შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dream (თავი 6)


22-03-2017, 00:33
ავტორი ანუკი (ანნა)
ნანახია 1 434

ისევ გამუდმებით თავის ტკივილი , ისევ მარტოობა , სიგარეტის კვამლი , და ისევ მონატრების გრძნობა... ისევ იმის სურვილი რომ არ გაგეღვიძოს და თავიდან არ შეიგრძნო მონატრება .... მერე მზის სინათლე , ოდნავი ნაზი ნიავი ... დასუფთავებული სახლი .... სურნელი რომელსაც მიეჩვიე და შეგიყვარდა ნაზად მსუბუქად რომ გრძნობ... ცდილობ მთელი ჰაერი შეისრუტო და უბრალოდ შეინახო .... დიდხანს შეინარჩუნო.... მერე იმ ადამიანის ბუზღუნის ხმა ... ამ დროს ხვდები რომ ეს უკვე ზედმეტია ... ვერ იგებ რეალობაა თუ მოჩვენება ტკივილისგან ... ვერ აცნობიერებ გღვიძავს თუ სიზმარია ... არ გინდა რომ თვალები გაახილო ... რადგან ფიქრობ რომ მწარე რეალობას შეეჯახები. მაგრამ მაინც , გძლევს ადამიანური გრძნობები. და ნელ-ნელა ერთი თვალით იწყებ რეალობასთან შეგუებას ... იმედს არ კარგავ რომ ეს რეალობაა ... რომ ოცნებები ხდება!
სანდრომ მიმოიხედა და საძინებლიდან მომზერალი ტასო დაინახა , თვალი აარიდა ,არ უნდოდა ბოლომდე დაეჯერებინა ის რეალობა რომ მან მისივე შვილი მოკლა ...
_ აქ რას აკეთებ?!
_ ჩემ მომავალთან მოვედი . რაიყო?
_ შენი მომავალი მოკალი თავად ..
_ არა მე არაფერი მომიკლავს , მსმენია რომ ორსულობის დროს ძალიან რთული ხასიათი აქვთ ამიტომ სანამ თავად მოკლავ საკუთარ მომავალს მოკეტე .

ტასო მივიდა და სანდროსთან ჩამოჯდა . ახლა აუცილებლად წავიდოდა , მიატოვებდა , თავადაც დაიტანჯებოდა რომ არა ეს ბავშვი და გაურკვევლობა . ეს უველაზე საშინელი რამაა რაც ადამიანებს ემართებათ... არ იციან რა ხდება და შორდებიან ერთმანეთს რადგან არცერთი არ აპირებს ნაბიჯის გადადგმას ...ყველაზე სასაცილო ისაა რომ ის თავისივე ბედნიერებისთვისაც არ აკეთებს ამას . ძალიან წყინდა ალექსანდრესგან ასეთი მოქცევა , მაგრამ იცოდა რომ ამის მიზეზი მანვე მისცა და ამიტომ აპირებდა ამ ყველაფრის გამოსწორებას . ახლა ალექსანდრეც მიხვდა რომ ეს გოგო მართლაც მისია და მასავით არანორმალურს უბრალოდ ვერ ნახავდა სხვას . მუცელზე დახედა და თვალს ვეღარ აშორებდა . ძალიან საყვარლად ჰქონდა გამობერილი . მისკენ წაიღო ხელი . ახლა ნამდვილად ეშინოდა გაღვიძების .მოფერება დაუწყო და ტასოს ბუზღუნიც უკვე მოისმინა რომელიც სულ რაღაც ორი საათის წინ ენატრებოდა ..

_ კარგი რა ალექსანდრე ! კარგი! სუნი გაქ სიგარეტის , თანაც საშინელი . მომშორდი ახლა და მალე აბაზანაში .
_ ეხავე . მოიცა დამპირდი რო არსად წახვალ თორე შეგიყოლებ .
_ ჰოო გპირდები მალე ოღონდ
_ ეხლავე ცქნაფა
_ ეს ცქნაფა რა იყო ახლა ? ღმერთოო როგორ მომშივდაა

შიმშილი! ეს ის გრძნობა იყო რასაც პატარაობიდან ვერ იტანდა ტასო... მაგრამ ახლა საერთოდ , როდესაც ორი ადამიანის მაგივრად უნდა იკვებო .
მაცივარში მწვანილის გარდა ვერაფერი რომ ვერ ნახა ჭამა დაიწყო და აბაზანის კართან მივარდა . მერე ხელების ბარტყუნი დაუწყო და არც დალოდებია პასუხს კარები რომ შეგლიჯა თან თვალები ჰქონდა დახუჭული და დაიწყო როჰორც ჩვევია .

_ მოკლედ არ მითქვამს რომ საშინელი შამპუნია? !
_ არა გვირილის არომატითაა .
_ მაშინ დროებით მოაშორე ეგ და ჰო მოკლედ .
_ აბა?!
_ მწვანილი მინდა ეს რაღაც ძალიან მომწონს , ახალი შამპუნი , შოკოლადები ამმ კიდევ ფორთოხალი ნაყინი , წვენი ა პილმენბი მინდა . რაც უფრო მალე მოიტან შენთვის უკეთესი .
_ მწვანილზე ქაფი დაეცა .
_ რაა?

ამის გაგონებაზე სასწრაფოდ გაახილა თვალები , ალექსანდრე ძალიან ეცადა მაგრამ მას მაინც არ შეხედა .მერე ქაფი რომ არ ქონდა მწვანილს გაბრაზებულმა კი შეხედა და შეუბღვირა .

_ რას პატარა ბავშვობ?
_ გოგო შენი ქმარი ვარ და ეგრე ოთხი წლის ბავშვივით ნუ შემოხვალ ხოლმე .კაი რა მწვანილი წამოვიღო .
_ მე მეგონა არ გეცვა და .მერავი აი ასეთი . ვერ ვცნობ.
_ კაი ფოთოლი მაინც მომეცი რომ ვანახო .
_ ოოო
_ რა ოო ადამიანო აბა რა ვქნა .
_ ტელეფონი მათხოვე.


საერთოდ ტელეფონის არსებობის შესაბაც არ ახსოვდა სანდროს , მერე ძლივს იპოვა დაროცა მისცა თვალები შუბლზე აუვიდა .ტასომაც ჩართო და ფოტო გადაუღო ასეთი წამომიღეო . სანდრო გარეთ უნდა გასულიყო როცა კარები დაკეტილი დახვდა და მაღლა ამოვიდა .
_ ტასო?! გასაღები სად დადე
_ რა გასაღები
_ მოიცა მოიცა ..... საიდან შენოხვედი?
_ დაბლა ... პირველზე ფანჯარა გქონდა ღია და ...
_ სერიოზულად მეშინია ჩემი შვილი შენს მუცელში რომაა . თხაჯანა
_ ოოჰ ნეტა ვინ მასწავლა ფანჯრიდან ძრომიალი .
_ მოკლედ ყველაფრით მე განგანათლე ... საერთოდ ორსულად არასდროს ვყოფილვარ თორე იმასაც გასწავლიდი როგორ უნდა მოიქცე როცა ორსულად ხარ და შენს მუცელში ბავშვია .
_ იჰჰ , მერე ჩემში რატოა იყოს შენში .
_ ტასო! წესი ნომერი პირველი უკვე დარჩენილი შვიდი თვე კარით ისარგებლებ .
_ ჰო კაი ...
_ მოიცა ! სახლიდან როგორ გამოხვედი ..
_ მე .. კარით!
_ .....
_ ეეე ნუ მიყურებ რა ნახევრად დახუჭული თვალით ... ფანჯარა მოვხსენი
_ როგორ ? არ გამაგიჟო
_ პედლებიდან
_ მეორეზე არ ხარ ?!
_ ჰო .ხეზე გადავედი და .
_ სერიოზული დებილი ხარ . წესი ნომერი ორი! ყოველთვის ისარგებლებ პირველი სართულის კარებით!
_ წადუ ეხლა რა მშია
_ მივდივარ ! მაგრამ ფანჯარას არ მიუახლვდები!
_ გეყოს ეხა
_ კააი .

ცოტახანში ალექსაბდრემ თითქმის ყველაფერი იყიდა და მოდიოდა როცა ტასომ დაურეკა .

_ აუუ საან .
_ ჰო აბა რა გინდა ?!
_ აუ აი ტორტი მინდა ძაან თეთრი კრემით და ლიმნით
_ რიით?
_ ლიმნით
_ ეგეთი რამე არსებობს?!
_ არ ვიცი მაგრამ მინდაა
_ კაი .


ცოტახანში მიაღწია სახლამდე და ყველაფერი მაცივარში შეალაგა . მერე ტასოს შეხედა რონელიც ძლივს ნაშოვნ ტორტს ლიმნით ზედ არ უყურებდა და მარწყვს მიირთმევდა რომელიც არც დაუბარებია . თან ისე გემრიელად მიირთმევდა რომ როგორც არ უნდა გდომებოდა უბრალოდ ვერ შეუჭამდი .
_ სანდრო
_ ჰოო
_ შენ არ გინდა ?
_ აუ მინდა ჰო
_ გადი მაშინ და კიდევ იყიდე
_ აღარ მინდა
_ კაი
_ ხვალ ექიმთან წავიდეთ რა .
_ რატო .
_ იმიტომ რომ არც ყოფილხარ და თან ძალიან სუსტად ხარ .
_ საიდან მოიტანე
_ გიყურებ და მანდედან
_ ოო არ მინდა რა ექიმი .
_ სულ რაღაც შვიდ თვში ორი ბავშვი მეყოლება გასაზრდელი .

///ლაზარე////
_ ძალიან გადავიღალე , არ ვიცი რა. ვქნა .. რაც გავაკეთე არც ის ვიცი და საერთოდ რა დამემართა .ჩემი და დავკარგე დაეს ყველაფერი ნათელია . ძმაც დავკარგე და დისშვილი ... არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი . ორივე ტასოც დასანდროც სულ ჩემთან იყვნენ მე კიდევ .. მათ ყოვლთვის უხაროდათ ჩემი სიხარული და მე რა გავაკეთე ... მარიამიც დავკარგე ... თითქოს საერთოოდ აღარ ვადარდებ და ჩემთან მხოლოდ ბავშვის გამოამეშინია რომ მასაც და თქვენ ყველას დაგკარგავთ .
_ არა ძმაო ჩვენ ვერ დაგვკაგავ ამას ჩვენ არ დავუშვებთ ... მეც დიდი შეცდომა დავუშვი და უნდა გამოვასწოროთ _ კი მაგრამ როგორ ლუკა ?!
_ ჯერ შენ გამოასწორებ მარიამთან და მერე ჩვენ ყველასთან . აბა მიდი ეხა გაინძერი .


ლაზარე სახლში წავიდა და თავის ცოლს ძალიან ბევრი ტკბილეული მიუტანა , მერე ჩაეხუტა და არ შორდებოდა . ბოლომდე წესიერადაც ვერ ჩაეხუტა რადგან მათ შორის ის პატარა იყო , მალე რომ ხელში აიყვანდა .
_ მაპატიე გთხოვ.... არ ვიცი რა დამემართა .
_ მე რა გაპატიო , უბრალოდ ძალიან უსამართლოდ მოექევი თან მან უკვე გაპატია .
_ გეფიცები არ ვიცი რა ვქენი .. ან ახლა რა ვქნა .. არა და ორივ ძალიან მნატრება , და ძალიან მინდა შენსავით საყვარელ ფორმაში ისევ ვნახო ტასო . და სანდროს გავუზიარო როგორი გრძნობაა ეს ყველაფერი , მან კი მე ..
_ არაუშავს ... ყველაფერს მოვაგვარებთ .

ცოტახანდი მარიამმა გარეთ გავლა მოიმიზეზა და ტასოს დაურეკა .

_ ჰოო მარიამ
_ ხვალ მოდით რა , დავასრულოთ ეს ყველაფერი .... ძალიან მომენატრე და ლაზარესაც
_ ჰოო ... კაი ვნახოთ .

მობილური გამორთო თუ არა სანდრო დაინახა გვერდით მდგომი . მან არ იცოდა ლაზარემ რომ საკუთარ დაზე ხელი აწია მაგრამ ტასომაც არ იცოდა ეთქვა თუ არა ეს .

_რაო
_ იქნბ შევხვდეთ და დავილაპარაკოთო .
_ ხო რათქმაუნდა ... მაგრამ ... რა გააკეთა ახლა თავისი საქციელებით .
_ არ ვიცი ..

ცოტახანში ორივეს ჩაეძინა მაგრამ ტასოს ცოტახანში გაეღვიძა , მუცლის ტკივილი იგრძნო ... ამას ყურადღება არ მიაქცია და ცოტახანში ისევ ჩაეძინა ..
ხანდახან ადამიანები თავად ვირთულებთ ცხოვრებას ... და ამას ბედს ვაბრალებთ ....



№1  offline წევრი LSD

Kargi iko magram sakmaod patara tavia da ar meko.imedimakvs rame cudi ar moxdeba tore arvici ra.veli shemdeg tavs wamatebebi❤️❤️

 


№2  offline წევრი ანუკი (ანნა)

LSD
Kargi iko magram sakmaod patara tavia da ar meko.imedimakvs rame cudi ar moxdeba tore arvici ra.veli shemdeg tavs wamatebebi❤️❤️

მადლოობ ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent