაილებს ვაცეცებდი იმ იმედით რომ ვინმე ნაცნობს დავინახავდი მაგრამ უიმედოდ.
მაჯაში ხელი მომკიდა და მისკენ მიმიზიდა.თავი დახარა და კოცნა სცადა მაგრამ თავის გაწევა მოვასწარი
-ხელი გამიშვი
უხეშად ვუთხარი მაგრამ მან მხოლოდ ჩაიცინა და კიდევ უფრო ახლოს მიმწია მისკენ
-გთხოვ გამიშვი
უკვე ვეხვეწებოდი.თვალები ამიწყლიანდა მაგრამ ის ყურადღწბასაც არ მაქცევდა.ხელი მაგრად მომიჭირა მაჯაზე და გასასვლელისკენ წავიდა.კარებში სწრაფად გავიდა და მაშინვე ცივ კედელს ამაკრო.მომიახლოვდა და მთელი სხეულით მომებჯინა.თვალები მაგრად დავხუჭე როდესაც მისი ტუჩები ჩემს ყელს შეეხო.კივილი მინდოდა მაგრამ ენა არ მემორჩილებოდა. თვალები გავახილე და ამ ცხოველის უკან შავებში ჩაცმული ბიჭი დავინახე
-გთხოვ დამეხმარე
დახმარება ვთხოვე მას მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა,სიგარეტს მშვიდად ეწეოდა
-ძალიან გთხოვ
ცრემლები ვერ შევიკაე და ლოყაზე ბლანტი სითხე ვიგრძენი.უკვე კაბის ქვეშ ვგრძნობდი ხელებს მაგრამ სანამ საწადელს მიაღწევდა ის ვიღაცამ მომაშორა და ძირს დააგდო.თავი ავწიე და უსიმპატიურესი ბიჭი დავინახე რომელიც მუდოსავით იდგა ვითომ არაფერი მომხდარაო.ხელი მომკიდა და გამასწორა
-უფრო რომ გეთხოვა მალე დაგეხმარებოდი
ირონიით მითხრა და მკლავში ხელი მომკიდა
-წამოდი სახლში მიგიყვან სანამ ვინმე გაგჟიმა
სიგარეტის ნამწვავი სადღაც მიაგდო და ალბათ თავისი ბაიკისა წავიდა.
ფეხზე ძლივს ვიდექი,ცოტაც და ჩამეძინებოდა
-მაგრამ მე მეგობრებთან ერთად ვარ
თავი ძლივს მოვაბი ორი სიტვის თქმას
-ნუ ღელავ მიაგნებენ საკუთარ სახლებს
მითხრა და ბაიკის წინ გაჩერდა.ჩაფხუტი აიღო და თავზე დამაფარა შემდეგ შემიკრა და მოტოციკლზე მოაჯდა
-დაჯექი
თავი ოდნავ გავაქნიე და მას უკან მივუჯექი.ხელები როგორც კი წელზე შემოვხვიე ბაიკი ადგილს მოწყვიტა და მთელი სიჩქარით გააქროლა.თვალები დავძუჭე და მუცელზე კიდევ უფრო ძლიერად მოვხვიე ხელები.თავი მხარზე დავადე და მალევე ჩამეძინა.
თვალები ზანტად გავახილე,თავი საშინლად მტკიოდა.ფრთხილად წამოვიწეი და ოთახს თვალი მოვავლე,აშკარად არ ვიყავი ჩემს ოთხში.თავიდან გაურკვევლობაში ვიყავი მაგრამ შემდეგ ოთახში სპორტულ შარვალში ჩაცმული,ნახეცრად შიშველი ბიჭი შემოვიდა
-როგორც იქნა გაიღვიძა
ხრიწინა ხმით მითხრა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო
-სად ვარ?
ჩემი ხმა ვერ ვიცან.თავი გავაქნიე და მას გავხედე
-ჩემთან
თვალები ავატრიალე და მას გავხედე
-მაგას მე მივხვდი ჭკვიანო!ანუ რატომ ვარ აქ ის მაინტერესებს
წარბები აწია და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა
-გუშინ საშინლად დათვერი,მერე კინაღამ ვიღაცამ გაგჟიმა,მერე მე წამოგიყვანე ჩაეგეძინა შენი მისამართი არ ვიცოდი ამიტომ მომიწია აქ მომეყვანე
მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა და ლოგინზე ამოძვრა
-და ოთხი ზომით დიდი მაიკა რატომ მაცვია?
ტანზე დავიხედე და ოდნავ გამეღიმა
-იმიტომ რომ შენი კაბით ვერ დაიძინებდი ამიტომ მომიწია ჩემი მაიკა ჩამეცმია შენთვის
მითხრა და გვერდით მომიწვა
-ანუ შენ ჩამაცვი?
თვალები ბუდეებიდან გადმომეყარა და სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა.მას თვალი ავარიდე და საწოლის გვერდით მდგარ კომოდს გავხედე რაზეც ჩემი მობილუდი იდო.ხელი გადავწიე და ტელეფონი ავიღე
-ჯანდაბა დედაჩემა ტელეფონი გაგლიჯა
საწოლიდან წამოვხტი და
ჩემი ტანსაცმლის ძებნა დავიწყე.დივანზე მიგდებული კაბა ავიღე
-შეგიძლია გახვიდე?
მას მივუტრიალდი და თვალებში ჩავაშტერდი
-რატო?
წარბაწეულმა მკითხა
-უნდა გამოვიცვალო
ვუთხარი და მარჯვენა ხელი ჰაერში ავწიე რომელშიც კაბა მეჭირა.თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა არც შემოუხედავს ისე გავიდა და კარები გამოიხურა.მაშინვე მაიკა გადავიძვრე და ჩემი კაბა ჩავიცვი.ფეხზეც მოვირგე კეტები და ოთახიდან გავედი.კიბეები ჩავირბინე და მისაღებში მჯდარი "ჩემი მშველელი" დავინახე
-მე უნდა წავიდე კარგად მადლობა რომ გადამარჩინე შემდეგ კი შენთან მომიყვანე
ფრთხილად გავუღიმე
-წაგიყვან
მითხრა და ფეხზე წამოდგა.მაიკა ჩაიცვა და კარებში გავიდა.მეც მას მივედევნე და სახლის გვერდით მდგარ ბაიკთან გავჩერდით.ჩაფხუტი აიღო და თავზე დამახურა თვითონვე შემიკრა და ბაიკზე დაჯდა.მეც მას მივუჯექი და მუცელზე ხელები ძლიერდ მოვხვიე.ძრავა სწრაფად დაძრა და მთელი სიჩქარით მოსწყდა ადგილს.მალევე ჩემი სახლის წინ გააჩერა და თავი მოაბრუნა
-გადადი
ცივი ხმით მითხრა.მეც მაშინვე მოვშორდი და ბაიკიდან გადავედი.ჩაფხუტი მოვიხსენი და მას გავუწოდე.მანაც გამომართვა და ბაიკი დაძარა.შევტრიალდი და სახლისკენ წავედი მაგრამ გამახსენდა რომ მან ჩემი მისამართი არ იცოდა.მაშინვე შევტრიალდი რომ მეკითხა
-კი მაგრამ ხომ მით....
სიტყვა გამიწყდა ის უკვე წასული იყო.ამოვისუნთქე და სახლში შევვარდი.დედაჩემის თავი არ მქონდა ამიტომ კიბეებისკენ წავედი
-დეე მოვედიიი
მხოლოდ ეს ვთქვი და კიბეები სწრაფად ავირბინე,კარები ჩავკეტე და ლოგონზე დავეხეთქე.მაშინვე ტელეფონი ავიღე და ლილის გადავურეკე
-ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა
ვიყვირე როგორც კი მიპასუხა
-რა მოხდა?
აღტაცებით მკითხა
-ჯერ ის მითხარი გუშინ სად მიმაგდეთ
-რა მიგაგდეთ გოგო ყველგან გეძებდით მერე ტელფონზე გირეკადით და ვიღაც ბიჭმა გვიპასუხა ხოდა გვოთხრა კარგადააო და გაგვითიშა
ეგრევე მომაყარა და ბოლოს ღრმად ამოისუნთქა
-ხო მართლა ვინ იყო ის ბიჭი?
მკითხა ცოტახნიანი პაუზის შემდეგ.სახეზე ღიმილმა გადამირბინა მის გახსენებაზე
-არ ვიცი მართლა...შენ და სარა რო გამექეცით!
მინდოდა ცოტა მკაცრად გამომსვლოდა მაგრამ ღიმილი მერეოდა
-ბართან მივედი და ცოტა დავლიე...ნუ ცოტა რაა ხუთი ჭიქა ხოდა ვიღაც ხისთავიანი,დეგენერატი მოვიდა და მეცეკვეო მე უარი ვუთხარი და სადღაც გამათრია კინაღამ გამჟიმა შტერმა ხოდა მერე მოვიდა ეგ ბიჭი და გადამარჩინა მერე ჩამძინებია და მასთან მიმიყვანა და დღეს მომიყვანა სახლში
აღტაცებით ვთქვი და ისევ მასზე ჩავფიქრდი.ყრუდ ჩამესმოსა ლილის ლაპარაკი მაგრამ საერთოდაც არ ვუსმენდი
-გოგო მისმენ?
იმხელაზე შემომკივლა უცებ შევცბი
-კი კი გისმენ
ისე ვეუბნები ვითომ ვუსენდე რაა.თავი გავაქნიე და საწოლზე წამოვჯექი
-კარგი წავედი და საღამის აუცილებლად მოგწერ
ლილის დავემშვიდობე და პირსახოცით ხელში სააბაზანოში შევედი.შხაპი მივიღე და ოთახში დავბრუნდი ტანზე ჩავიცვი და თმის გაშრობას შევუდექი.როდესაც თმა გავიშრე ოთახიდან გავედი და კიბეებზე დავეშვი.დედა სამზარეულოში იყო და საჭმელს ამზადებდა.სკამი გამოვწიე და ზედ დავჯექი
-დე მშია
დედაჩემა ეჭვის თვალით გამომხედა
-რაა?
შევიცხადე მე
-წუხელ სად იყავი?ოთახში ამოვედი და იქ არ დამხვდი
აი აქ დამერხა.ლილისთან რომ დაერეკა და რო ეთქვა ჩემთან არ არისო?მაშინ რაღა ვქნა ხოო გამომიჭირა იმ ბიჭის სახელიც კი არ ვიცი.ვაიმე რა ვქნა
-ამმ...ისაა...ჩემს კლასელთან მომიწიაა წასვლა რაღაც პრობლემა ჰქონდა ბიოლოგიასთან დაკავშირებით და
ძლივს ამოვილუღლუღე.ღმერთო რა უსირცხვილოდ ვტყუი
-მე რატიმ არ მითხარი?ან ფანჯრიდან გადაძრომა რა საჭირო იყო
მკაცრად მითხრა მან და საჭმლით სავსე თეფში მაგიდაზე დამიდო.გავშრი, ვეღარაფერი ვთქვი.წვენი მოვსვი და ტელეფონი მაგიდაზე დავდე.დედაჩემი ჩემს წინ დაჯდა და ჭამა დაიწყო.მეც მას მივბაძე და უხმოდ ვჭამდი როდესაც ჩენი ტელეფონი აზუზუნდა.სენსორს ხელი გადავუსვი და ესემესი დამხვდა
"იმედია ისევ ვინმე არ ცდილობს შენს გაუპატიურობას X ზეინი"
აჰ როგორც იქნა გავიგე რა ქვია.ანუ ზეინი ქვია.მაგრამ ჩემი ნომერი საიდან აქვს?
ალბათ მე სანამ მეძინა მაშინ ჩალიჩობდი
-ჯუდიტ ტელეფონი გადადე და საჭმელი ჭამე
დედაჩემის ხმამ გამომიყვენა ფიქნებიდან.ტელეფონი გადავდე და ჭამა გავაგრძელე.უხმოდ ვივახშმეთ.დედას მაგიდის ალაგებაში დავეხმარე და შემდეგ ოთახში ავირბინე.უკვე დაღამებული იყო.კარებ მივხურე და საკეტი გადავატრიალე.სინათლის ასანთებად წავედი როდესაც მივხვდი რომ ოთახში მარტო არ ვიყავი
-საერთოდ არ მიყვარს ესემესზე რომ არ მოასუხობენ
მთელ ტანში გამცრა მისმა ხმა და დენდარტყმულივით შევტრიალდი.პირი ღია დამრჩა ის რომ დავინახე
-აქ რა გინდა?
ხმის კანკალით ვკითხე მაგრამ ჩემი კითხვა დააიგნორა და ჩემსკენ წამოვიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent