ყვითელი გული (მეოთხე თავი)
- ხომ იცი რომ პირფერობა არ მიყვარს. - შეუღრინა თავის დას, ღმერთო როგორი ავია. - თანაც ნუ მეუბნები რომ ის ადამიანი მომწონდეს ვინც ჩემს ძმასთან წევს. - მის პასუხზე პირი გავაღე და ისტერიკული სიცილი დავიწყე - ოჰ, არა არა მე და შენს ძმას ერთად არ გვძინავს,ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. - ხელი ჩავიქნიე და სიცილს თავი დავანებე. - რაცარუნდა იყოს, ადრე თუ გვიან,მაინც დაწვები ასე რომ,წინასწარ ვერ გიტან და ეს არ შეიცვლება. - თქვა და ხელი გაილოკა. მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე. - არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი,ამიტომ გადავიტან. - ვუთხარი მხიარულად,როგორც ჩამს ჩემმა პასუხმა გაარკვია. - ის დღეს ჩვენთან რჩება ამიტომ კარგად მოექეცი, თორემ ორი კვირა შოკოლადს ვერ მიიღებ ! - გოგონამ წამის მეასედში 32-ვე კბილი გადმოყარა.მის ქმედებაზე გამეცინა. მოულოდნელად სახე დაასერიოზულა და უკმეხად მიუგო - ვერ ეღირსები,თანაც მაგით მაინც ვერ შემაშინებ სადაც არ უნდა გადამალო მაინც მივაგნებ,ასე რომ თავს ნუ იწუხებ და ვინმე სხვა დააშანტაჟე. - ქეთამ თვალები მომაბეზრებლად გადაატრიალა და მითხრა - ხომ გითხარი, ნერვების კიბოა ! - ამოიოხრა და მითხრა. - წამოდი ჩემს ოთახს გაჩვენებ,იცი რა ლამაზია ? ჭერზე ვარსკვლავები მაქვს დახატული გარშემო ოკეანე. - ხატავ ? - გააჩნია ხასიათს. - გამიღიმა და თავისი ოთახისკენ გამიძღვა. - მე ხომ აქ არ ვრჩები - კი რჩები ! - ვერ დავრჩები - ვითომ რატომ? - ტუჩები გაბუსხა და ხელები გადაიჯვარედინა რაზეც გამეღიმა. - მამა არ დამთანხმდება - მიდი რა დაურეკე იქამდე დაბლა ჩავალ და ბატიბუტს ამოვიტან რამე ფილმს ვუყუროთ. - კარგი... - ამოვიოხრე და ტელეფონში მამას ნომრის ძებნას შევუდექი. როდესაც ვიპოვე რამოდენიმე წამი უბრალოდ ეკრანს დავყურებდი, ვფიქრობდი დამერეკა თუ არა,მაგრამ ბოლოს მწვანე ღილაკს დავაჭირე და ტელეფონი ყურთან მივიდე. თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და ღრმად ჩავისუნთე. გთხოვ ნორმალურად ჩაიაროს ! *რომელი ხარ!* *მა მე ვარ* *რა გინდა* *მე..* *ამოღერღავ?!* - ჩამყვირა ტელეფონში. *შეიძლება დღეს მეგობართან დავრჩე?* *რატომ მეკითხები,ხომ იცი რომ რას იზავ ფეხებზე მ’კიდია თუ გინდა წადი და თავიც მოიკალი,არ მეწყინება პირიქით გამიხარდება კიდეც!* - მისი სიტყვები პირდაპირ გულში მომხვდა.თვალები ამიწყლიანდა. ხელები თმაში შევიცურე და ღრმად ჩავისუნთქე. ცრემლები მოვიშორე და სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი. - ჰეი მამიკომ რაო? - ბატიბუტის პაჭკებით აღჭურვილი შემოვიდა ოთახში. მხრები ავიჩეჩე და გავიღიმე - დამთანხმდა. - დაიწივლა,პარკები იქვე დადო და ჩამეხუტა. რა უცნაური ვინმეა. ხელები მოვხვიე და დაბნეულმა გავიღიმე - ჩემს ძმასაც ვეტყვი იქნებ იმ ძუ’კნას თავი დაანებოს და ისიც შემოგვიერთდეს. - შეეშვი,მარტო ჩვენ ვუყუროთ. აბა,რას ვუყურებთ ? - მგზავრებს ! - თქვა და საწოლზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დაეხეთქა. მის გვერდით ხელი დაატყაპუნა და მანიშნა მეც მასსავით მოვქცეულიყავი,საწოლისკენს წავედი რომ დავმჯდარიყავი,თუმცა უცებ წამოიყვირა და თქვა - აუ ჩიფსები დამავიწყდა და ამოიტანე რა, თაროზეა. - თავი დავუქნიე და კიბეებზე დავეშვი. სამზარეულოში შევედი და იქაურობა მოვათვალიერე. ჩემდა საბედნიეროდ ნატალი იქ არ დამხვდა. თაროები შევამოწმე და ვერაფერი ვნახე. თვალი შორიდან შევავლე და შკაფის თავზე დიდი შეკვრა შევნიშნე. ბარიდან სკამი გამოვაცურე და დახლთან მივიტანე. სკამზე შევდექი და მის ჩამოსაღებად თითის წვერებზე ავიწიე. ვცდილობდი ჩამომეღო, რამდენჯერმე ავხტი კიდეც თუმცა მაინც ვერ მივწვდი. სკამიდან კინაღამ გადავყირავდი როდესაც შოთას ხმა გავიგონე. - დაგეხმარო ? - მის დასანახად თავი მოვატრიალე და ისევ ჩემი საქმე გავაგრძელე - არა იყოს ჩემით ვიზამ. - მოკლედ მოვუჭერი და კიდევ ერთხელ ავხტი. გავიგონე როგორ ამოიოხრა, კედელს მოშორდა და ახლოს მოვიდა. სკამიდან ჩამომდგა და ჩიფსების ორი შეკვრა ჩამომიღო. უშნოდ გავუღიმე და ხელი მათკენ გავიწოდე. - სანაცვლოდ რაღაც მინდა. - მაცდურად მითხრა. ყურადღება არ მივაქციე და ჩიფსების წართმევა ვცადე - მომეცი ! - სანაცვლოდ რაღაც მინდა ! - ისეთი მომთხოვნი ხმით მითხრა რომ წამით დავფიქრდი - მაინც რა ? - გამომცდელად შევხედე და დოინჯი შემოვირტყი - ჩემს დასთან რამდენად ახლოს ხარ. - დღეს გავიცანი მაინც,როიცოდე. - მისმინე,მინდა რომ ერთად გავისეირნოთ რას იტყვი? - ისე შემომხედა,რომ სხვა ჩემს ადგილას დადნებოდა. გავიცინე და ჩიფსები წავართვი - და შენი და რა შუაში იყო? - რაღაც შესავალი ხომ უნდა გამეკეთებინა? - და მაგის გარდა ვერაფერი მოიფიქრე? - სულელურად გაიღიმა და თავი გააქნია - წამოხვალ ? - ეს პაემანია ? - თვალები მოჭუტა და თავი დამიქნია - რაღაც მაგდაგვარი. - არა. - კარგად დაფიქრდი,სხვა გოგონები ამაზე ოცნებობენ. - ცალი წარბი ავწიე და ფართოდ გავიღიმე - მე რომ სხვებს არ ვგავარ ვერ მიხვდი ? ოდნავადაც არ მიზიდავ. - ცხვირი ავიბზუე და სამზარეულო დავტოვე. - ისე წამოხვალ რომ ვერც კი გაანალიზებ. - მომაძახა. კიბეებზე ავირბინე და ნინის ოთახის კარი შევაღე. - აქამდე სად ხარ ?! ჩემი ძმა ხომ არ გატყიპე ? - მის კითხვაზე გულიანად გადავიხარხარე,მივედი და მის გვერდით მოვთავსდი. - შეიძლება საყვარელია,მაგრამ შეუფერებელი. - ჩავილაპარაკე და დორიტოსის პაჭკა გავხსენი. - რატომ - მხრები ავიჩეჩე და წიწაკის ჩიფსი დავაგემოვნე. - კარგი დაივიწყე, კინოს ვუყუროთ. *** დილით ფანჯრიდან შემომავალმა მზის სხივებმა გამომაღვიძა. თვალები ფრთხილად გავახილე და ოთახი მოვათვალიერე,თავი მოვაბრუნე და ქეთაც შევნიშნე რომელიც ბავშვივით ფშვინავდა. საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი და ქეთას მიერ მოცემულ ფუმფულა ჩუსტებში ჩემი გაყინული ფეხები ჩავრგე. სიფრიფანა ხალათი სხეულზე მოვირგე და თმა კოსად ავიწიე. სარკესთან მივედი და ჩალურჯებული ადგილები დავათვალიერე. ორი დღის წინანდელთან შედარებით უკეთესაც მაქვს.სილურჯეების ნაცვლად კი სიყვითლეები მაქვს. სარკეს მოვშორდი და ოთახი დავტოვე,კიბეებზე ფრთხილად ჩავედი და სამზარეულოში შევედი. გადავწყვიტე ქეთასთვის რაიმე მომემზადებინა,ბოლო ბოლო ღამე მასთან დავრჩი და დავაზარალე,ამით ჩემს ზარალს ავანაზღაურებ. მაცივარი გამოვაღე და კარებს დავეყრდენი.ჰმ.. რა მოვამზადო? ჯერ შვიდის ოცი წუთია ლექცია თერთმეტზე გვეწყება. პროდუქტებიც ბევრია... მოდი პიცას გავაკეთებ ! საჭირო პროდუქტები გამოვიღე და მომზადებას შევუდექი. გამზადებული ცომი გამოვიღე,ყველაფერი მოვათავზე და გაზქურაში შევდგი. შკაფიდან ყავა გადმოვიღე და ადუღება დავიწყე. თეძო ჩავტეხე და ფანჯარაში გავიხედე. მზე ისე კაშკაშებდა რომ თვალებს საშნლად აგიწვავდა,გარეთ ასეთი კარგი ამინდია და არავინ არ დაჭაჭანებს რა უცნაური ხალხია. - ყავას მეც გამიკეთებ? - ბოხმა ხმამ ჩემი ყურადღება გაფანტა. შემოვბრუნდი და ისევ ტიტლიკანა შოთას შევეჩეხე,რომელიც თვალებს ისრესსდა და ამთქნარებდა. როდესაც მის თმას შევხედე გამეღიმა. - შენ ყოველთვის ასეთი დადიხარ ? - ვკითხე და მადუღარა გამოვრთე. ჭიქები გამოვიღე და დახლზე დავდე.ყავა ჩამოვასხი და ერთი მას გავუწოდე. - ასეთი როგორი ? - გაიცინა და ყავა გამომართვა. - ნახევრად შიშველი. - რა იყო ასე უფრო გაბნევ? თუ გინდა შარვალსაც გავიხდი. - როდესაც ხელი შარვლისკენ წაიღო თვალები გამიფართოვდა და ხელით ვანიშნე რომ მაიმუნობას მორჩენილიყო - ის გოგო არ ვარ შიშველი ბიჭის დანახვაზე ბრინჯივით რომ იბნევა,ამიტომ თავს ნუ შეიწუხებ. - დახლზე შემოვხტი და ყავა მოვსვი. ცოტა არ იყოს შევკრთი როდესაც ჩემთან მოვიდა და დახლს დაეყრდნო. - გინდა ვცადოთ ? - მაცდურად გამიღიმა. - არა მადლობა, ახლა კი მომშორდი და დისტანცია დაიცავი. - რატომ, მე ხომ ასეთი სიმპატიური და აღმაგზნები ვარ,ასეთი ბოხი ხმით,აჩეჩილი თმით და მარწყვივით ტუჩებით. - ცალი წარბი ავწიე და ყურებამდე გავიკრიჭე.ვცდილობდი ღიმილი დამემალა და სიცილი შემეკავებინა. - სივიწროვე არ მიყვარს,თანაც არც ისეთი სიმპატიური ხარ თავს როგორადაც ასაღებ. - მალე შეგიყვარდება. - ჩაიცინა და უფრო მომიახლოვდა. - ვერ მივხვდი.. - იცი, უცნაური ნიჭი მაქვს რასაც თითს დავადებ მინდა არ მინდა ჩემი ხდება. - ჩემს მოყავისფრო ტუჩებს დახედა - ოცნებას კაცი არ მოუკლავსო? - ნიშნისმოგებით ვთქვი და მის მწვანე თვალებს მივაშტერდი. - ახლა კი, ყავა დალიე თორემ გაგიცივდება და გემრიელი აღარ იქნება. - ისე საყვარლად შემომხედა რომ გულში რაღაც სითბოს მაგვარი ჩამეღვარა. მომშორდა და მაისური გადაიცვა. დახლიდან ჩამოვხტი და გაზქურას შევხედე. როდესაც ვიღაცის წიკვინის ხმა შემომესმა ფეხზე წამოვდექი და ხელში ისევ ის შავგვრემანი გოგონა შემრჩა. შოთასთან მივიდა და ისე აკოცა მგონი გადაყლაპა კიდეც,ახლა გული ამერევა. გოგონამ გადმომხედა და უფრო მიეტმასნა. წარბები ავწიე და გავიღიმე,ამას გონია რო მაეჭვიანებს და რამე თუ ? სახე დავმანჭე როდესაც გოგონამ რაღაც საზიზღრობა გააკეთა,ისეთი რამ რომ ვერ გეტყვით. გამაკანკალა. ფუ ახლა მართლა გული ამერევა. - პორნოგრაფიის ყურების სურვილი არ მაქვს,ამიტომ დაგტოვეთ. - ყავა დავდგი და გასვლა დავაპირე. - ფუუ, შოთა აქ არგინდა რაა ბავშვებიც ვართ ! - შეუღრინა ნატალიმ,რაზეც გამეცინა. როდესაც მეც შემამჩნია გაუკვირდა. - ოჰ,პორნოგრაფიას სხვებსაც აყურებინებთ? ასე არ შეიძლება აქედან გაქრი სანამ თმით გითრიე ! - შავგვრემანმა ამოიოხრა და შოთას ბოლოჯერ აკოცა. - გთხოვ, იმას შენ ნუ ჩაანაცვლებ თორემ ვაღებინებ ! - მომიბრუნდა. მის ნათქვამზე გამეცინა. - არ ინერვიულო,მსგავსი ამაზრზენი რაღაცეები არ მიზიდავს. - დახლზე აძვრა და შოკოლადების ძებნა დაიწყო - აუ იმან მართლა დამიმალა რა ვერაა ! - პიცას ვაკეთებ,ცოტახანში იქნება. - იმედია დარიშხანი არ გაურიე რომ მომწამლო. - ეს რატომ უნდა გამეკეთებინა - გაკვირვებულმა ამოვილაპარაკე - რავიცი ჩემი ძმის ერთ ნა’შას რაღაც კომპლიმენტი ვუთხარი და მეორე დღეს მაგის გამო საავადმყოფოში ამოვყავი თავი. - შენ საჭმელების კეთებაც იცი? ცოლად ხომ არ მოგიყვანო ? - მხიარულად თქვა რაზეც ცალი წარბი ავწიე და გავიღიმე - ვნახოთ,ვნახოთ.. - შოთამ პიცის ერთი ნაჭერი გადაიღო და დააგემოვნა.მომლოდინე თვალებით მივაჩერდი,როდესაც დავინახე როგორ მილულა თვალები გამეღიმა და ერთი ნაჭერი მეც გადმოვიღე. - პერფექტო ! - მართლა ძალიან გემრიელია,შეიძლება დაგიტოვო. - ამპარტავნულად თქვა ნატალიმ. მისი ხმის ტონზე გამეცინა.ქეთა ოთახში შემოფართხუნდა და მაგიდასთან დაჯდა. თვალები მოისრისა და პიცა გადაიღო. - ქეთი ზურას არაფერი უთქვამს? - მწვანეთვალებამ ქეთას გადახედა და პიცა მოკბინჩა. ქეთამ სახეზე ფერი დაკარგა და დაბნეულმა ამოილაპარაკა - რ.. რა... რა უნდა ეთქვა? - ამბობდა რაღაც უნდა ვუთხრა,მაგრამ მეშინიაო და რავი. - და შენ არ იცი რა უნდა ეთქვა ? - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.ნატალიმ კისერი წაიგრძელა და უკმეხად მიუგო - მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო ! - ნატალი მოკეტე ! - შენი აზრით რა უნდა ეთქვა? - მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე - არ ვიცი ჩემს ძმასთან კავშირი არ მაქვს - კარგი რა მნიშვნელობა აქვს - არადა თვითონაც კარგად იცის რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. - შენი გოგო წავიდა ? - მე გავაგდე,საწყალ ევას პორნოგრაფიას აყურებინებდნენ. - გადაიკისკისა ნატალიმ - რა? მოიცა თქვენ რა... ანუ შენ და ლიკას მაგიდაზე.. - ოუ გაჩუმდი ! - შემაკანკალა - უბრალოდ ერთმანეთს ლოკავდნენ. - ამ სცენის გახსენებაზე სახე დამემანჭა, კარზე ზარის ხმა გაისმა და მეც მის გასაღებად წავედი. კარები როდესაც გამოვაღე ხელში სისხლივით წითელი ვარდები შემრჩა. თაიგული ავიღე და წერილის წებნა დავიწყე. გავოგნდი როდესაც წერილზე ჩემი სახელი ამოვიკითხე. კარები ფეხით მივხურე და წარბებშეჭმუხნილი გაუაზრებლად დავიწყე ოთახისკენ სიარული. წერილს ვკითხულობდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი. ვიღაც მთხოვს რომ პაემანზე წავიდე. „ხვალ 10 საათზე შენთვის კარგად ნაცნობ ადგილას, მდელოზე მოდი და გაიგებ ვინ არის შენი ფარული თაყვანისმცემელი“. წერილი სამჯერ წავიკითხე და საწოლზე დავეხეთქე,ვარდებს დავხედე და უცნაურად გავიღიმე,რატომ მაინც და მაინც ვარდები ? ეს იყო კითხვა რომელიც არ მასვენებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.