ლელო (თავი 8)
დიდ ოთახში მედიდურად მიაბიჯებს ქალბატონი. მისი დანახვისას სხვა სიტყვა არ მოგივიდოდათ თავში. ქალბატონი შავ კაბაში, თეთრ მანტოსა და ჟღალ თმაში. მისი თვალების დანახვისას, იტყვი, რომ ცივია. იტყვი, რომ მას არც გრძნობა გააჩნია, არც ემოცია. სინამდვილეში ის, რასაც შენ ხედავ, მისი თვალები არ არის, ეს შენიღბული ორგანოებია. თვალები ადამიანის სულის სარკეა. გაგიგიათ ალბათ. მაგრამ ამ ადამიანმა შეუძლებებლი შეძლო და სარკეს ფარდაგი სამუსამოდ ჩამოაფარა. უკან მისი შვილი მიჰყვება. მუქ ლურჯ კაბასა და მხრებამდე უცნაური ფერის თმაში. მისი თვალები თაფლისფერ სითბოსა და მზრუნველობას ასხივებენ ყველასთან, ერთი ადამიანის გარდა. ამ ადამიანს კი დედამისი ერქვა. - ჩვენ აქ დასასვენებლად ვართ. - თბილად თქვა მაიამ და თავის შვილს მოეფერა. ცოტა ხანი ასე იდგნენ, ჩუმად. ერთმანეთს აკვირდებოდნენ. ბოლოს ეს ხელოვნური იდილია გოგონას გულწრფელმა და უშუალო ხმამ დაარღვია. - არ მიდა. - რა არ გინდა? - დასვენება. - დედამ თვალებით კითხვა დაუსვა. - მე ბებომ დამასვენა. ახლა მხოლოდ ჩემი ფიქრებისგან მინდა დასვენება… - ხოდა შენც დაისვ… - ასეთ შემთხვევაში კი, მომიწევს აღარ ვიფიქრო იმაზე თუ რა მოხდა რამოდენიმე საათის წინ და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნო. დავბრუნდე იქ, სადაც შენი დანახვისას თავში არაფერი მომდიოდა. არც სიტყვა დედა და არც რაიმე გრძნობა. მაშინ იმ დროს უნდა დავუბრუნდე, როდესაც შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ის ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელზეც ხელი მართლა ჩავიქნიე… - სიჩუმე. - გინდა რომ დავისვენო? - მეკო… მე არ მესმის. ხომ მოგიყევი? - გამეღიმა. - მაია… - დედა! - იყვირა. - მე ვარ დედაშენი… დედა შენი! და ეგ ცინიკური ღიმილი მოიშორე სახიდან! - მომისმინე დედა. - ცინიზმით გაჟღენთილი მიმართვის წარმოთქმისას ღიმილი ძლივს შევიკავე. - ჩემი ცინიკური ღიმილი რა არის არც იცი? - ველოდი, რომ გამაჩერებდა და რამეს იტყოდა. ველოდი, რომ მის თვალებში სინანულს მაინც დავინახავდი. ორივემ ყვირილით ვთქვით ყოველი სიტყვა. უცებ ჩემში უცნაურმა და ავის მომასწავებელმა სიმშვიდემ დაისადგურა.- აი როგორ გეტყობა, რომ საერთოდ არ მიცნობ. - ვთქვი ჩუმად და კიბეებისკენ წავედი. - არსად არ წახვალ. - მოვიდა და მაჯაში ხელი წამავლო. დივანთან ძალით მიმათრია და დამსვა. გაშტერებული სახით მაჯა მოვიზილე, მაგრამ სულ არ გამკვირვებია. - გააგრძელე. - რა? - რა არ გიცნობ? დაამთქვრე! - ისევ მიყვირა. - უსაყვარლესო დედა, ორი წუთის წინ მქონდ სურვილი ჩემი თავი გამეცნო და გული გადამეშალა შენთვის, დედაჩემისთვის, მაგრამ ახლა მხოლოდ ამ დამპალი სახლიდან გასვლა მინდა. და მინდა რომ შენი სახე არასოდეს ვნახო! - აწითლდა და ახლაღა დავინახე მის თვალებში სევდა. ამას ველოდებოდი ამდენი ხანი. - ვწუხვარ, რომ შენზე იძალადეს. ვწუხვარ, რომ თავი უმწეოდ იგრძენი და მართლა, მთელი გულით ვწუხვარ ყველაფერზე, რაც თავს გადაგხდა! მაგრამ… - ისევ გამეცინა. - აი უბრალოდ არ შემიძლია… ასე მგონია ვერ გაიგებ. - მე ყველაფერს გავიგებ! შენ კი თქვი რასაც ამბობ! - იყვირა. სახე ხელებში მქონდა ჩარგული. ათივე თითი თმაში შევიცურე და მთელ თავზე გადავისვი. თმა ნერვიულად გავისწორე, როგორც მჩვევია. ჩემში მოზღვავებულმა სიბრაზემ მძლია. - გაინტერესებ? - მშვიდად ვკითხე. ის გვერდით მომიჯდა და მუხლზე ხელი დამადო. სწრაფად წამოვხტი და წინ დავუდექი. - ესიგი გაინტერესებს?! - ვუყვირე. - კარგი… ჩემი ცინიკური სიცილი? არ ვიცი რა ვქნა სხვა. მე არ მაქვს უფლება ვიტირო, არ მაქვს ფლება გამოვიდე წყობიდან! - ხმა ცრემლებით გაჟღენთილი ღრუბელივით იყო, რომელიც ყოველი სიტყვის გათავისუფლების შემდეგ იწურებოდა, მიუხედავად ამისა, ჩემს თვალს ერთი ცრემლიც არ მოკარებია. - იცი რატომ? თუ ტირილს შევეჩვევი დავინგრევი! იმიტომ რომ მე არც დედა მყავს და არც სხვა ვინმე, ვინც თავზე ხელს გადამისვამს და მომეფერება! და რა მოხდება მერე? - მთელი ძალით გავკიოდი. ვგრძნობდი, როგორ ამიწია გულის წნევამ. თავი მისკდებოდა, სისხლი კედლებს ისე აწვებოდა, ვეღარ ვინძრეოდი. მიუხედავად ამისა, ყველაფერ უნდა მეთქვა. - რა მოხდება მერე? მითხარი… სულ ფეხებზე მეკო გოგოლიძე, ისევე როგორც ყველას… ნიკუშას ვინ მოუვლის? შენი ფეხებზე ქალიშვილი რუსკა? თუ მამა, რომელიც მართლა მუშაობს? იქნებ ბებოს თხოვო, რომ თავისი ცხოვრება დატოვოს, როგორც დედაშენსა და მე გვაიძულე? როგორ გინდა მითხარი და ისე იყოს! არ მოგატყუებ მესმის-თქო! მე ვერ გავიგებ რა საშინელება იყო შენთვის ის ღამე! მაგრამ რა ვქნა? მჯერა! ბავშვური ენთუზიაზმით მჯერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ნიკუშა... ღმერთო ნიკუშა. - სახეზე ხელები ავიფარე. მთელს მუცელში სიცარიელე ვიგრძენი, ხელებს სახეზე მთელი ძალით ვიჭერდი. სიცარიელის გრძნობამ მაიძულა წელში ბოლომდე მოვხრილიყავი. გავსწორდი და მშვიდად ჩავახველე. - დედა, მე მართლა მთელი არსებით ვწუხვარ, იმის გამო, რაც შენ გადაიტანე, მაგრამ ნიკუშას არაფერი დაუშავებია. - გავიღიმე. - არაფერი გვჭირდება შენი მაგრამ… - ჩემმა მშვიდმა ხმამ ერთ ცრემლს გაქცევის საშვალება მივეციდა თვალზე მძიმე ლოდის სახით დამეკიდა. - მას ჰგონია, რომ რაღაც დააშავა. სულ მეკითხება, თუ ვეზიზღები რატომ გამაჩინაო! ყველაფერს ვფიცავ, მასთან სულ გაქებ მაგრამ… არ მესმის დედა, არ მესმის. გამაგებინე! გამაგებინე! რატომ ანადგურებ პატარა ანგელოზს? - დედა მოვიდა და ხელი ჩამკიდა. - მე ვწუხვარ… - ხელი გამოვაცალე. - ჩემზე მოგიყვები. იცი, უცნაური ხასიათი მაქვს. თავის დაცვა საოცრად გამომდის, უკვე შვიდი წელია ყველაფერს, რაც ხდება ჩემიტ ვაანალიზებ, ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით. იცი, ადამიანი პატიებას მთხოვს თუ არა, როცა მართლა ამბობს უბრალოდ ერთ მარტივ სიტყვას, ბოდიშს, დაუფიქრებლად ვპატიობ, ჩემდა უნებურად გულიდან ყოველგვარი ბრაზი ქრება, სულ რომ მესროლოს მაინც… ახლა კი… ვერც კი ვხვდები რაზე მთხოვ პატიებას. - პატარაობაში… სულ მეუბნებოდი რომ შენი ოცნება დედობა იყო… როცა გეკითხებოდი რა გინდა გამოხვიდე-თქო მეუბნებოდი, დედა და კარგი ადამიანიო. - ხო და ნაადრევად მომიწია ოცნების შესრულება. კარგ ადამიანზე რა გითხრა… - რატომ გგონია ასე? - იმიტომ რომ საკუთარ დედას ვერ ვპატიობ. - თმაში ხელები შევიცურე და ისევ ცინიკურად გამეცინა. - რომ მიცნობდე და მართლა დედაჩემი იყო, მიხვდებოდი, რომ ეს ცინიკური ღიმილი მე შენზე მეტად მტკენს გულს. იქნებ იმასაც მიმხვდარიყავი, რომ ამ ღიმილს, მირჩევნია ჩაგეხუტო და გითხრა რომ მიყვარხარ… თუმცა უბრალოდ არ შემიძლია. - დედამ უხმოდ ტირილი დაიწყო და ისევ მაკვირდებოდა. ის იჯდა მე კი თმაში ხელებ შეწყობილი ვიდექი. - იცი მაია, ყოველთვის, გეფიცები, ყოველთვის როდესაც გხედავ გული მტკივა, მაგრამ… - და როგორ მალავ ამას? - როგორ? რა მნიშვნელობა აქვს? მე უფლება არ მაქვს ცუდად ვიყო. - ამოვიხვნეშე და თითქოს ამ ამოსუნთქვას გამოავატანე ყველა ემოცია. - მეკო, მიყვარხარ. - დედას თვალი ავარიდე. კარს ვუყურებდი. გასვლა მინდოდა. - მეც მიყვარხარ. - ისე ვუთხარი თვალებშიც არ შემიხედავს მისთვის. - რაღაც მინდა გთხოვო. - რა? - ცივად მივუგდე ყინულივით კითხვა. - ვიცი შენთვის მძიმეა მაგრამ… მინდა შენს თავზე ისე ილაპარაკო, ნიკუშა არ ახსენო. - არ შემიძლია. - რატომ? - რატომ და იმიტომ რომ არ მინდა ჩემი თავი მეცოდებოდეს. საცოდავი თექვსმეტი წლის გოგო, რომელიც რასაც ქვია სრულიად მარტოა უკვე რამდენი ხანია. მკვდარ ბებიას მისტირის ყოველ ღამე და იმ ადამიანის გამოჩენაზე ოცნებობს, ვინც ეტყვის მე დაგიცავო, ვინც ეტყვის ხოლმე, რომ გარეთ თბილად ჩაიცვას, ვინც შეაქებს კარგი ნიშნის შემდგეგ, ასწავლის საჭმლის გაკეთებას, ვინც ისე ჩაეხუტება, როგორც მხოლოდ გამზრდელს შეუძლია. საცოდავი მეკო, რომელიც თავისით იზრდება და თექვსმეტი წლისამ უკვე ცხოვრება ისწავლა. საცოდავი მედეა! მოდი ყველამ ვიტიროთ მისთვის, რადგან ის ვერასოდეს იგრძნობს სითბოს… მოდი ყველამ შევიცოდოთ ის, რადგან მას დედა არ ყავს და ამაზე ფიქრისთვისაც არ სცალია, რადგან მაქსიმალურად ცდილობს პატარა კაცს სიყვარული და მისი მთელი სითბო აჩუქოს. მოდი ახლა ყველამ დავკითხოთ მეკო! ვკითხოთ რატომაა უხეში? ცივი? რატომაა ირონიული და ცინიკური? ყველას მიმართ! რატომ არ უახლოვდება არავის! რატომ აღარ მღერი, მეკო? - მშვიდად და ცინიკური ღიმილით ვაგრძელებდი ყველაფერს. - ხო მართლა, რატომ აღარ მღერი? რატომ აღარ გინდა მუსიკალურში სიარული? რატომ ებღაუჭები გიჟივით ყველა ახლობელს და რატომ იცილებ თავიდან ყველა ახალ ადამიანს? - ხელი ისე დავიჭირე თითქოს მიკროფონი მეჭირა. - აჰა, ესეიგი იმედგაცრუების და მიტოვების გეშინია. რატომ? რამე მოხდა? ეს ოდესმე გიგრძვნია? ვინ იყო ის ადამიანი ვინც გული გაგიტეხა? - მიკროფონი არ არსებული ადამიანისკენ გავიშვირე და ისევ ჩემს ტუჩებს დავუბრუნე. - არა, არა, მოდი პირდაპირ ამ ადამიანს ვკითხოთ. რა გააკეთეთ ასეთი? რა დააშავა მეკომ? ნიკუშამ რა დააშავა, რომელიც ყოველღამე ძილის წინ მემეს ითხოვ და არა დედას? - ხელი დედას გავუშვირე და უკან დავაბრუნე. - არა პასუხი არ გვაინტერესებს! რადგან ეს თვითონაც არ იცით. - ხელი ჩამოვიღე და ამოვისუნთქე. - კიდევ რამე გაინტერესებთ ქალბატონო მაია? - ტელეფონზე მირეკავდნენ. არც კი დამიხედავს ვინ იყო ისე გავთიშე. კარადა გამოვაღე, სადაც აკოჰოლური სასმელები იდო, ჩემი საყვარელი შავი ღვინო ავიღე. მერე ტელეფონს ხელი დავავლე და მესამე სართულზე ავედი. ვერანდაზე ხის დიდი სკამები იდო, შეზლონგებისნაირი. ზედ მივწექი და პლედი შემოვიხვიე. ღვინოს ბოთლიდანვე ვსვამდი და უსასრულობაში ვიყურებოდი. არც ვფიქრობდი. მეტი დრამა აღარ მინდოდა. ნახევარი ბოთლი რომ გამოვცალე სახლში შევედი და ჩემი ოთახიდან გიტარა გამოვიტანე, რომელიც აქ მაშინ დავტოვე… ცხრის რომ გავხდი. დავჯექი და დაკვრა დავიწყე. “სადღაც შორს ისევ ლამაზად თოვს”. არ ვიცი ეს მელოდია რამ გამახსენა. მერე დავიწყე tom odell-ის “another love”. I wanna take you somewhere, But I know I can’t, And it’s so cold that I don’t know where… -ვაგრძელებდი სიმღერას და ვხვდებოდი, რომ ამას ჩემ თავს ვუმღეროდი… უცებ ნერვები მომეშალა. წამოხტი და გიტარა მესამე სართულიდან მთელი ძალით გადავისროლე, სამწუხაროდ ჩვენს ეზოს ვერ გაცდა და ასფალტზე ხმაურიანად დაიფშვნა. ახლა ღვინის ბოთლს დავავლე ხელი და მესამედან გადავისტუმრე. ყბის კუნთებს მთელი ძალით ვჭიმავდი. ვკანკალებდი, არა სიცივისგან არამედ მოზღვავებული ემოციებისგა. არც მიტირია და არც გამიცინია. ვიდექი და მთებს გავყურებდი. დავინახე, როგორ გამოვარდა სახლიდან მაია და ეზოს თვალიერება დაიწყო. - მეკო! - განწირულმა იკივლა. - აივანზე ვდგავარ! - ვუბღავლე და სახლში შევედი. ორ წამში მაია ჩემს წინ აიბუზა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. - ღმერთო როგორ შემაშინე! - გამეცინა. - კაი. - მოვშორდი და ჩემ ოთახში შევბობღდი. სახლში ციოდა. კარადა ინტერესისთვის გამოვაღე. ამათ წინასწარ მოუტანიათ აქ ჩემი ზომის ტანსაცმელი. სქელი სპორტულები ჩავიცვი და ფანჯარაზე ჩამოვჯექი. ისევ მირეკავდნენ. ისევ გავთიშე. მერე მომწერეს და არც წერილი მინახავს. გავიგონე, როგორ ამოვიდა დედა და თავის ოთახში შევიდა. ჩუმად ჩავიპარე და არყის ბოთლი გამოვიღე. არაფერი მაინტერესებდა და არც იმიტო ვსვამდი, რომ გული გადამეყოლებინა ან რამე… უბრალოდ მინდოდა გავთიშულიყავი. მეოთხე ჭიქაზე მივხვდი, რომ აღარ შეიძლებოდა მეტი. საოცრად მთვრალი ვიყავი. იქაურობა მივალაგე. დედას მეორეზე ეძინა. მე კი მესამეზე ავიზლაზნე და ტელეფონს ავხედე. გამოტოვებული ზარები ალესგან. მესიჯები: “სად ხარ?”; “გძინავს?”; “შენთან დემე იყო??”; “რომ გაიღვიძებ დამირეკე!” ეს ყველაფერი 1:00ზე ბოლო მესიჯი 4:00იდან იყო… “მიყვარხარ”. ტელეფონი ავიღე და დავურეკე. ჯერ მხოლოდ ერთი საათი იყო გასული. - გაგეღვიძა? - არც მძინებია. - მაქსიმალურად სერიოზული ხმით ვთქვი. - შენ რა დალიე? - დავლიე არ ქვია ამას… მთვრალი ვარ. - რა დალიე? სად ხარ? ხომ არ გინდა მოვიდე? - რა დავლიე… საინტერესო შეკითხვაა… ღვინის ბოთლი დავლიე და არაყი… სად ვარ და ფასანაურში… - მანდ რა გინდა? - ლოგინზე დავეგდე. - დედაჩემმა წამომიყვანა. პატიებას მთხოვდა, იცი ალე… მერე დაგელაპარაკები… ტელეფონში ამის თქმა არ მინდა. - თიშავ? - არა… ალე, შენთან მინდა. - ამოვიხვნეშე და ცრემლი გადმოვუშვი. - ყველაფერი კარგადაა? - არა… ყველაფერი ცუდადაა… - პატარავ… - ალე. - გისმენ. - იცი მე ვმღეროდი… ახალგაზრდა მომღერალი ვიყავი და წარმატებულიც. - ბოლოს როდის იმღერე. - ერთი საათის უკან… იქამდე სანამ ჩემს გიტარას მესამე სარტულიდან გადავუძახებდი. - სიცილი დავიწყე. უცებ სახე დამისერიოზულდა. - უნდა წავიდე. - სად? - მაიასთან. - მანდ რამდენი ხნით ხარ? - ორი დღით. თუ არ მოვკვდი. - რეებს ამბობ გოგო? გინდა ჩამოვიდე. ახლავე წამოვალ! - გავიგე როგორ დაიწყო ფაცხური. მე კიდე ისევ გამეცინა. - არა ალე… ვხუმრობ. ჯერ ეგრეც არ გავგიჟებულვარ. - ვიცინოდი. - რა გაცინებს? გული გამისკდა! - რა მაცინებს… მართლა რა მაცინებს. სასაცილოდ მაინც მქონდეს რამე. წავედი წავედი და მოგწერ მერე. - გავუთიშე და დედაჩემს შევუვარდი. მშვიდად ეძინა. რომ მივუახლოვდი დავინახე, რომ ბალიშის პირი სველი იყო. დედას სახე დაწითლებოდა და დასიებოდა. აქ სხვა მიზეზით მოვედი მაგრამ… ლოგინზე ავძვერი და ჩავეხუტე. დედა გადმობრუნდა და მთელი ტანით მომეხვია… დილით დედაზე ადრე გავიღვიძე და ოთახიდან გავიპარე. ტელეფონზე ბოლო შეტყობინება ასეთი იყო “შენ მხოლოდ მითხარი და მანდ გავჩნდები. ბიძაჩემს აქვს სახლი და იქ ვიქნები.”. გამეცინა. პატარა მეტიჩრა ბიჭი. ჯერ რვა საათი იყო. ძილი შევუბრუნე და ორზე გამეღვიძა. ქვემოთ ჩავიზლაზნე. დედას აშკარად არ ახოვდა, რომ გუშინ ღამე მასთან მივედი. საუზმეს აკეთებდა. სამზარეულოში შევედი. გამიღიმა… - დილამშვიდობისა მაიმუნო… - გამეღიმა. სულ ასე მეძახდა რადგან, რუსკასავით ბარბებით თამაშის ნაცვლად სულ ხეზე ვეკიდე ფეხებით ან მორიგ “პულტიან” მანქანას ვშლიდიი, რომ გამეგო როგორ უკავშირდებოდნენ მმართავი და მანქანა ერთმანეთს. უცებ დედა მაგიდას ჩამოეყრდნო და ფერი წაეშალა. - დედა, კარგად ხარ? დედა… - პასუხს არ მცემდა… - დედა! - მამას დაურეკე. - საცოდავი ხმით ამოიკნავლა. რა ჯანდაბა ხდება! აშკარად საშინლად არვ ვევასები ცხოვრებას და ჩემი განადგურება დაისახა მიზნად 2000 წლის 30 მარტს. - მამა… დედა ცუდადაა. არ ვიცი, ფერი არ ადევს და იატაკზე ზის. ასე მითხრა მამას… - მოვიდვარ! - მიუხედავად იმისა რომ ეს შეუძლებელია 45 წუთში მამას მანქანაში ჩავსხედით. ეგრევე სავაადმყოფოში გაგვაქანა. ქირურგი თავისი ინტერნებითა და ექთნებით სასწრაფოს შესასვლელში დაგვხვდა, დედა ბორბლებიან საკაცეზე დააწვინეს და პალატაში შეიყვანეს. თხუთმეტი წუთის შემდეგ გამოვიდნენ. - ბატონო დავით, სამწუხაროდ გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო. ახლავე უნდა ჩავატაროთ. - მოგვიგდო ეს ორი წინადადება და გაიქცა. მე სკამზე დავჯექი. - მეტყვი რა ჯანდაბა ხდება? - მამას გაგიჟებულმა გავხედე. მან თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და მე გამომხედა... ...................... დედამისი მაინც არ მევასება და რა გავაკეთო :)) <3 ველი კომენტარეებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.