ის ახლოსაა
ახალი სკოლა,ახალი კლასელები და ახალი პირობები.1 კვირაა რაც გადმოვიდა და უკვე შემსძულდა აქაურობა.სკოლაში მიდიოდა,ნაწვიმარი იყო,ხელში თავის ყუთში ჩადებული საყვირი ეჭირა.ეს საკრავი მის სკოლაში უცნაურობა იყო რის გამოც დასცინოდნენ.სკოლის ეზოში შევიდა,წყლის გუბეები იდგა,ეზოში ის ოთხი გოგო დახვდა რომლებსა ძალიან ძულდათ ის.დაინახეს თუ არა მივიდნენ.გაახსნევინეს ყუთი და ინსტრუმენტი წაართვეს.ხელში ვისაც ეჭირა გამოგლიჯა იმ გოგონას ხელიდან და ხელი კრა.ჩხუბობდნენ ოთხი ერთის წინააღმდეგ.მთელი სკოლა შემოეხვია,არავინ არ გაიწია გოგონას დასახმარებლად.თმებით ათრიეს და სასტიკაც ცემეს.ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა.ჩანთიდან მთელი წიგნები და რვეულები გადმოუწარეს და წყლის გუბეში მასთან ერთად ჩაყარეს.ყველა დაიშალა და არავინ არ მივიდა ასაყენებლად მაინც.ტირილით სველი წიგნები და რვეულები აკრიფა წყლის გუბედან და ჩანთაში ჩაყარა.საყვირს ხელი მოჰკიდა,ჩანთა სანაგვეში ჩააგდო და გალუმპული კლასისკენ დაიძრა.სისხლი არც კი მოუწმენდია.თავის კლასის სართულზე დერეფანში მიდიოდა.იქვე ორმა მერვე კლასელმა ბიჭებმა გაირბინეს.ერთი შეჩერდა და ჯიბიდან ამოღებული ცვირსახოცი გაუწოდა.გაუღიმა,გამოართვა,სისხლი მოიწმინდა და ჯიბეში ჩაიდო.კლასში შევიდა.ყველა მას მიაშტერდა.იმ ოთხი გოგოდან ერთ-ერთი დაფასთან იდგა და რაღაცას წერდა.დაინახა თუ არა ცარცი ხელიდან გაუვარდა და თავის ადგილს დაუბრუნდა პირველივე მერხს.ყველას გადახედა,თვალებში ჩახედა და საკრავზე ლამაზი მელოდია დაუკრა.დაკვრას რომ მორჩა ისევ ყველას გადახედა.ჯიბიდან სისხლიანი ცვირსახოდი ამოიღო და იმ გოგონას მერხზე დაუგდო.გოგონა გამოვიდა კლასიდან და გასასვლელისკენ წავიდა.ყველა კლასიდან გამოცვივდა და სკოლის ეზოში მიმავალ გოგონას მიაშტერდნენ ფანჯრებიდან.გოგონა უკანმოუხედავად მიაბიჟებდა.იქვე მომლოდინე ბაიკიან ბიჭს უკან მიუჯდა და ისინიც გაუჩინარდნენ. P.S ძალიან მკაცრად ნუ შემაფასებთ მადლობა ყველას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.