''ბიჭი სიზმრიდან" (თავი მეხუთე)
დათა ძალიან ზრუნავდა ჩემზე. მთელი დღე თავს დამტრიალებდა და მეფერებოდა. კვლავ თავის თავს ადანაშაულევდა და ჩემ მხარს რო დახედავდა სახეზე ტკივილი და გაბრაზება ერთად ეხატებოდა,მისი სახის შემყურე გული მტკიოდა. სულ არ ვჩიოდი ჩემს მხარს უბრალოდ ჩემს გამო მას ტკიოდა და ეს მაღელვებდა. სააბაზანოში მომინდა შესვლა და ძლივს წამომაყენა. მარჯვენა ხელს რა თქმა უნდა ვერ ვამოძრავებდი და ფეხითაც ძლივს დავლასლასებდი. უკვე მოსაღამოებული იყო. საწოლში რომ დამაწვინა თვითონაც გევრდით მომიწვა და მეორე საბედნიეროდ გადარჩენილ მხარზე თავი ფრთხილად დამადო. ქერა თმა გადაპარსული ჰქონდა და ძალიან უხდებოდა. მერე მხარზე ნაზად მაკოცა და სერიოზულად მკითხა: -შენ იცი ვინ ხარ? - ვინ? - ვკითხე ღიმილით. - ჩემი ფრათა მოტეხილი ჩიტი. - მიპასუხა და გაიცინა. მეც სიცილი ავტეხე მაგრამ ძალიან რომ გამეცინა მხარი გავამოძრავე და წამოვიკვნესე. დათაც უცებ დასერიოზულადა ნაღვლიანად შემომაცეცდა და მკითხა: - აუუ გკტკივაა?? - არაფერიაა. წამიერად მეტკინა. - მატყუებ! - არ გატყებ. ხვალ რაღა ვუთხრა ჩემებს? - იგივე. - როდემდე? - ასე მალე არ მოგირჩება. მე და დათამ გადავწყვიტეთ დედასთვის ისევ დამერეკა და ისევ მომეტყუებინა ვითომ მე და ჩემი ვითომ მეგობარი ქალაქ გარეთ მივყავდით მის მშობლებს. დედამ მითხრა ცოტახანში დაგირეკავო ალბათ უნდოდა მამასთვის ეკითხა. დამირეკა და მითხრა არ გვინდოდა მაგრამ რადგან ამ ბოლო დროს არავისთან არ მეგობრობდი და მარტო იყავი მგონი ჯობია წახვიდეო. მერე ტანსაცმელზე დამიწყო ლაპარაკი და მე ვუთხარი თუ რამე ანა მათხოვებსთქო. ყურმილი რომ დავკიდე დავნაღვლიანდი. არ მომწონდა რომ ვატყებდი და ამას განვიცდიდი. - არაუშავს ცოტახანი ჩემთანაც ხომ უნდა იყო.- მითხრა დათამ მერე წამოდგა და წიგნების კარადაში რაღაცის ძებნა დაიწყო. - ხო მაგრამ არ მომწონს რომ ვატყებ.- ვუპასუხე ნაღვლიანად - ახლა ასე სჭირდება საქმეს ეს არის და ეს. - მითხრა და რაღაც პოეზიის წიგნით ხელში მომიწვა გვერდით. წიგნი გადაშალა მუცელზე ფრთხილად დამადო თავი და ლექსის სასიამოვნოდ კითხვა დაიწყო.მე ვუსმენდი მის სასიამოვნო ხმას რომელიც ყველა ტკივილს მიყუჩებდა. დათას სითბო და მზრუნველობა მთლიანად იღვრებოდა. ლექსი რა თქმა უნდა სიყვარულზე იყო. მერე დაასრულა წიგნი დახურა და ყელი დამიკოცნა. - მიხარია რომ ნამდვილი სიყვარული შენ მასწავლე, პირველად შენ მაკოცე და შენ მომეფერე. - ვუთხარი მე - აბა სხვა ვინ იქნებოდა- მიპასუხა სიცილით. მერე წამოდგა ფანჯარა გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა. გაზაფხულის გრილი საღამოს ნიავი შემოიჭრა ოთახში და სახეზე მომელამუნა. - დამცხა- თქვა დათამ და მაისური გაიხადა. ისეთი კარგი პრესი ჰქონდა ყველას შეშურდებოდა.- უკვე ცოლ- ქმარი ვართ ფაქტიურად. - მითხრა სიცილით. - მოდი ჩემთან. - ვუთხარი მე. არ მომწონდა შორს რომ იდგა. თან ვერც მე ავდგებოდი. სიგარეტი საფერფლეში ჩადო და ისევ გვერდით მომიწვა. მე თვალებში ჩავხედე და მდუმარედ ვუყურებდი. მერე ხელი ხელზე მაგრად მოვუჭირე და თვალები დავხუჭე. მეძინებოდა. პირველად ჩამეძინა ასე ტკბილად სანამ უეცრად კოშმარმა არ გამომაღვიძა. ქუჩაში ვეგდე და სისხლისგან ვიცლებოდი. საშინელება იყო. ირგვლივ ხალხი ირეოდა და არავინ ყურადღებას არ მაქცევდა. წამოვიკივლე და თვალები გავახილე. უცებ თავი რომ წამოვწიე მხარი მაგრად მეტკინა და სიმწრისგან ცრემლები ვეღარ შევიკავე. - მარი რაგჭირს? - მითხრა დათამ აღელვებული ხმით. - კოშმარი ვნახე. - ამოვისლუკინე მე. დათამ საჩქაროდ შუქი აანთო და ფრთხილად მომეხვია. - ნუ ტირი. მე შენთან ვარ უბრალოდ სიზმარი იყო. - მამშვიდებდა ის და ცრემლებს მიწმინდავდა. ეს ყველაფერი იმ ღამის ბრალი იყო. გულში ვლოცულობდი რომ ეს უკანასკელი კოშმარი ყოფილიყო. დათა უფრო მეტად მეკვროდა და ხელებს არ მიშვებდა თითქოს ამით კოშმარული სიზმრებისგან დამიცავდა. მერე მშვიდად ჩამეძინა დათას მკლავებში. დილით მის მკლავებში გაღვიძება დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. ადგომა მოვისურვე დათა უარზე იყო მაგრამ მე მაინც ავდექი და გავიარ გამოვიარე. მერე დათას ექიმი ძმაკაცი მოვიდა და მხარი ხელახლა გადამიხვია. მალე მოგირჩებაო მითხრა და წავიდა. - შენებს რა უთხარი ვითომ სად ხარ? - ვკითხე მე - დედაჩემმა შენზე ყველაფერი იცის. - მართლა?? - ხო, შენი ნახვა უნდოდა მაგრამ მე უარი ვუთხარი მაგის დროც მოვათქო. - მიპასუხა დათამ. მერე ერთად ვისაუზმეთ და ბევრი ვიცინეთ. - სახლში შენ რომ არ მეყოლები ალბათ ძალიან გამიჭედება.- ვუთხარი მე და ტოსტი ხრაშუნით ჩავკბიჩე. - შენ შეგიძლია სულ ჩემთან იყო მაგრამ არ გინდა. - მითხრა მშვიდად და ყავა მოსვა. - ჯერ ადრეა სკოლის მოსწავლე ვარ. - ვუთხარი მე და ტუჩები ავბზიკე. - მერე მეტყვი ჯერ ადრეა სტუდენტი ვარო. - მითხრა და ცინიკურად გამიღიმა. - არ გეტყვი- ვუპასუხე და დავეჭყანე. დათამ სიცილი დაიწყო. -ეხლა უნდა წავიდე. მალე მოვალ.- მითხრა დათამ და წამოდგა. - სად?? - ვკითხე გაკვირვებულმა. - ოო მალე მოვალ რა- უცებ შუბლზე მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა. - დამპალო!!- მივაძახე მე წყენით. ალბათ ერთი საათი უხასიათოდ ვიწექი ლოგინში და ტელევიზორს ვუყურებდი. მერე დედას დავურეკე და მოვიკითხე. მენატრებოდა. უფრო ვნაღვლიანდებოდი როცა კარების ხმა გავიგე და შვებით ამოვისუნთქე. - მოვედი ცოლო! - შემოვიდა დათა პარკებით ხელში. მერე საწოლზე მომიჯდა და პარკები საწოლზე დაყარა. - ეს რა არის? - ვკითხე მე - ტანსაცმელი გიყიდე. - მითხრა დათამ და ამოლაგება დაიწყო. - მართლაა?? მადლობა. - ვუთხარი სიხარულით და ცალი ხელი მოვხვიე. დათამ პარკებიდან ამოყარა ზედები შარვლები და ჩემი საყვარელი საროჩკები. - ჩემი გემოვნება როგორ გცოდნია!!- გავიოცე მე - ქმარი ვარ ბოლო ბოლო - მითხრა სიცილით. - აი ნახე ეს კაბა ყველაზე მეტად მომეწონა- დათამ შავი ერთიანი კაბა მომაწოდა მე ისე მომეწონა პირი დავაღე. - უკვე ნათქვამი მაქვს ხო რომ მიყვარხარ? - ვკითხე სიცილით - თუ გინდა კიდე მითხარი. - მითხრა დათამ სიცილით.- მიდი ეგ კაბა ჩაიცვი რამენაირად. - კაი მაშინ არ მოიხედო. - განვუცხადე მე. - კაი- მიპასუხა და ზურგი შემაქცია. მე გახდა დავიწყე. დავინახე დათას ხელში ტელეფონი ეჭირა და გამეცინა. - დადე ტელეფონი- ვუთხარი მე. ვიცოდი ტელეფონში ადვილად შეეძლო დავენახე. - ტელეფონში შენი გახდის ყურებას არ ვაპირებ. გაიხადე სანამ შემოვტრიალდი და მე თვითონ გაგხადე. - მითხრა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. მე გავიხადე და ნელ-ნელა ჩავიცვი კაბა ჩემი მხარის გადამკიდე. მერე ფრთხილად დათასკენ წავედი. დათამ შემომხედა და გამიცინა. - კაი კაბაა მომწონს- მითხრა სიცილით. - დამპალოო- ვუთხარი და ზურგი შევაქციე. ჩემ თავს სარკეში დავუწყე ყურება. დათა წამოდგა და უკნიდან მომეხვია. - საღამოს ცოტახანი კიდევ უნდა დაგტოვო- მითხრა ცოტახანის მერე. -რატომ? - ჩემი მოძღვარი უნდა ვნახო.- მიპასუხა მშვიდად. - ძალიან კარგია. - ვუთხარი და გავუღიმე. მეტი ამ თემაზე არაფერი აღარ მიკითხავს. ისედაც ვიცოდი რატოც უნდოდა მოძღვართან საუბარი და მე ისევ ის ღამე გამახსენდა. ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემი ბრალი იყო. საღამოს დათას მოსვლამდე ჩამეძინა, მაგრამ მაინც ვიგრძენი როგორ მომიწვა გვერდით და როგორ მომხვია თბილი ხელები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.