შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი არჩევანი(ნაწილი9)


24-03-2017, 22:52
ავტორი Salome5
ნანახია 3 248

რესტორანში შევედით და კუთხეში დავსხედით. შეკვეთა მისცა და მე მომიტრიალდა.
-იქიდან ისე გამოიქეცი სიტყვაც არ გითქვამს, გირეკავდი და გამორთული გქონდა.
ასე რატომ იქცევი, ანასტასია?,,,სერიოზული სახით მიყურებდა.
-კიდევ მე მეკითხები ასე რატომ იქცევიო? შენი საქციელი რას ჰგავს მითხარი, ჯერ შენს საცოლედ გამასაღე ისე მექცეოდი მეგონა გიყვარდი. ამ დროს ვიგებ რომ ის, ,,კრუელა'' ფეხმძიმედ არის შენგან და ცოლად მოგყავს. მითხარი ერთი შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას?,,,ჩემს ნათქვამზე სიცილი აუტყდა მხოლოდ.
-კრუელა? ის ბავშვი ჩემი არ არის, შემიძლია დავიფიცო და არც მის ცოლად მოყვანას ვაპირებ.,,მშვიდი ვამომეტყველება ჰქონდა, როგორ მინდოდა დამეჯერებინა მისი ნათქვამი.
-არ მჯერა შენი,,,ცივად ვუპასუხე.
-უნდა დამიჯერო, მე შენ მიყვარხარ გესმის? სხვა ქალი არაფერში მჭირდება. გპირდები დაგიმტკიცებ რომ არ გატყუებ.,,,თქვა და ფეხზე წამოდგა.
-ახლა სახლში წაგიყვან, დაისვენე.,,,მანქანაში ჩუმად ვისხედით, მზერას ჩუმად ვაპარებდი მისკენ. ბოლოს სიჩუმე მან დაარღვია.
-ის კაცი ვინ არის, შენთან ერთად რომ ცხოვრობს?,,,მკითხა დაძაბული ხმით, ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
-ვინ, ბექა?,,,ვიკითხე გულუბრყვილო ხმით.
-ხო რაც ქვია.
-ჩემი ძმაა,,,ვიფიქრე, მოვატყუებ და ცოტას ვაეჭვიანებ თქო, მაგრამ მივხვდი არ ღირდა.
-შენი ძმა?,,,გაკვირვებულმა გამომხედა და გაეცინა,,,მე კი მეგონა..
-რა გეგონა?
-არაფერი, დაივიწყე. აი მოვედით კიდეც.,,,მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი, რომ დამიჭირა.
-ხვალ გამოგივლი, კარგი?
-ხვალ არ მცალია
-არაუშავს, მოიცლი.,,,მითხრა მშვიდად და ხელი გამიშვა.
-არ მოხვიდე, ლევან.. სანამ სიმართლეში არდამარწმუნებ არმოხვიდე..,,,ვუთხარი და გადავედი. სახლში ასულს ჩემი ძმა კარებთან მომეგება. მკაცრად მიყურებდა.
-სად იყავი ამდენხანს?,,გაბრაზებული ჩანდა.
-მასთან ერთად ვიყავი ცოტა ვილაპარაკეთ.,,,მისაღებში გავედი და სავარძელში გემრიელად მოვკალათდი.
-მერე, რაო რა გითხრა?,,,აგრძელებდა დააკითხვას.
-ის ბავშვი ჩემი არ არისო, შენ მიყვარხარ და შენი ცოლად მოყვანა მინდაო,,,ვუპასუხე. იმედი მომეცა იქნებ სიმართლეს მეუბნება და მართლა ვუყვარვარ.
-და შენ რა უთხარი?
-რაუნდა მეთქვა, სანამ არ დამიმტკიცებ არ მოხვიდე-თქო.,,,მხრები ავიჩეჩე მშვიდად. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, რომ შევაჩერე.
-ბექა, ხვალ ვილაპარაკოთ კარგი? მეძინება ახლა.,,,ლოყაზე ვაკოცე და დასაძინებლად გავემართე. მთელი ღამე არ მეძინა, მასზე და მის ნათქვამზე ვფიქრობდი. ბავშვობიდან მეზიზღება ტყუილი, ტყუილს ვერ ვაპატიებდი ვითუმეტეს ღალატს. უბრალოდ მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი, ვოცნებობდი ისეთ მამაკაცზე რომელიც დამაფასებდა, დამიცავდა და ვეყვარებოდი. სწორედ ასეთ მამაკაცად მივიჩნევდი ლევანს. ვფიქრობდი, რომ მასთან ბედნიერი ვიქნებოდი, განსაკუთრებით მასში მისი მამაკაცურობა მომწონდა. ძლიერი ხასიათი ჰქონდა რაც საშინლად მომწონდა და მაშინ როდესაც მითხრა, რომ ვუყვარვარ და ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით, მაშინ გამოხტა ის, ,,კრუელა'' ფეხმძიმედ ვარო. ნერვები მომეშალა და ფეხზე წამოვდექი. რაც ხელში მომყვა ჩავიცვი და გარეთ გავიპარე. ახლა ყველაზე მეტად სუფთა ჰაერი მჭირდებოდა, უნდა მომეფიქრებინა რას ვიზამდი ლევანთან. სადარბაზოდან ნელი ნაბიჯებით გამოვედი და ქუჩას დავუყევი. ვიღაცის მზერა მწვავდა, უკან მივიხედე და ნაცნობი სილუეტის დანახვაზე გული ამიჩქარდა.
-ლევან, შენ რა მითვალთვალებ?,,,ვუთხარი და ხელები გადავაჯვარედინე. თბილი მზერით გამომხედა და თავისი ქურთუკი მომახურა.
-გაცივდები,,,მითხრა მზრუნველი ხმით და სახეზე მომეფერა. მის შეხებაზე ჟრუანტელმა დამიარა, ისეთი საყვარელი იყო მინდოდა ძლიერად ჩავხუტებოდი.
-კითხვა დაგისვი და მიპასუხე,,,ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და ხელები მოვიშორე.
-სახლში არმინდოდა წასვლა, მივეჩვიე შენთან ერთად ძილს.,,,ცალყბად გაიღიმა.
-მოგიწევს გადაეჩვიო,,,ვუპასუხე მკვახედ. ისიყო წასასვლელად შემოვტრიალდი, ხელი დამიჭირა და ზედ ამიკრა.
-გამიშვი,,,ვთქვი ჩახლეჩილი ხმით და მოშორება ვცადე.
-ნუ ფართხალებ,,,მითხრა მკაცრად, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი.
-ასე არ შეიძლება, გამიშვი ახლავე,,,დავიყვირე გამწარებულმა და თვალები დავქაჩე.
-როგორ გიხდება გაბრაზება,,,,ისევ მიმიხუტა და ცხვირი ჩემ ყელში ჩარგო.
-მაგრამ, შენ მალე ცოლს მოიყვან,,,ამოვიკნავლე საწყლად.
-მართალია, მალე ცოლს მოვიყვან,,,თქვა სერიოზული სახით და მომშორდა. ვიგრძენი როგორ ჩამწყდა გულში რაღაც.,,,,მაგრამ, ერთადერთი ქალი ვისაც ცოლად მოვიყვან შენ ხარ,,,თქვა და ჩემი სახის დანახვაზე გაიცინა.
-მე არ ვხუმრობ,,,თვალები დავქაჩე.
-არც მე ვხუმრობ,,,მხრები მშვიდად აიჩეჩა.
-მერე შენ შვილს რას უპირებ?
-რომელ შვილს? ხომ გითხარი უკვე ის ჩემი შვილი არ არის.
-მაგრამ ნათიამ თქვა..
-არმაინტერესებს რათქვა იმ ქალმა, მასთან მას შემდეგ არ ვწოლილვარ რაც შენ გაგიცანი, ტასო.,,,,ამას ისეთი სახით მეუბნებოდა არ შემეძლო არ დამეჯერებინა, მისკენ გავიწიე და ჩავეხუტე. მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს კისერზე, უცებ დაიბნა მერე კი გონს მოეგო და წელზე შემომხვია ხელები. უცებ ამიტაცა და დამატრიალა.
-საშინლად მიყვარხარ, ბურდულო,,, ანთებული თვალებით შემომხედა და ტუჩებზე დამეტაკა. ვნებიანად მკოცნიდა, გონება დამებინდა. ვეღარაფერს ვაცნობიერებდი, ვცდილობდი მეც ავყოლოდი. უცებ მოწყდა ტუჩებს. დაბინდული თვალებით მიყურებდა და ხშირად სუნთქავდა.
-ჯობს სახლში წახვიდე, თორემ თავს ვეღარ შევიკავებ,,,ბედნიერებისგან ენაჩავარდნილი გამოვბრუნდი უკან და სახლში ავედი. ჩემი სიცოცხლის მანძილზე პირველად ვიყავი ასეთი ბედნიერი, არ მადარდებდა რა იქნებოდა მერე არც ის მადარდებდა იყო თუარა ფეხმძიმედ ნათია, მე ლევანი მიყვარდა და ვენდობოდი. ხო მიყვარდა და არვაპირებდი მის დაკარგვას ვიღაც ქალის გულისთვის. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ბედნიერებაზე უარი ვთქვათ. სახლში ფეხაკრეფით შევედი, ბედნიერებისგან დაღლილს უცებ ჩამეძინა.
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
-გისმენთ?,,,ვუპასუხე ნამძინარევი ხმით.
-შე საზიზღარო, აუტანელო იცოდე ვერ გადამირჩები,,,ჩამესმა ჩემი დაქალის გაბრაზებული ხმა და გამეცინა მისი სახე როცა წარმოვიდგინე.,,,იცოდე ვერ გადამირჩები, შენი იდიოტი ძმისგან უნდა ვიგებდე შენ ამბენს? იცოდე ახლავე ჩემთან გაჩნდები და მომიყვები რახდება შენ თავს, გასაგებია?
-მორჩი?,,,ვკითხე და გავიცინე.
-მორჩი და ჯანდაბა შენ, მომანატრე თავი შედამპალო, იცოდე გელოდები ახლავე.
-კარგი ხო, მოვალ. ქალბატონო, ჯერ 10საათია და უკვე თავი მატკინე რა,,,ჩავიფრუტუნე და დავამთქნარე.,,,ცოტა ხანში მოვალ და ისეთ ამბებს მოგიყვები სალო, ბექა გარტყმაშიც არ იქნება.
-იცოდე ნახევარ საათში აქ იყავი,,გამაფრთხილა და გათიშა. უცებ მოვწესრიგდი და მისაღებში გავედი.
-დილამშვიდობისა, ძამიკო,,,გავეკრიჭე და მაგიდას მივუჯექი.
-როგორც ვხედავ კარგ ხასიათზე ხარ,,,გამომცდელად შემომხედა.
-კარგად მეძინა,,,მხრები ავიჩეჩე, არმინდოდა ლევანთან შერიგების ამბავი მეთქვა, ყოველშემთხვევაში იქამდე სანამ მის სიმართლეს დავამტკიცებ.
-კარგია, დღეს იმ შენმა სულელმა დაქალმა დამირეკა დილიანად,,,თვალები გადაატრიალა, ,,მოიცადე მოგხედავთ თქვენც'' გავიფიქრე ჩემთვის.,,,,შენ გიკითხა.
-ხო, ველაპარაკე უკვე. ვისაუზმებ და მასთან წავალ.,,,გაკვირვებულა დავხედე ანთებულ ტელეფონს, შეტყობინების მოსვლას რომ მაუწყებდა.
,,მომენატრე, შენი ნახვა მინდა''
,,ვინ ხართ?''
,,შენი მომავალი ქმარი და შვილების მამა'' გამეღიმა.
,,2საათისთვის გამომიარე'' მივწერე და წამოვდექი.
-უნდა წავიდე, სალო მელოდება,,,ლოყაზე ვაკოცე და გამოვედი. გზად მაღაზიაშიც შევიარე და მისი საყვარელი შოკოლადის ნამცხვარი ვიყიდე. ზარის ღილაკს მივაჭირე თითი და დაველოდე.
-შემოდი,,,მითხრა მკაცრად. ოთახში სიცილით შევედი.
-კარგი რა, კიდევ დიდხანს უნდა იყო გაბრაზებული? ნახე შენი საყვარელი ტკბილეული მოვიტანე.
-ბედი შენი, რომ ეს ნამცხვარი ძალიან მიყვარს,,გამიცინა,,ყავას მოვიტან და მოვალ. სამზარეულოში გავიდა და რამდენიმე წუთში უკან ორი ფინჯნით დაბრუნდა.
-აბა ეხლა მომიყევი, რახდება შენ თავს?,,,მეც ყველაფერი დეტალურად მოვუყევი, ჩუმად მისნენდა ბოლოს გაოცებული მიყურებდა.
-ანუ ერთად ხართ?,,,სიხარულისგან წამოიყვირა და ჩამეხუტა. ,,,როგორ მიხარია შენი ბედნიერება, საყვარელო, იმსახურებ ბედნიერებას მას შემდეგ რაც შენ გადაიტანე.
-მადლობა,სალო რომიცოდე რაკარგია,,,ვთქვი და გამეღიმა,,,ისეთი საყვარელია და მამაკაცური ჭკუიდან გადავყავარ,,,მისი კოცნა გამახსენდა და თვალები მიმელულა.
-იცოდე, აუცილებლად უნდა გამაცნო.
-გაგაცნობ აუცილებლად, ოღონდ ჯერ ყველაფერი უნდა გავარკვიო.,,ვუთხარი და ტელეფონს დავწვდი რომელიც უკვე დიდი ხანია რეკავდა.
-გისმენთ?
-ანასტასია ხარ?,,გავიგონე წიკვინა ხმა და მეც იგივე ტონით ვუპასუხე.
-და შენ ვინ ხარ?
-ნათია ვარ,,,უსიამოვნო გრძნობამ დამიარა მთელ სხეულში.,,,შენი ნახვა მინდა, უნდა დავილაპარაკოთ.
-შენთან სალაპარაკო რა მაქვს?
-ლევანზე მინდა დაგელაპარაკო, ლევანზე და ჩვენ შვილზე,,,მითხრა გამარჯვებული ხმით.,,,მისამართს მოგწერ.,,,თქვა და გათიშა.
-ვინ იყო?
-ნათია, ლევანზე და ჩვენ შვილზე უნდა დაგელაპარაკო და შევხვდეთო,,ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე.
-ეგ ნათია შემომაკვდება!გავწიწკნი!,,თქვა გაბრაზებით.,,,როცა ნახავ დამირეკე და მითხარი რას გეტყვის. დავემშვიდობე და შესახვედრად წავედი.
-მადლობა, რომ მოხვედი.,, ,,მეგობრულად'' გადამეხვია.
-პირდაპირ მითხარი რაგინდა, ბევრი დრო არმაქვს.
-მოკლედ, ლევანს უნდა ჩამოშორდე.,,წარბაწეულმა გავხედე,,, ალბათ გესმის, მალე მისგან შვილი მეყოლება და შენ ზედმეტი ხარ მისთვის.
-მოდი, ლევანმა გადაწყვიტოს მისთვის ზედმეტი ვარ თუ არა კარგი? და მერე მეორეც მის მიღოვებას არ ვაპირებ. თუ სხვა სათქმელი არაფერი გაქვს წავალ.
-რას ნიშნავს მიტოვებას არ აპირებ? მალე დავქორწინდებით მუცლით მის ბავშვს ვატარებ არ გესმის?
-მე მხოლოდ ის მესმის, რომ მას მე ვუყვარვარ და სხვა არაფერი მაინტერესებს.,,მოვუჭერი მოკლედ და სწრაფად გამოვედი გარეთ. საშინლად ვგრძნობდი თავს. მისი სიტყვები თავში მიტრიალებდა. ალბათ ფეხმძიმედ რომ არიყოს იქვე ვათრევდი თმებით. ლევანი მირეკავდა, ,,ახლა ვერ გიპასუხებ ლევან'' ვთქვი ჩემთვის და ტელეფონი გავთიშე. ახლა მხოლოდ დაფიქრება მჭირდება. სანდროსთან წავალ ალბათ ბექაც იქ არის ალბათ, ახლა ძალიან მჭირდება მათი უაზრო ხუმრობები. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე.
პ.ს იმედია მოგწონთ, ძალიან მოვინდომე რომ კარგი გამოსულიყო. ველოდები კომენტარებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent