შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს მოგიწყობ +18 (23)


22-03-2017, 19:59
ავტორი jina
ნანახია 3 286

-სჯობს მშვიდობიანად დავშორდეთ ერთმანეთს. ძლივს შეკავებული ბრაზით ვუთხარი.
-ამჯერად შენსას არ გაგატანინებ ლინა. ეს კერკეტი კაკალი მაინც არ ტყდებოდა
-ერთ მიზეზს თუ მაინც მეტყვი რატომ უნდა იყო ჩემ გვერდით ამ საქმეში ხმას არ ამოვიღებ
-იმიტომ რომ ალისია ჩემი მოგვარეა და სავარაუდოდ ის ბიძაშვილი რომელიც რამდენიმე წლის წინ ისე გაუჩინარდა რომ ოჯახს მისთვის ვერასდროს მიეგნო, ახლა კი მინდა ის ვიპოვო და დავიბრუნო გესმის? რაშ გაყო თავი მაინტერესებს. ძალიან მშვიდად მესაუბრებოდა თორნიკე და მთელი გრძნობით იყო მისი თვალები აღსავსე
-ალისიას ვერ დააბრუნებ!
-გგონია არ მოინდომებს? გაოცებულმა მკითხა
-ამას აზრი არ ექნება, ვიპოვი თუარა მაშინვე მოვკლავ!
ტერლეცკს სახეზე ფერები გადაუვიდა, უნდობლად შემომხედა და მის მზერაში სიცივე დავიჭირე
-რა გააკეთა ასეთი? წართმეული ხმით ამოთქვა ბოლო სამი სიტყვა
-ცხოვრება გამინადგურა! თორნიკესთვის ეს ორი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა რომ ზედმეტი აღარაფერი ეკითხა, მიხვდა რა დიდ ტკივილს იტევდა ჩემი სული და გული.
-საკმარისია მიზეზი? ესღა ამოთქვა და თვალებში შემომხედა
-ჯანდაბას. რაღაცნაირად გამეცინა ამ ბიჭზე და დავთანხმი თანამშრომლობაზე.
თითქმის ერთი კვირა გავიდა, ფაქტობრივად თორნიკეს თავშესაფარში ვცხოვრობდი.
ამ დროის მანძილზე ერთმანეთის ხასიათი გავიგეთ, ყველაზე მეტად მასში ის მომწონდა რომ წარსულზე არ ლაპარკაობდა, ზედმეტ კითხვებს არ სვამდა, იუმორი ჰქონდა საოცარი და თბილი იყო.
რათქმაუნდა იცოდა რომ ეს სია ჩემი მსხვერპლების იყო, ისიც იცოდა რის გაკეთებას ვუპირებდი მათ. ერთადერთი ჩვენ შორის გაურკვეველი ალისიას ბედი იყო როცა მას შევხვდებოდით, ორივეს ჩვენი მიზანი გვქონდა ამასთან დაკავშირებით და რასაკვირველია ორივე განსხვავებული იყო. ამაზე ფიქრით თავს არ ვიღლიდი, გარემოება და მდგომარეობა განსაზღვრავდა ჩემს მოქმედებას, ფაქტია უნდა დამეტანჯა და მისი წყალობით უნდა მიმეკვლია მთავარ მოთამაშესთან.
ალბათ გაინტერესებთ ნიკასთან როგორ მიდის საქმეები ხომ? მოგიყვებით მაშინ:
ერთი კვირის მანძილზე ნიკა სამჯერ ვნახე და სამივეჯერ ჩემს სახლში. თორნიკესნაირი თბილი ურთიერთობა არ მქონდა მასთან, უფრო მეტად თანამშრომლური და საქმიანი, იმას არ ვამბობ რომ ცუდი ადამიანია, უბრალოდ არ მინდოდა ახლოს მომეშვა.
-მაგარი ამბავი მაქვს. სახეგაბრწყინებული შემოვიდა ერთ დღეს სახლში და ეგრევე მომახალა
-შენც გაგიმარჯოს. ჩამეცინა
-მოკლედ აბა გამოიცანი ყველაზე ხელჩასაჭიდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. თვალები აუციმციმდა და ეშმაკურად გაიღიმა
-ინფორმატორი დაითრიე ალისიას ბაზაზე. არც კი ვიცი ეს საიდან მომაფიქრდა მაგრამ ენაზე მომადგა და ვთქვი კიდეც, ნიკას სახე რომ დაგენახათ იფიქრებდით ეშმაკი დაინახაო, ისე გაფითრდა
-შენ მე გამაგიჟებ. შენ შესაძლებლობებშ ეჭვი არ მეპარებოდა მაგრამ ამასაც თუ გაიგებდი.. თავი გადააქნია და აღფრთოვანება გამოეხატა სახეზე
-ვინაა აბაა? მაგიდას დავეყრდენი იდაყვებით და მისკენ გადავიწიე
-სახელს არ ამხელს. ამის თქმა და ჩემი ფხუკუნი ერთი იყო, ძლივს მოვსულიერდი იმდენი ვიცინე
-შენ გაუბერე ბიჭო? სახელი არ გითხრეს და ისე ენდობი? სიცილი უკვე სიბრაზეშ გადამივიდა
-მერერა არც მე მითქვამს სახელი. უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-ხუმრობ ხო? დავსერიოზულდი
-არა სანდოა დამიჯერე
-სულელური ნაბიჯი გადაგიდგამს
-უბრალოდ მენდე. წამოდგა თვალი ჩამიკრა და გავიდა.
ჩვენი ბოლო შეხვედრა ასეთი იყო, მას მერე ერთი კვირა გავიდა და არ შემხმიანებია, მეეჭვებოდა ეს სიტუაცია მაგრამ ამაზე დროის დაკარგვა არ ღირდა....
..................
თორნიკესთან ვიყავი, ჩემს პირველ მსხვერპლზე დემეტრე ბაბლუანზე ყველანაირი ინფორმაცია მქონდა, ფედერალური აგენტი იყო, 25 წლის, დასაოჯახებელი, დედასთან ერთად ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ცხოვრობდა, დიდი ორსართულიანი სახლი ჰქონდათ, დაცვითა და ძაღლებით გარშემორტყმული. მე და თორნიკემ გავიგეთ რომ დედამისის დაბადების დღესთან დაკავშირებით თავისივე სასახლეში წვეულებას აწყობდა. შესაფერისი მომენტი იყო რომ გავცნობოდი. თოკომ ძალიან მარტივად მიშოვა მოსაწვევი, მარტო არ გამიშვა უბრალოდ ოფიციანტის ფორმა გადაიცვა და შროიახლოს დამტრიალებდა.
თეთრი გიპიურის ვიწრო კაბა ჩავიცვი, მიდი მკლავით იყო, ლავიწებზე ლამაზად გადადიოდა, საკმაოდ მოკლე იყო მაგრამ არა ვულგარული, ნახევრად ქერა თმა კოსად გავიკეთე. კრემისფერი მაღლები მეცვა და ამავე ფერის კლაჩი. სრულიად განიარაღებული ვიყავი, ამაღამ არანაირ სისხლისღვრას არ ვაპირებდი, უბრალოდ სიტუაციის დაზვერვა და მასში გარკვევას ვგეგმავდი.
საღამოს რვა საათისთვის წვეულებაზე მივედი. დაცვას მოსაწვევი ვაჩვენე და უპრობლემოდ შემატარა. საკმაოდ მოწესრიგებული გარემო დამხვდა, ბაღი ულამაზესი იყო, მწვანედ ხასხასებდა და ყვავილებიც ამაყად იწონებდნენ თავს, მოხიბლული დავრჩი. ~
ამაყი ნაბიჯებით მივიწევდი კარისკენ, ვგრძნობდი რამდენიმე მოშტერებულ სიფათს და სრულად ვაიგნორებდი ყველას, მხოლოდ წინ ვიყურებოდი და ჩემი ობიექტისკენ მივემართებოდი. კარამდე სამი საფეხური ავიარე და როგორც იქნა მთავარ დარბაზში შევედი. რამდენიმე მაგიდა იდგა, რომელთა ნაწილი დაკავებულიყო უკვე. ყველაფერი იდეალურად გაეკეთებიინათ, დეკორაცია, მუსიკა, განათება, აბსოლუტურად ყველაფერი სრულყოფილი და გასაოცარი იყო.
ერთ-ერთ მაგიდასთან მივდიოდი როცა ოფიციანტს გვერდი გავკარი და შამპანიურის და ვისკის ჭიქებით სავსე სინი დავაგდებინე
-ვაიმე მე მაპატიეთ არ მინდოდა.. ვითომ აღვშფოთდი და დავიხარე მის მისახმარებლად
-წინ არ უნდა იყუროთ? თორნიკეც ამყვა თამაშში და სინს დასწვდა.
-ასე ლაპარაკის უფლება ვინ მოგცა? გავკაპასდი ჩემ ჭკუაში-ახლავე შენი უფროსის ნახვას მოვითხო, როგორ შეიძლება სტუმრებს ასე ექცეოდეს! გავბრაზდი და არცთუისე ხმადაბალი საუბრიდან შეტევაზე გადავედი მაღალი ტონით, რამაც ზოგიერთი სტუმრის ყურადღება და ოფიციანსტის (თორნიკეს ) გაკიცხვა დაიმსახურა. ზუსტად გეგმის მიხედვით მიდიოდა ყველაფერი, ახლა დემეტრე ბაბლუანი იდგა ჩემ წინ და მამშიდებდა და მებოდიშებოდა ( საუკეთესო ხერხი იყო ყურადღების მოსაქცევად)
-ძალიან ვწუხვარ ასეთი რამ არ განმეორდება! მკვლელი მზერამიაპყრო თოკას, ამ უკანასკნელმაც მომიბოდიშა და იქაურობას გაეცალა
-მადლობა ყურადღებისთვის, გავინაზე და თვალისმომჭრელად გავუღიმე
-ბოდიშს გიხდით ამ ინცინდენტისთვის. არანაკლებ თვალისმომჭრელად გამიღიმა-ასეთი ლამაზი სტუმარი ჩემს მოკრძალებულ წვეულებაზე როგრო მოხვდა? მკითხა და ისევ გამიღიმა
-მოსაწვევით. ვიხუმრე და გავეკრიჭე
-გიხდება ღიმილი, აი მეორე კომპლიმენტმაც არ დააყოვნა
-ძალიან დიდი მადლობა. „დავიმორცხვე“ მაშინვე და თვალებში შევხედე
-იქნებით დღეს ჩემი კომპანიონი? მკითხა და ხელი გამომიშვირა. ამაზე ისევ გავუღიმე და ხელკავი გამოვდე.
წვეულება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა, ათასი სტუმარი გამაცნო, ჩემი სახელი ძალიან მოეწონა, რაღაცეებს მეკითხებოდა მაგრამ მოკლედ მოვუჭერი რომ მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ და იქ მართავდნენ ბიზნესს. მეტი არც არაფერი უკითხავს.
-ლინა ძალიან ლამაზი ხარ. კიდევ ერთხელ აღნიშნა
-ასე ნუ მაწითლებ ხოლმე, გავუცინე და ხელი მხარზე ჩამოვუსვი.
კარისკენ გაიხედა და მერე მე მომიბრუნდა
-ახლა ჩემს განსაკუთრებულ სტუმრებს გაგაცნობ. თვალები აუციმციმდა და კარისკენ გამიძღვა. შევბრუნდი და როცა თავი ავწიე რამის გული გამიჩერდა, კარის ზღურბლზე ალისია და ალექსანდრე ხელიხელ ჩაკიდულნი იდგნენ და საზოგადოებას უღიმოდნენ.
ძლივს შევიკავე თავი რომ არ მივვარდნოდი და შიშველი ხელებით არ დამხოცა, ვისკის ჭიქას ვეცი და ერთი მოყუდებით გადავკარი, ყელის ჩაწვაც ვერ ვიგრძენი. ერთიანად მომაწვა მათ მიერ მოყენებული ტკივილისთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი, ბოლო წუთს უარიც კი ვთქვი ყველა გეგმაზე, ვისკის ჭიქა დავახეთქე მაგიდაზე და მათკენ გავწიე მაგრამ საბედნიეროდ თორნიკე იქვე იყო და ხელში მწვდა
-თავი აკონტროლე ლინა. დაბალი და თბილი ხმით მიჩურჩულა, ხელზე ხელი მომიჭირა თითქოს ამით თავის სიმშვიდე მე გადმომცა, არადა ალისია მანაც დაინახა თუმცა არანაირი აღელვება არ ეტყობოდა. თვალები დავხუჭე წამიერად, მობილიზება მოვახდინე საკუთარ თავზე და როცა გავახილე ისევ ის ლინა ვიყავი და ვიღიმოდი. თოკოს მადლიერი თვალებით გადავხედე და დემეტრესკენ წავედი რომელიც სიცილით ესაუბრებოდა „განსაკუთრებულ წყვილს“.
-ჩემი ლამაზი სტუმარი უნდა გაგაცნოთ ალექს. ღიმილით უთხრა დემეტრემ.
ალექსის და ალისიას მზერა მაშინვე ჩემზე გადმოვიდა და კარგადაც დამათვალიერეს. წამითაც არ გამიფიქრია რომ მიცნობდნენ მაგრამ ალექსის ყელზე მიანც შევამჩნიე დაბერილი ძარღვი და მის მეწყვილეზე შემოხვეული ხელი წამში გაითავისუფლა და გამომიშვირა. მეც სრული ხელოვნურობით გავუღიმე და მისას ჩემი ხელი შევაგებე
-ალექსანდრე მეტრეველი
-ლინა. მხოლოდ ამით შემოვიფარგლე. მისი შეხებისას იგივე ჟრუანტელი აღარ მივლიდა, სრულიად გამქრალიყო ჩემში მისდამი სიყვარული და ვგრძნობდი რომ ჩემ წინ ჩვეულებრივი სიმპატიური მამაკაცი იდგა რომელმაც თავისივე სადისტური ქმედებებით დაკარგა ადგილი ჩემს გულში.
-ლინა ეს ალისიაა, ალექსის მეუღლე
-შესაფერისები ხართ, მთელი ირონიით ვუთხარი და გავუღიმე. დემეტრეს ხელი მოვკიდე და გვერდით ამოვუდექი.
მთელი წვეულების განმავლობაშ ალექსის თვალები მომშტერებოდნენ, რამდენჯერმე დავინახე ალისიას მუჯლუგუნი მის გვერდში რასაც ჩემი სარკასტული ღიმილი მოყვა.
-ცოტა ხნით გავალ დემე. ისე თბილად წარმოვთქვი მისი სახელი რომ დადნა მემგონი ეს ბიჭი. დებილივით მიღიმოდა.
მაგიდა დავტოვე და ჰოლისკენ წავედი, მინდოდა თორნიკე მენახა და მეთქვა რომ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ მის ძებნაში გართულს ალექსი შემეჩეხა, ვაპირებდი გვერდი ამევლო და ისე დავბრუნებულიყავი წვეულებაზე მაგრამ საშუალება არ მომცა
-ლინა ერთი წუთით შეიძლება? სერიოზული გამომეტყველებით შემიძღვა ერთერთ ოთახში
-რა ხდება? ვითომდა გულუბრყვილო მზერა ავიკარი სახეზე
-ვინ ხარ? მკაცრად მომმართა
-ლინა ვარ ალექსანდრე. ისევ გულუბრყვილოდ და მისი ნერვების მომშლელად ვუპასეხე
-მგონია რომ სხვა ხარ
-მართლა? არასწორად გგონია.
-ვის ატყუებ?
-მგონი ზედმეტი დალიე და სანამ შენი ცოლი რამეს იეჭვებს სჯობს ან შენ გახვიდე ან მე. ცივილიზებულად გადავწყვიტე საქმე და კარისკენ წამოვედი
-ლინა. ამჯერად თბილად დამიძახა და მეც გავჩერდი. ნელა მომიახლოვდა და კისერთან დაიხარა, ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი
-ეს სურნელი მხოლოდ შენ გაქვს და ნუ ცდილობ რომ მომატყუო. ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა და იქაურობას გაეცალა.
მხოლოდ ასე თუ შეძლებდა ალექსი ჩემ გაშიფვრას, არ დავვიწყებივარ ანუ არ დავიწყებია ჩემი სურნელი, დარწმუნებული ვარ რაღაც ისე ვერაა, ალექსში ეჭვი მაინც ვერ შემქონდა, საერთოდ ვერ ვუგებდი რაუნდოდა ჩემგან. რათქმაუნდა მაინც არ გამოვტყდებოდი, არ გავამარჯვებინებდი. როგორღაც დავწყნარდი და დემეტრესთან დაუმშვიდობებლად წამოვედი იქიდან.
სახლში შესვლისთანავე გავიხადე ფეხსაცმელი და სად ვისროელ არც მახსოვს, ოთახში შევედი და კაბის გახდა დავიწყე მაგრამ ეს ოხერი მაინცდამაინც ახლა ვერ მივწვდი ელვაშესაკრავს და ნერვებმოშლილი უფრო გავღიზიანდი, კიდევ ერთხელ დავწვდი კაბას და ვიღაცის ხელებს შევეხე, სწრაფად მივბრუნდი მაგრამ ვინ მაცადა? ძლიერი ხელები მომედო წელზე და ისევ საწყის მდგომარეობაში დამაბრუნა. ნელა აუყვა ჩემს ზურგს თავისი ხელებით და შესაკრავი მოქაჩა, მისი სუნთქვა კისერზე მეფრქვეოდა და უნებურად თვალები მეხუჭებოდა, ოთახშ მხოლოდ ჩვენ ორის აჩქარებული გულისცემა და სუნთქვა ისმოდა.
ნელნელა ხსნიდა ელვას და თითებით ნაზად მიყვებოდა ჩემს ხერხემალს, ამაზე უფრო მიბუსუსდებოდა კანი, ისე მსიამოვნებდა მისი შეხება რომ სულ არ მახსოვდა საიდან ან როგორ მოხვდა ჩემ ოთახში, ეს უკვე ჩვეულებრივი იყო მისგან, მისტიურობა და ამოუცნობაობა რომელიც მასში მითრევდა თავს მაკარგვინებდა და სრულიად მასზე დამოკიდებულს მხდიდა. კაბა მხარზე გადამიწია და ნელა შეახო თბილი ტუჩები ლავიწს, ისე მესიამოვნა უნებურად ვიკბინე ქვედა ტუჩზე რაც არ გამოპარვია მის ნაცრისფერ თვალებს და ჩაეღიმა, მისი წამოზრდილი წვერი მხარზე მედებოდა და ოდნავ მიხორკლავდა კანს. არა ეს უკვე წვალება იყო, ნამდვილად სასტიკი სასჯელი იყო რადგან ვერ ვეწინააღმდეგებოდი მის ქმედებებს, პირიქით მინდოდა ავყოლოდი მიუხედავად იმისა რომ ვიცი არ შეიძლებოდა, მაგრამ ჯანდაბა აკრძალული ხომ უფრო მეტად სასიამოვნოა! უცბათ შევბრუნდი მისკენ და პირდაპირ თვალებში შევხედე, მისი ნაცრისფერი სფეროები ელავდნენ და იდუმალებას ასხივებდნენ
-მაკოცე! ვნებამორეულმა ვუბრძანე და მისი სახე ხელებში მოვიქციე, ძლიერად მომიჭირა წელძე ხელებ, წამოკივლებას ვაპირებდი მაგრამ მისმა ტუჩებმა გამაჩუმა და სამყაროს მომწყვიტა..........

................
აბა ჩემო კარგებო შემიფასეთ <3 <3 <3 მიყვარხართ <3



№1 სტუმარი Dea

უმაგრესი იყო!

 


№2  offline წევრი nigita

კარი იყო ... მაგრამ ლინას ეს საქციელი ძალიან არ მომეწონა... არც ალექსი მომწონს დიდად განსაკუთრებით მისი საქციელი .... იმედია ლინა ალექსთან არ დარჩება და მის საქმეს ბოლომდე მიიყვანს ... ნუ გააბანალურებ ამ მოთხრობას ძალიან გთხოვ
შენ კი როგორც ავტორი ძალიან კარგი ხარ და ძალიან კარგი წერის სტილი გაქვს ....

 


№3  offline წევრი jina

nigita
კარი იყო ... მაგრამ ლინას ეს საქციელი ძალიან არ მომეწონა... არც ალექსი მომწონს დიდად განსაკუთრებით მისი საქციელი .... იმედია ლინა ალექსთან არ დარჩება და მის საქმეს ბოლომდე მიიყვანს ... ნუ გააბანალურებ ამ მოთხრობას ძალიან გთხოვ
შენ კი როგორც ავტორი ძალიან კარგი ხარ და ძალიან კარგი წერის სტილი გაქვს ....

dzalian didi madloba ♡♡♡ uars ar ity is aravitar shemtxvevashi ♡♡♡

Dea
უმაგრესი იყო!

madloba ♡♡♡

 


№4  offline წევრი Tskrialashvili Mariami

Vaime emociebis qvesh var kideev. raiyoo ess? es kiarada ra momentze gaacheree xvdebii??? ra moicdiis shemdeg tavamdee :( magram girs mocda darwmunebuli vaar :) Yoveltvis saocar momentebshi achen am chem Devils <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ratomgac maqvs daukmayofileblobis grdznoba maqvs alicia sa da alexis personajebze mimda ufro gamoachino. Ufro sworad ufro mnishvelovani tamashis partia atamasho:dd. Shemiwirav shen me ra ambavi personajebia da kargad gaxsnili dzaan cotaaa.
Mokled es shenishvnebis tavi iyo. :Ddd veli shemdegs moutbebladdd tkbiloo

 


№6  offline წევრი jina

Tskrialashvili Mariami
Vaime emociebis qvesh var kideev. raiyoo ess? es kiarada ra momentze gaacheree xvdebii??? ra moicdiis shemdeg tavamdee :( magram girs mocda darwmunebuli vaar :) Yoveltvis saocar momentebshi achen am chem Devils <3

ar vapirebdi am tavshi mis gamochenas magram gulma ar momitmina :D xval iqneba axali tavi :*

nawkas12345
Ratomgac maqvs daukmayofileblobis grdznoba maqvs alicia sa da alexis personajebze mimda ufro gamoachino. Ufro sworad ufro mnishvelovani tamashis partia atamasho:dd. Shemiwirav shen me ra ambavi personajebia da kargad gaxsnili dzaan cotaaa.
Mokled es shenishvnebis tavi iyo. :Ddd veli shemdegs moutbebladdd tkbiloo

aucileblad gavitvaliswineb chemo sixarulo ♡♡♡♡

 


№7  offline წევრი M^d G1rl

მე მაინც უცნობი მომწონს^^

 


№8  offline წევრი jina

M^d G1rl
მე მაინც უცნობი მომწონს^^

me shen ^^ :*

 


№9 სტუმარი Ucnobi

Yvelafris tavidatavi ai es devili rom iyos is minda yvelaze metad girsia kidev ertxel rom moatyuon vegar vitan Victorias personajs magizianebs ukve misnairi qalebi ai mgonia rom aleqsma alisia ragac miznis gamo moiyvana tan is maxsendeba rom utxra minda rom shemizizgooo ar undoda datsnjuliyo viqtoria,iyos im tavis deviltan ertad mainc erti suli qonda rodis chauxteboda loginshi

 


№10  offline წევრი jina

Ucnobi
Yvelafris tavidatavi ai es devili rom iyos is minda yvelaze metad girsia kidev ertxel rom moatyuon vegar vitan Victorias personajs magizianebs ukve misnairi qalebi ai mgonia rom aleqsma alisia ragac miznis gamo moiyvana tan is maxsendeba rom utxra minda rom shemizizgooo ar undoda datsnjuliyo viqtoria,iyos im tavis deviltan ertad mainc erti suli qonda rodis chauxteboda loginshi

vaime momikvdes tavi su gamitaxsira personajebi :D :D :D

 


№11 სტუმარი nink

jina sakvarelo, udavo simpatiebi chemgan ubralod gtxov cota daxvewe personajebi, gaamdzafre situaciebi da chagvaxede mat cxovrebashi uket. rac met personajs shemoikvan mit met areulobas gamoiwvev. meti simdzafristvis( da chkvianuri gatvlis tvalsazrisit) +18 scenebi gaamdzafre da konkretulad agwere es ara mxolod mkitxvelis mozidvashi, aramed situaciis uket agkmashi da grdznobashi daexmareba kvelas. "shemitkue sawolshi" - eseti motxrobis msgavsi ido am saitze da arvici albat kvelaze meti mnaxveli kavda da ara vulgarulobis gamo aramed kvela scena imdenad detalshi da lamazad iko agwerili rro xelovnebisken wagikvanda :)) es chemi ketili rchevebi shen ❤ dzalian momwonxar da imedia gaitvaliswineb rac girchie

 


№12  offline წევრი jina

nink
jina sakvarelo, udavo simpatiebi chemgan ubralod gtxov cota daxvewe personajebi, gaamdzafre situaciebi da chagvaxede mat cxovrebashi uket. rac met personajs shemoikvan mit met areulobas gamoiwvev. meti simdzafristvis( da chkvianuri gatvlis tvalsazrisit) +18 scenebi gaamdzafre da konkretulad agwere es ara mxolod mkitxvelis mozidvashi, aramed situaciis uket agkmashi da grdznobashi daexmareba kvelas. "shemitkue sawolshi" - eseti motxrobis msgavsi ido am saitze da arvici albat kvelaze meti mnaxveli kavda da ara vulgarulobis gamo aramed kvela scena imdenad detalshi da lamazad iko agwerili rro xelovnebisken wagikvanda :)) es chemi ketili rchevebi shen ❤ dzalian momwonxar da imedia gaitvaliswineb rac girchie

didi madloba da aucileblad gavitvaliswineb ♡♡♡

 


№13  offline წევრი triniti

მე ველოდები ჩემო კარგო ყველა ტავს როდის დადებ რომ ერთად წავიკიტხო მოცდის ნერვები არ მაქვს და მაინტერესებს მალე დაამტავრებ?ერტი სული მაქვს როდის დავიწყებ კითხვას

 


№14  offline წევრი jina

triniti
მე ველოდები ჩემო კარგო ყველა ტავს როდის დადებ რომ ერთად წავიკიტხო მოცდის ნერვები არ მაქვს და მაინტერესებს მალე დაამტავრებ?ერტი სული მაქვს როდის დავიწყებ კითხვას

dzalian male ver davamtavreb magram imedia damelodebi <3

 


№15  offline წევრი gogona tbilisidan

Sikvaruli chemi❤️Rogorc koveltviss sascaulia aii magijebs Es ucnobi da ra gavaketo?))kvelaze dzalian Es personaji momwons da eget momentshi rogor gackvite?shen unda momkla?:ddviktoriac dzaan sakvarelia rogorc ikna chamokalibda Vistan unda <3mokled velii shemdegs male dade

 


№16  offline წევრი jina

gogona tbilisidan
Sikvaruli chemi❤️Rogorc koveltviss sascaulia aii magijebs Es ucnobi da ra gavaketo?))kvelaze dzalian Es personaji momwons da eget momentshi rogor gackvite?shen unda momkla?:ddviktoriac dzaan sakvarelia rogorc ikna chamokalibda Vistan unda <3mokled velii shemdegs male dade

chemi pozitivii ♡♡♡ vecdebi dgesac davdo da xvalac tuaraa xval did tavs davdeb ♡♡♡

 


№17  offline წევრი triniti

jina
triniti
მე ველოდები ჩემო კარგო ყველა ტავს როდის დადებ რომ ერთად წავიკიტხო მოცდის ნერვები არ მაქვს და მაინტერესებს მალე დაამტავრებ?ერტი სული მაქვს როდის დავიწყებ კითხვას

dzalian male ver davamtavreb magram imedia damelodebi <3

აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent