შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(18)


25-03-2017, 16:36
ავტორი lile-eli
ნანახია 2 939

საბაც მე გამომყვა, გასვლისას, გიგიმ დამიძახა:
-ელი, არ მაკოცებ?..


18.

მისკენ შევბრუნდი, ღიმილით მივედი, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე. წყენის მიუცედავად, იცოდა რომ ბიჭებთან ამას გავაკეთებდი და ამიტომ მოთხრა..
-მაინც გაბრაზებული ვარ!
ჩუმად ვუთხარი, მანაც ღიმილით მიპასუხა:
-ვიცი.. რომ მორჩები მოგაკითხავ.

ლექციების შემდეგ, გიგიმ ბარში წამიყვანა, მის კაბინეტში ვისხედით საბუთებს ხელს აწერდა, რომ მორჩა შემომთავაზა გავჩერებულიყავით და მალე ბიჭებიც მოვიდოდნენ, მაგრამ უარი ვუთხარი. მანქანაში ჩუმად ვიყავი, ამიტომ თვითონ დაიწყო საუბარი:
-ელი ვიცი ბრაზობ, „რალზე“ წავლას, რომ ვაპირებდი და არ გითხარი...
-არა გიგი ამაზე არ ვბრაზობ!
-აბა..
-როცა, რამე გეწყინება, იმის მაგივრად სიტუაციაში გაერკვე, სახლიდან წახვალ, დალევ და „დრიფტით“ თავს მოიკლავ?! აი ამაზე ვბრაზობ!
-ელი მაპატიე, ეს არ განმეორდება.
-დარწმუნებული ხარ?
-შენ თავს გეფიცები, ნასვამი საჭესთან არ დავჯდები.
-ძალინ კარგი.
-გაბრაზებული ხარ ჩემზე და მაინც ჩემზე ფიქრობ..
სიცილით მითხრა, ისეთი თვალებით შევხედე, ხელები აწია და გააგრძელა..
-კარგი ბოდიში, ჩუმად ვარ. მიყვარხარ!..
სახლში მისულმა გამოვიცვალე, მაყვალას ვეხმარებოდი, საღამოსთვის ვახშამს ვამზადებდით და უცებ მკითხა:
-ლილე, შვილო ორსულად ხომ არ ხარ? ისეთი ფერმკრთალი ხარ თან ბოლოდროს არ ჭამ არაფერს..
ცივმა ტაომ დამიარა ტანში და დაბნეულმა სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე:
-არააა მაყვალა დეიდა, რას ამბობ? ნამდვილად არ მინდა გიგი ამაზე გავაბრაზო..
-რატომ შვილო, გიგის ბავშვები ძალიან უყვარს. გურამსაც გაუხარედება, კაცი თავიდან დაიბადება..
-გიგიმ ჯერ არ გვინდაო, კატეგორიულად მითხრა..
კაცები შემოვიდნენ სასადილო ოთახში და გავჩუმდით, სუფრაზე ხმა არ ამომიღია, მაყვალს ნათქვამმა დამაფიქრა, უკვე ორი დღეა გადამიცდა, გურამმა რამდენჯერმე მთხოვა რომ მეჭამა, მაშინ შევამჩნიე რომ ჩანგალს ვეთამაშებოდი.. გიგის „მესიჯობამ“ და ტელეფონის ხმამ უკვე თავი მატკინა და უცებ წამოხტა, ჩემთან მოვიდა მხრებზე ხელები დამადო თავზე მაკოცა:
-მამა, შენი რძალი უნდა წავიყვანო, გაბრაზებულია და უნდა შევურიგდე..
-ახალა სად უნდა წავიდეთ? არ ვარ გაბრაზებული.
თავი ავწიე და მისმა ღიმილიანმა სახემ და კოცნამ, გამაწითლა..
-წადით, მაგრამ ჭკუით.
სიცილით გვითხრა გურამმა, თეფშები ავიღე და სამზარეულოში გავედი, ნიჟარაში ვდებდი, მაყვალა გამომყვა:
-იყოს შვილო მე მივხედავ, შენ მოემზადე..
-ელი წამო რა, ჩაიცვი და წავიდეთ..
კარებთან მდგომმა გიგიმ ხელი გამომიწოდა, მაყვალამ თავი დამიქნია და ჩუმად მითხრა:
-ლილე შვილო, ციტა თბილად ჩაიცვი, ხიმ იცი თუ..
მივხვდი რაც იგულისხმა, გამეცინა და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, მაგრამ იმედია არ ვარ ორსულად გავიფიქრე და ოთახში ავედი. მართლაც თბილად ჩავიცვი, იმდენად, რომ გიგის გაუკვირდა, არც ეგრე ცივა გარეთო, მე მხოლოდ გავუღიმე..
გიგი მთელი გზა იღიმოდა, ვგრძნობდი რაღაც „სიურპრიზს“ მიმზადებს, მაგრამ არ ვიმჩნევდი. მანქანა სადგომზე დააყენა და თავისუფლების ხიდისკენ წამიყვანა, იქ ვისეირნეთ ცოტა ხნით, ლამაზი რომ არის ღამის თბილისი ეს უკვე ყველამ იცის. უცებ გიგიმ საბაგიროსკენ „გამაქანა“ ხელი მომკიდა და მიმარბენინებდა:
-წამო ჩქარა, ერთი საათი გვაქვს დრო.
-რისი დრო?
-ჩვენ მარტო ვიქნებით..
ულამაზესი სანახაობა იყო. ცოტა შემეშინდა, თავბრუსხვევაც მქონდა, მაგრამ გიგი ზურგიდან მეხუტებოდა და თავი მის მხარზე მქონდა მიდებული, სიმშვიდით მავსებდა მისი გულისცემა, რომელიც ყველა მელოდიაზე მეტად სასიამოვნო მოსასმენი იყო ჩემთვის.
-ელი შეგიძლია მაპატიო?..
თავი მისკენ შევაბრუნე ისე რომ არ გავნძრეულვართ..
-გიგი მენდობი?
გაეღიმა თითქოს ელოდა ამ კითხვას, ნეტავ როგორ ხვდება ეს ბიჭი ყველაფერს რასაც ვფიქრობ?.. მარჯვენა ხელით დამიჭირა სახე და მკოცნიდა, ტუჩები ერთმანეთს ეხებოდა ისე მიპასუხა:
-გენდობი, საკუთარ თავზე მეტად!
მისკენ შევბრუნდი, თვალებში ვუყურებდით.. ორივე ერთმანეთის სამყაროში ჩავიძირეთ და იქ ვეძებდით, იმას რასაც, ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ და ამ გრძნობას, ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს შესაფერისად.
-მაშინ გაპატიე!..
გამეცინა, რადგან მისი შავი თვალები, რომელიც მიყურებდა, ისე აკაშკაშდა პატარა ვარსკვლევებით, რომ გული ამიჩქარდა, ერთმანეთზე ჩახუტებულები დავუბრუნდით დედამიწას..
- მოგეწონა?
-ულამაზესია, მადლობა..
-......მმმ ეგ აღარ მითხრა! უბრალოდ მაკოცე..
კოცნით გამაჩერა, ხელი გადამხვია კიბეებზე ჩამოვდიოდით და თანმიმდევრობით წრეზე ცეცხლი აინთო, მთხოვა წრეში ჩავმდგარიყავი, წავიდა და რომ დაბრუნდა „ფრანი“ ეჭირა:
-ელი ამას ჩვენი ოცნებები გავატონოთ?
-გიგი, მინდა რომ სულ ჩემთან იყო! ასეთი ახლა რომ ხარ!
-მიყვარხარ!
„ოცნებები“ ასასრულებლად გავაგზავნეთ და უკვე წრე იყო ჩვენს ირგვლივ ნაცნობი და უცნობი ყველა ტაშს გვიკრავდა, გიგიმ ერთ მხარეს გამახედა და ცეცხლით წარწერა „ცუღლუტო მიყვარხარ“ იყო. ცეცხლი ფეიერვერკის წვიმამ შეცვალა.. გიგისთან ერთად ჩახუტებული ვიდექი, ყველა ჩვენი მეგობარი რომ მოგვიახლოვდა, მოვიკითხე, ბოლოსთვის სალო, ანასტასია და საბა დავიტოვე მათ ჩავეხუტე. თემოც იქვე იყო, მორიდებულად მომიკითხა, მეც ასევე. გიგისაც მიესალმა, გიგიმ თავი დაუკრა მხოლოდ.. გიორგიმ მხარზე ხელო დაადო რამდენჯერმე და თვალით ანიშნა თემოსკენ, რომელიც მორიდებით დასჯილი ბავშვივით იდგა და სიგარეტს ეწეოდა, მისი ასეთი საქციელი ჩემში სიბრალულს იწვევდა, მაგრამ არ იმსახურებდა.. გიგიმ დაუძახა და ახლოს მივიდა მასთან, ყველა მათ ვუყურებდით, მე საბას ვეხუტებოდი, რაღაც უთხრა არ გამიგია, მერე მოეხვია და თითით გაფრთხილებო ანიშნა, მანაც ღიმილით უპასუხა, მერე გიორგის მადლობის ნიშნად თემომ მხარზე ხელი დაადო..
-კიდევ ერთი სიურპრიზი და მერე სახლში მივდივართ.
გიგი ხელი გადამხვია და მანქანისკენ წავედით.
-კიდევ სადმე მივდივართ?
-კი მივდივართ, ცოტა შორს.
მაკოცა და საბას გახედა, მანაც საიდუმლო გაამხილა:
-ადა და სერგო მოდიან ორი დღით..
-რაა, საბა მართლა? სალო?..
-კი ელი მართალია. (სალო)
-რატომ არ მითხარით?
-ეგ მე დაგიმალე
გიგიმ თავის თავზე აიღო საყვედური, აეროპორტში მისვლიდან ნახევარ საათში მამიდას და ძიას ვეხვეოდი, ყველაზე მეტად გიგის და ადას შეხვედრა მაინტერესებდა, თან მაშინებდა, მაგრამ ისინი როგორც ჩანს უკვე კარგად შეეწყვნენ, როცა გიგი მასთან ჩავიდა..
სახლში სუფრა გაშლილი დაგვხდა ესეიგი ყველამ იცოდა, ჩემს გარადა. საკმაოდ დიდი ხანი ვერთობოდით, გურამი და ნუნუ მორიდებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს რასაც სერგო ძიაზე ვერ ვიტყვი ის ისეთი თავისუფალი იყო, როგორც თავის მეგობრებთან.. მეორე მოულოდნელობა კი ის იყო რომ ნატალიაც ჩამოდის (გიგის და დიტოს მამიდა) მეორე საღამო უკვე ოჯახურ გარემოში გავატარეთ, რადგან ქალბატონი ნატას სიმკაცრე ყველამ იცის ჩემს გარდა.. ნატალიას მეუღლე როგორც ტიპიური ევროპელი, აღფრთოვანებული იყო ჩვენი ტრიოს სიმღერებით და უცებ ნატა მე მთხოვს რომ ვიმღერო:
-ლილე, როგორც ვიცი მღერი და მინდა შენი სიმღერა მოვისმინო.
ვერ ვიტყვი, რომ ეს თხოვნა იყო, უფრო ბრძანებას გავდა და გიგისკენ გავაპარე თვალები, მან ხელი რომელზეც მკიდებდა მომიჭირა, გამიღიმა და მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მითრა თანხმობა. დიტომ გიტარა გადმომაწოდა და უცებ ის სიმღერა გამახსენდა, პირველად მოვისმინე, როცა გიგის დავშორდი, იმდენად ხშირად ვუსმენდი ამ სიმღერას, რომ მისი ტექსტი, თითქოს ჩემად იქცა.. „Saly Betli-სახლი ლურჯი ფანჯრებით”, მთელი გრძნობით ვიმღერე რასაც მაშინ განვიცდიდი იმ სიმღერით ვთქვი, გიგის ვუყურებდი, მისი ბედნიერი თვალები ძალას მაძლევდა სიმღერის, სიმღერის დასასრულს „მამიდები“ ტიროდნენ. ყველამ საქები სიტყვებით შემამკო, დიტომ მუსიკა ჩართო, რომელზეც საბა და სალო ცეკვისთვის მოემზადნენ, დიტომ კი ანა ააცეკვა (ისიც ჩემს დღეშია გამოცდას აბარებს ნატასთან), გიგიმ ხელი გამომიწოდა და თქვა:
-წამო ცვენც ვიწეკვოთ, იცი რა მაგარი გოგო ხარ?
-არა, შენ მითხარი..
გამეღიმა, ყელში მაკოცა, წელზე მოხვეული ხელი უფრო მომიჭირა:
-შენ მამიდაჩემის ატირება შეძელი.
დიტო და ანა მოგვიახლოვდნენ, დიტო როგორ აფთხილებდა ანას გვესმოდა:
-ახლა რამე ისეთი მოიფიქრე რომ ნატას მოეწონო, თორემ ელის გამო ზედ არ შემოგხედავს..
-დიტო ისედაც ვნერვიულობ და შენ რას მეუბნები? გიგი მიშველე რა..
ერთმანეთი ცეკვის დროს გავცვალეთ და გიგიმ ანას დამშვიდება დაიწყო:
-ანა სანერვიულო არაფერია, რომ არ მოწონებოდი დამიჯერე არ დაგსვამდა სუფრასთან, აი ასე უბრალოდ გეტყოდა „მისი შესაფერისი არ ხარო!“ რადგან დიტოს გვერდით ხარ, უკვე მოსწონხარ!
-გიგი ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და მიყვარხარ!
ანას ცოტა ხმამაღლა მოუვიდა, ეს შანსი დიტომ არ გაუშვა ხელიდან და მთელი მისი მსახიობური ნიჭი გამოიყენა, რაც მართლაც კარგად გამოსდის, იმდენად, რომ თვით ნატალიაც კი დააბნია..
-ვაიმე მიშველე ნატა, ჩემ საცოლეს „შებმას“ ცდილობს საკუთარი ბიძაშვილი, თან მისი მეუღლის თვალწინ..
ნატა წამოდგა გაოცებული სახით, შემდეგ სუფრასთან მყოფებს მოავლო თვალი, მათგან ვერაფერს მიხდა, რადგან ისინი უკვე შეჩვეული არიან ამ ყველაფერს, დიტომ მიჩურჩულა:
-გოგო ამყევი შენც!
-სახლიდან გინდა გამაგდოს? არა მადლობა.
მაგრამ გიგიმ სცადა აყოლა, ბანალური ფრაზა წარმოსთქვა..
-დიტო ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ, ყველაფერს აგიხნი..
ყველამ სიცილი დაიწო და ახალი კერძით ხელში, სუფრასთან მოსული ლიაც კი მიხვდა ნატას გამომეტყველებით, რომ დიტო ისევ „ცანცარებს“
- დიტო უკვე მოახერხე ამ ქალის გადარევა?!
-კიდევ მე მოვახერხე? საცოლე წამართვეს, მე მივდივარ და თვალით არ დამენახოთ!
ანას ხელი მოკიდა და სუფრასთან დაჯდა.. გიგი მომეხვია და ფეხზე ვიდექით, ნატას რომ არ გაეგო ჩუმად ამბობდა:
-დიტო დაისჯება და დიდი სიამოვნებით ვუყურებ ამ კონცერტს..
-წინა რიგის ბილეთი ჩემთვისაც აიღე რა..
გურამი სადღეგრძელოს, რომ მორჩა საბამ და სალომ ახალი ამბავი გვითხრეს, რომ გამოცდების შემდეგ მიდიან ამერიკაში, ბავშვს იქ გააჩენს და მერე ისევ ჩამოვლენ, მე მუსიკა გამოვრთე სანამ მაგიდასთან მივიდოდი, გიგი მომეხვია უკნიდან და ყურთან კოცნის შემდეგ მკითხა:
-შენ როდის გაიბერები ასე?..
გაოცებუმლა შევხედე მის პროფილს, რომელიც ნიკაპით მხარზე მეყრდნობოდა:
-გიგი მართლა გინდა ეს?
-მოდი დავჯდეთ.
გამიღიმა და პასუხს თავი აარიდა, მე კი ამაზე ფიქრის საშუალება არ მომეცა, ანასტასიამ კისერზე ხელები მომხვია, მომენატრებიო მეუბნებოდა და რომ წარმოვიდგინე ერთ კვირაში წავლენ ძალიან მტკიოდა გული..
ჩემები სახლში წავიდნენ, პრესკომფერენცია აქვთ ადას და სერგოს სამედიცინო საქმესთან დაკავშირებით და საღამოს მიფრინავენ, ათ დღეში კი პატარას მომლოდინე ოჯახიჩ წავა, ამიტომ მათით უნდა დავტკბე.. ამ ფიქრებში ვიყავი და ისე ვრეცხავდი ჭიქებს, ნატა შემოვიდა:
-ლილე ამას შენ რატომ აკეთებ?
-მაყვალა დეიდას ვეხმარები, მსიამოვნებს ამის კეთება ქალბატონო ნატა..
-უბრალოდ ნატა!
ღიმილით ვუპასუხე და საუბარი განაგრძო:
-ლილე, ბავშვის გაჩენაზე რატომ არ ფიქრობ?!
ისე დავიბენი, ჭიქა ხელიდან გამივარდა და ნიჟარაში ჩაიფშვნა, მაყვალა ხმაურზე შემოვიდა და ნატას ზურგს უკან იდგა, ხმა არ ამოუღია, ან რას ეტყოდა..
-არ ვიცი რა გითხრათ, ჯერ არ გვფიქრია ამაზე.
-და მერე რატომ! დიდი ხანია ამ ოჯახის რძალი ხარ, სანამ ასაკი არ გაქვთ მანადე გააჩინეთ! დროსტარებას მერეც შეძლებთ შენ და გიგი!
სიმწრით გამეღიმა, მაგრამ არფერი მითქვამს, რა მეთქვა ვერც ვფიქრობდი, დაახლოებით სამი თვეა რაც მათი რაძალი ვარ და ეგ დიდი დრო როგო არის?.. ტირილს ვაპირებდი, ნიკაპი ისე ამითამაშდა და თვითონვე მოლბა, ჩემი ორივე ხელი თავისაში მოიქცია, სკამზე დამსვა, თვითონ წინ დამიჯდა და სცადა აეხსნა რას გულისხმობდა:
-ამას იმიტომ გეუბნები, რომ მეგონა არ ვიყავი მზად შვილებისთვის და მერე საერთოდ არ გამიჩნდა, ახლა მყავს მოლოდ გიგი და დიტო, რომლებიც შვილებივით თუ არა ნაკლებად ნამდვილად არ მიყვარს, მინდა მათი შვილებით გავიხარო.
ცრემლები წამოუვიდა და ჩამეხუტა, ამ ჩახუტებას გურამი და ლია შეესწრო და გურამმა გადაულაპარაკა:
-ამ გოგოს აქვს რაღაც რაც ყველას „გვაჯადოვებს“..
ლიამაც არ დააკლო:
-ხო პატარა „ქისა“ აქვს, სადაც სიყვარულს ინახავს.
ყველაფერი მივალაგეთ და ლიამ როგორც კი მარტო დამიგულა, საქმე მაქვსო მითხრა, ბიჭები გარეთ სიგარეტს ეწეოდნენ, ჩვენ კაბინეტში შევედით:
-ლილე შვილო, არ გინდა ჩემთან მოხვიდე კლინიკაში, გამოკვლევებს ჩაგიტარებ, ძალიან ფერმკრთალი ხარ და ვფიქრობ გემოგლობინი ისევ დაბალი გექნება.
-ლია დეიდა რაღაც უნდა გკითხო, თავს ვიცავ აბებით და შეიძლება ორსულად ვიყო?
გაეღიმა, აშკარად ამის გასარკვევად დაიწყო ეს საუბარი.
-კი როგორ არა, ეგ შენ არ უნდა შეგეშალოს.
-ნაყოფი რამდენად სრულყოფილი იქნება?
-ნუ გეშინია სრულყოფილი იქნება, გამოვიკვლიოთ ყველაფერი და მერე გეტყვი რა გავაკეთოთ..
-კარგი ხვალ ტესტს გავიკეთებ და შენთან მოვალ.
-ხვალ მეც მივდივარ პრესკომპერენციაზე და ზეგ მოდი ჩემთან.
დილით ადრე ავდექი აფორიაქებული ვიყავი, რაღაც ახლის მოლოდინში.. ტესტი გავიკეთე და დადებითი იყო, პასუხი უკვე ვიცოდი, მაგრამ როგორც გაკეთებას და გიგისთან ახნაგანმარტებას გავურბოდი, ისე საკუთარ თავსაც, რადგან შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემ სიუს პირობა ვერ შევუსრულე..
საუზმე მოვუმზადე გიგის ის დღეს გვიან გაიღვიძებს ნასვამი იყო, საუზმეს ვამზადებდით, სუფრა გავშალეთ და უცებ მუსიკის ხმა მოგვესმა.. გიგი თავის პატრა ოთახში სადაც სტუდია ჰქონდა მოწყობილი მღეროდა Starboy - The Weeknd..
გაგვეღიმა ყველას, გურამმა ჩაილაპარაკა:
-ბოლოს როდის იყო იმ ოთახში აღარ მახსოვს.
-ყავას აუტან და ვეტყვი ჩამოვიდეს.
თავი დამიქნია მაყვალამ, ყავა და ბლინები ლანგარზე დავდე, კიბეზე ავდიოდი, როცა ნატა შემხვდა და ესიამოვნა, კმაყოფილ თავი დამიკრა, ოთახის კარი გავაღე მაგრამ არ გაუგია, ვაცადე სიმღერას როდის მორჩებოდა, უფრო აზრებს ვაწყობდი, როგორ მეთქვა, გამბედაობა გუშინდელმა კითხვა შემმატა, იმედია მოშორებას არ მეტყვის.. ამ ფიქრებიდან გამომიყვანა მისმა ღიმილიანმა ხმამ:
-ელი, მანდ რატომ ხარ? ხმოდი!
-კარგი იყო.
ლანგარი მაგიდის კუთხესთან დავდე..
-გინდა სცადო?
-არა
-რა გჭირს?
შემატყო რომ ვნერვიულობდი, თითების წვალებით შევბრუნდი მისკენ..
-გიგი რაღაც მინდა გითხრა, გუშინ რომ მითხარი იმან..
-გუშუნ რაც გითხარი დაივიწყე! მთვრალი ვიყავი და იმიტომ.
უფრო ავნერვიულდი, შანსები შემცირდა იმის, რომ გაუხარდება, მაგრამ უნდა მეთქვა, ისედაც ბევრი დრო დავკარგე, მარტო ტესტის გაკეთებაზე იმდენი ვიფიქრე..
-გიგი, არ იფიქრო რომ სპეციალურად გავაკეთე, უბრალოდ რაღაც ვერ გავთვალე და..
შესაბამისი სიტყვების ძებნაში გავჩუმდი რამაც გიგის მოთმინება დააკარგინა:
-ელი, რაზე ნერვულობ, ნატამ გაწყენინა?
-არა. ორსულად ვარ.
ფეხზე მდგარმა ნაბიჯი უკან გადადგა, გაფართოებული შავი თვალებით, მთელი ტანი დამითვალიერა, თითქოს მუცელს ეძებდა, რომელიც გაბერილი უნდა მქონოდა უკვე.. ძალა მოვიკრიბე და რისიც მეშინოდა ის ვუთხარი:
-არ მოვიშორებ!
-რაა?
თვალებში ვეღარ ვუყურებდი, იატაკს მივაშტერდი, კითხვა გაიმეორა:
-ელი შენც გინდა ბავშვი?
-რა თქმა უნდა მინდა!
მარჯვენა ხელი თავზე მოიკიდა და რამდენჯერმე გადაისვა თმაზე, გააზრებას ცდილობდა რაც ვუთხარი, მომიახლოვდა, თავი ამაწვინა, ისე რომ ნიკაპისთვის თითები არ გაუშვია, მისი ღიმილი, სიცილში რომ გადაიზარდა ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ პასუხი ისე მაინტერესებს, გული ყელში ამომდის და მგუდავს..
-იცი როგორ მაბედნიერებ?
ხმას აუწია და ყვირილში გადაეზარდა ისე ამბობდა:
-ლილე გელოვანო, სულ ყოველდღე როგორ შეიძლება მაგიჟებდე და ასე მექცეოდე?!
-ჩუ.. ეგონებათ რომ ვჩხუბობთ
ხელში ამიყვანა და უნდა დავეტრიალებინე ლანგარს გამოვედე, ყველაფერი ხმაურით იატაკზე გაიფანტა.. დამსვა სახით დამიჭირა, თვალებში მიყურებდა, თან მკოცნიდა:
-მიყვარხარ და ეს პატარაც მიყვარს, ჩვენი პატარა.. იცი როგორ მინდოდა? აუ რა მაგარია მამა გავხდებ.
ტირილი დავიწყე, გული ისე მიცემდა ამდენი ემოციისგან, სუნქვა მიჭირდა..
-მეგონა გაბრაზდებოდი.
-ნუ ტირი! უბრალოდ არ მინდოდა სწავლაში ხელი შეეშალა, თორე ბავშვი ისე მინდოდა, ორსული მესიზმრებოდი უკვე.. აუ წამო მამას ვუთხრათ..
-არა
-რატომ?
-ხვალ ლიამ გამოკვლევაზე დამიბარა გავიგოთ ყველაფერი რომ კარგად არის და მერე ვუთხრათ მამას.
-კარგი, მაგრამ ..... ვის?
დავიბენი ამ კითხვაზე, რადგან „მამა“ ისე გავიმეორე, როგორც სახელი და გიგის ასეთმა რეაქციამ დამაფიქრა, თან არც ისე რთული წარმოსათქმელი ყოფილა..
-მამას-გურამს.
-ჩემი სიცოცხლე ხარ! გურამმა რომ გაგიგოს მამას დავკარგავ.
მკოცნიდა და მაგრად მიჭერდა მკლავებს, უცებ კარი გაიღო და გურამმა შეშინებული ხმით, გაფითრდა იატაკზე დაგდებული ლანგარი რომ დაინახა:
-ხომ მშვიდობაა ბავშვებო?
-კი მამა, ელი დილიდან საჩუქრებით მანებივრებს და ემოციისგან ვყვიროდი..
-მერე შვილო, კიარ უნდა უყვირო, უნდა მოეფერო! ჩამოდით გელოდებით..
სიცილი ვერ შევიკავე და დამსხვრეული ნივთების აკრეფა დავიწყე, გურამი რომ გავიდა ხელი მტაცა ამაყენა, შენი დახრა არ შეიძლებაო გამაფრთხილა, მუცელზე ხელი მომისვა ჩაიმუხლა და აკოცა:
-აუ მამას „ბა“ ხარ და იცი როგორ მიყვარხარ?
-დედასიც!
ისევ გვაკოცა, ყველაფერი აკრიფა და გამომკითხა ლიას რაზე შევუთანხმდი, თან შეშინდა ასე რატომ გითხრა შეიძლება ბავშვს რამე ჭირდესო, მოკლედ მთელი დღე ცქმუტავდა, მერე ბიჭებმა დარეკეს ნატას ვნახავთო, ამიტომ გიგიმ საყიდლებზე წასვლა თავის თავზე აიღო, რომ დაბრუნდა ჩუმად ბავშვის ტანსაცმელი მაჩვენა ცისფერი და ვარდისფერი, იმდენი ვიცინე გამიბრაზდა, მაგრამ ისეთი სასაცილო იყო. რადგან ჩემებიც მოვიდოდნენ დიდი სუფრა გავშალეთ, ანასტასია ნატალიას ისე ართობდა მისი სიცილით ყველა გაკვირვებული იყო.. მე, დიტო და ანა ვიყავით სამზარეულოში, მარი და დემეტრე რომ მოვიდნენ, დიტომ თემოზე კითხა დემეს:
-თემო არ გამოგყვათ?
-არა, მაგას გიგი სანამ არ დაურეკავს არ მოვა.
-კაი ცოდოა ტეხავს...
უცებ ყურები დამეხშო და ხელის მოჭერა ვიგრძენი მკლავებზე, ბუნდოვნად ანას სახე დავინახე, მერე დიტოსი, დაცემის შემესინდა და ხელი მისკენ გავიშვირე, რაც მიტრიალებდა თავში ლია იყო რომ ლიასთვის დაეძახათ, მემგონი თქმა მოვახერხე:
-დიტო ლიას დაუძახე..
ყველაფერი გაშავდა. ვიღაცის ცივი ხელი ვიგრძენი, მკლავზე რაღაცამ მომიჭირა, ჩაბერვა-გაბერვის ხმაც და თვალები გავახილე..
-გონზე მოვიდა, ელი გესმის ჩემი?
ანა იყო, წნევას მიზომავდა, ლია კი წვეთოვანს მიდგამდა, მისაღებში დივანზე ვიწექი, ყველა სტუმარი ადგილზე იყო გაშეშებული და შეშინებული თვალებით მიყურებნენ, განსაკუთრებითი სიმშვიდით ლია გამოიყურებოდა, საუბრის თავი არ მქონდა, გიგის ვეძებდი თვალებით და არკათან მიყუდებული გაფითრებული იდგა და მე მიყურებდა, გავუღიმე, მოვიდა თავთან ჩაიმუხლა თვზე მაკოცა:
-როგორ ხარ?
დიტოც მომვარდა:
-გოგო შენ უნდა მომკლა მე? ხელში აყვანილს გატარებ, თუ ასე გინდა, ოღონდ გულის წასვლას თავი დაანებე რა..
-ნუ გეშინიათ, ცოტა ხანში შეძლებს საუბარს, წნევა დაეცა, საშიში არაფერია, ალბათ ნაჭამიც არ არის..
ლის საუბარი მაყვალამ გააგრზელა ქოთქოთით:
-ორი კვირაა არაფერი უჭამია მე რაც ვიცი
-რატომ? ლილე ორსულად ხარ?
შეჰყვირა ნუნუმ, ყველამ სუნთქვა შეიკრა ისეთი მოულოდნელი იყო ეს კითხვა და რატო მე ვერ მივხვდი, მერე ლიამ ყველას უთხრა ახალი ამბავი, მოგვილოცეს, ცოტა უკეთაც გავხდი და წამოვჯექი, ნუნუმ ცრემლების ზღვა დააყენა, ნატალიაც აყვა. აი გურამის რეაქცია კი.. გვერდზე ჩამომიჯდა, მადლობებით ჩამიკრა გულში, მერე მოლოცვებით და პირიქით. გიორგიმ და დიტომ გიგის რომ მიულოცეს გიორგი სიყვებმა მიიქცია ჩემი ყურადღება:
-გილოცავ ძმაო, მიხარია ნათლული მეყოლება, ძმაო ისე ძალიან გინდოდა ბავშვი, რომ მაინც დაიყოლიე ხომ?..
-არა ბაიჭო, მეც არ ვიცოდი, დღეს დილით მითხრა.
დაბნეული თვალებით იყურებოდა და ნერვიულად თავზე ხელი გადაისვა..
უცებ ანასტასიამ მიირბინა გიგითან:
-გიგი დია, ცემი ელი ცუდად ლომ გახდა, სენი ბლალია?
-აბა ვისი ბარლი იქნება ტასი? შენ კიდე ეგ უფრო გიყვარს, ვიდრე მე!..
დიტომ მოასწრო კომენტარის გაკეთება.. გიგიმ ხელში აიყვანა პატარა და სავარძელში ჩაეშვა მოწყვეტით, ანასტასიაც მუხლებზე დაისვა, თან დამნაშავესავით უყურებდა ბავშვს, „ჩემი ღიმილი“ კი ისევ ისე დასთამაშებდა სახეზე.
-შეიძლება ასეც ითქვას, ჩემი ბრალია.
-ლატო, სენ ხომ გიკლას ელი?
-კი მიყვარს, ანასტასია მალე ჩვენ პატარა ბაია გვეყოლება და ცუდად იმიტომ გახდა.
-ლა მაგალია, იცი ლა დავალქვათ?
-.....
ყირში უჩურჩულა, ჩვენ რომ არ გაგვეგო, გიგიმ გადაიხარხარა, ჩაეხუტა და ყელში აკოცა:
-ეგ ხომ გვყავს სხვა სახელი მოვიფიქროთ კარგი?
პატარას დაკითხვა მხიარულად გრძელდებოდა, გიგიც მოთმინებით იტანდა მის კითხვებს ამდენი ხალხის წინაშე.. საბამ გიგის მხარზე ხელი დაარყა, ჩემსკენ წამოვიდა, მომიჯდა ჩამეხუტა და ისე თქვა:
-მემგონი ნუნუს საქმეს ითავსებს ეგ ბავშვი..
-მეც ასე მგონია, მოდი ელისთან დავჯდეთ.
ორივე მე მომიჯდა ხელი ამჯერად საბას მაგივრად, გიგიმ მომხვია და თავზე მაკოცა.
-უკეთ ხარ?
-კი და ცოტა მომშივდა.
-რა გინდა და აქ მოგიტან.
-არა ყველა დავსხდეთ სუფრასთან, ისედაც განერვიულეთ..
სუფრამ და გამოკვლევებმა, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, თუ ჩემი და ნიჟარის დამეგობრებას არ ჩავთვლით.. უფროსები გავაცილეთ ნატალიაც გაფრინდა მეუღლესთან ერთად, მალე სალო და საბაც წავლენ, თუმცა რადგან ვიცი რომ მალე ჩამოვლენ თავს ვიმშვიდებ. გიგი ბიჭებთან ერთად იშვიათად დადის, რამე რომ მოგინდეს ხომ უნდა მოგიტანოო, ბოლო პერიოდში მისი სუნისადმი სიყვარული უფრო გამიმძაფრდა. მაისური რომელიც გამოიცვალა ჩავიცვი და დამდევდა, ახალი აიღე ეგ მეცვაო, მე კი ის მაისური მიდოდა რომელიც ეცვა უფრო მძაფრად ასდიოდა მისი სუნი და იმიტომ.. ეს ამბავი დემეტრეს შესჩივლა და იმან ისეთი პასუხი გასცა მადლობებს უხდიდა პატარას:
-დემე გავიგე ორსულებს უცნაურობები ემართებათო, მაგრამ მსგავსი არსად წერია, შენი სუნი ასდის და გასარეცხ მაისურს იცვამს.
-აბა გიგი ის ჯობია, მარიმ მთელი ცხრა თვე მეორე ოთახში, რომ გამამწესა და მეზობელივით ვიყავი ოჯახში?
-აუ არა, მადლობა პატარას..
მუცელზე მომეფერა და მუხლებზე დამისვა, როცა ლუდის ბოთლები დავულაგე ბიჭებს..



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიიი პატარა გვეყოცელბაააა
რა ამაგარია
მიყვარს ასეტი ბედნიერობების კითხვა:დდ

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ბოლო ძაან მომეწონა მეზობელივით ყოფნა :D კარგი იყო ძაან ვისიამოვნე. :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent