შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი7)


20-03-2017, 19:38
ავტორი Salome5
ნანახია 3 387

დილით საწოლში მარტოს გამეღვიძა. ლევანი არსად ჩანდა, სწრაფად მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი.
-დილამშვიდობისა,,,მივესალმე და მაგიდას მივუჯექი.
-დილამშვიდობისა, შვილო. ახლავე ჩაის დაგისხამ.,,,დაფაცურდა უცებ.
-არ შეწუხდეთ, მე თვითონ,,,გავუღიმე და ჩაი დავისხი.
-ლევანი სად არის?
-დილიანად წავიდა, რაღაც საქმე მაქვსო. ვინ იცის სად დადის ხოლმე.,,,მიპასუხა ცოტნემ გესლიანად.
-ცოტნე,,,დაუძახა მკაცრაად მამამისმა.
-დარწმუნებული ვარ მუშაობს, სხვებისგან განსხვავებით უსაქმოდ ვერ ძლებს,,,ვუთხარი იგივე ტონით და თვალებში ჯიქურ მივაშტერდი.
მომაკვდინებელი მზერა მესროლა, რაღაც კიდევ უნდა ეთქვა მაგრამ გადაიფიქრა. საუზმის შემდეგ, მაგიდის ალაგებაში მივეხმარე ეკას. უცნაური გოგოა ეს ეკა, სულ უჟმური გამომეტყველებით დადის და იღრინება, ვერ ვხვდები რას მერჩის.
-ტასო, არ გინდა ყავა დავლიოთ?
-სიამოვნებით,,,ვუპასუხე და სამზარეულოში გავყევი ლიას. ყავა მოვადუღე და გვერდით მივუჯექი.
-ეკასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?,,,მკითხა და გამომცდელად შემომხედა.
-ნორმალური, მაგრამ მგონი არ მოვწონვარ,,,ვუთხარი გულწრფელად.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჩაკეტილი გოგოა. თანაც ცოტნესთან ცხოვრება ადვილი არ არის, ალბათ გესმის.
-რას გულისხმობთ, ცოლს ცუდად ექცევა?
-ალბათ ლევანმა მოგიყვა ნიაზე.
-კი, ყველაფერი ვიცი
-იმ ამბის შემდეგ ლევანი თბილისში გადმოვიდა, ცოტნეს კი ვერაფერი მოვუხერხეთ. იმაზე საშინლად იქცეოდა ვიდრე მანამდე. ყოველდღე მთვრალი მოდიოდა, თეიმურაზთანაც ცუდი ურთიერთობა ქონდა. ბოლოს გადავწყვიტეთ და ცოლი მოვუყვანეთ.
-ეკა არ უყვარს, ხომ ასეა?,,,შევხედე როგორი ტკივილიანი თვალებით გამომხედა.
-მართალია, ცოლს საშინლად ექცევა. თანაც ცოტნეს შვილი არასდროს ეყოლება, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას.,,,ეკა ძალიან შემეცოდა, ახლა ვხვდები რატომ დადის სულ მოღუშული.ვინ იცის რა დღეში აგდებს ქმარი, ამას მისი უშვილობაც დაემატა.
-შენ და ლევანი დაქორწინებას როდის აპირებთ?,,,მკითხა და ეშმაკურად გამომხედა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ის იმედებს ჩემზე ამყარებდა მე კი ასე უნამუსოდ ვატყუებ. ვინიცის იქნებ მე და ლევანი არც არასდროს დავქორწინდეთ, არმინდა ტყუილად დავაიმედო, მერე კი გული დავწყვიტო მაგრამ სხვა გზა არმქონდა.
-ჯერ მაგაზე არ გვილაპარაკია,,,ოდნავ წამოვწითლდი.
-მალე უნდა დაქორწინდეთ, ერთი სული მაქვს შვილიშვილი როდის მეყოლება,,,თბილად შემომხედა და თმებზე მომეფერა.
-ტასო, შეგიძლია საჭმელი მომიტანო? მომშივდა.,,,ოთახში ლევანი შემოვიდა. უარის თქმას ვაპირებდი მაგრამ, ლიას მომერიდა.
-ახლავე მოვამზადებ რამეს,,,ვუთხარი და სამზარეულოში გავედი. მთელი დღე საჭმლის მომზადებას მოვანდომე. კარტოფილის პიურო და კოტლეტები გავაკეთე, მაგიდის გაშლაში ეკა დამეხმარა.
-ლეო, ვახშამი მზად არის.
-ახლავე მოვალთ, ტასო.,,,მითხრა და მობილური გათიშა. დაეჭვებულმა გავხედე, მთელი საღამოა ვიღაცას ესაუბრება და ჩემს დანახვაზე გაუთიშა.
-ეს ყველაფერი შენ მოამზადე?,,,გაკვირვებულმა გამომხედა.
-ჩვენს რძალს გემრიელი საჭმელების კეთებაც სცოდნია,,,გაიღრიჭა ცოტნე. მის უაზრო კომენტარს ყურადღება არ მივაქციე და ჭამა გავაგრძელე.
-მართლა ძალიან გემრიელია ყველაფერი, შვილო.
-გემრიელად მიირთვით,,,გავუღიმე ბატონ თეიმურაზს..
მთელი საღამო უაზროდ გავატარე. ლევანი ისევ სადღაც გაქრა, რაღაცას მიმალავს მაგრამ ვერ ვხვდები რას. ტელევიზორს უაზროდ მივშტერებოდი და ვერ მივხვდი როდის შემოვიდნენ ლევანი და მისი მეგობრები.
-რძალო, ეს შენი საქმრო დიდი უჟმური ვინმეა, მთელი დღეა ვეხვეწები ქალებში წავიდეთთქო ის კი არმომყვება,,,სიცილით მომიჯდა გვერდით ავთო.
-ავთო, გცემ შენ ძმობას ვფიცავარ,,,შეუღრინა ავალიანმა.
-გეყოფათ ახლა, პატარა ბავშვები ხომარხართ,,,ჩაიფრუტუნა რატიმ.
-ტასო, ამათ ყურადღებას ნუ მიაქცევ თორე გაგაგიჟებენ.
-როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა, მთელი დღეა მარტო ვარ.,,,ვთქვი და ტუჩაბზუებულმა გავხედე ლევანს.
-რაღაც საქმეები მქონდა,ტასო,,,მითხრა და გვერდით მომიჯდა.
-ასეთი რა სააქმეები გქონდათ, ბატონო ლევან?,,,ვაგრძელებდი ისევ
-ხვალამდე მოიცადე, ხვალ გაიგებ ყველაფერს.,,,მითხრა და ბიჭებს თვალი ჩაუკრა.
* * * *
დილით ადრე გაიღვიძა. მის მუცელზე სასაცილოდ დაწოლილ ტასოს ნაზად აკოცა და ფრთხილად წამოდგა. არ უნდოდა გაეღვიძებინა და ჩუმად გავიდა. ბიჭებს შეუთანხმდა და დათქმულ ადგილას მივიდა.
-ლევან, რახდება ტო, ამ დილაადრიან აქ რატომ დაგვიბარე?,,,კითხა ირაკლიმ და დაამთქნარა.
-თქვენი დახმარება მჭირდება,ძმებო. მინდა ტასოს სურპრიზი მოვუწყო.
-რა სურპრიზი?
-მინდა ხელი ვთხოვო, აქაურობის მოწყობაში მომეხმარეთ.
-რა ხელი უნდა თხოვო, ისედაც დანიშნულები არხართ?,,დაბნეულად გახედა რატიმ.
-არა, მან არცკი იცის რომ მიყვარს, ყველაფერს მოგიყვებით ოღონდ ჯერ ყველაფერი მოვაგვაროთ.,,,მთელი დღე დეტალებს აგვარებდა, უნდოდა ყველაფერი ლამაზად გამოსულიყო. რატის სახლში მაინც ცარიელი იყო და გადაწყვიტა ლამაზად მოერთო და ხელი ეთხოვა. ბეჭედს კიდევ ერთხელ დახედა, წარმოიდგინა როგორ დაამშვენებდა მისი საყვარელი ქალის ხელს.
-ბეჭდის ყიდვა როდისღა მოასწარი, ძმობას გაფიცებ.
-აქ რომ მოვდიოდით მაშინ, დიდი ხანია ვგეგმავ ამ დღეს.
-ჩვენთვის როდის უნდა გეთქვა, კიმაგრამ?
-ვაპირებდი მეთქვა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მთავარია ახლა გითხარით.,,,,მთელი დღე მათთან ერთად გაატარა, ცდილობდა ტასოსთან ნაკლები დრო გაეტარებინა. არუნდოდა რამე წამოსცდენოდა. ოთახში შევიდა და მძინარეს დახედა, თითქმის არ უძინია იმ ღამით. თმებზე ეფერებოდა და ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. დილით რაღაც საქმეებს მოაგვარებდა და მერე წაიყვანდა მის სანახავად.
* * * *
დილით ისევ მარტომ გავიღვიძე. ნერვები მომეშალა, ყელში ამოვიდა მისი უაზრო საქციელები. ქვემოთ ჩავედი, ისიყო სამზარეულოში ვაპირებდი შესვლას ლაპარაკის ხმა გავიგონე.
-ლეო, როგორ მომენატრე. დღეს ნატო შემხვდა და მითხრა ბეჭედი გიყიდია ჩემთვის, თურმე ხელი უნდა გეთხოვა. გავიგე თუარა აქეთ წამოვედი,,,ქალი მაშინვე ვიცანი ნათია იყო. აღელვებული ლაპარაკობდა და კისერზე ეკიდებოდა.
-ნათია, გაჩერდი დამაცადე გითხრა.
-არაფრის თქმა არარის საჭირო, საყვარელო თანაც ფეხმძიმედ ვარ.,,,ვიგრძენი, როგორ მეტკინა გული. თვალები ცრემლებით ამევსო, მოაჯირს დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი. სწრაფად ავირბინე კიბეები და ტელეფონი მოვძებნე.
-ბექა, მე ვარ,,,ვცდილობდი თავი შემეკავებინა რომ ტირილი არ დამეწყო.
-ტას, რა ხმა გაქვს მოხდა რამე?
-ბექა, წამიყვანე აქედან გთხოვ, დანარჩენს გზაში მოგიყვები.,,,მისამართი ვუთხარი და გავუთიშე. ოთახში ბოლთას ვცემდი, არვიცოდი რახდებოდა ქვემოთ. ჩასვლას არც ვაპირებდი.., ,,რა სულელი ხარ,ტასო, როგორ დაიჯერე რომ მას უყვარდი. ისევ მოგატყუეს'' ვუწყრებოდი საკუთარ თავს და ბარგს ვალაგებდი. საღამოსთვის მანქნის ხმა გავიგე და ბარგით ქვემოთ ჩავედი. ეზოში გავედი და ჩემ ძმას ჩავეხუტე.
-ტასო, ნერვიულობისგან კინაღამ მოვკვდი. რა ხდება არ მეტყვი?,,,ჩემოდანი გამომართვა და საბარგულში ჩადო.
-გზაში მოგიყვები.,,,სახლიდან ლევანი გამოვიდა.
-ტასო, სად მიდიხარ?,,,გავიგონე მამაკაცის მკაცრი ხმა. დანარჩენებიც გამოვიდნენ მათ შორის ნათიაც.
-თბილისში მივდივარ,,მოვუჭერი მოკლედ.
-ეგ რას ნიშნავს? ვინ არის ეს კაცი?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს შენთვის, მივდივარ და მორჩა.,,,ლიას და თეიმურაზს დავემშვიდობე და სასწრაფოდ დავჯექი მანქანაში.



№1 სტუმარი Nia

Oho sitvaicia daidzaba velodebi shemdeg tavs moutmenlad

 


№2  offline წევრი Salome5

Nia
Oho sitvaicia daidzaba velodebi shemdeg tavs moutmenlad
smile kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent