სვანეთის ხათრით თინა(ნაწილი1)
_გააჩერე!არ გესმის?! -ნუ ყვირიხარ გოგო -გითხარი გაჩერეთქო!შენთან ერთად არსად არ წამოვალ! -წამოხვალ...სიმშვიდეს ინარჩუნებდა ქალდანი -წადი შენ შენ ბო*ზ ანას მიხედე,გააჩერე უნდა ჩავიდე -ახლა მომისმინე,შენ ჩემთან ერთად წამოხვალ,მაგრამ ანასაც მივხედავ შენ ნუ ინერვიულებ,ახლა კი გაჩუმდი თორემ მართლა ჩამოგსვამ და სად წახვალ მაგასაც დავინახავთ -არაადამიანი ხარ,ცხოველი -მადლობა ცოტახნის შემდეგ დუმილი გოგონამ დაარღვია -სად მივდივართ?კითხა უკვე დამშვიდებული ხმით -სვანეთში -არ მინდა სვანეთში -პირვველი,შენთვის არ მიკითხავს გინდა თუ არა და მეორე ვიცი რო გინდა ემას ნახვა -ვერ გიტან -ვიცი,მაგრამ არ მადარდებს- გოგონამ უკმაყოფილებისგან ამოიოხრა და თავი მინას მიადო *** მანქანაში იძულებით ჩავსვი,ჯერ კიდევ გაბრაზებულია ჩემზე,ვიცი რომ სჯერა ჩემი,სჯერა,რომ იმ ღამეს ანასთან არაფერი მომხდარა,მაგრამ ჯიუტად დგას და არ მპატიობს.ვიცოდი,რომ უნდოდა სვანეში,უნდოდა ემა ბებოს ნახვა,ემა ბებიაჩემია...წინა ზაფხულს ვიყავით სვანეთში და ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი,ხოდა მეც გადავწყვიტე ემაც გამეხარებინა და თინაც როგორმე შემომერიგებინა.თბილისიდან გასვლისთანავე ჩაეძინა,მებურტყუნებოდა და ტუჩებს საყვარლად ბურცავდა...ჩაძინებული ისეთი ლამაზი იყო,მინდოდა ნაზად დამეკოცნა მისი წითელი,დიდი მრგვალი,ტუჩები და მოვფერებოდი,მაგრამ მისი გაღვიძება ალქაჯის გაღვიძებას უდრიდა. *** გამიხარდა,როგორ არ გამიხარდა,მე და ნიკამ აქ გავიცანით ერთმანეთი ორი წლის წინ,ჩემი დაქალის ძმის,ბექას სახლში,ასე რომ სვანეთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს,მთელი მოგონებები მაკავშირბს მასთან.ისე მომენატრა სვანეთი,ემა,მაგრამ ამის აღიარებას არ ვაპირებდი ბატონ ქალდანთან,ვიცოდი,რომ ანასთან არაფერი მომხდარა,მჯეროდა მისი,ყოველთვის მჯეროდა,თუმცა არ ვპატიობდი,მისი დანახვა ანას გვერდით ცუდად მხდიდა,ორი წლის წინ აეკიდა და მას მერე აღარ ეშვება,არვიცი იმ ღამეს რა მოხდა ან როგორ,თუმცა მე მჯერა ნიკასი და არა ანასი,ვიცი,რომ ყველაფერს გააკეთებს,ოღონდ ერთმანეთს დაგვაშოროს. როგორც იქნა ჩავედით სვანეთში,ეზოში ემა ბებო ფუსფუსებდა,ჩვენს დანახვაზე თავში ხელები მსუბუქად შემოიკრა და ჩვენსკენ წამოვიდა -ჩემო ტკბილებო,როგორ დაივიწყეთ ბებერი ემა -რასამბობ ემა ბებო,ჩვენ სულ გვახსოვხარ,უბრალოდ უნივერსიტეტის გამო ვერ ვახერხებ ვერსად წასვლას. -ჩემო ტკბილო გოგო,უნდა ისწავლო აბა რა-კიდევ ერთხელ ჩაგვკოცნა ორივე და სახლში შეგვიპატიჟა -გეშიებათ ჩემო ტკბილებო,ახლავე გაგიშლით სუფრას -დაგეხმარები-თბილად გავუღიმე და სამზარეულოში გავყევი.უკან ნიკამ მოგვაწია სიტყვა -გავალ მე,ბიჭებს ვნახავ და ნახევარ საათში აქ ვარ -ჯანდაბამდე გზა გქონია-ჩემთვის ჩავილაპარაკე მაგიდა გავაწყეთ და ნიკას მოსვლამდე ჭორაობა გადავწყვიტეთ -ჩემო ტკბილო გოგო,რას ამბობს ნიკა,დანიშვნას არ აპირებთ?როდემდე უნდა იაროთ ასე -მაბრაზებს ბებო შენი ბიჭი,მაბრაზებს -გაბრაზებს?ვასწავლი მაგას როგორ უნდა ჩემი გოგოს გაბრაზება-ამ სიტყვებზე ორივეს გულიანად გაგვეცინა,ამასობაში ნიკამაც შემოაღო კარი -რა გაცინებთ?მე გამჭორეთ ხო? -ეგღა გვაკლია ქალდანო,შენზე ლაპარაკში დავკარდოთ დრო. -არა ბებო გენაცვალოს,სწავლის ამბებს ვეკითხებოდი თინას-მხარზე მსუბუქად დამადო ხელი ემამ -ეჭვიც არ მეპარება.მოდი ვჭამოთ,თორემ მგელივით მშია. ისე მომენატრა ემას საჭმელი მთელი თეფში გავივსე და გემრიელად შევექეცი -მადაზე მოსულა გოგო -აბა რა გეგონა?მთელი გზა არაფერი მიჭამია,რამის მომკალი მშიერი -მთელი გზა ძილის და ლაპარაკის მეტი არაფერი გიკეთებია -მართლა?და რა გინდოდა რომ მეკეთებინა?მეცეკვა?იქნებ მემღერა? -ბევრი ლაპარაკის მაგივრად გირჩევნია ჩაიცვა,მივდივართ,თუ მაინც და მაინც გინდა ცეკვა,ამაღამ მიცეკვე -იდიოტი ხარ,სად მივდივართ? -ბექაც სვანეთშია და ვიკრიბებით ბიჭები -აბა შენ იცი,კარგად გაერთე -შენც მოდიხარ -ვაა მართლა?მადლობა,მაგრამ არ მინდა -არ მიკითხავს -ბებო წადი,ცოტას გაერთობი -ამასთან ერთად როგორ გავერთობი ემა,ნერვები უნდა მომიშალოს იქაც -მე ვთქვი,რომ წამოხვალ,ესეიგი წამოხვალ-კიდევ რომ შევწინააღმდეგებოდი წყობილებიდან გამოსული ქალდანი ძალით წამათრევდა -მიდი ბებო შენ ჩაიცვი,მე ავალაგებ -არა ბებო,მოგეხმარები,უცებ ავალაგოთ და ჩავიცვამ-ხელში აღებული თეფშები ქალდანმა გამომართვა და მაგიდაზე დაალაგა-შენ წადი და ჩაიცვი,ამას ემა მიხედავს-როგორც ყოველთვის მკაცრი ხმა ჰქონდა. ნახევარ საათში უკვე ბექას სახლში ვიყავით,ნიკა ეზოში ბიჭებთან შეჩერდა. -როგორ ხარ?-მომიახლოვდა ბექა -კარგად ბექუშ შენ?-გადავეხვიე და მხარზე მეგობრულად,მსუბუქად დავკარი ხელი -არამიშავს,გამიკვირდა რო გამოყევი ნიკას ტო -ძალით წამომიყვანა-წარბები ზემოთ ავზიდე უკმაყოფილების ნიშნად -კაი ტო,სულ როგორ ჩხუბობთ? -მაგის ბრალია-ბავშვურად დავბურცე ტუჩები -ეჭვიც არ მეპარება ჩემო პრინცესავ-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. ბექას დიდიხანია ვიცნობ,სწორედ მის დაბადების დღეზე გავიცანი ქალდანი. -მიდი ახლა,შეცუნცულდი თამრიკო ნახე,გაუხარდება შენი ნახვა ოთახში მოფუსფუსე თამრიკოს ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა,მაშინვე ცხელ-ცხელი ხაჭაპური მომაჩეჩა ხელებში,გამხდარი ხარ და უნდა გაგასუქოვო. სუფრა გავშალეთ და ბიჭებიც მიუსხდნენ მაგიდას.ერთ საათში უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ,ქალდანის გარდა,ცოტას სვამდა. -ნიკა შეიძლება მე წავიდე? -დამელოდე და ცოტახანში ერთად წავიდეთ -გთხოვ რა ძალიან დაღლილი ვარ,წავალ მე,შორს ხომ არაა მარტო რომ არ გამიშვა -მომისმინე,მარტო არ წახვალ შუა ღამეს არსად,ერთად წავალთ -მართლა არ მინდა,აქვეა,უცებ მივალ,ბიჭებთან დარჩი -გოგო,მომისმინე-მხარზე მომიჭირა ხელი-სისულელეების ლაპარაკს მოეშვი და რაღაცას რომ გეტყვი გაიგე. -მტკივა-წამში ამიცრემლიანდა თვალები და ქალდანს რომ არ დაენახა თავი დავხარე -მომხედე,რაგჭირს? -არაფერი-ისევ თავჩახრილი ვიდექი -ნუ ტირი,ჭკუიდან არ გადამიყვანო,ხომ იცი ვერ ვიტან რომ ტირი-თავი ამაწევინა და ხელით მომწმინდა ცრემლები-წამოდი მიგიყვან სახლში და ცოტახანს კიდევ წამოვალ ბიჭებთან -კარგი. სახლში მისულებს ემა ტელევიზორთან ჩაძინებული დაგვხვდა,ჩვენ გველოდებოდა უეჭველად,ასეთი ჩვევა აქვს -ბებო მოვედით ჩვენ,მიდი დაიძინე ცოდო ხარ-შუბლზე აკოცა ნიკამ -მოხვედით შვილო?ოთახები მოგიმზადეთ,წავალ დავწვები,აბა ტკბილი ძილი ტკბილებო-ორივეს გვაკოცა და თავის ოთახში შევიდა. მე და ნიკას ოთახი გვერდიგვერდ იყო.ჩემს ოთახში შევედი და საღამური ჩავიცვი.ჩამეძინებოდა რომ არა კარის ხმა და ზურგზე შეხება,მივხვდი,რომ ნიკა იყო -ცოტახანს შენთან ვიქნები რა -ჩამეხუტე-ქალდანმა უფრო ძლიერად მომხვია ხელები ზურგიდან -ვაფრენ შენზე თინა -ვიცი -და შენ?გიყვარვარ? -კი,მიყვარხარ -მოდი,ხვალ ჯვარი დავიწეროთ,აქვე ჩვენს სვანეთში. -მთვრალი ხარ ქალდანო -ცოტა შეიძლება,დავიწეროთ რა ჯვარი -ჯერ არა,გაბრაზებული ვარ ისევ შენზე -რა ჯიუტი ხარ თინა ლაშხო. გამეღიმა -ჩემსკენ გადმობრუნდი-გადავბრუნდი-არ მაკოცებ? -არ გაკოცებ -რატო მიკეთებ ამას?არ გეცოდები?იქნებ აღარ გიყვარვარ? -გაჩუმდი,აღარ გააგრძელო -მაკოცე! ოდნავ წამოვიწიე და ვნებიანად ვაკოცე ქალდანს -ჩემი ცოლი უნდა გახდე!რაც შეიძლება მალე -გააჩნია როგორ მოიქცევი -კარგი რა თინა,იცი არაფერი მომხდარა,მაგრამ მაინც ასე იქცევი,მითხარი რა გავაკეთო. -მთვრალი ხარ,დაიძინე -თემას ნუ ცვლი -არ მინდა ამაზე ლაპარაკი,რატო არ გესმის?გული მერევა ანას გვერდით რომ გხედავ,იმის წარმოგდენაზე იმ ღამეს როგორ გეხუტებოდა ცუდად ვხდები,გესმის?გაპატიე ყველაფერი გაპატიე,მაგრამ შენს დანახვაზე ანა მახსენდება,გული მტკივა,ასე რომ გექცევი ვიცი რომ იტანჯები,მაგრამ ვერ ვერევი ჩემს თავს,ვერ ვივიწყებ ანას დამცინავ სახეს იმ ღამეს...-ჩუ,აღარ გააგრძელო,მოდი ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ,გპირდები აღარ გატკენ გულს,მაპატიე,მაპატიე ყველაფერი... -ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ,ახლა მთვრალი ხარ -გთხოვ... -არა,ახლა არა,ძალიან გთხოვ -კარგი,ძილინებისა თინა -ძილინებისა ქალდანო გადავბრუნდი და მალევე ძილის მორევში გადავეშვი,თუმცა მაინც ვიგრძენი ცხელი ტუჩების შეხება კისერში. *** მეორე დილით წვიმიანი დილა გათენდა,როგორ მიყვარდა წვიმა,თან სვანეთში.ნიკა ჩემ გვერდით აღარ იყო,თავის ოთახში გავიდა ალბათ. ფანჯრიდან გადავიხედე,წვიმის უფერული წვეთებით დასველებული ტყე პირქუშად გამოიყურებოდა,უღრან ტყეს მიაგავდა,აი ისეთს საშინელებათა ფილმებში რომ არის,ეზოს ყვავილებიც დაემძიმებინა წვეთებს და თავი დაბლა დაეხარათ,თითქოს მორცხვობენ ან თავის მაღლა აწევა ეზარებათ.აქვე თავიდან ფეხებამდე დასველებული ძაღლი მიწოლილიყო კიბის ქვეშ,თავი ფეხებზე დაედო და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა. გარეთ არავინ იყო,ყველა შეუშინებია წვიმას და სახლებში შემალულიყვნენ. დიდი კაპიშუნიანი ჟაკეტი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი,რამოდენიმე წუთში თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავი,უბრალოდ ვიდექი და ვტკბებოდი წვიმის საოცარი ხმით,მერე ცეკვა დავიწყე,თვალები დავხუჭე და უსასრულობაში გადავეშვი,მარამ მალე მომიწია რეალობაში დაბრუნება -რას აკეთებ?შენ გოგო სულ გადაირიე ხო?სულ სველი ხარ,გინდა გამაგიჟო? -ღმერთო ჩემო,არ მოვკვდები,ნუ ნერვიულობ -ახლავე ცხელი აბაზანა მიიღე და თბილად ჩაიცვი -ცოტახანიც ვიქნები რა-ქალდანი მომიახლოვდა და თვალებში ჩამაშტერდა,ამასობაში ისიც გვარიანად დასველდა.ვერაფრის გაფიქრება ვერ მივასწარი,ხელში ამიყვანა და ოთახში შემიყვანა. -მეორედ ასეთ ამინდში გარეთ აღარ გახვიდე -რატო? -რა რატო გოგო,გაცივდები -ვითომ ძაან განაღვლებს? -თინა,ჭკუიდან არ გადამიყვანო -არაუშავს,შენ უკვე დიდიხანია გადამიყვანე ჭკუიდან ქალდანო,დავიღალე გესმის?გახსოვს წუხელ რა მითხარი?არ გახსოვს,იმიტომ რომ მთვრალი იყავი და სიმთვრალე გალაპარაკებდა... -ჩუუ,ძალიან კარგად მახსოვს რაც გითხარი,ისიც მახსოვს შენ რომ მითხარი ხვალ ვილაპარაკოთ ამაზეო,თინა მოდი ვიქორწინოთ -ასეთი მარტივი გგონია?გგონია ასეთი მარტივია ყველაფერი?არა ქალდანო არა! -მომისმინე,მაგ რქებს მოგამტვრევ და ძალიან გეტკინება იცოდე! -ხო,რა თქმა უნდა,შენ ტკივილის მიყენება ყველაზე კარგად გამოგდის. ქალდანმა მკლავზე მომკიდა ხელი და ეზოში გამიყვანა-რას აკეთებ?ხელი გამიშვი -ემას დაემშვიდობე მივდივართ -სად? -თბილისში ოთახში შევედი და ემა მოვძებნე,სამზარეულოში ფუსფუსებდა და რაღაცას ტკბილად ღიღინებდა -ემა,ჩვენ მივდივართ,ვაჟბატონმა ასე ბრძანა-მხრები ავიჩეჩე და ემას გადავეხვიე -გამაგიჟებს ეგ ბიჭი მე,სულ პაპამის გავს,დამტაცებდა ხოლმე ხელს და ასე დამატარებდა წინ და უკან -გამაგიჟა ემა შენმა შვილიშვილმა,აღარ შემიძლია -მოდი ჩემთან ჩემო ტკბილო,მოდი-ემა გადამეხვია და შემდეგ შვილიშვილთან გაეშურა დასამშვიდობებლად. თბილისამდე არცერთს არ ამოგვიღია ხმა,მეგონა ბოლოს მაინც მეტყოდა რამეს მაგრამ ზედაც არ შემოუხედავს. *** პირველ რიგში ბოდიშით შეცდომებისთვის და ძალიან გთხოვთ გამოხატეთ თქვენი აზრი,კარგია?ღირს თუ არა გაგრძელება?ან რამეს თუ მირჩევთით კარგი იქნებბოდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.