შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაფიის ბოსი! თავი 4 (1D Fanfic) +18


22-03-2017, 01:48
ავტორი Katherine Linton
ნანახია 3 368

ხალხით სავსე შენობაში შევედით. რა თქმა უნდა ზეინი VIP ადგილებისკენ გაემართა და მეც გავყევი. ჩვენს გარდა VIP განყოფილებაში იჯდა ერთი წყვილი. რომ მივედით ახლოს ზეინმა და იქ მჯომმა მამაკაცმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
საკმაოდ ხნიერი მამაკაცი იყო, ხელჯოხით, თუმცა შესაშურად კარგი გარეგნობის და ჩაცმულობის. მისი პარტნიორი გოგონა კი ახალგაზრდა, დაახლოებით ჩემხელა იყო და აშკარად კმაყოფილი იყო ბაბუის ტოლი კაცის ცოლობით, რაც მის ჩაცმულობაზე, სამკაულებსა და სახის გამომეტყველებაზე აისახებოდა.
-ზეინ როგორ ხარ? ჩემს მეუღლეს, კასანდრას ხომ იცნობ
-რა თქმა უნდა
ზეინმა იმ გოგოს ხელზე აკოცა და ძალიან უცნაურად შეხედეს ერთმანეთს.
აშკარა იყო რომ მათ შორის რაღაც იყო ადრე ან ახლაც. ჩემი ფიქრებიდან ზეინის შეხებამ გამომაფხიზლა. მან ხელი ჩამკიდა და წარმადგინა წყვილთან
-ეს კი ჩემი მეუღლეა ჯესიკა
-მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონი აგირჩევია ზეინ
ჩაილაპარაკა იმ ბებერმა როცა ჩემს თვალიერებას მორჩა.
იმ გოგომ კი, კასანდრამ ხელი გამომიწოდა და მეც თავაზიანად ჩამოვართვი.
-ჯესიკა მიხარია შენი გაცნობა. ვიმედოვნებ დავმეგობრდებით
მხოლოდ გავუღიმე პასუხად. სრული ბედნიერებისათვის ისღა მაკლია ზეინის ნაირები და მათი ბო*ი ცოლები დავიმეგობრო.
-დავსხდეთ უკვე იწყება
თქვა რინგზე მიშტერებულმა მოხუცმა. სანამ ჩემს ადგილს დავიკავებდი, კასანდრა უეცრად ხელზე მწვდა.
-ღმერთო ჩემო რა მშვენიერი ბეჭედია. არ თქვა რომ ეს ზეინმა აარჩია.
-ძალიან კარგი გემოვნება აქვს.
ვუპასუხე ზრდილობიანად და დავიკავე ჩემი ადგილი.
ზეინი გადმოიხარა, ხელი ჩამკიდა და ყურში მიჩურჩულა
-არ მეგონა თავს ასე კარგად თუ გაართმევდი.
მეც ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე, მაგრამ სულ არ მეღიმებოდა ახლა.
რინგზე ვიღაც ტიპი ავიდა, რომელმაც რაღაცეები იბოდიალა ვითომ ხალხის გასართობად, მაგრამ ერთი სიტყვა არ გამიგია.
კასანდრა გადმოიხარა ჩემსკენ
-ჯესიკა ამდენი დიდი ხანია არ მიცინია.
-ხო ნამდვილად ძალიან სასაცილო ვინმეა.
ზეინმა ხელი მომიჭირა.
-გატყობ ხასიათზე არ ხარ.
-თავს შეუძლოდ ვგრძნობ
-თუ გინდა ჰარის ვეტყვი და ოთახში დაბრუნდი.
-არა იყოს. მაინტერესებს ბოქსი როგორ დასრულდება.
-ვერც კი წარმოიდგენ ისეთი სანახაობა იქნება
აშკარად ორაზროვნად მითხრა ეს სიტყვები, რამაც უფრო გაამძაფრა ჩემი მოლოდინი.
ის ტიპი როგორც იქნა მორჩა უაზრო ლაპარაკს. ახლა სავარძლებს შორის ბიჭებმა ჩამოიარეს ყუთებით, რაშიც ფსონებს აგროვებდნენ. კასანდრამ თავის ბებერს ხელიდან წაართვა ფული, ყუთში ჩააგდო და მხიარულად შემოკრა ტაში.
-ვგრძნობ მაგარი სანახაობა გველოდება.
-ზეინ ჩემი ბიჭი შენსას რინგზე მოკლავს, ეჭვიც არ მეპარება.
ეს სიტყვები ტყვიის გასროლასავით გაისმა.
ზეინმა ფული ჩააგდო და ჩაილაპარაკა
-ვნახოთ, ვნახოთ
მერე რატომღაც მე შემომხედა.
ცრემლების შეკავება მიჭირდა.
გონგის ხმა გაისმა და პირველი მონაწილე ავიდა რინგზე. ამ ბიჭის დანახვაზე უფრო შევშინდი. ის ლიამზე ბევრად ჯანმრთელად გამოიყურებოდა და მასთან შედარებით ზომითაც აშკარად დიდი იყო.
ლიამი გამოვიდა მეორე კუთხიდან. მის დანახვაზე სუნთქვა შემეკრა, ის ფეხს ძლივს დგავდა და შორიდანაც ჩანდა რომ ჯერ კიდევ გასიებული ქონდა. მისი დამარცხება გარდაუვალი იყო, მაგრამ ის ამაყად მოაბიჯებდა. ისე მინდოდა ტირილი რომ სუნთქვა მიჭირდა. მინდოდა სადმე დავმალულიყავი და მებღავლა. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. ამაზე ის გამახსენდა, მაშინ დილეგში რომ დამეხმარა და ჩემთან ერთად რომ აკეთებდა.
მან ხალათი გაიხადა და შოკში ჩავვარდი. არა მისი, სხეულით, რომელიც სუპერ სექსუალური იყო, არამედ მისი შრამების დანახვისას. ზოგი ისე გამოიყურებოდა თითქოს ახლახან სცემესო. ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ასე იყო. ზეინ ხომ გარანტირებული წაგება აწყობდა.
სავარძელს მთელი ძალით ჩავებღაუჭე. სულ ცოტა მაკლდა. ერთი პატარა ნაპერწკალი და თავს ვეღარ გავაკონტროლებდი ვიცოდი.
რინგზე თითქმის შიშველი გოგო ამოვიდა და პირველი რაუნდის დაწყება გვამცნო. ზეინი დროდადრო მიყურებდა და ვიცოდი რომ ჩემი საქმე წასული იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ის მაღელვებდა.
ისინი ერთმანეთს მიესალმნენ და დაიწყეს, თავიდან ნელი დარტყმებით, შემდეგ უკვე ძლიერ შეტევებზე გადავიდნენ და ლიამი საკმაოდ კარგად ართმევდა თავს, მეტიც მას უპირატესობა ქონდა. იმედი გამიჩნდა , რომ მას შეეძლო ბრძოლა და არ წააგებდა, მაგრამ ჩემი იმედები და მისი ფეხის ძვალი ერთდროულად დაიმსხვრა, როცა მოწინააღმდეგემ გასიებულ ფეხში ჩაარტყა.
თვითონაც ვერ გავიაზრე როგორ წამოვხტი სავარძლიდან. ზეინმა მაჯაზე მომიჭირა და კბილებში გამოსცრა
-დაჯექი ახლავე
მისკენ შევბრუნდი
-კი მაგრამ ეს ხომ არ შეიძლება
-ღმერთო ჩემო ჯესიკა ტირი? რა ემოციური ყოფილხარ. ეს მხოლოდ გართობაა. კასანდრას სიტყვებზე სურვილი გამიჩნდა რომ იმ წუთას ყველას წინაშე მიმეხრჩო.
უეცრად ზურგს უკან ხალხი აგუგუნდა. რინგს გავხედე და დანახულმა მაიძულა ზეინის დაცვებისგან დამეხსნა თავი და წამიერად რინგზე გავჩენილიყავი. ლიამი უგონოდ ეგდო.
მასთან ჩავიმუხლე. ის მძიმედ სუნთქავდა . ჩავეხუტე და ავქვითინდი. ხალხის ბრბო გაიყინა და სიჩუმე ჩამოვარდა.
უეცრად მისი შეხება ვიგრძენი ხელზე.
-ჯეს...
ძლივს წარმოთქვა
-მიყვარხარ.
-მეც ლიამ.
რინგზე დაცვები ამოვიდნენ და მიუხედავად ჩემი მცდელობისა უძლური აღმოვჩნდი მათ წინაშე. ზეინმა გამომტაცა დაცვებს ხელიდან და დარბაზიდან გამიყვანა.
კიბეებზე სწრაფად ავედით,თუმცა მის ოთახს გავცდით და ერთ პატარა ოთახში შემაგდო
-ახლა დაფიქრდი რა სასჯელი გირჩევნია
კარი გაიჯახუნა. აცრემლაბული შემოვბრუნდი და ოთახს თვალი მოვავლე. საწოლზე გოგო იწვა. მაშინვე ვიცანი ნინა
-ჯეს შენ ხარ?
-ნინა?
ის საწოლიდან წამოხტა და ერთმანეთს გადავეხვიეთ. მართალია კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს თუმცა ერთმანეთზე ახლობელი აქ არავინ გვყავდა.
-შენი ნახვა ასე თუ გამეხარდებოდა არ მეგონა
-მეც ნინ
-მაგრამ თან მაფიქრებს ეს სიტუაცია და ძალიან მეშინია. რომ მოგვკლას?
-არ მოგვკლავს. სანამ დააპირებს ჩვენ აქედან გავიქცევით
-რა?2 წელია აქ ხარ და გაქცევაზე სიტყვა არ დაგცდენია. ახლა რა მოხდა?
-შემიყვარდა. საკმარისი მიზეზია? აქედან თუ გავალ მასაც დავეხმარები. აქ ჯდომით და ზეინის ბრძანებების შესრულებით კიდე ვერაფერს მივაღწევთ. დაფიქრდი ჩვენნაირად რამდენი იტანჯება. მისთვის ჩვენნაირი უმნიშვნელო ხალხის დახოცვა არაფერია, ამიტომ, სანამ ჩვენი ჯერი დადგება აქედან უნდა გავაღწიოთ. შენ? შენ რმდენი წელია აქ ხარ და დავიჯერო აზრადაც არ მოგსვლია გაქცევა?
-მე 4 წელია აქ ვარ და მივეჩვიე უსიტყვოდ მორჩილებას
-როგორ მოხვდი აქ საერთოდ?
-გრძელი ამბავია
-როგორც ვატყობ არსად არ გვეჩქარება. გავუცინე
მან ამოიოხრა და თავისი ამბის მოყოლა დაიწყო
-ჩემი ოჯახი გერმანიიდან გადმოვიდა დიდი ხნის წინ მე 5 წლის ვიყავი. ბავშვობიდან ბალეტზე დავდიოდი და საუკეთესო მოსწავლე ვიყავი ძალიან კარგი კარიერა შემეძლო მქონოდა როგორც ბალერინას. სკოლაშიც ყველაზე წარჩინებულ მოსწავლეებში ვიყავი. ჩემი მშობლები ამაყობდნენ ამით.18 წლის რომ გავხდი და ბალეტის სკოლა დავამთავრე ჯილიარდში უნდა ჩამებარებინა და დღედაღამ ვვარჯიშობდი. ერთხელაც დარბაზში მივედი, ფორმა ჩავიცვი და სცენაზე ავედი დარბაზი როგორც ყოველთვის ცარიელი იყო. ჩემი ნაცნობი იყო დარაჯი და ჩუმად მიშვებდა ხოლმე. მუსიკა ჩავრთე და ცეკვა დავიწყე. ცეკვის დროს სადღაც სხვა სამყაროში გადავდივარ და არასდროს არ მინდა ცეკვის დასრულება.მაშინაც ასე იყო.მუსიკა დასრულადა და მეც დავასრულე ცეკვა. ჯერ კიდევ ბოლომდე გონს არ ვიყავი მოსული რომ ტაშის ხმა შემომესმა.
-ბრავო! შეგიძლია გაიმეორო?
გავიხედე და დავინახე ბიჭი.ჩემზე ცოტა მაღალი კარგი გარეგნობის, ხელზე ტატუებით. ჯინსის შარვალი, კედები. უბრალო შავი მაისური და ჯინსის ჟილეტი ეცვა. ის აგრძელებდა ღიმილს და ტაშის კვრას სანამ მას ვათვალიერებდი
-თქვენ ვინ ხართ? აქ რას აკეთებთ? ვინ შემოგიშვათ? ვთქვი ანერვიულებულმა
-თქვენობით ნუ მელაპარაკები თორე თავი ბებერი მგონია. მე ლუი მქვია და შენი ფანი ვარ.
-ჰაჰ ფანი? გულიანად გამაცინე
-მართლა ძალიან კარგად ცეკვავ. აუცილებლად აგიყვანენ ჯილიარდში.
-ეგ საიდანღა იცი რომ ჯილიარდში ვაპირებ ჩაბარებას
-ბებერი ლესლი(დარაჯი) არცთუ ისე კარგი მესაიდუმლეა შენ რომ გგონია.
-ესეიგი ლესლი?! პირველად არ მითვალთვალებ არა?
-არა. ძალიან მომწონს შენი ცეკვა და კვირაში ერთხელ ყოველთვის მოვდივარ და ჩუმად გიყურებ თუმცა დღეს გადავწყვიტე აღარ დავმალულიყავი. კარგი იქნება შენს სახელს თუ მეტყვი.
-მე ნინა, ნინა მეიერი
-შეიძლება მოვიდე ხოლმე?
-კარგი კვირის გარდა სულ აქ ვარ როცა გინდა მოდი. ოღონდ მხოლოდ შენ, სხვა არავინ
-კარგი. მისმინე არ გინდა კაფეში გავიდეთ?
კაფეში წავედით, ბევრი ვისაუბრეთ, მერე სახლში წამიყვანა თავისი მოტოციკლით და ასე გრძელდებოდა 2 თვე. ერთ დღეს სიყვარული ამიხსნა და მეც მივხვდი რომ მიყვარს. დროს სულ ერთად ვატარებდით. ჩემი მშობლები მეჩხუბებოდნენ რომ ის ჩემზე ცუდ გავლენს ახდენდა და ხელს მიშლიდა. თუმცა პირიქით მის გარეშე ვეღარ ვრეპეტიციობდი. სახლიდან გაპარვაც მიწევდა მის სანახავად ზოგჯერ.
ერთ დღეს სავარჯისოდ მივედი და ის დარბაზში მის მეგობარებთან ერთად დამხვდა.ძალიან გავრაზდი
-ესენი ვინები არიან ლუ?
-ესენი ჩემი მეგობრები არიან ჯეკი, ნენსი, ოლი
-პირობა დაგავიწყდა?
-კარგი რა პატარა, რა მოხდა მერე?
მოკლედ ძალიან ვიჩხუბეთ, მე გამოვიქეცი სტუდიიდან ატირებული. უკნიდან მოტოციკლის ხმა მესმოდა, მეგონა ის მომყვებოდა და ავუჩქარე სირბილს. უეცრად თავისტკივილი ვიგრძენი და ძირს დავეცი. თვალები რომ გავახილე აქ აღმოვჩნდი და კოშმარიც დაიწყო
ნინა მთელი ამბის მოყოლის დროს ტიროდა
-დამშვიდდი
-არ მეგონა იმ დღეს ბოლო შეხვედრა თუ იქნებოდა ჩვენი
-დამიჯერე კიდევ შეხვდები მას
მისკენ გადავიწიე და მოვეხვიე
უეცრად კარი გაიღო და ჰარი შემოვიდა. ცალ ხელში რაღაც ყუთი ეჭირა ცალში ტელეფონი და რაღაცას წერდა
-ესენი მოისინჯეთ არც ამოუხედავს ისე დააგდო ყუთი მაგიდაზე და ახლა ორივე ხელი ტელეფონზე გადაიტანა, წერა დაასრულა და გამოიხედა
-ჯესიკა? შენც აქ ხარ?
-ჰარი ეს რა არის?
-ოოო არ მკითხო. ვწუხვარ ,მაგრამ ზეინის შოუს გოგოები ხართ. არ ვიცოდი შენც აქ თუ იყავი. საერთოდ არ მეგონა ცოცხალი თუ იყავი
-მეც არ მქონდა იმედი რომ გადავრჩებოდი. ჰარი ლიამი როგორაა?
-ცოცხალია და უკეთ არის, მაგრამ ზეინმა აგვიკრძალა მასთან ექიმის შეყვანა.
-ჯანდაბა! ცხოველი!
ცოტა დავმშვიდდი რომ გავიგე უკეთ იყო.
-გამოდის რომ მე და ნინამ ათასი სტუმრის წინაშე სტრიპტიზი უნდა ვიცეკვოთ?
-ჯეს ბოდიში მაგრამ ვერაფრით ვერ დაგეხმარები. თუმცა რაღაც მაქვს შენთვის
ის ჩემსკენ წამოვიდა, პატარა ფურცელი ამოიღო ჯიბიდან და გამომიწოდა
-ეს რა არის?
-არ ვიცი თვითონ ნახე გამიღიმა და გავიდა ოთახიდან
-რა არის? მკითხა ნინამ
-არ ვიცი ჯერ
ფურცელი გავშალე და წავიკითხე
-ყველაფერი კარგად იქნება, მიყვარხარ .
ვერც კი შევამჩნიე რომ ვიღიმოდი
-ვინ არის ეს ლიამი ასეთი რომ სახე გაგიბრწყინდა
-ა ის ბიჭია ვის გამოც ყველაფერზე წამსვლელი ხარ
-კი. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც
-მისმინე არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის, მაგრამ 2 წელია ბიჭთან ურთიერთობა არ გქონია. მე ვგულისხმობ არა ფიზიკურს, სულიერ სიახლოვეს, რომელიც ნამდვილ შეყვარებულებს შორისაა და რომელიც გქონდა შენს შეყვარებულთან. ჩემი აზრით შენ უბრალოდ გინდა იგრძნო, რომ ვიღაცას ჭირდები და უყვარხარ და ამიტომ თავს იტყუებ, ვითომ ის გიყვარს, მაგრამ დამიჯერე აქედან თუ გააღწიე შენს ბიჭს დაუბრუნდები.
-არამგონია ჩემი ბიჭი მიცდიდეს. უკვე სხვა გოგო ეყოლება
-რატომ გგონია ეგრე? და საერთოდ შენი ამბავი ბოლომდე არ მოგიყოლია. ის ვიცი რომ ირლანდიელია და ერთად გაიზარდეთ, შენზე ორი წლით დიდია და გაპარვას აპირებდით
-მაგაზე მეტი მოსაყოლი არც არაფერია
-ის მომიყევი როგორია, როდის მიხვდი რომ გიყვარდა
-ეჰ კარგი. ერთ ეზოში გავიზარდე, ჩემი სახლის გვერდით იყო მისი სახლი(ირლანდიიდანაა მაგრამ თვითონ იქ არ ცხოვრობდა მხოლოდ ნათესავებს ნახულობდა ხანდახან არდადეგებზე) და სულ ერთად ვიყავთ მშობლებიც მეგობრობდნენ და დღესასწაულებს ერთად ავღნიშნავდით.16 წლის რო გავხდი დაბადებისდღეზე სურპრიზი მომიწყო. თვალები ამიხვია და სადღაც წამიყვანა. როცა უფლება მომცა მომეხსნა თვალებიდან სახვევი დავინახე რომ მისი სახლის უკანა ეზოში ვიყავით, რომელიც მორთული იყო ძალიან ბევრი სანთლებით და ყვავილებით შუაში მაგიდა იდგა. დავჯექით ცოტა ვილაპარაკეთ, ცოტა დავლიეთ და მერე მითხრა რომ უნდოდა სულ ერთად ვყოფილიყავით და ცოლობა მთხოვა. ცოტა არ იყოს შოკში ჩავვარდი, მაგრამ მივხვდი, რომ არც მე მინდოდა მის გარეშე ცხოვრება და დავთანხმდი. იმ დღიდან მხოლოდ ჩვენ ვიცოდით რომ დანიშნულები ვიყავით და 18 წლის სანამ არ გავხდი მშობლებისთვის არ მითქვამს. როცა ვუთხარი გაბრაზდნენ ჯერ რა დროს გათხოვებაა, პატარა ხარ და უნდა ისწავლოო. ეს რომ ვუთხარი მას ძალიან გაბრაზდა და მითხრა, რომ საიდუმლოდ უნდა ჩაგვეტარებინა საქორწილო ცერემონია და მერე ირლანდიაში გავპარულიყავით მის ნათესავებთან. ეს დღეც დადგა. ძალიან ვნერვიულობდი მხოლოდ ჩვენმა სამმა მეგობარმა იცოდა ამ ყველაფრის შესახებ და ისიც იმიტომ რომ მეჯვარეები იყვნენ. დილით ჩვეულებრივ ვისაუზმე ჩანთა ავიღე და სკოლაში წავედი(სკოლაში მამას მივყავდი მანქანით და არც ეს დღე იყო გამონაკლისი)მამას დავემშვიდობე და შენობაში შევედი. როცა დავინახე რომ წავიდა სკოლის ტუალეტში ჩანთიდან თეთრი კაბა ამოვიღე და გამოვეწყვე. ჩემმა დაქალმა და მეჯვარემ მაკიაჟი გამიკეთა. უკვე უნდა წავსულიყავით გარეთ გამოვედით და ლუსის(დაქალი) გაახსენდა რომ ჩემი თაიგული ტუალეტში სარკის წინ დარჩა და უკან შებრუნდა. მე გარეთ ველოდი სკოლის უკანა ეზოში არავის რომ არ დავენახეთ. ამ დროს ვიღაცამ უკნიდან ცხვირზე რაღაც ნაჭერი ამაფარა და შემდეგ რაც მახსოვს ის არის რომ ზეინის ოთახში აღმოვჩნდი. არც მშობლებმა და არც ჩემმა შეყვარებულმა არ იციან სად ვარ. მშობლებს ჰგონიათ რომ ნაილთან ერთად გავიქეცი. ნაილი კი საკურთხეველთან მივატოვე ამიტომ აქედან თუ გავაღწიე მას ალბათ უკვე თავისი ცხოვრება ექნება და ჩემი ადგილი იქ აღარ იქნება.
-ვაუ! და შენ აღარ გიყვარს ის?
-არ ვიცი ნინა. მგონია რომ ლიამი შემიყვარდა. რა მნიშვნელობა აქვს ვთქვი და ცრემლები ნინასგან ფარულად მოვიწმინდე
-ეს საზიზღარი ფორმები უნდა მოვირგოთ და ცეკვა მოვამზადოთ ხვალ შოუა
შოუსთვის მზადება დავიწყეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მიზეზი იყო რომ მეტი აღარ გვესაუბრა წარსულზე. ეს საუბარი უკვე შეხორცებული ჭრილობის გახსნასავით იყო. ყველაფერმა თავიდან მომიარა, რაც გატაცებისას განვიცადე. პირველი წელი ყოველდღე ვიმედოვნებდი თუ როგორ გავაღწევდი აქედან და დავუბრუნდებოდი ჩემს სიყვარულს, ჩემს საქმროს, მაგრამ მერე დავნებდი. ახლა როცა გაქცევაზე ფიქრი და გაქცევის გეგმაც რეალურია, რაღაც იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა და ძველი ოცნებები ისევ ამოტივტივდა გონებაში.
ერთი ვიცი რომ ლიამი მიყვარს. აქედან რომ გავალ და ნაილს ვნახავ ალბათ მერე მივხვდები საბოლოოდ რას ვგრძნობ. ახლა უბრალოდ უნდა შევწყვიტო ამ თემაზე ფიქრი, თორემ ასე მგონია თავი გამისკდება.
-რა გეგმა გაქვს ჯეს?
-ესე იგი, კონცერტის დროს დავაკვირდი, დარბაზში დაცვები სცენასთან ახლოს დგანან ყოველთვის, ახლაც ასე იქნება. მე ერთ-ერთ დაცვასთან მივალ ცეკვის დროს და ისე ამოვაცლი გასაღებს რომ ვერ გაიგებს. დარბაზის მარჯვენა ნაწილში ანუ შენს მხარეს არის დენის ჩამრთველი დიდი ღილაკი, მას თუ დააჭერ მთელ შენობაში შუქი გაითიშება და სცენის უკანა გასასვლელიდან გავიპარებით. როგორია?
-კარგია. მაგრამ ცოტა არ იყოს მეშინია
-ნუ გეშინია წარმოიდგინე ხვალ ჩვენს სახლებში ვიქნებთ, ახლობლებს ვნახავთ და რბილ საწოლში დავიძინებთ
-კარგი თანახმა ვარ
იმ ღამეს არ გვეძინა მთელი ღამე გეგმებს ვაწყობდით. ერთმანეთს შევპირდით რომ ამ კედლებს გარეთ მეგობრობას გავაგრძელებდით. დილით ჩაგვეძინა მაგრამ კარზე კაკუნმა გაგვაღვიძა. ჰარი შემოვიდა ოთახში.
-გოგოებო საღამოსთვის მზად იყავით
საღამომდე ისევ გადავხედეთ ჩვენს გეგმას და გადავწყვიტეთ რომ დღეს აუცილებლად გავიქცეოდით.
ჰარიმ ისევ ამოგვაკითხა საღამოს
ჩავიცვით, მაკიაჟი გავიკეთეთ და ერთმანეთს გადავეხვიეთ
-წარმატებები
-ხო შენც
-ჯეს იცი აღარ მეშინია, პირიქით ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს როდის გავალ აქედან ეგრევე ლუის ვნახავ
-მე ცუდი წინათგრძნობა მაქვს. არაფერია ალბათ ძაან ვნერვიულობ და მაგიტო. წავედით? ნინამ თავი დამიქნია და გავედით ოთახიდან. ჰარიმ დარბაზში ჩაგვიყვანა. უკვე სცენაზე ვიდექით მაგრამ ფარდები იყო ჩამოფარებული. ხელჩაკიდული ვლოცულობდით. უცებ ფარდებმა აქეთ იქით გაწევა დაიწყო, მუსიკა ჩაირთო. ძალიან მშვიდად დავიწყეთ ცეკვა და შევამჩნიე რომ ზეინი დარბაზის ცენტრში იჯდა ვიღაც უცხო გოგოსთან ერთად, აქამდე ეს გოგო არ მინახავს. დაცვა ზუსტად სცენის წინ იჯდა სკამზე, ცეკვით მივუახლოვდი და კალთაში ჩავუჯექი, მან თავისი ბინძური ხელები ტრაკზე მომისვა, გული კინაღამ ამერია, გასაღები ნელა ამოვაცურე მისი ჯიბიდან, ნინას შევხედე რომ მენიშნებინა შენი ჯერიათქო, მაგრამ დავინახე რომ ის გაჩერებული იდგა და ვიღაცას მიშტერებოდა, ამ დროს დაცვა მიხვდა რომ გასაღები მე მქონდა და მაჯაზე ხელი მომიჭირა.
-ბატონო ზეინ გაპარვას ცდილობდნენ ესენი
შიშსგან გავშეშდი, არც ვეწინააღმდეგებოდი დაცვას, ზეინი წამოდგა თავისი სავარძლიდან და შემომხედა მრისხანედ
-ორივე წამოიყვანეთ გასცა ბრძანება
ნინას შევხედე როცა დაცვამ ხელი მოკიდა და მისი წამოყვანა სცადა მან ყვირილი დაიწყო ლუ... დაცვამ პირზე ააფარა ხელი
სარდაფში ჩაგვიყვანეს, სანამ მივდიოდით ნინამ მოასწრო ეჩურჩულა ჩემთვის
-დარბაზში ლუი იჯდა
-რას ამბობ? მოგეჩვენა ალბათ, რაუნდა აქ ლუის?
-არა ის იყო, ნამდვილად
უკანა ეზოში გავედით. ეს ადგილი ზეინის სასაფლაო იყო. უფრო სწორედ მისი დახოცილი ხალხის. ერთი ახალი საფლავი გაეთხარათ. უკვე მერამდენედ ველოდი მისგან ტყვიას შუბლში და ახლა ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მართლაც ბოლო წუთები იყო ჩემი ცხოვრების. შეწყალებას აღარ ველოდი.
ზეინი ჩემსკენ წამოვიდა ნელა. იარაღი ამოიღო და შუბლზე მომადო.
-ჯესიკა დარწმუნებული ვარ ეს შენი იდეა იყო, ამიტომ სასჯელი დაიმსახურე.
ნებისმიერ წამს ველოდი საბედისწერო გასროლის ხმას, მაგრამ უარესი რამ გავიგე
-ნინა ჩაწექი საფლავში თორემ ჯესიკას ტვინს აწმენდ იატაკიდან.
ღმერთო რა ცხოველია. მომკლას და მორჩა ყველაფერი. ცრემლები ვერ შევიკავე და შევევედრე
-ზეინ არა გთხოვ, მე მესროლე და გაათავე.
ნინას სახე წაეშალა. ის საფლავისკენ წავიდა.
-ზეინ გთხოვ, შენ ასეთი სასტიკიც არ ხარ.
მუცელში ძალიან მტკივნეული დარტყმა ვიგრძენი და ძირს დავეცი.
-შენ რა იცი როგორი ვარ?! ჩემი სისასტიკე ჯერ არ გინახავას
ნინა საფლავთან იდგა. ზეინმა იარაღი მიუშვირა.
-ჩაწექი.
-გთხოვ რასაც გინდა შევასრულებ, ყველაფერს, სამუდამოდ აქ დავრჩები ოღონდ ნინა არ მოკლა.
-ახლა გვიანია ვედრება, თან ნინას გარდა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლეა შენს სინდისზე.
დაცვებმა ლიამი გამოიყვანეს.
-ერთს გადავარჩენ ჯესიკა მთხოვე რომელი გინდა გადარჩეს.
-უბრალოდ მესროლე გთხოვ.
მინდოდა დასრულებულიყო ყველაფერი სამუდამოდ.
-მე მოგეცი არჩევანი თუ არ გადაწყვეტ ორივე მოკვდება.
ნინას შევხედე, თვალები ცრემლით ქონდა სავსე, მერე ლიამს გავხედე, რომელიც დამტვრეული ძლივს იდგა ჩემს წინ. რა თქმა უნდა ყველა ჩემნაირ არჩევანს გააკეთებდა.
-ნინა მაპატიე.
ის უსიტყვოდ ჩაწვა საფლავში. ზეინმა ხელით ანიშნა დაცვებს და მათ მისი ამოვსება დაიწყეს.
ერთადერთი რაც შემეძლო ხმამაღლა ღრიალი იყო და ამის ძალაც არ მქონდა.
ზეინი თმებში მწვდა და წამომაყენა.
-უყურე და დატკბი. იცოდე რაც არ უნდა მემუდარო არ გიშველით, პირიქით უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებ, მაგრამ ცდად ღირს, რა იცი იქნებ გული მომილბეს
მან ხელში ბეიზბოლის ბიტა აიღო და ლიამისკენ წავიდა
-საიდან დავიწყო ხელიდან, ფეხიდან თუუ...
ის მიუახლოვდა ლიამს
-აირჩიე ჯეს იქნებ სხვა რამიდან, იქნებ პირდაპირ თავიდან, თუმცა მერე საინტერესო აღარ იქნება
-მიდი შემეხვეწე. ხომ მემუდარებოდი წეღან,ახლაც მთხოვე
-გთხოვ ამოვილუღლუღე
-კარგი რა ცრემლებს ამის გამო ღვრი? ჰაჰ დავიჯერო ჩემზე უკეთესია საწოლში?
-ყველაფერი საწოლით არ იწყება და არ მთავრდება, არსებობს რაღაც ისეთი რასაც შენ ვერასოდეს გაიგებ, იმიტომ რომ შენ ცხოველი ხარ და ცხოველებს მხოლოდ ცხოველური მოთხოვნილებები აქვთ.
-შთამბეჭდავი სიტყვებია, მაგრამ შენი პასუხი სამწუხაროდ არასწორია
ამ სიტყვებით მან ბიტა მოიქნია და ლიამს ფეხში ჩაარტყა.
ლიამი ხმისამოუღებლად წაბორძიკდა თუმცა დაცვებმა შეაკავეს. მის ფეხთან სისხლის გუბე დადგა, რადგან ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობა ისევ ძვალმა გაჭრა
-აბა ახლა რას იტყვი?
-გავაკეთებ ყველაფერს რასაც მეტყვი
-კარგი კარგი
ის მომიახლოვდა ახლო მიმიზიდა და კოცნა დამიწყო და თან ხელებს დაასრიალებდა ჩემს სხეულზე.
ისე მინდოდა მისი მოშორება, მაგრამ მეშინოდა კიდევ რამე არ დაეშავებინა ლიამისთვის
-საკმარისია
გავიგე ლიამის ხმა
-შენ გკითხო როდის ვაკოცო და როდის არა? ის შენი მაინც არაა, მე ვიყავი მისთვის პირველი.
ზეინი სიბნელიდან მომავალ სილუეტს მიაშტერდა. ამ დროს სიბნელიდან ჰარი გამოვიდა
ზეინს ყურში რაღაც უჩურჩულა და არაფერი შეიმჩნია თითქოს ნორმალური ამბავი იყო რაც ახლა ხდებოდა თუმცა მისთვის შესაძლოა ეს სრულებით ნორმალური იყო.
-ახლა მოუნდა ჩამოსვლა იმ ბებერს, ვერ შემატყობინა? ამათ რა ვუყო ახლა
თქვა ზეინმა გაბრაზებული ტონით
-მე დავრჩები აქ
თქვა ჰარიმ და იარაღი ამოიღო
-კარგი შენ მიხედე სანამ მოვალ. დაუბარა ზეინმა და წავიდა ორი დაცვა რომლებსაც ლიამი ეჭირათ დარჩნენ.
ჰარიმ იარაღი მომადო
-ლიამ კარგი გოგო აგირჩევია შენთვის.
გაუღიმა და თვალი ჩაუკრა თან ხელი ტრაკზე მომისვა.
-ხელები მოაშორე შე ბინძურო ღორო.
-თორე რა? გაუშვით ბიჭებო ერთი რა შეუძლია ვნახოთ. ბიჭებმა ხელი გაუშვეს და ისიც ძირს დაეცა მუხლებზე.
ჰარიმ ჩამჩურჩულა სამ თვლაზე გაიქეცი. გულში დავითვალე 1,2,3 და გავიქეცი უკანმოუხედავად
ყვირილი ატყდა და მას სროლა მოყვა სამი გასროლა. ისე შემეშინდა რომ უკან არც მიმიხედია. მეშინოდა რომ იქ მკვდარ ლიამს და ჰარის ვნახავდი. მიბრუნება არც მიფიქრია, რადგან რომ მივბრუნებულიყავი მაინც ვერაფერს შევცვლიდი. ცრემლები ისევ მომადგა თვალებზე და უფრო ჩქარა გავიქეცი.
უკანა ჯიბეში ვიგრძენი რომ რაღაც მედო, ამოვიღე შეუჩერებლად. ეს იყო პატარა დასაკეცი დანა. დანა? რა თქმა უნდა ამიტომ მიფათურებდა ჰარი ხელებს დანა ჩამიდო. დანა გავხსენი ხელზე დავისვი და პატარა შავი ჩიპი ამოვიღე.


მაპატიეთ ძალიან დავაგვიანე ((



№1 სტუმარი lalka

ho tan zalian daagviane sada xar ha m? movkvdi lodinit.

 


№2 სტუმარი A

Vau magari tavi iyo momewona.... velodebi shemdeg tavs male......

 


№3  offline წევრი Katherine Linton

lalka
ho tan zalian daagviane sada xar ha m? movkvdi lodinit.


შემდეგზე აღარ გალოდინებთ <3

A
Vau magari tavi iyo momewona.... velodebi shemdeg tavs male......


ძალიან შევეცდები რომ მალე დავდო <3

 


№4 სტუმარი Jessica

მაგარია <3 ველოდები შემდეგს

 


№5 სტუმარი

Katherine Linton
lalka
ho tan zalian daagviane sada xar ha m? movkvdi lodinit.


შემდეგზე აღარ გალოდინებთ <3

A
Vau magari tavi iyo momewona.... velodebi shemdeg tavs male......


ძალიან შევეცდები რომ მალე დავდო <3

Kargi gelodebi... awi daidzaba sitvacia da moutmenlad veli....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent