შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი ექიმი მატარებელში (2 თავი)


25-03-2017, 09:30
ავტორი Ana Stepnadze
ნანახია 2 481

დილით ადრე ავდექი რეისი 4ზე იყო ამიტომ შევძლებდი ნორმალურად მომესწრო ყველაფერი. სარბენად გავედი ვაკვირდებოდი და ვიმახსოვრებდი ყველაფერს. ჩიკაგო ქალაქი სადაც ვუყვარვარ, ჩიკაგო ადგილი სადაც მელიან, ჩიკაგო ქალაქი რომელიც შემიფარებს. ამ ფიქრებში სახლამდეც მივედი. ორ საათზე ყველაფერი მზად მქონდა მხოლოდ კატრინა (კატა, როცა გავიცანი მაშინ შევარქვი რადგან მაცდური და მიმზიდველი ქალია. ჩემზე მხოლოდ 2 წლითაა უფროსი და ჩემი უფროსის შვილობილია) მაკლდა. ტელეფონი რასაც ქვია ავუფეთქე და საბოლოოდ იკადრა აღება.
-სად ხარ ნუცა? ნახევარი საათია აეროპორტში ვარ-სანამ რამეს ვეტყოდი მან დამასწრო.
-ხო რავი მეც აქ ვარ და გამოგევლო-გაბრაზებულმა ვუთხარი
-აუ ჩემებმა გამომიტირეს და ისე დამტოვეს აეროპორტი და გინდოდა ახლა მაგის მოსმენა?-არა სულ გამოსდის თავის დაძვრენა.
-მიდი რა ნახევარ საათში მანდ ვარ.-
თბილისში კატას გამო მივდივარ, თორემ ქუთაისში მინდოდა ჩაფრენა იქიდან კი მატარებლით ბათუმში,მაგრამ ამ ალქაჯს ვინ გადაურჩება. კარზე კაკუნია ისევ სამჯერ
-მოდი მამი-შემოვიდა დაღონებული სახით აი ისე პირველად წვეულებაზე,რომ გამიშვა
-კაი ახლა რა ცხვირ-პირი ჩამგტირის-მივედი და მაგრად მოვეხვიე.
-ნუცა დარწმუნებული ხარ?-ოდნავ მომშორდა და ხელები ხელებზე ჩამჭიდა
-მამი აღარაა დრო? ნახე უკვე ზრდასრულია ქალი ვარ და კიდევ უნდა ვარიდებდე რამეს თავს? ოდესმე არ უნდა დავძლიო ეს? თან ბათუმი მენატრება. თბილისიც ,მაგრამ ბათუმი მაინც ყველაზე მეტად. მამიდას დავემშვიდობე და აეროპორტამდე მივაღწიე. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო თვითმფრინავში კატამ ტვინი წამიღო თავისი ინფორმაციებით თბილისზე და ზოგადად საქართველოზე. ცოტხნით შემეშვა მერე და დამეძინა. კატრინას შეხებამ გამომაფხიზლა.
-ნუც, გაიღვიძე მალე დავჯდებით.-გიჟივით წამოვიწიე უკან გადაწეული სკამიდან და ფანჯარაში გავიხედე, ენით ვერ ავღწერ რა ვიგრძენი. ერთიანად გამაკანკალა, მომაწვა ემოციების დიდი ბუშტი და გასკდა კიდეც დაჯდომამდე კატრინას მე ვუბურღავდი ტვინს თბილისური ამბების შესახებ ის კი გაყურსული მისმენდა და თითქოს ყველა მომენტს იბეჭდავდაო. ცოტა ქართულიც შევახსენე რაც მთავარია აქცენტის პრობლემა მალევე მოგვარდა ამერიკაში (რომ მივედი მაშინვე ჩემი ქართული კომენტარებით ვამკობდი ყველას და ამანაც ისწავლა ხომ ვამხოხ კატაათქო). თვითმფრინავი ჯდება მე მაკანკალებს და ჩემს გულში ჩაღვრილი თბილი სითხე გულს მიჩქარებს. ეშვება... ეშვება... და აი დაეშვა. ბორტგამცილებლებმა თავაზიანად გამოგვყარეს და თბილისურმა ჰაერმა ამივსო ფილტვები. სულ სხვაა აქაურობა, როგორ მახსოვს ადრე მოზარდობაში მიუვალ ადგილებში ხეტიალი მიყვარდა. გამახსენდა ჩემი ზოოპარკი, ჩემი მთაწმინდა, ყოველთვის სახელოვანი რუსთაველი და მარჯანიშვილი. ეს ქუჩები სათითაოდ დავლილი და დათვალიერებული მქონდა. უკვე აეროპორტის გარეთ ვარ კატა აღბრთოვანებას ვერ მალავს.
-აბა ნუცა სადაა ჩემი გიდი?-კითხვის ნიშნან გამომეტყველაბას იღებს და მე გასამართლებელი საბუთი არ მაქვს.
-კატა აბა პანიკების გარეშე-თითი დავუქნიე და ძველი მობილური ამოვიღე ჩანთიდან სადაც ქართული ნომერი მიდევს. საბედნიეროდ ჩემი ბედოვლათი ბიძაშვილი ნიკო მყავს და გადამარჩენს. ნომერი საჩქაროდ ავკრიფე და ტუჩის ნერვიულად კვნეტა დავიწყე.
-აიღე, აიღე-ვბუტბუტებდი ჩემვის და აი გაისმა ნამძინარევი ხმა.
-გისმენთ-ოჰ როგორ მომნატრებია ამ გადარეულის ხმა
-შე თავხედო ბიჭო დაგავიწყდა არა?-ჩავრთე მსახიობური ნიჭი რომელიც ჩიკაგოს კოლეჯში გამოვიმუშავე.
-ნუცა? რამე უნდა მახსოვდეს? ან ქართული ნომერი?-ერთიანად მომაყარა კითხვები
-ხო უნდა გახსოვდეს,რომ დღეს მე და ჩემი მეგობარი ჩამოვედით და ეროპორტშუ თუ არ მოხვლ ვერ წამოვალთ.
-ხო ხო ახლავე გამოვალ-მივხვდი,რომ ტანსაცმელს იცვამდა და თან ისეთს ბრახუნობდა მგონი დალეწა ყვლაფერი.
-ახლა კატო მომისმინე შენ-მივუბრუნდი-ჩემი ბიძაშვილი ნიკო მოვა და წაგაჩოჩიალებს თავისთან აი ფოტო-ფოტო ვანახე სადაც უუუუუუუუსიმპატიურესი ნიკო იყო.-ხო და პაკა-მივაძახე და ტაქსში ჩავხტი. მე ხომ ვთქვი ბათუმში მატარებლით წავალთქო ხოდა რეისზე მაგვიანდებოდა. ტაქსის მძღოლს იმდენი ველაპარაკე აქეთ შეწუხდა კაცი. სადგურთან გააჩერა ფული გავუწოდე და ემოციებით დატვირთული ბაქანზე დავდექი


კატა
ისე უცებ დამტოვა ნუცამ ვერც მივხვდი რა მოხდა. ფოტოზ დანახული ბიჭიც ძლივს დავიმახსოვრე. ახლა კი ჩემოდანს ვაზივარ და ველოდები მშველელს. თვალებს აქთ-იქით ვაცეცებ და თვალში გიჟივით მორბენალი ბიჭი მეჩხირება. ესაა ნიკოა გავიფიქრე და გავაჩერე.

-ნიკო ხო? მე კატა ვარ ალბათ ნუცამ გითხრ,რომ ჩემი გიდი უნდა იყო.-მის სახეზე კი გაკვირვების მეტი ვერაფერი დავინახე. მალევე შეცვალა სახე და გამიღიმა.
-აჰა კატა ესეიგი ნუცამ ხო? გიდი?უი გამახსენდა კარგი წამოდი.-მითხრა და მანქანისკენ ჩემი ჩემოდნებით დაიძრა.
-ორი წუთი დამელოდე კარგი?-მითხრა თბილად
-კარგი-და გავუღიმე


პ.ს დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ. გპირდებით მესამე თავიდან უფრო საინტერესო ამბები დაიწყება. მადლობა, რომ კითხულობთ. ველი შეფასებებს.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ასე გააგრძელე და თავისთავად დაიხვეწება ყველა ხარვეზი. მთავარია შინაარსი იყოს კარგი .წარმატებები heart_eyes

 


№2  offline წევრი Elle025

აი უკვე მომწონს და მიხარია რომ გაითვალისწინე :* მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს :*

 


№3  offline წევრი Ana Stepnadze

ელე მადლობა ძალიან დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent