შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ნი" "ნე" (თავი3)


24-03-2017, 00:14
ავტორი nini5
ნანახია 3 774

-რას ქვია მოიტაცეს,,ვღრიალებ მთელ ხმაზე,სიბრაზისგან მთელი სხეული მეჭიმება,მინდა ყველაფერი დავანგრიო,როდესაც მის აცრემლებულ,შეშინებულ თვალებს წარმოვიდგენ,,,შენ არაფერზე ინერვიულო ნანა გესმის?მოვძებნი,მიწიდან ამოვთხრი იმ ნაბიჭვარს,,,აკანკალებული ხელებით ვთიშავ ტელეფონს და თმას ნერვიულად ვისწორებ
-რა გაღრიალებს ბიჭო,,,სწრაფი ნაბიჯებით მოდის ლეო რომელსაც უკან გაკვირვებული ანასტასია და ნესტანი მოყვება
-გზაში გეტყვი,,,უკან მოუხედავად,მივიწევ დერეფნისკენ,კლინიკიდან გიჟივით გავდივარ,ვცდილობ დავმშვიდდე თუმცა არ გამომდის,მოზღვავებული ადრენალინის გრძნობა არ მასვენებს,ავტომობილს მთელი ძალით ვუშვებ მუჭებს და ცხოველური ხმით ვღრიალებ
-ნიკა,,,დაშნიანის ხელებს ვგრძნობ მხრებზე ჩემ შეჩერებას ამაოდ რომ ცდილობს
-ამის დედა შევ..ი,,მიწიდან ამოვთხრი იმ ნაბიჭვარს რაიმე რომ მიქაროს
-გაჩერდი და მითხატი რა ხდება,,შენ სიგიჟეები ვუყურო აქ თუ იმას როგორი შეშინებული თვალებით გიყურებს ანასტასია,,,მაშინვე მშვიდდები,, მზერა ტასოზე გადამაქვს,პაწაჭინა ხელები პირში რომ ჩაედო და აცრემლებულ თვალებს რომ აცეცებდა ირგვლივ
-ბავშვი დავტოვოთ სახლში და მერე საქმე გვაქვს,,,ძალაგამოცლილი ვჯდები მანქანაში,სავარძელზე თავს ფრთხილად ვდებ,თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ,,ეხლა ისე მჭირდება ჩემი დის ხმა გავიგონო როგორც არასდროს,,სწრაფად ვკრიბავ მის ნომერს თუმცა ამაოდ, გათიშილია,რაზეც ყმუილის მაგვარი ბგერები მხდება პირიდან
-ამოღერღავ ეხლა?,,,კბილებში ცრის და სარკიდან უკანა სავარძელზე მოთავსებულ ტასოს უყურებს
-ნანამ დარეკა,ვიღაც იდიოტმა კატო მოიტაცა,,,ვხედავ როგორ ეჭიმება საჭეზე დაწყობილი ხელები და გაურკვეველ რაღაცეებს ბურტყუნებს,,,იმედია რაიმეს არ მიქარავს თორემ...
-ვერ გაბედავს,,,ამბობს ცივი ხმით და სიჩქარეს უფრო უმატებს


კარს გაგიჟებული ვანგრევ,მისაღებში შევდივარ სადაც სავარძელში ატირებული დედაჩემი წევს,თავზე კი რამოდენიმე გოგო დასტრიალებს კაპლით ხელში
-ნიკო შვილო,,ტირის მთელი ხმით და ჩემკენ ხელებს იწვდის,,,გთხოვ მოძებნე დედი,მომიყვანე,ჩემი შვილი მინდა,ჩემი ტკბილი გოგო
-გპირდები მოგიყვან ნანო ოღონდ დაწყნარდი ხო?,,,სახეზე ვეფერები და დროდადრო შუბლზე ვკოცნი,,,ეხლა მითხარი ეს ამბავი ვინ შეგატყობინა
-ჩვენ ვუთხარით,,,ერთ-ერთი მათთაგანი წამოიმართა,,,საყიდლებზე ვიყავით შევამჩნიეთ რომ მანქანა აგვეკიდა,თუმცა ყურადღება არ მიგვიქცევია,,მაღაზიიდან გამოსულები რომ იგივე განმეორდა ცოტა შევშინდით და კაფეში შევედით,სადღაც ერთა საათში წავიდნენ,ჩვენც დამშვიდებულებმა გამოვედით თუმცა,წინ სხვა მანქანა გადაგვიდგა და ...
-ნომრები არ გახსოვს?იქნებ სახეზე მოვკარი რომელიმეს თვალი?,,,ვცდილობდი ყვალენაირ იმედს ჩავბღაუჭებოდი
-იცით იმ წუთას ნომრებზე არ გვიფიქრია,ყველაფერი ისე უცებ მოხდა,,როცა გავაანალიზეთ უკვე მანქანაც აღარ ჩანდა
-ფუ ამის...ხელს იქვე დადებულ ლარნაკს ვკიდებ და მთელი ძალით ვამსხვრევ კედელზე
-არ ვიცი ეს ინფორმაცია თუ გამოგადგებათ მაგრამ,ერთი ბიჭი იყო რომელიც მოსვენებას არ აძლევდა კატოს,,არ ვარ დარწმუნებული რომ ის არის თუმცა გარკვევა შეიძლება
-მისმინე აქ ნებისმიერი წვრილმანიც კი გამოსადეგი იყოს,,,ეხლა კი მითხარი იმ ბიჭის სახელი და გვარი
-ალექსანდრე მეტრეველი ,ხო ალექსს ეძახდნენ,,როგორც ვიცით სილოლაკელია,,,მეგობრებთან ერთად ხშირად დაგვინახავს ჩვენს ირგვლივ,მგონი მამამისი ერთ-ერთი სხვილი კომპანიის მფლობელია,სახელი აღარ მახსოვს
-ვიცი ვინც არის ეგ ტიპი,მე გავარკვევ ეხლავე ყველაფერს,,,ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გადის ლევანი
-ნიკო,,,მესმის დედაჩემის განწირული ხმა,,,რაც არ უნდა მომხდარიყო,არ დატოვო დედი,ვიცი რომ ვიღაც უყვარს,ჩემი შვილია და ვგრძნობ,გთხოვ არ დატოვო,,ვერ გაუძლებს სხვასთან უსიყვარულოდ ყოფნას
-გპირდები მოვიყვან ნანუ,,შუბლზე ფრთხილად ვკოცნი და კარისკენ მივდივარ საიდანაც გაგიჟებული ბენდელიანი შემორბის
-მითხარი რომ ტყუილია,მითხარი სანამ მთელი თბილისი გადამიტრიალებია,,,მთელი ხმით ღრიალებს და საყელოში მაფრინდება
-ძმობას გაფიცებ ეხლა არა,დასაკარგი დრო არ მაქვს კაკი,,კარისკენ ვუბიძგებ და კიბეებზე სწრაფად ჩავრბივარ,,მანქანასთან მდგომ ლევანს ვაკვირდები,გაღიზიანებული რომ საუბრონს ტელეფონზე
-მამამისს ვესაუბრე ეხლა და მიახლოებით ვიცი სადაც არიან,,ჩვენ გავგაზოთ,ედოს დავურეკე იარაღას წამოიღებს საჭიროების შემთხვევაში,,,კარს სწრაფად აღებს და ჩვენც მაშინვე ვთავსდებით შით
-ვინ ჩემი ფეხ..ია ეგ მეტრეველი ტო?,,კბილებში ვცრი და საჭესთან მჯდარ ძმაკაცს ვუყურებ
-დაძაბე გონება და გაიხსენე გვარი "მეტრეველი" არაფერს გეუბნება?,,,დაძაბული სახით მიყურებს,,გონებას ვძაბავ,კატოს ყველა იმ ლაწირაკი თაყვანისმცემლების სიას ვიხსენებ და სიმწრით მეცინება ნაცნობი სახელი და გვარის შემხედვარე
-ეგ ის ბიჭი არ არის წლებია კატო რომ უყვარს?არადა შეგნებული ტიპი ჩანდა,,კაკის ნათქვამზე ირონიულად მეღიმება და უკანა სავარძლისკენ ვტრიალდები
-ეგ არის კიი,როგორც ჩანს რაღაცეები ვერ შეიგნო თავის დროზე და მოუწევს ეხლა შევაგნებინო,,,გაღიზიანებული ვუბრუნდები ადგილს,ისღა დამრჩენია რაჭაში ჩასვლამდე მოვითმინე.

&&&

მანქანას ორ სართულიანი სახლის წინ აჩერებს,ნერვიულად ვაღებ კარს და სწრაფად მივიწევ წინ დამუხრუჭების ხმა რომ მესმის,უკან ვტრიალდები ედოს რომ ვამჩნევ ჩემოდნით ხელში
-ძვლივს დაგეწიეთ რა სიჩქარით მოქროდით ტო,,,ამბობს განერვიულებული
-მომეცი ეგ და შევიდეთ,ვეღარ ვითმენ უკვე,,,იარაღს ვართმევ და რამოდენიმე ნაბიჯით ვწინაურდები,,,ეზოს სწრაფად ვკვეთავ თუ არა შემოსასვლელ კარს რასაც ქვია ვანგრევ
-კატოო,,,ვყვირი მთელ ხმაზე,,ერთ ადგილას ვშეშდები და ვამჩნევ როგორ მომჩერებია რამოდენიმე მამაკაცის თვალი,,მზერა ჩემ დაზე გადამაქვს უხერხულად რომ მიხუტებოდა ნაცნობ სილუეტს,,,კატუს მოდი ჩემთან,,,იარაღს ძირს ვუშვებ და ვცდილობ რბილად მივმართო,სიმშვიდეს შევინარჩუნებ,,არ მინდა ამ ყველაფრის მომსწრე გახდეს რაც შეიძლება აქ მოხდეს,ვგრძნობ როგორ დგება ჩემს უკან ჩემი მეგობრებიც
-ნიკო,,,ყვირის მთელ ხმაზე,სირბილით ფარავს მანძილს და მთელი ძალით მეხუტება,,მზერას ისევ არ ვაცილებ პოტენციურ სასიძოს გაღიმებულ სახეს,,,ნიკო არ გინდა გთხოვ,,,ფიქრებიდან მუდარის ხმას გამოვყავარ და თვალებს მას ვუსწორებ
-ხომ კარგად ხარ?,მითხარი რომ კარგად ხარ,,ვბუტბუტებ ჩუმად და მთელ სახეს ვუკოცნი,,,რამე დაგიშავა?სიმართლე მითხარი კატუს
-მოდი ცალკე ვილაპარაკოთ გთხოვ და ეგ შენი დაგეშილი ძმაკაცები გააჩერე თორემ მომიკლავს ქმარს,,,ღიმილით ამბობს,გაკვირვებული სახით ჯერ მას შევუყურებ შემდეგ კი ბიჭებს ვანიშნე თავით იარაღზე,,ხელს მაგრად მკიდებს და მეორე ოთახში გავყავარ
-კატუს,,ხომ იცი შენი ერთი სიტყვა და ...
- ვრჩები ნიკო,,,მაწყვეტინებს ღიმილით,ვგრძნობ როგორ მიჭირს თავის კონტროლი,მთელი სხეული მეძაბება მოსალოდნელი საშიშროების გამო,,,ალექსი ის ადამიანია რომელზეც გუშინ გესაუბრე,,მიყვარს და მინდა მისი ცოლი მერქვას,,მართალია ცოტა უცნაურად გამოვიდა ეს ყველაფერი,არ მეგონა ამ დონემდე თუ მივიდოდა რომ მოვეტაცებინე თუმცა,მინდა რომ დავრჩე,,გახსოვს მეუბნებოდი: "ბედნიერებას თავადვე უნდა შეუწყო ხელიო",,მე კი არ მინდა ეს ბედნიერება დავკარგო,,,რამოდენიმე წამი ვაკვირდები მის სახეს,,თვალებს რომელიც სიხარულისგან ბრწყინავს
-ნანას დაურეკე ნერვიულობს,,,ტელეფონს ხელში ვაწვდი,, უკან მოუხედავად გავდივარ,სწრაფი ნაბიჯებით ვტოვებ ოთახს,სუფთა ჰაერი ისე მჭირდება ეხლა როგორც არასდროს,ღრმად ვსუნთქავ,ვცდილობ დავწყნარდე,,ნერვიულად ვუკიდებ სიგარეტს და ნაპასს ვარტყამ,,ვგრძნობ ნაბიჯების ხმას,გვერდით მაღალი სილუეტი დგება და ისიც ჩემსავით იწყებს მოწევას,,ხმის ამოუღებლად ვდგავართ,, ორივე სივრცეს გავყურებთ, თავს ჩემკენ აბრუნებს და რაღაცის თქმას აპირებს თქმას რომ ვასწრებ
-გაფრთხილებ მეტრეველო,ოდესმე ერთი ღერი თმაც რომ ჩამოუვარდეს ჩემი ხელით მოგკლავ,,მიცნობ ვინც ვარ,,რამდენს ნიშნავს ჩემი და ჩემთვის და რაზე ვარ წამსვლელი მის გამო,,,ცივი ხმით მივმართავ ერთი თავით დაბალ სილუეტს,გულწრფელი თვალებით რომ მომჩერებია
-მანამდე მე თვითონ მოვიკლავ თავს დარწმუნებული იყავი,,,ამბობს სერიოზული ხმით და ჩვენკენ წამოსული ქალის შემხედვარე ეღიმება
-მოდი ჩემთან,,,ხელს დისკენ ვიწვდენ და სხეულზე ვიკრავ,,,ჩემი ჭინკა,,ჩემი ლამაზი დაიკო,,,ვბურტყუნებ ჩემთვის,ამავდროულად თმაზე ნაზად ვეფერები
-შენ ჩემთვის ნომერ პირველი მამაკაცი ხარ ნიკო,,,მეღიმება მის სიტყვებზე და მთელ სახეს ბედნიერი ვუკოცნი
-რა ხდება ტო?,,გაკვირვებული სახით მოგვჩერებია ედო სამივეს
-ოო ნუ გაქვთ ეგეთი სახე უფ,,,უკმაყოფილოდ ბრიცავს სახეს კატო და ქმარს ეხუტება,,,გაიცანით ჩემი მეუღლე,ალექსანდრე იგივე ალექს მეტრეველი
-ეგრე თქვი ტო გავსკდით ნანერვიულები,,,ხელს მისკენ იწვდენს და გულზე იკრავს,,,სულ შენ გამო რატომ ვეხვევით ხოლმე შარში ჭინკა?
- მე დამაბრალეთ ეხლა თქვენ ჩხუბისთავები იყოთ,,,უკმაყოფილოდ ბრიცავს ტუჩებს და იქვე მდგარი დაშნიანს და ედოს უღიმის,,,შევიდეთ სახლში,,ალექსის მეგობრებიც ჩამოვლიან წუთი-წუთზე,,,ამბობს ღიმილით და ჩემკენ ტრიალდება,ყელზე გაკნაჭულ მკლავებს მხვევს და ლოყებს მიკოცნის,,,ჩემი ყველაზე სიმპათიური ძამიკო ხარ
-აფერისტკა,,,ღიმილით ვუკოცნი მთელ სახეს და ეზოში შემომავალ რამოდენიმე გოგოს ვაკვირდები ხმაურიანად რომ კვეთენ ჩვენამდე მანძილს
-ხომ არ გაგიჟდი მეტრეველო შენ?,,,მესმის ნაცნობი ხმა და მთელი სხეულში მივლის ჭიანჭველების მასა,,თვალებს ფეხებიდან ზემოდ ვაცეცებ და ნაცნობ სილუეტს ვაკვირდები,ენა ჩავარდნილი,გაფართოვებული თვალებით რომ მომჩერებია
"უეცრად სუნთქვა მეკვრება: ერთი წამით მომეჩვენა, რომ ეს ქალი გაგიჟებით მიყვარს."

პ.ს...დიდი მადლობა ყველას მოთმინებისთვის,მიუხედავად იმისა რომ.ეხლა ძალიან დატვირთული ვარ ვცდილობ ყველანაირად რომ დავწერო,,,ეს თავი ასე დავასრულე რადგან მომდევნო იქნება უფრო განსხვავებული და ახალ გმირებსაც გავიცნობთ კიდევ,,,ნიკო და ალექსი არიან სურათზე,,,უყვარხართ ნინის



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მოთმინებაში ნობელის პრემია მეკუთვნის უდავოდ.

 


№2  offline მოდერი bibo

ემი გემრიელი ვგიჟდები მე შენზე ჩემო ტკბილო ფუნთუშავ სასწაული ხარ heart_eyes kissing_heart საოცარი თავი იყო ვაიმე მეთქი ვინ მოიტაცა ეს გოგო გამიგიჟა ველურული ასკილითქვა მაგრამ აგერ არ ყოფილა შEყვარებული შე ინტრიგანო შEნა joy joy ბოლო კაი იყოოო ისე მოჩა წინ გველის ქარბორბალააა stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_closed_eyes ვერ გიბრაზდები მერე ისეთ თავს დებ გული მეხლიჩება ატამივით და სული მიფართხალებს ჩემო გემრიელო გოგოვ heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემი ტკბილი და გემრიელი გოგო ხარ შენ.ძალიან ძალიან მაგარი თავი იყო.აი ხომ ვიცი რომ არ გცალია და ვერ ივლი დიდი თავები დადო,მაგრამ იმდენად ეგოისტი ვარ,მინდა დიდხანს ვკითხულობდე შენს ისტორიას.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent