შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ანგელოზი (თავი 1)


21-03-2017, 16:41
ავტორი ელი ^^
ნანახია 1 757

სიყვარული...
მაინც, როგორია ეს სიყვარული?!
ისე გატკენს, როგორგც გახარებს. როცა გიყვარს ნაკლი იმალება, შეიძლება, სხვების არა, მაგრამ შენთვის კი და რა აზრი აქვს ამ დროს სხვის აზრს თუ თავად ბედნიერი ხარ?
სიყვარული შეიძლება ესტუმროს შენს გულს ნებისმიერ ასაკში, მკითხველო, რადგანაც "არაფერი არ ხდება ადრე, არაფერი არ ხდება გვიან, ყველაფერი ხდება თავის დროზე"
***
მთიანი სოფლები, ჭიუხები, გაზაფხულის ფერად სამოსელში გახვეულიყო. ამაყად იდგნენ უბერებელი ბუმბარაზი მთები და მხოლოდ მათ გაეგოთ უფსკრულში ვარდნილი გიჟმაჟი ჩანჩქრებეის ყურის წამღები ხმაურის ენა.
და ბუნების სილამაზე ისეთი ჯადოსნური იდუმალებით იყო მოცული, ვერც კი გაიგებდი, რატომ იყო ასეთი მაცდური სოფლის იდილია. ხეები, რომლებიც ქარის ოდნავი დაბერვისასაც თავს იწონებენ და ლამაზად, საოცრად ნაზად ირხევიან ხარ ერთ მხარეს, ხანაც მეორე.
ხეები, რომლებსაც ფართოდ გაეშალათ ხელები და სიოს ჩუმ სტვენაზე აცეკვებულად, როგორც ქალები სამაიას ცეკვისას
და სწორედ ამ ხეებს, მუხუცებს ან თუნც ახალგაზრდებს იმდენი ისტორია სმენიათ ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომ არ გაუგია და არ შეუცნია. იდუმალების ხელოვნება არ გაუგიათ ადამიანებს! აი ჩვენ კი -ხეებს- იდუმალების ხელოვნება სრულიად ამოწურული გვაქვს.
მაგრამ მეე იმდენად აღვფრთოვანდი მისი ისტორიით, პატარა გოგონას ისტორიით, რომელიც ერთი ღარიბი, მაგრამ კეთილი ოჯახის შვილი იყო.
პატარა გოგონა ტალღოვანი გრძელი თმებით, ნათელი ცისფერი თვალებით, გოგონა რომელსაც თვალების ქვემოთ და პატარა ცხვირზე ოდნავ გადაჰკრავდა ჭორფლი. პეპლები მოხატული მოკლე კაბა ეცვა და ყოველ ღამით მსტუმრობდა და ვარსკვლავების ფონზე მიყვებოდა შემზარავ, სევდიან თუ სასიყვარულო ისტორიებს.
პირველად გოგონა ორი წლის ასაკში დავინახე, როცა მისი მშობლები პიკნიკზე ჩემ ჩრდილში შეფარულიყვნენ და აგემოვნებდნენ სხვადასხვა ხილს
და ისიც პატარა და უმწეო ბედნიერებისაგან საყვარლად იცინოდა, ხოო... შეიძლება უმიზეზოდ, მაგრამ ისე, რომ აუცილებლად აყვებოდით.
იმის მერე ის გოგონა ძალიან დიდი ხნით დაიკარგა და სამწუხაროდ ჩვენი პირველი შეხვდერა ტირილით დაიწყო.
გოგო გაზდილიყო თავიდან ვერც კი ვიცანი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა პატარა...
გოგონა თვალცრემლიანი შესცქეროდა ვარსკვლავებით მორთულ ცას და შესჩივლებდა ღმერთს.
უმიზნოდ ბურდღულებდა და ილანძღებოდა...
მისი სატკივარი იმდენად დიდი იყო ჩემს ბებერ, დამჭკნარ გულს მოედო და ცეცხლის ალი გაუღვივა.
გოგონას იმ ღამით არაფერი არ უთქვამს მხოლოდ იჯდა და ტიროდა შემდეგ კი ცაეძინა, მაგრამ მომდევნო დღეს გავიგე მისი მწუხარების მიზეზი.
იგი უკვე თოთხმეტი წლის გამხდარიყო და მისი პირველი უბედირებაც ამ დღიდან დაიწყო...
მან დაკარგა ის ვინც ყველაზე მეტად უყვარდა...
ის ვინც მისი მესაიდუმლე, ყველაზე დიდი მეგობარი იყო...
ის ვინც უზიარებდა, არა! ის ვისაც უზიარებდა გრძნობებს...
ის ვინც მისი ცხოვრების ცოცხალი თანამგზავრი უნდა ყოფილიყო, დიახ... ცოცხალი!
და არა მკვდარი...
მან დაკარგა დედა და აი მისი უბედუების ისტორიის დასაწყისი...
- იცი? დედაჩემი გარდაიცვალა, კიბომ შეჭამა მისი სხეული, კიბომ! - ცრემლები ამკობდა მის ლამაზ და უსუსურ სახეს... ასე გავხდი მისი მესაიდუმლე...
***
დრო, ცხოვრება, უბედურება თუ ბედნიერება და თვით სიყვარული წარმავალია!
-"როგორც წერილები ისე საკუთარ თავთან ფიქრები, პირადი ცხოვრების საფუძველზეა მომზადებული. მოკლე გამონათვამები, რომლებიც ბევრი ფრთიან სიტყვადაც იქცა, ყველა დროის მოაზროვნეთა და ფილოსოფოსთა ინტერესის საგანი იყო... აუუუუ. დავიღალე დრევანდელი დღე.. გახსენებაც არ მინდა, სირცხვილო ნინ! სირცხვილო!
-------
მოგონებები
---------
-ჰეი, ნინ - გოგონა გაწითლდა ბიჭის დანავაზე, მზერა აარიდა და აკანკალებული ხმით უპასუხა.
- ხ..ო.. ხო
- სად მიდიხარ პატარავ? - ნინ მზერა გაუსწორე! ნუ გრცხვენია! მან პატარა დაგიძახა! მიდი ნინ! შენ ამას შეძლებ! ის ხომ შენით დაინტერესდა!
- სახლში - თითქოს აუღელვებლად უპასუხა გოგონამ მზერა გაუსწორა ბიჭს და მის თვალებში ჩაიძირა, იგრძნო ბიჭი უხერხულად გრძნობდა თავს და ისევ მზერა აარიდა რათა ის არ დაენახა ბიჭს მის თვალებში რაც მან დაინახა ბიჭის თვალებში. ნებიჯებს აუჩქარა და ვერც კი შეამჩნია რეზინის თოკი, რომელიც გახლართულიყო ერთმანეთში და თითქოს მას ელოდაო.
-ფრთხილად!!!
დაიყვირა ბიჭმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო გოგონა ძირში იწვა, ჩანთიდან წიგნები გადმოვარდნილიყო და ძირშI ეყარა.
ბიჭი გოგონას ჩასწვდა და წამოაყენა, იქ მყოფი სხვა ბავშვები კი ბოლო ხმაზე დასცინოდნენ გოგოს.
-ხომ კარგად ხარ?
ნინიმ ტირილი დაიწყო, წიგნები აიღო და გაქცევა დააპირა, თუმცა ბიჭმა არ გაუშვა, ხელი მოჰკიდა და მიიხუტა...
რამდენ ხანს ელოდა ამ მომენტს, როგორ ოცნებობდა გოგონა ამაზე...
რამდენჯერ წარმოედინა ეს მომენტი, მაგრამ ასე არასდროს!
----------
ბიჭის აღწერა
--------
სანდრო მეტრეველი - სკოლის ცხუბის თავი, თექვსმეტი წლის ფრიადოსანი მოსწავლე, წითური, ხუჭუჭა თმებითა და მწვანე თვალები. საკმაოდ მაღალი, ყოველშემთხვევაში ნინიზე მაღალი. ჭაბუკი გრძელი ხელებითა და გამხდარი ტანით.
მაგრამ რა მოსწონდა ნინის მასში ყველაზე მეტად?
პასუხია მისი ყელი..
და რატომ ყელი?
ვენა რომელიც ოდნავ ეჭიმება სანდროს ყელში ლაპარაკის დროს, ხოლო გაბრაზებისას ძალიან ებერება და უწითლდება
***
-ჯანდაბა ნინ! როგორ შერცხვი სანდროს წინაშე! დებილო! მაგრამ ხომ ჩამეხუტა?! ახ... რა სულელი ხარ! მანო.. მანო შეხვედრა დამინიშნა წიფელთან ბაღის გვერდით... მანო რა გავაკეთო? ისევ რომ შევრცხვე მერე? მანოო.. ნეტავ ლაპარაკი შეგეძლოს! რატომ არ შეგიძზლია? რატომ? მანოო... ნეტაც შემძლებოდა მისთვის პასუხის გაცემა მეთქვა - წადი ნინ! წადი... მაგრამ არა! ჩუმად, ჩემთან, ჩემთვის ჩემში ვფიქრობ სხვა რამ არ მძალუდს...
-----
- იმედია მოგეწონათ პირველი თავი ^^ შემდეგ თავს სავარაოდოდ ხვალ ან ზედ დავდებ ^^ ეს ჩემი პირველი ისტორიაა და იმედია კარგი გამომივიდა ^^ მადლობა ყურადღებისთვის <3



№1  offline წევრი ლიკა^

საინტერესოა და რაღაც უცხოა.როგორც ყოველთვის დაქალს უზიარებს გოგო ყველაფერს ან დედას აქ კი ხეს!(მგონი არ მეშლება და ზუსტად გამოვიტანე აზრი:D )ძალიან საინტერესოა!გააგრძელე და მალე დადე! ❤

 


№2  offline წევრი ელი ^^

ლიკა^
საინტერესოა და რაღაც უცხოა.როგორც ყოველთვის დაქალს უზიარებს გოგო ყველაფერს ან დედას აქ კი ხეს!(მგონი არ მეშლება და ზუსტად გამოვიტანე აზრი:D )ძალიან საინტერესოა!გააგრძელე და მალე დადე! ❤

ნამდვილად არ გეშლება <3 ^^ გავაგრძელებ აუცილებლად ^^ ბევრს არ გალოდინებ მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent