შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლელო (თავი 7)


19-03-2017, 18:58
ავტორი japara
ნანახია 1 667

- რა ხდება კი არა, რა კავშირი გაქვს საერთოდ დემეტრე წიკლაურთან?
- არაფერი ისეთი. მეტყვი რა მოხდა? - მივუახლოვდი და მისი ხელი ავიღე. მაგრამ გამომაცალა.
- რა არაფერი გოგო…
- თორნიკეს დაბადების დღეზე გავიცანი, წინა წელს მგონი, არ მახსოვს. და ამეკიდა ცოტა ხანი. რა იყო?
- და მერე?
- მერე დღეს შემხვდა ქუჩაში და…
- და რა?- გაგიჟებული მიყურებდა.
- არაფერი ისეთი. მითხრა საღამოს გნახავო.
- რა? - ბოლო ხმაზე იბღავლა. - მერე შენ რა უთხარი?
- ჯერ ცოტა წავესწერვე და მერე ვუთხარი არათქო. მერე შტერმა იკამ წამომაძახა დღეს ხო ალე უნდა გენახაო. და ამან დაიწყო ალე ვინააო და რაღაც.
- მერე ნახე?
- არა რა ვნახე. რა მინდოდა მაგ იდიოტთან. და ეხა შენ ამოშაქრე რა ჯანდაბა მოხდა?
- არაფერი ისეთი.
- აუ მაინც გავიგებ და მითხარი, რას ვიზამ?
- “იტოკში” რა… დამირეკა სალაპარაკო მაქვსო. ჯერ ტიპს “ვაფშე” არ ვიცნობ. ჩავედი რა შევხვდი და რაღაც სი*ობები დაიწყო. მეკო გოგოლიძეს შეეშვიო და რაღაცეები. - ამაზე სიცილი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე გადავიხარხარე. - რა გაცინებს გოგო?
- რა რა მაცინებს? დემეტრე წიკლაური რო ვინმეს ეუბნება მეკოს შეეშვიო.
- კაი კაი. მერე ცუდად გააგრძელა ლაპარაკი რა…
- და ხელზე რა გჭირს? რა თქვა ეგეთი?
- არაფერი.
- ხო და არაფერზე დაარტყი. კი აბა რა… მაგის სასტავსაც ხო არ დაურეკე და უთხარი რამე? დებილი კი არ ვარ ალე. მითხარი. - ეს დემეტრე თავისი სასტავით ძაან ცნობილები იყვნენ. ყველაფერს ისე აკეთებდნენ როგორც უნდოდათ.
- ცუდად ილაპარაკა და აღარაა საჭირო გაგება.
- შენზე თქვა რამე? - გავცეცხლდი და სახე წითლად შემეღება.
- არა. - დავიბენი.
- ჩემზე? - გაკვირვებულმა ვკითხე.
- ხო.
- ანუ… მოიცა, თან ცუდად ლაპარაკობს ჩემზე და თან გეუბნება შეეშვიო? აუ რა შტერია ღმერთო! მერე ახლა რა ხდება?
- რა და თორნიკემ დაველაპარაკებიო და ეგ და ბიჭები წავიდნენ.
- შენ?
- არა. მე არ უნდა წავსულიყავი. რეები ილაპარაკა. ასე თქვა მიყვარსო. - გაბრაზებულმა შემომხედა, გეგონება დამნაშავე ვიყავი.
- რანაირად ვუყვარვარ ნეტა? ნანახი ვყავარ ორჯერ ან სამჯერ და მეტი არაფერი იცის ჩემზე.
- არაფერი?
- ნომერი, მისამართი და ეგეთები, მაგრამ…
- ეგ რა პონტში იცის? - თვალები გადავტრიალე და სკამზე დავსხედით, რომელიც ჩემს ეზოში იდგა. - ხვალ სკოლაში ხო მიდიხარ?
- კი. შენ?
- მეთორმეტეში ვარ. - გაიღიმა და წარბები გამომწვევად აათამაშა. მე მივეხუტე და ღრმად ამოვისუნთქე. - რა იყო?
- არ შეიძლება, რომ ცოტა ხანი ისე ვიყო ბედნიერი, რომ ზედმეტებმა ცხვირი არ ჩაყონ და ტრა*ის თამაშები არ დაიწყონ? - ალემ შუბლზე მაკოცა და ვიგრძენი, როგორ გაეღიმა.
- ბედნიერი ხარ? - თავი დავუქნიე. ალეს დაურეკეს. - ხო. ხო. რაო? კაი მოვდივარ. კაი. მეკოს გამოვუარე. არა. კაი. ბიჭებმა დარეკეს. წავალ მე. - წამოდგა მაკოცა და წავიდა. მე სადარბაზოში ნელი სიარულით შევედი. კიბეს ავუყევი. უბრალოდ ცოტა ხანი არ მინდოდა შესვლა. მესამეზე ვიღაცის ნაბიჯის ხმამ გამომაფხიზლა, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია. ისევ დაფიქრებული მივდიოდი. უბრალოდ ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ყველაფერი იდეალურად იყო… ვიღაცამ მაჯაში ხელი წამავლო და შემომაბრუნა. შემეშინდა და წავიკივლე. დემეტრემ პირზე ხელი ამაფარა. შემეშინდასავით, თუმცა თავი მშვიდად მეჭირა.
- აქ რა გინდა?
- სალაპარაკო გვაქვს.
- არ გვაქვს.
- გვაქვს. წამოდი, გავიაროთ და თან…
- აქაც კარგად ვარ. თქვი რაც გინდა და წადი.
- ასე ცივად რატომ?
- და თბილი როდის ვიყავი შენდამი?
- კარგი კარგი. რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არი ეს ალექსანდრე თუ ვიღაცა?
- რა შენი საქმეა?
- ვინაა მეთქი? - უხეშად მკითხა და მაჯაზე ხელი მომიჭირა. ხელი ისე გადავატრიალე, რომ გაეშვა.
- რა გინდა პირდაპირ თქვი რა, შესავალების და დრამატული სცენების გარეშე, თუ შეიძლება.
- რა და… არ მოგეშვები მეკო. ასე ადვილად არ დაგთმობ.
- მოგიწევს. და თან რა უნდა დამთმო? ადამიანო ნორმალურადაც არ მიცნობ.
- ხოდა მომეცი უფლება გაგიცნო. - საკოცნელად გამოიწია. მე ტუჩებზე ხელი ავაფარე და უკან გავწიე.
- ღმერთო რა ხელოვნური ხარ! მომისმინე, დემეტრე… უნდა შემეშვა გაიგე?
- იმ ბიჭის ბრალია ხო?
- არა, დემეტრე ჩემი ბრალია. სანამ “იმ ბიჭს” შევხვდებოდი არც მანამდე მეხატებოდი გულზე და ახლა მით უმეტეს.
- მით უმეტეს რატომ?
- აბა რა საქციელებია? ან რა უნდა დამთმო პრიზი კი არ ვარ, თამაშში მომიგო და დამთმო.
- მიყვარხარ, მეკო.
- იცი მაინც რა არი სიყვარული?
- კი, მეკო მე შენდამი…
- აუ არა! არ დაიწყო ახლა დაზეპირებული უაზრო სიბრძნეების ფრქვევა რა! ვერ გეყვარები უბრალოდ! ჩემთან ნორმალურადაც არ გილაპარაკია! ადამიანო არ მიცნობ!
- გიცნობ, მეკო! - იყვირა. მე ცალი წარბი ავუწიე. “ხო არა?” სახე მივიღე და მივაშტერდი პასუხის მოლოდინში. - ყველაფერი ვიცი შენზე! რა გინდა მეტი?
- მე არ მიყვარხარ და არც მეყვარები და ნუ მალაპარაკებ ამ შტერობებს! თავი საპნის ოპერაში მგონია.
- გიყვარს ხო?
- რო შეეშვა ორი წუთი შეგიძლია? და შეიგნო, რო ყველას ვერ ეყვარები.
- კარგი. უბრალოდ მინდა ვიცოდე. თუ გიყვარს, მართლა შეგეშვები. - სიჩუმე. - გეკითხები, გიყვარს? - დავიბენი.
- კი. მერე?
- კარგი. - ხელი მომაშორა და წავიდა. სახლში კიდევ უფრო დაბნეული ავედი და თორნიკეს დავურეკე.
- რა ჯანდაბა ხდება?
- არ მცალია ახლა.
- გირჩევნია, ეკლესიაში ან სასამართლოზე იყო. სხვა ყველა შემთხვევაში მოგკლავ!
- კაი ხო! აივანზე გავედი! რა გინდა?
- ეხა მითხარი რა გითხრა იმ შენმა ძმაკაცმა?
- სანდრომ?
- დემეტრემ!
- შენ პატივს გცემო და რაღაცეები… აღარ შეგეხებათ რა.
- ხო? ორი წუთის წინ იმიტო დამადგა სადარბაზოში?
- რამე ქნა?
- არა. მელაპარაკა. ტვინი წამიღო გიყვარს თუ არაო.
- მერე.
- ეხა მართლა აღარ შეგვეხება, მარა ალეს ნომერი საიდან გაიგო? ან ვინ იყო?
- სახელი და გვარი მე მკითხა.
- და შენც უთხარი ხო? აუ რა დებილი ხარ. - გავუთიშე და წამოვწექი. ჯერ თერთმეტის ნახევარი იყო.
დასვენებას ვინ დამაცდის? მამამ დამირეკა.
...
- რა? - წამოვიყვირე. გაოცებისგან რა მექნა აღარ ვიცოდი.
- ხო. მე, შენ და დედა ვიქნებით მხოლოდ.
- რატომ?
- დედას შენთან ლაპარაკი უნდა.
- რაზე?
- გაიგებ.
- ახლა გაახსენდა შვილი რომ ყავს?
- მეკო!
- კაი. როგორ ჩავიცვა? თავისუფლად თუ?
- კლასიკურად. ლევანის რესტორანში მივდივართ. ათ წუთში ქვემოთ იყავი.
- კარგი. - ლევანი ბიძაჩემი იყო, რომელსაც რესტორნების დიდი ქსელი ჰქონდა. ის, სადაც ახლა მივდიოდით, ოფიციალური შეხვედრებისა და სერიოზული ვახშმებისთვის იყო. აქ წასვლა რატომ აირჩიეს არ ვიცი. ძალიან მუქი ლურჯი კაბა ჩავიცვი და თმა გავისწორე.
- ბე, მამამ და დედამ მომაკითხეს. რესტორანში მივდივართ.
- რატომ ბები რა ხდება?
- ქალბატონ მაიას ჩემთან ლაპარაკი მოუნდა.
- კარგი შვილო. - გამაცილა და კარი გამიღო. მამაც მოვიდა.
რესტორანში დიდი თეთრი ფარდები ეკიდა. სუფრები კი შავი, თეთრი ან ნაცრისფერი იყო.
დავსხედით, დედა მალე მოვიდა. მას ძალიან ლამაზი შავი კაბა ეცვა. საჭმელი შევუკვეთეთ.
- ასე გვიან, რესტორანში რა გვინდა?
- სალაპარაკო გვაქვს, მეკო. - დედამ ხელზე ხელი დამადო. მე გამოვაცურე.
- რაზე?
- ყველაფერზე, რაც ჩვენს თავს ხდება.
- და რა ხდება ჩვენს თავს?
- მეკო, მინდა იცოდე, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ.
- აჰა… მე გიყვარვარ? - ცინიკურად ჩამეცინა და ხორცის პატარა ლუკმა პირში ჩავიდე. - მამა, შეიძლება შავი ღვინო დავლიო? - ისე ვკითხე მამას, თითქოს, ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი და იმედგაცრუება იყო, ახლა სიყვარულს არ მიხსნიდეს.
- კი. - მიმტანს დაუძახა და დაავალა. დედასთვის არც შემიხედია, თეფშს ან რამე სხვას ცივი ცინიკური სახით ვაკვირდებოდი.
- მეკო, გთხოვ… - დედას თვალს ცრემლი მოსწყდა და აწითლდა. თვალებში ვერ მიყურებდა. ასეთი მაია არასდროს მინახავს. სუსტი, დაუცველი და დანაშაულის გრძნობით გაჟღნთილი.
- უკაცრავად. - წამოხდა და საპირფარეშოში თვალების მშრალებით შევიდა. თავი ცუდად ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანში ადამიანობის ნაპერწკალსაც ვერ ვხედავდი და წლებია, რაც მისდამი სიყვარული წამითაც არ მიგრძვნია, თავს დამნაშავედ ვთვლიდი იმაში, რომ დედამ იტირა. არ ვიცი რატომ, ალბათ იმის ბრალია, რომ გოგო ვარ, თავში უამრავი მოგონება ამომიტივტივდა, რომელმაც დამაფიქრა და უფრო სენტიმენტალურ გაწყობაზე დამაყენა. გამახსენდა როგორ მეთამაშებოდა დედა, როგორ მასეირნებდა. გამახსენდა, რომ ყოველ დღე მეუბნებოდა რომ ვუყვარდი. მამას გავხედე. თვალებით პასუხებს და დედას შველას ვთხოვდი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ეს სახეზეც მეწერა, თუმცა როდესაც დედა დაბრუნდა, ისევ ჩვეული ცივი გამომეტყველება მივიღე და ღვინის პატარა ყლუპი ყელში გადავუშვი, რათა რამეს მაინც ეშველა ამ წუთებისა და განწყობისთვის. მაიამ… დედამ ჩახველა და მომიბრუნდა. - ვიცი, მე შენ გული გატკინე. ვიცი რაც გადაიტანე ბოლო შვიდი წლის განმავლობაში… ვიცი მე…
- საიდან იცი? ოდესმე გიკითხავს? - ნიკაპი მოვისრისე, თითქოს დავფიქრდი. - მოიცა, დავფიქრდეთ. არა დედა! შემეშალა. მაია! არც ერთხელ მოგიკითხივარ. საიდან იცი? კეთილი ფერია გიყვება ხოლმე ჩემს ამბებს ხო? - ჩავიცინე. ახლა ისე ვიყავი, თითქოს ჩემში ორი ადამიანი ბრძოლობდა. ერთი მაიძულებდა მაიასთვის ყური არ დამეგდო, რადგან ეს ის ადამიანი იყო, ვინც მე ბავშვობა, ნიკუშას კი-დედა წაართვა, მეორე კი მიჯავრდებოდა, რადგან საკუთარ დედას არ ვუსმენდი და დარწმუნებული იყო, რომ ამ ქალს მე თავის მთელ არსებაზე მეტად ვუყვარდი.
- მეკო! გთხოვ, დამასრულებინე. ყველაფერს აქვს…
- არ მინდა აქ ყოფნა. - წამოვდექი. მამამ მაჯაში ხელი ჩამავლო.
- არა უშავს. ჩვენც ბევრი რამე არ გვინდა. დაჯექი და ხმა აღარ ამოიღო! - მამა გაცეცხლდა. დავიბენი, მამას ასე არასდროს მოუმართავს ჩემთვის. ეს ის ადამიანია, რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს და ჩემი ერთადერთი მშობელივითაა. თვალებს ცრემლები მოაწვა, თუმცა ისევ ცივი გამომეტყველებით დავჯექი და ქალბატონ მაიას მივუბრუნდი. მართალია, მე ცრემლები შევიკავე, თუმცა დედამ ვერა.
- მეკო! ეს ჩემთვის ძალიან ძნელია. - ხელსახოცით ცრემლები მოიწმინდა. მამას გახედა.
- მე დაგტოვებთ. - დათო ადგა და გარეთ გავიდა, ფანჯრიდან დავინახე, როგორ სთხოვა გამვლელს სიგარეტი და მოუკიდა. არადა ოთხი წელია ერთი ღერიც არ მოუწევია. მას შემდეგ რაც გულის ოპერაცია გაიკეთა. დედამ ცრემლები შეიმშრალა.
- ნიკუშა არ არის მამაშენის შვილი. და ნეტავ არც ჩემი…
- დედა! - არ მინდოდა, ისევ ცუდი ეთქვა. გულის სიღრმეში, ჩემდა უნებურად მეც ყოველთვის ვცდილობდი ამ ადამიანის გამართლებას და არ მინდოდა ახლა, ნიკუშაზე უხეში ლაპარაკით თავისი უკანასკნელი შანსიც მოესპო.- გააგრძელე.
- 2010 წლის ერთ საშინელ საღამოს, მეგობართან ვიყავი… ლიზასთან. დაბადების დღე ჰქონდა. - ამოისლუკუნა, ჩაახველა და განაგრძო. - სადარბაზოდან როდესაც გამოვდიოდი… ვიღაც შემოვარდა… მან… ის მთვრალი იყო… თავის დაცვას ვეცადე. ვერ ვინძრეოდი მეკო… მაპატიე. - ლაპარაკი შეწყვიტა, ხელებს ჩამოეყრდნო და სლუკუნი განაგრძო. სრულიად არეული ვიყავი, არაფერი მესმოდა. დაბნეულობისგან რა მექნა არ ვიცოდი. ჩემს წინ მჯდომი ქალი იყო ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი ემოციის თავისულად მოთოკვა შეეძლო. ახლა კი ყველაზე რესპექტაბელურ და ოფიციალურ, ჩემი სიტყვებით კი “კლიშეებითა და თვალთმაქცობით” გაბერილ რესტორანში სლუკუნებდა და ცრემლებს ვერ იკავებდა. კანკალმა ამიტანა. მუშტები მთელი ძალით მქონდა შეკრული. ზოგჯერ, როდესაც ვნერვიულობ ან რამე ხდება, კანკალი ამიტანს ხოლმე და მუშტებს ასე ვკრავ.
- დე… კარგად ხარ? - ჩუმად ვკითხე. უბრალოდ თავს ვერ ვძლიე. რადგან ამ სანახაობის გაძლება ნებიესმიერი ადამიანისთვის ძნელი იქნებოდა. ის სასოწარქვეთილი ტიროდა და ვერ მშვიდდებოდა. ჟღალი კულულები ხელებზე ჩამოფენოდა, რომლებიც მის აწითლებულ და ისტერიკულად სევდიან სახეს მალავდნენ. მისი უხასიათობის გამო თითქოს, თმებსაც ეცვალათ ფერი და ზოგჯერ ყავისფერდებოდნენ.
- ის მთლიანად მაკავებდა და… მოკლედ… - სახე შეიმშრალა და ჩვეული ცივი გამომეტყველება მიიღო. - ნიკუშა ძალადობით ჩაისახა ჩემში. აზრზე სამი თვის მერე მოვედი. მანამდე რობოტივით ვიყავი, ვერ ვფიქრობდი. როდესაც გამოვფხიზლდი აბორტის გაკეთება ჯერ კიდევ შემეძლო მაგრამ… - ამოიხვნეშა. - ძნელია თანხმობა მისცე იმაზე, რომ პატარა ადამიანი ნაწილებად დაშალონ და მოკლან, მით უმეტეს ამის მონაწილე შენ იყო… - ქვემოთ ჩაიხედა. - მეკო, შენ ჩემი ცხოვრების სინათლე ხარ და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. მართლა არ მინდოდა ამდენი გადაგეტანა! არ მინდოდა და არ მინდა, რომ ასე პატარა უკვე ამდე პასუხისმგებლობას უძლებდე… მე ვწუხვარ… - ტირილს განაგრძობდა. გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ახლა ასე ჯდომა იქნებოდა. ავდექი და დედას მოვეხვიე. არ მინდოდა ტირილი! ყველამ იცის, როგორ მეზიზღება ეს! ყველაზე სუსტად ვიგრძენი თავი. დედამ ხელები ძლიერად მომხვია, თითქოს ჩემი შესუნთქვა და მასში დაბრუნება სურდა, როგორც ეს ჩემს დაბადებამდე ცხრა თვე იყო. - მაპატიე, მეკო. მე შენ ცხოვრება გაგინადგურე. - ამოიხვნეშა და ქვითინი განაგრძო.
- შენ მე ცხოვრება მაჩუქე და მასწავლე… - სიჩუმე. - დედა. - ამ სახელის გაგონებაზე ტირილს უმატა. მე ძლიერად მივეხუტე. - მომენატრე. დედა, მომენატრე. - დედა გაჩუმდა და ახლა მე მივეცი ემოციებს გაქცევის საშუალება,მხოლოდ ამოვიხვნეშე, რადგან მეტი უბრალოდ ვერ შევძელი. დედამ შუბლზე მაკოცა და ნიკაპით თავზე დამეყრდნო. მე არ მიტირია და არც ახლა ავტირებულვარ. არ შემეძლო იმ უცნაური ემოციების გამოხატვა, რომელსაც ახლა ჩემში ვკეტავდი და ვკლავდი. მეგონა, თუ ამ ბზარიდან ემოციებს გამოსვლის საშუალებას მივცემდი, მათი წნევა სრულიად დამამსხვრევდნენ და ჩემგან აღარაფერი დარჩებოდა. თექვსმეტი წლის განმავლობაში ჩამარხული ამდენი ემოცია. იცით როგორი შეგრძნება მქონდა ყოველთვის? თითქოს ჩემს სხეულში, გულ-მკერდში და მუცელში, დიდი მინის სათავსო იყო, ოთხკუთხედი აკვარიუმივით. თავზე ისეთი ხუფი ეფარა, როგორიც ბანკებს აფარია. შიგნით რაღაც საოცარი სიმძიმის შავი სითხე გროვდებოდა, ყოველთვის როდესაც რაღაც ემოციას ვმალავდი… მაგრამ ამ ბოლო დროს ვგრძნობ, როგორ იზრდება ბზარი, რომელიც ნიკუშას დაბადებასთან ერთად გაჩნდა. მგონია, თუ ერთი წვეთი მაინც გამოჟონავს, აკვარიუმი დაიმსხვრევა, ეს ნამსხვრევები კი მე დამფლითავენ და სახელ “ადამიანს” წამართმევენ. ამის შემდეგ კი ნიკუშა სულ სულ მარტო დარჩება.
- მეც მომენატრე პატარავ… არც კი იცი როგორ ვამაყობ შენით. თან თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევ. - დედამ ახლა ყელში მაკოცა. - როგორ მახსოვს… ისეთი დაბნეული იყავი, როდესაც მე ორსულად ვიყავი. ვერაფერს ხვდებოდი, სულ მეკითხებოდი ხომ კარგად ხარო. ახლა კი… ახლა კი… - მამა შემოვიდა.
- მგონი ჯობია წავიდეთ. - წამოვდექით. მამა მძღოლის გვერდით დაჯდა, მე და დედა კი უკან. დედა მეხვეოდა და თან მაკვირდებოდა. მძღოლმა სახლთან გააჩერა, მამა გადავიდა. გადასვლა რომ დავაპირე, დედამ მაჯაზე ხელი მომკიდა.
- ჩვენ არა. - მანქანა დაიძრა და ქალაქიდან გავედით. არაფერი მიკითხავს. დაბნეული ვიყურებოდი. ძნელია გააცნობიერო ამდენი რამ… ძნელია შეეგუო იმას, რომ შენი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება ტყუილი იყო, ძნელია გააცნობიერო, რომ ამდენი ხანი ტყუილში ცხოვრობდი და ტყუილად ცდილობდი იმ სიყვარულის ჩახშობას, რომელიც ყველა ადამიანს ბიოლოგიურად სდევს თან.
მალე ფასანაურთან ვიყავით. აქ მთაზე, ტყის პირზე სახლი გვაქვს, რომელშიც ძალიან იშვიათად ჩამოვდიოდით, აქ ბოლოს მაშინ ვიყავი, როდესაც ცხრის გავხდი.
- ჩვენ აქ ორ დღეს დავყოფთ. - მშვიდად თქვა მაიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გულამოფსკვნით ტიროდა და სახლში შეაბიჯა.
................
კომენწარებს ველი როგორც ყოველთვის. და მადლობა დიდი რომ კითხულობთ <3



№1  offline წევრი japara

MoonLady
აუჰ :/ დავიგრუზე და მეტკინა, ძალიან მეტკინა... მეტკინა და ეს ტკივილი არ მეყო, მეტი მინდოდა... უფრო დიდი თავი... საოცარი ხარ...

ვაიმე მადლობაა sweat_smile scream ახლა ვწერ და დავდებ როგორც კი შემეძლება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent