შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 25


19-03-2017, 21:57
ავტორი katiusha
ნანახია 3 946

დათას ნელა მიჰყავდა მანქანა. მართალია ჩუმად იყო, მაგრამ გული გახეთქვაზე ჰქონდა. მითუმეტეს რომ თამუნა მთელი გზა არ გაჩერებულა. ტიროდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს მოთმინება დაელია და ჰკითხა
-რა გატირებს ადამიანო?
გოგოს ხმა ისევ არ ამოუღია. სარკეში იყურებოდა. საცოდავად მობუზულიყო.
დათამ მანქანა გააჩერა და მისკენ მიბრუნდა
-ასე არ გამოვა.ან მეტყვი რა ხდება ან აქედან ფეხს არ მოვიცლით, არ მეტყვი რატომ ტირიხარ? ვინმემ მაგწყენინა?რამე დაგიშავა?შეურაწყოფა მოგაყენა. -დააყარა კითხევბი
-არა არავის არაფერი დაუშავებია
-აბა იქ რა გინდოდა? გეწყინა რომ შენ არ წაგიყვანე?
-არა. ისევ თავი გააქნია მან
-ამის დედაც... შეიგინა დათამ და საჭეს ხელი დაარტყა. -მეტყვი ბოლოსდაბოლის.
-მე და სოფომ ვიკამათეთ და სეროზულად ვაწყენინეთ ერთმანეთს.
-მდააა. ამაზე ნერვიულობ? -გაეღიმა დათას.-შერიგდებით. თქვენ ისეთი მეგობრები ხართ ყველაფერს გაუმკლავდებით და გადაიტანთ.
-ამჯერად სერიოზულად არის ყველაფერი. მეც ზედმეტი მომივიდა. მის ყველაზე მტკივნეულ თემას შევეხე.
-დამიჯერე შეიგდებით. ახლა გადმოდი მანქანიდან. შენ რომ გინდოდა იქ მოვედით.
-დღეს გთხოვ ყველაფრის უფლება მომეცი და არ შემაჩერო?-სთხოვა გოგომ
-ყველაფერში იმედია რამე ზედმეტი და უხამსი არ იგულისხმება.
-გპირდები ზომიერებას დავიცავ. ...
ნახევრად ჩაბნელებულ ბარში არც ისე ბევრი ხალხი იყო. დათამ ყველაზე მოშორებული ადგილისკენ აიღო გეზი და თამუნაც გაიყოლა რომ მშვიდად ესაუბრათ და ხალხისგანაც არ შეწუხებულიყვნენ ზედმეტად. წესივრად დამსხდრებიც არ იყვნენ სწრაფად მიუახლოვდა მიმტანი გოგონა და წინ მენიუ დაუდო ორივეს. დათას არც გადაუშლია ისე შეუკვეთა პიცა და გამაგრილებელი სასმელი.
-რაიმე დასალევიც მოგვიტანეთ, მაგალითად ტეკილა და ლიმონიც თუ შეიძლება.- დაამატა თამუნამ
-ხუმრობ?-გაუფართოვდა ბიჭს თავლები
-არა, შენ ხო შემპირდი რომ დღეს ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა
-კარგი, დათმო ისევ. მიმტანი ისევე სწრაფად გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა. სანამ შეკვეთა მოვიდო საუბრით შეიქციეს თავი.
-აბა მეტყვი რატომ იკამათეთ შენ და სოფომ?
-მიზეზს ვერ გეტყვი. იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეხება და არ მინდა რომ ჩემი მეგობრის საიდუმლოზე ვილაპარაკო, მაგრამ ვიცი რომ დღეს ცუდად მოიქცა და ეს არ უნდა გაეკეთებინა.
-კი მაგრამ არაფერი ეტყობოდა წვეულებაზე.
-დარწმუნებული ვარ ეს ძალიან გაუჭირდა რომ არავის არაფერი შეემჩნია. მას ხომ ეს ადრეც კარგად გამოუვიდა. ადრეც მოგვატყუა რომ ვითომ არაფერი უჭირდა და სინამდვილეში კი ძალიან ცუდად იყო.
-მე არ ჩაგაცივდები და არ დავიჟინებ მითხრა რა მოხდა, მაგრამ მგონი მეგობრები იმიტომ ვართ რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და გვერდით დავუდგეთ .
-ეს ვერ გავაგებინე ზუსტად. ვერ მივახვედრე რომ ცუდად იქცეოდა.
-ახლა თავი დაანებე, ადრე თუ გვიან მიხვდება თვითონ.
ამასობაში მათი შეკვეთაც მოვიდა. თამუნამ მაშინვე ჩამოასხა სასმელი და ჭიქა შემართა.
-მეგობრობის სადღეგრძელო დავლიოთ. ჩვენს მეგობრებს გაუმარჯოთ დათა. თქვა და მაშინვე ბოლომდე გამოცალა. ბიჭმა თავი შეიკავა და უკან დადგა ჭიქა.
-შენ არ დალევ?
-მგონი ჯობს ერთ-ერთო ფხიზელი იყოს,- გაეცინა მას
-მაშინ მე დავლევ, თქვა და კიდევ დაასხა
-ასე ნუ მიაყოლებ თორემ მალე დათვრები.
-მეც ეს მინდა. მინდა დავთვრე ისე რომ ყველაფერი დამავიწყდეს.
-არ დაგავიწყდება დამიჯერე.
-ვცდი.თქვა და მეორე ჭიქა ისე დალია არაფერი უთქვამს. მერე პიცას დასწვდა და მოზრდილი ნაჭერი გადაიღო. გემრიელად ილუკმებოდა. დათას ეცინებოდა.
-ნუ დამცინი
-არ დაგცინი.
-შენ რომ გგონია არც ისე მალე ვთვრები.
-მე არაფერი არ მგონია.
-დათა.- შეწყვიტა ჭამა უცებ და ბიჭს მიატერდა.-ქორწინებამდე სექსზე რას ფიქრობ?
-რაა? თვალები გაუფართოვდა მას. -შენ გინდა მითხრა რომ ეს...
-არა არა. გააწყევეტინან გოგომ. მიხვდა რომ დათამ სხვანიარად გაიგო ყველაფერი. -უბრალოდ გკითხე და მაინტერესებს შენი აზრი.
-ეს ცოტა სხვანაირი თემაა და შენთან საუბარი მერიდება.
-რატომ?არ მოგერიდოს.სულაც არაა მოსარიდებელი.
-გააჩნია სიტუაციას. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ქალს თავის შეკავება და თავის დაჭერა უფრო მეტად მოეთხოვება, ვიდრე მამაკაცს.
-ვითომ რატომ? იმიტომ რომ მერე კაცმა მას ბო..ი არ დაუძახოს?რატომ არ გყოფნით ქართველ მამაკაცებს იმ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა რასაც "ქორწინამდე სექსი არ შეიძლება" ჰქვია?
-რავიცი აბა რა გითხრა. სიტუაციას გააჩნია. მაგალითად თუ ერთამენთთან მხოლოდ ეს აკავშირებთ და გულაობენ სულაც არაა აუცილებელი საქმე ქორწინებით დასრულდეს, მაგრამ თუ ერთმანეთი უყვართ და საქმე დაქორწინებამდეა მისული და მოხდა ისე რომ თავი ვერ შეიკავეს ეს იმას არ ნიშნავს რომ აქ უნდა დასრულდეს ყველაფერი.
-ანუ?ანუ ის რომ თუ ქალი გიყვარს ამის გამო მას არ დაშორდე და არ უნდა იფიქრო რომ ის ცუდია, ბო.. ა, ან გარყვნილია. შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს.
-შენ რას იზავ ასეთ სიტუაციაში?
-მე პირველ რიგში იმას გავარკვევ მიყვარს თუ არა ქალი. თუ მიყვარს და ასეთი რამე მოხდა ამის გამო არ მივატოვებ და ცოლადაც შევირთავ, მაგრამ თუ არაფერი მაკავშირებს მასთან სექსის გარდა მას ოცნების კოშკებს არ ავუგებ და არ მოვატყუებ, ისე ყველა მამაკაცს უნდა ცოლად ქალიშვილი. ამას რა ჯობია როცა მისთვის პირველი იქნები. მაგრამ როგორც უკვე გითხარი უშეცდომო არავინაა.და სიმართლე გითხრა მე ადამინიას წესიერებას ქალიშვილობით არ ვსაზღვრავ. თუმცა კიდევ გიმეორებ უმჯობესია მაინც თუ ასე იქნება და ქორწინებამდე ქალიშვილი იქნება.
-გასგებია. ჩაიდუდღუნა თამუნამ და ისევ ჩამოასხა.-მოდი ყველა ღირსეულ მამაკაცს გაუმარჯოს. გთხოვ დალიე რააა. იმდენი ქნა რომ დათა მაინც აიყოლია და რამდენიმე ჭიქა მიყოლებით დალიეს.
-იცი რატომ მიყვარს ტეკილა? უკვე მოკიდებოდა სასმელი და ძლივს ახეხებდა საუბარს
-არა. გაეღიმა ბიჭს
-ერთხელ სადღაც ამოვიკითხე მასზე ერთი გამონათქვამი და მივხვდი რომ ზუსტად შეესაბამებოდა მას.
-მეც მითხრაი აბა . იქნებ მეც შევიცვალო აზრი მასზე.
-თუ ცხოვრებამ მჟავე ლიმონი მოგიგდო, ეცადე იპოვო სადმე ტეკილა, რომ ყველაფერი დაივიწყო და დრო სასიმოვნოდ გატაროო.
-მართალი ყოფილა. შენ ახლა ისე ხარ რომ არაფერი და არავინ გადარდებს.
-ზუსტად, წამო რაა ვიცეკვოთ. წამოხტა ის
-ფეხზე ძლივს დგახარ მგონი დროა წავიდეთ.
-არა დავრჩეთ ჯერ ადრეა. თამუნა არ დაელოდა მას. თავი დაადო და პირდაპირ მოცეკვავე წყვილებს შეუერთდა. დათამ ერთხანს უყურა როგორ ცეკვავდა, მაგრამ მერე რომ დაინახა ვიღაც ბიჭი აეკიდა და მასთან ცეკვა დააპირა. მიმტანს ანგარიშის მოტანდა დაავალა და საფულე ამოიღო. მაგრამ მას აღარ დალოდებია. რამდენიმე მსხვილი კუპიურა მაგიდაზე დატოვა და თამუნასკენ წავიდა. ბიჭს მისთვის წელზე მოეხვია ხელები და მის ზურგზე დაასრიალებდნენ, მერე ქვემოთ ჩააცურა და სწორედ ამ დროს დათამ შეაჩერა. გოგო გამოსტაცა და სახეში მუშტი უთავაზა.. საბოლოოდ მოჩხუბრები დააცვამ გააშველა და ისე დასრულდა საღამო რომ გარეთ გამოაბრძანეს ორივე. მეორე მოჩხუბარი კი მფლობელის ვაჟი აღმოჩნდა და მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია.
დათამ გაბრაზებულმა ჩატენა მანქანაში, კარი მიუხურა, მერე თვითონაც ჩაჯდა და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს.
-ნელა არ დამამტვრიო. შეუღრინა თამუნამ
-შენ ხომ მითხარი ზედმეტების გარეშეო
-შენ რა განერვიულებს. ჩაეღიმა გოგოს
-არ გესმის ხო?რას ქვია რა მანერვიულებს. ვიღაც უცხო ბიჭი ხელებს უაზროდ გიფათურებდა და კიდევ მე რა მანერვიულებს. უყვირა მან
-ხო ზუსტადაც
-ნუ იქცევი ბო... სათქმელი აღარ დაასრულა.
-ხო თქვი. რასაც ამბობდი.
-ხმაა არ გავიგო შენი. და ნუ მეპასუხები. უღრიალა და სიჩქარე კიდევ მოუმატა.თამუნა მოიკუნტა და გზას მიაჩერდა. მერე სასმელმა თავისი ქნა და ჩაეძინა.
-მისამართი მითხარი სახლის. თამოო... დათა მიხვდა რომ გოგოს ეძინა.-ჯანდაბა ეხლა რა ვქნა.
სხვა გზა არ ჰქონდა. თავის სახლთან ახლოს იყვნენ ისედაც და იქით გადაუხვია. ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში გოგო და დივანზე მიაწვინა.თხელი პლედი მიაფარა და სააბაზანოში შევიდა თვითონ. გახეთქილმა წარბმა და ტუჩმა თავი შეახსენა. დაიმუშავა და წყალი გადაივლო სწრაფად. მერე საშინაო ტანსაცმელი გადაიცვა და იმაზე ფიქრი დაიწყო რა მოეხერხებინა თამუნასთვის. თავის საძინებლის დათმობა გადაწყვიტა. რის ვაი ვაგლახით გადააფარა ახალი თეთრეულ, ძველი სარეცხი მანქანაში შეტენა და უკან დაბრუნდა მისაღებში...
გოგო ისე ხელში აიყვანა და ფრთხილობდა არ გაეღვიძებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, უკვე ოთახში იყო როცა თამუნა თვალები გაახილა. მართალია ნასვამი იყო, მაგრამ არც ისე რომ ვერ მიმხვდარიყო რომ დათას ხელში ეჭირა. მათი სახეები იმდენად ახლოს იყო რომ ერთამანეთის სუნთქვას გრძნობდნენ. გოგომ გაუაზრებლად მოხვია კისერზე ხელები და ტუჩებზე დააცხრა. გაოგნებული დატოვა ბიჭი. ვნებას შეეპყო. იმდენად რომ ახლა მის გარდა არავინ და არაფერი ახსოვდა. უნდოდა. იმდენად სურდა დათა რომ ყველაფერი დაივიწყა. ხელებს უფრო მეტად ხვევდა და უფრო მომთხოვნად კოცნიდა.
-არა მოიცა რას აკეთებ. შეაჩერა ბიჭმა და ძირს ჩამოსვა.
-არ გინდივარ?ასეთი ცუდი ვარ?გამომცდელად შეხედა გოგომ
-ხო მაგრამ ჩვენ ხომ...ეს არ შეიძლება. დაიბნა მაგრამ ვინ აცადა. ისევ ხელი მოხვია გოგომ და ყელში აკოცა მასზე ერთ თავით მაღალ ბიჭს. დათამ საბოლოოდ დაკარგა თავი. გოგო აიტაცა საწოლზე მიაწვინა და ზევიდან მოექცა. გაშმაგებულნი ხდიდნენ ერთმანეთს ტანსაცმელს და ეფერებოდნენ. მალე ორივე თითქმის შიშველი დარჩა. საბოლოოდ ჩააცქერდნენ თვალებში ერთამენთს თითქოს ბიჭი ეკთხებოდა ეს მართლა გინდაო?
-ცოტა ფრთხილად გთხოვ. ჩაიჩურჩულა გოგომ, მეტი გაგრძელება აღარ აცადა დათამ მის ტუჩებს დააცხრა და გოგოს ხმამაღალმა კვნესამ სიჩუმე დაარღვია....

***********************
ქალმა გამწარებულმა მიხურა ბინის კარი , ფეხსაცმელი იქვე შესავლელში მიყარა და მისაღები ოთახისკენ დაიძრა საიდანაც ტელევიზორის ხმა ისმოდა. დივანზე მისი მეუღლე იჯდა და ეკრანს მიშტერებოდა. აშკარად რაღაც საინტერესოს უყურებდა და თვალს არ აშორებდა.
-შენ ამის მეტი არაფერი გადარდებს. უხეშად მიმართა ქმარს.
-დაბრუნდი?
-ხო დავბრუნდი. შენ არც კი გაგიგია. ასეთი რა ხდება მანდ.
-არაფერი. რაღაც დაჯილდოვებაა, სხვადასხვა ბიზნესმენებს მოუყრიათ თავი.
-ხო შენ შორიდან უყურე. იქნებ ისწავლო როგორ უნდა იშოვო ფული. ისე არაფერი არ შეგიძლია.
-რა გინდა სესი?რატომ ცდილობ რომ გამომიწვიო?არ ვმუშაობ?
-დღეიდან ორმაგად მოგიწევს მუშაობა. სამსახურიდან გამანთავისუფლეს. ქალი სავარძელში ჩამოჯდა და ფეხები პატარა მაგიდაზე შემოაწყო.
-რატომ გამოგიშვეს?-ურეაქციდ ჰკითხა ქმარმა თითქოს ელოდაო.
-იმ შენი ყოფი... ერთი ინტრიგანი კლიენტის გამო..გადააკეთა უცებ. ზაზასთან სოფოს ხსენებას მოერიდა. ისედაც ეჭვობდა რომ კაცს მის მიმართ გრძნობები ჰქონდა შემორჩენილი და გამწვავება აღარ უნდოდა. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ვალი მოჰკრა როგორ ათვალიერებდა მის პროფილს ფეიბუქზე და ეჭვიანობის სცენების მოწყობა არ უნდოდა. რაც სოფომ რეზი გაიცნო მას შემდეგ ისე განაახლა ფეისბუქი და ახალ-ახალი და ბედნიერ ფოტოებს ტვირთავდა. თავიდან კი იფიქრა არ ღირსო მაგრამ მერე გადაიფიქრა რატომ არა დაინახოს ყველამ ვინც ტკივილი მომაყენა რომ ბედნიერი ვარ და კარგადაც გამოვიყურებო....
უცებ ორივემ ეკრანს გაუშტერა თვალი, სადაც პირდაპირ ეთერში სოფოს წარმატებაზე და დაჯილდოვებაზე საუბრობდნენ, მალე ისიც გამოჩნდა და ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა. ზაზას თვალები შუბლზე აუვიდა. ვინ იცის ახლა რა ხდებოდა მის გულში. ალბათ ახლა ყველაზე მეტად იმას ნანობდა რომ თავის დროზე სწორედ მის საწინააღმდეოდ გააეკეთა არჩევანი. ქალი კი იმას რომ გარდაუვალი იყო მისი და ზაზას დაშორება, ახლა საბოლოოდ მიხვდა რომ ვერანაირი ინტრიგებით ვეღარ დატოვებდა ზაზა თავისთან.მიხვდა ცხოვრებამ გადაუხადა სამაგიერო და არა სოფომ.
-ეს ქუჩის ქალი ნახე რააა?
-შენ მას იცნობ?-გაუკვირდა ზაზას
-არა არაა. ეტყობა სხვაში ამერია. გადააკეთა ისევ
-სესი რამეს მიმალავ?
-შენ ხომ არ მიმალავ?-დაუბრუნა კითხვა. -იცნობ ამ ქალს?
-არა ისე გეკითხები უბრალოდ. წავალ დავიძინებ.დღეს ძალიან დავიღალე სამსახურში. წამოდგა კაცი და საძინებლისკენ წავიდა.
-მამაა. მოესმა პატარას ხმა უცებ და მისი ოთახისკენ წავიდა.
-რა ჩემო ვაჟკაცო?შეაღო მისი საძინებლის კარი.
ბავშვი შეშინებული იჯდა საწოლში.
-მამიკო ცუდი სიზმარი ვნახე ჩემთან დაიძინებ?
-რა თქმა უნდა ჩემო პატარა. მის გვერდით დაიკავა ადგილი, შვილზ ჩაეხუთA და დაამშვიდა.
-დაიძინე ჩემო პატარა , მე შენთან ვარ. ბავშვმა თვალები დახუჭა და მალე მშვიდად ამოუშვა ფშვინვა. ზაზა კი ისევ ფიქრები გადაეშვა და სოფოსთან დაბრუნდა წარსულში....

".. -მომენატრები ძალიან,ვიცი გამიჭირდება უშენოდ, მაგრამ გპირდები რომ არასოდეს შეგაწუხებ და არასოდეს შეგეხვეეწები ჩემთან დარჩენას. უთხრა სოფომ.
-ასე ნუ ლაპარაკობ. უბრალოდ თუ შეძლებ მაპატიე.
-არა ვერ შევძლებ და არც გაპატიებ. დრო მოვა და მიხვდები რომ არასწორი არჩევანი გააკეთე.
-შეიძლებ მაგრამ დღეს ისე უნდა მოვიქცე. უკვე მესამე არსებობს.
-ვიცი. კარგად ვიცი რომ შენს ცხოვრებაში სხვა გამოჩნდა და ისიც ვიცი რომ ბვშვს ელოდებით. ბედნიერებას გისურვებ. ოდესმე მიხვდები რომ ბავშვი შეიძლება ჩვენს ცხოვრებაშიც ყოფილიყო.
-შენ რაა ორსულად ხარ?
-ეს ჩემი საქმეა მხოლოდ.
-სოფო მითხარი გთხოვ. ხელებში ჩაჰკიდა ხელი და ძლიერად შეარხია
-გამიშვი.ზიზღით გამოსცრა სოფომ.-შენ უკვე გეყოლება ოჯახი და ბავშვიც. მე თავი დამანებე.
-ესეგი მატყუებ და ბავშვი არ არსებობს.
-არა არ არსეობს. უბრალოდ მაინტერესებდა რომ ყოფილიყო მე ამირჩევდი?
-შეიძლებაა... რომ ყოფილიყო...
სოფოს უფრო მეტად შეეზიზღა ბიჭი. ახლა საბოლოოდ აეხილა თვალი.
-მაპატიე კიდევ ერთხელ თუ შეძლებ. ყველაფერ კარგს გისურვებ. ვიცი შენ ისეთი მაგარი ადამიანი ხარ და ისეთი ძლიერი რომ ჩემზე კარგ ადამიანს შეხდები ცხოვრებაში და ბედნიერიც იქნები.
-ვიქნები აუცილებლად ვიქნები. იმას მივაღწევ ცხოვრებაში, რასაც შენ ვერასოდეს და დამიჯერე ოდესმე ძალიან მწარედ ინანებ ყველაფერს. ყველაფერი გაგახსენდება, ყველაფერს გაიაზრებ და მიხვდები ჩვენი დაშორების მიზეზს. ახლა კი მშვიდობით. სოფომ გვერდი აუარა და მარტო დატოვა ზაზა რომელსაც შემთხვევით გადაეყარა სამსახურში. ბიჭი განცხადების დასაწერად იყო მისული განთავისუფლების შესახებ და გასასვლეში შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს. "
ახლა რომ დაფიქრდა ამდენი ხნის შემდეგ უფრო გაუღრმავდა ეჭვი იმის შესახებ რომ სოფო მაშინ ორსულად იყო. მაგრამ ბავშვი?ბავშვი რომ არ არსებობს. იქნებ გააცინა?იქნებ აბორტი გაიკეთა?მაგრამ არ სოფო ამას არ იზავდა მითუმეტს ისეთი პროფესია ჰქონდა რომ...
ხედავ ახლა რა წარმატებული ქალია. მართალი ყოფილა როცა უთხრა ცხოვრებაში იმას მივაღწევ რასაც შენ ვერასოდეს ეღირსებიო. ასეც მოიქცა.რამდენ რამეს მიღწია. გამდიდრებულა და წარმატებული ქალი გამხდარა, უფრო გალამაზებულა. ასეთი არასოდეს უნახავს ზაზას თავის თავში დარწმუნებული და ბედნიერი... ინანა, ო როგორ ინანა ყველაფერი. მაგრამ უკვე გვიანი იყო დროს უკან ვერ დააბრუნებდა.....
*********************
თამუნამ ძლივს გაახილა თვალი, უცებ მიხვდა რომ რაღაც ისე ვერ იყო და შიშით გაახილა თვალი. მის გვერდით დათა იწვა, მის შიშველ მკერდზე ედო გოგოს თავი და ეხუთებოდა. უცებ აღიდგინა წუხანდელი ამბები და ელდა ეცა. თავზარი დაეცა. ფრთხილად ადგა საწოლიდან რომ ბიჭი არ გაეღვიზებინა, ტანსაცმელი მოხვეტა, სწრაფად გადაიცვა და სახლიდან გავიდა. ძლივს მოძრაობდა ცალკე პახმელიისგან უსკდებოდა თავი და ცალკე სხეული სტკიოდა. ტაქსი გააჩერა. ფრთხილად ჩაჯდა და მისამართი უკარნახა. მობილური გამორთო, რომ შემთხვევით დათას არ დაერეკა. თავზარდაცემული იყო. ახლა კარგად ხვდებოდა რას გრძნობდა სოფო და რა გადაიტანა მან. ეს როგორ დაემართათ, როგორ დაუშვა რომ თავი ვერ გააკონტროლა და მის საწოლში აღმოჩნდა. დარწმუნებული იყო რომ დათას ამის მერე მისი ნახვა არ მოუნდებოდა, რომ მისი რიგით ქალი გახდებოდა და საკუთარი თავი შეეზიზღა. სააბაზანოში შევარდა, წყალი მოუშვა და ცხელი შხაპის ქვეშ დიდხანს იდგა, ცრემლები წყალში ირეოდა.კანს დიდხანს იხეხავდა თთქოს ერთიანად ჩამოირეცხავდა წუხანდელ ღამეს.... დიდხანს იყო ასე. მერე წყალი გადაკეტა და ტანის გამშრალებას შეუდგა. სარკეში კარგად დაინახა გასული ღამის შედეგი მკერდზე რამდენიმე სისხლჩაქცევა ჰქონდა. ხალათი მოიცვა და სარკეში საკუთარ თავს მიაშტერდა.
-ვინ ხარ შენ?დაუსვა კითხვა თავის თავს. რათქმა უნდა პასუხი არ ყოფილა. არც ჰქონდა.
ყავა მოიდუღა საწოლში ჩაწვა და ყველაფრის გაანალიზებას შეუდგა....
დათას რომ გაეღვიძა. ჯერ გაიზმორა მერე კი საწოლს გადახედა. სპორტული შარვალი ამოიცვა და სამზარეულოსკენ წავიდა. ეგონა იქ იყო, მაგრამ მისდა გსაოცრად გოგო სახლში არ იყო. გაკვირვებული დარჩა როცა აღმოაჩინა რომ თამუნა არ იყო. ტელეფონზე დაურეკა მაგრამ გამორთული ჰქონდა. ჯერ მასზე გაბაზდა მერე კი საკუთარ თავზე. ათასი ფიქრი აერია თავში. ყველაზე მეტად იმის სცხვენოდა. ახლა რა იქნებოდა ან როგორ შეეხედა მისთვის თვალებში. მართალია მოსწონდა მაგრამ ეს ის არ იყო რასაც სიყვარული ერქვა.. ახლა რა იქნებოდა. როგორ გაგრზელდებოდა მათი ურთიერთობა. იქნებ მას არც მოესურვებინა დათას გვერდით ყოფნა. იქნებ არასოდეს აღარ ენახა... ეჰ ვინ იცის რამდენი "იქნებ" იქნებოდა კიდევ .....

მთელი კვირა არ წყდებოდა სოფოს მობილურზე ზარები და მილოცვები. უმეტესობა ჟურნალისტი იყო და მისგან ინტერვიუს ითხოვდნენ. ზოგს აინტერესებდა მისი საცხოვრებელი და სიუჟეტის გაკეთება უნდოდა. ყველას ზრდილობიანად იშორებდა. მხოლოდ მოკლე და კონკრეტულ პასუხებს აძლევდა. სხვადასხვა სათაურებით გამოდიოდა მთელი კვირა გაზეთები სადაც მის შესახებ იწერებოდა. რა თქმა უნდა კარგად იცოდა რომ კეთილისმსურველებთან ერთად მის მიმართ უარყოფითად განწყობილებიც იქნებოდნენ, ამიტომ თითქოს ელოდა კიდეც რომ ადრე თუ გვიან მის ისტორიას ამოქექავნენ და გაზეთებში დაწერდნენ. ამაზე მან და რეზომ ილაპარაკეს. შიში გაუჩნდა რომ ეს მათ ურთიერთობაზე იმოქმედებდა. მაგრამ პირიქით მოხდა. ერთ დღეს რეზომ განუცხადა საღამოს ჩემი მშობლების გასაცნობად მივდივართ უკვე გველოდებიან და შენი ხმა არ გავიგოოო. ბევრი ეხვეწა არაო მაგრამ არ გაჭრა მისმა მუდარამ და საბოლოოდ წასვლა მოუწია.მთელი გზა ნერვიულობდა და რეზის ათას კითხვას უსვამდა.
-დამშვიდდი კარგი. ყველაფერი კარგად იქნება.
-როგორ გამოვიყურები?მოვეწონები მათ?რომ არ მოვეწონოო?
-შესანიშნავად გამოიყურები. ძალიან გიხდება ეგ კაბა და საერთოდაც რაც არ უნდა ჩაიცვა ყველაფერში ლამაზი ხარ. გაეცინა ბიჭს
-შენ ყველაფერზე ხუმრობ. შენთვის ადვილია ეს ყველაფერი. გაებუტა სოფო
-ეხლა მაგ გაბუსხულ ტუჩებში გაკოცებ და ყველაფერი შენთვისაც ადვილი იქნება.
-სულელო. ვეღარ მოითმინა მანაც და გადაიკისკისა
-ისე რამე საჩუქარი ხომ არ მეყიდა?ასე ხელცარიელი როგორ წამოვიდე?
-ოჰ რა ხართ ეს ქალები?დედამაც ასე თქვა ხელცარიელი ხომ არ დავხვდებიო და მთელი დღე განიცდიდა ამას.
-ამას მამაკაცები ვერ გაიგებთ.
-ხო აბა ჩვენ არ გვესმის ხომ თქვენი.
-რა თქმა უნდა. ჩვენ ქალებს უფრო უკეთ გვესმის ერთმანეთის.
-მართლა სულ მინდა გკითხო. შენ მშობლებს არ დაურეკავთ ან არ დალაპარაკებიხარტ?
--არა. მოიწყინა სოფომ
-ახლა არა რაა გთხოვ. ამიტომ არ გითხარი რომ მოიწყინო.
-უბრალოდ ერთ კვირაზე მეტი გავიდა რაც საქვეყნოდ ცნობილი გავხდი და მეგონა რომ დამირეკავდნენ და შემირიგდებოდნენ. მეგონა ჩემით ისევ იამაყებდნენ მაგრამ რატომღაც ისევ გამიცრუვდა იმედები
-დამიჯერე ისინი ამაყობენ შენით უბრალოდ დრო სჭირდებათ მათაც რომ ამ ყველაფერს შეეგუონ და პირველი ნაბიჯი გადადგან.
-იმედია კიდევ დიდხანს არ დამჭირდება ლოდინი
-შენ რომ დაურეკო?შენ რომ გადადგა პირველი ნაბიჯი?
-იცი მეც ვფიქრობ ხანდახან ამაზე. მითუმეტეს მას შემდეგ რაც ჩვენს სახლში დაბრუნდნენ საცხოვრებლად. თითქოს გულზე მომეშვა ისინი რომ ისეთ გაჭირვებაში აღარ ცხოვრობენ და მათი დახმარება შევძელი.
-მოდი ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა კი მომეზადე მოვედით...
ბექაურმა მანქანა ეზოში გააჩერა, სოფოს კარი გაუღო და გადასვლაში მიეხმარა. მერე ხელი ჩაჰკიდა და სახლისკენ წაიყვანა. როგორც კი სახლში შევიდნენ მაშინვე შეეგბნენ რეზოს მშობლები. ერთმანეთს წარუდგინა და კმაყოფილმა ჩაიღიმა რომ შეატყო რომ ორივე მხარეს მოწონათ ერთმანეთი.
-მობრძანდით, დაბრძანდით. შეიპატიჟა მამამისმა
-ცოტა ვისაუბროთ. ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ,-გაუღიმა ქალმა.
-თქვენ შედით და შემოვალთ. ერთი წუთით მარტო დაგვტოვეთ.-სთხოვა რეზომ. მშობლებმა მარტო დატოვეს.
-თავს როგორ გრძნობ?
-კარგად.
-ხომ არ ნერვიულობ?
-არა არა. თავიდან კი, მაგრამ მათი რეაქცია რომ დავინახე ახლა დავმშვიდდი.
-კარგია, მაშინ შევიდეთ. ხელი წელზე მოხვია და შიგნით შეიყოლა. სუფრასთან მიიპატიჟეს. სპეციალურად მათ დასახვედრად მოაწყო ვახშამი დედამისმა. მყუდრო გარემო იყო. სოფომ სახლს თვალი რომ მოავლო მაშინვე შეამჩნია რომ სადად და გემოვნებით იყო მოწყობილი. უმეტესად ძველი ანტიკვარული ავეჯი სჭარბობდა. მისაღები ოთახის სიღრმეში კიბე მეორე სართულზე ადიოდა. საპირისპირო მხარეს მდებარე კარიდან კი სასადილო ოთახში ხვდებოდი. სწორედ იქით წავიდნენ ყველა და სუფრას მიუსხდნენ.
-სოფო შვილო შეიძლება რაღაც გკითხოთ?
-დიახ. მორიდებით თქვა მან
-რატომ წახვედით ეს ახალგაზრდა გოგო სოფელში, ქალაქიდან შორს?
-იცით ეს ცოტა უხერხული თემაა, პრობლემები მქონდა და აქედან შორს წასვლა მომინდა. მეც გულმა იქით გამიწია და წავედი. მაინტერესებდა მთელი ყაზბეგის დათვალიერება და სურვილი ავისრულე.
-როგორც ჩანს ამხელა წარმატებასაც მიაღწიე. ეტყობა გაგიჭირდა არა?ჰკითხა რეზოს დედამ
-თავიდან კიი. მაგრამ მერე ყველაფერს შევეგუე და ახლა აღარც მიჭირს. შეიძლება ითქვას ახლა ქალქაში უფრო მიჭირს ყოფნა ვიდრე იქ.
-აბა რაა ჩემო კარგო. იქ ყველაფერი ბუნებრივია, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე. ხანდახან მეც ვფიქრობ ამაზე. რომ წავიდე და სიკვდილამდე იქ ვიხოვრო.
-აბა რას ამბობ მამა?რა დროს ეგაა?ჯერ კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლო. ჩვენი ქორწილი გველოდება წინ. მერე შვილიშვილებს უნდა მოესწრო ბოლოსდაბოლოს.
სოფოს სახეზე სიწითლემ გადაუარა. რადგან რეზომ ეს თქვა ესეგი სერიოზულად ამბობდა რაც შეიძლება მალე დავქორწინდეთო.
-ხო რეზიკო მართალია. იქნებ დააჩქაროთ და ქორწილის დღე დანიშნოთ.
-რას იტყვი სოფო?მიუბრუნდა რეზო.
-ეს ცოტა მოგვანებით რომ გადავწყვიტოთ?
-რატომ უნდა დააგვიანოთ?ახლა გადავწყვიტოთ. ჩვენ შენს მშობლებთან მოვალთ. ნიშნობა იქნება. ქორწილის დღეზე შევთანხმდებით და გადავიხდით ისეთ დიდებულ ქორწილს როგორიც ბექაურებს შეეფერებათ.
-მშობლებს? სოფო სულ წაიშალა.
-დედა დედა. მოდი ჯერ მე და სოფო დავილაპარაკებთ და მერე მივიდეთ მის ოჯახში.კარგი?
-კარგი შვილო.
ვახშამმა საერთო მხიარულეში ჩაიარა. სხვადასხვა ამბებზე საუბრობდნენ. მშობლებს ისე ძალიან მოეწონათ სარძლო რომ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. სოფოც კარგი მოსაბრე აღმოჩნდა. ჭკვიანი, განათლებული და უფრო მეტად აღფთოვანდნენ. ნამდვილად მათი ოჯახის შესაფერისი იყო ეს გოგო და ამაყობდნენ შვილის არჩევანით.. მოგვიანებით ბოდიში მოიხადა სოფომ დაემშვიდობა, შორი გზა მოიმიზეზა და ნებართვა ითხოვა რომ წასულიყვნნე.
-ჩვენგან ნებართვა არ არის საჭირო საყვარელო.თან ისედაც გვიანია..მეც ცოტა შეუძლოდ ვარ. თქვა ქალმა სოფოს გადაეხვია, გადაკოცნა და დაემშვიდობა.
-მშვიდობიან მგძავრობას გისურვებთ შვილო. უთხრა მომავალმა სამამამთილომ და ორივეს რიგრიგობით დაემშვიდობა,
-ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. სოფომ თბილი ღიმილით დატოვა სახლი.
უკანა გზაზე რაღარცნაირად სიტყვაძუნწი გახდა. რეზოს გაუკვირდა და ვერაფრით აიყოლია საუბარში. სოფო კი იმაზე ფიქრობდა რომ ბექაურის დედის სახე არ მოეწონა, ფერი დაჰკარგვოდა. . სუფთა ექიმის თვალსაზრისით მას რაღაც სჭირდა და იეჭვა რომ ქალი ყველას უმალავდა მის მდგომარეობას. მითუმეტეს ვახშმის განმავლობაში რამდენჯერმე გავიდა ოთახიდან და უმადოდაც იყო. ან იქნებ ნერვიულობდა და ამიტომ იყო ასე მომეჩვენაო. მაგრამ გრძნობდა რომ ასე არ იყო და ქალი რაღაცას მალავდა.

მთელი კვირა ელოდა დათა რომ თამუნა შეეხმიანებოდა მაგრამ გოგო აშჰკარად გადაიკარგა და გაურბოდა მასთან ურთიერთობას. არადა სწორედ ახლა იყო იმდენად დაკავებული რომ ვერ მოიცალა მათან სამსახურში მისავლელად. მთელი კვირა ყაზბეგში ყოფნა მოუწია რამდენიმე დღეში სასტუმროს ხსნიდნენ დასაქმე თავზე საყრელად ჰქონდათ... მობილური გამორთული ჰქონდა და ამაზე კიდევ უფრო გიჟდებოდა. არეული დადიოდა და ყველაფერზე ყვიროდა...
რათქმა უნდა ეს ბექაურს არ გამოჰპარვია და რამდეჯერმე ჰკითხა რა გჭირს ისევ იჩხუბეთ შენ და თამუნამო. მაგრამ ბიჭმა არ უპასხა არაფერი. მეტიც დუმდა საერთოდ არ ახსენებდა თამუნას.
რეზომაც თავი დაანება როცა იქნება მეტყვის რაც ხდებაო....
თამუნა სულ განადგურებული დადიოდა. საქმესაც ვეღარ უდებდა გულს, არადა გულისსიღრეში მაინც ჰქონდა იმედი რომ დათა მოძებნიდა ყველაფრის მიუხედდავად. რამდენიე დღე რომ გავიდა და არ გამოჩნდა გადაწყვიტა საერთოდ შეეწყვიტა მასზე ფიქრი. აღარც სოფოს ეხმიანებოდა. მართალია იმ დღეს მეგობარს ზედმეტი მოუვიდა მაგრამ თამუნას ბრალიც იყო. არც ერთმა არ დააკლო და გული ატკინეს ერთმანეთს. თუმცა ახლა კარგად ხვდებოდა სოფოს მდგომარეობას და კარგად ესმოდა მისი. მეტიც ესმოდა კი არა თითქმის იგივე მდგომარეობაში იყო....

სწორედ მაშინ როცა ბექაური სასტუმროს გახსნაზეფიქრობდა და თითქმის მოგვარებული იყო ყველაფერი, საშინელი სკანდალი აგორდა. რაც რათქმა უნდა არც სოფომ იცოდა და არც მან. არც თამუნამ და არც დათამ.
დილით ჯერ კიდევ ეძინა რეზოს როცა მისი ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. უპასუხა. დედა იყო.
-ახლავე ჩამოდი. იკივლა ქალმა.
-რა მოხდა დედა?შეშინებული წამოხტა საწოლიდან.
-რომ ჩამოხვალ გაიგებ. რაღაც ცუდი მოხდა. თქვა და ტელფონი გაუთიშა. თვითონაც არ ახსოვს როგორ წამოხტა, როგორ ჩაიცვა ტანსაცმელი. ეგონა მამამისს დაემართა რამე. ბოლო დროს მას წნევები აწუხებდა. მანქანის საჭეს მიუჯდა და ქალაქამდე დიდი სისწრაფით იარა. ...
გაგიჟებული შევარდა სახლში და მისაღებში მშვიდად მჯდომი მამა რომ დაინახა ცოტა ამოსიუნთქა. მერე დედას გახედა,ის არ გამოიყურებოდა კარგად.
-რა მოხდა?რას გამიხეთქეთ გული?მეგონა რამე დაგემართათ.
-ნეტავ დამმართნოდა და ამ დღეს არ მოვსწრებოდი. დაიყვირა ქალმა და გაზეთი მიაწოდა შვილს.
ბექაურმა სწრაფად გადაშალა და მაშინვე სოფოს მოჰკრა თვალი. მასზე წერდნენ, თვალი გადაავლო სტატიას და ცოტა შეცბა, მაგრამ იხტიბარი არ გაუტეხავს. ისეთი არაფერი ეწერა რაც არ იცოდა სოფოსგან. გაზეთი მოისროლა და მშობლების წინ ჩამოჯდა.
-შვილო იქნებ აგვიხნა ყველაფერი? მშვიდად უთხრა მამამ
-ხო აგვიხსენი ერთი როგორ მოგვითრიე ქუჩის ქალი სახლში.
-დედააა. -იყვირა რეზომ.-არ მოგცემ უფლებას მასზე ასე ილაპარაკო. განა არ გაიცანი და არ იცი ვინ არის და როგორია ის? ეს უბრალოდ ბოროტი ჭორებია. რაც ყოველთვის თან მდევდა მეც და მასაც. ეს შურიანი ხალხის მონაჩმახია.-ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა ბიჭს
-აბა ეს რა არის?გგონია იგონებენ? ხომ იცი რომ მასში რაღაც მაინც იქნება სიმართლე
-მე ის მიყვარს. მე ვაპირებ რომ ცოლად მოვიყვანო.ასე რომ არავის აზრი არ მაინტერესებს., ვინც რა უნდა ის თქვას. რაც უნდა ის ილაპარაკონ. რაც უნდა ის წერონ.
-სალაპარაკოდ იხდი თავს და ხალხის დასაცინი გინდა გახდე?
-რატომ?რატომ გახდები ხალხის დასაცინი? იმიტომ რომ ადამიანს შეცდომა მოუვიდა?შენ ხომ არ გავიწყდება რომ უშეცდომო არავინაა? მაშინ სად იყვნენ ეს საცოდავი არსებები როცა სოფო იტანჯებოდა სწორედ მათგან მიყენებული ტკვილებით?ახლა როცა იარები მოიშუშა და წარმატებული ქალი გახდა მაშინ გამოჩნდა ყველა და ახლა ალაპარაკდნენ ,მასზე.
-ესეგი სიმართლეა რადგან ასე ლაპარაკობ.
-ასეც რომ იყოს მე ის მიყვარს და იმიტომ რომ შენ ასე გინდა არ მივატოვებ
-მე მას რძლად არ მივიღებ წამოხტა ქალი. -არ გავხდები ხალხის დასაცინი. ჩვენს ოჯახს აბუჩად არ ავაგდებინებ.
-მაშინ მე დამკარგავთ. წამოდგა რეზო და მანაც აუწია ხმას.
-შვილო დამშვიდდით იქნებ მშვიდად გადავწყვიტო ყველაფერი. სიტუაციის განმუხტვა სცადა მან.
-არა, მე ამას არ შევეგუები. აირჩიე ან ის ან ოჯახი? ულტიმატუმი წაუყენა დედამ
-მე მას ვირჩევ. გამოსცრა რეზომ და კარი ისე გაიხურა რომ კინაღამ ანჯამებიდან ამოვარდა. მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყვიტა. მობილური მოიმარჯვა და სოფოს დაურეკა.
-ყველაზე ლამაზი კაბა ჩაიცვი საღამოს წასტუმროს გახსნაზე ერთად მივდივართ. მოკლედ მოუჭრა და სიუველირო მაღაზიის წინ გააჩერა მანქანა ბეჭდების საყიდლად..



№1  offline წევრი katiusha

მადლობტ ტქბილი სიტყვებისთვის.
მაგრამ რადგან თქვენს აზრს არ განოხატავთ მგონია რომ არ მოგწონტ :(

 


№2  offline წევრი sergio ramos

აღარ აგრძელებ?

 


№3  offline წევრი katiusha

ერთ საათში იქნება დაახლოებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent