მარტო (თავი 10)
-შენ! -მოულოდნელად ძალიან ხმამაღლა მეუბნება და შიშისგან ვცბები. ხელები ჰაერში აღაპყრო და ჩემს ირგვლივ წრიულად დაიწყო სიარული ნელი ნაბიჯებით, თან თვალს არ მაშორებდა. -შენ, ემილი დორეულო! შენ ყველაზე ბნელი ხარ შიგნით. -ძალიან ხმამაღლა გადაიხარხარა. -ადამიანებს მორცხვი და საწყალი გოგო ჰგონიხარ, არა? მმმ... -თვალები ოდნავ დახუჭა და შეფიქრიანებული, ამზერად მიყურებს. შემდეგ კი ოდნავ განზე დგება და შორიდან მათვალიერებს. უეცრად მიახლოვდება, წელში იხრება, ცდილობს გამითანაბრდეს და ქვევიდან მიყურებს: -ჯერ კიდევ დაბადებიდან მკვლელი ხარ. საბრალო დედიკო, ემილიმ დაბადებისთანავე სიცოცხლეს გამოასალმა. მამიკო? მამიკო კი დედიკოს გაყვა უკან და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. შენ, ჩემო ემილი - საკუთარი მამაც კი ვერ გიტანდა, რადგან საყვარელი ქალი მოუკალი. -ძალიან ახლოს მოვიდა სახესთან. აქ წამიერად სუნთქვა შევწყვიტე. მეტკინა, გაუსაძლისად მეტკინა სული. ის ყველაზე მტკივნეულს შეეხო და მე სიტყვაც ვერ ვთქვი. გაუნძრევლად ვიდექი და ცრემლიც კი არ გადმომვარდნია. -ჟანეტი. -წინაზე ხმამაღლა გადაიხარხარა. -ჟანეტი მართლა გიყვარს? არა არა, გეზიზღება. სინამდვილეში გეზიზღება იმის გამო რომ შენი არასოდეს ესმის. იმის გამო რომ ქედმაღალი შეყვარებული ჰყავს. მითხარი, რამდენჯერ მოგიკლავს გიგა შენს წარმოსახვაში? შიგნიდან ვცახცახებ, საკუთარი თავის ზიზღი ყველაზე საშინელი და უბადრუკი შეგრძნებაა. საკუთარი სახის მრცხვენია და ვცდილობ, რაც შეიძლება დაბლა ჩავწიო, რომ ვერ დამინახოს. ცალი ხელით ყბაში მეტაკება და მაღლა მაწევინებს. -თვალებში შემომხედე და მითხარი! -საშინლად ბოროტი მზერა აქვს, თუმცა მალევე სიცილით ეცვლება. -ოოო, ცუდი გოგო. -ხარხარში გადაუდის მომღიმარი სახე. -შენ არავის უყვარხარ ემილი. შენ ყველაზე მარტოსული ადამიანი ხარ, შენიღბული. ნამდვილი ემილი ჟანეტსაც კი არ ეყვარება, ამიტომ იმალები. ბოლოს, ბოლოს იცი რა მოხდება? -კმაყოფილი სახით მიყურებს. ოდნავ განზე დგება და შორიდან მაკვირდება, ერთი სული მაქვს გავიგო რა მოხდება ბოლოს. თითქოს ამის მოსმენა მაშინებს, მაგრამ მინდა ვიცოდე. სხეულში ბოროტების ბურთი მეჯახება, თითქოს, გამოსასვლელ კარს ეძებს. სუნთქვა მიჩქარდება და ეს ბურთს ხელს უწყობს კარის მოძებნაში. -ბოლოს, ყველა ზურგს შეგაქცევს. აღარც ჟანეტს ენდომები. სხვა მეტი არც არავინ გყავს. სრულიად მარტო იქნები და დარწმუნებული იყავი, რომ ეს არ მოგეწონება. -ძალიან კმაყოფილი სახე აქვს. -მარტოობა დისკომფორტს არ მიქმნის. -იგივე კმაყოფილებით ვპასუხობ. -არა, არა. შენ უბრალოდ არავის ემახსოვრები. მეც კი დაგივიწყებ, ისე თითქოს არასოდეს ყოფილხარ. შენი დავიწყება პრობლემა არ არის, რადგან შენ ზედაპირზე უჩინარი და უინტერესო ხარ. -ორივე წარბს ზევით წევს და ალმაცერად მიყურებს. ეს ძალიან მეტკინა. „მეც კი დაგივიწყებ.“ - ეს ყველაზე მტკივნეული იყო, რადგან ვიცი, რომ ის ჩემს სულს ხედავს. ნუთუ, ამდენად უინტერესო ვარ?! -თვალებს აბდაუბდად ვაცეცებ და ვცდილობ სწორი პასუხი ვიპოვო. -გამოუშვი. ნუ აკავებ. -სრულიად სერიოზული სახით მეუბნება. შავი ბურთი უკვე ყელშია გაჩხერილი და უკანასკნელი ძალებით ვცდილობ შევაჩერო. უცნობი კი ძალას უფრო და უფრო მართმევს. -საცოდავი ემილი. -ქვედა ტუჩს წინ წევს. -ნუთუ იმდენად არარაობა ხარ, რომ შენი ნამდვილი სახის გრცხვენია? -სწრაფად მიახლოვდება, მკერდს შორის საჩვენებელი თითის კენკვას იწყებს და მეუბნება: -შიგნით ბევრად საინტერესო გოგო ცხობრობს. -რაში გჭირდება ეს ყველაფერი? -თვალებში ვუყურებ. -ჩათვალე, რომ შენი ბეჭიდან ჩამოვარდნილი ანგელოზი ვარ. -თვალს მიკრავს. -მარცხნიდან თუ მარჯვნიდან? - ღიმილნარევად ვეკითხები. -მარჯვნივ მჯდარმა ანგელოზმა, დიდი ხნის წინ დაგტოვა. -ცხვირის წვერზე ხელი ჩამომკრა და წავიდა. *** წვიმს... სუსხიანი ღამეა, მე კი საღამურის ამარა მივრბივარ ტყეში. უკუნით სიბნელეში ვერაფერს ვამჩნევ გარდა წითელი თვალებისა, რომელიც უკან მედევნება. წერტილად მოჩანს სინათლე და იმ სინათლისკენ მივრბივარ მთელი ძალით. ვეცემი... ვდგები... ისევ ვეცემი... ისევ ვდგები, წვიმიანი ტალახისგან სრულიად გაშავებული ვარ. უკან, ხარხარის ხმა მესმის, რომელიც თანდათან უფრო ჟღერადი და ხმამაღალია. მინდა საშველად ვიყვირო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. უეცრად, დიდ ორმოში ვვარდები, რომლისგან ამოსვლასაც ამაოდ ვცდილობ. რამდენიმე წუთი და ორმოს თავზე წითელი თვალები მოსჩანს, პირს აღებს და ვხედავ დიდ ეშვებს, რომელთა ჩარჭობასაც ლამობს. თანდათან მოდის, კატის მსგავსად ორმოს კედლებზე ცოცდება და მიახლოვდება, სიბნელეში ვერ ვარჩევ მის სახეს. ძალიან ახლოს მოდის, კივილი მინდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, სადაცაა ეშვებს ჩამარჭობს და... საკუთარმა გულის ცემამ გამომაღვიძა, გავაცნობიერე, რომ სიზმარი იყო, მაგრამ მაინც მეშინოდა. პირში ნერწყვი გამიშრა, ყელზე ხელი მოვისვი და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი. რამოდენიმე წამში, მაღვიძარამაც დარეკა. ვერ ვხვდები, რისთვის ვაყენებ ყოველ დღე?! უნივერსიტეტში წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა რომ სახლიდან გავიდე. ავდექი და აბანოში შევედი... ძალიან მესიამოვნა ცხელი წყალი და ჩემი სხეულით ტკბობა დავიწყე. არასოდეს დავკვირვებივარ, რომ ლამაზი მკერდი მქონია. საჯდომიც მკვრივი და ზევით აწეული. სველი თმა კუდუსუნის ძვალთან წყდება და ძალიან მსიამოვნებს, როგორ ეთამაშება ჩემი გრძელი თმა მთლიან ზურგს. მკერდზე ხელი მოვისვი და მომეწონა, „ალბათ უცნობი ძალიან ბედნიერი იყო, ამ მშვენიერებას რომ ეხებოდა, გუშინ.“ კმაყოფილად, სიცილი ავტეხე. პირი გავაღე, ენა გადმოვყავი და ვცდილობდი დუშიდან წამოსული წყლისთვის მეკოცნა. ამის მცდელობა ძალიან სახალისოა, ვგრძნობ, როგორ სიამოვნებს წყალს ჩემი ენის შეხება. ხელი ჩამოვაცურე ჭიპთან, ნაკაწრი ოდნავ მეწვის, მაგრამ მსიამოვნებს. უფრო ქვევით ჩამოვდივარ და ხელებს ფეხებს შორის ვიჭერ, წუხანდელი ღამის დეტალებს ვიხსენებ და თანდათან, მიყვარდება ჩემი სხეული. წყალთან თამაში მომბეზრდა, სრულიად შიშველი გავედი მისაღებ ოთახში და სარკესთან დავდექი. მერე და როგორ მოვიხიბლე საკუთარი იდეალური ფიგურით?! თვალებში ჩავხედე საკუთარ გამოსახულებას და აღარ მიგრძვნია შიში, ეს კმაყოფილება და სიამაყე იყო. საკუთარ თავს გავუღიმე და მივესალმე: -გამარჯობა, ძუკნა! ცოტა ხანი სარკეში საკუთარი გამოსახულებით დავტკბი და საძინებლისკენ გავეშურე. გარდერობი სულ გადავქექე, მაგრამ ჩემთვის საინტერესოს ვერაფერს გადავაწყდი. „ძალიან ცუდი გემოვნება მქონია“ -გავიფიქრე და გადავწყვიტე საყიდლებზე გამევლო. „ძონძები, ძონძები, სულ ძონძები“ - ორი თითით, ფრთხილად ვკიდებ ხელს ტანსაცმელს და აქეთ-იქეთ ვყრი. ბოლოს რაღაც ჯვალო გადავიცვი და საყიდლებზე გავედი. პირველად ცხოვრებაში, თავაწეული მივდივარ. ძველებურად, ყველა ვიცი ვინ არის. ისევ ვამჩნევ მათ სულს მათსავე თვალებში, მაგრამ აღარ ვიმალები - დღეს პირველად მე მე ვარ. ჩემს წინ შეყვარებული წყვილი მოდის, ბიჭის ყურადღება აშკარად მივიქციე და თვალი ჩავუკარი, თვითონაც გამიღიმა. ოდნავ რომ გავცდით ერთმანეთს გოგოს მივუბრუნდი და კმაყოფილი ვეუბნები: -შენი ბიჭს თვალები უნდა დასთხარო, რომ სხვა გოგოსკენ აღარ გაიხედოს. -შემოვტრიალდი და გავიგონე სახეში სილის გაწნის სასიამოვნო ხმა. კიდევ უფრო მომიცვა სიამოვნებამ და გზა განვაგრძე. ბრბოში გოთურად ჩაცმული გოგო დავლანდე, ლიტერატურის ლექციიდან. ძალიან მარტოსული მეჩვენა, ძველი ემივით მორცხვი და თავჩაწეული მიდიოდა - მას გავყევი. მისი სახელიც კი არ ვიცი, ალბათ ძალიან გაუკვირდება, მაგრამ ასე დაუფიქრებლად მივყვები. ჩუმ-ჩუმად უკან იხედება, ეს შევამჩნიე და შორიახლოს ვიჭერ თავს. უცნაურ ჩიხებში უხვევს, ბოლოს კი შენობასთან დგება და შიგნით შედის. მეც გაუაზრებლად უკან მივყვები. მიტოვებული შენობაა, აქა-იქ დამსხვრეული ბოთლები, სიგარეტის ნამწვავები და შპრიცები ყრია. ნელ-ნელა ვადგამ ნაბიჯებს, რომ რამეს არ წამოვედო და ხმაური არ გამოვიწვიო. მყრალი სუნი არ მესიამოვნა და ცხვირზე ხელი ავიფარე. კედლებზე წითელ წარწერებს ვამჩნევ, გაურკვეველი სიტყვები წერია. ინტერესით ვაკვირდები წარწერებს და თან ფრთხილად ვიკვლევ გზას. გოგონას ვეღარ ვხედავ, ერთხანს წინ სვლა შევწყვიტე და ყური დავუგდე სიჩუმეს, იქნებ ხმა გავიგონო და გავყვე, მარგრამ არსაიდან არაფერი ისმის. ნელ-ნელა ვაგრძელებ გზას, შენობა ლაბირინთს გავს, უამრავი გასასვლელია. უცებ, შიშმა შემიპყრო, ვაითუ უკან გასასვლელს ვერ მივაგნო?! შემდეგი ოთახის კედელზე რაღაც ნაცნობ ასოებს გადავაწყდი. სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდები და ვხედავ: S A M A E L -შენთანაც მოვიდა? -ძალიან ჩუმი და შეშინებული ხმა მომესმა უკნიდან, შევხტი და უკან გავიხედე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.