შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაფიის ბოსი! თავი 5 (1D Fanfic) +18


23-03-2017, 00:09
ავტორი Katherine Linton
ნანახია 3 370

-ნენსი! სად ხარ?
-ახლავე ნაილ სააბაზანოში ვარ,გამოვდივარ! გამოსძახა სააბაზანოდან ნენსიმ და მალევე გამოვიდა პირსახოც შემოხვეული. ბიჭი ფეხზე წამოდგა და აკოცა შეყვარებულს
-ხელები დაიბანე ვისაუზმოთ და სამსახურში წავიდეთ
ნაილი სააბაზანოსკენ გაემართა თუმცა ნინას გაახსენდა, რომ მისი იქ შესვლა არ შეიძლებოდა და უნდა ეთქვა მოიცადეო, თუმცა ვერ მოასწრო და მალევე დაინახა ნაილი დაღვრემილი სახით,შპრიცით ხელში
-ხომ მითხარი თავი დავანებეო? გამოსცრა კბილებში
-ნაილ აგიხსნი
-არაა საჭირო ნენსი . საკმარისია , მე სულ ასე მემართება
ნაილმა რაღაც დააგდო მაგიდაზე,გარეთ გავარდა და კარი მოაჯახუნა.
ნენსიმ დაინახა მაგიდაზე ბეჭდის ყუთი იდო და მიხვდა რომ ეს ნიშნობის ბეჭედი იყო.
ნენსიმ მის ბავშვობის მეგობარ ლუის დაურეკა
-ლუ ჩემთან უნდა მოხვიდე,ძალიან მჭირდება შენი რჩევა
ნენსი მოწესრიგდა და კარებზე კაკუნი რომ გაიგო ოთახიდან გამოვარდა, კარი გააღო, ლუის კისერძე მოეხვია და აქვითინდა.
-რა მოხდა?
ისინი დასხდნენ მაგიდასთან და ნენსიმ მოუყვა თუ რაც მოხდა დილით
-ჯერ არ გითქვამს მისთვის?
-ლუი როგორ ვუთხრა ასეთი რამ? მაგას მირჩევნია სულ არ იცოდეს და დამშორდეს თუნდაც
-ნენსი ის გაგიგებს შენ უბრალოდ არ იცი როგორ...
-ლუი მე არ ვიცი? რამდენი წელია მაგის გამო ვიტანჯები რა არვიცი?მაგის გამოა რომ ყოველ დილით თუ არ მივიღე ეს საზიზღრობა მთელი დღე კოშმარული სიზმარივით თვალწინ მიდგას ის სცენა და ის საზიზღარი სახეები. უბრალოდ დაელაპარაკე ნაილს მაგრამ ის ამბავი არ მოუყვე.
ნენსი სამსახურში არ წავიდა იმდღეს. ნაილს რთული სამუშაო დღე ჰქონდა. სახლში რომ დაბრუნდა დილით მომხდარზე ფიქრობდა და ამან წარსულის მწარე გამოცდილება გაახსენა ჯესიკასთან, თუმცა ამას ისევ ტკბილი მოგონბები მოყვა. როგორ თამაშობდნენ,ჩხუბობდნენ,როგორ აუხსნა სიყვარული,როგორ სთხოვა ხელი და საბოლოოდ როგორ მიატოვა. მხოლოდ ერთი რამ ვერ გაეგო მას,თუ რატომ მიატოვა ჯესიკამ.ნაილი სამზარეულოში შევიდა, ლუდი გამოიღო მაცივრიდან და კარძე წარწერა შენიშნა,რომელიც დედამისმა დაუტოვა „შვილო მე ენისთან(ჯესიკას დედა) ვარ სახლში“.მან გადაწყვიტა თავის მეგობართან წასულიყო და მოზღვავებული ემოციებისაგან დაცლილიყო,თუმცა ცოტა ხანში უცნაური ხმოვანი შეტყობინება მიიღო და სახლიდან გიჟივით გავარდა
ჯესიკა აგრძელებს მოყოლას
ორი დღე უგზო უკვლოდ დავეხეტებოდი,სახლის მისამართი მახსოვდა მაგრამ ქუჩბს ვერ ვცნობდი ამიტომ ვიღც გამვლელს ვკითხე და მანაც მიმასწავლა.
კარზე დავაკაკუნე თუმცა არავინ გააღო,სახელური ჩამოვწიე და კარი თავისით გაიღო.უეცრად მშობლიური გარემო,სურნელი,მოგონებები,განცდები ყველაფერი ერთად რაღაც თბილ სითხესავით ჩაიღვარა მთელს სხეულში,ჟრუანტელმა დამიარა.
ბუხარს მივუახლოვდი სადაც ჩემი ბავშვობის ფოტოები იდო და იქვე... იქვე მამას ფოტო ვნახე რომელსაც შავი ლენტი ქონდა ზედ. ეს ნინშნავს...
-მამა ამოვილუღლუღე და უგონოდ დავეცი.უეცრად რაღაც ხმები მომესმა სამზარეულოს მხრიდან თუმცა არც ძალა და არც ხმა მქონდა რომ დამეძახა. გავითიშე
თვალები რომ გავახილე ნაცნობი სახე დავინახე რომელიც თბილად მიღიმოდა
-ნაილ დავიჩურჩულე
მისი დანახვა ისე გამეხარდა. გადავეხვიე. მას სახეზე გაოცება, სიხარული და სევდა ეტყობოდა.
-ყველაფერს მოგიყვები ნაილ, მხოლოდ დრო მომეცი და აგიხსნი რომ არ მიმიტოვებიხარ.
-ჯესიკა დამშვიდდი. ჯერ დაისვენე და გამოიძინე მერე ვილაპარაკოთ. დედაშენს დავუძახებ.
მისი გაშვება არ მინდოდა. ის ისევ ისეთი საყვარელი და სიმპატიური იყო როგორც ორი წლის წინ.
-ნაილ არ წახვიდე გთხოვ.
-ჯერ დედაშენი ნახე და მერე ამოვალ ისევ
-მპირდები?
-სიტყვას გაძლევ ბაჭია
ბაჭია?! ღმერთო ის ხომ სულ ასე მომმართავდა. და ძალიან მიყვარდა ასე რომ მეძახდა მაგრამ ახლა ორივე მოულოდნელობისგან გავშრით.
-ბოდიში წამომცდა
ის ოთახიდან გავიდა. შევატყვე ცრემლები და თავადაც ვერ შევიკავე ტირილი.
ოთახში დედა შემოვარდა და გადამეხვია
-საყვარელო. სად იყავი? როგორ გვანერვიულე!
-მაპატიე დედა. მამა როგორ...?
-გულის შეტევით გარდაიცვალა. ამაზე მერე ვისაუბროთ საყვარელო. შენ სად იყავი?
-ჯოჯოხეთში... დედა ძალიან მომენატრე. მაგრად გადავეხვიე
-ნუ ტირი საყვარელო. შენთან ვართ.
ოთახში ლიზამ შემოიხედა (ნაილის დედა)
-ლიზა დეიდა.
ის ჩემ საწოლთან მოვიდა და მომეხვია.
*****
ნაილი ყვება
ლუდი ავიღე და წარწერა ვნახე მაცივარზე. ჯესიკას დედა და მისი ოჯახი წარსულს მახსენებს. რატომ? ჯესიკას ვერ ვაპატიებ ვერასდროს. მეგონა ვუყვარდი.
ტელეფონზე ხმოვანი შეტყობინებები შევამოწმე და ერთერთი დედაჩემისგან იყო
-„ნაილ სასწრაფოდ გადმოდი ენისთან სახლში თუ ხარ, აქ ჯესიკაა, მაგრამ ის ისე ცუდადაა...“
შეტყობინება შეწყდა. ჯესიკა დაბრუნდა? ცუდადაა? გაფიქრებაც ვერ მოვასწარი ისე გავიქეცი მის სახლში. კარი შევაღე და დანახულმა შოკში ჩამაგდო. ჯესიკა გათიშული იწვა ძირს და დედაჩემი და დედამისი მის გონს მოყვანას ცდილობდნენ. ხელში ავიყვანე და თავის ოთახში, საწოლზე დავაწვინე
მასთან მარტო დავრჩი ოთახში. ისე გამოიყურებოდა ახლა თითქოს ომიდან დაბრუნდა, თუმცა მაინც ისეთი ლამაზი იყო. კიდევ უფრო გამხდარა. მას ვათვალიერებდი და თან ხელზე ჭრილობას ვუმუშავებდი.
ჩემი ბაჭია. ეტყობა ბევრი რამ გადახდა ამ დროის განმავლობაში. ღმერთო როგორ მიყვარს. მეგონა აღარაფერს ვიგრძნობდი, მაგრამ ლამის გული გამიჩერდეს ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებ.
ნელ-ნელა თვალები გაახილა.
გამომელაპარაკა.
მისი ნაზი ხმა. თავი უნდა გავაკონტროლო. პასუხები მივაყარე საუბრისას და დავპირდი რომ დავბრუნდებოდი. ერთი სული მქონდა ოთახიდან გავსულიყავი.
გარეთ გამოვედი და კიბეები ჩავირბინე. მისაღებში დედას შევეჩეხე.
-როგორაა ჯესიკა? რა მოგივიდა? ადამიანს არ გავხარ
დედას რ ვუპასუხე და სააბაზანოში ჩავიკეტე რომ მარტო დავრჩენილიყავი ჩემს თავთან და ქალივით ქვითინი ამიტყდა. ცხოვრებაში ალბათ ერთი სისუსტე მქონდა და ეს ჯესიკა იყო. მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა შოკი იყო. ერთი მისი შემოხედვა და ყველაფერი ვაპატიე. ყველაფრის აუხსნელად. მიუხედავად იმისა რომ ბეჭედი უკეთია და სხვისი ბავშვით არის ორსულად.
მასთან ვეღარ ავალ. საერთოდ მეორედ აღარ უნდა ვნახო, თორემ ჭკუიდან გადავალ.
სააბაზანოდან გამოვედი და სახლში დავბრუნდი. სასმელი რაც კი ვიპოვე ყველაფერი მოვიმარაგე და ფიქრებში დავიკარგე.
დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა. ბარბაცით ჩავედი და გავაღე.
-ნაილ ორი დღეა სამსახურში არ მოსულხარ, ზარებს არ პასუხობ, პაციენტები გყავს სხვათა შორის. მოიცა ნასვამი ხარ?
-ნენსი თავი დამანებე. პაციენტები შენ მიიღე. მარტო დამტოვე.
-არ ვაპირებ ასეთ მდგომარეობაში დაგტოვო. ორი დღე სვავდი?
-არ ვიცი. შენი თავი არ მაქვს ნენსი.
-როგორ? ნაილ რა ჯანდაბა დაგემართა?!
-ნუ მიყვირი თავი მტკივა.
-ვიცი რაც გჭირს. დედაშენმა დამირეკა და მითხრა. იმ ბო*ის გამო ხარ ასე?
-გაეთრიე ჩემი სახლიდან.
მეტი აღარ შეიძლება ჯესიკა უნდა ვნახო. ნენსიმ კარი გაიჯახუნა. თავი მოვიწესრიგე, გამოვფხიზლდი და საღამოს ყვავილების მაღაზიაში უნდა გავსულიყავი რომ კარზე კაკუნი გავიგე. გავაღე და ჯესიკა დავინახე. ლამაზ კაბაში გამოწყობილი. უფრო ქალური ჩანდა ახლა. ცოტა დავიბენი, მაგრამ მერე მოვედი გონს და სახლში შემოვუშვი. დივანზე ჩამოჯდა და მეც მასთან ახლოს დავჯექი.
-ჯესიკა როგორ ხარ?
-უკეთ. შენ?
-უკეთესადაც ვყოფილვარ.
-რას საქმიანობ?
-ექიმი ვარ, ქირურგი.
-ანუ აიხდინე ოცნება?
-ნაწილობრივ
ნაწილობრივ იმიტომ რომ პირველი ნაწილი ჯესიკას ცოლად მოყვანა იყო, ხოლო მეორე ქირურგობა.
-ჯეს თავს როგორ გრძნობ?
-უკეთ. მაგრამ ორი დღეა გულისრევა მაქვს. ალბათ მოვიწამლე.
-მოიწამლე? ესე იგი ჯერ არ იცი?
-რა არ ვიცი.
-ორსულობის ნიშნები გაქვს. იმ დღეს დავეჭვდი და შენი სისხლი გავგზავნე ჩემთან საავადმყოფოში და...
-რა? ოღონდ ეს არა... ღმერთო იმ მონსტრის ნაშიერი...
-ჯესიკა ბავშვზე რას იძახი!
-ჯერ ბავშვი არაა, ჩანასახია და მის გაჩენას არ ვაპირებ
-რა ? გაგიჟდი?
-ამ ბავშვის მამა ცივსისხლიანი მკვლელია და შვილიც მისნაირი იქნება.
-ჯესიკა დამშვიდდი. ბავშვი ისეთი იქნება როგორადაც მას გაზრდი. ვინაა მისი მამა ასეთი.
-გთხოვ ამის მოყოლას ნუ მაიძულებ
-კარგი... ვხედავ ბეჭედი აღარ გიკეთია
-ის ბეჭედი არაფერს ნიშნავს და იმიტომ.
-არ ვიცი რა მოგივიდა მაგრამ ძალიან შეიცვალე.
-ნაილ უბრალოდ იცოდე რომ მე არ...
ისეთი შეშინებული ჩანდა სიახლით და თან ნერვიულობდა .ისეთი საყვარელი იყო, თავი ვერ შევიკავე და მოულოდნელად ვაკოცე. ისე მომენატრა მისი კოცნა.
******
ჯესიკა ყვება
მოულოდნელად მისი კოცნა ვიგრძენი და მეც ავყევი. მან უფრო ახლოს მიმიზიდა. რამდენი ხანი ვოცნებობდი ამ მომენტზე, რომ კიდევ ერთხელ მეგრძნო მისი კოცნა. არ მინდოდა ეს მომენტი დასრულებულიყო. უეცრად შევწყვიტე კოცნა.
-რა მოხდა?
-ორი დღის წინ რომ ეკითხა ვინმეს ვეტყოდი რომ ლიამი მიყვარს, მაგრამ ახლა შენთან დავბრუნდი და სულ ავირიე.
-ის მაინც მითხარი ეგ ბიჭია შენი ბავშვის მამა?
-არა ჩემი ბავშვის მამა მაფიის ბოსია
-ჯანდაბა! ჯესიკა რამდენი ბიჭი გყავდა?!
მის რეაქციაზე გამოვშტერდი, თუმცა რა თქმა უნდა მართალი იყო.
უბრალოდ ავდექი და წამოვედი.
მობილურმა დამირეკა და სანამ სახლში შევიდოდი ვუპასუხე.
-ჯესიკა, საყვარელო მიცანი?
მისი ამაზრზენი ხმა ვიცანი და ჟრუანტელმა დამიარა.
-რადგან გაიქეცი არ ნიშნავს რომ ჩემგან გათავისუფლდი. თავს მოუფრთხილდი, ახლა ჩემი მემკვიდრის დედა ხარ და იცოდე რამე სისულელე არ ჩაიდინო. ხო იცი თუ დამჭირდება უბრალოდ მოვალ და წაგიყვან.
თვალებში დამიბნელდა და გონს რომ მოვედი პალატაში აღმოვჩნდი. რაღაც ხმები მესმოდა. პალატაში ექიმი გოგონა იდგა ფანჯარასთან, ჩემგან ზურგით და ლაპარაკობდა მობილურზე.
-ლუ მან მიღრიალა გაეთრიეო და დღეს ის გოგო მოიყვანეს ჩემთან და მას მოყვა.
...სიმართლე როგორ ვუთხრა? ეს რამეს შეცვლის?... ანუ უნდა ვუთხრა რომ გამაუპატიურეს და ამიტომ არ მაქვს მასთან ურთიერთობა? და ამიტომ ვიკეთებ ნარკოტიკებს? ...ნაილს მაგას ვერ ვეტყვი. წარმოიდგინე თავს როგორ დამცირებულად ვიგრძნობ მაგას რომ გაიგებს.
ყველაფერი მესმოდა და მივხვდი რომ ამ გოგოს ნაილი უყვარს და ჩემი დრო მასთან ამოიწურა. უბრალოდ ძალიან შემცვალა ტყვეობამ. თან ჩემი ბავშვით და პრობლემებით ნაილს ვერ ავეკიდები, ძალიან ეგოისტური იქნება ჩემი მხრიდან.
მობილურმა ისევ დარეკა. ისევ უცხო ნომერი იყო, მაგრამ ახლა სხვა. ვიფიქრე რომ ისევ ზეინი იქნებოდა და არ ვაპირებდი პასუხს, მაგრამ მაინც ვუპასუხე.
-ჯესიკა ფოქსი ბრძანდებით?
-დიახ
-სასამართლოში ხართ დაბარებული ლილი ელენ მალიკის მეურვეობის მოპოვების თაობაზე, რადგან ამჟამად მისტერ მალიკის კანონიერ მეუღლედ ითვლებით. სასამართლო გაიმართება ლოს ანჯელესში, როგორც ყოველთვის. სასამართლოზე გამოუცხადებლობა დაუშვებელია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent